Latin

ადამიანური ლაქა - 06

Total number of words is 3642
Total number of unique words is 2078
30.2 of words are in the 2000 most common words
40.4 of words are in the 5000 most common words
48.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ფარლისთან პირდაპირი შეტაკება კი ზუსტად ოთხი საათის
73
შემდეგ მომხდარა. რამდენადაც ახლა ფაქტების აღდგენას
შევძლებ, ვეცდები, თანამიმდევრობა დავიცვა: ქოულმენი
ფაუნიას
სტუმრობის
შემდეგ
რამდენჯერმე
გასულა
სახლიდან, რომ შეემოწმებინა, ხომ არავინ გვითვალთვალებსო
და რიგრიგობით უკანა, წინა და სამზარეულოს კარებიდან
შესულა. უკვე საღამოს ათისთვის, როდესაც სამზარეულოს
ბადიან კართან იდგნენ და გამოსამშვიდობებლად ერთმანეთს
ეხუტებოდნენ, ქოულმენმა სულის გამამწარებელ შინაგან
შფოთზე გამარჯვება მოახერხა და თავის ამჟამინდელ
ცხოვრებაში ერთადერთ სერიოზულ სიამეს – უკანასკნელ
ბანაობას, ასაკიდან გამომდინარე – მისცა თავი, რომელსაც
თომას მანი აშენბახზე საუბრისას «გრძნობის დაგვიანებულ
ავანტიურას» უწოდებდა. ის იყო, ფაუნიამ წასვლა დააპირა,
რომ
ქოულმენმა
იმხელა
ჟინის
შემოტევა
იგრძნო,
ქალიშვილიც, ვაჟებიც, ფაუნიას ქმარიცა და დელფინა რუც
სულ ფეხებზე დაიკიდა. ეს თავად სიცოცხლე კი არა, –
ფიქრობდა გულში, – მისი დასასრულიაო. აუტანელი იყო არა
იმდენად ის ანტიპათია, რომელსაც ის და ფაუნია იწვევდნენ,
არამედ უფრო ის, რომ მას უკვე თავისი დღე და წუთისოფელი
მოჭმული ჰქონდა. დიახ, დრო ნამდვილად გასულიყო და
იმავდროულად, დამდგარიყო კიდეც, – უფრო გასაგებად რომ
მოგახსენოთ, მისი სიცოცხლის დრო იყო გასული, ამოწურული,
ხოლო დრო უსიამოვნებების დასრულებისა, კამათებისა და იმ
სიკეთის დავიწყებისა, ოთხი ჯანმრთელი შვილის აღზრდის
დროს რომ იჩენდა, უკვე დამდგარიყო. არადა, რამდენი დრო
შეალია არცთუ მშვიდი ცოლქმრული თანაცხოვრების
შენარჩუნებას, ჯიუტ კოლეგებზე ზემოქმედებასა და საშუალო
დონის სტუდენტების ორ-ნახევარი ათასი წლის წინ შექმნილ
ლიტერატურასთან ზიარებას. დრო იყო, თავად აჰყოლოდა ამ
ჟინს, მიუწვდომელი გამხდარიყო მათი ბრალდებების და
განაჩენისათვის. იცოცხლე, სანამ ცოცხალი ხარ და მათი
გულისამრევი, საძაგელი და აუტანელი იურისდიქცია
დაიკიდეო, თავს შეუძახა.
***
ფარლისთან შეტაკება იმავე ღამეს მოხდა. შეტაკება იმ კაცთან,
რომელიც სარძევე ფერმას მართავდა და დიდი მცდელობის
74
მიუხედავად, გაკოტრდა, ახლა კი საგზაო მუშა იყო და
წელებზე იდგამდა ფეხს, რაც უნდა, შავი სამუშაო
შეეთავაზებინათ მისთვის, ამერიკის ერთგულ მოქალაქედაც
მიიჩნეოდა, რადგან ორჯერ იყო ქვეყნის სამსახურში ნამყოფი –
ვიეტნამიდან ჩამოსული უკან დაბრუნდა, რათა დაწყებული
დაესრულებინა. მოკლედ, ტრაკი ასწია და უკანვე გაბრუნდა იმ
ჯოჯოხეთში, რადგან შინ დაბრუნებულს ყველა ეუბნებოდა,
სულ შეცვლილხარო, მართლაც, თვითონაც ხვდებოდა, რომ
მისი ყველას ეშინოდა. ომის ჯუნგლებიდან დაბრუნებულ კაცს
მადლობის მაგივრად შიშნარევი და უნდობელი მზერით
დაუხვდნენ, სხვა რაღა ექნა, ადგა და უკან წავიდა. არა, იმას
სულ არ ელოდა, რომ გმირად მიეღო ვინმეს, მაგრამ ასეთი
დახვედრა მეტისმეტი იყო. ჰოდა, მეორე წრეზე წავიდა. უკვე
ყელამდე იყო. გაბოროტებული. გაუცხოებული. მოკლედ,
ყველაფერზე იყო წამსვლელი. პირველი სამსახურისას კი საქმე
სხვაგვარად იყო, საკმაოდ სიმპათიური ადამიანიც ეთქმოდა,
არც უიმედობას განიცდიდა. პირველ ჯერზე ერთი ბერქშირელი
ყმაწვილი იყო, რომელსაც ნდობაც ჰქონდა ხალხში და არც იმას
ფიქრობდა, როგორ იაფდება ხანდახან ცხოვრება, რას ნიშნავს
წამლებზე ცხოვრება, რას ნიშნავს სხვაზე დამცირებულად
ყოფნა – მხიარული და ხალისიანი ეთქმოდა, ჯიგრიანი იყო და
ტოლებში კარგი მეგობრის სახელით სარგებლობდა, არც
საზოგადოებისათვის წარმოადგენდა საფრთხეს, ჩქაროსნული
მანქანებიც უყვარდა... პირველად რომ ჩაება ომში, ყურების
მოჭრასაც კი არ დაერიდა, არა, მარტო ის როდი აჭრიდა ყურებს,
ყველა ასე იქცეოდა. მთლად იმათ კატეგორიასაც არ
ეკუთვნოდა, აღვირს რომ აიხსნის და ირგვლივ არავის ინდობს,
მაგრამ რაკი იქ ასე იყო მიღებული, არც მას დაუწყია თავის
გამოდება და ყველასა და ყველაფერს ცეცხლის ალში ხვევდა.
