Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09

Süzlärneñ gomumi sanı 3844
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
ეცლებოდა ძალა და როგორ ითქვიფებოდა ჰაერში, ჰაერივით მსუბუქი და უსხეულო. ამიტომ ამ
სიტყვის თქმაცა და დანაშაულის შეგრძნებაც ერთი იყო, თითქოს თუ მართლა გიყვარდა,
დანაშაულიც უნდა ჩაგედინა, თუკი გინდოდა, შენი სიყვარული გამოგეხატა და დაგემტკიცებინა
კიდეც.
"შენც ასე იყავი, შენ რა დანაშაული ჩაიდინეო", - უნდოდა ეკითხა დისთვის მედეას, მაგრამ,
ბოლოს და ბოლოს, პირი რომ გააღო, ისეთი რამე თქვა, თვითონაც გაოცდა, მაგრამ ალღომ
უკარნახა, ასე სჯობს, რადგან ეს აირჩიე, ბოლომდე ჩაყევიო. მედეაც ბოლომდე ჩაყვა.
- შენი შვილების ბედი მაშინებს და მატირებს, დაო, - თქვა მედეამ.
დანაშაულისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ერთი ნაბიჯი სიარულს არ ნიშნავს; პირველს
მეორე უნდა მოჰყოლოდა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ, რათა მედეასაც ესწავლა და შეძლებოდა
დამოუკიდებლად სიარული იმ იდუმალსა და თავბრუდამხვევ მინდორზე, სიყვარულს რომ
ეძახიან.
- შენი შვილების ბედი მაწუხებს, დაო, - გააგრძელა მედეამ, - ისინი ხომ ჩემი ძმები არიან.
რამდენჯერ უთქვამს დედას, შენი ნამდვილი დედა ქარისააო.
და აი, უკვე გაჩნდა სივრცე აბაჯბაჯებულ ბავშვსა და ჩაცუცქულ, ხელებგაშვერილ მშობლებს
შორის, შიშნარევი აღტაცებით რომ აყოლებენ თვალს თავიანთ პირმშოს.
მედეას ახლა მხოლოდ მომხრე და გამმართლებელი სჭირდებოდა. მას უნდოდა თავისი
გულისწადილი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მაინც აჰყვებოდა, სხვა, გარეშე

ვალდებულებითაც განემტკიცებინა, იძულებად ექცია სურვილი და აი, თავისი ფეხით ეახლა
ისიც: იძულება! განა შეიძლება სათხოვარზე მოსული დის გაწბილება? არაფრის გულისთვის,
თანაც თუ ის და უფროსია და დედის მაგიერიც, მისი ძუძუთი ხარ გაზრდილი და, ის რომ არ
ყოფილიყო, ადვილი შესაძლებელია, არც შენ ყოფილიყავი და არასოდეს განგეცადა ეს
ღვინოსავით მათრობელა და სიმთვრალესავით თამამი გრძნობა.
- სიკვდილი მინდა, დაო, სიკვდილი! - შეჰღმუვლა დას მედეამ.
მედეას ნათქვამითა და საქციელით უარესად გულგახეთქილი ქარისა დას მუხლებზე მოეხვია,
თავი მუცელზე მიადო და ასლუკუნდა. მედეამ უკვე იცოდა, რას ეტყოდა ქარისა, ის უმალ მამას
გაწირავდა, ვიდრე შვილებს და ასე იმიტომ კი არ მოიქცეოდა, შვილები რომ ერჩივნა მამას,
არამედ შვილები უფრო სჭირდებოდა ახლა, ერჩივნა, სხვათა თვალში შვილების მფარველად
გამოსულიყო, ვიდრე უმწეო და უოჯახო ქალად, ისევ მამის საპატრონებელი რომ გამხდარა.
მედეას ლოყები გაუწითლდა, სირცხვილის გრძნობამ შეაწუხა, რადგან იცოდა, თვითონაც
აიძულებდა დას ეღალატნა მამისათვის, თვითონაც ავალდებულებდა, ვიღაც უცხოელის
გადასარჩენად შემწეობა ეთხოვნა. "მეც შვილებს ვტირი, დაო, ჩემო ოქროსთმიანო, ჩემო
გონიერო", - სლუკუნებდა ქარისა და მედეას მუცელზე კოცნიდა. მერე თავი წამოსწია,
ჩამოყრილი თმა თავის ერთი აქნევით უკანვე გადაიყარა და ისეთი თვალებით შეხედა მედეას,
მედეას ცოტა შეეშინდა კიდეც, ამან შეიძლება კაციც მოკლასო.
დიდხანს უყურეს დებმა ერთმანეთს თვალებში, თითქოს ახლახან გაეცნოთ ერთმანეთი და
ვერაფრით დაეძლიათ უცხოობისა და უნდობლობის გრძნობა, რაც ყველა ადამიანს დედის
მუცლიდან დაჰყვება ხოლმე. ქარისა კი სულ ტყუილად წვალობდა, მედეამ უკვე იცოდა მისი
სათქმელი და თანაც ამ სათქმელს გულისფანცქალით მოელოდა, რათა დის პირიდან ამოსული
სიტყვა კანონად გაეხადა და ამ კანონისათვის ამოეფარებინა თავისი ვნება და საწადელი.
- დაიმახსოვრე, ცხადშიც და ძილშიც... - ბუტბუტებდა ქარისა.
"რას ამბობო", - ჩაეკითხა მედეა.
- არც მკვდარი მოგასვენებ, არც მკვდარი დაგიჯერებ, რომ არ შეგეძლო ჩემი და ჩემი შვილების
გადარჩენა. - თქვა ქარისამ.
მედეა შეწუხდა, მუხლებზე წამომჯდარი ისე აწრიალდა, თითქოს აფრენა უნდოდა და ვერ
ახერხებდა. მედეას უკვირდა და თავის თავზე ბრაზობდა, რადგან გრძნობდა, მისი დისშვილები,
იგივე ძმები, ადრე სიცოცხლესაც დაუფიქრებლად რომ ანაცვალებდა, ახლა სადღაც, გულს გარეთ
დარჩენილიყვნენ და მათი ბედი ამ წუთას სრულებითაც არ აღელვებდა. სიბრალულის მთელი
მარაგი, რაც მის არსებას შეეძლო გაეღო - თვითონვე სჭირდებოდა. ამ სიბრალულს ვერავის
გაუყოფდა, მით უფრო ოთხ ვაჟკაცს, საითაც მოეპრიანებოდათ, იქით რომ გაუტევდნენ,
ქარებივით. "მე ვიკითხო, მეო", - მოთქვამდა გულში მედეა.
