LatinHärber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
Süzlärneñ gomumi sanı 3814
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
დახეთქილი ტუჩები მლაშე წყლისგან ეწვო-და, მაგრამ მაინც მწყურვალივით ეტანებოდა თოკს,
წუწნიდა და გლეჯდა. უნიჩბოდ და უმეთვალყუროდ მიტოვებული ნავი ადგილზე ტრიალებდა,
გვამსაც ატრიალებდა, მაგრამ გვამი უფრო დიდ წრეს ხაზავდა და უფრო ფართო ზოლს აჩენდა
წყლის ზე-დაპირზე. თოკი ჯიუტობდა, არ იხსნებოდა, თითქოს ქალს კი არ გაენასკვა ამ რამდე-
ნიმე საათის წინ, არამედ ნავის გამონაზარდი იყო, მისი განუყოფელი ნაწილი, და მხოლოდ
მოკვეთით შეიძლებოდა მისი მოშორება. ქალს კი არაფერი ჰქონდა, ფრჩხი-ლებისა და კბილების
მეტი. ფრჩხილებიც უკვე დასცვეთოდა, დალურჯებოდა და დარ-ბილებოდა. ვეღარც კბილებით
აკლებდა რამეს, მაგრამ მაინც გამწარებული ლოღნიდა თოკს, როგორც ბებერი ძაღლი ძვალს.
პირი წარამარა ევსებოდა მლაშე და თბილი სითხით, გულს აზიდებდა და, ნავის კიდეზე
თავჩამოდებული, ავადმყოფივით ახველებ-და.
როგორც იქნა თოკი გაიხსნა. აშვებული თოკის ბოლო ქალმა მაჯაზე დაიხვია. ხმა-მაღლა
სუნთქავდა და თავბრუ ესხმოდა, რადგან ნავი განუწყვეტლივ ბზრიალებდა, ხოლო უარესად
დამძიმებული გვამი თავისკენ ეწეოდა, ხელს უტრიალებდა, კუნთებს უჭიმავდა, თითქოს მის
გადათრევას ცდილობდა, ანდა თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის დააღწევდა თავს ამ ჯიუტი
ქალის ხელებიდან. ქალმა ცოტა სული მოითქვა და ისევ საქმეს შეუდგა. ახლა ის უკან
გადაზნექილიყო. ფეხები ნავის ფერდისთვის მიებჯინა და თოკს ექაჩებოდა. თოკი კლაკვნით
ამოდიოდა ნავში და ქალის ფეხებთან იგრაგნებოდა. გვამი ნავს მოეხეთქა. ახლა ნავი და გვამი
ერთად ტრიალებდნენ, ერთი ღერძის გარშემო. გალუმპული და დასასხლეტად გამზადებული
თოკი ქალს ორივე ხე-ლით ეჭირა და მწარედ, ღვარძლიანად იღიმებოდა. ისევ ზედმეტად
გარჯილიყო, ისევ გამორჩენოდა რაღაცა. ქვა ნავის ბოლოში იდო, კერპივით გაფუყული,
სრულებითაც არ ადარდებდა ქალის გასაჭირი, ეგ იყო, რომ ჯიუტად მისჩერებოდა, წვრილი და
შავი ნასვრეტებით, მაგრამ ქალი მაინც ვერ გაუწყრებოდა, ვერ დაწყევლიდა, რადგან ის უკ-ვე
წმინდა ქვა იყო მისთვის, სამარის ლოდი. ქალს რამე უნდა მოეფიქრებინა, ასე ჯდომას აზრი არ
ჰქონდა, რადგან არც ქვა მოვიდოდა მასთან და აქედან ვერც ის მის-წვდებოდა. ორივენი
დაბმულები იყვნენ, ქვა საკუთარი, ქალი კი გვამის სიმძიმით. ქალმა თოკი ლაჯებში ამოიტარა,
ოდნავ მიუშვა და კიჩოსკენ გაცოცდა. თოკმა თავი-სუფლება იგრძნო, დაიძაბა, გაღონიერდა,
აცახცახდა, ნავის კიდეზე ჩამოსხლტა და ქა-ლი გულაღმა გადააქცია. ქალმა საშინელი ტკივილი
იგრძნო ლაჯებში. სისხლი ტვინ-ში აუვარდა, ბებერი ძვლები მდუღარეგადასხმული
ძაღლებივით გაიფანტნენ. თოკი კი უარესად აწვებოდა, თითქოს ძირში უპირებდა ფეხის
მოკვეთას. ტკივილმა ქვაც დაა-ვიწყა და გვამიც. ისე უცებ გაუშვა თოკს ხელი, თითქოს
შემთხვევით გველს წასტანე-ბოდა. თოკი ხრიალით ჩასრიალდა წყალში. ქალმა მხოლოდ
გაძენძილ ბოლოს შეასწ-რო თვალი და მერე ტყაპანი გაიგონა. "მაჯობაო" - გაიფიქრა
სულელურად. იწვა და ცას უყურებდა. ტკივილს აღარ გრძნობდა, მხოლოდ ხელისგულები
უბჟუოდა, მაგრამ განძრევისა ეშინოდა, ვერც გადატყაულ ლაჯზე დაეხედა, თითქოს ტკივილი
ჯერ არ წასულიყო, იქვე, მის ფეხებთან გალურსულიყო და უთვალთვალებდა. ისიც თავს იმკვდარუნებდა, ტკივილს ატყუებდა. მაგრამ როდემდე იწვებოდა ასე, ხომ უნდა დაბრუნე-ბულიყო
შინ?! ნაპირამდე კი დიდი გზა ჰქონდა. თოკი ისეთი ძალით დაუსხლტა ხე-ლიდან, რაც არ უნდა
ღრმა ყოფილიყო წყალი, მაინც უკვე კარგა ხნის მიღწეული იქნებოდა ფსკერამდე. ქალი აღარ
ელოდა გვამის დანახვას, მაგრამ როგორც კი წა-მოჯდა, მაშინვე ის ეცა თვალში, ჭრელი და
დატოტვილი. ნავის მოშორებით ტივტი-ვებდა. თითქოს ნავს უთვალთვალებდა, კიდევ აპირებს
თუ არა თავდასხმასო.
ქალს ახლა აღარც ნავის მიცურება გასჭირვებია გვამთან, არც თოკის ამოღება, თითქოს გვამიც
შეჰგუებოდა ბედს, ანდა მობეზრებოდა ეს უაზრო კუკუმალაობა. ეგ იყო, რომ ნავიდან
გადმოხრილ ქალს პატარა, აქოჩრილი ტალღები განუწყვეტლივ ეშ-ხეფებოდნენ სახეში, გვამი კი
აღარ გაძალიანებია, მშვიდად იცდიდა, სანამ გულზე ქვას შეაბამდა და თვითონვე ჰკრავდა ხელს,
თვითონვე მოიშორებდა. გვამი ნელა იძი-რებოდა და დიდხანს ჩანდა, სანამ ზღვიდან ამომავალ
წყვდიადს არ შეერია. ქალიც დიდხანს ჩასცქეროდა ზღვას, დიდხანს იცდიდა, მაგრამ გვამი აღარ
გამოჩენილა. მერე, ალისფერი და თაფლივით დარბილებული მზეც ზღვაში ჩაიცალა. ქალი
ნიჩაბს მი-უჯდა და ნაპირისკენ გასწია, თუმცა აღარკი იცოდა, რომელ მხარეს იყო ნაპირი, მაგრამ მაინც მიცურავდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა ქოხამდე. შემაძრწუნებელი, თითქოს მარადიული დაღლილობა დაუფლებოდა და სხვას არაფერს გრძნობდა,
არც შიმშილსა და არც წყურვილს, არც გადატყაულ ბარძაყს.