მის ნაწილში ერთი ტიპი იყო, «დიდს» ეძახდნენ, მან
ჩამოსვლიდან პირველ თუ მეორე დღესვე გამოჰფატრა მუცელი
ორსულ ქალს. ფარლი კი პირველი ვადის დასრულებისას იქცა
კაი ბიჭად, მანამდე ვერა. აი, მეორე ჯერზე რომ ჩავიდა, უკვე
ბევრი დაუხვდა მეორევადიანი, ყველა მათგანს დოლარების
ჩაჯიბვაზე მეტად სიბოროტისა და დაუნდობლობის ჩადენა
უფრო სურდა. სულ იმის ცდაში იყვნენ, სათავო ჯგუფში
შემძვრალიყვნენ, სადაც ყველამ კარგად იცოდა, რას ნიშნავს
ნამდვილი საშინელება და სწორედ ეს საშინელებაა ამ
ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი. ისინიც ცოფიანები იყვნენ და
ფარლიც. ბრძოლისას რომ გარბიხარ, შიში, ბუნებრივია,
75
დაგეუფლება, მაგრამ თუ აუშვებ, გაცოფდები და თავზე
ხელსაც აიღებ, რაც გააკეთა კიდეც მან. მეორე ჯერზე ყველას
უჩვენა, რა შეეძლო. ნამდვილ ჯოჯოხეთში ჩაება, რაზეც
სამოქალაქო
ცხოვრებისას
ვერც
კი
იოცნებებდა.
ვერტმფრენებიდან სროლა. მანქანებს რომ კარგავდნენ,
ზემოდან ხომ უნდა დაეშინათ. ერთხელ მსურველები
გამოიკითხეს და თვითონ გამოიდო თავი. როცა ვერტმფრენში
იჯდა, ქვემოთ ყველაფერი პატარა ეჩვენებოდა და უშენდა,
უშენდა შეუბრალებლად და განურჩევლად. ყველაფერი
მიზანში ჰყავდა ამოღებული, რაც კი რამ მოძრაობდა.
სიკვდილი და ნგრევა – აი, ესაა ვერტმფრენიდან სროლის
შედეგი. ამას ერთი უპირატესობაც ჰქონდა – ჯუნგლებში არ
უწევდა გზის გაკაფვა. მერე სახლში დაბრუნდა, მაგრამ წინა
ჯერზე უარესადაც კი დაუხვდა სიტუაცია. ვინც მეორე
მსოფლიო ომში იბრძოდა, იმათ კიდევ რა უჭირდათ: უკან
დასახევად გემები მაინც ჰყავდათ, ვიღაც მაინც მიხედავდა მათ,
იკითხავდა მათ ამბავს. აქ კი უკან დასახევიც არ ჰქონდა. ერთ
დღეს ვიეტნამში ვერტმფრენიდან რომ ისროდა, ნაცარტუტად
ქცეულ
სოფლებს,
ცეცხლმოკიდებულ
მანქანებსა
და
ამხანაგებს ხედავდა, კივილი ესმოდა და იმდენად დაბლა
მიფრინავდა, რომ ქვევიდან დამწვარი ხორცის სუნიც სცემდა,
მეორე დღეს ბერქშირში იყო. ახლა კი ყველაფრის შიში
დაეუფლა, ყველგან ჩასაფრებული მტერი ელანდებოდა. ხალხს
გაურბოდა, სიცილი აღარ შეეძლო, ხუმრობასთანაც მწყრალად
გახდა. ამ სამყაროს ნაწილად აღარ გრძნობდა თავს, რადგან
ისეთი რამ ჰქონდა ჩადენილი, რაზეც სხვა ადამიანებს
წარმოდგენაც არ ჰქონდათ; პრინციპში არც მასთან ჰქონდა
ვინმეს რამე საერთო. უთხრეს, სახლში წადიო! როგორ თუ
სახლში? შინ ხომ ვერტმფრენი არ ეგულება. მარტოდ ჯდომა,
სმა, მერე თუ ვეტერანთა სამმართველოს მიაკითხავს კაცი,
ეკითხებიან, ფულის მოღუნვა გინდაო? არადა, ფულის კი არა,
დახმარების სათხოვნელად იყო მისული. ჯერ სახელმწიფოსგან
ცდილობდა დახმარების მიღებას, მაგრამ ძილის წამლის აბებზე
გადაატარეს. ეჰ, ამისთანა სახელმწიფოსი და მთავრობის
დედაც! ისე მოექცნენ, თითქოს ვიღაც სირი იყო. არა უშავს,
ახალგაზრდა ხარ და გეშველებაო. სცადა, რამე შველებოდა.
რაკი სახელმწიფომ ცარიელზე დასვა, დამოუკიდებლად სცადა.
ძალიან კი გაუჭირდა ორჯერ ომში ნამყოფს სამოქალაქო
სარბიელზე ეცადა ბედი. სიმშვიდე დაკარგა. გადაირია.
მოდუნებას ვეღარ ახერხებდა. სმას მიჰყო ხელი, სიგიჟისგან
76
ლამის კედლებზე გავიდა. თითქოს ყველაფერი გართულდა.
მაინც არ შეუწყვეტია მცდელობა, ოჯახს მოეკიდა, შვილები
შეეძინა, ფერმა აამუშავა. ისე, მარტო ცხოვრება ერჩივნა, მაგრამ
ცოლმა დაიჟინა, შენთან ერთად მივხედავ ფერმას, რომ
ადამიანურად ვიცხოვროთო, ასე რომ, თავადაც მოუნდა
ადამიანურად დაფუძნება. ისიც ახსოვს სიმპო ლესს, ათითხუთმეტი წლის წინ რაც უნდოდა, ვიეტნამამდე, და
ცდილობს, ისევ მოინდომოს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ
უკვე არც ოჯახისადმი და აღარც სხვა რამისადმი აღარაფერს
განიცდის, აღარაფერს გრძნობს. მათთან ერთად ჯდება
სამზარეულოში, მიირთმევს, მაგრამ სიცარიელის მეტს არაფერს
გრძნობს. იქიდან აქამდე ვერაფრით გადმოუბიჯებია, მაგრამ კი
ცდილობს. ერთი-ორჯერ ღამით გამოეღვიძა და აღმოჩნდა, რომ
ცოლს ახრჩობდა, მაგრამ განა თვითონაა დამნაშავე?
