Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35

Süzlärneñ gomumi sanı 3776
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
ამოწურულიყო, თინას მოთმინებაც, რომელსაც თითქოს არასოდეს არ უნდა ჰქონოდა
დასასრული. მაგრამ რაც არ უნდა გაუგებარი და მოულოდნელი ყოფილიყო ფარნაოზისთვის ამ
მოლოდინის დასასრული, უფლება არ ჰქონდა ხელი შეეშალა მისთვის, რაკი ამდენი ხნის
დამარხულს, ბოლოს და ბოლოს, მაინც გამოეტანა გამბედაობის სისხლისფერი ყვავილი. თუმცა,
ფარნაოზი იმასაც ხედავდა, როგორ უფერულდებოდა, როგორ ღატაკ-დებოდა, როგორი მარტივი
და ჩვეულებრივი ხდებოდა თინა ამ გამბედაობის შედეგად. ახლა მის წინ ჩვეულებრივი ქალი
იდგა, ჩვეულებრივი უსიამოვნებებით მოთმინები-დან გამოსული, რომელსაც გაგონებაც არ
უნდა, უფრო დიდი უსიამოვნებები რომ არ-სებობენ ამ ქვეყანაზე.
"ბავშვსაც შეაძულებს ჩემს თავსო" - გაიფიქრა ფარნაოზმა, მაგრამ მაინც არ წა-მომდგარა
სკამიდან.
***
იმ დღის მერე ხუთმა წელმა გაიარა. ახლა ფარნაოზი მამისეული სახლის ჭიშკ-რამდე მოდიოდა
მხოლოდ, თითქოს იქ მთავრდებოდა ქვეყანა, და მაშინაც ფეხები უკან რჩებოდა, მეზობლების
რცხვენოდა და ერთ სიკვდილს ათავებდა, სანამ პატარა უხეი-როს გამოუყვანდნენ, მაგრამ
იმდენად ძლიერი იყო შვილის ნახვის სურვილი, ფარნა-ოზს არც შეეძლო და არც უნდოდა
წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ყელზე შებმული თოკივით ექაჩებოდა ეს სურვილი და ბოლობოლო მაინც მოათრევდა ხოლმე ჭიშკრამ-დე, მორიდებულ გლახასავით, ძლივს რომ გაებედა
ხელის გაშვერა და რაკი გაებედა, უნდა მოეცადა კიდეც, სანამ პურს გამოუტანდნენ, რაც არ უნდა
დამამცირებელი და აუტანელი ყოფილიყო ეს მოლოდინი, რადგან იმ პურის გარეშე ქუჩის
ბოლომდეც ვე-ღარ მიაღწევდა, ისე დაეუძლურებინა შიმშილს. ფარნაოზიც იდგა და იცდიდა,
დაძახე-ბას ისევ დაცდა ერჩია, თუმცა დარწმუნებული იყო, მთელი უბანი უთვალთვალებდა
საკუთარ ჭიშკართან გლახასავით ატუზულ კაცს, საკუთარი შვილის სათხოვნელად მოსულს. ეს
იმდენად უჩვეულო, იმდენნაირი გრძნობის აღმძვრელი სანახაობა იყო, არავის გაემტყუნებოდა
ფარდის უკან ყურყუტი. "რამდენიც უნდათ, იმდენი მიყურონო" - თავს იმშვიდებდა ფარნაოზი,
რადგან მაინც ვერ გაბრუნდებოდა შვილის უნახავად, მართლაც ნაწყალობევი პურივით
ძვირფასი რომ გამხდარიყო მისთვის, ძნელად შესა-ლევი, ყველანაირი კერძის შემცვლელი და
მაგიერი, ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოპოვებული და ამიტომაც მოწიწებისა და
თრთოლვის აღმძვრელი. ხომ შეიძლებოდა, მასზე ადრე სხვა გლახას ჩამოევლო, მწყალობელს კი
აღარაფერი დარჩენოდა მისთ-ვის. "რომ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ძაღლიო" - ახსენდებოდა
ჭიშკართან მომლო-დინე ფარნაოზს ცუგას მხსნელის სიტყვები და ახლა, ამდენი წლის მერე
ესმოდა მა-თი აზრი, ესმოდა ქალამნებდაფლეთილი და ყელზე ქვაშებმული კაცისა, დაუფიქრებლად, შეუზიზღებლად რომ ეშვებოდა ფეხსადგილის ორმოში.
ფარნაოზმა წინასწარ არასოდეს არ იცოდა, წამოჰყვებოდა თუ არა შვილი, რადგან, ადვილი
შესაძლებელია, პატარა უხეიროს მობეზრებოდა ერთსა და იმავე კაცთან ერთ-სა და იმავე გზაზე

წინ და უკან ხეტიალი, გინდაც იმ კაცს მამამისი რქმეოდა. განა მამებს ამდენი დრო აქვთ
შვილებთან სახეტიალოდ და სალაპარაკოდ? ისინი ხომ იძუ-ლებულნი იყვნენ, ასე
მოქცეულიყვნენ, რადგან საერთო სახლი არ ჰქონდათ, სადაც შეეძლებოდათ ერთმანეთი არც კი
შეემჩნიათ და მაინც ერთად ყოფილიყვნენ, ხმა არ გაეცათ ერთმანეთისთვის და მაინც უფრო მეტი
ეთქვათ, ვიდრე ახლა, ამ იძულებითი ხეტიალის დროს. მათი შეხვედრები ტყუპებივით
ემსგავსებოდნენ ერთმანეთს, ერთფე-როვნების ღორმუცელა ფუნჯი იმ პატარა და
განსხვავებული სივრცის გადაღებვასაც აპირებდა, ჯერ კიდევ რომ შეენარჩუნებინა მათთვის
ბუნებას, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლოთ, სხვანაირად ვერც წარმოედგინათ და მაინც ერთად
