LatinHärber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
Süzlärneñ gomumi sanı 3823
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
კუჭის ტკივილის გარდა, საშვილიშვილო საქმეც ევალებოდა. ასე უთხრა სწორედ ყველაზე
დიდმა მეფემ მინოსმა, "საშვილიშვილო საქმეაო". ბიჭებს მართლა არაფერი უჭირდათ: თუ
იასონი პირობას შეუსრულებდა აიეტს, რისიც ძალიან ეეჭვებოდა, ყველანი მშვიდობიანად
დაბრუნდებოდნენ შინ. თუ არა და, ახლა მარტო ისინი დაბრუნდებოდნენ იასონის ძვლებით
სავსე ტომრიანა, რომელსაც, ალბათ, აიეტი გამომშვიდობებისას შემოუგდებდათ ხომალდზე.
მკვდრისთვის ვიღა გამოიდებდა თავს, ის კი არა, გზით გულგაწყალებულებს შეიძლება მისი
ძვლებით ეკოჭავათ კიდეც, თავი შეექციათ და მადლიერების გრძნობით მოეგონებინათ
თავიანთი მხიარული მეთაური, სიკვდილის მერეც რომ არ აკლებდათ გასართობს. "ფუი და ფუი"
- გადააფურთხა იასონმა და გინებაც მიაყოლა: ჩემი აქ გამომგზავნის მკვდარიცა და ცოცხალიცო.
სადღაც ისევ დაიკივლა ჭოტმა. იასონი აიბურძგნა და ახლა მართლა გაბრაზდა, ერთი ძაღლი
როგორ არ უნდა გვყავდეს ამხელა ხომალდზეო.
მერე ბიძამისის, სიბერისგან დაჭმუჭნილი, ვაზის ქერქივით დაფშხვნილი და გამომშრალი სახე
დაუდგა თვალწინ და ისევ გადააფურთხა. როცა ბიძამისმა გაიგო, იასონი, მისი ტახტის მოცილე,
კოლხეთში მიემგზავრებაო, ბერიკაცი სიხარულმა გააბავშვა. რა ახარებდა იმ უკბილოს? რა და,
იასონის მოსალოდნელი სიკვდილი. იასონმა თუ არ იცოდა, ბიძამისმა ხომ იცოდა, საით
უსტვენდა მისი თავქარიანი ძმისშვილი. "იცოდა იმ შობელძაღლმაო" - გულს ასკდებოდა
სიცივისაგან აწკავწკავებული იასონი. ბიძის სიკვდილის მერე ის მაინც ავიდოდა ტახტზე, მაგრამ
აღარ დაადგა საშველი ბიძამისის სიკვდილს, არც იასონს მოუთმინა გულმა, თანაც საქმეში
მინოსი ჩაერია და იასონმა ვერ შებედა უარი ყველაზე დიდ მეფეს, ყველა ტახტისმაძიებლის
მფარველსა და ქომაგს. "თუ გინდა რომ ტახტი დაგიბრუნო, კოლხეთში წადი, მიიხედ-მოიხედე,
გაიარ-გამოიარე, მოინახულე ჩვენი ბუდე და სამარე. იმ სამარეში მამაშენის ბიძაშვილი, ბეოტიის
ტახტის მემკვიდრე ასვენია, ბუდეში კი მისი ოთხი ბარტყი პირდაბჩენილი ელოდება მშობლიურ
ლუკმას. იცოდე, ყველა ბერძენი მეფისთვის საშვილიშვილო საქმეა იმ ოთხი ბარტყის დაპურება.
თან საბუთად ვერძის ტყავიც გამოაყოლე ხელს, რომლითაც მამაშენის ბიძაშვილი გავაფრინეთ
აქედან. დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთო", - უთხრა მინოსმა იასონს და იასონმაც ყველაფერი
გაიგო, მინოსის დავალება კი ისეთი იოლი ეჩვენა, გაუკვირდა კიდეც, ერთი ქეციანი ტყავის
გულისთვის (მაშინაც ასე თქვა: "ქეციანი ტყავიო") რატომ უნდა დაესვათ ტახტზე, მაგრამ ჭკუა
იხმარა და ენას კბილი დააჭირა, მინოსი ტყუილად არაფერს იტყოდა, არც სხვას ათქმევინებდა
ზედმეტს, თუმცა თანხმობის მეტი მაინც არაფერი ესმოდა.
იასონი მაშინვე ბიძამისთან გაიქცა, მაგრამ პირველი, რაც ამ მართლაც მიხრწნილი ბებრის
თვალებში დაინახა, საკუთარი სიკვდილი იყო. არა, მისი მოსალოდნელი სიკვდილით
თავაშვებული სიხარული. მაშინ კი აღარ დაზოგა იასონმა ბიძა და პირში მიახალა,
სიცოცხლეშივე უნდა გადმოგფერთხო მაგ ტახტიდან მტვერივითო. ბიძამ თასი ესროლა, იმ
თასით რძესა სვამდა ხოლმე. საერთოდ რძის მეტს არაფერს ჩაუშვებდა პირში და ამიტომაც იყო,
ალბათ, საშველი რომ არ ადგებოდა მის სიკვდილს. იასონს ახლაც გაეღიმა, ბიძამისის
შეშინებული სახის გახსენებაზე: წვერულვაშზე რძის მსუქანი წვეთები შერჩენოდა, თითქოს ეს
წუთია, მისი ღორმუცელობით გაბეზრებულმა დედამ პირიდან ძალით გამოგლიჯა ძუძუო.
"ძმებო", - ამოიგმინა იასონმა და იქითკენ გაიხედა, საითაც ბიჭები ეგულებოდა. ნაცრისფერი
ნისლი ბოლქვა-ბოლქვა იგრაგნებოდა ხომალდზე, თითქოს დამპალ შენოს ახრჩოლებენო. იასონი
მარტო იყო, მარტო იყო და ამ სიმარტოვეს ხედავდა კიდეც, ერთგული ძაღლივით დასკუპებოდა
წინ. "ოოოოჰ", - ძაღლივით შეჰყმუვლა იასონმა წყვდიადს და საკუთარ ხმას მიაყურადა. ხმამ ვერ
გაარღვია ბურუსის სქელი კედელი და სველი ფოთოლივით ზედ აეწება. არც ხომალდიდან
გამოპასუხებია ვინმე, ეტყობა, მაგრად დასძინებოდათ წუხანდელ უძინრებს. ახლა ამან შეაწუხა.
"იქნებ მივუხტე და ამ შუაღამისას დედაბუდიანად ამოვხოცო ყველანიო", - გაიფიქრა იასონმა,
თუმცა თვითონვე იცოდა, ეს ტყუილი ფაფხური იყო, გულის გასაკეთებელი, შიშის
დასაფრთხობი, სიბრაზისა და შურის ნაყოფი, რადგან ახლა მართლა ყველასი შურდა, ვისაც
მშვიდად დაძინება შეეძლო. არა, იასონი არც ისეთი სულელი იყო, აიეტს მივარდნოდა. ისა და
მისი ბიჭები არ ეყოფოდნენ ამ საქმეს. ან რომელი წაყვებოდა, ან რომელს გაუშვებდა თვითონ.
