Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06

Süzlärneñ gomumi sanı 3798
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
გადაზნექილი, ადგილზე აშეშებდა ცხენებს. აიეტმა შვილს სადავე ჩამოართვა, მარტო მინდა
გავიაროო, და ეტლი ადგილიდან მოწყვიტა.
რაშებმა თვალის დახამხამებაში უკან მოიტოვეს ქალაქი, ქუჩებში კი ისეთი ბუღი დააყენეს,
ხალხს ხველება დააწყებინა. ეტლი დაუშრეტელ მდინარეს მიაწყდა და აღმა აუყვა. ბევრი იომეს
რაშებმა, ბევრი ატრიალეს დაძარღვული კისრები, მაგრამ მაინც ვერ წაართვეს თავი მათზე
არანაკლებ გაცოფებულ მხედარს. შუაღამე გადასული იყო, მტვერსა და ტალახში ამოგანგლული,
ბორბლებმორყეული ეტლი აიეტმა ქალაქში რომ შემოიყვანა. გასავათებულ, გახვითქულ ცხენებს
ფეხი უსხლტებოდათ ქვაფენილზე, დაბერილი მუცლები უბუყბუყებდათ და მხედრის შიში რომ
არ ჰქონოდათ, ქუჩაშივე დაეყრებოდნენ. აიეტმა სადავე მეჯინიბეს მიუგდო და უთხრა: ცხენის
ხორცი თუ გიყვარს, ეგ ცხენები შენთვის მიჩუქნია, მეტი მაინც არაფრისთვის აღარ ვარგანანო.
"დავასვენებ, დავბან, დავაძღობ და გავყიდიო", - მაშინვე გაიფიქრა მეჯინიბემ. აიეტს ჯავრი
გადაჰყროდა. სასახლეში ძველებურად წელგამართული შევიდა, მსახურს კვარი გამოგლიჯა და
მძინარე ცოლს ასე გაჩირაღდნებული დაადგა თავზე.
მაგრამ ეჭვი მაინც თავისას განაგრძობდა, ის სულ სხვა მხრიდან ღრღნიდა კედელს, თითქოს
საერთოდ არ აინტერესებდა აიეტი, ოღონდ ეგ იყო, ათასში ერთხელ ფიქრის ბაწარს ცხვირწინ
აუქანავებდა ხოლმე, ხომ არ გათხოვოო. აიეტი თვალს არიდებდა, გულის სიღრმეში კი იცოდა,
ცდუნებას დიდხანს ვეღარ გაუძლებდა, ისევ წაეტანებოდა გამომწვევად აკონწიალებულ ფიქრის
ბაწარს და ისევ ჩაჰყვებოდა იმ ამოსაქოლ ჭაში. ფიქრის ბაწარი იზიდავდა და აფრთხობდა კიდეც,
როგორც მშიერ ლომს მისატყუარზე დაყრილი საქონლის შიგანი. მაგრამ აიეტი ჯერ ითმენდა,
უნდა მოეთმინა, სანამ შეძლებდა, რადგან იქ ჩასვლას ყველაფერი ერჩია. "რას ჩამოგტირით
ცხვირპირიო", - შეუძახებდა ხოლმე თავისიანებს, მაგრამ მისი ნაძალადევი მხიარულობა
იმდენად თვალშისაცემი იყო, უტაშფანდურობა არ გაემტყუნებოდათ, ღვინოზე კი არავინ
ამბობდა უარს. ფრიქსეს ვაჟები ხარებივით სვამდნენ, პაპას ტოლს არ უდებდნენ და
ტრაბახობდნენ კიდეც: ეს ღვინო გვბერავს, ვერკი გვათრობსო. მაგრამ ამას რომ ამბობდნენ, ღვინო
უკვე შემჯდარი ჰქონდათ, ღვინო ალაპარაკებდათ ასე.
ერთხელ კიტისორემ დაიძახა: მამაჩემმა ჩაიარაო. ფრიქსეს ხსენებამ ყველანი შეაკრთო, ყველამ
კიტისორეს გაშვერილ ხელს გააყოლა თვალი. აიეტი მოიღუშა, ნაადრევად მკვდარი სიძე
ეცოდებოდა, მაგრამ არც ის უნდოდა, გულჩვილობა შეეტყო ვინმეს. აიეტმა თავისიანებს დაუწყო
თვალიერება, სათითაოდ ისე აკვირდებოდა ყველას, თითქოს პირველად ხედავდა. როდესაც
მედეასაც მიაპყრო მახვილივით წამახული მზერა, გაუკვირდა და სახტად დარჩა, პატარა,
ჭორფლიანი გოგოს ნაცვლად, მის წინ ქალი იჯდა. იმ ქალს არ იცნობდა, არასოდეს არ ენახა,
მაგრამ მშობლიურმა სინაზემ უცებ ისე აუჩქროლა გული, სისხლი ეტკინა, ლამის წამოდგა და
უმცროს ქალიშვილს თაფლისფერ თავზე ხელი გადაუსვა. მართლა რომ არ წამომდგარიყო,
მაგიდას მთელი ძალით დაჰკრა მუშტი, ჩემი მტრების სადღეგრძელოს ვსვამო.
- ძალას ისინი მაძლევენ! - იყვირა აიეტმა.
ფრონტისს აწრიატებული ლოყა დოქის სველ მუცელზე მიედო და თვალები ებლანტებოდა.
"ნუღა სვამო", - ეძახდა მედეა. ღვინოს აიეტიც დაეთრო, მაგრამ დასავიწყარი მაინც ვერ

დაევიწყებინა. ფიქრის ბაწარი ახლაც ცხვირწინ უქანავებდა, გრძნობდა კიდეც, როგორ
წაეხახუნებოდა ხოლმე მისი მშრალი და მსუსხავი ბეწვი.
- არ გიყვარდა მამაჩემი, არა! - ჯიუტად იმეორებდა არგუსი. მაგრამ აიეტი აღარ უსმენდა, უცებ
მობეზრებოდა ყველაფერი, არც წასვლა უნდოდა, რაღაც აკავებდა და ხელები ისე მოემწყვდია
ლაჯებში, როგორც ლომის ტორები ხაფანგში, უნებურად რომ არ წასტანებოდა ცხვირწინ
აქანავებულ ბაწარს, რადგან ახლა არც ჭაში ჩაშვების თავი ჰქონდა. "როგორ გაზრდილაო", ათასში ერთხელ გაუელვებდა თავში და დაბნეული გახედავდა მედეას, თავდახრილი რომ
იღიმებოდა მთვრალების ჟრიამულზე. ამ თაფლისფერ არსებას, სიწმინდისა და სისუფთავის
გულისამაჩუყებელ სურნელს რომ აფრქვევდა ირგვლივ, მამის გულში, რატომღაც,
სიბრალულისა და შიშის გრძნობა გაეჩინა ერთდროულად. ის არც ქარისას ჰგავდა და არც
აფრასიონს. უფრო სწორედ, ორივეს ჰგავდა და კიდევ ჰქონდა რაღაცა, რაც ამავე დროს ორივესგან
მკვეთრად განასხვავებდა. ეს "რაღაცა" ხელები იყო, მუხლებზე მშვიდად დაწყობილი, და
როგორც კი შეამჩნია ისინი აიეტმა, მაშინვე თვალი აარიდა, რადგან მართლა შეაკრთო მათმა
არაბუნებრივმა სიმშვიდემ და სრულყოფილებამ.
