Latin

ადამიანური ლაქა - 14

Total number of words is 3509
Total number of unique words is 2057
29.6 of words are in the 2000 most common words
41.0 of words are in the 5000 most common words
47.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ერთმანეთს მიხუტებულებს რომ ვხედავ, სულ ვფიქრობ
ხოლმე, ნეტავ რას აკეთებენ-მეთქი? მაგრამ არასდროს
გარკვევით არ დამინახავს, ამას როგორ აკეთებენ. არათუ
სხვებს როგორ უსუფთავებენ, საკუთარ ბუმბულს რომ
190
ისუფთავებენ, არც ეგ მინახავს. მათ გუნდთან ახლოს კი ვარ,
მაგრამ გუნდში ხომ არა ვარ. ეჰ, როგორ მინდა, მათ გუნდში
ვიყო. ნეტავ მეც ყვავი ვყოფილიყავი. ასიანს გეუბნები. თავსაც
უკეთ ვიგრძნობდი – ვინმესთან ან რამესთან განშორება არ
შემაწუხებდა მაინც. ავფრინდებოდი და მორჩა. საზრუნავი
არაფერი მექნებოდა, ისინიც ხომ არაფერზე ზრუნავენ, აიწევიან
ჰაერში და სიშორეს მისცემენ თავს. თუ რამეს შეეჯახებიან –
დედა ეტირებათ. ფრთა გაეხევათ – დედა ეტირებათ. ფეხი
მოსტყდებათ – დედა ეტირებათ. ჩვენსავით კი არ არიან. იქნებ
ყვავად მაინც დავბრუნდე. ეტყობა, წინა ცხოვრებაში ვიყავი
ყვავი და ღმერთს ვთხოვე: ღმერთო, მიწაზე მინდა ცხოვრება,
დიდძუძუება გოგოდ მაქციე-მეთქი! სურვილიც ამისრულდა..
მაგრამ ახლა ისევ ყვავად მინდა ყოფნა, ჩემი სტატუსი უნდა
დავიბრუნო. სტატუსი. ყვავისთვის ზედგამოჭრილი სიტყვაა.
ყველაფერს შვენის, რაც დიდია და შავი. სტატუსი. ბავშვობაში
ჩემს თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ჩიტები მიყვარდა
ძალიან. განსაკუთრებით კი ყვავები, შევარდნები და ბუები.
ახლაც კი ვხედავ ხოლმე ბუებს, ქოულმენისგან რომ
ვბრუნდები გვიან. მაშინვე გადმოვდივარ მანქანიდან და
ვესაუბრები. არადა, ვიცი, თავს ხიფათში ვიგდებ – ჯობია
სახლში დავაწვე, ვიდრე ამ დარტყმულმა გამომიჭიროს სადმე
და სული გამაფრთხობინოს. როცა ყვავს სხვა ჩიტების
ჟღურტული ესმის, იცი, რას ფიქრობს? ფიქრობს, სულელები
ხართო. მართალიც არის. ჩხავილი და მეტი არაფერი.
ფრინველს, რომელიც ასე დააბიჯებს, გალობა ნაღდად არ
მოუხდება. არა, მხოლოდ ჩხავილი ხმის ჩახლეჩამდე. მარტო
ჩხავილი და საკვების აკენკვა, თუკი რამეს იპოვიან, მეტი რა
უნდათ. თუკი მათსავით შეგიძლია ფრენა, გზებზე ათას ნაყარს
იპოვი, სადაც მუცლის ამოვსება შეიძლება. ლეშს არც კი
გაათრევენ გზიდან, ეგრევე ძიძგნიან, სანამ მოახლოებულ
მანქანას არ შენიშნავენ, აი, მერე კი გაგიხარია – აფრინდებიან
და უცდიან ავტომობილის ჩავლას, რომ ისევ საქმეს შეუდგნენ.
შუა გზაზე ქეიფობენ რა. დამპალ ხორცს რა მოსდის ნეტავ?
იქნებ მძორიჭამიებს ეს საკითხი არც აწუხებთ. ასეთი სამუშაო
აქვთ ყვავებსა და სვავებს და რა ქნან? გზებსა და ტყეებში
ყველაფერს შთანთქავენ, რასთან შეხებაც კი გვეზარება. ყვავი
ამქვეყნად მშიერი არ მოკვდება. საკვების ნახვას რა უნდა.
სადმე თუ ხორცი ლპება, ყვავი გვერდს როგორ აუვლის. სადმე
სიკვდილია და ყვავიც იქვეა. მძორი იყოს და ყვავი
კილომეტრიდან მოფრინდება. მომწონს კიდეც მათი საქციელი.
191
ენოტმა თუ ფეხები გაჭიმა, უნდა გადაისანსლოს, როგორც
უნდა გამოიყურებოდეს. ჯერ დაიცდიან, რომ ტვირთმზიდმა
გადაუაროს
გვამს
და
ხერხემალი
ჩაულეწოს,
მერე
დააფრინდებიან და ნისკარტებით ყველაფერს გამოსწოვენ და
გამოსრუტავენ, რომ მშვენიერი შავი კარკასი ისევ ცად
ააფრინონ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ უცნაურადაც იქცევიან. ხეზე
რომ შემოსხდებიან ხოლმე და ბოლო ხმაზე გასჩხავიან – ეგრევე
ვხვდები, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. თუმცა რა, ამას
ვერასოდეს გავიგებ. რაღაც დიდი ბჭობა აქვთ ხოლმე
გამართული. ისე, ვერც იმას დავიჩემებ, გინდა თუ არა, ესმით
ყველაფერი ამ აურზაურში და რამეს ხვდებიან-მეთქი. იქნებ
ჩვენსავით დომხალი მოსწონთ და მეტი არაფერი. მაგრამ არა,
დარწმუნებული ვარ, მათ ერთ შეკრებას მილიონჯერ მეტი
აზრი აქვს, ვიდრე აქ ჩვენს ათასგვარ ხლაფორთსა და ფაფხურს.
იქნებ ვცდები კიდეც. რა ვიცი, შეიძლება ასე არც უნდა გავიგოთ
მათი შეკრება და სულ სხვა აზრის მატარებელია ეს
თავყრილობები? გენეტიკური მოთხოვნილებაც შეიძლება იყოს.
საინტერესოა, როგორი იქნებოდა სამყარო, საჭესთან ჩვენ კი
არა, ისინი რომ იყვნენ? ნუთუ ასეთივე სანაგვეთი?
