Latin

ადამიანური ლაქა - 03

Total number of words is 3627
Total number of unique words is 2064
29.2 of words are in the 2000 most common words
41.3 of words are in the 5000 most common words
48.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
კითხვა შეწყვიტა, რადგან რადიოში სინატრას სიმღერის
«მოჯადოებული, აღელვებული, შეცბუნებული» პირველი
აკორდები გაისმა.
– უნდა ვიცეკვო, – მითხრა ქოულმენმა, – თქვენ არ გინდათ?
გამეცინა. არა, ეს უკვე ის ცხოვრებაზე გამწარებული,
გაშმაგებული, «მოჩვენებების» დროინდელი განდეგილი როდი
იყო, რომელიც თავად ცხოვრებასაც კი ომში იწვევდა, არა, ეს
სხვა ადამიანიც კი არ იყო. ეს სხვა სული გახლდათ –
ყმაწვილური, თუ გნებავთ. მაშინ სტინას წერილითა და ამ
წერილის მკითხველი, წელზემოთ შიშველი ქოულმენით
მკაფიოდ წარმოვიდგინე, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კაცი
ოდესღაც, – სანამ დეკან-რევოლუციონერი გახდებოდა, სანამ
ანტიკური სიტყვიერების პროფესორი შეიქნებოდა და ბევრად
ადრე, ვიდრე ათინა-კოლეჯის წევრად იწოდებოდა, ის ჭაბუკი
იყო, თან არა მხოლოდ უდრეკი და შეუპოვარი, არამედ
მომხიბლავიც. იოლად აღგზნებადიც იქნებოდა და უწესოც –
რაღაც მოუსვენარ ყმაწვილსა და თხისფეხა პანს შორის, ოღონდ
აპრეხილი ცხვირით. მაგრამ ეს ძველად იყო, დიდი ხნის წინ,
სანამ სერიოზული საკითხები ჩაითრევდა ცხოვრებისეულ
ფერხულში.
– ჯერ წერილი ჩაიკითხეთ, – მივუგე მე, – კიდევ რას წერს?
– ჩემს გაცნობამდე სამი თვით ადრე მინესოტიდან იყო
ჩამოსული. მე კი სულ უბრალოდ ჩავედი მეტროში მარტო და
მასთან ერთად კი ამოვედი. ორმოცდარვა წელს მოხდა ეს
ყველაფერი, – ისევ წერილს ჩახედა, – «არანორმალურად ვიყავი
შენით გატაცებული, მაგრამ მეშინოდა, რომ მეტისმეტად
ახალგაზრდად მიმიჩნევდი, ისიც მაშინებდა, ერთი უბრალო
დასავლეთის
პროვინციიდან
ჩამოსულ
უინტერესო
ქარაფშუტად არ ჩამთვალოს-მეთქი. თანაც შენ იმ დროს ერთ
«ჭკვიან და სიმპათიურ» გოგონას ხვდებოდი, თუმცა კი
მითხარი, არა მგონია, ცოლად შევირთოო. გკითხე, რატომმეთქი? შენი პასუხით, «მეშინია, თავი არ მომაბეზროსო», იმას
მიაღწიე, რომ ნემსის ყუნწში ვძვრებოდი, ოღონდ კი
მომაბეზრებლად არ მოგჩვენებოდი. გეხსომება, ზოგჯერ
ვიკარგებოდი ხოლმე, რომ თვალებში არ ამოგსვლოდი. ეს იყო
და ეს. კმარა. თავი აღარ უნდა მოგაბეზრო მეტად. გპირდები,
მეტს აღარ ვიზამ. ბედნიერებას გისურვებ, დიდ ბედნიერებას.
სინაზით, სტინა».
30
– აჰა, – ვუთხარი მე, – ესეც თქვენი ორმოცდარვა წელი.
– ახლა კი ცეკვა.
– ოღონდ მთლად ყურში ნუ მიმღერებთ.
– ადექით, რაღას უცდით!
ვიფიქრე, მალე ისედაც კისრები მოგვეგრიხება, ჯანდაბას,
წავუცეკვებ-მეთქი და წამოვდექი. მე და ქოულმენმა
ვერანდაზე ფოქსტროტი დავუარეთ. წამყვანი ის იყო, მეც
შეძლებისდაგვარად
მივყვებოდი.
გამახსენდა,
როგორ
შემოიჭრა ჩემს კაბინეტში აირისის დასაფლავების საკითხზე
მოსალაპარაკებლად დამკრძალავ ბიუროში ნამყოფი, როგორი
გაშმაგებული იყო და სრულიად უბოდიშოდ მომთხოვა იმ
უსამართლობაზე დამეწერა, რაც მას შეემთხვა და რასაც მისი
ცოლის დაღუპვა მოჰყვა. მაშინ მეგონა, ამ ადამიანს
ვეღარანაირი ცხოვრებისეული სიკეთე და ხალისი ვეღარ
მოუტანდა თუნდაც მცირეოდენ ბედნიერებას, ისევე როგორც
პროფესიულ კარიერაზე ჰქონდა ხელი ჩაქნეული, რადგან
რეპუტაციაც შელახვოდა და პატივისმცემელი ცოლიც
დაეკარგა. ქოულმენი სწორედ იმ დღეს ვიხილე ასეთი
გამწარებული, როდესაც მისი ცოლის ცხედარი ჯერ კიდევ
თბილი ესვენა, იქნებ ამანაც იმოქმედა, რომ დავთანხმდი და
ცეკვაში ავყევი, თორემ დავჯდებოდი და ირონიულად
მივადევნებდი თვალს მის სოლო ცეკვას. იქნებ სწორედ ეს
გახდა მიზეზი იმისა, რომ მეც ავყევი ცეკვაში... მან ზურგზე
ხელი შემომხვია, მეოცნებე სახით გასრიალდა და მეც გამიყოლა
ვერანდის მოლურჯო ქვიშაქვის იატაკზე.
– იმედია, ვინმე წესრიგის მოხალისე
გამოგვეცხადება უეცრად, – ვთქვი მე.
დამცველი
არ
– მეც იმედი მაქვს, – ღიმნარევად მიპასუხა, – თორემ ვინმემ
თუ მომიტყაპუნა მხარზე ხელი და მითხრა, მეც რომ
შემოგეჭრათო, კარგად გვექნება საქმე...
