Latin

ადამიანური ლაქა - 02

Total number of words is 3444
Total number of unique words is 2142
27.6 of words are in the 2000 most common words
38.9 of words are in the 5000 most common words
45.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ხდებოდა, უკვე ვეღარ უმკლავდებოდა თავს დატეხილ
სულშემხუთველ არარეალობას, – მას ხომ როგორც დამნაშავეს
ისე ჰკითხავდნენ, თითქმის ყველამ ზურგი აქცია და
უნდობლად უცქერდნენ.
– მოკლეს! – თავი ვეღარ შეიკავა ქოულმენმა და ჩემს მაგიდას
დაჰკრა მუშტი, – აირისი მაგ ხალხმა მოკლა!
სახე, რომელიც ლამის ჩემს სახეს მოადო, იმ დღეს რაღაც
ხორკლიანი და დაღრეცილი მეჩვენა, მით უმეტეს, რომ
ახალგაზრდასავით შენახული და მოვლილი ჰქონდა ხოლმე,
რაც, ალბათ, მოჭარბებული ემოციების ტოქსიკური ქმედებით
იყო განპირობებული. ახლოდან რომ დავაკვირდი, სახე
15
სავაჭრო
დახლიდან
შემთხვევით
გადავარდნილი
და
გამვლელთა ფეხებქვეშ ნაგორავები ხილივით ნაჟეჟი ჰქონდა.
ასეთ ადამიანს, რომელსაც ვერაფრით უწოდებ სუსტსა და
ავადმყოფს, ზნეობრივი თანაგრძნობის მყისიერი გამოწვევა
შეუძლია, რაც ფიზიკურ ავადმყოფობაზე უარესია, რამეთუ
მასზე არც მორფიუმი მოქმედებს, არც ზურგის ტვინის
ბლოკადა და არც რადიკალურ ქირურგიას ძალუძს მისი
შეჩერება. საკმარისია, ერთხელ დაგემართოს და მორჩა, სანამ
ფეხებს არ გაგაჭიმვინებს, თავს არ დაგანებებს. ასეთი
თანაგრძნობის უხეში რეალობა ვერაფერს შეედრება.
«მოკლეს», – ქოულმენი მისი მეუღლის გარდაცვალების სხვა
ახსნას ვერ პოულობდა. აირისი ხომ სამოცდაოთხ წელზე მეტი
ხნისა არ იყო, თან როგორი ენერგიული და კაჟივით
ჯანმრთელი. მბრძანებლური ბუნების ქალი ბრძანდებოდა და
აბსტრაქტულ ნახატებს ქმნიდა, რომლებიც თითქმის ყველა
ადგილობრივ გამოფენაზე დომინირებდა. გარდა ამისა, აირისი
ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა ქალაქის სამხატვრო
ასოციაციას,
როგორც
პოეტი
ადგილობრივ
გაზეთშიც
იბეჭდებოდა და ჯერ კიდევ კოლეჯის პერიოდიდან
ბომბსაფრების, სტრონციუმ-90-ისა და ვიეტნამში ომის
საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. ეს ქალი იმხელა
პიროვნული ძალისა და ნებისყოფის პატრონი ყოფილა, რომ
ყველასა და ყველაფერს აცამტვერებდა, თუკი რამე
გადაეღობებოდა გზაზე. ისეთ შიშის ზარს სცემდა ყველას, რომ
სათოფეზე არავინ ეკარებოდა. თურმე ას ნაბიჯზე შეიძლებოდა
ჭაღარა თმით მისი ამოცნობა. იმხელა სულიერი ძალის
პატრონი ყოფილა, რომ თვით დეკანიც კი, რომელმაც საოცრება
მოახდინა და კოლეჯი დაობებული ბალასტისგან პირწმინდად
გაასუფთავა, მას მეტოქეობას ვერ უწევდა, თუ ჩოგბურთის
თამაშს არ ჩავთვლით, რომელშიც თურმე უგებდა კიდეც.
საკმარისი
იყო,
ქოულმენი
კრიტიკის
ქარცეცხლში
მოქცეულიყო, მისი ბრალდება ახალ დეკანსაც მიეღო
განსახილველად და კოლეჯის მცირერიცხოვან შავკანიანთა
ასოციაციასაც, რასაც მოგვიანებით პიტსფილდიდან შავკანიან
აქტივისტთა ჯგუფიც შეემატა, რომ სილქების, ჭორებს თუ
დავუჯერებთ, მყიფე ცოლქმრობა, მყისვე ერთ მუშტად შეიკრა
და აირისის სიამაყე და სიხისტეც ქმრის მხარეს გადაიხარა,
თუმცა კი მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ორ ჯიუტ
16
არსებას შორის შეხლა-შემოხლა არ წყდებოდა, და მომხდარი
ამბავი ქალს პირდაპირ გულზე მოხვდა. მართალია, სილქები
უკვე წლები იყო, რაც სარეცელს აღარ იყოფდნენ და
ერთიმეორის საუბრის ატანაც აღარ შეეძლოთ – ქოულმენი
ცოლის ახლობლებს ვერ იტანდა, ქალი კი ქმრისას, –
ძნელბედობის ჟამს გაერთიანდნენ და ყველას მუშტებს
უღერებდნენ, ვინც კი სძულდათ ან გულზე არ ეხატებოდათ,
თან
ისეთ
მძვინვარებას
ავლენდნენ,
როგორიც
ურთიერთდაპირისპირების დროსაც არ გამოუვლენიათ.
ყველაფერი, რაც მათ ორმოცი წლის წინ აერთიანებდა გრინვიჩვილიჯში, როდესაც პირველად გაიყვეს სარეცელი როგორც
საყვარლებმა,
როდესაც
ქოულმენი
ნიუ-იორკის
უნივერსიტეტში დისერტაციაზე მუშაობას ასრულებდა, აირისი
კი ახალი გამოქცეული იყო მოგიჟო ანარქისტი მშობლების
სახლიდან, ნიუ-ჯერსის შტატის დაბა პასეიკიდან, და
ხელოვნების სტუდენტურ ლიგაში მენატურედ მუშაობით
შოულობდა პურის ფულს, თან თავისი მსხვილი ნაკვთებითა
და ჩაცმის სტილით, ასე რომ მოაგონებდა მნახველს
თეატრალურ-ბიბლიურ ქურუმ ქალს, თანაც სინაგოგამდელს,
მოკლედ, ყველაფერი, რაც რამ მათ აერთიანებდა, გარდა
ხორციელი სიახლოვის წადილისა, დღის სინათლეზე გამოიჭრა
თვალისმომჭრელად... და ერთ საშინელ დილასაც აირისს თავის
ტკივილითა და წართმეული ხელით გაუღვიძია. ქოულმენს
სასწრაფოდ საავადმყოფოში გაუქანებია ცოლი, მაგრამ მეორე
დღემდეც ვეღარ გაუქაჩავს ოდესღაც ძლიერ ქალს.