პრაქტიკულობა – აი, მათი მთავარი თვისება. ფრენის დროსაც,
ჩხავილის დროსაც. შეფერილობაშიც კი. როგორი შავები არიან.
სიშავის მეტი არაფერი აქვთ. არ ვიცი, ოდესღაც მართლა ვიყავი
თუ არა ყვავი, მაგრამ მეჩვენება, რომ ახლა ვხდები. თვეებია ეს
საკითხი მაფიქრებს – ხან მჯერა, ხან – არა. ისე, კაცმა რომ
თქვას, რატომაც არა, თუკი არსებობენ ქალის სხეულში
გამოკეტილი მამაკაცები და კაცის სხეულში გამომწყვდეული
ქალები, მაშინ მე რატომღა ვერ ვიქნები ამ სხეულში მოქცეული
ყვავი? ან ექიმი თუა სადმე, რომელიც რამეს მიშველიდა და ამ
სხეულისგან გამათავისუფლებდა? არსებობს კი ისეთი
ქირურგია, რომელიც ჩემს თავს დამიბრუნებს? ვის მივმართო?
ვის შევჩივლო? რომელ ოხერ კარზე მივაკაკუნო? მითხარით და
მივაბრახუნებ კიდეც, ოღონდ ამ ტიალი სხეულისგან
გავთავისუფლდე და ჩემს თავს დავუბრუნდე.
ყვავი ვარ. ვიცი, რომ ყვავი ვარ. ვიცი!
***
სტუდკავშირის შენობასთან, ნორთ-ჰოლიდან ნახევარგზაზე,
192
ქოულმენმა ტელეფონ-ავტომატი შენიშნა. მოპირდაპირე
მხარეს, კაფეტერიაში, «ელდერ-ჰოსთელის» მონაწილენი უკვე
ლანჩს შესდგომოდნენ. ორსაგდულიანი მინის კარის მიღმა
გრძელი
მაგიდები
შეამჩნია,
რომლებსაც
მხიარულად
შემოსხდომოდნენ მოხუცი წყვილები.
ჯეფი შინ აღარ იყო – ლოს-ანჯელესში დილის ათი იქნებოდა
უკვე;
ქოულმენს
ავტომოპასუხემ
უპასუხა,
ამიტომ
სამისამართო წიგნი აიღო და მისი საუნივერსიტეტო კაბინეტის
ნომრის ძებნას შეუდგა, თან ლოცულობდა, ნეტავ ჯეფი
მეცადინეობაზე არ დამიხვდებოდეს გასულიო. რაც მამას
უფროსი ვაჟისთვის ჰქონდა სათქმელი, დაუყოვნებლივ უნდა
ეთქვა. ასეთივე მდგომარეობაში დაურეკა ვაჟს, როდესაც
აირისი გარდაიცვალა. «მათ მოკლეს. მე დამიმიზნეს და მას
მოახვედრეს». ყველას ამას ეუბნებოდა, და არა მხოლოდ
პირველ ხანებში. ეს მისი დაცემის დასაწყისი იყო, მრისხანებამ
ყველაფერი გაუნადგურა. მაგრამ ახლა დაცემას ბოლო მოეღო.
მოეღო! აი, რა უნდა ეხარებინა ვაჟისთვის. და თავისი
თავისთვისაც. წინა ცხოვრებიდან გამოდევნა დასრულდა.
იმაზე ნაკლებად გრანდიოზულით დაკმაყოფილება, ვიდრე
თვითიზოლაციაა თავისი დატვირთვითურთ. კრახის ხელახალი
განცდა, თუმცა კი მწირი ღირსებით, მერე ყველაფრის ისევ
ერთარსად შეკოწიწება, მომწამვლელი შფოთის დასრულება.
თუ ურჩობაა საჭირო, ჩუმად მაინც იურჩოს. მშვიდად
იცხოვროს. ღირსეული თვითდამღუპველობა, აი, საკაიფო
ბილეთი, როგორც ფაუნია იტყოდა. ისეთი ცხოვრებით
ცხოვრება, რომ ფილოქტეტეს[43] ცხოვრებას არ დაემსგავსოს.
არ
დაემსგავსოს
ამ
სვედავსილ
პერსონაჟს.
ამ
გადაწყვეტილებით თითქოს ახალი არაფერი გაუკეთებია,
რადგან უკვე ნაცადი იყო. სულ ასე ხდებოდა. სურვილი
ყველაფერს გარდაქმნის. ესაა პასუხი ყოველგვარ დანაკარგსა
და ნგრევაზე. მაგრამ სკანდალის გაგრძელება რაღა საჭიროა,
პროტესტის უკვდავსაყოფად? ჩემი მარადიული სისულელე.
ჩემი
ყველგანმყოფი
უგუნურება.
განუკურნებელი
სენტიმენტალობა. ჰმ, იდიოტი, სტინაზე მელანქოლიურ
მოგონებებში
გადავარდა.
გამოქლიავებული

ნათან
ცუკერმანთან ხუმრობით მოუნდა წაცეკვება. თან გულიც
გადაუშალა. წარსულზე ესაუბრა. თავისი ჭკუით სატყუარა
გადაუგდო,
მწერლური
ჟინი
გაუღვივა.
რომანისტის
ამოუვსებელი მუცლის ამოვსება მოინდომა თავისი ამბებით.
193
ნებისმიერი კატასტროფა, რაც უნდა მოხდეს, დაწერასა და
ყბადაღებას ექვემდებარება. მწერლისთვის კატასტროფა ხომ
პურია არსობისა. მაგრამ მე რა მოვუხერხო ამ ამბავს, გავიჭედე
და ეგ არის. არც ენა აქვს, არც ფორმა, არც სტრუქტურა და არც
აზრი. ან დრამატული ერთობა სადაა, ან კათარზისი?
დაუმუშავებელი წინდაუხედაობაა. ისე, ვის რად უნდა
უნდოდეს? საკითხავია. მაგრამ ქალი, სახელად ფაუნია,
ყველაზე დიდი წინდაუხედაობაა. ორგაზმის დროსაც
წინდაუხედაობასთანაა წილნაყარი, ნორმებს ვერ იტანს
საერთოდ. ხაზგასმული პრინციპები ყელში ეჩხირება.
