Latin

ადამიანური ლაქა - 09

Total number of words is 3443
Total number of unique words is 2026
28.9 of words are in the 2000 most common words
40.9 of words are in the 5000 most common words
47.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არ ჭრიდა. რამხელა დარტყმა მიაყენეს, ზანგი უწოდეს.
ისთ-ორინჯშიც, რასაკვირველია, არავინ იყო დაზღვეული
რასიზმისაგან, მაგრამ თქმასაც გააჩნდა და მოქცევასაც.
თვითონ ხომ შავკანიანთა ოჯახიდან იყო და იმ პატარა
საზოგადოებას ეკუთვნოდა, რომელიც თეთრკანიანთა ბევრად
მრავალრიცხოვანი
პუბლიკისგან
მაინც
ერთგვარად
გამიჯნული იყო. ამგვარ მოვლენას მამამისი ნეგროფობიას
უწოდებდა.
ქოულმენმა
ისიც
კარგად
იცოდა,
რომ
117
პენსილვანიის რკინიგზაზე მომუშავე მამამისს ვაგონრესტორანში ბევრი შეურაცხყოფის გადაყლაპვა უწევდა.
იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა პროფკავშირის წევრი,
კომპანიის არაერთ ქმედებაზე უწევდა თვალების დახუჭვა.
ახლა კი რამხელა შეურაცხყოფა იგემა, ისთ-ორინჯში რომ ვერც
კი წარმოიდგენდა, ისეთი, ამ საზრიანმა, ფრიადოსანმა,
სპორტსმენმა ბიჭმა, რომელსაც გული ენთუზიაზმით ჰქონდა
სავსე, ხოლო კანი ჩვეულებრივ ზანგზე ბევრად ღია ფერისა
მიეცა ბუნებას. ხშირად ხედავდა ხოლმე, სამსახურიდან შინ
დაბრუნებულ მამამისს სული კბილით ეჭირა, რომ არ
აფეთქებულიყო, რადგან ისეთი რამ ჰქონდა განცდილგადატანილი, რაც მის პიროვნებას შეურაცხყოფდა. არადა, რა
ექნა, ადგილი რომ შეენარჩუნებინა, «დიახ, სერ» უნდა ეთქვა
მხოლოდ.
ღიაფერისკანიან
ზანგებს
ხშირად
არცთუ
ადამიანურად ექცეოდნენ. «ყოველთვის, როდესაც თეთრი
გელაპარაკება, – ეტყოდა ხოლმე მამამისი, – რაოდენ კარგი
ზრახვაც უნდა ჰქონდეს, მაინც გრძნობ, რომ თავის
ინტელექტუალურ უპირატესობაშია დარწმუნებული. ასე თუ
ისე – სიტყვით, სახის გამომეტყველებით ან ტონით, ან
გაღიზიანებით, ან პირიქით, ღიმილიანი მოთმინებითა და
თავისი ბრწყინვალე ჰუმანურობით – მუდამ გაგრძნობინებს,
რომ ჩლუნგი და თავცარიელი ხარ, ხოლო თუ ეს ვერ აღმოაჩინა,
ნეტავ განახვათ, როგორ გაოცებულ სახეს იღებს». როცა კი
ქოულმენი ჰკითხავდა ხოლმე, რა მოხდა ასეთიო, მამამისი
თავს
არიდებდა
პასუხს,
ოღონდ
არა
იმდენად
პატივმოყვარეობის, რამდენადაც ზიზღისა და გულისრევის
გამო. პედაგოგიური მიზნებისათვის ამ მომენტის გამოყენებაც
საკმარისი იყო. «რაც მოხდა, შვილო, – ეტყოდა ხოლმე დედა, –
იმაზე მამაშენს ლაპარაკიც კი ეთაკილება».
ისთ-ორინჯის სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი იყო,
რომელთა
მიკერძოებულობასაც
ქოულმენი
გრძნობდა:
გასაგებია, რომ თვითონ ნიჭიერი იყო, მაგრამ ბევრი ჭკვიანი
თეთრკანიანიც სწავლობდა მასთან ერთად, რაც, სიმართლე
ითქვას და, არასდროს უშლიდა შედეგის მიღწევაში ხელს.
დისკრიმინაციის
უმნიშვნელო
გამოვლინებებს
ისე
გადააბიჯებდა ხოლმე, როგორც რინგზე დაბალ ბარიერებს.
თავს ისე იჭერდა, თითქოს არაფერი სტკენდა გულს და
ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, თუმცა ამავეს მისი ძმა უოლთერი
ვერ ახერხებდა. არათუ ვერ ახერხებდა, არც სურდა თავის ისე
118
დაჭერა, თითქოს არაფერი ხდებოდა. უოლთი სკოლის
საფეხბურთო გუნდში თამაშობდა, კარგად სწავლობდა, კანიც
ზუსტად, ძმასავით, ზანგისათვის უჩვეულო ფერისა ჰქონდა,
მაგრამ გასაღიზიანებლად ელემენტარულიც ჰყოფნიდა.
