Latin

ადამიანური ლაქა - 08

Total number of words is 3479
Total number of unique words is 2003
29.6 of words are in the 2000 most common words
41.6 of words are in the 5000 most common words
47.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მოდიოდნენ, მორისთაუნი რომ მდებარეობს; ერთი ყრუმუნჯიც იყო, მეტსახელად «ჩერჩეტას» ეძახდნენ; ის
ბელვილიდან მოდიოდა ხოლმე კლუბში. თუმცა მომსვლელთა
უმეტესობა ნიუარკიდან დადიოდა და ყველა მათგანი
შავკანიანი იყო, კოლეჯის ორ თეთრკანიან მმართველს თუ არ
ჩავთვლით. ერთ-ერთს მაქ მაქროუნი ერქვა, უესთსაიდ-პარკში
პოლიციელად მუშაობდა, პისტოლეტიც სულ თან დაჰქონდა,
ჰოდა, ერთხელ ქოულმენს უთხრა: სარბენ ნაწილში თუ ფეხს
აითრევ, მიგაცხრილავო. მაქს სისწრაფის სწამდა, ამიტომაც
ქოულმენზე ამყარებდა იმედს. სისხარტე, ფეხების კარგი
მუშაობა, შემხვედრი დარტყმა. ქოულმენს ჯერ დგომა ასწავლა,
მერე გადაადგილება და დარტყმა, რომ დაინახა, სწრაფი
რეაქცია აქვს და იოლად ითვისებსო, უფრო დახვეწილ
ნაწილზე გადავიდა. თავის გადაადგილებაზე, ანუ გადაწევაზე.
დარტყმის აცილებაზე. დაბლოკვაზე. შემხვედრის შეგებებაზე.
ჯების[13] გაკეთებაც ასწავლა. «თითქოს რწყილს იცილებდე
ცხვირიდან. მოუქნიე და მასაც მოაცილე რწყილი». ქოულმენს
ჯებებით ბრძოლის მოგება ასწავლა. ჯებს გაუქანებ, დაბლოკავ
და შემხვედრსაც მიაგებებ. ის თუ მოგიქნევს ჯებს, მარცხნივ
გადაიწევი და მარჯვენა პირდაპირით უპასუხებ. ან მარჯვნივ
გადაიწევი და ჰუკით გლიჯავ. ან დაყვინე, მარჯვენით
მკერდში გაუქანე და მარცხენით ჰუკი სთხლიშე მუცელში.
თხელი აღნაგობის ქოულმენი ზოგჯერ მოწინააღმდეგის
მოქნეულ ჯებს ბლოკავდა, თავისკენ მიიზიდავდა, მერე
მუცელში ჰუკს გაუქანებდა, გასწორდებოდა და ჰუკს
დაუქანავებდა თავში. «დარტყმას ბლოკავ და შემხვედრს
102
ურტყამ. კონტრშემტევი მოკრივე ხარ, სილქი. შენი ძალა ამაშია,
მხოლოდ ამაში». მერე პეტერსონში გაემგზავრნენ. ეს პირველი
ასპარეზობა იყო სამოყვარულო ტურნირში. მეტოქე ჯებს რომ
გამოუშვებდა, ქოულმენი უკან იხრებოდა, მაგრამ ფეხებით
სიმყარეს არ კარგავდა, მერე გასწორდებოდა და მარჯვენის
გაქანებას ასწრებდა – აი, ამგვარად ახერხებდა ბრძოლის
უპირატესობის შენარჩუნებას. ქოულმენმა სამივე რაუნდში ამ
ხერხით მოიგერია მეტოქე და სხარტი დარტყმები აგემა, ასე
რომ, სამივეში გამარჯვებულად გამოცხადდა. ვაჟთა კლუბში ეს
«აბრეშუმის სილქის» საფირმო მეთოდად აღიარეს. დროდადრო
პირველი აყენებდა ხოლმე მოწინააღმდეგეს დარტყმას, ასე
რომ, ვერავინ იტყოდა, მხოლოდ დგას და ხელს არ ანძრევსო.
მაგრამ მეტწილად მეტოქისგან წამოსულ დარტყმებს ელოდა,
რათა საპასუხოდ ორი-სამი ძლიერი ეგემებინა და ისევ უკან
დაეხია. ქოულმენი თავდაცვით უფრო მეტ წარმატებას
აღწევდა. უკვე თექვსმეტი წლისამ ესექსისა და ჰუძონის
ოლქებში, არმიის დარბაზსა და «პითიას რაინდში» გამართულ
შეჯიბრებებზე, ასევე ვეტერანთა ჰოსპიტალში საჩვენებელი
გამოსვლებისას «ოქროს ხელთათმნის» სამ გამარჯვებულს
სძლია. გამოდის, 112, 118 და 126 გირვანქა წონით
კატეგორიებშიც შეძლებდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
მაგრამ «ოქროს ხელთათმანში» მონაწილეობას როგორ
მიიღებდა, ასეთ შემთხვევაში ხომ გაზეთში მოხვედრას ვერ
ასცდებოდა და მშობლებისთვისაც ყველაფერი საცნაური
შეიქნებოდა. თუმცა მოგვიანებით მათ ისედაც ყველაფერი
გაიგეს. როგორ – ეს არ იცოდა, მაგრამ ამას აღარც ჰქონდა დიდი
მნიშვნელობა. ალბათ, ვინმე ეტყოდა, მორჩა და გათავდა.
ერთ კვირადღეს, ეკლესიიდან დაბრუნებულები სადილად რომ
ისხდნენ, მამამისმა ჰკითხა:
– აბა, ქოულმენ, როგორ გაართვი თავი?
– რას როგორ გავართვი?
– წუხელ «პითიას რაინდებში» როგორ ჩაიარა გამოსვლამ?
– «პითიას რაინდები» რაღაა?
– მოსატყუებელი კბილი უკვე ამოღებული მაქვს, შვილო, ასე
რომ, გეყო. მაშ, წუხანდელ კრივში რამდენი ორთაბრძოლა
გაიმართა?
103
– თხუთმეტი.
– შენ როგორ გამოხვედი?
– მოვიგე.
– სულ რამდენი ბრძოლა გაქვს მოგებული? ტურნირებზეც და
საჩვენებელ გამოსვლებზეც? სულ თავიდან რომ დავიწყოთ,
რამდენი გექნება?
– თერთმეტი.
