Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14

Süzlärneñ gomumi sanı 3763
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
უხეირო ამ სიტყვამ შეაკრთო. არ ელოდა. ჯერ შვილს შეხედა, ხომ არ მომეყურაო, მერე კი
თვითონაც ტილოს დააშტერდა, თითქოს სურდა, რაიმე კავშირი აღმოეჩინა ამ ტილოსა და
შვილის ნათქვამს შორის. მაგრამ, ეტყობა, ვერ მოახერხა და ახლა უკვე ჩვეულებრივი,

იმქვეყნიური ხმით ამოღერღა: ბავშვი ხარ და იმიტომო. გუნებაში კი გააგრძელა: "შენ რას გაიგებ,
რა საშინელებები ხდება ამ "ლამაზ" ტილოზეო".
ასე დაიწყო პოპინასა და უხეიროს მეგობრობა, ასე შეაღწევინა პატარა პოპინას ფერადი ძაფის
გორგალმა მამის იდუმალსა და ზღაპრულ სამყაროში. პოპინამ მამის ოთახში ყოფნის უფლება
მოიპოვა. სახლიც ჩაწყნარდა, რადგან უხეიროს ტახტის თავთან ყოველთვის იდგა ფერადი ძაფის
გორგლებით თავმობმული კალათა. პოპინაც იქვე იჯდა დაბალ სამფეხა სკამზე. უხეიროს
ყაისნაღისგან საჩვენებელ თითზე ბებერა გასჩენოდა, მაინც სწრაფად ქარგავდა და პოპინა
ხედავდა, როგორ ჭრელდებოდა, როგორ ივსებოდა ახალ-ახალი ყვავილებით ტილოს
ხორკლიანი ზედაპირი. მამა-შვილს ერთმანეთის არ ესმოდათ. ერთისთვის ყველაფერი უცხო და
მომხიბვლელი იყო, მეორისთვის ნაცნობი და ამაზრზენი. უხეირო დროს მარხავდა, მეგობრის
გვამს, პოპინა კი მხოლოდ ყვავილებს ხედავდა, გახრწნილ გვამს რომ ამოეყარა. იჯდა და
უყურებდა, ხოლო როცა თვალები საბოლოოდ აუჭრელდებოდა, თვითონაც ვერ იგებდა, როდის
გადიოდა ამ ჭრელ მინდორზე. სხვა ყველაფერი, კედლებიცა და აპარპალებული ჭრაქიც,
ტახტიცა და მამაც, სადღაც ქრებოდა. ირგვლივ, სადამდეც თვალი მიუწვდებოდა, აყვავებული
მინდორი ბიბინებდა. თვითონ ამ მინდვრის შუაგულში იდგა და აღარ იცოდა საით წასულიყო,
იმდენად ჰგავდა ერთმანეთს მინდვრის ოთხივე მხარე. ცვრით გალუმპული კაბა თეძოებზე
ეწებებოდა. მის ფეხის ხმაზე მაღალი ბალახიდან სვავები ზლაზვნით დგებოდნენ, ტიტველ
კისრებს მისკენ აბრუნებდნენ და ისევ იქ ეშვებოდნენ, საიდანაც ეს წუთია აფრენილიყვნენ.
ყვავილის წვენით გაბერილი ფუტკრები, დაეჭვებულნი ეხვეოდნენ თავზე მათ სამეფოში
შემოხეტებულ უცხო ცხოველს. ნაკადულსაც დაენახა იგი და ისე გარბოდა, ისე მიშხუოდა,
ყვავილები ერთმანეთს აწყდებოდნენ და ჭრელი, კოპწია გვირგვინები აქაფებულ წყალში
უცვიოდათ. პოპინა ნაკადულის მხოლოდ კუდს ხედავდა, მზის აკისკისებულ სხივს ხიწვივით
მიაპრიალებდა. ბალახის ღერზე მწვანე კალია დასკუპებულიყო და ისიც პოპინას ზვერავდა,
დიდი, გადმოკარკლული თვალებით. გამოხრულ, გამოთეთრებულ ძვალს წითელი ჭიანჭველები
შესეოდნენ. პოპინა გრძნობდა, ამ მინდორზე უცხო იყო, უცხო კი არა, ზედმეტი. აქ ყველას და
ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩნეული და რომელიმე მათგანის, რომელიმე ნაწილის,
გინდაც სულ უმნიშვნელოს, შეცვლა ან გადაადგილება ყველაფერს არევდარევდა. პოპინა კი
მზად იყო, თვითონვე აერია და დაერღვია ეს დაკანონებული სიმშვიდე და წესრიგი, რაც ამ
მინდორზე სუფევდა, თუკი მასაც არ დაუთმობდნენ ადგილს, თუკი მასაც არ ჩათვლიდნენ
თავისიანად. პოპინა მეგობრებისგან ათვალწუნებული ბავშვის სიჯიუტით ცდილობდა, თავისი
გაეტანა. იმას კი ვერ მიმხვდარიყო, რა შორს გაეტყუებინა ცდუნებას, მართლაც რა უცხო და
უმწეო იყო აქ, სადაც ყველაფერი მკვდარ დროს ეკუთვნოდა. ის ბავშვის გონებით წარმოდგენილ
მინდორზე კი არა, მამის მოგონებებში დახეტიალობდა, მამის წარსულში, და ვეღარაფერს ვეღარ
შეცვლიდა, რადგან ყველაფერი იქამდე მომხდარიყო, დაკანონებულიყო და დამარხულიყო
კიდეც, სანამ პოპინა გაჩნდებოდა. თვითონაც იმ მკვდარი დროის ნაყოფი იყო და ერთადერთი,
რაც შეეძლო, დროზე უნდა მოსწყვეტოდა ამ ხენეშსა და ეკლიან ხეს.
პოპინა ყვავილებს ფესვიანად გლეჯდა. სიმსუქნისგან გაზანტებულ ფუტკრებს მუსრს ავლებდა,
ნაკადულს მისდევდა, კუდზე ფეხს აბიჯებდა და ბრაზიანად იცინოდა, როცა მისი ფეხიდან
გადასული ტკივილი ნაკადულის აქაფებულ სხეულს კუდიდან კისრამდე გრეხდა და

აცახცახებდა; მწვანე, თვალებგადმოყრილ კალიებს ფრთებს აწყვეტდა და ისევ ბრაზიანად
იცინოდა, როცა უფრთო კალიები საცოდავად დაჩოჩავდნენ გადათელილ ბალახში. ერთადერთი,
რასაც შეეძლო პოპინას რისხვის შენელება და ამ მინდვრიდან უკანვე გატყუება, ასაკი იყო, ამ
ჯადოსნურ მინდორზე კი დრო არ არსებობდა. მაგრამ პოპინას თავისი საკუთარი დრო ჰქონდა,
რომელიც ამ მინდორზე გადმოსვლისას, დაბალ, სამფეხა სკამზე დაეტოვებინა. პოპინას კი
დაეტოვებინა, დავიწყნოდა, მაგრამ ის მაინც აკეთებდა თავის საქმეს: იზრდებოდა, ემატებოდა
პოპინას და როცა პოპინამ ისევ ოთახის გრილ ფილაქანზე ჩამოდგა ფეხი, ბავშვი აღარ იყო. ხოლო
მის დაბალსა და სამფეხა სკამზე მისი უმცროსი ძმა, ფარნაოზი მოკალათებულიყო.