ცეკვას შევყევით. აშკარად ხორციელი აქ არაფერი ყოფილა,
მაგრამ, რაც უნდა იყოს, ქოულმენი მხოლოდ თხელი შორტების
ამარა იყო, მე კი მის თბილ ზურგზე მედო ხელი, არა, გინდა
ძაღლის ზურგი ყოფილიყო, გინდ ცხენისა, სულერთია, მაგრამ
მაინც რაღაც თვალთმაქცობა იყო. ქვის იატაკზე რომ
დამასრიალებდა, მის საქციელში სანახევროდ ხუმრობა,
31
სანახევროდ კი გულწრფელობა იგრძნობოდა, რომ აღარაფერი
ვთქვათ ყოფითი სიხარულის ჯამბაზურ უაზრობაზე; გარდა
ამისა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რამხელა
ბედნიერებას გრძნობდა იმის გამო, რომ სრულიად
შემთხვევით ჰქონდა მინიჭებული სიცოცხლე, იმ ბავშვივით
ხარობდა, ტუალეტის ქაღალდისა და სავარცხლის კომბინაციით
უმარტივესი მოტივი რომ გამოიყვანა.
ის იყო, დავსხედით, რომ ქოულმენმაც სხვა ქალზე გადაიტანა
სიტყვა:
– იცით, ჩემო ნათან, ერთ ქალთან საქმე მაქვს დაჭერილი.
უფრო ზუსტად კი, ოცდათოთხმეტი წლის ქალთან გავაბი
რომანი. გადმოცემა მიჭირს, ისეთ დღეში ვარ.
– აბა, რა იქნება, ახლა არ მოვრჩით ცეკვას.
– არა, მართლა! მეგონა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა-მეთქი,
მაგრამ როდესაც ეს ასე გვიან გამომეცხადა, თან არსაიდან,
სრულიად მოულოდნელად და მოუწადინებლად და მეც ასე
შიშველი ხელებით დავუხვდი... უკვე მეგონა, ამ ფრონტს
ვეღარ გავეკარები-მეთქი და უეცრად ამხელა განცდა
მევლინება და ცხოვრებისეული ყოფიდან ამოვყავარ, თან...
– თან ოცდათოთხმეტი წლისა ყოფილა...
– და როგორი ცეცხლია! ფიცხი ქალია. სექსი ისევ ცოდვად
მიქცია.
– მოკლედ, La Belle Dame sans merci[6] დაგიპყროთ, ხომ?
– მგონი. ვკითხე, სამოცდათერთმეტი წლის კაცთან მოგწონსმეთქი? და იცი, რა მიპასუხა? მშვენიერია, რაც არის, ეგ არის, არც
სიურპრიზებს ელი და არც ცვლილებებსო.
– ბრძენი ყოფილა.
– სიურპრიზების წყალობით. ოცდათოთხმეტი წელიწადი
ხისტი სიურპრიზების კორიანტელმა სიბრძნე შემატა. მაგრამ
ეს მეტისმეტად ვიწრო, ანტისოციალური სიბრძნეა. იმ
ადამიანის სიბრძნე, რომელიც არავისგან არაფერს ელის. ეს
მარტოობაში განზავებული სიბრძნეა და არა ის, რომელმაც
დღითი დღე უფრო და უფრო სწორ გზაზე უნდა გატაროს. ის კი
ცხოვრებისგან აღარაფერს მოელის, რადგან მთელი თავისი დღე
32
და მოსწრება სულ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა.
ალბათ, აქედან აქვს ყველაფერი შეთვისებული.
ვიფიქრე, აი, იპოვა ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლისმეთქი. მერე კი მივხვდი, რომ მეც ვიპოვე. იმ დროს, როდესაც
კაცი კაცთან სექსზე იწყებს საუბარს, უთუოდ თქვენ შესახებაც
გატყობინებთ რაღაცას. დიდ უმრავლესობას ამის განცდა არ
შეუძლია და იქნებ სჯობდეს კიდეც ასე, მაგრამ ერთი რამ
ფაქტია: თუკი იმდენად გულღიაობა არ შეგიძლიათ, რომ
სექსის ზოგიერთი დეტალი გაუმჟღავნოთ თანამოსაუბრეს,
მაშინ თქვენი, ასე დავარქვათ, «ძმაკაცობა» არასრულფასოვანი
ყოფილა. ათიდან ცხრა კაცი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს
ასეთ მეგობარს. ეს იშვიათობაა, მაგრამ როდესაც მოხდება და
ერთი მამაკაცი თავისი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს
საკითხზე იწყებს საუბარს მეგობართან, ისე, რომ არც
გაკიცხვისა ეშინია და არც სირცხვილი უბორკავს ენას, არც
შური აფერხებს, გინდა თავისი, გინდ თანამოსაუბრის,
როდესაც იცის, რომ ამ ნდობით მისი მეგობარი ბოროტად არ
ისარგებლებს, როდესაც დარწმუნებულია, რომ ეს მეგობრობა
ნამდვილ
ძმაკაცობაში
გადავა,
ეს
იშვიათი,
მაგრამ
მისასალმებელი მოვლენაა. არა მგონია, ასეთი გულღიაობა და
გულწრფელობა მისთვის ჩვეული ამბავი ყოფილიყო, მაგრამ ის
ხომ ჩემთან ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა და უნებლიეთ გული
გადამიშალა, როდესაც სიძულვილით იყო თავბრუდახვეული,
რომელიც თვალსა და ხელს შუა ანადგურებდა ისედაც
გულმოკლულს, თან მას მერე ჩემთან რაღაც ისეთ სიახლოვეს
(თუ მოურიდებლობას) გრძნობდა, როგორც ოდესღაც საწოლს
მიჯაჭვული, მაგრამ უკვე გამობრუნებული ავადმყოფი იმ
ადამიანთან, რომელმაც მის საწოლთან დიდი დრო გაატარა. ეს
ტრაბახი კი არა, შვებაა, რომელსაც იმის შეგრძნება ჰგვრის
ადამიანს,
რომ
საკუთარი
მეორედ
შობის
ამბავს
მოურიდებლად გაუმხელს მეგობარს.
– სად გამონახეთ? – ვკითხე მე.