გამოცდილებით იცოდა, რომ მახვილის, ისევე როგორც ქალის, ტყუილუბრალოდ გაშიშვლება
სირცხვილია და მეტი არაფერი. თავლაფის დასხმა. და აი, სწორედ მაშინ გაახსენდა იასონს
მედეა. არა, მედეა კი არა, მედეას ხელები, არაბუნებრივად მშვიდი და სრულყოფილი,
ერთდროულად მშვენიერიცა და საშიშიც. გაახსენდა, როგორ გაუწყვიტა სიტყვა აიეტის
დარბაზში ამ ხელების ხილვამ. მერეც, როცა სუფრასთან ისხდნენ, იასონი მხოლოდ მედეას
ხელებს ხედავდა. სხვას არაფერს შეუძრავს მისი ბუნება ასე, არც აიეტის დიდებულ სასახლეს და
არც თვითონ აიეტს, ურჩხულივით რომ უბრიალებდა თვალებს; არც ქარისას, თავს რომ
დასტრიალებდა და თავისი ხელით უსხამდა ღვინოს; არც აფრასიონს, ურჩხულის მემკვიდრეს,
რომელსაც არაფერი ეცხო მამისა და სისულელეებს როშავდა, თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, ჩემს
დას არაფერი აწყენინოო. იასონს არაფერი გაეგებოდა აფრასიონის ბჟუტურისა, ვისთვის რა უნდა
ეწყენინებინა, ისედაც ეკლებზე იჯდა და ისიც არ იცოდა, გააღწევდა თუ არა ამ სასახლიდან
თავცოცხალი.
მედეა იასონს ვიღაცას ახსენებდა, ახსენებდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, ვის; შეიძლება იმიტომაც,
რომ მაშინ, აიეტის სასახლეში, არ შეეძლო მარტო მედეაზე ეფიქრა, თუმცა ცალი თვალით მაინც
მოასწრო გადაეთვალიერებინა ხსოვნაში ჩარჩენილი ქალები, მაგრამ ვერც იქ მიაკვლია მედეას
მსგავსებას. ახლა კი, გემბანზე ჩაცუცქულს, ბურუსში ჩაკარგულს უცებ გაუნათდა გონება. მედეა
ზღვას ჰგავდა. ახლა ისიც გაახსენდა, განუწყვეტლივ ზღვის ხმაური რომ ესმოდა, სანამ მედეა
დარბაზში იჯდა. მაშინ ამ ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც გაჰკვირვებია, იცოდა, ზღვა
ახლოს იყო, მაგრამ გაახსენდა თუ არა მედეა, ისევ ჩაესმა ზღვის გუგუნი, დინჯი, შეკავებული,
თითქოს სამუდამოდ დამცხრალი და სამუდამოდ შეგუებული ბუნებისაგან დადგენილ
ჯებირებს. ეს ხმა მედეას ხმა იყო. ზღვა კი იმიტომაა ზღვა, არც დაცხრეს და არც შეეგუოს რამეს.
ის უბრალოდ სულს ითქვამდა, კლდოვან ნაპირებზე ჩამოკაწრულ ტალღებს იმშვიდებდა, რათა
ერთხელ კიდევ შეხეთქებოდა ერთფეროვნებასა და უძრაობას. იასონის ყურებში მართლა
ხმაურობდა ზღვა, როცა მედეა თავჩაღუნული იჯდა მამასა და უცხოელ სტუმარს შორის და
ხელის გაშლილი მტევნები მუხლებზე დაეწყო. როგორც... როგორც სასამართლოს მაგიდაზე
ყველას დასანახად დააწყობენ ხოლმე იარაღს, რომლითაც მკვლელობაა ჩადენილი. რა თქმა
უნდა, იასონს ასე არ უფიქრია, მაგრამ უცნაურად შესძრა და ააფორიაქა ამ ხელების ხილვამ,
სიტყვა გაუწყდა და ფეხი ისე აუკანკალდა, თითქოს დასაკლავ პირუტყვზე ედგა. "აი, ვინ
მიშველიდაო", - ფიქრობდა ახლა იასონი. ხომ შეიძლებოდა მედეას მოსწონებოდა და
შეჰყვარებოდა კიდეც იგი. განა ცოტაჯერ მომხდარა ასეთი რამე? რამდენიც გინდა. რამდენჯერ
უთქვამთ იასონისათვის, ამა და ამ დღეს აქა და აქ ყოფილხარ და მავანსა და მავანს ისე
შეჰყვარებიხარ, თითი რომ დაუქნიო, მოედანზე დაგიწვებაო. რატომ არ შეიძლებოდა, ახლაც ასე
მომხდარიყო, რას დაუწუნებდნენ ვითომ კოლხი გოგოები. რასაკვირველია, ახლა ამ გაუკვალავ
ბურუსში სისულელეც იყო მედეას სიყვარულის იმედით საოცნებო კოშკების აგება, მაგრამ
იასონმა ვერაფრით ვეღარ მოიშორა მედეაზე ფიქრი, გული ეუბნებოდა, რაღაცის გამოდნობა
შეიძლებოდა ამ ფიქრიდან. ქალის ხელით გაკეთებულ საქმეს გემოც განსაკუთრებული ჰქონდა;
არც ეს იყო უცხო ხილი იასონისათვის, მაგრამ ის ქალები სხვა ქალები იყვნენ, როცა იასონისთვის
ირჯებოდნენ, უყვარდათ კიდეც იგი. სიყვარული ახუჭვინებდათ თვალს და უნათებდათ
გონებას. მედეას კი რა სჯიდა, რატომ უნდა გამოედო თავი ამ უცხოელისათვის, სულ ერთხელ
რომ ჰყავდა ნანახი და ისიც საკითხავია, მართლა ნახა თუ არა. როგორც იასონს ახსოვს, მედეას
თავიც არ აუწევია, არც კი გამოუხედავს მისკენ, იჯდა და საკუთარ ხელებს დასცქეროდა. ქალი კი
მხოლოდ მაშინაა სანდო, როცა უყვარხარ. ასე რომ, იასონს ჯერ თავი უნდა შეეყვარებინა
მედეასთვის და მერე ეთხოვა შემწეობა. "კი არ მეშორებაო, მაგრამ მეჭორებაო", - წაიმღერა
გუნებაში იასონმა. მან კარგად იცოდა, რა ძნელი მოსავლელები არიან ასეთი ჩუმი და
თავჩაღუნული გოგოები. უღელი კამეჩის ძალაც არ გეყოფა, ოდნავ მაინც რომ მოაცილო
ერთმანეთს მათი მიტყუპებული მუხლები. მაინც სასიამოვნო იყო მედეაზე ფიქრი, იმედის
მომცემი, გამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, მით უფრო, რომ სიცივე უკვე ძვალ-რბილში ატანდა,
ფილტვებიც წებოვანი ბურუსით გაჟღენთილიყო და სადღაც, თითქოს ჯიბრზე, გულსაკლავად
მოთქვამდა ჭოტი.
