Latin

ადამიანური ლაქა - 13

Total number of words is 3608
Total number of unique words is 2041
30.0 of words are in the 2000 most common words
42.0 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არ უნდა ვაკეთებდე, რასაც ვაკეთებო, გაიფიქრა. ამ ხნის კაცს
ზომიერება, დათმობა და ერთგვარად კაპიტულაციაც კი უნდა
შეეძლოს. ამ ასაკში ჯობია, ძველი წყენა წარსულს მისცეს კაცმა
და ცეცხლთან თამაში არ წამოიწყოს, მით უმეტეს,
კეთილისმყოფლებთან.
მაგრამ
დანიშნული
როლით
შემოფარგვლა, მოცემულ შემთხვევაში, პენსიონერის როლით,
ქოულმენს არ ეჭაშნიკა – ამას კი მოგეხსენებათ, შესაფერისობა
გვკარნახობს, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ქოულმენმა
დედამისთანაც კი აუცილებელი შეუბრალებლობა გამოიჩინა,
რადგან არჩევანი ჰქონდა გაკეთებული.
176
არა, გაბოროტებული ანარქისტიაო, ვერ იტყოდით, მით უფრო,
გიტელმანისთანა, აირისის გიჟი მამის მსგავსი არ ყოფილა. არც
წამქეზებლურ-აგიტატორული თვისებები ჰქონდა. არც უჭკუო
ყოფილა. არც რადიკალი ეთქმოდა, არც რევოლუციონერი
სუფთა ინტელექტუალური და ფილოსოფიური გაგებით, თუკი
რევოლუციურ
დარწმუნებულობას
არ
მივიღებთ
მხედველობაში იმ მხრივ, რომ უარყოფდა საზოგადოებაში
დამკვიდრებულ ნორმებს, არ ეპუებოდა გავლებულ საზღვრებს
და საკუთარი ნება-სურვილით ირჩევდა ცხოვრების გზას,
ცხადია, კანონიერების ფარგლებში, რადგან ეს ადამიანის ერთერთი უფლებათაგანი იყო. აქ, რა თქმა უნდა, რევოლუციური
უსურვილობა იმ კონტრაქტზე ხელის მოწერისა, ადამიანის
დაბადებისთანავე რომ იქნა შედგენილი, სათვალავში
ჩასაგდები არ არის.
ქოულმენმა ამასობაში ნორთ-ჰოლს მოუარა და გრძელ,
ბურთის სათამაშოს მსგავს მდელოს გაუყვა დელფინას
კაბინეტისკენ. რას ეტყოდა, თუკი სამუშაო მაგიდასთან
დაუხვდებოდა, მით უმეტეს, ამ მშვენიერ ზაფხულის დღეს,
სწავლის დაწყებამდე თვე-ნახევარი რომ იყო დარჩენილი, არ
იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგო, რადგან აგურით
მოკირწყლულ ფართო ბილიკამდე არ იქნებოდა მისული,
ბართონ-ჰოლს რომ ერტყა გარს, რომ ნორთ-ჰოლის უკანა
მხარეს, ბუსნოზე, ჩრდილში, სარდაფის კართან, კოლეჯის
ხუთი სპეცფორმიანი დამლაგებელი დაინახა; მათი ტანისამოსი
– პერანგები და შარვლები – საფოსტო ქაღალდის ფერისა იყო.
ისინი შიმშილს იკლავდნენ კოლოფში ჩადებული პიცით და
რაღაც ხუმრობაზე გულიანად იცინოდნენ. ამ ხუთეულში
ერთადერთი ქალი, რომელმაც ეს ხუმრობა შეაგდო და
რომელიც ყველას ყურადღებას იქცევდა, თან სხვებზე
ხმამაღლა ხარხარებდა, როგორც ჩანს, რომელიღაც მამაკაცი
აეგდო, ფაუნია ფარლი გახლდათ.
მამაკაცების ასაკი ოცდაათის ფარგლებში იქნებოდა. ორი
წვერიანი იყო, ამათგან ერთ-ერთს გრძელი კიკინა ეკეთა და
ხარს ჩამოჰგავდა აღნაგობით. მხოლოდ ის იდგა, უფრო
სწორად, ფაუნიას ისე ედგა თავზე, თითქოს ზედ უპირებს
გადამხობასო, ამ დროს კი ქალს გრძელი ფეხები გამოეშალა და
სიცილისას თავი უკან გადაეწია. ქოულმენი მისმა თმამ
გააკვირვა, ანუ უფრო ზუსტად იმან, რომ ქალს თმა გაშლილი
ჰქონდა. მანამდე ფაუნიას თმა მუდამ უკან ჰქონდა ხოლმე
177
შეკრული ელასტიკური რგოლით და მხოლოდ ლოგინში
ჩაწოლისას თუ იშლიდა. ამ დროს თმა შიშველ მხრებზე
ეფინებოდა ხოლმე.
ის და კაცები. «ბიჭები» – ასე უწოდებდა ხოლმე თვითონ. ერთერთი ახალი განქორწინებული იყო, წინათ ავტომექანიკოსად
მუშაობდა, მაგრამ ხელმოცარული იყო და საჭიროებისას
ფაუნიას «შევროლეში» თუ ჩაძვრებოდა თავით, როცა ძრავა
ვირივით ჯიუტდებოდა და არაფრით არ იქოქებოდა. გარდა
ამისა, სამსახურიდან სახლშიც დაჰყავდა ზოგჯერ და უკანა
გზაზეც არ ამადლიდა გაქროლებას. მეორემ, – როცა მისი ცოლი
ღამის ცვლაში მუშაობდა მუყაოს ტარის ბლექუელის
ფაბრიკაში,
რამდენჯერმე
შესთავაზა
პორნოფილმზე
წაგიყვანო; ერთ-ერთმა უბიწო ყმაწვილმა კი ისიც არ იცოდა,
ჰერმაფროდიტი რას ნიშნავდა. როდესაც ფაუნია «ბიჭებზე»
იწყებდა საუბარს, ქოულმენი მშვიდად უსმენდა და მათ გამო
აღელვებას საჭიროდაც არ თვლიდა, თუმცა კი ისე უყვებოდა
ხოლმე, რომ ნამდვილად ღირდა დაფიქრებად. ვერ ვიტყვით,
რომ სულ ისინი ეკერა პირზე, თან არც ქოულმენი ეკითხებოდა
არაფერს, მაგრამ ლესთერთან რომ ამდენი ელაპარაკა ვინმეზე,
საეჭვიანო მიზეზს ნამდვილად მისცემდა. ცხადია, ფაუნიას
შეეძლო მათთან ნაკლებად ელაპარაკა მამაკაცებზე და
ფანტაზიაც არ გაემძაფრებინა მათთვის; ქოულმენსაც
დაეუფლა ერთხელ სურვილი, რომ მსუბუქ შენიშვნასავით
მიეცა მისთვის, მაგრამ ეს სურვილი მყისიერად მოიკლა
გულში. იფიქრა, ვისაც უნდა, იმას ელაპარაკოს და რაც უნდა, ის
საკითხები არჩიოს, ბოლოს და ბოლოს, ზრდასრულია და თავის
საქციელზე თვითონვე აგებს პასუხსო. ბოლო-ბოლო, მისი
ქალიშვილი ხომ არ იყო?! მისი «გოგონაც» კი არ ეთქმოდა.