– დღე იწურებოდა და ფოსტაში წავედი კორესპონდენციის
წამოსაღებად, ჰოდა, იატაკის ჯოხით ხელში ვიხილე. კნაჭა
ქერათმიანს ყურადღების ღირსად არავინ თვლიდა. ათინაკოლეჯში კი შტატიანი დამლაგებელი ყოფილა. სადაც მე
დეკანი ვიყავი, იქ იატაკებს რეცხავს. სულს იქით არაფერი
გააჩნია. ფაუნია ფარლი ჰქვია. ჰოდა, როგორც მოგახსენეთ,
33
ფაუნია ერთი ჯიბეცარიელი გოგოა.
– რატომ არის ჯიბეცარიელი?
– ქმარი ჰყოლია მტარვალი ბუნების, თურმე ისე სცემდა, რომ
ერთხელ კომაში ჩაუგდია ქალი. სარძევე ფერმაში უცხოვრიათ.
ის ვაჟბატონი თურმე საქმეს სულ ვერ უძღვებოდა, ამიტომაც
გაკოტრებულან. ორი შვილი გაუჩენია ფაუნიას, გაჭირვებით
ზრდიდა. მაგრამ ერთ უბედურ დღეს საძინებელში დადგმული
გამათბობელი გადაბრუნებულა, ხანძარი გაჩენილა და ორივე
ბავშვი გაუგუდავს კვამლს. კრემაცია გაუკეთეს თურმე მათ
ცხედრებს, ამიტომაც საწოლქვეშ ბიდონში შენახული
შვილების ფერფლზე ძვირფასი არაფერი აბადია ქვეყნად. ერთი
საცოდავი «შევროლე-83» ჰყავს და მატერიალური ქონების მის
ჩამონათვალსაც წერტილი ესმება. ერთხელ მითხრა, არ ვიცი, ამ
ფერფლს რა ვუქნაო და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო,
როდესაც
ცრემლები
გადაყლაპა.
ფერმაში
მომხდარმა
ტრაგედიამ ისე გამოაშრო, რომ ტირილიც ვეღარ გამოსდის.
არადა, ბოსტონის სამხრეთით დიდებულ, ძველებურ სახლში
დაიბადა. შეძლებული ოჯახი ჰყავდა. ხუთივე საძინებელში
თითო ბუხარი ჰქონიათ, გარდა მაგისა, ანტიკვარული ნივთები
და საოჯახო ფაიფური მისივე გვარივით ძველი და
პირველხარისხოვანი ყოფილა. ისე, როცა უნდა, მშვენივრად
მეტყველებს. მაგრამ ისეთი მაღალი საფეხურიდან დაეშვა ისეთ
დაბალ საფეხურზე, რომ დღეს მისი საუბრის მანერას ერთი
დიდი დომხალი თუ დაერქმევა. ფაუნიას თავისი წილი
ჩამოერთვა, რაზედაც ყველა უფლება ჰქონდა. მოკლედ,
დეკლასირებული ელემენტია, რომლის უბედურებაც მოქმედი
დემოკრატიაა.
– ჰო, მაგრამ, რატომ მოუვიდა ასე?
– რატომ? მამინაცვლის გამო. დიდი ბურჟუის გამო. ხუთისა
რომ ყოფილა, მშობლები განქორწინებულან. მდიდარ მამას
ლამაზი დედისთვის წაუსწრია. დედამისს ფული ჰყვარებია და
ისევ მდიდარი კაცი გამოუნახავს, მაგრამ მამინაცვალი ფაუნიას
თურმე სულს უმწარებდა. დანახვისთანავე აჰკიდებია გოგოს.
თავთუხისფერთმიან, ანგელოზივით ბავშვს სულ ხელებს
უთათუნებდა თურმე, საცვლებშიც კი უყოფდა იმ ბინძურ
ხელებს. ერთხელაც შეყოფა რომ მოუნდომა, გოგონა გაქცეულა.
მაშინ თოთხმეტისა ყოფილა. დედამისი ჯიუტად არ უჯერებდა
ფაუნიას. ფსიქიატრთან დაუწყიათ საცოდავი გოგონას ტარება.
34
ექიმისთვისაც მოუყოლია ფაუნიას, მაგრამ მეათე სეანსის
შემდეგ ისიც მამინაცვლის მხარეს გადასულა – ვინც იხდიდა,
სარწმუნოდაც მისი ნათქვამი მიიჩნიესო, მითხრა ფაუნიამ. თან
მარტო ფსიქიატრს კი არა, ყველას მისი ნათქვამი დაუჯერებია.
მერე დედამისს გაუბამს ექიმთან რომანი, აი, ასეთ ამბავს
მომიყვა ფაუნია. ამგვარმა ყოფამ აიძულა სასტიკი, მაგრამ
დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. სკოლასაც თავი დაანება,
სახლიდან გაიქცა და სამხრეთისკენ დაახვია, სადღაც წაიმუშავა
იქ, მერე ისევ აქეთ გამოუწია გულმა, თავს ძლივს ირჩენდა
თურმე და უკვე ოცი წლისას ის ფერმერი გაუცნია, მასზე
უფროსი იყო თურმე და ვიეტნამგამოვლილი, სარძევე ფერმაც
ჰქონია. უფიქრია, ერთად ვიშრომებთ, ბავშვებს დავზრდით,
ფერმასაც ფეხზე დავაყენებთო. ნამდვილ, სტაბილურ
ცხოვრებაზე ოცნებობდა თურმე და მერე რა, თუ ქმარი ცოტა
ჩლუნგია, ამასთან, შეგუება შეიძლებაო. ფიქრობდა, იქნებ
უკეთესიც იყოს, რომ ხისთავიანი ქმარი მეყოლებაო. ორიდან
ერთ-ერთს მაინც რომ აქვს ტვინი, ეგეც რამეაო. ალბათ,
ფიქრობდა, მე თუ ცოტა მაინც მომეკითხება ჭკუა,
უპირატესობაც ჩემს მხარეს იქნებაო. მაგრამ სწორედ აქ შეცდა
თურმე. ამ ქორწინებიდან არაფერი გამოვიდა. ფერმაც
გაკოტრდა. ერთი «ჭამაჯვია» იყოო, ასე მითხრა თავის ქმარზე,
არც ხელების დაგრძელებას თაკილობდაო. თურმე ისე
უმოწყალოდ სცემდა, რომ სიკვდილის პირას მიჰყავდა ქალი.