ხელისუფლება! მან დამართა ეს უბედურება. ძილში
ეჩვენებოდა, რომ ცოლს კი არა, ვიეტკონგის ჯარისკაცს უჭერდა
ყელში. ნეტავ ფაუნია რას ფიქრობდა იმ დროს, ხომ იცოდა, რომ
ლესი გონზე მოსვლას ცდილობდა. ცხადში თითსაც არ
აკარებდა ცოლ-შვილს. ტყუილი იყო ყველაფერი. ფაუნიას კი
მარტო საკუთარი თავი ადარდებდა. ბავშვების მინდობაც კი არ
შეიძლებოდა მისთვის. იცდიდა, როდის წაიყვანდნენ ლესს
სარეაბილიტაციოდ, ერთი სული ჰქონდა, კარგა ხნით
გამოეკეტათ. ეუბნებოდა, მოგარჩენენ და ფეხზე დაგაყენებენ,
რომ გემრიელად ვიცხოვროთ ერთადო, სინამდვილეში კი
ბავშვებს დაავლო ხელი და აითესა. ძუკნა! წაკლა დედაკაცი!
გააცურა ლესი. არ უნდა გაეშვა შვილებთან ერთად. არა,
ნაწილობრივ თავისი ბრალიც არის, ისე იყო იმ დროს
გალეშილი, რომ იძულებით წაიყვანეს. ყველას თავებს
წაგაცლითო, მიაძახა ოჯახს და ასეც მოიქცეოდა, ძალით რომ არ
გაეყვანათ. იმსახურებდნენ კიდეც ამოხოცვას. ფაუნიაც კარგად
ხვდებოდა, რომ ბავშვების წაყვანით სასიკვდილო განაჩენს
აწერდა
ხელს,
არა
მხოლოდ
თავისთვის,
არამედ
ბავშვებისთვისაც. ლესთერი ხომ მამა იყო ბავშვების, ჰოდა,
მათი გაზრდის უფლება მის გარდა არავის ჰქონდა. თუკი
თავად ვერ მიხედავდა, მაშინ ჯობდა, სამარეში გაესტუმრებინა
ისინი. რა უფლება ჰქონდა მაგ ძუკნას, ბავშვები რომ მიჰყავდა.
წაიყვანა
და
მერე
თვითონვე
დახოცა.
ვიეტნამში
ჩადენილისთვის
გადაეხადა
სამაგიერო.
თუკი
რეაბილიტაციისას ეს ფიქრი აეკვიატა, არ ნიშნავს, რომ
მართლაც სამაგიერო ეხდებოდა, მაგრამ ირგვლივ ყველა ამავეს
77
იმეორებდა. ოჰ, როგორ დატოვა მაშინ ის ნაბიჭვარი კაცი
ცოცხალი, დღემდე ვერ გაუგია. ჯერ კვამლის სუნი იყნოსა.
ბუჩქებში იჯდა და იმ პიკაპს უთვალთვალებდა, რომელშიც ის
და მისი ცოლი ერთობოდნენ. მოკლედ, მიუახლოვდა
ბუნგალოს ტიპის გარაჟს და დაინახა, როგორ გამოდიოდა მისი
ცოლი სახლიდან (იქ ჰქონდა საცხოვრებელი ნაქირავები), მერე
პიკაპისკენ წავიდა და ჩაჯდა. არც მთვარიანი ღამე იყო, არც
ლამპიონები ენთო, მაგრამ ლესი კარგად მიხვდა, რაც ხდებოდა
შიგნით. მერე ისევ ეს კვამლი. ვიეტნამში სწორედ იმან იხსნა
სიკვდილისგან, რომ სხვაზე ადრე იყნოსავდა ხოლმე ნებისმიერ
სუნს, ნებისმიერ ხმაურს იჭერდა, უმცირეს მოძრაობასაც კი
არჩევდა – ჯუნგლში ისე იკვლევდა გზას, თითქოს იქაური
ყოფილიყოს. ამჯერად ბოლი სულ არ ყოფილა, არც ალი ჩანდა
სადმე, უბრალოდ, ნამწვის სუნი მოდიოდა. ლესთერმა ფეხი
ააჩქარა. მათ დაინახეს ფარლი და იფიქრეს, ბავშვების
წასართმევად მოვიდაო. ჯერ არ იცოდნენ, რომ სახლი იწვოდა.
გაიფიქრეს, სულ გადარეულაო. ლესს კი კარგად ნაცნობი სუნი
მოსდიოდა და მაშინვე მეორე სართულისკენ აიღო გეზი, სადაც
ბავშვებს ეძინათ. კარგად იცოდა, რომ ამ დროს მისი ნაბოზარი
ცოლი იმ დურგლის ჯიპში იჯდა და პირში იღებდა, ასე რომ,
ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ადგილიდან არ დაიძვრებოდა.
ლესმა მათ ჩაურბინა. ვეღარ აცნობიერებს, სად არის, მხოლოდ
ერთი მიზანი აქვს, სახლში შეაღწიოს და კიბეზე ავიდეს,
ამიტომ გვერდითა კარს უახლოვდება, შიგნით იჭრება და უკვე
კიბიდან არჩევს მწოლიარე, მოკაკვულ ბავშვებს, რომლებიც
გაჭირვებით სუნთქავენ. ორივეს სტაცებს ხელს და გარეთ
გამოჰყავს. ბავშვები ერთად იწვნენ კიბესთან, მან კი გარეთ
გაიყვანა ისინი. დარწმუნებული იყო, ცოცხლები იყვნენ. რას
იფიქრებდა,
რომ
სულს
ღაფავდნენ.
უბრალოდ,
გულგახეთქილები ეგონა. მერე თავი ასწია და ვინ იხილა
კარში? ის თესლი დურგალი! იდგა და მისჩერებოდა. აქ კი
გამხეცდა. უკვე ანგარიშს აღარაფერს უწევდა. ის ძუკნა კიდევ,
იმის მაგივრად, ბავშვებს ან დაუნიავოს, ან ხელი წააშველოს,
გონზე მოყვანა სცადოს, აფაფხურდა, მტყვნელი არ
მომიკლასო. ის სირის დახსნას ლამობდა, ბავშვებს კი ზედაც არ
უყურებდა. არადა, გადარჩებოდნენ. საკუთარმა დედამ კი
მთლად მოუღო ბოლო. იმიტომ, რომ ეკიდა შვილები. სულ ასე
იყო. არადა, როცა ლესთერმა ისინი გარეთ გამოიყვანა და
დააწვინა, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, სულ თბილები. ლესზე
უკეთ ვინ გაარჩევდა ცოცხალ-მკვდარს? ორჯერ იმსახურა
78
ვიეტნამში და გარჩევაც კარგად ისწავლა. არ იყვნენ მკვდრები,
არა! იმ სირს კი იქვე გამოუყვანდა წირვას, ძაღლობა რომ არ
მისულიყო და ხელები არ გადაეგრიხა. ძუკნამ ყლის გამო
შვილები გაწირა და ვინ დააკავეს? ღმერთო, ერთხელ მაინც რომ
მოუსმინოს ვინმემ ადამიანს, ხომ შეიძლება? იმ ძუკნამ
შვილებს არც კი მიაქცია ყურადღება! ან როდის აქცევდა!