ამის მერე დიდი დრო არ გასულა და ფრიქსეს ვაჟები დაიკარგნენ. ჯერ მზარეული ამოვარდა
მეფესთან, სახე გვერდზე მიიბრუნა და დაიჩემა: დამსაჯე და დამსაჯეო.
- ხომ უნდა ვიცოდე რისთვის დაგსაჯო, - ჩაეკითხა აიეტი, თუმცა გულმა მაშინვე გააფრთხილა,
ნუ ჰკითხავ, კარგს ვერაფერს გაიგებო.
აიეტმა ხელი აუქნია, წადიო და მზარეულიც უხმოდ გაიძურწა.
"ნეტავ ყველაფერმა ამაზე გადაიაროსო", - გაიფიქრა აიეტმა.
კარშიც არ იყო გასული მზარეული, ნავსადგურის მცველთა უფროსი შემოვიდა, მეფეს თავი
დაუკრა და მხედრულ ყაიდაზე, მოკლედ და სხარტად მოახსენა: ჩვენს ნავსადგურს ერთი
სასეირნო ხომალდი დააკლდაო. აიეტმა რომ არ უპასუხა, თვითონვე გააგრძელა: ძველი
ხომალდი იყო, კუპრგაცლილი, მაგრამ თავი მაინც ვალდებულად ჩავთვალე, მომეხსენებინაო.
- ტალღა თუ მოიტაცებდა, - სცადა სიმართლისთვის გვერდის ავლა აიეტმა.
ნავსადგურის მცველთა უფროსმა თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა. ზღვაზე გარუჯულსა და
გაძვალტყავებულს, ისღა აკლდა ტალღას ხომალდი წაერთმია.
- ორი კვირაა ზღვა გაციებულ ფაფასავითაა, ლამის ნაპირს ობი მოეკიდოს. თანაც, მადლობა
ღმერთებს, გაწყვეტილსა და გაჭრილს ჯერ კიდევ ვარჩევ, - განაცხადა ნავსადგურის მცველთა
უფროსმა და რატომღაც, მზარეულისა არ იყოს, იმანაც გვერდზე გაიხედა.
- მით უარესი შენთვის! - ჩაიბურდღუნა აიეტმა და ხელით ანიშნა, ახლა შემეშვი, შენცა და იმ
ხომალდს თავი ქვისთვის გიხეთქიათო.
მეჯინიბემ რომ გაიგო, საკუჭნაო და ნავსადგური გაუქურდავთო, მაშინვე თავლაში შევარდა და
ცხენები გადათვალა. ყველა ცხენი ადგილზე დაუხვდა, თოფრებში თავჩაყოფილნი მადიანად

ახრამუნებდნენ შვრიას. ერთი წუთით აიღეს მხოლოდ თავები და გაკვირვებულებმა გამოხედეს
მეჯინიბეს. გახარებული მეჯინიბე მეფესთან გაიქცა და მოახსენა, საჯინიბოში ყველაფერი
რიგზეა, ცხენი კი არა, შვრიის მარცვალიც არ დამკარგვიაო. მაშინ კი იფეთქა აიეტმა, თვალები
გადმოკარკლა, თმა-წვერი აებურძგლა, რაც ხელში მოხვდა, კედელს მიამსხვრია, ხოლო სულელი
მეჯინიბე, გასაშრობი ტყავივით, შუა ეზოში ოთხ პალოზე გააბმევინა და გველის სიმსხო,
გველებივით მწივანა შოლტებით თავფეხიანად ააჭრელებინა. "მეყოფა, მაპატიეო", - ბღაოდა
მეჯინიბე.
ამასობაში ფრიქსეს ვაჟების დაკარგვაც გამომჟღავნდა, მაგრამ ამ ამბავს აიეტი აღარ
გაუკვირვებია, ელოდებოდა კიდეც, და უცებ დამშვიდდა, რაკი მოლოდინი გაუმართლდა.
მხოლოდ ესღა უთხრა გულგადატრიალებულ ცოლსა და ქალიშვილებს: კი არ დაიკარგნენ,
გაიპარნენო.
ქალაქში დიდი შეშფოთება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფრიქსეს ვაჟების გაპარვამ. ხალხი
ბერძნის წყაროსთან იკრიბებოდა და იყო ერთი გაუთავებელი სჯა და ბაასი. ყველანი აიეტის
შვილიშვილებს ამტყუნებდნენ. რა თქმა უნდა, არც ფრიქსე დავიწყებიათ. ნათქვამია, მკვდარზე
ან არ ლაპარაკობენ, ან კარგს ამბობენო, მაგრამ ცოცხლებს განსაკუთრებულად უყვართ
მკვდრებზე ლაპარაკი და არც ცუდის თქმას ერიდებიან. ახლაც ასე მოხდა. ფრიქსეს უცნაური
გამოცხადების ამბავი და მისი არანაკლებ უცნაური თავგადასავალი, თავის დროზე ყველამ
უდრტვინველად რომ დაიჯერა, ახლა სხვანაირად ჩანდა, ეჭვის ბურუსში გახვეულიყო და
ამდენი ხნის მერე უკვე უჭირდა ხალხს იმის დაჯერება, რაც ოდესღაც საკუთარი თვალით ენახა.
როგორ იყო, მოყევიო, წინ აგდებდნენ კისერზე საბელგადაცმულ ბედიას და ისიც მეათასჯერ
ყვებოდა ერთსა და იმავეს. "ზღვაზე რომ გავედით, შეგვეწიოს იმის მადლი, წყალი რაღაცას
მოათამაშებდა, არც თევზი იყო, არც ნავი, ხომალდიდან გადმოყრილ ძონძებს ჰგავდა, მეც ასე
ვიფიქრე, მაგრამ ძონძებს ამდენ ხანს წყალზე რა გააჩერებდა-მეთქი"... - ყვებოდა ბედია.
