Latin

ადამიანური ლაქა - 05

Total number of words is 3467
Total number of unique words is 2071
28.0 of words are in the 2000 most common words
40.4 of words are in the 5000 most common words
47.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გამომხატველი ყოფილიყო. მე კი მგონია, რომ სწორედ ამ
თავისებურებით აიხსნებოდა შფოთი და ფორიაქი, რაც მის
გამჭოლ მზერაში ირეკლებოდა.
58
ფაუნიას მომნუსხველი სირინოზი სულაც არ ეთქმოდა,
რომელიც თვალებით ატყვებებს კაცის გულს, არამედ
მომხიბლავი ქალი იყო, რომელზეც ამბობენ ხოლმე,
ყმაწვილქალობაში ლამაზი იქნებოდაო. პრინციპში, ჩემი
დასკვნა მართებულიც იყო, რადგან თავად ქოულმენს ჰქონდა
ნაამბობი, ოქროსთმიან გოგონას მდიდარი მამინაცვალი
სკოლის პერიოდში გასაქანს არ აძლევდაო, აშარი დედამისი კი
არც კი ცდილობდა თურმე ქალიშვილის დაცვას.
ვიდექით და ველოდით, როდის მოწველიდა თერთმეტივე
ძროხას – დეიზის, მეგის, ფლოსის, ბესის, დოლის, გოგონას,
სიხარულას, ჩლუნგას, ემას, ნიჭიერას და ჯილს, – ვიდექით და
ვუყურებდით, როდის დაასრულებდა სათითაო ძროხასთან
ლოლიაობას. საქმეს რომ მორჩა, საწველი ნაკვეთურის
გვერდითა, თეთრად შეღებილ ოთახში გავიდა, სადაც დიდი
ნიჟარები, შლანგები და სტერილიზატორები იყო; კარიდან
გავარჩიეთ, როგორ ურევდა თუთქის ხსნარში სარეცხ
საშუალებებს, როგორ აცალკევებდა საქაჩის მილებსა და
საწველ ჭიქებს, როგორ ხდიდა თავსახურს ორი სათლს, როგორ
შლიდა საწველ მოწყობილობას და წყლით სავსე ნიჟარაში
რეცხავდა ჯაგრისებითა და საფხეკებით, სანამ თითოეული
მილის, სარქვლის, საცობების, ფირფიტების, შუასადებების,
ხუფის მილისების, დისკისა და დგუშის ზედაპირს
იდეალურად არ გაასუფთავებდა. სანამ ქოულმენი თავის რძეს
აიღებდა, მაცივართან კარგა საათ-ნახევარი მოგვიწია დგომამ
და ამ ხნის განმავლობაში, თუ წარდგენისას წარმოთქმულ
ორიოდე სიტყვას არ ჩავთვლით, კრინტი არავის დაგვიძრავს.
საძროხის ჭერში მერცხლებს გაეკეთებინათ ბუდე და მხოლოდ
მათი ფუთფუთ-ჟღურტული და საკვებურის ცემენტის
იატაკზე გრანულირებული საკვების დანაწევრებული დაცემის
ხმა აღწევდა ჩვენს სმენამდე, რასაც მძიმე ჩლიქების ბაკაბუკი
მოსდევდა ძროხის საწველ აპარატთან დაყენებისას, –
ნამდვილად ესაჭიროებოდა ფიზიკური ძალა ამ პროცესს –
ბოლოს კი საქაჩის ქშუტუნი ასრულებდა ამ უცნაურ ხმაურს,
სანამ მორიგი მეწველის ჯერი არ დადგებოდა.
ოთხი თვის შემდეგ ორივე მათგანი მიწას მიაბარეს, მე კი ეს
წველა ისე ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც თეატრალური
წარმოდგენა, სადაც სტატისტის როლი მქონდა მონიჭებული;
ეს განცდა დღემდე შემომრჩა. უძილო ღამეებში გონებიდან ვერ
ვიგდებდი ამ სცენას, თითქოს ფიცარნაგზე ვიდექი ორი
59
წამყვანი მსახიობისა და ძროხების გუნდის თანხლებით, სადაც
უმცირეს მოძრაობასაც კი უზადოდ ასრულებდა სცენის მთელი
შემადგენლობა: შეყვარებული ბერიკაცი თვალს ადევნებს
სოფლელი ქალის მუშაობას, რომელსაც საიდუმლოდ ყვარობს
კიდეც. პათოსით, ჰიპნოზითა და სექსუალური თაყვანისცემით
აღსავსე სცენიდან ქალის ყოველი საქციელი, ძროხების შეყვანა
იქნება ეს თუ მათი მოვლა, გნებავთ, მიმართვა, მამაკაცის
ხარბი წარმოსახვის საკვებად არის ქცეული. სცენიდან სწორედ
იმ ძალას იღებდა, რომელიც მასში კარგა ხნით იყო ჩახშობილი
და კინაღამ დაილია კიდეც, ბოლოს და ბოლოს, აღორძინდა და
მისი არსება მოიცვა, ამით კი ჩემ წინ საკუთარი ქმედების
ძალმოსილება წარმოადგინა. ალბათ, რაღაც იმის მსგავსი
გათამაშდა,
აშენბახს[9]
საკუთარი
მოკვდავობის
გაცნობიერებით ხორციელი ვნება ლამის თავში რომ აუვარდა
ტაძიოს ცქერისას, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩვენ არც
ვენეციის
ფეშენებელურ
სასტუმრო
«ლიდოში»
ვიმყოფებოდით და არც თომას მანის გერმანულენოვან
პროზაში,
არამედ
ჯერ
ჩემს
(იმხანად
დაუწერელ)
ინგლისურენოვან რომანშიც კი არ მოვიაზრებოდით. მხოლოდ
და მხოლოდ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთ
საძროხეში ვიდექით და ამ გაგანია ზაფხულში, კარს მომდგარი
საპრეზიდენტო იმპიჩმენტისას, ისევე არ ვიყავით გმირები,
როგორც ეს ძროხები არ იყვნენ მითოლოგიური პერსონაჟები.
