Latin

მაკულატურა - 5

Total number of words is 3726
Total number of unique words is 1896
29.2 of words are in the 2000 most common words
42.0 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
– რამე მარტივზე. მაგალითად, რამდენი ციფრი წერია თქვენს
მართვის მოწმობაზე. თვითონ მართვის მოწმობის ნომერს ვგულისხმობ.
– სულელურად ჟღერს. – მომაკეტვინა.
– გავერთოთ რა.
– მიდი, რას ჩაისვარე, – ქალბატონმა სიკვდილმაც დამიჭირა
მხარი. – კარგი, გამოვიცნობ, სხვა რა გზაა.
– მიდი, სცადე.
– მიდი, მოინდომე, პატარავ, – აგულიანებდა ქალბატონი სიკვდილი. – კარგი, კარგი, რვა, ალბათ.
96
– მე შვიდს ვიტყოდი, – დაამატა ქალბატონმა სიკვდილმა.
– ხუთი, – ვთქვი მე.
– ახლა, – ისევ მე გავაგრძელე, – დავხედოთ ჩვენ-ჩვენს მართვის მოწმობებს. ამოვიღეთ სამივემ.
– ჰე, ჩემი შვიდიანია. – ქალბატონი სიკვდილი მართალი იყო. –
ჯანდაბა, ჩემიც შვიდიანია, – ჩავიქნიე ხელი.
– ჩემი რვიანი.
– შეუძლებელია, – არ დავუჯერე სელინს, – მიდი, მანახე.
მივწვდი და გამოვართვი მართვის მოწმობა. თვლა დავიწყე.
– შენიც შვიდიანია, წინ რომ ასო აქვს, ისიც ჩათვალე ეტყობა. მაგიტომ გამოგივიდა რვა. ნახე...
და ქალბატონ სიკვდილს გადავაწოდე მოწმობა. შვიდი ციფრის
გარდა ზედ სხვა რამეც ეწერა: ლუი ფერდინანდ დეტუში, დ. 1894.
ჯანდაბა, რო ამიტყდა კანკალი, ვერ გავჩერდი. ძალიან შესამჩნევად
არა, მაგრამ მე მყოფნიდა. მოვიკრიბე ძალა და თავი ხელში კი ავიყვანე, მაგრამ ოდნავ მაინც ვთრთოდი. აი, ეს მესმის. ჩემ წინ, მუსოს
რესტორანში, ამ ნაშუადღევს, ლამის ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, ის იჯდა. ქალბატონ სიკვდილს ისე გაუხარდა, სად წასულიყო, აღარ იცოდა. თან როგორ უხდებოდა სიხარული, ანათებდა პირდაპირ.
– დამიბრუნეთ ეს წყეული მართვის მოწმობა, – გვითხრა სელინმა. – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი ბიჭი, – იღიმებოდა
ქალბატონი სიკვდილი და ხელი ზურგს უკან მიჰქონდა.
– მოკლედ, ორივემ წავაგეთ, – მივუბრუნდი სელინს, – ჰოდა, მონეტა ხომ არ აგვეგდო, ჰა? ვინც წააგებს, იხდის. – მიდი.
ჯიბიდან ამოვიღე ჩემი იღბლიანი 25-ცენტიანი, ავაგდე ჰაერში და
სელინს ვუყვირე: – თქვი!
– თოხანი.
97
მონეტა დაეცა მაგიდაზე და გაჩერდა. ალჩუ დაჯდა. ავიღე ჩემი
25-ცენტიანი და ჯიბეში ჩავიდე.
– დღეს არ გიმართლებს, როგორც ჩანს, – ვუთხარი სელინს.
– მე მიმართლებს სამაგიეროდ, ასე ეტყობა, – დაამატა ქალბატონმა სიკვდილმა. და შეკვეთაც მოიტანეს.
– ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ, – გააფრთხილა სელინმა ოფიციანტი. ვისხედით სამივენი, წინ ჩვენ-ჩვენი სასმელი გვედო.
– მე მგონი, ჩამავლეთ, – და სელინმა გადაკრა თავისი, – არადა,
გამაფრთხილეს თქვენზე, თქვე ლოსანჯელესელო ჩმორებო. – ექიმად ისევ მუშაობ? – ვკითხე მე.
– მივდივარ აქედან.
– ე, დაიცა რა, დავლიოთ კიდე, არ იცი, ცხოვრება რა ხანმოკლეა? – არა, მივდივარ-მეთქი.
დააგდო მაგიდაზე ოციანი, ადგა, დაადო თავი კარისკენ და გავიდა. – წასვლას აპირებს, – ვუთხარი ქალბატონ სიკვდილს.
– არა.
უცებ ჯერ მუხრუჭების ღრჭიალივით ხმა გაისმა, მერე – სხეულზე
ლითონის მძიმე საგნის დაცემის. წამოვხტი და გავვარდი გარეთ.
ზედ შუა ჰოლივუდის ბულვარზე ეგდო სელინის გვამი. ვიღაც მსუქანი წითელქუდიანი ქალი გადმოვიდა თავისი ადამისდროინდელი
“ოლდსმობილიდან” და გააბა კივილი. კიოდა და კიოდა. სელინი იწვა გაუნძრევლად. მეთქი, მოკვდა. შევბრუნდი უკან, ქალბატონი ს.
წასული დამხვდა. მივუჯექი მაგიდას, ჩემი ჭიქისთვის ხელი არ ეხლოთ. დავლიე. მერე უბრალოდ ვიჯექი. მერე, კაი ადამიანები გვიან
კვდებიან-მეთქი, გავიფიქრე და ისევ ისე გავაგრძელე ჯდომა. – ეი,
ჯენკინს, – მომესმა უცებ, – შენი მეგობრები რო წავიდნენ, სად წავიდნენ? ისევ ის ტვინის ბურღი ტიპი იყო. მეთქი, ვერ მოვიშორე.
– რას სვამ? – ვკითხე.
98
– რომს “კოკა-კოლით”.
დავუძახე მიმტანს.
– ორი რომი და ორიც კოლა, ერთი ჩემთვის, ერთიც ამისთვის.
მოიტანეს სასმელი. ტვინის ბურღი სასმლით თავის მაგიდას უჯდა, მე ჩემი სასმლით – ჩემსას.
მერე საყვირის ხმა გავიგონე. აი, როცა უკვე ვეღარ გაიგონებ მაგ
ხმას, ეგ ნიშნავს, რომ მაშინ ზუსტად შენთვის მოსულან. დავლიე,
რაც მქონდა დარჩენილი, ანგარიში მოვითხოვე, გადავიხადე ბარათით, 20% დავუტოვე და გამოვედი.