– რამდენი წაგება გაქვს?
– ჯერ არც ერთი.
– საათიდან რამდენი დოლარი მოიგე?
– რა საათიდან?
– ლაიონსის ვეტერანთა ჰოსპიტალში რომ მოიგე, იმ საათზე
გეუბნები. გამარჯვებულს ვეტერანებმა რომ გისახსოვრეს. აი,
იმაზე, გასულ კვირას ნიუარკში, მელბერი-სთრითზე რომ
დაალომბარდე.
ესე იგი, სცოდნია.
– და შენი აზრით, რამდენს მომცემდნენ? – შესიტყვება კი
ჰკადრა ქოულმენმა, მაგრამ თვალი ვერ გაუსწორა. საკვირაო
მაღალხარისხიან სუფრაზე ამოქარგული ნახჭის თვალიერება
დაიწყო.
– ორი დოლარი დაგრჩა,
გადასვლას როდის აპირებ?
ქოულმენ.
პროფესიონალებში
– ფულის გამო კი არ... – შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ
თვალებს ვერ სწევდა, – ფული სულ არ მაინტერესებს.
სიამოვნებისთვის ვაკეთებ. ასეთი სპორტით ვინ იქნება
დაკავებული, რომ არ სიამოვნებდეს.
– მამაშენი რომ ვიყო, ქოულმენ, იცი, რას გეტყოდი?
– მამაჩემი არა ხარ? – შეეპასუხა ქოულმენი.
– ვარ კი?..
– აბა...
104
– დიდად არა ვარ დარწმუნებული. ვიფიქრე, მამამისი მაქ
მაქროუნი იქნება-მეთქი ვაჟთა კლუბიდან.
– გეყო რა, მა, მაქი ჩემი მწვრთნელია.
– გასაგებია. მაშ, მამაშენი ვინღა გამოდის?
– თავადაც იცი. შენ! შენ ხარ მამაჩემი!
– მე? რას მეუბნები?
– არა! – იყვირა ქოულმენმა, – შენ არა ხარ!
საკვირაო სადილის დასაწყისში ბიჭი ადგილს მოსწყდა,
სახლიდან გავარდა და სენთრალ-ავენიუზე რამდენიმე მილი
სულმოუთქმელად ირბინა ორინჯამდე, მთელი საათი, მერე
ორინჯიდან უესთ-ორინჯამდე, მერე უათჩანგ-ავენიუზე
გაქუსლა და როუზდეილის სასაფლაომდე მივიდა, მერე
სამხრეთით ვაშინგტონ-სთრითით მეინ-სთრითამდე ირბინა –
ირბინა დარტყმებით, სპრინტით, მერე უბრალოდ სირბილით,
მერე უბრალოდ სპრინტით, ამის მერე ბრიქ-ჩერჩის
სადგურამდე, უკანა გზაზე, აჩრდილებთან ბრძოლით იარა,
ბოლოს სახლამდე ისევ სპრინტზე გადავიდა და უკვე შინ
შესული, სადაც მისი ოჯახი დესერტს ამთავრებდა, თავის
ადგილს დაუბრუნდა ბევრად დამშვიდებული და ცდა დაიწყო,
როდის
დაიწყებდა
მამამისი
შეწყვეტილი
საუბრის
გაგრძელებას. მამამისი მოთმინებას არასოდეს კარგავდა.
გამარჯვების თავისებური ხერხი ჰქონდა. სიტყვები იყო მისი
იარაღი. მეტყველება. ინგლისური ენა იყო მისი არსენალი,
რომელსაც შექსპირის, ჩოსერისა და დიკენსის ენას უწოდებდა.
ენა, რომელსაც ვერავინ წაართმევდა და რომელზეც
სრულფასოვნად, საუცხოოდ მეტყველებდა, თან ისეთ
ჟღერადობას სძენდა, თითქოს სიტყვით გამოდიოდა. უბრალო
საუბარიც კი ისეთი ჰქონდა, თითქოს მარკუს ანტონიუსი
ყოფილიყო კეისრის ცხედართან. სამივე შვილს მეორე სახელად
პიესიდან აღებული სახელი დაარქვა. იმ პიესიდან, რომელიც
ლამის
ზეპირად
იცოდა,
ინგლისური
ლიტერატურის
მწვერვალად და ყველაზე ჭკუის სასწავლებელ ღალატად
მიაჩნდა, თუკი რამ ოდესმე შექმნილიყო კალმით: უფროს ვაჟს
– უოლთერ ანტონი, მეორე ვაჟს – ქოულმენ ბრუტუსი და
ნაბოლარა ერნესტინს – კალპურნია უწოდა, რომელიც კეისრის
ერთგული ცოლის სახელი იყო.
105
მისტერ სილქის საქმიანობას ბანკების დახურვამ მოუღო ბოლო
დიდი დეპრესიის დროს. ორინჯში ოპტიკის მაღაზიის
გაკოტრების შემდეგ დიდხანს ვერ მოეგო გონს, საერთოდ თუ
მოეგო... «საწყალი მამიკო, – ამბობდა დედა, – როგორ უნდოდა,
საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა». დედა ნიუ-ჯერსიდან იყო, მამა
კი წარმოშობით სამხრეთიდან, ჯორჯიიდან, სადაც კოლეჯში
აგროტექნიკასა და მესაქონლეობას ეუფლებოდა ერთხანს,
მაგრამ მერე მიატოვა სწავლა და ჩრდილოეთში, ტრენტონში,
წავიდა. იქ ოპტიკის საქმე შეისწავლა. მერე ჯარში გაიწვიეს და
პირველ მსოფლიო ომში მოუხდა წასვლა, მერე დედა გაიცნო
და მასთან ერთად ისთ-ორინჯში გადავიდა, სადაც მაღაზია
გახსნა და სახლი შეიძინა. მერე გაკოტრდა და ახლა ვაგონრესტორანში მოუწია სამსახურის გამონახვამ. რესტორანში
ოფიციანტად მუშაობდა და მეტწილად ჩუმად ყოფნა უწევდა,
სამაგიეროდ, შინ დაბრუნებული ისეთი სიზუსტითა და
პირდაპირობით გამოირჩეოდა საუბრისას, რომ მხოლოდ
სიტყვებით მოუღებდა კაცს ბოლოს. მნიშვნელოვნად მიაჩნდა,
რომ
ბავშვებს
გამართული
მეტყველება
ჰქონოდათ.
