Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20

Süzlärneñ gomumi sanı 3787
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
დამალული სენი აღმოეჩინა და ახლა საქვეყნოდ აპირებდა მოყოლას. ფარნაოზს კი უფლებაც
აღარ ჰქონდა გაეჩუმებინა, პირზე აეფარებინა ხელი, რადგან თავის დროზე არ გაუფრთხილებია,
ესა და ეს მჭირს, ოღონდ ნუ გამთქვამ, ხომ იცი ხალხის ამბავი, ათასნაირ კუდს გამოაბამენო.
ფარნაოზი არ ენდო კუსას, კუსამ კი მაინც გაიგო მისი საიდუმლო და ახლა, ალბათ, აღარ
დაზოგავდა, თუნდაც უნდობლობისათვის, თუნდაც იმიტომ, გარეთ რომ შეიტყო ის, რისი
გაგებაც საკუთარ სახლშიც შეეძლო, სხვებზე ადრე. ფარნაოზს კუსასი რცხვენოდა, იმისიც
რცხვენოდა, ასე რომ იდგა: დაბნეული, უმწეო, ენაგადაყლაპული. აქამდე ერთი წუთითაც არ
უფიქრია, სხვასაც თუ ეხებოდა მისი და ინოს ამბავი, მათი სიყვარულის გვამი ისე
საგულდაგულოდ ეგონა დამარხული, ეჭვიც არ გასჩენია, როდისმე ვინმე თუ მიაკვლევდა. კუსას
კი მიეკვლია, ცუდად იყო დამარხული და იმიტომ, ნაუცბათევად, ფაცაფუცით. ფარნაოზი იმ
დამნაშავეს ჰგავდა, რომელსაც მსაჯულისა უფრო რცხვენოდა, ვიდრე ჩადენილი დანაშაულისა,
რადგან დანაშაული დაუფიქრებლად, ბრმად ჩაედინა, გაშმაგებულს, და მხოლოდ ახლა,
სამართლიანი და კეთილი მსაჯულის წყალობით გაეგო, რა შედეგი მოჰყოლოდა მის
დაუფიქრებლობას, სიბრმავესა და გაშმაგებას. კუსას ნალაპარაკევიდან ისე გამოდიოდა, თითქოს
ფარნაოზს ინო მოეტყუებინა, ეღალატნა, გაებრიყვებინა, "იქ" დაეტოვებინა, საიდანაც
აუცილებლად უნდა გამოეხსნა, საიდანაც მხოლოდ მას შეეძლო მისი გამოხსნა, მაგრამ რატომღაც
საამისოდ ფარნაოზი თითსაც არ ანძრევდა, როცა ინოს თვალი გზისკენ რჩებოდა, კიდევ
სჯეროდა, კიდევ არ კარგავდა იმედს და, თუმცა ფარნაოზის ნაცვლად, ერთადერთი მხსნელისა
და პატრონის ნაცვლად, მისი დისშვილი გამოეცხადებოდა ხოლმე, ისიც ათასში ერთხელ, იმასაც
დიდ ბედნიერებად თვლიდა, ღვთის წყალობად, და მზად იყო, კიდევ აეტანა ტანჯვა და
დამცირება, თავზე საყრელად რომ ჰქონდა იქ, გულხარბი დედა-დების ხელში. კუსას ერთი
თბილი სიტყვა მხნეობას უბრუნებდა საწყალ გოგოს და მართლა იჯერებდა, ფარნაოზი კიდევ
რომ აპირებდა მის გამოსყიდვასა თუ მოტაცებას. კუსა კი იმიტომ ატყუებდა ასე უსინდისოდ,
ბიძამისის მაგივრად რომ რცხვენოდა, პატიოსანი ბიძის მაგივრად, რომელიც სხვებს არიგებდა
იქით ჭკუას, სხვებივით არ ვარდებოდა წუმპეში, რადგან სხვებისგან განსხვავებით მარტო
გაძღომაზე არ ფიქრობდა, სხვებზე მეტი ესმოდა და სხვებზე მეტიც მოეთხოვებოდა.
რასაკვირველია, გოგოს მოტყუებას დიდი ამბავი არ უნდოდა, მაგრამ კუსას ფარნაოზისგან

უკვირდა, ფარნაოზისგან არ ელოდა და ამიტომაც, იძულებული ხდებოდა, ათასნაირად
ეთვალთმაქცა, ათასნაირად დაეყვავებინა საწყალი გოგოსთვის, რათა მასაც არ შესცვლოდა აზრი
ფარნაოზზე. ფარნაოზს არ უნდა გაჰკვირვებოდა და არც უნდა სწყენოდა დისშვილის
საყვედური, რადგან კუსას მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა ალაპარაკებდა ასე, მაგრამ
კუსა, რა თქმა უნდა, ბოლომდე მაინც ბიძის მხარს დაიჭერდა, თუკი ბიძა არ ითაკილებდა მის
დახმარებას. კუსა სხვებს ეხმარებოდა, სხვებს უმართავდა ხელს და რა გასაკვირი იყო, ბიძასაც
გამოსდგომოდა. ბიძას უფლებაც ჰქონდა ებრძანებინა მისთვის, სხვა თუ არაფერი, მისი
წყალობით გაიზარდა კუსა, მისი ოფლიანი პურითა და გამონაცვალი პერანგით. მართალია,
ბიძამისს ბევრი რამ არ მოსწონდა კუსასი, მაგრამ უმადურობას ვერ დასწამებდა. არც
მიუხვედრელი იყო კუსა, ყველაფრის გაგებაც შეეძლო და დაფასებაც. მამამ არ იკადრა, ბიძა კი
გადაჰყვა, ფეხზე დააყენა, კაცი გამოიყვანა. ახლა ბიძამისს უფლება ჰქონდა, მკლავები
დაეკაპიწებინა და მოემკა მოსავალი. მისი ერთი სიტყვაც კმაროდა, კუსა ცეცხლში ჩამდგარიყო,
შავთვალება მალალოს კი არა, ურჩხულს მოსტაცებდა ინოს, თუკი ფარნაოზი დაავალებდა, დიახ,
დაავალებდა, რადგან ამ საქმეში თვითონ არც უნდა გარეულიყო, სახელს უნდა
გაფრთხილებოდა, კუსას კი, ფეხებზე ეკიდა, რას იტყოდნენ მასზე, მთავარია, ბიძის გული
გაეხარებინა, დაებრუნებინა მისთვის ის, რაც ეკუთვნოდა, რაც მისი იყო, მაგრამ ბუნების
უსამართლობისა და საკუთარი პატიოსნების, მორიდებულობისა თუ მოუხერხებლობის გამო
დაეკარგა. "შენ ოღონდ მითხარი, ბიძაჩემო, ხე, ხე, ქალის მოტაცებას რა უნდაო", - ამბობდა კუსა
და ფარნაოზს უარესად რცხვენოდა, ესიკვდილებოდა ამ საკითხზე კუსასთან ლაპარაკი,
რომელიც უკვე თანამზრახველივით ამოსდგომოდა გვერდით, თუმცა ფარნაოზი ვერაფერს
ვეღარ ხედავდა, თავში ავარდნილ სისხლს დაებრმავებინა და მართლა ბრმასავით უმწეო
გაეხადა. კუსას ხმა ტლანქი მეგზურივით ეჯაჯგურებოდა, მაგრამ უმისოდაც აღარ შეეძლო,
ქუჩაზეც ვერ გადავიდოდა, ან ორმოში ჩაუვარდებოდა ფეხი, ანდა ეტლი გაიტანდა.