ჯუნგლებში ერთხელ წინათგრძნობა დაეუფლა, რომ მახეში
იტყუებდნენ. ვერ ხსნიდა, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ წინ
ალყა ელოდათ, არავინ დაუჯერა, თუმცა მართალი გამოდგა.
ახალდანიშნულმა ასმეთაურმა არ დაუჯერა და დედაც ეტირა
ცოტა ხანში. მთელი რაზმი დაიბუგა. ვიღაც ქლიავის გამო ორი
უახლოესი ძმაკაცი დაკარგა. არავინ ენდო, ელემენტარული
ნდობა არავინ გამოუცხადა! არადა, თვითონ ხომ ცოცხალი და
საღ-სალამათი
დაბრუნდა
იქიდან,
ხელ-ფეხიანად,
ყვერებიანად, ეს მაინც ღირდა რამედ? მისი ნაბოზარი კი ვერ
იქნა და ვერ მოარჯულა, არც ქმარი უნდოდა და არც შვილები
მისგან. ყველაფერი ერთ ადგილზე ეკიდა. ერთ გამოყლევებულ
ვეტერანად მიიჩნევდა ქმარს, ძაღლადაც არ აგდებდა. არადა,
თვითონ რაღაც მაინც გაეგებოდა, იმ წაკლას კი არაფერი!
მაგრამ მაინც მას დაავლეს ხელი და არა მის უტვინო ძალად
ცოლს? მერე რაღაც სირული დაკითხვები დაუწყეს და ისევ
გაკოჭეს – რამდენ ხანს იყო ნორთჰემფთონის ვეტერანთა
საავადმყოფოში, აღარ ახსოვს. განა რას აკეთებდა იმისთანას.
რაც ასწავლეს, იმას – დაინახა მტერი და უნდა აეორთქლებინა.
მთელი წელი ამას გასწავლიან, მერე მთელი წელი თავად
ხდები სამიზნე, ბოლოს კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება და
ნასწავლი უნდა გამოიყენო, ხელ-ფეხს გიკოჭავენ და რაღაც
წამლებით გჭყეპენ! ესაა ცხოვრება? ლესი თავის საქმეს
აკეთებდა, მისი ძუკნა ცოლი კი თავის დურგალთან ჟიმაობდა
და ბავშვები სულ ეკიდა. ორივე უნდა გაეთავებინა იქვე.
პირველად ის სირი! ეჰ, თავები მაინც წაეცალა, ან რატომ არ
იყოჩაღა? ახლა, თუ თავი არ მოგბეზრებია, არ უნდა გაეკარო.
ერთი მისი ბებერი ბუღა ჩააგდებინა ხელში და უჩვენებდა
სეირს. ისე ამოართმევდა სულს, რომ თვალს არ დაახამხამებდა,
მერე ეძებნათ დამნაშავე! თან ჩუმად და უხმაუროდ მოკვლაც
კარგად ეხერხებოდა. ხელისუფლებამ ასწავლა. მკვლელად
დაახელოვნეს – მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს! იქ
ხომ თავის საქმეს აკეთებდა. ბრძანებას ასრულებდა.
მადლობის მაგივრად კი... ცხრაკლიტულში უკრეს თავი
დამაწყნარებელი პერანგით! ერთი ჩეკიც კი არ გამოუწერიათ,
79
არადა, სულ რაღაც ოც პროცენტზე იტილავა. მთელმა ოჯახმა ამ
ჯოჯოხეთში ოცი პროცენტის გამო გაიარა. მუცლით იხოხა ამ
ტილიანი
პროცენტების
გამო.
ეს
სოცმუშაკები
და
ფსიქოლოგები კი მოითხოვდნენ: «გვიამბეთ, როგორი იყო
საქმის ვითარება? მოკალით ვინმე ვიეტნამში?» ისე
ელაპარაკებოდნენ, თითქოს ვიეტნამში არავინ უნდა ჰყოლოდა
მოკლული, თითქოს ამ მიზნით არ იყო იქ გაგზავნილი.
წვრილთვალებიანები უნდა ეჟლიტა. დააიმედეს, მიდი,
გაინავარდეო. მკვლელობასთან ამას ხომ პირდაპირი კავშირი
აქვს. წვრილთვალებიანების ჟლეტა! თითქოს ეს კითხვები არ
კმაროდა, რომ ვიღაც ყვითელკანიანი ჩინელი ფსიქოლოგი
გაეძრო და ახლა იმან დაუწყო მაზალო კითხვების დასმა.
არადა, რაც იმ ქვესკნელში იბრძოლა, ერთი ექიმი ვერ ნახა,
ინგლისური რომ სცოდნოდა. ნორთჰემფთონის ირგვლივ ხომ
სულ ჩინური რესტორნები, ვიეტნამური სასადილოები და
კორეული ბაზრებია. ყველაფერი იმათია და მისი? მისი რაღაა?
ვიეტნამელი გინდა თუ სხვა რომელიმე თვალებმოჭუტული,
ყველაფერი აწყობილი აქვს, – სასურსათო მაღაზიები აქვთ
გახსნილი. ოჯახებს ქმნიან, ბავშვებს ჯეროვან განათლებას
აძლევენ. ლესისთანა კაცს კი სამში გრძელი ერგება. და იცით,
რატომ? ცოცხალი მისთანა კაცი არავის უნდა. მათი სანუკვარი
ოცნებაა, ყველა მეომარი იქიდან ამერიკაში ჩამოასვენონ. ახლა
კი ეს ნაბიჭვარი პროფესორი გაეხირა. ნეტავ მაშინ რას
შვრებოდა, როცა ხელისუფლებამ იქ უკრა ბიჭებს თავი? ალბათ,
დემონსტრანტებთან ერთად იდგა ქუჩაში. კოლეჯებში
რისთვის უხდიან, ერთი ვიცოდე, მეცნიერება რომ ასწავლონ
ახალგაზრდებს
თუ
ქუჩებში
საპროტესტო
აქციებზე
გამოსვლებში? აი, სწორედ მაგისთანებმა არ მოგვცეს შანსი.