მიჰყვებოდნენ ქუჩას, შეთქმულებივით შემკრთალნი და აღგზნებულნი. თვითონაც გრძნობდნენ,
რაღაცა რომ დაერღვიათ, ან რაღაცის დარღვევას რომ აპირებდნენ და ბოლომდე გაურკვეველი
და-ნაშაულის შეგრძნება უარესად აახლოებდათ. დანაშაულს კი ნამდვილად სჩადიოდნენ,
რადგან იმ რთული და ჯიუტი ორგანიზმიდან, რომელსაც ოჯახი ჰქვია, მაინცდამაინც მათი
მამაშვილობის, უშუალოდ, პირდაპირად მათი დამაკავშირებელი ძარღვის გამო-ცალკევებას
აპირებდნენ, რომელიც სინამდვილეში დამოუკიდებლად არც არსებობდა, ისიც რომელიღაც
სხვა, მასზე უფრო ძველი ძარღვის გამონაზარდი, განტოტება და გაგრძელება იყო და ისიც
სამუდამოდ ჩახლართული თავის მსგავსსა და მონათესავე ძარღვებში. "გავიაროთო?" გაუბედავად ჩაეკითხებოდა ხოლმე ფარნაოზი შვილს და როცა პატარა უხეირო სიხარულისგან
გაცისკროვნებული თვალებით ამოხედავდა, მხო-ლოდ მაშინ უმშვიდდებოდა გული, მხოლოდ
მაშინ უქრებოდა გაუცხოვებისა და უუფ-ლებობის გრძნობა და უკვე თამამად მიჰყავდა შვილი
თავის წარსულში. მამის წარ-სულში ბევრი რამე იყო საოცარი პატარა უხეიროსთვის. ვერც კი
წარმოიდგენდა, რომ ადრე, ადრე კი არა, თითქმის გუშინ, ამ გაუვალი და აშმორებული ჭაობის
ნაცვლად თვალუწვდენელი ზღვა ლივლივებდა, ზღვაზე ხომალდები მოცურავდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი შემოასწრებდა ვანის ნავსადგურში. ზღვა ახლაც არსე-ბობდა,
მაგრამ ისე შორს დაეხია ქალაქიდან, ხანდახან თუ გაიელვებდა მისი ფოლა-დისფერი ანარეკლი
ქარისაგან გადაზნექილ ლერწმებს შორის; მთელი დღე უნდა გე-ტოპა გველებით სავსე
ჭანჭრობებში, ისიც კარგი მეგზურის თანხლებით, ზღვამდე რომ მიგეღწია. მეთევზეთა უბანიც
ისევ არსებობდა, ისევ მეთევზეთა უბანი ერქვა, მაგრამ ძველ ხელობას აღარავინ მისდევდა,
ზღვისთვის ზურგი შეექციათ და ახლა ზემო ქალაქში დაწანწალებდნენ რაიმე შემთხვევითი
სამუშაოს საძებნელად. ყოფილი მეთევზეების ცოლები და ქალიშვილები ბადეების ნაცვლად
ლერწმის ჭილოფებსა და კალათებს წნავდნენ და თავიანთი ნახელავის გასაყიდად ისინიც თან
მიჰყვებოდნენ ხოლმე კაცებს ზემო ქალაქში. მათი პატარა, ფიცრული სახლები უკვე სანახევროდ
წყალში იდგა და მარილისა თუ ცეცხლის სასესხებლად ერთმანეთთან ნავებით მიდი-ოდნენ,
ნავებითვე მიდიოდნენ ზემო ქალაქამდე, რადგან წყალი ღრმა იყო და სახიფა-თო. ბევრჯერ
ატეხილა ამ ყველაზე განაპირა უბანში წიოკობა, დიდხანს უძებნიათ ჭა-ობის წყალში
ჩავარდნილი ბავშვი თუ მოხუცი, მაგრამ ძებნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. თანდათან
ხალხი ამასაც შეეჩვია. მათი რწმენით, მარად მობუყბუყე, ავად მბზინავი ჭაობი, ქვესკნელიდან
ამოშვებული ურჩხული იყო და თვითონვე ირჩევდა მსხვერპლს. ისევ ასე ჯობდა, ვიდრე ამ
ურჩხულს ყველანი ერთბაშად გადაესანსლა. ყოფილი მეთევზე საღამოთი ისევ ძირგამომპალ
ნავში ჩასხამდა ხოლმე თავის ცოლ-შვილს, უმთავრესად უკანვე რომ მოჰქონდა ახოხოლავებული
კალათები და გადაგრაგ-ნილი ჭილოფები, ნიჩბის ნაცვლად გრძელ ჭოკს დაიჭერდა, რომლითაც

ფაფასავით რბილსა და ფუყე ფსკერს აწვებოდა და ნავს შინისკენ მიაცურებდა. გეგონებოდათ, ქარონს მიცვალებულთა სულები გადაჰყავს სულეთშიო და ჭაობის ზედაპირზე არეკ-ლილ
მთვარის შუქში მართლაც მიცვალებულებს ჰგავდნენ ნავში მსხდომნი, ისე გატ-რუნულიყვნენ,
თითქოს შინ კი არა, სიკვდილის იდუმალსა და ნეტარ ქვეყანაში მი-ცურავდნენ.
ასეთივე ძნელი წარმოსადგენი იყო პატარა უხეიროსთვის, რომ ზღვის პირას ვაშ-ლის დიდი ბაღი
ხარობდა და ყველას, ვისაც კი მოესურვებოდა, შეეძლო იმ ბაღში პი-რის ჩატკბარუნება, ოღონდ
წკნელიც არ უნდა შეეტეხა არავის, თორემ დარიაჩანგი მოკვდებოდა და ბაღიც გაქრებოდა,
როგორც მოხდა კიდეც, რადგან ვიღაცას დაევიწყე-ბინა დარიაჩანგის დანაბარები,
შთამომავლობით გადამავალი თაობიდან თაობაში, რო-გორც უკვდავების წამლის საიდუმლო.
დარიაჩანგი კი ისეთი ლამაზი ყოფილა, ხალხი თურმე მის შუქზე პურსა ჭამდა.
მამის მონაყოლი სრულებითაც არ ჰგავდა იმ ზღაპრებს, სამი ქალი მორიგეობით რომ უყვებოდა.