ერთადერთ პრინციპად სხეულებრივი კონტაქტი აქვს
დასახული. მეტად არაფერი აღელვებს. ის კი მისი შხამიანობის
ფესვია. ვალდებულება გაუჩნდა, რომ თავისი ცხოვრება მისი
ცხოვრების
ყველა
ქარტეხილს
დაუქვემდებაროს.
მაწანწალობას.
თავის
დაძვრენებს.
უცნაურობებს.
ამ
სტიქიური ეროსით ტკბობას. აიღე ფაუნიას ურო და თუკი რამ
განვლილია და ყავლგასული, ყველაფერი დალეწე, რათა გზა
გაიკაფო თავისუფლებისაკენ. მაგრამ რისგან თავისუფლება?
საკუთარი
სიმართლის
იდიოტური
სიამაყისგან.
განდიდებისკენ
სასაცილო
მისწრაფებისგან.
ლეგიტიმაციისათვის
დაუსრულებელი
ომისაგან.
თავისუფლების შეტევა სამოცდაათი წლის ასაკში –
წინანდელი ცხოვრებისათვის ზურგის შექცევა. «აშენბახის
სიგიჟე» – ასე უწოდებენ ხოლმე ზოგჯერ. «და, აი, იგივე დღე, –
გვაუწყებს უკანასკნელი ფრაზა რომანში «სიკვდილი
ვენეციაში», – შეძრულმა და პატივდებულმა სამყარომ შეიტყო
მისი გარდაცვალება». არა, არაფერში სჭირდება ტრაგიკული
პერსონაჟის გზის განმეორება.
– ჯეფ! ეს მამიკოა. მამაშენია.
– გამარჯობა. როგორ ხარ?
– ჯეფ, ვიცი, რატომაც არ მეხმიანებით შენ და მაიკლი.
მარკისგან მაინც არაფერს ველოდი. ლიზას რაც შეეხება, ბოლოს
რომ დავურეკე, ყურმილი დაკიდა.
– ვიცი, მომიყვა.
– ჯეფ, ამ ქალთან ჩემი რომანი დასრულებულია.
– ჰო? როგორ მოხდა? და რატომ?
194
ისე მოხდა, რომ არასაიმედოაო, გაიფიქრა ქოულმენმა. იმიტომ,
რომ კაცებმა ზედ გადაუარესო; იმიტომ, რომ შვილები კვამლში
დაეგუდაო; იმიტომ, რომ დამლაგებელიაო; იმიტომ, რომ
განათლება არა აქვს და ამბობს, კითხვა არ ვიციო; იმიტომ, რომ
თოთხმეტი წლიდან იდევნებაო; იმიტომ, რომ არც კი მკითხა,
რას მიშვრებითო, რადგან მშვენივრად იცის, რასაც კაცები
უშვრებიანო; იმიტომ, რომ ათას სირზე გადამხტარია და არც
არაფრის იმედი აქვსო.
მაგრამ შვილს მაინც ეს უთხრა:
– იმიტომ, რომ შვილების დაკარგვა არ მინდა.
ჯეფმა რბილად ჩაიცინა და უპასუხა:
– რაც უნდა ეცადო, ეს მაინც არ გამოგივა. ჩემზე ასიანს
გეუბნები. მაიკლსა და ლიზასაც, მგონი, ვერასოდეს დაკარგავ.
მარკი სხვა საქმეა. მას ისეთი რამე სჭირდება, რისი მიცემაც არც
ერთ ჩვენგანს არ ძალუძს. მარკი ერთი სევდიანი ამბავია და
მეტი არაფერი. მაგრამ თუ დაკარგვაზე მიდგა საქმე, ჩვენ
უფრო გკარგავთ. ჯერ კიდევ იმ დროიდან, დედა რომ
გარდაიცვალა და კოლეჯი დატოვე. ეს ყველამ განვიცადეთ.
ადგილს ვეღარ ვპოულობდით. რაც კოლეჯს ომი გამოუცხადე,
სათოფეზე ვეღარ გეკარებოდით.
– ჰო, უკვე ვაცნობიერებ, – უთხრა ქოულმენმა, – კარგად
ვხვდები, – მართალია, ვაჟთან საუბარმა ორიოდ წუთამდე თუ
გასტანა, მაგრამ უკვე აუტანელი შეიქნა. ზეკომპეტენტური
ჯეფის გაკიცხვის მოსმენა, რომელიც დედმამიშვილებს შორის
უფროსი და ცივსისხლიანი გახლდათ და სულ მარტივად
შეეძლო ოჯახური პრობლემების შესახებ საკუთარი ხედვის
წარმოდგენა, მით უმეტეს, რომ ეს პრობლემა თავად ქოულმენი
იყო, იმაზე ნაკლებად რთული როდი იყო, ვიდრე
ირაციონალური
მარკის,
ყველაზე
უმცროსისა
და
იმავდროულად, დარეხვილის ზიზღი. ისე გამოვიდა, რომ
ქოულმენი
შვილებისგან
გადამეტებულ
თანაგრძნობას
მოითხოვდა.
– ვხვდები-მეთქი, – გაუმეორა ქოულმენმა, მაგრამ ერჩივნა,
სულ ვერაფერს მიმხვდარიყო.
– იმედია, იმ ქალს რამე საშინელება არ დამართნია, – უთხრა
ჯეფმა.
195
– მას? არა. უბრალოდ, მეტისმეტი მომდიოდა და შევწყვიტე.
გაგრძელებისა შეეშინდა, რამე არ წამომცდესო.
– კარგია, – მიუგო ჯეფმა, – რასაც ჰქვია, გულზე მომეშვა. კიდევ
კარგი, უშედეგოდ ჩაიარა ყველაფერმა. მართლა მიხარია.
– უშედეგოდ? რას გულისხმობ? – ჰკითხა ქოულმენმა.
– თავისუფალი კაცი ხარ, ხომ? ისევ ძველ ქოულმენად იქეცი,
არა? ხმით თუ ვიმსჯელებთ, ისევ შენს თავს ჰგავხარ, არადა,
ბოლო წლებში სხვანაირი იყავი. თვითონ დამირეკე, აი, ესაა
მნიშვნელოვანი. გელოდი, იმედს არ ვკარგავდი და აი, ზარის
ხმაც გაისმა. რა გითხრა მეტი, ისევ ჩვენთან ხარ. ჩვენ ამის მეტი
კი არაფერი გვადარდებდა.