გვიყიჟინებენ, ომი ჩვენ წავაგეთო. არა, ომი ჩვენ კი არა,
ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ წააგო. ეგ სირი
პროფესორები
კი
როცა
მოესურვებოდათ,
ქუჩებში
გამოდიოდნენ და ომის წინააღმდეგ სკანდირებდნენ, ლესსა და
მისთანებს კი მადლობას ასე უხდიან. ყელამდე ნეხვშია კაცი
მოხვედრილი და ყოველდღე ჩაფლობას ელის. ღამით ძილი
აღარა აქვს და დღისით მოსვენება. ოცდაექვსი წელია
ნორმალური ძილი ენატრება. ამდენი უბედურების მერეც კი არ
ინდობს წაკლა ცოლი და იმ ჰალსტუხიანი პეპლის ხასა ხდება.
მისნაირი პეპლები რაღაც ვიეტნამში არავის შეუნიშნავს. სად
ეცალათ – დისერტაცია ექნებოდათ დასაცავი. ებრაელი
ნაბიჭვარი! ურია! მაგრამ რაღაც მთლად კარგი არ უნდა იყოს
80
მაგ ურიის თავს. უცნაურად გამოიყურება. ძუკნაც ახლავს
ნეტავ? ღმერთო დიდებულო! რა გულისამრევი ყოფილა! ეს
ძუკნა საერთოდ როგორ უწვება? არაფრის გაგებაში არ არის,
როგორი ჩლუნგიც იყო, ისეთივე დარჩა. ერთი მძიმე დღე მაინც
გადაუტანია ცხოვრებაში? მას ხომ არც მისთვის, არც
ბავშვებისთვის ცხოვრებაში თითიც არ დაუკარებია. «ოჰ,
მამაჩემი ჩემზე ძალადობდა», – სულ ამას ეწუწუნებოდა ქმარს.
ხელებსაც კი იგრძელებდა, თურმე. ახია, რომ არ იხმარა.
შვილები მაინც ცოცხლები მეყოლებოდა. ორი კაკალი შვილი
თვალწინ ამოეხოცა და არაფერი აღელვებს, – გულში გასჭვალა
ლესთერს. მასაც სხვა კაცებივით კარგი ოჯახი ეყოლებოდა,
ლამაზი მანქანები... ამის მაგივრად კი კაცი ვეტერანთა
საავადმყოფოს ერთ აქოთებულ საკან-პალატაში დაამწყვდიეს.
«თორაზინი» – აი, რით გადაუხადეს მადლობა. «თორაზინით»
მოიმადლიერეს. ისევ ის დრო გაახსენდა, ვიეტნამში რომ
იბრძოდა.
***
აი, სწორედ ეს ლესთერ ფარლი იყო, ბუჩქებიდან ღრიალით
რომ გამოვარდა და ქოულმენის სამზარეულოსკენ გაიქცა,
რომლის ბადიანი კარის იქითაც ფაუნია და თავად ქოულმენი
იდგნენ. ღრიალით გამოიჭრა სახლის გვერდით ამოსული ხშირი
ბუჩქებიდან. სწორედ ეს ადგილები ჰქონდა არჩეული, დღისით
თუ ღამით აქ იმალებოდა და უთვალთვალებდა ყოფილ ცოლსა
და მის ახლანდელ საყვარელს, აინტერესებდა, თავისი თვალით
ეხილა, კონკრეტულად, სად და როგორ აკეთებდნენ თავიანთ
საქმეს. იმავე საქმეს არ აკეთებდა ის ძუკნა, როდესაც შვილები
ეგუდებოდა კვამლში?! ამჯერად ბებერი ბუღა ჰყოლია
ამორჩეული. ყოფილ ქმარზე უფროსიც კი! თავისი უფროსიც კი
არ არის, ჰოლენბექივით, ამერიკელი მაინც იყოს ეგ სირი!
ჰოლენბექი კაცად მაინც ვარგოდა, ფაუნიას მარკაც კი ეწეოდა
მასთან ჟიმაობით. უყურეთ რა, ეგ ძუკნა იქამდე მისულა, რომ
ნებისმიერს უწვება. ახლა მაგ ბებერ ურიასაც ქვეშ გაგებია,
ძვალტყავა ჭაღარას, ყვითელი სახე რომ გაბადვრია
სიხარულისგან და თავზე უსვამს აცახცახებულ ხელებს. სხვა
ვინ მოუწუწნის ბებერ ებრაელს, თუ არა მისი ცოლი? სხვა ვინ?
იქამდე მივიდა ეგ ბინძური წაკლა, რომ ბებერი ებრაელის
81
გაწყალებულ თესლს ისხამს ნაბოზარ პირში, როული და ლესუმცროსი ფარლები კი ისევ მკვდრები არიან.
სამაგიერო! დაუსრულებელი სამაგიერო!
ვიეტნამშიც ასე იყო. მებრძოლი რომ მიფრინავს და თანდათან
მხეცდება. მოულოდნელად გააფთრდა, იმან უფრო გაამწარა,
მისი ყოფილი ცოლი ბებერი ებრაელისგან რომ იღებდა პირში,
ვიდრე დაღუპული შვილების გახსენებამ, ღრიალით მოსწყდა
ადგილს, გაფრინდა, პროფესორიც ყვირილით დაუხვდა,
საბურისს წამოავლო ხელი. ფარლი კი შეიარაღებული არ იყო,
პირდაპირ სახანძრო სწავლებებიდან იყო მისული, თორემ
სარდაფში, გაგიხარიათ, იმხელა არსენალი ჰქონდა, ორივეს იმ
წუთშივე გააფრთხობინებდა სულს. როგორ მოხდა, რომ ბებერ
ურიას საბურისი არ გამოსტაცა ხელიდან და იქვე არ ჩააქცია
ცემით, ამას, ალბათ, ვეღარასოდეს გაიგებს. აი, ნამდვილი
ფუფუნება კი იქნებოდა, საბურისით გაეჩეჩქვა თავი ამ
აფრახებულისთვის.