***
დილით ვანის ქუჩებში უცხო ხალხი გამოჩნდა. ვანელები უკვე ორი დღე მოლოდინში იყვნენ და
არავის გაჰკვირვებია კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფის დანახვა. ისე შეეგებნენ, თითქოს
ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ. "ფრიქსე, ფრიქსეო", - მოსძახოდნენ ნელა მოძრავ ჯგუფს,
რადგან ბერძნულად სხვა არაფერი იცოდნენ. ვანელები კარგ გუნებაზე იყვნენ, მზიანი დღე იდგა
და ეს უჩვეულო სანახაობაც ძალიან ართობდათ. საგანგებოდ გაპრიალებული ამდენი მუზარადი,
ბალთა, საბარკული, ფარი და მახვილი მთელ მზეს თავისკენ იზიდავდა და თვითონაც ისე
ლაპლაპებდა, დიდი ხნით თვალს ვერ გაუსწორებდი. სხვათა შორის, ვანელებს სწორედ ამ დღეს
შეექმნათ წარმოდგენა, რომ ბერძნები საერთოდ ასე შეიარაღებულნი დადიოდნენ, ომიანობა იყო
თუ მშვიდობა, სტუმრად იყვნენ თუ შინ. "ყველას თავისი წესი აქვსო", - ამბობდნენ ვანელები.
ბერძნები არც არაფერს თხოულობდნენ, არც არაფერს კითხულობდნენ, არც არავის აჩერებდნენ,
არც არავის უჩერდებოდნენ; ეგ იყო, რომ მოძრაობდნენ, სიცოცხლის სხვა ნიშან-წყალი არაფერი
ეტყობოდათ. მათი ყურება ყველაზე ადრე ბავშვებს მობეზრდათ. დიდხანს ეჭყანებოდნენ ისინი
სპილენძის დიდ ფარებში სასაცილოდ დამახინჯებულ საკუთარ გამოსახულებებს, მაგრამ როცა
მიხვდნენ, მეტს ვერაფერს გამორჩებოდნენ, თავი გაანებეს. როცა შუადღის მზემ დააცხუნა და
ქალაქი გრილ ოთახებში შეიკეტა, ბერძნები წყაროსთან შეჩერდნენ, რაკი თავი მარტო დაიგულეს,
სიცხე მათთვისაც აუტანელი გახდა. მაგრამ ჯგუფი არც იქ დაშლილა, სათითაოდ გამოდიოდნენ
ჯგუფიდან, მკლავის სისხო ნაკადს მუზარადს უშვერდნენ, სვამდნენ, მუზარადში ჩარჩენილ
წყალს ოფლისაგან გადაგლესილ თავზე ისხამდნენ და ისევ ჯგუფში ბრუნდებოდნენ. ასე რომ,
ფარებაფარებული ჯგუფი თითქმის უცვლელად და უძრავად იდგა, ჯუჯა კოშკივით. წყურვილი
რომ მოიკლა, ჯუჯა კოშკმა ისევ აიდგა ფეხი, დინჯი, გამოზომილი ნაბიჯით ქალაქიდან გავიდა
და გეზი დაუშრეტელი მდინარისკენ აიღო.
მალე ჯუჯა კოშკის გამოჩენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ვანის ქუჩებისთვის. ახლა უფრო
თამამად ეჭირა თავი, ბერძნის წყაროსთანაც უფრო დიდხანს ჩერდებოდა, წყალსაც გემოზე
სვამდა, თავკისერსაც უშვერდა მოდგაფუნე ნაკადს, იცინოდა და, როგორც ვანელები
ფიქრობდნენ, კმაყოფილებასაც გამოთქვამდა თავის ენაზე. ვანელ გოგოებს, უცხოელების
დასანახად უარესად რომ იმტვრეოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება გვიან მიჰფარებოდნენ
თვალს, ახლა დაუფარავი აღტაცებითა და სიხარბით უთვალთვალებდნენ და, ალბათ, იმ
კუნძულზე გატარებული დღეები ახსენდებოდათ, სადაც ქალებს მამაკაცი სანთლით საძებნი
გახდომოდათ. მაგრამ აქ ისე ვერ იყო საქმე. თუ ვანელი გოგოები თავს აწონებდნენ, ვანელი
ბიჭები დაბღვერილები ზომავდნენ მათ ყოველ ნაბიჯს და ჩხუბის მიზეზს ისე ელოდებოდნენ,
როგორც ათი გოგოს მამა ვაჟის გაჩენას. მაგრამ უცხოელებს ჯერჯერობით თავი წესიერად
ეჭირათ, ასე რომ, არავითარ საბაბს არ იძლეოდნენ საჩხუბრად და საკინკლაოდ. რა მათი ბრალი
იყო, თუ ვანელ გოგოებსაც ყველაფერს ერჩიათ უცხო თვალის წინ კოპწიაობა. მაგრამ, ეტყობა,
ქალი და ჩხუბი მართლა ერთად დადიან, რადგან მაინც მოხდა პატარა უსიამოვნება.
შუადღის მზე ვანურად აცხუნებდა, ჯუჯა კოშკი ბერძნის წყაროსთან ისვენებდა. ერთი ბერძენი
ვანელ გოგოს გამოელაპარაკა. გოგო წყლის წასაღებად მოსულიყო, გულითადად გაუღიმა
უცხოელს და ხელები გაასავსავა: შენი ვერაფერი გავიგეო. ბერძენმა ისევ უთხრა რაღაცა.
დანარჩენებმა გადაიხარხარეს. გოგოს ეწყინა და წარბები შეწკიპა. სად იყო და სად არა, მიწიდან
ვანელი ბიჭი ამოძვრა, ბერძენს წინ აესვეტა და ჰკითხა: რა გინდა ამ გოგოსგანო. ახლა ბერძენმა
გაიღიმა და მანაც ხელები გაასავსავა: შენი ვერაფერი გავიგეო. ვანელმა კი ერთი ისეთი
გაულაწუნა, ფარშუბიანად ადგილზე დააბზრიალა. ჭკუა ეყოთ თუ ვაჟკაცობა, დანარჩენი
ბერძნები ჩხუბში არ ჩარეულან, თავისიანს კი შეუყვირეს, გაამხნევეს, გონზე მოიყვანეს და ისიც
გამწარებული ეცა ვანელს. ატყდა და რა ატყდა, აქეთ ვანელებმა, იქით ბერძნებმა დასცხეს ტაში
და ყიჟინა. ფალავნები კი მტვერში გორავდნენ, ერთმანეთს კბენდნენ, ხელებს უტრიალებდნენ,
თმას აგლეჯდნენ და ქშინავდნენ. ბოლოს ისევ გოგომ ჩააწყნარა ყველაფერი, ძირს გაგორებული
მუზარადი წყლით აავსო და მოჩხუბრებს გადაასხა, ფალავნების გაწუწვამ ბერძნებიცა და
ვანელებიც სიცილის გუნებაზე დააყენა. მოჩხუბრები გვერდზე გადგნენ და ტანსაცმელი
ჩამოიბერტყეს.
ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დააახლოვა სტუმრები და მასპინძლები. ჯუჯა კოშკს ახლა
მხიარული შეძახილებით ხვდებოდნენ ყველგან. "ესენიც ჩვეულებრივი ხალხი ყოფილაო",
ამბობდნენ ვანელები.
დღე არ გაივლიდა, ორჯერ მაინც არ გამოჩენილიყო ჯუჯა კოშკი ოქრომჭედლების უბანში. კარგა
ხნით შეწყდებოდა ხოლმე ჩარხების ღუღუნი, ლითონის წკრიალი, ჩაქუჩების ტაკატუკი და
საჭრეთელის წრიპინი, როცა ამდენი მოოქროვილი მეომარი ფრჩხილებით აფხეკდა და
აბღორტნიდა ერთმანეთს ზედ შეფრქვეულ ბრჭყვიალა მტვერს.
ვანის ქუჩებში უთავბოლო ხეტიალმა ჯუჯა კოშკი, ბოლოს და ბოლოს, ღვინის ვაჭარ ბახას
ორმოცსაფეხურიან სარდაფთანაც მიიყვანა. ისეთი სიფრთხილითა და მოწიწებით ჩაათავა
ორმოცი საფეხური, თითქოს სამუდამო განსასვენებელში ჩადიოდა. სარდაფის სიღრმემ თუ შიგ
ჩაგუბულმა ღვინის სურნელმა თავბრუ დაახვია და ბალღივით გახარებული გაუჩინარდა
მარადიულობის ნესტიან სიგრილეში.
ღვინის ვაჭარი ბახა ისევ ისე იჯდა თავის საყვარელ სკამზე, შვინდის მრგვალთავიანი ჯოხიც
ისევ ისე ჩაედგა მუხლებს შორის და ზემოდან ორივე ხელი კრამიტებივით შემოეწყო. ამდენი
მოწყურებული, ღვინოს მონატრებული ვაჟკაცის ხილვამ ისიც ააღელვა. სარდაფში ტევა აღარ
იყო. ყველანი მას მისჩერებოდნენ სურვილისაგან დანაკვერჩხლებული თვალებით, კვალზე
დამდგარ ძაღლებივით ნესტოებდაბერილნი. "იციან ჩემი ძალაო" - გაიფიქრა ღვინის ვაჭარმა
ბახამ და თითქმის მაშინვე გაისმა მისი მოკლე, მაგრამ ღვთაებრივად უხვი და მრავლის მთქმელი
ბრძანება: იმანო, დიდიდან, სტუმრებიაო!
"დიდიდან" ჩამოსხმულმა ღვინომ მალე აახორხოცა სტუმრები. ვიღაცამ ნივრის გალას
შეუწვდინა ხელი და ისე მადიანად ჩაკბიჩა გაუფცქვნელი ნიორი, ცოტა ხნის მერე, ხმელი,
გაფშეკილი, ერთმანეთზე გადაწნული ფოჩებიღა კონწიალებდნენ ხარიხაზე.
- გააღეთ კარი, შემოიხედოს ქვეყანამო! - დაიძახა შავთვალება მალალომ, როცა ქუჩაში მწყობრი
ნაბიჯების ხმა გაისმა და აქამდეც მოაღწია ღვინისა და ნივრის სუნმა. შავთვალება მალალომ
იმავე დღეს საგანგებოდ დააკრიალებინა სახლი ქალიშვილებს, როგორც კი გაიგო, წყალუხვ
მდინარეში ბერძნების თორმეტნიჩბიანი ხომალდი შემოსულაო. იმ დღის მერე ელოდებოდა
სტუმრებს. სტუმარი, თანაც ახალი, თანაც უცხოელი, ყველაზე კარგი წამალია სიბერისა, რისიც
ასე ეშინოდა შავთვალება მალალოს. მართალია, სიბერე ჯერჯერობით გარე-გარე უვლიდა,
მაგრამ დღითი დღე უშინაურდებოდა. ყველა გაპრიალებულ საგანში უსაფრთებოდა,
მოულოდნელად "ჭიტა" რომ დაეძახა და გული გაეხეთქა ცხოვრების მოტრფიალე ქალისთვის.
შავთვალება მალალოს კი მართლა უყვარდა ცხოვრება, მაგრამ დრო მაინც თავისას აკეთებდა,
წასაღები მიჰქონდა, დაუკითხავად, დაუნანებლად, და ექვსი ქალიშვილიც, უკვე დებივით რომ
მოსწრებოდნენ დედას, ამას ადასტურებდა მხოლოდ. რაც შავთვალება მალალოს აკლდებოდა, ის
მის ქალიშვილებს ემატებოდა. ამიტომაც იყო, ასე რომ ცდილობდა დამსგავსებოდა თავის
ქალიშვილებს, ანდა ისინი დაემსგავსებინა, რათა უცხო თვალს გაჭირვებოდა გამოცნობა,
რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შვიდ ქალში დანარჩენი ექვსის დედა. "აი, რამდენი ვარ!
ერთიდან მეორეში გადავსკუპდები, მეორედან მესამეში... მესამედან მეოთხეში, მეოთხედან
მეხუთეში, მეხუთედან მეექვსეში... სიბერემ კი მსდიოს, სანამ არ მობეზრდებაო", - იტყოდა
ხოლმე შავთვალება მალალო, მაგრამ სიბერის უბრალოდ ხსენებაც კი ისე ასევდიანებდა, ექვსივე
ქალიშვილს ბატის ჭუკებივით ერთად გახვეტავდა ოთახიდან და ტიროდა, გულით ტიროდა,
მაგრამ ცრემლს ქუთუთოსთანავე ახვედრებდა ხელს, ფერუმარილი არ ჩამომრეცხოსო. ექვსი
ქალიშვილი ცოტა იყო სიბერისგან თავის დასაღწევად, სხვა რამ უნდა მოეგონებინა შავთვალება
მალალოს.
"მასპინძელო", - ეძახდა თუთიყუში, მაგრამ მაშინ აღარაფერი ესმოდა საკუთარი სიყმაწვილის
ფეხის ხმის მეტი, ის კი თანდათან შორდებოდა, ყრუვდებოდა და ქვეყნის ხმებში ითქფივებოდა.