საკმარისი იყო რამე უცნაური ამბავი მომხდარიყო ქალაქში, ზღვაც მაშინვე ისარგებლებდა და
უკან დაიხევდა. ბედიამ ეს უკვე კარგად იცოდა და ამიტომაც იმ დღეებში ერთხელ კიდევ
გადაზომა მანძილი ნავების სადგომიდან ზღვამდე. ზღვას ამჯერადაც დაეხია და საგონებელში
ჩავარდნილმა ბედიამ თოკი ისევ დააგრძელა, მაგრამ ახლაც გაჩუმდა, რაღა ეს უნდათ, ხალხი
ისედაც არეულიაო, და დახვეული თოკი კისერზე გიჟის პერანგივით გადაიცვა. მართლაც,
როგორც კი თოკის უხეში ბუსუსების შეხებას იგრძნობდა, მაშინვე მშვიდდებოდა.
შვილიშვილების გაპარვამ აიეტსაც გაახსენა თავისი ფიქრის ბაწარი. ამჯერად ვერც მან გაუძლო
ცდუნებას და ისევ ჩაჰყვა უძირო ჭაში. შენც არ მომიკვდე, ჭიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. აიეტს
ერთი პირობა გულზე ეფონა, ხომ არ ჩაიხოცნენო, მაგრამ კარგად რომ შეაჩვია თვალი სიბნელეს,
უნებურად შეკრთა, ჭის ბინადრები გაღიმებულნი ამოსცქეროდნენ ფიქრის ბაწარზე
ჩამოკონწიალებულ აიეტს. ეტყობა, მათაც შეატყვეს შეკრთომა, რადგან ერთმანეთს
მუჯლუგუნები წაკრეს და მრავალაზროვნად გადაბრიცეს თვალები. ხმა კი არ დაუძრავთ. კარგა
ხანს ეკიდა ასე აიეტი. ჭის ბინადრებს პირი შეეკრათ, არ აპირებდნენ მასთან ლაპარაკს, მაგრამ
აიეტი სიტყვის უთქმელად როგორ დაბრუნებულიყო უკან?

- იტყვის რამეს? - ჩასძახა ჭას აიეტმა.
"იტყვი რამესო" - ამოსძახა ჭამ.
- თქვე კარგი დედმამის შვილებო, - დაიწყო აიეტმა და მისდა გასაკვირად ხმა აუცახცახდა. აიეტმა
ჩაახველა. ჭამ გაიცინა. - თქვე კარგი დედმამის შვილებო, - გააგრძელა აიეტმა, - მე რა, ეს ტახტი
თან ხომ არ უნდა წავიღო... ტახტი რა მითქვამს, თუ ქვეყნისთვის უვარგისი კაცი აბობღდება
ზედა. ფუი, და კიდევ ფუი, ეგეთ ტახტსაც და ზედ მჯდომარესაც. მე ეს ტახტი ქვეყნის
სასიკეთოდ მჭირდება. აბა, გაიხედეთ, ასეთი დამიტოვეთ ქვეყანა? - აიეტმა თოკს ცალი ხელი
შეუშვა და მღელვარებისგან პირს მომდგარი ქაფი მოიხოცა. - სიმართლე კი არ უნდა დაუკარგოთ
კაცსა. ახლა ჩემი შიშით ჩვენს ცაზე ყორანი ვერ გადაიფრენს, მიწაზე კი ჭიანჭველაც ვერ
გაცოცდება. ქვეყანა გქვია, ხალხი გაამაყებულია, ისეთი სახით დაბრძანდება, გული
გაგინათდება. - აიეტმა შეიცადა, რას იტყვიან ამაზეო, მაგრამ ჭამ რომ ხმა არ გაიღო, თვითონვე
გაიცინა და გააგრძელა: - ერთმანეთს რომ თვალში ჩაუვარდნენ, ხელს არ ამოისვამენ, კარგმა
ცხოვრებამ ხალხიც გააკარგა. ყველაფრის ასე სუფრასავით გადაბერტყვა როგორ იქნება. მერე რაა,
რომ ჩხუბი მოგვივიდა, ჩხუბიცა და მორიგებაც და-ძმანი არიან, ერთი დედის გაჩენილი,
უერთმანეთოდ ორივენი კოჭლია. ერთად კი ორივე ლამაზი. ასე არაა? - ისევ ჩაეკითხა აიეტი ჭას,
მაგრამ მისი შეკითხვა ახლაც ქვასავით ჩაიკარგა. აიეტმა აღარ იცოდა რა ეთქვა, საიდან
მისდგომოდა ჭის ბინადრებს, რომლებიც დუმილსა და გულგრილობას უფრო ძლიერი და საშიში
გაეხადა.
- ქვეყანა დაიღუპება, ხალხოო! - ჩაბღავლა ჭას აიეტმა, რადგან იგრძნო, ხელებში ძალა ელეოდა
და დიდხანს ვეღარ გაძლებდა ასე, ფიქრის ბაწარზე ჩამოკონწიალებული.
მაშინ კი აჟღრიალდა, აჩხრიალდა, აზრიალდა და აყაყანდა ჭის ბნელი და ნესტიანი ფსკერი.
"დაიღუპოს, დაიღუპოს, შენს ჯავრს ხომ ვიყრითო", - ერთმანეთს აღარ აცლიდნენ ჭის
ბინადრები.
აიეტმა ჭაში ჩააფურთხა და მაღლა ამოცოცდა. იმავე წუთას დარბაზში ქარისა შემოვიდა. ქარისას
ძაძა გაეხადა, თმა მაღლა აევარცხნა და კინკრიხოზე ზვინივით დაედგა. ხელში ისეთი
გადამწიფებული ნესვი ეჭირა, წვენი გასდიოდა.
- ნესვს რომ არა ვჭამ, - უთხრა აიეტმა, მაგრამ მაინც ჩამოართვა, არ გააწბილა უფროსი
ქალიშვილი.
