Latin

ადამიანური ლაქა - 04

Total number of words is 3451
Total number of unique words is 2169
25.7 of words are in the 2000 most common words
36.1 of words are in the 5000 most common words
42.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დამისვამდნენ. მერე კიდევ ერთთვიანი დამატებითი
გამოკვლევების კურსი ჩავიტარე და ბოსტონის გზასაც
დავადექი პროსტატექტომიის ჩასატარებლად. აქ გადმოსვლით
სექსზე გაცნობიერებულად ვთქვი უარი, ოღონდ არა იმიტომ,
რომ ლტოლვა ან ერექცია დამიქვეითდა, არამედ იმიტომ, რომ
სიამოვნების მიღების ფასმა აიწია მეტისმეტად და ვერაფრით
მოვუყრიდი
თავს
იმდენ
მახვილგონიერებას,
ძალას,
მოთმინებას, ილუზიას, ირონიას, სიმხურვალეს, ეგოიზმს,
მოქნილობას, ანდაც სიხისტეს, პრაქტიციზმს, სიყალბეს,
მლიქვნელობას, ორმაგი ცხოვრების უნარსა და დასასრულ,
ეროტიკულ პროფესიონალიზმს, რომ მაცდური, გზიდან
ამცდენი, ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრების კორიანტელს
გავმკლავებოდი. საბოლოოდ უკურნებელი იმპოტენციით
მიღებული პოსტოპერაციული შოკის ერთგვარი შერბილება
მაინც მოვახერხე, დავირწმუნე თავი, რომ ნებით არჩეული
გზის გასაგრძელებლად ქირურგიული ჩარევა უფრო მეტ
შესაძლებლობას
მანიჭებდა.
ოპერაციამ
მხოლოდ
იმ
გადაწყვეტილების
გამყარებისკენ
მიბიძგა,
რაც
ცხოვრებისეული
გამოცდილებით,
გართულებებისა
და
სირთულეების პრაქტიკით მივიღე, თან იმ დროს, როდესაც
პოტენცია სრულფასოვანი, ძლიერი და დაუდგრომელი მქონდა
და მამაკაცის მანიაკური მოთხოვნილება, კიდევ, კიდევ და
კიდევ მეკეთებინა ის საქმე, ფიზიოლოგიური სირთულეებით
44
არ იყო ამოლაგმული.
მაგრამ,
როდესაც
ქოულმენმა
ჩემდა
ჭირად
თავის
ვოლუპტატთან სიამტკბილობაზე მიამბო, ფილოსოფიური
თვითშემოზღუდვით მიღწეული მთელი ჩემი მოჩვენებითი
სიმშვიდე და დაოკებულობა გაქარწყლდა და წონასწორობა
დავკარგე. მრავალი საათი ვიწექი ფანტაზიების ტყვეობაში,
ძილი არ მეკარებოდა. ვიწექი და დაჰიპნოზებულივით
მხოლოდ იმ დროს ვიხსენებდი, როცა ჯანზე ვიყავი და იმ
დროის
მხურვალებას
ვუტოლებდი
დაცემაგანცდილის
უძლურებას. ვიწექი და არც კი ვცდილობდი, რომ ქოულმენის
ნახსენები «ნორმებიდან თავხედური გადახვევა» ცხადად არ
წარმომედგინა; ხოლო ჩემი ცეკვა, – ცეკვა უვნებელი
საჭურისისა ამ სიცოცხლით სავსე ულაყთან – ერთი ხიბლს
მოკლებული თვითსატირა იყო და მეტი არაფერი.
როგორ ვთქვა, რომ «ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი აღარ არის»,
როცა ყველა სულდგმულის ცხოვრების ნაწილია? სექსის
დამაბინძურებელი ფაქტორი, მხსნელი წახდენა, რომელიც
ხელს უშლის სახეობათა იდეალიზაციას და არასოდეს
გვავიწყებს იმას, რანიც ვართ.
მომდევნო
კვირის
შუაში
ქოულმენმა
ერთფრაზიანი
ანონიმური წერილი მიიღო, გავრცობილი დამოკიდებული
წინადადება თავისი ქვემდებარე-შემასმენლიანად, რომელიც
რატომღაც ოთხ ხაზად იყო გაშლილი ქაღალდის სტანდარტულ
თეთრ თაბახზე. მამხილებელ თორმეტსიტყვიან წერილს
მთელი გვერდი ჰქონდა შევსებული:
ყველამ იცის,
რომ თქვენ სექსუალურად იყენებთ
თქვენზე ორჯერ ახალგაზრდა
უბედურ, გაუნათლებელ ქალს.
წერილიცა და კონვერტზე წარწერაც წითელი ბურთულიანი
კალმით იყო ნაწერი. ნიუ-იორკის საფოსტო მარკის
მიუხედავად, ქოულმენმა ხელი მაშინვე იცნო. ეს კათედრის
მმართველის, ახალგაზრდა ფრანგი ქალის ხელწერა იყო,
რომელმაც ქოულმენის დეკანის პოსტიდან წასვლის შემდეგ
მისი ადგილი დაიკავა და შავკანიანი სტუდენტების
45
ყბადაღებულ საქმეში რასიზმში მის გამძვინვარებულ
ბრალმდებელთა შორისაც გამოირჩეოდა აქტიურობით.