***
ბედია იმ მცირერიცხოვან ძველ ვანელებს ეკუთვნოდა, "კარგ დროს" რომ მოსწრე-ბოდნენ, მაგრამ
როგორც ყველგან, არც ვანში სჯეროდა ვინმეს "კარგი დროის" არსე-ბობა. ეს აქაც ბებრების
ახირებად, სიბერის მანუგეშებელ ოცნებად ითვლებოდა. "თუ დავბერდით, ჩვენც ასე ვიტყვითო"
- ამბობდნენ ისინი, თუმცა გულში ცოტა ეშინო-დათ კიდეც, ვაითუ სიბერე ისეთი მტარვალია, ეს
გაძაღლებული ცხოვრება ჩვენც სა-ნატრელი გაგვიხდესო. მაინც იხტიბარს არ იტეხდნენ და
ძველებურად ცხოვრობდნენ. ცხოვრება კი ბრმა იყო, უგულო და უპოვარი, ძირგახვრეტილი
გუდით ორ ლეკვს დაა-ტარებდა, ორ ლეკვს, თეთრსა და შავს, ერთს სიცილისა ერქვა, მეორეს კი ცრემლი-სა. რომელიც ხელში მოხვდებოდა, იმას ამოიყვანდა ხოლმე გუდიდან, თვითონ კი იჯდა, მზეს ეფიცხებოდა, ბებერ ძვლებს ითბობდა და ლიბრგადაკრულ თვალებს აფახუ-ლებდა.
ფარნაოზიც შეჰგუებოდა ბედს, არა მარტო შეჰგუებოდა, სადღაც, სულის სიღრმეში კმაყოფილიც
იყო ბედისა. ოჯახი ჰქონდა, შვილი ეზრდებოდა, ღობეზე მამალი უყიო-და, საქმე მოსდევდა და
მისი კრამიტიც კრიალებდა მზის ქვეშ. მაგრამ იმავე სულის სიღრმეში ეჭვიც გასჩენოდა,
შემოხიზვნოდა, როგორც წვიმიან ღამეში გზააბნეული მგზავრი, რომელსაც სხვისი ოჯახის
სითბო ძვალ-რბილში გასჯდომოდა, სხვისი პუ-რით დანაყრებულიყო და წასვლას აღარ
აპირებდა, ჩემს სახლს აქა სჯობიაო. "კი შე-იფერე, მაგრამ ერთი გეკითხა მაინც, გეკუთვნის თუ არ
გეკუთვნისო" - გამოსძახებდა ხოლმე სულის ბნელ კუნჭულში შეყუჟული ეჭვი. სიბნელიდან
მხოლოდ მისი ფოლა-დისფერი თვალები აკვესებდნენ, მაგრამ ფარნაოზს მაინც ეშინოდა, ოჯახის
სხვა წევ-რებსაც არ შეემჩნიათ იგი, არ დაეწყოთ გამოკითხვა, ვინ არის და რა უნდაო. ფარნა-ოზიც
მალავდა რაც შეეძლო, აფუჩეჩებდა, რადგან მარტო აღარ იყო, უფრო სწორედ, მარტო თავის თავს
აღარ ეკუთვნოდა. დროს ბევრი რამე შეეცვალა, გაენელებინა მა-ინც, და ნაცარივით წაჰყროდა
ყველაფერს, რითაც ფარნაოზი აქამდე სულდგმულობდა. ახლა მამასაც ამართლებდა იგი და
როცა პატარა უხეიროს სამი ქალი ძალით ატიტვ-ლებდა, ძალით სვამდა ტაშტში და ძალით
აბანავებდა, დიდი უხეიროს ჯიუტი დუმი-ლის ფასიც ესმოდა. სამი მზრუნველი ქალის ხელებში
ასხმარტალებული ბავშვის ვარდისფერი სხეულის სურნელება მთელ ქვეყანას რიჟრაჟივით
ეფინებოდა, მასაც აბ-რუებდა, გულს უჩუყებდა და ყველაფრის მოთმენას აჩვევდა. ეჭვი კი
ხითხითებდა, ხითხითებდა და ეს ხითხითი თავზარდაცემულ ფარნაოზს ბედისწერის ვერაგობას
ახ-სენებდა; ისევ წამოყოფდა ხოლმე თავს გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობა, ჩა-ქუჩსა
და საჭრეთელს ხელიდან გააგდებინებდა და შინისაკენ აქნევინებდა პირს, თით-ქოს მის იქ
არყოფნაში დიდი უბედურება მომხდარიყო და ახლა იმაზეღა იყო საქმე - ცოცხლებს მიუსწრებდა
თუ ვერა. მაგრამ გაიგებდა თუ არა პატარა უხეიროს ხმას, ჭიშკრამდე მისული უკანვე
გამობრუნდებოდა ხოლმე. "ა-ა-ა-აღ", - ღაღანებდა პატარა უხეირო და ფარნაოზიც მზად იყო, ამ
უაზრო ხმის გაგონებაზე, ძაღლივით ეყეფა, ძროხასავით ეზმუვლა, ქათამივით ეკაკანა და
ლომივით ებრდღვინა ოთხზე დამდგარს, ოღონდ არაფერი დაშავებოდა, არაფერი შემთხვეოდა ამ
ვარდისფერ არსებას, მისი იმე-დით რომ გამოჩოჩებულიყო მზის გულზე, რადგან თვითონ ჯერ
ბრმასავით საცოდავი და საპყარივით უმწეო იყო. "დაუფიქრებლად, დაუფიქრებლადო!" შეუძახებდა ხოლმე ფარნაოზი სულის კუნჭულში შეყუჟულ ეჭვს, კვიმატურ შეკითხვებს რომ
აძლევდა და უარესად უფორიაქებდა გონებას. "დავუშვათ, პატარა უხეირო ერთ მშვენიერ დღეს
ფეხსადგილის ორმოში..." - იგონებდა ახალ საშინელებას ეჭვი და ფარნაოზიც პირი-დან
აგლეჯდა სიტყვას. დაუფიქრებლად, დაუფიქრებლადო, ჩასძახოდა და უნებურად ფეხს
უჩქარებდა, რადგან ეჭვმა უთვალავი საშინელება იცოდა, რაც კი პატარა ბავშვს შეიძლებოდა
შემთხვეოდა.