- წვიმს, - თქვა უცებ.

ქარისამ გაოცებულმა ამოხედა დას, მაგრამ მაშინვე თვითონაც გაიგონა წვიმის შრიალი. წვიმამ
სარკმელში ცხელი ჰაერი შემოდენა. ოთახი ჩაიხუთა. ორივემ წვიმას მიუგდო ყური. მედეამ
დაინახა, როგორ მიდიოდა ჭალაში გაწუწული უცხოელი, ფარი ორივე ხელით თავზე
დაეფარებინა. მედეას გაეღიმა და უთხრა, როგორ გაწუწულხარო.
- ჰა! - გამოერკვა ქარისა ფიქრისაგან.
- როგორ გაწუწულხარ, - გაიმეორა მედეამ.
ქარისამ მედეას კაბის კალთა ნამტირალევ თვალებში ამოისვა და ფრიქსე დაინახა. ფრიქსე
სახლისკენ მორბოდა, აქეთ-იქით ორ-ორი ბავშვი ამოეღლიავებინა. ბავშვები ფეხებს იქნევდნენ
და სიხარულისაგან კიოდნენ. ქარისასაც გაეღიმა, სევდიანად, სინანულით.
ამბობენ, თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აგისრულდებაო. ეს ერთდროულად არის და არც არის
მართალი. არ არის იმიტომ, რომ არც ერთი სურვილი, ყველაზე ძლიერიც კი, თავისით არ
ასრულდება. ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ხოლო მართალია იმდენად, რამდენადაც
ადამიანის არსება მთლიანად მოექცევა ხოლმე ამ სურვილის გავლენისა და ზემოქმედების
სფეროში და რასაც მერე აკეთებს, ყველაფერი სურვილის კარნახის, უფრო სწორედ, ბრძანების
კეთილსინდისიერი აღსრულებაა. ეს სურვილი აიძულებს ადამიანს, გააკეთოს მხოლოდ ის, რაც
მის აღსასრულებლადაა საჭირო, რასაც ამ სურვილის გარეშე არასოდეს არ გააკეთებდა. ის
აიძულებს აგრეთვე, აღმოაჩინოს თავის არსებაში საჭირო ძალაც, სიმტკიცეცა და სითამამეც და,
თუკი აუცილებლობა მოითხოვს, თვალთმაქცობის უნარიც, უტიფრობაც და უსინდისობაც კი. აი,
ასეთი ყოვლისშემძლეა სურვილი, თუკი წინააღმდეგობას არ გავუწევთ, რაც თავისთავად უკვე
საკმაოდ დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველგვარი სურვილი თანაბრად
მომხიბვლელია და მომთხოვნი.
დებიც ახლა სურვილის ტყვეობაში იყვნენ, ორივენი თვალთმაქცობდნენ და ორივენი მართლები
იყვნენ საკუთარ თავთან.
მედეა რომ შეყვარებული იყო, ქარისას დის ოთახში შემოსვლისთანავე უგრძნო ტანმა. ამ
აღმოჩენამ ისე ააფორიაქა, თითქოს მას ეცილებოდნენ რაღაცაში, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა
და რასაც დისთვისაც ვერ გაიმეტებდა. წვიმის ხმამ ისევ გაახსენა წეღანდელი შეშფოთება. "რა
სულელი ვარ, - გაიფიქრა, - თუ ეს მართალია, მედეას ჩემი თხოვნა რაღად უნდაო". ქარისა
წამოდგა, ოთახში წინ და უკან უაზროდ გაიარა, მერე ისევ ჩამოუჯდა დას საწოლზე და
თანამზრახველივით ყურში ჩასჩურჩულა: უცხოელს უთქვამს, თუ გვიშველის, მხოლოდ მედეა
გვიშველისო. მედეა ყურებამდე გაწითლდა და უნებურად ხელები სახეზე აიფარა. ყველაფერს
ელოდა, ამას კი არა. დამ მოულოდნელობით აჯობა. ქარისა გულში ზეიმობდა, ალღომ არ
უმტყუნა, ახლა კი საჭირო იყო, თავი ისე დაეჭირა, ვითომ ვერაფერს ხვდებოდა, რათა
დისთვისაც დაეტოვებინა თვალთმაქცობის საშუალება.
- ისიც უთქვამს, ჩემგანაც სთხოვეთო, - წაიჩურჩულა ქარისამ.

- სხვისი თხოვნა რად მინდა, - უნებურად ჩურჩულითვე უპასუხა მედეამ. მერე წარბები შეწკიპა,
ვითომ დის ნათქვამი იწყინა და ჩვეულებრივ ხმით გააგრძელა: - განა შენი თხოვნა საკმარისი არ
არის, წყალში რომ გადავვარდე, ცეცხლში რომ ჩავდგე, მიწა რომ ვჭამო? არა, ქარისა, შენი და შენი
შვილების სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. ის უცხოელი კი დამშვიდებული
ბრძანდებოდეს, ოღონდ მალე მოგვშორდეს და მოგვასვენოსო.
ქარისა დის ოთახიდან ფრთებშესხმული გამოვიდა, მის შვილებს არავითარი საფრთხე აღარ
მოელოდათ, რადგან მედეა თავს არ დაზოგავდა თავისი სიყვარულის გადასარჩენად. ეს
ქარისაზე კარგად არავინ იცოდა. მედეას ჯადო-წამლების წინაშე აიეტიც კი აღუა ბავშვივით
უმწეო და უსუსური იყო. რაც მთავარია, ახლა მასაც მიესვლებოდა იმ ხუთეულთან, იმ ეკლიან
გორგალთან, ამდენი ხანი მისგან თავის დაღწევას რომ ცდილობდა, მაგრამ ცდებოდა, რადგან
ღირსეულად ვერ აფასებდა ქარისას, არ სჯეროდა ქარისასი, არ ენდობოდა. ახლა ქარისასაც
ეშოვნა რაღაც, საერთო სალაროში ჩასადები. ქარისა ძველებურად ბედნიერი იყო!