უბრალოდ, ის იყო, ვინც იყო.
მაგრამ ახლა, როდესაც ნორთ-ჰოლის კედელს ამოფარებულმა
შეავლო ამ პურობას თვალი, ასე უემოციოდ და დიდსულოვნად
ვეღარ მიიღო დანახული. რადგან ახლა ის უკვე ჩვეულებრივზე
მეტს ხედავდა – ხედავდა ცხოვრებაში მიღწეულმა არარაობამ
რა დღეში ჩააგდო და იმასაც ამჩნევდა, როგორ მცირე რამ იყო
მიღწეული. სულ რაღაც თხუთმეტიოდე ნაბიჯის იქით
მიკროსკოპული სიზუსტით ხედავდა, რომ მის არყოფნაში
ფაუნია უუხეშეს და უუბრალოეს რამეზეც კი არ დაიხევდა
უკან, ოღონდ კი იქვე ყოფილიყო ის რაღაც; არც მის
პრიმიტიულ თვითშეგნებას მიაქცევდა ყურადღებას. რამეთუ
178
ჭკვიანი იყავი თუ უჭკუო, განათლებული თუ გაუნათლებელი,
ვოლუპტატისთვის სულერთი იყო, მისი შესაძლებლობები კი
არათუ მკვეთრად არ იყო გამოხატული, არამედ ბუნდოვნადაც
კი არ ემჩნეოდა ფორმა, შესაბამისად, თავისი ვოლუპტატის
შესაძლებლობების შეფასების ძალა მას არ შესწევდა. ჩრდილს
შეფარებულმა კარგად გაარჩია, რომ უეცარი ხარხარის
შეტევისას (ნეტავ რა ახარხარებდა, ჰერმაფროდიტიზმი ხომ
არა?) ფაუნია ზურგზე გაწვა ბალახზე და მუხლებში მოხრილი
ფეხები ოდნავ გაჩაჩხა, თან ცალ ხელზე პიცის ნაჭრიდან ყველი
დაეცა, მეორით კოკა-კოლის ქილა ეჭირა, თავზე კი ხეპრე
მუშები დასდგომოდნენ, ქოულმენმა გაისიგრძეგანა რაოდენ
დაშორებული იყო მისი ცხოვრება იმ უმაქნისთა ცხოვრებისგან,
ფაუნიას რომ უქმნიდნენ კომპანიას. მორიგი ლეს ფარლი?
იქნებ მთლად ასეც არ იყოს, მაგრამ მაინც ფარლისთვის უფროა
ეს ღალატი, ვიდრე მისთვის.
კამპუსში გათამაშებული სცენა, რომელიც დეკანობის წლებში,
ისედაც
მრავლისმნახველს,
უმნიშვნელოდ,
მეტიც,
სასიამოვნოდ მოეჩვენებოდა, – განა რა იყო, ზაფხულის
მშვენიერ დღეს სუფთა ჰაერზე გაშლილი პურმარილი – ახლა
დიდი მნიშვნელობის მატარებლად აღიქვა. ვერც ნელსონ
ფრაიმუსის დარიგებამ, ვერც ლიზას სიცივემ, ვერც დელფინა
რუს ანონიმურმა ბრალდებამ ვერაფერი შეაგონა – ამ, ერთი
შეხედვით, უვნებელმა სცენამ კი, ბუსნოზე რომ განვითარდა,
თავისი შერცხვენის მთელი სიღრმე დაანახვა.
ლიზა. ლიზა და მისი მოწაფეები. პაწაწინა კარმენი. აი, რა
ამოუტივტივდა მეხსიერებაში – ექვსიოდე წლის კარმენი,
ლიზას თქმით, განვითარებაში გვარიანად ჩამორჩენილი.
«მაგარი გოგოა, – უთხრა ლიზამ, – მაგრამ ჯერ კიდევ პატარა
ბავშვივითაა». კარმენი რომ მართლაც მაგარი იყო, ეს თავადაც
ენახა: ძალზე ღია ყავისფერი კანი და ორი მუგუზალივით შავი
ნაწნავი ჰქონდა, თვალები კი – მსგავსი რამ სხვაზე არ ენახა, –
ორი ნახშირივით უბზინავდა და შიგნიდან თითქოს ცისფერი
ცეცხლის ალი უკიაფებდა; ბავშვის სხარტი და მოქნილი ტანი
ჰქონდა, მშობლებს მოტკეცილი ჯინსი და სპორტული
ფეხსაცმელი, ასევე ჭრელი წინდები და ვიწრო თეთრი მაისური
ჩაეცმიათ, – ცოცხალი და მკვირცხლი გოგონა იყო, ერთი
შეხედვით,
ყველაფრისადმი
იჩენდა
ყურადღებას,
განსაკუთრებით ქოულმენისადმი. «ეს ჩემი მეგობარი
ქოულმენია», – ლიზამ საკლასო ოთახში შემოკუნტრუშებულ
179
კარმენს უთხრა, რომელსაც თვითკმაყოფილი ღიმილი და
სასიამოვნო გაოცება აესახა ნორჩ სახეზე. «გამარჯობა, კარმენ»,
– უთხრა ქოულმენმაც. «იმის სანახავად მოვიდა, რომ გაეგო, აქ
რას ვაკეთებთ», – აუხსნა ლიზამ. «კარგი», – მიუგო კარმენმა და
უფრო მეტად შემსწავლელი მზერით ახედ-დახედა ქოულმენს,
ვიდრე ამ უკანასკნელმა, – თან ღიმილი არ მოუშორებია
სახიდან. «ჩვენ კი ჩვეულებრივად უნდა მივხედოთ ჩვენს
საქმეებს», – უთხრა ლიზამ. «კარგი», – ისევ გაიმეორა გოგონამ
და ფართოდ გაიღიმა. როდესაც კარმენს პატარა მაგნიტური
დაფისკენ მოუწია შეტრიალებამ, რომელზეც პლასტმასის
ასოები იყო მიკრული, ლიზას თხოვნით შემდეგი სიტყვების
ამოკითხვა მოუხდა: «ვაშლი», «ვარდი», «ვარდნა» და «ველი»
(«გახსოვს, როგორ გასწავლე, – ეუბნებოდა ლიზა, – ყოველთვის
პირველი ასოთი უნდა დაიწყო-მეთქი. აბა, პირველ ასოებს
თითი გააყოლე და ამოიკითხე».), კარმენი ხან თავით და ხან
მთლიანი ტანით მკვირცხლად ტრიალდებოდა და ქოულმენს
თვალს თვალში უყრიდა, რათა კონტაქტი შეენარჩუნებინა.