მადლიანი დღის სინათლე და სითბო, თითოეული ძროხის
ცხოვრებაში უდრტვინველი სიმშვიდე; ახალგაზრდა და
ენერგიულ ქალს დაჟინებით მიჩერებული ბერიკაცი, მისი
აღტაცება, – ისე გამოიყურებოდა, თითქოს თავის დღეში ამაზე
შთამბეჭდავი და ამაღელვებელი არაფერი ენახოს, – და ჩემი
მდგომარეობა, მონუსხულობა არა მარტო მათი ერთმანეთთან
შეუსაბამობით,
საერთო
კონტრასტულობითაც,
ცვალებადობითაც და ხალხის სექსუალური კავშირების
მრავალფეროვნებითაც, არამედ ყველასათვის ერთი დიდი
აუცილებლობით – რაც ადამიანთა მოდგმისთვის მეტისმეტად
დიფერენცირებული,
ხოლო
ძროხებისათვის
თითქმის
სრულიად არადიფერენცირებული გახლავთ – ეს არ არის
უბრალოდ არსებობა, არამედ ცხოვრება, ისევ და ისევ მიღება,
ჩუქება, ჭმევა, მწყემსვა, წველა, რძის მიცემა, თუნდ ამ დროს
ბოლომდეც არ იყოს გაცნობიერებული ცხოვრების უაზრობა და
მისი ამოცანის გადაუჭრელობა – ყველაფერი მეტისმეტად
რეალური იყო და ათეულათასობით პაწაწინა შთაბეჭდილებაც
60
სწორედ ამას ამტკიცებდა. საგრძნობი სისავსე, სულგრძელობა,
ცხოვრების სიუხვე, ზესიუხვეც კი – აი, რაფსოდია. და
ქოულმენი და ფაუნიაც, აწ უკვე მიცვალებულნი, სწორედ ამ
სიუხვის დინებას მიუყვებოდნენ დღითი დღე და წამი-წამ,
ვითარცა ნაწილნი ამ ენით უთქმელი სიუხვისა.
არაფერი გრძელდება, არც არაფერი გადის. იმიტომ არ გადის,
რომ არც გრძელდება.
***
ლეს ფარლისთან უსიამოვნება იმავე საღამოს, ოღონდ
მოგვიანებით დაიწყო, როდესაც ქოულმენს თავის სახლთან
ახლოს ბუჩქებიდან რაღაც ფაჩუნი მოესმა. უფიქრია, ირემი ან
ენოტი ამ დროს არ იქნებაო და სამზარეულოს მაგიდიდან
ამდგარა, სადაც ფაუნიასთან ერთად სპაგეტის ჭამას
ამთავრებდა თურმე; გარეთ რომ გაუხედავს, ზაფხულის
ბინდბუნდში ვიღაც კაცისთვის მოუკრავს თვალი, რომელიც
ტყისკენ გარბოდა მინდორზე. «ეე, გაჩერდით ახლავე!
გაჩერდით-მეთქი!» – დაუძახია ქოულმენს, მაგრამ კაცი არც
შეჩერებულა და უკანაც არ მოუხედავს. ხეებთან მიურბენია და
ტყეში
გაუჩინარებულა.
მანამდეც,
რამდენიმე
თვის
განმავლობაში, ქოულმენს თურმე სულ ეჩვენებოდა, რომ
საღამოობით ვიღაც იყო მის ბუჩქებთან გალურსული და
უთვალთვალებდა, მაგრამ სიბნელეში ძნელი გასარჩევი იყო,
მხეცი იყო თუ მზვერავი. მაშინ მარტო მაინც იყო ხოლმე,
მაგრამ იმ საღამოს ფაუნიაც მასთან იყო, რომელმაც მართალია,
ვერ
გაარჩია
მინდორში
გაქცეული
ფიგურა,
მაგრამ
დარწმუნებით თქვა, ჩემი ყოფილი ქმარი იქნებოდაო.
განქორწინების მერეც ფარლი თურმე სულ უთვალთვალებდა
ფაუნიას, ბავშვების დაღუპვის შემდეგ კი ცოლისთვის
დაუდვია ბრალი დაუდევრობასა და დანაშაულებრივ
გულგრილობაში და როგორც თავად ფაუნია ამბობდა,
სამკვდრო-სასიცოცხლოდ
გადაჰკიდებია.
ორჯერ
გამოსცხადებია
ექსცოლს
მოულოდნელად,
ერთხელ
სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, მეორედ ავტოგასამართ
სადგურზე და თავისი პიკაპიდან სულ «ბოზო» და «ჩათლახო
მკვლელო» უძახია, სახალხოდ გაჰყვიროდა თურმე, შვილები
61
შენ
დამიხოცეო!
კოლეჯისკენ
მიმავალს
არაერთხელ
დაუნახავს უკანა ხედვის სარკეში პიკაპში მჯდარი ლესი და
გვერდითა სარკითაც კარგად გაურჩევია მისი ტუჩების
მოძრაობა: «შენ დამიხოცე შვილები». ხანდახან თურმე უკანა
გზაზეც მიჰყვებოდა კაცი. მაშინ ჯერ კიდევ ბუნგალოს იმ
დაუზიანებელ ნაწილში ცხოვრობდა, რომელიც გამათბობლის
გამო გაჩენილ ხანძარს გადაურჩა, რასაც მისი ბავშვების
სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ ქმრის წინაშე შიშის გამო
მიუტოვებია იქაურობა და სილი-ფოლსში უქირავებია ბინა,
თვითმკვლელობაც იქვე უცდია უშედეგოდ. მერე იქიდანაც
აყრილა და სარძევე ფერმაში გადასულა, სადაც მეპატრონეები
და მისი ბავშვები ირეოდნენ სულ და ლესის გამოჩენაც
ისეთივე სახიფათო აღარ იყო. მეორეჯერ ბინის შეცვლის
შემდეგ მისი პიკაპიც უფრო ნაკლებად ჩნდებოდა და მერე
რამდენიმე თვით საერთოდ გამქრალა. ფაუნიას გული
დაუიმედებია, როგორც იქნა, მომცილდაო. მაგრამ ახლა ქალი
სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ლესმა რაღაცნაირად
იყნოსა ქოულმენთან მისი კავშირის ამბავი და იმავე მიზეზით
გაცოფებულმა, რაც მუდამ აცოფებდა, ისევ თვალთვალი
დაუწყო, დაინტერესდა, რას აკეთებდა მისი ყოფილი ცოლი
ქოულმენის სახლში.