იცით, ფაუნია ამ ქორწინების უმაღლეს წერტილს რას
უწოდებს? ძროხის თბილ-თბილი ნეხვის დიდ სროლას. ერთ
საღამოს,
წველის
შემდეგ,
საძროხეში
მდგარან
და
ტრადიციულად ჩხუბი აუტეხიათ. იქვე ძროხას კარგა
გემრიელად მოუნეხვავს და ფაუნიასაც ერთი მუჭა გაუვსია ამ
თბილ-თბილი პატივით და ლესთერისთვის შიგ სახეში
უთხლეშია. კაცმაც იმავეთი დაუბრუნა თურმე ხურდა და აქ
დაიწყო ყველაფერი. როგორც ფაუნია მეუბნება, თბილ-თბილი
ნეხვის სროლა ყველაზე საუკეთესო რამ იყო, რაც კი რამ მაქვს
გასახსენებელიო.
ბოლოს
თავიდან
ფეხებამდე
რომ
ამოსვრილან, საძროხეშივე გადაუვლიათ შლანგით წყალი და
სახლში წასულან საჟიმაოდ. მაგრამ სულ ტყუილადო, იხსენებს
ფაუნია, ნეხვის სროლით მიღებული სიამოვნების მეასედიც
ვერ მივიღეთო. ლესთერთან სექსი თურმე საერთოდ არ
მოსწონდა, ამბობს, ამ საქმეში არაფრად ვარგოდაო. «იმდენად
ჩლუნგი იყო, რომ ხეირიანად ჟიმაობაც არ გამოსდიოდაო».
ჰოდა, ახლა მე რომ მეუბნება ხოლმე, იდეალური კაცი ხარო,
35
ვეუბნები, მასთან შედარებით ყველა კარგი მოგეჩვენებამეთქი.
– გარდა იმისა, რომ ლესთერისთვის ნეხვის სროლამ ოცი წლის
ასაკში სიბრძნე შემატა, ამდენწლიანმა გაჭირვებამ, დავიჯერო,
უფრო მეტი კვალი არ დააჩნია? ვთქვათ, უფრო გამტანი ან
შემტევი არ გახადა? ბოლოს და ბოლოს, სრულ ჭკუაზე მაინც
არის?
– ჰო, უფრო შემტევი კი გახადა ცხოვრებამ. ყოველ
შემთხვევაში, სექსუალურად ნამდვილად წაიწია წინ, მაგრამ
ჭკუა კი არ დაუკარგავს. რა ვიცი, ჯერ არაფერი შემიმჩნევია
და... თუკი გულში ისევ რისხვა უდევს, რაშიც ვერ
გავამტყუნებ, გარეგნულად ჯერ არაფერს ამჟღავნებს.
ურისხვო რისხვა. უცნაურია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც
არასდროს უმართლებდა, საკუთარი თავის მიმართ უმცირეს
თანაგრძნობას იჩენს ან უბრალოდ მალავს და არ აჩენს. მაგრამ
აი, ცხოვრებისეული გამჭრიახობა კი ნამდვილად არ ემჩნევა,
რაღაც უფხოც კი მეჩვენება. თუმცა, ზოგჯერ ჭკვიანურსაც
იტყვის ხოლმე. ერთხელ მეუბნება: «იქნებ შენივე ასაკის
ქალად ჩამთვალო, რომელიც შემთხვევით ახალგაზრდულად
გამოიყურებაო. სიმართლე გითხრა, ასე მირჩევნიაო». რომ
ვკითხე, ჩემგან რა გინდა-მეთქი, მიპასუხა: «მეგობრობა; იქნებ
რაიმეს შესწავლაც; სექსიც და სიამოვნებაც, ოღონდ გული არ
გაგისკდეს, ამაზე მეტს არაფერს გთხოვო». ადრე ვუთხარი,
ასაკთან შეუფერებლად ბრძენი ხარ-მეთქი, მიპასუხა, ასაკთან
შეუფერებლად ტუტუცი ვარო. იმ ლესთერზე მეტი ჭკუა კი
ნამდვილად უდევს თავში, მაგრამ გამჭრიახობაზე რა
მოგახსენო. არა, არაფერიც არა აქვს მსგავსი, მასში თოთხმეტი
წლის გოგონასი უფრო მეტია, ვიდრე გამჭრიახი ქალისა. თავის
უფროსთან ჰქონია კავშირი, სმოუქი ჰოლენბექთან, რომელმაც
აიყვანა სამუშაოზე. არადა, ეგ სმოუქი თავის დროზე მე
ავიყვანე
კოლეჯის
საქმეების
გამგებლად.
წინათ
ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავი იყო.
სამოცდაათიანი წლებიდან ვიცნობ, სტუდენტი რომ იყო. ახლა
კი კოლეჯს განაგებს. ფაუნია დამლაგებლად რომ აჰყავდა,
ქალი მაშინვე მიმხვდარა, რაც ედო ვაჟბატონს გულში. თურმე
მოსაწყენი ქორწინებით ჰქონია გული გაწყალებული, მაგრამ
ამის გამო სულაც არ გაბოროტებულა, მაგრამ ფაუნიას არაფერს
უშლის, არც თავისუფალ ცხოვრებას, ვინც გინდა, ის დაისვიო.
ბურჟუაზიული ქედმაღლობა არ სჩვევია სმოუქის. თან
36
ყველაფერს სწორად აკეთებს: ცოლი ჰყავს, შვილი – ხუთი!
სანთლით საძებნი მეოჯახეა, თან როგორ სპორტულ ფორმაშია,
რომ განახვათ, კოლეჯის თვალია ამ დარგში; საერთოდაც,
ყველგან პატივს სცემენ ქალაქში. მაგრამ ხანდახან თვალის
გაპარებაც უყვარს და გართობაც, კაი ქალს ხელიდან არ უშვებს.
არადა, რომ დაელაპარაკო, ვერაფერს მიხვდები. «მისტერ
ათინა» კუბში, მოკლედ, თითით საჩვენებელი კაცია,
ცხოვრებისეულად ფრიადოსანი ყველაფერში. კაცი-ლეგენდა!
ერთი შეხედვით
ფაუნიასა და სმოუქის
ვერაფრით
დაუკავშირებ ერთმანეთს, იმასაც იფიქრებ, ამ ბანძ
დედაკაცთან ამისთანა კაცს რა ესაქმებაო. მაგრამ ასე როდი
ფიქრობს. როგორც ჩანს, სხვებისგან მართლაც განსხვავდება და
თავი მართლა ლეგენდა არ ჰგონია, რომ თქვას: ამ ნაშას კი
ავაწევინებდი ფეხებს, იმას კი რეზინითაც არ გავეკარებოდიო.
