Latin

ადამიანური ლაქა - 11

Total number of words is 3519
Total number of unique words is 1983
30.8 of words are in the 2000 most common words
42.6 of words are in the 5000 most common words
50.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გოგონაც ოჯახიდან იყო ათესილი, თუმცა კი არაფერი ჰქონდა
146
გადაწყვეტილი, რა უნდა დამდგარიყო მისგან, ოღონდ
გათავისუფლებულიყო და ჯიბეცარიელმა მერვე ქუჩის
ფიცარნაგზე «მოღვაწეობით» მოინდომა იოლად გასვლა;
დაუდგრომელი იყო, ჯიბეში ორი დოლარიც არ უჭყაოდა,
მაგრამ თეატრალურად მსხვილი ნაკვთები და როგორც იმ
დროს იტყოდნენ, «მეტყველი» მზერა ჰქონდა. სწავლის ფულს
ცენტრიდან დაშორებულ სტუდენტურ ხელოვნების ლიგაში
ნაწილობრივ იმით შოულობდა, რომ გახდილი პოზიორობდა –
ქალთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ
არაფერი აქვთ დასამალი და საზოგადოებრივ ადგილას
აურზაურის გამოწვევას იმაზე მეტად არ ერიდებოდა, ვიდრე
მუცლით მოცეკვავე ქალი არ უშინდება პუბლიკის კრიტიკას.
მისი შავი თმა ცალკე თემა იყო – ლაბირინთი, მჩქეფარე ზღვა,
შმაგი სპირალებისა და მძვინვარე კლაკნილებისგან შემდგარი
კონა, ხუჭუჭა გროვა, საშობაო მორთულობასავით ხშირი.
თითქოს ბავშვობის დროინდელი დომხალი ამ კლაკნილებში
აისახაო. დაუმორჩილებელი თმა ჰქონდა. ამ თმით თუნდ
სპილენძის ქვაბები წმინდე, მის სტრუქტურას არაფერი
დააკლდება, თითქოს მელნის ზღვის სიღრმიდან იყოს
ამოტანილი როგორც მარჯნისა და ჯაგების ჰიბრიდი, რომელსაც
შესაძლოა, სამკურნალო თვისებაც ჰქონდეს.
მთელი სამი საათი ქოულმენი მოჯადოებული იყო მისი
კომედიით, მისი აღტყინებით, მისი თმით, თვითაღგზნების
მისეული უნარით, მისი შმაგი, მოზარდის გაუწვრთნელი
ინტელექტითა და მისი მსახიობური მზადყოფნით, ნებისმიერ
დროს აფეთქებულიყო და საკუთარი გადაჭარბებული
შეფასებებისა თვითონვე დაეჯერებინა. მასთან შედარებით
ქოულმენს, რომელიც თვითონაც საკმაოდ ცბიერი პროდუქტი
იყო, რომლის დამზადების რეცეპტიც მის მეტმა არავინ იცოდა,
საკუთარი თავი პიროვნების კონცეფციის სრულიად უქონელი
ადამიანი ეგონა.
მაგრამ საკმარისი იყო, იმავე საღამოს აირისი სალივანსთრითზე, თავისთან მიეყვანა, რომ ყველაფერი ძირფესვიანად
შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ქალი საკუთარ თავს სულ არ
იცნობდა, არც ის იცოდა, რა უნდოდა ცხოვრებაში. ხშირი თმის
ბუჩქის მიღმა აირისი სრულიად მოწყვლადი ჩანდა. სრული
ანტითეზა იყო იმ ისრისა, რომელიც ცხოვრებას უმიზნებდა და
რომელსაც ოცდახუთი წლის ქოულმენ სილქი წარმოადგენდა.
ისიც თავისუფლებისათვის მებრძოლი იყო, მაგრამ სხვა
147
ყაიდისა, უფრო ანარქისტული მიმართულების, თან ცხოვრების
გზის პოვნასაც ლამობდა.
რომც გაეგო, ქოულმენი შავკანიანთა ოჯახში იყო დაბადებულგაზრდილი და ბოლო პერიოდებამდეც თავს ზანგად
მიიჩნევდა, წარბიც არ შეუტოკდებოდა და არც საიდუმლოდ
შენახვა გაუჭირდებოდა ამ ამბისა, ქოულმენს რომ ეთხოვა. რარა და, მოთმინების ჭარბი უნარი კი ჰქონდა აირისს
მიმადლებული – მას ის უფრო ეუცნაურებოდა, რაც სისწორედ
მიაჩნდათ. ჰმ, ერთის მაგივრად ორ ადამიანად ყოფნა? ერთის
მაგივრად, კანის ორი ფერის ქონა? ქუჩებში ინკოგნიტოდ ან
გადაცმულად სეირნობა, ამ დროს კი არც იმად ყოფნა და არც
ამად, არამედ რაღაც შუალედურად? გაორება, გასამება,
გაოთხება? აირისს ეს, ერთი შეხედვით, ანომალიები, როგორც
იტყვიან, სულაც არ აშინებდა. მისი გონებაგახსნილობა იმ
ზნეობრივ
ხარისხად
როდი
მიიჩნეოდა,
რომლითაც
ლიბერალები და ლიბერტარიანელები ამაყობენ; ეს უფრო
ანტითეზად, იდიოტური მოუთმენლობის გიჟურ ანტითეზად
იყო მიღებული. ყოველგვარი მოლოდინი, ურომლისოდაც
ადამიანებს ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ, მნიშვნელობის
ჰიპოთეზა,
ავტორიტეტების
რწმენა,
წესრიგისა
და
მართებულობის გაღმერთება, – ეს ყოველივე გაუგონარ
სისულელედ ეჩვენებოდა. განა ასე იქნებოდა, კაცობრიობის
განვითარების
გზაზე
რომ
ყველაფერი
ნორმალურად
ყოფილიყო? განა მსოფლიო ისტორია ასეთი იქნებოდა?
და მაინც, ქოულმენმა გაბედა და გამოუტყდა, ებრაელი ვარო.
ქოულმენის მამა თურმე ზილბერცვაიგი ყოფილა და კუნძულ
ელისზე გულმოწყალე მებაჟეს გვარად სილქი უბოძებია
მისთვის. ქოულმენს ბიბლიური ნიშანი – წინადაცვეთაც კი
ჰქონია, განსხვავებით მისი თანატოლი შავკანიანი ბიჭებისაგან.