იმ დღესაც ეჭვის ღვარძლიანმა ხითხითმა დაუბნელა ფარნაოზს თვალი და ისე მწარედ წამოჰკრა
ფეხი ქვას, ხმამაღლა შეჰყვირა, ასკინკილით მიირბინა კედლამდე და იქვე ჩაჯდა, ტკივილიც
დაედევნა, არ მოეშვა, და მიქსეული ქოფაკივით თავზე დაადგა. ფარნაოზი თავფეხიანად
გაიოფლა, თითქოს ვიღაცამ ჭურჭლის ნარეცხი, ქონიანი წყალი გადმოასხა ბანიდანო. ცერა
თითზე ოდესღაც ცულით გაპობილ ფრჩხილს ისევ პირი დაეღო. ფარნაოზმა ნატკენი თითი
მუჭში მოიმწყვდია. ხელის თითებს შორის სისხლმა გამოჟონა. ფარნაოზმა შეიგინა და მხოლოდ
ამის მერე დაინახა ქალი, რომე-ლიც ქუჩის გადაღმა ჭიშკართან იდგა, მისკენ იყურებოდა და
იღიმებოდა. "სადღაც მი-ნახავსო" - ისე, უანგარიშოდ გაიფიქრა ფარნაოზმა და შერცხვა, რადგან
უცებ წარმო-იდგინა, როგორ იჯდა, ბალღივით, ბალღივით კი არა, მაწანწალასავით, კედელთან
ჩა-ცუცქული, სიმწრის ოფლით გალუმპული და ტკივილისგან დაღრეჯილი. ქალი კი
იღიმებოდა. ფარნაოზმა თავს ძალა დაატანა და თვითონაც გაიღიმა, ღიმილით მოუბო-დიშა
ქალს და წამოდგომა სცადა. ქალმა ახლა ხმამაღლა გაიცინა, გადაიკისკისა. ფარნაოზი გაბრაზდა,
კი არ გაბრაზდა, გული ჩაწყდა, მისი უმწეობა სასაცილოდ რომ არ ყოფნიდა იმ უცხო ქალს,
მაგრამ საკუთარი უმწეობის შეგრძნებამ ისე დააფრთხო და დააბნია, ლაპარაკის უნარი საერთოდ
წაერთვა. შებრუნდა და, ფეხმოტეხილი ქათა-მივით, ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა კედელს.
- მოიცადე! - დაუძახა ქალმა.
ფარნაოზმა რომ არ მოიხედა, ქუჩა გადმოირბინა, გაუსწრო და დოინჯშემოყრილი წინ გადაუდგა.
ჭიპამდე ჩაჭრილი კაბა ეცვა. ხორბლისფერი, ოდნავ დანამული კანი კაბის ამონაჭერს ისე
ავსებდა, როგორც სარკმელს სინათლე. სანახევროდ სააშკარაოზე გამოცოცებული ძუძუები
განუწყვეტლივ ადი-ჩადიოდნენ, თითქოს ერთი წამითაც თუ გაჩერდებოდნენ, ქვეყანა
დაიქცეოდა. ფარნაოზმა თვალი აარიდა ქალს, ქალმა კი ისევ გაიცინა და ფარნაოზს ახლა მისი
ხმაც ეცნაურა. შეკრთა და დაიძაბა, თითქოს ეს ხმა რაღაცის გახსენებას სთხოვდა, კი არ სთხოვდა,
ავალდებულებდა, "არა, არ მახსოვსო" - გუნებაში გაიბრძოლა ფარნაოზმა. ქალმა გაკვირვებულმა
შეხედა. ახლა მის თვა-ლებში სიბრალული და თანაგრძნობა ჩაბუდებულიყო. ფარნაოზსაც აღარ
სჯეროდა, ეს ქალი თუ კისკისებდა გულანად, ამ ერთი წუთის წინათ. ქალს ოდნავ ჩამოწეული
ქვედა ტუჩი უცახცახებდა და საცაა პირველი ცრემლებიც გამოჩნდებოდნენ უეცარი და
საიდუმლო სევდისაგან გაცრეცილ სახეზე. ამანაც შეაწუხა ფარნაოზი და ისევ აარიდა თვალი.
ქალმა კი მის წინ ჩაიჩოქა და ჩამოკონწიალებულ ფეხს პეშვები ფრთხილად ამოსდო, თითქოს
ჩანჩქერს შეუშვირაო.
- არა! - ახლა უკვე ხმამაღლა იყვირა ფარნაოზმა და როცა ქალმა გაოცებულმა ამოხედა,
ყველაფერი გაახსენდა. ფეხი ძალით გამოგლიჯა ქალს და, მიუხედავად ტკი-ვილისა, ისე
დაუდევრად დაჰკრა მიწას, მტვერი ავარდა. მტვერში გახვეული ქალის სა-ხე ნაძალადევ ღიმილს
გაესაცოდავებინა. ასე მაშინ იღიმება ადამიანი, როცა მისი არ სჯერათ, დამსახურებული ნდობის
ნაცვლად უნდობლობას უცხადებენ, ანდა მადლო-ბის ნაცვლად საყვედურობენ.
- თავი დამანებე! - თქვა ფარნაოზმა.
- არც ამის უფლება მაქვს? - ჰკითხა ქალმა.
"დამცინისო" - გაიფიქრა ფარნაოზმა.
- ისე საცოდავად მიხტუნავდი... - არ დაამთავრა სათქმელი ქალმა.
- მერე შენ რა?! - ისევ გაბრაზდა ფარნაოზი.
ხუთი წუთის შემდეგ ფარნაოზი უკვე ქალის ოთახში იჯდა და თითიც უკვე შეხვე-ული ჰქონდა.
ქალმა ძმარში გაწურული ძონძით მოუწმინდა ჭრილობა. ძმარმა ხორცი რომ აუწვა და თითები
მოუკრუნჩხა, ქალმა ისევ გაიცინა. "რა ყველაფერზე იცინიო" - უთხრა ფარნაოზმა. "მიხდება და
იმიტომო" - უპასუხა ქალმა.
შემოვიდა თუ არა, ფარნაოზს მაშინვე საწოლი ეცა თვალში, არაბუნებრივად დიდი, სუფთა და
ცარიელი, სარკოფაგს უფრო ჰგავდა, ვიდრე საწოლს. ფარნაოზი სულ ამ საწოლს ხედავდა, თუმცა
თავჩაღუნული იჯდა სკამზე, სანამ ქალი თითს შეუხვევდა. ქალი ისე გაიტაცა საქმიანობამ,
ფარნაოზი თითქოს გადაავიწყდა; არსებობდა მხოლოდ ფარნაოზის ნატკენი თითი და თვითონ.