შვილების გაპარვამ ქარისა საფუძვლიანად შეარყია, არ ელოდა და იმიტომ, თუმცა ერთი
შეხედვით თითქოს უნდა ჰქონოდა ამის მოლოდინი, რადგან ისინიც ფრიქსეს ნაშიერები იყვნენ,
და ალბათ, ფრიქსე თავის შხამს მათაც გადასცემდა, სანამ საბოლოოდ მოახერხებდა ცოლის
კლანჭებიდან თავის დაღწევას; მაგრამ ქარისა სხვანაირად ფიქრობდა: სანამ ეს ოთხი ბიჭი
გვერდით ჰყავდა, არც ფრიქსე ითვლებოდა მთლიანად გაპარულად, ის ამ ოთხ ბიჭში
განაწილებულიყო და ყველა შვილის თვალებსა თუ მოძრაობაში რაღაცა დარჩენოდა, უეცრად
გულს რომ გადაუქანებდა ხოლმე ქარისას. ახლა კი ისინიც გაპარულიყვნენ, ისინიც ქარისას
გაჰპარვოდნენ, თითქოს იმ ეზო-ყურეში, რომელიც ქარისას საკუთარი რწმენით, სიამაყითა და

სიყვარულით შემოეღობა, მის გარდა მართლა არავისთვის არ იყო ადგილი, არც ქმრისთვის და
არც შვილებისთვის, ქარისა კი იმდენ ხანს ღობავდა ამ ეზო-ყურეს, ისეთი მონდომებითა და
აღტაცებით, წკნელიც რომ შეეტეხა ვინმეს, თვალებს ამოწიწკნიდა. წკნელს კი ისევ მისი ქმარშვილი ატეხდა, ატეხდა კი არა, ღორის კოლტივით უთხრიდა ძირს, როგორმე რომ გაეღწია
იქიდან, თითქოს ღობის იქით უკეთესი მიწა იყო, უფრო იოლად მოსაჩიჩქნი და უფრო
გემრიელიც. ამიტომაც წაეკიდა გულზე ცეცხლი ქარისას, შვილების გაპარვამ კი არ შეაშფოთა,
რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა, არამედ შეურაცხყო და გააბრაზა, როგორც ვაჭარი - მუშტრის
სიბეცემ, მის კარგ საქონელს სხვისი ცუდი რომ ამჯობინა. ქარისას მაშინვე ის უძილო და
უსასრულოდ გრძელი ღამეები გაახსენდა, როცა დაკოჭლებულ საწოლში კბილს კბილზე აჭერდა,
სიკვდილივით მკაცრი, დაუნდობელი და გათოშილი, რადგან მაშინ ქმრის სიკვდილზე
ოცნებობდა და ღრმად იყო დარწმუნებული, მხოლოდ ქმრის სიკვდილი გადაარჩენდა
შერცხვენასა და დამცირებას. მარტო იმის წარმოდგენაც აგიჟებდა, ქმარს რომ აღარ უნდოდა,
გაურბოდა, გვერდზე გამდგარიყო და თავის მაგივრად უაზრო, დამაკნინებელი მოთმინება
შეეწვინა ცოლისთვის. მადლობა ღმერთს, ოცნება აუსრულდა, ფიზიკური ნაკლივით
შემაწუხებელი, სამარცხვინო, მაგრამ ფრიქსე რომ არ მომკვდარიყო, ღმერთებს რომ არ შეესმინათ
ქარისას ლოცვა-ვედრება, მაშინ თვითონ მოკვდებოდა, რადგან ვერ აიტანდა ასეთ ცხოვრებას,
სხვა თუ არაფერი, მარტო ბოღმა მოუღებდა ბოლოს. მაგრამ ქმრის სიკვდილი მაინც არ აღმოჩნდა
საკმარისი. თვითონ ხარის ტყავში არხეინად მოკალათებულიყო, ქარი უნანავებდა, ჩიტები
ასხდებოდნენ, გაზაფხულზე იმდენი ყვავილი დაეყრებოდა ხოლმე, შორიდან აღარც ჩანდა,
მიწაზე კი შხამიანი თესლი დაეტოვებინა და ახლა ის თესლი უპირებდა მის ცოლს თავის
მოჭრასა და გაპამპულებას. მაგრამ არა, ქარისა იმის ქალი არ გახლდათ, ხალხი გაეცინებინა, ანდა
სხვათა უჩუმრად ესლუკუნა და ეყლაპა ძნელად ჩასაყლაპი ცრემლი მიტოვებული ცოლისა და
ათვალწუნებული დედისა.
ქარისა ახლა სკდებოდა გულზე, ფრიქსე რომ აირჩია ქმრად, ჯერ აირჩია და მერე შეიყვარა, ანდა
დაიჯერა მიყვარსო, რადგან ასე უნდოდა და ამიტომ გამორჩა თავის დროზე, ვერ შეამჩნია თუ
ვერ გაითვალისწინა ის, რაც თავისთავად, მისგან დამოუკიდებლად, მისი სურვილისა და
ცოდნის საზღვრებს გარეთ არსებობდა, არა მარტო არსებობდა, ქარისაზე ძლიერიც იყო, მაგრამ
ქარისა ასე ღრმად არ ჩაჰყოლია ამ დაგვიანებულ აღმოჩენას, მას შეცდომის მომხიბვლელობა
აინტერესებდა და არა მისი ფესვები, რაც თავიდანვე ღრმად ჩამალულიყო სულსწრაფობისა და
წინდაუხედაობის მიწაში. შეცდომის მიმართ ადამიანი უმთავრესად ბრმაა. მაგრამ თუკი
აღმოაჩენს მას, ერთ სიამოვნებად ესეც ეყოფა და თითქმის მაშინვე გაუნახევრდება ამ შეცდომის
მიზეზით თავსდატეხილი უბედურება, განსაკუთრებით ქალს და კიდევ უფრო განსაკუთრებით
ქარისასთანა ქალს, შეცდომაშიც საკუთარი გზისა და გრძნობების გამართლებას რომ ეძებს. ასეც
მოხდა. შეცდომის აღმოჩენამ ქარისას ბევრი რამ მოუტანა. ჯერ ერთი, გულიდან გადაჰყარა
დანაშაულის ის არასასიამოვნო შეგრძნება, მკვდარი ქმრის მიმართ რომ გასჩენოდა, რადგან
მტკიცედ სწამდა, მისმა მხურვალე ლოცვა-ვედრებამ ჩააწვინა ფრიქსე ჩიტების ჩამოსკორილ
ტყავის კუბოში. ახლა შეეძლო გაემართლებინა თავისი სიძულვილიც, გამონაგონი სიყვარულის
უსიცოცხლო ღეროს რომ გამოება ყვავილად. გარდა ამისა, მან შეცდომასთან ერთად საკუთარი
პიროვნებაც აღმოაჩინა, არა მარტო აღმოაჩინა, არამედ შეაფასა კიდეც და აღფრთოვანებული
დარჩა, ისევ მხნედ რომ იყო და ორივე ხელით ჩაეხუტებინა ცხოვრება, რომელსაც ერთხელ უკვე

ემუხთლა მისთვის, მაგრამ მაინც ვერ მოეტეხა, ვერ მოედრიკა მისი ამაყი კისერი. მართალია,
მისი პიროვნება თავისთავად ადრეც არსებობდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო პიროვნება, სანამ
თავის განსაკუთრებულ თვისებებს არ გამოამჟღავნებდა, როგორც შეცდომა არ იყო შეცდომა,
სანამ ქარისა არ აღმოაჩენდა. "რამდენი დრო დამიკარგავს ტყუილ-უბრალოდო", - გაიფიქრა
ქარისამ და გული დაწყდა, იმდენი გზა გაუნათა ერთბაშად შეცდომამ. შეცდომა ანათებდა, მასაც
საკუთარი სინათლე ჰქონდა და, მნათობთა მსგავსად, მასაც გააჩნდა ყველაფრის გარდამქმნელი,
ყველაფრის ამაფორიაქებელი ძალა. რაც არ უნდა თავზარდამცემი, საშინელი და დამაქცევარი
ყოფილიყო იგი, გასაქცევარსა და თავშესაფარს მაინც უტოვებდა მისგან დამფრთხალ არსებას.
