Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25

Süzlärneñ gomumi sanı 3700
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
გაუბედავად შევიდა, მაგრამ წყალი თბილი აღმოჩნდა. "ნუ გეშინია, თბილიაო", - ინოს ხმით
ვიღაცამ ჩამოსძახა ციდან. მუცლამდე რომ შევიდა, შეჩერდა, დაიხარა და სიპი ქვა ამოიღო
წყლიდან. ქვა უცებ დამძიმდა ხელში, თითქოს სიმძიმე ჰაერში ჰქონდა დატოვებული. დიდხანს
იხეხა სიპი ქვით ტანი, მერე ქვა ისევ ზღვას დაუბრუნა და თვითონაც შეცურა. სიბნელისგან
გაზანტებული და დამდორებული წყალი ხვნეშით იპობოდა. ცურვამ გაახალისა, გუნება გაუხსნა,
დაუწმინდა და გაუსუფთავა. ნაპირისკენ რომ მოცურავდა, დარწმუნებული იყო, დღეიდან უკეთ
წავიდოდა მისი საქმე. ნაპირზე უფრო ციოდა, ვიდრე წყალში. ორივე ხელით ტანი მაგრად
ჩამოიწურა და სწრაფად ჩაიცვა, თიხის ფირფიტაც რომ გადაიცვა კისერზე, მხოლოდ მაშინ
შეამჩნია, სანდლები აღარ იყო ადგილზე. ეს ოთხი დღეა სანდლები არსად გაუხდია. წუხელაც
სანდლებით ეძინა, აქამდეც სანდლებით მოვიდა, მარტო მოვიდა და აქაც არავინ დახვედრია,
სანდლები კი აღარ იყო, გამქრალიყო, გაფრენილიყო. "იქნებ სხვა ადგილას გავიხადეო" - წაეტანა
ამ უაზრო იმედს, მაგრამ იმედი ხელში ჩააწყდა და ისიც სივრცეში გადაქანდა, რადგან უცებ თავი
წარმოიდგინა, ფეხშიშველი და უფულო, ამხელა გზაზე დამდგარი. მწარედ გაეღიმა,
გამობრძმედილ მაწანწალასავით. "მაწანწალა ვარ, აბა, რა ვარო" - გაიფიქრა და ამ ფიქრმა ისე
დააფრთხო, ძაღლივით მოირბინა იქაურობა, ყველა ქვა დაყნოსა და გადააბრუნა, თუმცა
თვითონვე გრძნობდა, აზრი არ ჰქონდა ძებნას. სანდლებს ვეღარ იპოვიდა, რამდენიც არ უნდა
ეძებნა. ახლა იმასღა ნატრობდა, ნეტავ ვინმე გამოჩნდებოდეს, შევეკითხო მაინც, სანდლების ასე
გაქრობა თუ გაგიგონიაო. გამწარებული მუხლებზე დაეცა და სილას მუშტი დაუშინა. ნესტიანმა
სილამ ცომივით დაუჭირა ხელები. გარემო შემზარავად ჩუმი და ცარიელი იყო. არც აქ ჯდომას
და სილის ზელვას ჰქონდა აზრი. წამოხტა და ნავსადგურისკენ გაიქცა. ნაპირი ჩხრიალით
გაეკიდა უკან. თუ მიესვლებოდა, ნავსადგურში მიესვლებოდა მხოლოდ. ახლა მთელი მისი
ცხოვრება ნავსადგურის გაცვეთილ ფილაქანზე მოექუჩებინა ბედისწერას და მხოლოდ იქ
გადაწყდებოდა მისი მომავალიც. შევიდა თუ არა ნავსადგურში, ძაღლი დაინახა. ძაღლი წინა
ფეხებზე ჩაცუცქულიყო და თვალებამოტრიალებული რაღაცას ღრღნიდა. "აი, თურმე ვის წაუღია
ჩემი სანდლებიო", - გაუხარდა და ძაღლისკენ გაიქცა. ძაღლი დაფრთხა და კუდამოძუებული
გაიძურწა. გარბოდა და თან თვალს არ აშორებდა ფეხშიშველა კაცს, გაღიმებული რომ
ათვალიერებდა მისი კბილებით დაძენძილ ნაფოტს.
იმ ღამეს გაწვიმდა და კასრებს უკან ჩაყუჟულ ფარნაოზს გაჩეჩქვილი მსხალი დაესიზმრა. მსხალს
საკუთარი წვენით გარშემო უსწორმასწორო წრე შემოეხაზა და ჭიანჭველები დასეოდა.
ფარნაოზმა მსხალი აიღო და ჭიანჭველებიანად შეჭამა, მაგრამ შეჭმული ჭიანჭველები,

რატომღაც, ტანზე შეაცოცდნენ და კანი დაუსუსხეს. ფარნაოზი ვერ პოულობდა ამ პატარა და
დაუნდობელ მწერებს, იდგა და ქეციანივით იქექებოდა. "მასე მოგიხდებაო", - ეძახდა დედალუსი
და კასრიდან კასრზე მიხტოდა. ხელების ნაცვლად ორი დიდი ფრთა გამობმოდა, თითქოს
კოლხური ნაბადი მოუხურებიათო. წამოფრინდებოდა, ნავსადგურის თავზე ირაოს შეჰკრავდა
და ისევ კასრზე დაეშვებოდა. მეთევზეებს ზღვიდან ბადე გამოჰქონდათ, თან დედალუსისკენ
ეჭირათ თვალი, ემანდ თევზი არ წაგვართვასო. "არ გეკადრებოდა, ჩემი ბავშვი ერთხელ მაინც
გაგესეირნებინაო" - ეძახდა, არა, დასჩხაოდა თავზე დედალუსი და ფარნაოზს ერჩივნა, მიწა
გახეთქვოდა, სირცხვილისაგან სახე უხურდა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს ვერც ვერაფერს
ვხედავ და არც არაფერი მესმისო. დედალუსმა ერთხელ კიდევ შეჰკრა ირაო ნავსადგურის თავზე
და თევზით გაძიძგულ ბადეს მიეტანა. ვიღაცამ ნიჩაბი მოუქნია, მაგრამ დედალუსმა ნიჩაბი
აიცდინა, გადაიხარხარა და ლაჟვარდისფერ ღრუბლებში გაუჩინარდა. "მე მაინც წამიყვანე, მე
მაინც ნუ მიმატოვებო", - უთხრა ფარნაოზს ქალმა. ქალს კბილები დაეკრიჭა, ნახევრად ღია
ქუთუთოებიდან თეთრი გუგები მოუჩანდა.
