Latin

მაკულატურა - 7

Total number of words is 3720
Total number of unique words is 2030
29.9 of words are in the 2000 most common words
42.5 of words are in the 5000 most common words
48.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მქონდა და მეორეც, წითელი ბეღურა მყავდა მოსაძებნი. მეცხრე ბინის ღილაკს მივაჭირე თითი და დავიწყე ლოდინი. კიდე დავაჭირე.
ისევ არაფერი. აუ ჩემი, აუ, აუ, აუ. გაფიქრებაც არ მინდოდა. დატყდნენ ნეტა? დეჟაც და ის დედამოტყნულიც? წუხელისვე უნდა მომეყომარებინა საქმე რა. გამექცნენ, დავიჯერო? ცალ ხელში ანთებული სიგარა დავიჭირე, მეორეში – საღები და დავეჩალიჩე. გაიღო
იოლად, შევედი ჰოლში. მივადექი მეცხრე ბინას და მივადე ყური
კარს. ჩამიჩუმი არ ისმოდა. თაგვსაც კი არ გაურბენია. აუ, ჩემი. ჯანდაბა რა. დავეჩალიჩე ისევ კარს, გავაღე და შევედი. პირდაპირ საწოლი ოთახისკენ დავაღირე თავი, გამოვხსენი კარადა – სადღა იყო
ტანსაცმელი, ცარიელი დამხვდა. საკიდები კონწიალობდნენ მარტო. ფუ, რას გავდა რა. ჩემი ჯაჭვის პირველი რგოლი, რომელსაც წითელ ბეღურამდე უნდა მივეყვანე, ოცდათორმეტ თავისუფალ საკიდად იქცა და კვალიც დავკარგე. აუ, მეთქი, რა დებილი გამომძიებელი ვარ. თავის მოკვლა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე ეგრევე, ჩა144
ვიყავი პიჯაკის ჯიბეში ხელი, ვიპოვე პატარა ბოთლი, გადავკარი
არაყი და გავუკიდე სიგარას. მივტრიალდი, წამოვედი, გამოვყევი
დერეფანს და როგორც იქნა, ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ერთ ბინას
ეწერა: “მმართველი მისტერ ტოჰილი”.
დავაკაკუნე.
– დიახ, – გაისმა პასუხად, ხმაზე, მეთქი, ვიღაც მოხეული ტიპია
კიდე. – ყვავილები, მისტერ ტოჰილ, ყვავილები მოვუტანე მისტერ
ტოჰილს. – როგორ შემოხვედით?
– მთავარი კარი ღია იყო, მისტერ ტოჰილ.
– შეუძლებელია.
– მისტერ ტოჰილ, ვიღაც ქალბატონი გამოდიოდა და მე შემოვედი ზუსტად მაგ დროს. – არ უნდა გექნათ ეგ.
– არ ვიცოდი, სამწუხაროდ. აბა, რა უნდა მექნა?
– უნდა დაგერეკათ გარედან და გეთქვათ, ვინ ხართ და რა გნებავთ. – კარგი, მისტერ ტოჰილ, გავალ გარეთ, დავრეკავ ზარს და
გეტყვით, რომ ყვავილები მოგიტანეთ. ასე აჯობებს?
– არა უშავს, შვილო, მოდი...
კარი გაიღო თუ არა, შევხტი შიგნით, მივაჯახუნე კარი და ვტაცე
ქამარში ხელი. ჩასავლები, იცოცხლეთ, ჰქონდა. მართლა დიდი ტიპი იყო. სადღაც ას ათკილოიანი, გაუპარსავი, თან გოგირდის სუნი
უდიოდა. – რას აკეთებ? აკი ყვავილებიო? გაუშვი ამ წყეულ ქამარს
ხელი! – დამშვიდდი, ტოჰილ, – ვუთხარი და დავსვი დაბლა, – კერძო დეტექტივი ვარ, ლიცენზიაც მაქ. დეჟა ფაუნტენის ადგილსამყოფლის დადგენა მინდა, მეცხრე ბინაში რომ ცხოვრობს, იმის.
– ტრაკზე მაკოცე და დაახვიე აქედან, ვინა ხარ, ე.
დავიხიე უკან.
– დამშვიდდით, მისტერ ტოჰილ, ცნობები მაინტერესებს მხოლოდ, მითხარით და წავალ. – ეგ პირადი ცნობებია, შენ კიდე უმაგი145
სოდ წახვალ. ახლავე მიგაბრძანებ აქედან. – შავი ქამარი მაქვს,
ტოჰილ. ვერ გადამირჩები. ნუ მაიძულებ, ვიმოქმედო. გადაიხარხარა და გამოიწია ჩემკენ.
– არ გაინძრე, – ვუყვირე მე. გაჩერდა.
– ტოჰილ, წითელ ბეღურას ვეძებ და დეჟა ფაუნტენმა უნდა გამიყვანოს მაგაზე. აუცილებლად უნდა გავიგო, სად წავიდნენ დეჟაც და
იმის ტიპიც. – მისამართი არ დაუტოვებიათ, – მითხრა, – ახლა მოშორდი აქედან, სანამ გაფეთე ცხვირ- პირში.
ამოვიღე ჩემი 32-მილიმეტრიანი და მივაშვირე მუცელზე.
– სად არი დეჟა ფაუნტენი!
– გააჯვი, შენი! – და გამოიქაჩა ჩემკენ.
– არ გაინძრე!
არ გამიგონა, სუფთა სულელი იყო. შემეშინდა და გამოვკარი ჩახმახს. არ გავარდა. მტაცა ტოჰილმა ყელში ღორის ბარკლისხელა
ხელები, თითებიც უშველებელი ჰქონდა, ღონიერი, შეუბრალებელი. სუნთქვა შემეკრა. თვალებში გამინათდა და მივცხე მუხლი ყვერებში. ვითომც არაფერი. ე, მეთქი, რა ხდება. სექსუალური ორგანოები სხვაგან ჰქონდა აშკარად, იქნება იღლიაშიც, რა ვიცი მე. ყველა იმედი წამერთვა. მეთქი, ვკვდები, ოღონდ თვალწინ განვლილ
ცხოვრებას არ ჩაუქროლია, უბრალოდ, ხმა ჩამესმა: “უკანა მარჯვენა საბურავი უნდა გამოცვალო...” სისულელე რა, სრული სისულელე. წასული იყო ჩემი საქმე, მორჩენილი, დამთავრებული. მერე
უცებ ვიგრძენი, როგორ გამიშვეს ხელი. მივაწყდი უკან და პირდაპირ სტრატოსფეროდან და ყველა დანარჩენი სფეროდან ერთად შევისრუტე ჰაერი. გავხედე ტოჰილს. არ ედო კარგი ფერი, ვერ გამოიყურებოდა მაინცდამაინც ვაჟკაცურად. თან მე მიყურებდა და თან
არც მიყურებდა თითქოს. დავინახე, როგორ იტაცა ხელი მარცხენა
მკლავზე და საშინელმა ტკივილმა დაუმანჭა სახე. ჩაიბურტყუნა რა146
ღაც, ამოიხედა და გაგორდა იატაკზე. მივედი, დავიხარე მისკენ, გავუსინჯე პულსი. ფა-ფუ. მკვდარი იყო. კარგად!