ის ზღაპრები თავიანთი სინაზითა და სიმსუბუქით არც იმ სამი ქა-ლისგან განსხვავდებოდნენ და
არც ერთმანეთისაგან, ბოლო ყველას ერთნაირად კეთი-ლი ჰქონდა, რადგან ბავშვის
დასაძინებლად იყვნენ გამიზნულნი და არა ცხოვრების სკივრში ჩასაჭყეტად. ხოლო მამის
მონაყოლი ისე ააფორიაქებდა ხოლმე პატარა უხეი-როს, თითქოს ყველაფერი თვითონ
გადახდომოდა თავს, თითქოს პირველად კი არ ის-მენდა, არამედ იხსენებდა, ცდილობდა
გაეხსენებინა ოდესღაც უკვე განცდილი და გა-დატანილი. მამის ბავშვობისდროინდელი ქალაქი
უფრო მომხიბვლელი და უფრო ახ-ლობელი იყო მისთვის. ეჭვიც არ ეპარებოდა, თვითონაც რომ
ერბინა ამ ქალაქის ქუ-ჩებში, თვითონაც მოეწყვიტა ვაშლი დარიაჩანგის ბაღში, თვითონაც
გასულიყო ახმაუ-რებულ ნავსადგურში უცხოური გემების სანახავად და, ცუგასთან ერთად,
თვითონაც ეკოტრიალა გახურებულ სილაში. ეს ყველაფერი კი მაშინ მომხდარიყო, როცა ისა და
მამამისი ერთი არსება იყვნენ და ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთი თვალით უცქე-რდნენ
ქვეყანას და ერთი ყურით ესმოდათ მისი ხმები. ხანდახან ისეთი გრძნობა ჰქონ-და, მამა რომ
გაჩუმებულიყო, თვითონ გააგრძელებდა ამბავს, ანდა, საკმარისია, თვა-ლები მაგრად დაეხუჭა,
ზღვაცა და დარიაჩანგის ბაღი, მოჩხუბარი თოლიაცა და სი-ლაში გაგორებული ცუგაც თავის
ადგილს დაბრუნებოდა. ამიტომაც იყო, ალბათ, რომ "მომიყევის" მაგივრად "კიდევ გამახსენეო",ეუბნებოდა ხოლმე მამას.
- მეც რომ შენოდენა გავიზრდები, ჩვენი სახლიც ჭაობში იქნებაო - თქვა ერთხელ პატარა
უხეირომ.
გადატყავებულ მუხლზე ფოთოლი დაეწებებინა; მუხლი კი მღვიმედან რომ ბრუნდე-ბოდნენ,
მაშინ იტკინა, ხმელ ფესვს წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. "მოგვკლავენ ახლა ქა-ლებიო" - უთხრა
ფარნაოზმა. პატარა უხეირო ცქვიტად წამოხტა, მამას გაუღიმა, მაგ-რამ ნატკენი მუხლიდან
ხელის მოშორება მაინც გაუჭირდა. ფარნაოზმა თხმელის ბუჩქს ფოთოლი შეაწყვიტა და მუხლზე
დაადო, ასე გეჭიროს, გაგიგრილებსო. პატარა უხეიროს სიარული უჭირდა, რადგან იძულებული
იყო, ხშირ-ხშირად შეეშველებინა ხელი ფოთლისთვის. მერე ფოთოლი შედედებულმა სისხლმა
მიიწება და საერთოდ დაავიწყდა მისი არსებობა.

ფარნაოზი შეაკრთო და გააკვირვა შვილის ნათქვამმა: შენოდენა რომ გავხდები, ჩვენი სახლიც
ჭაობში იქნებაო. პატარა უხეირო უფრო მეტს ხვდებოდა, ვიდრე მას ეგონა, ან მიზანშეწონილად
მიაჩნდა. მან იცოდა, ბავშვის გონება მძაფრად რომ აღიქ-ვამდა ყველაფერს, რასაც მიაწვდიდნენ,
ხოლო რასაც ის პატარა უხეიროს აწვდიდა, საკმარისზე მეტი იყო ამ ჩვილი და სათუთი გონების
აღსაგზნებად, გაღვივებული კო-ცონივით, მეტი და მეტი ფიჩხი რომ სჭირდებოდა, რათა
ნაღვერდალი დაეყარა, მთელი ძალით აბრიალებულიყო და რაც შეიძლება შორს განეფანტა მის
გარშემო დაყურსუ-ლი წყვდიადი. ფარნაოზი ფიჩხს არ აკლებდა ამ კოცონს, მაგრამ მის საქმეში
არ ერე-ოდა; დაე, იქით მიეშუქებინა თავისი ალი, საითაც მოეპრიანებოდა, უფრო სწორედ, დაე,
თვითონვე გამოეტანა დასკვნები, თუკი საამისო უნარი უკვე შესწევდა. ფარნაო-ზიც ამან
შეაკრთო სწორედ, არ ეგონა, ეს დღე ასე ადრე თუ დადგებოდა; შეაკრთო და გააკვირვა კიდეც,
რადგან არაფერი იყო გასაკვირი და არაბუნებრივი პატარა უხეიროს ნათქვამში. ჭაობი ხომ
მართლაც განუწყვეტლივ მოიწევდა ქალაქისკენ, აღარ ყაბულ-დებოდა ზღვის დანატოვარ მიწას
და, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ეს ფუტფუტა, დონდლო და მცოცავი უბედურება შეეჩერებინა.
მალე მათი სახლი კი არა, მთელი ქა-ლაქი ჭაობის დორბლით დაიფარებოდა. ქალაქი უფრო
პატარა იყო, ვიდრე ჭაობი, უფ-რო ძველიც, და აღარც იმდენი ძალა ჰქონდა, ამ ახალგაზრდა
ურჩხულს შებრძოლე-ბოდა. ურჩხული საათობით იზრდებოდა, უკბილო პირიდან შხამს
ანთხევდა, ნესტიანი ბუღითა და ოხშივრით ცას აბნელებდა და გათოშილი, არაფრისმთქმელი
თვალებით აძაბუნებდა, ალპობდა და ისრუტავდა მის ჭანჭრობებში ჩარჩენილ ადამიანს. პატარა
უხეირო მართალი იყო. ის უკვე აზროვნებდა, ფიქრობდა, მაგრამ ეს ფიქრი, მის ჩასახ-ვამდე
გაჩენილი, ათას გზაზე ნათრევი, ათას კედელზე ნახახუნები, ათასნაირად დამა-ლული და
მიჩქმალული ფიქრი, ძნელი მოსავლელი და ძნელი ასატანიც იყო ამ კრი-ალა და სუფთა
სულისთვის, ჯერ ჩიტსაც რომ არ დაედგა ზედ ფეხი და ყვავილის ფურცელიც არ დასცემოდა.
კიდევ არა უშავდა, როცა მამასთან იყო, მამის სიახლოვე ამ ფიქრს ოცნების იერს აძლევდა,
სასიამოვნოსაც ხდიდა და საზეიმოდ განაწყობდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი მარტო რჩებოდა,
ფიქრიც დაუნდობელი, ბრაზიანი და მკაცრი ხდებოდა, არც თავს ანებებდა და არც ახლოს
უშვებდა, თითქოს მისი უასაკო-ბა აღიზიანებდა, როგორც ობოლი შვილიშვილი ავადმყოფსა და
სიბერისაგან უარესად დაუძლურებულ ბაბუას, რომელიც ამ თითისტოლა ბავშვის ანაბარა კი
დარჩენილა, მაგრამ იმდენი კიდევ გაეგება, შვილიშვილს მისი მოვლა-პატრონობა რომ არ შეუძლია, როგორც არ უნდა მოინდომოს, საამისოდ ჯერ პატარაა, არც მისი მოწოდებული წამალია
სანდო და არც მისი მოხარშული ჭინჭარი. ამას პატარა უხეიროც გრძნობდა და რას არ იგონებდა,
ოღონდ როგორმე გაეხანგრძლივებინა მამასთან ყოფნა, რაც შე-იძლება გვიან დაბრუნებულიყო
შინ. არც ფარნაოზს ეთმობოდა შვილი, მაგრამ შინ დაბრუნების დრო უცებ ახლოვდებოდა.
