Latin

ადამიანური ლაქა - 07

Total number of words is 3414
Total number of unique words is 2067
28.0 of words are in the 2000 most common words
39.3 of words are in the 5000 most common words
45.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
რევოლუციისთვის მოუწევს გზის დათმობა. აქ ბევრი ჩლუნგი,
რეტროგრადი მორწმუნეა, რომელსაც სხვისი, ან უფრო
ზუსტად, თქვენნაირი უზნეო ადამიანის გაკიცხვა პურად
უღირს. ისეთ ალში გაგხვევენ, თუ მოინდომეს, რომ
«ვიაგრასაც» კი გადააჭარბებენ.
87
რა გამჭრიახია – «ვიაგრის» შესახებ როგორღა მიხვდა. მოკლედ,
ქოულმენი გამოაჭენა, მაგრამ ადრე ხომ გამოადგა, ასე რომ,
ჯობია, ახლაც მოითმინოს ეს ქედმაღლური ტონი და არ
მოაკეტვინოს. მის ჯავშანს ერთი თანამგრძნობი ნაჩვრეტიც კი
არ მოეპოვება... იქნებ ასეც სჯობდეს. რჩევაზე ხომ თვითონ
მიაკითხა, ჰოდა, ისმინოს ახლა ბოლომდე. მერე ვეღარ
იწუწუნებს, გაფრთხილებული არ ვიყავიო.
– ცხადია, რაიმე შემაკავებელი ბრძანების მოხერხება შემიძლია,
– განაგრძო ფრაიმუსმა, – მაგრამ შეაკავებს კი რამე? მგონი,
უფრო მეტად გამძვინვარდება. გრაფოლოგი ხომ გაგიხერხეთ,
შემაკავებელ ორდერსაც მოგიკვარახჭინებთ, დამატებით,
ტყვიაგაუმტარ ჟილეტსაც გიშოვით. მაგრამ იმას ნამდვილად
ვერ დაგპირდებით, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამ ქალთან
ერთად – ცხოვრებას სკანდალების გარეშე, თავდასხმების
გარეშე,
ფარლის
გარეშე.
ვერც
სულიერ
სიმშვიდეს
დაიბრუნებთ, სანამ ვიღაცის თვალთვალს იგრძნობთ. სანამ ისე
გიყურებენ,
როგორც
კარიკატურას
და
უსამართლოდ
განგსჯიან, სულს ვერ დაიმშვიდებთ. ჰო, მართლა, აივ-ზე
შემოწმებული გყავთ? ფაუნიას ვგულისხმობ, რა იცით, რა
სჭირს, პრეზერვატივს მაინც თუ იყენებთ?
რაოდენ გამოსულ კაცადაც უნდა მიეჩნია თავი, სექსსა და
ბერიკაცს ერთიმეორეს ვერაფრით უთავსებდა. სრულ
ანომალიად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. აბა, ოცდათორმეტი
წლის რომელ ახალგაზრდას მოუვა თავში აზრად, რომ
სამოცდათერთმეტი
წლის
ასაკშიც
სექსი
არაფრით
განსხვავდება ახალგაზრდული სიამისგან. ალბათ, გულში
ფიქრობს, ეს ბებრუცანა რამ აახუნტრუცა, ბებერს ეგეთი ქალი
პრობლემის მეტს რას შეუქმნისო. ოცდათორმეტისა რომ
ვიყავი, ალბათ, ვერც მე გავიგებდიო, გაიფიქრა ქოულმენმა.
მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ყმაწვილი ისეთი თავდაჯერებული
ავტორიტეტულობით წარმოთქვამდა სიტყვებს, თითქოს
ორმოცის ან ორმოცდაათი წლის გონებადამჯდარი კაცი
ყოფილიყო, რომელმაც ამ ცხოვრების ქიციც იცის და
ქიცმაცურიც. განა რა გამოუცდია ამისთანა ცხოვრებაში, რომ
ორჯერ უფროს კაცს ჭკუას ასწავლის? ალბათ, არც არაფერი
ექნება გამოცდილი, ან დიდი-დიდი, წვრილმანი რამ ჰქონდეს
გადატანილი.
– ქოულმენ, თუკი თქვენ არაფერს იყენებთ, – იმავე ტონით
88
განაგრძო ადვოკატმა, – ის მაინც თუ იცავს რამით თავს? თუკი
გეუბნებათ, ვიცავო, ხართ ამაში დარწმუნებული? ხანდახან
ცხოვრებისგან მიწასთან გასწორებულ დამლაგებელ ქალებსაც
შეუძლიათ სიმართლის დამალვა და თავის სასარგებლოდ
სიცრუე. ეგ თქვენი ფაუნია ფარლი რომ უცებ დაფეხმძიმდეს,
მერე სად მიდიხართ? მისი ფიქრიც იმავე გზით შეიძლება
წავიდეს, რა გზითაც ყველა იმ ქალისა, ვინც დაუკანონებელი
კავშირის შედეგად მას მერე ფეხმძიმდებიან სინდისის
უქენჯნელად, რაც ჯიმ მორისონმა და ჯგუფმა «დორსმა»
ამგვარი კავშირების პირმშოებს სირცხვილის ლაქა მოაშორეს.
რაც
უნდა
საპირისპირო
მიმტკიცოთ,
ვერაფრით
დამარწმუნებთ, რომ ფაუნიას თეორიულად მაინც არ შეიძლება
სახელოვანი პროფესორისგან შვილის გაჩენის სურვილი
გაუჩნდეს. ქალს, რომელმაც შვილები ხელმოცარულ გიჟს
გაუჩინა, თქვენისთანა კანდიდატურა ახდენილ ოცნებადაც
მოეჩვენება. და თუკი ამ ყველაფრის შემდეგ შავი სამუშაო
მოჰბეზრდება, ან უკეთ რომ ვთქვათ, შეწყვეტს მუშაობას,
ჰუმანური სასამართლო უყოყმანოდ დაგავალდებულებთ არა
მარტო მისი ბავშვის, ანუ თქვენი ბავშვის, არამედ მარტოხელა
დედის რჩენასაც. მე, რასაკვირველია, მზად ვიქნები,
სასამართლოზე თქვენი ინტერესები დავიცვა და მოხარულიც
დავრჩები, თუკი თქვენი პენსიის ნახევრით შემოიფარგლება
ალიმენტის ოდენობა. ყველაფერს ვიზამ, რომ ოთხმოცი წლის
ასაკისთვის საბანკო ანგარიშზე პურის ფული მაინც დაგრჩეთ.