– დააგდე ძირს, თორემ მაგ საბურისით გაგიხეთქავ თავს! ძირსმეთქი! – შეუღრინა ლესმა და ებრაელმაც ძირს დაუშვა
მომარჯვებული საბურისი. მისდა საბედნიეროდ.
იმავე საღამოს შინ დაბრუნებული (მისთვის სამუდამოდ
გაუგებარია, როგორ) ლესთერი დილამდე, როდესაც სახანძრო
რაზმიდან მის ხუთ მეგობარს მოუწია მისმა გათოკვამ და
ძალით წაყვანამ ნორთჰემფთონში, იწვა და ყველაფერი თავში
უტრიალებდა,
მომხდარსა
და
განცდილს
ერთიორად
განიცდიდა – სიცხე, წვიმა, ჭუჭყი, გიგანტური ჭიანჭველები,
შხამიანი
ფუტკრები
აქვე,
სამზარეულოს
იატაკზე,
ლინოლეუმზე აწვალებდა, მერე კუჭი აეშალა და თავი
ასტკივდა. სახლში არც საჭმელი ჰქონდა და არც სასმელი;
ფიქრობდა, ეს კი ნაღდად უკანასკნელი ღამეა ჩემს
ცხოვრებაშიო. მერე დაღუპული მეგობრები მოაგონდა:
ფოსთერი სატყუარა ნაღმმა დაფლითა, ქუილენი დაიხრჩო,
თავად კი გაჭირვებით გამოცურა ნაპირზე, აფაფხურდა, აქეთიქით მიაწყდა, ყველა მხარეს ყუმბარებს ისროდა და
ხმაჩახლეჩილი გაჰყვიროდა: «არ მინდა სიკვდილი!», ავიაციას
კი ეშლება და მასვე ესვრის, რამდენიმე თავისიანსაც იწირავს,
დრეიგომ ცხვირი და ხელ-ფეხი დაკარგა, ქონთირის ხორცი კი
ლესს ხელებზე მიეკრა... ვერტმფრენიდან უარი გამოუცხადეს
აყვანაზე, სადაც თქვენ ხართ, ორმხრივი სროლაა და აპარატს
82
ვერ დავსვამთო, ამის გაგონებაზე სიკვდილს ჩახედა თვალებში
და ისე გამწარდა, რომ საკუთარი ვერტმფრენის ჩამოგდება
მოუნდა – ყველაზე არაადამიანური ღამე რაც კი ჰქონია, მაშინ
წარმოუდგა თვალწინ საკუთარ სახლში. ეს ღამე ყველაზე
გრძელიც იყო, ერთი განძრევა და, ხელ-ფეხი ებორკებოდა,
ბიჭები განწირული ხმით ტიროდნენ, ქვეშ ისვრიდნენ, ლესი კი
ამდენი ტირილის მოსმენას ნაჩვევი არ იყო, ბიჭები კი სახეში
მოხვედრილი
ტყვიით
ან
ყუმბარის
ნამსხვრევებით
იხოცებოდნენ, ქონთირის ხორციც ისევ ხელებზე ჰქონდა
მიკრული, დრეიგომ კი ამასობაში სისხლით მორწყო
ყველაფერი.
ლესი
მიცვალებულებს
აჯანჯღარებს
და
გაჰყვირის, სიკვდილი არ მინდაო, მაგრამ სიკვდილი არ
უშვებს. ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს. გაქცევითაც
სად გაექცევა. დილამდე ასე ბრძოლა უწერია, მაგრამ წკიპზეა
უკვე მისული. შიშისა და ბრაზის ზღვარზეა, პილოტები
დაჯდომაზე ისევ უარს უცხადებენ. დრეიგოს სისხლი კი
საშინლად აქოთდა მის სახლში. მის სახლში ამ სუნს რა უნდა?
ფუ, რა მყრალი სუნი ჰქონია. ყველაფერი დაძაბულია, ყველანი
შორს არიან სამშობლოდან და ეს სასოწარკვეთილი სიბრაზე,
სიბრაზე, სიბრაზე გვიპყრობს!
ნორთჰემფთონამდე მთელი გზა წუხდა, ბოლოს იმდენად
მოაბეზრა თავი ამხანაგებს, რომ პირი დაუმუწეს. ფარლი
მთელი ღამე იტანჯებოდა, დილით რომ იღვიძებდა, ჭიაღუით
სავსე ვიღაცის საფლავში ეგონა თავი. «მორჩა! მეტი აღარ
მინდა! გევედრებიიიით!» ამ აუტანელი ყვირილის გამო
მოუწიათ, იძულებით გაეჩუმებინათ.
ვეტერანთა საავადმყოფოში, სადაც სულ ძალისძალად
აწვენდნენ
და
საიდანაც
არაერთხელ
გაქცეულა,
სახელმწიფოსთან მაინც ვერაფერს გახდა, ან რას გახდებოდა,
საავადმყოფოც სახელმწიფო იყო. მოკლედ, ჩაკეტეს პალატაში,
საწოლზე
მიაბეს,
რეჰიდრატაცია,
სტაბილიზაცია
და
დეტოქსიკაცია ჩაუტარეს, მთელი ალკოჰოლი გამოუდევნეს
ორგანიზმიდან,
ღვიძლისთვის
მისცეს
რაღაც,
მერე
საათნახევრიან ჯგუფურ თერაპიაზე ყოველ დილა ჰყვებოდა
როულისა და ლეს-უმცროსის დაღუპვის ამბავს. ყოველდღე
იხსენებდა მათ სახეებს, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდა, რომ
მართლაც დაღუპოდნენ შვილები.
– გავქვავდი! – ამბობდა ლესი, – დავმუნჯდი, ენა ჩამივარდა.
83
გრძნობა აღარ შემრჩა. ღვიძლი შვილები ხელიდან გამომეცალა
და მე კი ახლა ღელვის თავიც აღარ მაქვს. ბიჭს თვალები
გადაუტრიალდა, პულსი აღარ ესინჯებოდა. გული აღარ
უცემდა, ვეღარ სუნთქავდა. ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი ლესი.
ერთადერთი ვაჟი მყავდა, მეტი მაინც აღარ მეღირსება.
ვეღარაფერი ვიგრძენი, თითქოს სხვისი შვილი ყოფილიყო.
როულიზე ამავეს ვამბობ. სხვისა მეგონა ჩემი კუდრაჭა.