«მოჩვენებებით» დასათაურებულ ერთ-ერთ საქაღალდეში
ქოულმენმა თავისი მოსაზრების დადასტურებასაც მიაკვლია,
მისი ოფიციალური ნაწერიც იპოვა და შეადარა. ანონიმი
ავტორი გახლდათ ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე,
პროფესორი დელფინა რუ. ისე, ანონიმ ქალბატონს თავიც არ
მოუკლავს ხელწერის შესაცვლელად, რათა ქოულმენისთვის
თავგზა აებნია, უბრალოდ, პირველი ორი სიტყვა ბეჭდურად
გამოიყვანა. არ არის გამორიცხული, რომ თავდაპირველად
ასეთი განზრახვაც ჰქონდა, მაგრამ როგორც კი «ყველამ იცის»
მოაკვარახჭინა, მერე პირვანდელ განზრახვაზე აიღო ხელი და
ჩვეულებრივად განაგრძო წერა. კონვერტზე ქოულმენის ქუჩის
მისამართისა და ზიპკოდის წაწერისას ხომ სულ არ გახსენებია,
რომ ევროპულად არ დაეპრანჭა შვიდიანები. ასეთი
დაუდევრობა შეგვიძლია, ფაციფუცითა და მღელვარებით
ავხსნათ,
რაც
ადამიანს
დაუფიქრებელ
საქციელსაც
ჩაადენინებს. წერილი კი, როგორც გაირკვა, სულაც არ
გახლდათ ნაჩქარევად გამოგზავნილი. თუკი საფოსტო მარკით
ვიმსჯელებთ, იოლად დავასკვნით, რომ საფოსტო ყუთში
ჩავარდნამდე ქაღალდმა სამხრეთის მიმართულებით მთელი
140 მილი გაიარა. იქნებ დელფინამ ჩათვალა, რომ მის ნაწერში
ისეთი შთამბეჭდავი და მისეული არაფერი იყო, რომ ქოულმენს
ჯერ კიდევ დეკანობის პერიოდიდან ხსომებოდა, ან იქნებ არც
იცოდა, ან დაავიწყდა, რომ ქოულმენის მოთხოვნით
სპეციალურად შექმნილ პედკომიტეტს სხვა მასალების
ფოტოასლებთან ერთად გადაცემული ჰქონდა თრეისი
ქამინგზთან მისი ორი საუბრის ანგარიშიც. ან იქნებ ყველაფერი
პირიქითაც მოხდა: განგებ არ დამალა ვინაობა, რომ
გულახდილად ეთქვა, შენი საიდუმლო კარგად ვიციო,
ანონიმური ფორმით მიწერილი ბარათით კი მიტანილი იერიშის
უფრო მეტ აგრესიულობას გაუსვამდა ხაზს, თან იმასაც
მიანიშნებდა, რომ ეს ბრალდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა,
მაგრამ უკვე საკმაოდ გავლენიანი ადამიანის მიერ იყო
წაყენებული.
შუადღე იქნებოდა, ქოულმენმა რომ დამირეკა და მთხოვა,
ანონიმური წერილი მივიღე და იქნებ შენც გენახაო.
«მოჩვენებების» საქაღალდეებში თუკი სადმე დელფინა რუს
მიერ დაწერილი ერთი პწკარიც კი მოეპოვებოდა, ყველაფერი
46
სამზარეულოს მაგიდაზე მოეფინა – დედნებიც და ასლებიც,
რომლებიც გადაეღო და ხელწერის დამადასტურებელ
ელემენტებზე წითელი პასტით მონიშვნები გაეკეთებინა,
რომლებიც, მისი აზრით, ანონიმურ წერილში ასოთა
მოხაზულობას
ერთი
ერთში
ემთხვეოდა.
ცალკეული
ასოებისთვის გაესვა წითელი ხაზები, რაც უფრო თვალსაჩინოს
ხდიდა «მოჩვენებების» საბუთებში არსებული დელფინა რუს
ნაწერებისა და ანონიმურ წერილში გამოყვანილი ასოების
იდენტურობას. ეჭვი არ იყო: ქოულმენმა თავად ის ამხილა,
ვინც მის მხელას ლამობდა.
ყველამ იცის,
რომ თქვენ სექსუალურად იყენებთ
თქვენზე ორჯერ ახალგაზრდა
უბედურ, გაუნათლებელ ქალს.
წერილი ავიღე და ისე კორექტულად შევუქე ნამუშევარი, რომ
არ სწყენოდა; ვუთხარი, ისეა სიტყვები და ფრაზები
ერთმანეთისთვის შესადარებლად შერჩეული, თითქოს ეს
წერილი დელფინა რუსი კი არა, ემილი დიკინსონის დაწერილი
იყოს-მეთქი. ქოულმენმა ამიხსნა, რომ მისი და ფაუნიას
ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვა თავად ფაუნიას
ნაკარნახევი იყო მისი ველური სიბრძნის გამო. თუმცა ეს ამბავი
გაურკვეველი მიზეზებით ახლა დელფინა რუსთვისაც
ცნობილი გამხდარიყო, რომელიც ფარულად, ასე ვთქვათ,
ქვეტექსტურად მიანიშნებდა, გავახმაურებო. «რად მინდა, რომ
ჩემს ცხოვრებაში ვინმემ ცხვირი ჩაყოს? კვირაში ერთხელ თუ
წავიჟიმავებ ვინმესთან მშვიდად, რა მაგათი ტრაკის საქმეა?»
სიტყვა «მაგათში» ფაუნია აშკარად ყოფილ ქმარს, ლესთერ
ფარლის, გულისხმობდა. ცხოვრებაში იმდენისგან ჰქონდა
მუშტი მოხვედრილი, რომ სათვალავი არეოდა. იტყოდა ხოლმე,
თოთხმეტი წლიდან მარტო დავეხეტები და რა გასაკვირიაო.
ჩვიდმეტი წლისა რომ იყო და ფლორიდის ერთ-ერთ
სასადილოში მიმტანობით ირჩენდა თავს, იმჟამინდელმა
საყვარელმა არა მარტო დაჟეჟა და უგონოდ მიაგდო მილეწილმოლეწილ ოთახში, ფაუნიას ვიბრატორიც ხელს გააყოლა. ეს
ამბავი მტკივნეულად ახსენდებოდა ფაუნიას. თურმე
ყველაფერი ეჭვიანობის ნიადაგზე ხდებოდა. ხან იმას
აბრალებდა, ვიღაცას გამომწვევად შეხედეო, ხან ისე შეხედე,
47
რომ მას შემოახედვინე სხვანაირადო; ქალი დამაჯერებლად
ვერ უხსნიდა, ბოლო ნახევარი საათი სად იყო დაკარგული, ან
სიტყვას ვერ არჩევდა, ან ინტონაციას, მოკლედ, მისივე
სიტყვები რომ მოვიშველიოთ, «რაღაც სისულელეების გამო»
გაუვარდა «წაკლას» სახელი, რაზეც მუშტებსა და წიხლებს
იმსახურებდა პარტნიორებისგან, თვითონ კი განწირული ხმით
ყვიროდა, მიშველეთო.
