Latin

ადამიანური ლაქა - 15

Total number of words is 2009
Total number of unique words is 1292
33.5 of words are in the 2000 most common words
44.6 of words are in the 5000 most common words
49.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
შაბათობით
უკუნეთ
სიბნელეში
აკონტროლებდნენ ხოლმე ქალაქის უბნებს. ბოლოს ერთ-ერთი
ბარის ტუალეტში აღმოჩნდა. ბარი შავკანიანთათვის იყო
განკუთვნილი – მხოლოდ იქ თუ შევიდოდა ასეთი სახით – და
«ორისიდან» ათი უბნით იყო დაშორებული, სამაგიეროდ
ჰემფთონ-როუდზი და ბორანი, რომელსაც მატროსები
ლულუსთან გადაჰყავდა ხოლმე, ასიოდე ნაბიჯში იყო.
შავკანიანთა ბარში ბავშვობის მერე აღარ შეედგა ფეხი.
უკანასკნელად მაშინ იყო, როდესაც მეგობართან ერთად
«ბილის საღამოს კლუბში» საფეხბურთო ტოტალიზატორში
მონაწილეობდა. სკოლის ბოლო ორ კლასში სწავლის
პარალელურად არა მარტო კრივს მისდევდა, არამედ საღამოს
კლუბების რეგულარული სტუმარიც გახლდათ, სადაც ის
ცოდნა შეიძინა, რომლის შესახებაც ამბობდა, ებრაელი
მამაჩემის ტავერნაში მაქვს ნასწავლიო.
205
უკვე მკაფიოდ იხსენებდა, როგორ ცდილობდა სახიდან
წამოსული სისხლის შეჩერებას, რომელსაც მეზღვაურის თეთრი
მაისურით ვერა და ვერ აჩერებდა. განავლით ამოვსებულ
უნიტაზს დასაჯდომი არ ჰქონდა, ხის იატაკზე მოშარდული
იყო, პირსაბანს კი, თუკი შეიძლებოდა, პირსაბანად
წოდებულიყო, ფურთხითა და ამონახველით გაზუნტლული
გობი უფრო ეთქმოდა; მაჯის ტკივილმა გული აურია, ღებინება
რომ დაეწყო, სიბინძურის გამო დაბლაც კი ვერ დაიხარა,
არამედ პირდაპირ იმ კედელს უმღერა ჩანჩქერო, რომელთანაც
იდგა.
ყველაზე ბანძი დაწესებულება თუ სადმე იყო, ალბათ, ამას
ვერც შეედრებოდა, მაგრამ რა ექნა, ისევ აქ უნდა
დარჩენილიყო;
მოლაყბე,
შემთვრალ
ნაძირალებს
მაქსიმალურად გაერიდა და ერთ კუთხეში დაჯდა, რომ
დამალვა მოეხერხებინა. გულგახეთქილი ნელ-ნელა წრუპავდა
ლუდს და თან ცდილობდა, ტკივილი არ გამოხატოდა, რათა
არავის შეემჩნია ასე აბუზულად მჯდარი. სხვათა შორის, ზედაც
არავის შეუხედავს რამდენიმე თავისუფალი მაგიდის უკან,
კუთხეში
მიყუჟულისთვის.
როგორც
თეთრკანიანთა
ბორდელში, აქაც ყველამ იმად მიიჩნია, ვინც იყო კიდეც
სინამდვილეში.
ერთ კათხას რომ გააგდებინა ძირი, მეორე მოითხოვა –
მშვენივრად ესმოდა, რომ შეუფერებელ ადგილას იყო, მაგრამ
ის უფრო კარგად ესმოდა, რომ თუკი სანაპირო პატრულის
ხელში მოხვდებოდა, ყველა გაიგებდა, რატომ გამოაძევეს
«ორისიდან». შედეგად კი, ტრიბუნალი, მსჯავრი, იძულებითი
სამუშაო ხანგრძლივი ვადით, მერე ფლოტის დატოვება
ყოველგვარი უფლებისა და პრივილეგიის გარეშე – და ეს
ყველაფერი იმის გამო, რომ ჩარიცხვისას თავისი რასა არ
გაამხილა და ახლა კი ისეთ ადგილას შეყო ცხვირი, სადაც
ზანგებს მხოლოდ თეთრეულის რეცხვისა და იატაკების ხეხვის
უფლება ეძლეოდათ.