- რას დაყურსულხარ ამ სიბნელეში! წადი, ითამაშე! - დაუყვირა პოპინამ ძმას და ოთახიდან
გავიდა, რათა აღარასოდეს აღარ გაეხსენებინა გაწბილებული და თვალსა და ხელს შუა უაზროდ
გაპარული ბავშვობა.
ამის მერე პოპინა მამასთან იშვიათად შედიოდა, მხოლოდ მაშინ, როცა უხეიროს ძაფი
გაუთავდებოდა, ანდა დაწყლულებული ჭრილობა პირს გაიხსნიდა და საფენი იყო
გამოსაცვლელი. ჭრილობიდან ბალღამსა და სისხლს ძვლის წვრილი, გამახული ნამსხვრევები
გამოჰქონდა. პოპინა ამ საქმეშიც გაიწაფა, მისი დადებული საფენი უხეიროს შვებითა და
ნეტარებით ავსებდა. თუმცა ეს ის შვება და ნეტარება იყო, რომლის განცდაც მხოლოდ და
მხოლოდ ტკივილდამაცხრალ ავადმყოფს შეუძლია. ხანდახან, როცა წყლული გამიზეზდებოდა,
დასივდებოდა, გამკვრივდებოდა და მთელ კანს მტკივნეულად დაჭიმავდა, შეწუხებული,
სიცხისაგან აფორიაქებული უხეირო ისეთი მავედრებელი თვალებით უყურებდა მის ფეხებთან
მოფუსფუსე ქალიშვილს, თითქოს რაღაც არაადამიანური დანაშაულის შეწყალებას სთხოვდა.
პოპინას გული გადაუქანდებოდა ხოლმე და მაშინ გრძნობდა, რა საცოდავი და უმწეო იყო
მამამისი, რა მარტივი და უბრალო. ტკივილი ჯიუტად, დაუზოგავად ამსხვრევდა და
ანადგურებდა განდგომილი კაცის მკაცრსა და მოღუშულ ნიღაბს და მის ნაცვლად ჩვეულებრივი
მოკვდავის სახეს აჩენდა, ავადმყოფობისგან შემკრთალსა და გაძარცულს. პოპინას ეს სახე არ
უყვარდა, რადგან სიბრალულს იწვევდა და თანაგრძნობას მოითხოვდა. ასეთი ხომ თვითონაც
იყო. მას უკვე დიდი ხნის წინათ დაეკარგა წინააღმდეგობის უნარიცა და სურვილიც, რაც მამის
აფრისხელა ტილოზე ხეტიალისას გასჩენოდა. საკუთარი უმწეობის შეგრძნებამ ბუნებაზე
სწრაფად და საფუძვლიანად შეცვალა მისი არსება და არა მარტო შეცვალა, არამედ აზრითაც
დატვირთა, ადგილი მიუჩინა. პოპინამ ეს გრძნობა ისე მოიმარჯვა, როგორც შეშინებული
მგზავრი მოიმარჯვებს ხოლმე ჯოხს ძაღლებით სავსე ორღობეში. პოპინასაც მხოლოდ და
მხოლოდ ეს ევალებოდა: მიუხედავად შიშისა, მაინც უნდა გაევლო ძაღლებით სავსე ორღობე,
რადგან ამ ორღობის იქით იყო სწორედ ის, რისი გულისთვისაც საერთოდ გამოსულიყო შინიდან:
სამუდამო სასუფეველი. პოპინას წარმოდგენაში ცხოვრებაც მამის ნიღაბივით მკაცრი და
მოღუშული იყო. როცა ამაში დარწმუნდა, თუ ძალით დაირწმუნა თავი, დამშვიდდა კიდეც,
რადგან ამგვარ ცხოვრებაში უფრო იოლად თავსდებოდა მისი გულის ნაადრევი ტკივილიცა და
სევდაც. პოპინას არსება ცხოვრების სიმკაცრემ და სიუხეშემ გააოგნა, დაიმორჩილა, მაგრამ სულ
უმნიშვნელო, ადამიანური სისუსტის, ლმობიერებისა თუ თანაგრძნობის შემჩნევაც კი თავგზას
უბნევდა. ამიტომ არ უყვარდა პოპინას მამის შეუნიღბავი სახე, გაცრეცილი და შემკრთალი,

სიმარტოვის საშინელებისა და აუტანლობის მაღიარებელი. პოპინა მამის ამგვარ სახეცვლილებას
ღალატივით განიცდიდა, თითქოს ბრძოლის ველზე მარტო ტოვებდნენ.
"შენც მარტო ხარ და შენცა გტკივა", - ფიქრობდა აფორიაქებული პოპინა და ცდილობდა, თვალი
აერიდებინა მამისთვის, თითქოს რცხვენოდა, მის საიდუმლოს რომ ჩასწვდენოდა. განა მართლა
პირწავარდნილი ოინბაზობა არ იყო აცაბაცა ასოებით გადაჭრელებული ტილო? განა ძაფი
გაუძლებდა სიმარტოვისა და ტკივილის სიმძიმეს? მამამისი ხომ თავშესაფარს იქსოვდა,
ცხოვრებას რომ დამალვოდა? თუ ასე არ იყო, რატომ მაშინ არ ქარგავდა, როცა ფეხზე იდგა, როცა
არ ტკიოდა, როცა მარტო არ იყო და როცა მძივისა და საყურის ნაცვლად უზარმაზარ ლოდებს
უგზავნიდა ცოლს. იმიტომ, რომ მაშინ ისიც იმ ლოდივით მაგარი და ტლანქი იყო, იმ ლოდივით
მძიმე და შემმუსვრელი. ახლა კი, საკუთარი უმწეობისა თუ არარაობის შეგრძნებას ისე
გაექალაჩუნებინა, ყველა სტრიქონის თავსა და ბოლოში ჩიტი და ყვავილი გამოჰყავდა. ვის რაში
სჭირდებოდა მისი ჩიტი და ყვავილი, ვის აუჩუყებდა გულს? თავს იტყუებდა მხოლოდ, რადგან
სიმართლისა ეშინოდა. შიში კი ტკივილმა ჩაუნერგა, ტკივილმა და სიმარტოვემ. მარტო პოპინა
რატომ უნდა გადასდგომოდა წინ ცხოვრების აზმუვლებულ ნახირს და რატომ უნდა დაეცვა ეს
ქვის ხუხულა, მათი სახლი რომ ერქვა, მათი ოჯახი, მათი საერთო თავშესაფარი? არა, ან მხარში
უნდა ამოსდგომოდნენ, ანდა მისთვისაც მიეცათ ნება, გვერდზე გამდგარიყო და შორიდან ესმინა,
როგორ იმსხვრეოდა ფილაქანი ჩლიქების ქვეშ, როგორ ირყეოდა და იბრიცებოდა სვეტი, როგორ
ტიტვლდებოდა და მახინჯდებოდა საქონლის თეძოებით გახეხილი კედელი.