ეჰ, ჩემო ნათან, იცით, თურმე როგორ ჟიმავდა ფაუნიას? ერთ
საწოლში მას დააწვენდა, მეორეში კი პერსონალიდან კიდევ
ერთ ნაშას და ორივეს ჟიმავდა მთელი ღამე. ნახევარი
წელიწადი ქინძავდა თურმე ასე. მერე ერთი ნაშა გამოჩნდა
კიდევ
ქალაქში,
უძრავი
ქონების
აგენტი,
ახალგანქორწინებული. ჰოდა, ამ სმოუქისაც მესამე ფრონტზეც
გაუჩაღებია შეტევები. ექვსი თვის შემდეგ კი ამ ბატონმა
ფაუნიას გამოუცხადა, დაგითხოვეო, მოკლედ, მოხმარებიდან
გამოიყვანა. მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ჩემმა
ქალმა არ მიამბო. არადა, მითხრა კი არა, წამოსცდა. გეტყვით,
როგორც მოხდა: ერთ ღამეს ჩათვლიმა დაღლილს და
«სმოუქიო» მომმართა. ალბათ, წარმოსახვაში სმოუქის მთის
მწვერვალზე იყო. ჰოდა, ყველაფრის მოყოლამ მოუწია და მეც
გავაცნობიერე, რა ქალთან მქონდა საქმე. მარკა აეწია ჩემს
თვალში, მივხვდი, რომ მოყვარულთან არ მქონდა საქმე.
ვკითხე,
ამდენ
ქალს
როგორ
აბამს-მეთქი
სმოუქი?
გაკვირვებულმა მომიგო, «სულ ჩვეულებრივადო». ვთხოვე,
ამიხსენი-მეთქი. მან კი, «როდესაც მის ოთახში ქალი შედის,
უკვე ხვდება, ნაშაა თუ ამ საქმისთვის არ გამოდგება, გინდ
შილიფად ეცვას და გინდ მონაზონივითო». გამჭრიახობას რომ
დავუბრუნდეთ, საწოლი ერთადერთი ადგილია, სადაც ფაუნია
გამჭრიახობას იჩენს, ნათან. პირველი, ალბათ, ბუნებრივი
ხორციელი გამჭრიახობაა, მეორე კი ნორმებიდან თავხედური
გადახვევა. საწოლში ძალიან ფხიანია, თვალს არ მოხუჭავს,
სხეულით ჭვრეტს ყველაფერს, ზუსტად იცის, რა გააკეთოს.
სარეცელზე ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული ძუ ვეფხვია,
37
რომლის ერთადერთი მიზანი საზღვრების გადალახვაა. არა,
საწოლში მართლაც რთული და ამოუხსნელი მოვლენაა. იქნებ
ძველი ძალადობის კვალიც იკითხებოდეს მის ამ საქციელში. აი,
სამზარეულოში რომ ჩამოვდივართ და მე ერბოკვერცხის შეწვას
ვიწყებ, ნამდვილად ბავშვად გადაიქცევა ხოლმე. იქნებ ამაშიც
ძველი ძალადობაა ბრალში. ჩემ წინ ერთი დაბნეული,
ყურადღებაგაფანტული გოგონა ზის ხოლმე და ცარიელი
თვალებით იყურება. სხვა დროს ასეთი არ არის ხოლმე,
მხოლოდ სადილობისას ბავშვდება. მოკლედ, მამიკო და
ქალიშვილი ვსხედვართ ხოლმე. თუკი ბავშვური დარჩენია
რამე, ყველაფერი ამ დროს ამოუტივტივდება და ანგელოზივით
გამოიყურება. იცით, სკამზე ვერ ისვენებს, სულ მოუსვენრად
ზის, ორ წინადადებას ვერ გეტყვით გადაბმულად. სექსის
დროს უზრუნველობა და გადატანილი ტრაგედია სადღაც
ქრება და ზის გამოთაყვანებული. ასეთ დროს მინდა,
დავტუქსო, მაგიდაზე ჭამე, თეფში ტყუილად ხომ არ გიდგას,
ეგ ხალათის სახელოები კი გადაიწიე და სახეში მიყურე, როცა
რამეს მეუბნები-მეთქი.
– მერე, ტუქსავთ ხოლმე?
– არა, რადგან კეთილგონივრული საქციელი არ იქნებოდა.
მირჩევნია, იმ ინტენსივობას გავუფრთხილდე, რაც არის. იმ
დროს მის საწოლქვეშ მდგარ ბიდონზე ვფიქრობ, სადაც
ფერფლს ინახავს, ვერ გაუგია, რა უყოს და მინდა ვურჩიო, უკვე
ორი წელიწადი გავიდა, ბოლოს და ბოლოს, მიაბარე მიწას და
დაისვენე. თუკი მიწისთვის არ გნებავს მიბარება, მაშინ ხიდზე
მაინც დადექი და გაფანტე-მეთქი. არ ჯობია, ფერფლი
გაიფანტოს და ჰაერს შეერიოს? სიამოვნებით შევთავაზებდი
გაყოლას და გაფანტვაშიც მივეხმარებოდი, მაგრამ არც მე ვარ
მამამისი და არც ის არის ჩემი ქალიშვილი, ასე რომ, ოჯახობანას
თამაში არ გამოგვივა. ისე, ვერც პროფესორის როლს მოვირგებ
მასთან, პრინციპში, ვერც სხვასთან. ვინმეს რამე ვასწავლო ან
შეცდომები ვუსწორო, ვუჩიჩინო, გავანათლო და მერე
გამოცდები ვუტარო, ჩემი მოვალეობა აღარ არის. უკვე
პენსიონერი ვარ. მე ერთი სამოცდათერთმეტი წლის ბებრუხანა
ვარ, ვინც ოცდათოთხმეტი წლის საყვარელი გაიჩინა, რაც
მასაჩუსეტსის შტატში ვინმესთვის ჭკუის დარიგებას
მიკრძალავს. «ვიაგრის» მიღება მიწევს, ნათან. აი, ასეთი
გახლავთ ჩემი Belle Dame sans merci. სწორედ «ვიაგრას» უნდა
ვუმადლოდე ჩემს ბოლოდროინდელ მჩქეფარე და ბედნიერ
38
ცვლილებას. უმისოდ არაფერიც არ იქნებოდა. უმისოდ ამ
ქვეყანას ისევე დავუწყებდი ყურებას, როგორც ჩემს ასაკშია
მიღებული და სულ სხვა მიზნებიც მექნებოდა. «უვიაგროდ»
ერთი სოლიდური ჯენტლმენი ვიქნებოდი ყოველგვარი
სიძვისმიერი
გართობის
გარეშე;
კორექტული
და
თავდაჭერილი. არც ამდენ სისულელეს ჩავიდენდი. ამდენ
გაუაზრებელ, დამღუპველ და თავბრუდამხვევ გაუგონრობას
რა ჩამადენინებდა. «ვიაგრის» გარეშე მხოლოდ და მხოლოდ
პენსიაში გასული, გამოცდილი პედაგოგისა და პროფესორის
თვალით დავუწყებდი ყურებას ყველაფერს. იმ ადამიანის
თვალით შევხედავდი სამყაროს, რომელსაც დიდი ხანია
ხორციელ სიამეზე ხელი აქვს ჩაქნეული. იმის მაგივრად, სულ
სექსუალური
აფექტის
განცდაზე
ვიყო
გადართული,
შევძლებდი, ღრმად ფილოსოფიური ჭეშმარიტებანი მეძია და
ახალგაზრდობაზე
ზნეობის
განმამტკიცებელი
გავლენა
მომეხდინა.