მორჩა და გათავდა. ხომ მოიხადა თეთრკანიანის სახელით
სამხედრო სამსახური? არადა, ფიქრობდა, თავს ვერ
გავართმევო. სადღაც სურვილსაც კი აღარ გრძნობდა. აქამდე არ
იცოდა, რა იყო ნამდვილი დამცირება. არც ის იცოდა, რას
ნიშნავდა პოლიციისგან დამალვა. ამ დღემდე ისე არავის
გაელახა, რომ სისხლი ედინათ, – სამოყვარულო კრივის დროს
206
ხომ თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არასდროს – ახლა კი ესეც
იწვნია. მისი მატროსულა ისე იყო სისხლით გაჟღენთილი,
როგორც მძიმედ დაჭრილისთვის გადახვეული ბანდი,
შარვალზე კი ალაგ-ალაგ უკვე შემხმარი სისხლი ემჩნეოდა,
გარდა ამისა, მუხლებზე გადახეოდა, რადგან დაცემისას
ტროტუარისპირა არხში ჩავარდა. ხელი, რომელიც დაცემისას
დაიშავა, მაჯაში სტკიოდა, იქნებ მოტეხილიც ჰქონდა –
მტევანს ვეღარ ამოძრავებდა და უმცირეს შეხებაზეც კი
სტკიოდა. კათხა რომ დალია, კიდევ ერთი შეუკვეთა, იქნებ
ალკოჰოლმა მაინც გამიყუჩოს ტკივილიო.
აი, რა ხდება, როდესაც მამის იდეალების უარყოფას
განიზრახავს ადამიანი, მის დარიგებას დაივიწყებს და ხსოვნას
შეურაცხყოფს. მამასავით, ან თუნდაც უოლთერივით, რომ
მოქცეულიყო, ყველაფერი რიგზე იქნებოდა. თავიდანვე
დაარღვია კანონი, როდესაც ფლოტში მიღებისას იცრუა,
თეთრკანიანი ვარო, ახლა კი თეთრ კახპასთან დაწოლის
სურვილმა ამხელა შარში გააყოფინა თავი. «ოღონდ კი
სამსახური დამასრულებინა პირნათლად და მერე სულ წავალ
ჯარიდან; აღარაფერს მოვიტყუებ. სამოქალაქო ცხოვრებას
დავუბრუნდები და მორჩა!» პირველად დაელაპარაკა მამას მას
შემდეგ, რაც მისტერ სილქი ვაგონ-რესტორანში დაეცა და
ვეღარც ადგა.
ასე თუ გააგრძელებდა, მის ცხოვრებას ჩირის ფასიც აღარ
ექნებოდა.
ეს
როგორ
გაიგო?
მამისგან,
რომელიც
წინანდებურად მედიდურად და დამრიგებლურად ჩასძახოდა
ყურში, როგორც ყოველი პატიოსანი და პრინციპული ადამიანი,
რომელმაც თავისი ფასი კარგად იცის და არაფერს უშინდება
სიმართლის სათქმელად. ასე თუ განაგრძობ, რომელიმე
თხრილში დაასრულებ ცხოვრებას ყელგამოჭრილი. აბა,
დახედე, რას ჰგავხარ და სად ხარ! მერე რისთვის ეს
ყველაფერი? რა გჭირს დასამალი? რა და ის, რომ შენი
აკვიატებული კრედო არ გაძლევს მოსვენების საშუალებას: «მე
თქვენისთანა არა ვარ, ვერ გიტანთ, მე თქვენს ზანგურ «ჩვენს»
არ ვეკუთვნი!» დიდი ბრძოლა გაგიჩაღებია ამ «ჩვენის»
წინააღმდეგ, მაგრამ რა მიიღე? გაცხოველებულად იბრძვი
განუმეორებლობისათვის. მარტოსულ ამბოხს აწყობ ზანგური
სვე-ბედის წინააღმდეგ, თუმცა რა ხეირი დაგეყარა,
მარტოსულო მეამბოხევ? სად ამოყავი თავი? აი, ხომ ხედავ, სად
ჩაგითრია
ყოფიერების
სიღრმისეული
აზრის
ძიებამ.