"ალბათ სამივენი ჭიშკართან დგანანო" - გაი-ფიქრებდა ფარნაოზი და მაშინვე თვალწინ
დაუდგებოდა, გულხელდაკრეფილნი რო-გორ იდგნენ ჭიშკართან და როგორ ამშვიდებდნენ
ერთმანეთს თინა, პოპინა და ქალუ-კა.
- წავიდეთ, ქალებს შეეშინდებათო - ამბობდა ფარნაოზი და პატარა უხეიროც აღარ
უძალიანდებოდა, თუმცა გზადაგზა ერთსა და იმავეს გაიძახოდა: ხომ იციან, შენთან რომ ვარ,
რიღასი უნდა შეეშინდეთო.

ფარნაოზი ქუჩის დასაწყისში ემშვიდობებოდა შვილს და ეს ყველაზე ძნელი წუთე-ბი იყო
ორივესთვის. ორივეს ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს ვერასოდეს ვეღარ შეხვდებოდნენ,
თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს უმალავდ-ნენ, იმას კი არ
ამბობდნენ, რისი თქმაც უნდოდათ, არამედ იმას, რაც უფრო დააჩქა-რებდა მათ განშორებას,
ორივესთვის ესოდენ მძიმესა და დამთრგუნველს. "აბა, მოკურ-ცხლე, ხომ გატყობ, ერთი სული
გაქვს, როდის ჩაგორდები ლოგინშიო", "ხვალაც ამ თვისააო" და მრავალი ამგვარი
სისულელეებით ემშვიდობებოდა ფარნაოზი შვილს, მე-რე კი იდგა და უყურებდა, როგორ
მიუყვებოდა ქუჩას პატარა უხეირო და სევდითა და სიხარულით გული თანაბრად ევსებოდა,
რადგან ეს პატარა არსებაც იმასვე განიცდი-და ახლა, რასაც თვითონ: იძულებითი განშორების
სიმწარესა და მოსალოდნელი შეხ-ვედრის სიხარულს. მარტო ამიტომ ღირდა ცხოვრება, ის
პატარა უხეიროს სჭირდებო-და და ბედნიერი იყო; ეს ბედნიერება ცეცხლოვანი ტუჩებით
იკოცნებოდა, სუნთქვას უკრავდა და სისხლის გემოს უტოვებდა პირში. შინ შესვლამდე პატარა
უხეირო რამ-დენჯერმე მოხედავდა ხოლმე ქუჩის თავში გარინდულ მამას, თანდათან რომ
უჩინარ-დებოდა საღამოს ბინდში, მაგრამ მაინც ნათლად ხედავდა მისი სახის ნაკვთებს. "ნუ
ჩერდები, წადიო" - აუქნევდა ხელს ლანდი და ისიც ძლივს იკავებდა თავს, ისევ მის-კენ რომ არ
გაქცეულიყო. პატარა უხეიროს თავისი საკუთარი ფიქრიც ჰქონდა, საი-დუმლო, ყველასაგან
დამალული, მამისგანაც კი. ეს ფიქრი მაშინ გაჩნდა, როცა ფარ-ნაოზმა მღვიმეში აიყვანა იგი და
წოლისაგან გაჩენილი ღრმული აჩვენა. "მე წავართ-ვი მამაჩემს სახლიო" - გაიფიქრა პატარა
უხეირომ და უცებ ისე შეეცოდა მამა, ბედად იქვე თხა რომ არ ყოფილიყო, თავს ვერ შეიკავებდა
და ატირდებოდა. პატარა უხეირომ თხას დაუწყო თამაში, შეკავებული ტირილისაგან
აცახცახებული სახე რომ დაემალა.
- აი, აქ ვცხოვრობ მე - უთხრა მამამ.
"ვიცი, აქ რომ ცხოვრობ, - ფიქრობდა ვითომ თხასთან თამაშით გართული პატარა უხეირო - ადრე
კი იქ ცხოვრობდი, სადაც მე ვცხოვრობ ახლა. აქაც არ შეიძლება ჩვე-ნი ერთად ცხოვრება, რადგან
მე აქ მაშინ ვიცხოვრებ, როცა შენ სხვაგან გადასახლ-დებიო". ისე გამოდიოდა, თითქოს მამა
შვილს ადგილს უთავისუფლებდა, თითქოს სახლი, სადაც ადრე ფარნაოზი, ახლა კი პატარა
უხეირო ცხოვრობდა, ზღვაში მოტივ-ტივე ფიცარი იყო მხოლოდ და ეს ფიცარი ორივეს ერთად
ვერ დაიმაგრებდა, ერთ-ერთს უნდა დაეთმო მეორისთვის, რათა ორივენი არ დაღუპულიყვნენ.
თუ მართლა ასე იყო, მაშინ სწორედ იქცეოდა ფარნაოზი, შვილს რომ უთავისუფლებდა ადგილს.
მაგ-რამ მართლა ასე იყო? მართლა შუა ზღვაში იყვნენ ორივენი და მართლა დამპალი ფიცარიღა
იყო პაპისეული სახლი? რა თქმა უნდა, უჭირდა პატარა უხეიროს ამ ამბებ-ში გარკვევა, მაგრამ
როგორმე უნდა გაერთვა თავი, რადგან ეს მისი საკუთარი ფიქ-რიც, მის არსებაში აღმოცენებული,
უწინაპრო, დაუწმინდავი და დაულაგებელი, იმ დიდი ფიქრის გამონაზარდი თუ გამონაყარი
იყო, მამისაგან რომ მიეღო შთამომავლო-ბით.
ცხოვრება აქ კი თავისი გზით მიდიოდა, სულ არ აინტერესებდა, შეამჩნევდა თუ არა პატარა
უხეირო, აუღებდა თუ არა ალღოს და აუწყობდა თუ არა ფეხს. "მუცელმა მოცდა არ იცისო" იტყოდა ხოლმე ყოველ დილას ქალუკა, ხილაბანდის ბოლოთი პირს აიკრავდა და ცომის ზელას
შეუდგებოდა. პოპინა სახლსა ჰგვიდა, თინა კი ლო-გინებს ამზეურებდა და შინდის სახრით
გამეტებით ბერტყავდა ფარდაგებს.