მან სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა ყველაფერი შვილებს, მოუთმენლად რომ ელოდებოდნენ დედის
დაბრუნებას და მართლაც დამწყვდეული მგლებივით აწყდებოდნენ კედლებს. როცა შვილების
თვალებში აღტაცება და მადლიერება დაინახა, ქარისა ამაყად გაიშალა ბეჭებში. თუმცა წვიმას
ჯერ კიდევ არ გადაეღო, არგუსი მაშინვე დაუშრეტელი მდინარისაკენ გაქანდა. ძმებს კი დაავალა,
თვალი ედევნებინათ მედეასთვის, რადგან ადვილად შეიძლებოდა, "სულელ გოგოს"
გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება და უკანასკნელ წუთს ისევ მრისხანე მამის მხარი
დაეჭირა. "მაგის დარდი ნუ გაქვთო", - ეუბნებოდა ქარისა. მაგრამ ისინი კაცები იყვნენ და
ქალებისა არაფერი გაეგებოდათ.
მწარე ღამე იყო ის ღამე მედეასთვის. არც კი გაუგია, თანდათან როგორ ჩაწყნარდა სასახლე,
როგორ აჭიატდნენ ცაზე ვარსკვლავები, როდის შეწყვიტეს ძაღლებმა ყეფა და როდის ჩაეძინა
ქვეყანას, წყალსაც და შვილმკვდარ დედასაც. მხოლოდ მედეას არ ეძინა, ან რა დააძინებდა, როცა
ეს ბნელი, ჩახუთული და ყოვლისმომცველი ღამე უკანასკნელი ღამე იყო ბედნიერი, ლამაზი და
მშვიდი სიქალწულისა. ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყებოდა. გარიჟრაჟზე გრუხუნით
გაიღებოდა რკინის უზარმაზარი კარი და უჩინარი, ტლანქი, ღონიერი ხელი ამ პატარა გოგოს
გაურკვევლობის ღრიჭოში შეითრევდა. ღმერთმა იცის, რა დახვდებოდა კარს იქით. ერთი კი
ცხადია, უკან ვერასოდეს ვეღარ შემოადგამდა ფეხს. უკან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ უნდა
დაევიწყა, დაწყევლილსა და შეჩვენებულს, მშობლების მოღალატეს, იმ მშობლებისა, ბარტყივით
ხელის გულზე რომ გაეზარდათ. მერე ვისი გულისთვის? ვიღაც უცხოელის გულისთვის,
რომელსაც არც კი დალაპარაკებია, რომელიც თავისას მიიღებდა და გზას არხეინად
გაუდგებოდა, რადგან ელოდებოდნენ, გზა ჰქონდა, ჭერი და კერია. მედეას კი ხვალიდან
აღარაფერი ექნებოდა, სიყვარულის მეტი, გაუმხელელი, გაუზიარებელი, გაუმართლებელი
სიყვარულის მეტი. მართალია, მედეას დაუხმარებლად ის უცხოელი მოკვდებოდა, მაგრამ რა
მისი ბრალი იყო, ან რა მისი საქმე. მამამ ხომ უკეთესად იცოდა დასარჩენიცა და არდასარჩენიც.
ეს ხომ კაცებს უნდა გაერკვიათ და თვითონ რატომ იტანჯებოდა? იმიტომ, რომ უყვარდა, თავს
ერჩია. მშობლები არ უყვარდა? მშობლებიც, მშობლებიც, მაგრამ ის სხვა იყო... იმას საფრთხე
ელოდა!

ვინ იცის, როგორ გამოცდას მოუწყობდა აიეტი უცხოელს. ალბათ, თავის მურეშა ხარებთან
შეაბრძოლებდა, ბნელ გამოქვაბულში დამწყვდეულებს გარედან მუგუზლებს რომ ჩრიდნენ
ნესტოებში; სიგიჟით ისედაც თვალებაჭრილ ხარებს ადამიანი დასანახად შესჯავრებოდათ და,
თუკი შემთხვევა მიეცემოდათ, დაგლეჯდნენ, გათელავდნენ, დაჩეჩქვავდნენ. მედეამ ხარის
რქებზე წამოგებული უცხოელი დაინახა. მრისხანე იყო მამამისი. უზომო იცოდა ყველაფერი,
განკითხვაცა და დასჯაც, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც შეიძლებოდა მისი რისხვის აცილება. თანაც,
ის არ იყო ერთადერთი საფრთხე, რომელიც უცხოელს ელოდა. როგორც კი თვალი მოჰკრა
მედეამ სასახლის ეზოში მომავალ უცხოელს, მაშინვე იგრძნო და გააოგნა იმ განსაცდელის
სიდიადემ, ამ მომხიბვლელ ჭაბუკს რომ ასდევნებოდა, თუმცა უცხოელს ამაყად ეჭირა თავი და
უდარდელი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე. მედეამ არა მარტო იგრძნო, არამედ დაინახა კიდეც,
ბეწვზე რომ ეკიდა მისი სიცოცხლე. მისი ბედისწერის ძაფი ვიღაცას, შემზარავად ძლიერსა და
დაუნდობელს ეჭირა ხელში და შეეძლო ყოველწუთას გაეწყვიტა. მედეამ იმ უხილავის
ვეებერთელა ჩრდილიც დაინახა - თავზე წამოსდგომოდა მოღიმარ უცხოელს. საფრთხე,
რომელიც მამამისისაგან, სიმკაცრით სახელგანთქმული აიეტისაგან შეიძლებოდა დამუქრებოდა
იმას, მოგონილი იყო იმ გაურკვეველ და გარდაუვალ საფრთხესთან შედარებით, რომელსაც ეს
მხარბეჭიანი და გულადი ყმაწვილი გამოქცეოდა. დიახ, გამოქცეოდა. რადგან მის სახეში მართლა
იყო რაღაც ლტოლვილისა, უპოვარისა, გამწარებული, ხელმოცარული და იმედის ანაბარა
დარჩენილი კაცისა. შეიძლებოდა მედეას ეჩვენებოდა, შეიძლება ასეთი გრძნობა სწორედ იმ
უდარდელმა ღიმილმა გაუჩინა, ასე რომ უხდებოდა უცხოელს, მაგრამ ერთი ცხადია, იგი ბეწვის
ხიდზე მოაბიჯებდა. მედეას იმის მერე არ გაქრობია ავი წინათგრძნობა და ამიტომაც იყო, ერთი
გზობა კიდევაც რომ გადაწყვიტა, მამას ფეხებში ჩავარდნოდა და უცხოელის დაცვა ეთხოვნა;
თავისთან დაეტოვებინა, არ გაეშვა, რადგან აქ, მამის სასახლეში, შეიძლება, მართლაც
გადარჩენოდა იმ მთავარ განსაცდელს, სადღაც, ცხრა ზღვის იქით რომ განეზრახა მისთვის
ვიღაცას.