207
სიყვარულის სამყაროს კარი შენთვის მუდამ ღია იყო, მაგრამ
შენ ამაზე გაცვალე! ამ უგუნურებაზე, «ტრაგიკულ
უგუნურებაზე» მარტო შენს თავს კი არა, ეს დარტყმა ყველა
ჩვენგანს მიაყენე. ერნესტინს. დედას. უოლთერს. მეც კი
მომაყენე – საფლავშიც არ დამასვენე. აბა, ქოულმენ ბრუტუს,
კიდევ რა გრანდიოზული გეგმები გაქვს? ახლა ვის მოატყუებ,
ვის უღალატებ და შეაქცევ ზურგს?
ქუჩაში კი ვერა და ვერ გამოდიოდა – სანაპირო პატრულისა
ეშინოდა. ეშინოდა ტრიბუნალისა, ხომალდის საპატიმროსი და
დათხოვნისა,
რომელიც
მუდმივ
სამარცხვინო
ლაქად
დაემჩნეოდა. ღელვამ და შფოთვამ მოცელა ქოულმენი, ამიტომ
სასმელს მიეძალა: სვამდა და სვამდა, სანამ ცოტა ხნის შემდეგ
მეძავი არ მიუჯდა, რომელიც, აშკარა იყო, მისივე რასას
ეკუთვნოდა.
დილით რომ მიაგნო პატრულმა და მის დასისხლიანებულ
ტანსაცმელს და მოტეხილ მაჯას შეხედა, იფიქრა, ეტყობა,
თეთრ ბიჭს ღამით შავი ხორცისკენ გაუწია გულმა და ზანგების
უბანში შეხლა-შემოხლა მოუხდაო. ტვინი უბურღეს, ცხელ
ორთქლში გაატარეს და დაასვირინგეს – ბოლოს კი
ნავმისადგომთან დამსხვრეული შუშებით მოფენილ მოედანზე
დატოვეს და მოხვეტა დაავალეს.
U. S. Navy – გვაუწყებდა ფლოტის სვირინგი. დუიმის
მეოთხედი სიმაღლის ცისფერი ასოები ორდუიმიანი ცისფერივე
ღუზის ნიჩბებს შორის ეწერა. ეს უპრეტენზიო სამხედრო
ნიშანი მარჯვენა მკლავზე, მხრის ოდნავ ქვემოთ დაასვეს.
დამალვაც არ გაუჭირდებოდა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა, რა
ფორმით შეიძინა ეს ნიშანი, იგივე უსიამოვნო შეგრძნება და
მღელვარება დაეუფლა, როგორც ხსენებულ ღამეს. ეს ნიშანი
მთელი მისი ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენდა, სადაც
უსინდისობა და გმირობა განუყოფელი იყვნენ. ცისფერი
სვირინგი
ქოულმენის
ნამდვილ
მიმოხილვასა
და
აღწერილობას მოიცავდა. ამ წარუშლელ ასოებში ადამიანის
ბიოგრაფიის კვალამოუშლელი შტრიხები იმზირებოდა. აი,
ჩადენილის შედეგი, აი, გარეგან ძალთა მოქმედება. არც
გაუთვალისწინებლობათა ჯაჭვის გარეშე ჩაუვლია ამ
ყველაფერს და არც მხილების საფრთხის, პირიქით, ცხოვრების
უაზრობაზეც კი დააფიქრა, – ყოველივე ამას კი ამ პაწაწინა
სვირინგში მოეყარა თავი.