«ვიაგრის»
წყალობით
ჩავწვდი
ზევსის
სასიყვარულო მეტამორფოზებს. სხვა რამე უნდა ერქვას ამ
პრეპარატს, «ვიაგრა» კი არა, «ზევსი» უფრო მოუხდებოდა.
ნეტავ თვითონ ვერ ხვდება, რომ ზედმეტად გადამიშალა
გული? ნუთუ გაკვირვება არ ეუფლება ამდენი რამის თქმის
შემდეგ? არ არის გამორიცხული, მაგრამ იმდენად აქვს გული
დარდით სავსე, რომ ცოტა თუ არ გამოუშვა, სუნთქვა
გაუჭირდება. ალბათ, ახლაც იგივე იმპულსი ამოძრავებს, რამაც
ჩემთან ერთად ცეკვა გადააწყვეტინა. ჰო, ეტყობა, ამით
დამცირების საწინააღმდეგო ახალი და თავხედური საშუალება
გამონახა. ჯერ «მოჩვენებებზე» წერდა, ახლა ფაუნიასთან
იყოფს სარეცელს. მაგრამ მარტო ეს იმპულსი კი არა, რაღაც
უფრო მეტი უნდა იყოს, რაც მას ასე ამოძრავებს. სურვილი
კლავს, ჩაკეტილი მხეცი გამოუშვას, გამოათავისუფლოს
ენერგია – თუნდაც ორიოდე საათით, მაგრამ ამით თავის
ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მრავალი წლის
განმავლობაში ცოლიანი კაცი იყო. შვილებიც შეეძინა. კოლეჯის
დეკანად მუშაობდა. მთელი ორმოცი წელიწადი თავის საქმეს
აკეთებდა. სულ დაკავებული იყო, ამიტომ ბუნებრივი არსება –
ცხოველი გალიაში ჰყავდა გამომწყვდეული. ახლა ეს გალია
გახსნილია. დეკანობა, მამობა, ქმრობა, წიგნების კითხვა,
ლექციების ჩატარება, დავალებების შემოწმება, ნიშნების წერა...
აქედან აღარაფერი უნდა. ცხადია, სამოცდათერთმეტი წლისა
ისე თვალადი მხეცი ვეღარ იქნები კაცი, ოცდაექვსისა რომ
39
იყავი, მაგრამ ძველი მხეცის ნარჩენი, ნარჩენი შინაგანი
არსებისა, მაინც რჩება, ქოულმენი კი სწორედ ამ ნარჩენებში
აფათურებს ახლა ხელებს. შედეგად კი კმაყოფილია და
ბედნიერი, რომ ამის თავი მაინც აქვს. არა, კმაყოფილზე მეტია,
აღტაცებულია. ოჯახური საწყისი კი არაფერ შუაშია –
ბიოლოგია მისთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისთვის
უკვე აღარც პასუხისმგებლობა, ფული, ვალდებულება,
მსოფლაღქმა და შეხედულება ლიტერატურაზე ან ხანგრძლივი
საუბრები დიად თემებზე საინტერესო საკითხს აღარ
წარმოადგენს. მხოლოდ აღტაცება უდევს ახლა თავში. ხვალ
კიბოც რომ აღმოაჩნდეს, დღევანდელ აღტაცებაზე უარს ვერ
ათქმევინებ.
მე რატომ გადამიშალა გული? იმიტომ, რომ თუკი ყელამდე
აღტაცებული გინდა იყო, ვინმეს მაინც უნდა გამოუტყდე ამაში.
ყველაფერზეა ახლა ხელის მომწერი, რადგან დასაკარგი
აღარაფერი აქვს. მომავალი არ გააჩნია და დასაკარგი რა ექნება?
ის ხომ სამოცდათერთმეტი წლისაა, ქალი – ოცდათოთხმეტის.
ეს ურთიერთობა იმიტომ კი არ წამოიწყო, რომ რამე შეეტყო
ახალი ან რამე შორს მიმავალი გეგმები დაეწყო, არამედ
თავგადასავლის სურვილის გამო; ორივეს თავდავიწყებით
სურდა თავდავიწყების მორევში გადაშვება. მისთვის
ოცდაჩვიდმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობა კოლოსალური
გამათავისუფლებელი ძალაა. ბერიკაცისთვის ბოლო ბანაობაა
სექსის ტალღებში. მოკლედ, აცუნდრუკდა მოხუცი და ეგ არის.
– ცხადია, ჩნდება კითხვა, – მითხრა ქოულმენმა, – ქალს რაღა
უნდა ბერიკაცისგანო? სინამდვილეში რა უტრიალებს
გონებაშიო? ახალი აღმგზნები განცდები? არადა, ვისთან, პაპის
ტოლ კაცთან?