28
მეორე დღეს ჩემთან, სამსახურში, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე
და კარგ სიგარას მოვუკიდე. მეთქი, გავართვი საქმეს თავი თუ ვერ
გავართვი. მეთქი, დავალება ხო შევასრულე? შევასრულე. ორი
კლიენტი დავკარგე, თუმცა საქმე გავხსენი. მაგრამ ჯერ რა დროს წიწილების თვლა იყო, წითელი ბეღურა უნდა მეპოვა, კიდე, ჯეკ ბასისა
და სინდის ამბავი გამერკვია. ჰალ გროვერსისა და იმ უცხოპლანეტელისაც, ჯინი ნიტროსი. ჩემი ფიქრი სინდი ბასსა და ჯინი ნიტროს
დასტრიალებდა თავს. ძალიან სასიამოვნო ფიქრები იყო. ყოველ
შემთხვევაში, საფარში ჯდომას და იმის ლოდინს, თავზე იხვები როდის გადაგიფრენენ, ნაღდად ჯობდა. თან ადამიანები გადაწყვეტილებას როგორ იღებენ ხოლმე, იმას ვაკვირდებოდი. რა ეხმარებათ
დაბრკოლებების გადალახვაში? – სიჯიუტე და იღბალი. თუ ბოლომდე მიაწვები, იღბალიც მოვა, სად წავა. უმრავლესობა ვერ უძლებს
ამ მოლოდინს, ჰოდა, ხელმოცარულებიც რჩებიან. ოღონდ ბილეინს არ სჩვევია ეგრე. ქალაჩუნა კი არ არი, მაგარი ტიპია, მებრძო99
ლი. ცოტა ზარმაცია, შეიძლება, მაგრამ მოხერხებული. ტელეფონმა
დარეკა. ავიღე.
– ბილეინი გისმენთ.
– ჩვენ კიდევ შევხვდებით, – ქალის ხმა იყო, ქალბატონი სიკვდილის. – მისმინე, საყვარელო, ვერ მოვრიგდებით?
– რა ვიცი, ჯერ ვერავინ მომირიგდა, ბილეინ.
– მოდი, დავარღვიოთ ტრადიცია, დავუშვათ გამონაკლისი, ქალბატონო. – გამორიცხულია, ბილეინ.
– კარგი, და წინასწარ რო მითხრა თარიღი, ეგეც არა? როდის იქნება ა.დ.თ., რა. – რეებს მეუბნები?
– ანდერძის დატოვების თარიღი-მეთქი.
– რაში გჭირდება?
– წინასწარ შევამზადებ თავს, ქალბატონო.
– მაგის უცოდნელადაც უნდა მოემზადოს ყველა, ბილეინ.
– ქალბატონო, არ ემზადება არავინ, ავიწყდებათ, ყურადღებას
არ აქცევენ, არ ჰყოფნით ტვინი ამაზე საფიქრელად.
– ეგ მე არ მეხება, ბილეინ.
– და რა გეხებათ, ქალბატონო?
– ჩემი საქმე.
– მეც, ქალბატონო, მეც ჩემი საქმე მეხება.
– მით უკეთესი შენთვის, პუტკუნ. დაგირეკე, შეგახსენე, არ დამვიწყებიხარ-მეთქი, მეტი არაფერი.
– ოჰ, უზარმაზარ მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონო, როგორ
გამახარეთ... – შეხვედრამდე, ბილეინ... – და დაკიდა ყურმილი.
ხო ხდება ხოლმე, გამოჩნდება ვინმე და მოგიშხამავს მთელ
დღეს, ზოგჯერ ცხოვრებასაც. ჩავაქრე სიგარა, დავიხურე ქუდი, გამოვედი, გამოვიკეტე კარი, ჩავჯექი ლიფტში და დავეშვი დაბლა. ვიდექი მერე ქუჩაში და ვუყურებდი, როგორ დარბოდნენ ადამიანები
100
აქეთ-იქით. მერე კუჭი ამიწრიალდა, გავიარე ნახევარი კვარტალი
და ბარში შევედი, “წყვდიადი” ერქვა, დავჯექი სკამზე. იმდენი რამე
მქონდა მოსაფიქრებელი. იმდენი, რო საიდან დამეწყო, აღარ ვიცოდი. ვისკი შევუკვეთე ლიმონის წვენით და მისაყოლებლით. ისე ვიყავი, მეთქი, ახლა დამაწვინა და მაძინა ორი კვირა. ყელში მქონდა
ცხოვრება ამოსული. თავიდან ვუჭერდი მუღამს, დიდს არა, მაგრამ
საკაიფოდ. არადა, მოსაყოლიც არაფერია. სამჯერ დავქორწინდი,
სამჯერ განვქორწინდი. დავიბადე, მოვკვდები. ერთადერთი რამე
გამომდიოდა – ისეთ საქმეებს ვხსნიდი, სხვები ხელსაც არ მოკიდებდნენ. მარტო ფულისთვის არა.
ვიღაც ტიპი მიყურებდა ბარის მეორე ბოლოდან. მზერა ვიგრძენი.
ირგვლივ არავინ იყო, მე, ეგ და ბარმენი მარტო. დავლიე ერთი და
ბარმენს, მეთქი, კიდე. აუ, რამდენი თმა ქონდა სახეზე?!
– გაიმეორებთ?
– კი, ოღონდ ცოტა უფრო მაგარი.
– იმავე ფასად?
– რამდენადაც გინდა.
– რას ნიშნავს რამდენადაც მინდა?
– ეგ როგორ არ იცი, ბარმენ?
– არ ვიცი...
– კარგი, გამიკეთე, რაც გითხარი და იფიქრე თან.
წავიდა. იქ, ბოლოში, იმ ტიპმა დაიჭირა ჩემი მზერა, წამოხტა და
იყვირა: – როგორ ხარ, ედი?
– არა ვარ ედი.
– გავხარ და.
– აი, მაგრად მკიდია, ვგავარ თუ არა იმ ვიღაც ედის.
– გაიჩალიჩო რამე, გინდა?
– კი, აპირებ რამეს?
101
ბარმენმა მომიტანა სასმელი, დახლზე დადებული ფულიდან რამდენიმე ბანკნოტი აიღო და მითხრა:
– ჩემი აზრით, თქვენ არა ხართ კარგი კაცი.
– ვინ მოგატყუა, აზროვნება შეგიძლიაო?
– არ ვარ ვალდებული, მოგემსახუროთ.