მაგალითად, თუ რომელიმე თეთრკანიანი ბიჭის მშობლები
სახლში არ შეიწვევდნენ და გარეთ აცდევინებდნენ, ანდაც
რომელიმე ქერა ბიჭი, რომელსაც უოლთი მეგობრად მიიჩნევდა,
დაბადების
დღეზე
არ
მიიპატიჟებდა,
მთელ
თვეს
სალაპარაკოდ ჰქონდა ხოლმე. ძმებს ერთ ოთახში ეძინათ,
ამიტომ ქოულმენს არაერთხელ მოუსმენია გულდაწყვეტილი
უფროსი ძმის საყვედურები. ერთხელ ტრიგონომეტრიაში
უმაღლესი ნიშანი არ დაუწერა მასწავლებელმა, უოლთერი
წამოდგა მერხიდან, პედაგოგთან მივიდა, თეთრ სახეში ჩახედა
და მიახალა: «მგონი, დიდი შეცდომა დაუშვით». ამ
უკანასკნელს ჟურნალის გადაშლამ მოუწია, რომ მისი ნიშნები
ენახა საკონტროლოებში და აღიარა კიდეც შეცდომა, თუმცა
აქვე მეორე შეცდომაც დაუშვა დაუფიქრებლად გაცემული
პასუხით: «ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი კარგი შედეგები
თუ გექნებოდა», თუმცა კი შეფასება «კარგი» შეფასება
«ფრიადით» გადაუსწორა. ქოულმენი კი ფიქრშიაც ვერ
წარმოიდგენდა, რომ მასწავლებლისათვის ნიშნის შეცვლა
მოეთხოვა, მაგრამ ეს ხომ არც არაფერში სჭირდებოდა. იქნებ
იმიტომ, უოლთივით ფხიანი ვერ იყო, ან იმიტომ, რომ
უმართლებდა, ანდაც ისედაც სულ «ფრიადს» უწერდნენ და
თავის ატკივებაც არ სჭირდებოდა, ანდაც იქნებ იმიტომ
ხდებოდა ასე, რომ უოლთივით თავის დაკვლა არ უწევდა
გაკვეთილების მომზადებისას. როდესაც მეშვიდე კლასში უკვე
ქოულმენი არ მიიპატიჟეს თეთრკანიანი მეგობრის სახლში
დაბადების დღეზე, – ეს მეგობარი მისივე უბანში,
მრავალბინიან კორპუსში ცხოვრობდა და ამავე კორპუსის
კომენდანტის შვილი იყო (საბავშვო ბაღიდან ერთად
მოდიოდნენ ის და ქოულმენი და სკოლაშიც ერთად
დადიოდნენ), ჩვენმა გმირმა, როგორც კი გულისტკენამ გაუარა,
ეს ამბავი აღიქვა არა როგორც საზოგადოდ თეთრკანიანების,
არამედ როგორც დიქი უოთქინის იდიოტი მშობლების
უსამართლო საქციელი. როდესაც ჩიზნერის კლასში კრივს
ასწავლიდა, ხედავდა, რომ ბევრ თეთრკანიან ბიჭს მშობლები
უნერგავდნენ ზიზღს, ბევრი თავსაც არიდებდა (ფიზიკურ
კონტაქტს გაურბოდნენ, მის ოფლის სუნს ერიდებოდნენ,
ზოგჯერ საერთოდ ტოვებდნენ კიდეც კრივის გაკვეთილებს)
119
და ქოულმენის ღრმა რწმენით დამნაშავეები ისევ და ისევ
მშობლები იყვნენ, რომელთაც არ სურდათ, მათ თეთრ-ყირმიზ
ბიჭებს მუქკანიანებთან ერთად რამე ესწავლათ. თუმცა,
უოლთისგან განსხვავებით, რომელსაც იარად აჩნდებოდა
ყოველი წყენა, ქოულმენი ბოღმიანი არ იყო და იოლად
ივიწყებდა გულისტკენას, ან თავი ეჭირა ისე, თითქოს
ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა. ერთხელ მორბენალთა
გუნდის ერთ-ერთი ბიჭი, თეთრკანიანი, ავარიაში მოყვა.
ამხანაგები, მათ შორის ქოულმენიც, მაშინვე გაიქცნენ და
გადასასხმელად სისხლი შესთავაზეს მის მშობლებს, მაგრამ
ქოულმენს სისხლის გაღებაზე თავაზიანი უარი უთხრეს.
უბრალოდ, მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, სისხლი ისედაც
გვყოფნისო. ნეტავ რა ეგონათ, ვერაფერს მიხვდებაო? არადა,
საკმარისად გონიერი იყო, რომ მიმხვდარიყო და კარგადაც
ჩასწვდომოდა ყველაფერს. სარბენ ბილიკზე ხომ უამრავ
თეთრკანიან ბიჭთან ერთად უწევდა ვარჯიში – ბარინდჯერელ
იტალიელებთან, ისთ-საიდელ პოლონელებთან, სენთრალელ
ირლანდიელებთან, უიქუეიქელ ებრაელებთან. ნებსით თუ
უნებლიეთ რაღაცას თვალს მოჰკრავდა, რაღაცას ყურს...
ხვდებოდა, რაც ხდებოდა და რაც არ ხდებოდა, ყოველ
შემთხვევაში, თავის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს
ნათლად აღიქვამდა. მშობლების დაცვა, უფროსი ძმის
მფარველობა, რომელიც აგერ უკვე ექვსი გირვანქითა და ორნახევარი დუიმით მომატებულიყო, თავად ქოულმენის
შინაგანი რწმენა, აშკარა მიმზიდველობა და სირბილში
სიმარდე («ყველაზე ფეხმარდი ბიჭი სამივე ორინჯში»), კანის
ფერიც კი, რომელიც ხალხს ასე აბნევდა, – ეს ყოველივე იმ
შეურაცხყოფას უქარწყლებდა, რაზეც უოლთს ელეთმელეთი
მოსდიოდა. აქ ხასიათთა განსხვავებაც უნდა მივიღოთ
მხედველობაში: უოლთი თავისებური იყო, განსხვავებული,
ქოულმენი კი ქოულმენი იყო და არა უოლთი, ჰოდა, რეაქციაც
შესაბამისად სხვადასხვაგვარი ჰქონდათ.
***
მაგრამ «ზანგიო», მასზე თქვან? ამან სულ გააოგნა. მაგრამ
თავზევით ძალა არ იყო, უსიამოვნება რომ აერიდებინა
თავიდან, მაღაზიიდან უხმოდ გამოსვლამ მოუწია. აქ «პითიას
120
რაინდების» სამოყვარულო ტურნირი კი არ იყო კრივში. ეს
ვაშინგტონში, ქვეყნის დედაქალაქში მდებარე «ვულვორთსი»
იყო. აქ მუშტების ან ფეხების სიმარდე და სისხარტე ან
მრისხანება არაფერს წყვეტდა. არა, მამამისს ან უოლთერს რომ
უწევდა მსგავს რაღაცებზე თვალის დახუჭვა და გულისხეთქა,
გასაგები იყო, მაგრამ მას, ცხოვრებაში აზრადაც რომ არ
მოუვიდოდა ასეთი რამ, ახლა პირისპირ მოუწია შეჩეხებამ.