ფარნაოზს გაეღვიძა, წვიმას გადაეღო. ნავსადგური პატარა და ბრჭყვიალა გუბეებს დაეფარა.
თვითონაც გუბეში იწვა, მაგრამ აღარც წამოდგომის თავი ჰქონდა, შეჩვეოდა სიცივესა და
სისველეს. მოკუნტული იწვა და სიზმარს იხსენებდა. უკვირდა, რატომ დაესიზმრა მაინცდამაინც
ის ქალი, თუკი, როგორც თავიდანვე იფიქრა, იმ ქალის წამიერად ნახული სახე, მხოლოდ და
მხოლოდ ნიღაბი არ იყო, რომლის იქითაც სახე იმალებოდა, ნამდვილი სახე. იმ ქალმა ფარნაოზს
ინო გაახსენა და ამიტომაც წამოვარდა შეშლილივით. მისი წარმოდგენით, ინოს ამ ქალივით
უნდა ეცხოვრა, ყველასაგან დავიწყებული, ყველასაგან განწირული, სულერთი იყო, სად
დაიძინებდა, ვისთან! ფარნაოზი მთელი დღე ებრძოდა ამ ფიქრს, მთელი დღე იგერიებდა, მაგრამ
სიზმარმა მაინც არ დაინდო და ისევ ამოუტივტივა ძალით მიჩქმალული, ძალით ჩახშობილი
ფიქრი. უფრო მეტიც, ინოს დედალუსის კუტი შვილიც დაამატა. ფარნაოზს გული უკვდებოდა
იკაროსის წარმოდგენაზე. ბავშვის დიდრონ თვალებში აფარფატებული ბუმბული ირეკლებოდა,
როგორც ქედით გათიშულ ტბებზე ლაქაშებიდან აფრენილი წერო. თუმცა ყოველთვის აპირებდა,
ერთხელაც არ გაუსეირნებია ფარნაოზს პატარა იკაროსი, ერთხელაც არ გამოუყვანია
მარადიული სევდისა და სიმარტოვის ტყვეობიდან, რომლისთვისაც გაჩენის დღიდანვე
გაეწირათ იგი ღმერთებს. ნავსადგურშიც ბევრჯერ დააპირა ფარნაოზმა გუნებაში დადებული
პირობის ასრულება, მაგრამ მერე ყველაფერი ისე აირია, იკაროსი კი არა, თავიც დაავიწყდა.
ფარნაოზი კნოსის ნავსადგურში კარგა ხანს ჩარჩა. არ იქნა და არ გამოჩნდა კოლხეთისკენ
მიმავალი ხომალდი, ანდა ფარნაოზს უმალავდნენ და აპამპულებდნენ, რადგან ამ ხნის
განმავლობაში ისეთი შესახედავი გამხდარიყო, ხომალდზე აუშვებდნენ კი არა, მის მოწოდებულ
დოქსაც არავინ მოიყუდებდა. შიმშილი კი თავისას აკეთებდა, აქეთ-იქით დაათრევდა, ბარგს
აზიდვინებდა, ნავებს არეცხვინებდა, ნაგავს აყრევინებდა და აქექვინებდა კიდეც. ერთხელ,
ცოტას მორჩა, მტვირთავებმა სცემეს, მაზანდას ნუ გვიგდებო; ერთხელ ვიღაცის ეზოში შეშას
აპობდა და ცულით ფეხის ცერა თითის ფრჩხილი შუაზე გაიპო. სისხლმა უზარმაზარი გუბე
დააყენა, ის კი, შეშაზე მიშხეფებულ სისხლსა წმენდდა, პატრონმა არ დაინახოსო. ერთხანს
ვიღაცის მიბარებულ ღორს დაატარებდა. ღორს მძიმე, ჟღრიალა ჯაჭვი ება კისერზე და თავს რომ
აქნევდა, ფარნაოზს მკლავები სწყდებოდა. ღორს პატარა, წითელი თვალები ჰქონდა და წარამარა

ფეხზე ეტანებოდა საკბენად, ალბათ, ცულით დამახინჯებულ თითზე მიმპალი ძონძი იზიდავდა.
ფარნაოზი გვერდზე რომ გახტებოდა, მაშინვე სიცილი იფეთქებდა ხოლმე, თუმცა თვითონ
ღორის დინგის მეტს ვერაფერს ხედავდა. მერე ფარნაოზი გაჩეჩქვილ მსხალს ეძებდა, მაგრამ იმ
ადგილისთვის ვეღარ მიეგნო. "ალბათ, ძაღლმა შეჭამაო", - ბრაზობდა ფარნაოზი. ძაღლის
ვერაგობამ ყველაფერი დაავიწყა, დაცინვაცა და შიმშილიც. მარტო ძაღლზე ფიქრობდა, ძაღლი
ელანდებოდა და ყოველ ნაბიჯზე უსაფრდებოდა, ცდილობდა ახლოს მოეტყუებინა, მაგრამ
ძაღლიც ფრთხილად იქცეოდა. რამდენჯერმე მაინც მიიმწყვდია კუთხეში, მაგრამ ძაღლი უფრო
ღონიერი აღმოჩნდა, სლიპინა ტანი ჰქონდა და ბუშტივით უსხლტებოდა დაუძლურებული
ხელებიდან. ფარნაოზი კბენდა, ახრჩობდა, ბღორტნიდა და მუხლებით აწვებოდა ნეკნებზე,
მაგრამ მაინც ვერ აღწევდა საწადელს. ეგ იყო, რომ პირი ძაღლის ბალნით ევსებოდა. გვერდზე
გამდგარი ძაღლი აბურძგნულ ბალანს ენით იწყნარებდა და სევდაჩამდგარი თვალებით
უყურებდა აქოშინებულსა და გაწბილებულ ფარნაოზს, თითქოს ეუბნებოდა: რა ვქნა, ადამიანო,
არც მე მადგას კარგი დღე, მაგრამ თავს ვერ შეგაჭმევინებო. ძაღლს აშკარად ეცოდებოდა, სახეს
ულოშნიდა, ხელებს ულოღნიდა, კბენით კი, ერთხელაც არ უკბენია, თუმცა თავისუფლად
შეეძლო, შეეჭამა კიდეც. ფარნაოზს უარესად ასუსტებდა, უარესად აბეჩავებდა ძაღლის
სულგრძელობა და მისი ბინძური ბალნით პირამოვსებული, გალახული ბავშვივით მდუღარე
ცრემლით ტიროდა. ძაღლიც იქვე ჩაცუცქულიყო და თვალს არ აშორებდა, მიტოვება უჭირდა,
უკვე შეჩვეოდა და ისევ მასთან ბღლარძუნი ერჩია მარტო წანწალს.