«ყურადღების გადასატანად ნებისმიერი მიზეზი ჰყოფნის, –
რბილად უთხრა ლიზამ მამას, – აბა, მის კარმენ, შევუდგეთ
საქმეს? ქოულმენი უხილავია, ყურადღებას ნუ მიაქცევ, –
დაარიგა ლიზამ, – ვითომ ვერ ხედავ». კარმენს სიცილი
აუტყდა. «კი მაგრამ, რომ ვხედავ?» «კარგი, მისმინე. პირველი
ასოები სწორია. ყოჩაღ. ახლა კი მთელი სიტყვა წავიკითხოთ.
კარგი? ჯერ პირველი ასო – მერე მთელი სიტყვა. ყოჩაღ! ვაშლი.
ეს რაღაა? ამ სიტყვას უკვე იცნობ, აქამდეც გაქვს ამოკითხული.
ვარდი. ესეც კარგია». ამ გაკვეთილამდე კარმენს ნახევარი
წლის განმავლობაში ჰქონდა გავლილი პროგრამა «კითხვა
ჩამორჩენილთათვის», მაგრამ ბევრით ვერაფრით იყო წინ
წაწეული. ქოულმენს უცებ გაახსენდა, როგორ ებრძოდა ბავშვი
სიტყვას
«შენი»
რომელიღაც
ილუსტრირებულ
სახელმძღვანელოში, რადგან წასაკითხად ჰქონდა მიცემული.
როგორ ისრესდა თვალებს, ჭმუჭნიდა მაისურს და სკამის
ფეხებს თავისი პატარა ფეხებით ეხებოდა და ცდილობდა,
ტერფებით მოსჭიდებოდა. საბოლოოდ კი სკამიდან ძირს
ცურდებოდა. ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, ვერც
ამოკითხვას უხერხებდა სიტყვას და ვერც წარმოთქმას. «არადა,
უკვე მარტია, მამა. ნახევარი წელია, რაც ვმეცადინეობთ. «შენი»
უკვე განვლილი ეტაპი უნდა იყოს. ამ დროს სიტყვებს
«ოთახსა» და «ოთხს» აღარ უნდა ურევდეს, მაგრამ... პროგრამა
ოც კვირას მოიცავს, კარმენი კი ოცდახუთი კვირაა, რაც
180
მეცადინეობს. საბავშვო ბაღშიც დადიოდა და იქიდანვე უნდა
ჰქონოდა
რამდენიმე
სიტყვა
ათვისებული.
მაგრამ
სექტემბერში, როდესაც პირველ კლასში შემოვიდა, სიტყვების
ჩამონათვალი ვუჩვენე და იცი, რა მკითხა? «ეს რა არისო?» ისიც
კი არ იცოდა, სიტყვა რას ნიშნავს. ასოებთანაც ცუდად ჰქონდა
საქმე, ზოგს სულ არ იცნობდა, ზოგიც სხვებში ერეოდა. მაშინ
გასაგები იყო, გარეგნული მსგავსება აბნევდა, მაგრამ მას მერე
ექვს თვეზე მეტია გასული. მაინც უჭირს კითხვა, თან ძალიან».
«გატყობ, მის ამბავს ძალიან განიცდი». «ყოველდღე ნახევარი
საათით ვამეცადინებ, ცოტა ხომ არაა. ამხელა სამუშაო გავწიე.
იდეაში, შინ უნდა კითხულობდეს, მაგრამ მისმა თექვსმეტი
წლის დამ ახლახან გააჩინა ბავშვი და როგორც ჩანს, არც
მშობლებს ადარდებთ ბავშვი. ემიგრანტები არიან და გასაგებია,
რომ ინგლისურად ვერ ასწავლიან კითხვას, თუმცა კარმენი
ვერც ესპანურად კითხულობს. ყოველდღე ერთი და იგივე
მეორდება. როცა მაინტერესებს ხოლმე, წიგნთან როგორი
დამოკიდებულება აქვს ბავშვს, დასურათებულ წიგნს
გავუწოდებ ხოლმე და ვთხოვ, დასაწყისი მიჩვენოს. შედეგი
სავალალოა. სულ რამდენიმეს თუ შეუძლია, დასაწყისი
მიჩვენოს. უმეტესობა აზრზე არ არის. ტექსტი მათთვის ნულის
ტოლფასია. თან, იცი, რაშია საქმე? – ლიზას ღიმილი
მოსწყინდა, თუმცა კარმენივით მომხიბლავად მაინც არ
გამოსდიოდა, – ჩემი ბავშვები გონებრივად ჩამორჩენილებად
არ მიიჩნევიან. როცა მე ვუკითხავ, კარმენი სიტყვებს არც
უყურებს, მისთვის სულერთია. ამიტომაც არის ხოლმე, რომ
დღის ბოლოს გამოწურულ ლიმონს ვგავარ. არც სხვა
პედაგოგებს ულხინთ, მაგრამ კარმენისთანა ბავშვები რომ
გეყოლება მთელი დღე, შინ უკვე დაქანცული და
ძალაგამოლეული
დაბრუნება
გარანტირებული
გაქვს.
საღამოსკენ კითხვა ლამის მეც დამავიწყდეს. ტელეფონით
საუბრის თავიც აღარ მაქვს ხოლმე. რაღაცას გაუაზრებლად ვჭამ
და
ლოგინს
ვაფარებ
თავს.