თვითონაც იმიტომ არსებობდა, ამ თითის ტკივილი რომ დაეცხრო, ჩვილივით შეეფუთა,
ჩვილივით კი არა, თოჯინასავით, და მართლაც შინნაკეთი თოჯინასავით გაფუყულ თითს
გულში იხუტებდა, აღუ-აღუს დასძახოდა და ბედნიერი იყო. მერე უხალისოდ წამოდგა, თითქოს
მოულოდნელად იმ თოჯინის ნამდვილი პატრონი დაადგა თავზეო, გულ-ხელი დაიკრიფა და
ფარნაოზს უთხრა: ახლა შეგიძლია წახვიდეო. ფარნაოზი სანდლის ზონარს იკრავდა და ისევ საწოლი ედგა თვალწინ, ქალის საწოლი, სარკოფაგივით ცივი და დამთრგუნავი.
ქალი ბედნიერი იყო და ვერც მალავდა, ყველაფერი სახეზე ეხატა, როგორც ალის ანარეკლი
კოცონთან მდგარს. იმასაც გრძნობდა, მთელი სიცოცხლე ამ წუთის მოლო-დინში რომ
გაეტარებინა, რადგან სწამდა მისი არსებობა, მისი გარდაუვალობა და, რაც მთავარია, ერთხელაც
არ დაეჭვებულა, იყო თუ არა ღირსი ამ წუთისა. მისი აზ-რით, ერთი ბედნიერი წუთის უფლება
ყოველ არსებას ჰქონდა, როგორი საშინელიცა და უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო იგი. განა
გაუძლებდა ცხოვრებას, თუკი დარწ-მუნებული არ იქნებოდა, რომ არც მას დაივიწყებდნენ, არ
გამოტოვებდნენ, არ გამო-არჩევდნენ, როცა იმ "ერთადერთი" წუთების დარიგების დრო
დადგებოდა?! ვისზე ნაკ-ლებს აკეთებდა, ანდა ითმენდა, მაინცდამაინც, ის რომ დაეტოვებინათ
ხახამშრალი?! არა, ოღონდ ხახამშრალს ნუ დასტოვებენ და რაც უნდოდათ, ის ექნათ, გინდაც
დაეყ-ვედრებინათ, გინდაც დაეცინათ და გინდაც თმით ეთრიათ, ოღონდ მიეცათ, რაც
ეკუთვნოდა, რის გულისთვისაც არსებობდა. დანარჩენი სულერთი იყო, მოუწონებდნენ თუ
გაკიცხავდნენ, მხარში ამოუდგებოდნენ თუ აბუჩად აიგდებდნენ. მართლაც, რა აზ-რი ჰქონდა,
შიშველი იქნებოდა, როგორც სინათლე, თავისი სიშიშვლით საზეიმო გან-წყობას რომ ბადებს, თუ
ჯამბაზივით ჭრელ-ჭრელა ძონძებით მორთული, რაც მხო-ლოდ და მხოლოდ ხალხის
გასართობად და გასაცინებლადაა გამიზნული. მთელი არ-სებით გრძნობდა, უფლება ჰქონდა ამ
ერთი წუთისა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მისი ადამიანობის დასაყრდენი და
დადასტურებაც იქნებოდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ის, ურომლისოდაც ყველა ქალი მალე
უფასურდება და მახინჯდება, რა საქმიანობასაც არ უნდა მისდევდეს იგი. მას ვარსკვლავი
ჰქონდა, პატარა ბიჭის, მასავით სულელი და გულუბრყვილო ბიჭის ნაჩუქარი. იმ ვარსკვლავის
ქიმებით ჩახეული გული განუწყ-ვეტლივ ეწვოდა; ან რას იფიქრებდა, ფოთოლივით მოცახცახე,
ფოთლისხელა სინათ-ლე, ასეთი მძიმე, ასეთი დაულეველი და დაუხარჯველი თუ
აღმოჩნდებოდა. პირვე-ლად, ერთი პირობა, შიშიც გაუჩნდა, მართლა არ გალეულიყო, არ
გამქრალიყო ეს ფარღალალა სინათლე, შიგნიდან რომ ანათებდა და აჩახჩახებდა მთელ მის
არსებას, მაგრამ მერე, როცა ბავშვობა სიზმარეულ მოგონებად იქცა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, მიხვდა, ვარსკვლავი სულ ასე ექნებოდა გულში ჩაჭედილი, სანამ ის პატარა ბიჭი
არ დაბრუნდებოდა და უკანვე არ მოითხოვდა, რაც ბავშვობითა და უმეც-რებით გაეჩუქებინა
ოდესღაც. როგორ აფორიაქდებოდა, როგორ აწრიალდებოდა, რო-გორ მოეკვეთებოდა ხოლმე
მუხლები, როცა იმ ბიჭის მოსვლას წარმოიდგენდა, იმ მო-ღუშული ბიჭისა, ხმელი ჩხირით
სილაზე ძაღლებს რომ უხატავდა, დარიაჩანგის ბაღ-ში ვაშლს რომ უკრეფდა, ცურვაში რომ
ეჯიბრებოდა, ტიტველ ტანზე მედუზას რომ აგდებდა, მოდუღებული სახამებელივით
თონთლოსა და სლიპინას. "დამიბრუნე ჩემი ვარსკვლავიო" - ეუბნებოდა ბიჭი. "ვარსკვლავი?