ამეცადინებდა კიდეც მართლმეტყველებაში: «შეხეთ, ძაღლი
მოდის», – ეუბნებოდა ბავშვებს, მათ კი უნდა ეპასუხათ არა
«შეხე, აუა», არამედ უნდა ჩამოეთვალათ: «შეხე, დობერმანი.
შეხე, მაძებარი, შეხე, ტერიერი». მოვლენებისა და საგნების
კლასიფიცირებას აჩვევდა. ბავშვები მოვლენების ზუსტად
დასახელების უპირატესობასა და ძალას შეიცნობდნენ.
დაუღალავად
აუფლებდა
ინგლისურ
ენას.
ზოგჯერ
მეტყველებას შვილების მეგობრებსაც კი უსწორებდა ხოლმე,
როდესაც ბავშვები სილქებს სტუმრობდნენ.
***
როდესაც ოსტატი სილქი ოპტიკაში მუშაობდა, მღვდლის
სამოსივით შავი კოსტიუმის ზემოდან თეთრ ხალათს
ატარებდა; მეტ-ნაკლებად რეგულარული გრაფიკით მუშაობდა
და საღამოს შინ დაბრუნებული, დესერტს რომ მორჩებოდნენ,
ნავახშმევს, როგორც წესი, მაგიდასთან რჩებოდა ხოლმე
გაზეთის საკითხავად. სამივე ბავშვს «ნიუარკ ივნინგ
ნიუზიდან» რამე უნდა ამოეკითხა, პატარა ერნესტინსაც კი,
თანაც არცთუ კომიქსების გვერდიდან. დედამისისთვის, ანუ
106
ქოულმენის ბებიისთვის, კითხვა მეპატრონის ცოლს ჯერ
კიდევ მონობის დროს ესწავლებინა, გათავისუფლების შემდეგ
კი ქალს ჯორჯიის შტატში სპეციალურად შავკანიანთათვის
გახსნილ პედაგოგიურ და სამრეწველო სასწავლებელში
ჩაებარებინა. ქოულმენის პაპა, მამის მამა, მეთოდისტი
მღვდელი ყოფილა და სილქების ოჯახში კლასიკური
ლიტერატურა თურმე ხშირად იკითხებოდა. სილქების ოჯახში
ბავშვები კრივზე არასდროს უტარებიათ, ისინი მხოლოდ ნიუიორკში მეტროპოლიტენ-მუზეუმში დაჰყავდათ მიღწევების
სანახავად.
მოზარდებს
ჰეიდენის
პლანეტარიუმშიც
დაატარებდნენ მზის სისტემის შესასწავლად. ბავშვები
ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის ხშირი სტუმრებიც იყვნენ.
1937 წლის 4 ივლისს, დღესასწაულზე ბილეთების სიძვირის
მიუხედავად, მისტერ სილქმა ბავშვები ბროდვეიზე წაიყვანა
თეატრ «მიუზიქ ბოქსში» მიუზიკლში «მირჩევნია, მართალი
ვიყო» ჯორჯ ქოენის სანახავად. ქოულმენს კარგად ახსოვს,
მეორე დღეს მამამისი ბიძია ბობის როგორ უზიარებდა
შთაბეჭდილებებს: «იცი, ჯორჯ ქოენმა რა ქნა, როდესაც თავის
დაკვრაც დასრულდა და ფარდაც დაეშვა? გამოვიდა და მთელი
საათი თავისი სიმღერები გვიმღერა. თან ყველა სიმღერა
შეგვისრულა. ბავშვებისათვის თეატრის გასაცნობად უკეთესს
ვერ მოიფიქრებდა კაცი».
– მე რომ მამაშენი ვიყო, – დაიწყო მისტერ სილქმა და
ქოულმენს შეხედა, რომელიც ცარიელ თეფშს დასცქეროდა
დიდმნიშვნელოვნად, – იცი, რას გეტყოდი?
– რას? – ჩუმად ჰკითხა მამას, ოღონდ იმის გამო კი არ
უკითხავს ჩუმად, რომ სირბილმა დაქანცა, არამედ იმიტომ,
რომ უკვე ვაგონ-რესტორნის ოფიციანტი მამა ეკითხებოდა,
რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიმტანად დარჩებოდა, და არა
ოპტიკის მფლობელი მამა.
– გეტყოდი: წუხელ ხომ მოიგე? ყოჩაღ! ესე იგი, შეგიძლია
რინგი დაუმარცხებელმა დატოვო-მეთქი! აი, ამას გეტყოდი,
ქოულმენ.
მამასთან საუბარი მერე უფრო იოლი ეჩვენა, როდესაც
გაკვეთილები მოამზადა, ამასობაში კი დედამისი დაელაპარაკა
ქმარს და დაამშვიდა. მშობლებმა მოახერხეს თავის მოთოკვა,
როდესაც ვაჟი სასტუმრო ოთახში მათ აღტაცებით უყვებოდა
კრივის მშვენიერების შესახებ, რომელშიც თუკი ადამიანს
107
გამარჯვების ოდნავი რესურსი მაინც გააჩნია, მძლეოსნობაში
მიღწეული წარმატება სახსენებელიც არ არის.
მერე დედამ დაუწყო კითხვების დასმა, რაზეც პასუხის გაცემა
რთულად არ მოეჩვენა. მისი უმცროსი ვაჟი სასაჩუქრე
კოლოფივით იმ ოქროსფერი ოცნებებით იყო შეფუთული,
რომლებიც კი ოდესმე გლედის სილქს სწვევია და რაც უფრო
ლამაზი
და
ჭკვიანი
ხდებოდა
ვაჟი,
მით
უფრო
ურთულდებოდა გლედისს შვილის ოცნებებისგან გამორჩევა.
რამდენადაც პაციენტებთან იყო ხოლმე რბილი და თბილი,
იმდენად მკაცრად და ხისტად ექცეოდა ექთანებსა და ექიმებს,
განსაკუთრებით თეთრებს; ასეთი მკაცრი ბუნებისა იყო და
ამავე კოდექსს იყენებდა საკუთარ თავთანაც. მკაცრად
ექცეოდა ერნესტინსაც, მაგრამ არა – ქოულმენს. ეს
უკანასკნელი მისგან იმასვე იღებდა, რასაც პაციენტები –
სათუთ და თავდადებულ ზრუნვას. ბიჭი თითქმის ყველაფერს
იღებდა, რაც სურდა, – მამა გზას უკვალავდა, დედა კი
სიყვარულს აფენდა ამ გზაზე. ოჯახიც ამას ჰქვია.
– ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამხეცდე და ადამიანს შეუტიო,
როცა არც კი იცნობ, – უთხრა დედამ, – მით უფრო, შენნაირი
ლაღი ბუნების ადამიანმა.
– არავითარი გამხეცება, კონცენტრაციაც საკმარისია. სპორტი
ასეთია, ორთაბრძოლამდე მოთელვაა საჭირო. ამ დროს
აჩრდილს ებრძვი. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო
მეტოქესთან, რა იცი, თავში რა წამოუვლის.
– და რომელიც არც კი გინახავს, – ჩაერთო მისტერ სილქი და
სარკაზმი ძლივს შეიკავა.
– მხოლოდ იმის თქმა მინდა, – აუხსნა ქოულმენმა, – რომ
არავითარი გამხეცება საჭირო არ არის. საზრიანობა ჯობია.
– თუკი მეტოქე გამხეცდება, მერე? – ჰკითხა დედამ.
– სულერთია. მაინც ტვინით უნდა გაიმარჯვო და სიმხეცით.
გამხეცდეს რა, ვინ უშლის? ჭკვიანმა მოკრივემ უნდა
იაზროვნოს.
კრივი
ჭადრაკივითაა.
შეგვიძლია,
კატათაგვობანასაც შევადაროთ – მეტოქე უნდა მივიტყუოთ
და...
წუხელ
ერთ
თვრამეტი-ცხრამეტი
წლის
ბიჭს
ვეჯიბრებოდი, ცოტა დონდლო იყო. თავის ზედა ნაწილში ჯები
მომიქნია. მეორედ რომ გამომიქანა, აი, იქ ვუჩვენე სეირი!
108
მარჯვენა შევაგებე და ისიც ვერ გაიგო, რა მოხვდა. ნოკდაუნი!
იშვიათად, რომ ვინმე დავანოკდაუნო, მაგრამ ის კი ძირს
დავეცი. და იცით, როგორ? ვაფიქრებინე, რომ გამომიჭირა.
– ქოულმენ, – მიმართა დედამ, – რაც მესმის, ვერაფერი
მოსაწონია.
ქოულმენი ადგა და ილეთების ჩვენებას მოჰყვა.
– აი, ნახე. რაღაც ნელი დარტყმა ჰქონდა. ხვდები? მივხვდი,
რომ მეორედ მოსახვედრებლად სისწრაფე აღარ ეყოფოდა. ნუ
გეშინია, დე, ვერაფერი მავნო. ეგრევე დავწვი, რომ კიდევ
ერთხელ თუ მომიქნევდა, უკან გადავიხრებოდი და
მარჯვენით ვლეწავდი. ჰოდა, მეორედ რომ გამომიქანა, ეგრევე
ვისქესე და კონტრვხეთქე. სწორად უნდა გამიგო, დედა,
იმიტომ კი არ დავახეთქე, რომ სიმხეცის ამბავი იყო, უბრალოდ,
უკეთესი მოკრივე ვარ და ხერხი ვიხმარე.
– ჰო, მაგრამ ეს ნიუარკელები, ვისთან ერთადაც გიწევს რინგზე
ყოფნა, შენს მეგობრებს ხომ არაფრით ჰგვანან, – თბილი ხმით
ახსენა ქოულმენის ორი შავკანიანი ამხანაგის სახელი, ვისთან
ერთადაც ქოულმენი სწავლობდა, დროს ატარებდა და სკოლის
სასადილოშიც სადილობდა, – ნიუიარკელ ბიჭბუჭებს ქუჩებში
ხშირად ვხვდები. პირწავარდნილი ბანდიტები არიან.
მძლეოსნობა ხომ ბევრად უფრო ცივილიზებული სპორტია,
შენც უფრო გიხდება. ქოულმენ, დედიკო, შენ ხომ ძალიან
ლამაზად სირბილი შეგიძლია.
– ბანდიტები არიან თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. ქუჩაში
შეიძლება აქვს, მაგრამ რინგზე ყველა ერთია. ქუჩაში რომ
გადავყროდით ერთმანეთს, ის ბიჭი, ალბათ, ისე მცემდა,
დამასიკვდილებდა. აი, რინგზე, ხელთათმანებით კი პირიქით,
მე გავშხლართე ზურგზე!
– მაგრად რომ მოგახვედრონ? ეს ხომ საშიშია. მერე რაღა ვქნათ?
სახიფათოა, შვილო, თავი და ტვინი იოლად ზიანდება.
– დარტყმის შერბილებაც შეიძლება. იქ გვასწავლიან. აი, ასე,
თავითვე, ხედავ? ეს ზემოქმედებას ამცირებს. ერთხელ ცოტა კი
გამაყრუა დარტყმამ, მაგრამ დიდი არაფერი. მაშინ დამწყები
ვიყავი და ჭკუა არ მქონდა. კედელზე რომ მიგირტყამს თავი,
ეგეთი შეგრძნება მქონდა. ცოტა თავბრუ დამეხვა და ფეხზე
მყარად ვეღარ ვიდექი. მერე კი თავბრუც მომეშვა და
109
გავსწორდი კიდეც. მაგ დროს თავის შეკავებაა საჭირო,
მოწინააღმდეგეც არ უნდა მოუშვა ახლოს რამდენიმე წამით და
მერე ყველაფერი თავისით დალაგდება. ზოგჯერ ცხვირში თუ
მოხვდა მოკრივეს, თვალებიდან ნაპერწკლები დასცვივა
ცრემლებთან ერთად, მაგრამ არც ეგაა უბედურება. მთავარია,
თავი აკონტროლო და არაფერი გემუქრება.
მისტერ ქოულმენმა თავი ვეღარ შეიკავა.
– ჩემ თვალწინ იმდენი დაუხეთქებიათ იატაკზე, რომ აზრზე
ვერც კი მოსულან, მუშტი საიდან ხვდებოდათ. როცა ასეთი
რამე ხდება, თვალებიდან ნაპერწკლები კი არ გცვივა, უგონოდ
ეცემი ძირს. ჯო ლუისიც კი, თუ გახსოვს, ისე დაანოკაუტეს,
რომ მკვდარივით გაიშხლართა. იქნებ მეშლება რამე? ჰოდა, თუ
ის გაშხლართეს, შენ რაღას გიზამენ, ქოულმენ?