როდესაც ფაუნია იმ საღამოს თავისი ძველი «შევროლეთი»,
რომელსაც უცხო თვალისგან დასამალად ქოულმენის
თხოვნით მის ფარდულში აყენებდა ხოლმე, ფერმისკენ
გაემგზავრა,
კაცმაც
გადაწყვიტა,
უკან
გაჰყოლოდა
მოასფალტებულ გზამდე. უკანა გზაზე კი სულ სარკეში
იყურებოდა, ვინმე ხომ არ მომყვებაო. მანქანა ფარდულში
შეუყენებია და საბურისის ქნევით გაუკვალავს გზა სახლამდე,
რათა ახლოს არ მიეშვა, თუ ვინმე იქნებოდა სიბნელეში
მიმალული.
დილით, წინაღამის ბორგვისა და რვასაათიანი მშფოთვარე
ფიქრების შემდეგ, გადაწყვიტა, პოლიციაში არ განეცხადებინა:
საქმით მაინც არაფერს გააკეთებდნენ სამართალდამცველები
და ზედმეტად გახმაურება მისი და ფაუნიას სახელების, თან
ერთად, მით უმეტეს, რომ მათზე ხმა უკვე დადიოდა,
სრულიად ზედმეტად მოეჩვენა, რადგან ეს კიდევ უფრო
დაადასტურებდა ხალხის ეჭვს. მაგრამ ამ უძილო ღამის შემდეგ
მთლად უპასუხოდაც ხომ ვერ დატოვებდა ყველაფერს;
ნასაუზმევს თავის ადვოკატ ნელსონ ფრაიმუსს დაურეკა და
62
იმავე საღამოს წავიდა «ათინაში» ანონიმური წერილის
თაობაზე რჩევის საკითხავად. ფრაიმუსმა შესთავაზა, ამოიგდე
ეგ წერილი თავიდანო, მაგრამ ქოულმენმა არ დაუჯერა და
დელფინა რუსთვის კოლეჯის მისამართზე შემდეგი წერილიც
მიაწერინა: «ძვირფასო მის რუ! მე ქოულმენ სილქის
ინტერესებს ვიცავ. რამდენიმე დღის წინ თქვენ მას ანონიმური
წერილი მისწერეთ, რომელიც შეურაცხმყოფელ, ანონიმურ და
ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს. თქვენს წერილში
შემდეგი ტექსტია: «ყველამ იცის, რომ თქვენ სექსუალურად
იყენებთ
თქვენზე
ორჯერ
ახალგაზრდა
უბედურ,
გაუნათლებელ ქალს». სამწუხაროდ, საკუთარ თავს სხვის
ცხოვრებაში უხეშად ჩარევის უფლება მიეცით. ამგვარი
საქციელით თქვენ მისტერ სილქის კანონიერი უფლებები
დაარღვიეთ, რითაც სარჩელის შეტანის საბაბი მიეცით».
რამდენიმე დღის შემდეგ ფრაიმუსმა დელფინა რუს
ადვოკატისგან პასუხად ოთხი ლაკონიური ფრაზა მიიღო.
მეორე და მესამე წინადადება ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა
ანონიმური წერილის ავტორობაში დელფინა რუსთვის
წაყენებულ ბრალდებას – ქოულმენმა ეს ფრაზები წითლად
გახაზა. «თქვენი წერილის არც ერთი მტკიცება ჭეშმარიტებას არ
შეეფერება, – სწერდა რუს ადვოკატი, – ეს მხოლოდ და
მხოლოდ ცილისწამებაა».
ქოულმენმა ფრაიმუსს მაშინვე ბოსტონელი გრაფოლოგის
მისამართი გამოართვა, რომელიც საბუთების ანალიზის
სპეციალისტი იყო და როგორც კერძო კორპორაციების, ასევე
ფედერალური სამთავრობო დაწესებულებებისა და აშშ-ის
ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა. მეორე დღესვე
გაუდგა სამსაათიან გზას ქოულმენი და პირადად ეწვია
გრაფოლოგს, რათა დელფინა რუს ხელწერის ნიმუშები გადაეცა
ანონიმურ წერილთან ერთად. პასუხი ერთი კვირის თავზე
ფოსტით მიიღო. «თქვენი თხოვნით, – სწერდა ექსპერტი, –
დელფინა რუს ხელით დაწერილი ტექსტის ასლები შევადარე,
ასევე გამოვიკვლიე ანონიმურ წერილსა და კონვერტზე
არსებული ხელი. თქვენი თხოვნა ამ ხელნაწერების
იდენტურობის დადგენა იყო. ჩემი კვლევა ხელწერის ისეთ
თავისებურებებს ითვალისწინებს, როგორიცაა დახრილობა,
მანძილები, ასოთა მოხაზულობა, ხაზის დაცვა, დაწოლა,
პროპორციები, ასოთა სიმაღლის შეფარდება, მათი შეერთება,
საწყისი
და
საბოლოო
ელემენტები.
შესწავლილი
63
დოკუმენტებით შემდეგი პროფესიული დასკვნის გაკეთება
გახდა
შესაძლებელი:
ყველა
ის
ტექსტი,
რომელიც
ოფიციალურად დელფინა რუს ხელს ეკუთვნის, ასევე
ანონიმური წერილის კალიგრაფია და კონვერტზე წაწერილი
მისამართი ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნის. პატივისცემით,
დუგლას გორდონი, დოკუმენტთა ანალიზის ექსპერტი».
როდესაც ქოულმენმა გრაფოლოგის დასკვნა მიიღო, ნელსონ
ფრაიმუსს დაავალა, რუს ადვოკატისთვის ასლი გაეგზავნა.
ფრაიმუსი არ შესწინააღმდეგებია, თუმცა კი უმძიმდა,
ქოულმენს ისეთივე განრისხებულს რომ ხედავდა, როგორსაც
კოლეჯში ატეხილი სკანდალის დროს.