განქორწინებამდე ერთი წლით ადრე ისე ეცემა ორჯერ ფაუნია,
რომ ორჯერვე საავადმყოფოში გამხდარა გადასაყვანი. ფერმის
გაკოტრების შემდეგ კი მისი ხისთავიანი ქმარყოფილი იქვე
ცხოვრობდა, ბერქშირ-ჰილთან, და საგზაო კანტორაში
მუშაობდა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ ლესთერი ისეთივე
გამოთაყვანებულად დარჩებოდა, როგორიც იყო, ამიტომაც
ქოულმენს სულ ეუბნებოდა, არ მინდა, ჩვენს ამბავს რომ ყური
მოჰკრას, თორემ მარტო ჩემზე კი არა, შენზეც შეუძლია ხელის
აწევაო. ეჭვობდა, სმოუქიმ, ალბათ, ასე მოულოდნელად
იმიტომ მიმაგდო, რომ მასა და ლესთერს შორის რაღაც მოხდაო.
დარწმუნებული იყო, ლესთერი ჯერ კიდევ მითვალთვალებს
და ეტყობა, როგორღაც გამოჩხრიკა ჩემი და ჩემი უფროსის
ამბავიო, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლენბექი ხავერას დიდი
სიფრთხილით არჩევდა და თან ისეთ მიკარგულ ადგილზე,
კოლეჯის უკანა, მიუვალ, ჩაკეტილ კაბინეტებში აწყობდა
ორგიებს, რომელთა არსებობის შესახებაც მხოლოდ კოლეჯის
მეურნეობის გამგებელმა იცოდა, არათუ ვინმე უცხო
შეაღწევდა შიგნით. სმოუქი, ერთი შეხედვით, წინდაუხედავად
იქცეოდა, როდესაც თავისივე პერსონალიდან ირჩევდა ნაშებს
და კამპუსშივე აწყობდა სექსსაღამოებს, მაგრამ სხვა
დანარჩენში, რაც კი რამ კოლეჯს ეხებოდა, ყველაფერში
თავდაჭერილი და წინდახედული იყო. ისეთივე პროფესიული
გერგილიანობით იშორებდა არასასურველ ხარჭებს თავიდან,
როგორც კოლეჯის ეზოში დადებულ თოვლს გააწმენდინებდა
ხოლმე დათვლილ საათებში.
– ახლა რაღა ვქნა? – მკითხა ქოულმენმა, – მეც არ ვიყავი
წინააღმდეგი ამ ამბის საიდუმლოდ შენახვისა, როცა მისი
შარიანი ქმრის ამბავს მომიყვა. ვიცოდი, რაღაც ამგვარი რომ
მოხდებოდა. არა, საქმე ის კი არ არის, რომ კოლეჯში
ტუალეტებს ხეხავს, სადაც მე დეკანი ვიყავი. მე
სამოცდათერთმეტისა ვარ, ის ოცდათოთხმეტის. ენაზე კბილის
დასაჭერად ისედაც საკმარისი მიზეზი გვქონდა. მით უმეტეს,
48
რომ ვისი რა ტრაკის საქმეაო, ამბობდა. ძალიანაც კარგი, ერთი
საზრუნავით ნაკლები. ერთი კაი ადიულტერის გათამაშება კი
გამოგვდიოდა. ზედმეტი თავსატეხისა რომ აღარ მეშინოდა,
ამიტომაც წავიყვანე რესტორანში, ვერმონტში. ახლაც, როცა
ფოსტაში შემთხვევით შევეჩეხებით ერთმანეთს, სალამითაც არ
ვიწუხებთ თავს.
– ვერმონტში ხომ დაგინახავდათ ვინმე ან გზად, მანქანით რომ
მიდიოდით?
– ალბათ... ასეც იქნებოდა. სხვა უკვე გამორიცხულია. იქნებ
თავად ფარლიმაც მოგვკრა თვალი. ღმერთო ჩემო, ნათან, უკვე
ორმოცდაათი წელიწადი იქნება, რაც პაემანზე აღარ
ვყოფილვარ. ვიფიქრე, რესტორანში მაინც... რა იდიოტი ვარ.
– არა, იდიოტი რა შუაშია. უბრალოდ, კლაუსტროფობიას რომ
არ შეეწუხებინეთ, ჰაერზე მოგინდათ გასვლა. ვთქვათ,
დელფინა რუს ნამოქმედარია, მაგრამ ვერ ვხვდები, რაში
აინტერესებს, სიბერის წლებს ვისთან ან როგორ ატარებთ, თუ
იმას არ ჩავთვლით, რომ შესაძლოა, ხალხის იმ კატეგორიას
ეკუთვნოდეს, ვინც პირობითობების დარღვევას ვერ იტანს და
არამკითხემოამბეობს. მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ, თქვენ ხომ
თავისუფალი კაცი ხართ? ასაკოვანი, დამოუკიდებელი
ადამიანი ბრძანდებით. სამსახურიდან წასვლით ბევრი რამ კი
დაკარგეთ, მაგრამ იქნებ რამე ფასეულიც იშოვეთ. უკვე აღარც
არავის უნდა დაარიგოთ ჭკუა, როგორც თავადვე თქვით. ეს არც
საკუთარი
თავის
შემოწმებაა,
შეგიძლიათ
თუ
არა
საზოგადოებრივი აკრძალვების დარღვევა. მთელი თქვენი დღე
და მოსწრება მასწავლებლებს შორის გაქვთ გატარებული, ახლა
კი საქმისგან ჩამოშორებული ხართ. როგორც ვხვდები, ეს
თქვენთვის უჩვეულო გარემოა. იქნებ არც არასდროს
გნდომებიათ, ფაუნიასთანა ქალთან დაახლოება. იქნებ
მიგაჩნიათ კიდეც, რომ ეს არც უნდა მოგნდომებოდათ.
ყველაზე მჭიდროდ და მტკიცედ ნაგები ციხეც კი შიგნიდან
ტყდება, რასაც არავინ არასოდეს მოელის. სამოცდათერთმეტი
წლისა ბრძანდებით და ფაუნია გყავთ, 1998 წელია და «ვიაგრა»
გაქვთ, რაზეც წინათ, ალბათ, ვერც იფიქრებდით. უდიდეს
კომფორტს
განიცდით,
უზღვავ
ძალას.