– მე დამიმიზნეს, მაგრამ აირისი კი იმსხვერპლეს, – ეს ფრაზა
მაშინაც რამდენჯერმე თქვა, როდესაც გონებაარეული
გაუფრთხილებლად მეწვია სტუმრად და მეორე დღესაც,
აირისის პანაშვიდზე მისულ მოსამძიმრეებს გაუმეორა
რამდენჯერმე. სწამდა კიდეც თავისი ნათქვამის. სხვა ახსნისა
არც რამე ესმოდა და არც სურდა გაგება. აირისის სიკვდილის
შემდეგ და მას მერეც, რაც როგორღაც გავაგებინე, რომ მის
დევნა-შევიწროებაზე არ ვაპირებდი წიგნის დაწერას და ჩემს
მაგიდაზე დახვავებული მასალაც უკანვე დავუბრუნე,
ქოულმენს თავის დოკუმენტურ წიგნზე «მოჩვენებები»,
რომელშიც ათინა-კოლეჯიდან წამოსვლის მიზეზებს აღწერდა,
მუშაობა არ შეუწყვეტია.
17
***
სპრინგფილდში პატარა FM-რადიოსადგურია, რომელიც
შაბათობით ჩვეული, კლასიკური პროგრამიდან უხვევს და
საღამოს ექვსიდან შუაღამემდე ჯერ ბიგ-ბენდს გადმოსცემს,
შემდეგ კი ჯაზს. ბორცვის იმ მხარეს, სადაც მე ვცხოვრობ, ამ
რადიოს ეთერში შიშინის მეტს ვერაფერს მოისმენს კაცი,
ქოულმენის
მხარეს
კი
მშვენიერი
დაჭერაა
და
შაბათსაღამოობით, როდესაც სტუმრად ვეწვეოდი ხოლმე,
ძრავა არ მქონდა გამორთული, რომ ამ ტკბილხმოვან საცეკვაო
მელოდიებს, რომელთაც ჩვენი თაობის გოგო-ბიჭები ან სულ
რადიოთი
უსმენდნენ,
ან
მუსიკალურ
ავტომატებში,
მანქანიდან გადმოვყავდი და სულ ცეკვა-ცეკვით შევყავდი
ჩემი მასპინძლის სახლში. ეს მუსიკა მასთან არა მხოლოდ
სტერეოდინამიკებიდან იღვრებოდა მაღალ ხმაზე, არამედ მის
საძინებელში, საწოლთან, სააბაზანოს კედელში ჩატანებული
და სამზარეულოში, პურის კალათთან დადგმული პატარა
რადიომიმღებებიდანაც ისმოდა. შაბათ საღამოს რაც უნდა
ეკეთებინა სახლში ან ეზოში ყოფილიყო გამოსული
საფუსფუსოდ, მუსიკის ჰანგები თავისუფლად აღწევდა მის
ყურამდე, სანამ შუაღამისას ბენი გუდმანის სარიტუალო
ნახევარსაათიანი
მონაკვეთით
რადიოსადგური
არ
მიჩუმდებოდა.
– უცნაურია, – მითხრა მან, – მაგრამ თუკი რამე სერიოზული
მაქვს მოსმენილი და გააზრებული, ისე არ მაღელვებს, როგორც
ეს ძველი სვინგი. ბონ მონროთი თუკი დავიწყებ, – ამიხსნა
ქოულმენმა, – ყველაფერი სტოიკური ჩემში ფარ-ხმალს ყრის
და მინდება, არასოდეს მოვკვდე. იმდენად მეძალება ეს
სურვილი, რომ ზოგჯერ ატანაც კი მიჭირს, – ზოგჯერ,
საღამოობით, სიმღერების ტექსტები მისთვის უცნაურ,
ჰიპერტროფირებულ
მნიშვნელობას
იძენდა
და
ისიც
მარტოდმარტო იწყებდა ცეკვას, სრიალს, მოძრაობას, თითქოს
ის პერიოდი ახსენდებოდა, როდესაც ყმაწვილობისას ისთორინჯის უფროსკლასელ გოგონებთან ფოქსტროტის ცეკვისას
იმდენად ეწებებოდა პარტნიორს, რომ კაბის იქიდანაც
ეგრძნობინებინა თავისი აღგზნებული სხეული. ასეთი
მოძრაობის დროს, როგორც ერთხელ თვითონვე გამომიტყდა,
არც მოსალოდნელი სიკვდილის შიში აღელვებდა და არც რამე
აღაფრთოვანებდა, თუნდაც სიმღერის ფრაზები «ამოიოხრებ და
სიმღერაც იწყება, სიტყვას იტყვი და ვიოლინოც აჟღერდება»,
18
მოესმინა. ცრემლები თავისთავად ჩამოსდიოდა სახეზე, თან
უკვირდა, რამხელა გავლენას ახდენდნენ ჰელენ ო’ოქონელი
და ბობი ებერლი სიმღერით «მწვანე თვალები», როცა რომ ჯიმი
და თომი დორსები ისე აქცევდნენ სენტიმენტალურ
ბებრუცანად, რომ აზრზეც ვერ მოდიოდა. ხშირად მეტყოდა
ხოლმე, ნეტავ მანახვა ვინმე 1926 წელს დაბადებული, ამ 1998
წლის შაბათ საღამოს რომ სახლში მარტოდ დაყუდებულიყოს,
ესმინა დიქ ჰეიმზის «ეს საამო ჭორები» და მერე მივხვდებოდი,
მის გონებამდე ყბადაღებული და ტრაგედიით ხორცშესხმული
კათარზისის დოქტრინა მაინც თუ დავიდაო.