208
როდესაც პედაგოგის საქმიანობას დაუბრუნდა, დელფინა
რუსთან შეტაკება პირველივე სემესტრში მოუხდა. საქმე ის
გახლდათ, რომ პროფესორ რუს საყვარელი ერთ-ერთი
სტუდენტი
გოგონა
ამ
უკანასკნელთან
საყვედურით
გამოცხადდა, რადგან ევრიპიდეს ტრაგედიებში, რომელთაც
ანტიკურ
ლიტერატურაში
ქოულმენი
კითხულობდა,
ჰიპოლიტესა და ალკესტიდას პერსონაჟები არ მოსწონდა,
რადგან მათ «ქალის დამამცირებლად» მიიჩნევდა. დელფინა
რუს პირველივე სემესტრში შეეჯახა, როდესაც პედაგოგის
საქმიანობას დაუბრუნდა. ამ სტუდენტს ელენა მიტნიკი ერქვა.
– კი მაგრამ, რას მიბრძანებთ, ევრიპიდე ამოვიღო პროგრამიდან
თუ რა ვქნა, რომ მის მიტნიკის გული მოვიგო?
– რა ბრძანებაა. აქ საქმე იმას ეხება, თუ როგორ აწვდით
ევრიპიდეს ახალგაზრდებს.
– და სწავლების რამე სხვაგვარი მეთოდიც არსებობს ჩვენს
დროში?
ჰკითხა, მაგრამ გაცნობიერებულად იცოდა, რომ ამდაგვარი
კამათის წარსამართად მას არც მოთმინება ეყოფოდა, არც
თავაზიანობა. დელფინა რუ რომ უხერხულ მდგომარეობაში
ჩაეყენებინა და შეეცბუნებინა, საუკეთესო მეთოდი იყო,
საერთოდ არ გაეჩაღებინა მასთან პოლემიკა. რაოდენ მაღალი
თვითშეფასებითაც უნდა ყოფილიყო დელფინა გამორჩეული,
ის სულ რაღაც ოცდაცხრა წლის იყო და არც სწავლების
პრაქტიკა ჰქონდა მაინცდამაინც ხანგრძლივი და არც
ცხოვრებისეული გამოცდილება, თან არა მხოლოდ ათინაკოლეჯში, არამედ ამერიკაში ცხოვრების სტაჟითაც ვერ
დაიკვეხნიდა. რუსთან ურთიერთობამ ერთი რამ ასწავლა,
მასთან მხოლოდ და მხოლოდ გულგრილი დამოკიდებულება
უნდა ჰქონოდა, რადგან მხოლოდ ასე მოახერხებდა
დელფინასთვის გულის გახეთქას და მისი ხელოვნური
ფრაზები, როგორიცაა «ყველასათვის ნათელია, რომ სათანადო
მეთოდით არ ხდება საგნის მიწოდება». უბრალოდ, ჩირადაც არ
უნდა ჩაეგდო. ყოფილ დეკანში, ბევრი რამის პარალელურად,
დელფინა იმას ვერ იტანდა, რომ ამ უკანასკნელს, კოლეგების
უმეტესობისგან
განსხვავებით,
ქალის
აკადემიური
მიღწევებით არც აღფრთოვანება გამოუხატავს და არც
იმედგაცრუება. ქოულმენი ამგვარი გულგრილობით დელფინას
საკუთარი თავისადმი ერთგვარად რწმენასაც კი აკარგვინებდა,
209
თან ხუთიოდე წლის წინ მან არცთუ მთლად გულღიად მიიღო
იელის ასპირანტურადამთავრებული გოგონა, რაზეც მერე ინანა
კიდეც, რაც არც სხვებისთვის დაუმალავს, რადგან კათედრაზე
არსებულმა უმაქნისებმა ამ ზრდადაუსრულებელ ამბიციურ და
ტვინარეულ არსებას მმართველი პოსტი ლამის ლანგრით
მიართვეს.