ერთ დღეს კი მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა, რამაც მთელი ქალაქი ერთხელ კიდევ
ააფორიაქა, დააბნია და დააშინა.
ქალაქი ახალი ჩაძინებული იყო, გალავანში ორი კაცი რომ შემოვიდა, ორივე მე-ლოტი. თავები
ისე უპრიალებდათ, თითქოს ოქროს თასები ახურავთო. ორივეს მოკლე ტუნიკი ეცვა, სანდლის
თასმები ბარძაყებამდე დაეხვიათ. ისინი ძმები იყვნენ, ერთს შიში ერქვა, მეორეს - ელდა. ისე
თამამად და თავისუფლად მოაბიჯებდნენ, თითქოს ამ ქალაქში დაბადებულან და გაზრდილანო.
"სწორედ თუ მოვდივართო", - თქვა ელ-დამ. "მოვედით და ეგ არისო", - უპასუხა შიშმა. ძმებმა
პირველივე ჭიშკარი დაუკითხა-ვად შეაღეს და ქოხის განათებულ ფანჯარას მიადგნენ, "რაც
გინდა ისა თქვი, და სხვის ფანჯარაში ყურებას მართლაც არაფერი ჯობიაო" - თქვა შიშმა. ძმებმა
ფანჯა-რაში შეიხედეს. ოთახში ოთხნი იყვნენ, ერთი კაცი და სამი ქალი. კაცი ზურგით კე-დელს
აჰკვროდა და უაზროდ იყურებოდა სივრცეში. ორი შაოსანი ქალი ტახტზე იჯ-და, ერთმანეთის
გვერდით, ხელები კალთებში ჩაეწყოთ და თვალს არ აშორებდნენ მე-სამე ქალს. მესამეს ძველი,
ბოლოებშემორღვეული პერანგი ეცვა, შიშველი, დასიებუ-ლი ფეხები ფლოსტებში წაეყო და
ოთახში წინ და უკან დადიოდა. ის ორსულად იყო და, ეტყობოდა, უფრო ახალგაზრდაც იმ
ქალებთან შედარებით, მაგრამ მშობიარობის ტკივილებს ისე დაეღრიჯა, ასი წლის დედაბერს
დამგვანებოდა. პატარა ქალი იყო, ფეხმოკლე, მუცელი კი უსაშველოდ გაზრდოდა,
გეგონებოდათ, მუცელი დაატარებს თავის ნებაზეო. მაგიდაზე ჭრაქი პარპალებდა და ოთახში
მყოფთა დაუშნოებულ, უც-ნაურად დაგრძელებულ ჩრდილებს დაუზოგავად ახეთქებდა ჭერსა
და კედლებზე. სი-ნათლის მოუსვენარი ალი მხოლოდ სანახევროდ ანათებდა საგნებსა და
ადამიანებს. ამიტომაც, საგნებიცა და ადამიანებიც თითქოს სინათლისგან დალაქავებულ ჭაობში
იდგნენ. ძმებმა სარკმელზე მიაკაკუნეს და სირბილით გაშორდნენ იქაურობას. ის ფეხ-მძიმე ქალი
ზიარა იყო, ორი შაოსანი, ერთმანეთის გვერდით რომ ჩამომჯდარიყო ტახ-ტზე, პოპინა და
ქალუკა, კედელთან გარინდული კაცი კი - კუსა.
ზიარამ შუაღამისას იმშობიარა, მასაც მკვდარი ბავშვი ეყოლა.
მეორე დილით ცუცამ მარჩენალი შვილი, რომლის მკლავზეც გაწვრთნილი კაჭკა-ჭივით
დასკუპებულიყო, სარკმელში გაახედა და უთხრა: თუ ხედავ, რა ხდება შენს სა-მეფოშიო.
ოყაჯადომ განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა. სასახლის ეზოში, თავლის გვერდით, ნეხვის
ზვინი იდგა, სარეცხის თოკისთვის ძველი შუბი შეეყენებინათ, სახა-ბაზოდან კი ბოლი
ამოდიოდა. "პურს აცხობენო", გაიფიქრა ოყაჯადომ, მაგრამ ეზოსთ-ვის თვალი მაინც არ
მოუშორებია, რადგან იცოდა, დედამისი ტყუილუბრალოდ არ მოიყვანდა აქ და არც ასე
გამომცდელად მიაშტერდებოდა, აბა, ხვდება თუ არა რამეს ჩემი შვილიო, არა, ჩემი მარჩენალი
შვილიო. ოყაჯადოს რაღაცა უნდა შეემჩნია, რაღა-ცას უნდა მიმხვდარიყო, ასე იყო ყოველთვის,
რაც თავი ახსოვდა, და ასე იქნებოდა სულ. "მაინც როდემდეო",- გუნებაში ვიღაცას გაუბრაზდა
ოყაჯადო და უცებ იგრძნო, როგორ მობეზრებოდა ყველაფერი; ან რა საჭირო იყო ეს უაზრო
წვალება, რატომ უნ-და ემტვრია თავი იმის მისახვედრად, რასაც დედამისი უკვე
მიხვედრილიყო. ეთქვა და გაეთავებინა, ისინი ხომ უკვე მარტონი იყვნენ, ორნი, დედა და შვილი,
ხოლო ის მე-სამე, რომლის გულისთვისაც ოყაჯადო ასე თუ ისე იძულებული იყო ზედმეტად შეეწუხებინა თავი, რახანია გამგზავრებულიყო საიქიოს, საიქიოს კი არა, სარკეში შემძვ-რალიყო,
მაინც თავისი გაეტანა, დამარხვის საშუალებაც არ მიეცა ქმრისთვის, თით-ქოს ქმარი რამეს

დააკლებდა, ღირსეულად ვერ უპატრონებდა. სამაგიეროდ მის მაგივ-რად ოყაჯადომ