მოვცილდი გვამს, დავჯექი სკამზე და უცებ, ვის ვხედავ! ტახტზე
ჩემ პირდაპირ – ქალბატონი სიკვდილი. ასეთი ლამაზი მართლა
არადროს მინახავს. რა ქალი იყო. როგორი ერთგული, სუფთა ბაჯაღლო ოქრო. გამიღიმა.
– როგორა ხარ, ბილეინ?
– საწუწუნო რა მაქვს, ქალბატონო.
თავიდან ფეხებამდე შავები ეცვა. უხდებოდა შავი ფერი. წითელიც. – წონას მიხედე, ჯობია, ბილეინ, ბევრს ჭამ, თან სულ შემწვარ
კარტოფილს, პიურეს, დესერტებს... ლუდის ბოთლს არ აშორებ
ტუჩს. – კი, რაც მართალია, მართალია...
ისევ გამიღიმა და უნაკლო, ღონიერი კბილები გამოუჩნდა. რკინას გაკვნეტდა თავისუფლად.
– მოკლედ, წავედი, – მითხრა, – პატარა საქმეები მაქვს კიდევ
მოსაგვარებელი. – ვიცნობ რომელიმეს?
– ჰარი დობსს იცნობ?
– არა მგონია.
– თუ იცნობ, დაივიწყე.
და გაქრა. თითქოს არც ყოფილა.
მივადექი ტოჰილს, საფულე გავუჩხრიკე, ერთი ორმოცდაათიანი
ვუპოვე, ორი ოციანი, ერთი ხუთიანი და ერთიც ერთდოლარიანი.
ჩავიდე ყველაფერი შარვლის ჯიბეში. მივედი კართან, გავაღე, მერე
გამოვიკეტე და დავყევი ჰოლს. კაცის ჭაჭანება არ იყო. გავაღე მთავარი კარიც და გავაღწიე გარეთ. კიდე ცრიდა, მესიამოვნა წვეთები
სახეზე. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და გავწიე მანქანისკენ.
ადგილზე დამხვდა. შემოვუარე უკნიდან და მარჯვენა საბურავი შევამოწმე. მართლა გაცვეთილიყო. ახალი რეზინა უნდა მეშოვა.
147
44
მოკლედ, ისევ შემომაწვა დარდი. გავედი ოფისში, მივედი და
სკოჩი გავხსენი. ისევ დავუბრუნდი ჩემს ძველ მეგობარს, წყალგარეულ სკოჩს. სკოჩი ის სასმელი არაა, პირველ ჯერზე მოგეწონოს,
მაგრამ ცოტას მიეჩვევი თუ არა, თავის ჯადოსნურ ძალას შენზეც გამოცდის. მასში ის სითბო ვიპოვე, რაც ჩვეულებრივი ვისკისგან
არასდროს მიგრძნია. ჰოდა, ვიჯექი ნაღვლიანი სკამზე, გვერდით
კიდე 0,7-იანი ბოთლი მედგა. ტელევიზორი არ ჩამირთავს, დაკვირვებული ვარ, ამ ნაბიჭვარმა კარგად იცის, როგორ გაგიფუჭოს ისედაც ჩაოხრებული ხასიათი. ერთი უსახური ტიპი ენაცვლება მეორეს
და ასე გაუთავებლად. იდიოტების უსასრულო აღლუმია და მეტი
არაფერი, ოღონდ ზოგი უცნობია იქიდან და ზოგიც ცნობილი. კომიკოსები სულ უხეიროდ ხუმრობენ მანდ, დრამა ყოველთვის მეორეხარისხოვანია. დიდი არჩევანი არ მქონდა და ისევ სკოჩთან დარჩენა გადავწყვიტე.
თავიდან თუ ჟინჟღლავდა მხოლოდ, მერე მართლა გაწვიმდა,
მეც ვიჯექი და ყურს ვუგდებდი, როგორ ხმაურობდა წვეთები სახურავზე.
ვჯავრობდი, რანაირად გამეპარნენ ეს სირები-მეთქი. ვიცოდი,
ვეღარ მივაგნებდი იმ ჩემს პირველ ინფორმატორს. ყველაფერი თავიდან მქონდა დასაწყები. წითელი ბეღურა როგორ გამიფრინდა მე
სულელს ხელიდან. 55 წლის კაცი ისევ სიბნელეში ვაფათურებდი ხელებს. რამდენ ხანს გავქაჩავ კიდე? არ ვიყავი ერთი კაი პანჩურის
ღირსი? ვიყავი. ჩემმა მოხუცმა მითხრა ერთხელ: “თუ გამოჩნდა კაცი, წინასწარ რომ გადაგიხდის ფულს და იმედი აქვს, მომავალში
დაუბრუნებ, ყველაფერი იკისრე. ეგ ამბავი საბანკო და სადაზღვევო
საქმეს ჰგავს. აიღე ნაღდი და ქაღალდის ნაგლეჯი დაუტოვე სანაც148
ვლოდ. გამოიყენე იმათი ფული და მაყუთი არ მოგაკლდება. ორი
რამ ამოძრავებს მაგათ: სიხარბე და შიში. შენ ერთს დაუდექი მსახურად – მარჯვე მომენტსო”. არ უნდა იყოს ცუდი რჩევა, მაგრამ რატომღაც მამაჩემი მაინც სიღარიბეში მოკვდა. ისევ დავისხი სკოჩი.