***
ცუცამ ტახტამდე მიაცილა შვილი. ოყაჯადოს მღელვარებისაგან სახე უხურდა, ნელა,
გაუბედავად დაეშვა ტახტზე, თითქოს გაეხუმრებოდნენ და გამოაცლიდნენ. "რა სხვანაირი
ხარო", - ეუბნებოდა ცუცა. გულხელი დაეკრიფა, თავი გვერდზე გადაეგდო და აღტაცებული
შესცქეროდა ტახტზე დაბრძანებულ შვილს. ოყაჯადოს რცხვენოდა, თვალით ანიშნებდა
კარისკაცებზე, უთავბოლოდ რომ დაფუსფუსებდნენ სატახტო დარბაზში, მაგრამ ცუცა ვერავის
ვეღარ ამჩნევდა, მღელვარებისაგან მასაც შეფაკვლოდა ლოყები. ან რა გასაკვირია? ყველაფერი
ბედნიერად დამთავრდა, ოცნება აუსრულდა, ნანატრი დღე გაუთენდა. არა! ძალით გაათენა,
ძალით გამოგლიჯა ცხოვრებას ხელიდან. ეკუთვნოდა და იმიტომ. გადაყვა, შეეწირა, ტვინი
დაანთხია, სისხლიც, ყველაფერი შეალია, რაც კი გააჩნდა. ამიტომაც გაუმართლა. მისი ოცნება
უკვე ტახტზე იჯდა. მართალია, მის ოცნებას საჯინიბოს იატაკივით გაბრტყელებოდა სახე,
ოფლიან შუბლზეც წითელთავა მუწუკები დახვეოდა და დაბნეულად იღიმებოდა, მაგრამ მაინც
მეფე ერქვა. ეს მეფე კი მისი გონების ნაყოფი იყო და არა ვნებისა. შუბლიდან გამოიტეხა, რაკი
დახავსებულმა მეუღლემ დახმარებაზე უარი უთხრა და, დარცხვენილმა, მამაშვილურად
გაუღიმა. იმ დღის მერე მოსვენება დაეკარგა ცუცას, რადგან იმ დღესვე დარწმუნდა, სიბერისგან
გასპეტაკებული მისი მეუღლე ისევე იხილავდა ტახტს, როგორც საკუთარ ყურებს, ცუცა კი
უტახტოდ ვერ იცოცხლებდა, ვერ გაძლებდა, უტახტობა ჩამოახმობდა, როგორც უპასუხოდ
დარჩენილი სიყვარული. ცუცას მთელი სიცოცხლე სასახლეებში ჰქონდა გატარებული და ერთი
დღე რომ არ ჩაესუნთქა იქაური ჰაერი, მოკვდებოდა. ტახტის ცივი და მედიდური ელვარება
მთელ მის არსებას მომთენთავ სიმშვიდესა და ბურანში ხვევდა, როგორც კატას ცეცხლი, მაგრამ
ერთი წუთითაც არ უკარგავდა სიფხიზლის გრძნობას. ცუცამ სასახლის ყველა ხვრელი ზეპირად

იცოდა, შეეძლო ყველა ხვრელისთვის ერთდროულად ეთვალთვალა და პირველს შეემჩნია,
რომელ სოროდან გამოცოცდებოდა თაგვი, ან რომელ სოროში უნდა შევარდნილიყო თვითონ,
თვალში რომ არ მოხვედროდა ცუდ ფეხზე წამომდგარ მბრძანებელს. ცუცასთვის სულერთი იყო,
ვინ იჯდა ტახტზე, სად იდგა ის ტახტი, ოღონდ თვითონაც მოხვედრილიყო იმ თვალისმომჭრელ
სინათლეში, ტახტი რომ აფრქვევდა. ამ სინათლის ბაცილებსაც იცნობდა ცუცა, ხუთი თითივით
იცოდა, რომელი რომელს სპობდა, ანდა ანაყოფიერებდა. ისიც იცოდა, ამ სინათლის იქით სხვა
ცხოვრება იწყებოდა, ცხოვრება კი არა, ხაფანგი, სადაც ყველას შეეძლო მოხვედრა, ვისაც
ნებისყოფა უმტყუნებდა, გაბრიყვდებოდა და ერთი წუთით შეუშვებდა ხელს ტახტის მკვრივსა
და მძიმე ქვაკუთხედს. მას თუ არა, აბა ვის უნდა სცოდნოდა ეს? ბევრ მოსალოდნელ საფრთხეს
გაუსინჯა გემო ცუცამ უნდილი ქმრის ხელში. მას არ ჰქონდა უფლება, ქარაფშუტა ქალად
დარჩენილიყო იმ დედოფლების მსგავსად, ნამდვილი, სიკვდილამდე ხელშეუხებელი მეფეები
რომ ეჯდათ გვერდით. ცუცა სხვა იყო. ცუცას თავზე განუწყვეტლივ იგრაგნებოდა საფრთხის
ღრუბელი. ათასი რამე უნდა ჩაეყლაპა, ათასნაირი დამცირება უნდა აეტანა, ათასნაირად უნდა
გაეღიმა და წაეცეკვა კიდევაც, რათა დედოფლის სახელი მაინც შეენარჩუნებინა. სახელიღა იყო,
სასახლეში ტრიალის ნებას რომ უტოვებდა ხიზანი მეფის ცოლს, უტახტოსა და უმემკვიდროს.