შეგრძნებათა
თავბრუდამხვევ ინტენსივობას. ქოულმენ სილქის ბოლო
ბანაობა! აშკარად ბოლო უნდა იყოს, მასშტაბით მაინც ცხადია
და აშკარა, რომ ფაუნია ფარლის ცხოვრებისეული შტრიხები
49
თქვენს ცხოვრებასთან მკვეთრ კონტრასტშია. ცხადია, მისი
ცხოვრების გზა თქვენი ასაკის მამაკაცისთვის სარეცლის
გასაყოფადაც კი ცოტა ხელის შემშლელია მთელი თავისი
პერიპეტიებით. მაგრამ რაც თქვენს ნათქვამ სიტყვა
«მოჩვენებებს» მოჰყვა, განა ეს კი არ არის ხელის შემშლელი?
განა ეს მოვლენა ეხამება წესიერების საყოველთაოდ
აღიარებულ ნორმებს? აირისის სიკვდილი ჯდება მთელ ამ
კონტექსტში? ამოიგდეთ ეს იდიოტური წერილი თავიდან.
სულაც არ უნდა მიგეტანათ გულთან.
– იდიოტური ანონიმური წერილი, – დააზუსტა მან, – მაგრამ
ცხოვრებაში არ მიმიღია ამის მსგავსი. ნეტავ ვიცოდე,
რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს ანონიმური წერილის
გაგზავნა შეუძლია?
– მგონი, ეს ფრანგული ჩვევაა. ბალზაკთან უამრავ ანონიმურ
წერილს არ ვხვდებით? გინდა სტენდალი გავიხსენოთ,
«წითელსა და შავში» რამდენი ანონიმური წერილია.
– არ მახსოვს.
– მოვლენებს დაუკვირდით და მისი თვალით შეხედეთ: რაც
უნდა აკეთოთ, საფუძველშივე ულმობლობა უდევს, დელფინა
რუს ნამოქმედარში კი ცხადია, სათნოება. მითოლოგიაშიც ხომ
ყოველ ნაბიჯზე გოლიათები, ურჩხულები და ჰიდრები
გვხვდებიან. თქვენ ურჩხულად მოგიაზრებთ, თავის თავს –
გმირად. თქვენი სახით ის ურჩხულს კლავს. სამაგიეროს
გიხდით იმ უძლურთა მაგივრად, ვინც თქვენ მოინელეთ.
ყველაფერს მითოლოგიურ სტატუსს ანიჭებს.
ლმობიერად კი გამიღიმა ქოულმენმა, მაგრამ მივხვდი, რომ
ჰომეროსის თემის გინდ ხუმრობით, გინდ სერიოზულად
მოშველიებით ძნელად თუ მივაღწევდი რამეს.
– მისი გონებისათვის, – მითხრა მშვიდად, – საკითხის
მითოლოგიზება სრულიად აღუქმელია. ამისათვის, სულ ცოტა,
წარმოსახვა არ ეყოფა. მისი სტიქია საცოდავი იწილო-ბიწილოა,
რომელსაც გლეხობა თხზავს გულისტკივილის გადმოსაცემად.
ჯადოები, ავი თვალი... აი, მისი სფერო. ალბათ, ფიქრობს,
ფაუნია მოაჯადოვაო. დელფინას საყვარელი თემა კუდიანები
და ჯადოქრებია.
საუბარი უკვე ორივეს სიამოვნებას გვანიჭებდა. დავაფიქსირე,
50
– როცა იმაზე ჩამოვაგდე სიტყვა, რომ სიამოვნების უფლება
მასაც ჰქონდა, არადა, ამით მისი დამშვიდება მსურდა,
ქოულმენს ჩემდამი სიმპათია გაუძლიერდა. რაღა დაგიმალოთ
და, მე მისდამი განვეწყვე უფრო მეტი სიმპათიით. ენად რომ
გავიკრიფე, მაშინ მივხვდი ამას. თავი იმაშიც დავიჭირე, რომ
ენააქავებულს რაღაც კარგის თქმა მსურდა, თუმცა კი ზედმეტს
ვროშავდი უკვე, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მანუგეშებლისა და
მაამებლის როლში მეტისმეტად გადავეშვი. ბავშვობაშიც ხომ
ხდება ხოლმე ასე, გეჩვენება, რომ ახალგაცნობილ ბიჭუნაში
ნამდვილი ძმაკაცი აღმოაჩინე და ისე უხსნი გულს, რაც
ჩვეულებრივ, არ გახასიათებს, რომ შეჩერების სურვილი
გეუფლება. მაგრამ მე იმ დროიდან მოკიდებული, პირველად
რომ დამიკაკუნა კარზე და «მოჩვენებების» მის მაგივრად
დაწერა მომთხოვა, თითქოს ჩემი ნებისავე წინააღმდეგ
ქოულმენ სილქს მაგრად დავუმეგობრდი. მისმა გაჭირვებამ
ჩემზეც
იმოქმედა,
ოღონდ
არა
მხოლოდ
გონების
გასავარჯიშებლად. იმოქმედა იმის მიუხედავად, რომ უკვე
იმხანად თავს ვარწმუნებდი, ყოველდღიური საზრუნავის მეტი
არაფერი უნდა გაღელვებდეს, ყველაფერს უნდა ერიდო, გარდა
სერიოზული სამუშაოსი და თავგადასავლები მის გარეთ უნდა
ეძებო და იმავდროულად, არათუ სხვის ცხოვრებაზე,
საკუთარზეც არ უნდა იზრუნო-მეთქი გადაჭარბებულად.