- ინო მოკვდა. ინო ჩემთვის აღარ არსებობს! - როგორც იქნა ამოილუღლუღა, თითქოს მტერს
შეევედრა, ნუღარ დამკრავ, დამზოგე, ისედაც ბრმა ვარო.
წამიერი სიბრმავე ფარნაოზს საუკუნედ ეჩვენებოდა, რადგან მაინც აწუხებდა კუსას მოღიმარი
სახე, თითქოს ამ სახით ჰქონდა თვალები ახვეული და, თუ ვეღარც მას ხედავდა, სამაგიეროდ
გამუდმებით გრძნობდა, როგორც ჩამოჩაჩულსა და გაბინძურებულ სახვევს.
"ინოს ვუყვარვარ, ინო მელოდება, ინოს ჩემი იმედი აქვს, - ფიქრობდა ფარნაოზი, - არა, არ
შეიძლება, ინო ხომ მკვდარია. რამდენი ხანია არ გავსულვარ სასაფლაოზე, ალბათ, ბალახმა
გადაჭამა იქაურობა. ბალახიც ვერ მოვუგლიჯე, იმიტომ რომ... იმიტომ რომ, ასეთი ვარ, უნდილი
და მშიშარა, სიყვარულისაც შემრცხვა, დაცინვისა შემეშინდა, ხალხი რას იტყვის-მეთქი. კუსას კი
არ შეეშინდებოდა, უკან არ დაიხევდა; აკი თვითონვე ამბობს, ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან
ჩემზეო. ვიღაცასთან ხომ უნდა იყო მართალი? ვიღაცასთან უნდა იყო სწორედ მართალი. რადგან
სხვებმაც დაინახონ შენი სიმართლე. მე კი ერთს ბევრი ვამჯობინე, მხდალი ვარ და იმიტომ;
პატიოსანი მხდალი, არავის რომ არ სჭირდება, რადგან უკვე იციან, რისი მაქნისიცაა. ამიტომაც
მისცეს ნება, გვერდზე გამდგარიყო, ამიტომაც დაავიწყდათ მისი არსებობა, არაფერს აღარ
ელოდებიან მისგან, რადგან თავიდანვე დარწმუნდნენ, გამოუსადეგარი, მაგრამ უწყინარი
ცხოველი რომ იყო. აკი მართლაც პირველსავე შეყვირებაზე გააგდებინეს პური, საერთო

ხარიხიდან რომ ჩამოიღო უკითხავად, რადგან ჯერ არ იცოდა იმ პურის მნიშვნელობა, არ იცოდა,
ყველას რომ ეკუთვნოდა ის და მარტო მაინც ვერ მოერეოდა. ამას რომ მიმხვდარიყო, ერთი
შეყვირება აღმოჩნდა საკმარისი, ერთი დაცაცხანება. ისიც მაშინვე გვერდზე გადგა, თავი
მოიკვდარუნა და იმ ფინჩხაზეც უარი თქვა, ალბათ მასაც რომ შეახვედრებდნენ. არა, უარი კი არა
თქვა, თავისი წილი ფინჩხა გვერდზე გაათრია და მიწაში დამარხა, როგორც წუწკმა მელამ
მონარჩენი საჭმელი".
"ის თავი რა იქნა, ბიძაჩემო, აი მამაშენის ქვიდან რომ გამოჩორკნე?" - ჩაესმა უცებ კუსას ხმა და
ისე გულწრფელად უპასუხა: ის თავიც სასაფლაოზე მარხიაო, - თითქოს ფიქრს აგრძელებდა.
მაგრამ კუსას ხმამ მაინც გამოარკვია და თუმცა მხედველობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებოდა, აღარ
დაუცდია, ბრმასავით თავაღერილი გაუყვა ქუჩას. "შენ ოღონდ მითხარი, ბიძაჩემო, ხე, ხე, ქალის
მოტაცებას რა უნდა..." - მისძახოდა კუსა და ისიც უნებურად ფეხს უჩქარებდა.
ერთი კვირის თავზე შავთვალება მალალოს სასტუმროს დაკოდილი მეჯინიბე მოადგა. ამ ამბავმა
სასტუმროში დიდი ჟრიამული გამოიწვია. ხალვათად ჩაცმული გოგოები მთავარ ოთახში
გამოეფინენ. მართლაც, რა უნდა ყოფილიყო ამ ქალებისთვის უფრო საოცარი, საინტერესო და
თავშესაქცევი, ვიდრე სტუმარი, რომელიც ყველაფრით კაცს ჰგავდა, მაგრამ მაინც არ იყო კაცი.
დაკოდილი მეჯინიბის სტუმრობა უფრო წარმოუდგენელი იყო მათთვის, ვიდრე... ვიდრე
ოყაჯადოს მობრძანება. მართალია, მისი ამბავი უკვე გაგებული ჰქონდათ და შეჩვეოდნენ
კიდევაც, როგორც მოლაპარაკე თუთიყუშს, მაგრამ საკვირველი სხვა იყო. თუთიყუშმა თავისი
ადგილი იცოდა, გალიაში იჯდა, მეჯინიბე კი სწორედ იქ მისულიყო, სადაც არაფერი
ესაქმებოდა. ყველას ისეთი სახეები ედოთ, თითქოს პატარა გოგოები იყვნენ და ვიღაცას
უზარმაზარი თოჯინა მოერთმია მათთვის, თანაც უბრალო კი არა, მოლაპარაკე და მოსიარულე
თოჯინა, რომელიც ისე ჰგავდა ცოცხალს, დიდი თავშეკავება იყო საჭირო, ხელი რომ არ
მოგეკიდა, არ შეჰკითხვოდი რამეს, აბა მეც მიპასუხებს თუ არაო. მოკლედ, შავთვალება მალალოს
სასტუმროში დიდი ჟრიამული იდგა. მეჯინიბეს ტილოშემოხვეული მძიმე საგანი ეჭირა. საგანი
აშკარად მძიმე იყო, რადგან ხშირ-ხშირად აშველებდა მუხლს და კისრის ძარღვებიც დასჭიმვოდა.