ცუცამ დროზე აუღო ალღო მოსალოდნელ საფრთხეს: ქმარი ხელში ადნებოდა, ხოლო ქმრის
სიკვდილის შემდეგ, ვის რაში გამოადგებოდა უშვილოდ გადაგებული მეფის ქვრივი. ხაფანგმა
ისე ახლოს გაიღრჭიალა, ცუცას შიშისაგან თავზარი დაეცა. ერთი დღის დაგვიანებაც, შეიძლება,
საბედისწერო გამხდარიყო. "თავს უშველეო", - ვიღაცამ ყურში ჩაჰყვირა შიშისაგან გაოგნებულ
ცუცას და ისიც დატრიალდა.
საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი ზურგსუკან დარჩა. წარსულს ჩაბარდა უძილო ღამეები, როცა
ცუცას გონება ჩახურებულ თონესავით გუგუნებდა; როცა ცოდვის სიბნელეში გაშოტილი, სულის
კანკალით ითვლიდა ნაყოფის ბიძგებს, რათა ერთხელ კიდევ, საბოლოოდ, სამუდამოდ
დარწმუნებულიყო, მართლა რომ ეღო მუცლად, მართლა მოდიოდა, მოარღვევდა სიბნელისა და
არარაობის ქვესკნელს მისი ნაყოფი, მისი ოცნება, მისი მომავალი. ვისაც საკუთარ კისერზე არ
გამოეცადა, ვერც გაიგებდა, რა გადაეტანა ცუცას, სანამ ასე გულხელდაკრეფილი დადგებოდა,
თავს გვერდზე გადაიგდებდა და აღტაცებული მიაშტერდებოდა შვილის დამუწუკებულ სახეს.
"უპირველეს ყოვლისა, ცოლი უნდა შევრთოო", - ფიქრობდა ცუცა.
კიდევ ერთ კაცს გაუხარდა გულით ოყაჯადოს გამეფება. გაუხარდა კი არა, ცას ეწია, "გაიმარჯვა
სამართალმაო", მიაყვირა ჭერს და მუშტი მკერდში ჩაითხლიშა. ის კაცი აიეტის მეჯინიბე
გახლდათ. გაროზგვის მერე მეჯინიბეს მოსვენება დაეკარგა, დარდმა გააშტერა, ვერც თავს აპატია
და ვერც აიეტს, თუმცა სხვების გასაგონად ერთი ძვირიც არ დასცდენია მეფეზე. პირიქით, სულ
იმას იძახოდა, გაროზგვამ ჭკუა მომიმატა, წამალივით შემერგოო. ამას რომ იტყოდა, გაიცინებდა,
ნაფოტა კბილებს დაკრეჭდა და დაამატებდა: ახლა მე და ჩემს ცხენებს უკეთესად გვესმის
ერთმანეთისო. გული კი გახეთქვაზე ჰქონდა, გასიებოდა, ღამეები არ ეძინა და ოხვრითა და
კრუსუნით ცოლ-შვილსაც უკარგავდა მოსვენებას. დამალული წყენა და ჯავრი დღითი დღე
აუტანელი ხდებოდა. თავლაში შეიკეტებოდა ხოლმე, შვრიით სავსე თოფრაში ცხენივით
ჩაჰყოფდა თავს და ზლუქუნებდა. რაც უფრო იზიზღებდა აიეტს, მით უფრო ეშინოდა მისი.
ცხენები გაკვირვებული უყურებდნენ, ფრუტუნებდნენ, ფლოქვებს აბაკუნებდნენ ფიცრის

იატაკზე, კაცის ზლუქუნი აშინებდათ; მეჯინიბეს კი სხვა არაფერი შეეძლო, სად წასულიყო,
ვისთვის შეეჩივლა. თავლასაც ისე შეჩვეოდა, აზრადაც არ მოუვიდოდა აქაურობის მიტოვება. ის
კი არა, იმასაც ვერ შეჰგუებოდა, ღამღამობით აქ რომ აღარ ეძინა. სანამ ცოლს შეირთავდა,
ლოგინიც თავლაში ედგა, ძილშიც ცხენების ხვიხვინი ესმოდა. მერე ცოლი აუჩემდა, ან
მშობლებთან დამაბრუნე, ან ადამიანურად მაცხოვრეო. იმდენი ქნა, მაინც თავისი გაიტანა,
მეჯინიბემ ვერ გაუძლო დედაკაცის ცდუნებას და ამოიღლიავა თივისა და ფუნის სუნით
გაჟღენთილი ლოგინი. "ეს არის შენი თავლაო", - უთხრა ცოლმა და მეჯინიბეს მოეწონა ცოლის
ხუმრობა, გული გაუთბო და ღიმილისგან პირი ყურებამდე გაეხა. მეჯინიბე მალე მიეჩვია ორ
თავლაში ცხოვრებას, ერთში ცხენები ეგულებოდა, მეორეში თვითონ შედიოდა ცხენივით,
კბილებდაკრეჭილი და ახვიხვინებული. "ჭრაქი მაინც აანთე, ასე მგონია ცხენსა ვკოცნიო", ეხუმრებოდა ცოლი.
"გაიმარჯვა სამართალმაო!" - შესძახა გახარებულმა მეჯინიბემ, როცა აიეტის დამარცხების ამბავი
გაიგო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ოყაჯადო მისი გულისთვის ჩამოსულიყო კრეტიდან,
მისი ჯავრის ამოსაყრელად. რა თქმა უნდა, ცოტა მეტი მოსდიოდა, მაგრამ ერთ რამეში ეჭვიც არ
ეპარებოდა: ოყაჯადოს აუცილებლად გაგებული ექნებოდა მისი ამბავი, აიეტმა ოთხ პალოზე
გასაშრობი ტყავივით რომ გასჭიმა და მთელი სასახლის სამასხარაო გახადა. ყველა მეფეს
სჭირდება სასახლეში ერთგული კაცი. ოყაჯადოც მიიხედ-მოიხედავდა ალბათ, და პირველ
რიგში მეჯინიბეს შეამჩნევდა, არც შეცდებოდა. არც ისე იყო საქმე, როგორც ვიღაც-ვიღაცებს
ეგონათ, მეჯინიბესაც შეეძლო მადლობის გადახდა, არც ის დახვდებოდა ხელცარიელი მხსნელსა
და ქომაგს. მეჯინიბე თავის ერთგულებას დაახვედრებდა ოყაჯადოს, თავს დაუკრავდა და
ეტყოდა: ა, ბატონო, ჩემი ერთგულება, მეტი ვერაფერი მოგართვა თქვენი საკადრისი საწყალმა
მეჯინიბემო. ოყაჯადოც მაშინვე მიხვდებოდა, როგორი საწყალი იყო მეჯინიბე, მისი მეჯინიბე,
რომელმაც კაკალ-კაკალ იცოდა აიეტის სახლის ამბები, წინასწარ იცოდა, ვინ რას იტყოდა, ანდა
გაიფიქრებდა ახალ მეფეზე. "ეგრეა შვილოსა, ეგრე, ჯავრს ამოყრა უნდა, ვალს კი დაბრუნებაო", გეგმებს აწყობდა გუნებაში მეჯინიბე. დარწმუნებული იყო, ახალი მეფე ძველ ადგილს
შეუნარჩუნებდა. ან სად იპოვიდა უკეთეს მეჯინიბეს. ან უფრო მეტად ვინ დაუფასებდა ამაგს,
ვიდრე აიეტისგან დაჩაგრული კაცი. მეჯინიბედ დატოვებდა კი არა, შეიძლება... არა, არა და არა,
მეჯინიბე ყველაფერზე უარს იტყოდა, ფეხებში ჩაუვარდებოდა, გადაათქმევინებდა,
დაარწმუნებდა, თავლაში მირჩევნია, იქ არის ჩემი ადგილი, იქიდან უკეთესად მოგემსახურებიო.