ჯანდაბა. ქალებთანაც ვერ გავქაჩე ვერც ერთხელ. სამი ცოლი მყავდა. სამივეჯერ თითქოს ისეთი არაფერი, თუმცა უაზრო აყალმაყალმა, კინკლაობამ და არაფრის თუ ყველაფრის გულისთვის გაწევ-გამოწევამ ბოლო მოუღო სამივეს. ყოველდღე, წლიდან წლამდე, სულ
გაღიზიანებული დავდიოდით, ხელის შეწყობის მაგივრად ვკბენდით, ვუღრენდით ერთმანეთს. შარს ვდებდით. გამუდმებით ვდებდით ერთმანეთს შარს. სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისი იყო საამისოდ. ბოლოს ერთ დღესაც იღვიძებ და ხვდები, რომ ჩვევაში გადაგსვლია ეს ყველაფერი და ვერც იშორებ. აღარც გინდა თითქოს გადაეჩვიო. მერე კი შორდები. სამუდამოდ.
ჰოდა, აი ესა ვარ, რაცა ვარ-მეთქი, გავიფიქრე. ვზივარ და ვუსმენ
წვიმას. ახლა რომ მოვკვდე, დედამიწის ზურგზე წვეთი ცრემლი არ
ჩამოუვარდება არავის. სულაც არ მინდოდა, ასე გამოსულიყო, უცნაური კია. მაინც სად გადის ჩემისთანა სირის მარტოობის ზღვარი?
ქვეყანა სავსეა ჩემისთანა ბებერი ვირებით, რო სხედან, წვიმას უსმენენ და ფიქრობენ, ნეტა საით მიდის ყველაფერიო. სიბერე რო მოგიკაკუნებს კაცს, ჯდები და იწყებ ფიქრს, საით მიდისო. არადა, არსადაც არ მიდის. ჩემი სამი მეოთხედი მკვდარია ისედაც. ტელევიზორი ჩავრთე. რეკლამა გადიოდა:
“მარტო ხართ? მოიწყინეთ? გამხიარულდით. დარეკეთ ჩვენს
მშვენიერ ქალბატონებთან. ისინი თქვენ გელიან, საუბარი სურთ
თქვენთან. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო მასტერ
ან ვიზა ბარათებით. ესაუბრეთ კიტის, ფრენსის, ბიანკას. დარეკეთ
800-435-8745”.
149
გოგოებსაც აჩვენებდნენ. კიტი ყველას ჯობდა. გადავკარი სკოჩი
და ნომერი ავკრიფე. – გისმენთ, – მამაკაცის ხმა იყო, საშინელი
თან.
– კიტი მინდოდა, თუ შეიძლება.
– 21 წელი შეგისრულდათ უკვე?
– შემისრულდა.
– რომელი ბარათით გადაიხდით, მასტერით თუ ვიზათი?
– ვიზა.
– ნომერი და მოქმედების ვადა მითხარით. მისამართიც, ტელეფონის, დაზღვევის და მართვის მოწმობის ნომრებიც.
– ე, მე საიდან უნდა ვიცოდე, რომ სათქვენოდ არ გამოიყენებთ
ამ ინფორმაციას? და თავს არ მომაბეზრებთ? ან სარგებელს არ ნახავთ ჩემს ხარჯზე? – ე, ძმაო, კიტისთან ლაპარაკი გინდა?
– მგონი...
– ჩვენ ტელევიზიით ვავრცელებთ განცხადებას, ორი წელია, ამ
საქმეში ვართ. – კარგი, ჩავიხედები საფულეში.
– ძმაო, თუ შენ არ გინდივართ, ჩვენ – მით უმეტეს.
– კიტი რაზე უნდა მელაპარაკოს?
– რაზეც გენდომება.
– როგორ გგონია, რაზე მენდომება.
– ე, ძმაო...
– კარგი, კარგი, მოიცა ერთი წუთი...
ჩავაწერინე, რაც უნდოდა. ორი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, ჩემს
საკრედიტო ბარათს ამოწმებდნენ. მერე ქალის ხმა გაისმა:
– გამარჯობა, საყვარელო, მე კიტი ვარ.
– გაგიმარჯოს, კიტი, მე ნიკი მქვია.
– აუუუ, რა სექსუალური ხმა გაქვს! ავიგზენი ცოტა, ხო იცი. – არა,
არ მაქ სექსუალური ხმა.
150
– ვაიმე, რა თავმდაბალი ხარ!
– არა, კიტი, რა თავმდაბალი...
– იცი, რაღაცნაირად ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ შენთან!
აი, იცი, როგორ, წარმოიდგინე, თითქოს მუხლებზე გიზივარ და თვალებში ჩაგცქერი. მე დიდი ცისფერი თვალები მაქვს. შენ გადმოიხრები ჩემკენ, მაკოცო, გინდა!
– რას სულელობ, კიტი, მარტო ვზივარ სავარძელში, სკოჩს ვსვამ
და წვიმის ხმაურს ვუგდებ ყურს.
– მისმინე, ნიკ, წარმოსახვა უნდა აამუშაო. მიდი, ცადე და შენ
თვითონ გაგიკვირდება, ისეთ რამეებს ჩავიდენთ ერთად. მოგწონს
ჩემი ხმა? ჰო... სექსულური ხმა მაქვს... ჰა? – კი გაქვს, ოღონდ ისე
რა. თითქოს გაციებული ხარ. ხარ მართლა გაციებული? – ნიკ, ნიკ,
ჩემო ბიჭუნა, ვხურვარ სულ, რა გაციება?
– რაო?
– ვხურვარ-მეთქი, რა დროს გაციებაა.
– მოკლედ, არ ვიცი, გაციებულს კი გიგავს ხმა და. ბევრს ეწევი
შეიძლება. – მე მარტო ერთ რამეს ვეწევი, ნიკ.
– მაინც რას, კიტი?
– ვერ ხვდები?
– ვერა.
– დაბლა დაიხედე, ნიკ.
– დავიხედე.
– რას ხედავ?
– სასმელს. ტელეფონს...
– კიდე, ნიკი?
– ფეხსაცმელებს.
– ნიკ, და ეგ დიდი რაღაც რა არის, მანდ რომ ჩანს?
– ა, ეს? ღიპი.
151
– მიდი, მელაპარაკე, ნიკ. უსმინე ჩემს ხმას. წარმოიდგინე, ვითომ მუხლებზე გიზივარ, კაბა ოდნავ აწეული მაქვს, მუხლებიც მიჩანს, ბაყვებიც. ქერა თმა მხრებზე მაყრია. იფიქრე ამაზე, ნიკ, წარმოიდგინე...
– კარგი...
– მიდი, აბა, ახლა რას ხედავ?
– ზუსტად იმავეს: ტელეფონს, ფეხსაცმელებს, სასმელს, ღიპს... –
ცუდი ბიჭი ხარ, ნიკ. მინდა, მოვიდე მანდ და გაგროზგო! შენც ხო არ
გამროზგავ, ნიკ? – რაო?