ფარნაოზი გრძნობდა, როგორ იღუპებოდა. ეს უკვე დასასრული იყო და ვანში დაბრუნებაზე
ფიქრიც იმ ოინბაზების მონაჩმახს ჰგავდა, აქეთ-იქით რომ აგზავნიდნენ არარსებულ საქმეზე.
მაგრამ იმის ნაცვლად, შეშფოთებულიყო, ეყვირა, შველა ეთხოვა, რაღაც უცნაურ შვებასა და
ნეტარებას განიცდიდა, თითქოს საიდუმლოდ, სხვებისაგან დამალულად აკრძალულ ხილს
მიირთმევდა, ყველას ატყუებდა და საკუთარი მოხერხებულობა და ეშმაკობა სიხარულის
თავბრუს ახვევდა. ერთი სული ჰქონდა, როდის იპოვიდნენ მკვდარს, როდის მიაგნებდნენ სუნზე
კასრებს უკან ჩაჭუჭკნულს და დარწმუნდებოდნენ, რომ თვითონ კი არ აპამპულებდნენ
ფარნაოზს, არამედ ფარნაოზს გაეპამპულებინა და გაეცურებინა ისინი. ფარნაოზისგან მართლა
აღარაფერი დარჩენილიყო, გარდა იმ რამდენიმე ძონძისა, თითქოს ხალხის გასაცინებლად რომ
გადაეცვა, და თიხის ფირფიტისა, მის თავისუფლებას რომ ადასტურებდა. ვინ იცის, მართლაც
რითი დამთავრდებოდა ეს ამბავი, ერთ დღეს, უკვე საბოლოოდ სასოწარკვეთილსა და
უმწეობისგან აღგზნებულ ფარნაოზს, ღმერთის პირიდან ამოსული ხმა რომ არ გაეგონა:
"ვანელი ხომ არა ხარო?" - ეკითხებოდა ხმა.
- დიახაც ვანელი ვარ, რა გინდაო?! - დაიძაბა ფარნაოზი და მხოლოდ მერე დაინახა კაცის სახე,
მეგობრულად მოღიმარი.
- არაფერი, მეც ვანელი ვარ - თქვა კაცმა.
ფარნაოზს გონება გაუნათდა. მიხვდა, კი არ მიხვდა, მთელი არსებით იგრძნო, მის წინ ცით
მოვლენილი მხსნელი იდგა და გარდაუვალ დაღუპვაზე ფიქრით მოგვრილი სიხარული
სისულელე იყო და სხვა არაფერი, რადგან ასე ძლიერად, ასე ხარბად არასოდეს სდომებია

სიცოცხლე. მან ისიც იგრძნო, ბოლო რომ ეღებოდა მის ტანჯვა-წამებას. აღარ მიატოვებდნენ,
ხომალდზე აიყვანდნენ, პურს გაუყოფდნენ და თავიანთი დოქიდან დაალევინებდნენ წყალს,
იმიტომ რომ... იმიტომ რომ ვანელი იყო, სამშობლო ჰქონდა, თანამემამულე ჰყავდა, რომელიც
ვალდებულად თვლიდა თავს, ეზრუნა მასზე. ავიდა თუ არა ფარნაოზი ხომალდზე, პირველ
რიგში მისი თავისუფლების დამადასტურებელი თიხის ფირფიტა ჩამოიწყვიტა და ზღვაში
გადააგდო. კისერზე თასმაღა შერჩა და თიხის ხმელი ნამცეცები უბეში ჩაუცვივდა.
გზამ კრეტიდან კოლხეთამდე ძილ-ღვიძილში გაიარა. იმასაც ვერ გრძნობდა, როგორ
გადააჩოჩებდნენ ხოლმე უფრო მოჩრდილულ ადგილას, როცა შუადღის მზე მთელი ძალით
აცხუნებდა. ხომალდი კი მიდიოდა, აქოჩრილ ტალღებზე მიირწეოდა და მზითა და მარილით
დალაქავებული მკერდით მიაპობდა ღვინისფერ ზღვას კუნძულიდან კუნძულამდე.
ცოტა რომ მოიკეთა, თვითონაც ნიჩაბს მიუჯდა. ჯიუტად მისჩერებოდა უსასრულო სივრცეს.
ხანდახან ზღვიდან თეთრი ნისლით თავმობმული, ხორცისფერი მიწა ამოიწვერებოდა და
ხომალდისკენ დაიძვრებოდა. ჰე-ჰე-ჰეო! - გასძახებდა რომელიმე მეზღვაური გვერდზე ჩავლილ
მიწას და ფარნაოზიც მხოლოდ მერე ამჩნევდა გამოკაფულ ტყეებს, წნელით შეღობილ ბაღჩაბაღებსა და ამ ბაღჩა-ბაღებში მომუშავე ხალხსაც. კოლხეთამდე ჯერ კიდევ შორს იყო. ფარნაოზმა
არ იცოდა, რამდენ ხანს ეგდო უგრძნობლად, არც არავის უთქვამს და არც თვითონ უკითხავს.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რაც აქამდე გადახდენოდა თავს, სიზმარში გადახდენოდა და ეს
წუთია გამოფხიზლებულიყო ამ უსიამო სიზმრიდან. ღონიერი ქარი გულმკერდს უღეღავდა,
თვალს უცრემლავდა და ისიც ხალისით აწვებოდა ხოფის ტარს, რადგან მხოლოდ ასე შეეძლო
მასზე გაწეული ზრუნვისა და ამაგის გადახდა. თვალწინ უსასრულო სივრცე გაშლილიყო, თავზე
მარადიული მზე ედგა და ღონიერი ქარი თბილი, ბუსუსიანი ხელებით მის ატაცებას
ცდილობდა. ყველაფერი ისე სიამოვნებდა, ისე ალაღებდა და აბედნიერებდა, ხმის ამოღებაც ვერ
გაებედა, გრძნობდა, ხმას ვერ დაიმორჩილებდა და, გაზაფხულით აფორიაქებული ტყიურივით,
ერთ გაბმულ ბგერას ამოუშვებდა. ფარნაოზი ბედნიერი იყო, მაგრამ ამ ბედნიერებას ვერავის
გაუზიარებდა, ვერავის მოახვევდა თავზე, რადგან ის სხეულისმიერი ბედნიერება იყო,
აღდგენილი სიცოცხლის ზეიმი, რომელიც ერთი არსების ფარგლებს არ სცილდებოდა, არც
გადამდები იყო და არც გამრავლების უნარი ჰქონდა. ფარნაოზს კი განუწყვეტლივ ეღიმებოდა და
მლაშე ქარით დახეთქილი ტუჩებიც სასიამოვნოდ სტკიოდა. ეს ღიმილიც გვალვაგამოვლილი,
დაკრუნჩხული, მაგრამ მაინც გადარჩენილი ფესვის გაშლას უფრო ჰგავდა უცაბედად
დანესტიანებულ მიწაში, და თვითონ ფარნაოზმა არც კი იცოდა, თუ იღიმებოდა. მენიჩბეები
თვალებით ანიშნებდნენ ერთმანეთს მოღიმარი ფარნაოზისკენ და ისე ფრთხილად უსვამდნენ
ნიჩბებს, თითქოს ნავის კიდეზე ჩამომჯდარი ჩიტის დაფრთხობისა ეშინიათო.
