Latin

მაკულატურა - 2

Total number of words is 3715
Total number of unique words is 2073
28.7 of words are in the 2000 most common words
40.9 of words are in the 5000 most common words
48.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
სელინის საქმე მქონდა მოსაგვარებელი, წითელი ბეღურა უნდა მეპოვა, არადა, ახლა ცხვირწინ ეს თონთლო ბუშტი მეჯდა, ცოლს მიბურღავენო, აღელვებული იყო.
მერე:
– მარტო სიმართლის გარკვევა მინდა, მარტო გარკვევა, მეტი
არაფერი. – იაფი არ დაგიჯდებათ.
– მაინც?
– საათი ექვსი დოლარი.
– მგონი, არც ისე ძვირია.
– რავი. ცოლის ფოტო გაქვთ?
ჩაძვრა საფულეში, ამოიღო ერთი ცალი და გამომიწოდა.
დავხედე.
– აუ! ნაღდად ეს არი?
– დიახ.
– ე, ამიდგა.
– ენა ნუ დაიგრძელეთ.
26
– ო, უკაცრავად... მაგრამ ეს ფოტო ჩემთან რჩება. მოვრჩები საქმეს, დაგიბრუნებთ. და საფულეში ჩავიდე.
– ცოლი ისევ თქვენთან ცხოვრობს?
– დიახ.
– თქვენ მუშაობთ.
– დიახ.
– და ზოგჯერ, როცა...
– დიახ.
– და საიდან დაასკვენით, რომ...
– ნიშნები, ტელეფონის ზარები, ჩვევები შეიცვალა, ათასი რამე
კიდევ. ბლოკნოტი მივუჩოჩე.
– მისამართები დამიწერეთ, სახლის, სამსახურის, ტელეფონებიც, ორივესი. მანდედან მოვყვები. ჩავავლებ, დედას ვუტირებ, გავარკვევ ყველაფერს. – რაო?
– ყველაფერს მივხედავ-მეთქი, მისტერ ბას. როცა დრო იქნება,
საქმის ვითარებას დეტალურად გაგაცნობთ.
– რა ვითარებას? მისმინეთ, ხომ კარგად ხართ?
– კი, გადასარევად, თქვენ?
– მეც.
– ჰოდა, ნუ იჯავრებთ ნურაფერს. ჩემი იმედი გქონდეთ, ხო გითხარით, ჩავავლებ, დედას ვუტირებ.
ბასი ნელა წამოდგა სკამიდან და კარისკენ წავიდა, მერე გაჩერდა: – ბარტონმა მირჩია თქვენი თავი.
– მაგას რა ჯობია. აბა, კარგად იყავით, მისტერ ბას.
მისტერ ბასმა კარი გაიხურა და გავიდა. ჯიგარია ბარტონი.
საფულიდან ქალის ფოტო ამოვიღე, დავჯექი და დავუწყე თვალიერება. ძუკნა ხარ-მეთქი, გავიფიქრე, აუ, რა ძუკნა ხარ.
27
ავდექი, კარი გადავკეტე, ყურმილი გადავდე. მერე მივუჯექი მაგიდას და ფოტოს ყურება გავაგრძელე.
შე ძუკნა-მეთქი, ვფიქრობდი, დაგენძრა, ჩაგავლებ. და-გენ-ძრა!
ხო არ გგონია დაგინდობ! ფაქტზე დაგიჭერ! დაგიჭერ! შე ბოზო, ბოზო, შე ძუკნა!
სუნთქვა გამიხშირდა. დუქანი ჩავიხსენი და მიწისძვრაც დაიწყო.
გავაგდე ფოტო და შევძვერი მაგიდის ქვეშ. მაგრად შეგვაზანზარა. 6
ბალი იყო, ალბათ. ასე მეგონა, რამდენიმე წუთს მაინც გაგრძელდამეთქი. მერე უცებ გაჩერდა. ძლივს გამოვხოხდი მაგიდის ქვეშიდან,
დუქანი კიდე ჩახსნილი მქონდა. მოვძებნე ფოტო, ისევ უკან, საფულეში ჩავაბრუნე. მაღაზია შევიკარი. სექსი – მახეა, ხაფანგია. მხოლოდ ცხოველებისთვის. იმდენი ტვინი კი მაქვს, რომ მაგაზე არ წამოვეგო. ყურმილი თავის ადგილას დავაბრუნე, კარი გავაღე, გამოვედი, გამოვიკეტე და წავედი ლიფტისკენ. საქმე მქონდა. მთელ
ლოს-ანჯელესსა და ჰოლივუდში მაძებარი ვერ მჯობნიდა. მივაჭირე
ღილაკს თითი და დაველოდე, როდის ამოვიდოდა ეს ოხერი ლიფტი.