საგვარეულო აკლდამაში წყლით სავსე ტაშტი დაასვენა. აბა, რა ექნა, რაღაცა ხომ უნდა
დაემარხათ? კამასგან კი მეტი არაფერი დარჩენილა. ოყაჯადოს არა-ფერი გახარებია ისე, როგორც
კამას გაქრობა. ცხედარივით შუა დარბაზში დასვენე-ბულ ტაშტს რომ ჩახედა, გული გაებადრა,
იგრძნო, ახლა იწყებოდა ნამდვილი, ყო-ველგვარი მოვალეობისაგან განტვირთული,
განუსაზღვრელი და შეუზღუდავი მეფობა, რადგან იქაც, ცრემლივით მღვრიე წყალშიც, მისი
სამეფო ჯიღა ლივლივებდა. ამიტო-მაც იყო, მთელი წელი რომ ატირა და ავიშვიშა ხალხი,
სასახლე კი ძაძებში გაახვე-ვინა და ისე ჩამოაბნელებინა, უჩირაღდნოდ ნაბიჯის გადადგმაც
ჭირდა. მერე რამდენ-ჯერ გასცინებია თვითონვე იმ ჩამობნელებული და ჩახუთული სასახლის
გახსენება-ზე, იმ თამაშობაზე, დედამისმა მის გასაწვალებლად რომ მოიგონა და კარგადაც აწვალებდა, აწვალებდა კი არა, ქანცი გასძვრებოდა ხოლმე, სანამ მიაგნებდა ჭრიჭინასა-ვით
გაუჩინარებულ ცუცას, საიდანღაც რომ ეძახდა ოთხზე დამდგარ ოყაჯადოს, ხმას წამოყევი, შე
სულელოო. ოყაჯადოც აბა რას შვრებოდა, სხვას რას უნდა წაჰყოლოდა, მაგრამ ხმა აბნევდა
სწორედ, და როცა ეგონა, ესაა მივიმწყვდიე ჩემი მაწვალებელიო, ახლა სულ სხვა მხრიდან
ესმოდა ცუცას ქირქილი. დედამისს სიარული არ შეეძლო, მაგრამ ხვლიკივით დახოხავდა. კამას
გაქრობის შემდეგ სასახლეში ნანატრმა სიმშვი-დემ დაიბუდა, არც მომჩივრები აწუხებდნენ და
არც მთხოვნელები, დრო თავზე საყრე-ლად ჰქონდათ სათათბიროდაც და სათამაშოდაც, და ვინ
იცის, როდემდე გაგრძელდე-ბოდა ეს უზრუნველი სიამტკბილობა, დედამისს მაინცდამაინც
დღეს რომ არ აეტეხა მისი გამჭრიახობის ერთხელ კიდევ შემოწმება. ოყაჯადო სარკმელთან იდგა
და ნახევა-რი სახე უხურდა, დედის გამომცდელი მზერა უხურებდა სახის ნახევარს და
გრძნობდა, როგორ მობეზრებოდა ყველაფერი, რასაც უკვე მიხვედრილიყო და რასაც აწი
მიახვედ-რებდა დედა. იმასაც გრძნობდა ურმის კოფოსავით რომ გახევებოდა მკლავი, რომელზედაც დედამისი ჩამოსკუპებულიყო. "მოვისრიალებ და ეგ იქნებაო", - გაიფიქრა ოყა-ჯადომ,
მაგრამ როცა მოთმინებიდან გამოსულმა ცუცამ კაჭკაჭივით შეიფრთხიალა, თვითონაც დაინახა
უცნაური არსება, რომელიც ბავშვსაცა ჰგავდა და უზარმაზარ ჩიტსაც. სასახლის ეზოში
ჩამოვარდნილი, ვერაფრით ვეღარ ახერხებდა აფრენას, თუმ-ცა თავს არ იზოგავდა, გამწარებული
დარბოდა წინ და უკან, ფრთებს აფართხუნებდა, თითქოს სწყდებოდა კიდეც მიწას, მაგრამ
მაშინვე ძირს ენარცხებოდა და უშნოდ გა-ფარჩხული, მიწაზე წამოდებული ფრთებით
მიიხვეტავდა ეზოს. "არიქა, დავიჭიროთო" - უნდოდა ეყვირა ოყაჯადოს, მაგრამ ცუცამ დაასწრო
და უთხრა: ეგ მართლა ჩიტი ნუ გგონია, შენი მეჯინიბის შვილიშვილი გახლავსო. ოყაჯადოს
იმდენად დაუჯერებლად ეჩვენა დედის ნათქვამი, სიფრთხილის გრძნობა სრულებით გაუქრა და
მთელი ტანით გადაიწია სარკმელში.
- რას შვრები, უბედურო! - იკივლა ცუცამ და ცოტა ხნის მერე დაამატა: თუმცა, კი გაქვს
სამაგისოდ საქმეო.
დედის შეკივლებამ ოყაჯადოც გამოაფხიზლა, ოყაჯადოც შეაშინა, დღემდე არარსე-ბული თვალი
აუხილა და უცებ დაარწმუნა, მართლაც არაჩვეულებრივი ამბის მომსწ-რე რომ გამხდარიყო და
რაღაცნაირი, დღემდე გაუთვალისწინებელი საფრთხე გამოსჩე-ნოდა. მეჯინიბის შვილიშვილი
სასახლის ეზოს დაბზარულ ფილაქანზე მუხლებს იტყავებდა და მართლაც იყო რაღაცა
შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი ამ ფრთებგამობმული ბავშვის უმწეო ფაფხურში, ხაფანგში

ფეხჩავარდნილი ნადირივით, მზად რომ იყო კბილებით გადაეღრღნა საკუთარი ძვალიც, ოღონდ
ხაფანგიდან თავი დაეღწია.
- მთელი ქალაქი ასეა. აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა! - დაიჩხავლა ცუცამ.
"აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა, აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა!" - გაიმეორა გუნებაში ოყაჯადომაც
და სისხლი აუჩქროლდა, ბებერი და გაზანტებული სისხლი კი არა, ძვე-ლი, ამ სისხლის წინაპარი,
ამ სისხლის მაჭარი, მართლა მაჭარივით რომ დაბობოქ-რობდა მის ძარღვებში და მოსვენებას
უკარგავდა, ადგილზე არ აჩერებდა, გამოფხიზ-ლებას არ აცლიდა, სულ რაღაცას ჰპირდებოდა და
ბოლოს ქვაც ააღებინა ხელში სა-კუთარი მამის თავის გასაჩეჩქვად, რადგან რასაც ჰპირდებოდა,
მამასისხლად ფასობდა. ოყაჯადომაც გაიღო მამის სისხლი, კი არ გაიღო, გადაჭრა, ქვით გადაჭრა,
რადგან მი-სი ერთი ბოლო საჯინიბოს შუა ბოძზე იყო გამობმული და რამდენიც არ უნდა გაე-წია,
მიზნისაკენ გადადგმული ფეხი ყოველთვის ჰაერში დარჩებოდა გაშვერილი, სისხ-ლის მოკლე
თოკი უკანვე ექაჩებოდა. ასე წვალობდა ოყაჯადო, სანამ მარჩიელმა თვა-ლი არ აუხილა, მერე კი
აღარც დაფიქრებულა, ხელიც არ აჰკანკალებია და ქვის ერ-თი დაკვრით ჭიაყელასავით გაწყვიტა
სისხლის თოკი და გამარჯვების ყიჟინაც დასცა, როცა საჯინიბოს შუაბოძზე გამობმული და
თავგაჩეჩქვილი მამამისი კლაკვნითა და ცახცახით ღაფავდა სულს. მერე კი აღარ გასჭირვებია
მიზნამდე მისვლა, დანაპირები მიიღო და იმდენ ხანს ეალერსა, იმდენჯერ მოიოხა გული მისი
ვნებიანი სხეულით, მობეზრდა კიდეც, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავდა იმას, ოყაჯადო
ხელს რომ აიღებდა მასზე, დაუვიწყებდა ძველ სიამტკბილობას, ძველ თავგამოდებასა და
ერთგუ-ლებას, მის ხელებში ჩამჭკნარსა და ჩაბერებულ მეუღლეს. არა, არც ასეთი უგუნური და
უსამართლო იყო იგი, ერთადერთი, ნამდვილი და კანონიერი მეუღლისათვის სიბე-რეში ზურგი
შეექცია. ის ხომ ამ ქალისათვის იყო გაჩენილი და ამ ქალთან ერთად ეწერა სიცოცხლეცა და
სიკვდილიც. კამა დანამატი იყო მხოლოდ, მზითვი იყო მისი ნამდვილი ცოლისა და ამიტომაც
გადნა, დაილია და გაქრა კიდეც, მისი ნამდვილი ცოლი კი ღმერთქალივით მარადიული იყო და
თუ ბერდებოდა, ამასაც ოყაჯადოს ხათრით აკეთებდა მხოლოდ, გული რომ არ დაეწყვიტა
მისთვის, თავად ბებერი და და-უძლურებული, შურით არ აღვსილიყო მარად ახალგაზრდა
ცოლის შემყურე. ამ ქალს მეფობა ერქვა, ტახტი, ჯიღა, სასახლე, ქვეყანა, პატივი, სახელი,
სიმდიდრე, სიამაყე, მშვიდი სადილი და მშვიდი ძილი. მერე რაა, რომ ცოტა მობეზრებოდა
კიდეც ოყაჯა-დოს ყოველდილა ერთი და იგივე სახის დანახვა, რომელსაც ნაოჭებში
ფერუმარილი ჩაკვდომოდა, წირპლიანი თვალების გახელა უჭირდა, მაგრამ მაინც ახელდა,
რადგან თვალის დაპატარავებული ჭრილებიდან ერთხელ კიდევ გადმოეფრქვია ოყაჯადოს თავზე მარად ახალგაზრდა და მარად სანატრელი ბრწყინვალება მეფური ბუნებისა. ამ
დაპატარავებული ჭრილებიდან გადმოფრქვეული სხივები ამოძრავებდნენ ოყაჯადოს არსებას,
როგორც ძაფები თოჯინას, და ორივენი გულიანად იცინოდნენ, როცა მეუღ-ლის თვალებიდან
გადმოფრქვეულ სხივებზე აკონწიალებული ოყაჯადო ცხვირის ნაც-ვლად ქეჩოს იფხანდა, ანდა
შუბლის ნაცვლად მუცელზე იდებდა ხელს. "ახხხლა თვა-აალი მაჩვეეეენეო". - ძლივსღა
ლაპარაკობდა სიცილისაგან დაოსებული ცოლი და ოყაჯადოც იცინოდა, იცინოდა, რადგან სულ
სხვა მხარეს ექაჩებოდა მის ხელს მაჯა-ში ჩაფრენილი სხივი. ასე იქცევდნენ თავს, ამას ერქვა
მეფურად თავის შექცევა, მაგ-რამ მოწყენაც იცოდნენ და მათი მოწყენაც მეფური იყო, მეფურად
მომხიბვლელი და დიადი: მასთან როგორ მოვიდოდა მეღორისა და მებატის ცეკვა-თამაში.

ოყაჯადო ზურ-გზე დაიწყობდა ხოლმე ხელებს და დაუყვებოდა სიჩუმისა და სიცარიელის
ტალანებს, მისი ფლოსტების ხმა უფრო ჩუმსა და უკაცურს რომ ხდიდა, რადგან ეს ხმაც მათი
ნაწილი იყო, მათი სიმტკიცის გუშაგი. მიდიოდა და გული სიამაყით ევსებოდა, საყი-დელზე
პირველად გაგზავნილი ბავშვივით, სასიამოვნოდ რომ უღიტინებს კისერში მშობლის შეფარული
მზერა და მღელვარება: რამე არ შეემთხვას, რამე არ დაუშავდეს ჩემს პატარასო. ოყაჯადო კი
მთელი ქვეყნის მზერას გრძნობდა, ასევე მღელვარესა და შეშფოთებულს, ჩაფიქრებული და
მარტო მოსეირნე მეფის ხილვით. ქვეყანას სული მისდიოდა, მაგრამ მაინც ვერ ჩასწვდომოდა
მეფის საფიქრალს. ოყაჯადო კი უარესად იჭმუხნიდა წარბებს, უარესად ანელებდა ნაბიჯს და
გულში ზეიმობდა: ოპროწუწუნ, ვერ მოგართვით, აბა გამოიცანით, თუ კარგი ბიჭები ხართო.
გამოსაცნობი კი არაფე-რი იყო, მარტო მოსეირნე კაცს მეფის გვირგვინი ედგა თავზე და ესეც
საკმარისი იყო, შურითა და მოწიწებით შეეხედა მისთვის ყველას. ახლა კი, ვიღაც მეჯინიბის
ტილი-ან შვილიშვილს აღარ მოსწონდა აქაურობა, აღარ უნდოდა პირდაღებულს ეცქირა მეფისთვის. კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა, აბა, რიღასთვის დასეირნობდა ამ ტალანებში, რიღასთვის
ითმენდა ამ უსაშველო სევდასა და მოწყენილობას, თუკი მაყურებელიც აღარ ეყოლებოდა, თუკი
ყველანი ერთბაშად დაჰკრავდნენ ფეხს და გაფრინდებოდნენ. "სად მამაჩემთან მიფრინავენო" ფიქრობდა ოყაჯადო და ძველი, უკანალივით ტახტზე გადაცვეთილი გუმანითა გრძნობდა,
ტახტის ყველაზე ვერაგ მტერთან ჰქონდა საქმე. ტყუილუბრალოდ არც დედამისი
აწრიალდებოდა ასე. არც გულხელდაკრეფილი დახვ-დებოდა ცუცა ამ ახალ მტერს, მაგრამ მასაც
მართებდა ჩაფიქრება, რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩაფიქრებულიყო ისიც. შეთქმულება, ღალატი,
ამბოხება, შხამი და ხან-ჯალი - ტახტის ძველისძველი მტრები იყვნენ, იმდენად ძველი, მტრობა
აღარც ეთქმო-დათ: ისე გასცნობოდნენ და გაშინაურებოდნენ ერთმანეთს, უერთმანეთობა
ვეღარც კი წარმოედგინათ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ერთმანეთს სჭირდებოდნენ კიდეც.