– თუ არ გინდა ფული, კი არ გაძალებ.
– მასე ძალიანაც არ მინდა...
– მაინც როგორ ძალიან გინდა...
– არ მოემსახურო, მოეშვი, – იყვირა ტიპმა დახლის მეორე ბოლოდან. – კიდე ამოიღებ ხმას და რო ამოგცხებ, რეზინის მილით გიწუწნიდნენ იქნება პირიდან წითელ ბუშტუკებს.
შეახმა ღიმილი ტიპს. ბარმენი იდგა გაუნძრევლად.
– მისმინეთ, – მე ვუთხარი, – შემოვედი, რომ წყნარად, მშვიდობიანად დამელია და არ მასვენებთ, მეშარებით ტყუილა. ჰო, მართლა, წითელი ბეღურა ხომ არ გინახავთ? – წითელი ბეღურა? ეგ რაღაა?
– რო ნახავთ, მიხვდებით. კაი, დაიკიდეთ...
დავლიე ჩემი წილი და წამოვედი. ქუჩაში ყოფნა ჯობდა. გავისეირნე ცოტა. მეთქი, დავითვლი, რამდენი სულელი შემხვდება. ორმოცდაათი დავთვალე ორწუთ-ნახევარში და მერე ისევ ბარში შევაჭერი.
102
29
შევედი და დავჯექი ბართან. მოვიდა ბარმენი.
– გამარჯობა, ედი, – მითხრა.
– არ ვარ ედი.
– მე ვარ.
– თუ მეთამაშები, არ გინდა რა.
– შენ თვითონ თამაშობ.
– მომისმინე კარგად, მშვიდობიანი კაცი ვარ, სრულიად ნორმალური, იღლიებს არ ვიყნოსავ და ქალის თეთრეულიც არ მაცვია. სადაც წავედი, ყველგან შარი ამიტეხეს, არ მასვენებენ. რას მერჩიან?
– მე მგონი, იმსახურებ კიდეც.
– მოიცა, ედი, მოეშვი ფიქრს და ორმაგი არაყი გამიკეთე ტონიკით, ლიმონიც უქენი. – ლიმონი არ გვაქვს.
– არა, გაქვთ, აქედან ვხედავ.
– შენთვის არ გვაქვს.
– რაო? აბა ვისთვის გაქვთ? ელიზაბეთ ტეილორისთვის? მოკლედ, თუ გინდა, ამაღამ საკუთარ ლოგინში დაიძინო, ეგ ლიმონი აიღე და სასმელი გამიკეთე. სასწრაფოდ. – ჰოო? მაინც რას მიზამ?
მარტო მოახერხებ რამეს თუ ჯარიც გეხმარება ვინმესი? – ხმას
ამოიღებ კიდე, ბიჭო, და ვნახავ, როგორ ჩაისუნთქავ მერე. იდგა, მიყურებდა, თან ფიქრობდა, გავაგრძელო კამათიო? თვალები დაახამხამა, გონივრულად გადგა განზე და სასმლის შეზავება დაიწყო.
მე ფრთხილად ვადევნებდი თვალს. არაფერი გაუბედავს, ისე მომიტანა შეკვეთილი.
– გეხუმრეთ, ბატონო, არ გესმით ხუმრობა?
– ხუმრობას გააჩნია.
103
ედი გაბრუნდა და ბარის მეორე ბოლოში დაჯდა. არაყი გადავკარი და ჭიქა დახლზე დავცხე. ფული ამოვიღე, მოვკიდე ლიმონს ხელი, ამ ბანკნოტში გავახვიე და გავუგორე ბარმენს; ცხვირწინ გაუჩერდა. იმან დახედა, მე ავდექი, კისერი გავავარჯიშე, მოვტრიალდი და წამოვედი. გადავწყვიტე, ოფისში მივბრუნდები-მეთქი. ქვეყნის საქმე მეყარა თავზე, თვალები მქონდა ჩაშავებული და კაციშვილს არ ვუყვარდი საკუთარი თავის მეტს. მივსეირნობდი და გზაში
ჩემს საყვარელ ნაწყვეტს ვღიღინებდი “კარმენიდან”.
30
შევაღე ოფისის კარი, მივიჯახუნე და რას ვხედავ: ჯინი ნიტრო შემომჯდარა მაგიდაზე, ფეხი ფეხზე გადაუდვია და ოდნავ აქანავებს
ცალს. – ბილეინ, შე ლოთო, როგორ მიდის საქმეები? – შემომღიმა.
ერთ ნახვად ღირდა რა. მივხვდი, რაც აწუხებდა გროვერსს. მერე
რა, რომ უცხოპლანეტელი იყო – ისე გამოიყურებოდა, ინატრებდი,
ნეტა ბევრი იყოს ასეთიო. ყველაფერი კარგი, მაგრამ გროვერსი მაინც ჩემს კლიენტად რჩებოდა, ამიტომ უნდა მომეშორებინა ეს ქალი, როგორმე უნდა გამეყვანა თამაშიდან. დასვენება ხო არ მეღირსა რა. სულ ვიღაცებისთვის ვიდგამ წელებზე ფეხს.
შემოვუარე მაგიდას, დავენარცხე სკამზე, ქუდი საკიდზე შევაგდე,
მოვუკიდე სიგარას და მოვქაჩე. ჯინი ნიტრო მაგიდაზე იჯდა და ფეხს
აქანავებდა.
– შენი შეკითხვის პასუხად გეტყვი, ჯინი, რომ ყველაფერი რიგზე
მაქვს. – საქმე მაქვს შენთან, ბილეინ, მაგიტომ მოვედი.
– სკარლატის სონატას მოვუსმენ, მირჩევნია.
– ქალი ბოლოს როდის გყავდა, ბილეინ?
– ვის რაში აღელვებს ეს საკითხი?
104
– შენ უნდა გაღელვებდეს.
– თუ არ მაღელვებს?
– და თუ გაღელვებს?
– საკუთარ სხეულს მთავაზობ, ჯინი?
– დავუშვათ.
– რას ქვია, დავუშვათ? ან მთავაზობ, ან არა.
– სხეულიც შედის შეთანხმების პირობებში.
– რა შეთანხმების.
ჯინი ჩამოხტა მაგიდიდან და გაიარ-გამოიარა ხალიჩაზე. უხდებოდა ხალიჩაზე სიარული. – ბილეინ, – მითხრა, – მე კოსმოსიდან
შემოჭრილების პირველ ტალღას მოვყევი, ჩვენ დედამიწის დაპყრობა გვინდა.
– რატომ?