ახლა უკვე ესმოდა, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა
მამამისს ვაგონ-რესტორანში. წინათ ვერც იფიქრებდა, ვერც
დაუფიქრდებოდა, რაოდენ დაცული ყოფილა მისი ცხოვრება;
ვერც იმაზე ფიქრით შეიწუხებდა თავს, რამხელა ძალის
პატრონი ყოფილა მამამისი, რომ ძალისხმევას არ იშურებდა და
გამოსდიოდა
კიდეც
შეურაცხმყოფელი
გამოხდომების
უსიტყვოდ ატანა. აი, თვითონაც იწვნია იგივე, რისი მოთმენაც
მამამისს უწევდა ხოლმე. ამით ისიც დაინახა, რარიგ დაუცველი
ყოფილა მამამისი, რომელიც თავისი ავტორიტეტული, მკაცრი
ხასიათითა და ზოგჯერ აუტანელი მოთმინების უნარით
სრულიად უვნებელი ეგონა, რადგან მისტერ სილქი თავს ისე
იჭერდა, თითქოს ვერაფერი გატეხდა და მოდრეკდა. მხოლოდ
ახლაღა მიხვდა ქოულმენი, ზანგი როცა უწოდეს, როგორ
ფარად ედგა მამამისი მასაც და მის ოჯახსაც დიდი ამერიკული
საფრთხისგან დასაცავად.
თუმცა ჰაუარდშიც არ ყოფილა ყველაფერი ია-ვარდით
მოფენილი. განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როდესაც
საერთო საცხოვრებლის მეზობლებმაც სხვანაირად დაუწყეს
ცქერა როგორც ზანგს, არადა, მათ არც ფული აკლდათ და არც
კარგი ტანსაცმელი, ზაფხულობითაც გავარვარებული ქალაქის
ქუჩებიდან შეეძლოთ თავის გარიდება და ნამდვილ ბანაკში
წასვლა, ისეთში კი არა, ნიუ-ჯერსის ბოისკაუტურ ბანაკში რომ
დადიოდნენ ღარიბები, არამედ მაგარ, კეთილმოწყობილ
დასასვენებელ ადგილას, სადაც ჩოგბურთსაც თამაშობდნენ,
ცხენებითაც დაჯირითობდნენ და წარმოდგენებსაც დგამდნენ.
ან «კოტილიონი» რა ჯანდაბა იყო ან ჰაი-ლენდი სად
მდებარეობდა? ბიჭებს სულ ეს სიტყვები ეკერათ პირზე.
პირველ კურსზე ყველაზე ღია ფერისა იყო კოლეჯში, თავის
ოთახის მეგობარზეც კი, რომელსაც ჩაისფერი კანი ჰქონდა,
მაგრამ კოლეჯის ბიჭებმა იმდენი რამ იცოდნენ, რომ მათ
ფონზე პლანტაციის ნახშირა ზანგი უფრო ეთქმოდა. ჰაუარდი
პირველივე დღიდან შესძულდა, ვაშინგტონი კი პირველივე
121
კვირიდან, ამიტომაც იყო, რომ ოქტომბრის დამდეგს, როდესაც
მამამისი ვაგონ-რესტორანში დაეცა და ვეღარც ადგა ფეხზე,
დაკრძალვაზე სახლში ჩამოსულმა დედას განუცხადა,
კოლეჯში აღარ დავბრუნდებიო. დედა მაშინვე შეუდგა
გადარწმუნებას, კიდევ ერთხელ უნდა სცადო, იქაც იქნება
ვინმე შენსავით მოკრძალებული ოჯახიდან, ვისაც უეჭველად
დაუმეგობრდებიო, მაგრამ დედის ვერც ერთმა სიტყვამ ვერ
გადააფიქრებინა,
რაოდენ
გულწრფელადაც
ყოფილიყო
ნათქვამი.
მხოლოდ
ორ
ადამიანს
შესწევდა
მისი
გადარწმუნების ძალა – მამამისსა და უოლთერს, თუმცა ისინიც
ვერ მოახერხებდნენ დიდი სჯა-ბაასის გარეშე მის დაყოლიებას.
მაგრამ უოლთი იტალიაში იბრძოდა, სიტყვამახვილი და
ენამჭევრი მამა კი ამქვეყნად აღარ იყო.
ქოულმენი დაკრძალვაზე ცრემლებს ვერ იკავებდა, რადგან
დანაკარგის მნიშვნელობა მეტისმეტად კარგად ესმოდა.
როდესაც ბიბლიური ტექსტების შემდეგ მღვდელმა ნაწყვეტი
ამოიკითხა «იულიუს კეისრიდან», – მისტერ სილქისთვის ასე
ფასეული შექსპირის ერთ-ერთი ტომი ეკავა, ტყავისყდიანი
წიგნი, რომელიც ბავშვობაში ქოულმენს კოკერ-სპანიელის
ყურებს ახსენებდა ხოლმე – მამამკვდარმა ბიჭმა მკაფიოდ
იგრძნო მამის კეთილშობილება და სიდიადე მისი აღზევებისა.
გაისიგრძეგანა დაცემა, რომლის სიდიდის აღქმაც ქოულმენმა
მაშინ დაიწყო ბუნდოვნად, როდესაც ლამის მთელი თვე
გაატარა კოლეჯში, ანუ ისთ-ორინჯის ოჯახური კერიდან შორს.
«ლაჩარი სიკვდილს ბევრჯერ გემობს თვით სიკვდილამდე,
მამაცს კი იგი მხოლოდ ერთხელ შეხვდება წილად.
რომ დამეკითხო, გასაოცრად ის მიმაჩნია,
კაცთ ეშინიანთ სიკვდილისა, თუმცა იციან,
ეს ბოლო ერთ ჟამს უსათუოდ ყველას მოგველის».[14]
პასტორმა სიტყვა «მამაცი» რომ წარმოთქვა, ქოულმენს
ვაჟკაცური სტოიციზმის და ფხიზლად თავდაჭერის ჯავშანი
ჩამოჰგლიჯა. მასში ბავშვურმა წუხილმა გაიდგა ფესვი
უახლოესი
ადამიანის
დაკარგვის
გამო,
რომელსაც
ვეღარასოდეს ნახავდა, მამის გარდაცვალების გამო, რომლის
ომახიანი ხმაც მისივე განცდებს ფარავდა, თავანკარა
ინგლისურით მეტყველება კი იმაში ეხმარებოდა, რომ
122
ქოულმენისათვის კოლოსალური მწვერვალების დაპყრობის
სურვილი აღეძრა. ქოულმენი ცრემლებს ვეღარ იკავებდა,
რადგან ყველაზე ფუნდამენტურ და ამოუწურავ გრძნობას
მოეცვა მისი არსება, გრძნობას, რომლის გაძლება არც ისე იოლი
იყო.