დედამისს,
რომელიც
უმეტესწილად
ებრაელებით
დაკომპლექტებულ საავადმყოფოში მუშაობდა, მედიკოსთა
მიერ
ჰიგიენის
თვალსაზრისით
ფრიად
მიღებული
წინადაცვეთის უპირატესობა დაუჯერებია და სილქებსაც
ორივე ვაჟისათვის დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ
გაუკეთებიათ ხსენებული ოპერაცია (ამ პრაქტიკამ, სხვათა
შორის, ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი არაებრაულ ოჯახებშიც).
ქოულმენი რამდენიმე წლის განმავლობაში გარშემომყოფთ
სრულიად გაცნობიერებულად აგრძნობინებდა, რომ ებრაელი
148
იყო, მით უმეტეს, რაც მიხვდა, რომ უნივერსიტეტშიცა და
კაფეშიც,
სადაც
კი
ფეხს
შედგამდა,
უმეტესობა
დაუფიქრებლად მაინც ამ ერს მიაკუთვნებდა. ფლოტის
ცხოვრებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ერთგვარად ცხადი და
თანამიმდევრული გეზით უნდა ევლო და არც არავინ ჩაყოფდა
მის საქმეში ცხვირს და არც არავინ ჩაეკითხებოდა რამეს,
რადგან ეს არავის აღელვებდა. არადა, მის უნივერსიტეტელ და
გრინვიჩ-ვილიჯელ ამხანაგებს ის თავისუფლად შეიძლებოდა
ახლოაღმოსავლელი არაბი ჰგონებოდათ, მაგრამ რაკი იმხანად
ებრაელების
საკუთარი
თავით
მონუსხულობამ
და
თვითკმაყოფილებამ ვაშინგტონ-სქუერელ ინტელექტუალებს
შორის ომის შემდგომ პიკს მიაღწია, როდესაც დაუცხრომელმა
წადილმა, საკუთარი თავი დიდმნიშვნელოვანდ შეეგრძნოთ და
წარმოეჩინათ, რაც ებრაულ გონებრივ კადნიერებას კვებავდა,
უკვე
უმართავი
სახე
მიიღო,
როდესაც
ებრაელთა
კულტურული უპირატესობის აურა არანაკლებ გამოსჭვიოდა,
ვიდრე ჟურნალებიდან «კომენტარები», «მიდსტრიმი» და
«პარტიზან
რევიუ»,
იგრძნობოდა
მათ
ღადაობებში,
ანეკდოტებში, სიცილსა და ხუმრობებში, ენამახვილობასა და
დასკვნებში, გინებაშიც კი – ქოულმენი რა ქოულმენი
იქნებოდა, ეს ხელსაყრელი ვითარება არ გამოეყენებინა, მით
უმეტეს, რომ დოქტორ ჩიზნერის ასისტირებით კრივის
გაკვეთილებზე, სადაც მეტწილად ებრაელი მოზარდები
ემზადებოდნენ,
მშვენიერი,
ნიუჯერსულ-ებრაული
წარმოშობის ბავშვობა დაესაბუთებინა, ვიდრე სირიულლიბანური წარმოშობა. აგრესიულად მოაზროვნე, რეფლექსური
და უპატივცემულო ებრაელის მზა პრესტიჟის გამოყენება,
თავისი მარგინალური მანჰეტენური არსებობის ნიღაბს ასე
გატაცებით რომ დასცინოდა, როგორც გაირკვა, არანაკლებ
სარისკო
აღმოჩნდა,
ვიდრე
ამ
ნიღბის
ხანგრძლივი
გაშალაშინება, ამასთან, მისდა გასაოცრად, თავბრუდამხვევი
რისკის შეგრძნებასაც მატებდა, ხოლო, როდესაც დოქტორი
ფენსტერმანი ახსენდებოდა, რომელიც მის მშობლებს სამი
ათას დოლარს სთავაზობდა, იქნებ ქოულმენმა ცოტა
მოიკოჭლოს გამოსაშვებ გამოცდებზე და ჩემი ბერთი
დაასახელებინოს პირველ ფრიადოსნადო, ქოულმენს ასეთი
გარდასახვა საშინლად სასაცილოდ ეჩვენებოდა, გრანდიოზულ
და კომიკურ ანგარიშსწორებად მიაჩნდა. ეს რამხელა
სამყაროსეულ ჩანაფიქრში ვყოფილვარ ჩართულიო, დაასკვნა
ბოლოს. ნეტავ სამყაროს შექმნის ტოლფასი ხომ არ იქნებოდა,
149
ფენსტერმანის შვილად რომ ქცეულიყო. გულის სიღრმეში
მუდამ განუმეორებლობისაკენ მიიწევდა, ჰოდა, მიიღო კიდეც.
აქ უკვე სერიოზულად იყო საქმე. აირისი, ეს ყველაზე
არაებრაელი ებრაელი, მოურჯულებელი, მოუდრეკელი ქალი,
რომელიც სტინას არაფრით ჰგავდა, შუამავლად ექცა
ქოულმენს ძველსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის.
როგორც იქნა, წერტილში მოახვედრა. წარსულს ჩაჰბარდა
ათასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა, ცხოვრებისათვის
უსასრულო მომზადება, ქანცგამწყვეტი წვრთნა. მაგრამ აი,
ისიც, მისი საიდუმლოს გასაღები, თუმცა თუკი მაინც
კომიზმთან იქნება გაზავებული, რა გაეწყობა, ცოტაოდენ
დამამშვიდებელ და მაცოცხლებელ კომიზმს ცხოვრება ხომ
ადამიანის გადაწყვეტილებებს მუდამ უმატებს ხოლმე.
როგორც ამერიკის ისტორიისათვის აქამდე უცნობმა და
არასასურველმა ეთნიკურმა ნარევმა, მან, როგორც იქნა,
არსებობის აზრი მოიპოვა.