ასეთ ფიქრებში იყო მეჯინიბე, როცა დაუძახეს: ჩქარა, ვირო, მეფესთანო!
"მეღირსაო", - გაიფიქრა მეჯინიბემ და სატახტო დარბაზში სახეგაბრწყინებული შევიდა.
დარბაზში კი ისეთი არეულობა დახვდა, დაიბნა, თავი დაუცარიელდა, მისასალმებელი სიტყვა,
გზადაგზა რომ იმეორებდა, ენის წვერზე შეეყინა და ზედ ბოქლომივით ჩამოეკიდა. გადიგამოდიოდნენ კარისკაცები, დარბაზი ფუტკრის სკასავით ბზუოდა და მეჯინიბეს მოეჩვენა,
ბზუილი იმ თავახდილი სკივრებიდან ამოდიოდა, უთავბოლოდ რომ დაეყარათ ირგვლივ.
აფუსფუსებულმა კარისკაცებმა ერთი ორჯერ მხარიც გაჰკრეს უშნოდ გახირულ მეჯინიბეს.
მეჯინიბე სკივრს გადააწყდა. სკივრიდან ვერცხლის თასი გადმოხტა და ჟღრიალ-ჟღრიალით
დაბზრიალდა იატაკზე. ტახტზე მჯდომი კაცი შეწუხდა, შუბლი შეიჭმუხნა და სწორედ მაშინ
დაინახა იგი მეჯინიბემ. "დავიღუპეო", - გაიფიქრა რატომღაც და დაბზრიალებული თასის

ასაღებად დაიხარა. უცებ გაიოფლა. გული ხმამაღლა უცემდა. ტახტისკენ გახედვას სიკვდილი
ერჩია. ახლა თასი ორივე ხელით მკერდზე მიეხუტებინა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო,
კარისკაცისთვის მიეცა, თუ თავისი ხელით ჩაედო სკივრში. მაგრამ რომელ სკივრში ჩაედო, როცა
ყველა ერთმანეთს ჰგავდა. "ნეტავი არ შემეხედაო", - ისევ გაიფიქრა მეჯინიბემ და უცებ მთელი
დარბაზი გაშეშდა, ჩაჩუმდა, გაილურსა. მეჯინიბემ იგრძნო, რომ დაუძახეს, კი არ გაიგო, ტანმა
უგრძნო და მწარედ გაიღიმა. ვიღაც ქალმა თასი ჩამოართვა.
- რა ხნისა ხარო, - ჰკითხა ტახტზე მჯდომარემ. შეკითხვამ ცოტა გამოაფხიზლა. "კარგად რომ
იყოს ჩემი საქმე, ასაკს კი არა, სახელს მკითხავდაო", - ფიქრობდა იგი. გაოფლილი ხერხემალი
ექავებოდა და ვერ გადაეწყვიტა, დაეკლო თუ მოემატებინა ასაკი. დრო კი ისეთი
თავბრუდამხვევი სისწრაფით გადიოდა, კიდევ რომ დაეყოვნებინა პასუხი, ნამდვილად
კინწისკვრით გამოაგდებდნენ და მერე საჯინიბოსაც სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა.
- ორმოცისაც არა ვარ ჯერ, - გაიკრიჭა მეჯინიბე.
მაინც დაკლება ამჯობინა, რადგან ახალი მეფე ძველ მეფეზე გაცილებით ახალგაზრდა ჩანდა.
- ქალები თუ გიყვარს? - არ აცალა სულის მოთქმა ტახტზე მჯდომარემ.
"თქვენი ჭირიმე და თქვენი ჭირიმე, ღმერთებო! - უარესად დაფრთხა მეჯინიბე. - რა უნდა ამ
ოხერს, რანაირ შეკითხვებს მაძლევს, ნეტავ რა უდევს გუნებაშიო". უცებ გადაწყვიტა,
გულახდილად ეთქვა: მე ხომ საჯიშე ულაყი არა ვარ, ერთი საწყალი მეჯინიბე გახლავარ, თუ არ
გინდივარ, თვალითაც არ დაგენახვებიო, მაგრამ მაშინვე ენას კბილი დააჭირა, ისევ ეშმაკობა
არჩია. სხვა რა გზა ჰქონდა, საცდელი უნდა ეცადნა. შექებული კაცივით მორცხვად გაიღიმა,
დოინჯი შემოირტყა, მხრები აათამაშა, ქალამნის ჭვინტით იატაკზე ნახევარწრე შემოხაზა და
თქვა: მაგ საქმეშიც ნაღდი ვარო.
- რა ვუყოთ ამ კაცსო? - გასძახა ოყაჯადომ დედას. ცუცამ პირზე ხელი მიიფარა და ჩაიქირქილა.
მეჯინიბემ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ქალი, რომელმაც წეღან თასი ჩამოართვა, დედაბერი
იყო. გაუკვირდა, რა დრო გასულაო. არა, რა უცებ გასულა დროო. შვებით ამოისუნთქა, იმის
შეგრძნებამ, რომ მისი ბედი უკვე გადაეწყვიტათ, ერთბაშად დაამშვიდა. ყველაფერზე თანახმა
იყო, ყველაფრისგან თავისუფალი, ყველაფრის მორჩილი. მორჩილებამ მოჰგვარა შვებაცა და
სიმშვიდეც. უკვე თამამად შესცქეროდა ახალ მბრძანებელს; აღარ არიდებდა თვალს, რადგან
პირნათელი იყო; მორჩილებამ დანაშაულის გრძნობაც გაუქრო, აქამდე რომ აწუხებდა, თუმცა
თვითონაც არ იცოდა, რა დაეშავებინა. არაფერზე აღარ ფიქრობდა, იდგა და იცდიდა, რას
ეტყოდნენ, რას დაავალებდნენ. ამასაც მალე გაიგებდა, ძალიან მალე, როგორც კი მორჩებოდა
ქირქილს ეს უკბილო დედაბერი.