ქოულმენ, ყური მიგდეთ: საძაგელი ამბავი ტრიალებს თქვენს
თავს. ყოველმხრივ საძაგელი! ჰედონიზმში კონსულტანტს
იქნებ სხვა რამე ერჩია თქვენთვის, მაგრამ მე იურიდიული
მრჩეველი ვარ და არ ძალმიძს, არ გითხრათ, რაოდენ
ამაზრზენია მთელი ეს ისტორია. თქვენს ადგილას რომ ვიყო,
ქვეყნიერებაზე გულმოსულ ლესთერ ფარლის წინ არ
გადავეღობებოდი. პირიქით, ფაუნიას ხელს დავუქნევდი და ამ
ორომტრიალიდან უვნებლად გამოსვლას ვიჩქარებდი.
როგორც კი ყველაფერი პირში უთხრა, რაც კი საჭიროდ
მიაჩნდა, პრიალაზედაპირიანი მაგიდიდან წამოდგა, რომელზეც
განგებ არაფერი ეწყო, არც საქაღალდე, არც რაიმე დოკუმენტი,
მხოლოდ ჩარჩოში ჩასმული ფოტოები – ერთზე პროფესორის
მეუღლე იყო გამოსახული, მეორეზე – შვილები. მაგიდის
ზედაპირი შეუბღალაობის იდეას, სუფთა დაფის იდეას
გამოხატავდა და ქოულმენს მიანიშნებდა, რომ გზას ამ
89
ახალგაზრდა, ზედმეტად სუფთა ადამიანისაკენ ვერავითარი
უწესრიგობა, ვერავითარი ხასიათის სისუსტე ან მსჯელობის
უკიდურესობა, ქმედებათა იმპულსურობა ან უნებლიე
შეცდომის შესაძლებლობა ვერ გადაღობავდა. გალაქული
მაგიდის ზედაპირი თითქოს ამტკიცებდა, რომ ვერავითარი
ავად თუ კარგად დაფარული ვითარება პროფესიული
წარმატების მიღწევასა და ბურჟუაზიულ განვითარებაში ხელს
ვერ შეუშლიდა. ნელსონ ფრაიმუსის ცხოვრებაში არასოდეს
იქნებიან არც «მოჩვენებები», არც ფაუნია და ლესთერი, არც
მარკი და მოღალატე ლიზა. ფრაიმუსს მკაფიოდ ჰქონდა
ზღვარი გავლებული და ამ ზღვარზე არავითარ უსუფთაობასა
და ბიწიერებას არ გადმოუშვებდა. ნუთუ თავის დროზე
ქოულმენმა არ გაავლო ასეთივე ზღვარი? განა ის კი ნაკლებ
სიფხიზლეს იჩენდა წესიერი ცხოვრებით და მხოლოდ
კანონიერი მიზნებისკენ მისწრაფებით? განა ნაკლებად
თავდაჯერებული მიუყვებოდა თავის ურღვევ პრინციპებს? ან
ქედმაღლობა აკლდა? ნუთუ ასეთივე სიმტკიცით არ შეუტია
ძველ გვარდიას პირველი ასი დღის განმავლობაში, როდესაც
რობერთსის მარჯვენა ხელი გახდა? ნუთუ სხვაგვარად
აცოფებდა მათ და მერე სხვანაირად უთითებდა კარისკენ?
ნუთუ ასევე შეუბრალებლად თავდაჯერებული არ იყო? ასე
იყო თუ ისე, ერთმა სიტყვამ იკმარა, რომ ყველაფერი
დასრულებულიყო. მართალია, ეს სიტყვა ინგლისურ ენაში არც
ყველაზე შეურაცხმყოფელი, არც ყველაზე გამაღიზიანებელწამქეზებელი და საშინელი იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა,
რომ მხცოვანი პროფესორი საჯაროდ გამოეჭენებინათ, სახალხო
გაეხადათ და მისი ავკაცობა განსჯის საგნად ექციათ.
ადვოკატი არ მორიდებია ხანში შესული კლიენტისთვის პირში
მიეხალა სათქმელი, თან სარკასტული ტონიც არ დაუფარავს
სიტყვებში. გაკრიალებულ მაგიდას შემოუარა და არა მხოლოდ
კარამდე მიაცილა ქოულმენი, არამედ კიბეზეც კი ჩაჰყვა და
მზიან ქუჩაზე გავიდა. თავისი მეუღლის, ბეთის, გულისათვის
ფრაიმუსმა საჭიროდ მიიჩნია, ქოულმენისათვის ხისტად და
დაბეჯითებით ეთქვა ყველაფერი, რაც აუცილებლად მიაჩნდა,
რარიგ სასტიკადაც უნდა მოსჩვენებოდა მოხუც პროფესორს,
ოღონდ კი მისივე აწ უკვე სანახევროდ გამქრალი პრესტიჟი
განადგურებისგან ეხსნა. «მოჩვენებებთან» დაკავშირებულმა
ისტორიამ, რომელიც მისი მეუღლის უდროო სიკვდილს
უძღოდა წინ, იმდენად იმოქმედა დეკან სილქზე, რომ ახლაც
90
კი, პენსიაზე ნაჩქარევად გასვლიდან მეორე წლისთავზე, როცა
საავდრო ღრუბლები თითქმის გაფანტულია, ჯერაც კი არ
შესწევს უნარი, შეიგნოს თავისი საქციელი და, როგორც
იტყვიან, წინ გაიხედოს. ფრაიმუსს ისეთი განცდა დაეუფლა,
თითქოს ქოულმენს ის არ ჰყოფნიდა, რაც გადაიტანა, თითქოს
ღმერთი ისე განარისხა, რომ ზეციერმა სიჯიუტით დასაჯა,
რომლითაც ასე უდრეკად მიიწევდა წინ და კიდევ უფრო
ღრმად ითხრიდა სამარეს. ოდესღაც თავის ვიწრო წრეში
ავტორიტეტითაც კი სარგებლობდა, მაგრამ დღესდღეობით
თავს
არა
მარტო
დელფინა
რუსა
და
ლესთერ
ფარლისთანებისგან ვეღარ იცავდა, არამედ ელემენტარულ
ცდუნებასაც ვერ უმკლავდებოდა და ამით თითქოს
დაკარგული
მხურვალე
მამაკაცურობის
კომპენსირებას
ახდენდა. ქოულმენის რეაქციით ფრაიმუსი მიხვდა, რომ
«ვიაგრას» ხსენებით გაარტყა. კიდევ ერთი ხიფათის წინაშე
მდგარაო, – გაიფიქრა ქიმიურ საშუალებაზე ვექილმა, – კრეკის
მოწევაც კი, ალბათ, ნაკლებ ზიანს მოუტანდაო.