– გამროზგავ, გამროზგავ.
– კიტი...
– ჰო.
– ერთ წუთს ვერ დამიცდი? სააბაზანოში უნდა გავიდე.
– ო, ნიკ, ვიცი, რატომაც მიდიხარ! ნუ გახვალ, რა საჭიროა, მანდვე ქენი, ტელეფონთან, თან მელაპარაკე. – არა, კიტი, ვერ ვიზამ
მაგას. მეფსია.
– ნიკ, ჩათვალე, ჩვენი საუბარი დამთავრებულია, – და დამიკიდა
ყურმილი. შევედი სააბაზანოში და მოვშარდე. მოვათავე და გავაგრძელე წვიმისთვის ყურის გდება. მაგარი ბანძი დიალოგი გამოგვივიდა, მაგრამ ცოტა ხნით ხომ მაინც მოვწყდი წითელ ბეღურასაც და
სხვა საფიქრალსაც. ჩავრეცხე, დავიბანე ხელები, სარკეში ჩავიხედე, ჩავუკარი თვალი საკუთარ თავს და ისევ სკოჩს დავუბრუნდი.
152
45
მოკლედ, მეორე დღეს ვიჯექი ოფისში, უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით და, სიმართლე ითქვას, გული მქონდა აცრუებული
ყველაფერზე. დიდი წარმატებით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნიდი,
ვერც მე და ვერც დანარჩენი კაცობრიობა. ჩვენ ხომ უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დავყიალობთ აქეთ-იქით და პატარ-პატარა
საქმეების კეთებით გაგვყავს დრო. ზოგიერთი ამ პატარ-პატარა საქმეებსაც არ ვაკეთებთ. ნამდვილი ბოსტნეულები ვართ. მეც მათ შორის. ისე, საინტერესოა, რომელი ბოსტნეული ვარ. მგონი, თალგამი
უფრო. სიგარას მოვუკიდე, მოვქაჩე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს
ვიცოდი რაღაც-რაღაცები. დარეკა ტელეფონმა. ავიღე.
– გისმენთ.
– მისტერ ბილეინ, თქვენ ჩვენი ერთ-ერთი გამარჯვებული ხართ.
თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ტელევიზორი, სომალიში მოგზაურობა,
5 000 დოლარი ან დასაკეცი ქოლგა. თქვენთვის მზად იქნება ოთახი
და საუზმე, ცხადია, უფასოდ. ამისთვის უნდა დაესწროთ ჩვენს ერთერთ სემინარს, სადაც შემოგთავაზებთ უძრავი ქონების უსაზღვრო
არჩევანს.
– ოე, ძმა.
– დიახ, სერ.
– წადი, ჩამოკარი რა.
და დავუკიდე. თვალი ვეღარ მოვაშორე ტელეფონს. რა წყეული
რამეა რა. მაგრამ 911-ში უმაგისოდ როგორ დარეკავ. კაცმა არ
იცის, როდის დაგჭირდება. მეთქი, შვებულება მჭირდება აუცილებლად. კიდე – 5 ქალი. ყურებიდან გოგირდის გამოწმენდა. ზეთის
შეცვლა მანქანაში. საშემოსავლო უწყისი მაქ შესავსები, სათვალეზე ცალი ყური მოტეხილი. ოთახში ჭიანჭველები მყვანან. კბილები –
153
გამოსახეხი, ფეხსაცმლის ქუსლები – შემოცვეთილი. უძილობა
მტანჯავს. ჩემი მანქანის დაზღვევას ვადა გაუვიდა, ყველა გაპარსვაზე სახეს ვიჭრი. მე-6 წელი მიდის, არ გამიცინია. სულ ისეთ რამეებზე
ვღელავ, რაც სულ არ არი ასაღელვებელი. როცა ასაღელვებელი
შემხვდება რამე, ეგრევე სმას ვიწყებ.
ტელეფონმა დარეკა ისევ. ავიღე.
– ბილეინი ხართ?
– შესაძლოა.
– შესაძლოა არა, ჩემი ყლე, ხარ ბილეინი თუ არ ხარ?
– კარგი, ბილეინი ვარ.
– მოკლედ, ბილეინ, გავიგეთ, წითელ ბეღურას ეძებ თურმე.
– ჰოო? საიდან გაიგეთ?
– საიდუმლო წყაროდან.
– საიდუმლო ადგილები ტანზეც ხომ გაქვთ, მაგრამ ხო აჩენთ
ხოლმე? – თავს შევიკავებთ ამჯერად.
– კარგი, – მე ვუთხარი, – რამდენი გინდათ?
– 10 000 დოლარი და ხელიდან ხელში ჩაგაბარებთ წითელ ბეღურას. – მაგდენი არ მაქვს.
– გაგიყვანთ ტიპზე, რომელიც გასესხებს.
– მართლა?
– მართლა, ბილეინ. მხოლოდ 15%-ად თვეში.
– ჰო, მაგრამ საგარანტიოდ არაფერი მაქვს.
– დარწმუნებული ვარ, გაქ.
– რას გულისხმობ?
– სიცოცხლეს.
– მეტს არაფერს? აი, ასეთი ლაპარაკი უკვე მომწონს.
– მშვენიერია, ბილეინ, 10 წუთში შენთან ვიქნებით.
– როგორ მივხვდე, რომ თქვენ ხართ?
154
– მიგახვედრებთ.
ყურმილი დავკიდე. ათი წუთის მერე მართლა დააკაკუნეს კარზე.
ღონივრად თან. შეზანზარდა კარი. გადავამოწმე, მეთქი, უჯრაში ხო
მიდევს ლუგერი. მედო. რა ჯობდა მისი შიშველი სხეულის ნახვას.
– ღიაა, შემოდით, თუ ღმერთი გწამთ.
შემოგლიჯეს კარი, უზარმაზარი სხეული ჩამოეფარა შუქს. ნამდვილი გორილა, ოღონდ ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი და
სიგარიანი. ორი მასავით, ოღონდ უფრო პატარა, მაიმუნი ახლდა
თან.
სკამი შევთავაზე. დაჯდა, მაგრამ რა დაჯდა. სკამის ფეხებმა საწყლად დაიჭრიალეს. პატარა მაიმუნები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ. ამ
დიდმა ერთი დააბოყინა და გადმოიწია ჩემკენ.
– მე სანდერსონი ვარ, – მითხრა, – ჰარი სანდერსონი, ესენი, –
და თანმხლებებზე მანიშნა, – ჩემი ბიჭები არიან.
– შვილები?