როდესაც მის სახლში გვერდითა, ბადიანი კარით შევედი
პირდაპირ სამზარეულოში, ქოულმენი ჭურჭელს რეცხავდა.
რაკი ბერიკაცი ნიჟარასთან იდგა, რომელშიც ჭავლით
მოჩხრიალებდა წყალი ონკანის მილიდან, რადიო ხმამაღლა
ჰქონდა ჩართული და ახალგაზრდა ფრენკ სინატრას სიმღერას
«ყველაფერი მე მემართება» უსმენდა, თან თვითონვე
აყოლებდა ხმას, ვერც კი გაიგონა, როგორ შევედი. ცხელი ღამე
იდგა და ქოულმენს მხოლოდ ბამბაზიის შორტები და
ფოსტლები ეცვა. უკნიდან ეს სამოცდათერთმეტი წლის კაცი
დიდ-დიდი ორმოცი წლისა გეგონებოდათ – თხელი იყო და
აღნაგი. თუმცა, სიმაღლით მაინცდამაინც გამორჩეული არ
ყოფილა, ასე ხუთი ფუტი და რვა დუიმი იქნებოდა, მაგრამ
კუნთმაგარი,
ბრგე,
უფროსკლასელივით
ათლეტური
გახლდათ, მაგრამ იმავდროულად, ზანტი. ქოულმენს მოკლედ
შეკრეჭილი ტალღოვანი თმა შვრიის ფერი გახდომოდა, რაც მის
ასაკს, ბიჭივით აპრეხილი ცხვირის მიუხედავად, შორიდანვე
ამხელდა, თორემ თმას მუქი ფერი რომ შეენარჩუნებინა,
ბევრად ახალგაზრდული იერი ექნებოდა. ტუჩებთან ღრმა
ნაოჭებიც გასჩენოდა, თვალებში კი დაღლილობა ჩასდგომოდა
და სულიერი სიცარიელე დასტყობოდა, რაც აირისის
გარდაცვალებასა და კოლეჯიდან ასე სკანდალურად წასვლას
კიდევ უფრო გაემძაფრებინა. ასე იყო თუ ისე, ქოულმენი მაინც
ლამაზად გამოიყურებოდა, – იმ მსახიობს ჩამოჰგავდა,
რომელიც სიყრმიდანვე გამხდარა ვარსკვლავი და მხცით
მოსილსაც ჭაბუკური პეწი არ დაუკარგავს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სიჭარმაგეშიც კოხტა და
მიმზიდველი ებრაელი კაცი გახლდათ, არცთუ დიდი ცხვირით,
რომელსაც მთელი დატვირთვა სახის ქვედა ყბის ნაწილზე
გადასდის ხოლმე და რაც მუქი და ტალღოვანი თმის
19
წყალობით ისეთივე ორმაგ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე,
როგორსაც ღია ფერის შავკანიანები ახდენენ, რომლებიც
ადამიანს შეიძლება თეთრებშიც აერიოს. ქოულმენ სილქის
სახელი თავისთავად ებრაული არავის ეგონება, ალბათ,
ამიტომაც იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც
ფლოტში მსახურობდა და ვირჯინიის შტატის ნორფოლკის
სამხედრო-საზღვაო ბაზაში იყო დისლოცირებული, ერთ
მშვენიერ საღამოს საროსკიპოდან გამოაძევეს, რადგან
შავკანიანი ეგონათ.
– ნორფოლკის ბორდელიდან იმის გამო გამომაგდეს, შავი ხარო,
ათინა-კოლეჯიდან კი იმის გამო, თეთრი ხარო, – ამბობდა
გულდაწყვეტილი. ორი წლის განმავლობაში ამ თემაზე მისი
აზრი არაერთხელ მომისმენია სხვადასხვა ვარიაციით. თავის
წიგნშიც, ალბათ, ზანგურ ანტისემიტიზმსა და თავისი
მოღალატე და ფლიდი კოლეგების განქიქებას შეეცდებოდა.
– «ათინადან» გამომაპანღურეს, რადგან თეთრკანიანი ებრაელი
ვარ, რომელიც მაგ ჭკუამოკლე ნაბიჭვრებს მტრად მიაჩნიათ.
მათ რომ ჰკითხო, ამერიკის მთელი უბედურება ჩემისთანების
ბრალია, სამოთხეში გარანტირებული ადგილიც ჩემისთანებმა
მოჰპარეს. მთელი ეს წლები რომ თავისუფლებააღკვეთილი
იყვნენ, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა – ჩვენი! ამ პლანეტაზე
ზანგების გაჭირვება ვისი ბრალია? პასუხი ამ კითხვაზე
წინდაწინვე იციან და ლექციებზე შესვლა რაღად უნდათ? ან
წიგნის გადაშლით რატომღა უნდა შეიწუხონ თავი? პასუხი
ხომ ისედაც ნათელია მათთვის. და ვის ადანაშაულებენ ამ
ყოველივეში? ვის და იმ ძველაღთქმისეულ მონსტრებს, ვისაც
გერმანელები სდებდნენ თავიანთ უბედურებაში ბრალს.
მათ მოკლეს, ნათან. არადა, ვინ წარმოიდგენდა, რომ აირისი
ვერ გაუძლებდა? ძლიერიც იყო და გამძლეც, მაგრამ ჯანმა
უმტყუნა. მათ იდიოტობას მისნაირი ტანკიც კი ვერ
აღუდგებოდა წინ. «მოჩვენებები». აბა, ვინ იყო კიდევ აქ, ვინც
მე ამომიდგებოდა მხარში? ჰერბ ქიბლი? არადა, ჩემი
მოყვანილია კოლეჯში, დეკანი რომ ვიყავი, იმ დროს. თან
ახალი დანიშნული ვიყავი ამ პოსტზე, სულ რამდენიმე თვის.
ის არა მხოლოდ პირველი შავკანიანი პედაგოგი გახდა
საზოგადოებრივი მეცნიერებებისა, არამედ, საზოგადოდ,
პირველი შავკანიანი მასწავლებელიც. ახლა კი ეს რასისტი
ებრაელი მასაც ყელში გავეჩხირე. «ვერ დაგეხმარებით,
20
ქოულმენ, მე მათ გვერდით უნდა ვიყო», – აი, მისი პასუხი,
როცა სიტყვის შეწევნა ვთხოვე. მათ გვერდით უნდა ვიყოო,
მათ გვერდითო!