ასე იღიმებოდა ფარნაოზი მაშინაც, როცა მის გვერდით მჯდომმა მენიჩბემ ხელი გაიშვირა და
თქვა: აგე, აფრასიონის კუნძულებიო.
ამ ხნის განმავლობაში ხომალდზე არავის დაულაპარაკია ქართულად და ფარნაოზი უნებურად
შეკრთა. არა, არ მოჩვენებია, მის გვერდით მჯდომმა მენიჩბემ ნამდვილად ქართულად თქვა: აგე,
აფრასიონის კუნძულებიო.

ფარნაოზმა მენიჩბის გაშვერილ ხელს თვალი გააყოლა და შორს ვიწრო, მეწამული ზოლი
დაინახა.
- აფრასიონის კუნძულები! - გაიმეორა თვითონაც.
უცებ გული ისე აუჩქროლდა, თითქოს ხალხის წინაშე სიტყვის თქმა ჰქონდა დავალებული.
აქედან უკვე მათი ზღვა იწყებოდა, უფრო სწორედ, აქ, ამ კუნძულებზე მთავრდებოდა მათი
წინაპრების ბობოქარი გზა. აქამდე უწევდა მათი სისხლის ანარეკლი და მომაკვდინებელი ვნების
სიმხურვალე.
- ეს მიწა აფრასიონის სისხლმა გააწითლა ასე, რადგან ღალატით მოკლეს, - თქვა მენიჩბემ, ცხვირი
ხმაურით შეიხოცა მკლავზე და გააგრძელა: ვენაცვალე იმის გამჩენს, სხვა რომ არაფერი ჰქონდა,
მკვლელს საკუთარი სისხლი შეასხა სახეშიო.
ფარნაოზი მთელი ღამე მამაზე ფიქრობდა. რაც უფრო უახლოვდებოდა სამშობლოს, მით უფრო
რწმუნდებოდა, ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრებდა. არადა, სწორედ ახლა სჭირდებოდა იგი. ახლა
უნდოდა მასთან საუბარი, რადგან თვითონაც ბევრ რამეს მიხვედრილიყო უკვე. მან უკვე იცოდა,
რისი ეშინოდა უხეიროს, რატომ იკუპრავდა პირს და რატომ უკრძალავდა შვილს შუბის აღებას.
ერთი შუბი დანაშაულს ვეღარ გამოასწორებდა, ის დიდი იყო, უზარმაზარი, ხოლო დუმილი და
შეგუება უარესად ზრდიდა და ავერაგებდა. "მე მზოგავდა, მე მიფრთხილდებოდა მამაჩემიო" ფიქრობდა ფარნაოზი და უხეიროს ამ გულუბრყვილო სიკეთეზე სიბრალულითა და სიბრაზით
გული თანაბრად ეხეოდა. უხეიროს თავისი გაეტანა, შვილი გადაერჩინა, მაგრამ, საბოლოოდ,
მაინც უარესი ბოროტება ჩაედინა. მის შვილს მხოლოდ და მხოლოდ უბედურების მოტანა
შეეძლო, რადგან ის დამარცხებული, გაპამპულებული, დასახიჩრებული და დაშინებული
მამაკაცის თესლი იყო. მამის დანაშაული უკვე შვილზედაც ვრცელდებოდა. მაგრამ შვილისთვის
გაცილებით ძნელი შესაგუებელი და ასატანი იქნებოდა იგი, როგორც შთამომავლობით
გადმოცემული ათაშანგი.
ერთ დღეს ქარმა ჭაობის სუნი მოიტანა. "მოვსულვართო" - ერთხმად შესძახეს მენიჩბეებმა და
ხოფებს მეტი ხალისით დააწვნენ. მერე ფარნაოზმა არწივი დაინახა, იგი ხომალდის ზემოთ,
თითქმის ღრუბლების სიმაღლეზე მიფრინავდა და კარგად გათლილი ხოფებივით
მიაშხუილებდა ფრთებს. ფარნაოზმა არწივს თვალი გააყოლა და შორს, რძისფერ ნისლში, შავი,
დაკბილული მთები დაინახა. ეს კავკასიონის მწვერვალები იყო. ახლა კი ნამდვილად
მოსულიყვნენ სამშობლოში. მენიჩბეებმა ხოფებს ხელი უშვეს, ერთმანეთს საკოცნელად
დაერივნენ და, ბავშვებივით აღტკინებულებმა, გემბანზე ფერხული გამართეს. უმეთვალყუროდ
მიტოვებული ხომალდი ადგილზე ტრიალებდა, მთვრალივით ირწეოდა და ერთმანეთზე
ახეთქებდა აცეკვებულ მენიჩბეებს. ხომალდის კიდეზე გადაწოლილ ფარნაოზს კისერი
მოღრეცოდა, რადგან კავკასიონი ხან წინ აესვეტებოდა, ხან კი ზურგს უკან ემალებოდა.
- კავკასიონი, კავკასიონი, კავკასიონი! - ყვიროდა ფარნაოზი და მღელვარებისა თუ ქარისაგან
აცრემლებულ თვალებს წარამარა იხოცავდა, რათა უფრო გარკვევით დაენახა შავი, დაკბილული,
ზვიადი და დიდებული მთების ფერხული, უჩინარი თოკით თავისკენ რომ ექაჩებოდა ხომალდს.

ისინიც ამ უჩინარი თოკით იყვნენ მიბმულნი კავკასიონზე და ამის შეგრძნება ახარებდათ
სწორედ, მარადიული, ბედისაგან მისჯილი ტყვეობის შეგრძნება, რაც მათთვის იგივე
თავისუფლება იყო, რადგან აქ ყველაფერი მშობელივით ახლობელი, ნაცნობი, ბუნებრივი,
ჩვეულებრივი, გასაგები და ასატანი იყო.