– კი მაგრამ, მამა, შმელინგმა თავიდანვე ისქესა, რომ ლუისს
სისუსტე ჰქონდა. როცა ლუისი ჯებს გაუქანებდა, უკან დახევა
ავიწყდებოდა, – ქოულმენმა ისევ მოქმედებით უჩვენა
მშობლებს, რასაც გულისხმობდა, – უკან კი არ იხევდა,
მარცხენა ხელს ჩამოუშვებდა და აი, ასე იდგა... შმელინგი კი
შეტევას არ წყვეტდა. აი, ასე! ჰოდა, ნოკაუტში გაუშვა კიდეც.
აქ სუფთა აზროვნების ამბავია. ასიანში გეუბნებით. გეფიცები,
ასეა.
– ნუ მეფიცები.
– ჰო, კაი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თუ მოკრივემ შეტევის
შემდეგ უკან არ დაიხია, კონტრშეტევისას აუცილებლად
გაიჩალიჩებს ცხვირში და ბრძოლასაც წააგებს. პირველი
ბრძოლის დროსაც ასე მოხდა. ზუსტად ასე!
მაგრამ მისტერ სილქს ცხოვრებაში უამრავი ჩხუბი ჰქონდა
ნანახი, ჯარი ავიღოთ თუნდაც, ღამით ისეთი ცხვირ-პირის
მტვრევა ატყდებოდა ხოლმე პირადი შემადგენლობის
გასართობად, რომ ჯო ლუისის ნოკაუტი მონაგონი იყო
იმასთან, რაც იქ ხდებოდა – ზოგჯერ ისეთ უღმერთობას
სჩადიოდნენ ბიჭები, რომ უექიმოდ სისხლის გაჩერება ვეღარ
უხერხდებოდა ხოლმე დაშავებულს. სამხედრო ბაზაში
შავკანიანი ჩხუბისთავებიც ენახა, რომლებიც ძირითად და
შემტევ იარაღად საკუთარ გოგრას იყენებდნენ; ბევრი ქუჩის
ბიჭი ჰყავდა ნანახი, რომლებიც თავს მოკრივის მუშტზე
სხარტად
ხმარობდნენ
და
იქამდე
ურტყამდნენ
110
მოწინააღმდეგეს, სანამ მისი სახისგან გაურკვეველ მასას არ
მიიღებდნენ. არა, ქოულმენს რინგიდან წასვლაზე უნდა
ეფიქრა, ამას წყალი აღარ გაუვიდოდა. თუკი მაინცდამაინც
გასართობად მოუნდებოდა «ბოქსაობა», მაშინ ნიუარკის ვაჟთა
კლუბში გამოსულიყო, სადაც მხოლოდ ქოხმახებიდან
გამოსული ბიჭბუჭობა და ხულიგნები იყრიდნენ თავს,
რომელთაც, მისტერ სილქის აზრით, ციხისკენ ედოთ გზა,
არამედ აქვე, ისთ-ორინჯში გამოსულიყო დოქტორ ჩიზნერის
მეთვალყურეობით, რომელიც ელექტრიკოსთა პროფკავშირის
დანტისტი იყო იმ დროს, როდესაც თავად ბატონი სილქი
ოპტიკას მართავდა და პროფკავშირის წევრებს სათვალით
უზრუნველყოფდა.
დოქტორი
ჩიზნერი
წინანდებურად
დანტისტობდა, არასამუშაო საათებში კი ებრაელი ექიმების,
იურისტებისა და საქმოსნების ვაჟებს კრივის საფუძვლებს
ასწავლიდა. მის მოწაფეთაგან ხომ ჯერ არავის დაშავებოდა
რამე, ჰოდა, ძალიან კარგი. მისტერ სილქისათვის ებრაელები,
თუნდ დოქტორი ფენსტერმანივით უტიფრები და საზიზღრები
ყოფილიყვნენ, მზვერავი ინდიელებივით იყვნენ, ანუ
გამოცდილები და გამჭრიახები ბრძანდებოდნენ, რომელთაც
ახალბედებისთვის გზის ჩვენება შეეძლოთ, კულტურულ
შავკანიანთა ოჯახისათვის კი სოციალური შესაძლებლობების
აღმოჩენის უნარი შესწევდათ.
აი, ასე მოხვდა ქოულმენი ჩიზნერის ხელში და ასე გაიცნეს
პრივილეგირებულ ებრაელთა ბიჭებმა ეს შავკანიანი ყმაწვილი,
– სავარაუდოდ, ერთადერთი იყო არათეთრკანიანი, ვისაც
იცნობდნენ და ვისაც ოდესმე გაიცნობდნენ. ქოულმენი
ჩიზნერის ასისტენტი მალევე გახდა და სხვა ბიჭების
მეცადინეობაც მიანდვეს – მოძრაობისა და ენერგიის დაზოგვის
ხერხებს ასწავლიდა, რომელიც თავად მაქ მაქროუნისგან
ესწავლა. ასწავლიდა საფუძვლებსაც, რაც მათთვის თავიც
იქნებოდა და ბოლოც: – ვიტყვი «ერთი» და ეგრევე ჯები!
ვიტყვი – «ერთი-ერთი» – ორმაგი ჯები. ვიტყვი «ერთი-ორი» –
ჯები მარცხენით, კროსი მარჯვენით, ჰუკი მარცხენით.
როდესაც
ბიჭები
სახლებში
მიდიოდნენ
(ზოგჯერ
ცხვირგასივებული მიდიოდა ვინმე, რომელიც უკან აღარ
ბრუნდებოდა), დოქტორი ჩიზნერი მხოლოდ ქოულმენს
ამეცადინებდა. ზოგჯერ ახლო ბრძოლის დროს ამტანობის
გამოსამუშავებლად მოწინააღმდეგის ახლოს მიშვებასა და
დარტყმას, მერე კი ისევ უკუგდებას ასწავლიდა, რის მერე
111
უბრალო სპარინგი ბავშვების გართობას აგონებდა ყმაწვილ
ქოულმენს.
დოქტორი
ქოულმენისგან
მოითხოვდა,
დილაადრიანად ადექი, გამოდი და აჩრდილებს ესპარინგეო.
ქოულმენიც უკვე გამთენიის ხუთ საათზე რუხი კაპიუშონიანი
ქურთუკით ქუჩაში იყო დარსა თუ ავდარში და სამსაათნახევარს უწყვეტად დარბოდა სკოლის პირველ ზარამდე.
ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა, იმხანად სირბილი და
მუშტების ქნევა ვარჯიშის მიზნით უჩვეულო მოვლენა იყო,
ამიტომ ქოულმენს ზოგჯერ შეჩერება უწევდა ხოლმე, რომ
გზად შეხვედრილი მერძევის ქურანა არ დაეფრთხო თვალებზე
ჩამოფხატული კაპიუშონით, რადგან ასეთი ჩაცმულობით
მანტიამოსხმულ ბერს ჰგავდა. ყოველდღიური სირბილი უკვე
ყელში ჰქონდა ამოსული, მაგრამ დღე არ ჩაუგდია.
***
შაბათი დღე იყო, ფენსტერმანის ცნობილ ვიზიტამდე ოთხიოდე
თვით ადრე, ჩიზნერმა მანქანაში რომ ჩაისვა ქოულმენი და
უესთ-ფოინთში წაიყვანა, სადაც კურსანტებსა და პიტსბურგის
უნივერსიტეტის ბიჭებს შორის გასამართი მატჩისთვის უნდა
ემსაჯა. დოქტორი უნივერსიტეტის მწვრთნელს იცნობდა და
უნდოდა,
ქოულმენი
რინგზე
ეჩვენებინა.
ჩიზნერი
დარწმუნებული იყო, რომ ქოულმენისათვის, მისი სკოლის
ნიშნების
გათვალისწინებით,
ოთხწლიანი
პიტსბურგის
სტიპენდიის გაჩალიჩებას მოახერხებდა. ეს სტიპენდია კი
იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე მძლეოსნობით
გამომუშავებული თანხა, თან თავისი საყვარელი კრივით
იქნებოდა დაკავებული და პიტსბურგისთვის გავიდოდა
რინგზე.
ჩიზნერმა
გზაში
ქოულმენი
დაარიგა,
პიტსბურგელ
მწვრთნელს უთხარი, თეთრკანიანი ვარ და საერთოდ არ
ახსენო, რომ შავკანიანი ხარო.
– თუ არაფერს გკითხავს, – ურჩია მან, – თავად არაფერი თქვა.
არც თეთრკანიანი ხარ და არც ფერადი. უბრალოდ «სილქი
სილქი» ხარ და მორჩა. გასაგებია? ჰოდა, მოკვარახჭინდა საქმე.
«მოკვარახჭინდა საქმე» – ეს მისი საყვარელი გამოთქმა იყო. აი,
ქოულმენის მამა კი ამისთანა სიტყვებს საერთოდ ვერ იტანდა.
112
– გგონიათ, ვერ შემამჩნევს? – ჰკითხა ქოულმენმა.
– როგორ შეგამჩნევს, ძალიან მაინტერესებს. ისთ-ორინჯის
საშუალო სკოლის საუკეთესო მოსწავლე ხარ და ვისთან
ერთად მიდიხარ? დოქტორ ჩიზნერთან ერთად! და თუ იცი, რას
იფიქრებს, თუკი ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს?
– რას?
– იმას, რომ შენს ფერს ყურადღებასაც არ მიაქცევს, მთავარია,
ჩემ გვერდით იქნები და ჩათვლის, რომ ჩემი ბიჭებიდან ერთერთი ხარ, ანუ ებრაელი.
მართალია, ჩიზნერის იუმორის დამფასებელი არ იყო,
განსხვავებით მაქ მაქროუნის იუმორისგან, რომელიც
პოლიციური იწილო-ბიწილოს მოყოლით შეიქცევდა ხოლმე
ბიჭებს და გულიანადაც აცინებდა, მაგრამ ქოულმენს სიცილი
მაინც აუტყდა. მერე ფრთხილად ჩაურთო:
– ჰაუარდში უნდა ჩავაბარო, სხვა რა გზა მაქვს. პიტსბურგისაში
ცხვირს ვინ შემაყოფინებს.
რაც ქოულმენს თავი ახსოვდა, მამამისი მას, როგორც ყველაზე
ნიჭიერ შვილს, ჰაუარდის კოლეჯში უპირებდა შეყვანას,
რადგან
ისტორიულად
ეს
სასწავლებელი
შავკანიანი
ბავშვებისთვის იყო გათვლილი და ყველაზე ელიტური
შავკანიანი ოჯახების შვილები სწორედ იქ იღებდნენ
განათლებას.
– ქოულმენ, თავი რინგზე უნდა წარმოაჩინო და საქმეც
მოკვარახჭინდება. მერე კი ყველაფერი თავისი დინებით წავა.
ქოულმენი ნიუ-ჯერსის შტატს არც კი იყო გაცილებული, თუ
ოჯახურ მინი-ვოიაჟებს არ ჩავთვლით ნიუ-იორკში, რასაც
საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა, ასე რომ, დღის
პირველი ნაწილი მშვენივრად გაატარა უესთ-ფოინთში
სეირნობით, – თავი იმ ჩამოსულად წარმოიდგინა, რომელიც
აქვე აპირებს ჩაბარებას, – საღამოს კი პიტსბურგის
მწვრთნელმა მის წინააღმდეგ ერთი ყმაწვილი გამოიყვანა
რინგზე, რომელმაც «პითიას რაინდებიდან» ერთ-ერთი
მოყვარული მოკრივე გაახსენა. მეტოქე ნელი აღმოჩნდა, თან
იმდენად ნელი, რომ ქოულმენი ეგრევე მიხვდა, მართალია, ოც
113
წელზე მეტისაცაა და კოლეჯის სახელით იბრძვის, მაგრამ მე
მაინც ვერაფერს დამაკლებსო. ღმერთო, – პირველი რაუნდის
შემდეგ
გაიფიქრა
ქოულმენმა,

მთელი
ცხოვრება
ამისთანებთან კრივს რეი რობინსონთან შერკინება მირჩევნიაო.
საქმე არც ის იყო, რომ ქოულმენი «პითიას რაინდებში»
ბრძოლის შემდეგ მთელი ათი გირვანქით იყო მომატებული.
რაღაც გაუცნობიერებელი ეწეოდა არა მარტო გამარჯვებისკენ,
არამედ უფრო მეტისკენ – ძალასა და მრისხანებას მატებდა
წინანდელთან შედარებით და მხოლოდ გამარჯვება როდი
გახდა მისი მიზანი. ის ხომ არ იყო მიზეზი, რომ პიტსბურგელმა
მწვრთნელმა არ იცოდა, ქოულმენი რომელ რასას ეკუთვნოდა?