დაგიბრუნო?" - იბნეოდა და თავის დასაძვრენ გზებს დაეძებდა უკვე ასაკოვანი და ცხოვრებისგან
გამობრძმედილი ქალი, ათასი კაცის ხელში გამოვლილი, მაგრამ ამ მოღუშული და ციცქნა ბიჭის
წინ ისევ გაბავშვებული, ისევ ძველებურად სულელი, გულუბრყვილო და სუფთა. "განა მაგიტომ
გაჩუქეო" - აშკარად საყვედურობდა ბიჭი და ხელიც უკვე გამოეშვირა, თითქოს ასე ადვილი იყო
ერთხელ და სამუდამოდ გულში ჩაჭედილი, გულის სისხლით ჩადუღაბე-ბული ვარსკვლავის
ამოგლეჯა. "ხომ მაჩუქეო" - ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალი ვარ-სკვლავის შესანარჩუნებლად,
მაგრამ ბიჭიც ჯიუტი იყო და უკმეხად პასუხობდა, მაგი-ტომ არ მიჩუქნიაო. ქალი კი ბედნიერი
იყო, უსაზღვროდ, გიჟურად ბედნიერი, მხო-ლოდ იმიტომ, ბიჭს ისევ რომ ხედავდა, ისევ რომ
ესმოდა მისი ხმა: მომთხოვნი და ბრაზიანი, წკეპლასავით მწარე და დაუნდობელი. ბიჭის ხმა
ქალს იმ წკეპლას ახსე-ნებდა, რომელიც თავის დროზე ბიჭს არ გადაეკრა მისთვის. ტკივილი
აფხიზლებდა, გონებას უხსნიდა, აჭკვიანებდა და აეშმაკებდა კიდეც. "შენი ბრალია, რატომ არ გადამკარი წკეპლაო" - იქით სდებდა ბრალს გახარებული ქალი, ასე მოულოდნელად რომ ეპოვნა
თავის გასამართლებელი მიზეზი. "რატომ არ გადამკარი, რატომ?! ახლა არც მე დაგიბრუნებ
ვარსკვლავს და ბარი-ბარში ვიქნებითო" - ეუბნებოდა ნირწამხდარ ბიჭს. ბიჭს გაკვირვებისგან
სახე ეცვლებოდა, არ ეგონა თუ ეხსომებოდა ქალს ყველა-ფერი, ახლა თუ გაუხსენებდა ოდესღაც
ჩადენილ დანაშაულს; მერე გაკვირვებას სასო-წარკვეთილება უცვლიდა და ხელი უკან მიჰქონდა,
ზურგს უკან რომ დაემალა. "ბარი-ბარში, ბარი-ბარში, ბარი-ბარშიო", - იძახდა გახარებული ქალი
და სახტად დარჩენი-ლი ბიჭის წინ ბზრიალებდა, ბზრიალებდა და ჭრელი, ღილებშეწყვეტილი
ქვედაკაბე-ბივით სათითაოდ სცვიოდა გავლილი წლები. თანდათან თვითონაც ილეოდა,
პატარავ-დებოდა, შიშვლდებოდა და ისიც იმ ბიჭისხელა ხდებოდა. განვლილი წლები კი ჩაფუშული ქვედაკაბებივით ეყარა ფეხებთან და საკმარისი იყო, გადმოებიჯებინა, ისა და ბიჭი ისევ
ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი გაქცეულიყვნენ ზღვისკენ, დარიაჩანგის ბა-ღისკენ ანდა
გამოქვაბულისკენ, მაგრამ სწორედ კაბებზე გადმობიჯება იყო ძნელი, შე-უძლებელი, რადგან
ისინი თვალშეუწვდენელ ღობედ დახვავებულიყო მის გარშემო. ქალი წუხდა, თვალებს
აცეცებდა, მაგრამ არც მის ქალურ გონებას შეეძლო განვლი-ლი წლების გადამლახველი გზის
მოგონება. "შენ ბიჭი ხარ, შენ გადმოდიო" - ეძახდა ბიჭს, მაგრამ ბიჭი უკანმოუხედავად,
თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დამყაყებული ზღვისკენ, დარიაჩანგის დიდი ხნის წინათ
გამქრალ ბაღისკენ და ურჩხულივით პირ-დაღებულ გამოქვაბულისკენ, რომელსაც მთელი მისი
ცხოვრების საგზალი გადაესანს-ლა: ათიოდე ხმელი პური და ღორის დაშაშხული ბარკალი. ბიჭი
მარტო გარბოდა, უიმისოდ, მაგრამ უვარსკვლავოდაც. ვარსკვლავი ქალს დარჩენოდა. განვლილი
წლე-ბიც ისევ გადაეცვა ჭრელი ქვედაკაბებივით და ელოდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო,
უვარსკვლავოდ ვერც ბიჭი გაძლებდა და ადრე თუ გვიან ისევ მოაკითხავდა. მოა-კითხავდა,
მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ვეღარ ეცნო იგი ქალს? ფიქრი სხვაა, ცხოვრება კი - სხვა. ფიქრი იმას
ინახავს, რაც ცხოვრებისთვის აღარ არსებობს. ამ ხნის განმავ-ლობაში, ალბათ, ბიჭიც
გაიზრდებოდა, შეიცვლებოდა და იმ მამაკაცებს დაემსგავსებო-და, განუწყვეტლივ რომ გადიგამოდიოდნენ ქალის ოთახში. მაგრამ ქალი მაინც იცდი-და, იმედს არ კარგავდა და აი,
გაუმართლდა კიდეც. მან ახლა უშეცდომოდ იცოდა, ვინ იჯდა მის ოთახში. შეცდომა
გამორიცხული იყო. მართალია, დროს ფარნაოზისთ-ვისაც გაეკრა ხელი, მაგრამ თვალებისთვის
ვერაფერი დაეკლო, თვალები ისევ იმ ბი-ჭისა ჰქონდა, ვარსკვლავებს რომ არიგებდა საჩუქრად,
ჩიკორსა და ფერად კენჭებს კი არა, ვარსკვლავებს, ნამდვილ ვარსკვლავებს.
ბედნიერების ერთი წუთი, რომელსაც ქალი ამდენი ხანი ელოდებოდა, სინამდვილე-ში იმდენად
ხანგრძლივი და აუტანელი აღმოჩნდა, ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა, რო-გორ გაეყვანა, რითი
ამოევსო ეს შემბორკავი, სულის შემხუთავი დრო. "რატომ არ მი-დისო" - ფიქრობდა
შეშფოთებული, რადგან აქამდე აზრადაც არ მოსვლია, ამ კაცისთ-ვისაც მეძავი რომ იყო მხოლოდ
და თუ კაცს სურვილი ექნებოდა, სურვილი და ზედ-მეტი ფული, ურომლისობაც ოჯახს არ
შეეტყობოდა, უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი სურვილი. სინამდვილე ეს იყო. დანარჩენი
კი თავქარიან ოცნებას მოეჩმახა. ქა-ლიც გაესულელებინა და დაერწმუნებინა, გულში ნაჩუქარი
ვარსკვლავი გიდევს და კარგად მოუარეო. კი მაგრამ, ამ კაცს რაღას ერჩოდნენ, ამ კაცს რატომღა
თვლიდნენ სულელად, რატომ უნდა ხსომებოდა ბავშვობაში გაჩუქებული ვარსკვლავი, ან თუ ახსოვდა, რაღაზე მოიკითხავდა, როცა ყველა კაცი მთელ სავარსკვლავეთოს დაუფიქრებ-ლად,
უყოყმანოდ აჩუქებს ქალს, რომელთანაც მარტო აღმოჩნდება ოთახში.
ქალს გაეცინა. ფარნაოზმა ისე შეხედა, თითქოს პირველად დაინახა იგი, დოინჯშე-მოყრილი,
ღვარძლიანად მოღიმარი.
- თუ გინდა, ჯოხსაც გათხოვებ! - თქვა ქალმა და კუთხისკენ თავი გაიქნია.