რას არ ფიქრობდა საწყალი გოგო. ეგონა, ამდენი ფიქრისაგან თავი უშნოდ და უსასრულოდ
ეზრდებოდა. ახლა ამან შეაშფოთა, ისედაც ზედ არ მიყურებს და ახლა ასე თავგასიებული როგორ
დავენახვოო. მოკვდება და მოკვდეს, მეც თავს მოვიკლავ და ეგ იქნებაო. "ასე სჯობს, რა თქმა
უნდა, ასე სჯობს", - ხელზე იხვევდა ამ ფიქრს მედეა, ხელზე არა, კისერზე და ჩაბნელებულ
ოთახში ბრმასავით დაბორიალობდა, კედლებს ეხლებოდა, თითქოს ამ ოთახში შემთხვევით
შემოფრენილი ჩიტი იყო და გასასვლელს ვეღარ პოულობდა.
ახლა ქალების ქილიკაობა და სიცილი შემოესმა. სისხლი გაეყინა. კედელს აეკრა, თითქოს
უნდოდა კირივით შეგლესვოდა და სამუდამოდ ზედ შერჩენოდა. ქალები მედეას დასცინოდნენ:
ვერ უყურებთ, ეს თავდახრილი გოგო სინამდვილეში რა გულშმაგი ყოფილაო. ერთ ოყლაყს მამაც
ანაცვალა და ქვეყანაცო. რა გაუჭირდა საამისო, აფსუს ჩვენო კაცებოო. და ათას ამგვარ
სისულელესა და სიბილწეს ამბობდნენ ქალები, სინამდვილეში მკვდრებივით რომ ეძინათ და
მედეა სულაც არ ახსოვდათ. მათ მაგივრად მედეა ფიქრობდა და ლაპარაკობდა ასე. "შვილო,
ცოტა მაცალე, მე თვითონ გაგათხოვებო", - ახლა მამამ შემოანათა სევდაჩამდგარი თვალები.
ოოოი, ამოიგმინა მედეამ. არავის არ ესმოდა მისი, არავის არ უნდოდა გაგება.

"სიკვდილი მინდა, სიკვდილი!" - იყვირა მედეამ და წამლების ყუთს ეცა, საწოლზე ჩამოჯდა და
ყუთი მუხლებზე დაიდო. ყუთმა სიზმარი გაახსენა და გველნაცემივით წამოხტა, ძვლებს ხომ არ
დავაჯექიო. დიდხანს დასცქეროდა საწოლს, რომელსაც მთვარის ოქროსფერი, ბრჭყვიალა შუქი
ბუსუსაშლილი საბანივით გადაჰფარვოდა. მედეამ საწოლს ხელი ფრთხილად გადაუსვა და
სიცოცხლე მოუნდა, ასე რომ სტანჯავდა და აწვალებდა, აფრთხობდა და აბნევდა, რადგან აქამდე
მუშტად შეკრულ კვირტსა შლიდა და ამ პატარა ოთახში უკვე ვეღარ ეტეოდა. აქ აღარ იყო მისი
ადგილი. მედეამ ეს არ იცოდა და ამიტომ იტანჯებოდა ასე. სიცოცხლე კი მხოლოდ ერთი
საფეხურით ინაცვლებდა მაღლა და მედეასაც თან მიითრევდა, რადგან ის მედეას კუთვნილი
სიცოცხლე იყო და უიმედოდ ბიჯსაც არ მოიცვლიდა. მედეამ არც ეს იცოდა, მაგრამ მაინც
მიყვებოდა, რადგან სხვანაირად არ შეეძლო, არც უფლება ჰქონდა, არ გაჰყოლოდა ამ ღონიერ
ხელს, მის პატარა სხეულს ტკივილითა და ნეტარებით თანაბრად რომ ავსებდა.
ინათა თუ არა, მედეამ უკვე იცოდა, უცხოელს უშველიდა და თუ უცხოელი ხელს დაუქნევდა,
ძაღლივით გაეკიდებოდა კიდეც.
უპირველეს ყოვლისა, მედეამ პირსაბან ჯამში ჩაიხედა, მართლა ხომ არ გამზრდია თავიო. თავი
არ გაზრდოდა, მაგრამ ჯამიდან თმაგაჩეჩილმა, თვალებშეშუპებულმა და სახეგაცრეცილმა
გოგომ ამოხედა. მედეამ თითი ჩაჰკრა ჯამში და როცა ცივმა წყალმა დამსხვრეულ მინასავით
დაიწკრიალა, ესიამოვნა და გაიღიმა. "დღეს ლამაზი უნდა ვიყო", - გაიფიქრა და ახლა ორივე
პეშვით ამოიღო ჯამიდან წყალი. პირის ბანას რომ მორჩა, გაშიშვლდა და მთელი ტანი ვარდის
ზეთით დაიზილა, იღლიები სურნელოვანი წყლით გამოიბანა და კეფაზე გაკრული თმა
ჩამოიშალა. გრილი, მსუბუქი თმა შიშველ მხრებზე ჩამოეღვარა. მედეა უნებურად შეკრთა.
საკუთარი თმაც ეუცხოვა. გარეთ ჩიტები აჟივჟივდნენ. სადღაც, ქალაქის მეორე ბოლოში მამალმა
დაიყივლა და მედეას უცებ შერცხვა, ასე ტიტველი რომ იდგა სარკის წინ, თითქოს მთელი ქვეყანა
მას უყურებდა. მამალმა ისევ დაიყივლა, გაბმულად, ხრინწიანად.
მედეამ ოქროს ბალთებით გაწყობილი ფირუზისფერი კაბა გადაიცვა. ოთახი დილის ხმებით
გაივსო, ცეცხლისა და წყალმოპკურებული ფილაქნის სუნი დატრიალდა. "მე უკვე მზადა ვარო", გაიფიქრა მედეამ და ქვეყანა დაინახა, ქარისას ქვეყანა, გარეთ რომ იტყუებდა, ამ პატარა ოთახს
სამუდამოდ რომ აკარგვინებდა და სანაცვლოდ არაფერს პირდებოდა, რადგან იქ ყველაფერი
თვითონ უნდა მოეპოვებინა. მედეასაც ეს აშინებდა სწორედ და ახლა ოქროსვარაყიან სარკეში
საკუთარი სახის ნაცვლად იმას ხედავდა, რაც კედელს იქით ხდებოდა, ქალწულის სენაკს გარეთ.