ქუჩაში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
– ქოულმენ, – მიმართა ფრაიმუსმა, რომელმაც დილითვე
უთხრა თავის ცოლს, დღეს ქოულმენ სილქს ველოდებიო, მან
კი პროფესორის პენსიაზე გასვლის გამო მწუხარება გამოხატა
და უთხრა, ნეტავ იცოდე, როგორ მეზიზღება დელფინა რუ,
«მოჩვენებების» საქმეში ასე ცუდად რომ ჩაერიაო, – ფაუნია
ფარლი თქვენი წრის ქალი არ არის. წუხელ მისი ჭეშმარიტი
სამყარო იხილეთ, ანუ ის სამყარო, რომელმაც ასეთად
ჩამოაყალიბა და გათელა და რომელსაც, თქვენთვის კარგად
ნაცნობ მიზეზთა გამო, ვერასოდეს დააღწევს თავს. შესაძლოა,
წუხანდელ ინციდენტზე ბევრად უარესიც მოხდეს. თქვენ უკვე
იმ სამყაროში როდი იბრძვით, სადაც თანამდებობიდან
მოგხსნეს, რათა რომელიმე თავისიანი დაენიშნათ. თქვენ
ეგალიტურ[10] ელიტას კი არ ებრძვით, რომლებიც მაღალ
იდეალებზე საუბრით ნიღბავენ თავიანთ ამბიციებს. თქვენ იმ
სამყაროში აღმოჩნდით ბრძოლის ველზე, სადაც ბოროტება და
ზიზღი სიტყვიერი რიტორიკის მიღმა არ იმალება. ამ ხალხის
უმთავრესი ცხოვრებისეული გრძნობა ერთი რამეა – ისინი
თავს ნახმარებად და მიგდებულებად გრძნობენ. რაც თქვენ მაგ
თქვენი კოლეჯის წყალობით იწვნიეთ და რასაც გაუძელით,
ისინი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად უძლებენ, თან
ბევრად უარესს...
91
ქოულმენს გამოხედვაში ემჩნეოდა, რომ ფრაიმუსის ლაპარაკი
ყელში
ამოუვიდა.
ადვოკატიც
მიხვდა,
რომ
უნდა
გაჩუმებულიყო. პენსიაზე გასული პროფესორი ისედაც საკმაო
ხანს უსმენდა ხმაამოუღებლად, თავშეკავებით, ორმოცი წლით
უმცროს კაცს, რომელიც აშკარა კმაყოფილებით უხსნიდა
წესიერი ცხოვრების წესებს. ქოულმენი ცდილობდა, ბრალი
დაემალა და გულში ფიქრობდა: «თავი რომ კარგად იგრძნონ,
უეჭველად
ჩემზე
უნდა
მოიტანონ
იერიში.
ამით
თავისუფლდებიან». მაგრამ უკვე ქუჩაში გამოსვლისას
სიტყვებისა და აზრების გარჩევა უჭირდა, ის უკვე საკუთარ
პატივაყრილ მდგომარეობას აიგივებდა ოდესღაც პატივცემულ
იმიჯთან. ფრაიმუსი კი სულ არ იყო ვალდებული, კლიენტთან
საუბრისას სატირული ტონი ჰქონოდა. თუკი როგორც
ადვოკატს დამაჯერებელი რჩევის მიცემა სურდა, პირიქით,
ირონიის გაცილებით ნაკლები დოზა უფრო წაადგებოდა
საქმეს. «მაგრამ ფრაიმუსს, ეტყობა, – გაიფიქრა ქოულმენმა, –
თავში აქვს ავარდნილი საკუთარი იმიჯი, მხოლოდ
წარმატებებისა და წინსვლის იმედი აქვს და ბებრუხანა
იდიოტს დამცინავადაც კი უყურებს, რომელსაც თითო აბი
«ვიაგრა» ათ დოლარად უყიდია», – ეს უკვე ზღვარს
გადაცილების ტოლფასი იყო.
– გრძელსიტყვაობის ნამდვილი ოსტატი ყოფილხართ, ნელსონ.
როგორი სიმსუბუქით, სისადავით წარმოთქვამთ უგრძეს და
ურთულეს წინადადებებს. და რაოდენი ზიზღი გამოსჭვივის ამ
წინადადებებიდან ყველა იმ ადამიანური პრობლემების
მიმართ, რასაც თავად არასდროს შესჩეხებიხართ.
ქოულმენს სურვილი მოეძალა, იურისტისთვის ქეჩოში წაევლო
ხელი და «თოლბოთსის» ვიტრინისთვის შეეხეთქებინა ეს
ნაბიჭვარი. ამის მაგივრად თავი დაიოკა და შეძლებისდაგვარად
დავარცხნილ-დალაგებული ტონით მიმართა:
– ამიერიდან აღარც თქვენი ზეთვითკმაყოფილი ხმის გაგონება
მინდა და აღარც თქვენი ნაბიჭვრული, თავმომწონე
ლილისფერ-თეთრი სიფათის დანახვა.
– ლილისფერ-თეთრიო, ასე მითხრა, – უთხრა საღამოს
ფრაიმუსმა ცოლს, როცა იმდღევანდელ ამბავს უყვებოდა, –
ნეტავ ეს ლილისფერ-თეთრი საიდანღა მოიტანა? მესმის, რომ
იმ დროს ადამიანის სიტყვაზე დაჭერა არ ღირს, როდესაც
ჰგონია, რომ ამცირებენ, მაგრამ მე ხომ შეურაცხყოფის მიყენება
92
არც მიფიქრია. ან რაში მაწყობდა? საქმე ხომ ისედაც შავად აქვს.