თუმცა, ინტერლუდიის გარეშეც არ ჩაუვლია. სტინასა და
აირისს შორის ხუთთვიანი ინტერლუდია აღმოცენდა,
რომელსაც ელი მაგი ერქვა. ელი ტანმორჩილი, კოხტა ზანგის
გოგონა იყო, მოყვითალო-ყავისფერი კანით, ცხვირსა და
ლოყებზე ჭორფლიც კი ჰქონდა შეუმჩნევლად, სახეზე არც
მოზარდს ჰგავდა ბოლომდე, არც ზრდასრულს, უფრო
ნახევრად ქალი ეთქმოდა და მაღაზია «გრინვიჩ-ვილიჯის
კარებში» მუშაობდა მეექვსე ავენიუზე, სადაც აზარტულად
ყიდდა წიგნის სტელაჟებსა და ყბადაღებულ კარებს – საწერი
მაგიდასავით მაღალ ფეხებზე შეყენებულსა და საწოლივით
დაბალფეხება კარებს. მაღაზიის მფლობელმა, დაღლილმა და
ბებერმა ებრაელმა, განაცხადა, ელის მოსვლამ საქონელბრუნვა
ორმოცდაათი პროცენტით გაზარდაო. «ლამის ხელი ავიღე
ყველაფერზე, – გამოუტყდა ბერიკაცი ქოულმენს, – თავი ძლივს
გამქონდა. ელის მოსვლის მერე კი ჩვენთან ჯეელი არ დარჩა,
რომ ფეხიანი კარი არ დასჭირვებოდა; ყველა აქ დაერჭო. ვინც
უნდა ფეხი შემოდგას, მე კი არ მიკითხავს, ელის კითხულობს.
ტელეფონი თუ რეკავს, მასთან უნდათ გასაუბრება. ამ კნაჭა
გოგომ ყველაფერი შეცვალა აქ». გოგონა ყველას იზიდავდა და
ამ მხრივ არც ქოულმენი აღმოჩნდა გამონაკლისი; ჯერ მისმა
ფეხებმა მიიქცია ყურადღება, მაღალქუსლიანი ქოშები ეცვა
ხოლმე, მერე მისმა უშუალობამ მიიპყრო ვაჟის გონება.
150
უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის არც შავკანიანს
სწყვეტდა გულს და არც თეთრკანიანს, პირიქით, ეს ოცდასამი
წლის
მხურვალე
არსება
ყველას
იზიდავდა.
გულგატეხილობისა
ჯერ
არაფერი
იცოდა,
ვილიჯში
იონქერსიდან გადმოსულიყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა
კიდეც, მაგრამ გრინვიჩ-ვილიჯის თანამედროვე ცხოვრებას
აჰყოლოდა, როგორც მასზე ამბობდნენ ხოლმე. ნაღდი აღმოჩენა
იყო – ქოულმენიც ადგა და საწერი მაგიდა შეიძინა, რაც
არაფერში სჭირდებოდა, და იმავე საღამოს ელი ბარში მიიწვია.
სტინას შემდეგ, ამ დარტყმის შემდეგ, იმ დანაკარგის შემდეგ,
რაც ცხოვრებაში მართლა ესაჭიროებოდა, როგორც იქნა, თავი
კარგად იგრძნო. აი, ისევ ცოცხალი იყო, ეს გრძნობა იმ წუთშივე
დაეუფლა, როდესაც მაღაზიაში გაეარშიყა პირველად. ნეტავ
ელის რომელი ეგონა, შავი თუ თეთრი? ქოულმენი ვერაფერს
ხვდებოდა. გამოცანაც ეს იყო. საღამოს კი ცბიერად
თვალებმოწკურულმა ელიმ ჰკითხა:
– აბა, რომელი ფერისა ბრძანდები? – ეტყობა, პირველივე დღეს
ისქესა ელიმ და ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა შეკითხვის
დასასმელად, თუმცა ქოულმენისათვის ახლა ოფლს აღარ
დაუსხამს, როგორც იმ ღამით, სტინას წერილი რომ წაიკითხა.
– რა ფერისა? – კითხვა გაიმეორა, – შენ რომელიც მოგწონს, იმ
ფერისა ვიქნები.
– უყურე შენ!
– მიყურე.
– ანუ თეთრკანიან გოგონებს შენც თეთრი ჰგონიხარ?
– რაც უნდათ,
ჩამოვართმევ.
ის
ვეგონო,
ფიქრის
უფლებას
ვერავის
– ჩემთანაც ამავე მეთოდით აპირებ? – ჰკითხა ელიმ.
– ჰო, დაახლოებით, – უპასუხა ქოულმენმა. ამ ორმაგმა თამაშმა
ორივე მოხიბლა.
ქოულმენი ზედმეტად არავის უახლოვდებოდა ხოლმე, ამიტომ
უნივერსიტეტელი ამხანაგები ფიქრობდნენ, შავკანიანი გოგო
შეაბაო, ელის საახლობლომ კი იფიქრა, თეთრი ბიჭი
გამოიჭირაო. სახალისოა, როცა ვინმეს აოცებს კაცი, ჰოდა,
სწორედ ასე აოცებდნენ ერთად ჩავლილები მნახველს. 1951
151
წელი იყო. ძმაკაცებმა ქოულმენს ჰკითხეს, აბა, როგორიაო? მან
კი უპასუხა, მხურვალეო და როგორც იმ დროს იტალიელებს
სჩვეოდათ ისთ-ორინჯში, ხელისგულზე ხელი გაისვა. ამ
ყოველივეში იმწუთიერი აღტაცება გამოსჭვიოდა, პაწაწინა
კინოვარსკვლავობა იგრძნობოდა: საზოგადოებაში ის და ელი
ხომ თავს ისე გრძნობდნენ, როგორც სცენაზე. მერვე ქუჩაზე
ვერავინ ხვდებოდა საქმის ვითარებას და ქოულმენს ეს ძალიან
ახარებდა. მაგარი ფეხები კი ჰქონდა ელის, თან როგორი
ტიკტიკი იცოდა! გაუჩერებელი! მისი ბუნებრიობა, მისი
ძალდაუტანებლობა, მისი სინორჩე ქოულმენს თავბრუს
ახვევდა. ელი რაღაცით სტინას ახსენებდა, თუმცა სხვა ფერის
კანი ჰქონდა, ამიტომაც ქოულმენს ხელი არ უტაცია და შინ არ
გაუქცევია ოჯახის გასაცნობად. ან რად უნდოდა? გრინვიჩვილიჯში ხომ ერთად ცხოვრობდნენ, მეტი რაღა უნდოდათ?
ელისთან ერთად ისთ-ორინჯში გამგზავრება თავში აზრადაც არ
მოსვლია. იქნებ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ შვებით არავის
ამოესუნთქა გოგონას დანახვაზე და არ ეთქვათ, სწორად
იქცევიო. ნეტავ სტინა რატომღა ჩავიყვანეო, ფიქრობდა
ქოულმენი. პატიოსნად რომ მოვქცეულიყავიო? კი მაგრამ, რა
შედეგი მერე? არა, არა, იმხანად ოჯახობანას დრო ნამდვილად
არ ჰქონდა.