მეჯინიბემ თავი მაღლა ასწია, ყვითელი, ნაფოტა კბილები დაკრიჭა, დაბერილი ნესტოებით
ჰაერი ხრიალით შეისრუტა, გაბმულად დაიჭიხვინა და ფეხების ბაკუნით ადგილზე
დატრიალდა; მერე, ქალების ტკრციალი ცოტათი რომ ჩაწყნარდა, იკითხა: ინო რომელიაო, და
როცა დებმა მკვდარივით გადაფითრებული ინო წინ წამოაგდეს და მიაძახეს: ბედი გქონია, შენ
აგირჩიაო, ტილოშემოხვეული საგანი ორივე ხელით წინ გაიშვირა და უთხრა: ფარნაოზმა
მოგართვაო. დებმა ამაზედაც გადაიკისკისეს, რადგან ისე განწყობილიყვნენ საცუღლუტოდ, რაც
არ უნდა ეთქვა და გაეკეთებინა მეჯინიბეს, ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენებოდათ. ინო კი
ნადირივით ეცა მეჯინიბეს ხელებში, მტაცებელი ნადირის მოულოდნელობითა და
დაუნდობლობით, თითქოს ტილოშემოხვეული საგანი კი არ მოერთმიათ მისთვის, არამედ
წართმევას უპირებდნენ. ვერც კი გაიგო, როდის აღმოჩნდა თავის ოთახში. ტახტზე იჯდა და
მძიმე, ტილოშემოხვეული საგანი ჯერ ისევ მუხლებზე ედო, მუხლები უცახცახებდა, გული
ამოვარდნაზე ჰქონდა. დიდი ოთახიდან კი ისევ ისმოდა მეჯინიბის ჭიხვინი და დების
ტკრციალი. "ახლა გამიშვითო", - ამოიხვიხვინებდა ხოლმე მეჯინიბე, მაგრამ უცებ ისეთი
წიოკობა ატყდებოდა, აშკარა იყო, ქალები ძალით აკავებდნენ, კალთებზე ებღაუჭებოდნენ და

ისიც იძულებული ხდებოდა, ერთხელ კიდევ დაეკრიჭა კბილები, ერთხელ კიდევ დაეჭიხვინა და
ფეხების ბაკაბუკით დატრიალებულიყო ადგილზე. როდის-როდის გაბედა ინომ და მუხლებზე
დასვენებულ საგანს ტილო ფრთხილად მოაშორა. მრგვალი ნაცრისფერი ქვა შერჩა ხელში, მაგრამ
არ გაჰკვირვებია, თითქოს ელოდებოდა კიდეც, თითქოს უბოროტოდ გახუმრებოდნენ და
თვითონაც დაბნეულად მომღიმარმა გახედა კარს, რადგან სწორედ იმ დროს მისმა ექვსმა დამ
ერთდროულად გადაიკისკისა. მერე ქვა ტახტზე გადადო და წამოდგა. ტილო, რომელშიც ქვა
გაეხვიათ, ისევ ხელში ეჭირა. არაფერზე არ ფიქრობდა, ამ ოთახიდან უნდოდა გასვლა, მაგრამ
რატომღაც ერიდებოდა, ვერ გაებედა, თავისიანებისა რცხვენოდა, არკი იცოდა რატომ.
დამუშტული ხელები ათრთოლებულ ტუჩებთან მიეტანა და ოთახში წინ და უკან დადიოდა.
უცებ შეჩერდა და ტახტზე დაგორებულ ლოდს გამოხედა, მერე ფრთხილად, თითის წვერებზე,
ტახტისკენ წამოვიდა, თითქოს ტახტზე ბავშვს ეძინა და შიშობდა, არ გაეღვიძებინა. დიდხანს
დასცქეროდა ნაცრისფერ ლოდს. დიდ ოთახში მეჯინიბე ჭიხვინებდა, მაგრამ ინოს უკვე არაფერი
ესმოდა, საკუთარი გულის ბაგაბუგის მეტი. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ვიღაც
უთვალთვალებდა, ჯიუტად, თვალმოუშორებლად. ის კი მონუსხულივით იდგა ტახტის წინ და
ლოდს დასცქეროდა. იმის თავიც აღარ ჰქონდა, ოთახი მოეთვალიერებინა, გაექარწყლებინა ეს
უსიამო შეგრძნება. შეიძლება, ეშინოდა კიდეც მოხედვისა, რადგან თანდათან უარესად
რწმუნდებოდა, მარტო რომ არ იყო ოთახში. "რა მემართებაო", - სცადა გამოფხიზლება ამ უეცარი
გაოგნებიდან, მაგრამ არ გამოუვიდა, არ უნდოდა და იმიტომ, ეზარებოდა, როგორც დილის
ძილიდან გამორკვევა, თუმცა რომელიღაც ძარღვი თუ უჯრედი განუწყვეტლივ განგაშობდა და
მის დანარჩენ არსებას დაუზოგავად, მტკივნეულად მოათრევდა გაოგნების ბურანიდან, როგორც
პატარა და ბასრი ანკესი უზარმაზარ თევზს. ინომ შეჰკივლა, მოკლედ, დაგუბულად. ნაცრისფერი
ლოდი ლამის ცოცხალი თვალებით შემოსცქეროდა ტახტიდან. ახლა სახის სხვა ნაკვთების
შემჩნევაც აღარ გასჭირვებია: მის წინ ქვისგან გამოთლილი თავი იდო, გოგოს თავი,
კიკინებაპრეხილი. "ეს ხომ მე ვარო", - გაიფიქრა და უნებურად სახეზე ხელი ჩამოუსვა ორეულს,
თითქოს აღარ სჯეროდა, ქვისა რომ იყო. და უცებ, სადღაც სულის წიაღიდან დაძრულმა
ღიმილმა, სევდიანმა და უღიმღამომ, ერთი წამით, მაგრამ მაინც გამოუცოცხლა სახე, თითქოს
ნიაღვარმა ვარდის ფურცელი ჩაატარაო. ახლა მართლა ორნი იყვნენ ოთახში: თვითონ და
ფარნაოზის ხელით ქვისგან გამოთლილი მისი თავი, ძველი ინო და ახალი ინო, ბედნიერი ინო
და უბედური ინო, მარტო ფარნაოზის ინო და მთელი ქალაქის ინო. ისინი ჯიუტად
შესცქეროდნენ ერთმანეთს სახეში, თითქოს ვინც პირველად დაილაპარაკებდა, წაგებულიც ის