- დაიკიდოს! - ბრძანა ოყაჯადომ.
მეჯინიბე არც შერხეულა, აინუნშიაც არ ჩაუგდია მეფის ბრძანება. თითქოს მას არ ეხებოდა.
როგორც კედელმა ქვა, ისე აისხლიტა მისმა სმენამ, მთელმა მისმა არსებამ, ეს მართლაც ქვასავით
ნასროლი სიტყვა. რატომღაც ის დღე გაახსენდა, დიდი ხნის წინანდელი, მან და მამამისმა ღორი
რომ წაიყვანეს დასაკოდად. მაშინ პატარა ბიჭი იყო, ღორის ჭკუაზე დადიოდა. "დაღამდა,

გამოდენე, ეგ ოხერიო", - ეძახდა მამა. მეჯინიბემ დაინახა კიდეც, როგორ მიცუხცუხებდა გუბეგუბე ჯაგარგაფშეკილი ღორი.
- ტუხუნია! - ხმამაღლა დაუძახა მეჯინიბემ.
მალე მთელმა ქალაქმა შეიტყო მეჯინიბის დასაჭურისების ამბავი. ეს მართლაც და უცნაური
ამბავი იყო ვანელებისთვის, ბევრმა არც კი იცოდა, რას ნიშნავდა დასაჭურისება. ახლა როგორ
იქნებაო, თუ იცოცხლებსო, როგორ უნდა შეატყოო და მრავალ ამგვარ შეკითხვას გაიგონებდით
მაშინ ვანის ქუჩებში. უფრო მცოდნენი და მიხვედრილები პასუხობდნენ: კარგად იქნება,
იცოცხლებს კიდევაც, მაგრამ... "აბა, მე პირადად დამიფურთხებია მაგისთანა სიცოცხლისთვისო",
- რატომღაც ბრაზდებოდნენ ვანელები. მეჯინიბეს მაინცდამაინც არ განუცდია ეს ამბავი. კაცობა
კი დაკარგა, მაგრამ თავი შეინარჩუნა, თავიცა და სამსახურიც. ოყაჯადო სრულებითაც არ
უპირებდა თავლიდან გამოგდებას. თვითონვე უთხრა, ასე ჯობს, ახლა მთელი გულისყური
ცხენებისკენ გექნებაო. მაგრამ ცხენები სხვანაირად ფიქრობდნენ, საიდანაც არ ელოდა, სწორედ
იქიდან გამოუხტა მგელი. გამოჯანმრთელების შემდეგ, პირველად რომ შევიდა თავლაში,
ცხენებმა ვეღარ იცნეს თავიანთი პატრონი, დიდი, ნაფოტა კბილები დაუკრიჭეს, კუდები
ცხვირწინ აუქნიეს და დროზე რომ არ გამხტარიყო უკან, წიხლსაც მიაყოლებდნენ. ცხენებს
მეჯინიბის შეცვლილი ხმა აფრთხობდა. მეჯინიბე კი ამას ვერ ხვდებოდა. დიდ საგონებელში იყო
ჩავარდნილი, თავლაში ისევ ის ცხენები ება, ყველას სახელითა სცნობდა, ეძახდა კიდეც, მაგრამ
ცხენები უარესად გიჟდებოდნენ, თავებს მაღლა სწევდნენ, კბილებდაკრეჭილნი ხვიხვინებდნენ
და ჩამოქნილსა და ათრთოლებულ ფეხებს ფუნაში აბაკუნებდნენ. ახლოს არ მიიკარეს, ისიც ვერ
მოახერხა, ფუნა გამოეხვეტა. იდგა და ქეჩოს იფხანდა. მეორე დღესაც იგივე გამეორდა. მალე
მთელი სასახლის სალაპარაკო გახდა ცხენების აჯანყება. საკმარისი იყო, თვალი მოეკრათ
მეჯინიბისთვის, იქაურობა მიენგრ-მოენგრიათ; გაცოფებული, ყალყზე შემდგარი ცხენები
ერთმანეთს კბენდნენ, კედელს უხათქუნებდნენ თავებს და საზარლად ატრიალებდნენ
სიბრაზისგან გადათეთრებულ თვალებს. მეჯინიბე თავლაში შესვლას ვეღარ ბედავდა, გარედან
ეძახდა, ეფერებოდა და ევედრებოდა გაგიჟებულ ცხენებს, მაგრამ თავლა უარესად ზანზარებდა,
ჭიხვინებდა, თქარათქური გაუდიოდა. მაშინ მეჯინიბე თვითონაც კედელს უხათქუნებდა თავს,
სანამ შუბლზე კანი არ გადაასკდებოდა და სასეიროდ შეკრებილი ხალხი ძალით არ მოაშორებდა
იქაურობას. ბოლო-ბოლო მეჯინიბე მიხვდა, ამაოდ რომ გაეღო ამოდენა მსხვერპლი: ცხენებს ის
აღარ უნდოდათ. ეს კი დიდი უსამართლობა იყო, უსინდისობა, აბუჩად აგდება, მიწასთან
გასწორება, მძარცველობა, მკვლელობა. ერთადერთი, რასაც მართლა თავის საკუთრებად
თვლიდა, ხელობა იყო, ახლა კი ამასაც კარგავდა. ხელობა კი კაცობაზე უფრო სჭირდებოდა.
ხელობა მარტო პური კი არ იყო მისთვის, არამედ ჰაერიც, ამით სუნთქავდა, ამით ედგა სული,
ამით იყო კაციც. მთელი სიცოცხლე თავლაში, ცხენების სუნსა და სითბოში გაეტარებინა,
თვითონაც ამ სუნითა და სითბოთი იყო გაჟღენთილი და გამუდმებით ცხენებთან ცხოვრებას
ისიც ცხენისთვის დაემსგავსებინა: პურს ზეზეურად ჭამდა, კი არ იცინოდა, ხვიხვინებდა, თავს
მაღლა ასწევდა, კბილებს დაკრეჭავდა, ნესტოებს დაბერავდა და ხვიხვინებდა. "გათავდა ჩემი
ქეიფიო", - ფიქრობდა მეჯინიბე, ძვლები ემტვრეოდა, გული ემდუღრებოდა დედამკვდარ
ბალღივით, უნდოდა, ყველას შესცოდებოდა, თანაც რცხვენოდა, ამ დღეში რომ ჩავარდნილიყო.