მაგრამ იმდენად კარგად გრძნობდა მასთან თავს, რომ ერთ
საღამოს სიმართლე თავისთავად დასცდა ბაგეთაგან. კრივზეც
კი მოუყვა, რაც სტინასთან ვერც კი წარმოედგინა. ელისთან კი
ნებისმიერ რამეზე შეეძლო საუბარი. გოგონა არასოდეს
განსჯიდა მის საქციელს, რაც ვაჟის თვალში კიდევ უფრო
ამაღლებდა. ასეთი თანამედროვე და იმავდროულად, ასეთი
მოაზროვნე – იშვიათი კომბინაცია გახლდათ. როგორც
აღმოჩნდა, საკმაოდ ფართო თვალსაწიერის მქონე გოგონასთან
ჰქონია საქმე დაჭერილი. ქოულმენის მშვენიერ გულის სწორს
ყველაფრის მოსმენა სურდა. ვაჟიც ალაპარაკდა, როცა
საიდუმლო არ ზღუდავდა, მუდამ თავისუფლად გამოსდიოდა
საუბრის წარმართვა, რაც ელის ერთობ ხიბლავდა. ფლოტზეც
მოუყვა. ოჯახზეც უამბო, რომელიც ელის ოჯახისგან ბევრით
არაფრით განსხვავდებოდა, თუმცა მამამისი ცოცხალი და
ჯანმრთელი იყო და ჰარლემში აფთიაქარად მუშაობდა. თუმცა
უკმაყოფილო ყოფილა ქალიშვილის აქ გადმოსვლით, მაგრამ
თავს თურმე ვერაფერი მოუხერხა და წინანდებურად
აღმერთებდა ელის; ეს კი გოგონას ძალიან ახარებდა.
152
ქოულმენს არც ჰაუარდის შესახებ დაზარებია მოყოლა, აუხსნა,
რატომაც ვერ დარჩა იქ. ჰაუარდზე სიტყვა გაუგრძელდათ,
რადგან ელიც იქ ჩააბარებდა, მშობლებისათვის რომ
დაეჯერებინა. მოკლედ, რაზეც უნდა ესაუბრათ, ქოულმენს
ელის გამხიარულება და გაცინება სულ იოლად გამოსდიოდა.
«ჩემს დღეში ამდენი შავკანიანი არსად მინახავს, სამხრეთ ნიუჯერსიში ნათესავების შეკრებაზეც კი. ერთი ბეწო ადგილზე
შავკანიანთა წარმოუდგენლად დიდი თავშეყრა – აი, ესაა
ჩემთვის ჰაუარდი. ათასი ჯურის ხალხი იყო, საერთო ენას
კიდევ ვინმესთან გამოვნახავდი, მაგრამ ჩემს გულს ეს
მალამოდ არ ედებოდა. იქ არაფერი მესაქმებოდა. ისე იყო
ირგვლივ ყველაფერი კონცენტრირებული, რომ თუკი რამ
სიამაყის ნატამალი გამაჩნდა, თვალსა და ხელს შუა
მიქრებოდა. ამ ყალბი, ხელოვნურად კონცენტრირებული
გარემოცვის გამო ვგრძნობდი ამას». «გადამტკბარი სოდიანი
წყალივით, არა?» – ჰკითხა ელიმ. «არც მთლად, – შეუსწორა
ქოულმენმა, – რაღაც კი არ იყო ზედმეტი, პირიქით, ყველაფერი
არასაკმარისად იყო». როდესაც ელისთან ასე გულწრფელად
საუბრობდა, ქოულმენს სიმშვიდე ეუფლებოდა. მართალია,
უკვე გმირი აღარ ეთქმოდა, მაგრამ ვერც იმას იტყოდით,
ანტიგმირიაო. ეს კნაჭა გოგო კი უშრეტი ბრძოლის უნარით
დაჯილდოებული ყოფილა. როგორ მოიპოვა თავისუფლება,
როგორ იქცა გრინვიჩ-ვილიჯელ ტურფად, ან მშობლებთან
როგორ დაიჭირა თავი, – აი, ზრდაც ასე უნდა.
ერთ საღამოს ელიმ ხელკავი გაუკეთა და ერთ მყუდრო
საოქრომჭედლოში წაიყვანა, რომელიც ხელმარჯვე თეთრკანიან
ოსტატს ეკუთვნოდა. უბრალოდ, შეიარეს, თვალი შეავლეს
ნატიფ სამკაულებს და გამოსვლისას რატომღაც ასეთი რამ
უთხრა ქოულმენს:
– იცი, ამის პატრონი ზანგია.
– რას ამბობ, ალბათ, გეშლება, – უპასუხა ქოულმენმა, –
წარმოუდგენელია.
– მე კი ნუ მეუბნები, გეშლებაო, – ელიმ გაიცინა, – კარგად
გაახილე თვალები.
მეორე ჯერზე, შუაღამით, ელიმ ჰუძონ-სთრითზე მდებარე
ბარში მიიყვანა, სადაც მხატვრები ტრიალებდნენ.
– აბა, იმ სიმპო ბიჭს შეხედე, – უთხრა და მიუთითა ასე
153
ოცდახუთიოდე წლის თეთრკანიან
გოგონას რომ ხიბლავდა, – ისიც.
ბიჭზე,
ბარში
ყველა
– კაი რა, – გაეცინა ქოულმენს.
– ქოულმენ, შენ გრინვიჩ-ვილიჯში ხარ, ეს კი მთელ ქვეყანაში
ყველაზე თავისუფალი ოთხი კვადრატული მილია. აქ ლამის
ყველა უბანში ნახავ ამისთანას. ნუ გიკვირს, პირველი კი არა
ხარ, – აუხსნა ელიმ. რაკი თვითონ უკვე სამ ამისთანას
იცნობდა, უეჭველი იყო, კარგა ათიც უნდა ყოფილიყო
მათნაირი, ან იქნებ მეტიც, – მთელი ამერიკიდან
თავქუდმოგლეჯილი ყველა მერვე ქუჩას აწყდება. შენც ხომ
შენი პატარა ისთ-ორინჯიდან აქ აღმოჩნდი.