- კავკასიონი, კავკასიონი! კავკასიონი! - ყვიროდა ხომალდის კიდეზე მთელი ტანით
გადაწოლილი ფარნაოზი და ცდილობდა, ხელით მიწვდენოდა ზღვას, რომლის მწვანე,
დაბინდული წიაღიდან მედუზების ჯოგი ჩაძირული თანავარსკვლავედივით ანათებდა.
***
ხომალდი ნავსადგურში არ შესულა. ვანს გვერდი აუქცია და დაუშრეტელ მდინარეს აუყვა.
მენიჩბეებმა ფარნაოზს გაკვირვება რომ შეატყვეს, გაეცინათ და უთხრეს, შენ მართლა არაფერი
გცოდნია, კრეტელებს ქვევრში ხომ არ ჰყავდით დამწყვდეულიო.
ხომალდები კეთროვანივით ერიდებოდნენ ვანის ნავსადგურს. ეშინოდათ, სამუდამოდ არ
ჩარჩენილიყვნენ შიგ. სადაც ადრე შორეული მგზავრობით დაქანცული ხომალდები ირწეოდნენ,
ახლა სილის გრძელი ბორცვები გარინდულიყო, ჩაძინებული ურჩხულებივით, გარშემო კი
მწვანე, დაბუშტული წყალი შემოსდგომოდათ. პატარა ნავებიღა თუ ბედავდნენ ამ ბორცვებს
შორის გაძვრენ-გამოძვრენას, რათა მძინარე ურჩხულებისთვის გრძელი ჭოკებით გამოეგლიჯათ
პირიდან წინდაუხედავი თუ გამოუცდელი ხომალდის ნარჩენები. სილიდან ამოშვერილ ანძის
წვერზე ახლაც სვავი იჯდა და ნისკარტით იქექავდა იღლიებს.
მომძლავრებულ ჭაობს დაუშრეტელი მდინარის ნაპირებიც სახიფათო გაეხადა. ფარნაოზმა
წელამდე წყალი გამოტოპა და თავფეხიანად გაწუწული ამოვიდა ნაპირზე. მზეზე გარუჯული და
მუცელდაბერილი ბავშვები ყიჟინით შეეგებნენ, დაესივნენ და წმენდა დაუწყეს, მაგრამ
ფარნაოზმა ძალით მოიშორა ისინი, რადგან არაფერი ჰქონდა მისაცემი. გაწბილებულმა და
გაბრაზებულმა ბავშვებმა ძეწნის სველი რტოები ერთი-ორჯერ, ვითომ უნებურად, წვივებზე
მწარედ გადაუჭირეს არაფრისმქონე მგზავრს, რომელმაც ვინ იცის, რამდენი ხნის მოლოდინი
წყალში ჩაუყარათ და ისევ ხომალდს მიუბრუნდნენ. მაგრამ ხომალდიდან სხვა აღარავინ
გადმოსულა. ის ნელა მიცურავდა დინების საწინააღმდეგოდ და სანამ თვალს მიეფარებოდა,
ნაპირზე თავშეყრილი ბავშვები მუშტებს უღერებდნენ, ქვებსა და ტალახს ესროდნენ,
უსტვენდნენ და ისეთი პირით აგინებდნენ, ფარნაოზი სიმწრის ოფლში იწურებოდა,
ხომალდისაც რცხვენოდა და ბავშვებისაც, თითქოს ისინი მაინცდამაინც მისი გულისთვის
გამოსულიყვნენ ამ აშმორებულ ნაპირზე. მას კი ამდენი ბავშვი ერთბაშად გაეწბილებინა.
ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სულერთი იყო, ვის გადმოსვამდა ხომალდი, ვისი მეგზურები და
მტვირთავები იქნებოდნენ გაუვალ ჭაობებში, ოღონდ შინ ხელცარიელნი არ მიბრუნებულიყვნენ.
იდგა ახლა ფარნაოზი, მდინარისკენ ზურგშექცეული, და ისიც ვეღარ გაებედა, მადლობის
ნიშნად ხელი მაინც დაექნია ხომალდისთვის, ხოფების შხუილით რომ მიაპობდა დინებას,
თითქოს მასაც ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა ბავშვების ლანძღვას, რისხვასა და
სიძულვილს, ნაპირ-ნაპირ მგლების ხროვასავით ადევნებულს.

ბავშვები მალე დაშოშმინდნენ, ცოტა ხანს კიდევ იბღლარძუნეს, უარესად ამოიგანგლენ
ტალახში, ისე რომ, ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც აღარ შეუხედავთ ფარნაოზისთვის,
როგორც ყოვლად უვარგისი და გამოუსადეგარი ნივთისთვის, და მერე, ერთ მწკრივად
დაწყობილნი, დაადგნენ ქალაქისკენ მიმავალ ბილიკს, რომლის არსებობაც მარტო თვითონ
იცოდნენ და ამ ცოდნის წყალობით ათასში ერთხელ პირის ჩასატკბარუნებელ ფულსაც
შოულობდნენ. დღეს კი არ გაუმართლდათ, დღეს ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ, მაგრამ
ყვირილითა და გინებით ისე მოეოხებინათ გული, ყველას კმაყოფილებისგან თვალები
უბრწყინავდა და ჯუჯა მეომრებივით ამაყად მიაბიჯებდნენ წყლით დარბილებულ,
დამახინჯებულ და გავერაგებულ მიწაზე. ფარნაოზიც უკან მიჰყვა, მაგრამ მალე დარწმუნდა,
მარტოს მოუხდებოდა სიარული. საკმარისი იყო, ოდნავ მიახლოებოდა მათ, ნაბოლარა, ყველაზე
პატარა, ყველაზე დიდმუცლიანი ბიჭი, რომელსაც თაფლისფერი თმა და ცისფერი თვალები
ჰქონდა, მაშინვე დაიხრებოდა, ტალახს მობღორტნიდა, ესროდა და მერე სირბილით ეწეოდა წინ
წასულ თანამებრძოლებს. ფარნაოზმა ფეხი აითრია, აღარ უნდოდა, უარესად გაენაწყენებინა
ბავშვები, რომლებსაც სამართლიანად გადაეწყვიტათ მისი დასჯა. გზას, ალბათ, როგორმე
გაიგნებდა, დრო კი ბევრი ჰქონდა, რადგან ისე ღელავდა, დაღამებამდე მაინც ვერ შევიდოდა
ქალაქში. ფარნაოზმა მორისმაგვარი, ხავსმოდებული საგანი დაინახა და ზედ ჩამოჯდა, მაგრამ ამ
უცნაურმა საგანმა ფარნაოზის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიღუნა, კი არ ჩაიღუნა, ჩაიფუშა,
სულიერივით ამოიფშვინა კიდეც. ფარნაოზი უკან გადაქანდა, ხელები იდაყვებამდე მიწაში
ჩაეფლო და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, ტყავის კუბოზე დამჯდარიყო. ამგვარ კუბოებში მისი
წინაპრები მარხავდნენ მიცვალებულებს და ხეებზე ჰკიდებდნენ. ფარნაოზს შიშისაგან გული
გადაუბრუნდა და ფართხაფურთხით წამოდგა, თითქოს მისი დაუდევრობით შეწუხებული
ნეშტი ხელსა სტაცებდა. იმ ადგილს სირბილით გაეცალა და დამყაყებულ წყალში ალალბედზე
წადგაფუნდა. დაფეთებული ბაყაყები ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ და შაბიამნისფერი
ფოთლებით მოფენილ გუბეებში უჩინარდებოდნენ.