ნეტავ გენახათ ჰერბი აირისის დაკრძალვაზე. მომსპარი იყო,
განადგურებული. მოკვლა? არა, ჰერბერთს არავის მოკვლა არ
ჰქონია განზრახული. ეს სისულელე მხოლოდ და მხოლოდ
გავლენისთვის ბრძოლა იყო. ხელმძღვანელობის თვალში
წონის მოსამატებლად კაცი რას არ იზამს. უბრალოდ,
ხელსაყრელ შემთხვევაში გამოიყენეს. ჰეინზის იძულება
სხვაგვარად
შეუძლებელი
იყო,
რომ
თავის
ჭკუაზე
გაეტარებინათ.
კამპუსში
უფრო
მეტი
ზანგი
უნდა
მოემრავლებინათ – შავკანიანი სტუდენტიც მეტი უნდა
ყოფილიყო და პროფესორიც. მთავარი პროპორციის ამბავია.
ღმერთი მაინც ხედავს, რომ წინასწარ არავის სიკვდილი არ
უნდა ყოფილიყო განზრახული. ალბათ, არც გადაყენება
იგეგმებოდა. ჰერბერთისთვის ესეც სიურპრიზი აღმოჩნდა. ან
საერთოდ, რატომ წავიდა ქოულმენი? მისი გაგდება ხომ არავის
მოსვლია აზრად. ან ვინ გაბედავდა? ასე მხოლოდ იმიტომ
მოიქცნენ, რომ შანსი მიეცათ. ალბათ, უნდოდათ, კვამლს ცოტა
უფრო მეტად დაეწვა ჩემთვის თვალები, მეც მომეთმინა ცოტა,
რა იქნებოდა... მეორე სემესტრში აღარავის ემახსოვრებოდა ეს
ინციდენტი. ინციდენტი! ჰმ! სწორედ ამ ინციდენტის
წყალობით ჩაიგდეს «მართვის ბერკეტი» ხელში, თან ისეთი,
რომელიც რასობრივ საკითხებში ჩამორჩენილ ათინა-კოლეჯს
სულზე მიუსწრებდა. კაცი იკითხავს, რაღამ წამოიყვანა
კოლეჯიდანო,
თან
ჩემი
წამოსვლის
დროს
უკვე
მიწყნარებულიც იყო ყველაფერი. მაშ, რაღა ჯანდაბამ
წამომიყვანა?
წინა მისვლისას ქოულმენი ხეირიანადაც კი არ მომესალმა და
რაღაც ქაღალდი ამიფრიალა ცხვირწინ, ეტყობა, «მოჩვენებების»
საქმეში არსებული, ყუთებში ჩაწყობილი საბუთებიდან ერთერთი დოკუმენტი.
– აი, ინებეთ! ჩემი ძვირფასი კოლეგა იმ წყვილიდან ერთ-ერთ
გოგონაზე წერს, წისქვილის ქვა რომ დამიტრიალა თავზე.
მოკლედ, ის ქალბატონი, რომელიც ჩემს ლექციებზე არ
ცხადდებოდა, სხვებისაზე კი შიგადაშიგ გაიელვებდა ხოლმე,
ერთის
გარდა,
ყველა
გამოცდაში
ჩაჭრილა.
მის
ჩამორჩენილობას მე იმით ვხსნიდი, ან მასალის ათვისებას ვერ
21
ახერხებს, ან უდროობის გამო ვერ ჰკიდებს დავალებას ხელსმეთქი, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და, რაში ყოფილა საქმე: ისე
ყოფილა
თეთრკანიანი
პროფესორების
ემანაციებით
დაშინებული, რომ აუდიტორიაში შესვლასაც ეკრძალებოდა და
გაცდენას ამჯობინებდა. იმ ემანაციებით, რომელთაც მე
სიტყვით შევასხი ხორცი და რაც მოგვიანებით რასიზმად
მოინათლა. ერთ-ერთ გასაუბრებაზე თუ მოსმენაზე, მოკლედ,
რაც ჰქვია, მკითხეს: როგორ ფიქრობთ, მის წარუმატებლობას
რომელმა
ფაქტორებმა
შეუწყო
ხელიო?
ვუპასუხე,
გულგრილობამ,
ამპარტავნებამ,
აპათიამ
და
პირადმა
უსიამოვნებებმა-მეთქი. მერე მეკითხებიან, კი მაგრამ, ამ
პრობლემების
აღმოსაფხვრელად
რამე
პოზიტიური
რეკომენდაცია
მაინც
თუ
მიეცითო?
ვუთხარი,
რა
რეკომენდაციას მივცემდი, როცა თვალიც არ მომიკრავს? მაგრამ
რომც მენახა, ვურჩევდი, კოლეჯი დაეტოვებინა, რადგან
მისთანების ადგილი აქ არ გვაქვს-მეთქი.
მოდი, ერთ რაღაცას ამოგიკითხავთ აქედან. ყური დამიგდეთ.
ჩემი ერთ-ერთი კოლეგის დაწერილია, რომელიც ამ თრეისი
ქამინგზს უჭერს მხარს, – ხელი არ უნდა ვკრათო, სწორად
უნდა მივუდგეთო, ზურგი არ უნდა ვაქციოთო, გვიწერს აქ ეს
ქალბატონი; კარგად უნდა გავერკვეთ, საიდან მობრძანდა
თრეისიო. ნება მიბოძეთ, ბოლო ფრაზებიც გაგაცნოთ: – თრეისი
გაჭირვებული ფენიდან არისო. მეათე კლასში ოჯახი
მიუტოვებია და ნათესავებთან გადასულა თურმე, შედეგად,
ამა თუ იმ სიტუაციის რეალური ფაქტორების შეფასების უნარი
დაზიანებია. ეს ნაკლი ნამდვილად აქვსო, ადასტურებს
«გულმეცნიერი ქალბატონი». მაგრამ მზად ყოფილა თურმე ის
გოგო, რომ ცხოვრებისეული მიდგომები შეცვალოს. ბოლო
კვირებში ვამჩნევ, როგორი სისწრაფით ებადება რეალობიდან
თავისი გაქცევის სერიოზულობის აღქმაო, – გვიწერს აქ
დელფინა რუ, რომელიც ენებისა და ლიტერატურის კათედრას
უდგას სათავეში. გარდა ამისა, ფრანგული კლასიციზმის
კურსსაც კითხულობს. «რეალობიდან თავისი გაქცევის
სერიოზულობის აღქმა!» – გამოცრა კბილებში, – არა, კმარა!