– ბიჭები.
– ჰო.
– ვიცი, გჭირდებით.
– ჰო.
– წითელი ბეღურა.
– იმ ქალთან და მის ქოფაკთან ხომ არ გაქვთ რამე კავშირი, წუხელ რომ დატყდნენ ბინიდან?
– არანაირი კავშირი არ მაქვს ქალებთან ერთის გარდა.
– მაინც?
– კიჩოს ვაწმენდინებ ხოლმე.
ორივე მაიმუნმა ერთდროულად ჩაიხითხითა. მაგარი ხუმრობა
ეგონათ. – ასე მგონია, იუმორი გღალატობთ, – ვუთხარი მე.
– საერთოდ არ გვაინტერესებს, შენ რა გგონია.
155
– ჭკვიანურია. მოდი, წითელ ბეღურაზე გადავიდეთ.
– 10 000 დოლარი.
– როგორც უკვე გითხარით, მაგდენი ფული არ მაქვს.
– მეც გითხარი უკვე, რომ ვიშოვით მევახშეს და იაფად მოგცემსმეთქი ვალს, თვეში 15 პროცენტად.
– კარგი, მიშოვეთ.
– ჩვენა ვართ მევახშეები.
– თქვენ?
– ჰო, ბილეინ. ჩვენ მოგცემთ ფულს და მერე დაგვიბრუნებ და ყოველ თვე 15 პროცენტს გადაგვიხდი, სანამ ვალი არ დაიფარება. მოაწერე ამ ფურცელზე ხელი და თავისუფალი ხარ. ნაღდი ფული არც
გვჭირდება ახლა. ნაღდი საიმედოდ გვაქ შენახული, რო არ ვაფრიალოთ აქეთ-იქით.
– და სანაცვლოდ...
– ხელში ჩაგაბარებთ წითელ ბეღურას.
– საიდან მეცოდინება, რომ არ მომატყუებთ?
– რას მოგატყუებთ?
– ანუ ნამდვილ წითელ ბეღურას რომ ჩამაბარებთ.
– უნდა გვენდო.
– ასეც ვიცოდი, მაგას მეტყოდით.
– ჰა, კი თუ არა?
– რა კი თუ არა?
– გვენდობი თუ არა.
– ცხადია, მაგრამ მირჩევნია, თქვენ მენდოთ.
– ეგ როგორ?
– ჯერ წითელი ბეღურა მომიყვანოთ და ფული – მერე.
– რაო? შენ რა, ჩერჩეტები გგონივართ?
– ჰჰჰ, კი...
156
– ნუ ატრაკებ, ბილეინ, – მითხრა და ვარდისფერკოსტიუმიანი
გორილა ფეხზე წამოდგა, – კარგად დაფიქრდი და პასუხი გაგვაგებინე. 24 საათი გაქ, იცოდე, მერე მორჩა, მეორე შანსი აღარ გექნება
აღარასდროს.
– კარგი, – დავეთანხმე მეც.
გორილა შეტრიალდა და წავიდა, პატარა მაიმუნმა გადაასწრო
და გაუღო კარი. მეორე იდგა და მიყურებდა. ბოლოს მოშორდნენ
სამივენი. მე კიდე ვიჯექი და აზრის ნასახი არ მომდიოდა. გამიჩინეს
რა თავსატეხი. საათის ისრები კი მიქროდნენ. ფუ, რა. ჩავყავი უჯრაში ხელი, არაყი მინდოდა. სადილობის დრო იყო უკვე.
46
მეთქი, რას აპირებ, ჩემო თავო? ისე ვღელავდი, მაგიდასთან ჩამეძინა. რო გავიღვიძე, დაღამებული იყო უკვე. ავდექი, მოვიცვი
ქურთუკი, ქუდი დავიხურე, გარეთ გამოვედი. ჩავჯექი მანქანაში და
5 მილი გავიარე დასავლეთისკენ, ისე, უმიზნოდ. მერე გავაჩერე მანქანა და მივიხედ-მოვიხედე. ბარის წინ გავჩერებულვარ თურმე. “ჰადესი” – ციმციმებდნენ ნეონის ნათურები. გადმოვედი მანქანიდან
და შევედი შიგნით. ხუთი კაცი დამხვდა. ხუთი მილი, ხუთი კაცი. ყველაფერი ხუთ-ხუთი. ბარმენი იყო, ერთი გოგო და სამი გამხდარი,
კოჭლი, მოსულელო ტიპი. ეტყობოდათ, თმაზე ფეხსაცმლის კრემი
წაესვათ. ბიჭები გრძელ სიგარეტებს ეწეოდნენ და დაცინვით მიცქერდნენ მეც და მთელ კაცობრიობასაც. გოგო ბარის ერთ კუთხეში
იჯდა, ბიჭები – მეორეში. ბარმენი – შუაში. დავავლე ხელი საფერფლეს და ორჯერ დავარახუნე დახლზე, როგორც იქნა, ბარმენმა მომაქცია ყურადღება. მოჭუტა თვალები და წამოვიდა ჩემკენ. თავით
157
ბაყაყს გავდა, ხტომა-ხტომით არ მოსულა ოღონდ, ძლივს მოფორხილდა და დამიდგა ცხვირწინ. – სკოჩი და წყალი, – შევუკვეთე მე.
– წყალი სკოჩში ჩაგისხათ?
– სკოჩი და წყალი-მეთქი.
– ჰა?
– სკოჩი და წყალი, ცალ-ცალკე ოღონდ, თუ შეიძლება.
ბიჭები მომჩერებოდნენ. ბოლოს, შუაში რომელიც იდგა, იმან
ამოიღო ხმა. – ჰეი, მოხუცო, ცოტას გატკენთ, რა იქნება?
გავხედე, გამეღიმა.
– უფასოდ ვიზამთ, – გააგრძელა ისევ შუანამ. იცინოდნენ სამივენი, მასხრად მიგდებდნენ.
მოვიდა ბარმენიც, ჩემი სკოჩი და წყალი მომიტანა.
– მოვალ ახლა და დაგილევ მაგ სასმელს, – მომაძახა შუანამ. –
გაეკარები ჭიქას და გამხმარი მძღნერივით გაგწყვიტავ შუაზე. – ოჰ,
ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ.
– ოჰ, – გაეპასუხა მეორე.
– ოჰ, – ეს უკვე მესამის ხმა იყო.
გადავკარი ვისკი, წყლისთვის ხელი არ მიხლია.
– ჩვენს ბებერს მაგარი ტიპი გონია თავი.
– მოდი, ვნახოთ, მართლა მაგარი ვინმეა თუ არა.