ბერიკაცს ორიენტაცია აერია და მე მხოლოდ გზის ჩვენება
მინდოდა. სადაცაა თავის შეცდომას დიდ უბედურებად
გადაიქცევს და მხოლოდ მისი შეჩერება მინდოდა. ან
შეგონებაც... რაც მან თავდასხმად აღიქვა, იყო უშედეგო
მცდელობა
მასთან
გამოლაპარაკებისა
და
მასზე
შთაბეჭდილების მოხდენისა. არ გამოვიდა, ბეთ, სრული კრახი
მივიღეთ.
იქნებ
მისი
გავლენის
ქვეშაც
მოვექეცი.
მძიმეწონოსანი არ ეთქმის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ადამიანია.
როდესაც გავლენიანი დეკანი იყო, მაშინ არც ვიცნობდი.
მაშინღა გავიცანი, იმ შარში რომ ჰქონდა თავი გაყოფილი,
მაგრამ ძალა მაინც გამოსჭვიოდა მისგან. გასაგებია, რატომაც
ემორჩილებოდა ხალხი. როდესაც წინ მიზის ხოლმე, ვგრძნობ,
რომ პიროვნებაა ჩემ წინაშე. ისე, ჯერ ადამიანურად ვერც
გავრკვეულვარ, რა ხდება. იოლი არ არის, ადამიანის შინაგანი
სამყაროს დანახვა, როცა სულ რამდენჯერმე გყავს ნანახი.
იქნებ
ჩემი
სიჩლუნგის
ბრალია.
ახალბედებისათვის
დამახასიათებელი ყველა შეცდომა კი დავუშვი უკვე.
ფსიქოპათოლოგია, «ვიაგრა», «დორზი», ნორმან ო. ბრაუნი.
კონტრაცეფცია,
შიდსი...
მოკლედ,
ყოვლისმცოდნედ
გამოვიყვანე თავი. განსაკუთრებით ჩემს დაბადებამდელი
მოვლენების მცოდნედ. მისი პროვოცირება გამომივიდა, არადა,
წესითა და რიგით, საქმიანად, მიუკერძოებლად და
ლაკონიურად უნდა მელაპარაკა. დახმარება მინდოდა, მაგრამ
შეურაცხყოფა,
ანუ
წყენინება
კი
გამომივიდა.
არა,
გამწარებულმა რომ შემომიტია, ეგ კი არ მწყინს. უბრალოდ, ის
ვერ გამიგია, რაღა მაინცდამაინც თეთრი მითხრა?
ქოულმენი უკვე ორი წელი იქნებოდა, რაც «ათინას» კამპუსში
აღარ იყო ნამყოფი და საერთოდ დაბაშიც იშვიათად თუ
ჩავიდოდა. უკვე აღარ გრძნობდა სიძულვილს კოლეჯის ყველა
პედაგოგისადმი – უბრალოდ, შიშობდა, ვაითუ, საუბრისას ან
გულისტკივილი შემეტყოს, ან ამ ტკივილის დაფარვას რომ
ვცდილობო, რადგან ნებისმიერი, სრულიად უწყინარი საუბრის
დროსაც კი შეიძლებოდა, თავისებური ხისტი და მკაფიო
საუბრის მანერით გაეთქვა ხვაშიადი და ისევ ზურგშექცეული
და შეურაცხყოფილი პროფესორის სატკივარზე დაეწყო
ჭიკჭიკი. პენსიაზე გასვლიდან რამდენიმე დღეში ბლექუელის
ბანკსა და სუპერმარკეტში გახსნა ანგარიშები, – ერთ პატარა,
მდინარისპირა სამრეწველო დაბაში, ათინადან თვრამეტი
93
მილით რომ იყო დაშორებული და სულს ღაფავდა – იქაურ
ბიბლიოთეკაშიც
კი
ჩაეწერა,
რომლის
წიგნთსაცავიც
მეტისმეტად მწირი აღმოჩნდა და «ათინას» სტელაჟებს
ვერაფრით შეედრებოდა. გარდა ამისა, ჩაეწერა ადგილობრივი
ახალგაზრდული ასოციაციის სპორტკომპლექსშიც და იმის
მაგივრად, კოლეჯის აუზში ეცურავა და იქვე სპორტდარბაზში
ევარჯიშა, როგორც მთელი ოცდაათი წელი იქცეოდა, ახლა
კვირაში ორჯერ არცთუ სახიერ ბლექუელის აუზზე დადიოდა
და ზოგჯერ მეორე სართულზე, ერთ უბადრუკ სავარჯიშო
დარბაზსაც აკითხავდა, სადაც ჯერ კიდევ ასპირანტობის
დროიდან ჰქონდა დაწყებული – ცხადია, ბევრად უფრო ნელი
ტემპით, ვიდრე ორმოციანებში, – ჩქაროსნულ «მსხალთან»
მუშაობა, ზოგჯერ კი მძიმე «მსხალთანაც» ივარჯიშებდა
კუნთებს. ბლექუელამდე ორჯერ მეტი გზა იყო, ვიდრე
ათინამდე, სამაგიეროდ, გაცილებით ნაკლები იყო კოლეგის
გადაწყდომის ალბათობა, ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმე
ნაცნობსაც შეეჩეხებოდა, უხმოდ თავის დაკვრა და გავლა აქ
ბევრად იოლი იყო, ვიდრე ათინაში, სადაც ყოველი საგზაო
ნიშანი, ყოველი სკამი, ყოველი ხე, მოედანზე ყოველი ძეგლი
ქოულმენს
იმ
დროს
ახსენებდა,
სანამ
რასისტად
გამოაცხადებდნენ და ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა.