უკვე გული მერევა ამ ყველაფერზე!
როდესაც შაბათობით ქოულმენთან მივდიოდი, ხშირად
შეურაცხყოფილი, გულგატეხილი და დაბოღმილი მხვდებოდა.
არადა, ფიზიკურად თითქმის არაფერს უჩიოდა. მწვერვალიდან
ჩამოგდებულ დიდკაცს ჰგავდა, რომელსაც დაცემის ტკივილი
22
ჯერ კიდევ ტანჯავდა. ასეთ რამეს, ალბათ, მხოლოდ მაშინ
ნახავდა კაცი, თუკი ნიქსონთან აღმოჩნდებოდა სანკლემენტეში ანდაც ჯიმი ქართერთან ჯორჯიაში, იქამდე, სანამ
ეს უკანასკნელი დამარცხების ცოდვის მოსანანიებლად
ხუროობას მიჰყოფდა ხელს. ერთი სიტყვით, სევდიანი
სანახაობა იყო. მართალია, ქოულმენის უბედურებას სრულად
თანავუგრძნობდი,
კაცმა
ყველაფერი
დაკარგა
და
უსამართლობის მსხვერპლი გახდა-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ,
საღამოობით, მისი ბრენდის წრუპვისას ისე მომერეოდა რული,
რომ თავს ძალას ვატანდი, არ ჩამთვლიმოს-მეთქი.
მაგრამ
იმ
ღამეს,
რომელსაც
მე
აღგიწერთ,
მოაჯირშემოვლებულ ვერანდაზე გავედით გასაგრილებლად.
ზაფხულობით აქაურობას კაბინეტად იყენებდა ხოლმე. ისეთი
მინდობილი მეჩვენა სამყაროზე, რომ მსგავსი არასდროს
მენახა. სამზარეულოდან ორი ბოთლი ჩაცივებული ლუდი
გამოაყოლა ხელს და მოგრძო, ჯოჯგინა მერხთან დავსხედით
ერთიმეორის პირისპირ. ეს მერხი მისი სამუშაო მაგიდის როლს
ასრულებდა საჭიროებისას და ახლაც კიდეში სამ წყებად
ჰქონდა დალაგებული ოცი-ოცდაათი ჩანაწერების წიგნაკი.
– აბა, ნახეთ, – მითხრა სრულიად დამშვიდებულმა და
გააზატებულმა, თითქოს ხელახლა შობილმა ქოულმენმა, – აი,
ისიც, «მოჩვენებები». წუხელ შავი ვარიანტი დავასრულე, დღეს
კი მთელი დღე ვკითხულობდი და თითოეული გვერდი
გულისრევის შეგრძნებას მგვრიდა. მარტო ეს მძვინვარე
ხელნაწერი იწვევს ავტორისადმი უნდობლობასა და ზიზღს.
ამისთანაზე ორი წლის დაკარგვა იქნებოდა? ნახევარ საათს
მაინც შეალევდა ვინმე? აირისი ამათ გამო გარდაიცვალა? კი
მაგრამ, ვინ ირწმუნებს ამას? უკვე მგონია, რომ მეც აღარ მჯერა
ამის. ეს ავყია ნაჯღაბნი წიგნად რომ ვაქციო, მთელი ბრმა
გულისწყრომა რომ ამოვიღო, მთელი სიგიჟისგან რომ
გავასუფთაო ფურცლები, კიდევ ორი წელიწადი წამივა, მეტი
თუ არა. და რას მოვიგებ? ორ საზიზღარ წელიწადს გონებრივი
დაძაბულობისას. სწორად გამიგეთ, მე ახლა მიტევებაზე არ
ვლაპარაკობ. გულით მეზიზღებიან ის ნაძირალები. ეს
ნაყარნუყარი ხალხი ისე მძაგს, როგორც კაცთა მოდგმა
გულივერს, ცხენებთან რომ დაიწყო ცხოვრება. არადა,
ბიოლოგიურად სვიფტის ცხენები მუდამ სიცილს მგვრიდნენ.
იცით, რას მაგონებენ? თეთრ ანგლოსაქსურ პროტესტანტურ
ისტებლიშმენთს, აი, ისეთს, რომლითაც «ათინა» იმართებოდა
23
ჩემი მისვლისას.
– ისე, ჯანზე უნდა იყოთ, ქოულმენ, გონებაც მთლად
დამშვიდებული გაქვთ. სამიოდე კვირის წინ კი, ბოლოს რომ
გნახეთ, მუხლამდე საკუთარ სისხლში იდექით.
– აი, ამის გამო ვარ ასე. რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ
მძღნერია და სირობა. ჩემგან მწერალი აწი აღარ დადგება.
საკუთარ თავზე ვწერ და დისტანციას კი ვერ ვიცავ. რომ
გადავფურცლე, დავინახე, რომ საკუთარი თავის მართლებაა და
მეტი არაფერი, თან უბადრუკ მემუართანაც ვერ მოვა.
თითოეული ახსნა-განმარტების უაზრობა დავიჭირე, –
ქოულმენს გაეღიმა, – ქისინჯერი ყოველ წელს გამოსცემს
ათასგვერდიან ამნაირ საუნჯეს, მაგრამ მისი გზით სიარული არ
მინდა. ერთი შეხედვით, საკუთარი ნარცისიზმის საპნის
ბუშტში ჩაკეტილივით ვარ, მაგრამ მის მეტოქეობას სიკვდილი
მირჩევნია. მოკლედ, ხელი ჩავიქნიე.