იქნებოდა. ინოს თმის ბოლო პირში ჩაეტენა, ყელში მოწოლილი ქვითინის ხმა რომ ჩაეხშო. ამ
უეცარ შეხვედრას მისი ბუნება მართლა გაეორებინა, ერთდროულად ბედნიერიც იყო და
უბედურიც, პატარა, კიკინებაპრეხილი გოგოც და უკვე მრავალი მამაკაცის ხელში გამოვლილი
ქალიც. ინო მუხლებზე დაეცა და ქვის გათოშილ თავს ისე მხურვალედ დაუწყო კოცნა, თითქოს
მკვდარი და გასცოცხლებოდა. ანდა ხელში უკვდებოდა და, სხვა რომ ვერაფერი ეღონა,
ცდილობდა, კოცნით გამოებრუნებინა. თან ტიროდა, მდუღარე ჩამოსდიოდა. ცრემლმა ქვას
მოშავო-მონაცრისფრო ლაქები გაუჩინა, მკვრივსა და ხორკლიან ყვრიმალებზე მასაც
ჩამოსდიოდა ცრემლი, ინოს ცრემლი, თითქოს ისიც ტიროდა. ტირილითა და ხვევნა-კოცნით
ინომ გული რომ იჯერა, ტილო ბაგირივით დაგრაგნა და ქვის თავს გამეტებით გადაჰკრა, ისე
მაგრად მოიქნია ხელი, შიშისაგან თვითონვე დახუჭა თვალები, თითქოს ქვა მის დარტყმას ვერ

გაუძლებდა, დაიჭექებდა, გასკდებოდა, დაიმსხვრეოდა და მისი ნამტვრევები ინოსაც ქვეშ
მოიყოლებდა. მაგრამ ქვას არაფერი დასტყობია. ინო კი იქამდე სცემდა, სანამ მხარი არ ასტკივდა
და თითები არ დაუბუჟდა. მერე გალახული თავიცა და დაფლეთილი ტილოც ტახტის ქვეშ
შეაგდო და ოთახიდან ისეთი სახით გამოვიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
***
ნავსადგურში ძველებურად შემოდიოდნენ ხომალდები, თუმცა წყალი აღარ ჩანდა,
ხომალდებიდან გადმოყრილი სიბინძურე, ლორწოვანი ხავსის ნაფლეთები და ყვითელი
დუმფარა ჭაჭასავით მოეგდო თავზე; მხოლოდ ნანიჩბარში ერთი წამით გაიელვებდა ხოლმე
დაბზრიალებული წყალი, რათა დაედასტურებინა, ჯერ კიდევ რომ ედგა სული ჭუჭყის სქელი
საფარველის ქვეშ. მეთევზეები ახლა მთელი კვირის სავალზე შორდებოდნენ ნაპირს, თევზის
დევნაში ათენ-აღამებდნენ, მაგრამ მაინც ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ შინ. ნავის ფსკერს
ორიოდე წვრილი თევზი თუ უბათქუნებდა კუდს, უარესად რომ გაებოროტებინა
ხელმოცარული მეთევზეები. იმათაც ისღა დარჩენოდათ, ყველაფერი ბედიასთვის, თავიანთი
ყოფილი მეთაურისთვის დაებრალებინათ; იქამდე არ მოისვენა, სანამ ზღვა მართლა არ
გადარიაო, - ბუზღუნებდნენ ისინი და უხალისოდ, უნდილად მოაცურებდნენ ცარიელ ნავებს.
მედუზებით გაგლესილი ბადეც ბებერ კატასავით გამოუსადეგარი გამხდარიყო.
ტყუილუბრალოდ დაათრევდნენ, მაგრამ მაინც ვერ გაეწირათ, ვერ შელეოდნენ ძველსა და
ერთგულ მეგობარს. ქალაქი კი უცნაური სიკვდილის მოლოდინში იყო: დედოფალი კამა
დნებოდა. სასახლის ეზოში კარვები გაეშალათ, როგორც ოდესღაც, ფრიქსეს ავადმყოფობისას,
მაგრამ ვერც ახლა გაეწყოთ რამე მისნებსა და მკურნალებს; არც ასეთი სნეული ენახათ, არც ასეთი
სენი. დედოფალი სითბოში შეტანილ ლოლუასავით დნებოდა; მართალია, თოვლში იწვა,
ზემოდანაც თოვლი ეყარა, მაგრამ მაინც დნებოდა, ილეოდა, თვალსა და ხელს შუა იკარგებოდა.
თოვლს მთიდან ეზიდებოდნენ სახედრებით. გადალურჯებული თოვლით პირმობმულ
გოდრებს წყალი წურწურით გასდიოდა, მაგრამ, როგორც სასახლიდან გამოსული ხმები
ირწმუნებოდნენ, გლოვა დღედღეზე უნდა გამოცხადებულიყო. სიგამხდრისაგან კამას თვალები
გაზრდოდა, ისე გაზრდოდა, ისმოდა კიდეც, როგორ იღვრებოდა სუსხიანი და დამაბრმავებელი
სინათლე ამ თვალებიდან. სარკის შეჭირხლულ ზედაპირს მსახურები ყოველ წუთას წმენდდნენ,
რამეთუ დედოფალს ჯერ კიდევ არ დაეკარგა იმედი, არ იჯერებდა, გარეთ რომ დატოვებდა, კარს
რომ არ გაუღებდა სარკე. თოვლის ლეიბი ეგო, თოვლის საბანი ეხურა, თოვლის ბალიშზე
მისვენებულიყო და სარკეს შესცქეროდა ჯიუტად. სარკეშიც მოეთოვა და გალურსულ თოვლზე
დედოფლის თვალები ორ უზარმაზარ, მოელვარე ვარსკვლავივით ესვენა. სხვა არაფერი ჩანდა,
უძირო, უსასრულო სითეთრისა და შემაწუხებელი სიცარიელის გარდა. სარკის ბინადარი კამაც
უკვალოდ გამქრალიყო სადღაც. დედოფალი კი დნებოდა, უცებ ივსებოდა ტახტის ქვეშ
შედგმული ტაშტი. მთიდან ჩამოზიდულ თოვლს სასახლე გრილოებისა და ხმელი წიწვის სუნით
გაეჟღინთა, მაგრამ დედოფლის გაქრობამდე ქალაქი სხვა საოცრებათა მოწმე უნდა გამხდარიყო.