იმ საღამოს შემდეგ, ქოულმენმა გაქცეულ ფარლის რომ მოჰკრა
თვალი, რვა დღე გავიდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში
ამჯობინა, ფაუნიას არ შეხვედროდა, მხოლოდ ტელეფონზე
საუბრით შემოიფარგლა. სარძევე ფერმაშიც არ წასულა, რათა
საკუთარი თავიცა და გულის სწორიც დაეცვა შპიონაჟისგან,
ვის მიერაც უნდა ყოფილიყო მოწყობილი. სახლიდან თითქმის
არც გასულა და კარ-მიდამოს ათვალიერებდა, ან უკეთ ვთქვათ,
ზვერავდა გულმოდგინედ. ფაუნიასაც ყურადღებით ყოფნა
დაავალა ფერმაში ყოფნისას და შეახსენა, რომ საჭესთან
ჯდომისას უკანა ხედვის სარკე არ გამორჩენოდა.
– თითქოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ვუქმნიდეთ
საფრთხეს, – თავისი დამახასიათებელი მხიარული სიცილით
უთხრა ფაუნიამ.
– არა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, – უპასუხა ქოულმენმა,
– ჯანდაცვის საბჭოს მითითებებს ვარღვევთ.
მერვე დღეს, დელფინა რუს ავტორობის დამადასტურებელი
დასკვნა რომ მიიღო, ქოულმენმა მართალია, ფარლის
ჯაშუშობის წინააღმდეგ ვერაფერი იღონა, მაგრამ თავი
დაირწმუნა, რომ მდაბალი და პროვოკატორი ხელმყოფების
გასაუვნებლად ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართა, რაც კი
შეიძლებოდა. როდესაც ფაუნიამ დაურეკა და ჰკითხა,
«კარანტინი» ხომ არ დასრულდაო? ქოულმენი იმდენად
მშვიდად იყო, ან ირწმუნებდა თავს, ასაღელვებელი არაფერი
მაქვსო, რომ ფაუნიას ნება დართო, სტუმრებოდა.
ქალს შვიდისთვის ელოდა, ამიტომ ექვს საათზე «ვიაგრა»
დალია და გარეთ გავიდა ტელეფონით ხელში, რომ ძელსკამზე
64
ჩამომჯდარს დაერეკა ქალიშვილისთვის. ქოულმენსა და
აირისს ხომ ოთხი შვილი ჰყავდათ: უფროსი ვაჟები, უკვე
ორმოცს აცილებულები, კოლეჯის პროფესორები იყვნენ და
ზუსტი
მეცნიერებებით
იყვნენ
დაკავებულნი,
ცოლშვილიანები იყვნენ და წყნარი ოკეანის სანაპიროზე
ცხოვრობდნენ; უმცროსები კი, ტყუპი ლიზა და მარკი, უკვე
თითქმის ორმოცს უკაკუნებდნენ, მაგრამ დაოჯახებული არც
ერთი არ იყო. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. ამ თაობის
სილქები, ერთის გამოკლებით, წელიწადში სამ-ოთხჯერ
ჩამოდიოდნენ ბერქშირში მამის სანახავად, თვეში ერთხელ კი
ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ. გამონაკლისი მარკი იყო,
რომელიც მთელი ცხოვრება მამას კრიჭაში ედგა და
პერიოდულად ხმასაც არ სცემდა ხოლმე.
ქოულმენმა ლიზასთან იმიტომ უფრო გადაწყვიტა დარეკვა,
რომ გაახსენდა, ორი თვე იქნება, რაც არ დავლაპარაკებივარო.
არ არის გამორიცხული, მარტოობის წამიერ გრძნობას დანებდა
ფაუნიას მოლოდინში, რომლის სტუმრობაც გულის დარდს
ისედაც გაუქარვებდა. მაგრამ ამ ზარის გამომწვევი მიზეზი
ბევრი რომ არ ვეძიოთ, მთავარი მაინც საუბრის ნაწილია,
როდესაც ყველაფერი სხვაგვარად შეტრიალდა. სად-სად,
მაგრამ აქ კი ნამდვილად არ ელოდა წინააღმდეგობას – ლიზას
რბილი, მელოდიური, ჯერ კიდევ გოგონას ხმა ხომ ქვემო ისთსაიდში თორმეტწლიანი პედაგოგობის რთული პერიოდის
მიუხედავად, მასზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. უფრო
მეტიც, მისმა ხმამ კიდევ უფრო გაუმძაფრა მამობის შეგრძნება.
როგორც ჩანს, ქოულმენს იგივე მოუნდა, რაც სიბერეშეპარულ
მშობელს უნდება ხოლმე – თუნდაც სატელეფონო ზარით
ეგრძნო ძველი, მამაშვილური ურთიერთობის სითბო.
ურთიერთსინაზის ორმხრივი, ხანგრძლივი და უწყვეტი
ისტორიის მანძილზე ქოულმენი ყველაზე ნაკლებად ლიზასგან
მოელოდა გართულებებს.
დაახლოებით სამი წლის წინ – «მოჩვენებების» გამო ატეხილ
კონფლიქტამდე, – როდესაც ლიზას მოეჩვენა, რომ დიდი
შეცდომა დაუშვა, როცა მეცადინეობები ჩამორჩენილთათვის
კითხვის სწავლებით შეცვალა, ქოულმენმა ნიუ-იორკში წასვლა
და ქალიშვილის პრობლემებში გარკვევა განიზრახა. აირისი კი
ცოცხალი იყო იმ დროს, მაგრამ მისი დამანგრეველი ენერგია
სწორედ რომ სულ არ ესაჭიროებოდა ლიზას. ცხონებულს ისე
იოლად შეეძლო ნებისმიერი ადამიანის თავის ჭკუაზე
65
მომართვა, რომ ქალიშვილს იმ ეტაპზე ვერაფერში წაადგებოდა.