თავლა კი ზანზარებდა, ჭიხვინებდა, ფეხებს უბაკუნებდა. სხვა გზა არ იყო, კიდევ ერთხელ უნდა

შეჰგუებოდა ბედს. მეჯინიბემ კისერზე თოფრა გადაიცვა და, თავის სიცოცხლეში პირველად,
სამუდამოდ გადმოაბიჯა გალავნის ზღურბლს.
ვანის ქუჩებში მეფის მეჯინიბის გამოჩენამ დიდი ჟრიამული გამოიწვია. როგორც კი ხმა
გავარდებოდა, მეჯინიბე ჩვენს ქუჩაზე მოდისო, მისი უმწეობით გათამამებული და ენამწარე
ქალები ბანებს მიაწყდებოდნენ, თოფრაგადაცმულ მეჯინიბეს, თავჩაქინდრული რომ
მოჰყვებოდა ქუჩას, ვითომ ეკეკლუცებოდნენ და ეძახდნენ: ამოდი, ბიჭო, ჩემი ქმარი შინ არ
არისო. მერე თვითონვე იხოცებოდნენ თავიანთ ხუმრობაზე და იყო ერთი ტკრციალი და კისკისი.
ბავშვები გუნდ-გუნდად დასდევდნენ უკან და ბავშვური დაუნდობლობით დასცინოდნენ.
"დაკოდილო, დაკოდილოო", - მისძახოდნენ უფროსებისაგან გაგებულ სიტყვას და ქვასაც
ესროდნენ, უნდოდათ, როგორმე გაეხელებინათ ეს უწყინარი კაცი, კისერზე თოფრაგადაცმული,
თავის კანტურით მიმავალი, უჩინარ ხელნაში შებმულ ცხენივით. ათასში ერთხელ, მართლა
გამწარებული და მოთმინებიდან გამოსული მეჯინიბე უცებ შემოუტრიალდებოდა ხოლმე
ბავშვებს და, როცა შეშინებული ბავშვები ჯოჯოებივით გაუჩინარდებოდნენ კედლის ბზარებში,
თავს მაღლა ასწევდა, კბილებს დაკრეჭდა, ადგილზე ფეხების ბაკუნით დატრიალდებოდა და
დაიჭიხვინებდა.
კაცები პირველ ხანებში უწყრებოდნენ ბავშვებს, გაანებეთ თავი, თავის უბედურებაც ეყოფაო,
მაგრამ ამას რომ ამბობდნენ, თვითონვე ეღიმებოდათ. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, იდგა ერთი
გნიასი, სტვენა და ხარხარი.
ამ გაუთავებელ დაცინვას ისევ მეჯინიბემ მოუღო ბოლო. ყოფილმა მეჯინიბემ პირველად ხელი
რომ გაიშვირა და პური ითხოვა, ვანელები სახტად დარჩნენ. ეს უფრო დიდი საოცრება აღმოჩნდა
მათთვის, ვიდრე კაცის დაკოდვა. ასეთი რამე არც ენახათ და არც გაეგონათ: კაცი პურს
თხოულობდა. "ეს რა უქნია ოყაჯადოს ამ უბედურისთვისო", - შეწუხდნენ ვანელები და ყველანი
ცდილობდნენ, მაინცდამაინც მისგან აეღო პური მეჯინიბეს, ის კი, ნაწყალობევ პურს თოფრაში
ალაგებდა და ამ უცნაური სანახაობით აღელვებულ ვანელებს ამშვიდებდა, მოითმინეთ,
ყველასგან ავიღებ, ხვალაც ამ თვისააო. ახლა ვანელებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული
მეჯინიბისათვის მისაცემი პური და, თუ ოდნავ მაინც დაუგვიანდებოდა მათ ქუჩაზე ამოვლა,
ღელავდნენ და წარამარა აგზავნიდნენ ბავშვებს, გაიხედეთ, ხომ არ მოდისო. მეჯინიბეც
თანდათან შეეჩვია ახალ ცხოვრებას, მართალია, ასარჩევად არ ჰქონდა საქმე, რასაც მისცემდნენ,
ყველაფერზე მადლობელი იყო, მაგრამ შიმშილით არ მოშიებია. არც ბავშვების ცელქობა
აწუხებდა მაინცდამაინც, რადგან ისიც ვანელი იყო და ბავშვები განსაკუთრებულად უყვარდა.
"ბავშვის გული სუფთააო", - ფიქრობდა თავისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, სიამოვნებდა
კიდეც, ერთბაშად ამდენი ბავშვის თავშესაქცევი რომ გამხდარიყო. არც ქალების დაცინვა
განუცდია, პირიქით, გული სიამაყით ებერებოდა, ამდენი ატკრციალებული ქალი
ერთდროულად რომ ეპატიჟებოდა, სიყმაწვილის დროინდელი ოცნება მთლიანად თუ არა,
ნაწილობრივ მაინც ასრულებოდა და გულის მოსაფხანად ესეც ყოფნიდა. მოკლედ, ყველაფერი
კარგად იყო, ისევ ცხენებს რომ არ გაეჭირებინათ საქმე. საკმარისი იყო, გაეგოთ მისი ფეხის ხმა,
ანდა მისი სუნი სცემოდათ, იქამდე მშვიდად მდგარი ცხენები ჯერ ადგილზე აცქმუტდებოდნენ,
მერე თითქოს ცოფმა წამოუარათო, ყალყზე შედგებოდნენ, აღვირებს დაგლეჯდნენ და
გაგიჟებული ბრმებივით გაჭენდებოდნენ ვანის ქუჩებში. რამდენჯერმე რომ განმეორდა ამგვარი

რამ და ვანელები დაწყდნენ ცხენების დევნითა და დამშვიდებით, მეჯინიბეს განუცხადეს: რამე
მოიფიქრე, ასე აღარ შეგვიძლიაო. ამის მერე მეჯინიბე სატკაცუნებლით დადიოდა.
სატკაცუნებელს თავზეით იქნევდა და ასე აგებინებდა ქალაქს: მოვდივარ, მოემზადეთო.
როგორც კი სატკაცუნებლის ხმას გაიგონებდნენ, ვანელები თავიანთ ცხენებს მისცვივდებოდნენ,
სადავეებს დაუჭერდნენ, თვალებზე ტომრებს ჩამოაფარებდნენ და თან ცალი ხელით კისერს
ფხანდნენ. ცხენები ძველებურად აღარ გიჟდებოდნენ, თუმცა მაინც შფოთავდნენ, ცმუტავდნენ
და ფრუტუნებდნენ.