სიკვდილმა, ყველასათვის მოულოდნელად, ჯერ ღვინის ვაჭარ ბახას ჩააკითხა
ორმოცსაფეხურიან სარდაფში, მთვრალების ჟრიამულსა და აყალმაყალში ისე მოხერხებულად
ჩაიპარა და ამოიპარა, კაციშვილს არ გაუგია, ახლობლებმაც სამი დღის მერე შეიტყვეს მხოლოდ.

ღვინის ვაჭარ ბახას სიკვდილს დარიაჩანგის ბაღის გაქრობა მოჰყვა და ქალაქს კარგა ხნით
გადაავიწყდა სასახლეცა და მისი ბინადრებიც.
სამი დღე და სამი ღამე კიდევ იჯდა მკვდარი ბახა თავის საყვარელ სკამზე, მუხლებს შორის
განუყრელი ჯოხი ჩაედგა, ჯოხის მრგვალ თავზე ხელები კრამიტებივით შემოეწყო და ზედ
ნიკაპი დაებჯინა, თითქოს განვლილ ცხოვრებას გაჰყურებდა. ცხოვრება კი გრძელი იყო,
მოზეიმე, ხმაურიანი, დაუქანცველი, ერთნაირად თავბრუდამხვევი თავისი სიტკბო-სიმწარით,
განუმეორებლობითა და სიდიადით. ბახაც ზეიმისთვის იყო გაჩენილი, სიყვარულისთვის,
დროსტარებისთვის. ასეც ცხოვრობდა, სანამ სიბერე და უძლურობა ორმოცსაფეხურიან
სარდაფში ჩალალავდა. ცხოვრება კი იმ დღეს დაიწყო, როცა პირველი ღრეობის შემდეგ ვენახში
გაეღვიძა, უცნობი, მაგრამ სასურველი ქალის გვერდით. თავზე ალისფერი, თითქოს ღვინისგან
სახეალეწილი ვარსკვლავები დასცქეროდნენ. ნიავს კუდით აეთრია ჩანავლებული კოცონის სუნი
და ღობე-ყორეს ედებოდა. ჭრიჭინები სულს ვერ ითქვამდნენ; ხმელი, გახურებული ბალახი
ბუხრის წინ გატრუნულ კატასავით კრუტუნებდა. მათი ტანსაცმელი ჭიგოებზე ეკიდა და ნიავის
ყოველ წამოქროლვაზე ისე ირხეოდა, თითქოს ისღა აგრძელებდა ცეკვას, რაკი პატრონებს
არაქათი გამოსცლოდათ. თავთით ღვინით სავსე დოქი ედგათ, კერპივით გაფუყული, და
მხოლოდ ამ პატარა, ბალახში მთვრალივით გადაქანებულ დოქის სიგრილე ანელებდა
ღვინობისთვის ჩახუთულ ღამეს. ატმის ხეზე მიბმული თიკნის პეტელს სიცილით
ეხმიანებოდნენ სადღაც, ღამის ჩეროებში მათსავით ჩამალული წყვილები. მერე ერთმანეთს
გადაება დღეები და ღამეები, კისკისა და მხიარული, როგორც ფერხულში ჩამდგარი ქალების
ქვედაკაბებიდან გამოსხლეტილი სიშიშვლე. სიმთვრალეს სიყვარული მოჰყავდა, სიყვარულს სიმთვრალე, გაუნელებელი და აღგზნებული. ვერც ოჯახმა დაავიწყა ბახას ერთი დღის
მეგობრები და ერთი ღამის საყვარლები, თავისით რომ ჩნდებოდნენ და უსასრულოდ
ამრავლებდნენ ერთმანეთს, როგორც დღეები და ღამეები. ბახას რახილოც უყვარდა, არც
რახილოსთან იზოგავდა თავს, მაგრამ ის მაინც სხვა იყო, ის ცოლი იყო და სხვა ქალებივით ვერ
აცეკვებდა კოცონის გარშემო, თუნდაც იმიტომ, ქმრის ფეხისხმას აყოლილ რახილოს, შეიძლება,
ერთ მშვენიერ დღეს სულ სხვა კაცის მკლავზე გაღვიძებოდა ვაზის ძირში. რახილო ბრაზდებოდა
და ვერც ბრაზდებოდა, რადგან ერთი ღამით მობრუნებული ბახა ერთბაშად ავიწყებდა მთელი
თვის წუხილსა და მოლოდინს. "დაიმახსოვრე, მე შენი ქმარი ვარ და ეს არც ისე ცოტას უნდა
ნიშნავდეს შენთვისო", - ეუბნებოდა ბახა რახილოს, როცა იგი ისევ ამაოდ შეეცდებოდა ხოლმე
უცნაური ქმრის შეკავებას. რახილოსთვის მართლაც ყველაფერი უცნაური იყო, რითაც მისი
ქმარი ცხოვრობდა, უცნაური და გაუგებარი. მამაც ჰყავდა და ძმებიც, მაგრამ ისე გაიზარდა,
მთვრალი კაცი არ უნახავს, თუმცა სადილად უღვინოდ არ დასხდებოდნენ, პირველ რიგში
ღვინით სავსე დოქს ჩამოდგამდნენ ხოლმე სუფრაზე, მაგრამ ასევე ხელუხლებელი გაჰქონდათ,
თითქოს მხოლოდ სუფრის გასალამაზებლად სჭირდებოდათ; რახილო მდიდარ ოჯახში
გაზრდილი ქალი გახლდათ და ფულის ყადრი იცოდა. რამდენჯერ გაუგონებიათ მეგობარ
ქალებს: მთელი ქალაქი ბახას საყვარლებითაა დასახლებული, მთელ ქალაქს ეგ აქეიფებსო,
მაგრამ რახილოს ის კი არ აწუხებდა, რაც მის მეგობარ ქალებს გაახარებდათ, არამედ ის, რაც
მამამისსაც აცოფებდა: საიდან შოულობდა, ან თუ შოულობდა, რატომ ფლანგავდა ასე უაზროდ,
ასე სულელურად, სიმწრითა და მოთმინებით მოსახვეჭელ ფულს ერთის სიძე და მეორის ქმარი.