10
მთელ დანარჩენ დღეს და ღამეს გამოვტოვებ, არაფერი მომხდარა საერთოდ, სალაპარაკოდაც არ ღირს.
28
11
მეორე დილით, 8 საათზე, მივაყენე ჩემი “ფოლკსვაგენი” ჯეკ ბასის სახლთან. ნაბახუსევზე თავი მისკდებოდა და “ლოს-ანჯელეს ტაიმსი” გადავშალე, წავიკითხავ- მეთქი.
მოკლედ, მივქექ-მოვქექე რაღაცები. ბასის ცოლს სინდი ერქვა,
სინდი ბასი, ქალიშვილობაში – სინდი მეიბელი. გაზეთებიდან რაც
ამოვკრიბე, ეს იყო – 1990 წელს სინდიმ პატარა კონკურსი მოიგო
და “მის ცხარე სოუსი” გახდაო; იყო მოდელი, შიგადაშიგ მსახიობობდა და პიანინოზე დაკვრას სწავლობდა, იტაცებდა თხილამურებზე დგომა, ბეისბოლი და პოლო; საყვარელი ფერი – წითელი; საყვარელი ხილი – ბანანი. თვალის მოტყუება უყვარდა კიდევ, ბავშვებიც, ჯაზიც. კანტს კითხულობდა, არ ვღადაობ, და ა.შ. და ა.შ. ჯეკ ბასი
ლას-ვეგასში გაეცნო, რულეტის მაგიდასთან. ორ ღამეში დაქორწინებულიყვნენ.
დაახლოებით დილის 8:30-ზე ჯეკ ბასმა უკუსვლით გამოიყვანა
საკუთარი “მერსედესი” და თავისი მოვალეობების შესასრულებლად “აცტეკ პეტროლიუმ კორპორეიშენისკენ” გაეშურა.
დავრჩით მარტო მე და სინდი. უკან დახევას არ ვაპირებდი, მეთქი, დაერხა. მუჭში მყავდა ჩაჭერილი. ფოტო ამოვიღე, მინდოდა, კიდე ერთხელ დამეხედა. ოფლმა დამასხა. ჩამოვწიე მზისგან დამცავი.
ძუკნა, რქებს ადგამ არა ჯეკ ბასს?! ფოტო საფულეში ჩავაბრუნე. საზიზღრად ვგრძნობდი თავს. რა ჯანდაბა მეტაკა? ავვარდი ვითომ ამ
ქალზე? დარწმუნებული ვარ, კუჭ-ნაწლავი მასაც ისეთივე ჰქონდა,
როგორიც სხვებს. ცხვირშიც ეზრდებოდა ბანჯგვლი და გოგირდითაც ევსებოდა ყურები, დანარჩენებივით. აბა, რაღა დარჩა? ვაი, ეს
საქარე მინა ტალღასავით რატო ირხევა? ნაბახუსევის ბრალია, ეტყობა. არაყი და ლუდი ვსვი, ერთმანეთს მივაყოლე, აი, წაგებული
29
რო იხდის, ის ამბავი იყო. ლოთობაში ყველაზე მაგარი რა არი,
იცით? – კუჭი არ შეგეკვრებათ არასდროს. ხანდახან შემეცოდებოდა ხოლმე ჩემივე ღვიძლი, მაგრამ რად გინდა, თავის დღეში ხმა არ
ამოუღია, არ უთქვამს: მორჩი, ნუ მკლავ, თორე თან წაგიყოლებო.
მაგრამ ღვიძლს რო ლაპარაკი შეეძლოს, ანონიმ ალკოჰოლიკთა
კლუბები ვის რაღაში დასჭირდებოდა.
მანქანაში ვიჯექი და ვუცდიდი, როდის გამოვიდოდა სახლიდან
სინდი. ზაფხულის დახუთული დილა იყო. მგონი, სულაც ჩამეძინა.