– მე მგონი, არსებობს ქალების ტიპი, – დავიწყე მე, –
რომელთათვისაც ეს აღმგზნები განცდების მომტანია. ათასი
ჯურის ხალხი არსებობს და რაღა მისნაირი ვერ იქნება? ხომ
არსებობს ვაშინგტონში მოხუცებისთვის განკუთვნილი
ფედერალური ორგანო? ჰოდა, ეს ქალბატონი იქიდან არ იყოს
თქვენთან მოვლენილი, ქოულმენ.
– ახალგაზრდობაში შეუხედავ გოგონას არ გავკარებივარ,
მაგრამ ფლოტში ერთი ამხანაგი მყავდა, ფარიელო, რომელიც
გონჯებზე იყო დასპეცებული. ნორფოლკის ბაზაში, როდესაც
ცეკვებზე, კლუბში ან ეკლესიაში გვიშვებდნენ ხოლმე,
40
ფარიელო ეგრევე ყველაზე მახინჯს ადგამდა თვალს. როდესაც
დავცინე ამის გამო, მითხრა, რომ იცოდე, რამდენს კარგავ მაგ
პრინცესების არჩევითო. ფინთი შესახედაობის გოგონები
საკუთარ თავზე ნეგატიურად ფიქრობენ, ასე რომ, რაც უნდა
სთხოვო, ყველაფერს შეგისრულებენო. კაცების დიდი ნაწილი
თავისი სიშტერის გამო ამდენს ვერ ხვდებაო. ბევრი ვერ მოდის
აზრზე, რომ მთავარია, ამისთანა ქალს გასაღები მოარგო და ისე
დაგიტკბება, როგორც თაფლი. გასაღების პოვნა კი იოლი არ
გახლავთ. მაგრამ თუკი მაინც მიაგენი სადმე... ოჰ, ოჰ, ოჰ!
როგორც შამფური, ისე იბრუნებს ლოგინში. არადა, ეძახე
მისთანას
ულამაზო,
რომელიც
კუთხეში
მიკუნჭულა
თავისთვის, როცა სხვები ცეკვით იქცევენ თავსო. სიბერეც
რაღაც ამის მსგავსია, კუთხეში მიყუჟვას ჰგავს, როცა ყველა
ერთობა.
– ესე იგი, ფაუნია თქვენი ფარიელოა.
– რაღაც მაგის მსგავსი, – ქოულმენს გაეღიმა.
– ასეა თუ ისე, – ჩავურთე მე, – «ვიაგრის» წყალობით ამ წიგნის
წერის მტანჯველი სურვილისგან კი გათავისუფლდით.
– მართალია, – დამეთანხმა ქოულმენი, – სწორი ბრძანებაა.
სულელური წიგნი გამოდიოდა... ჰო, მართლა, გითხარით, რომ
ფაუნიას კითხვა არ სცოდნია? ერთხელ ვერმონტში წავედით
რესტორანში, ჰოდა, მენიუ რომ მოიტანეს, ვერაფერი წაიკითხა.
ადგა და გვერდზე მოისროლა. ასეთი ჩვევა აქვს, როცა ზიზღის
გამოხატვა უნდა, ზედა ტუჩს ჩაიკვნეტს და მერე კბილებში
გამოცრის ხოლმე. მაშინაც ასე ქნა და მოსულ მიმტანს მოკლედ
მოუჭრა, რასაც ბატონს მოუტანთ, მეც იგივე მომიტანეთო.
– კი მაგრამ, აკი თოთხმეტ წლამდე უვლია სკოლაში და კითხვა
როგორღა არ იცის? – გაკვირვება ვერ დავმალე.
– ეტყობა, ბავშვობის წლებთან ერთად იმ დროს მიღებული
ცოდნაც გაუქრა. რომ ვკითხე, ასე როგორ მოხდა-მეთქი?
გამიცინა და მიპასუხა, აი, ასეო. ათინაში გულკეთილი
ლიბერალები კი ცდილობდნენ დაყოლიებას, კურსებზე
ჩაეწერეო, მაგრამ ყველა «კეთილისმსურველი» ჯანდაბაში
გაუშვა. ერთ ღამეს მეც მითხრა, ახლა შენც არ დამიწყო
სწავლებაო. როგორც გინდა, ისე ატარე ჩემთან დრო, მაგრამ ეგ
მძღნერიანი სასწავლო კურსი არ მიხსენოო. რაც ყურში მესმის,
ისიც გულს მირევს, საკმარისია, მერხთან დაჯდომა დამაძლო
41
და იცოდე, ხელს მკრავ ამითო. ჰოდა, იმ საღამოს რომ
დავუბრუნდე, მოკლედ, ვერმონტიდან რომ ვბრუნდებოდით,
არც მას ამოუღია ხმა და არც მე. სახლში რომ მოვედით, მერეღა
ამოიდგა ენა და მკითხა, არ გსიამოვნებს უწიგნურთან
ჟიმაობაო? მარტო იმიტომ მიმაგდებ, რომ მხოლოდ
განათლებულ, მოწესრიგებულ ქალთან გინდა წერაობაო? ახლა
შენც ხომ არ დამიწყებ ჩიჩინს, ისწავლე, ისწავლეო! ვუთხარი,
პირიქით, რაც უფრო უკითხავია ქალი, უფრო ღრმად ვურჭობმეთქი. გაუხარდა, ესე იგი, ერთმანეთს გავუგებთო. არ მინდა,
ისე მომექცე, როგორც წიგნიერ ქალსო. ვუპასუხე, შენთან
იმიტომ ვარ, ასეთი რომ ხარ-მეთქი! ფაუნია კი სიცილით
მოკვდა, იმდენი შენ რა გითხარიო! ამაზე მეც ამივარდა სიცილი,
მოკლედ, გიჟებივით ვხარხარებდით. ფაუნიას ისეთი სიცილი
აუტყდა, როგორიც ბარმენ ქალს აუტყდება ხოლმე, როცა
დახლქვეშ ბეისბოლის ბიტი აქვს ყოველი შემთხვევისათვის
შემონახული – სიცილი ოდნავ ჩახლეჩილი და უხეში ხმით,
რომელშიც მისი წარსულიც იკითხებოდა, და ამ სიცილხარხარში შარვლის ღილების გახსნა დამიწყო. არადა, ეტყობა,
მიხვდა, რომ ვერმონტიდან რომ ვბრუნდებოდით, სწორედ იმ
დროს გამიჩნდა მისი მიტოვების სურვილი. ჩემი აზრები თუ
წაიკითხა... მაგრამ ასე არ მოვექცევი. არ ვაპირებ მასთან ან
თუნდაც საკუთარ თავთან, ჩემი საოცარი სათნოება
მოვიშველიო. თუმცა მესმის, რომ ამისთანა რამე კაცს მუქთად
არ ეძლევა. აქ დაზღვევის სისტემა არ მუშაობს. რაღაც
გაბრუნებს ამ ცხოვრებისკენ, მერე კი ისევ ის რაღაც გიღებს
ბოლოს. მესმის, რომ ყოველი შესაძლო შეცდომის საწინდრად
სექსიც იკმარებს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ახლა ეს
სულაც არ მაღელვებს. დილით ვიღვიძებ და იატაკზე ტილო
გდია, ტუმბოზე კი ვაზელინი. რა უნდა ამ ნივთებს აქ? მერე
მაგონდება. ის უნდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლებში ვწერივარ და
ჩემ ირგვლივ დიდი ქარბორბალაა. და რაკი ვარსებობ, ასეც
უნდა იყოს. სულაც არ ვგეგმავ მის მიტოვებას, ნათან. თან
ვოლუპტატიც შევარქვი.