– მე კი, – გამოტყდა ქოულმენი, – ვუყურებ და ვერავის ვხედავ,
– ამის თქმაზე ორივე ისევ ახარხარდა, ახორხოცდა, ლამის
წაიქცნენ, იმდენი იცინეს. არა, აშკარა იყო, რომ ქოულმენს
ელისთანა გიდი სჭირდებოდა, რომ გზა გაეგნო.
თავიდან პრობლემის ამგვარად გადაჭრის გადაწყვეტილება
მოეწონა, რაკი საიდუმლო აღარ ჰქონდა, ისევ პატარა ბიჭად
იგრძნო თავი. ისევ ის უდარდელი ლაწირაკი გახდა, რომელსაც
არავითარი საიდუმლო არ გააჩნდა. ელის უშუალობა გადაედო,
რამაც ხალისი შემატა. ვისაც რაინდობა უნდა, აბჯარიც უნდა
აისხასო, იტყვიან, ქოულმენმა კი პირიქით, ყველანაირ
საჭურველზე თქვა უარი, რაც მის ნამდვილს მეს მალავდა.
ბედნიერი ხარო, უთხრა ერთხელ ელის უფროსმა. «ბედნიერი»,
– გაიმეორა თვითონაც და დაეთანხმა. ელის წყალობით მისმა
საიდუმლომ მოქმედების უნარი დაკარგა. საქმე მხოლოდ ის კი
არ იყო, გოგონას დაუფარავად რომ უყვებოდა ყველაფერს,
არამედ ის, რომ ახლა უკვე შინისაკენ მიმავალ გზაზე
აღარაფერი ეღობებოდა. აგერ, უკვე ძმასთანაც შეიძლებოდა
ურთიერთობის აწყობა, თორემ არსებული დამოკიდებულებით
მისი იმედი ვერ ექნებოდა. უკვე იმ ძალდაუტანებელი სითბოს
დაბრუნებაც შეიძლებოდა, რომელიც დედასთან აკავშირებდა
მუდამ. მაგრამ ცოტა ხანში აირისს შეხვდა და ყველაფერი
შეიცვალა. ელისთან ყოფნა ეხალისებოდა, მაგრამ რომელიღაც
განზომილება აკლდა. სიმართლე რომ მოგახსენოთ, ეს
განზომილება მისი ამბიცია იყო და მეტი არაფერი. ამბიცია,
რომლითაც
მთელი
ცხოვრება
საზრდოობდა.
აირისის
გამოჩენით კი ისევ რინგზე იგრძნო თავი. მამამისს ხომ ჰქონდა
მისთვის ნათქვამი, დაუმარცხებელმა დატოვე რინგიო. მაგრამ
154
ისევ ძველმა ჟინმა დარია ხელი და თითქოს მართლაც
საბრძოლველად აპირებდა გასვლას, თავისი კუთხიდან ისევ
ამოიღო მიზანში მომავალი ცხოვრება და საიდუმლოც ისევ
თავისად დაიგულა. არა მხოლოდ საიდუმლო, არამედ
მიმალვის ნიჭიც, რომელიც ბევრს არ გააჩნია. მერე რა, თუ
ვილიჯში მისნაირებიც არიან, მაგრამ მისთანა უნარი მათაც ხომ
ვერ ექნებათ. ან თუ აქვთ, ალბათ, მცირე დოზით, რაც მხოლოდ
ტყუილების თქმაში გამოიხატება. სად შეუძლიათ ისე
ოსტატურად შენიღბვა, როგორც ქოულმენს. არა, ზედმეტი
გულღიაობით ვეღარ გააგრძელებს. ფარულობის ელექსირი
ისევ მის ხელთაა, ეს რაღაცით უცხო ენის ფლობას ჰგავს,
თითქოს ისეთ ადგილას იმყოფება ადამიანი, სადაც მუდმივი
სინორჩეა. ამის გარეშე ცხოვრობდა და ყველაფერი კარგად
მიდიოდა, საწუწუნო ნაღდად არაფერი ჰქონდა. ხალისობდა
კიდეც. სრულიად გულწრფელად ხალისობდა, მაგრამ სხვა
დანარჩენი აკლდა. მართალია, ელის წყალობით თითქოს
უცოდველობა
დაუბრუნდა,
საიდუმლოებებისგან
გათავისუფლდა, მაგრამ ამით რა ხეირი? აირისისგან ბევრად
მეტია მოსალოდნელი. ის სრულიად სიმაღლეზე აიყვანს
ყველაფერს. აირისი ქოულმენს იმ ცხოვრებას უქადის,
რომელიც კაცს სურს.
***
გაცნობიდან ორი წლის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს.
მაშინ ამხელა თავისუფლებისათვის, რომლის სიღრმეებსაც
უკვე ჭვრეტდა, ამ გაბედული არჩევანისათვის – ან კი შეეძლო
მეტი
ჭკუა
და
ფანტაზია
მოეხმო
საკუთარი
მეს
ჩამოყალიბებაში, სადაც მისი პატივმოყვარეობა ჩაეტეოდა და
რომელიც ისეთი მტკიცე იქნებოდა, რომ სამყაროს ძალას
გასტოლებოდა? – სწორედ მაშინ ამ ყველაფრისათვის პირველი
დიდი საფასურის გადახდამ მოუწია.
ქოულმენი
ისთ-ორინჯში
გაემგზავრა
დედასთან
დასალაპარაკებლად. მისის სილქმა აირის გიტელმანის
არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ არ გაჰკვირვებია,
ვაჟმა რომ უთხრა, თეთრკანიან გოგონას ვირთავო. არც ის
გაჰკვირვებია, გოგონამ ქოულმენის ზანგური წარმოშობის
შესახებ რომ არაფერი იცოდა. ვისაც მაშინ გაკვირვება
155
დაეუფლა, ეს თვითონ ქოულმენი იყო. ის იყო, ხმამაღლა
გამოაცხადა ეს, რომ უცებ ჩაფიქრდა, ცხოვრებაში ეს
უსერიოზულესი ნაბიჯი ნეტავ სრული სისულელით, აირისის
თმის ბუნებით ხომ არ არის განპირობებულიო. აირისის თმა
ხომ წყალმცენარესავით სქელი და მოუხეშავი იყო, თან
გაცილებით ნეგროიდულიც, ვიდრე თავად მისი თმა. აირისის
თმა ერნესტინის თმას უფრო ჰგავდა. პატარაობისას
ერნესტინს ერთი კითხვა ჰქონდა აკვიატებული, მეც
დედიკოსნაირად ქარივით თმა რატომ არა მაქვსო? ერნესტინი
იმას გულისხმობდა, რომ მისი თმა ქარის დროს არ ფრიალებდა,
როგორც დედამისისა და დედის მხრიდან ყველა ნათესავი
ქალის.