როდესაც მწერალი ჩიხში მოექცევა თავისი ორწლიანი,
ერთწლიანი ან თუნდაც ექვსთვიანი ნაშრომის კითხვის
შემდეგ, გრძნობს, რომ საძაგლობა გამოსვლია და კრიტიკის
გილიოტინაზე ასულა, საკუთარი თავის დასამარების სურვილი
უჩნდება და რამდენიმე თვე ესაჭიროება ხოლმე გონზე
მოსასვლელად. მაგრამ ქოულმენი რეკორდულად მოკლე
დროში
გაუმკლავდა
თავისი
ნაწერისგან
მოგვრილ
საშინელებას და არა მხოლოდ წიგნისმიერ, არამედ
ცხოვრებისეულ საშინელებასაც იოლად დააღწია თავი. წიგნზე
ხელის აღებით მან უარი თქვა სამაგიეროს გადახდაზე. რაკი
აღარც საკუთარი იმიჯის აღდგენა აწუხებდა და არც
მოწინააღმდეგეების, როგორც მკვლელების გამოაშკარავება,
მათი უსამართლობის შხამითაც აღარ იყო მოწამლული. თუკი
ნელსონ მანდელას სატელევიზიო იმიჯს არ ჩავთვლით,
რომელიც ციხიდან გამოსვლისას, კუჭში ჯერ კიდევ ბალანდა
რომ ჰქონდა, პატიმრებს მიტევების თვალით უყურებდა, მე
მსგავსი სულიერი გადასხვაფერება არ მინახავს ადამიანისა,
მით უმეტეს, დაზარალებულისა. ამის დაჯერება კი არა,
თავდაპირველად აღქმაც კი გამიჭირდა.
– ანუ პოზიცია დათმეთ და მხიარულად ამბობთ, ვერ გავქაჩეო?
თან ისე ამოაღწიეთ ზედაპირზე ამ სიძულვილიდან, რომ
აღარავისზე აპირებთ ამხედრებას?
24
– აღარავისზე.
კარტის დასტა და ბლოკნოტი ამოიღო ანგარიშის ჩასაწერად.
სკამები მაგიდის ქაღალდებისგან თავისუფალი ადგილისკენ
გავწიეთ. კარტი აჩეხა, მე გავჭერი, მან კი დაარიგა. მერე
უცნაური
უშფოთველობა
დაეუფლა,
ყველაფრიდან
გამომდინარე, იმ სიძულვილისგან გათავისუფლდა, რომელიც
«ათინას» თანამშრომლების მიმართ ჰქონდა, რომელთაც განგებ
შეულახეს სახელი და სიცოცხლე გაუმწარეს, თან მთელი ორი
წლით
გადაისროლეს
სვიფთისეული
მასშტაბის
მიზანთროპულ ჭაობში, და ბედნიერი დღეების გახსენებას
მიეცა მთელი გულით. იმ დღეებისა, როდესაც სრულ
ბედნიერებას არაფერი უკლდა და არც თვითონ აკლებდა ცდას,
რომ სიხარული არა მხოლოდ განეცადა, არამედ გაეცა კიდეც.
მერე ქალებზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, სიძულვილი და ტკივილი
სულ გადაგვავიწყდა. აქ კი ქოულმენი სრულიად ახალ, ან
ძალიან ძველ, ძველისძველ ქოულმენად იქცა, ისეთ ბედნიერ
და კმაყოფილ ქოულმენად, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია
დედამიწაზე. არა მხოლოდ «მოჩვენებებამდე» ქოულმენად,
არამედ ჟინით აღსავსე ქოულმენად.
– ფლოტიდან რომ წავედი, გრინვიჩ-ვილიჯში დავსახლდი, –
დაიწყო მოყოლა და თავისი კარტი აკრიფა, – მეტროში ერთი
ჩასვლა და ყველაფერი მოკვარახჭინებული იყო. ვთევზაობდი
რა: მარტო ჩადიხარ და წყვილად ამოდიხარ. მერე კი, – პაუზა
გააკეთა და ჩემი კარტი აკრიფა, – დიპლომი ავიღე, ცოლი
შევირთე, მუშაობა დავიწყე და ბავშვებიც გვეყოლა, ასე რომ,
თევზაობაც შევწყვიტე.
– საერთოდ აღარ გითევზავიათ?
– თითქმის საერთოდ. ფაქტობრივად, აღარასდროს. სიმღერები
გესმით? – სახლში ოთხი რადიომიმღები იყო ჩართული და
სიმღერის ვერგაგონება, ქუჩაშიც რომ ვყოფილიყავით,
შეუძლებელი იყო, – ბოლო წლების სიმღერებია. სიმღერებითაც
და გოგონებითაც ოთხი-ხუთი წელი ვისიამოვნე და ჩემს
იდეალებსაც ამით შეესხა ხორცი. დღეს ერთ წერილს მივაგენი.
ვიქექებოდი «მოჩვენებების» დასტაში და ერთ-ერთი გოგონას
წერილს წავაწყდი. არა, ერთ-ერთი «მათგანი» არ არის, სულ
სხვაა! ახალი დანიშნული ვიყავი ლონგ-აილენდის ადელფიკოლეჯში, აირისი კი უკვე ჯეფრიზე იყო ფეხმძიმედ, ეს
25
წერილი რომ მომივიდა. აშოლტილი გოგო იყო, ექვს ფუტამდე
სიმაღლის. არც აირისს ეთქმოდა დაბალი, მაგრამ სტინას ვერ
გაუტოლდებოდა. აირისი ზორბა იყო, სტინა კი – კენარი.
მოკლედ, ეს წერილი 1954 წელს გამომიგზავნა, დღეს კი
ქაღალდების გადაქექვისას აღმოვაჩინე.
ქოულმენმა შორტის უკანა ჯიბიდან ამოიღო სტინას წერილი.
იმავე დაჭმუჭნილ კონვერტში იდო, რომლითაც თავის დროზე
მიიღო. ისევ უპერანგოდ იყო, თუმცა უკვე სამზარეულოში კი
არა, ვერანდაზე ვისხედით. ივლისის თბილი საღამო იდგა,
მაგრამ არც იმდენად თბილი, რომ შილიფად ყოფილიყო. მის ამ
საქციელში
ანატომიური
პატივმოყვარეობის
მარცვალი
შევნიშნე. გარუჯული ტორსის დემონსტრირებით, მომეჩვენა,
რომ უფრო მეტის ჩვენებას ცდილობდა, ვიდრე უბრალოდ
შინაურული გარემოს შექმნას. საჩვენებლად წარმოდგენილი
ჰქონდა მხრები, ხელები და მკერდი; ამ არცთუ მაღალ კაცს
მკვრივი აგებულება და ვიწრო წელი ჰქონდა. მართალია, მის
მუცელს წინანდებურად ბრტყელი აღარ ეთქმოდა, მაგრამ არც
ღიპში იყო გადასული. მოკლედ, კარგი სპორტსმენის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც უხეში ძალის კი არა,
მოხერხებისა და გამჭრიახობის ხარჯზე აღწევს გამარჯვებას. ეს
ყველაფერი ჩემთვის აღმოჩენა გახდა, რადგან აქამდე არა
მხოლოდ სულ პერანგით დადიოდა, არამედ სიშმაგესა და
შფოთსაც ერთიანად დაემორჩილებინა.