– მე პლანეტა ზაროსიდან ვარ. ძალიან გავმრავლდით, ვეღარ ვეტევით იქ, გვინდა, ზედმეტი ხალხი დედამიწაზე გადმოვასახლოთ. –
ჰო, მაგრამ ჩვეულებრივად რატო არ მოდიხართ? შეხედე, როგორ
გავხართ ადამიანებს, ვინ რას გაიგებს. ჯინი გაჩერდა და შემომხედა.
– ბილეინ, ჩვენ მართლა ასე კი არ გამოვიყურებით, შენ რასაც
ხედავ, ეს გეჩვენება მხოლოდ.
ჯინი მივიდა და ისევ მაგიდაზე დაჯდა.
– მაინც როგორ გამოიყურებით სინამდვილეში? – ვკითხე.
– ასე.
განათდა ალისფრად. დავხედე მაგიდას და რას ვხედავ, საშუალო
სიდიდის გველი გაწოლილა ზედ, უხეში ბალნით დაფარული, შუაში
კიდევ მრგვალი, ნოტიო კუზი ამოსვლია ერთადერთი თვალით.
თავზე მხოლოდ პატარა პირი ქონდა, თვალები – არა. მართლა
ამაზრზენი შესახედავი იყო. ვტაცე ხელი ტელეფონს, ავწიე მაღლა
105
და დავცხე მთელი ძალით. ავაცილე. ეს რაღაც გასხლტა უცებ და
ჩასრიალდა ხალიჩაზე. გამოვეკიდე, ფეხსაცმლით მაინც გავჭყლეტმეთქი. განათდა ისევ ალისფრად და ჯინი დამიდგა წინ. – შე სულელო, – მითხრა, – ჩემი მოკვლა გინდოდა? არ გამაბრაზო, თორე
გიჩვენებ სეირს. ავად უელავდა თვალები.
– კარგი, კარგი, პატარავ, ავირიე რაღაც, ბოდიში.
– არა უშავს, დაივიწყე. მოკლედ, ჩვენ ვართ მეწინავე ნაწილები,
უნდა დავზვეროთ, გამოდგება თუ არა ჩვენი მოსახლეობისთვის.
ჩვენ ვთვლით, რომ კარგი იქნება, ზოგიერთ თქვენგანს თუ გადმოვიბირებთ. შენნაირებს ვგულისხმობ. – რაღა მაინცდამაინც მე?
– ზედგამოჭრილი ხარ ამ საქმისთვის: მიმნდობი, ეგოისტი და ხასიათის გამოკვეთილი ნიშნებიც არა გაქვს.
– გროვერსზე რაღას იტყვი? ის რაღა შუაშია? ან მიცვალებულები
რაში გჭირდებათ? ამას რიღათი გაამართლებ?
ჯინის გაეცინა.
– არ ვამართლებ. ჩვენ უბრალოდ მანდ ჩამოვფრინდით. თან შემიყვარდასავით ცოტა, ბევრი არაფერი, მსუბუქი ფლირტი გვქონდა,
უბრალოდ... – კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ? მოგინდი, საყვარელო?
– შენ ჩვენი საქმისთვის გამოდგები.
მომიახლოვდა. სრულიად გავშტერდი. მისი სხეული ჩემ წინ იდგა
და ჩვენ ჩავეკარით ერთმანეთს. ჩავეხვიეთ და ჩვენი ტუჩები შეერთდნენ. ენა შემისრიალა პირში, თბილი, მოუსვენარი ენა ჰქონდა,
გველივით. მოვიშორე.
– არა, არა, მაპატიე, არ შემიძლია.
შემომხედა.
– რა გჭირს, ბილეინ? დაბერდი?
– არა, მაგაში არ არის საქმე, პატარავ...
– აბა რაშია?
106
– არ მინდა გული გატკინო...
– მითხარი, ბილეინ...
– უცებ ისევ იმ საზიზღარ, კუზიან და ცალთვალა არსებად რომ
გადაიქცე... – შე მსუქანო სირო, ზაროსელები ლამაზები არიან.
– ვიცოდი, ვერ გამიგებდი...
მივედი ისევ ჩემს მაგიდასთან, დავჯექი, გამოვწიე უჯრა, ვიპოვე
არყის ორმოცდაათგრამიანი ბოთლი, მოვხსენი თავი და ვხუხე.
– როგორ ჩამოხვედით? – ვკითხე ჯინის.
– კოსმოსური მილით.
– კოსმოსური მილით? რამდენი ხართ?
– ექვსი.
– არც ვიცი, შევძლებ კი დახმარებას, პატარავ...
– შეძლებ, ბილეინ.
– რომ ვერ შევძლო?
– მოკვდები.
– ღმერთო, ჯერ – ქალბატონი სიკვდილი, ახლა – შენ. ეს ქალები
სულ მოკვლით რატო მემუქრებით? თქვენ გიჩვენებთ სეირს.
დავწვდი უჯრაში ლუგერს, მოვიგდე ხელში, ჩამოვწიე დამცველი
და მივუშვირე ლულა ჯინის.
– უკან, ზაროსზე გაგამგზავრებ ახლა, პატარავ.
– მიდი, გამოკარი სასხლეტს.
– რაო?
– გამოკარი-მეთქი, სასხლეტს, ბილეინ!
– შენ გგონია, ვერ ვიზამ? – ვიგრძენი, საფეთქლებთან როგორ
გამოჟონა ოფლმა. – გგონია, ვერ ვიზამ? – გავიმეორე.
ჯინი მიღიმოდა მხოლოდ.
– გამოკარი მაგ ოხერ სასხლეტს, ბილეინ!
სახეზე დამასხა ოფლმა.
107
– გთხოვ, წადი, ზაროსზე დაბრუნდი, საყვარელო!
– არა!
გამოვკარი სასხლეტს. გაისმა გასროლის ხმა და პისტოლეტი შემიხტა ხელში. ჩამოვიწმინდე ოფლი თვალებიდან და ვხედავ, ჯინი
დგას ისევ და მიღიმის. დავაკვირდი, პირში უდევს რაღაც. თურმე
ტყვია. დაუჭერია კბილებით. მივიდა მაგიდასთან, გაჩერდა, გადმოაფურთხა და ტყვია ჩემს საფერფლეში ჩააგდო. – საყვარელო, –
მე ვუთხარი, – რომ იცოდე, ბლომად ფულს ვიშოვით ამ ილეთით!
გავერთიანდეთ და გავმდიდრდებით! იფიქრე ამაზე!