"უსინდისო, მოღალატევ!" - მისძახოდა გულაჩუყებული შავთვალება მალალო თვალსა და ხელს
შუა გაპარულ სიყმაწვილეს, უკანმოუხედავად რომ გარბოდა, თითქოს დიდი განსაცდელისათვის
დაეღწია თავი. მაგრამ არც სევდა ძლებდა დიდხანს, რადგან შავთვალება მალალომ ისიც იცოდა,
უდარდელობითა და მხიარულებით თუ თავის ახალგაზრდობას ვერ დაიბრუნებდა, სხვისას
მაინც მიიზიდავდა და ის "სხვისა" მისიც გახდებოდა, ცოტა ხნით მაინც. ოღონდ, გალიაში
დამწყვდეული თუთიყუშივით ჭრელსა და ხმაურიან ცხოვრებას დროზე უნდოდა ხელის წაკვრა,
რათა არ ჩასძინებოდა, არასოდეს დარღვეულიყო სიჭრელისა და სისადავის, ცრემლისა და
ღიმილის, ტუსაღისა და მეთვალყურის ერთიანობა, ერთარსებობა, ერთსულოვნება.
სანამ ბერძნები ქალაქსა და მის ადათ-წესებს ეცნობოდნენ, აიეტმა სასახლეში თათბირი გამართა.
აიეტი უკვე გრძნობდა, დიდი შეცდომა რომ ჩაედინა, როცა მშობლებისაგან განწირული ფრიქსე
შინაური კაცივით მიიღო სასახლეში და მერე დაინათესავა კიდეც. ახლა ფრიქსეს კვალზე მთელი
ხომალდი მოსულიყო. ხვალ კი, შეიძლება მთელი საბერძნეთი მოსდგომოდა კარს. არა,
დათმობაზე ლაპარაკსაც არ აპირებდა, დათმობა სისუსტეს ნიშნავდა. მართალია, უცხოელს
თითქოს უფლებაც ჰქონდა მოეთხოვა ის, რასაც თხოულობდა და, რაც აიეტისთვისაც არ უნდა
ყოფილიყო მაინცდამაინც ძნელი შესალევი, მაგრამ ვინ დაუდგებოდა თავდებად, უცხოელი არ
ტყუოდა. განა მგელი ითაკილებს ცხვრის ტყავში გახვევას, თუკი ფარეხში უნდა შეპარვა? აიეტს
არ სჯეროდა უცხოელის, საამისოდ ზედმეტად მომხიბვლელი ეჩვენა იგი. ჰქონდა კიდეც
უნდობლობის საბაბი. საიდან აღარ მოდიოდნენ ვანში ხომალდები, რა არ მოჰქონდათ და
მიჰქონდათ, მაგრამ არც ერთს არ აურიდებია თავი ნავსადგურისათვის და დაუშრეტელი
მდინარის ჭანჭრობებში არ დამალულა. არც შვილიშვილების მათთან ერთად დაბრუნება,
მათთვის ასეთი ზრუნვა და თავგამოდება მიაჩნდა ბუნებრივად. შეიძლება შვილიშვილებს
მართლა კეთილშობილი გრძნობა ამოქმედებდათ, თავს რომ არ იშურებდნენ, რათა საკადრისი
სამსახური გაეწიათ გადამრჩენლისათვის (თუკი მართლა გადამრჩენელი იყო), მით უფრო, რომ
ეს გადამრჩენელი ნათესავადაც ეკუთვნოდათ (თუკი მართლა ეკუთვნოდათ), მაგრამ ასევე
შეიძლებოდა, დაეშინებინათ ისინი, ანდა ისეთ რამეს დაჰპირებოდნენ, გადაებირებინათ ეს ოთხი
ღლაპი პაპისა და ქვეყნის წინააღმდეგ. მოკლედ, აიეტს არ სჯეროდა არც უცხოელისა და არც
შვილიშვილებისა. "შენიანის გეშინოდესო", - აკი ყოველთვის აფრთხილებდა მამა. აუხდა კიდეც;
როცა ერთხელ კიდევ გადაათვალიერებდა ხოლმე გუნებაში თავისიანებს, ეჭვს მხოლოდ და
მხოლოდ ქარისას შთამომავლობა იწვევდა. მედეას სათვალავშიც არ აგდებდა, რადგან
გაუთხოვარ ქალს მშობლებზე ძვირფასი არავინ არ უნდა ჰყოლოდა. აფრასიონი კი სხვანაირად
აბრაზებდა აიეტს. წლები გადიოდა, აფრასიონი იზრდებოდა, მაგრამ ძველებურად
გულჩათხრობილი და "უცნაური" რჩებოდა. "რაღაცაში გაერიოს, მეფობასაც სწავლა უნდაო", ეტყოდა ხოლმე აიეტი მეუღლეს, მაგრამ გულის სიღრმეში, სადაც მამა სჭარბობდა მეფეს,
სიამოვნებდა კიდეც, ასეთი თავდაჭერილი შვილი რომ ჰყავდა, ცხვირს რომ არ ყოფდა
ყველაფერში, აქაოდა მეფის მემკვიდრე ვარო. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ღალატის კაცი კი
ნამდვილად არ იყო, თითქოს სულ ასე მემკვიდრედ აპირებდა ყოფნას და, ვინ იცის, იქნებ
ღმერთებსაც ევედრებოდა, მამაჩემი დიდხანს მიცოცხლეთ, ქვეყნის საზრუნავი ჩემს კისერზე
რომ არ გადმოვიდესო. აფრასიონს მართლა უყვარდა მამა და ეს აიეტმაც იცოდა. ერთხელ
ხუმრობით ჰკითხა, თუ მართლა ყველაფრის გამომცნობელი ხარ, ისიც მითხარი, როდის
მოვკვდებიო; აფრასიონს თვალში ცრემლი ჩაუდგა, ყბა აუცახცახდა და ძლივს ამოილუღლუღა:
არ ვიცი, ეგ ჩემს მერე მოხდებაო. აიეტს შვილის სიბრალულით გული დაეწვა და მერე აღარ
უკითხავს ამგვარი რამ. ასე იყო თუ ისე, აფრასიონი მამის ეჭვს არ იმსახურებდა და ამიტომაც,
აიეტმა ფიქრშივე მოუხადა ბოდიში: მაპატიე, შვილო, ტახტი ისეთი რამეა, ყურზე ყური უნდა
გამოიბა და თვალზე თვალიო.
აიეტმა ცხვირწინ აქანავებულ ფიქრის ბაწარს ხელი აუქნია, რადგან ისედაც იცოდა, რა ზარზეიმი
იდგა, ალბათ, ჭაში, და ხმამაღლა განაცხადა:
- ჩემი აზრით, ბერძნების თორმეტნიჩბიანი ხომალდი უნდა დაიწვასო...