მაშინ მოედნის მეორე მხარეს მაღაზიათა ქსელი არ იყო. სანამ
დეკანად მუშაობდა, კოლეჯში ათასი ჯურის ხალხი მიიზიდა, –
ახალი მუშაკები, სტუდენტები, სტუდენტების მშობლებიც
ჩამოდიოდნენ ქალაქში. ასე რომ, არა მარტო კოლეჯი, არამედ
მთელი ქალაქი გამოაცოცხლა. მას მერე ბევრ წყალს ჩაევლო,
რაც ქოულმენმა მოგვიანებით გააცნობიერა. საუკუნეს
მიტანებული ანტიკვარული მაღაზია, უვარგისი რესტორანი,
სპირტიანი
სასმელების
ერთი
უბადრუკი,
სოფლური
სამიკიტნო,
დაფხავებული
საგალანტერიო,
წიგნის
დახლცარიელი
მაღაზია,
უგემოვნოდ
გაფორმებული
კაფეტერია, ჩაბნელებული აფთიაქი, უბადრუკი ტავერნა,
უგაზეთო საგაზეთო ჯიხური და ენიგმური «ჯადოსნური
მაღაზია» უკვალოდ გამქრალიყო და გზა დაეთმო იმ
დაწესებულებებისთვის, სადაც ადამიანი ნორმალურ საკვებსაც
მიირთმევდა,
ნამდვილ
ყავასაც
დალევდა,
რეცეპტში
მითითებულ მედიკამენტსაც იოლად მიიღებდა, კარგ ღვინოსაც
შეიძენდა და წიგნების განყოფილებაშიც ნახავდა რამეს, არა
მხოლოდ ბერქშირ-ჰილის გზამკვლევს; ტანსაცმლის ყიდვაც
შეიძლებოდა უკვე, განსხვავებით წინანდლისგან, როცა
94
მხოლოდ თბილ საცვლებს თუ შეიძენდა სუსხიანი
ზამთრისთვის. «ხარისხის რევოლუცია», რომელსაც თავის
დროზე მასაც უმადლოდნენ კოლეჯის პედკოლექტივსა და
სასწავლო
პროგრამების
გადახალისებაში
შეტანილი
წვლილისთვის, ახლა დაბის, გნებავთ, ქალაქის, მთავარ
ქუჩასაც დასტყობოდა. ამან უფრო მეტად გაუძლიერა
განდეგილობისგან მოგვრილი ტკივილის შეგრძნება.
ახლა, უკვე ორი წლის შემდეგ, მას არა იმდენად ისინი
აღელვებდნენ, – აბა, «ათინაში» დელფინა რუს მეტს ვიღას
აინტერესებდა «მოჩვენებების» ირგვლივ ატეხილი სკანდალი, –
რამდენადაც თავისი ოდნავ ჩამქრალი, ოდნავ ჩაყუჩებული
ვარამისგან მოგვრილი დაღლილობა; ათინას ცენტრალურ
ქუჩაზე მდგარი საკუთარი თავისადმი უფრო მეტ ზიზღს
გრძნობდა, ვიდრე მათდამი, ვინც გულგრილობის, სილაჩრის ან
პატივმოყვარეობის გამო არ ცნო საჭიროდ, მის დასაცავად ერთი
სიტყვა მაინც დაესველებინა. სამეცნიერო ხარისხის მქონე
განათლებულ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე თვითონ
აიყვანა სამსახურში, რადგან მიაჩნდა, რომ საღად და
დამოუკიდებლად აზროვნებდნენ, ოდნავადაც არ უცდიათ, მის
წინააღმდეგ
წამოყენებულ
აბსურდულ
ბრალდებაზე
საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ და გონივრული დასკვნა
გამოეტანათ. სიტყვა «რასისტმა» ათინა-კოლეჯში უეცრად
ემოციურ-ფეთქებადი ხასიათი შეიძინა, ამ ემოციურობამ კი
პედაგოგიურ დოსიეებსა და მომავალ დაწინაურებებზე
ზრუნვასთან ტანდემში მთელი კოლეჯი დაიმორჩილა.
საკმარისი იყო, სიტყვა «რასისტი» ოფიციალური ტონით
თქმულიყო, რომ ყველა პოტენციური მოკავშირე უკვე
შესაძრომს ეძებდა დასამალად.
ხომ არ მისულიყო კამპუსამდე? მაინც ზაფხულია, უმეტესობას
არდადეგები აქვს. «ათინაში» ორმოცი წლის ღვაწლმოსილი, იმ
ყოველივეს შემდეგ, რაც მან გააკეთა, რომ აქ მოხვედრილიყო,
რატომაც არ უნდა შესულიყო? ისე, უნდა იფრთხილოს, თორემ
ჯერ «მოჩვენებები» დასტყუეს, მერე «ლილისფერ-თეთრი»
ათქმევინეს, ღმერთმა უწყის, კიდევ რას დააცდენინებენ? ერთი
მცდარი სიტყვა და ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგება. ერთი
კინკილა სიტყვაა საკმარისი და ნებისმიერს ჩამოეხსნება
ნიღაბი, გინდ მართებულადაც იყოს ნათქვამი, უდროოდ თუ
ითქვა, მორჩა და გათავდა.
95
მეათასეჯერ გავიმეორებ: «მოჩვენებები» ვთქვი, რადგან ასე
მინდოდა, მეთქვა. მამაჩემი ბარის მეპატრონე იყო და სულ
მაძალებდა ხოლმე, გასაგებად და მკაფიოდ ილაპარაკეო, ჰოდა,
მის რჩევას ვითვალისწინებ. სიტყვას თავისი აზრი და
მნიშვნელობა აქვსო, – იტყოდა ხოლმე მამაჩემი, რადგან
ძალიან კარგად ესმოდა სიტყვის ძალა. ბარის დახლს იქით ორი
რამ ჰქონდა შენახული, რაც კლიენტებთან უსიამოვნების
დროს ეხმარებოდა – ხელკეტი და განმარტებითი ლექსიკონი.
ჩემი
საუკეთესო
მეგობარიაო,
მეუბნებოდა
ხოლმე
ლექსიკონზე და სრულიად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას.
თუკი ამ ლექსიკონს გადავშლით, საინტერესოა, რას
აღმოვაჩენთ იმ სიტყვის განსამარტავად, რაც მე არ შემარჩინეს:
მნიშვნელობა პირველი. 1. (სალ.) მოჩვენება, მოლანდება,
ლანდი, აჩრდილი.
თუმცა კი სულ სხვაგვარად აღიქვეს. დეკანო სილქ, ნება
მომეცით მეორე სალექსიკონო მნიშვნელობაც გაგაცნოთ:
(დამამც.) ზანგი. სწორედ ასე აღიქვეს ეს სიტყვა და ამაში
ლოგიკაც არის: «იქნებ რომელიმე თქვენგანი იცნობდეს მათ?»
ეს კი ვიკითხე, მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია კი მისცეს:
«ზანგები ხომ არ არიან, რომელთაც არავინ იცნობს და არც
ცნობა სურთ?»