რა
ვქნა,
გულითადი
დამოკიდებულება მაქვს ამ ბავშვებთან. მიყვარს ჩემი
კუდრაჭები, მაგრამ მათთან ურთიერთობა მარტო კი არ
მქანცავს, ბოლოს მიღებს».
ფაუნია უკვე ბალახზე იჯდა და კოკა-კოლის დალევას
ასრულებდა, ამ დროს კი ერთ-ერთი ყმაწვილი, სხვებზე
ახალგაზრდა, რომელსაც ნიკაპზე მეჩხერი წვერი ჰქონდა
მოსაპარსი, ყავისფერ უნიფორმაზე წითელი, უჯრულა ბენდენა
181
ეკეთა და კოვბოური მაღალქუსლიანი ჩექმა ეცვა, – სანაგვე
ტომარაში ყრიდა ლანჩის ნარჩენებს, დარჩენილი სამი კი ბოლო
ღერს ეწეოდა ჩეროს შეფარებული.
ფაუნია მარტო დარჩა. უკვე აღარ იცინოდა. სერიოზული
გამომეტყველებით იჯდა კოკა-კოლის ქილით ხელში და
რაღაცაზე ფიქრობდა. იქნებ იმაზე, ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისა
რომ იყო და ფლორიდაში მიმტანად მუშაობდა, სადაც
გადამდგარი
ბიზნესმენები
შედიოდნენ
და
ურცხვად
ეკითხებოდნენ, ხომ არ გინდა ნორმალურ ბინაში გადახვიდე,
ბალ-ჰარბორის მოდურ მაღაზიებში ანგარიში გაიხსნა და
ახალთახალი «პინტოთი» იგრიალოო, არც საიუველირო
მაღაზიისა და მაღალი დონის სილამაზის სალონის მისამართის
თქმა ავიწყდებოდათ, სანაცვლოდ კი კვირაში ორ-სამჯერ,
ზოგჯერ კი უქმეებზეც, დატკბობა და სიამოვნება ევალებოდა
ასაკს გადაცილებული ამ ბატონებისა. პირველივე წელიწადში
ოთხი ასეთი წინადადება მიიღო. მერე კუბელმა შესთავაზა
გული. კლიენტს ასი დოლარი უჯდებოდა ეს წვივმაღალი და
დიდმკერდა ქერა ქალი, მით უმეტეს, თუ მოკლე ქვედაკაბას,
ტოპსა და მაღალქუსლიან ჩექმასაც ჩაიცვამდა, ათასი დოლარიც
კი არ დაენანებოდა კაცს. ერთ-ორი წელიც და, თუ
მოუნდებოდა, თამაშიდან გამოვიდოდა, ჯიბეგაფხეკილი მაინც
აღარ იქნებოდა. «მერე, არ დათანხმდი? – ჰკითხა ქოულმენმა.
«არა, მაგრამ არ გეგონოს, რომ არ დავფიქრდი, – მიუგო
ფაუნიამ, – საზიზღარი სასადილო იყო, საძაგელი ხალხი
შემოდიოდა, დარეხვილი მზარეულები გვყავდა და მენიუს
ამოკითხვაც კი მიძნელდებოდა, მოკლედ, ყველაფერი უნდა
დამემახსოვრებინა, ეს კი იოლი საქმე არ იყო. ორ წყალშუა
ვიყავი. მაგრამ ანგარიში კი ვიცი გაუნათლებლობის
მიუხედავად.
მიმატება,
გამოკლება...
სიტყვებს
ვერ
ვკითხულობ, მაგრამ ვიცი, შექსპირი ვინც იყო. აინშტაინიც
ვიცი. სამოქალაქო ომი ვინ მოიგო, ისიც ვიცი. სულელი კი არა
ვარ. უბრალოდ, გაუნათლებელი ქალი ვარ. თითქოს არაფერიო,
მაგრამ განსხვავება მაინც არის. ციფრებს კი სულ სხვანაირად
ვუდგები. ეჭვი არ შეგეპაროს, მართლა კარგად ვიცი ანგარიში.
ჰოდა, ამ პონტშიც ბევრი მიმზიდველი რამ იყო». ქოულმენს
მისი მოსატყუებელი კბილი კარგა ხნის ამოღებული ჰქონდა.
არა მხოლოდ ვარაუდობდა, თვრამეტი წლის გოგონასთვის
მეძაობის პერსპექტივა რამხელა ცდუნების მატარებელი იყო,
არამედ დარწმუნებულიც იყო, რომ ფაუნია პრაქტიკაში ცდიდა
182
ამ ხელობას და არცთუ წარუმატებლად.
«რა უნდა ვუყოთ ისეთ ბავშვს, ვინც წერა-კითხვა არ იცის? –
ეკითხებოდა მაშინ სასოწარკვეთილი ლიზა, – კითხვა
ყველაფრის გასაღებია, რაღაც ხომ უნდა ვქნათ? ჰოდა, ვაკეთებ,
რაც შემიძლია. ქანცი მაქვს უკვე გაწყვეტილი. მეუბნებოდნენ,
მეორე
წელს გაგიიოლდებაო, მესამე წელს მთლად
გაგიმარტივდებაო. ეს უკვე მეოთხე წელია და შვება არსაით
ჩანს». «არ გაიოლდა?» «გაუარესდა. საშინლად რთულადაა
საქმე. წლიდან წლამდე ყველაფერი უარესდება. ერთი-ერთზე
ჩატარებული გაკვეთილიც რომ არაფერს მისცემს ბავშვს,
მასწავლებელმა რაღა უნდა ქნას?» ფარლიმ, მაგალითად,
უწიგნური გოგონა ცოლად დაისვა და თან მოკრივის «მსხლად»
აქცია, კუბელი თავისებურად მოიქცა და ერთ-ერთ ხარჭად
გაიხადა. ნეტავ რამდენ ხანს იყო ფაუნია მისი ხარჭა? იქნებ
სწორედ ამაზე ფიქრობდა, სანამ ადგებოდა და ნორთ-ჰოლის
დერეფნების დასასუფთავებლად გაეშურებოდა. ან ეგებ ის
აფიქრებდა, რამდენ ხანს გამიგრძელდა ეს ყველაფერიო? დედა,
მამინაცვალი,
მისგან
გაქცევა,
სამხრეთში
გადახვეწა,
ჩრდილოეთში
თავის
შეფარება,
კაცები,
ცემა-ტყეპა,
გამომუშავებული ფული, გაკოტრება, საქონელი, გათხოვება,
ბავშვები, დაღუპული ბავშვები. რა გასაკვირია, რომ ჰაერზე
გატარებული ოცდაათი წუთი ამ ბიჭებთან ერთად მისთვის
სამოთხისებური სიამოვნება ყოფილიყო.