ამას რომ მივხვდი, ნირი წამიხდა. საზოგადოებისათვის
ზურგის შექცევა, ყველაფრისგან თავის შეკავება, რასაც
გართობა და შექცევა ძალუძს, პროფესიულ დარდზე,
საზოგადოებრივ ილუზიებზე, კულტურულ საწამლავსა და
მაცდუნებელ
სიახლოვეზე
უარის
თქმა,
ასკეტური
კარჩაკეტილობა განდეგილების მსგავსად გამოქვაბულებში,
სენაკებსა და ტყის სიღრმეში ჩადგმულ ქოხებში დაყუდება – ეს
ყოველივე ბევრად მეტ გულქვაობასა და გამძლეობას
მოითხოვს, ვიდრე მე შემიძლია საკუთარ თავს მოვთხოვო და
შევუსრულო. მხოლოდ ხუთი წელი, უფრო სწორად, მთელი
ხუთი წელი გავძელი მარტოსულმა კითხვასა და წერაში ჩემს
ოროთახიან
ქოხში,
რომელიც
მადამასკა-მაუნთინის
ფერდობზეა წამომართული. სახლთან პატარა ტბორია, მის
იქით ტალახიანი გზა, ცოტა იქით ბუჩქნარი და ათიოდე აკრი
ჭაობნარი, სადაც საღამოობით კანადიდან მოფრენილი ბატები
ისვენებენ, ზაფხულობით კი მარტოხელა ლურჯი ყანჩა
იბუდებს და თევზაობს. სამყაროს ამ ფერხულში სიცოცხლის
51
იდუმალება იმალება ყოველგვარი ტკივილის გარეშე და თავის
ილუზიებში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩათრევას
ლამობს; აქ მარტოსული ცხოვრების სავანეა, სადაც გარე
სამყაროსგან, მოლოდინისა და ცდუნებისგან მინდა გათიშვა,
უპირველესად, შფოთისგან მსურს თავის დაღწევა და მშვიდი
გარემოს მოწყობა, რომელიც ამ ბორცვებში ნამდვილი
კაპიტალი და ზრდადი სიმდიდრეა. გარედან მოსულ სიჩუმეზე
– ერთადერთ მახლობელზე ამ მიდამოში, – ისე ვფიქრობ,
როგორც ძალის ჩემსავე არჩეულ წყაროზე. «მარტოხელა
გონების თავის თავთან გასაუბრების» (ისევ ჰოთორნი) ხარჯზე
საყრდენის პოვნა და ჰოთორნისთანა მოაზროვნეების
დანატოვარში სიბრძნის ძიება.
ასეთი
არჩევანის
სირთულეებთან
გასამკლავებლად,
გარდასულით მოგვრილი სევდის დასათრგუნად დრო
დამჭირდა – დრო და ულევი მოთმინება – მაგრამ ამ ხუთი
წლის განმავლობაში ისე მივეჩვიე საკუთარი დღეების
ქირურგიული სიზუსტით განაწილებას, რომ ჩემ მიერვე
არჩეულ უმოვლენო არსებობაში ერთი საათიც კი არ
დარჩენილა, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ან
აუცილებლობა რომ ჰქონოდა. აღფრთოვანებაც კი. უკვე აღარ
მქონდა მავნე სურვილები, აღარც მუდმივ მოთმინებაზე
ფიქრის თავი მქონდა, მხოლოდ ვიღაცის საზოგადოების
გაძლება თუ შემეძლო. სადილის შემდეგ მუსიკის მოსმენა
სიჩუმისგან თავის დაღწევა კი არა, მასში უფრო მეტად
გახვევაა. საღამოობით ორიოდე საათით მუსიკით თავის
შექცევა მდუმარებისგან როდი მიცავს, პირიქით, მას უფრო
ავსებს და საგრძნობს ხდის. ზაფხულობით, დილით, როგორც
კი
გავიღვიძებდი
ხოლმე,
ტბორში
ვეშვებოდი
და
ვგრილდებოდი, წელიწადის უფრო ცივ პერიოდებში კი,
როდესაც თოვლი სეირნობის შესაძლებლობას არ იძლეოდა,
როგორც კი დილით საწერ მაგიდასთან სამუშაოს მოვილევდი,
ბორცვებში გავდიოდი განსამუხტად. კიბოს, პროსტატა რომ
დამაკარგვინა, რეციდივები არ გამოუვლენია. სამოცდახუთი
წლისას,
პრინციპში,
ჯანმრთელს,
კარგად
მქონდა
გაცნობიერებული, ვინ ვიყავი და სად. უნდა მცოდნოდა კიდეც.
ჰო, მაგრამ მკაცრი კარჩაკეტილობის იმისთანა ექსპერიმენტი
ჩავუტარე ჩემს თავს ჩემივე სურვილით, თან მარტოკაცის
მდიდარი და უხვი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, რომ ეს
ოხერი სიმარტოვის გრძნობა რატომღა უნდა დამუფლებოდა?
52
რა სევდა იყო ასეთი? ვითომ გარდასულ დროებაზე? არავითარი
მოდუნება ან შეზღუდვა სათვალავში ჩასაგდებიც არ არის. მაშ,
ეს სევდა საიდანღა მოვიდა? მგონი, საქმე უფრო მარტივადაა,
ალბათ, ის მომაკლდა, რასაც ზურგი ვაქციე, – სიცოცხლეს
ვგულისხმობ, – და ძველი ჩართულობა მომენატრა
ყოველდღიურობაში.
აი, ასე დავუმეგობრდი ქოულმენს და სიმარტოვის
ციხესიმაგრიდანაც გამოვედი, სადაც საბედისწერო შემოტევებს
ვაჟკაცურად ვიგერიებდი. ქოულმენმა ცეკვა რომ დამაძალა,
ამით სიცოცხლე მაიძულა. ჩემამდე მსგავსი რამ ათინაკოლეჯსაც დამართა – ეს ადამიანი მართლაც ცვლილებათა
ოსტატი გახლდათ. ამ ცეკვამ არა მხოლოდ ჩვენს მეგობრობას
ჩაუყარა საფუძველი, მისი ჭირ-ვარამი ჩემს თემად აქცია. არა
მარტო ჭირ-ვარამი, შენიღბულობაც. მისი საიდუმლოს
ჯეროვნად წარმოდგენა ჩემს ამოცანად იქცა. აი, ასე დავკარგე
უნარი იმ საგიჟეთისა და დაძაბულობისგან თავის დაღწევისა,
რომელსაც ასე ვუფრთხოდი. ერთი მეგობარი ვიპოვე და
იმხელა გარღვევა მოვახდინე, რომ მსოფლიო სიძულვილს
მივეცი გადმონთხევის საშუალება.
***
იმავე დღეს ქოულმენმა ფაუნია ფარლის გასაცნობად თავისი
სახლიდან ექვსიოდე მილით დაშორებულ სარძევე ფერმაში
გამიყოლა, სადაც ძროხების უფასოდ წველის სანაცვლოდ
ფაუნიას ღამის გასათევს აძლევდნენ. ეს ფერმა რამდენიმე
წლის წინ ორმა უმაღლესდამთავრებულმა ქალმა დააფუძნა,
ისინი ახალი ინგლისის ფერმერთა ოჯახებიდან იყვნენ და
გარემოს დაცვისათვის გულმხურვალედ იბრძოდნენ. ფერმის
ასაღორძინებლად არაფერს იშურებდნენ, ბავშვთა შრომასაც კი.