ქოულმენ სილქის პიროვნება დელფინა რუს მუდამ აწუხებდა
და აცბუნებდა, ამიტომაც იყო, რომ მისი წონასწორობიდან
გამოყვანა ასე გულით სურდა. მის წინაშე მუდამ ბავშვობაში
ბრუნდებოდა, როდესაც ასაკთან შეუფერებლად გაზრდილ
გოგონას ათასნაირი შიში აწვალებდა: ერთი შიში ის გახლდათ,
რომ ეგონა, ისეთი გამჭვირვალე ვარ, ყველა გამჭოლ მხედავსო,
მეორე კი, საერთოდ ვერავინ მამჩნევსო. დილემის წინაშე იდგა,
აღარ იცოდა, უფლისათვის რა ეთხოვა: ნეტავ სულ არავინ
შემამჩნიოსო თუ ნეტავ ყველას მთლად შეუმჩნეველი არ
დავრჩეო. ქოულმენთან საუბრისას ზოგჯერ ინგლისური ენის
ცოდნაშიც კი ეპარებოდა ხოლმე ეჭვი, არადა, სავსებით
გამართულად საუბრობდა ამ ენაზე. ერთმანეთის პირისპირ
აღმოჩენისას სულ ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ ქოულმენს
მისთვის ხელების გადაგრეხა და ზურგზე შეკვრა უნდოდა.
რამ განაპირობა ნეტავ ეს განცდა? ქოულმენის მამაკაცურმა
შემფასებლურმა მზერამ ხომ არა, რომლითაც მის კაბინეტში
გასაუბრებაზე შესულ დელფინა რუს შეხედა? ან იქნებ
პირიქითაც იყო და არავითარი მამაკაცურ-შემფასებლური
მზერა არ ყოფილა? რას ხედავდა ასაკოვანი მამაკაცი ამ
ახალგაზრდა ქალში, ვერა და ვერ გაარკვია, არადა, დილის
ენერგიით აღჭურვილს, ეგონა, თუ დამჭირდა, მთებს შევძრავო.
რუს
სურდა,
გამაოგნებლად
გამოპრანჭულიყო,
და
გამოიპრანჭა, სურდა, ისე ესაუბრა, როგორც ინტელექტუალს
შეჰფერის, და საუბრობდა კიდეც, სურდა, მჭევრმეტყველი და
ლაკონიური ყოფილიყო, და ლაკონიურად კაზმავდა კიდეც
სათქმელს... ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ ყველაფრის
მიუხედავად, ქოულმენი მას მაინც ისე უყურებდა, როგორც
სკოლის მოწაფეს, მისტერ და მისის ულოგიკობის პირმშოარარაობას.
იქნებ ყველაფერში დამნაშავე ის შოტლანდიური ქვედაკაბა
იყო, მას რომ ეცვა? ნაკეცებიანი მოკლე ქვედაკაბა, შესაძლოა,
სკოლის ფორმაც ჰგონებოდა ქოულმენს, მით უმეტეს, რომ ეს
210
სამოსი ტანმორჩილ შავთმიან გოგონას ამშვენებდა, რომელსაც
ისეთი პატარა სახე ჰქონდა, რომ ცარიელი თვალებიაო, იტყოდა
მნახველი. თან ისეთი სიფრიფანა ჩანდა, კაცი იფიქრებდა, ას
გირვანქაზე მძიმე არ იქნებაო. ქვედაკაბა, ქიშმირის
მაღალსაყელოიანი შავი სვიტერი, შავი ფერის კოლჰოტი და
მაღალქუსლიანი შავი ჩექმა – ის სამოსი ემოსა, რომ უსქესო
არსებას არ ჰგვანებოდა (ამერიკის უნივერსიტეტებში მანამდე
ნანახი ქალები ამ პრინციპის მიმდევრებად მიაჩნდა), მაგრამ
არც მაცდუნებლის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. ქოულმენი,
ეს ზუსტად იცოდა, სამოცს გადაცილებული იყო, თუმცა მის
ორმოცდაათი
წლის
მამაზეც
ახალგაზრდულად
გამოიყურებოდა.
დეკანმა
მას
მამამისის
ერთ-ერთი
ახალგაზრდა თანაშემწე გაახსენა საინჟინრო ფირმიდან,
რომელიც არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ვინც სხვა
თვალით შესცქეროდა დელფინას, როგორც კი მან თორმეტ
წელს გადააბიჯა. როდესაც მის წინ დაჯდა, ფეხი ფეხზე
გადაიდო, რასაც ქვედაკაბის ზედმეტად აწევა მოჰყვა, თუმცა
მაშინვე როდი სცადა კაბის ბოლოს დაწევა, არამედ წუთი
შეიცადა და ისე მოუხერხებლად დაქაჩა ქვედაკაბა, თითქოს
საქაღალდეს ხურავდა, – ის ხომ მართლა სკოლის მოსწავლე არ
იყო, რომ სკოლის პერიოდის რიდი და შიში ჰქონოდა უცნობი
მამაკაცის წინაშე, არამედ უკვე ჩამოყალიბებული ქალი
გახლდათ, რომელსაც, მისი ჭკუით, გარკვეული სიტუაციების
გაკონტროლება
შეეძლო.