– არ გამოვა, ბილეინ, ეგ ჩემი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება იქნებოდა. კიდე გადავკარი არაყი. დამტანჯა ამ ქალმა.
– ამიერიდან, – გააგრძელა ჯინიმ, – გინდა თუ არა, ჩვენს საქმეს
უნდა ემსახურო, ზაროსის საქმეს, სხვა გზა არ გაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ
საბოლოოდ არ ჩამოგვიყალიბებია გეგმა, როგორ დავასახლოთ
დედამიწა. დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
– მისმინე, ჯინი, სხვა რომ აიყვანოთ მაგ წყეული გეგმის განსახორციელებლად, არა? გაიღიმა.
– შენ შეგარჩიეთ, ბილეინ.
მითხრა თუ არა ეს, ისევ განათდა ალისფრად და ჯინიც გაქრა.
108
31
გროვერსს დავურეკე. შინ იყო.
– როგორ მიდის საქმეები, გროვერს?
– მშვიდად, – მიპასუხა მან, – გართულებების გარეშე.
– ჯინი ნიტროს ამბავი მოგვარებულია. აღარ შეგაწუხებთ. რაც
შეეხება ბოლო დროს გაწეულ ხარჯებს, ჩეკს გამოგიგზავნით.
– ბოლო დროს გაწეულ ხარჯებს? თქვენ რა, დამცინით?
– გროვერს, ეს უცხოპლანეტელი ხომ მოგაშორეთ, ჰოდა, გადაიხადეთ ახლა. – კარგი, კარგი... მაგრამ როგორ მოახერხეთ?
– პროფესიული საიდუმლოა, პატარავ.
– კარგი, მე, ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო, არა?
– არავითარი ალბათ, უნდა იყოთ. და ფულიც უნდა გადაიხადოთ,
თუ არ გინდათ, უცებ ფიჭვის კუბოში აღმოჩნდეთ. ან იქნებ კაკლისა
გირჩევნიათ?
– მოდით, ვნახოთ... – წამოიწყო იმან.
მე ამოვიოხრე და ყურმილი დავუკიდე.
ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. საქმე წინ მიდიოდა. სინდი ბასის
საქმეღა მქონდა დარჩენილი და კიდევ – წითელი ბეღურისა. ცხადია, ჯინი ნიტროც ჩემი თავსატეხი გამხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში საკუთარი თავის კლიენტი უკვე თავად გახლდით. სელინი და
გროვერსი კი თავის გზას ეწივნენ. გულში ვფიქრობდი, ვახ, რა მარჯვედ ვუძღვები საქმეს-მეთქი.
მაგრამ მოდუნება დავაპირე თუ არა, ქალბატონ სიკვდილზე ფიქრი შემომიჩნდა. დარეკა ტელეფონმა. ყურმილი ავიღე. ქალბატონი
სიკვდილი იყო. – აქ ვარ, ბილეინ.
– რო დაისვენოთ, საყვარელო, ცოტა, არა?
– ვერა. ვგიჟდები ჩემს საქმეზე.
109
– მომისმინეთ, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
– რა თქმა უნდა.
– მხოლოდ დედამიწაზე მუშაობთ?
– რას გულისხმობ?
– იმის თქმა მინდა, ჰმ... უცხოპლანეტელებზე თუ ვრცელდება
თქვენი ძალაუფლება- მეთქი?
– ცხადია. უცხოპლანეტელებზეც, მატლებზეც, ძაღლებზეც, ბუზებზეც, ლომებზეც, ობობებზეც, ყველაზე, მოკლედ. – მიხარია ამის
გაგონება.
– რისი გაგონება?
– უცხოპლანეტელებზეც რომ ვრცელდება თქვენი ძალაუფლება.
– თავი მომაბეზრეთ, ბილეინ.
– მაგას რა ჯობია, საყვარელო.
– მომისმინეთ, ახლა პატარა საქმე მაქვს...
– ერთი კითხვა კიდევ...
– კარგი. მკითხეთ.
– უცხოპლანეტელებს როგორ კლავთ ხოლმე?
– რა პრობლემაა?
– ტყვიით ხომ ვერ მოკლავთ. იარაღი მაინტერესებს.
– პროფესიული საიდუმლოა, ბილეინ.
– მითხარი, საყვარელო, და კრინტს არ დავძრავ არსად.
– პუტკუნ, – მომაძახა, სანამ ტელეფონს გათიშავდა, – შეიძლება
დაგეხმარო კიდეც მაგ ამბავში.
დავკიდე ყურმილი და ფეხები ისევ მაგიდაზე შემოვაწყვე. ღმერთო, ექვსი უცხოპლანეტელია შემოპარული დედამიწაზე და გინდა
თუ არა, ჩვენკენ გადმოდიო. ხელისუფლებას უნდა შევატყობინო
სასწრაფოდ. ჰო, აბა, გადამყვებიან თან. თვითონ უნდა მოვაგვარო
ყველაფერი. არადა, რთული საქმე ჩანს. ისე, ხელი ხომ არ მომეკი110
და? არყის ბოთლს თავი მოვხსენი და ცოტა მოვსვი. ეს წითელი ბეღურა და სინდი ბასიც ჩემი მისახედი არ იყო? მონეტა ავიღე და ავაგდე: მეთქი, არიოლი – წითელი ბეღურა, რეშკა – სინდი ბასი. რეშკაზე დაჯდა. გამეღიმა, სკამზე გადავწექი და სინდიზე დავიწყე ფიქრი,
სინდი ბასზე. მეთქი, დაგენძრა.
32
მოკლედ, ხო უნდა აღმენიშნა ჩემი გადაქცევა ლოს-ანჯელესის
საუკეთესო გამომძიებლად, ამიტომ ოფისის კარი გამოვკეტე, ლიფტით დაბლა დავეშვი და ქუჩაში გავედი. სამხრეთისკენ ვცადე წასვლა, ჰოდა, გამომივიდა. დავადე თავი და დავუყევი სანსეტ ბულვარს.
ერთი ნაკლი აქვს სანსეტს – ჩემს უბანში ბარებს მაინცდამაინც
ვერ გადაეყრება კაცი, ამიტომ ცოტა მუხლის გაშლამ მომიწია. ბოლოს, როგორც იქნა, ვნახე ერთი, დიდი ვერაფერიშვილი ადგილი.
ხის სკამზე ჯდომა არ მხიბლავდა დიდად, ამიტომ მაგიდა ავიღე. მოვიდა ოფიციანტი. ორმეტრიანი ქუსლები, მოკლე კაბა, გამჭვირვალე ზედატანის მიღმა ლიფი ილანდებოდა. თითქოს ყველაფერი პატარა ჰქონდა – ტანსაცმელიც, ტვინიც და თავისი სამყაროც. სახე –
ფოლადივით; რო გაიღიმა, ეტკინა თითქოს. იმასაც ეტკინა და მეც.