– ეს ჩემი მეგობარი ქოულმენია, ფაუნია. უბრალოდ, ნახვა
უნდოდა.
– კაი, – უპასუხა ფაუნიამ.
გოგოს მწვანე ველვეტის სარაფანი, ფეხზე – ქათქათა თეთრი
წინდები და შავი ფეხსაცმელი აცვია. მთლად კარმენივით
მკვირცხლი არ არის, სულ შებორკილივით დგას, მაგრამ
სასიამოვნო გარეგნობის თეთრკანიანი გოგონაა, მაღალი და
გრძელი ქერა თმით, საშუალო კლასიდან. თმაში მარცხნივაც და
მარჯვნივაც დამჭერები აქვს გაკეთებული და კარმენისგან
განსხვავებით ქოულმენისადმი ნულოვან ინტერესსაც კი არ
ავლენს.
– გამარჯობა, – მოკლედ წარმოთქვამს და მორჩილად
უბრუნდება მაგნიტურ ასოებს, ანაცვლებს მათ, აჯგუფებს,
ერთ მხარეს თანხმოვნებს აქუჩებს, მეორე მხარეს – ხმოვნებს.
183
– ორივე ხელი
ემორჩილება.
გამოიყენე,

ეუბნება
ლიზა
და
ისიც
– აბა, რომელი ასოებია? – ეკითხება ლიზა.
ფაუნია ასახელებს. ყველა ასოს სწორად კითხულობს.
– იქიდან დავიწყოთ, რაც იცის, – ეუბნება ლიზა მამამისს, – აბა,
«ტყე» შეადგინე ამ ასოებით.
ფაუნიაც ადგენს სიტყვას «ტყე».
– ძალიან კარგი. ახლა ის შეადგინოს, რაც არ იცის. აბა, «ბრგე».
დიდხანს და დაძაბულად დასცქერის ასოებს, მაგრამ ვერაფერს
ადგენს. ხელსაც არ ანძრევს. იცდის. აინტერესებს, ალბათ, რა
მოხდება. მთელი ცხოვრება ასე არაა? – სულ იმის მოლოდინი
აქვს, რა მოხდებაო? და ყოველთვის რაღაც ხდება კიდეც.
– მის ფაუნია, დასაწყისი შეცვალე. ჰე, მიდი. გამოგივა. რომელი
ასოთი იწყება სიტყვა «ბრგე»?
– ასო «ბ»-თი, – ფაუნია ასო «ტ»-ს მოაცილებს და სიტყვის
თავში ასო «ბ»-ს ათავსებს.
– მშვენიერია. ახლა გამიკეთე «თვე».
აკეთებს «თვეს».
– ძალიან კარგი, ახლა კი თითი გააყოლე და ისე წაიკითხე.
ფაუნია თითს გააყოლებს ასოებს და ყოველ მათგანს მკაფიოდ
წარმოთქვამს:
– თ-ვ-ე.
– სხარტია, – ამბობს ქოულმენი.
– კი, მაგრამ აქ ისედაც სისხარტეა საჭირო.
დიდი საკლასო ოთახია. მასში პარალელურად მიმდინარეობს
ოთხი ჯგუფისათვის კითხვის გაკვეთილი, ოთხივე ჯგუფი
ჩამორჩენილთა კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც ქოულმენს
ყოველი მხრიდან ესმის სიტყვების ამოკითხვის ხმები –
ბავშვური ხმები, ხმამაღალი, ხმადაბალი და მასწავლებელთა
ჩართვები პერიოდულად: «ხომ იცნობ უკვე ამ ასოს, ეს «უ»-ა,
როგორც «უთო», «ურო»... ეს კი «პ»-ა, როგორც «პეპელა»,
184
«პინგვინი»... მშვენიერია, ყოჩაღ!» – ქოულმენი თვალს
მოავლებს კლასს და ეჩვენება, რომ სამივე ჩამორჩენილი
გოგონა
ფაუნიაა.
ყველგან
ანბანები
და
ციფრებია
ჩამოკიდებული, ზოგი პლასტმასის, ზოგიც მაგნიტური, თან
ფერადებია, რომ სიტყვის შედგენისას ბავშვი არ დაიბნეს.
ყველგან პატარ-პატარა წიგნებია დახვავებული, სადაც
უმარტივესად არის სიუჟეტები გადმოცემული: «პარასკევს
სანაპიროზე წავედით, შაბათს – აეროპორტში»; «მამა დათვო,
დათუნია შენთან არის? – არა, – პასუხობს მამა დათვი»; «ამ
დილას სარას ძაღლმა დაუყეფა. სარა შეშინდა, – გამბედავი
გოგონა უნდა იყო, სარა, – უთხრა დედამ». გარდა ამ შინაარსის
წიგნებისა, საკლასო ოთახში ოთხი მასწავლებელი იბრძვის,
რომ ფაუნიას როგორმე აათვისებინონ კითხვის ტექნიკა,
მაგრამ საჭირო დონეს ვერაფრით აღწევენ.
– პირველ კლასშია, – ეუბნება ლიზა მამას, – იმედი გვაქვს, რომ
თუკი ყოველდღე ოთხივე ვიმუშავებთ მასთან, წლის ბოლოს
თანატოლებს დაეწევა, მაგრამ მოტივაციის განვითარება
გვიჭირს მასში.
– რა სათნო ბავშვია, – ეუბნება ქოულმენი.
– ასე გგონია? ანუ ასეთი ტიპი გხიბლავს? ესე იგი, აი, როგორი
ტიპი ყოფილა შენი სისუსტე: სასიამოვნო გარეგნობის ქერა,
გრძელთმიანი გოგონა, საფეთქლებთან თმის სამაგრი პეპლები
რომ უკეთია და უნებისყოფოა.
– მე ეს არ მითქვამს.