ან ის, რომ მისი ვინაობა მხოლოდ და მხოლოდ მისივე
საიდუმლო იყო. საიდუმლოებები კი უყვარდა, გაგიხარიათ!
თავის აზრებსა და გეგმებს არავის აცნობდა, გულში იმარხავდა
ყველაფერს. სხვა ბიჭები კი ენას ვერ აჩერებდნენ და ნახევარ
წუთში იფქვებოდნენ. რა მუღამს იჭერდნენ ამ ენის ტარტარში,
ქოულმენი ვერაფრით ხვდებოდა. ძალაუფლება და სიამოვნება
– მხოლოდ ამ ორ რამეს უჭერდა ქოულმენი მუღამს. ის
რინგზეც
და
ცხოვრებაშიც
თავდაცვით
პოზიციაში
ამჯობინებდა ყოფნას, მართალია, ამას არავინ ურჩევდა, მაგრამ
გუმანით
გრძნობდა,
რომ
ასე
უფრო
ხელსაყრელ
მდგომარეობაში იყო. აჩრდილებთან კრივი და «მსხლით»
ვარჯიში იმიტომ მოსწონდა, რომ ასე უფრო განმარტოებულად
გრძნობდა თავს. მძლეოსნობაც ამავე მიზეზით მოსწონდა,
მაგრამ ეს უკეთესად ეჩვენებოდა. ბიჭების უმეტესობა
რობოტებივით უქნევდნენ მუშტებს «მძიმე მსხალს», მაგრამ
ქოულმენი გაუაზრებლად არაფერს აკეთებდა: ის სავარჯიშო
დარბაზშიც კი ფიქრობდა, აზროვნებდა, ყველაფერს იაზრებდა,
ისევე როგორც სკოლაში ან სარბენ ბილიკზე. ყოველგვარი
ზედმეტისგან ითავისუფლებდა გონებას, მხოლოდ დასახულ
მიზანში, გადასაჭრელ პრობლემაში იძირებოდა ფიქრებით,
იმის მიუხედავად, შეჯიბრება იყო ეს თუ საგამოცდო თემა. რა
საქმესაც მოჰკიდებდა ხელს, იმ საქმის ნაწილი ხდებოდა
თვითონაც. ამ პრინციპით უდგებოდა კრივსაც, ბიოლოგიასაც
და სპრინტსაც. ამასთან, ვერც გარე ფაქტორი უშლიდა ხელს და
ვერც შინაგანი. რინგს იქიდან რაც უნდა ეძახონ, სულერთია,
მისთვის, გინდ თავად რინგზე მისი ძმაკაცი იდგეს –
სულერთია. ასპარეზობის მერე ჩაუძმაკაცდება ხელახლა, რა
უჭირს მერე... გრძნობებისგანაც იოლად თავისუფლდებოდა,
შიში იქნებოდა, ეჭვი თუ მეგობრული დამოკიდებულება. ამ
114
გრძნობებს განცალკევებით ინახავდა. როდესაც აჩრდილებს, –
წარმოსახვითი მოწინააღმდეგე დავარქვათ, – ესპარინგებოდა,
ეს მხოლოდ გავარჯიშება-მოთელვა კი არ იყო, არამედ
ნამდვილ მოწინააღმდეგეს წარმოიდგენდა და საიდუმლოდ
იწყებდა მასთან ბრძოლას. რინგზეც, როდესაც მის წინ იდგა
ნამდვილი, კუნთმაგარი, ოფლით აქოთებული მეტოქე,
რომლის დარტყმებიც მეტისმეტად რეალური იყო, მაშინაც კი
ისე
განცალკევებით
ინარჩუნებდა
გრძნობებსა
და
შეგრძნებებს, რომ გულთან ახლოს არაფერს უშვებდა. აქ სხვა
სისტემა მოქმედებდა, განსხვავებით საკლასო ოთახისგან,
სადაც მასწავლებელი სვამს კითხვებს და მან უნდა უპასუხოს;
აქ თავში მოსული ყველა კითხვა საიდუმლოდ უნდა შეინახოს
კაცმა, ხოლო საიდუმლოს გათქმას თუ დააპირებს, საქმეში ენა
კი არა, სულ სხვა რამ ერთვება.
ასე რომ, მითურ და მაგიურ უესთ-ფოინთშიც კი, სადაც იმ
დღეს ის შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დროშის ყოველ
კვადრატულ დუიმში, უესთ-ფოინთის ფლაგშტოკზე რომ
ფრიალებდა, უფრო მეტი ამერიკა იყო, ვიდრე ნებისმიერ იმ
დროშაში, რომელიც კი ოდესმე ენახა ცხოვრებაში, სადაც
კურსანტების ფოლადის გამომეტყველება რაღაც გმირული
საქციელისკენ უბიძგებდა, – აქაც კი, ამ პატრიოტულ ცენტრში,
ქვეყნის გულისგულში, სადაც თექვსმეტი წლის მოზარდის
მიერ განცდილი ადგილის შეგრძნება ზუსტად შეესაბამებოდა
ოფიციალურ სახეს და ყოველივე დანახული სიყვარულს
უძლიერებდა არა მხოლოდ საკუთარი თავისადმი, არამედ
სრულიად გარე სამყაროსადმი, სადაც ყოველი – მზე, ცა, მთები,
მდინარე, ხეები – მისივე საკუთარი არსებობის განსახიერება
იყო, მისი – ქოულმენ-ბრუტუსისა, «სილქი სილქისა»,
მემილიონედ ხარისხში აყვანილისა, – აქაც კი მისი საიდუმლო
ყველასათვის ფარული იყო და პირველ რაუნდში გამოსული
სულაც არ მოიქცა ისე, როგორც მაქ მაქროუნის შეუდარებელი
კონტრშემტევი. ეგრევე წინ გაიჭრა და მეტოქის ბეგვას
შეუდგა. ერთი დონისა რომ ყოფილიყვნენ, ქოულმენი გონებას
ჩართავდა,
მაგრამ
მსუბუქ
მოწინააღმდეგესთან
ის
მუშტებითაც იოლად გადიოდა ხოლმე, თუმცა კი ნებისმიერ
დროს შეეძლო ტაქტიკის შეცვლა. სწორედ ეს მოხდა უესთფოინთში. ახალი დაწყებული ჰქონდათ, რომ ორივე თვალი
ამოულურჯა ტიპს და ცხვირიც დაუზილა. მერეც ასე განაგრძო.