არადა იღიმებოდა. ისეთი ყალბი ღიმილი იყო, თმა ყალყზე დამიდგა. თვალი მოვარიდე.
– გამარჯობა, ძვირფასო, რას დალევ?
სახეზე აღარ შემიხედავს, მუცელზე დავაშტერდი. შიშველი ჰქონდა. ჭიპთან ქაღალდის პატარა წითელი ვარდი მიეკრო. ჰოდა, ამ
ვარდს ვუთხარი:
– არაყი ტონიკით და ლიმონით.
111
– კარგი, ძვირფასო.
და მანჭვა-გრეხით გამშორდა, სცადა, ვნებისაღმძვრელად გაექნია უკანალი, მაგრამ არ გამოუვიდა.
ეგრევე დარდი შემომაწვა.
მეთქი, არ გინდა, ბილეინ, არ გინდა, რა.
არ გაჭრა. ირგვლივ ყველა მაგარი ნასვამი იყო, ნაღდი გამარჯვებულები კიდე არ ჩანდნენ, ვიღაცები ჩამოჰგავდნენ მხოლოდ. დავდევთ ამ ჩვენს მოჩვენებებს. დღეები კიდე დღეებს მისდევენ გაუთავებლად. არადა, ალბათ, ერთადერთი რამ გვჭირდება – გადავრჩეთ
როგორმე. მაგრამ მარტო გადარჩენა ვერ გყოფნის კაცს, როცა
ქალბატონი სიკვდილი გიცდის გვერდით. ჭკუიდან გადავყავდი ამ
აზრს.
არ იფიქრო რა, ამაზე, ბილეინ, – ვთხოვე საკუთარ თავს. არ გაჭრა. ოფიციანტმა სასმელი მომიტანა, მე ფული მაგიდაზე დავუდე,
იმან აიღო. – მადლობა, ძვირფასო.
– მოიცა, ხურდა მომიტანე.
– რა ხურდა?
– მაშინ ფეხის ქირად ჩაითვალე.
დააჭყიტა გამოცარიელებული თვალები.
– შენც წყეული კოვბოი ხარ?
– რა კოვბოი?
– წყეული კოვბოი არ გაგიგონია?
– არა.
– მაგათ უფასოდ უყვართ გაგულავება.
– სახელი შენით დაარქვი?
– არა, გოგოებმა დაარქვეს.
– ვინ გოგოებმა? მწყემსებმა?
112
– პროჭს რატო ათამაშებ, მისტერ, ბაღლინჯო შეგიძვრა თუ კიდე
სხვა რამე? – უფრო “სხვა რამე”.
– მერი ლუ, – გავიგონე უცებ ბოხი ხმა, – თავს ხო არ გაბეზრებს
ეგ პროჭი? ბარმენი იძახდა, პატარა, წარბა ტიპი.
– არაფერია, ენდი, მე თვითონ მოვუვლი ამ პროჭს.
– ჰე, ჰე, მერი ლუ, – მე ვუთხარი, – ვატყობ, პროჭების ამბავში
მაგრად დაოსტატებულხარ.
– შე მწოველა, შენა! – მიყვირა.
უცებ წარბა არ გადმოევლო ბარს?! მისი სიგრძე კაცისთვის კაი
ნახტომი გამოუვიდა. მეც გადავკარი სასმელი და დავიძარი მისკენ.
ავიცდინე მოქნეული მარჯვენა და მივეცი მუხლი ყვერებში. დავარდა და დაიწყო გორაობა. ამოვარტყი პანჩური და გამოვედი გარეთ,
სანსეტ ბულვარზე.
აი, ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ მიმართლებს ბარებში რა.
33
მოკლედ, წავედი ჩემთან და ვსვი. ის დღე ხო ვსვი და მთელი ღამეც გადავაბი. გავიღვიძე ნაშუადღევს. დავიცალე მუცელი, კბილები
გავიხეხე, გავიპარსე და ჩავფიქრდი. მაინცდამაინც ცუდად არ
ვგრძნობდი თავს. საერთოდ, ძალიან ცოტა რამეს ვგრძნობდი. ჩავიცვი. კვერცხი მოსახარშად შემოვდგი. პამიდვრის წვენი ლუდს შევურიე და გადავკარი. კვერცხს გადავავლე ცივი წყალი, გავფცქვენი,
შევჭამე და სრულ საბრძოლო მზადყოფნაშიც მოვედი. ავიღე ტელეფონი და ჯეკ ბასს დავურეკე სამსახურში. მეთქი, ესა და ესა ვარ.
სხვათა შორის, დიდი სიხარული ვერ შევატყვე. – ჯეკ, – მე ვუთხარი,
– გახსოვს, ერთ ფრანგზე რომ გელაპარაკე? – ჰა? მერე?
– მოგაშორე ის ტიპი.
113
– როგორ?
– მკვდარია.
– ძალიან კარგი. ვინც გვჭირდებოდა, ის იყო?
– კავშირი ჰქონდა შენს ცოლთან.
– კავშირი? რა ოხრობას გულისხმობ?
– არ მინდა, გული გატკინო.
– მაინც გეცადა, ბილეინ.
– მისმინე, სინდის დაუნძრიეო, მაგიტო არ დამიქირავე? ხო მართალი ვარ? – წარმოდგენა არა მაქ, რატო დაგიქირავე. მაგრად შევცდი, მგონი. – ჯეკ, ის ფრანგი ტიპი მოშორებულია-მეთქი. მკვდარია
რა.
– მერე, რაღა დარჩა?
– ჰოდა, ვეღარ გაჟიმავს სინდის.
– ჟიმავდა რო?
– ჯეკ...
– შენ ჟიმავდი? რა თქმაა ეს, სინდის უნდა დაენძრეს! რა არი, ოღრაში ტიპი ხარ? – მისმინე, კვალში ვუდგავარ-მეთქი, გეუბნები. უბრალოდ, აშკარა საბუთები გვჭირდება. – ისევ თავიდან იწყებ.
– მიზანთან ახლოს ვართ, ჯეკ. სულ ცოტაც მოითმინე, რა. მენდე.
– გამოდის, იმ ფრანგის გარდა სხვაც იყო?
– კი, ასე მგონია.