ქოულმენი დედის პირდაპირ იჯდა, როცა მის მზერაში
შემზარავი შიში ამოიკითხა: იქნებ აირის გიტელმანს მხოლოდ
იმიტომ ირთავს, რომ მათი მომავალი შვილების თმის
შემადგენლობის ახსნისას ნამდვილი პასუხის გაცემა არ
გაუჭირდეს?
თუ ესაა მოტივი, მაშ, ამდენი ხანი ასე გაუცნობიერებელი
რატომ დარჩა? იქნებ ეს ოდენ წარმოსახვის ბრალია? მაგრამ
დედის
გატანჯული
სახის
შემხედვარე
(შვილის
გადაწყვეტილებამ მას ერთიანად დარია ხელი, მაგრამ თავისი
ვაჟისა არ იყოს, ბოლომდე აპირებდა მოთმენას) ამ
ახალაკვიატებულ
აზრს
აგრერიგად
იოლად
ვეღარ
მოიცილებდა. დედის პირდაპირ იჯდა და თავის თავში
დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ
გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ საცოლე ამქვეყნად
ყველაზე სულელური მიზეზით ჰყავდა ამორჩეული და
დედამიწის ზურგზე მისნაირი ცარიელი ადამიანი არ დადიოდა.
– და ჰგონია, რომ მშობლები აღარ გყავს, ქოულმენ? ასე
უთხარი?
– სწორედ ასე.
– არც ძმა მყავს, არც დაო, ასე უთხარი? გამოდის, არც
ერნესტინი ყოფილა, არც უოლთი...
ქოულმენმა თავი დაუქნია.
– კიდევ რა გაქვს ნათქვამი?
156
– შენი აზრით, რა მექნება ნათქვამი?
– ნებისმიერი რამე, რაც გაწყობდა, შვილო.
იმ დღეს ამაზე მკვახედ დედამისს მისთვის არაფერი უთქვამს.
გაბრაზების მისეული ფორმა ქოულმენზე არც წინათ
ვრცელდებოდა და არც მომავალში გავრცელდება. ქოულმენის
ამქვეყნად მოვლენის დღიდანვე მისდამი ისეთი გრძნობა
დაეუფლა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებდა და რაც ბავშვის
ქცევა-დამსახურებაზე სულაც არ იყო დამოკიდებული.
– შვილიშვილებს ვერასოდეს გავიცნობ, – თქვა მისის სილქმა.
მომზადებული იყო ჩასული. მხოლოდ ერთი რამ აფიქრებდა,
როგორმე დაევიწყებინა აირისის თმა და დედისთვის
სათქმელი ეთქმევინებინა. დაე, ისე ამეტყველებულიყო ქალი,
რომ შვილისთვის აპოლოგია შეეთხზა სიტყვათა ნიაღვრისგან.
– ჩემი ნახვის უფლებას არ მისცემ, – განაგრძო ქალმა, – ჩემზე
არაფერს მოუყვები. ალბათ, დამირეკავ და მეტყვი, «დედიკო,
ჩამოდი ნიუ-იორკში, სადგურის მოსაცდელ დარბაზში დაჯექი,
თორმეტის ოცდახუთ წუთზე ჩამოვატარებ საკვირაოდ
გამოწყობილ ჩემს ბავშვებს და თვალი შეავლე, ოღონდ
არაფერი თქვაო». ასე, ალბათ, ხუთიოდე წლის შემდეგ
დაბადების დღეს მომილოცავ. მშვენივრად იცი, რომ მოვალ და
ვიჯდები მოსაცდელში. ვიჯდები ზოოპარკშიც. ვიჯდები
ცენტრალურ პარკშიც. სადაც მეტყვი, იქ დავჯდები, აბა, რა
თავში ქვას ვიხლი. თუკი მეტყვი, შვილიშვილები რომ ნახო,
მისის ბრაუნი დაირქვი და ჩემს სახლში მოახლედ ან ბავშვების
აღმზრდელად დაიწყე მუშაობაო, ამასაც გავაკეთებ. რაც უნდა
მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ. უკან არაფერზე დავიხევ,
მხოლოდ ის მითხარი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
– არჩევანი გაქვს.
– მაქვს? მითხარი, ქოულმენ, რა ვქნა?
– უარმყავი.
მისის სილქმა დამცინავად
დაფიქრდა ამ წინადადებაზე.
შეხედა,
თითქოს
მართლაც
– ასეთი სისასტიკე როგორ გამოვიჩინო, შვილო? ან რომ
დაგთანხმდე, გამოვიჩენ-მეთქი, საიდან მოვიტანო ამხელა
157
სისასტიკე?
ბავშვობის გახსენებისთვის ახლა ქოულმენს არ სცხელოდა. არც
იმის გუნებაზე იყო, რომ დედის სხარტი გონებით, სარკაზმითა
და უშიშრობით აღტაცებულიყო. სად ჰქონდა იმის დრო, რომ
მისის
სილქის
ლამის
ფენომენურად
პათოლოგიური,
დედობრივ სიყვარულად წოდებული გრძნობის წინაშე
მოეხარა ქედი. სად ეცალა მის სიტყვებში გაჟღერებული
ფარული აზრის აღსაქმელად. ვერც იმ აზრებს მისცემდა
დაჯაბნის უფლებას, რაც წინასწარ დაგეგმილ განზრახვას
ეწინააღმდეგებოდა. მართლაც, სად ჰქონდა იმის დრო, რომ
ქადაგად დავარდნილიყო და ახსნა-განმარტება დაეწყო, ასეთი
გადაწყვეტილებით ხეირს მეტს ვნახავ, ვიდრე ზარალსო, ან
კიდევ იმის ახსნას მოჰყოლოდა, მხოლოდ ლოგიკის კარნახით
ვიქცევი ასე და გულისხმას აქ წილი არ უდევსო. იმ ბოროტებას,
რასაც იმ წუთებში სჩადიოდა, მაინც ვერავითარ ახსნას ვერ
უპოვიდა. მხოლოდ იმის დრო ჰქონდა, რომ გონების
კონცენტრაცია ცხოვრების ჩანაფიქრზე მოეხდინა. თუკი
დედამისი მას არ უარყოფდა, მაშინ დარტყმის მისაღებად
მოუწევდა მომზადება. თვითონ კი ხმა უნდა გაეკმინდა,
აირისის თმა ცოტა ხნით დაევიწყებინა და დედისათვის მიეცა
საშუალება, ბოლომდე გამოეთქვა გულისტკივილი და
როგორმე შვილის საშინელი საქციელიდან მაინც აეღო
სისასტიკე, რათა წინ აღსდგომოდა ამავე საქციელით
მიყენებულ დარტყმას.