– რაღაც არ მესმის, ჯეფ. გამარკვიე ერთი, რას გულისხმობ
შედეგებში?
ჯეფმა უხალისოდ უპასუხა მცირე პაუზის შემდეგ:
– აბორტს. თვითმკვლელობის მცდელობას.
– ფაუნიაზე ამბობ?
– კი.
– აბორტი გაიკეთა? თავის მოკვლა სცადა? კი მაგრამ, როდის?
– მამა, ათინაში ეს ყველამ კარგად იცის, აბა, ჩვენ საიდან
გავიგეთ?
– ყველამ? ვინ ყველამ?
– მამა, რაკი შედეგი არ მოჰყოლია...
– შედეგი რას მოჰყვებოდა, როცა არაფერი ყოფილა? არც
აბორტი და არც თვითმკვლელობის მცდელობა, რამდენადაც მე
ვიცი და რამდენადაც მან იცის, არ ყოფილა. მაინც ვინ
იგულისხმე ყველაში? ამის დედა ვატირე, ამისთანა ჭორებმა
თუ მოაღწია შენამდე, ერთი როგორ არ გადმომირეკე ან როგორ
არ ჩამოხვედი?
– შენი ასაკის ადამიანთან რა ჩამომიყვანდა, რა მესაქმება...
– რა გესაქმება? გასაგებია. შენ მხოლოდ ის გესაქმება, რომ ჩემი
ხნის კაცზე ვინც აუგად მოაბრუნებს ენას, ყველაფერი
196
დაიჯერო.
– ჰო, ეს მართლაც ჩემი შეცდომაა, ვნანობ. მართალი ხარ, რა
თქმა უნდა. მაგრამ ჩვენც გაგვიგე, ძალიან დაგვშორდი. ხომ
გაგიგია, როგორც თვალი შორს, ისე გული შორსო.
– მითხარი, ვინ გითხრა?
– ლიზამ. პირველად მან გაიგო.
– ვისგან?
– წყარო რამდენიმეა. ნაცნობებისგან.

გვარები
მჭირდება.
მაინტერესებს,
გულისხმობთ? ვინ არიან ის ნაცნობები?
ყველაში
ვის
– ძველი ნაცნობები ჰყავს «ათინაში», დაქალები.
– აჰა, დობილები, არა? ჩემი კოლეგების მონაგარი, ალბათ... მათ
ვინღა უთხრა ნეტავ?
– ესე იგი, თვითმკვლელობა არ უცდია?
– არა, ჯეფრი, არც უფიქრია. რამდენადაც მე ვიცი, არც
აბორტამდე მისულა საქმე.
– აჰა. მშვენიერია.
– და რომ ყოფილიყო? ანუ ორსულად რომ დარჩენილიყო
ჩემგან, აბორტიც გაეკეთებინა და მერე თავის მოკვლა ეცადა,
მაგით რა? ვთქვათ, მცდელობა გამოსვლოდა კიდეც, მერე რა,
ჯეფ? მამაშენის საყვარელს რომ თავი მოეკლა, მერე რას
იტყოდი?
ამიმხედრდებოდი?
ბოროტმოქმედ
მამას
აუმხედრდებოდი?
მოიცა
ერთი,
მოდი,
ცოტა
უკან
დავბრუნდეთ

თვითმკვლელობის
მცდელობას
დავუბრუნდეთ. სიტყვები არ მყოფნის! გადასარევია! ნეტავი
გამაგებინა, ეს მცდელობის ამბავი ვინღა მოიგონა? აბორტის
გამო ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიაო, არა? იმის გაგებას ვცდილობ,
ლიზას აქაურმა დაქალებმა ამისთანა რა მელოდრამა
მოუჩმახეს? ააა, აბორტი არ უნდოდაო, ხომ? ძალით
გააკეთებინაო, არა? გასაგებია. რა სისასტიკეა! ორშვილმკვდარი
ქალი საყვარლისგან დაფეხმძიმდა. აღტაცება. ახალი შანსი.
ახალი ცხოვრება. ახალი ბავშვი დაკარგულების გამო
სანუგეშოდ. მაგრამ აქ სასტიკი საყვარელი უცხადებს, არა,
197
ამაზე ფიქრიც არ მინდაო, თმაში სწვდება ქალს და
სამშობიაროში მიათრევს ხომ? მერე კი სისხლმდინარე,
შიშველი სხეული უკავია...
ამასობაში ჯეფს უკვე დადებული ჰქონდა ყურმილი.
***
თუმცა ქოულმენს უკვე აღარც სჭირდებოდა ჯეფი. ისიც
საკმარისი იყო, კაფეტერიაში ასაკიანი წყვილები რომ დაინახა
ყავის სმაში. ყური მოჰკრა, როგორ საუბრობდნენ კლასებში
დაბრუნებამდე, იგრძნო, როგორი კმაყოფილი ხმებით
ლაპარაკობდნენ. შესაფერი სიბერე ჟღერადობითაც და
თვალსაჩინოდაც ისეთია, როგორიც უნდა იყოს კიდეც. ბოლოს
იმ დასკვნამდე მივიდა ქოულმენი, რომ იმ საქმეებმაც კი
არაფერი მისცა, რაც თავის დროზე სათანადო ნორმების
ფარგლებში
ჰქონდა
გაკეთებული.
პროფესორობით,
დეკანობით, რთულად ასატანი ცოლის ატანით, ოთხი
გონებაგახსნილი შვილის ქვეყნად მოვლინებით, მაინც ვერ
ეღირსა იმას, რაც სურდა. თუ სხვის შვილებს შესწევთ მამის
გაგების უნარი, რაღა მის შვილებს არ ესმით მამის? რამდენს
ამეცადინებდა სკოლამდელ ასაკში, რამდენ წიგნს უკითხავდა.
რამდენ
საბავშვო
ენციკლოპედიას
ყიდულობდა!
საკონტროლოებისთვის ამზადებდა. მაგიდასთან საუბრებს
მართავდა.
რამდენჯერ
უსაუბრიათ
მას
და
აირისს
ყოფიერებაზე. ენობრივი კლიშეების კრიტიკული გარჩევები და
სხვა მრავალი... და ამ ყოველივეს შემდეგ ასეთი გონება
ჩამოუყალიბდათ? თან ამხელა მომზადების, ამდენი წიგნის,
ამდენი სიტყვის, ჩასაბარებელ ტესტებში ამდენი უმაღლესი
შეფასების შემდეგ? წარმოუდგენელია. მათდამი ასეთი
სერიოზული
დამოკიდებულების
შემდეგ.