რახილო ორ ცეცხლშუა ტრიალებდა, რაც მამამისს არ მოსწონდა, იმას მეგობარი ქალები

უქებდნენ და უწონებდნენ, უწონებდნენ კი არა, შენატროდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ, რომელი
ადრე მოირბენდა რახილოსთან და სხაპასხუპით მოუყვებოდა ბახას ახალ თავგადასავალს, "იმ
დღეს, თურმე, სახედარზე შემჯდარს, გოგო-ბიჭების ამალით ჩაუვლია ქალაქზეო" თვალებგაბრწყინებულნი, პირწყალმომდგარნი უყვებოდნენ ისინი რახილოს და ბოლოს
აუცილებლად დაამატებდნენ ხოლმე: კაცი თუ ხარ, ეგეთი უნდა იყო, აბა, ჩემი ქმარი ძილში რომ
გაატყაოს ვინმემ, იმასაც ვერ გაიგებსო. რახილოსაც სჯეროდა და იფერებდა კიდეც შესაშური
კაცის ცოლობას, ამიტომაც იკავებდა თავს, უფრო სწორედ, თავსაც არ უტყდებოდა, თუ რა ძნელი
მოსავლელი და მოსათმენი იყო ბახასნაირი ქმარი, ყველაფერს რომ გარეთ ფლანგავდა და ისღა
მოჰყვებოდა ხოლმე შინ, რაც ვიღაც ოხრებს გადაურჩებოდათ. რახილო გულის სიღრმეში,
მამისაგან დაფარულად, მაინც ისეთივე აზრისა იყო ქმარზე, როგორისაც მისი მეგობარი ქალები
და, შეიძლება ამიტომაც, ვერ ხვდებოდა მათ ვერაგობას. რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო
სანახევროდ უქმროდ ცხოვრება, მაინც ასე ერჩია, ოღონდ მისი ბედი ყოველთვის შესაშური უნდა
ყოფილიყო სხვა ქალებისთვის. რახილო ამ რწმენით ცხოვრობდა, ხოლო როცა შვილებიც გააჩინა
და მათმა ჭყავილმა ამოუვსო მოხეტიალე ქმრისგან დატოვებული სიცარიელე, მერე დროც აღარ
რჩებოდა, უფრო ღრმად ჩაჰკვირვებოდა ცხოვრებას. მამა რომ მოუკვდა, უარესად მიეკედლა
ქმარს, ქმარს კი არა, ქმრის სახელს, რადგან დამოუკიდებლობისა ეშინოდა, არ იყო მიჩვეული.
სამაგიეროდ მამის უკმაყოფილებამ ახლა მის გულში გადმოინაცვლა, უკმაყოფილებამ კი ენა
გაუმწარა და გამბედაობა შესძინა, ხოლო გამოცდილებამ დაარწმუნა, მარტო ასე შეძლებდა
ოჯახისა და ქმრის სახელის შენარჩუნებას. ბახა შინ თითქოს მისი ბუზღუნისა და მწარე სიტყვის
მოსასმენად ბრუნდებოდა, თითქოს ის ექაჩებოდა აქეთ, რასაც გარეთ ვერ პოულობდა. რახილო
ამას გრძნობდა და არც მონატრებული კაცის ხილვისას ივიწყებდა მწარე სიტყვას, როგორც
ერთადერთ იარაღს, რომლითაც ამ კაცს, ასე თუ ისე, მაინც იმორჩილებდა. "შენისთანა კაცები
მამაჩემს ხელს აბანინებდნენო", - არ ზოგავდა რახილო ქარის ამოსაღებად შინ მობრუნებულ
მეუღლეს. ბახა კი იღიმებოდა, იზმორებოდა და იღიმებოდა, დაღლილი და კმაყოფილი.
"მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, - არ ეშვებოდა რახილო, - შიმშილით ამოვწყდებოდით,
შვილებიანადო". მართალია, მის ქალიშვილებს არაფერი ეტყობოდათ შიმშილობისა, მაგრამ ბახა
მაინც მოიღუშებოდა ხოლმე, უცებ გამოეცვლებოდა გუნება, რადგან ერთადერთი, რისი
დაყვედრებაც მართლა შეეძლო რახილოს მისთვის, სიმამრის ქონება იყო, თუმცა ბახა
სხვანაირად ფიქრობდა, სხვა ყაიდის ხალხს ეკუთვნოდა და მისი აზრით ფულის დამხარჯველი
არანაკლებად კეთილ საქმეს აკეთებდა, ვიდრე ფულის დამგროვებელი. ფულის დამგროვებელს
ისევე სჭირდებოდა დამხარჯველი, როგორც დათოვლილ სახლს გადამბელავი. ამიტომაც იყო,
ცხოვრების სახურავზე გასული, ნიჩბით რომ ფანტავდა სიმამრის ფულებს. ამით ორ კურდღელს
იჭერდა: გულის ჭიასაც ახარებდა და სიმამრის სულსაც ანთავისუფლებდა დაგროვილი ფულის
სიმძიმისაგან. "რაც არ უნდა დაუგროვდეს კაცს, ყველაფერი ერთნაირად შემაწუხებელი და
მავნებელიაო", - ამბობდა ბახა და ისევე ცხოვრობდა, როგორც აქამდე ეცხოვრა: არაფერს არ
ინახავდა. დარწმუნებული იყო, სხვისას არ ითვისებდა, რადგან მისი სიმამრი მის შვილებს
ბაბუად ეკუთვნოდათ, შვილიშვილს კი ყველაზე მეტად ჰქონდა უფლება, თუნდაც
დაუკითხავად, ამოეღო პური ბაბუის კიდობნიდან. პურისთვისაც ასე ჯობდა, პურსაც ერჩია
ბავშვს შეეჭამა იგი, ვიდრე მწვანე ობსა და ვირთხას. ასე ფიქრობდა ბახა, მაგრამ ცოლის სიტყვები
მაინც მწარედ გაკენწლავდა ხოლმე გულში, რადგან შვილები თავს ერჩია და ერთი დღე რომ

გასჭირვებოდათ რამე, მტვირთავად დადგებოდა, გაიყიდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ,
საამისოდ არ გახდომია საქმე. ცოლისთვის რომ აღარ ესმინა და უარესად არ მოეშხამა გუნება,
სამივე გოგოს ერთად დაიხვავებდა ხოლმე მკერდზე გულაღმა გაშოტილი და სამივეს თანაბრად
უნაწილებდა მთელ თავის ავლადიდებას. "შენ ჩემი სული, შენ ჩემი თვალისჩინი, შენ კი ჩემი
ჯანიო", - აპურებდა ბახა მის ფართო მკერდზე მართლაც ბარტყებივით აჟივჟივებულ ბავშვებს და
ყველანი კმაყოფილნი იყვნენ, მამაცა და შვილებიც, მხოლოდ რახილო ბუზღუნებდა
ძველებურად: ამდენ მუქთახორას ერთი მკვდარი კაცი გვინახავსო, და ისეთი სახე ედო, ისე
გაუშმაგდებოდა ხოლმე ხმა, თითქოს შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად შეჭამდა
ბახას სულსაც, თვალისჩინსაც და ჯანსაც. მაგრამ რაც რახილოს არ შეეძლო, ის დრომ შეძლო.