ასე გაჩნდა ვანში პირველი მათხოვარი. ვანელები ამასაც მალე შეეჩვივნენ, თანდათანობით
მობეზრდათ და დაივიწყეს კიდეც. ახლა თამაშით გართული რომელიმე ბავშვი ისე, ყასიდად,
ძველი ჩვეულების ძალით თუ გასძახებდა "დაკოდილოო" ქუჩაში თავის კანტურით მიმავალ
მეჯინიბეს და ისევ გააგრძელებდა ტოლებთან თამაშს. ამდენმა წანწალმა და ცისქვეშ გდებამ
სულმთლად გამოდევნა მეჯინიბის სხეულიდან ცხენის სუნი და სითბო, რაც წლების მანძილზე
ჯიშიან ულაყებსა და ფაშატებთან ტრიალისას შეეწოვა მეფის თავლაში. ცხენები ახლა
ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ და შეეძლო, თავისუფლად მიახლოვებოდა, ცხვირი მიეჭყლიტა
ფერდზე და რამდენიც უნდოდა იმდენი ეყნოსა მისთვის ესოდენ საყვარელი სურნელი.
იმ დღეს, როცა მეჯინიბეს კოდავდნენ და მისი ბღავილი სატახტო დარბაზშიც ისმოდა, ცუცამ
ჩაიქირქილა და თქვა: ახლა ცოლი შევირთოთო. ოყაჯადო შკრთა, დედის ნათქვამმა ახლაც
მოულოდნელად გაუნათა გონება და დაანახვა ის, რის დანახვასაც აქამდე ამაოდ ცდილობდა.
ოყაჯადომ აქამდე არ იცოდა, რა აწუხებდა, რა ასევდიანებდა ასე, მაგრამ რაკი ვერ ამოეხსნა,
ცდილობდა შეჩვეოდა. ეს გამარინდებელი, სულის შემხუთავი გრძნობა ჯერ კიდევ კრეტაზე
გასჩენოდა, მაგრამ მაშინ უფრო იოლად შეძლო მისი ამოხსნა, ისიც ტახტის სევდა-წუხილად
ჩათვალა და დარწმუნებული იყო, როგორც კი გავმეფდები, გუნებაც გამიხალისდებაო. მაგრამ
ასე არ მოხდა, ეს გრძნობა ტახტზეც აჰყვა. მაშინ კი დაფრთხა ოყაჯადო: რა მაწუხებს, რაღა მინდა,
რა ამბავია ჩემს თავს. ნეტავიო. გამხელით კი როგორ გაამხელდა, როგორ ეტყოდა ცუცას, მეფობა
არ მყოფნის, კიდევ რაღაც მაკლიაო. ამიტომ, იძულებული იყო, მარტო გამკლავებოდა ახალ
სატანჯველს, მოეთმინა, შეჰგუებოდა, შეესისხლხორცებინა. მოთმინებით კი ითმენდა, მაგრამ
ახლა ცნობის წადილი ჰკლავდა, ის მაინც ვიცოდე, რა ჰქვია, რამ გამიჩინა ეს სატანჯველიო.
გაუნძრევლად იჯდა და ფიქრობდა, მალ-მალე ცხვირზე ჩამოისვამდა ხელს, რადგან დედისაგან
ჰქონდა გაგებული, სპილოსთვის ხორთუმი ცნობისმოყვარეობას რომ დაეგრძელებინა. ახლა კი
თვითონ ცუცამ ამოუხსნა ამოცანა. ოყაჯადოს სატანჯველს სახელი დაერქვა. უცოლობა იყო მისი
სატკივარი, რაც დედის გულმა უსიტყვოდ გაიგო და მასაც გააგებინა. სატკივარი კი გაიგო, მაგრამ
ოყაჯადომ ისიც იგრძნო, ამ სატკივრის მოთმენა ახლა უფრო გაუჭირდებოდა. ან რატომ უნდა
მოეთმინა, როცა წამალი არსებობდა და დედამისზე უკეთესად არავის შეეძლო იმ წამლის შოვნა.
მთავარია, ცუცას შესცოდებოდა შვილი. ოყაჯადოს იმ წუთას მართლა მოუნდა, დედამისს
შესცოდებოდა, სიბრალულითა და თანაგრძნობით შეეხედა მისთვის, შეწუხებულიყო, რაღაც
ეთქვა გულისამაჩუყებელი, თუმცა ყველაფერი ისედაც გულისამაჩუყებელი იქნებოდა, რასაც
ცუცა ეტყოდა, მის ყველა სიტყვაზე ცრემლი მოადგებოდა და არც დამალავდა, რათა უარესად
შესცოდებოდა დედას. დედა ჩააცივდებოდა, გინდა თუ არა მითხარი, რა მოგივიდა, რატომ
ამოისვი თვალში ხელიო, მაგრამ ის მაინც არ ეტყოდა სიმართლეს, თავს ისე დაიჭერდა, თითქოს

თვითონვე რცხვენოდა ამ უეცარი სისუსტისა, იქით დაამშვიდებდა დედას, რა უნდა
მომსვლოდა, ალბათ მტვერი ჩამივარდა თვალშიო, მაგრამ ცუცას რას გამოაპარებდა, ცუცა
ყველაფერს მიხვდებოდა და დაეხმარებოდა კიდეც. "უიმე, - როგორც ყოველთვის, ახლაც ასე
იტყოდა ცუცა, - უიმე, მე ავატირე, ჩემი გულისთვის ტირისო". რაც უნდოდა, ის ეთქვა, ოღონდ
კეთილი ენება და მოერჩინა ავადმყოფი შვილი. ოყაჯადო უცოლოდ ვეღარ გაძლებდა.
- ოღონდ მერე მე არ დამაბრალოო, - თქვა ცუცამ.
ოყაჯადოს კი აღარაფერი გაეგებოდა, თვალებზე ლიბრი გადაჰკვროდა, ათასში ერთხელ დედის
ქირქილი თუ შეაღწევდა მის გამოთიშულ გონებაში. ნათქვამია, პატარა კაცმა დიდი სიზმარი
ნახაო და მართლაც, რაც მერე მოხდა, ყველაფერი ერთ უცნაურსა და გაუთავებელ სიზმარს
ჰგავდა.
როცა ისევ გამოიხედა თვალში, უკვე ცოლიანი იყო, მის ცოლს კამა ერქვა. პირველი გრძნობა, რაც
ოყაჯადოს თავის ცოლისადმი გაუჩნდა, შიში იყო. შიშს ქალის სილამაზე ბადებდა. ნაზი და
ნებიერი კამა თავისი სილამაზით თავზარს სცემდა მნახველს. ისეთ უცნაურ შუქს ასხივებდა,
ყველაფერს სუსხიან ბურუსში ხვევდა. მისი შუქი ყველაზე ღრმა სარდაფებშიც აღწევდა და
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.