თავისი საქციელით ის დედას კლავდა. მამის მოკვლა კი არ
დასჭირდებოდა, სამყაროს უკვე თავად ეზრუნა ამაზე. სამყარო
ბევრ რამეს იკისრებდა, ისევე როგორც მისტერ სილქის
შემთხვევაში მოხდა. მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ მშობელ
დედას გასწორებოდა, ჰოდა, აკეთებდა კიდეც ამას – აკეთებდა
იმ სიყვარულის პასუხად, რომლითაც ეს ქალი მუდამ ექცეოდა
სათაყვანებელ ვაჟს. მკვლელობა დამათრობელი, მიმზიდველი
თავისუფლების სახელით! დედა რომ არა, ყველაფერი
რამდენად იოლი იქნებოდა. თუმცა მხოლოდ ამ გზის გავლით
მიაღწევს სასურველს – ის გახდება, ვინც ყოველთვის სურდა,
რომ გამხდარიყო, ადამიანი, რომელიც ხელს ჰკრავს
ყველაფერს, რაც კი რამ დაბადებითვე ერგო და ყველასათვის
ნანატრი თავისუფლებისათვის მებრძოლი თავისუფალი კაცი
გახდება. ამ ცხოვრებისგან რომ სასურველი მიიღოს, ანუ ბედი
სრულიად ახალი პირობებით, ის უნდა გააკეთოს, რაც
158
გასაკეთებელია. განა ხალხის უმეტესობა ასე არ არის –
ცხოვრებისგან ბოძებულ პირობებს არ გაურბის? მაგრამ ვერსად
გაურბიან ან არსად გაურბიან, ამიტომ იმად არიან ქცეულნი,
რადაც მათ ვხედავთ, მას კი, მას, – ქოულმენს – საშუალება
ეძლევა იმად იქცეს, ვისად ქცევის უნარი და ნიჭიც დაჰყოლია
დაბადებიდან. ხეთქე ერთი მარჯვენა დაუცველ ადგილას და
სამუდამოდ გაიხურე კარი! მიუხედავად დიდი ტკივილისა,
დედა სიყვარულით შეეგება ამოგებულ მახვილს, მაგრამ
ქოულმენმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს ეს
ტკივილიცა და ეს სიყვარულიც. გაუჭირდება, მაგრამ ამ
საშინელებით მოუწევს ცხოვრება. ამის ჩადენით მოუშუშებელ
ჭრილობას მიაყენებდა, მაგრამ მასაც ეს უნდოდა. ის წუთები
გაახსენდა უესთ-ფოინთის რინგზე ბრძოლისას, როდესაც მისმა
მეტოქემ წაქცევა დაიწყო. მხოლოდ მსაჯმა იხსნა ის უბედური
იმისგან, რაც ქოულმენს შეეძლო, მისთვის ექნა. ქოულმენმა
მაშინ მებრძოლის ჟინი გამოავლინა, ახლაც იმავეს იმეორებდა.
ეს კიდევ ერთ გამოცდას ჰგავდა – ამ უარყოფაში სისასტიკის
ჭეშმარიტ და შეუქცევად ადამიანურ საზრისს დებდა.
ფხიზელი გონებით ლამობდა იმ მომენტის აღქმას, როდესაც
მისი ბედი რაღაც უზარმაზარს უნდა გადაეკვეთა. აჰა,
გამოცდაც! კაცი და დედამისი. ქალი და მისი საყვარელი შვილი.
თუკი საკუთარი თავის გამოსაძერწად რამე საზარელი უნდა
ჩაედინა – აი, საშუალებაც მიეცა, ერთი ის იყო, დანა არ აუღია
და მშობელი დედა არ აუკუწავს. გულის სიღრმით იგრძნო
საქმის არსი. ეს ხომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაბიჯი იყო და რა გასაკვირია, მთელი სიცხადით რომ
შეეგრძნო.
– ვერ ვხვდები, ქოულმენ, ასე ცუდად მომზადებული რატომ
შევხვდი ამ ამბავს, – უთხრა დედამ, – შენ ხომ ლამის
დაბადებიდანვე მამზადებდი ამისათვის. ძუძუს წოვაზეც კი
უარს აცხადებდი, ცოცხალი თავით არ წოვდი. ჰო-ჰო, ახლა უკვე
ვხვდები მიზეზს. ამით შენი გათავისუფლება დაყოვნდებოდა.
ჩვენს ოჯახში, იმდენად კანის ფერი არა, რამდენადაც სხვა
რაღაც, სულ გეჩხირებოდა ყელში. პატიმარივით აზროვნებ.
მერწმუნე, ასეა. თოვლივით თეთრი ხარ, მონასავით კი
აზროვნებ.
სად ჰქონდა დედის სიტყვებში ჭეშმარიტების დანახვის დრო,
მით უმეტეს, სიტყვებს მიღმა გაჟღერებული სიბრძნის აღქმის
თავი. დედა ისედაც სულ ისე ლაპარაკობდა, რომ კაცს
159
დააფიქრებდა, თითქოს სხვაზე მეტი იცისო. ორატორის როლს
ქმარს უთმობდა ხოლმე, თვითონ კი იშვიათად თუ ჩაურთავდა
სიტყვას, მაგრამ ერთი მოკლე ფრაზითაც ახერხებდა მკაფიოდ
და გონივრულად გამოეთქვა აზრი.