მოზარდობისას,
როდესაც
მეგობრებს
მამაზე
ეწუწუნებოდა, თავის სიტყვებში გაცილებით მეტს დებდა,
ვიდრე უბრალოდ ზიზღია, ვიდრე გრძნობდა და შეეძლო,
ეგრძნო; მამას განსჯიდა და პრეტენზიაც ჰქონდა, რომ
პირუთვნელად მსჯელობდა, რაც მას ერთგვარ დაცვით ფარს
უქმნიდა და რის გასაჯაროებასაც არასდროს ერიდებოდა. ახლა
კი, როდესაც ის ადამიანი გამოეცალა ხელიდან, ვინც მას
კონტურს ავლებდა და სიტყვიერ აღწერილობას აძლევდა,
მისთვის თითქოს ყველა საათი გაჩერდა სამყაროში და დროის
გაგება შეუძლებელი გახდა. სანამ ვაშინგტონში ჩავიდოდა
ქოულმენი და ჰაუარდში შეიტანდა საბუთებს, სწორედ
მამამისი ქმნიდა ვაჟის უკითხავად მის ისტორიას, მისი
ცხოვრების ისტორიას... ახლა კი საკუთარი ცხოვრების ისტორია
თავად უნდა შეექმნა. ეს კი შიშის ზარს სცემდა ყმაწვილს. სამი
საშინელი დღე გავიდა, მძიმე კვირაც მიილია და, როგორც იქნა,
ორი გაუსაძლისი კვირაც გადაიშალა ოჯახის მწუხარების
კალენდარზე – უეცრად კი თითქოს არსაიდანო, სიხარული
ეწვია.
«როგორ ავირიდოთ ბედი ძლევამოსილ ზეციერთა მიერ
ნაბოძი?» – «იულიუს კეისარში» ამოკითხულ ამ სიტყვებს მამა
ხშირად უმეორებდა ხოლმე, მაგრამ ახლა, როდესაც მამა უკვე
კუბოში იწვა, ეს სიტყვები ცხადად ჩაესმა და გონებაში
განადიდა. «ზეციერთა მიერ ნაბოძი»; სილქი სილქის
თავისუფლება. განწმენდილი მეობა. «აბრეშუმის სილქად»
ყოფნის სინატიფე.
ჰაუარდში აღმოაჩინა, რომ ვაშინგტონური გაგებით, ის არა
მხოლოდ ზანგი იყო, არამედ «შავტრაკაც» – ჰაუარდელი
შავტრაკა. უეცრად განწმენდილი მეობა, ანუ საკუთარი «მე»
რაღაც მასობრივ «ჩვენში» გადავიდა, მას კი ამ «ჩვენთან»
საერთო არაფერი ჰქონდა და არც სურდა; ისევე როგორც
არავისთან და არაფერთან. მაგრამ ოჯახური «ჩვენის»
მიტოვებასთან ერთად, ურიდან[15] გასული აბრაამისა არ იყოს,
სულ სხვა «ჩვენ» აღმოაჩინა. ნუთუ სახლის შემცვლელი
ადგილი იყო? ისთ-ორინჯშიც ზანგი იყო, ცხადია, მაგრამ იქ
პატარა, ასე 4-5 ათასკაციანი საზოგადოების წევრი იყო, მაგრამ
123
კრივის დროს, სირბილისას თუ სკოლაში წარმატებების სერიის
მიღწევისას, ან სამივე ორინჯში სეირნობისას დოქტორ
ჩიზნერთან იქნებოდა თუ მის გარეშე, ნიუარკის საზღვრის
გადაკვეთისას სულაც არ ფიქრობდა ამ საკითხზე ან კიდევ სხვა
რამეზე. ის ქოულმენი იყო, უდიდესი პიონერი საკუთარი
«მესი» უდიდესთა შორის.
მერე ვაშინგტონში წავიდა, სადაც გაირკვა, რომ ზანგიც იყო და
ნიგერიც.[16] არა! არა! ნურას უკაცრავად! რომ დაინახა, რა
ბედიც ელოდა იქ, გულში შეუკურთხა ყველგანმდევარს.
ბედთან უმცირეს შეხებაზეც კი ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
დიდი
«ისინი»
მას
დაჯაბნას
უქადდნენ
თავიანთი
მოუთმენლობით, უფლება არ უნდა მიეცა არც პატარა
«მათთვის», რომ საკუთარი ეთიკა მოეხვიათ თავზე. ქოულმენი
უკვე ვერავითარი «ჩვენის» ტირანიას ვეღარ მოითმენდა
მთელი თავისი სიტყვის კონით. არავითარი ტირანია იმ
«ჩვენისა», რომელიც გალურსულა, მაგრამ შთანთქმას უქადის
ადამიანს ყოვლისმომცველი, ისტორიულად მოცემული,
ზნეობრივად აუცილებელი მზაკვრული Е pluribus unum-ით;[17]
აღარავითარი ვულვორთსული «ისინი» და აღარავითარი
ჰაუარდული «ჩვენ», არამედ განწმენდილი «მე» მთელი თავისი
სიმარდით. თვითაღმოჩენა – აი, მისი პასუხი ყველას, აი, მისი
დარტყმა მუცელში. მისი თვითმყოფადობა. გაცხარებული
ბრძოლა ამ თვითმყოფადობისათვის. არავითარი უძრაობა.
სლიკინა შეხება მთელ სამყაროსთან. არავითარი უძრავად
ყოფნა, არამედ სხლეტა. თავის შეცნობა, ოღონდ ფარული. აი,
ძლევამოსილების ნამდვილი წყარო.
«მარტის იდებს ერიდეთ». სისულელე! ნურაფერსაც ნუ
მოერიდებით.
სრული
თავისუფლება.
ორი
ბასტიონი
გამოეცალა – უფროსი ძმა ევროპაში იბრძოდა, მამა უკვე
სამარეში ეწვა, – ქოულმენმა უეცრად ძალის მოზღვავება და
თავისუფლება იგრძნო: ვინც გაუხარდება, ის გახდება,
უმაღლესი მწვერვალების დაპყრობასაც შეძლებს, თავის
განუმეორებელ «მესაც» დაამტკიცებს. ისეთი თავისუფლება
შეიგრძნო, მამამისს აზრადაც რომ არ მოუვიდოდა. იმდენად
იყო თავისუფალი, რამდენადაც მამამისი იყო ჩაკეტილი.