ლიზას თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ეს ყოფილი დეკანი
იყო, რომელსაც ნებისმიერი ხლართის თანამიმდევრულად,
მაგრამ შეუპოვრად გახსნა ეხერხებოდა. აირისი კი ქალიშვილს
ეტყოდა, სირთულეც იმისაა, რომ უნდა გადაილახოსო, ლიზა კი
მისი წასვლის შემდეგ ისეთი შეგრძნებით დარჩებოდა, თითქოს
მახეში მყოფს გოგრაში წაუთაქეს. ქოულმენის ვიზიტით
ლიზას იმის იმედი ჰქონდა, რომ ვითარების დამაჯერებლად
ახსნის შემდეგ მამამისი ეტყოდა, თუ გინდა, ადექი და
ყველაფერი მიატოვეო, რითაც ქალიშვილს საქმის გაგრძელების
ძალასა და შეუპოვრობას შემატებდა.
დიდ ქალაქში ჩასული ქოულმენი შუაღამემდე იჯდა და
ქალიშვილის სატკივარს ისმენდა, დილით კი გადაწყვიტა,
სკოლაში გაჰყოლოდა და საკუთარი თვალით ენახა, რა აცლიდა
ასე ძალას ლიზას. და საკუთარი თვალითაც იხილა: დილიდან
ოთხი ნახევარსაათიანი სეანსი ერთი-ერთზე ექვსი-შვიდი წლის
მეტ-ნაკლებად მოსწრებულ პირველ ან მეორეკლასელებთან,
ამის მერე კი კითხვის ორმოცწუთიანი გაკვეთილები
რვაბავშვიან
ჯგუფებში,
რომლებიც
კითხვაში
ინდივიდუალური მეცადინეობებისთვის არჩეულ ბავშვებს
ვერაფრით სჯობდნენ. მოკლედ, სკოლაში ინტენსიური
სწავლების პროგრამისათვის პედაგოგები არ იყო საკმარისი.
– ჩვეულებრივი კლასები ბევრად დიდია, – აუხსნა ლიზამ, –
ასეთ მოსწავლეებამდე მიღწევას კი მასწავლებლები იქ
უბრალოდ ვერ ახერხებენ. უწინ ჩვეულებრივ კლასებში
ვმუშაობდი. ოცდაათიდან სამი მაინც ბუზებს ითვლის. ამას
კიდევ რა უჭირს. სხვა ბავშვების წარმატება ბიძგს მაინც
გვაძლევს. იმის მაგივრად, რომ ცოტა შეჩერდნენ და ხელი
შეაშველონ ჩამორჩენილებს, მასწავლებლები გაკვეთილის
ახსნას განაგრძობენ და ფიქრობენ, ან თავს ირწმუნებენ, რომ
ჩამორჩენილები თავისით დაეწევიან დანარჩენებს. მერე სულ
ძალისძალად გადაჰყავთ კლასიდან კლასში, ასე მიაჩანჩალებენ
მეოთხემდე, იქ კი დიდი პრობლემა ხვდებათ. მე კი სწორედ
ისეთი ბავშვები შემხვდა, რომლებამდე მიღწევაც ვერ
ხერხდება, და რაკი მათ და გაკვეთილების გამოც ძალიან
განვიცდი, ეს ჩემზე გამანადგურებლად მოქმედებს. გარდა
ამისა, სკოლასაც არ უვარგა ხელმძღვანელობა. დირექტორი
ქალი გვყავს, ოღონდ თავი და ბოლო ვერ გაუგია, რა უნდა,
პედკოლექტივი საკმაოდ ჭრელი გვყავს, ყველას წითელი კოჭი
66
ჰგონია თავი და ყველაფერს საკუთარ ნებაზე აკეთებს,
საბოლოოდ კი დომხალი გამოდის. ოცი წლის წინ, პირველად
რომ მოვედი აქ, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.
დირექტორიც კანფეტივით იყო. ახლა კი იმდენი მასწავლებელი
გამოგვაკლდა, გაოცდები, ბოლო ოთხ წელიწადში ოცდაერთი
მასწავლებელი წაგვივიდა. იცი, ეს რამდენია ჩვენთვის? იმდენი
კარგი ადამიანი დავკარგეთ. ორი წლის წინ კი აუტკივარი თავი
ავიტკივე, ვთქვი, დიდმა კლასმა გამომფიტა-მეთქი და
კითხვის გაკვეთილებზე გადავედი. მერე ამანაც ისე
დამასუსტა, რომ აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე.
ქოულმენი თითქმის ხმაამოუღებლად უსმენდა და თავს
იკავებდა, რომ ცხოვრებისგან გულნატკენ ქალიშვილს არ
მოხვეოდა, რადგან ეს ქალიშვილი უკვე ორმოც წლამდე იყო და
თავს უხერხულად იგრძნობდა, თუმცა მასაც ეუფლებოდა
ხოლმე სურვილი, რომ შვიდიოდე წლის მოწაფისთვის,
კითხვას რომ ვერა და ვერ სწავლობდა, თავზე ხელი გადაესვა
და მოჰფერებოდა. ლიზას დედისგან დაუდგრომლობა
დაჰყოლოდა, მაგრამ ნებისყოფა და გამტანობა კი აკლდა,
სხვებისათვის
სრულფასოვან
ცხოვრებაში,
როგორც
მასწავლებელს, ხელს (ალტრუიზმი მისი წყევლა გახლდათ)
მუდმივი გამოფიტულობის გრძნობა უშლიდა. გარდა ამისა,
მეორე თავსატეხიც ჰქონდა – ბოიფრენდი, რომელსაც
ელოლიავებოდა და მთელ თავის სიკეთეს აფრქვევდა,
ყურებზე დადიოდა ხანდახან მის გამო და თავისი
ესთეტიკური ქალწულობაც მას შეალია. ლიზას მთელი
გულითა და სულით სჩვეოდა საქმეში გადაშვება, მეტისმეტად
მგრძნობიარე იყო, რომ გაჭირვებულისათვის ხელი ეკრა და
მეტისმეტად სუსტი, რომ ფხიზლად შეეფასებინა საკუთარი
შესაძლებლობები. ამიტომაც იცოდა, რომ ლიზა არასოდეს
დატოვებდა პროგრამას «კითხვა ჩამორჩენილთათვის», ჰოდა,
ეტყობა, ამის გამო იყო, რომ შიშით გაჯერებულ მამობრივ
სიამაყეს გრძნობდა, რაც პერიოდულად აღიზიანებდა და ლამის
ზიზღშიც გადასდიოდა.