უკაცრავად, მაგრამ იმის თქმა რომ მნდომებოდა, იცნობთ თუ
არა რომელიმე იმ ზანგის გოგოებს-მეთქი, სწორედ ამგვარად
ვიკითხავდი და არა სხვაგვარად. დიახ, სწორედ ამგვარად. კი
მაგრამ, როგორ უნდა მივხვედრილიყავი, რომ შავკანიანები
იქნებოდნენ, როდესაც თვალით არ მყავდა არც ერთი ნანახი და
მხოლოდ მათი გვარ-სახელები ვიცოდი ჟურნალიდან. მხოლოდ
ერთი ვიცოდი, რომ უხილავები, უჩინმაჩინები იყვნენ და
ამიტომაც ვუწოდე «მოჩვენებები», ანუ ამ სიტყვის პირველადი
მნიშვნელობით. მოდი, ახლა ზედსართავ სახელზე გადავიდეთ,
რომელიც არსებითს მოსდევს და ამავე სიტყვიდან არის
ნაწარმოები – «მოჩვენებითი», რაც სალაპარაკო და სახუმარო
მნიშვნელობითაც იხმარება და პრინციპში ბავშვობიდან ყველამ
ვიცით. მნიშვნელობა: 1. ის, რაც ჩანს, მაგრამ რეალურად არ
არის; 2. მოჩვენებისმაგვარი; აქვს სხვა მნიშვნელობაც, თუ
ვიხმართ სიტყვა «მოჩვენებისმაგვარს»: 1. შიშის მომგვრელი,
საშინელი. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ამ სიტყვას მოეძებნება
ფორმა «მოჩვენებებიანი», რომელსაც ინგლისურ ენაში
მფრთხალი ცხენის მიმართ ვიყენებთ. დიახ, დიახ, სწორედ
96
ცხენების მიმართ. მოდი ახლა და, სხვა რამეშიც დამდეთ
ბრალი,
გამოდის,
აკადემიურად
ჩამორჩენილი
სტუდენტებისთვის ცხენები, ანუ ფაშატები და ჭაკები
მიწოდებია. ასე არ არის? რატომაც არა. თუკი ასე ვმსჯელობთ,
ბოლომდე ასე განვაგრძოთ.
უკანასკნელი თვალის შევლება «ათინაზე» და თავის მოჭრაც
სრულ სახეს შეიძენს.
***
«სილქი სილქ». აბრეშუმის სილქი.[11] ასე, ორმოცდაათზე მეტი
წლის წინ ეძახდნენ ხოლმე ქოულმენს და ახლა ლამის
გულისფანცქალით მოელოდა, რომ ვინმე «გაუმარჯოს,
სილქიო!» წინ გადაუდგებოდა. თითქოს ათინას მთავარ ქუჩას
კი არ კვეთდა პენსიაზე გასვლის შემდეგ პირველად, რათა
კამპუსისკენ მიმავალ ბორცვზე ასულიყო, არამედ ისევ ისთორინჯის
მთავარ
პროსპექტზე,
სენთრალ-ავენიუზე,
მიაბიჯებდა სკოლიდან გამოსული დაიკო ერნესტინთან
ერთად და ისევ იმ ტუტუცურ ამბავს ისმენდა, გოგონამ
უნებლიეთ რომ მოჰკრა ყური საღამოს პირზე, როდესაც მათ
ნიუარკში მდებარე დედამისის საავადმყოფოდან ცნობილი
ებრაელი ქირურგი ფენსტერმანი ეწვიათ. ქოულმენი იმ დროს
სპორტდარბაზში ყოფილა და მძლეოსანთა ჯგუფთან ერთად
ვარჯიშობდა თურმე, თავად ერნესტინი კი სამზარეულოში
მჯდარა
გაკვეთილების
მოსამზადებლად,
როდესაც
ფენსტერმანის საუბარი მოუსმენია სასტუმრო ოთახიდან.
დოქტორი ფენსტერმანი მის მშობლებს ეუბნებოდა თურმე,
რატომ იყო მნიშვნელოვანი მისთვის და მისი მეუღლისთვის,
რომ მათი ვაჟი ბერთრამი კლასში ფრიადოსანი ყოფილიყო.
როგორც სილქებისთვის
ცნობილია, კლასში პირველი
ქოულმენია, ბერთრამი კი მეორე ადგილს სჯერდება მხოლოდ
ერთი ქულის ნაკლებობით. გამოსაშვები კლასის ლიდერებს
ერთმანეთს შეფასება «კარგი» აშორებს, რომელიც ბერთრამმა
შარშანდელ სემესტრში ფიზიკაში სრულიად უსამართლოდ
მიიღო, რადგან «ფრიადს» იმსახურებდა. ბერთს, როგორც
მისტერ და მისის სილქებს დოქტორმა ფენსტერმანმა აუხსნა,
მამის კვალს უნდა გაჰყვეს და ექიმი გამოვიდეს, ამიტომაცაა,
რომ ფრიადზე სწავლა არა მარტო კოლეჯში სჭირდება, არამედ
97
ფრიადოსნობა დაწყებითი კლასიდანაც კი ევალება. იციან
ნეტავ სილქებმა, რომ დისკრიმინაციული კვოტები არსებობს,
რომელთა მიზანიცაა ებრაელების სამედიცინო ფაკულტეტზე
არდაშვება? განსაკუთრებით კი ჰარვარდისა და იელის
უნივერსიტეტებში, სადაც ბერთს რომ სწავლის საშუალება
მიეცემოდეს, უეჭველად გაიბრწყინებდა, რაშიც დოქტორი და
მისი მეუღლე ღრმად არიან დარწმუნებული. სამედიცინოზე
ებრაელთათვის მიზერული კვოტების გამო თავად დოქტორ
ფენსტერმანსაც კი მოუწია ალაბამაში სასწავლებლად წასვლამ,
სადაც საკუთარი თვალით იხილა, რა დღეში იყვნენ
შავკანიანები. არა, დოქტორ ფენსტერმანს ესმის, რომ
ცრურწმენები და წინასწარგანწყობები უნივერსიტეტებში
შავკანიანებისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ებრაელებისადმი.