მონა ქალები გრძელტარიანი ცოცხებით სასახლის ეზოს გვიდნენ. ცოცხის ყოველ მოსმაზე
მკვეთრად ინაკვთებოდა მათი ღონიერი თეძოები, თეთრად ელავდა წვივები, როცა ფილაქნებს
შორის ამოპარული ბალახის ამოსაწიწკნად იხრებოდნენ. მათ ყოველ მოძრაობაში, დაბანილ
სახეებსა და სადად გადავარცხნილ თმაშიც ჯერ კიდევ გამოსჭვიოდა მიტოვებული საწოლის
სითბო და საიდუმლო, რაც უფრო ხელშესახებს, ახლობელსა და სასიამოვნოს ხდიდა დილის
სისუფთავესა და სიმყუდროვეს.
თონეში ტკაცატკუცით იწვოდა ფიჩხი და მის ამოშვერილ ბოლოებს წითელი და წვრილი
ნაყოფივით შესეოდა ნაპერწკალი. ხაბაზებს ტილოგადაფარებული ვარცლი მოჰქონდათ,

თითქოს შიგ ვიღაცას ეძინა და მართლაც ცოცხალივით სუნთქავდა სურნელოვანი ცომი ტილოს
ქვეშ.
თორმეტი მხევალი ხელით აჭმევდა შვრიას მედეას ეტლში შებმულ ჯორებს. ახლა მხოლოდ ეს
ეტლი აკავშირებდა მედეას ძველ ქვეყანასთან. ამ ჯორებმა სხვა გზა არც იცოდნენ. საკმარისი იყო
მედეა შემდგარიყო ეტლზე, ერთ ხელში სადავე დაეჭირა, მეორეში მათრახი და ჯორებიც მაშინვე
დარიაჩანგის ბაღისკენ დაადებდნენ თავს. დღესაც ასე მოხდებოდა. მედეამ რატომღაც იქ
დაუნიშნა უცხოელს პაემანი, თავისი ღვთაების სამფლობელოში, მამიდა ყამარის დანატოვარ
ქვეყანაში. შეიძლება, ეს უკანასკნელი, თავგანწირული გაბრძოლება იყო ქალწული სულისა, უკვე
რომ გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს, უკვე რომ მზად იყო ამ საფრთხესთან შესახვედრად,
მაგრამ მაინც ეძებდა უკანდასახევ გზას, არა იმიტომ, საფრთხისთვის აერიდებინა თავი, არამედ
საბოლოოდ, ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყო მის ძალასა და გარდუვალობაში. "თუ ჩემი
ღვთაება უფრო ძლიერია, დაე, ადგილზე გამათავოს. თუ მამიდა ყამარს მართლა შეუძლია
გაცოცხლება, ახლა უნდა გაცოცხლდეს. მე უმწეო ვარო", - ფიქრობდა მედეა, როცა ახლად
აკოკრებულ ძუძუებზე გადაჭიმულ სარტყელში "ამირანის მალამოს" იდებდა. ვინც ამ წამლით
სხეულს დაიზელდა, ვერც ცეცხლი დასწვავდა და ვერც მახვილი განგმირავდა, ღონეც
შეემატებოდა და მამაცობაც, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით, ერთი დღის მერე წამალი ძალას
კარგავდა. მედეასაც ამ ერთ დღეს სთხოვდნენ მხოლოდ, ერთ დღეში უნდა მოესწრო ღალატიცა
და სიყვარულიც, რადგან ხვალინდელი დღე აღარ არსებობდა. ამ ერთი დღისთვის
გავჩენილვარო, ფიქრობდა იგი და ძალიან აინტერესებდა, დაუთმობდნენ თუ არა ამ ერთ დღეს
ღვთაებები და მამიდა ყამარი. მუხლებამდე კაბააწეული თორმეტი მხევალი თავდახრილი
მისდევდა ეტლს.
უსაშველოდ გაიწელა მოლოდინის წუთები. გოგოებმა უკვე ყველაფერი იცოდნენ. უკვე კენჭიც
ეყარათ, ვინ დარჩებოდა ამაღამ ტაძარში, ვის მაგივრად შეჰყვებოდა ჯორებშებმულ ეტლს აიეტის
სასახლეში ქალადგადაცმული უცხოელი. "ჩვენ ქალები ვართ და ყოველთვის სუსტის მხარეზე
უნდა ვიყოთო", - უთხრა მედეამ. დრო კი იწელებოდა. ფეხს ითრევდა, დღის სინათლეზე თავის
მოსაკვეთად გამოყვანილ ტუსაღივით ყველაფერს ებღაუჭებოდა. მაგრამ მაინც წინ მიიწევდა,
მოედნისკენ, სადაც უნდა აღსრულებულიყო განაჩენი. მოედნამდე უჭირდა მისვლა, რადგან
იქამდე კიდევ ჰქონდა რაღაცის იმედი, მერე კი, კუნძს რომ დაინახავდა, სასეიროდ გამოსული
ხალხის ღრიალს რომ გაიგონებდა, თვითონვე აჩქარდებოდა, თავის ფეხით მიირბენდა კუნძთან
და მავედრებელი თვალებით ამოხედავდა ჯალათს, დროზე მოუღე ბოლო ჩემს უაზრო ტანჯვაწამებასო.
ცამეტმა გოგომ ერთდროულად დაინახა მათკენ მომავალი უცხოელი. ოქროსფერი, მოძრავი თმა
თასმით შეეკავებინა თავზე, მოკლე, თეთრი ტუნიკი ეცვა და ვერცხლისფერთასმებიანი
სანდლები. თეძოზე ფართოპირიანი მახვილი ეკიდა. მღელვარებისგან ფერი დაჰკარგვოდა,
მაგრამ მაინც იღიმებოდა, თუმცა თვითონ ჯერ ვერავის ხედავდა. მედეას კი უკვე დაენახა თავისი
კუნძი და ხალხის ღრიალიც გაეგო. ისღა მოახერხა, მხევლებისთვის ხელით ენიშნებინა,
მოშორებით იყავითო. ერთი პირობა მხედველობაც წაერთვა, ხომ არ მომელანდაო, გაიფიქრა და
უკან მოიხედა, საიდანაც ბედისწერას მოეთრია აქ. ნაბიჯების ხმა ჯიუტად ახლოვდებოდა. მედეა
მარტო იდგა მოედანზე. ყველა მისკენ იშვერდა ხელს, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ და

მედეას ვერ გაეგო, იცოდებდნენ თუ წყევლიდნენ. არც ღვთაება ჩანდა, არც მამიდა ყამარი.