– არც იყო საჭირო. დაგინახე, როგორ უყურებდი, – ლიზამ ხელი
გაიშვირა ოთახში, სადაც ოთხივე ფაუნია მშვიდად ზის, წინ
მაგნიტური დაფები ულაგიათ და სიტყვებს: «ტყე», «ბრგე» და
«თვე» ადგენენ, – როდესაც პირველად წაიკითხა «თვე»
დამარცვლით, თვალი ვერ მოაცილე. რაკი ეს ასე მოქმედებს
შენზე, სექტემბერშივე უნდა ყოფილიყავი აქ. ანუ მაშინ, როცა
საკუთარი გვარ-სახელის დაწერაც კი არ იცოდა. საბავშვო ბაღის
შემდეგ ერთადერთი სიტყვა, რომელიც იცოდა, იყო «ტყე». ვერ
ხვდებოდა, რომ ნებისმიერი ტექსტი შეტყობინებას მოიცავს.
არც ის ესმოდა, რომ ჯერ მარცხენა გვერდს უნდა უყურო, მერე
მარჯვენას. არ იცოდა «სამი დათვისა და ოქროსთმიანის»
ზღაპარი. წარმოუდგენელია და დაუჯერებელი – ნეტავ რას
აკეთებდა საბავშვო ბაღში, იქ ხომ ზღაპრებსა და ლექსებს მაინც
185
ასწავლიან. ახლა უკვე იცის «წითელქუდა», წინათ კი
წარმოდგენაც არ ჰქონდა. სექტემბერში რომ გენახა ფაუნია
საბავშვო ბაღიდან მოსული, ჭკუიდან აგწევდა.
რა უნდა ვუყოთ ისეთ ბავშვს, ვინც წერა-კითხვა არ იცის? ან
ისეთ ქალს, რომელიც პიკაპში ვიღაცისგან პირში იღებს;
გარაჟის თავზე მოთავსებულ პატარა ბინაში ნავთქურაა
ანთებული, მის შვილებს კი წესით ამ დროს უნდა ეძინოთ.
ისეთს, ვინც თოთხმეტი წლიდან საკუთარი ცხოვრებისგან
გაქცევას
ცდილობს.
ისეთს,
ვინც
ელემენტარული
სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამო ჭკუიდან გადასულ
ომის ვეტერანს მიჰყვება ცოლად, იმ დონემდე გადარეულს,
რომ თუ ძილში მკვეთრად იცვალე გვერდი, შეიძლება,
ეჭვიანობის გამო ყელში გწვდეს; ისეთს, ვინც სინამდვილეს
მალავს და სულ იტყუება, ცრუობს, თითქოს კითხვა არ
იცოდეს, არადა, საკმაოდ კარგადაც იცის, მაგრამ განგებ
იწებებს კითხვის უცოდინარის იარლიყს, რათა უკეთ
გამოუვიდეს იმ ქვესახეობის გათამაშება, რომელსაც არ
ეკუთვნის, თუმცაღა უნდა რომ ეკუთვნოდეს – რაც მისი
შეცდომაა – და ცდილობს თავიც დააჯეროს და შენც დაგაჯეროს
თავის სიმართლეში; ისეთს, ვისი არსებობაც რვა წლის ასაკში
ჰალუცინაციად, თორმეტი წლის ასაკში – კატასტროფად იქცა,
ხოლო თოთხმეტი წლიდან დაუსრულებელ უბედურებათა
მორევში გაეხვია; ისეთს, ვისაც დაბედებული აქვს არა
მიმტანად, მეძავად ან დამლაგებლად მუშაობა, არამედ ბილწი
მამინაცვლის გერად და თვითკმაყოფილი დედის დაუცველ
ქალიშვილად ყოფნა, თან საუკუნოდ. ისეთს, ვინც არავის
უჯერებს, ვისაც არავისი სწამს, რომელიც ყველაში მატყუარას
ეძებს და რომელიც არაფერშია დაზღვეული; ვისაც ბრძოლისა
და
დაუმორჩილებლობის
კოლოსალური
ნიჭი
აქვს
მოჭარბებული, თუმცა კი, იმავდროულად, ცხოვრებაში
დასაყრდენი არ გააჩნია; ისეთს, ვისაც უბედურება შესჩვევია
და ვინც ყველანაირ ხათაბალაში ყოფს თავს, ფიზიკურში თუ
არა, გონებრივში მაინც; ისეთს, ვისი უბედური ვარსკვლავი
თვალის ჩაპაჭუნებასაც არ აპირებს და ვინც, სტინასი არ იყოს,
ერთადერთი აღაგზნებს ქოულმენს, – რომელიც მორალური
თვალსაზრისით არარაობის ტოლია, ყველაზე მეტად არარაა,
ვინც კი ოდესმე სცნობია ქოულმენს, მაგრამ სწორედ ამ თავისი
უზნეობითა და უმიზნობით, როგორც საპირისპირო პოლუსი,
ისე იზიდავს კაცს. ქოულმენში ამ დროს მიძინებული
186
სამართლიანობის გრძნობა იღვიძებს და იმისკენ უბიძგებს,
ვინც მის სულს ავსებს, არა მარტო სულს – სხეულსაც სიამეს
ჰგვრის. არადა, ეს ქალი მისთვის სათამაშოს ფუნქციას უფრო
ასრულებს,
რომელთანაც
კვირაში
ორჯერ
ბუნებრივი
მოთხოვნილების
დაკმაყოფილება
შეიძლება;
მოკლედ,
სულიერ, გნებავთ, ხორციელ ამხანაგად და უღლის გამწევად
გადაჰქცევია კაცს.
აბა, რა უნდა უყოს ამისთანა ბავშვს? იპოვოს ტელეფონავტომატი და რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროს
სულელური შეცდომა.