სანამ აიეტი თათბირობდა, მედეას ტანგაუხდელს დასძინებოდა და სიზმარს ხედავდა. ეს
სიზმარი პირველს არ ჰგავდა, მაჯლაჯუნასავით საზარელი, მტანჯველი და დაუნდობელი.
საცოდავი გოგო ოხრავდა, ოფლში იწურებოდა, მაგრამ ვერაფრით დაეღწია თავი, ვერ გაქცეოდა
მაჯლაჯუნას.
სიზმარი კი მართლა შემზარავი იყო: ვითომ ყველანი აიეტის სალხინო დარბაზში
შეკრებილიყვნენ, უცხოელიანად, და უცხოელი, ვითომ, ისე უღიმოდა მედეას, მისი საცოდაობით
ქვა გადნებოდა. "რისთვის მოსულხარო", - ეკითხებოდა აიეტი უცხოელს და თან ფრიქსეს ვაჟებს
თვალს უკრავდა. "ქალი უნდა გამატანოო", - პასუხობდა უცხოელი და მედეას შესცქეროდა.
აიეტს კი ვითომც არ ესმოდა მისი პასუხი და ეუბნებოდა: თუ გინდა, რომ ვერძის ტყავი
გაგატანო, ადუღებულ ქვაბზე ითამაშეო. "არ მინდა ვერძის ტყავიო", - ყვიროდა უცხოელი და
მედეას გულსაკლავად უღიმოდა. სპილენძის უზარმაზარ ქვაბში წყალი უკვე დუღდა. იმ ქვაბში
მთელ ძროხას ხარშავდნენ ხოლმე, ათი კაცი დგამდა ცეცხლზე. ქვაბზე ფიცარი გაედოთ. იმოდენა
ოხშივარი მოება პირზე, ხალხს ერთმანეთის დანახვა უჭირდა. "ითამაშე და ითამაშეო", აუტყდნენ ყველანი უცხოელს. უცხოელმა აღარ იცოდა რა ექნა, თავისას ვერ აგებინებდათ. მარტო
მედეას ესმოდა მისი, მაგრამ მამის შიშით ენას როგორ დასძრავდა. უცხოელი კი, დასაკლავი
ხარივით, ხან მედეას შეაშტერებდა თვალებს, ხან კი გამხიარულებულ აიეტს... "თუ ფიცარზე ავა,
ვყვარებივარო", - ფიქრობდა მედეა და თან გული უსკდებოდა, მართლა არ ავიდეს, ეს რა
სულელური ფიქრები მომდის თავშიო. უცხოელი მაინც ავიდა ფიცარზე, ხელები საცოდავად
გაშალა და ფეხებიც გაუსვ-გამოუსვა, ვითომ ვცეკვავო. აიეტმა გადაიხარხარა და ფიცარს ხელი
გამოჰკრა. მედეამ შეჰკივლა, უცხოელი კი აბუყბუყებულ ქვაბში ჩავარდა და ჩაიხარშა.
"გადაღვარეთ წყალიო", - ბრძანა აიეტმა და ქეიფი გააგრძელა. ათმა კაცმა გადმოიღო ქვაბი, გარეთ
გაიტანა და ქაფქაფა წყალი, უცხოელის ძვლებიანად, მიწაზე დაღვარა. "მე რაღა მექეიფებაო", გაიფიქრა მედეამ და ისიც გარეთ გამოვიდა. მდუღარეგადასხმულ მიწას ორთქლი ასდიოდა.
გაფანტულ ძვლებს ძაღლი და ღორი მისეოდა. მედეამ კალთაში მოიგროვა ძვლები, თავის
ოთახში შეიტანა და საწოლზე დაყარა. "გავაცოცხლებ, ვინანებ, არ გავაცოცხლებ და მაინც
ვინანებო", - თქვა მედეამ. მერე საწამლე ყუთიდან კასპიის ნიჟარა ამოიღო, რომელშიაც ჯადოწამალი ჰქონდა მოგროვილი და ძვლებს მოაპკურა. გაცოცხლებული უცხოელი საწოლზე
წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და თქვა: რა იქნა ოქროს საწმისიო? მერე, ცოტა გონს რომ მოეგო,
წამოხტა და ისევ აიეტის სალხინო დარბაზისკენ გაიქცა. მირბოდა და ყვიროდა: გავიმარჯვე,
გავიმარჯვეო!
უცხოელი რომ დაინახეს, ყველამ გაიცინა, ამ წუთას ქვაბში ჩაიხარშა და ახლა საიდან
მოგვევლინაო. - ხომ ჩემია ვერძის ტყავიო? - ჰკითხა უცხოელმა აიეტს. "აკი ქალის სათხოვნელად
მოვედიო?" - შეუბრუნა კითხვა აიეტმა. მერე მედეას გასძახა, მოდი, ქალო, ისევ შენ უნდა
გადაწყვიტო ჩვენი დავაო. "ნეტავ თავს რატომ არ გამანებებენ, ჩემგან რა უნდათო" - გაიფიქრა
მედეამ. ხმამაღლა კი თქვა: ერთი სიტყვა მეც მათქმევინეთო. "ათი თქვიო", - დაუძახეს აქეთიქიდან.
- უცხოელმა პირობა შეასრულა, - თქვა მედეამ.
ატყდა და რა ატყდა, ყურთასმენა აღარ იყო. "დააცადეთ, ათქმევინეთო", - ყვიროდა უცხოელი და
თან ფარს იფარებდა. "ახლა მამაჩემმა ითამაშოს ადუღებულ ქვაბზე და მაშინ ბარი-ბარში
იქნებიანო", - როგორც იქნა დაამთავრა მედეამ თავისი სათქმელი და შიშით გული გაუსკდა.
რეებს ვროშავ, რა უბედურებაა ჩემს თავსო. მეორე გული კი ეუბნებოდა, რადგან ამბობ, ეტყობა,
გინდა კიდეცო. მედეას შიშით გული კი უსკდებოდა, მაგრამ ამავე დროს საკუთარი სითამამეც
მოსწონდა, ერთიანად აღგზნებული და ატაცნილი, ისე არხეინად იქცეოდა, თითქოს ცაში
ფრენდა და მიწაზე აღარ აპირებდა დაბრუნებას. "ეგრე იყოსო", - თქვა შემცბარმა და დაბნეულმა
აიეტმა. მერე ფიცარზე ავიდა. ისეთი სახე ჰქონდა, მედეას პირზე ხელი რომ არ აეფარებინა,
დაუძახებდა, რას შვრები, მამი, სად მიდიხარ, რამ გადაგრია ამხელა კაციო. აიეტს ეტყობოდა,
სულ არ ჰქონდა საცეკვაო გუნება-განწყობილება, მაგრამ ხელები მაინც გაშალა და ფეხებიც
აათამაშა. მედეამ ქვაბთან მიირბინა და აცეკვებულ მამას ფეხქვეშ ფიცარი გამოაცალა. თან
გუნებაში ამბობდა: "რას ვაკეთებ, რატომ ხელები არ შემახმებაო", მეორე გული კი პასუხობდა,
რადგან აკეთებ, გდომებია კიდეცო.