– ვნახოთ.
ღმერთო, რა მომაბეზრეს თავი. მარტო მაგათ კი არა, ყველამ.
არაფერი ახალი, აღარაფერი სიცოცხლით სავსე. მკვდარი ყველაფერი, მოსწორებული. კინოებში როა ხოლმე, ისე. – გაიმეორე, –
ვუთხარი ბარმენს.
– რა დალია, სკოჩი და წყალი?
– ჰო.
158
– ეს მოხუცი კარგად ვერ გამოიყურები, – დამისვა დიაგნოზი შუანამ. – გამოიყურება, – გავეპასუხე მე.
– რა გამოიყურება?
– კარგად ვერ გამოიყურება-მეთქი.
– გვეთანხმები?
– გისწორებთ. და იმედი მაქვს, ამის მეტად შენიშვნის მოცემა
დღეს აღარ დამჭირდება. ბარმენმა ისევ მომიტანა შეკვეთა და წავიდა.
– შენ ტრაკს მიხედე რა, – მითხრა, ყველაზე მეტს ვინც ლაპარაკობდა, იმან. ყურადღება არ მივაქციე.
– და ცოტა ძვალი და რბილი რო გაგიერთიანოთ, არა?
წყეული, მოსაწყენი ადამიანები. სავსეა დედამიწა ასეთებით. თან
სულ თავისნაირებს ამრავლებენ.
– მოდი, სტაფილო მოვაწოვოთ.
– და სამი სტაფილო რო ერთად მოვაწოვოთ?
ხმა არ გამიცია. გადავკარი სკოჩი, წყალიც მივაყოლე, ავდექი და
თავი დავუკარი ბარის კედელს.
– ჰე, შეხედე, გარეთ გამოდითო.
– ოჰო, მგონი, დაგვხვდეს უნდა.
– წამო, გავყვეთ.
ბარის სიღრმისკენ დავადე თავი. ნაბიჯების ხმა გავიგონე, მომდევდნენ, დანის გახსნის ხმაც. მოვტრიალდი უცებ, ერთი დარტყმით
გავაგდებინე დანა ხელიდან და ყურის ძირში მოვდე. წაიქცა, შევადექი. ის ორი ეგრევე შებრუნდა და გაიქცა. გაირბინეს მთელი ბარი
და გაცვივდნენ გარეთ. გავუშვი. მივბრუნდი დარჩენილთან. ძირს
იწვა ისევ. ავაყენე, შევუდექი მხარში, გამოვათრიე გარეთ და ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე დავსვი. მერე გავხადე ფეხსაცმელები და
სანიაღვრე ჭაში გადავუყარე. საფულეც მასე. ბარში დავბრუნდი,
159
ავიღე დანა, ჩავიდე ჯიბეში, დავჯექი ისევ ჩემს ადგილას და სასმელიც თავიდან შევუკვეთე. გოგოს ხველა აუტყდა, სიგარეტს ეწეოდა
და, ალბათ, იმიტომ. – მისტერ, – მითხრა, – მომეწონა, რაც ქენით.
მომწონს ნამდვილი მამაკაცები. ყურადღება არ მიმიქცევია.
– ტრაქეა მქვია, – გამეცნო გოგო.
მოკიდა ხელი თავის სასმელს, მოვიდა და მომიჯდა გვერდით. სუნამო ბლომად დაესხა და პომადაც იმდენი ესვა, მთელი კვირა ეყოფოდა სხვას.
– შეგვეძლო, გაგვეცნო ერთმანეთი, – სცადა ლაპარაკის აწყობა.
– აზრი არა აქვს, სისულელე გამოვა მაინც.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– გამოცდილება.
– იქნებ მხოლოდ ცუდ ქალებს შეხვედრიხართ ცხოვრებაში?
– იქნებ მივეჩვიე კიდეც უკვე ამას.
– შეიძლება, მე უკეთესი ვიყო.
– რა თქმა უნდა.
– სასმელზე დამპატიჟეთ.
ჩემი მოიტანეს ზუსტად იმწამს.
– ტრაქეასთვისაც გვინდა ერთი, – ვუთხარი ბარმენს.
– ჯინ-ტონიკი, ბობი...
ბობი წაფრატუნდა.
– სახელი არ გითქვამთ, – ატიკტიკდა გოგო.
– დევიდი.
– ო, როგორ მომწონს. ოდესღაც ვიცნობდი ერთ დევიდს.
– რა დაემართა?
– არ მახსოვს.
და ტრაქეამ მხარი მხარზე მომადო, ალბათ, ჩვეულებრივზე
თორმეტი კილოთი მეტს იწონიდა.
160
– მაგარი კაცი ხართ, – მითხრა.
– რა შემატყვეთ?
– შეგატყვეთ, – მერე გაჩუმდა და ისევ განაგრძო, – მოგწონვართ? – არც ისე.
– მოგეწონებით, კარგი გოგო ვარ.
– რაში? ჭრა-კერვაში?
– არა, მოკლე რაღაცების დაგრძელება მეხერხება.
– მაგალითად?
– მშვენივრად იცით, რასაც ვგულისხმობ.
– არა, არ ვიცი.
– გამოიცანით.
– ბუშტებს ბერავთ.
– რა ენამახვილი ხართ.
– კი, უთქვამთ სხვებსაც.
მოუტანეს სასმელი. მოსვა ოდნავ. რაც უფრო მეტს ვუყურებდი
მას, მით უფრო ნაკლებად მომწონდა.
– ჯანდაბა, ჩემი სანთებელა, – შეიცხადა ქალმა.
გახსნა საფულე და დაიწყო რაღაცების ამოლაგება. ლუდის ბოთლის გასახსნელი, სამფერა პომადა, კევი, სასტვენი და... – ვიპოვე!
– შესძახა, ხელში სანთებელა ეჭირა, დააკაკუნა სიგარეტი და გაუკიდა. – ის რა არის?
– რა?
– აი, ის, დახლზე, წითელი როა, – ვანიშნე.
– ოჰ, ეს ჩემი ბეღურაა.
– ცოცხალია? ცოცხალი იყო კი საერთოდ? ოდესმე მაინც?
– არა, სულელო, ფიტულია. ზოომაღაზიაში ვიყიდე, ჩემი ფისოსთვის. კატების სათამაშოა. ფისო გიჟდება ამათზე.
– ო, ჯანდაბა, მოაშორე რა.
161
– დევიდ, ერთი წუთის წინ ისეთი აღფრთოვანებული იყავით, ჩიტები გიყვარს? – მხოლოდ წითელი ბეღურა.