ვანს რომ მიაღწია, უკვე ბინდდებოდა. ტალახი ქვით ჩამოიწმინდა და დაიცადა, სანამ ქარი
ცოტას გააშრობდა. ქალაქში თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ქვაფენილი ისევ აეყარათ, ერთ
ქუჩაზე ტალახშემხმარი ხის ჩაქუჩი ეგდო, ეტყობა, ქვისმთლელებს დარჩენოდათ. ქუჩის
კუთხეში ბერძენი დედაბერი იჯდა და გოგრის თესლსა ყიდდა. დედაბერმა თვალი გააყოლა.
ფარნაოზი შინისკენ მიდიოდა, უფრო სწორედ, ფეხებს მიჰყავდათ იგი შინისკენ, რადგან თვითონ
ერთიანად დაცარიელებულიყო, გაოგნებულიყო, აღარც ღელავდა, აღარც უხაროდა, თითქოს
მთელი დღის შრომით დაღლილი ჩვეულებისამებრ ბრუნდებოდა შინ და იქაც არავის
გაუკვირდებოდა მისი დანახვა, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა ტყუპი კვიპაროსის გარინდული
კენწეროები და ხვლიკისფერი სახურავი, ადგილზე გაქვავდა, მუხლი მოეკვეთა და ისეთი
სისუსტე იგრძნო, თითქოს მთელი წლის მწოლიარე ავადმყოფი ძალით წამოეგდოთ ფეხზე.
თავბრუ დაესხა და ხელები უმწეოდ აასავსავა ჰაერში. ბედად ქუჩა ცარიელი იყო და არავის
დაუნახავს.
ცოტა გონს რომ მოეგო და ასე თუ ისე დამშვიდდა, მიხვდა, შინ ვერ შევიდოდა, ასე იოლად ვერ
დაადგებოდა თავზე ათი წლის უნახავ ოჯახს, რომელიც შესაძლებელია, აღარც კი არსებობდა. ამ
ხნის განმავლობაში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო; რა უფლება ჰქონდა, ასე

თავაღებული შესულიყო სახლში, რომლის ავანჩავანისა არაფერი გაეგებოდა. ხომ შეიძლებოდა,
სრულიად უცნობ ხალხს გაეღო მისთვის კარი და ეთქვა: ვის ეძებ, ვის დაჰკარგვიხარო?
გადაწყვიტა, ჯერ თავისიანების ამბავი გაეგო და მერე მისულიყო შინ, თუკი მიესვლებოდა.
სახლი მაცდურად ახლოს იყო, კვიპაროსებიც ისე გამომწვევად დუმდნენ, თითქოს
ელოდებოდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ფარნაოზი მაინც უკან გამობრუნდა, ისევ
გაიარა მთელი გზა ქალაქის გალავნამდე, ისევ ჩაუარა ტალახშემხმარ ხის ჩაქუჩსა და გოგრის
თესლით მოვაჭრე ბერძენ დედაბერს, რომელმაც ისევ გააყოლა თვალი, და ქალაქის ყველაზე
განაპირა ქოხის კარზე დააკაკუნა. ქოხიდან დედაბერმა გამოხედა, აცახცახებული ხელით სახე
მოიჩრდილა, თითქოს მზეზე გამოვიდაო, მეორეთი ქოხის გამოღებულ კარს მიეყრდნო, რათა
სიბერისგან დაუძლურებული ტანი შეეკავებინა.
- რა გინდაო? - როდის-როდის ჰკითხა დედაბერმა.
- დედაშვილობას, ამაღამ გამათენებინეო, უთხრა ფარნაოზმა.
დედაბერმა გაიღიმა და უპასუხა: შენ რა იცი, მე რომ ყველას მასპინძელი ვარო.
- ოღონდ გარეთ ნუ დამტოვებ... - რატომღაც აღელდა ფარნაოზი, თითქოს ის დედაბერი უარს
ეუბნებოდა.
ნესტისა და მტვრის სუნი დიასახლისის უძლურობასა და სიმარტოვეს გაეთამამებინა და მთელ
ქოხს მოსდებოდა. თუმცა, ერთი შეხედვით, ქოხში სრული წესრიგი და სისუფთავე სუფევდა,
მაგრამ ესეც ზერელე, თვალის მოსატყუარი სისუფთავე იყო, ყველა მარტოხელა მოხუცის
თანამგზავრი, სევდისა და ზიზღის აღმძვრელი. შედგა თუ არა ფეხი ქოხში, ნესტისა და
ზინზლის გათავხედებული სუნი მაშინვე ცხვირში ეცა, მაგრამ დედაბრის ხათრით თავი შეიკავა
და ფარდაგგადაფარებულ ტახტზე გაუბედავად ჩამოჯდა. ტახტმა გაიჭრიალა.
ფარნაოზმა ქოხი მოათვალიერა. ბუხარში ერთი მუჭა ნაცარი ეყარა, თითქოს დედაბერს
სავარცხელს ჩამოყოლილი თმა შეუყრიაო. ბუხრის თაროზე დიდი, სპილენძის ჩარჩოიანი და
მთელ სიგრძეზე ირიბად გაბზარული სარკე აეყუდებინათ. სარკის გვერდით ცარიელი გალია
იდო. ლერწმის გაფშეკილ ღეროებს აქა-იქ სამუდამოდ შეხმობოდა ამ გალიის ყოფილი ბინადრის
სკინტლი და ბუმბული. მერე ფარნაოზმა ქოხის კუთხეში, ჭუჭყისფერ ბინდში გარინდული თხა
დაინახა და ისე გაუხარდა ამ ცოცხალი არსების დანახვა, თითქოს მის სანახავად გამოევლო
ამოდენა გზა. თხამ გვერდულად გამოხედა, მერე, რაღაცაში დარწმუნებული კაცივით, თავი
რამდენჯერმე დაიქნია, კი, ნამდვილად ასეაო, და დაიკიკინა.