– ცხადია, შემეძლო მეთქვა, თავს ვერ დააღწევ-მეთქი, მაგრამ
ყოველგვარი მცდელობა მაინც იქ დაგაბრუნებს, საიდანაც
დაიწყე. მამაშენიც ამასვე გეტყოდა. «იულიუს კეისარში» ამ
საკითხზე რაღაც წერია... მაგრამ თუ მაინც არად აგდებ, რა აზრი
აქვს? ახალგაზრდა ხარ, ყველას თვალი რჩება შენზე. სილამაზე,
აღნაგობა, ხიბლი, გონება, გამბედაობა, გამჭრიახობა – ყველა ამ
თვისებით ხარ შემკული. მწვანე თვალები და გრძელი, მუქი
წამწამებიც გაქვს. დედასთან ასეთი რამის სათქმელად მოსვლა
უმძიმესი ნაბიჯი უნდა იყოს ცხოვრებაში, მაგრამ ვატყობ, შენ
ეს არად მიგაჩნია, რადგან იცი, რომ შენს საქციელს ახსნა და
მიზანი აქვს. მეც კარგად ვხვდები ამას; აბა, სხვა შემთხვევაში,
მსგავს რამეს ხომ არ ჩაიდენდი. რასაკვირველია, იმედგაცრუება
გელის. ცხადზე ცხადია, რომ ამ წამოწყებიდან ბევრი არაფერი
გამოგივა. განსაკუთრებული ბედი გექნება, თან როგორი!
მაგრამ იქნება კი სახარბიელო? ოცდაექვსი წლისას ამაზე
წარმოდგენა არა გაქვს და არც მიკვირს. ნუთუ ასეთი რამის
ჩაუდენლად არ შეგეძლო განსაკუთრებულად წარგემართა
შენი ცხოვრება? მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი
ცვლილების დროსაც არსებობს ის, ვისაც ეუბნებიან, მე შენ არ
გიცნობო.
მისის სილქი თითქმის ორი საათი ცდილობდა სხვადასხვა
ფაქტორის ჩამოთვლით ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა
მიღებული დარტყმა, რისი იმედიც არ ჰქონდა, მაგრამ შეგუების
დაწყებას კი ცდილობდა. იხსენებდა ქოულმენის ადრეული
ბავშვობიდანვე
ჩამოყალიბებულ
მისწრაფებას
განსაკუთრებულობისაკენ,
ხოლო
ქოულმენი
შეძლებისდაგვარად აცილებდა თვალს ყველა იმ ნიშანს, რაც
დედამისს დამჩნეოდა როგორც შეჭაღარავებულ თმაში,
დასივებულ კოჭებში, მუცლის გასუქებაში, წინა კბილებს
შორის წარმოქმნილ ღრეჩოებში, რასაც სტინას ჩაყვანიდან,
როდესაც მისის სილქი ყველანაირად ცდილობდა, რომ უცხო
გოგონას მათზე გული არ აჰყროდა, ამ დღემდე ასე
მიეახლოებინა
სიკვდილისათვის.
ქოულმენს
წამიერად
მოეჩვენა, თითქოს დედამისი იმ ზღვარს გადასცდა, სადაც
მოხუცი
არსება
უფრო
მეტად
მოკუნტული
და
160
დეფორმირებული ჩანს ხოლმე და რაც უფრო მეტს
ელაპარაკებოდა მისის სილქი, მით უფრო უმძაფრდებოდა ეს
შეგრძნება. ცდილობდა, იმ სენზე არ ეფიქრა, რომელიც
დედამისს მოუღებდა ბოლოს, არ ეფიქრა პანაშვიდზე,
გასვენებასა და დაკრძალვისას წარმოსათქმელ ლოცვებზე.
თუმცა ცდილობდა, არც იმაზე ეფიქრა, რომ ცოცხალ დედას
ტოვებდა, რომელსაც წლობით უნდა ეფიქრა უძღებ შვილზე,
მის მონაგარზე, მის ცოლსა და კიდევ იმაზე, რომ რაც უფრო
შორს იქნებოდა თვალი, მით უფრო დაშორდებოდა გულიც.
***
ვერც დედის დღეგრძელობის შესაძლებლობას და ვერც მისი
ადრეული გარდაცვალების ალბათობას ქოულმენის დასახულ
გეგმებზე გავლენა ვერ უნდა მოეხდინა, ისევე როგორც მისის
სილქის ლონსაიდში გატარებული გაჭირვებული ბავშვობა ვერ
იქონიებდა გავლენას. დედამისი ხომ ამ დასახლებიდან იყო
წარმოშობით, სადაც შვიდ წლამდე დედასა და ოთხ ძმასთან
ერთად ცხოვრობდა სიღატაკეში. სწორედ შვიდი წლისა იყო
გოგონა, როდესაც მამა გარდაეცვალა. ის და მისი ნათესავებიც
ნიუ-ჯერსის შტატის ლონსაიდში 1855 წლიდან სახლობდნენ.
ისინი გაქცეული მონები იყვნენ, რომლებმაც კვაკერების
ხელშეწყობით «მიწისქვეშა რკინიგზით» მერილენდიდან ნიუჯერსის სამხრეთში მოახერხეს გადაპარვა. თავდაპირველად
ზანგებს ამ ადგილისათვის ფრი-ჰეივენი («თავისუფალი
თავშესაფარი») დაერქმიათ. თეთრკანიანებს იმხანად იქ
საერთოდ არ უცხოვრიათ, ახლაც კი, ორიათასსულიან ქალაქში
ერთ მუჭა თეთრკანიანს თუ წააწყდები, ისიც გარეუბნებში,
სადაც ყველას მონური წარმოშობა აქვს. მონები ჰედონფილდის
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ადამიანური ლაქა - 12
  • Parts
  • ადამიანური ლაქა - 01
    Total number of words is 3349
    Total number of unique words is 2049
    24.9 of words are in the 2000 most common words
    35.1 of words are in the 5000 most common words
    41.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 02
    Total number of words is 3444
    Total number of unique words is 2142
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.9 of words are in the 5000 most common words
    45.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 03
    Total number of words is 3627
    Total number of unique words is 2064
    29.2 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 04
    Total number of words is 3451
    Total number of unique words is 2169
    25.7 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 05
    Total number of words is 3467
    Total number of unique words is 2071
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 06
    Total number of words is 3642
    Total number of unique words is 2078
    30.2 of words are in the 2000 most common words
    40.4 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 07
    Total number of words is 3414
    Total number of unique words is 2067
    28.0 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    45.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 08
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 2003
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 09
    Total number of words is 3443
    Total number of unique words is 2026
    28.9 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 10
    Total number of words is 3417
    Total number of unique words is 2050
    28.4 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 11
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1983
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 12
    Total number of words is 3447
    Total number of unique words is 2166
    26.3 of words are in the 2000 most common words
    36.1 of words are in the 5000 most common words
    41.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 13
    Total number of words is 3608
    Total number of unique words is 2041
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 14
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2057
    29.6 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ადამიანური ლაქა - 15
    Total number of words is 2009
    Total number of unique words is 1292
    33.5 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.