კარგად ესმის, რამხელა წინაღობების გადალახვა მოუწევდა
თავად სილქების ოჯახს, რომ განათლებულ ზანგურ ოჯახად
ქცეულიყო. ისიც იცის, რამხელა სირთულის გადატანა
მოუწევდა მისტერ სილქს, როდესაც დიდი დეპრესიის დროს
მისი ოპტიკა დაიხურა და კაცი გაკოტრდა. იცის, რომ მისტერ
სილქიც მასავით კოლეჯდამთავრებულია. ხვდება, რომ
სტიუარდის პოსტი რკინიგზაზე (სწორედ სტიუარდი თქვა და
არა ოფიციანტი) არასგზით არ შეეფერება მის პროფესიულ
შესაძლებლობებს. მისის სილქსაც, ცხადია, კარგად იცნობს
სამედიცინო
სფეროში
თანამშრომლობიდან.
გონებით,
ცოდნით, საიმედოობით, როგორც დოქტორ ფენსტერმანს
მიაჩნდა, ქალბატონი სილქი ყველა ექთანს აღემატებოდა, მათ
შორის, ექთანების უფროსსაც. მისი აზრით, გლედის სილქი
უკვე კარგა ხანია ღირსია, ქირურგიულ განყოფილებაში
ექთანების უფროსად დაინიშნოს. ერთ-ერთი დაპირება, რაც
დოქტორ ფენსტერმანს შეუძლია სილქებს მისცეს, ის არის, რომ
მთელ თავის გავლენას გამოიყენებს, რათა ნუნანის,
იმჟამინდელი ექთანების უფროსის, პენსიაზე გასვლის შემდეგ
ეს ადგილი მისის სილქს დაუთმოს. გარდა ამისა, დოქტორი
მზად იყო, სილქებს დაუბრუნებელი ვალის სახით სამი ათასი
დოლარით შესწეოდა, რომელსაც მაშინვე მიიღებდნენ, როგორც
კი ქოულმენი კოლეჯში ჩაირიცხებოდა, რადგან სწავლა,
ბუნებრივია, ოჯახისგან დამატებით ხარჯს მოითხოვს.
სამაგიეროდ კი სულ ცოტა რამეს ითხოვდა ფენსტერმანი:
იქნებ ქოულმენს მეორეადგილოსნად დაემთავრებინა სკოლა,
ის ხომ მაინც ყველაზე თვალსაჩინო მოსწავლე იქნებოდა არა
მხოლოდ 1944 წლის გამოშვებაში, არამედ მთელი წლებით.
98
ცხადზე უცხადესია, ამ ქულებით ქოულმენი ოლქის, შტატისაც
კი, ყველაზე სახელოვანი შავკანიანი სკოლადამთავრებული
გახდება და ჰაუარდის უნივერსიტეტში[12] მოხვედრაში ხელს
არაფერი შეუშლის, ან რაღა მნიშვნელობა ექნება, პირველი
იქნება თუ მეორე. ამისთანა წარმატების მქონეს რა სირთულე
უნდა შეხვდეს. ქოულმენი არაფერს დაკარგავს, ოჯახი კი
ბავშვებისათვის განათლების მისაცემად სამი ათას დოლარს
მიიღებს. მეტიც, დოქტორ ფენსტერმანის ხელშეწყობით
გლედის სილქი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ნიუარკში
პირველი შავკანიანი მედდების უფროსი გახდება. თავად
ქოულმენს კი რა მოეთხოვება: აირჩიოს რომელიმე ორი საგანი,
რომლებშიც შედარებით სუსტადაა მომზადებული და
«ფრიადის» მაგივრად «კარგი» მიიღოს გამოსაშვებ გამოცდაზე.
ბერთის დავალება კი ის იქნება, რომ ყველა საგანში მიიღოს
«ფრიადი», რაც უკვე, ცხადია, მასზეა დამოკიდებული. მაგრამ
თუკი ბერთი მაინც წაიფორხილებს და ქოულმენს ჩამორჩება,
ან თუნდაც თანაბარი შეფასებით დაამთავრონ სკოლა,
დოქტორ ფენსტერმანის წინადადება მაინც ძალაში დარჩება.
რასაკვირველია, შეთანხმება საიდუმლოდ უნდა დარჩეს ყველა
მონაწილეს შორის.
ქოულმენი ისე აღაფრთოვანა მოსმენილმა, რომ ერნესტინს
ხელი
გაუშვა
და
სენთრალ-ავენიუზე
ევერგრინამდე
სირბილით დაეშვა, მერე კი სირბილითვე მობრუნდა
აქოშინებული და ხმამაღლა იკითხა:
– ნეტავ რომელ საგანში ვარ სუსტი?
თითქოს დოქტორ ფენსტერმანს ქოულმენისთვის ზოგიერთ
საგანში მართლა ჩამორჩენა აღმოეჩინოს და ზერელედ ეთქვას
ეს სიტყვები.
– ერნ, მათ რაღა უპასუხეს? მამამ რა თქვა?
– არ ვიცი. ხმადაბლა საუბრობდნენ და ვერ გავარჩიე.
– დედამ?
– ვერც დედიკოს პასუხი გავიგონე. მაგრამ დოქტორის წასვლის
შემდეგ რაც თქვეს, ყველაფერი მოვისმინე.
– რაო, რა თქვეს?
– მამამ თქვა, მისი მოკვლა მომინდაო.
99
– მართლა?
– გეფიცები.
– დედამ რაღა თქვა?
– ენას კბილი დავაჭირეო, ასე თქვა. ზუსტად მახსოვს.
– მაგრამ რა უპასუხეს, ეგ რომ გაგეგონა...
– ეგ ვერ გავიგონე.
– ერთი რამ ზუსტად ვიცი – ამას არ ვიზამ.
– აბა, რა, არც უნდა ქნა.
– მამა რომ დათანხმდეს?
– გაგიჟდი?
– ერნი, მამა სამი ათას დოლარს წელიწადში ვერ შოულობს. არ
გინდა ამხელა ფულზე უარის თქმა?
წარმოიდგინა, რომ დოქტორი ფენსტერმანი მამამისს
დიდძალი ფულით გავსებულ შეკვრას გადასცემდა, ისევ
აღტაცებამ მოიცვა და ევერგრინამდე ისევ სირბილით გაეშურა,
თან წარმოსახვით წინაღობებს ლახავდა (ის ხომ რამდენიმე
წელიწადი ესექსის ოლქის ჩემპიონი იყო დაბალბარიერიან
სპრინტში თანასკოლელებს შორის, ხოლო ას იარდზე გარბენში
მეორეადგილოსანი გახლდათ). მორიგი ტრიუმფი – აი, რა
აფიქრებდა.