თვალისმომჭრელად ჩახჩახებდა მზე. "რატომ? რისი გულისთვისო?" - ერთხელ კიდევ გაიფიქრა
მედეამ და როცა თვალებში ჩამდგარი ბინდი თანდათან გაეცრიცა, უცხოელი უკვე მის წინ იდგა.
დიდხანს შესცქეროდნენ ერთმანეთს. ხმელი წკირი თუ გაუტყდებოდა ფეხქვეშ
ბუჩქებსამოფარებულ მხევალს, ანდა ხელიდან მოულოდნელად დასხლეტილი ტოტი თუ
გაიშხუვლებდა ჰაერში, ისე კი, თითქოს მთელი ქვეყანა დამუნჯებულიყო.
- ნუ გეშინია. - თქვა ბოლოს უცხოელმა და პირველად მაშინ იგრძნო მედეამ, რა იყო შიში.
შიშს უწამწამო თვალები ჰქონდა, უკბილო პირი და ნიკაპზე დორბლი ჩამოსდიოდა. მედეას
მკერდში ჩაუყო ხელი და ისე მწარედ მოუჭირა მარცხენა ძუძუზე, ტკივილისაგან მთელი ზურგი
უცებ გაეოფლა. "ხმა, კრინტი!" - გააფრთხილა შიშმა მედეა და ისე გადმოიხარა მისკენ, თითქოს
კოცნას უპირებსო. მედეამ ვერ გაბედა მოერიდებინა სახე, მაგრამ შიშმა კი არ აკოცა, დორბლიანი
ნიკაპი შეახოცა ტუჩებზე. მედეამ ვერც პირის მოწმენდა გაბედა და უაზროდ გაიფიქრა: რისი
უნდა მეშინოდესო.
უცხოელი კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა და როდის-როდის მისწვდა მედეას
სმენას მისი ხაოიანი ხმა. ხმაც ისევე ჯიუტად ცდილობდა მედეას გონებაში შეღწევას, როგორც
მედეას ფეხებთან ზურგზე დაცემული ხოჭო ცდილობდა გადმობრუნებას და გამხმარ,
ბუსუსებიან ფეხებს უმწეოდ ასავსავებდა ჰაერში. მედეა ხოჭოს უყურებდა და უცხოელის ხმა
ესმოდა. ხმა აბრუებდა სწორედ, როგორც გველს შელოცვა და ამიტომაც ვერ ეშველა ხოჭოსთვის.
არადა, თითის წაკვრა უნდოდა მხოლოდ. "ჯოხი მაინც მქონდესო", - ისევ უაზროდ გაიფიქრა
მედეამ და ახლა ჯოხს დაუწყო ძებნა თვალით. "მერე კი წავა, საითაც უნდა". - მედეა უცებ
დაიხარა და ხოჭო გადააბრუნა. მწერი დაფეთებული გაექცა ადამიანის ხელს. "ცოლები და
დედები... ზღვის ნაპირას დამხობილან... უკვე დაგვტირიან..." - ამბობდა უცხოელი და მედეაც
უნებურად, მოწაფესავით იმეორებდა: "ცოლები"... "დაგვტირიან" - თითქოს პირველად ესმოდა
ეს სიტყვები და მათი მნიშვნელობის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ თუ ვერ გაიგებდა, ვერც თავს
დააღწევდა ამ უცნაურ გარინდებას.
- სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები შენი, - თქვა უცხოელმა და გაჩუმდა.
შეწყდა თუ არა ხმა, მედეაც მაშინვე გამოერკვა. თამამად გაუსწორა უცხოელს თვალი და გაუღიმა.
აღარ რცხვენოდა, რადგან მოვალეობა, რომლის აღსრულებასაც ის უკვე მტკიცედ აპირებდა, არ
იწვევდა სირცხვილის გრძნობას. ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ეხმარებოდა.
- მერე კი წადი, საითაც გულმა გაგიწიოს, - თქვა მედეამ და რატომღაც ისევ ხოჭო მოელანდა,
დაფეთებული რომ გარბოდა ბალახებში.
მედეამ უცხოელის მძიმე და ცხელი მარჯვენა ორივე ხელით აიღო და გააგრძელა: მომიყევი,
როგორია ის ქალწული, შენ რომ გელოდებაო. მედეას თვითონვე გაუკვირდა, ისე მშვიდად და
თავისუფლად უთხრა ეს უცხოელს, როგორც სტუმრად მოსულ ბავშვს ჰკითხავენ ხოლმე
რაღაცას, უმნიშვნელოს, სხვათა შორის, უფრო თავისუფლად რომ იგრძნოს თავი და
გაშინაურდეს.

- ძვირფასო, - გაუბედავად თქვა უცხოელმა, რადგან უცებ იგრძნო, ქალს უყვარდა, არა, უფრო
სწორედ, მერე იგრძნო, როცა უკვე ნათქვამი ჰქონდა ეს სიტყვა, ამიტომაც ცოტა ხნის მერე უფრო
თამამად გაიმეორა - ძვირფასოო, და მედეას ორივე ხელი პეშვში მოიმწყვდია.
ზღვიდან ცივმა ნიავმა დაუბერა. ბუჩქებს ამოფარებული მხევლები აეფორიაქებინა
განმარტოებული ქალ-ვაჟის ცქერას, შეიძლება იმიტომაც, შეფარვით რომ უცქერდნენ. ასე იყო თუ
ისე, წასვლის დრო ახლოვდებოდა. ტაძრიდან რომ კაბაგადაცმული უცხოელი გამოვიდა,
გოგოებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ საფარიდან. დარცხვენილი
და დაბნეული უცხოელი უაზროდ შლიდა ხელებს და იღიმებოდა. კაბიანმა მამაკაცმა გოგოებს
მორიდების გრძნობა გაუქრო, თითქოს, რადგან კაბა ეცვა, მათიანი გამხდარიყო, მათი ბანაკისა.
ჩიკორივით აბზრიალებდნენ, აქეთ-იქით ექაჩებოდნენ, კაბა ცოტა ჩამოიწიე, კანჭები გიჩანსო.
ყაყაჩოსავით სახეაბრიალებული უცხოელიც ხელებს შლიდა, ტრიალებდა, იღიმებოდა და...
ითმენდა.