– ასე გგონია? ცოტას გიხდი, მაგის დედა ვატირე, რას ქვია “გგონია”? ამდენი კვირა გავიდა, მოდიხარ და მეუბნები, ის ფრანგი ტიპი
მკვდარია და კიდე რაღაცები მგონიაო? მე მგონი, უბრალოდ დრო
გაგყავს. გაინძერი რა! საბუთები მჭირდება! სიცხადე! – შვიდი დღე
მომეცი, ჯეკ.
– ექვსს გაძლევ.
– კარგი, ექვსი იყოს.
114
გავჩუმდით ცოტა ხანს, მერე ისევ იმან ამოიღო ხმა.
– რაც იყო, იყო. ერთ საათში აეროპორტში მივდივარ. აღმოსავლეთში მაქვს საქმეები. ექვს დღეში დავბრუნდები.
– ყველაფერს დამთავრებულს დაგახვედრებ, პატარავ.
– პატარას ნუ მეძახი. რა დაძახებაა ეს, რა “პატარა”, ვერ გავიგე.
– ჩვევა მაქვს, უბრალოდ...
– მოკლედ, გაარკვიე ყველაფერი, რაც აურ-დაურიე, თორე ჯოჯოხეთი არ აგცდება, შე ნაბიჭვარო.
– მე მეუბნები ამას, ჯეკ?
არ მიპასუხა. დამიკიდა ყურმილი. კუტუ. მოკლედ, საქმისთვის
უნდა მიმეხედა რა.
34
ჰოდა, წავედი და ისევ ბასის სახლთან დავაყენე მანქანა, ცოტა
ქვემოთ, ორ ნაბიჯზე. საღამო იყო, პრინციპში, რაღა საღამო, ღამე
ერქვა უკვე, რვა საათი ხდებოდა. სინდის წითელი “მერსედესი” გარეთ ეყენა. ვგრძნობდი, მეთქი, აი, ზედა ვარ რა. რაღაც უეჭველი უნდა მომხდარიყო. ჰაერშიც კი რაღაცნაირი სუნი ტრიალებდა. ჩავაქრე სიგარა, ავიღე ტელეფონი და ტოტალიზატორში დავრეკე, მეცხრე გარბენის შედეგები მაინტერესებდა. კიდე წავაგე. ვიჯექი ძალაგამოცლილი, დათრგუნვილი, გამოცარიელებული. ფეხისგულები
მტკიოდა.
სინდი, ალბათ, შინ იყო, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, ტელევიზორში რაღაც სისულელეს უყურებდა და უაზრობებზე იცინოდა.
მერე ჯინი ნიტროსა და იმ თავის ხუთ კოსმოსურ სხეულზე გავაგრძელე ფიქრი. ჩემი გადაბირება უნდოდათ. არა, მე არ ვიყიდები. ერთი
უნდა მივახურო მაგათი ბანდა. გამოსავალი უნდა არსებობდეს. ხო
115
შეიძლება, ვთქვათ, წითელი ბეღურა ვიპოვო და ის დამეხმაროს? შევიშალე ნეტა? მართლა ხდება თუ მეჩვენება ეს ყველაფერი? ავიღე
ტელეფონი და ჯონ ბარტონს დავურეკე. მიპასუხა.
– მისმინე, ჯონ, ბილეინი ვარ. ვერაფერი ვერ მოვუხერხე ამ წითელ ბეღურას და ხო არ ჯობია, ვინმე სხვას ჩააბარო ეს საქმე?
– არა, ბილეინ, გენდობი, გააგრძელე, ყველაფერი გამოგივა.
– მართლა მასე ფიქრობ?
– ეჭვიც არ მეპარება.
– კარგი, მაშინ გავაგრძელებ საქმეს.
– მიდი.
– დაგიკავშირდები, თუ ვიპოვე რამე.
– დამიკავშირდი. ღამე მშვიდობისა.
და დაკიდა ყურმილი. რა კაი ვინმეა.
ის-ის იყო, სიგარისთვის უნდა მომეკიდებინა, რომ სინდი გამოვიდა სახლიდან. მივიდა მანქანასთან. ჩაჯდა.
მიდი, პატარავ, მიდი, გამიძეხი.
დაქოქა, ჩართო ფარები და უკუსვლით წავიდა. დაატრიალა მერე
და ჩრდილოეთისკენ ქნა პირი. ცოტა წინ გავუშვი და გავყევი უკან.
მთავარი ბულვარისკენ გადაუხვია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით,
წყნარი ოკეანის სანაპიროს გაუყვა. ამჯერად სამხრეთისკენ მიდიოდა. სადღაც სამი მანქანით ჩამოვრჩებოდი. გაიარა გზაჯვარედინი,
მე კიდე წითელი ამენთო. გავრისკე და გავძვერი. ბეწვზე გადავრჩი
ავარიას. მისიგნალეს და მისიგნალეს, ვიღაცამ, შე პროჭოო, მომაძახა. რა ორიგინალურები არიან ხოლმე ადამიანები.
ისევ სამი მანქანა იყო ჩვენ შორის. სინდი მარჯვენა რიგში იდგა.
მერე სიჩქარე დააგდო და სასტუმროსკენ გადაუხვია. “ტკბილი დიუნები” ერქვა სასტუმროს. შეაყენა მანქანა და მეცხრე ხაზში გაჩერდა. მე მეშვიდეში გავჩერდი, ჩავაქრე ფარები და ლოდინი დავუწყე.
116
ქალი გადმოვიდა, გაუყვა ბილიკს, მივიდა კართან და დააკაკუნა. კარი გაიღო, ვიღაც ტიპი იდგა ზღურბლთან. ეჰ, სინდი, სინდი! შუქი
ეცემოდა იმ კაცს და კარგად შევათვალიერე. გარეგნობით არ დაიწუნებოდა. მე რა, სინდისგან არ დაიწუნებოდა, თორე. ახალგაზრდა იყო. გულგრილი, მშვიდი სახე ჰქონდა, თხელი წარბები, გრუზა
თმა. პატარა ნაწნავიც, ალბათ. ხო იცნობთ ეგეთებს, თმაჩაწნულებს. სუფთა ვირისთავებს. კარშივე გადაეხვივნენ ერთმანეთს.
აკოცესავით კიდეც. მერე სინდის სიცილიც გავიგონე, სახლში შევიდნენ და მოიკეტეს კარი.
ვტაცე ხელი ვიდეოკამერას და პირდაპირ ადმინისტრატორისკენ
დავადე თავი. შევედი. არავინ არ დამხვდა. პატარა მაგიდა იყო მხოლოდ, ზარიც. დავრეკე – არაფერი, მერე უკვე ექვსჯერ დავრეკე. გავიგონე, მოდიოდა ვიღაც. ადმინისტრატორი ბებერი, მსუქანი კაცი
გამოდგა. ფეხშიშველა, გრძელი საღამურით და ჩაჩით.