ნებისმიერ
სისულელეზე უფროსების სერიოზული პასუხის შემდეგ.
გონების, თანაგრძნობისა და წარმოსახვის განსავითარებლად
მიქცეული ამხელა ყურადღების მერე. მერე სკეპტიციზმს აღარ
იტყვით მთელ ამდენ ცოდნაში? თავად იფიქრე, მალემრწმენი
ნუ იქნებით-მეთქი, აკი ვუნერგავდი. და ამის შემდეგ,
პირველივე ყურით მოთრეული ჭორი ირწმუნეს? ამხელა
ძალისხმევა დამჭირდა სწავლის მიცემაზე და ყველაფერი
ფუჭად? აზროვნების უმდაბლესი დონე! საკუთარ თავს არც
198
ჰკითხეს,
იზამდა
კი
ამას
მამაჩვენიო?
განაჩენი
დაუფიქრებლად გამოიტანეს. მთელი ბავშვობა ტელევიზორის
ყურებას ვუკრძალავდით და აჰა, საპნის ოპერის მენტალიტეტი
მთელი თავისი სიცხადით. ხელში მხოლოდ ბერძნებს ან
მათივე დონის მწერლებს ვაჩეჩებდით, მათ კი ვიქტორიანული
ეპოქის
საპნის
ოპერად
გადაიქციეს
ცხოვრება.
პასუხგაუცემელი კითხვა არ დამიტოვებია მათთვის. თავი
არაფრისთვის ამირიდებია. მეკითხებოდი, ბებია და პაპა ვინ
იყვნენო? მშვენიერია, გიპასუხებდი: ისინი ჯერ კიდევ ჩემს
სიყმაწვილეში გარდაიცვალნენ, პაპა – სკოლას რომ
ვამთავრებდი, ბებია – ფლოტში რომ ვმსახურობდი. შინ რომ
დავბრუნდი, სახლის პატრონს ყველაფერი ქუჩაში ჰქონდა
უკვე გადაყრილი. აღარაფერი დამხვდა. უსირცხვილოდ
მომახალა, ბინის ქირა მჭირდება, საქველმოქმედო ფონდი კი
არა მაქვს გახსნილიო. თავი ძლივს შევიკავე, რომ იქვე არ
მივაძაღლე ის ნაბიჭვარი. ფოტოალბომები, წერილები. ჩემი
ბავშვობის, მათი ახალგაზრდობის ყველა სამახსოვრო ნივთი
გაქრა, განადგურდა. სულ ცარიელზე დავრჩი. მეკითხები, «სად
დაიბადნენ? სად ცხოვრობდნენო?», გიპასუხებ: დაიბადნენ
ნიუ-ჯერსიში. თავიანთ ოჯახებში ამერიკაში დაბადებულ
პირველ თაობას წარმოადგენდნენ. პაპა ბარის მფლობელი იყო.
რამდენადაც მე ვიცი, მისი მამაც, ანუ შენი დიდი ბაბუა, ამავე
საქმით იყო დაკავებული რუსეთში. რუსებს სპირტიანი
სასმელებით ჭყეპდა. «ბიძები და დეიდები არ გვყოლია?»
მამაჩემს უფროსი ძმა ჰყავდა – თავის დროზე კალიფორნიაში
გაემგზავრა, მაშინ მთლად ბავშვი ვიყავი, დედა კი ჩემსავით
დედისერთა იყო. ჩემ მერე შვილების გაჩენა ვეღარ შეძლო – არ
ვიცი, რატომ. მამაჩემის უფროსი ძმა ზილბერცვაიგად დარჩა –
გვარი არ გამოუცვლია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ჯექ
ზილბერცვაიგი. ის ევროპაში იყო დაბადებული და გვარიც
დაიტოვა.
ფლოტში
რომ
მოვხვდი,
სან-ფრანცისკოში
გაცურვამდე, კალიფორნიის სატელეფონო წიგნები ლამის
გადავღეჭე, მაგრამ ვერსად მივაგენი. მამაჩემთან ცუდი
დამოკიდებულება ჰქონდა, მამას უვარგისად და ზარმაცად
მიაჩნდა, სურვილიც არ ჰქონდა მასთან ურთიერთობისა,
ამიტომაც იყო, ალბათ, რომ ზუსტად არ ვიცოდით, რომელ
ქალაქში ცხოვრობდა ბიძაჩემი ჯექი. ყველა სატელეფონო
ცნობარი
გადავქექე,
მინდოდა,
მეცნობებინა,
ძმა
გარდაგეცვალა-მეთქი. ნახვაც მინდოდა მისი. მამის მხრიდან
ერთადერთი ცოცხალი ნათესავიღა იყო. დიდი რამე ახლა, თუ
199
ზარმაცი იყო. მინდოდა, მისი შვილები, ანუ ჩემი ბიძაშვილები,
გამეცნო, ცხადია, თუ ჰყავდა საერთოდ ვინმე. ვეძებდი
ზილბერცვაიგზე, სილქზე, ზილბერზე. იქნებ კალიფორნიაში
ზილბერად იყო დაწერილი, ვინ იცის... მაშინაც ისევე არ
ვიცოდი, როგორც ახლა არ ვიცი. წარმოდგენაც არა მაქვს. მერე
ძებნა შევწყვიტე. ხალხი ამისთანა ნათესაობას მაშინ ეძებს,
როცა საკუთარი ოჯახი არ გააჩნია. მერე თქვენ მეყოლეთ და
ბიძაჩემი და მისი ოჯახი უკვე ნაკლებადღა მადარდებდა... –
ყველა ბავშვი ამ ისტორიას ისმენდა. მაგრამ მხოლოდ მარკს არ
აწყობდა ასეთი გენეალოგია. უფროსებმა ჩაძიება არ იცოდნენ,
ტყუპი კი, ჩაციებას ვინღა ჩივის, ისე იწყებდა ჩაკირკიტებას,
რომ ქოულმენი ჭკუიდან გადაჰყავდათ: «ჩვენს წინაპრებს თუ
ჰყოლიათ ტყუპი?» როგორც მე მახსოვს-მეთქი, ვეუბნებოდი,
ვითომ ბავშვობაში განაგონს, ჩემს ერთ-ერთ დიდ ბაბუას თუ
საერთოდაც პაპის პაპას ტყუპი ჰყოლია. ქოულმენისგან
აირისიც ამავე ისტორიით იკვებებოდა. სწორედ მისთვის იყო
ეს ამბავი შეთხზული. ქოულმენს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ
სალივან-სთრითზე ჰქონდა მისთვის მოყოლილი. პირველადი
ხაზიდან მას არასდროს გადაუხვევია. დაუკმაყოფილებელი
მხოლოდ მარკი დარჩა. «ჩვენი დიდი ბებიები და პაპები სადღა
ცხოვრობდნენ?»