თავისუფალი გახდა არა მხოლოდ მამისგან, არამედ იმისგანაც,
რისი ატანაც მისტერ სილქს უწევდა. ჭაპანწყვეტისგან.
დამცირებისაგან. ბარიერებისგან. ჭრილობების, ტკივილისა და
თავის მოჩვენებისაგან, სირცხვილისაგან – დაცემისგან
124
გამოწვეული შინაგანი ტანჯვისაგან.
გამოსასვლელად უკვე მზად იყო.
ცხოვრების
არენაზე
სრულიად თავისუფლად შეეძლო წინსვლა და კოლოსალური
წარმატების მოპოვება. შეეძლო მთავარი როლი ეთამაშა
ადგილის ნაცვალსახელთა «ჩვენ», «ისინი» და «მე» უსაზღვრო
დრამაში.
ომი მიდიოდა და სადაცაა გამოძახება უნდა მოსვლოდა. თუკი
უოლთერი იტალიაში ჰიტლერს ებრძვის, მაშ, რატომ მანაც არ
უნდა გაივარჯიშოს მკლავი იმ ნაბიჭვრის წინააღმდეგ? 1944
წლის ოქტომბერი იდგა, თვრამეტი წლის შესრულებამდე ერთი
თვეღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ამ თარიღის დამალვა და 12
ნოემბრის 12 ოქტომბრამდე გადმოწევა იოლზე იოლი იყო.
დედამისი ისე წუხდა და განიცდიდა, განსაკუთრებით შვილის
კოლეჯიდან წამოსვლა აღელვებდა, რომ მისი დარდით
გულმოკლულმა ქოულმენმა დროულად ვერ მოისაზრა, რომ
თავისი რასობრივი წარმომავლობის დამალვაც შეეძლო.
უპრობლემოდ შეეძლო, საკუთარი თავისთვის თეთრკანიანიც
ეწოდებინა და შავკანიანიც. მაგრამ ეს თავში აზრად არ
მოსდიოდა, სანამ ნიუარკის ფედერალურ დაწესებულებაში
იჯდა და საბუთების მთელი წყება ჰქონდა შესავსები, რომ
სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჩარიცხულიყო. საბუთებს ისე
ეცნობოდა, თითქოს სასკოლო გამოცდებისთვის ემზადებაო.
იმხანად იმწუთიერი პრობლემებით ცხოვრობდა და უფრო
მნიშვნელოვანზე გონების გადართვა უჭირდა. ასე რომ, ეს აზრი
იმ დროს თავში არ მოსვლია. თავდაპირველად მხოლოდ რაღაც
ჭია უღრღნიდა გულს, თითქოს ცხოვრებაში პირველი
დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებსო.
***
ორმოცდაექვს
წელში,
როდესაც
ქოულმენი
უკვე
დემობილიზებული იყო, ერნესტინი ნიუ-ჯერსის შტატის
მონტკლერში პედაგოგიურ კოლეჯში დაწყებითი სწავლების
ფაკულტეტზე
სწავლობდა.
უოლთი
ამავე
კოლეჯს
ამთავრებდა და და-ძმა დაქვრივებულ დედასთან ერთად
ცხოვრობდა.
მაგრამ
ქოულმენმა
ერთმნიშვნელოვნად
გადაწყვიტა, რომ მარტოს ეცხოვრა, უნივერსიტეტში ჩააბარა
125
და ჰუძონის მეორე მხარეს, ნიუ-იორკში დაიდო ბინა. იმაზე
უფრო მეტად, ვიდრე ესწავლა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის
დიპლომი მიეღო, პოეტობა ან დრამატურგობა და გრინვიჩვილიჯში დასახლება სურდა, მაგრამ ლუკმაპურისთვის
ნებისმიერი სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდა, ამიტომ
მობილიზებულთათვის განკუთვნილ სტიპენდიას დასჯერდა.
მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ სწავლის დაწყება და
სტუდენტური წინსვლა ერთი იყო, მუდამ უმაღლეს ქულებს
იღებდა და მეორე კურსის ბოლოსთვის «ფი-ბეტა-კაპას»[18]
საზოგადოებაში
გაწევრების
გზას
დაადგა,
ანტიკურ
სიტყვიერებაში დიპლომის ასაღებადაც ბევრი ჯაფა აღარ
დასჭირდებოდა. სხარტმა გონებამ, კარგმა მეხსიერებამ და
უზადო მეტყველებამ ლიდერის პოზიციები განუმტკიცეს,
რასაც ნაჩვევიც იყო, შედეგად კი, იმან, რისთვისაც ნიუ-იორკში
დასახლდა, გზა სხვას დაუთმო – იმას, რაშიც არც წახალისება
აკლდა და რაშიც, ყველას აზრით, შეუსვენებლად უნდა
ემეცადინა და კიდევ უფრო წინ წასულიყო, მით უმეტეს, რომ
ეს ახალი გზა თავიდანვე ია-ვარდით მოეფინა და წარმატებას
წარმატებაზე აღწევდა. წარმატება რეგულარული გახდა,
თითოეულ საგანში მწვერვალს იპყრობდა. ცხადია, ამის
მოთმენა შეიძლებოდა, რადგან საყოველთაოდ მოწონებულ
ასპარეზზე გამოდიოდა და არცთუ ურიგოდ, მაგრამ
გულისგულში ხომ მაინც სულ სხვა მიზანი ჰქონდა. სკოლაში
სწავლისას ლათინურსა და ბერძნულში ბრწყინავდა და
ჰაუარდის სტიპენდიაც მიიღო, თუმცა ერჩივნა «ოქროს
ხელთათმნის»
ტურნირში
კრივით
გაეკვლია
გზა.
ბრწყინვალება არც ახლა აკლდა, მაგრამ პედაგოგებს რომ
თავისი ლექსები წარუდგინა, აღფრთოვანება არ გამოუწვევია.