ტახტმა ყოველთვის იცოდა, სად იყვნენ ისინი, რას აპირებდნენ, როდის იყო მოსა-ლოდნელი
მათი გამოჩენა და მართლაც უღირსი უნდა ყოფილიყო ტახტობისა, თუკი უდროო დროს
ჩამოეყვინთებოდა და მისი გადატრიალების ნებას მისცემდათ. მათი ურ-თიერთობაც
ძირითადად ამით ამოიწურებოდა: ტახტს არ უნდა დავიწყნოდა მათი არ-სებობა და ყოველთვის
ფხიზლად უნდა ყოფილიყო, მათ კი განუწყვეტლივ უნდა ეტ-რიალათ ტახტის გარშემო და
ხელსაყრელი შემთხვევისათვის დაეცადათ. ესეც ერთგვა-რი თამაშობა იყო, მეფური თამაშობა,
რაც აეშმაკებდა და სიფხიზლის გრძნობას უღ-ვიძებდა ერთსაც და მეორესაც, ტახტსაც და
ტახტობის მსურველსაც. მეჯინიბის შვი-ლიშვილი კი სხვა რაღაცა იყო, ყოვლად
წარმოუდგენელი და ამიტომაც გაუთვალის-წინებელი შემთხვევა, სხვა ქვეყნიდან
შემოხეტებული თუ შემოფრენილი ვირჩიტა. "ეგ-რე არ გამოვა, ძმაოო" - უკვე შესდგომოდა
ოყაჯადო ფიქრს. მართლაც, რა გამოდიოდა, ხალხს რომ ფრენა ესწავლა, მერე ან ტახტს რაღა ფასი
ექნებოდა, ანდა ტახტზე მჯდომარეს. აეშვირა თავი ცისთვის და იქამდე ეპრუწუნა, სანამ არ
მოსწყინდებოდა. ვიღა გაუგონებდა და ვიღა ჩაუფრინდებოდა კალთაში. არა, ოყაჯადოს იქამდე
უნდა ეღონა რამე, სანამ ხალხი ფრენას ისწავლიდა. "ხომ არ უნდა გადამიყოლონ ამ ოხერ-მა
მეჯინიბეებმაო" - გაცეცხლდა უცებ. რა ჰქონდა ოყაჯადოს ცინგლიანი მეჯინიბის ნათესლარის
დასაწუნი, ვითომ რატომ არ უნდა მოსწონებოდა აქაურობა, რა ენახა უკეთესი? არაფერი.
ბაყაყივით წუმპეში გაჩენილიყო და წუმპეში დატყლაპუნობდა ახ-ლაც. კარგად არც ჰქონდა
ფიქრი დამთავრებული, თვითონაც რომ ეცა აშმორებული წუმპის სუნი. ისე გაუკვირდა, თითქოს

ეს სუნი ფიქრს ამოჰყოლოდა. ოყაჯადომ ტუჩე-ბი აიმრიზა და დარბაზი მოათვალიერა. კედლები
ატკეცილიყო, გამხმარი, დაფხვნილი და მტვრადქცეული საღებავი ბღუჯა-ბღუჯა ეყარა იატაკზე,
ფილაქანი ამოცვენილიყო, ღრმულებში აქა-იქ წყალიც ჩამდგარიყო, და ოყაჯადომ უნებურად
მაღლა აიხედა. დაბ-ზარულ ჭერზე თავდაყირა ეკიდნენ ღამურები. იატაკამდე ჩამოზრდილი
აბლაბუდა ქა-ჯის ნაწნავივით ირხეოდა. გულითაც რომ მოენდომებინა, ვერც ერთი მისანი ვეღარ
ამოიცნობდა, რა ეხატა ადრე ამ კედლებზე. ობმოკიდებული ლაქები ქვესკნელიდან ამოშვებული
ურჩხულებივით შესეოდნენ, გადაეძოვათ, გადაეჭიმათ, გასისინებულიყვ-ნენ და ახლა საღათას
ძილით ეძინათ ადამიანთა და ცხოველთა ნარჩენებში. ოყაჯა-დოს გაეცინა, რადგან ერთ
კედელზე ტახის უკანა ტანს ადამიანის ცალი ფეხი მის-დევდა მხოლოდ.
- რა გაცინებს, ვიღუპებით! - დაიჩხავლა ცუცამ, აქამდე ჩუმად რომ გასუსულიყო შვილის
მკლავზე და ფიქრს აცლიდა.
"რას დამსგავსებია აქაურობაო" - გაიფიქრა ოყაჯადომ და ფანჯრის დირეზე სიავკა-ცის
დროშასავით აფრიალებულ ძაძის ნაკუწს წაეტანა, მაგრამ ვერ შესწვდა. ეს პატა-რა ნაკუწიღა
შერჩენოდა ლურსმანს იმ ერთწლიანი გლოვის სამახსოვროდ, ოყაჯადომ ცოლის პატივსაცემად
რომ გამოაცხადა. იმის მერე ასე ფრიალებდა ალბათ, ნიავის ყოველ წამოქროლვაზე, მაგრამ
ოყაჯადომ ისიც ახლა შეამჩნია პირველად. ძაძის ნა-კუწმა კამა გაახსენა, კამამ კი - სარკე. საუკუნე
გასულიყო, რაც სარკეში არ ჩაეხედა. სასახლის დათვალიერებამ გუნება დაუმძიმა და დააფრთხო
კიდევაც, იქნებ მეც აღარა ვარ და ჩემს მაგივრად სხვა დააბოტებს ამ ტალანებშიო. ტანმა
სარკისაკენ წაიყვანა, ტანს ახსოვდა სარკის ადგილსამყოფელი, თორემ ოყაჯადო ალბათ
ვერასოდეს მიაკვ-ლევდა, ვერასოდეს მიხვდებოდა, რომ ეს ნაცრისფერი თუ ნაცარწაყრილი
საგანი სარ-კე იქნებოდა. სარკეს გოჯის სისქე მტვერი დასდებოდა, უმეთვალყუროდ გაპარულ
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.