– აჰა, – მე ვუთხარი, – საძილედ ემზადებოდით, ხომ?
– ან ვემზადებოდი, ან არა. რა შენი საქმეა?
– არ მიწყინოთ, სერ. ოთახი მინდა, თუ გაქვთ ცარიელი.
– სუტენიორი ხარ?
– არა, როგორ გეკადრებათ, სერ.
– ბარიგა?
– არა, სერ.
– ნეტა ყოფილიყავი. კოკაინი მჭირდება ცოტა.
– მე ბიბლიას ვყიდი, სერ.
– რა საზიზღრობაა.
– მხოლოდ წმინდა წერილს ვავრცელებ, სერ.
– აქ ნურაფერს ნუ გამივრცელებ.
– როგორც მეტყვით.
– გააჯვი რა.
117
– მოკლედ, ოთახი მინდა, სერ.
– ორი გვაქ, მერვე და მესამე.
– მერვე?
– ჰო, მერვე და მესამე-მეთქი. შენ რა, ყურში არ გესმის?
– მერვეს ავიღებ.
– 35 დოლარი. ნაღდი ფული.
გადავუთვალე. სტაცა ხელი და მომიგდო გასაღები.
– ქვითარი არ მეკუთვნის, ხო?
– რა?
– ქვითარი.
– დამიმარცვლე აბა.
– ვერ დავმარცვლავ.
– ჰოდა, ქვითარსაც ვერ მიიღებ.
ავიღე გასაღები და გამოვედი გარეთ. მივადექი მერვე ოთახს. გავაღე, მშვენიერი ადგილი ჩანდა. მით უმეტეს, სახლი თუ არ გაქ კაცს,
გამოგადგება. სამზარეულოში ჭიქას მივაგენი. წამოვიღე და მივადე
მეცხრე ოთახის კედელს. ბედი არ გინდა! მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ.
– ბილი, – სინდი ბასის ხმა იყო, – ნუ ვიჩქარებთ რა, ჯერ ცოტა
გელაპარაკო მინდა. – ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ. ამ ზუმბას ხო
ხედავ, რამე უნდა მოვუხერხო. შენი სხეული მინდა, რა დროს სიტყვებია.
– ჯერ წყალი უნდა გადავივლო, ბილი.
– წყალი უნდა გადაივლო? რას აკეთებდი კი მაგრამ, ბაღში მუშაობდი? – აჰ, ბილი, როგორ იტყვი ხოლმე.
– კარგი, გადაივლე. მე იქამდე ყინულს დავადებ ამ ჩემს კობრას.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ბილი.
ამდენი კვირის მერე პირველად გავიღიმე.
118
მეთქი, დაგენძრა.
35
ჭიქა ისევ კედელზე მქონდა მიდებული და ყურს ვუგდებდი. მესმოდა, როგორ მოჩხრიალებდა წყალი აბაზანაში. საწყალი ბასი,
მართალი გამოდგა. საერთოდაც ხო ეგრეა, ზოგი მართალია, ზოგი
– მტყუანი, თუ როგორც არი. ჰო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ
ვის გაჟიმავს? ბოლოს მაინც არაფერი არ გრჩება და... ფუ რა, შევეცი
რა, შევეცი რა ამ ყველაფერს. მაგრამ ხალხი მაინც რო არ ისვენებს,
არ ეშვება. ჭიპლარს გადაუჭრი თუ არა, ეგრევე სხვა რამეს ჩაავლებს, სულერთია, რა იქნება, სანახაობა, მუსიკა, სექსი, ქორწინება,
დედა, მასტურბაცია, მკვლელობა, ორშაბათის დილის პახმელია.
დავდგი ჭიქა, გადავწვდი პიჯაკს, ნახევარი პინტი ჯინი ვიპოვე, მოვსვი ცოტა. ისე მიწმენდს ხოლმე გონებას, მეტი არ შეიძლება.
დავფიქრდი, ხელობა ხომ არ გამომეცვალა-მეთქი. წუთი წუთზე
უნდა შევვარდნილიყავი გვერდით ნომერში და ჟიმაობის პატარა
სცენა გადამეღო, მაგრამ ოდნავადაც არ მსიამოვნებდა ეს ამბავი.
სამუშაო იყო უბრალოდ, რითაც ბინის და სასმლის ფულს იხდი კაცი
და ელოდები იმ უკანასკნელ დღესა თუ ღამეს. დრო გაგყავს. ფუ, რა
საცოდაობაა. რა ფილოსოფოსი გამოვიდოდა ჩემგან! ვეტყოდი ადამიანებს: ამაზე მეტი სისულელე იქნება? ვდგავართ და ხან ჩავისუნთქავთ ჰაერს, ხან ამოვისუნთქავთ. ჯანდაბა. დარდი შემომაწვა,
მგონი. მოვსვი კიდე ჯინი და ისევ მივადე ჭიქა კედელს. სინდი უნდა
გამოსულიყო აბაზანიდან უკვე.
– ღმერთო ჩემო, – გავიგონე კაცის ხმა, – რა ნაშა ხარ.
– ჰოო, ბილი, მართლა ასე ფიქრობ?
– ხო გითხარი, არა?
119
– რა კარგ რამეებს მეუბნები ხოლმე, ბილი.
– არა, შეხედე, რამხელა ძუძუები გაქ! სულ პირჩაღმა უნდა ეგდო,
წესით, ეტყობა ეგ დიდი ტრაკი გშველის, გქაჩავს უკან.
– სულაც არ მაქვს დიდი უკანალი, ბილი.
– რა უკანალი, პატარავ, უკანალი კი არა, ბაღჩა, ჟელეიანი, მურაბიანი, ფუნთუშებიანი ბაღჩა.
– ჰო, მაგრამ ჩემზე რას იტყვი, ბილი? ჩემს შინაგან სამყაროზე. –
საყვარელო, ამას ხო ხედავ, როგორ ფეთქავს და ქანაობს აქეთიქით? ჰოდა, ძალიან მალე მივხედავთ შენს შინაგან სამყაროსაც.
– ბილი, მგონი, გადავიფიქრე...
– რა დროს გადაფიქრებაა, პატარავ! მოდი, მოაჯექი ამ ჩემს
კოშკს. მოვაშორე ჭიქა კედელს, შევამოწმე კამერა, გამოვსხლტი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 6
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.