გარდა წიგნებისა, სირბილითა და კრივითაც იქცევდა თავს –
თავიდან მხოლოდ გასართობად, მერე კი, ერთხელ,
სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს, ოცდათხუთმეტი დოლარი
შესთავაზეს ოთხრაუნდიან ბრძოლაში სენთ-ნიქსში, სადაც
წასული მოკრივის ადგილს სთავაზობდნენ. ისიც ადგა და
დათანხმდა, «ოქროს ხელთათმანში» არყოფნაც ხომ უნდა
აენაზღაურებინა საკუთარი თავისთვის, ჰოდა, მოკლე ხანში
ფარული პროფესიონალი დადგა.
მაშ, ასე, სწავლა, პოეზია, პროფესიული კრივი და გოგონები...
გოგონები მართლაც ბევრნი იყვნენ, რომელთაც სიარულიც
მოხდენილად გამოსდიოდათ და კაბის ჩაცმაც; დიახ, კაბებში
126
გამოპრანჭულებს მოხდენილად გავლა-გამოვლა მართლაც
კარგად
შეეძლოთ
და
იმედისმომცემი
მომავლითაც
აღელვებდნენ
სან-ფრანცისკოდან,
სადაც
სამხედრო
სავალდებულო
სამსახური
მოიხადა,
ნიუ-იორკში
გადასახლებულ ქოულმენს. გოგონებმა მის თვალში გრინვიჩვილიჯის ქუჩები და ვაშინგტონ-სქუერისკენ მიმავალი
ბილიკები გააფერადეს და აახმიანეს. გაზაფხულის თბილი
დღეები იდგა და ომის შემდგომ მოზეიმე ამერიკაში ქოულმენს
წინ მიმავალი უცნობი გოგონას ფეხებიდან მზერას ვერავინ
გადაატანინებდა სხვა რამეზე. ომიდან ჩამოსულთაგან ასე
ბევრი
იქცეოდა.
იმხანად
გრინვიჩ-ვილიჯში
ყოფილ
სამხედროებს უკეთესი თავშესაქცევი ვერც კი წარმოედგინათ,
კაფეებსა და ყავის სახლებში იკრიბებოდნენ და დროს სახეზე
აფარებული გაზეთების ზემოდან ქუჩაში მიმავალი გოგონების
ფეხებისკენ თვალის გაპარებით კლავდნენ, თან დანახულის
შეფასებასაც არ დაგზარდებოდნენ. რატომ ხდებოდა ასე, დაე,
სოციოლოგებმა იმტვრიონ თავი, მაგრამ ორმოციანების ბოლო
წლები ამერიკისათვის აღმგზნები ფეხების ეპოქად უნდა
მოინათლოს. არც ჩვენი ქოულმენი იყო გამონაკლისი – დღეში
ერთი-ორჯერ მაინც აედევნებოდა ხოლმე ლამაზფეხება
ქალიშვილს და თვალს ატკბობდა. შეეძლო, უბან-უბან ევლო
გოგონას კვალში, ოღონდ კი ფეხი ლამაზი, მოხდენილად
მოძრავი და თლილი ყოფილიყო. ბოლოს, როცა საკმაო მანძილი
აღმოჩნდებოდა გავლილი, ანუ უკვე საკმარისი იმისათვის, რომ
წარდგომოდა და სიტყვიერად მოეხიბლა, გაუსწორდებოდა და
გამოელაპარაკებოდა;
თუ
გაუმართლებდა,
სახელს
დასტყუებდა და პაემანსაც დაუნიშნავდა. თუმცა ამ დროს
ერთი რამ იყო თავისებური: ვაჟი ასეთ დროს ქალით კი არა,
მისი ფეხებით იხიბლებოდა.
გოგონებიც, თავის მხრივ, ქოულმენის ფეხებს აქცევდნენ
ყურადღებას. სტინა პალსონმა, თვრამეტი წლის მინესოტელმა
სკანდინავიელმა, ქოულმენს ლექსი მიუძღვნა, სადაც მისი
ფეხებიც ახსენა. რვეულიდან ამოხეულ ცალხაზიან ფურცელზე
დაწერა, ხელმოწერისას «ს» აღნიშნა და მერე ოთხად გაკეცა
ფურცელი, რათა ქოულმენის ნახევარსარდაფის თავზე,
მოფილაქნებულ იატაკიან სადარბაზოში ჩამოკიდებულ
საფოსტო ყუთში ჩაეცურებინა. მეტროსადგურში გაცნობიდან
უკვე ორი კვირა გასულიყო; კვირადღეს დაწყებული
ოცდაოთხსაათიანი მარათონიდან უკვე ერთი დღე გავიდა.
127
ქოულმენი დილის მეცადინეობაზე იყო წასული, რომ სტინა
ჯერ კიდევ სააბაზანოში იდგა და იპრანჭებოდა. რამდენიმე
წუთში სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ჯერ ლექსის დატოვება
გადაწყვიტა, თუმცა ფურცლის ხელში მიცემა მოერიდა,
მიუხედავად
წინაღამეს
სხეულის
გამძლეობისა
და
ვნებიანობის ურცხვი ურთიერთდამტკიცებისა. მეცადინეობის
მერე ქოულმენი ბიბლიოთეკაში წავიდა, იქიდან კი ჩაინათაუნს
მიაშურა სპორტდარბაზში კრივში სავარჯიშოდ, ასე რომ,
წერილი საფოსტო ყუთიდან მხოლოდ ღამით, თორმეტის
ნახევრისთვის ამოიღო.
მას აქვს სხეული,
ლამაზი სხეული –
მკვრივი კუნთები ფეხის,
ზანტი კუნთები კისრის...
ჭკვიანია და სხარტი.
ჩემზე ოთხი წლით უფროსია,
თუმც ზოგჯერ უმცროსი მგონია.
ნაზია და რომანტიკოსი,
თუმც ამას სასტიკად უარყოფს.
ამ ბიჭისთვის თითქმის საშიში ვარ.
ვერაფრით გადმომიცია,
რასაც მასში ვხედავ.
ნეტავი გამაგებინა, მერე რას იზამს,
მთლიანად რომ გადამსანსლავს?