ეხმარებოდა კიდეც ამ თავშესაფრის პოვნაში, სადაც მისი მსხვერპლი ისე შევარდებოდა ხოლმე,
როგორც დევნილი ნადირი სოროში. ეს თავშესაფარი გონება იყო, ამ შემთხვევაში ქალის გონება,
ქარისასი, რომელიც სრულებითაც არ აპირებდა ფარ-ხმალის დაყრას და "ბოლომდე ვიომოთო" გამომწვევად უღიმოდა ცხოვრებას. გონება ერთადერთი ადგილი იყო, სადაც კვლავ შეეძლო
ყოფილიყო მართალიცა და მშვენიერიც, მაგრამ არც ამ სიმართლესა და არც ამ სიმშვენიერეს არ
ექნებოდა ფასი, თუკი "სოროში" დარჩებოდა, თუკი მარტო ქარისას ეცოდინებოდა მისი
არსებობის შესახებ. მადანივით მასაც გამოტანა უნდოდა სააშკარაოზე. ამ განზრახვით დაიჭირა
ხელში გადამწიფებული ნესვი და მამას ეახლა, უდარდელი, ქერქეტა და ლამაზი ქალი, თუმცა
სხვამ თუ არა, თვითონ ხომ იცოდა, რა კუპრი დუღდა და გადმოდუღდა მის გულში.
- ყუნწზევე დამპალა. აღარც იჭმევა, - თქვა აიეტმა და უნებლიეთ წელში მოიხარა, ნესვის წვენი
გულზე რომ არ ჩამოესხა, მერე ხელი მოუნაცვლა და განთავისუფლებული ხელის გაწებილი
თითები გაილოკა.
- საჭმელად არც მე მომიტანია, - უპასუხა ქარისამ.
აიეტმა შვილს თვალი გაუსწორა, შვილი კი ღიმილით შემოსცქეროდა, დოინჯშემოყრილი და
წელში გაზნექილი, როგორც მხოლოდ მისი გვარის ნაშიერებს სჩვეოდათ. აიეტი უცებ მიხვდა,
ეშმაკობით რომ ეჯობნა შვილს, თვითონ დოინჯი შემოედგა, მამისთვის კი ნესვი მიეჩეჩებინა
ხელში და საძრაობა წაერთმია. აიეტმა წარმოიდგინა, რა საცოდავად გამოიყურებოდა და
თვითონაც გაეღიმა. "ღმერთქალივით ლამაზი და ვერაგია ჩემი უფროსი ქალიშვილიო", გაიფიქრა გუნებაში.
- მეც ამ ნესვივით ყუნწზე ვლპები, - თქვა ქარისამ.
- რას ამბობ, დედაკაცო, ოთხი საცოლე შვილი გყავს, რა ყუნწებზე ლაპარაკობ!.. - მართლა
გაუკვირდა აიეტს.
- აღარც ქმარი მყავს და აღარც შვილები, - წაიმღერა ქარისამ, - ქალწულივით თავისუფალი ვარ.
აიეტმა უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, არ იცოდა რა ექნა ნესვისთვის, თქრიალით რომ გასდიოდა
წვენი. ვეღარც ბრაზდებოდა, თითქოს გაბრაზების უფლებაც არ ჰქონდა, სანამ ეს რბილი და
სურნელოვანი ნაყოფი ეჭირა ხელში.
- მამაშვილობას, თავი შეიკავე! - შეეხვეწა აიეტი ქარისას და რატომღაც ხმას დაუწია.

აიეტს საერთოდ უჭირდა ქალებთან ლაპარაკი, მით უფრო საკუთარ ქალიშვილებთან,
განსაკუთრებით ამგვარ ამბებზე. ქარისა ოთხი შვილის დედა იყო, მაგრამ აიეტს ვერც კი
წარმოედგინა, თუ მისი ქალიშვილიც ისევე ორსულდებოდა, როგორც სხვა ქალები. "ძნელია, განა
არ ვიცი, მაგრამ რა ვუყოთ, ასე მოხდაო", - ამოილუღლუღა დამნაშავე ბალღივით და შვილს
თვალი აარიდა, რადგან შერცხვა მისი, თითქოს ის არაფერ შუაში არ იყო და იძულებული
გაეხადათ, მოესმინა ამგვარი საუბარი. "ჩემი ცოლია მოსაკლავიო" - გაიფიქრა აიეტმა ბრაზიანად,
რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, ეს საქალებო საქმე იყო და მისი ცოლის სიბრიყვეს
აეძულებინა ქარისა მამასთან მისულიყო შესაჩივლად. ხმამაღლა კი თქვა: შენი ქმარი ხეზე
ჰკიდია, შვილებიც მოსავლელი გვყავს, ნუ გავაცინებთ ქვეყანასო.
- შვილები თუ მყავს, ერთი დამანახე, სად არიან! - არ დაიხია ქარისამ, მაგრამ ხმამ უმტყუნა და
პირზე მუშტი მიიფარა.
აიეტს გული ჩაწყდა, შვილის სევდა-წუხილი უპატრონო ბავშვივით შეაცოცდა ფეხებზე და ისიც
უნებურად გაშეშდა, გაუთვალისწინებელი, ტლანქი მოძრაობით რამე არ ეტკინა მისთვის. უცებ
იგრძნო, რა ცეცხლს გამოქცეოდა მისი ქალიშვილი და თუ სახიდან ღიმილს არ იშორებდა, ესეც
მათი ჯილაგის სიამაყისა და გაუტეხელობის ბრალი იყო. აიეტმა ნესვი იატაკზე დადო და
გაწებილი ხელები ბარძაყებზე შეიხოცა.
- გამოჩნდებიან, შვილო, აბა რა იქნება... - დაუყვავა გაბზარული ხმით.
ქარისამ კი კვლავ ძველებური სიკეკლუცით შეჰღიმილა, თითქოს ვერც კი შეამჩნია მამის ხმასა
და თვალებში უნებლიეთ გაელვებული სისუსტე, მასაც რომ ავალდებულებდა ჩამოეხსნა
უდარდელობის ნიღაბი, ყოფილიყო გულახდილი და თამამად დაედო ხელი ნატკენ ადგილზე.