დედამოტყნულმა ვიეტნამმა დამმართა ეს უბედურება. ამდენი
წელია ომი დასრულდა და თავს მაინც არ მანებებს.
შეგრძნებები ამერია ერთიმეორეში. არაფერი მომხდარა და
თავში თითქოს კეტი მირტყესო, ისე დავრეტიანდი. შვილები
დამეგუდა და არც ტვინი მიგრძნობს რამეს და არც სხეული.
ვიეტნამია ყველაფერში დამნაშავე. ერთხელაც ვერ დავიტირე
შვილები. ბიჭი ხუთისა მყავდა, გოგო – რვისა, – ლესი თავის
თავს ეკითხებოდა, რატომ ვერაფერს ვგრძნობო, რატომ ვერ
გადავარჩინეო? გადამეხადა! მომეზღოო! სულ ვიეტნამზე
ფიქრობდა, ახსენდებოდა, როგორ ეგონა, ჩამაძაღლესო. ძლივს
მიხვდა, რომ ვერ ჩააძაღლებდნენ, რადგან ისედაც გვამი იყო
უკვე, მოსიარულე გვამი! ვიეტნამმა მოუღო ბოლო!
პაციენტები სულ ვიეტნამის ვეტერანები იყვნენ, თუ ორიოდე
ცინგლიანს არ ჩავთვლით, სპარსეთის ყურეში ნაომართ,
რომელთაც თვალებში ქვიშა ჰქონდათ შეყრილი ოთხდღიანი
სახმელეთო ოპერაციის დროს. ასსაათიანი ომის დროს. მეტი რა
საქმე ჰქონდათ, უდაბნოში უნდა მსხდარიყვნენ და ეცადათ.
ვიეტნამში ნაომარმა ბიჭებმა კი ომში თუ ომის მერე იმისთანა
გადაიტანეს, რომ ენით ვერ აღწერ – განქორწინებები, ლოთობა,
ნარკოტიკები, დამნაშავეობა, პოლიცია, ციხე, ცრემლნარევი
გამომფიტავი დეპრესია, ყმუილის სურვილი (ისედაც
დაყმუვლებული იყვნენ), სურვილი, რომ ნაკუწებად ექციათ
რამე, ხელების კანკალი, მთელი სხეულის ცახცახი,
გაქვავებული სახე, თხემით ტერფამდე ოფლში ცურვა,
ლაპლაპა ფოლადის ჰაერში დანახვით გამოწვეული ღელვა,
ხელ-ფეხის წაგლეჯა, ტყვეთა ჟლეტა, ოჯახების დაცხრილვა –
აკვანში მწოლიარე იქნებოდა თუ ჯოხით მოსიარულე –
უსმენდნენ ნაომრები და თავს უქნევდნენ როულისა და ლესის
გაგუდვის ამბავს, თუმცა ლესი-უფროსი ხვდებოდა, რომ მათ
სატკივარს ვეღარ იზიარებდა, რადგან გრძნობები და
შეგრძნებები
ჰქონდა
ატროფირებული,
მაგრამ
მაინც
ეუბნებოდნენ ეს მართლაც სერიოზულად დაშავებული ბიჭები
84
(თუკი საკუთარი უბედურების გარდა, ქუჩებში ხეტიალისა და
ასაწყვეტად მუდმივი მზადყოფნის გარდა სხვა რამეზეც
მიეცემოდათ ხმის ამოღების საშუალება და ზეცას არ
შეჰყვიროდნენ «რატომ?». იშვიათად სხვათა ჭირ-ვარამსაც
ახსენებდნენ, სხვის უბედურებასაც ისმენდნენ, ვისაც
მათნაირად აკლდა დამსახურებული პატივისცემა და
სიკვდილს ელოდა), დაივიწყე ყველაფერი და შენი ცხოვრებით
იცხოვრეო.
საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. კარგად იცოდა, რა ნეხვიც იყო
მისი ცხოვრება, მაგრამ უკეთესიც ვერსად ეპოვა. მაშ, ჩემი
ცხოვრებით ვიცხოვრო, არა? კარგი, იყოს ასე!
ამ განზრახვით აგვისტოს მეორე ნახევარში გამოეწერა
საავადმყოფოდან.
ურთიერთდახმარების
ჯგუფისა
და
ხელჯოხით
მოსიარულე
ჯიმი
ბორეროს
დახმარებით
სანახევროდ მაინც მიაღწია წარმატებას. ძნელი იყო, მაგრამ
ჯიმის დახმარებით მეტ-ნაკლებად გაართვა თავი, სამიოდე
თვე წვეთს არ მიჰკარებია, ნოემბრამდე არ გაუსინჯავს
სასმელი. მაგრამ მერე – ოღონდ არა იმის გამო, რომ ვინმემ რამე
აკადრა, ან ტელევიზორში მოჰკრა რამეს თვალი ან
მოახლოებული
მადლიერების
დღის
ოჯახის
გარეშე
პერსპექტივის გამოისობით, არამედ იმის გამო, რომ ფარლის
სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, მოძალებულ წარსულს
ვეღარ გაუმკლავდა, რომელიც დიდ გამოძახილს პოულობდა
მის სულში და თან უკან კი არა, წინ ედგა ეს წარსული,
თვალწინ ედგა და თვალს სჭრიდა...
ისევ დაუბრუნდა და მისი ცხოვრება მოიცვა.
2. მუშტის აცდენა
ქოულმენი მეორე დღესვე «ათინაში» წავიდა, რათა ადვოკატი
ფრაიმუსი ენახა და ეკითხა, როგორ ავიცილო თავიდან ჩემს
ტერიტორიაზე ფარლის მოსალოდნელი შემოჭრაო, მან კი ის
პასუხი გასცა, რისი მოსმენაც ყველაზე ნაკლებად სურდა, –
ფაუნიასთან სასიყვარულო კავშირი უნდა გაწყვიტოო, ურჩია
ვექილმა.
პირველად რჩევის საკითხავად ფრაიმუსს «მოჩვენებების»
85
ამბის დასაწყისში მიმართა ქოულმენმა, მანაც საკმაოდ
გონივრული რჩევა მისცა, თან ახალგაზრდა, თავდაჯერებული
იურისტის პირდაპირობამ საკუთარი თავი გაახსენა მის ასაკში,
გარდა ამისა, ფრაიმუსი სენტიმენტალური წვრილმანების
მიმართ ანტიპათიის დამალვას არც ცდილობდა ქალაქელი
ადვოკატების მსგავსად სახელოვანი და დიდსულოვანი ტიპის
ნიღბით, იქნებ სწორედ ამიტომაც უჩვენა ქოულმენმა
დელფინა რუს წერილი.