ბახას თანდათან ჯანმაც უმტყუნა და თვალისჩინმაც, დღითი დღე უჭირდა, დასწეოდა
ცხოვრებას, ძველებურად შლეგსა და დაუდგრომელს. მისი არც დაწევა შეიძლებოდა და არც
დაჭერა, ან უნდა აჰყოლოდი, ან უნდა ჩამოშორებოდი საერთოდ. ბახა კი ასე იოლად ვერ
შეელეოდა, ვერ ჩამოშორდებოდა, ვერც დაივიწყებდა. ის კი არა, ერთ დღესაც ვერ გაძლებდა,
თვალი რომ არ შეევლო მისი ჯიშიანი კანჭებისთვის, მისი ხმა არ მოესმინა, ღვინითა და
სიყვარულით გამთბარი ხმა. საგონებელში ჩავარდნილმა ბახამ სხვა რომ ვერაფერი გააწყო, ისევ
ეშმაკობას მიმართა, ისეთი რამე მოიგონა, ცხოვრებამაც ვერ გაუძლო ცდუნებას და თავისი ფეხით
ეახლა. ბახამ ორმოცსაფეხურიანი სარდაფი გახსნა და ღვინის ვაჭარ ბახად იქცა, მიწისქვეშა
ტაძარი ააშენა, პატარა თავშესაფარი დიდი ცხოვრებისა, და ღვთაებასავით მოიკალათა შიგ.
"გულს გაუფრთხილდით. არც სიხარული დაიგროვოთ, არც მწუხარება. ერთიცა და მეორეც მე
მომაბარეთ. ჩემი სარდაფი თქვენი სიხარულისა და მწუხარების სალაროაო", - ასე უთხრა ბახამ
პირველ სტუმრებს და იმის მერე ორმოცსაფეხურიან კიბეზე განუწყვეტლივ ადი-ჩამოდიოდა
ცხოვრება, გულს იბერტყავდა, მუხლს ასვენებდა და მეტი ხალისით მიისწრაფოდა ახალ-ახალ
თავგადასავლებთან შესახვედრად. ასე გადიოდა დრო, სანამ ერთ მშვენიერ დღეს უკვე
დავაჟკაცებულმა და ჭკუაში ჩავარდნილმა იმანომ ბახას თვალწინ ღვინის კასრში წყალი არ
ჩაასხა.
- რას შვრები?! - გაუკვირდა ბახას.
- "რას შვრები?!" - გამოაჯავრა იმანომ. - აბა, ზევით ადი, რა ამბები ხდება?!
"გათავდა ყველაფერი", - გაიფიქრა ბახამ და თვითონვე გაუკვირდა, ასე მშვიდად რომ აღიარა ის,
რასაც ამდენი ხანი გაურბოდა, ებრძოდა, ემალებოდა. "გათავდა ყველაფერი!" - კიდევ ერთხელ
თქვა ბახამ გუნებაში, ამჯერად უფრო მტკიცედ, ჯიუტად.
სამი დღე და სამი ღამე იჯდა მკვდარი ბახა თავის საყვარელ სკამზე, თავის საყვარელ ჯოხზე
დაყრდნობილი, და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იჯდებოდა ასე, ვიღაც მთვრალს შემთხვევით
რომ არ გამოეკრა ფეხი ბახას მრგვალთავიანი ჯოხისთვის. ბოლო დროს იმდენი უცხო ხალხი
ირეოდა ორმოცსაფეხურიან სარდაფში, ბევრმა არც იცოდა ღვინის ვაჭარ ბახას ვინაობა,
უპატრონო მოხუცი ეგონათ, სამადლოდ რომ ინახავდა იმანო. მართალია, ღვინის ვაჭარი ბახა
თავს არ უყადრებდა გალაზღანდარებულ მთვრალებს, მაგრამ გული უკვდებოდა, როცა მათი
უაზრო ჟრიამული ესმოდა, ანდა როცა, ვითომ ყველაზე კეთილი, ნაწურებს მოუგროვებდა ჯამში
და წინ დაუდგამდა, თან მხარზე ხელს უტყაპუნებდა და ძმაკაცივით, თანატოლივით

დასძახოდა, დალიე, შე ძველოო. ბახას ერთი სული ჰქონდა, შვინდის ჯოხით გაეჩეჩქვა თავი ამ
ძალად მასპინძლისთვის, მაგრამ ამავე დროს ებრალებოდა კიდეც იგი, როგორც ავადმყოფი,
რომელსაც ისე მორეოდა სენი, აღარც იცოდა, რას აკეთებდა. ავადმყოფს კი ნამდვილად ჰგავდა,
არაფერი ეცხო დროს გასატარებლად ჩამოსული კაცისა. ფეხზე ძლივს იდგა, ჩამოჩაჩული და
მორღვეული, თვალები კი არ უბრწყინავდა, ძლივსღა ებჟუტებოდა, ნავლგადაკრულ
ნაღვერდლებივით; კი არ ლაპარაკობდა, ლაყბობდა, უხალისოდ, უნდილად, გამაღიზიანებლად,
თითქოს ღვინის ნაცვლად შხამი დაელია და თანდათან ერეოდა, თანდათან ართმევდა ენასაც და
გონებასაც. ადრე ბახას, მთვრალი ხალხის დანახვაზე გული გაეხსნებოდა ხოლმე, თვითონაც
აქავდებოდა საღვინე, ახლა კი შიშნარევი სიბრალულის გრძნობა ეუფლებოდა და ამაოდ
ცდილობდა გაერკვია, რა მომხდარიყო, ხალხი შეცვლილიყო თუ ღვინო, თუ ორივე ერთად.