ვესტიბიულის მკრთალ შუქზე გადაიკითხა ლექსი და სიტყვა
«ზანტი» უცებ «ზანგში» აერია. «რაო, ზანგის კუნთებიო? ეს რა
დაუწერია?» – გაიფიქრა ქოულმენმა. აქამდე გაოცებული იყო,
როგორ იოლად გამომდის ყველაფერიო. ის, რაც რთული და
გარკვეულწილად სამარცხვინო და დამანგრეველი ეგონა, არა
მარტო იოლი, არამედ ყოველგვარ შედეგს მოკლებული
აღმოჩნდა. ოფლმა დაასხა. ციებიანივით კითხულობდა
128
სტრიქონებს და გააზრებას ვერ ახერხებდა. «ზანტი კუნთები
კისრის»... ეს რაღა უნდა იყოს? დედიშობილებმა მთელი დღეღამე გაატარეს ერთად. ქოულმენის ცხოვრებაში ასეთი რამ
პირველად ხდებოდა, რაც წამოიზარდა, არც ერთ მის ნაცნობს
ამდენი ხნით გახდილი არ უნახავს. ოცდაოთხი საათის
განმავლობაში მის წინ სრულიად შიშველი იწვა ქალის გრძელი,
თეთრი სხეული; ქოულმენს ერთი ბეწო ადგილიც არ დარჩენია
თვალშეუვლებ-აღუქმელი,
რომელსაც
ფერმწერის
თავდაჯერებულობით
ვერ
აღიდგენდა
მეხსიერებაში,
მგზნებარე საყვარელივით ვერ შეიგრძნობდა, ამიტომ მთელი
მეორე დღე ცხვირში სტინას არომატს გრძნობდა, წარმოსახვით
კი მის გადაშლილ ფეხებს ხატავდა; ასე რომ, ქალის მსგავსი
დამოკიდებულებაც სრულიად სამართლიანი იყო, ანუ
ქოულმენის სხეულის ყველაზე მცირე ნაწილიც კი სტინას ხარბ
მზერას არ გამოჰპარვია – სხეულის ზედაპირზე არსებული
სხვადასხვა კიდური და ნაკვთი, რომელთაც ევოლუციური
უნიკალურობის ნიშნები ჰქონდა და მამაკაცის სხეულს
აყალიბებდა: კანი, ფორები, წვერი, კბილები, ხელისგულები,
ცხვირი, ტუჩები, ენა, ქუსლები, სასქესო ორგანოები, თმა,
ღინღლი მკერდზე, სუნი, სიცილის მანერა, ძილი, სუნთქვა,
მოძრაობა, ორგაზმის დროს შეკანკალება, – ქალის საკუთრებად
იქცა და მის გონებაში დარჩა კიდეც.
მაგრამ ასე მაინც რამ დააახლოვა მასთან? სექსუალურმა აქტმა,
როდესაც კაცი სხვის სხეულში იჭრება და იმავდროულად, ის
სხეული მას გარს მჭიდროდ ეხვევა? სხეულის სიშიშვლემ?
ტანთ გახდა და სხვასთან დაწოლა ხომ წინა პირობაა იმისა,
რომ ყველაზე ფარული და მალულიც კი გამოავლინო. ეს კი
სირცხვილის გრძნობას ბადებს. საწოლში, უფრო სწორად,
სარეცელზე, კაცისა ყველაფერი გამოვლინდა, გამომჟღავნდა.
ახლა უკვე სტინამ კარგად იცოდა ქოულმენის სხეული და ზანგ
კისერსაც ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ასე სულაც არ
დაუწერია.
და მაინც როგორ? რა ნახა ამისთანა? რა დეტალი აქვს სტინას
ნანახი, რასაც ქოულმენი ვერ ხვდება? რა იხილა ამ ქერათმიანმა
ისლანდიელ-დანიელმა გოგომ, რომელსაც ოჯახშიც და გვარშიც
ყველა ქერა და თავთუხისფერთმიანი ჰყავდა, შინაც, კარშიც,
ეკლესიაშიც და სანაცნობოშიც მხოლოდ სკანდინავიური
სამყარო ერტყა გარს? რა? უეცრად ქოულმენი მიხვდა, «გ» კი
არა, «ტ» ეწერა, ანუ ზანგი კი არა, ზანტი... ღმერთო, კისრის
129
მეტი რა ახსენა ასეთი?! «მკვრივი კუნთები ფეხის, ზანტი
კუნთები კისრის»...
მაგრამ ეს რაღას უნდა ნიშნავდეს: «ვერაფრით გადმომიცია,
რასაც მასში ვხედავ»... ასეთი გაუგებარი და ბუნდოვანი რა ნახა
ნეტავ? რომ დაეწერა, «არავის გადავცემო», უფრო გასაგები
იქნებოდა? კიდევ და კიდევ კითხულობდა ამ ხაზს და უფრო
მეტად იკარგებოდა გაურითმავი პოეზიის ლაბირინთში, მაგრამ
გული უგრძნობდა, სტინა ბოლომდე ჩასწვდა პრობლემასო. ეს
პრობლემა კი მის ცხოვრებაში თავად ქოულმენის შეტანილი
იყო. იქნებ «რასაც მასში ვხედავ» მხოლოდ და მხოლოდ ის
სიტყვებია, რასაც სკეპტიკოსები შეყვარებულებს ეკითხებიან
ხოლმე, «რა ნახე ასეთი მასშიო?»
ეს «ვერაფრით გადმომიცია» რაღას უნდა ნიშნავდეს? ანუ
ვერავისთვის გადმოუცია? საიდუმლოდ ინახავს? ან იქნებ
«გადმოუცემელს» გულისხმობდა? საშიში ვარო, წერს და რა
გაგებით ხმარობს ამ სიტყვას? რაშია ეს საშიშროება?
ლექსის რომელი ნაწილის მიხვედრაც უნდა ეცადა, აზრი
ეფანტებოდა. ვესტიბიულში ორი წუთი გაჩერდა და
აცახცახებულმა მხოლოდ საკუთარი შიში გააცნობიერა.
გაოგნდა. ქოულმენს ჩვევად ჰქონდა, როცა მოუმზადებელი
რაღაც პრობლემას გადააწყდებოდა, სირცხვილის გრძნობა
ეუფლებოდა ხოლმე, ამიტომ თავს შეუძახა, სიგნალმა SOS-მა
მთელ სხეულში დაუარა და თვითკონტროლისკენ მოუწოდა
თავს.