***
რამდენიმე წლის წინ პროსტატა ამომკვეთეს. ოპერაცია,
მართალია,
წარმატებით
დასრულდა,
მაგრამ
მთლად
42
პოსტოპერაციული უსიამოვნო შედეგის გარეშე არ ჩაუვლია.
შედეგი თითქმის გარდაუვალი იყო დაზიანებული ნერვული
ქსოვილისა და შიდა ნაწიბურების გაჩენის გამო. ბევრი რომ არ
გავაგრძელო, შარდის შეუკავებლობა დამჩემდა და ამიტომაც,
როგორც კი შინ დავბრუნდი, შემწოვი საფენი გამოვიღე,
რომელიც დღედაღამ საცვალში მაქვს ჩაფენილი. რაკი დღისით
ცხელოდა, არც მე ვაპირებდი საზოგადოებრივი თავშეყრისა და
ხალხმრავალ ადგილას მისვლას, მხოლოდ და მხოლოდ
მეზობელ ქოულმენთან მივდიოდი, პოლიეთილენის საცვლის
მაგივრად, ჩვეულებრივი, ბამბის ტრუსი ვარჩიე; შედეგად კი
შარდმა ჩემი ხაკისფერი შარვალი გალუმპა. შინ მისულმა წინ
ჩამუქებული ფერი შევნიშნე და სუნიც კი ვიგრძენი. საფენებს
წესით დეზოდორით ამუშავებენ, მაგრამ სურნელს სუნმა
სძლია და მსუბუქად ავქოთდი. ქოულმენის ამბავმა ისე
შემიყოლია, რომ ერთხანს თავიც კი დამავიწყდა, არადა, მუდამ
ვიწესრიგებ
ხოლმე
ყველაფერს
პრობლემის
გათვალისწინებით. მე კი ქოულმენთან შემოვრჩი, ლუდის სმას
მივყევი, წავუცეკვე კიდეც მასთან ერთად, ვუსმენდი მის
ნაუბარს, თან
მის მჭვრეტელობასა და სიფხიზლეს
ვაკვირდებოდი, რომლითაც ცდილობდა, ცხოვრების სახიფათო
მოსახვევში წონასწორობა და მდგრადობა შეენარჩუნებინა. მე
კი საპირფარეშოში არც კი გავსულვარ, თუმცა კი დროდადრო
ეს ჩემს მდგომარეობაში აუცილებელია, ამიტომაც მარცხი
მომივიდა. ვაღიარებ, ამ მარცხმა ბოლო ხანებში უხშირა.
არა, ეს უსიამოვნება ისე აღარ მოქმედებს ჩემზე, როგორც
ოპერაციის შემდგომ პირველ ექვს თვეში მოქმედებდა,
როდესაც ათასნაირ საშუალებას ვცდიდი ამ პრობლემის
გადასაჭრელად, თან იმ დროს ჯერ კიდევ ის ჩვევა მქონდა, რაც
ყველა ჯანმრთელ ადამიანს აქვს – უსუნო, მშრალი და
თავისუფალი ცხოვრებით ტკბობისა. ზრდასრული ადამიანი
ხომ თავის ორგანიზმს აკონტროლებს, მით უმეტეს, მე
სამოცდარამდენიღაც წელი სრულიად ჯანსაღი ცხოვრებით
ვიცხოვრე, შემეძლო მთელი დღე საქმეში ვყოფილიყავი
ჩაბმული და საცვლის პრობლემაზე არც მეფიქრა. ასეა თუ ისე,
როდესაც რამე ჩემი ამჟამინდელი პრობლემების ზღვარს
თუნდაც მცირე ხნით სცილდება, სასოწარკვეთილებაში
ვვარდები და ვფიქრობ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
უნებლიე შარდვის გამო ჩვილი ბავშვივით უძლური უნდა
ვიყო.
43
ოპერაციას მეორე უბედურებაც ახლდა თან – პოტენცია
დავკარგე. წამალი, რომელიც 1998 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ
სიახლე იყო, თუმცა კი მოკლე ხანში სასწაულმოქმედი
ელექსირის სახელი მოიხვეჭა ხანში შესულ მამაკაცებში, სხვა
შემთხვევაში
ქოულმენისთანა
პრაქტიკულად
ჯანსაღი
კაცებისთვის ფუნქციური პოტენციის დაბრუნების წყალობით,
ჩემთვის სრულიად უშედეგო გამოდგა ნერვული ქსოვილის
მასშტაბური დაზიანების გამო. ასეთ მდგომარეობაში
«ვიაგრას» ჩემი დახმარება არ ძალუძდა. ისე, სიმართლე
გითხრათ, სხვა ვითარებაც რომ ყოფილიყო, არა მგონია,
გამომეყენებინა.
ერთი რამეც მსურს, დავაზუსტო: კარჩაკეტილი ცხოვრება
იმპოტენციის გამო არ დამიწყია. წელიწად-ნახევარი იქნებოდა
გასული, რაც ოროთახიან ქოხში დავეყუდე საწერად. ბერქშირჰილში
მანამდე
დავიდე
ბინა,
სანამ
რუტინული
გამოკვლევების შემდგომ დიაგნოზად პროსტატის კიბოს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 04
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.