იჯდა და ფიქრობდა, უთავბოლო ბზუილითა და ყაყანით თავგასიებული და შეწუხებული. ამ
ფიქრში ამოხდა სულიც. ჯოხი რომ გამოაცალეს, ცოცხალივით წამოიმართა, თითქოს უზრდელ
სტუმარს ყელში უნდა სცემოდა, ეს როგორღა გამიბედაო, მაგრამ მაშინვე, მოჭრილ ხესავით
პირქვე გადმოემხო. მიწაზე დანარცხებისას ისე დაიქუხა, სარდაფის კედლები დაიბზარა,
მტვრით აივსო იქაურობა და წყალღვინისგან ისედან გამოლენჩებული ხალხი ხველებხველებითა და ფორთხვა-ფორთხვით ამოცვივდა ორმოცსაფეხურიანი სარდაფიდან. მტვერი ჯერ
კიდევ არ გაფანტულიყო, კუსა რომ ჩამორბოდა კიბეზე, უკან ღვინის ვაჭარ ბახას აკივლებული
ცოლ-შვილი მოსდევდა. კუსამ მაშინვე სკივრს მიაშურა, გასაღები რომ ვერ იპოვა, ცულით
ააგლიჯა საკეტი და გაოცებისაგან პირი დააღო, სკივრი ცარიელი დაუხვდა, თუმცა, არც მთლად
ცარიელი, სკივრის ფსკერზე ერთი კრამიტი ესვენა, ყოველმხრივ ჩვეულებრივი, ზუსტად ისეთი,
როგორითაც მაშინ სახლებს ხურავდნენ ვანელები, წითელი და ხასხასა, თითქოს ეს წუთია წვიმას
გადაურბენიაო ზედ. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასათვის ეს ამბავი, კუსამ ისიც
იფიქრა, იქნებ კრამიტის ყალიბში ჩამოსხმული ოქროაო, კბილით კიდე ჩამოაფშხვნა, მაგრამ
გამომწვარი თიხის გემომ ეს იმედიც უცებ გაუქარწყლა. მერე, კიდევ ერთხელ რომ დააკვირდა
ყურადღებით, ის კრამიტი მთლად ჩვეულებრივი არ აღმოჩნდა. კრამიტს წარწერა ჰქონდა.
მოკლედ, იქამდე ატრიალა ხელში, ისე გააწვალა კრამიტი, სანამ, მოთმინებიდან გამოსული,
თვითონვე არ ალაპარაკდა.
- ჩემო სიძევ, ახლა შენ იცი და შენმა კაცობამო - თქვა კრამიტმა.
ზუსტად ასე ეწერა კრამიტზე. ვისაც არ წააკითხეს, ყველამ იგივე დაადასტურა. გაბოროტებული
კუსა მკვდარს მიუბრუნდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ღვინის ვაჭარ ბახას გვამი ისე
გაზრდილიყო, სარდაფში აღარ ეტეოდა.
- შეხედეთ, სარდაფიც კი არ ემეტება ჩვენთვის! - იყვირა სიმამრის ამ ახალი ოინბაზობით
უარესად გულზე გახეთქილმა კუსამ.
ბახა კი პირქვე იწვა, მშვიდი და უზარმაზარი, გეგონებოდათ, სარდაფში კაცი კი არა, სპილო
მომკვდარაო. კუსამ უცებ გაიხსენა ბავშვობაში ფუშიანისგან მიღებული გაკვეთილები, მკლავები
დაიკაპიწა და ოინბაზი სიმამრის გვამი ნაწილ-ნაწილ ამოზიდა სარდაფიდან, როგორც ძველი და
უვარგისი ავეჯი.

ორმოცსაფეხურიანი სარდაფი, თავის კასრებიანად, იმანომ შეისყიდა. იმანოსვე მიჰყიდა კუსამ
ორსართულიანი სახლიცა და გემბანისხელა საწოლიც, როცა პატუმ ამჯერადაც მკვდარი ბავშვი
გაუჩინა. კუსამ პატუს გამოშუშებაც არ აცალა, ბოხჩა გამოუკრა და რახილოს მიჰგვარა:
ჩამიბარებია, შენი ქალიშვილი ქმრისა კი არა, სიკვდილის ამხანაგი ყოფილაო; მერე გალავანს
გარეთ ერთი პატარა ქოხი იყიდა და იქ გადასახლდა; თუმცა ეს ამბები უფრო გვიან მოხდა, როცა
ფარნაოზი უკვე წასული იყო კრეტაზე.
ბახას მოულოდნელმა სიკვდილმა ქალაქი გამოაცოცხლა, სალაპარაკო გაუჩინა და სასეიროდ
განაწყო. ამაში თვითონ ბახა იყო დამნაშავე, თითქოს მხოლოდ იმიტომ მომკვდარიყო, სიძე რომ
გაეპამპულებინა. ბახასა და მისი სიძის ურთიერთობა, რაღა თქმა უნდა, ყველამ იცოდა. კუსასი
არ იყოს, მათაც სჯეროდათ, მდიდარი რომ იყო ღვინის ვაჭარი და სადღაც გულის სიღრმეში
შურდათ კიდეც კუსასი, ამ სიმდიდრის პატრონი რომ გახდებოდა მალე. ისინიც ჩვეულებრივი
ადამიანები იყვნენ და ყველაფერი გულთან მიჰქონდათ, თავს ვალდებულად თვლიდნენ,
ყველაფერში ჩარეულიყვნენ, რაც მათ ქალაქში ხდებოდა. კუსას ამბავი კი განსაკუთრებულად
აინტერესებდათ. კუსაც მათიანი იყო, მათ თვალწინ გაზრდილიყო, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა
ყველასგან. ეს განსხვავება თავიდანვე შეამჩნიეს, თავიდანვე მიიქცია მათი ყურადღება
ქოჩორგადაგლესილმა და წვრილკისერა ბავშვმა, ასაკისთვის შეუფერებელ განზრახვას,
გარეგნულად დაძლეულ შიშსა და მოკრძალებას ყაყაჩოსავით რომ აებრიალებინა და საქმიანი
კაცივით, მტკიცედ, ჯიუტად მიაბიჯებდა ქუჩაში, რათა დროულად გამოენახა ფულიანი საცოლე
და დროულად შეესწავლა სარფიანი ხელობა, თითქოს იმ დროის ამოქაჩვას აპირებდა, გაჩენამდე
რომ დაჰკარგვოდა. "ყოჩაღი ბიჭიაო", - ამბობდნენ ვანელები და მისი გამოჩენა ისევე ართობდათ,
როგორც ნიღბოსანი მსახიობების ჩამოვლა. მაგრამ სანამ ისინი ერთობოდნენ, კუსა მუშაობდა.
იღვწოდა, იწვრთნებოდა და ძლიერდებოდა თანამოქალაქეთა წამქეზებელ სიცილ-ხარხარში.
ერთ მშვენიერ დღეს კი ეს "ყოჩაღი" ბიჭი საშიშ კაცად იქცა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, საამისოდ
არაფერი გაუკეთებია თვითონ, უბრალოდ, რომ ერთხელაც არ უღალატნია განზრახვისთვის,
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.