რუსეთში.
«რომელ
ქალაქში?»
მშობლებისთვის კი მაქვს ეს კითხვა დასმული, მაგრამ
დაზუსტებით არც მათ იცოდნენ; ხან ერთ ადგილს
ასახელებდნენ, ხან მეორეს. ებრაელებს მთელი თაობა ჰყავდათ
ასე აღზრდილი-მეთქი. მოხუცებს წარსულზე საუბარი არ
უყვარდათ, ამერიკაში დაბადებული ბავშვები კი დიდ
ცნობისწადილს არ იჩენდნენ, რადგან მათთვის უმთავრესი
ამერიკელობა იყო. ასე რომ, ჩემს ოჯახშიც, ისევე როგორც სხვა
ბევრში, ებრაელთა გეოგრაფიული ამნეზია სუფევდა-მეთქი.
ჩემს ყველა კითხვაზე, – უხსნიდა ქოულმენი, – ისინი ერთი
სიტყვით მპასუხობდნენ და ეს სიტყვა იყო «რუსეთი». მაგრამ
მარკს ამ პასუხით ვერ დაიყაბულებდი. «რუსეთი უზარმაზარი
ქვეყანაა, კერძოდ, სად ცხოვრობდნენ?» რა უნდა ექნა? სულ
«რატომ?», «რატომ?»-ს გაიძახოდა. მარკს დაზუსტებით
უნდოდა, სცოდნოდა, ვინ იყვნენ მისი წინაპრები და სად
ცხოვრობდნენ, – იმის მიღება სურდა ქოულმენისგან, რასაც ეს
უკანასკნელი ვერ მისცემდა. ვითომ ამის გამო გახდა
ორთოდოქსი ებრაელი? ბიბლიურ სიუჟეტზე დაფუძნებულ
პოემებსაც ამიტომ თხზავს? ამიტომ ეჯავრება ასე მამამისი?
წარმოუდგენელია. გიტელმანების მხრიდან ხომ ბებიაც ჰყავდა
200
და პაპაც. დეიდებიც და ბიძებიც. ბიძაშვილი გიტელმანებიც
ხომ მთელ ნიუ-ჯერსიში არიან დასახლებულნი? განა ეს ცოტა
იყო? მაინცდამაინც ეს სილქები და ზილბერცვაიგები რას
ჩაიხვია! წყენისათვის სულელურზე სულელური მიზეზი.
გაუგონარი! როგორც უნდა ყოფილიყო, ქოულმენს ზოგჯერ
შავბნელი ეჭვები აღეძვრებოდა ხოლმე, მარკის ამხელა
სიძულვილი
ჩემს
საიდუმლოსთან
ხომ
არ
არის
დაკავშირებულიო.
მას
მერე,
რაც
მარკი
აუჯანყდა,
პერიოდულად უბრუნდებოდა ხოლმე ეს ეჭვები, ახლა კი,
როდესაც ჯეფმაც კი ისე დაუკიდა ყურმილი, რომ ბოლომდე არ
მოუსმინა, ყველაზე მტკივნეულად შეუჩნდა და გაუწამა სული
ამ გრძნობამ. რაკი მისი გენების მატარებელმა შვილებმაც კი,
რაც შთამომავლობას უნდა გადასცენ, ასე იოლად შეიტანეს
ფაუნიასადმი მის სასტიკ მოქცევაში ეჭვი, მაშინ სადღა უნდა
ეძიოს სამართალი? წინაპრების შესახებ რომ დაუმალა
სიმართლე, მაგის ბრალი ხომ არ არის? მშობლის ეს მოვალეობა
რომ არ შეასრულა პირნათლად და სიმართლე დამალა?
სისულელეა. განა ასე უნდა მიზღვოდა? ასე უნდა მიგებოდა?
წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ვაჟთან საუბრის შემდეგ,
კამპუსიდან გამოსულს, თვალზე ცრემლი მოადგა და
სახლამდე მთელი გზა ვერ მოიცილა ეს გრძნობა.
გზად ქოულმენს ის მომენტიც გაახსენდა, როდესაც კინაღამ
გამოუტყდა ცოლს. ეს ტყუპის შეძენის შემდეგ მოხდა. ოჯახი
ხომ უკვე ჩამოყალიბებული იყო. ყველაფერი რიგზე იყო –
ტყუპმა არ გასცა. საიდუმლოს მცირე კვალიც კი არ ემჩნეოდა
ტყუპს, თითქოს საიდუმლოც აღარ არსებობდა. გახარებულს
ცოლისთვის გულის გადაშლის სურვილი დაებადა. მართლაც
უდიდესი სიურპრიზი იქნებოდა ეს ცოლისთვის: თავისი ოთხი
შვილის დედას უამბობდა, ვინ იყო თვითონ სინამდვილეში.
ტყუპის დაბადებამ ისეთი სიმსუბუქე აგრძნობინა, ისე მყარად
დაიგულა თავი ამ ქვეყანაზე, რომ სიმართლის გამხელაც აღარ
ეჩვენებოდა წინანდებურად საშინლად. ჯეფსა და მაიკლს
ხელი დაავლო, სამშობიაროში წაიყვანა პატარა და-ძმის
სანახავად და ყველაზე დიდი საფრთხე გადავლილად ეჩვენა.
თუმცა აირისს ეს სიურპრიზი მაინც არ გაუკეთა.