ექვსი მოზარდი ჰყავდათ, რომელთა შესახებაც სიამოვნებით
უყვებოდნენ
ხოლმე
მყიდველებს,
ჩვენმა
შვილებმა
რეალურად გაიგეს, საიდან მოიპოვება რძე და არა ფილმ
«სეზამის
ქუჩიდანო»
და
ასე
ეწეოდნენ
ჭაპანს
ახალმოწველილი რძის გაყიდვით. ამ თავისებურ საწარმოს
ცოტა რამ თუ ჰქონდა საერთო მსხვილ სარძევე ფერმებთან,
არავითარი უპიროვნო ან ფაბრიკული არ მოიპოვებოდა, რაღაც
სრულიად განსხვავებული იყო. ამ საწარმოს «ორგანული
53
ნაწარმი» ერქვა, მისი ნაწარმი კი ადგილობრივ მინი- და
სუპერმარკეტებში გადიოდა, თუმცა თავად ფერმასაც
აკითხავდა მყიდველი, სადაც კვირაში სამ გალონზე ნაკლები არ
საღდებოდა.
ფერმაში სუფთა სისხლის თერთმეტი ჯერსულა[7] ჰყავდათ.
თითოეულ დეკეულს ყურზე კი არ ეკეთა სანომრე ნიშანი,
არამედ ძველმოდურად საკუთარი მეტსახელი ჰქონდა. მათი
რძე დიდი ჯოგის ნაწველს არ ერეოდა, რომელსაც ათასნაირი
ქიმიით გაჭყეპენ, არც პასტერიზაციითა და ჰომოგენიზაციით
იყო ღალაგამოცლილი, არამედ ერთგვარად გემოც კი
დაჰკრავდა იმ მცენარეებისა, რომელთაც ჰერბიციდების,
პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გარეშე ამრავლებდნენ
იალაღებზე და რაკი საკვები ნივთიერებებით ბევრად მდიდარი
იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჰომოგენიზებული რძე, ფერმას
მუშტარიც არ აკლდა, ნატურალური პროდუქტის შეძენა ერჩია
ყველას. ფერმამ პოპულარობა ადგილობრივ მრავალრიცხოვან
პენსიონერებსა და ბავშვების პატრონ წყვილებში მოიპოვა,
რომლებმაც დიდი ქალაქების გამხრწნელ, დამაბინძურებელ და
ნერვების მჭამელ გავლენას გამოარიდეს თავი და აქაურ
მიწებზე დასახლდნენ. ადგილობრივი ყოველკვირეული
პერიოდიკის
რედაქციაში
დღესაც
კი
ნახავთ
აქ
გადმოსახლებულთა წერილებს, რომლებიც მადლიერებით
იხსენებენ არა მხოლოდ ბორცვების სუფთა ჰაერსა და სოფლის
გამაჯანსაღებელ გარემოს, არამედ «ორგანული ნაწარმის»
რძესაც, რომელსაც ოდენ გემრიელ სასმელს როდი უწოდებენ,
არამედ სოფლური ცხოვრებით სიამით ტკბობასაც, რაც ასე
სანატრელია ქალაქური ყოფით შელახული იდეალიზმისთვის.
წერილებში არაერთხელ ნახავს კაცი სიტყვებს «სიკეთე» და
«სული», თითქოს ერთი ჭიქა «ორგანული ნაწარმის» რძის
დალევა არა მხოლოდ ჯანმრთელობით დამუხტვა, არამედ
გამწმენდი რელიგიური რიტუალის ჩატარება იყოს: «როდესაც
«ორგანული ნაწარმის» რძეს მივირთმევთ, საკვებს ჩვენს
სხეულთან ერთად ჩვენი სული და გონებაც იღებს. შინაგანი
ორგანოები მის ბუნებრივ ძალას ისრუტავენ და იწოვენ, რის
გამოც მადლიერნი ვართ». ამგვარ წერილებს, როგორც წესი,
ზრდასრული და გონიერი ადამიანები გზავნიან. რაკი ნიუიორკის, ჰარტფორდის ან ბოსტონის მათთვის მიუღებელ
პირობებს დააღწიეს თავი, ჩვენთან დასახლებულები საწერ
მაგიდასთან რამდენიმე სასიამოვნო წუთის გატარებას არ
54
ერიდებიან და თავს შვიდი წლის ბავშვად წარმოიდგენენ.
მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქოულმენი იმ ნახევარ
ფინჯან რძეზე მეტს სვამდეს დღიურად, დილაობით
ბურღულს რომ ასხამს ხოლმე, მაგრამ ფერმის პატრონებს იმ
ყბადაღებულ სამ გალონზე შეუთანხმდა კვირაში. ამით
მიზეზიც
ეძლეოდა,
რომ
ფერმაში
შეევლო
ხოლმე
ახალმოწველილი
რძის
წამოსაღებად.
გზატკეცილიდან
უხვევდა, ტალახიან გზაზე გადადიოდა, საძროხესთან რომ
მივიდოდა, მანქანიდან გადმოდიოდა და პირდაპირ შედიოდა
შენობაში, რომ მაცივრიდან თავისი რძე გამოეღო. საქმე ის
ფასდაკლება კი არ იყო, რომელსაც სამგალონიანი კლიენტები
იღებდნენ, არამედ ის, რომ შესასვლელთან მდგარი მაცივრის
რამდენიმე ნაბიჯის იქით საწველი მოწყობილობა იყო. ამ
ნაკვეთურში ძროხები დღეში ორჯერ შედიოდნენ ერთიმეორის
მიყოლებით და საღამოს ასე ხუთ საათზე კოლეჯიდან
დაბრუნებული ფაუნია მათ წველიდა.