ფარნაოზმა უცებ შეამჩნია მრგვალთავიანი ჯოხი: გველივით ასვეტილიყო კუთხეში და კუპრში
ამოვლებულივით ბზინავდა. თითქოს ოდნავ ირხეოდა კიდეც. ჯოხი კი არ ირხეოდა ფარნაოზს
დაესხა თავბრუ, მთელი ოთახი აყირავდა და ბურანში მყოფის სიმშვიდითა და ნეტარებით
გაიფიქრა, თავზე დავამტვრევ ამ ჯოხსაო. ქალი კი გამომ-წვევად, სხაპასხუპით ლაპარაკობდა,
სიტყვებს ყლაპავდა, მაგრამ მიზანს მაინც აღწევ-და. ფარნაოზს ფერი ეკარგებოდა, ყბა
უცახცახებდა და ზიზღითა და სიძულვილით მახინჯდებოდა, თითქოს ვიღაც, უხილავი,
ტალახით უთხუპნიდა სახეს. ქალსაც ეს უნდოდა. მან უცებ გამონახა თავდაცვის საშუალება,
რადგან მაშინვე იგრძნო, როგორ განარისხა მისი სტუმარი მრგვალთავიანი ჯოხის დანახვამ. ის
ყველა ღონეს იხმარდა, ოღონდ ფარნაოზსაც არ გასჩენოდა ისეთივე სურვილი, როგორიც ყველა
აქ შემოსულ მამაკაცს უჩნდებოდა. თავს შეაზიზღებდა, ათასნაირ სიბინძურეს მოიგონებდა, რათა
მალე წასულიყო იგი აქედან, ისეთივე სუფთა, ნათელი და მიუღწეველი, როგორიც შემოვიდა ჩაიდებდა ამ ჯოხს მუხლებს შორის, ზედ ხელებს დააწყობდა, ხელებზე ნიკაპით დაეყრდნობოდა
და მიყურებდა, მათვალიერებდა - ამბობდა ქალი და თვითონ-ვე იცინოდა, უსიამოდ, ბრაზიანად,
ნაძალადევად, თითქოს სწყინდა, მისი ხუმრობა შე-უმჩნეველი რომ დარჩენილიყო და ამ უსიამო,
ბრაზიანი და ნაძალადევი სიცილით ხელსა ჰკრავდა, უკან აბრუნებდა მსმენელის გონებას.
"რა ჩემი საქმეაო" - ფიქრობდა ფარნაოზი, მაგრამ კარგად იცოდა, თავს რომ იტყუ-ებდა, თავს
იწყნარებდა, რათა ეს წყეული ჯოხი მართლა არ დაემტვრია თავზე ამ ქა-ლისთვის, ურცხვად რომ
უყვებოდა, როგორ აშიშვლებდნენ და ათვალიერებდნენ შარ-დისა და ზინზლის სუნით
აქოთებული ბებრები, რარაკი სხვა აღარაფერი შეეძლოთ. კი ფიქრობდა, რა ჩემი საქმეაო, მაგრამ
ასე მძაფრად და მტკივნეულად არასოდეს ეგრ-ძნო აქამდე, რომ სწორედ ეს იყო მისი საქმე, ამ
ქალის ბედი, ამ ქალის ავანჩავანი: ეს ქალი ყველა ქალის მაგიერი იყო მისთვის, დედისაც, დისაც,
სატრფოსიც და ცო-ლისიც, თვითონ კი ვერც შვილობა, ვერც ძმობა, ვერც მეგობრობა და ვერც
ქმრობა გაეწია ამ ერთადერთი ქალისთვის, რადგან უყურადღებო შვილი, გულგრილი ძმა, უგნური მეგობარი და ლაჩარი ქმარი იყო მისი. ამიტომაც არც უფლება ჰქონდა, ჯოხი დაემტვრია
თავზე. პირიქით, ფეხებში უნდა ჩავარდნოდა, პატიება ეთხოვნა, ანდა ენა მუცელში ჩაეგდო და
გაძურწულიყო აქედან, ჩაფრენილიყო თბილსა და მყუდრო ბუ-დეში, უსინდისოდ რომ
შეეკოწიწებინა თავისთვის, და იქ, ბარტყის ჟივჟივსა და ცო-ლის ბუზღუნში, დაევიწყებინა,
სამუდამოდ დაევიწყებინა ამ ოთახის არსებობა, სადაც მისი უყურადღებობის, გულგრილობის,
უგნურობისა და სილაჩრის მსხვერპლი ესვენა, საფლავიდან გამოპარული, გაცოცხლებული
მკვდარივით თავზარდამცემი, მაგრამ, ამა-ვე დროს, საბრალო და უწყინარი, როგორც კაცის
ხელში გაზრდილი ნადირი.
- მეორემ კი, იმ ბებრის სიძემ - აგრძელებდა ქალი თავისას, - ეს ჯოხი გირაოში დამიტოვა. შენ
არაფერი გაქვს გირაოში დასატოვებელი? - იყვირა უცებ.
"ყველაფერი დამთავრდა, კარგია, რომ დამთავრდა" - გაიფიქრა ფარნაოზმა და წა-მოდგა, მაგრამ
ტკივილმა ფეხი მოაგლიჯა და იძულებული გახადა, ორივე ხელით სკამს დაყრდნობოდა,
რომელზედაც აქამდე იჯდა. ქალიც უცებ გაირინდა, თითქოს ორივესთვის ერთდროულად
დაევლოს ერთსა და იმავე ტკივილს.
- ახლა კი მართლა შეგიძლია წახვიდე - თქვა ცოტა ხნის მერე ქალმა, - კარგია, რომ ასე დამთავრდა
ყველაფერი. უფრო ფრთხილად ივლი ჩვენი ქალაქის ქუჩებში... - ქალს ხმაც დამშვიდებოდა და
სახეც, გაღიმებისას ლოყებზე ისევ უჩნდებოდა პატარა ფოსოები.
- მადლობელი ვარ, უჯოხოდაც წავალ - თქვა ფარნაოზმა და კარისკენ შეტრიალ-და. მაგრამ
სწორედ ამ დროს მოხდა ის, რასაც არც ერთი არ ელოდებოდა, რამაც ორივეს ერთბაშად
დაუკარგა თვალთმაქცობის უნარიცა და სურვილიც. ქუჩაში კუსას ტომრის ჟღრიალი გაისმა.
ოთახი ჩაიხუთა და ორივემ საკუთარი გულის ბაგაბუგი გა-იგონა. ერთდროულად შეხედეს
ერთმანეთს, შეშფოთებით, ხანგრძლივად, მერე ქალმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო,
უხმაუროდ მიირბინა კართან და ურდული გაუგ-დო. შემობრუნება გაუჭირდა, პირველად ახლა
შერცხვა ფარნაოზისა, თითქოს აქამდე, კუსას დაუხმარებლად, ფარნაოზი ვერ უნდა
მიმხვდარიყო, სად იმყოფებოდა, რადგან ქალი მოხერხებულად უმალავდა, კი არ უმალავდა,
თავადაც დავიწყებოდა, მის ოთახ-ში, მხოლოდ და მხოლოდ, ბავშვობაში გაჩუქებული
ვარსკვლავების დასაბრუნებლად, ანდა ნატკენი თითების შესახვევად რომ არ შემოდიოდნენ.