ახლა მასაც გაუჭირდებოდა თვალთმაქცობა, რადგან მამამაც ძალის ნაცვლად თანაგრძნობა
შესთავაზა. ქარისა აჩქარდა, მეფის სიტყვისა მჯერაო, თავი დაუკრა აიეტს და დარბაზიდან წელი
რხევით გაიტანა.
აიეტმა დიდხანს აძებნინა შვილიშვილები, მაგრამ მათ კვალს ვერც ზღვაზე მიაგნეს და ვერც
დაუშრეტელ მდინარეზე. ვერც ის გაიგეს, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, და სწორედ მაშინ, როცა
აღარავინ ელოდა ფრიქსეს ვაჟების გამოჩენას, ოთხივენი, ცოცხლები და უვნებელნი, თავისი
ფეხით დაბრუნდნენ შინ. ვანელებს იმდენი კარგიცა და ცუდიც ჰქონდათ უკვე ნათქვამი მეფის
შვილიშვილებზე, აღარ იცოდნენ სწყენოდათ თუ გახარებოდათ მათი დაბრუნება. ყველა მხრებს
იჩეჩავდა. სასახლე კი სიხარულით ფეხზე ვეღარ იდგა. ისევ გაისმა ქარისას კისკისი, ლაღი,
გამომწვევი, მოზეიმე, და შეიძლება ამიტომაც, შეუფერებელი, დაკარგული შვილების ხილვით
გახარებული დედისათვის. თითქოს ეს კისკისი ამ ბედნიერ შემთხვევას კი არ გაეჩინა, არამედ
ქარისას მიესადაგებინა იგი ბედნიერი შემთხვევისათვის. ამიტომაც ჭრიდა ყურს, ამიტომაც
იქცევდა ყურადღებას: მას ახალშობილის სიბრმავე აკლდა.
თავისი შეცდომის აღმოჩენის მერე ქარისა გონების ტყვეობაში მოექცა, უფრო სწორედ, გონების
კალთას შეხიზვნოდა, რადგან დარწმუნებულიყო, მხოლოდ ასე, ამ ძლიერი და მკაცრი,
ყოველგვარ სისუსტისაგან დაზღვეული მფარველის წყალობით შეძლებდა დაკარგული დროისა
და ღობემორყეული ეზო-ყურის დაბრუნებას. მისთვის ახლა სულერთი იყო, დედის სიყვარულს

დაებრუნებინა ფრიქსეს ვაჟები, თუ სხვა მიზეზთა გამო იძულებულნი გამხდარიყვნენ ასე
მოქცეულიყვნენ. მისთვის მთავარი მათი დაბრუნება იყო.
როგორც არ უნდა ეთვალთმაქცა ქარისას, მაინც ვერ შეეგუებოდა უარყოფილი ქალის ბედს, ვერ
აიტანდა მეორე ქალის თვალებში ამოკითხულ თანაგრძნობას, დამთრგუნველს, დამაკნინებელს
და, როგორც თვითონ ეჩვენებოდა, დამცინავსაც კი. შვილების დაბრუნებით ქმარიც
ბრუნდებოდა მასთან, უნდოდა თუ არა, ქარისას ქმრად რჩებოდა, უცხო თვალისთვის მაინც.
მთავარი კი ეს იყო, არავის არ უნდა გასჩენოდა ეჭვი, რომ ფრიქსე ქარისას გაჰპარვოდა, ასე
ნაადრევად იმიტომ მომკვდარიყო, სხვა გამოსავალი რომ ვერ გამოენახა გადაყვარებული ცოლის
კლანჭებიდან თავის დასაღწევად.
ფრიქსე მკვდარიც საშიში იყო, მკვდარიც ებრძოდა ქარისას. მის ხსოვნას ოთხი საიმედო ბურჯი
ამაგრებდა, ოთხი მამაკაცის სიყვარული და ერთგულება, თავისი ნაადრევი სიკვდილით
უარესად რომ განემტკიცებინა ფრიქსეს. ქარისას ხანდახან მართლა ეგონა, თითქოს ფრიქსე კი არ
მომკვდარიყო, ოთხ ნაწილად გაყოფილიყო, რათა ქარისას გასჭირვებოდა მისი თვალთვალი და
დაკავება. მართლაც, რომელი ერთისთვის ედევნა: ან ოთხივენი თავის ნებაზე უნდა მიეშვა, ანდა
თვითონაც ოთხად უნდა გაჭრილიყო. თუმცა კიდევ იყო ერთი გამოსავალი და ქარისასაც ამის
იმედი ჰქონდა: როგორმე თავისკენ გადმოებირებინა ვაჟიშვილები თუ გაოთხებული ქმარი,
თანამზრახველად გახდომოდა, კვერცხი ეგორებინა, თუ საჭირო იქნებოდა, ემლიქვნელა კიდევაც
საკუთარი შვილების წინაშე, ოღონდ ისეთი წარმოდგენა შეჰქმნოდა ყველას, თითქოს ისიც
საქმეში გადიოდა და თუ ისევ დააპირებდნენ გაპარვას, ისიც თან წაეყვანათ, ნუ მიატოვებდნენ
ასე უსინდისოდ. ამდენის უფლება ხომ ჰქონდა დედას? მართალია, ჭიპის შეჭრის შემდეგ არც
ერთი შვილი აღარ ეკუთვნის მშობელს, როგორც აშვებული ნავი აღარ ეკუთვნის მიწას, მაგრამ
შვილები ხომ სიკვდილამდე ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ და ჩირქი არ მოსცხონ
დედის სახელს? არც ქარისა თხოულობდა მეტს, მაგრამ ესეც ბევრად ეჩვენებოდა, როცა
ერთიანად გარუჯულ, დაკუნთულსა და ქოჩორაწეწილ ოთხ ვაჟკაცს უყურებდა, იმის დაჯერებაც
უჭირდა, ეს ოთხი უკვე ხიფათგამოვლილი და გაუხეშებული მამაკაცი მისი შვილები რომ იყვნენ.
ფრიქსეს ვაჟები ამ ორ თვეში მართლაც დაკაცებულიყვნენ, ახლა უფრო უტიფრად და
გამომწვევად ეჭირათ თავი, თითქოს დამხვდურების ბრალი იყო, კუდამოძუებულნი უკანვე რომ
მობრუნებულიყვნენ, ბოლომდე რომ ვერ მიეყვანათ პირველივე დამოუკიდებელი განზრახვა.
სიტყვას იმადლებოდნენ, ძალიან ნუ აჰყვებით სიხარულს, დროებითა ვართ დაბრუნებულიო,
უღრენდნენ ყველას და ბუნაგიდან ძალით ამოთრეულ მგლის ლეკვებივით მოფერებაც
აღიზიანებდათ, რადგან ეშინოდათ, დასაცინი არ გამხდარიყვნენ, ბავშვურ სისულელედ არ
ჩაეთვალა ვინმეს მათი მტკიცე და მამაკაცური გადაწყვეტილება.