- ღვთის რისხვა! - მიაძახა დედაბერმა.
ფარნაოზს გაეღიმა. თხას უკანა ფეხებზე ზეთისხილის ნაყოფის ხელა კურკლი აჰკვროდა.
- ღვთის წყრომა! - გაიმეორა დედაბერმა და მობრეცილი თავსაფარი გაისწორა.
ფარნაოზი იჯდა და იღიმებოდა, უცებ მორეოდა დაღლილობა და რული თვალებს უხუჭავდა,
თავისკენ იტყუებდა. არა, რული კი არა, ქალთევზა. ის გამჭვირვალე წყალში იდგა, წყლიდან

შიშველი, მთვარის შუქით გაბრწყინებული მკლავები ამოეშვირა და ფარნაოზს უღიმოდა.
ფარნაოზიც იღიმებოდა, თვითონაც ირხეოდა, თითქოს თვითონაც გრილსა და გამჭვირვალე
წყალში იდგა, თითის წვერებით ოდნავ ეხებოდა ფსკერს და წყლის ბიძგებს ქალთევზასკენ
მიჰყავდა. ქალთევზა კი ცეცხლად ქცეულიყო, ცეცხლის ალივით ცახცახებდა, ტკრციალებდა და
ნელა, შეუმჩნევლად იხევდა უკან. ცეცხლი დედაბერს დაენთო ბუხარში, თვითონ,
მკლავებდაკაპიწებული, ვარცლში ცომსა ზელავდა.
"ახლა ვკითხავ ჩვენების ამბავსო", - ფიქრობდა ფარნაოზი და ცდილობდა თვალი აერიდებინა
დედაბრის დაკრუნჩხულ თითებზე აკრული ცომისთვის. გრძნობდა, მთელი მისი არსება როგორ
მოითხოვდა რაღაცის გახსენებას, იმასაც გრძნობდა, რა ადვილი იყო იმ რაღაცის გახსენება, თუკი
თავს ძალას დაატანდა, თვლემას მოერეოდა, მაგრამ არ უნდოდა, ეზარებოდა და, რაც მთავარია,
ეშინოდა, არ კი იცოდა, რატომ. ვარცლის ძირს ისეთი ბაგაბუგი გაუდიოდა, თითქოს ეს ქალი
მთელ თავის ბრაზს ამ ერთ მუჭა ცომზე იყრისო.
- თუ სიკეთის გაკეთებას აპირებ... - დაიწყო ფარნაოზმა. მაგრამ დედაბერმა არ აცალა:
- სიკეთის? სიკვდილი მინდა, ადამიანო! - ისე შეჰყვირა დედაბერმა, ფარნაოზს სიტყვა პირზე
მიეყინა.
დედაბერმა ფასკუნჯის კვერცხისხელა ცომის გუნდა გაჩხრეკილ ნაღვერდალში ფრთხილად
ჩადო და გააგრძელა:
- სიკეთეს შენგან ველი, შენ უნდა მომკლა, რადგან მარტო შენ შეგიძლია ჩემი მოკვლა.
- დედი... - ისევ დაიწყო ფარნაოზმა, მაგრამ ენა დაება, არ იცოდა რა ეთქვა. ერთი კი ცხადი იყო,
გიჟთან მოხვედრილიყო სტუმრად. ასე იყო თუ ისე, ახლა კეთილი უნდა ენება და ანგარიში
გაეწია ამ გიჟი დედაბრისთვის. "რაღა ამ ქოხს მოვადექიო", - ფიქრობდა ფარნაოზი. დედაბერი
ცეცხლთან ჩაცუცქულიყო და ცდილობდა, ნაღვერდალში ჩადებული ცომის გუნდა
გაებრტყელებინა. სტუმრისკენ აღარც იხედებოდა, თითქოს სტუმარი შემთხვევით
ისარგებლებდა, უკანიდან მიეპარებოდა და აქვე, ცეცხლთან ჩაკუნცხულს გაუჩეჩქვავდა თავს.
ცოტა ხნის მერე ქოხში ცხელი პურის სუნი დატრიალდა. პურის სუნმა ფარნაოზიც გააშინაურა.
თვითონ ამოიღო ნაღვერდალიდან ნაცრიანი კუტი, სული შეუბერა და ბურთივით აათამაშა,
ხელები რომ არ დასწვოდა. ორივეს გაეცინა. მერე ისა და დედაბერი ერთმანეთის პირისპირ
ისხდნენ და პურსა ჭამდნენ. დედაბერი პურს წყალში აწობდა, აგრილებდა და უკბილო
ღრძილებით დიდხანს ლოღნიდა, აცოდვილებდა, დამბალი და დაძენძილი ლუკმა პირიდან
აცახცახებული თითებით გამოჰქონდა და პეშვში იგროვებდა. ფარნაოზი თვალს არიდებდა და
დაუღეჭავად ყლაპავდა პურს, მალე რომ გაეთავებინა თავისი წილი.
- ადამიანობა მოთმინება ყოფილა, - თქვა დედაბერმა.
ფარნაოზმა შეხედა. დედაბერიც სახეში მისჩერებოდა და თვალები ისე უპრიალებდა, თითქოს
მართლა ბედნიერი იყო, ფარნაოზს რომ ხედავდა, მასთან ერთად ნაცრიან პურს რომ შეექცეოდა.

- სულ ასეთი კი არ ვიყავი. ერთი დრო მეცა მქონდა. ერთი-ორი კაცის თვალი ჩემს კაბასაც
აუთრევია, ძეძვივით... - დედაბერმა ჩაიქირქილა და აცახცახებული ხელი პირზე მიიფარა.
ფარნაოზი უნებურად დააშტერდა, თითქოს დედაბერმა ისეთი რამე უთხრა, აუცილებლად უნდა
გახსენებოდა იგი. ასედაც იყო. ფარნაოზი დიდი ხნის მიხვედრილი იყო ამ დედაბრის ვინაობას,
მაგრამ ჯიუტობდა, თავს არ უტყდებოდა, თითქოს ამით შეიცვლებოდა რამე.
- ქალიც ვიყავი და სახელიც მერქვა! - ამბობდა დედაბერი.