***
ქოულმენს ეგონა, ფაუნია ფიქრობდა, რამხელაზე გაიწელა ეს
ყველაფერიო – დედა, მამინაცვალი, მისგან გაქცევა, სხვადასხვა
ადგილი სამხრეთში, სხვადასხვა ადგილი ჩრდილოეთში,
ნაშოვნი ფული, ცემა-ტყეპა, გათხოვება, გაკოტრება, საქონელი,
ფერმა, შვილები, დაღუპული შვილები... იქნებ მართლაც ამას
ფიქრობდა ფაუნია. შესაძლოა, როდესაც ბიჭები დგანან და
ეწევიან, ზოგიც ლანჩის ნარჩენებს აგროვებს, ქალი ზის და
ყვავებზე ფიქრობს. ეს ყრანტალა ფრინველები ხომ ყველგან
არიან. როცა მას სძინავს, ისინი ახლომახლო ტყეში ტოტებზე
სხედან ხოლმე. როდესაც ძროხებს უშვებს საძოვარზე, ყვავები
მიწაზე არიან მოფენილნი. დღეს რაღაც აქტიურად დასჩხავიან
ეს ოხრები კამპუსს, იქნებ ფაუნია იმას ფიქრობს, რაც
ქოულმენს ჰგონია, ან იქნებ ის მამალი ყვავი ახსენდებოდა,
რომელიც მის გარაჟს დასტრიალებდა თავს, როდესაც მისი
შვილები იგუდებოდნენ. ის მამალი ყვავი, ავტოსადგომთან
ახლოს ფოსტისა და მაღაზიის სიახლოვეს რომ ფრენდა. ჯერ
კიდევ ბახალობაში უნდა ყოფილიყო ის ყვავი შეფარებული,
როგორც ფაუნიას ახსოვდა, ერთ-ერთ მეზობელს აეყვანა
პატარა ბახალა, როდესაც დედა ყვავი მოჰკვდომოდა თუ
დაჰკარგოდა პატარა ფრთოსანს. ახლა კი მეორეჯერ
მიტოვებულმა შავფრთოსანმა ავტოსადგომის თავზე ფრენას
უხშირა, სადაც დღეგამოშვებით სილი-ფოლსის მოსახლეობის
უმეტესობა იყრის თავს. ამ ყვავმა ზოგს თავიც მოაბეზრა –
ფოსტაში მიმავალი ხალხისკენ აიღებდა ხოლმე გეზს და
გოგონებს თმიდან სამაგრებს და თვლიან სარჭებს აძრობდა, –
187
ან რა გასაკვირია, მინის ბრჭყვიალა საგნები ხომ ყვავების
ინტერესს იწვევს. ამიტომ ფოსტის უფროსმა, როცა რამდენიმე
კეთილისმყოფლის აზრი იკითხა, გადაწყვიტა, ეს ფრინველი
ოდიუბონის საზოგადოებისათვის[42] მიებარებინა, სადაც
ყვავს გალიაში უკრეს თავი და იშვიათად თუ უშვებდნენ
საფრენად. თუმცა ბოლომდე თავისუფლად მაინც არ
აძლევდნენ ფრთების გაშლის საშუალებას, რადგან ფრინველი,
რომელსაც ავტოსადგომის თავზე უყვარს ფრენა, მთლად
თავის ნებაზე არ უნდა დაფრინავდეს. მისი ყრანტალი ფაუნიას
სულ ესმოდა – ღამით თუ დღისით, ფხიზელს თუ მძინარეს ან
თუნდაც უძილობით გატანჯულს. უცნაური ჩხავილი იცოდა,
სხვებისას არ ჰგავდა, – ალბათ, იმიტომ, რომ ბახალობიდან
ხალხთან იზრდებოდა. ხანძრის შემდეგ ერთხანს ოდიუბონის
საზოგადოებაში მის სანახავად დავიწყე სიარული; როცა
გამოსვლას დავაპირებდი, ამ თავისი ხმით მეძახდა თითქოს,
დაბრუნდიო. კი, გალიაში ეჯდათ, მაგრამ რაკი ასე გამოვიდა,
ისევ გალია ჯობდა სხვა რამეს. იქ სხვა ფრინველებიც ჰყავდათ
გალიებში, მეტწილად ისეთები, რომელთაც დამოუკიდებლად
ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ორი პატარა ბუც ვნახე –
კოპლიანები და ისეთი გაფუყულები, სათამაშო გეგონებოდათ.
მათთანაც ხშირად მივდიოდი ხოლმე. ერთი ალალიც მყავდა
შემჩნეული – ან როგორ ვერ შევამჩნევდი, ისეთი გამჭოლი
ყვირილი იცოდა. მოკლედ, საყვარელი ფრინველები იყვნენ.
მერე აქეთ გადმოვედი და ამ ჩემი მარტოობით შევიცანი
ყვავები. სულ სხვანაირები აღმოჩნდნენ. მათაც შემიცნეს.
იუმორის გრძნობაც კი აქვთ, თუ შეიძლება, ასე ითქვას. იქნებ
ეს იუმორის გრძნობაც არ იყოს, მაგრამ მგონია, რომ ზუსტად
ეგაა. ნეტავ განახვათ, როგორ ბატონკაცურად დააბიჯებენ ან
თავს როგორ მალავენ. როგორ მიჩხავიან, თუ პურს არ
გამოვუტან, აბა, ჩქარა პურიო! თან სოლიდურები და
სერიოზულები
არიან.
უნდათ,
ყველა
ფრინველზე
ბატონობდნენ. ერთ შაბათს ნორთამბერლენდთან იამაიკურ
წითელკუდა ჭინოსთან გავაბი საუბარი. შინ რომ დავბრუნდი,
ვხედავ, უკანა ეზოში მოკალათებულა ეს ორი ყვანჩალა. რაღაც
მთლად ისე არ იყო, ეგრევე შევამჩნიე. ყვავების განგაში! უფრო
სწორად, ორი კი არა, სულ სამი ფრინველი იყო – ორი ყვავი
ჭინოს უტევდა და გაძევებას ცდილობდა. შეიძლება, ზუსტად
იმას ეშარებოდნენ, რომელსაც რამდენიმე წუთით ადრე მე
ველაპარაკებოდი. ჰოდა, შეუტიეს. ცხადია, არც ჭინოა უკან
დამხევი. მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც შევარდნისებრია და
188
მასთან შეხუმრება ცუდად დაუჯდებოდათ. მესმის, ყვავების
გუნდი რომ ყოფილიყო იქვე, მაგრამ ორი ერთზეც კი ცოტაა. რას
დააკლებდნენ? რასაც ჰქვია, საძაგელი ვინმეები არიან რა.
ბოროტები. ალბათ, მათთვის ასეც ჯობია. ერთი ფოტო მაქვს
ნანახი, ყვავი არწივთან მიფრენილა და უჩხავის. არწივს კი
ფეხებზე ჰკიდია. ვერც კი ამჩნევს. მაგრამ ყვავი უკან მაინც არ
იხევს. მერე როგორ დაფრინავენ! არა, მთლად ყორნებივით ვერ
დასრიალებენ ჰაერში, მაგრამ მაინც ლამაზები არიან. დიდი
კორპუსი აქვთ და ადგილიდან მოწყვეტა არ გამოსდით, მაგრამ
არც გაქცევას საჭიროებენ ასაფრენად. რამდენიმე ნაბიჯიც
ჰყოფნით. მიდევნებია თვალი. აქ უფრო ძალისხმევა, დიდი
ძალისხმევაა მთავარი. ერთი გაქანება და ჰაერში არიან. იმ
დროს ვადევნებდი ხოლმე თვალს, ბავშვები «ფრენდლისში»
სავახშმოდ რომ დამყავდა. ოთხი წლის წინ. ალბათ,
მილიონობით იქნებოდნენ. «ფრენდლისთან» ისთ-მეინსთრითზე
ბლექუელში.