აიეტი მდუღარეში ჩავარდა და ჩაიხარშა. ათმა კაცმა დაავლო ქვაბს ხელი და გარეთ გაიტანა.
"გავიმარჯვე, გავიმარჯვეო", - ყვიროდა უცხოელი და თან ფარის უკან ჩაცუცქულიყო, ამოდენა
ხალხმა ზედ არ გადამიაროსო. მედეა დარბაზიდან გამოვარდა და წამლების ყუთს მიაშურა.
მაგრამ კასპიის ნიჟარა ცარიელი დაუხვდა. რაც შიგ წამალი ჰქონდა დაგროვილი, სულ
უცხოელის ძვლებისთვის დაეპკურებინა. ისე შეწუხდა მედეა, ისე შეწუხდა, მაშინვე გამოეღვიძა.
როგორც კი თვალი გაახილა, ვარდისფერ წყვდიადში აღმოჩნდა. შეშინებული ფეხზე წამოიჭრა
და ოთახის კედლები მოათვალიერა. როცა ყველაფერი იცნო, ახლა ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი
და, თოჯინაც რომ ადგილზე დაიგულა, შვებით ამოისუნთქა.
"არა, ჩემო კარგებო, - ჩურჩულებდა გულაჩუყებული მედეა, - როგორ იფიქრეთ, სულელებო, ეს
ხომ სიზმარია, ცუდი სიზმარი, ეს კი ჩვენი სახლია, მამაჩემის სახლი. რა ესაქმება უცხოელს
ჩვენთან. გესმის, გესმის, გესმის... - დაუშინა მუშტები თოჯინას. თოჯინას ნახშირის თვალი
წამოვარდა, მაგრამ მედეა ისევ სცემდა და უყვიროდა: "რამ დაგაყრუა, რით ვერ გაიგეო." მერე
კაბის კალთა წამოიხადა და მთელი სახე ერთიანად შეიმშრალა. "ჩემგან ნურავითარი დახმარების
იმედი ნუ გექნება. შენ კი არა, ქარისამაც რომ მთხოვოსო", - თქვა სახეზე კალთააფარებულმა და
უცებ ისევ აუჩქროლდა გული, რატომ აქამდე არ ვიფიქრე, ხომ შეიძლება, დამ მართლა მთხოვოს
უცხოელის დახმარებაო. ის უცხოელი ხომ ქარისას შვილების ნათესავი იყო და, თუ მას რაიმე
უბედურება შეემთხვეოდა, აიეტი ფრიქსეს ვაჟებსაც ზედ მიაყოლებდა, იმ უცხოელის
მოყვანისათვის. მაშინ... "მაშინ აღარც ასე დავიტანჯებოდიო", - დაამთავრა ფიქრი მედეამ და
კარი გამოაღო, რადგან უცებ დასთან გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ კარშივე გაჩერდა, ასე
თმაგაწეწილი და ფეხშიშველი როგორ მივადგეო. ისევ შემობრუნდა ოთახში, მაგრამ გულმა აღარ
დააყენა, რა მოხდა, ვინ გიყურებსო და ისევ კარს მიაშურა, მაგრამ ვერც ახლა გადააბიჯა
ზღურბლს. სამგზის სცადა წასვლა და სამგზისვე თავი შეიკავა, მერე კი ბარბაცით ისევ საწოლთან
მივიდა და ზედ გადაემხო, როგორც საყვარელი ადამიანის ცხედარს. ეგდო ასე, ბალიშში
პირჩამხობილი და უხმოდ ტიროდა. რა იცოდა, რომ მთელი სიცოცხლე ასე უხმოდ უნდა ეტირა.
ასე უხმოდ და უამხანაგოდ. მისი მარადიული ცრემლი პირველ ლაქას აჩენდა ახლა სიქალწულის
სასთუმალზე და მედეაც უკვე დამნაშავედ გრძნობდა თავს, თუმცა ჯერ არაფერი ჩაედინა. ვერც
დანაშაულის ამ მწარე გრძნობას მოშორდებოდა როდისმე, მიჩვეული ძაღლივით აედევნებოდა,
მასთან ერთად გადასცურავდა ზღვებს და უცხო მიწაზედაც აჰყვებოდა, რადგან ამ ძაღლს ვერც
კეტი დააფრთხობდა და ვერც მოწამლული სალაფავი მოუღებდა ბოლოს, ის ბედისმიერი იყო,
ღმერთების მოგზავნილი. მედეამ ეს ჯერ არ იცოდა, მაგრამ გინდაც სცოდნოდა, მაინც ძნელი
სათქმელია, შეიცვლებოდა თუ არა რამე მის ცხოვრებაში.
თავგადაგოზილ ქვევრში რომ იტიროს ქალმა, მეორე ქალი მაინც გაიგებს. ეს "მეორე ქალი"
ამჯერად ქარისას მხევალი აღმოჩნდა. მან შემთხვევით მედეას ოთახის წინ ჩაიარა, მაგრამ
რაღაცამ შეაწუხა და ისევ ამობრუნდა. დაბნეულმა მიმოიხედა და კარს ყური მიადო. ასე კი
იმიტომ მოიქცა, კარგად რომ ვერ გაარჩია, რა ხმა ისმოდა ოთახიდან, ბავშვის სლუკუნსაც ჰგავდა
და ძაღლის წკმუტუნსაც.
მხევალმა შესვლა მაინც ვერ გაბედა ქალიშვილის ოთახში და ქარისასთან გაიქცა, მაპატიე, შენსა
მზესა, მაგრამ მგონი თქვენს დას რაღაც უჭირსო. ქარისასთვის სწორედ რომ სულზე მისწრება
იყო მხევლის გამოჩენა, ის შვილებს გამოემწყვდიათ და აქეთ-იქიდან მგლებივით უღრენდნენ:
ხომ ხედავ, მამაშენი რას გვიშვება, დედა ხარ და მოგვეხმარე, სანამ დედაბუდიანად გადაგვიწვია
აქაურობაო. ქარისას დიახაც უნდოდა მიხმარებოდა შვილებს, მაგრამ რა უნდა ეღონა ან რა
შეეძლო ამ უბედურ ქალს, ზედიზედ რომ მარცხდებოდა ცხოვრებასთან ბრძოლაში, ისევ და ისევ
თავისი ამპარტავნული ხასიათის გამო; მისი ოცნების კოშკები სინამდვილეში სილის კოშკები
აღმოჩნდა, ბავშვობაში ზღვისპირას რომ აკოწიწებდა და მერე თვითონვე ანგრევდა. ის შორს იყო
შვილებისაგან. ავადმყოფურად გამძაფრებული თავმოყვარეობა არც დედური სინაზის
გამომჟღავნების ნებას აძლევდა. შვილებსაც არ ესმოდათ დედისა. ისინი მამაკაცები იყვნენ და
ყველაფერს გაწირავდნენ თავიანთი კაცობის დასამტკიცებლად. ღირდა ბრძოლის გაგრძელება?