ბოლოს კი ის მოხდა, რაც არასდროს მომხდარა, – ჰუკი ხეთქა
115
და ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს მუშტის მოქნევიდან
გზის სამი მეოთხედი მეტოქეს გულ-მუცელში გაუტარა.
ქოულმენი
გაოგნდა,
რამსიღრმეზე
შევედიო,
მაგრამ
წარმოიდგინეთ, მის მეტოქე პიტსბურგელ ბიჭს ეს როგორ
გააკვირვებდა. ქოულმენი სულ რაღაც ას ოცდარვა გირვანქას
იწონიდა და ნოკაუტერსაც არაფრით ჰგავდა. ფეხებსაც კი ვერ
დგამდა ისე, რომ ერთი კარგი დარტყმა ყოფილიყო მისგან
მოსალოდნელი, რადგან მას სულ სხვა სტილი ჰქონდა. ასე იყო
თუ ისე, დარტყმა ისეთი ძლიერი მოუვიდა, რომ
მოწინააღმდეგე ორად მოკეცა, არადა, კოლეჯის გუნდის
მოკრივე იყო, თან უკვე ოცი წლისა, ქოულმენმა კი ისეთი ხია,
რომ ლამის მუცლის ფარი შეუხია, დოქტორ ჩიზნერის თქმისა
არ იყოს. ჰო, ზუსტად ასე მოხდა და ქოულმენს წამიერად
მოეჩვენა,
რომ
ორად
მოკეცილ
მეტოქეს
სადაცაა
ამოაღებინებდა, ამიტომ დრო იხელთა და მარჯვენა გაუქანა,
რადგან ამ თეთრკანიანისაგან სულის ამორთმევა უნდოდა,
მაგრამ ამ დროს პიტსბურგელმა მწვრთნელმა, რომელიც
მსაჯობდა კიდეც, შეუყვირა: «არ ქნა, სილქი!» – და მოქნეულ
ხელზე ხელი სტაცა. ორთაბრძოლა შეწყდა.
– ისე, ის ბიჭი, – დაიწყო დოქტორმა უკანა გზაზე, – ვინმე
დოყლაპია არ გეგონოს. უბრალოდ, კუთხეში რომ მიიქციე, ვერ
გაიაზრა,
რა
მოხდა,
ამიტომაც
მოგიწია,
ძალით
მიგეხვედრებინა. მაგარია! ტიპი შუაზე გაკეცე და აზრზე ვერ
მოვიდა, რა მოხდა.
გამარჯვებისა და უკანასკნელი დარტყმის მაგიურობითა და
ექსტაზით თავბრუდახვეულმა ქოულმენმა, სიშმაგის თბილი
ტალღები რომ ეხეთქებოდა მის გონებას და «შუაზე გაკეცილ»
ბიჭზე ნაკლებად არ იყო გაოგნებული, თითქოს ორთაბრძოლას
სიზმრად ხედავსო, ამოილაპარაკა:
– მგონი, დოქ, მისთვის ზედმეტად ხელსწრაფი აღმოვჩნდი.
– თან როგორი! არა, აქამდეც ვიცოდი, რომ ხელი სწრაფი
გქონდა, მაგრამ ძლიერიც ყოფილხარ. ამაზე მაგარი ჰუკი შენგან
არ მახსოვს, სილქი. მართლაც მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდი
მისთვის.
მართლა, არა? უფრო ძლიერი, ხომ?
116
***
და მაინც, ქოულმენმა ჰაუარდში ჩააბარა. ასე რომ არ
მოქცეულიყო, მამამისს ვერ გადაურჩებოდა, მისტერ სილქი
უბრალოდ სიტყვებით, ინგლისური ენით მოუღებდა ბოლოს.
ოჯახის უფროსს ხომ მრავალწლიანი გეგმა ჰქონდა დასახული:
ქოულმენს ჰაუარდში უნდა ჩაებარებინა სამედიცინო
ფაკულტეტზე, იქ ღიაფერკანიანი ზანგის გოგო გაეცნო წესიერი
ოჯახიდან, ცოლად შეერთო და სახლი ეყიდა. მოკლედ, ოჯახს
მოჰკიდებოდა. მერე, მათი შვილები რომ გაჩნდებოდნენ და
გაიზრდებოდნენ, ისინიც ჰაუარდის გზას დაადგებოდნენ.
შავკანიანთა კოლეჯში ქოულმენი თავისი საოცარი ნიჭისა და
გარეგნობის წყალობით უეჭველად გაიბრწყინებდა და ისეთ
სიმაღლეს მიაღწევდა, რომ უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა.
მაგრამ ჰაუარდში ჩაბარებიდან ერთი კვირის თავზე შემდეგი
რამ მოხდა: შაბათ დღეს ოთახის მეგობართან, ნიუბრანზუიქელი იურისტის ვაჟთან ერთად, ხალისით გაემგზავრა
ჯორჯ
ვაშინგტონის
მონუმენტის
სანახავად.
გზად
«ბულვორსთში» შეიარეს ჰოთდოგებით წასახემსებლად, სადაც
ზანგი უწოდეს. ცხოვრებაში პირველად. არც ჰოთდოგი მისცეს.
ვაშინგტონის შუაგულში, მაღაზიაში, დღისით-მზისით, ასეთი
ფორმით მიღებულმა უარმა და გასვლისას მიძახებულმა
«ზანგომ» ისე დარია ხელი, რომ საკუთარ გრძნობებს
აგრერიგად იოლად ვერ მიუჩინა განცალკევებული ადგილი,
როგორც რინგზე ახერხებდა ხოლმე ამას. ისთ-ორინჯის
საშუალო სკოლაში ფრიადოსანი, თითით საჩვენებელი ბიჭი
იყო, აქ კი, სეგრეგირებულ სამხრეთში, უბრალოდ ერთ-ერთი
მორიგი შავტრაკა.
სეგრეგირებულ სამხრეთში ცალკეული პიროვნების ცნება არ
არსებობდა. ამ მხრივ არც ქოულმენი და მისი ოთახის მეგობარი
წარმოადგენდნენ გამონაკლისს. არავითარი დახვეწილობა აქ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 09
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.