***
მედეა რომ მამასთან შევიდა, აიეტი ტახტზე იჯდა, იატაკს დაშტერებოდა და მოღეღილ
გულმკერდს უნდილად იფხანდა. ამ ბოლო დროს აიეტი ხშირად იჯდა ხოლმე ასე გვიანობამდე,
ავი წინათგრძნობა აწუხებდა და ის უფრო უკარგავდა მოსვენებას, ყველაფერში თვითონვე რომ
გამოდიოდა დამნაშავე. "როგორ მეკრა ხელი ობოლი ბიჭისთვის, ქვეყანა მოსაკლავად რომ
დასდევნებოდაო", - წუხდა აიეტი. ახლა ის ყველაზე ბევრს ფრიქსეზე ფიქრობდა. უფრო სწორედ,
რაზედაც არ უნდა ეფიქრა, ბოლობოლო ფრიქსეს მიადგებოდა და ესმოდა კიდეც, ქარის ყოველ
წამოქროლვაზე როგორ ავად ჩხრიალებდნენ მისი სიძის ძვლები. "რას მემართლები, რას
მედავები, რას მემუქრებიო", - უღრენდა აიეტი ფრიქსეს აჩრდილს. აჩრდილი აბუზული იდგა
კართან, გალახული ძაღლივით დასევდიანებული, მადლიერი, და მართლა ძაღლივით
გაიძურწებოდა ხოლმე აიეტის შეღრენაზე, რათა ცოტა ხნის შემდეგ ისევ მობრუნებულიყო უკან.
ასეთი ახსოვდა აიეტს ფრიქსე, უწყინარი და მადლიერი. პირველად რომ მოიყვანეს სასახლეში,
გამოიქცა და ხელზე აკოცა. აიეტს გული აუჩუყდა. ბავშვის ტუჩების შეხებამ მთელს სხეულში
ჟრუანტელად დაუარა და გამაბრუებელი, რულისმომგვრელი სისუსტე შეატოვა. სხვა რომ
ვერაფერი გააწყო, უცხო ბიჭი ლაჯებში ჩაიყენა და კინკრიხოზე დასუნა. თმის სურნელმა
უარესად მოალბო ეს ლომივით კაცი, შორეული, ბავშვობისდროინდელი მოგონებები აუშალა,
მაგრამ მაინც ვერ გაიხსენა, რას ჰქონდა ზუსტად ასეთივე სურნელი, ნაზი, გულისამაჩუყებელი,
საოცრად ახლობელი, მაგრამ უკვე გადავიწყებული. მერეც რამდენჯერ ჩაუყენებია ფრიქსე
ლაჯებში და რამდენჯერ დაუყნოსავს მისი კინკრიხო, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გაარკვია, რას
ახსენებდა ბავშვის თმის სუნი. აიეტი წვალობდა, ენაზე მადგას და ვერ მითქვამსო, თვითონაც
ბავშვივით შესჩიოდა თავისიანებს, მაგრამ ფრიქსემ ეს საიდუმლოც თან გაიყოლა. ამ უცნაური
სურნელის ბრალი იყო, თუ საერთოდ ფრიქსეს სამწუხარო თავგადასავლისა, აიეტს ნახვისთანავე
შეუყვარდა იგი, მაშინვე გული მიუვიდა, შეეცოდა და თავიც გამოიდო: მეფის შვილი მეფურად
მიიღო და, რა თქმა უნდა, მეორე მეფის, ფრიქსეს ნამდვილი მამის ჯიბრზეც მოიქცა ასე, რადგან
ყველაზე უფრო იმ ნამდვილი მამის არსებობამ გააბრაზა, იმ უხილავმა მეტოქემ, რომელსაც
უფლება ჰქონდა, სასიკვდილოდ გაემეტებინა შვილი. აიეტს კი ამ პატარა ბიჭის დაცვა შეეძლო
მხოლოდ, გამოქომაგება და მეტი არაფერი. ამიტომაც ნამდვილი მამა ყოველთვის მეტი იქნებოდა

ფრიქსესათვის, ვიდრე აიეტი, გინდაც მას ხელში დანა სჭეროდა, აიეტს კი ნაზუქი. აიეტს მაშინ
ამდენი არ უფიქრია, მაგრამ ტანმა უგრძნო, ტანმა გააბრაზა და როცა ამბობდა "ეს ბიჭი მართლა
არამი ყოფილა თავისი მშობლებისთვისო", ესეც შეუგნებელი, ბრმა გაბრძოლება იყო უხილავი,
მაგრამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რათა მთლიანად გაეშვებინებინა ხელი ამ შემკრთალი და
გაცრეცილი ბიჭისთვის, გაურკვეველი, სულის შემძვრელი სურნელი რომ ასდიოდა თავზე.
დრომ ყველაფერი ჩააწყნარა. ახლა ბავშვების ოთახის კედელზე ფრჩხილით გასმული
არათანაბარი ხაზების სამი მწკრივი იყო, სამი კიბე, რომელზედაც სამი ბავშვის ყოველწუთას
მზარდი სიცოცხლე მიხტოდა მაღლა და მაღლა. ფრიქსე სიმაღლეში მატულობდა, იერს
იცვლიდა, შინაურდებოდა და ყველაფერი ეს აიეტის თვალწინ ხდებოდა. ასე რომ, აიეტს მალე
დაავიწყდა ფრიქსეს ნამდვილი მამის არსებობა. დამშვიდდა, რადგან სიმართლე არ იცოდა.
სიმართლე კი მწარე იყო, ღვარძლიანი. მისი გემო ჰქონდა სწორედ პირში აიეტს ოცდახუთი წლის
მერე, როცა მასთან მედეა შემოვიდა ბლის კუნწულით ხელში. აიეტმა დაუფიქრებლად შეაწყვიტა
კუნწულას ნაყოფი, იქნებ ყელი ჩამეწმინდოსო.