ქარისა ისევ მარტო იყო, ისევ ხუთის წინააღმდეგ. ხუთი მამაკაცის წინააღმდეგ. როცა ქარისამ
უცხოელი იხილა, მაშინვე დარწმუნდა, შვილებს ვეღარ შეაკავებდა. ის უცხოელი, შეიძლება,
მართლა ნათესავად ეკუთვნოდა ფრიქსეს, მაგრამ ფრიქსეს არ ჰგავდა, სხვანაირი შუქი ედგა
თვალებში, ნადირის შუქი, დატყვევებული რომ უფრო საშიშია, ვიდრე ნებაზე გაშვებული.
ამისთანა მამაკაცს ბიჭბუჭები ბაძავენ, ქალები კი ნებდებიან, რადგან მასთან ბრძოლას აზრი არა
აქვს. ქარისაც უკვე მზად იყო გადასულიყო იმ ხუთის მხარეზე, მაგრამ არც ეს იყო იოლი საქმე,
ამასაც დამსახურება უნდოდა, მასაც უნდა ჩაედო თავისი წილი საერთო საგანძურში,
სრულუფლებიანი წევრი რომ გამხდარიყო დღემდე მოწინააღმდეგე ბანაკისა.
ქარისას ბევრი აღარ დაუყოვნებია და მედეას ოთახისაკენ გაიქცა. მხევალიც აედევნა, მაგრამ
ქარისამ დაუცაცხანა და ჩამოიშორა.
ქარისამ საწოლზე პირქვედამხობილი და მხრებაცახცახებული მედეა რომ დაინახა, თავზარი
დაეცა: ალბათ, აიეტმა ჩემი შვილები გაწირა და ჩემზე ადრე ამან გაიგოო: "ვაიმე შვილებო, რატომ
არ დაიქცევა ეს ოხერი სახლიო", - ამოიგმინა ქარისამ. მედეა მუხლებზე წამოჯდა და
ნამტირალევი თვალებით გაკვირვებული მიაშტერდა დას. "სულელო, შენს შვილებს რა სჭირთ
სატირალი, ან მამის სახლს რატომ წყევლი, რა დაგიშავაო", - უნდოდა ეთქვა მედეას, მაგრამ პირი
ისე შეჰკვროდა, ტუჩებს ერთმანეთს ვერ აშორებდა. მედეამ ერთი იცოდა მხოლოდ, შეყვარებული
იყო და ვერავითარი ჯადო-წამალი ვერ განკურნავდა, ამით უნდა მომკვდარიყო და სანამ
მოკვდებოდა, ასე უნდა ყოფილიყო: აწეწილი, აფორიაქებული, აღგზნებული. "სიკვდილი მინდა,
დაო, სიკვდილიო", - უნდოდა ეყვირა, რადგან მართლა უნდოდა სიკვდილი, ფიქრობდა კიდეც,
ალბათ, ესაა სწორედ სიყვარული, სიკვდილი რომ გინდაო. მედეა ღრმად იყო დარწმუნებული,
უცნაურად მოღიმარე უცხოელს რამე რომ მოსვლოდა, ერთ დღეს აღარ იცოცხლებდა თავს, ან
ზღვაში გადავარდებოდა, ან ძელზე ჩამოეკიდებოდა, ანდა მამიდის დამზადებულ შხამს
დალევდა, მაგრამ ჯერ, სანამ ის უცნაურად მოღიმარი უცხოელი უვნებლად ეგულებოდა,
სიკვდილი არ შეეძლო, უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო და სიყვარულის მთელი ავანჩავანიც ეს იყო
სწორედ. "სიკვდილი მინდაო, დაო, სიკვდილი!" - ყვიროდა პირმოკუმული მედეა და
გულწრფელად უკვირდა, რატომ მთელ სასახლეს არ ესმის, რატომ ყველანი აქეთ არ გამორბიანო.
სიტყვა "სიყვარული" მედეას ისე აკრთობდა, გუნებაშიც უჭირდა მისი წარმოთქმა. ეს პატარა და
ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა იმდენ წინააღმდეგობასა და უბედურებას იტევდა, იმდენ
საზარელ ჩვენებას მოითრევდა თან, მედეა გრძნობდა, როგორ ეხუთებოდა სული, როგორ

Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
- Büleklär
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3713Unikal süzlärneñ gomumi sanı 214929.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3784Unikal süzlärneñ gomumi sanı 210430.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3786Unikal süzlärneñ gomumi sanı 205032.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3821Unikal süzlärneñ gomumi sanı 203632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3729Unikal süzlärneñ gomumi sanı 206829.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3798Unikal süzlärneñ gomumi sanı 204130.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3774Unikal süzlärneñ gomumi sanı 210030.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3823Unikal süzlärneñ gomumi sanı 208330.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3844Unikal süzlärneñ gomumi sanı 202633.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3773Unikal süzlärneñ gomumi sanı 197831.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3780Unikal süzlärneñ gomumi sanı 203131.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3759Unikal süzlärneñ gomumi sanı 210631.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3704Unikal süzlärneñ gomumi sanı 202730.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3763Unikal süzlärneñ gomumi sanı 208330.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3829Unikal süzlärneñ gomumi sanı 205830.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3780Unikal süzlärneñ gomumi sanı 197632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3776Unikal süzlärneñ gomumi sanı 206230.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3775Unikal süzlärneñ gomumi sanı 196734.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3868Unikal süzlärneñ gomumi sanı 188635.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3787Unikal süzlärneñ gomumi sanı 204632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3709Unikal süzlärneñ gomumi sanı 198333.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3866Unikal süzlärneñ gomumi sanı 202033.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3759Unikal süzlärneñ gomumi sanı 202032.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3752Unikal süzlärneñ gomumi sanı 205831.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3700Unikal süzlärneñ gomumi sanı 211128.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3747Unikal süzlärneñ gomumi sanı 204230.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3904Unikal süzlärneñ gomumi sanı 200632.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3862Unikal süzlärneñ gomumi sanı 198832.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3889Unikal süzlärneñ gomumi sanı 196031.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3751Unikal süzlärneñ gomumi sanı 212727.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3814Unikal süzlärneñ gomumi sanı 204630.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3808Unikal süzlärneñ gomumi sanı 200229.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3803Unikal süzlärneñ gomumi sanı 206831.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3862Unikal süzlärneñ gomumi sanı 202331.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3776Unikal süzlärneñ gomumi sanı 209429.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3725Unikal süzlärneñ gomumi sanı 217127.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 3887Unikal süzlärneñ gomumi sanı 205632.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.Süzlärneñ gomumi sanı 1188Unikal süzlärneñ gomumi sanı 82038.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.