ქოულმენისთვის ან გადამრჩენი აღმოჩნდა, ან დამღუპველი ის
უბედურება, რომელიც აირისის კოლეგასა და დაქალს,
სამხატვრო ასოციაციის წევრს, სასიამოვნო გარეგნობის
რაფინირებულ ქალს, მოყვარულ აკვარელისტ კლაუდია
201
მაქჩესნის დაატყდა თავს. მის ქმარს, ყველა ადგილობრივი
მსხვილი სამშენებლო ფირმის მფლობელს, როგორც გამოირკვა,
გამაოგნებელი საიდუმლო – მეორე ოჯახი ჰქონია. თურმე
ბატონ ჰარვი მაქჩესნის რვა წლის განმავლობაში კლაუდიაზე
ახალგაზრდა ქალთან – ტაკონიკთან ახლომდებარე ავეჯის
ფაბრიკის ბუღალტერთან – ჰქონია ურთიერთობა, რომელსაც
მისთვის ორი შვილი გაუჩენია – უკვე ექვსი და ოთხი წლისა
ყოფილან. ისინი ნიუ-იორკის შტატის დაბაში ცხოვრობდნენ,
მასაჩუსეტსის საზღვართან, ჰარვი კი მათთან ყოველკვირა
ჩადიოდა და მატერიალურად უმართავდა ხელს, მეტიც, ოჯახს
ინახავდა. აი, მის პირველ ოჯახში კი იქამდე ვერავინ ვერაფერს
ხვდებოდა,
სანამ
რომელიღაც,
სავარაუდოდ,
მისმა
კონკურენტმა ანონიმურად არ დარეკა. ამ ზარმა კლაუდიასა
და მის სამ მოზარდ შვილს, როგორც იტყვიან, თვალები აუხილა
იმაზე,
თუ
რას
აკეთებდა
ოჯახის
მამა-მარჩენალი
მოცალეობისას. სასოწარკვეთილმა კლაუდიამ იმავე საღამოს
გადაიჭრა ვენები, ხოლო აირისმა ღამის სამ საათზე ნაცნობი
ფსიქიატრის დახმარებით სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და
კლაუდია
სთოქბრიჯის
ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში
მოათავსებინა ოსთინ-რიგსში. ისევ და ისევ აირისი იყო ის,
რომელიც ახალშობილ ტყუპსაც თავს დასტრიალებდა, ორ
უფროს
შვილსაც
მწყემსავდა
და
ფსიქიატრიულში
მოთავსებულ
დაქალსაც
ყოველდღიურად
ნახულობდა,
ამხნევებდა, ქოთნის ყვავილები და ხელოვნებაზე დაწერილი
წიგნებიც მიჰქონდა, რომ კლაუდიას საზრუნავი გასჩენოდა,
სანამ ხუთიოდ კვირაში ცალკერძ საავადმყოფოს წყალობით და
ცალკერძ აირისის ძალისხმევით, კლაუდია ფეხზე არ წამოდგა,
რომ ოჯახში დაბრუნებულიყო და ამისთანა რამის ჩამდენ
ქმართან განქორწინების საქმე წამოეწყო. აირისმა რამდენიმე
დღეში ადვოკატიც გამოუნახა, რომელიც განქორწინების
საქმეებზე მუშაობდა. მას კანტორა ფითსფილდში ჰქონდა.
ჰოდა, ჩვენმა დაუდგრომელმა აირისმა მოჰკიდა შვილებს
ხელი, ძუძუმწოვარ ტყუპს უკანა სავარძელზე მიუჩინა
ადგილი, ჩაისვა დაქალი საკმაოდ ფართო ავტომობილში და იმ
ადვოკატთან გააქანა, რათა ადრე და მალე დაეწყოთ ჰარვი
მაქჩესნისგან გათავისუფლების პროცედურა. უკანა გზაზე კი
დიდი
ძალისხმევა
დასჭირდა,
რათა
დაქალისთვის
თავდაჯერებულობა შეემატებინა, – სიმართლე ითქვას და,
შთაგონების საქმე აირისს არ ეშლებოდა, – ოღონდ კი
კლაუდიას უკან არ დაეხია ამ ბინძური არამზადისთვის
202
ზურგის შექცევისას გარე ფაქტორებისა და პრობლემების გამო.
– ამისთანა მზაკვრობა ჩაიდინო, – უთხრა აირისმა ქოულმენს, –
მაინცდამაინც საყვარლის მომენტს არ ვგულისხმობ. ესეც
საშინელებაა, მაგრამ ხდება ხოლმე; არც იმ ბავშვებზე ვამბობ,
რაოდენ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო კლაუდიასთვის მათი
ამბის გაგება. საიდუმლო – აი, რამ მოუღო ბოლო, რამ გააცოფა.
ამიტომ აიღო ქალმა სიცოცხლეზე ხელი. სულ თვალცრემლიანი
იმეორებს, ამხელა საიდუმლოს ფონზე ჩვენს ოჯახს ოჯახი
ერქვაო? ხომ შეეძლო ვაჟბატონს საიდუმლოს გამხელა, მაგრამ
შენც არ მომიკვდე, რომ არა ის ანონიმური სატელეფონო ზარი,
კრინტსაც არ დაძრავდა. აი, ამან მოცელა კლაუდია, ამის გამოა,
რომ სიცოცხლე აღარ უნდა. მეუბნება ხოლმე, ეს გვამის
აღმოჩენას ჰგავსო; თითქოს სამი გვამი იპოვეს ჩვენს
იატაკქვეშო.
– ჰო, – უპასუხა ქოულმენმა, – აქ რაღაც ბერძნული
სიუჟეტივით ყოფილა, «ბაკქელი ქალების»[44] მსგავსი.
– უარესი, – მიუგო აირისმა, – რადგან ეს ბერძნული «ბაკქელი
ქალები» კი არა, ჩვენი კლაუდიას ცხოვრებაა.
როდესაც ერთწლიანი ამბულატორიული მკურნალობის
გავლის შემდეგ კლაუდია ქმარს შეურიგდა და ეს
უკანასკნელიც მათ ათინას სახლში დაბრუნდა, ცოლს
ერთგულებას, ხოლო უკანონო შვილებს ღირსეული მამობის
გაწევასა და დახმარებას დაჰპირდა, კლაუდიას აირისზე მეტი
სურვილი აღარ გამოუვლენია მეგობრობისა; ხოლო მას მერე,
რაც კლაუდია სამხატვრო ასოციაციიდან წავიდა, ქალები
ერთმანეთს შეკრებებზეც კი ვეღარ ნახულობდნენ ხოლმე,
სადაც აირისი ღერძის როლს ასრულებდა.