ქალს მხრები უცახცახებდა. ასე უხმოდ, მხრების ცახცახით იცოდა ტირილი. ფარნაოზი მივიდა
და თავზე ხელი გადაუსვა. გული ყელში გაჩხეროდა, არასოდეს არ ყოფილა ასე უბედური. ქალის
მი-ტოვებაც ესიკვდილებოდა და ამ ოთახში დარჩენაც; უნდოდა, ამ ქალის სახელი ეთქვა, ეყვირა,
ეღრიალა მთელი ქვეყნის გასაგონად, მაგრამ ვერ გაებედა, რცხვენოდა და ეში-ნოდა, აქ არ
ეპოვათ, აქ არ დასდგომოდნენ თავზე. ის კი არა, მზად იყო ჯოჯოდ ქცე-ულიყო, ობობად და
სამუდამოდ შემძვრალიყო კედლის ბზარში, რადგან იმის წარმოდ-გენაც თავზარს სცემდა,
მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსა ეზოში რომ იდგა და ხე-ხილს ათვალიერებდა, თითქოს
ამისთვის მოსულიყო, თითქოს არ იცოდა, ვინ იდგნენ, ვინ ცახცახებდნენ, კურდღლებივით,
ურდულგაგდებულ კარს უკან. ის რომ კაცი ყო-ფილიყო, ქალს კარის დაკეტვას დაუშლიდა,
ეტყოდა, უბრძანებდა, ნუ სტირიო, კუსას კი... არა, კუსას მაინც ვერ დაენახვებოდა, ვერც
ვერაფერს ეტყოდა, ისევ აქ ერჩია სიკ-ვდილი, მეძავის ოთახში; ქალმაც შეატყო და მისი
გულისთვის გადაკეტა კარი, დაინ-დო, დაზოგა, გაუფრთხილდა, შეეცოდა და ამიტომაც ტიროდა
ახლა, რადგან არ ეგონა, თუ კიდევ არსებობდა ვინმე მისი შესაცოდი. დრო კი იწელებოდა,
მიიზლაზნებოდა, წამი საუკუნედ ქცეულიყო. მათ კი განძრევისაც ეშინოდათ, თითქოს აღარც
განძრევის უფლება ჰქონდათ. თითქოს სულ ასე უნდა მდგარიყვნენ, რადგან ამჯერად ასეთი სასჯელი მოეგონებინა მათთვის ბედსა და ბედისწერას. კარს იქით კუსა იდგა, იდგა და იცდიდა,
როდის უმტყუნებდათ ნებისყოფა ოთახში გამომწყვდეულებს, როდის დარწ-მუნდებოდნენ,
დამალვას რომ აზრი აღარ ჰქონდა, კარს გაუღებდნენ და შემრიგებლუ-რი ღიმილით
აღიარებდნენ, ისინიც ისეთივე ხარბი, ბილწი და უსირცხვილო არსებე-ბი რომ იყვნენ, როგორც
კუსა, როგორც ყველანი, მაგრამ ყველანი იმით ჯობნიდნენ მათ, რომ არ თვალთმაქცობდნენ,
აშკარად იხვეჭდნენ მოსახვეჭს, აშკარად ისრულებდ-ნენ თავიანთ სურვილებს და არცა
რცხვენოდათ ამ სურვილებისა. მათ კი ახლა არც თავის მართლების უფლება ჰქონდათ და არც ის
იცოდნენ, ვის წინაშე ემართლათ თავი, რომელი ერთის წინაშე; ან ვინ დაუჯერებდათ, ამ ოთახში
ბავშვური სიწმინდის და გულუბრყვილობის გასახსენებლად რომ შეკეტილიყვნენ და არა იმ
საქმეზე, რისთ-ვისაც საერთოდ ეს ოთახი არსებობდა. მართლაც, რა უფლება ჰქონდა ფარნაოზს,
კუ-სას რომ უყვირა სასაფლაოზე: ტყუიო? განა თვითონ უარესად არ ტყუოდა? პირწავარ-დნილი
ცრუპენტელა იყო და მეტი არაფერი. ახლაც ტყუოდა, ახლაც თავს იტყუებდა, რადგან, რაც უფრო
მეტი დრო გავიდოდა, რაც უფრო დიდხანს დააყოვნებდა იგი ამ ოთახში, მით უფრო მეტი
სიბინძურე აეკვრებოდა ორივეს, მასაც და ინოსაც, რადგან ისინი, ისა და ინო, ერთადერთი
წყვილი იყო მთელ ქვეყანაზე, რომელსაც არ ჰქონდა ამ ოთახში ერთად ყოფნის უფლება.
მათთვის ეს ოთახი არ არსებობდა, არ უნდა არ-სებულიყო, რათა არ დაჰკარგვოდა
მარადიულობის, სიწმინდისა და სინამდვილის იერი იმ პატარა გოგო-ბიჭს, რომლებიც ოდესღაც
მართლა არსებობდნენ, მართლა უყვარდათ ერთმანეთი და მართლა სჯეროდათ, შესაძლებელი
რომ იყო ვარსკვლავის გაჩუქება, ერთმანეთის გულისთვის ძაღლად გადაქცევა და ვიღაც
ავაზაკის იმედით ცხოვრება. ეს ბავშვური რწმენა და სიყვარული ედო, ალბათ, ქვეყანასაც
საფუძვლად და ამიტო-მაც გაეძლო, ამიტომაც არ ინგრეოდა. ქვეყანა ორი ბავშვის, გოგოსა და
ბიჭის, რწმე-ნისა და სიყვარულის მხრებზე იდგა, ისინი კი, მოწმის შიშით ოთახში გამომწყვდეული ქალი და კაცი, იმ ორ ბავშვს უკანასკნელი მიწის გოჯსაც, უკანასკნელ ფეხის მოსაკიდებელ
ადგილსაც ართმევდნენ. ამას ქალიც გრძნობდა და კაციც, რადგან ორი-ვენი იმ ბავშვებს გაეჩინათ,
კი არ გაეჩინათ, მოეშორებინათ, როგორც ზედმეტი და უვარგისი ტვირთი. ისინი წარსულს
ართმევდნენ ერთმანეთს, ყველაზე საიმედო თავშე-საფარს, სადაც ცხოვრებისგან დაღლილებს და
გათელილებს თავის შეფარება შეეძ-ლოთ და არა მხოლოდ თავის შეფარება, არამედ განახლებაც,
განწმენდაცა და აღდგე-ნაც, რადგან იმ წარსულს ვაშლის სუნი ასდიოდა და მოჩხუბარი თოლიის
ფრთები ჰქონდა.