ფრიქსეს ვაჟებმა მიცვალებულთა ჭალაშივე იგრძნეს, მამასთან ერთად მისგან გაცნობილ
ზღაპრულ ქვეყანასაც რომ კარგავდნენ, სამუდამოდ თუ არა, კარგა ხნით მაინც, რადგან ახლა,
ფრიქსეს სიკვდილის მერე, აიეტი ასე ადვილად აღარ გაუშვებდა შვილიშვილებს უცხო ქვეყანაში,
რომელიც, ვინ იცის, მართლა არსებობდა თუ არა; იქნებ მისი დასნეულებული სიძის ოცნების
ნაყოფი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ ის ნაყოფი მათაც ეგემნათ უკვე და მათაც გადასდებოდათ
მამის სენი. ახლა სულერთი იყო, მართლა არსებობდა თუ არა ის ქვეყანა, ისინი მაინც

წავიდოდნენ, ალალბედზე, ზღვისა და ხოფების ამარა, და თუნდაც ხელში არაფერი
შერჩენოდათ, მართლა მონაჭორი აღმოჩენილიყო ზღაპრულად ლამაზი ქვეყანა და მათი მეფური
წარმოშობაც, გულის მოსაოხებლად ისიც ეყოფოდათ, თვითონაც რომ გაივლიდნენ იმ გზაზე,
რომელზედაც მათი მამის ოცნება დაძრწოდა. შეიძლება ფრიქსემ მართლა წარმოიდგინა
ყველაფერი, მოიგონა და მემკვიდრეობად ეს მოგონილი ქვეყანა დაუტოვა თავის შვილებს,
რადგან სხვა არაფერი შეეძლო, სხვა არაფერი ებადა. მაგრამ "მოგონილ ქვეყანასთან" ერთად ის
ხომ იმედსაც უნერგავდა თავის შვილებს?!. იმედიც ქონებაა! ისინი უფრო თამამად
იცხოვრებდნენ, თავს არავის დააჩაგვრინებდნენ, რადგან "წასასვლელი" ექნებოდათ. თუმცა
საბოლოოდ ყველაფერი შებრუნებულად გამოვიდა. ამ "წასასვლელის" არსებობით მან შვილებს
სულიერი სიმშვიდე დაუკარგა, რადგან კაცს თუ წასასვლელი ეგულება, აუცილებლად წავა
კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის. აკი ფრიქსეს ვაჟებიც წავიდნენ,
წარმოდგენილი არჩიეს ნამდვილს, დაუფიქრებლად მიატოვეს სახლი, სადაც დაჩენილიყვნენ და
დაზრდილიყვნენ. რა იცოდნენ მაშინ ფრიქსეს ვაჟებმა, რომ პაპისეული სახლი ერთადერთი,
ნამდვილად მათი სახლი იყო, რომლის მაგივრობას ვერ გასწევდა ვერც ერთი სხვა სახლი;
პაპისეული სახლის კედლების სუნი, დროთა განმავლობაში, შეუმჩნევლად, მაგრამ ჯიუტად
ილექებოდა მათი კანის სვრელებში, ნაოჭებში, სულშიც... და სამუდამო, წარუშლელ მოგონებად
აკრისტალებდა მათ პირველ ნაბიჯსა თუ სიტყვას, ცრემლსა თუ ღიმილს, პირველ შეკრთომასა
თუ სიხარულს, ისევე როგორც თაფლი აკრისტალებს ხოლმე თავის ოქროსფერ წიაღში
მოხვედრილ მწერს, ყვავილის ბუსუსსა და უბრალო ხიწვს.
ის, რაც აქ შემთხვეოდათ, სხვა ნებისმიერ სახლში არასოდეს აღარ შეემთხვეოდათ, გახსენებით კი
გაახსენებდათ თავს და მწარედაც დააღონებდათ, თუკი აღარ ექნებოდათ უკან მოსაბრუნებელი
პირი. მაგრამ ამის ცოდნა ჯერჯერობით არ შეეძლოთ ფრიქსეს ვაჟებს, ისინი ძლივს
შებუმბლული ბარტყებივით გუმანითა გრძნობდნენ, გაფრენის დრო დასდგომოდათ და ამ
შეგრძნებით აღგზნებულნი, ბრმად ემორჩილებოდნენ მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ
ოცნებას, დედაჩიტის დაუნდობლობით რომ ერეკებოდათ ბუდიდან. დედა ჩიტიც გუმანის
ბრძანებით იქცეოდა ასე, დაზრდილსა და დამძიმებულ ბარტყებს ბუდე რომ არ ჩამოექციათ და
ამავე დროს ფრენაც დროულად ესწავლათ, თუკი ცხოვრება უნდოდათ. განა ადამიანი ბევრით
განსხვავდება ჩიტისაგან, ან სხვა, რომელიც გნებავთ, ცხოველისაგან? მასაც ხომ გუმანი
წარმართავს, ხოლო გონება იმ ცხოვრების შესაფასებლად სჭირდება, რომლის დაბრუნება,
განმეორება, ანდა შესწორება უკვე ყოვლად შეუძლებელია.
ფრიქსეს ვაჟების გაპარვა მარცხით კი დამთავრდა, მაგრამ სამაგიეროდ მათ უკვე იწვნიეს
მარცხის სიმწარე, გამოცადეს დაბრუნების სიავკარგე და, რაც მთავარია, შეიტყვეს ის, რაც
ყველაზე მეტად სჭირდებოდათ: მეორე ქვეყნის არსებობა. მართალია, ჯერჯერობით ვერ
მიაღწიეს იმ მეორე ქვეყნამდე, მაგრამ უკვე მტკიცედ იცოდნენ, რომ მათი მამა არ ტყუოდა, ხოლო
თუკი მამა არ ტყუოდა, მაშინ თვითონაც მართლები იყვნენ. ეს სიმართლე მათ საქციელსაც
ამართლებდა და შეიძლება ამიტომაც ეჭირათ ასე გამომწვევად თავი, იმის ნაცვლად, ფეხებში
ჩავარდნოდნენ პაპას და ბოდიში მოეხადათ დედისათვის, იმ წუხილისა და შიშის გამო, რაც მათი
წყალობით შეხვედროდა. დამხვდურთა სიხარული უფრო ამძაფრებდა მათ სითამამეს,
უქარწყლებდათ დანაშაულის გრძნობას და არც ერთს არ ეპარებოდა ეჭვი, მთელი მათი

დანაშაული მხოლოდ იმ ზარალით განისაზღვრებოდა, რაც მათი ხელმოცარული გაპარვის
შედეგად დასტყდომოდა თავს მათი პაპის ნავსადგურსა და საკუჭნაოს. ისინი გულწრფელნი
იყვნენ, როცა პაპას ეუბნებოდნენ, ყველაფერს მისხალ-მისხალ დაგიბრუნებთ, როგორც კი მამის
მემკვიდრეობას მივიღებთო და ეამაყებოდათ კიდეც, ამის თქმა რომ შეეძლოთ. "წადით თქვე
ფსიკიანებოო", - ვერ ბრაზდებოდა აიეტი, რადგან განუწყვეტლივ ეღიმებოდა და სიხარულისაგან
თვალები უჟუჟუნებდა. შვილიშვილებიც გრძნობდნენ პაპის სიხარულს, საიმედოდ რომ აბამდა
მის ბობოქარ ბუნებას, და ესეც, რაღა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მათ სითამამესა და უტიფრობას.