საღამოობით,
შებინდებულზე,
ავტოსადგომი დაფარული იყო ხოლმე. ყვავთა შეკრება
«ფრენდლისთან». ნეტავ რა მოსწონთ ასე ამ ავტოსადგომებზე?
რა აზრი უტრიალებთ თავში? ჩვენ ხომ ვერასოდეს მივხვდებით
ვერც ყვავების აზრს და ვერც სხვებისას. სხვა ფრთოსნები
თითქოს მოსაწყენი მეჩვენება. ცისფერ ჩხიკვებს, ცხადია,
მშვენიერი ნახტომი აქვთ. როგორც ბატუტზე, ისე ხტიან.
მართლა, მაგარია. მაგრამ ყვავებს მარტო ნახტომი კი არა,
მკერდის წინ წამოგდებაც მაგრად გამოსდით. მაგარი
სანახავები არიან. რომ განახვათ, კისერს როგორ ატრიალებენ,
რომ სახსრებში გაიშალონ. არა, ყვავები სულ სხვა ძალაა. მაგარი
ჩათლახები არიან. მარტო მათი ჩხავილი და ყრანტალი რად
ღირს. ამას უნდა უსმინოს კაცმა! საშინლად მევასება. ასე
ერთიმეორეს
ეკონტაქტებიან.
საფრთხეს
ატყობინებენ
გულსაკლავი ჩხავილით. ძალიან მიყვარს. გავიგონებ თუ არა,
ეგრევე შინიდან გამოვრბივარ. გინდ დილის ხუთი იყოს, არა
აქვს მნიშვნელობა. სასოწარკვეთილი ჩხავილი თუ გაისმის, ესე
იგი, სახლიდან უნდა გავვარდე თავქუდმოგლეჯილი –
სპექტაკლი იწყება. სხვანაირ ყრანტალზე ან ჩხავილზე ბევრს
ვერაფერს ვიტყვი, მაინცდამაინც კარგად არ მესმის. იქნებ არც
არაფერს ნიშნავს სხვანაირი ჩხავილი. ზოგჯერ მოკლე ბგერებს
გამოსცემენ ხოლმე. ხან ხორხისმიერს. ყორნის ხმაში არ უნდა
აგვერიოს. ყვავები ყვავებთან ქუჩდებიან, ყორნები –
ყორნებთან. უცნაურია, მაგრამ ერთიმეორის თავყრილობაში
არასდროს გაერევიან, როგორც მე ვიცი. ვინც იმას იტყვის,
189
ყოველგვარ სისაძაგლეზე ნადირობენო, – არადა, ბევრი ამბობს
ასე, – გარტყმაში არ არის ამის მთქმელი. ჩემი აზრით,
მშვენიერები არიან. ჰო, მშვენიერები! როგორი გლუვი
ბუმბული აქვთ. ან რა ელფერი დაჰკრავთ. იმდენად შავები
არიან, რომ იისფერიც კი გადაჰკრავთ. მერე თავები – საიდანაც
ნისკარტები ეზრდებათ. წვერებიც კი აქვთ, მართალია,
ბუმბულისავე, მაგრამ მართლაც, სხვაგვარი წანაზარდია.
ალბათ, სახელიც ექნება, მაგრამ მე არ ვიცი. ან რა მნიშვნელობა
აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, საერთოდ რომ აქვთ. რატომ აქვთ,
კაციშვილმა არ იცის. ამქვეყნად იმდენი რამეა აუხსნელი, რომ...
თვალები შავი აქვთ. სხვა ფერის არ არსებობს. სულ
მაინტერესებდა, ფრენა რა შეგრძნებაა? ყორნებს ფარფატიც
შეუძლიათ, ყვავები კი მხოლოდ მიზნისკენ მიფრინავენ. არ
მინახავს, რომ უაზროდ შეეკრათ კამარა. ფარფატი ისევ
ყორნებს დავუტოვოთ, თავში ქვა უხლიათ, გინდ ჯილდო
მისცეს ვინმემ ფარფატში. ყვავები ერთი ადგილიდან
მეორისკენ მიილტვიან. ერთი ხმა თუ გავარდა, რომ პური
გადავუყარე, ეგრევე ჯგროდ მოფრინდებიან. პურის ნაჭრებს
რომ ვუფშვნი ხოლმე, ერთი უეჭველია, საყარაულოდ დგას და
შემომცქერის, მეორე კი მოშორებით ჯდება და სხვებს
გასჩხავის – სიგნალს აწვდის მოვლენის შესახებ. ძნელი
დასაჯერებელია, ერთმანეთზე რომ ზრუნავენ, მაგრამ ფაქტია.
ბავშვობაში დაქალმა საოცარი რამ მიამბო, მისთვის დედამისს
მოუყოლია, დღემდე მახსოვს. ისეთ ჭკვიან ყვავებსაც
უცხოვრიათო ამქვეყნად, რომ მოპარულ კაკლებს, რომლებსაც
ვერ ამტვრევდნენ, გზაზე აწყობდნენ. ჯერ შუქნიშანს
უყურებდნენ, ფერის მიხედვით იმასაც ხვდებოდნენ, როდის
დაიძვრებოდა მანქანები, ჰოდა, წითელ შუქზე კაკლებს
პირდაპირ საბურავების წინ აწყობდნენ, რომ ზედ გადავლილ
მანქანას გაეპო ნაჭუჭი, მერე კი მეორე წითელ შუქს
უცდიდნენ, რომ ისევ ჩამოფრენილიყვნენ მანქანებთან და
დამტვრეულნაჭუჭიანი კაკლები აეღოთო. მოფიქრება არ
უნდა?! მაშინ მჯეროდა ამ ამბის. მაშინ ყველაფრისა მჯეროდა.
ახლაც კი მჯერა ამ ამბის. მე და ყვავები. მაგრებია რა. ეგენი
მეყოლებოდნენ კარგად! ისიც კი მსმენია, ერთმანეთს
ბუმბულს უსუფთავებენო. თვითონ არასდროს შემიმჩნევია.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 14
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.