გარეთ კი წელიწადის დრონი ერთმანეთს ცვლიდნენ, ხეები ყვაოდნენ, ნაყოფით
იხუნძლებოდნენ, ჭკნებოდნენ და შიშვლდებოდნენ, ქარი ხმელ ფოთლებს უთავბოლოდ
დააქროლებდა, მერე კი თოვლი ფარავდა ყველაფერს და ამ უსაზღვრო სითეთრეში მხოლოდ
ერთი შავი წერტილი იდგა გაუნძრევლად, ეს წერტილი თანდათან იზრდებო-და, ადამიანის
სახეს იღებდა, რომელსაც ტყავის ტომარა მოეგდო მხარზე, თუმცა არ-სად არ მიდიოდა, რადგან
არსად არ უნდოდა წასვლა და არც წავიდოდა, რამდენჯე-რაც არ უნდა დატრიალებულიყო
ცარგვალი. ის აქ უნდა მდგარიყო, მაინცდამაინც აქ, მეძავის ქოხთან, რადგან მხოლოდ აქ შეეძლო
დაემტკიცებინა, ყველანი ერთნაირები რომ იყვნენ და არავის არ ჰქონდა უფლება, ზემოდან
დაეხედა მისთვის, რამე დაეყვედ-რებინა, რამეში გაემტყუნებინა, რადგან სხვაც, სხვაც კი არა,
ყველა მისი მსგავსი იყო, ცოდვის ტყირპი ყველას ერთნაირად დაჰყოლოდა დედის მუცლიდან
და თუ აქამ-დე მალავდა, მხოლოდ იმიტომ, არავის რომ უფიქრია მისი შემოწმება, უბრალოდ,
სიტყვაზე ენდობოდნენ, ის კი ფეხს არ მოიცვლიდა, სანამ არ შეამოწმებდა, უფრო სწორედ, სანამ
არ დაამტკიცებდა იმას, რაც აქამდეც იცოდა, იცოდა, მაგრამ უსაბუ-თოდ. ახლა კი, მოთმინებისა
და თითქოს უსარგებლოდ დაკარგული დროის საფასუ-რად, ამ საბუთსაც მოიპოვებდა.
***
ვანში შემოდგომის გადაბმული, მომაბეზრებელი წვიმები დაიწყო. ხალხი სახლებში შეიკეტა.
ქალაქი ჯანღში ჩაიკარგა, ქალაქის თავზეც ღმერთის ამონასუნთქივით უზარმაზარი ღრუბელი
იდგა. აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა გატიტვლებული კენწერო და სახურავის ნაწილი, როგორც
ზღვაში დაღუპული ხომალდის ნამტვრევები. წებოვანი, გასქელებული ჰაერი ხმას არ ატარებდა,
ყელში წაჭერილებივით ყიოდნენ მამლები, ჭიკშრამდეც ძლივს აღწევდა ძაღლების ყეფა. ჭრაქები
ბჟუტავდნენ. ბიისფერი სინათ-ლე უფრო უცხოსა და უკაცურს ხდიდა გარემოს.
უამინდობას ფარნაოზიც გამოეკეტა, მას კი შინ ყოფნისა ეშინოდა, როგორც მოღა-ლატეს იმ
ბანაკისა, რომლის ღალატიც განუზრახავს. ვერც ცეცხლს უსწორებდა თვალს და ვერც ცოლს,
რადგან ინოსთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო, სამუდა-მოდ დარწმუნებულიყო, რა სუსტი
იყო ის ძაფი, რომელიც თინას შეეკოწიწებინა მათ შესაერთებლად. ამ ძაფის გაწყვეტას არც დიდი
დრო სჭირდებოდა, არც დიდი ძალა. საკმარისი იყო, ფარნაოზს უბრალოდ წინააღმდეგობა არ
გაეწია იმ უხილავი ხმისთ-ვის, განუწყვეტლივ რომ ჩასჩურჩულებდა ყურში, ადექი, რაღას
თვალთმაქცობ, ან სხვას რას ატყუებ, ან თავს რაზე იტყუებო, და ყველაფერი თავდაყირა
დადგებოდა. ფარნაოზს ეს ხმაც აღიზიანებდა, სიმართლეს კი ამბობდა, მაგრამ არც სასიკეთოს
სთავაზობდა რამეს. "რაღას თვალთმაქცობო" კი ეუბნებოდა, მაგრამ ფარნაოზს ძალია-ნაც რომ
მოენდომებინა, ვერ ითვალთმაქცებდა. კიკინებაპრეხილი, გაცრეცილი გოგო, რომელიც ამდენი
ხნის განმავლობაში თავისი გულუბრყვილობითა და სიწმინდით ასაზრდოებდა ფარნაოზის
არსებას, უკვალოდ გამქრალიყო, ფარნაოზის მახსოვრობი-დანაც გაპარულიყო, გაფრენილიყო,
როგორც ჩიტი გალიიდან, და მისი ადგილი ქალს დაეკავებინა, ცხოვრების ყველა კარში
გამოვლილსა და ყველა ჭუჭრუტანაში შეხე-დულს, ათასი კაცის სიმარტოვის ტუსაღსა და ათასი
კაცის სარკოფაგის ზედამხედ-ველს. ფარნაოზს კი ეს ქალი უყვარდა. თვალთმაქცობას მართლა
აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ განა ფარნაოზი აქამდე თვალთმაქცობდა? არა, ის აქამდე იბრძოდა.
როგორ იბ-რძოდა, ცუდად თუ კარგად, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია რომ იბრძოდა,
იგერიებდა, უძალიანდებოდა, არ ნებდებოდა სიყვარულს, ეშინოდა მისი სიღრმისა, მი-სი

Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
- Büleklär
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3713Unikal süzlärneñ gomumi sanı 214929.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3784Unikal süzlärneñ gomumi sanı 210430.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3786Unikal süzlärneñ gomumi sanı 205032.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3821Unikal süzlärneñ gomumi sanı 203632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3729Unikal süzlärneñ gomumi sanı 206829.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3798Unikal süzlärneñ gomumi sanı 204130.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3774Unikal süzlärneñ gomumi sanı 210030.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3823Unikal süzlärneñ gomumi sanı 208330.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3844Unikal süzlärneñ gomumi sanı 202633.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3773Unikal süzlärneñ gomumi sanı 197831.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3780Unikal süzlärneñ gomumi sanı 203131.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3759Unikal süzlärneñ gomumi sanı 210631.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3704Unikal süzlärneñ gomumi sanı 202730.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3763Unikal süzlärneñ gomumi sanı 208330.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3829Unikal süzlärneñ gomumi sanı 205830.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3780Unikal süzlärneñ gomumi sanı 197632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3776Unikal süzlärneñ gomumi sanı 206230.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3775Unikal süzlärneñ gomumi sanı 196734.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3868Unikal süzlärneñ gomumi sanı 188635.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3787Unikal süzlärneñ gomumi sanı 204632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3709Unikal süzlärneñ gomumi sanı 198333.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3866Unikal süzlärneñ gomumi sanı 202033.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3759Unikal süzlärneñ gomumi sanı 202032.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3752Unikal süzlärneñ gomumi sanı 205831.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3700Unikal süzlärneñ gomumi sanı 211128.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3747Unikal süzlärneñ gomumi sanı 204230.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3904Unikal süzlärneñ gomumi sanı 200632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3862Unikal süzlärneñ gomumi sanı 198832.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3889Unikal süzlärneñ gomumi sanı 196031.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3751Unikal süzlärneñ gomumi sanı 212727.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3814Unikal süzlärneñ gomumi sanı 204630.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3808Unikal süzlärneñ gomumi sanı 200229.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3803Unikal süzlärneñ gomumi sanı 206831.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3862Unikal süzlärneñ gomumi sanı 202331.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3776Unikal süzlärneñ gomumi sanı 209429.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3725Unikal süzlärneñ gomumi sanı 217127.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3887Unikal süzlärneñ gomumi sanı 205632.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 1188Unikal süzlärneñ gomumi sanı 82038.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.