- იქიდან გადმოხტომას რა უნდა, ნახეთ რა დაბალი ყოფილა გალავანი, - თქვა მელასმა და ხელი
სარკმლისკენ გაიშვირა.
ძმებმაც იქით გაიხედეს. სარკმელში მართლა მოჩანდა გალავნის დაკბილული კედლები,
ხვლიკისფერი, მზეზე გამომშრალი და გამკვრივებული, საიდანაც ხტომაში ეჯიბრებოდნენ
ხოლმე ძმები ერთმანეთს.
- კი მაგრამ, - ამბობდა ღიმილისაგან პირგადიდებული აიეტი, - გეკითხათ მაინც, რომ დაადეთ
თავი და წახვედით.
"გიცნობდით და იმიტომო", - თითქმის ერთხმად უპასუხეს ფრიქსეს ვაჟებმა და აიეტიც
მშვენივრად ხვდებოდა, უნდობლობას რომ უცხადებდნენ შვილიშვილები, მაგრამ ჯერ არ
ბრაზობდა, უფრო სწორედ, არ უნდოდა გაბრაზებულიყო, მაგრამ სიხარულის ტალღას თითქმის
უკვე გადაევლო და ღიმილიც თანდათან კარგავდა სითბოსა და სინაზეს.
- თუ ხომალდი დაგემტვრათ, როგორღა დაბრუნდით, ან იქნებ თქვენც მოფრინდით,
მამათქვენივით?! - სიტყვას ღვარძლი გაურია აიეტმა, რაკი სიხარულმა საბოლოოდ გადაუარა და
შვილიშვილებიც ახლოს დაიგულა.
ფრიქსეს ვაჟები აიმრიზნენ, ქარისამაც მამას მიაპყრო შეშფოთებული მზერა.
- დედათქვენის ხათრი, თორემ... მოიხედე აქეთ! - უცებ უყვირა აიეტმა მელასს, ისევ სარკმელში
რომ იყურებოდა და სტუმრის გულგრილობით ათვალიერებდა ეზო-გალავანს.
სახეალეწილმა ძმებმა ერთმანეთს გადახედეს. აიეტი უკვე ბრაზობდა, თითქოს ახლა
მიხვედრილიყო პირველად, ხალხის სალაპარაკო რომ გაეხადა ამ ოთხ ღლაპს, მაგრამ თურმე რა
ბედნიერი პაპა, რა ბედნიერი მამა და მეფე იქნებოდა, ყველაფერი ამით თუ დამთავრდებოდა. წინ
უარესი შერცხვენა და უბედურება ელოდა, ხოლო ამ უბედურების მეგზურობა სწორედ მისი
შვილიშვილებისთვის დაევალებინა ბედსა და განგებას.
წყალუხვი მდინარის ლერწმოვანებში უკვე იდგა ბერძნული თორმეტნიჩბიანი ხომალდი.
შვილიშვილების მიკიბულ-მოკიბული ნაამბობიდან მან უკვე იცოდა, რომ ამ ხომალდს
გადაერჩინა ისინი დაღუპვისაგან, თორემ მათი ხორცით თევზები უკვე კარგა ხნის დამძღრები
იქნებოდნენ. ასე რომ, აიეტი უკვე დავალებულიც იყო იმ ხომალდისაგან, უნებართვოდ რომ
შემოჭრილიყო მის ქვეყანაში. ვალს კი გადახდა უნდოდა. "საოცარია, - ფიქრობდა აიეტი, - რა
იცოდნენ იმ მამაძაღლებმა, რომ მაინცდამაინც ჩემს შვილიშვილებს გადაარჩენდნენო". მართლაც,

წარმოუდგენელია ამ იმედით ამხელა გზაზე წამოსვლა. ახლა იმის დადგენაც ჭირდა, თავიდანვე
იცოდა იმ ხომალდმა რისთვის მოცურავდა კოლხეთისაკენ თუ მერე, კოლხეთის მეფის
შვილიშვილების გადარჩენის შემდეგ გასჩენოდა ამგვარი განზრახვა. იქნებ სულაც აიეტის
შვილიშვილებისაგან გაეგო ოქროს ვერძის არსებობა. იქნებ თვითონ ბიჭები დაპირდნენ
გადარჩენის საფასურად, რადგან წყალნაყლაპებსა და შიშნაჭამებს სხვა ვერაფერი მოაფიქრდათ
უკეთესი. მართალია, მისი შვილიშვილები ჯიუტად გაიძახოდნენ, იმ ხომალდის მეთაური
მამაჩვენის ნათესავია, კანონიერი ტახტის დაბრუნება უნდა და შენთან შემწეობის სათხოვნელად
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
  • Büleklär
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3713
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    29.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3784
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2104
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3786
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2050
    32.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3821
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2036
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3729
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3798
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2041
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3774
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2100
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3823
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3844
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2026
    33.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3773
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1978
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2031
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2106
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.5 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3704
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2027
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3763
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2083
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3829
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3780
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1976
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2062
    30.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3775
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1967
    34.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    56.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3868
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1886
    35.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3787
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3709
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1983
    33.1 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3866
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    33.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3759
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2020
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3752
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3700
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2111
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3747
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3904
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2006
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1988
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Süzlärneñ gomumi sanı 3889
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1960
    31.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Süzlärneñ gomumi sanı 3751
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2127
    27.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    39.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Süzlärneñ gomumi sanı 3814
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2046
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Süzlärneñ gomumi sanı 3808
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2002
    29.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Süzlärneñ gomumi sanı 3803
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2068
    31.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Süzlärneñ gomumi sanı 3862
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2023
    31.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Süzlärneñ gomumi sanı 3776
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2094
    29.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    48.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Süzlärneñ gomumi sanı 3725
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2171
    27.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    38.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Süzlärneñ gomumi sanı 3887
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2056
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Süzlärneñ gomumi sanı 1188
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 820
    38.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    57.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.