- ახლა რა გქვია? - ხმის კანკალით ჰკითხა ფარნაოზმა.
დედაბერმაც შეატყო შეკრთომა და თითქოს სტუმრის სმენა დაინდოო, კარგა ხნით გაჩუმდა, მერე
ერთი ამოიგმინა და თქვა: ახლა წუთისოფლის სტუმარი მქვიაო. მერე წამოდგა, ბუხრის
თაროდან ცარიელი გალია ჩამოიღო, ხელში ააქანავა და სამჯერ ჩასძახა: მასპინძელო,
მასპინძელო, მასპინძელოო.
დიდხანს ელოდებოდა ამ დღეს შავთვალება მალალო. დარწმუნებული იყო, აუცილებლად
მოესწრებოდა, უნდოდა მოსწრებოდა, რადგან განუკითხავად გაფლანგული ცხოვრება
განკითხვის დღესაც იმსახურებდა. სწორედ ეს დღე, ფარნაოზის გამოცხადების დღე უნდა
ყოფილიყო განკითხვისა. მას შემდეგ, რაც ქალიშვილებმა შინიდან გამოაგდეს, მოსანანიებლად
ბევრი დრო ჰქონდა, მაგრამ უფარნაოზოდ მაინც ვერ დაუკრავდა თავს ამ მაცდურსა და უმადურ
ქვეყანას, მაინც რომ დაებერებინა, მაინც რომ დაეუძლურებინა და ყველას მასპინძელი სხვების
სამოწყალოდ გაეხადა. ფარნაოზი ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მისი მოკვლა შეეძლო. ამასაც
მერე მიხვდა, როცა მარტო დარჩა და ქოხის ჭუჭრუტანიდან დაუწყო ქვეყანას თვალთვალი.
უძლურობამ გონება გაუნათა და ხელახლა აღმოაჩენინა ცოდვა, რომელიც ადრე შეგნებულად
ჩაედინა საკუთარი შვილისა და სიყვარულისაგან თვალებგადიდებული უცხო ბიჭის მიმართ;
მაშინ შავთვალება მალალო ფეხზე იდგა, გული ერჩოდა და მართლა ქვეყნის მასპინძელი ეგონა
თავი, თუმცა გუშინდელი დღესავით ახსოვდა თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული,
მოჩვენებასავით რომ გაუქრა, ჩირაღდნის ნაცვლად თუთიყუშიანი გალია რომ შეატოვა ხელში
და იქამდე აძებნინა თავი, სანამ საერთოდ არ შეაზიზღა სიყვარული. არადა, თუკი სამართალი
არსებობდა, ყველა ქალზე მეტად მას ეკუთვნოდა იგი, რადგან სიყვარულისგან უბედურების
გარდა არაფერი მიუღია, არც მოუთხოვია, არც მოითხოვდა, თუკი შეარჩენდნენ, დაანებებდნენ
და დააცლიდნენ. არც სიყვარულის ფასი შეიძლებოდა სცოდნოდა ვინმეს მასზე უკეთესად. როცა
ის თავის სიყვარულს უყურებდა, ძვლები უღმუოდა, გული შიშით ეფლითებოდა, იმ ძუნწი
მასპინძელივით, რომლის სტუმრებიც დაუდევრად, თამამად ატრიალებენ ხელში ფასდაუდებელ
სურას. ვერც ერთი ქალი მასზე უკეთესად ვერ მოუვლიდა სიყვარულს, რადგან სიყვარულისგან
ავი, გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობის მეტი არაფერი უგრძვნია. ეს ავი, გარდაუვალი
უბედურების წინათგრძნობა იყო სწორედ სიყვარული და სანამ სიყვარულის დანახვა შეეძლო,
სანამ გვერდით ეგულებოდა, ერთი წამითაც არ აჯანყებია ამ გრძნობას, რადგან მის არსებაში
იბადებოდა ისიც, განუწყვეტლივ, უსასრულოდ. ის კი, მისი სიყვარული, ოდნავ თავგადახრილი,
ღიმილისგან ბაგეგაპობილი, სურვილისგან დამუნჯებული, დამთრგუნავი სიმშვიდითა და
უდარდელობით შემოსცქეროდა და მზეზე აბრჭყვიალებული დანით ჯოხსა თლიდა.

შავთვალება მალალო ბრმად, ალალბედზე მიილტვოდა მისკენ, როგორც ზღვა ნაპირისკენ, რათა
ნეტარებით, სიკვდილისნაირი ნეტარებით, ერთხელ კიდევ დასწაფებოდა მის ჯიუტ ქოჩორს,
ახალ ჭრილობასავით ხასხასა პირს, კედელივით საიმედო გულმკერდს და დანასაც,
ცოცხალივით რომ თრთოდა და სხმარტალებდა მზის სხივებში, როგორც ტიტლიკანა ბიჭი
ჩანჩქერში. მერე ეს დიდებული ჩვენება გაქრა, ძალიან მალე გაქრა. თითქოს მოკვდავის თვალები
დიდხანს მაინც ვერ გაუძლებდნენ მის სიდიადესა და სიმხურვალეს. არა, კი არ გაქრა, უბრალოდ
გაიპარა, შავთვალება მალალოს გაეპარა, ქორწინების წინა დღეს, საჩუქრად თუთიყუში მოუყვანა,
შავნისკარტა და ყვითელთვალება, უკეთესი ამხანაგი ნუ გინდაო, დაუბარა და წავიდა,
დამთრგუნავად მშვიდი და უდარდელი. შავთვალება მალალომ სიმართლეს ყური მოუყრუა, არ
დაიჯერა, რკინის ქალამნები ჩაიცვა, ერთ ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა, მეორეში თუთიყუშიანი
გალია და სიყვარულის საძებრად გასწია. მართლაც, ბევრჯერ მოტყუვდა, ბევრჯერ მიამსგავსა
ვიღაცას, რადგან ამდენი ძებნისაგან თვალები აჭრელებოდა და საცნაურიც დაჰკარგოდა.
ძლივძლივობით ნაპოვნ "სატრფოს" შავთვალება მალალო თავს ევლებოდა, ფიანდაზად
ეფინებოდა, პირიდან ნერწყვს უღებდა, ოღონდ აღარ გაჰპარვოდა, ოღონდ დიდხანს
დარჩენილიყო მასთან, უბრალოდ წოლილიყო, მჯდარიყო ოთახში, რადგან თავისი იქ ყოფნით
განემტკიცებინა ქალის რწმენა, მართლა ვუყვარვარო. გამოთხოვებისას "სატრფო" ქისაში
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.