სიმართლე ფრიქსემ იცოდა მხოლოდ და ის ოცდახუთი წელი, რაც მან აიეტის სასახლეში
გაატარა, ამ სიმართლის დამალვას შეალია. ფრიქსე ათი წლისა იყო, უკანასკნელად რომ
გადმოაბიჯა მამისეული სახლის ზღურბლს. ათი წლისა იყო, მაგრამ სიღარიბეში გაზრდილ
ბავშვს ჭკუა დიდისა ჰქონდა. მან მაშინვე შეიგნო, რას მოითხოვდნენ მისგან, რა ევალებოდა,
უფრო სწორედ, რაში უხდიდნენ ფულს მის ღატაკ მშობლებს ყველაზე დიდი მეფის კაცები. ერთი
მათგანი სიკვდილამდე არ დავიწყებია ფრიქსეს, უკვე დავაჟკაცებულსაც ესიზმრებოდა და
შიშისაგან გაოფლილი ფეთიანივით წამოხტებოდა ხოლმე საწოლიდან. იმ კაცს გიშრის შავი
ყელსაბამი ეკიდა და ფრჩხილებიც შავად ჰქონდა შეღებილი. ლაპარაკისას ჩაძინება იცოდა და
მერე ფრიქსეცა და მისი მშობლებიც სულგანაბულნი ელოდნენ, როდის გაიღვიძებდა, როდის
გაახელდა ჭაობისფერ თვალებს. ეს მოულოდნელი ჩაძინება შიშის ზარსა სცემდა ყველას. ასე
ეგონათ, ძილში გაიპარებოდა, ვეღარ გამოერკვეოდა და მათ დაბრალდებოდათ ყველაზე დიდი
მეფის კაცის სიკვდილი. ფრიქსეს გადაფითრებული მშობლები ხელებით ელაპარაკებოდნენ
ერთმანეთს, ფრიქსესაც ანიშნებდნენ, გაუნძრევლად მჯდარიყო, კრინტი არ დაეძრა, თუმცა
ფრიქსეს რაღა გაფრთხილება უნდოდა, შიშისაგან ისე შეშდებოდა, ძაღლი რომ მიგექსიათ, მაინც
ვერ მოახერხებდა განძრევას. საბედნიეროდ, ყველაზე დიდი მეფის კაცი ყოველთვის იღვიძებდა,
ჯერ გაიღიმებდა ხოლმე და მერე თვალებს გაახელდა. თითქოს მძინარეც ყველაფერს ხედავდა
და ძილშიც ერთობოდა შიშისაგან დამუნჯებული ხალხის ცქერით. ყველაზე დიდი მეფის კაცი
ზუსტად იმ სიტყვიდან აგრძელებდა საუბარს, რომელზედაც ძილი მოერეოდა. "კოლხეთი კარგი
ქვეყანააო", - ისე იტყოდა, თითქოს ეს წუთია იქიდან მობრუნებულაო. "ყველა ბავშვი კოლხეთში
რომ იბადებოდეს, არც ერთი არ დარჩებოდა გულნაკლული. დიახ, დიახ, კოლხეთი ბავშვების
ქვეყანაა, იქ ბავშვის სიტყვა კანონია და თქვენ წარმოიდგინეთ, იქაური ბავშვები ჩვენებურ
მოხუცებზე ჭკვიანები არიან, სწავლა უყვართ და იმიტომ. ყველაზე დიდ მეფეს გადაწყვეტილი
აქვს სწავლა-განათლება ბერძენ ბავშვებსაც იქ მიაღებინოს. რა არის ამაში ცუდი, ათას რამეს
გაიგებს, კაცი გახდება, სამშობლოს გამოადგება; თქვენც უზრუნველყოფილნი იქნებით
სიკვდილამდე, ღვინო და პური არ მოგაკლდებათ, რადგან ყველაზე დიდი მეფე გულუხვიცაა.
გადასაწყვეტი და საყოყმანო არაფერია, თუ შვილი გიყვართ, მეფეს მიეცით, ამასაც ხომ არ უნდა
დაახრჩობინოთ თავიო", - ამბობდა ყველაზე დიდი მეფის კაცი და თან ფრიქსეს უღიმოდა.

ფრიქსეს მშობლები ხელებს შლიდნენ, პირებს აბჩენდნენ, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდათ, თითქოს
ყელში დამადლებული ლუკმა გასჩხერიათო. მაგრამ წავიდოდა თუ არა ყველაზე დიდი მეფის
კაცი, მაშინვე ერთმანეთს ცოფიანი ძაღლებივით ეცემოდნენ: შენი ბრალია, შენ დამიღუპე
შვილებიო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იმ ათი წლის განმავლობაში, რომელიც ფრიქსემ
მშობლებთან ერთად გაატარა, მათი ჩხუბის მეტი არაფერი უნახავს. ფრიქსემ იცოდა, მის დედმამას ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ცხოვრება არ აძლევდათ ტკბილი სიტყვის თქმის
საშუალებას, ყოველდღე ახალ-ახალ უბედურებას ატეხდა თავზე, ხოლო როცა ფრიქსეს უფროსმა
დამ, ჰელემ თავი დაიხრჩო, მართლა აუტანელი გახდა ცხოვრება ამ კედლებჩამომპალ ქოხში.
მართალია, ფრიქსეს შიშის თავზარს სცემდა ყველაზე დიდი მეფის კაციცა და მისი საუბარიც,
მაგრამ გულში მაინც ლოცულობდა, ნეტავ ჩემმა მშობლებმა უარი არ უთხრანო, რადგან
დარწმუნებული იყო, ამაზე უარეს ადგილას ვერსად წაიყვანდნენ. მშობლების გაუთავებელი
ჩხუბი და წუწუნი თავგზას უბნევდა ფრიქსეს, ეცოდებოდა ისინი, თანაც იმასაც გრძნობდა, მათი
ბრალი რომ არ იყო, ერთმანეთი თუ შესძულებოდათ, სიღატაკესა და გაუთავებელ უბედურებას
მიექსია ისინი ერთმანეთისთვის. "დღეს თუ არა ხვალ, დღეს თუ არა ხვალო", - ამ ფიქრით
ათენებდა და აღამებდა ფრიქსე, მაგრამ არ ადგებოდა საშველი იმ ნანატრი ხვალინდელი დღის
გათენებას. პირიქით, ყოველ ახალ დღეს ახალი ტანჯვა და უბედურება მოჰქონდა.
ჰელემ რომ თავი დაიხრჩო, ფრიქსე შვიდი წლის იყო, მაგრამ არასოდეს დავიწყნია ის საშინელი
ღამე. ახალი ჩაძინებული იქნებოდა, ჰელე რომ შეუწვა ლოგინში. ჯერ ვერ გაიგო, რა ხდებოდა,
ჰელე რომ იყო, ამასაც მერე მიხვდა, როცა სიბნელეს თვალი შეაჩვია. ჰელე გაშმაგებული კოცნიდა
სახეზე, ყელზე, მკლავებზე, პერანგს ძალით უჩეჩავდა, მკერდი რომ დაეკოცნა. ფრიქსეს სული
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.