– გინდა გაჩუქოთ?
– არა, არა, ყველაფერი რიგზეა.
– სახლში კიდე მაქვს ასეთი ფიტულები სათამაშოდ. თან ჩემს ფისოსაც გაიცნობდით. – არა, იყოს, ტრაქეა. უნდა წავიდე.
– კარგი, დევიდ, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას კარგავთ.
ავდექი, გავყევი დახლს, რამდენიმე დოლარი დავუგდე ბარმენს და
გამოვედი გარეთ. ის პანკი ბიჭი გაჩერებაზე აღარ ჩანდა. ჩავჯექი
მანქანაში, დავძარი და გადატენილ ქუჩაზე ამოვყავი თავი. ღამის
ათი საათი ხდებოდა, მთვარე უკვე ამოსულიყო ცაზე, ჩემი ცხოვრება
კი კვლავაც ნელა და უგზო-უკვლოდ მიედინებოდა.
47
მეორე დღეს ოფისში ვიჯექი, როცა ლამის წიხლით შემოაღეს კარი. ჰარი სანდერსონი იყო თავის მაიმუნებთან ერთად. ამჯერად ღია
წითელი კოსტიუმი ეცვა. ფერებში ნაღდად უცნაური გემოვნება
ჰქონდა. ერთ გოგოს ვიცნობდი ოდესღაც, ისიც ეგეთ ახირებულ
ტანსაცმელს იცვამდა ხოლმე, აი, თითქოს, რესტორანში რო მივდიოდით საჭმელად, ყველა უნდა მოტრიალებულიყო და მისთვის
ეცქირა. მაგრამ, სამწუხაროდ, გარეგნობით ვერ დაიკვეხნიდა. სამი
დღის გაუპარსავი წვერი რომ მქონოდა და თან ნაბახუსევზეც ვყოფილიყავი, მაინც იმაზე ლამაზი მეთქმოდა. თუმცა, დავუბრუნდეთ
სანდერსონს. – ოე, პანკი, გავიდა შენი 24 საათი. კიდე კუტუს იფხან
თუ მოიფიქრე რამე? – ჯერ ვიფხან.
– გინდა ეს წითელი ბეღურა, ბოლო-ბოლო, თუ არა?!.
162
– მინდა, მაგრამ შენი ბიჭები ბიცოლაჩემის ილინოისელ მუშებს
მაგონებენ. – ბიცოლაშენის? ბიცოლაშენი რაღა შუაშია?
– სახურავს გასდიოდა მისას.
– მართლა?
– ჰო. მოვიდნენ ეს ტიპები და უთხრეს, სახურავს შეგიკეთებთ,
ახალი ჰერმეტიზატორი გვაქო. მოაწერინეს ხელი ქაღალდის ნაგლეჯზე, ჩეკი გამოართვეს და აძვრნენ მაღლა. – სად მაღლა?
– სახურავზე. აძვრნენ და მოასხეს ყველგან მანქანის ზეთი და ჰაიდა. მეორედ რო გაწვიმდა, მთელი ზეთი ჩამოვიდა სახლში და ყველაფერი გააოხრა. – შაყირობ, ბილეინ? აი, გული მომიკალი პირდაპირ რა! მოდი, ვიმსჯელოთ! რა გინდა, ბეღურა გინდა, თუ ჩვენ რო
მოვშორდეთ აქაურობას, ის? – თქვენ გინდათ, მასესხოთ 10 ათასი,
ჰო? რომელსაც ვერც მივიღებ და რომლისთვისაც ყოველ თვე 15%
უნდა გიხადოთ, ეგრეა? რამე უკეთესს არ შემომთავაზებთ? იმის
თქმა მინდა, თქვენ რო ჩემს ადგილზე იყოთ, მოკიდებდით ამ საქმეს
ხელს-მეთქი? – ბილეინ, – გამიღიმა სანდერსონმა, – ბედს დიდად
არ ვემადლიერები, მაგრამ იმას კი ვუფასებ, რომ შენს ადგილზე არ
ვარ.
ორივე მაიმუნმა ერთდროულად გაიღიმა.
– შენ რა, გძინავს ამ ბიჭებთან?
– მძინავს? რას ნიშნავს “გძინავს”?
– ძილს. არსებობს ეგეთი რამე, მაგ დროს თვალებს ხუჭავენ
ხოლმე ადამიანები, ხელისგულს ლოყის ქვეშ ამოიდებენ და ა.შ. –
აუ, რა სიამოვნებით გაგგლეჯდი, ბილეინ, ბუნტყლს არ დავტოვებდი
შენგან! მაიმუნებმა ამჯერადაც ერთად ჩაიცინეს. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. მეთქი, ჭკუიდან გადავდივარ. აქამდეც ხშირად მიგრძნია ეს.
163
– მოკლედ, სანდერსონ, შენ თქვი, ბეღურას ხელში ჩაგაბარებო.
– ყოველ მიზეზგარეშე.
– გააჯვით რა...
– რაო?
– გააჯვით-მეთქი.
– რა გჭირს, ბილეინ? გააფრინე?
– კი, კი, გავაფრინე, როგორ არა.
– დაიცა ერთ წუთს...
სანდერსონმა თავისთან დაუძახა მაიმუნებს. მესმოდა, როგორ
ზუზუნებდნენ და განიხილავდნენ რაღაცას. მერე დაიშალნენ.
სანდერსონი პირდაპირ ანათებდა სიხარულისგან.
– ბოლო შანსი გაქ, იცოდე.
– რაო? რისი შანსი?
– ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ 5 ათასამდე შეგვიძლია დაგიკლოთ. – სამამდე.
– ოთხი და გავათაოთ.
– აბა, სად არი დედამოტყნული ფურცლები?!.
– აი, აგერ მაქვს...
ჯიბიდან რაღაც ფურცლები ამოიღო და მაგიდაზე მოისროლა. წაკითხვა ვცადე. ძირითადად იურიდიული ტერმინები შემხვდა. მოვუწერე სესხზე ხელი, “უმაღლესი აღმასრულებლები” იყვნენ. თვეში
15 პროცენტი უნდა გადამეხადა. ეს გავიგე, მაგრამ კიდევ იყო რაღაც.
– აქ, მგონი, ისევ 10 წერია.
– ო, მისტერ ბილეინ, მაგას უცებ მოვაგვარებთ.
სტაცა ხელი ფურცლებს, გადაშალა 10-იანი და 4-იანი ჩაწერა
ყველგან, მოაწერა ხელი და მაგიდაზე მომიბნია.