უბრალოდ, იდგა და უქცერდა ფაუნიას მუშაობას. მართალია,
დღის ამ დროს აქ თითქმის არავინ ჩანდა ხოლმე, მაგრამ
ქოულმენი შიგნით შესვლისგან მაინც თავს იკავებდა,
უბრალოდ, გარედან ცქერით ტკბებოდა, ხელს არ უშლიდა
ფაუნიას მუშაობაში. ხშირად ხმასაც კი არ სცემდნენ ხოლმე
ერთმანეთს – მათ ერთმანეთით ტკბობას დუმილი უფრო
აძლიერებდა. ფაუნიამ იცოდა, რომ ქოულმენი უყურებდა,
ქოულმენმაც იცოდა, რომ ფაუნია ამას ხვდებოდა და უფრო და
უფრო დაჟინებით მიაჩერდებოდა ხოლმე – ცხადია, აქ, ამ
სიბინძურეში, თანაყოფას ვერ მოახერხებდნენ, მაგრამ ეს დიდ
დანაკარგად არ მიაჩნდათ. ისიც საკმარისი იყო, რომ კვლავ
ერთად იყვნენ – ოღონდ არა საწოლში – საკმარისი იყო,
ეთამაშათ, თითქოს სადაგი დღეების სოციალური ბარიერები
უშლიდათ ერთად ყოფნას და ორივეს ჩვეულებრივ ამპლუაში
სჭეროდა თავი – ქალს, უბრალოდ მწველავისა, კაცს კი
პენსიაზე გასული პროფესორისა. ფაუნია ერთი გამხდარი,
ოცდათოთხმეტი წლის მუშა ქალი იყო, უფრო სწორად,
გაუნათლებელი სოფლის დედაკაცი, თხემით ტერფამდე ამ
წონწოხში
ამოთხვრილი,
დილის
წველის
შემდეგ
მკლავებაკაპიწებული
ნაკელით
სავსე
სათლებს
დაარბენინებდა, ქოულმენი კი ჭარმაგი ასაკის მოაზროვნე,
ანტიკური სამყაროს კარგი მცოდნე, რომლის ტევადი ტვინი
ორი მკვდარი ენის ლექსიკონს იტევდა. აი, ასეთები იყვნენ
55
ერთი შეხედვითაც და რეალურადაც, ამდენად, კაციშვილი ვერ
იფიქრებდა, რომ ამ ორ ადამიანს შორის რამე იყო საერთო.
მაგრამ საკმარისი იყო, ერთი ფეხი ასცდენოდათ და ისე
ათქვლეფდნენ და აურევდნენ ერთიმეორეში ყველაფერს ამ
ერთი შეხედვით შეუსაბამო და დაუჯერებელ კავშირში, რომ
ქვეყნის ყბაშიც ჩაიგდებდნენ თავს. ამიტომ ორმაგი ცხოვრების
სიამის შეგრძნებით იკმაყოფილებდნენ თავს.
ერთი თვალის შევლებით ამ წუმპეში ამოვლებულ, აწოწილ და
პირხმელ ქალს, შორტი, რეზინის ბოტები და ზუნტლიანი
მაისური რომ ეცვა, – ქოულმენმა კი თავისი ვოლუპტატი
შეარქვა, – ნაკლებად თუ შეეძლო ხორციელი ჟინის გაღვივება.
ხორციელ საწყისს აქ ძროხები უფრო განასახიერებდნენ,
რომლებიც აქ ყოველ კუთხე-კუნჭულში მოჩანდნენ –
კრემისფერი გოლიათებივით რომ დააბიჯებდნენ დუნედ,
თეძოსრულები,
არაპროპორციულად
დიდი
ღიპებით,
მულტფილმებში
რომ
ხატავენ
ხოლმე,
ისეთით,
აუღელვებლები, ზანტები, ათასხუთასგირვანქიანი მონსტრები,
რომელთაც არსებობისათვის ბრძოლა არასდროს უხდებოდათ,
თვალებდაჭყეტილები, შესასვლელში სავსე ბაგებითა და
გასასვლელში ოთხი მფეთქავი, ძუნწი, ბოლო წვეთამდე
შემსრუტავი მექანიკური პირით, არსებები, რომელთაც
კანონიერი ხორციელი უფლება ჰქონდათ, ორივე ბოლოთი
ერთდროულად
დაეკმაყოფილებინათ
ფიზიკური
მოთხოვნილებები. ცხოველურ ყოფაში ღრმად ჩაფლულებს,
სულიერი სიღრმე აკლდათ: წველა და ცოხვნა, ნეხვისა და
შარდის გამოდევნა, ბალახობა და ძილი – აი, მთელი მათი raison
d’être.[8] თურმე ისეც ხდება ხოლმე, როგორც ქოულმენისგან
მსმენია, რომ ადამიანის ხელი რეზინის ხელთათმნის სიგრძეზე
საქონლის სწორ ნაწლავში შედის და ნეხვი გამოაქვს, მერე კი
ნაწლავის კედლებს ეხება, რათა სხვა ხელის მიერ სხვა ჭრილში
შეყვანილი გამანაყოფიერებელი შპრიცი გაასწოროს. ეს
ყველაფრით განებივრებული არსებები ისე მრავლდებიან, რომ
ხართან არც კი უწევთ შეხება; მშობიარობისას კი ნებისმიერ
დროს, ქარბუქიან ღამითაც კი, როგორც ფაუნიამ გვამცნო,
სასწრაფო დახმარებას შეუფერხებლად იღებენ. საკვებიც
საუკეთესო აქვთ, ფაფისმაგვარ საღეჭელას ნელ-ნელა, გემოს
ჩატანებით ცოხნიან და ცხოვრების პირობებით კურტიზანებსაც
კი აღემატებიან, უბრალო, მშრომელ ქალებზე რომ აღარაფერი
ვთქვათ.
56
ფაუნია ამ ტანსრულ ძროხებთან შედარებით ევოლუციის
პათეტიკურ კაფანდარას ჰგავდა და ცხოვრებით კმაყოფილ,
მიწიერ, ქალური შვილოსნობის მასხივებელ პირუტყვს შორის
ნამდვილი სასაპალნე ცხენივით შრომობდა. რიგრიგობით
გალალავდა ხოლმე ღია ბაგიდან, სადაც პირუტყვი ნაკელისა
და თივის ნარევში იყო ჩაწოლილი. «მოდი აქ, დეიზი, სისხლი
ნუ გამიშრე. გაინძერი, მეგი, მიდი, ჰე, რაღას უყურებ! მოდი,
ჩემი გოგო, გამიგონე! ფლოსი, შე ნაბოზარო, გაანძრიე ტრაკი!»