სტინა, თავისი სილამაზის, სითამამისა და ხალისიანობის
მიუხედავად, სულ რაღაც თვრამეტი წლის გოგონა იყო,
რომელიც მინესოტის შტატის ფერგუს-ფოლსიდან იყო ნიუიორკში ჩამოსული, მაგრამ ქოულმენისთვის შიში მაინც
მოეგვარა – მის ოქროსფერ ბრწყინვალებას დაეხვია მისთვის
თავბრუ – რინგზეც არ ყოფილა ასეთი თავრეტდასხმული და
დაშინებული. მსგავსი შეგრძნება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა
განცდილი, როდესაც ნორფოლკის საროსკიპოში, ფორმას რომ
იხდიდა, საწოლზე მწოლიარე მეძავმა – დიდმკერდა,
ტანსრულმა და არც მთლად თეთრკანიანმა დედაკაცმა, და
საკმაოდ გაიძვერამაც – ერთი შეუბღვირა და პირში მიახალა:
«აი, შე შავტრაკა შენა, ზანგის ბიჭი არ შემრჩა ხელში». ამის მერე
ორმა გორილამ ხელით გაიყვანა გარეთ და კარი მიუჯახუნა
ცხვირწინ. მხოლოდ მაშინ დაემართა ასეთივე რაღაც, რაც
130
სტინას ლექსმა გაახსენა.
საინტერესოა: ნეტავი გამაგებინა,
მერე რას იზამს,
მთლიანად რომ გადამსანსლავს?
ესეც კი არ ესმოდა. თავის ოთახში საწერ მაგიდასთან დილამდე
იჯდა და ბოლო ხაზებზე იმტვრევდა თავს, სხვადასხვა
მახვილგონივრულ ვერსიას ერთიმეორეზე ცვლიდა, სანამ
გამთენიისას ერთ მყარ დასკვნამდე არ მივიდა, რომ
განუმეორებელი სტინას ყურადღებას ისიც კი არ გამოჰპარვია,
რისგანაც თავად ცდილობდა დამალვას.
რა სისულელეა. ეს ლექსი განსაკუთრებულს არაფერს
ნიშნავდა, ან რა ლექსი ეს იყო. შხაპის მიღებისას აწეწილდაწეწილი აზრები უტრიალებდა თავში სტინას, ამიტომაც
ქოულმენის ერთ-ერთი რვეულიდან (რომელიც პირველი
მოხვდა ხელში) ფურცელი ამოხია და რაც პირველად მოუვიდა
თავში აზრად, მყისვე ქაღალდზე გადმოიტანა. ლექს-წერილი
საფოსტო ყუთში ჩაჩურთა და სამსახურში გაიქცა. უბრალოდ,
რაღაც უნდა ექნა სიახლით მოგვრილი განცდისათვის. პოეტობა
დაიწყო? გაეცინა: კარგი, რა! უბრალოდ ალმოდებულ რგოლში
ხტება და ეგ არის.
გაცნობიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ყოველ
უქმეებზე ერთ საწოლში იწვნენ და ერთმანეთით ისე ხარბად
იკვებებოდნენ, როგორც მარტოხელა პატიმარი მიაძღება ხოლმე
შეწოდებულ საკვებს. ერთ-ერთ შაბათდღეს სტინამ ქოულმენი
გააოცა – მოკლე ქვედაკაბით კუშეტზე შეხტა და სექსუალური
ცეკვა შეასრულა, თან ქოულმენი თითივით გააშიშვლა.
რადიოდან
გადმოღვრილი
ჰანგების
ფონზე
იხდიდა:
პროგრამის პირველ ნომრად, გასახურებლად, ქაუნთ ბეისის
ჯაზი აჟღერდა, ცოცხალი ჩანაწერი იყო თემაზე «ლედი,
წესიერად მოიქეცით», არანორმალური იმპროვიზაციით, მერე
გერშვინი ახმიანდა, «კაცი, ვინც მე მიყვარს» არტი-შოუს
შესრულებით, სადაც ენერგიული როი ელდრიჯი ბრწყინავდა.
კუშეტზე სანახევროდ მიწოლილი ქოულმენი კი საყვარელი
საქმიანობით იყო დაკავებული, რომლითაც შაბათობით
იქცევდა ხოლმე თავს მეთოთხმეტე ქუჩიდან დაბრუნებული,
სადაც ხუთ დოლარად კიანტის, სპაგეტისა და კანოლის
მიირთმევდნენ; ის სიამოვნებით შესცქეროდა სტინას – ამ
131
დროს ქალი იხდიდა. უეცრად ელდრიჯის საყვირით
აღგზნებულმა სტინამ სექსუალური მოძრაობები დაიწყო; ამას
ქოულმენმა ყველაზე ურცხვი როკვა უწოდა, რომელიც კი
ოდესმე ენახა ფერგუს-ფოლსიდან ნიუ-იორკში ორი წლის
ჩამოსული გოგონას შესრულებით. სტინა გერშვინსაც კი
ააყენებდა საფლავიდან თავისი მოძრაობებითა და ვოკალით.
შავკანიანი მესაყვირის ზემოქმედებით, რომელიც ზანგების
სასიყვარულო მელოდიას ასრულებდა, სტინამ თავისი
სითეთრის მთელ სიძლიერეს გაუხსნა გზა. თეთრ საწყისს.
«ერთხელაც
გამოჩნდება...
ჩემი
საყვარელი...
ვნებას
დამიცხრობს... ჩემი საყვარელი»... – სიტყვები მარტივზე
მარტივი იყო, მაგრამ როგორც კი მუსიკა მიწყდა, სტინას
ნახევრად ხუმრობით შერცხვა და სახეზე ხელები აიფარა. განა
რისგან დაიცავდა ეს მოძრაობა? არც არაფრისგან, გარდა იმისა,
რომ ქოულმენს უფრო გაახელებდა.
– სად გიპოვე, ვოლუპტატ? – ჩურჩულებდა ვაჟი, – როგორ
გიპოვე? ვინ ხარ?
ერთხელაც,
იმ
მათრობელა
პერიოდში,
ქოულმენმა
ჩაინათაუნში საღამოს ვარჯიშსაც მიანება თავი, ხუთ მილზე
გარბენაც შეამოკლა და პროფესიულ სპორტზეც შეწყვიტა
სერიოზული ფიქრი. სულ ჩატარებული და მოგებული ჰქონდა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 10
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.