რამ გამაღვიძა, არ მახსოვს, მაგრამ სინდის “მერსედესი” კი გამოდიოდა ქუჩაზე უკუსვლით. საჭე დაატრიალა და სამხრეთისკენ დაადო თავი. მეც გავყევი. წითელი “მერსედესი” ჰყავდა. სან-დიეგოს
გზატკეცილამდე ვდიე. მერე მარცხენა რიგში ჩადგა და დააწვა. 75ით მაინც მიდიოდა, სად ეჩქარებოდა, რა ვიცი. ფეხებს შორის რაღაცამ თავი წამოყო. შუბლზე ისევ დამასხა ოფლმა. ის კიდე უკვე 80ით მიქროდა. ეტყობა, აუჩუჩუნდა ძუკნას! სინდი, სინდი! კვალში ვედექი, ოთხი მანქანით მისწრებდა. აუ, რას დავაჭედებდი ტრაკში! აუ,
რას დავაჭედებდი! ჰე, ჰე! მეთქი, დავეწევი და გავუფორმებ! ბოლობოლო, ნიკი ვიყავი, ბილეინი, ბუღათა ბუღა.
ეგ იყო და სარკეში წითელ ციმციმებს მოვკარი თვალი. ჯანდაბა!
ნელ-ნელა პირველ ხაზზე გადავინაცვლე, გზის პირას გავაჩერე მანქანა, გადმოვძვერი. პოლიციელებიც გაჩერდნენ, ცოტა მოშორებით, ასე ხუთი მანქანის სიშორეზე. აქეთ-იქიდან გადმოვიდნენ ორნი. მეც დავიძარი, თან საფულისკენ წავიღე ხელი. პოლიციელმა კიდე, იმან, მაღალმა, რევოლვერი დააძრო ბუდიდან და დამიმიზნა: –
სდექ!
გავჩერდი.
– რა ჩემ ფეხებს აკეთებ, ტყვია გინდა დამაჭედო? მიდი, მიდი,
მესროლე, რას უყურებ, მიდი-მეთქი! მეორემ, დაბალმა, შემომიარა,
30
მკლავში ჩამავლო ხელი, ამომიტრიალა და გადამაწვინა პოლიციის
მანქანის ძარაზე.
– ნაგავო! შენნაირ მამაძაღლებს რას ვუშვებით, იცი?
– ვიცი, როგორ არ ვიცი.
– ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ხო იცი, – თქვა დაბალმა.
– დაიკიდე, ლუის, – დაამშვიდა მაღალმა, – კამერა ექნება ვიღაცას. არ გამოვა აქ. – ბილ, ხო იცი, როგორ ვერ ვიტან ჭკუის კოლოფებს?
– დაერხევა, ლუის, ჩვენ დავურხევთ, ლუის, ოღონდ ახლა არა.
ისევ მანქანის ძარაზე ვყავდი წაყუდებული. მანქანები ჩვენს დანახვაზე შეანელებდნენ ხოლმე სვლას. მოგვჩერებოდნენ გამოყეყეჩებული იდიოტები.
– მორჩით რა, ბიჭებო, – შევუძახე მე, – ხო ხედავთ, საცობი იქმნება ჩვენ გამო. – შენ დაგვემუქრე, გამოექანე ჩვენკენ, ქამრისკენ
წაიღე ხელი, – აღრიალდა ლუისი. – საფულის ამოღება მინდოდა.
ბარათს ვაჩვენებ-მეთქი. კერძო დეტექტივი ვარ, ლოსანჯელესელი.
ეჭვმიტანილს ვედექი კვალში. ლუისმა ხელი შემიშვა.
– ადექი.
ავდექი.
– ახლა ნელა-ნელა ამოაცოცე საფულე და მართვის მოწმობა
მაჩვენე. – კარგი.
და ერთი ბეწო, გაკეცილი ფურცელი გავუწოდე.
– ეს რაღა ჯანდაბაა? – მკითხა და ფურცელი უკანვე დამიბრუნა,
– გადაშალე და ისე მომეცი.
როგორც მითხრა, ისე ვქენი.
– დროებით ნებართვასავითაა. ძველი ჩამომართვეს, მართვის
მოწმობის ტესტებზე ჩავიჭერი, ვერ დავწერე. ამით უნდა ვიარო, სანამ კვირის თავზე ხელახლა არ ჩავაბარებ გამოცდას.