ქოულმენმაც, მართალია, ტყუპის შეძენის შემდეგ საზეიმო
განწყობილება
ჰქონდა
დაუფლებული,
აირისისთვის
სიმართლის თქმა გადაიფიქრა. ფიქრობდა, ცხოვრებაში
ყველაზე სენტიმენტალურ-ბავშვური საქციელის ჩადენას
გადავრჩიო. არადა, გარემოს სულ სხვა თვალით დაუწყო
ყურება, სულელივით; უცებ ყველასა და ყველაფერში კარგის
შემჩნევას შეუდგა, უცებ უნდობლობა და საფრთხე მიივიწყა,
მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც, იფიქრა, ყველა
სიძნელე უკან მოვიტოვეო, უცებ ის გადაწყვეტილებაც კი
მიავიწყდა და ამ გადაწყვეტილების შესრულების ფორმაც;
203
უცებ საკუთარი ყოფის, დისციპლინის, ნებისმიერი სიტუაციის
ფხიზლად შეფასების შეცვლა მოუნდა... თითქოს იმ ბრძოლაზე
შეიძლებოდეს ხელის აღება, რომელსაც ადამიანის სული
აწარმოებს,
თითქოს
საკუთარი
სურვილითა
და
უსურვილობით შეიძლებოდეს საკუთარი თავის შეცვლა,
საკუთარ განუმეორებელ და უცვლელ მე-ზე უარის თქმა,
რომლის გამოც არის სწორედ ეს ბრძოლა. იმ ფაქტმა, რომ მისი
ტყუპი ლამის იდეალურად თეთრკანიანი გაჩნდა, ლამის იმაზე
ააღებინა ხელი, რაც კი ყველაზე ძლიერი და ჭკვიანური ჰქონდა.
მაშ, რამ უშველა? ბრძნულმა წესმა: «არაფერი გააკეთო!»
თუმცა, სიყრმისშვილის დაბადების შემდეგაც რაღაც ამისი
მსგავსი სისულელის ჩადენას ბეწვზე გადაურჩა. ადელფის
კოლეჯში ანტიკური სიტყვიერების მასწავლებლად მუშაობდა
მაშინ და პენსილვანიის უნივერსიტეტში «ილიადას» თემაზე
გამართულ სამდღიან კონფერენციაზე იყო ჩასული. მოხსენება
გააკეთა და სასარგებლო ნაცნობობაც დაამყარა, ერთ-ერთმა
ცნობილმა სპეციალისტმა კი რჩევა მისცა, პრინსტონში ვაკანსია
გამოჩნდა და იქნებ განცხადება შეგეტანაო. შინისაკენ
მომავალი თავს იმხელა ცხოვრებისეულ მწვერვალზე
გრძნობდა, რომ ლონგ-აილენდში ნიუ-ჯერსის გზატკეცილით
საკუთარ სახლში წასვლის მაგივრად, ლამის სამხრეთით
გადაუხვია და სეილემისა და ქემბერლენდის გზებით კინაღამ
გულდთაუნისკენ აიღო გეზი, სადაც მშობლებს ბავშვობისას
დაჰყავდათ ხოლმე ტრადიციულ საჯალაბო შეკრებებზე.
იმხანად ახალგაზრდა მამა იყო და იმ მსუბუქ სიამოვნებას
წაეპოტინა, რომელსაც ხალხი მაშინ ეპოტინება, როდესაც
აზროვნებას წყვეტს და სიცოცხლით ვხარობთო, მხოლოდ ამას
ფიქრობს. მაგრამ ვაჟის დაბადება არ ყოფილა გულდთაუნის
მონახულების
ერთადერთი
მიზეზი,
რადგან
ოდნავ
მოგვიანებით ნიუ-ჯერსის ჩრდილოეთით გასწია, სადაც
ნიუარკისკენ
უხვევს
გზა
და
ისთ-ორინჯშიც
ამავე
მიმართულებით მოხვდებით, რადგან დედის მონახულების
სურვილი გაუჩნდა. თუმცა ამ სურვილის მოთოკვამაც მოუწია.
არადა, როგორ უნდოდა, დედისთვის ეხარებინა, შვილიშვილი
შეგეძინაო და ბავშვიც კი ენახვებინა. უკვე ორი წელიწადი
გასულიყო, რაც დედამისს ასე სასტიკად მოექცა, უოლთერმა კი
დედასთან სათოფეზე გაკარებაც კი აუკრძალა. არა, სრულიად
გამორიცხული იყო. ასე რომ, არსადაც არ გადაუხვევია, ისე
გასწია შინისაკენ, სადაც თეთრი ცოლი და თეთრი ბავშვი
204
ელოდნენ.
***
ახლა, როდესაც უკვე ოთხ ათწლეულზე მეტი იყო გასული,
ურთიერთბრალდებებით ალყაშემორტყმული კოლეჯიდან
ბრუნდებოდა სახლში და თავისი ცხოვრების არა მხოლოდ
საუკეთესო მომენტებს – ბავშვების დაბადებას, სიხარულს,
აღფრთოვანებას, თავის სიმტკიცეში ოდესღაც შეპარულ
სისუსტეს, თან იმხელას, რომ ერთხელ კინაღამ ბოლო მოუღო
ამ სიმტკიცეს, – იხსენებდა, არამედ ყველაზე საძაგელი და
უარესი ღამეც ამოუტივტივდა, რომელიც ფლოტში ყოფნისას
დაუღამდა. იმ ღამეს თეთრკანიანთა ცნობილი საროსკიპოდან –
«ორისთან» – გამოაპანღურეს. «აი, შე შავტრაკა შენა, ზანგის
ბიჭი არ შემრჩა ხელში», – ამის თქმა იყო და ორმა კუნთმაგარმა,
მაგრამ ჭკუათხელმა ტიპმა დასტაცა ხელი და გაღებულ კარში
გაუძახა, თან ისე, რომ საფეხურებსა და ტროტუარს
გადააფრინდა და პირდაპირ ქვაფენილზე მოადინა ზღართანი.
ქოულმენმა შუბლი დაარტყა და დარეტიანდა. «ლულუს
მიაკითხე უორიქ-ავენიუზე; შენნაირი შავკანიანი საქონლის
ადგილიც იქ არის!» – მიაძახეს მათ. გაჭირვებით წამოდგა და
მოკურცხლა. მანამ ირბინა, სანამ ქუჩებს შორის გასაძრომს არ
მიაგნო. სანაპირო პატრულის შიშით ვიწრო ხეივანს შეაფარა
თავი,
რადგან
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 15
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.