რაკი
არ
სურდა,
ბავშვის
შთაბეჭდილება დაეტოვებინა, არც მთლად გამოუდვია თავი
ქვედაკაბის გასწორებაზე, ამით კი მამაკაცის მზერა მის სწორ,
შავ კოლჰოტში გამოკვართულ ფეხებზე მიმართა. სამოსით
გინდა თუ ქცევით, დელფინა, ეს ოცდაოთხი წლის არსება,
ყველა იმ ძალის დემონსტრირებას ცდილობდა, რაც კი გააჩნდა.
ერთადერთი მორთულობა, ერთადერთი ძვირფასეულობა,
მარცხენა ხელის შუათითზე გაკეთებული ბეჭედი იყო,
რომლითაც
კიდევ
უფრო
მეტად
უსვამდა
თავის
ინტელექტუალურ სიმსუყეს ხაზს, რასაც, როგორც წესი,
ახასიათებს სიცოცხლის ესთეტიკური ზედაპირულობით აშკარა
და შეუნიღბავი სიამოვნება, ერთგვარი ჰუმანურობა, ერთგვარი
გემოს ჩატანებაც კი, რომელიც სამეცნიერო ჭეშმარიტების,
როგორც უდიდესი დავალების შესრულებას, ცხოვრებისეულ
მსახურებას ექვემდებარება. მამაკაცის თითზე გათვლილი
ბეჭედი XVIII საუკუნის რომაული ბეჭდის ასლის სახით იყო
211
დამზადებული. ჰორიზონტალურად ჩასმულ ოვალურ აქატზე,
რომელიც მამაკაცურ მასიურობას სძენდა ბეჭედს, დანაეს მიერ
ოქროს წვიმად მოვლენილი ზევსის მიღება იყო გამოსახული.
ეს იყო ოთხი წლის წინ სასიყვარულო საჩუქრად ბოძებული
ბეჭედი, რომელიც ოცი წლის დელფინასთვის თავის პედაგოგს
მიერთმია. იმ ერთადერთ პედაგოგს, რომელმაც დელფინას
თავი დააკარგვინა და რომელთანაც მჩქეფარე რომანი გააჩაღა.
იმ ბატონის სპეციალობაც, – ცხადია, დამთხვევაა, – ანტიკური
ლიტერატურა გახლდათ. მის კაბინეტში პირველი საუბრისას
ის ისეთი მკაცრი და განდეგილი მოეჩვენა, რომ ლამის შიშით
აკანკალდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ასეთი მეთოდით
მამაკაცი მხოლოდ მის მოხიბვლას ლამობდა. მაგრამ დეკანი
სილქი რაღას მიელტვოდა?