– მოაწერე შენც...
164
მივაგენი კალამს და როგორც იქნა, მოვაწერე ხელი ამ წყეულ ქაღალდებს. სანდერსონმა სასწრაფოდ მოხიკა ისინი და ქურთუკის ჯიბეში ჩაიტენა.
– დიდი მადლობა, მისტერ ბილეინ, ბედნიერად.
და სამივენი გასასვლელად წამოიმართნენ.
– წითელი ბეღურა სად არი?
ანდერსონი გაჩერდა. მოტრიალდა.
– ოჰ.
– კი, ოჰ.
– ხვალ, ორ საათზე, დიდ ცენტრალურ ბაზრობასთან გელოდებით. – მაინც სად, ეგ ხო უზარმაზარი ადგილია?
– საყასბოსთან. მიუდექი ღორის თავებს გვერდით და მოგაგნებთ. – ღორის თავების გვერდით?
– მართალი ხარ. გიპოვით რა.
მერე შეტრიალდნენ სამივენი და გამშორდნენ. მე კიდე ვიჯექი და
კედლებს თვალს ვერ ვაშორებდი. გულში გამკრა ბუნდოვნად, მგონი, გადამაგდეს-მეთქი.
48
ორ საათზე უკვე დიდ ცენტრალურ ბაზარში ვიყავი. ვიპოვე საყასბო და დავდექი ღორის თავებთან. თავის ქალები თვალებამოცარიელებული ფოსოებით მომჩერებოდნენ. ავარიდე მზერა და სიგარა
გავაბოლე. რამდენი რამე გგვრის ქვეყანაზე კაცს სევდას. ეჰ, ეს საბრალო სასუპედ გამზადებული ჩონჩხები. ვიფიქრე, მომატყუეს-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, სულაც არ მოსულიყვნენ ეს ტიპები. ვიღაც
მათხოვარი მომიახლოვდა. ძონძები ეცვა. გამოველაპარაკე.
165
– ჰეი, მეგობარო, ზედმეტი დოლარი ხო არ გაქ? ლუდი მინდა, გამიშრა პირი... იმ საბრალომ ზურგი მაქცია და გზა გააგრძელა. არადა, ხანდახან განვიკითხავ ხოლმე. გააჩნია, ალბათ, როგორ ფეხზე
ავდგები დილით. ვინ იცის? ფული არ ყოფნის ყველას, არც არასდროს ყოფნიდა და აზრზე არ ვარ, რით ვუშველო ამ ამბავს. მერე
ისინი დავინახე. სანდერსონი თავის მაიმუნებთან ერთად. დამადგნენ. სანდერსონი იღიმებოდა და ნაჭერში გახვეული რაღაც ეჭირა
ხელში. გალია ეგონებოდა კაცს. მართლა გალია ხო არ იყო?
ამესვეტნენ წინ. სანდერსონმა ღორის თავებს გადახედა.
– ბილეინ, მადლობელი იყავი, რომ ღორის თავი არ ხარ.
– რატომ ვითომ?
– რატომ? ღორის თავი ვერ ჟიმაობს, ვერც კანფეტს ჭამს, ვერც
ტელევიზორს უყურებს. – მაგ ძონძებში რა გაგიხვევია, სანდერსონ?
– შენ მოგიტანე, პატარავ, ვიცი, მოგეწონება.
– ნამდვილად მოეწონება, – გაეპასუხა მეორე.
– აჰა, – დაუდასტურა მესამემაც.
– სანდერსონ, ეს ტიპები ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებიან? – თავი კი არ მოსძულებიათ.
– არ მოგვძულებია, სიცოცხლე გვიყვარს, – დაეთანხმა ერთი.
– დავბერდეთ გვინდა, – დაუმატა მეორემ.
– სანდერსონ, კითხვაზე მიპასუხე, გალიაში რა გყავს?
– ა, ეს შენი არ არი, ცარიელი გალიაა.
– ცარიელი გალია გინდა მომცე?
– ეს სატყუარაა მხოლოდ, ბილეინ.
– სატყუარა რაღად გინდათ?
– რო გავერთოთ ცოტა. გვიყვარს გართობა.
– მაგარია. კარგი და ნამდვილი გალია სადღაა?
– შენი მანქანის წინა სავარძელზე დევს.
166
– ჩემი მანქანის? როგორ...
– ჩვენ ჩვენი საქმე ვიცით, ბილეინ.
– აბა, რაღას მითხარი, მოგეწონებაო.
– რა მოგეწონებაო?
– ეგ გალია, ხელში რაც გიჭირავს. მითხარი, მოგეწონებაო, შენი
მონები კიდე დაგეთანხმნენ.
– გავერთეთ ცოტა. ხომ გითხარი, გართობა გვიყვარს-მეთქი. ენა
მოვიქავეთ ოდნავ. – ენა მოიქავეთ? როდის მორჩებით მაიმუნობას?
საქმეზე გადასვლას როდის აპირებთ? – შენი მანქანის წინა სავარძელი შეამოწმე, ბილეინ. წავედით ჩვენ, აბა, ერთი თვის თავზე შევხვდებით.
და ჰაიდა, დამტოვეს მარტო ღორის თავებთან. გამოვაღწიე, როგორც იქნა და მანქანების სადგომისკენ გავემართე. გზაში კედელთან მიმჯდარ თავჩაქინდრულ ლოთს მოვკარი თვალი. ბუზები დასეოდა. გავჩერდი და დოლარი ჩავუკუჭე ჯიბეში. მივადექი სადგომს,
მოვნახე ჩემი მანქანა, ჩავჯექი. იქაც ჩიტის გალია დამხვდა, თავზე
ნაჭერგადაფარებული. შევამოწმე, ყველა ფანჯარა დაკეტილია თუ
არა-მეთქი. მერე ჩავისუნთქე ღრმად და გალიას ძონძი შემოვხსენი.
ჩიტი იჯდა შიგნით. წითელი ჩიტი. დავაცქერდი ახლოდან. რა ბეღურა, რის ბეღურა, წითლად გადაღებილი იადონი იყო. ოჰ, ოჰ, უჰ,
აჰ. ხო შეეძლოთ, ბეღურა დაეჭირათ და ის გაეფერადებინათ წითლად. არა, მაინცდამაინც ამ კეთილმოტყნულ იადონს ეცნენ. მე კიდე გაშვებაც არ შემიძლია, შიმშილით მოკვდება გარეთ. მოვუვლი,
სხვა რა გზა მაქვს. მოკლედ, მაგარ შარში გავები.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 8
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.