მორიგი
რეკორდული
ტრიუმფი
დიდი,
შეუდარებელი და ერთადერთი სილქი სილქისა! კლასის
პირველი მოსწავლე, მძლეოსნობის ვარსკვლავი, ჩვიდმეტი
წლის ჭაბუკი – ეს ყველაფერი მისთვის იმდენადვე იყო
მნიშვნელოვანი,
რამდენადაც
სხვა
ნებისმიერისათვის
იქნებოდა, მან თავისი მნიშვნელობა იგრძნო. უფრო დიდი
სურათი მაშინ ვერც კი წარმოედგინა.
ისთ-ორინჯში მოსახლეობა თითქმის ერთიანად თეთრკანიანი
იყო (ორინჯის მიდამოებთან, ნიუარკის საქალაქო ოლქთან
ახლოს, ღარიბი იტალიელები ბინადრობდნენ, ხოლო უფსალასთრითსა და საუთ-ჰარისონ-სთრითის უბნებში მდებარე დიდ
სახლებში საეპისკოპოსო ეკლესიის მდიდარი მრევლი
ცხოვრობდა), ებრაელები ზანგებზე ნაკლებნი იყვნენ, თუმცა
სწორედ ისინი, დიდპატარიანად, ქოულმენისთვის ინტერესის
100
ობიექტად იქცნენ სკოლისგარე ცხოვრებაში. ჯერ დოქტორი
ჩიზნერით დაიწყო, რომელმაც კინაღამ იშვილა კიდეც
ქოულმენი, როდესაც უკანასკნელი ერთი წლით ადრე მასთან
კრივში ემზადებოდა; მერე ეს დოქტორი ფენსტერმანი
გამოტყვრა. ჩიზნერს კრივი ძალიან უყვარდა, მიუხედავად
იმისა, რომ კბილის ექიმი იყო. ყველა ორთაბრძოლას
ესწრებოდა ხოლმე, სადაც კი რამე ტარდებოდა, – ლორელგარდენსა და მედოუბრუქში ჰუძონის ნიუ-ჯერსის მხარეს,
ნიუ-იორკის მედისონ-სქუერ-გარდენსა და სენთ-ნიქსზე. მასზე
ამბობდნენ, მანამდე შეიძლება გეგონოს, კრივში ვერკვევიო,
სანამ დოქტორ ჩიზნერთან დაჯდები. დაუჯექი, აბა, ცოტა ხნით
გვერდზე და მიხვდები, რომ სხვადასხვა თამაშს უყურებთო.
დოქტორი ესექსის მთელ ოლქში სამოყვარულო ასპარეზობებს
მსაჯობდა ხოლმე, მათ შორის «ოქროს ხელთათმნის» პრიზზე
ნიუარკში. მასთან ებრაელ მშობლებს ისთ-, ოსთ- და უბრალოდ
ორინჯიდან, ასევე მეიფლვუდიდან, ირვინგთონიდან და
ისეთი შორეული ადგილებიდანაც კი მოჰყავდათ თავიანთი
ვაჟები თავდაცვის შესასწავლად, როგორიცაა უიქ-უეიქი
ნიუარკის
სამხრეთ-დასავლეთიდან.
მაგრამ
ქოულმენი
ჩიზნერთან ამის გამო არ მისულა, თავდაცვა უმისოდაც
ეხერხებოდა, – უბრალოდ, მამამისმა გაიგო, უმაღლესი
საფეხურის სკოლაში მეორე კლასიდან მძლეოსნობაში
ვარჯიშის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი
ინიციატივით, ზოგჯერ კვირაში სამჯერაც კი, ქოულმენი ჩუმად
რომ დადიოდა ნიუარკის ქოხმახებით დასახლებულ მორთონსთრითზე, ვაჟთა კლუბში კრივში სავარჯიშოდ. თოთხმეტი
წლისამ დაიწყო, ას თერთმეტი გირვანქის წონისამ, ორორსაათიანი მუშაობა: მოთელვა, სამი რაუნდი სპარინგი,
«მძიმე მსხალი», «სწრაფი მსხალი», სახტუნაო, სხვა
სავარჯიშოები, მერე შინ ბრუნდებოდა და გაკვეთილებს
სწავლობდა. ორჯერ კუპერ ფულემის სპარინგპარტნიორიც კი
იყო, რომელსაც ერთი წლით ადრე ეროვნული ჩემპიონატი
ჰქონდა
მოგებული
ბოსტონში.
ქოულმენის
დედა
საავადმყოფოში ზეგანაკვეთურად მუშაობდა: ხან ცვლანახევარს, ხან ორ ცვლას ზედიზედ, მამამისი კი ვაგონრესტორანში მგზავრებს ემსახურებოდა, როდისღა ეძინა, კაცმა
არ იცის; უფროსი ძმა უოლთი ჯერ კოლეჯში სწავლობდა, მერე
ჯარში წავიდა, ასე რომ, ქოულმენმა ერნესტინს საიდუმლოს
შენახვა დაავალა. შინიდან დაუბრკოლებლად მიდიოდა,
სკოლაში რომ არ ჩამორჩენილიყო და ეჭვი არ აღეძრა,
101
სახელმძღვანელოებს ყველგან დაატარებდა და სწავლობდა,
სადაც კი შეეძლო: თვითმომზადების ოთახში, ღამით საწოლში
თუ ავტობუსებში – ნიუარკამდე და უკან ხომ ორმხრივი გზა
ჰქონდა გასავლელი.
ყველა, ვისაც კი სამოყვარულო კრივით უყვარდა თავის
შექცევა, ნიუარკის ვაჟთა კლუბში დადიოდა, აი, ვინც
იყოჩაღებდა და თავს გამოავლენდა, თან ცამეტიდან თვრამეტ
წლამდეც უნდა ყოფილიყო, თავისივე კბილა ბიჭებს
აჯიბრებდნენ პატერსონის, ჯერსი-სითისა და ბათლერის
კლუბებში
აირონბაუნდის
განყოფილების
პოლიციის
ათლეტთა ლიგიდან და სხვა მისთ. მოზარდების ზღვა
დგებოდა ხოლმე კლუბში; ბიჭები როვეიდან, ლინდენიდან,
ელისაბეთიდან და წარმოიდგინეთ, იმსიშორიდანაც კი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 08
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.