კლასში ოცდაათი ბავშვი იყო, ოცდაათი დაწყებითი დონე და
ამდენივე ცხოვრებისეული გამოცდილება, ასე რომ, თავის
გართმევა აგრერიგად იოლი არ გახლდათ. ლიზას თქმით, სამი
ათეული ხასიათი, სამი ათეული ცხოვრების ისტორია და
მასალის ათვისების სამი ათეული საშუალება საორგანიზაციო
ძალისხმევად, ქაღალდებში ქექვად და ათას წვრილმანად
67
უჯდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლანდელთან შედარებით
სახსენებელიც არ იყო. «ცხადია, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, –
უთხრა ლიზამ, – დღეს თავი გავართვი-მეთქი, მაგრამ
მეტწილად ფანჯრიდან გადახტომის სურვილი მიჩნდება. სულ
ეჭვი მღრღნის, ვვარგივარ კი ამ პროგრამისთვის თუ არა? ხომ
იცი, უკომპრომისო ადამიანი ვარ. მინდა, ჯეროვნად
ვმუშაობდე, ჯეროვნად მუშაობა კი არ გამოდის: ყოველი
ბავშვი განსაკუთრებული შემთხვევაა, თან უიმედო, მე კი თავი
არ უნდა დავზოგო. მესმის, ყველა მასწავლებელი თავს აკლავს
ჩამორჩენილებს, მაგრამ კითხვაც რომ არ შეუძლიათ, მათთან
რა უნდა ვქნა? სულ მგონია, რომ ვერასოდეს აითვისებენ
კითხვას. ეს კი რთულია, მამა. თითქოს სულიერად ექცევი
ხაფანგში. თავმოყვარეობა მელხება».
***
ლიზა
ცოტა
არამკითხე
მოამბეც
არის,
ვის
კეთილსინდისიერებასაც საზღვარი არა აქვს და ვინც მუდამ
სხვების
დახმარებაზე
ფიქრობს.
თხემით
ტერფამდე
იდეალისტია და თავისი წარმოდგენების ერთგული. ჰოდა,
ქოულმენმაც იფიქრა, ავდგები და ლიზას დავურეკავო, აბა, რას
იფიქრებდა, რომ მისი უფრთო ანგელოზი ქალიშვილი ასეთი
ტონით უპასუხებდა.
– რა უცხო ხმით მელაპარაკები, კარგად ხარ?
– კარგად ვარ, – მოკლედ მოუჭრა ლიზამ.
– რამე მოხდა, ლიზა?
– არაფერი.
– საზაფხულო სკოლაში როგორ მიდის საქმეები?
– მშვენივრად.
– და ჯოში? – ამჟამინდელი ბოიფრენდი მოუკითხა ქალიშვილს.
– არა უჭირს.
– ბავშვები რას შვრებიან? ის ბიჭუნა როგორაა, ასო «ნ»-ს რომ
ვერ კითხულობდა? გადავიდა მეათე დონეზე? არადა, სახელად
68
ერნანდო არ ჰქვია? სახელში ორი «ნ» ურევია.
– ყველაფერი რიგზეა.
ქოულმენმა რბილად ჰკითხა ქალიშვილს:
– ხომ არ გნებავს ჩემი ამბებიც იკითხო?
– ისედაც ვიცი.
– იცი?
დუმილი.
– რა გაწუხებს, საყვარელო?
– არაფერი.
სიტყვა «არაფერი» უკვე მეორედ გამოიყენა საუბარში, რაც
აშკარად ნიშნავდა, რომ ეს «საყვარელო» სრულიად
ეზედმეტებოდა.
რაღაც ხდებოდა, რაღაც უცნაური... ნეტავ ვინ უთხრა? ან რა
უთხრეს? სკოლის უფროს კლასებში, მერე, ომის შემდეგ,
კოლეჯში ქოულმენი დატვირთული განრიგით მეცადინეობდა;
ათინა-კოლეჯში დეკანად მუშაობისას კი რაც უფრო მეტ
წინაღობას ხვდებოდა, მით უფრო იმუხტებოდა სასიცოცხლო
ძალით: რასიზმში უმართებულოდ ცილდაწამებულმა ზურგი
არავის დაანახვა, კოლეჯის დატოვებაც დანებება კი არა,
მრისხანე პროტესტი, დიდი ზიზღის გაცნობიერებული
გამოხატულება იყო. წინაღობებისა და წინააღმდეგობების
მთელი ამ წლების განმავლობაში, აირისის გარდაცვალების
შემდეგაც კი, არ უგრძნია თავი ასე დაუცველად, როგორც ახლა,
როდესაც თითქმის ანეკდოტური სიკეთის განსახიერების
მქონე ლიზამ ერთ სიტყვა «არაფერში» მთელ იმ სისასტიკეს
მოუყარა თავი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება სამიზნე არ
ჰქონდა გამონახული.
სწორედ იმ დროს, როდესაც ლიზას «არაფერმა» თავისი
საზარელი მნიშვნელობის გამოსხივება დაიწყო, ქოულმენმა
გზაზე ნელა მომავალი პიკაპი შენიშნა: ხან მცირე მანძილს
გამოივლიდა, ხან დაამუხრუჭებდა... ქოულმენმა კისერი
წაიგრძელა, რომ უკეთ დაენახა, მერე წინ გაიწია და
მანქანისკენ გაიქცა ახალმოთიბულ ბალახზე. «ეი, თქვენ! მანდ
რას აკეთებთ? ახლავე შეჩერდით!» – გასძახა უცნობს, თუმცა
69
მანქანა
იქამდე
დაიძრა,
ვიდრე
ქოულმენი
ისე
მიუახლოვდებოდა, რომ მანქანის ან მძღოლის რაიმე ნიშანი
შეემჩნია. პიკაპების მარკებს ვერ არჩევდა, ამიტომ იმასაც ვერ
მიხვდა, ძველი მოდელი იყო თუ ახალი; მეხსიერებაში
მხოლოდ მანქანის ფერი ჩარჩა – გაურკვეველი ნაცრისფერი.
ტელეფონის ყურმილი კი დუმდა. სირბილის დროს, ეტყობა,
შემთხვევით გათიშვას დააჭირა. ან იქნებ ლიზამ დაკიდა
ყურმილი. ხელახლა რომ აკრიფა, უკვე მამაკაცის ხმამ უპასუხა.