მერე ჯიდაოში წაავლებდა ხელს და ტლაპოიან ეზოს სულ
ძალისძალად გაატარებდა, მერე ერთი საფეხურიც და,
საწველავის ბეტონის იატაკზე ისმოდა მათი ბაკაბუკი, სადაც
ეს დევის ქალები – დეიზი და მეგი – საკვებურიან საწველ
დაზგასთან მიჰყავდა და აბამდა, მერე გამოზომილად უყრიდა
თითოეულს ვიტამინებით გაჯერებულ საკვებს, ცურებს
უწმენდდა, უმშრალებდა, თითებით იწყებდა წველას,
აპარატის ჭიქებს ურგებდა, – მუხლჩაუხრელად და
ყურადღებით ეკიდებოდა საქმეს, საქონლის ინერტულობის
სრული ანტიპოდი ხდებოდა, წამით არ მოადუნებდა
ყურადღებას და ბოლოს რძეც იწყებდა გამჭვირვალე მილაკით
უჟანგავ, ლაპლაპა სათლში ჩადენას. აქ უკვე ამოსუნთქვაც
შეეძლო ფაუნიას და მშვიდად ადევნებდა თვალს საქმეს,
თუმცა ყურადღებას მაინც არ ადუნებდა, რადგან ძროხა
მშვიდად უნდა მდგარიყო, რომ წიხლი არ ჩაეკრა სათლში. მერე
ისევ ამოძრავდებოდა მისი ხელები, ცურებს უზელდა, რომ
ბოლომდე გამოეჟურა რძე, ჭიქებს აცილებდა, საკვებს უკვე
სხვა ძროხებისთვის ყრიდა საკვებურში და მომდევნო დაზგაზე
ამაგრებდა, ბოლოს კი უკვე მოწველილ საქონელს ისევ
ჯიდაოში ჩაავლებდა ხელს და «დედოს» ძახილით ნელ-ნელა
გაჰყავდა ვიწრო შენობიდან ტლაპოთი და წუმპით სავსე
ეზოში.
ფაუნია ფარლი: კნაჭა ფეხები, წვრილი მაჯები, თხელი ხელები,
თვალში საცემი ნეკნები და გამოშვერილი ბეჭები – ასეთი
გახლავთ მისი დახასიათება, თუმცა საკმარისი იყო, ოდნავ
დაჭიმულიყო, რომ ძლიერი კუნთები ემჩნეოდა. დახრისას ან
რაიმეს აღებისას უჩვეულოდ დიდი მკერდი მკვეთრად
უმრგვალდებოდა; თან ისე სწრაფად მიიტყაპუნებდა ხოლმე
კისერზე ხელს კოღო-ბუზის დასაფრთხობად, ზაფხულის ამ
ჩახუთულ დღეს ასე უხვად რომ ირეოდა საქონლის ირგვლივ,
რომ მნახველს გააკვირვებდა, ასეთი დინჯი იერის მქონე ქალი
57
ასე ხელსწრაფი როგორ არისო. აშკარა იყო, მისი სხეული არა
მხოლოდ გამხდარი, დაჭიმული და საქმიანი გახლდათ – კარგი
აღნაგობის მქონე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც
უკვე გაფურჩქნილია, მაგრამ წონასწორობის ამ მოკლე
პერიოდში ჭკნობა ჯერ არ შეჰპარვია; ქალისა, რომელიც თავის
მწვერვალზე დგას და ალაგ-ალაგ შეპარებული ჭაღარა
უბრალოდ თვალს ატყუებს, რადგან ასაკობრივი ცვლილება
იანკებისთვის ასე დამახასიათებელ მკვეთრ ლოყებსა და
ნიკაპს არ დამჩნევია, მაღალ და თლილ ყელზე რომ აღარაფერი
ვთქვათ.
– ეს ჩემი მეზობელია, ნათანი, – ეგრევე უთხრა ქოულმენმა,
როგორც კი ქალმა შუბლიდან ოფლი ჩამოიწმინდა ხელის
ზურგით და თვალი ჩვენკენ გამოაპარა.
მისმა სიმშვიდემ გამაოცა. უფრო აშკარა უკმაყოფილებას
მოველოდი. მოსალმებისას თავი დამიკრა შეუმჩნევლად,
თითქოს დიდი მანძილით ყოფილიყო დაშორებული. თავად ეს
ნიკაპი უქმნიდა მანძილს. ზეაწეული ნიკაპი ერთგვარ
ვაჟკაცურობას სძენდა. რეაქციაც ასეთი ჰქონდა: გამჭოლ
მზერაში
რაღაც
ულმობელი,
უდრეკი,
თუმცა
კი
იმავდროულად,
ერთგვარი
მყიფე
და
არასაიმედოც
გამოსჭვიოდა. იმ ადამიანის მზერა ჰქონდა, რომლისთვისაც
სექსი და ღალატი ისეთივე ძირეულია ცხოვრებაში, როგორც
პური არსობისა. დევნილისა და უიღბლოს გამოხედვა ჰქონდა,
რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. მართალია, მისი
თავთუხისფერი, ჭაღარაშეპარული თმა უკან იყო გადაწეული
და კიკინად შეკრული, მაგრამ ნიავის წამობერვაზე შუბლზე
უვარდებოდა კულული, რომელსაც ხელის ზურგით იწევდა
უკანვე. იმდენჯერ გადაიწია უკან, რომ ერთხელ დავაკვირდი
და მისი სახის ერთი თავისებურებაც აღმოვაჩინე – იქნებ
შევცდი კიდეც, რადგან გულით მინდოდა, რამე მსგავსი
დამენახა: წარბსა და ზედა ქუთუთოს შორის ამოზნექილობა.
ბაგეთხელს, სწორცხვირიანსა და ცისფერთვალას, კარგი
კბილებისა და მკვეთრად შემოხაზული ნიკაპის პატრონს,
ეგზოტიკის ნიშანწყალიც კი არ ჰქონდა, თუ ამობურცულამოზნექილ ნაწილებს არ ჩავთვლით, რაც შესაძლოა, ვიღაცის
თვალში მისი მგრძნობელობისა და თავშეუკავებლობის
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 05
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.