ოცდაათს ოდნავ აცილებულ ფრაიმუსს ცოლად ახალგაზრდა,
ფილოსოფიის სამეცნიერო ხარისხის მქონე პროფესორი ჰყავდა,
რომელიც ქოულმენმა ოთხი წლის წინ აიყვანა კოლეჯში
სამუშაოდ. წყვილს ორი პატარა ბავშვი ჰყავდა. ათინაში,
ტიპურ ახალინგლისურ საუნივერსიტეტო დაბაში, სადაც
თითქმის ყველა დიპლომიანი სპეციალისტი კოლეჯში ლამის
სპორტულად ჩაცმული დადის, ეს დახვეწილი, სიმპათიური
ახალგაზრდა მამაკაცი – კუნაპეტივით შავი თმით, ათლეტური
აღნაგობის, მაღალ-მაღალი და მოხდენილი, – დილით თავის
კანტორაში უზადოდ გაპიწკინებული შავი კოსტიუმით,
მონოგრამიანი,
თეთრი,
გახამებული
პერანგითა
და
გაპრიალებული ფეხსაცმლით გამოცხადდა. ასეთი ჩაცმულობა
არა მხოლოდ მის თავდაჯერებულობაზე მიანიშნებდა, არამედ
ყოველგვარი აშვებულობისა და ფეთხუმობისადმი ზიზღზეც.
ნელსონ ფრაიმუსის მიზანი ბევრად მეტი გახლდათ, ვიდრე
მაღაზია «თოლბოთსის» თავზე გახსნილი კანტორა მოედნის
მეორე მხარეს. რაკი ამ კოლეჯში მისი მეუღლე კითხულობდა
ლექციებს, ე. ი. თვითონაც იქვე უნდა ყოფილიყო, ცოტა ხნით
მაინც. მანჟეტებიან პერანგსა და შავ კოსტიუმში გამოწყობილი
ნამდვილი ჯიქი იყო, ჯიქი, რომელიც მუდამ მზად არის
ნახტომისთვის.
– ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ფარლი ფსიქოპათია, – ფრაიმუსმა
სტაკატოთი გამოზომა თითოეული სიტყვა და ქოულმენს
თვალი თვალში გაუყარა, – მე რომ მითვალთვალებდეს,
ნამდვილად მექნებოდა ღელვის მიზეზი. თუმცა, სანამ მის
ყოფილ ცოლთან რომანს გააბამდით, ხომ არ გზვერავდათ
მანამდე? ცხადია, არა! თქვენი არსებობაც კი არ იცოდა. აი,
დელფინა რუს წერილი სულ სხვა საქმეა. მომთხოვეთ,
მისწერეო და ჩემი სურვილისდა მიუხედავად, მიმაწერინეთ;
გრაფოლოგი დაგჭირდათ და ჩემი სურვილისდა მიუხედავად,
მოგინახეთ; გსურდათ, რომ მისი დასკვნა დელფინას
86
ადვოკატისთვის
გამეგზავნა
და
ესეც
სურვილისდა
მიუხედავად, გამაგზავნინეთ; მიმაჩნდა, რომ ჭიქაში ატეხილი
ქარიშხალი სერიოზულად არ უნდა მიგეღოთ, მაგრამ მაინც
თქვენს სურვილს ვასრულებდი. მაგრამ ლესთერ ფარლი
ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი არ გეგონოთ. დელფინა რუ ვერც
შეედრება როგორც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და
როგორც მოწინააღმდეგე. ფარლის სამყაროს ფაუნია ძლივს
გადაურჩა და თქვენთან ყოველი სტუმრობისას ეს სამყარო თან
მოაქვს და თქვენც შიგ გხვევთ. ლესთერ ფარლი, თუ სწორად
მახსოვს, საგზაო ბრიგადაში მუშაობს, ხომ? ჰოდა, საკმარისია
სასამართლოს
რაიმე
თუნდ
იოტისოდენა
აკრძალვა
დავაწესებინოთ მისთვის, რომ ეს თქვენი საიდუმლო მთელ ამ
დაბას მოედება. ათინა თუ ამაზე ალაპარაკდა, მტრისას! ისეთ
კუპრში ამოგავლებენ, რომ «მოჩვენებების» ირგვლივ ატეხილი
კონფლიქტი სანატრელი გაგიხდებათ. მახსოვს, ჩვენი
ყოველკვირეული ორგანო როგორ ფაქიზად მოეკიდა თქვენს
გაკენწვლას და მთავარ გვერდზე დაწერა, არ გვესმის, ან ამ
ბრალდებაში რა იყო აბსურდული, ან პროფესორის
გადადგომას რა აზრი ჰქონდაო. «რასიზმის საქმეში გასვრილი
ყოფილი დეკანი კოლეჯს ტოვებს». თქვენი ფოტოს ქვეშ რა
წააწერეს,
ისიც
მახსოვს:
«კლასში
გამოთქმულმა
შეურაცხმყოფელმა სიტყვამ პროფესორ სილქს გადადგომისკენ
უბიძგა». მახსოვს მაშინ, რა დღეშიც ჩავარდით, ვხედავ, ახლა
რა დღეშიც ხართ და წარმომიდგენია, რა დღეში აღმოჩნდებით,
მთელი დაბა რომ ალაპარაკდეს რასიზმში ბრალდებული,
ყბადაღებული პროფესორის სექსუალურ თავგადასავლებზე.
იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ თქვენი საწოლის ამბები
თქვენ გარდა კიდევ ვინმეს ეხება. სხვის თეთრეულში ხელების
ფათური ცუდი საქციელია. კარზე ოთხმოცდათვრამეტი წელი
მოგვდგომია. ჯენის ჯოპლინმა და ნორმან ო. ბრაუნმა უკვე
დიდი ხანია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალეს. მაგრამ აქ,
ბერქშირში, გინდ უბრალო ადამიანი აიღეთ და გინდ
პროფესორი, თითქმის ყველა ხისტად იცავს თავის
ძველმოდურ შეხედულებებს და არასდიდებით არ სურს
რაღაც-რაღაცების გადაფასება, რადგან ამით სექსუალური
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 07
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.