რაოდენ თვალშიც უნდა შესჩხირვოდა დეკანს მისი
დიდთვლიანი ბეჭედი, ერთხელაც არ უთხოვია, იქნებ ახლოდან
გეჩვენებინათ აქატზე ამოტვიფრული ოქროს წვიმაო. ჰოდა, ასე
უმჯობესიაო, გაიფიქრა დელფინამ. მართალია, ბეჭდის
მიღების ისტორია მის ზრდასრულ ნაბიჯზე მეტყველებდა,
მაგრამ შესაძლო იყო, ასაკოვან დეკანს ეს ამბავი ქალის
ფრივოლურობად უფრო შეერაცხა, რაც მის ბავშვურობაში
კიდევ უფრო დაარწმუნებდა. საერთო ჯამშიც, თუკი იმედის
რამდენიმე ნაპერწკალს გამოვაკლებთ, შეიძლება ითქვას, რომ
კაცი ზუსტად ასე ფიქრობდა მასზე. ქოულმენს ისეთი აზრი
დაეუფლა, რომ დელფინა რუ მეტისმეტად ახალგაზრდა იყო
და მასში ჯერ კიდევ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ იყო
კალაპოტმისაცემი, გარდა ამისა, მის თვალში დელფინა რუს
თვითშეფასება ერთობ გადამეტებული იყო და იმავდროულად,
ინფანტილიზმიც არ აკლდა, – იმ ბავშვივით იქცეოდა,
რომელსაც ფაქიზი სული აქვს და საკუთარ თავს ვერ ფლობს,
უმცირეს გაკიცხვას კი მტკივნეულად იღებს; დეკანის აზრით,
ქალურად ნაზი თვითრწმენის ფონზე დელფინას, მიწაზე
მყარად რომ მდგარიყო, წარმატებები, თაყვანისმცემლები და
გამარჯვებები ესაჭიროებოდა. თავის ასაკთან შეუფერებლად
ცქმუტავდა, აშკარა იყო, ემოციურობის თვალსაზრისით,
მთლად მტკიცედ ვერ უნდა ჰქონოდა საქმე; თან ჯერ კიდევ
ზრდადაუსრულებელი იყო ბევრ რამეში.
212
***
დელფინა რუს ვინაობის გასაგებად მისი CV-ც იკმარებდა,
რომელსაც თხუთმეტგვერდიანი ესეიც ახლდა, სადაც
ინტელექტუალური განვითარების მთელი გზა იყო აღწერილი
ექვსი წლის ასაკიდან. ფორმალური თვალსაზრისით, დელფინა
რუს მიღწევები მართლაც დიდებული იყო, მაგრამ გინდ ეს
შედეგები და გინდ სხვა მონაცემები, სრულიადაც არ
ეჩვენებოდა იმად, რაც მყუდრო ათინა-კოლეჯს ესაჭიროებოდა.
პარიზის ელიტურ მეთექვსმეტე უბანში, დე ლონშანის ქუჩაზე
გატარებული ბავშვობა. მესიე რუ – ფირმის მფლობელი
ინჟინერი, რომელსაც თავდაპირველად ორმოცი კაცი ჰყავდა
დასაქმებული. მადამ რუ – ქალიშვილობისას დე ვალენკური,
დაიბადა ძველ პროვინციულ-არისტოკრატიულ ოჯახში. სამი
შვილის დედამ ზედმიწევნით იცის შუა საუკუნეების
ფრანგული ლიტერატურა; კლავესინისტიცაა, უზადოდ იცის
კლავესინური ლიტერატურა, ლამის ზეპირად იცის პაპობის
ისტორია და ა.შ. რამდენად მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს ეს
«ა. შ.»! ერთადერთ ქალიშვილსა და რიგით მეორეს
დედმამიშვილებს შორის, დელფინას, ჟანსონ დე საიის კოლეჟი
აქვს დამთავრებული, სადაც ფილოსოფია და ინგლისური,
გერმანული, ფრანგული და ლათინური ლიტერატურა აქვს
ნასწავლი: «სრულიად კანონიკურ ყაიდაზე აქვს გავლილი
მთელი ფრანგული კლასიკა». შემდეგ ანრი IV-ის ლიცეუმი:
«...ფრანგული ლიტერატურისა და ფილოსოფიის დამქანცველდეტალური შესწავლა და ინგლისური ენისა და ინგლისური
ლიტერატურის ისტორიის დაუფლება». ოცი წლის ასაკში, ანრი
IV-ის ლიცეუმის დასრულების შემდეგ, უმაღლესი ნორმალური
სკოლა ფონტენე-ო-როზში: «ფრანგული ინტელექტუალური
საზოგადოების ნაღები... წელიწადში მხოლოდ ოცდაათ კაცს
თუ იღებენ». სადიმპლომო ნაშრომის თემა – «თვითაღკვეთა
ჟორჟ ბატაისთან» რატომ ბატაი? ოღონდ ეს არა! იელის
უნივერსიტეტის ყველაზე მაგარი ასპირანტი ახლა ან მალარმეს
ირჩევს, ან ბატაის. რისი გაგებინებაც სურდა რუს, რთული
მისახვედრი არ გახლ
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.