– ჯოშს ველაპარაკები? – ჰკითხა ქოულმენმა.
– დიახ.
– ქოულმენ სილქი ვარ, ლიზას მამა.
პაუზის შემდეგ პასუხი მოესმა:
– ლიზას თქვენთან საუბარი არ სურს.
ყურმილი დაიკიდა.
მარკის ნახელავია. აბა, სხვისი ვისი იქნება? აშკარად ის
ნაბიჭვარია! აბა, ჯოში როგორ გამიბედავდა ამდენს?! კი მაგრამ,
ფაუნიას შესახებ მარკმა როგორ შეიტყო? ქოულმენი
იმდენივეს ხვდებოდა, რამდენსაც დელფინა რუსა და იმ
რამდენიმე ადამიანის შესახებ, რომელთაც მისი საიდუმლო
უწყოდნენ. გამოდის, მარკმა აამხედრა ტყუპისცალი დაიკო
დამნაშავე მამის წინააღმდეგ. ცხადია, მის თვალში ხომ ეს
დანაშაულის ტოლფასი იყო. მარკს ადრეული ბავშვობიდან არ
სცილდებოდა ფიქრი, რომ მამა მის წინააღმდეგ იყო
განწყობილი; უფროს ძმებზე ეჭვიანობდა, რომლებიც
სკოლაშიც გამოირჩეოდნენ და მამის ინტელექტუალური
ჩვევების კოპირებას ახდენდნენ; ეჭვიანობდა ლიზაზეც,
როგორც ოჯახისა და განსაკუთრებით მამის ნებიერაზე; მარკი
კი მუდამ განდგომილი იყო, რადგან ლიზასავით მშვენიერი,
მოყვარული, ფაქიზი და მგრძნობიარე არ იყო და არც უნდოდა
ყოფილიყო.
მარკი, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული ადამიანი იყო, ვისაც
კი ქოულმენი ოდესმე შესჩეხებია, თუმცა არა გაგების დონეზე,
რადგან მისი წყენის გაგება კიდევ შეიძლებოდა. ჯერ კიდევ
ბაღში წაყვანამდე დაიწყო გაბუსხვა, მერე ეს ჩვევაში
გადაუვიდა და საკუთარ ოჯახში გამეფებული შეხედულებების
70
წინააღმდეგ პროტესტში გამოუვლინდა. დიდი მცდელობისდა
მიუხედავად, წლებთან ერთად ეს პროტესტი მისი პიროვნების
მახასიათებელ თვისებად იქცა. უკვე თოთხმეტი წლისა ყველას
გასაგონად უჭერდა ნიქსონს მხარს, როდესაც იმპიჩმენტზე
მიდიოდა საუბარი, ამ დროს კი მისი ოჯახი პრეზიდენტს
სამუდამო პატიმრობას უსურვებდა. თექვსმეტი წლისა
ორთოდოქსი ებრაელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ
დედმამიშვილები ანტიკლერიკალურად და ათეისტურად
განწყობილი მშობლების მაგალითით მხოლოდ სახელით თუ
იყვნენ ებრაელები, ან სულ ოდნავ მეტით. ოცი წლისამ
მამამისი, რასაც ჰქვია, გააცოფა ბრანდაისის უნივერსიტეტის
მიტოვების გამო, არადა, დასრულებამდე მხოლოდ ორი
სემესტრი ჰქონდა დარჩენილი. ახლა, ორმოცს მიღწეულმა,
უკვე
არაერთხელ
საქმიანობაგამოცვლილმა
მისთვის
შეუფერებლობის გამო, თხრობითი ჟანრის პოეტობა დაიჩემა.
მამასთან ურყევმა შუღლმა მარკი თავისი ოჯახის სრულ
ანტიპოდად აქცია, უფრო ზუსტად კი მამამისის საპირისპირო
პოლუსად. გონიერი, ნაკითხი, მიხვედრილი და ენამახვილი კი
იყო, მაგრამ ვერაფრით იპოვა გზა, რომლითაც ქოულმენს
გვერდს აუვლიდა, პირიქით, სულ ეჩეხებოდა. ოცდათვრამეტი
წლისამ პოეტი აღმოაჩინა საკუთარ თავში და ბიბლიური
სიუჟეტების მიხედვით დაიწყო გალექსვა, იმავდროულად,
ხელმოცარულის
ამპარტავნებით
თავისი
ცხოვრების
წარმმართავი ანტიპათია უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. მარკს
ღვთისმოშიში და ერთგული საყვარელი ინახავდა. ახალგაზრდა
ქალი, ზესერიოზული და ნერვიული, მანჰეტენზე კბილის
ტექნიკოსად მუშაობდა, ამ დროს კი მარკი მის ბრუქლინის
ულიფტო სახლში იჯდა და ბიბლიური გადმოცემების
მიხედვით ქმნიდა პოემებს, რომელთაც ებრაული ჟურნალებიც
კი არ ბეჭდავდნენ. დაუსრულებლად წერდა დავითზე,
რომელიც თავის ვაჟ აბესალომს უსამართლოდ მოექცა,
ისააკზე, რომელიც ასევე უსამართლოდ მოექცა ვაჟ ესავს,
იუდაზე, რომელიც პირშავად იყო ძმა იოსებთან; წერდა იმაზეც,
თუ როგორი მრისხანე წინასწარმეტყველება წარმოთქვა
ნათანმა მას მერე, რაც დავითმა ბერსაბესთან შესცოდა. ყველა
პოემა ერთი და იმავე სიუჟეტის ირგვლივ ტრიალებდა. მარკმა
მთელი ცხოვრება დაამყარა თავის კალამზე, მაგრამ ყველაფერი
წყალს გაატანა.