არც ის ვიცოდი, რომ მარცხენა მხარს ოდნავ ქვემოთ პატარა,
ცისფერი სვირინგი ჰქონდა, რომელზეც «U. S. Navy»[5] ეწერა და
დელტისებრი კუნთის მიმართულებით ჩაუდიოდა – პაწაწინა
სიმბოლო იმ მილიონობით გარემოებისა, რომელთაგანაც
სხვისი ცხოვრება ეწყობა, სხვისი ბიოგრაფია იქმნება იმ პაწაწა
ნაწილაკებისგან, რომელთა მეშვეობითაც ამა თუ იმ ადამიანზე
ხშირად არასწორი წარმოდგენა გვექმნება ხოლმე.
– ამდენი ხანი ინახავდით?
მნიშვნელოვანი წერილია.

ვკითხე
მე,

ალბათ,
– მკვლელი წერილია! ამის წყალობით მივხვდი, როგორ
შევიცვალე. უკვე ცოლი მყავდა, მოვალეობები მქონდა
დაკისრებული, ვმუშაობდი, ბავშვს ველოდით, მაგრამ ამ
წერილამდე ვერ მივმხვდარიყავი, რომ ყველა სტინა უკვე უკან
იყო დარჩენილი. ამ წერილმა ამიხილა თვალი, რომ უკვე ახალი,
სერიოზული და საქმიანი ცხოვრება დაწყებულიყო. მამაჩემს
26
ისთ-ორინჯში, გროუვ-სთრითზე ბარი ჰქონდა. ქალაქის
ღარიბულ უბანში ვცხოვრობდით. მამაჩემისთანა ებრაელ ბარის
მეპატრონეებს ნიუ-ჯერსიში ხშირად შეხვდებოდი კაცი,
ცხადია, ყველა მათგანს მფარველი ჰყავდა, ანუ მაფიასთან
ჰქონდა კავშირი. მამაჩემი არც მშიშარა ყოფილა და არც თავზე
ხელაღებული გაქნილი, უბრალოდ ჩემთვის უკეთესი
ცხოვრების შექმნა უნდოდა. ერთხელაც, გამოსაშვებ კლასში
რომ
ვსწავლობდი,
იატაკზე
დაცემულა
და
სულიც
განუტევებია. დედისერთა ვიყავი. ჩემზე მზე და მთვარე
ამოსდიოდათ. რომ შემატყო, ბარის ცხოვრებამ დააინტერესაო,
დახმარებაც კი ამიკრძალა. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ბარის
ჩათვლით, არა, ბარით დაწყებული, იმისკენ მიბიძგებდა, რომ
კარგად მესწავლა, სკოლაშიც, როდესაც ლათინურსა და
ბერძნულს ვიზუთხავდი, – მაშინ ჯერ კიდევ პროგრამაში
შედიოდა, – როგორც ბარის მფლობელის ვაჟი, ვცდილობდი,
მეტისმეტად
სერიოზული
ვყოფილიყავი,
მეტისმეტად
დაკვირვებული...
ერთი ხელი სწრაფად მოვათავეთ და ქოულმენმა მომგებიანი
კომბინაცია მიჩვენა. მე კარტი დავარიგე, ის კი ისევ
ალაპარაკდა. მისგან მსგავსი მანამდე არაფერი მომესმინა.
ყოფილი დეკანისგან მხოლოდ იმას თუ გავიგებდი, თუ როგორ
და რატომ სძულდა, უფრო სწორად, რატომ შეიძულა ათინაკოლეჯი.
– ჰოდა, – მითხრა მან, – ერთხელაც მამაჩემის ოცნება ავახდინე
და კოლეჯის პატივსაცემი პედაგოგი გავხდი; მეც მამაჩემივით
ფიქრი დავიწყე, სერიოზულ ცხოვრებაში სამუდამოდ შევდგიმეთქი ფეხი. მეგონა, ეს ცხოვრება არასოდეს დასრულდებოდა,
თუკი დიპლომისა და სტატუსის მფლობელი იყავი ადამიანი.
მაგრამ დასრულდა, ნათან. ხორცშესხმული არსებებია თუ
მოჩვენებები-მეთქი,
ვთქვი
და
ყველაფერი
შეწყდა.
რექტორობისას რობერთსი ხშირად მეტყოდა ხოლმე, იმიტომაც
ივარგეთ დეკანად, ბარში ქცევის მანერები რომ გქონდათ
შეთვისებულიო. ელიტური გვარტომობის მქონე რობერთსს
მოსწონდა, რომ მისი კაბინეტიდან ერთი დერეფნის იქით
ლუდის ბარიდან გამოსული ჩხუბისთავი იჯდა. კოლეჯის
ძველ გვარდიას ჩემს წარმოშობას ხშირად სჩრიდა ხოლმე
ცხვირში, თუმცა კი, როგორც თქვენც მოგეხსენებათ,
არაებრაელებს ურიების ისტორიების არც მოყოლა უყვართ, არც
მოსმენა, და ახსენებდა, თუ როგორ ამოვაღწიე ზედაპირზე
27
ღატაკთა ქოხმახებიდან. ჰო, პირს რობერთსი უკვე იმ დროსვე
მექცეოდა თავისებურად. კაცმა რომ თქვას, ირონიულადაც კი.
აქ საუბარი შეწყვიტა. გაგრძელება აღარ ისურვა. ტახტიდან
ჩამოგდებულის
კომპლექსს
უმკლავდებოდა
შეძლებისდაგვარად. წყენა, რომელიც თითქოს არასოდეს უნდა
გაჰქრობოდა, ნელ-ნელა უქარწყლდებოდა.
ისევ სტინას დაუბრუნდა. მისი მოგონება დიდად დაეხმარა.
– ორმოცდარვა წელს გავიცანი, – დაიწყო მოყოლა, – ოცდაორის
ვიყავი, ფლოტში სამსახურიც დასრულებული მქონდა და ნიუიორკის
უნივერსიტეტშიც
ვსწავლობდი.
როგორც
დემობილიზებულს, სტიპენდიაც მეკუთვნოდა. თვრამეტი
წლის სტინა კი ქალაქში რამდენიმე თვის ჩამოსული იყო. რაღაც
სამუშაოზე
მოწყობილიყო
და
კოლეჯის
საღამოს
განყოფილებაზეც შესულიყო. მინესოტელი დამოუკიდებელი
გოგონა!
ასე
შემიძლია,
შევაფასო.
საკუთარ
თავში
დარწმუნებული ჩანდა. დედა დანიელი ჰყავდა, მამა –
ისლანდიელი. სხარტი იყო, საზრიანი, ლამაზი და თან
რამსიმაღლე! ძალიან მაღალი! ქანდაკებასავით გრაციოზული
იყო. ახლაც არ ამომდის თვალებიდან. ორი წელიწადი ვიყავით
ერთად. ვოლუპტატს ვეძახდი. ფსიქეს ქალიშვილის სახელს.
რომაელებში გრძნობიერი ნეტარების განსახიერების.
კარტი მაგიდაზე დააწყო და მიმობნეულ ქაღალდებში
შეცურებული კონვერტი გამოაძვრინა, საიდანაც წერილი
ამოიღო. ნაწერი საბეჭდ მანქანაზე იყო აკრეფილი და ორ
გვერდს მოიცავდა.
– მოგვიანებით სრულიად შემთხვევით გადავაწყდით
ერთმანეთს. ადელფიდან ქალაქში ვიყავი ერთი დღით ჩასული
და უცებ რას ვხედავ: სტინა არ დგას! უკვე ოცდაოთხის ან
ოცდახუთისა იქნებოდა იმ დროს. მოვიკითხეთ ერთმანეთი,
გავისაუბრეთ. ვუამბე ჩემ შესახებ, ვუთხარი, ბავშვს
ველოდებით-მეთქი,
ისიც
თავისას
მომიყვა.
ბოლოს
გადაკოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მორჩა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კოლეჯში ჩემს სახელზე
წერილი მოვიდა. დათარიღებული იყო. თარიღიც დაესვა, აი, 18
აგვისტო, 1954 წელი. «ძვირფასო ქოულმენ! მიხარია, ნიუიორკში რომ შევხვდით ერთმანეთს. ხანმოკლე საუბრის
შემდეგ რომ დავშორდით, შემოდგომის სევდა დამეუფლა.
28
ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან უკვე ექვსი
წელიწადი გასულა, ანუ უამრავი დღე და ღამე ჩვენი
ცხოვრებისა უკვე განვლილია. მშვენივრად გამოიყურებოდი,
გამიხარდა, ბედნიერი რომ ხარ. უნდა ვაღიარო, ჯენტლმენივით
იქცეოდი. მშვენივრად გეჭირა თავი. არადა, რა კარგად მახსოვს,
რომ იმ დროს შენც ნახევარსარდაფში გქონდა ბინა ნაქირავები
სალივან-სთრითზე. გახსოვს იმ დროს შენი თავი? მშვენივრად
ახერხებდი პიკირებას, მტაცებელი ფრინველივით იყავი,
რომელიც ზემოდან ადევნებს წყლის ზედაპირს თვალს და
ნადავლის დანახვისთანავე შურდულივით ეშვება და
ნისკარტს სტაცებს! ჩვენი გაცნობისას შენმა მფრინავმა
ენერგიამ გამაოცა. მახსოვს, პირველად რომ გეწვიე ოთახში, მე
სკამზე დავჯექი, შენ კი ბოლთას სცემდი და წამით თუ
ჩამოჯდებოდი ტაბურეტზე ან კუშეტზე. სანამ ცოტას
ავეწყობოდით და ლეიბს ვიყიდდით, ხსნის არმიიდან მუქთად
წამოღებულ კუშეტზე გეძინა. დალევა შემომთავაზე და ჭიქა
გამომიწოდე, თან ისეთი უცნაური მზერით მიყურებდი,
თითქოს ხელი რომ მქონდა, რომლითაც ჭიქის დაჭერას
შევძლებდი, და პირი რომ მქონდა, რომლითაც დალევას
ვახერხებდი, დიდი სასწაული იყო, ისევე როგორც ის, რომ
მეტროში გაცნობის მეორე დღესვე შენს საცოდავ ოთახში
აღმოვჩნდი. რაღაცას მელაპარაკებოდი, მეკითხებოდი, თუმცა
ზოგიერთზე
თავადვე
სცემდი
პასუხს,
მეტისმეტად
სერიოზული გამომეტყველება გქონდა, მაგრამ რაღაც
სიხარულნარევი, რაც საუბრის გაგრძელების სურვილს
მიჩენდა, თუმცა კი ძნელად ვპოულობდი სიტყვებს. ასე რომ,
გიყურებდი და იმაზე მეტს ვხვდებოდი, ვიდრე მოველოდი.
მაგრამ
ლიტონი
სიტყვებით
მე
მხოლოდ
ჩვენი
ურთიერთლტოლვით შექმნილი სიცარიელის შევსება შემეძლო.
გულში ვფიქრობდი, ჯერ მზად არა ვარ-მეთქი. ქალაქში ეს-ესაა
ჩამოვედი და ასე უცბად არ ივარგებს, მაგრამ ცოტასაც თუ
ვილაპარაკებთ, უფრო მეტს თუ მოვისმენთ ერთმანეთისგან
და გავიაზრებ რაც მინდა, მზადაც ვიქნები-მეთქი (ოღონდ
«მზად» რისთვის ვიქნებოდი, დღემდე ვერ გამიგია.
მზადყოფნაში ურთიერთობას კი არა, ალბათ, უფრო «მზად
ყოფნას» ვგულისხმობდი),
მაგრამ ისეთი სისწრაფით
გადმოკვეთე ნახევარი ოთახი და ისე მოულოდნელად მოიტანე
«იერიში», რომ თავზარიც დამეცი და სასიამოვნოდ გამაოცე
კიდეც... როგორ ნაჩქარევად და იმავდროულად, როგორ
დროულად იმოქმედე მაშინ, ქოულმენ».
29
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 03
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.