71
კი მაგრამ, როგორ დაუგდო ლიზამ მას ყური? როგორ გაიზიარა
მამისთვის წაყენებული ბრალდება? მან ხომ კარგად იცოდა
თავისი ძმის ამბავი. გასაგებია, რომ ლიზა ტყუპისცალისადმი
მუდამ დიდსულოვანი იყო, ლამის დაბადებიდან, იმისდა
მიუხედავად, რომ ძმის ანტაგონიზმებს სრულიად ყურით
მოთრეულად მიიჩნევდა. ბუნებით კეთილი ლიზა სულ იმის
ცდაში იყო, ოჯახისგან მისი ხელისგულზე ტარება როგორმე
შეეზღუდა და ძმისკენ გადაემისამართებინა მშობლების
ყურადღება, თან განუწყვეტელი კინკლაობებით გულნატკენი
მარკის დაყვავებას უნდებოდა. ნუთუ ტყუპისცალისადმი
ლიზას კეთილგანწყობა იმ დონემდე მივიდა, რომ მშობელი
მამისთვის წაყენებული აბსურდული ბრალდება ირწმუნა? ან
რას სდებდნენ მამას ბრალად? განა რა ჰქონდა ქოულმენს
ასეთი ჩადენილი, რა უნდა ჰქონოდა შვილებისათვის
დაშავებული, რომ ტყუპი და-ძმა დელფინა რუსა და ლესთერ
ფარლისთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ამხედრებულიყო
ქოულმენის წინააღმდეგ? ან უფროსი ბიჭები რა იქნენ,
მეცნიერები, განა მათ ყურამდეც რამემ მიაღწია ან გუმანით
მიხვდნენ რამეს? თან უკვე რა ხანია მათგან მოკითხვაც არ
მიუღია.
ის დღე გაახსენდა ქოულმენს, აირისი რომ დაკრძალა და მარკმა
ჩხუბი აუტეხა, ბრალდებების კორიანტელი დააყენა. საქმე
იქამდე მივიდა, რომ უფროსმა ძმებმა ძალით გაიყვანეს მარკი
თავის ყოფილ ოთახში, საიდანაც დილამდე ფეხი აღარ
გამოუდგამს. მომდევნო დღეებში, სანამ შვილები წავიდწამოვიდოდნენ, ქოულმენი მარკის კი არა, მისი მწუხარების
დადანაშაულებას ცდილობდა იმაში, რაც უმცროსმა შვილმა
გაუბედა, თუმცა კი ეს წყენა ჯერ არ დავიწყებია და არც
არასოდეს ამოუვარდება გულიდან. სასაფლაოდან მოსულმა
მარკმა ისევ ლანძღვა დაუწყო მამას: «კოლეჯმა კი არ მოუღო
ბოლო დედას, ან ზანგებმა კი არ მოუსწრაფეს სიცოცხლე,
არამედ შენ – შენ შეიწირე დედაჩემი! ისევე შეიწირე, როგორც
ყველაფერს იწირავ ირგვლივ! იცი, რატომ? იმიტომ, რომ თავი
მუდამ მართალი გგონია! იმიტომ, რომ ბოდიშს არასოდეს
იხდი, ყველაფერში ასპროცენტიანი გგონია თავი, შედეგები კი
დედამ მოიმკა. ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლიდა, ერთი
დღეც არ დასჭირდებოდა იმ პრობლემის მოგვარებას, ბოდიში
რომ მოგეხადა! ერთი უბრალო ბოდიში ყველაფერს შეცვლიდა!
რომ გეთქვა, «ბოდიში, მოჩვენებები რომ გიწოდეთო»,
72
სრულიად იკმარებდა, ჩვენო დიადო და სახელოვანო.
მისულიყავი სტუდენტებთან და მოგებოდიშა – ყველაფერი
ამით დასრულდებოდა და დედაც ცოცხალი იქნებოდა!»
ქოულმენი ეზოში იყო გასული, აღშფოთებამ რომ მოიცვა, თან
იმისთანამ, მარკის განრისხების შემდეგ რომ აღარ უგრძნია,
როდესაც შვილის სიტყვებმა კოლეჯიდან გათავისუფლების
შესახებ განცხადება დააწერინა. იცოდა, რომ ასეთი რამე
ბავშვების
მიმართ
არ
უნდა
ეგრძნო,
უბრალოდ,
არაკორექტული იყო. «მოჩვენებების» ამბავმა კარგად ასწავლა,
რომ ამხელა აღშფოთება უკვე სიგიჟის ტოლფასი იყო,
რომელსაც მისი ჩათრევა შეეძლო. ხვდებოდა, რომ ასეთი
აღშფოთება
შეუთავსებელი
იყო
საკითხისადმი
თანამიმდევრულ
და
გონიერ
მიდგომასთან.
როგორც
პედაგოგმა იცოდა, რა იყო პედაგოგიკა, როგორც მამამ – რა იყო
მამობა, როგორც სამოცდაათ წელს გადაცილებულმა კაცმა ისიც
უწყოდა, თუნდ მარკისთანა ადამიანით დამძიმებული
ყოფილიყო ოჯახი, გამოსავალი მაინც უნდა გამონახულიყო.
ქოულმენმა კარგად იცოდა, და არა მხოლოდ «მოჩვენებებთან»
დაკავშირებული ამბის გამო, როგორ შეუძლია უსამართლობის
შეგრძნებას ადამიანის სულის მოწამვლა და დამახინჯება.
აქილევსის რისხვა, ფილოქტეტეს სიშმაგე, მედეას მძვინვარება,
აიაქსის სიგიჟე, ელექტრას სასოწარკვეთილება, პრომეთეს
ტანჯვა – ეს ყოველივე ნათელი მაგალითივით უჩვენებდა მას,
რამხელა საშინელება შეიძლება დაატყდეს ადამიანს თავს,
როდესაც გულისწყრომა, აღშფოთება უმაღლეს მწვერვალს
მიაღწევს, როდესაც სამართლიანობის სახელით მიეგება
სამაგიერო, როდესაც ორივე მხრიდან შლის ფრთებს
მისაგებლის მიგების სურვილი.
კარგი იყო, ეს რომ იცოდა, რადგან გამოადგა კიდეც – ანტიკური
ტრაგედიისა და ბერძნული ეპიკური პოეზიის მთელი
პროფილაქტიკა – რომ ეგრევე არ აიღო ყურმილი და
მარკისთვის არ ეთქვა, როგორი საძაგელიც იყავი, ისეთივე
დარჩენილხარო.
***
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 06
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.