31
– ესე იგი, ჩაიჭერი, არა?
– კი.
– ეი, ბილ, მართვის მოწმობა ვერ აუღია, ტესტზე ჩაჭრილა.
– რას ამბობ? მართლა?
– სხვა რამეზე ვფიქრობდი...
– რაღაცა არ გეტყობა, რო ფიქრი შეგეძლოს, – გაიღრიჭა ლუისი. – რა იხუმრა...
– ესე იგი, შენ ამბობ, ლიცენზირებული დეტექტივი ვარო? – მკითხა ლუისმა. – ჰო.
– არ მჯერა.
– კუდზე ვაჯექი ეჭვმიტანილს, თქვენ რომ ციმციმები არ ჩაგერთოთ, ჩავავლებდი კიდეც. და ლუისს ფოტო გავუწოდე.
– ღმერთო ჩემო! – წამოსცდა და თვალი ვეღარ მოაშორა სურათს. სურათს რა? – სინდის, მოკლე კაბა და მოღეღილი ბლუზა
რომ ეცვა, მეტისმეტად მოღეღილიც. – ბილ, დახედე ერთი ამას.
– კვალში ვედექი მაგას-მეთქი. ერთი ხელის გაწვდენაც და ჩავავლებდი. ბილი ისევ ფოტოს დასცქეროდა.
– უჰ, უჰ, უჰ, უჰ, უჰ.
– თუ შეიძლება, ფოტო დამიბრუნეთ, ოფიცერო. სამხილია.
– ჰო, რა თქმა უნდა, – დამეთანხმა და უხალისოდ გამომიწოდა
უკან. – გაფორმებით უეჭველად უნდა გაგაფორმოთ, – მითხრა ლუისმა. – მაგრამ არ ვიზამთ, – ჩაერია ბილი, – ჩაგიწერთ, ვითომ 75ით მოდიოდი, 80-ით კი არა, ოღონდ ფოტო ჩვენთან დარჩება. – რა?
– რაც გაიგე!
– ეს ხომ შანტაჟია.
ბილმა იარაღისკენ წაიღო ხელი.
– რა თქვი?
– მოსულა.
32
ფოტო ისევ ბილს დავუბრუნე, იმანაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქვითრის გამოწერა დაიწყო. ვიდექი და ველოდებოდი. მერე
ქვითარი მომცა.
– მოაწერე ხელი.
მოვაწერე.
ამოხია და ხელში ჩამიდო.
– მადლობელი ვარ, ოფიცერო.
– ფრთხილად იარე, – დამარიგა ჭკუა ლუისმა.
– შენც, ძმაო.
– ჰა?
– რა თქმა უნდა-მეთქი.
და პოლიციელები უკან, თავისი მანქანისკენ გაბრუნდნენ. მე ჩემისკენ წავედი. ჩავჯექი და დავქოქე. ისხდნენ უბრალოდ, არ იძვროდნენ. გამოვედი გზაზე, მივადგი ფეხი გაზს და წავედი სამოცით.
სინდი, ვფიქრობდი გულში, კაცი არ ვიყო, თუ ამისთვის სამაგიერო
არ გადაგიხადო. ისეთი დაგენძრა, ისეთი დაგენძრა, შენ ხო აზრზე
არა ხარ! პორტის გზაზე გადასახვევს რო მივაღწიე, ჩავუხვიე სამხრეთისკენ და 110-ს დავადექი, ოღონდ წარმოდგენა არ მქონდა,
სად მივდიოდი.
12
ნავსადგურის გზას ბოლომდე დავუყევი, სან-პედრომდე, გავცდი
გაფის, ჩავუხვიე მეშვიდეზე მარცხნივ, გავიარე რამდენიმე კვარტალი, მერე მარჯვნივ გადავუხვიე, ისევ დავაწექი და ბარიც დავინახე,
“მწყურვალი ბაყაყი” ერქვა. დავაყენე მანქანა და შევედი შიგნით.
ბნელოდა, ტელევიზორი გამოერთოთ. ბართან კიდე ერთი ხნიერი
ტიპი იდგა, ალბათ, ასე ოთხმოცი წლის, თეთრი, თეთრი, ფითქინა,
33
თმა – თეთრი, კანი – თეთრი, ტუჩებიც – თეთრი. ორი მოხუციც იჯდა
იქვე, ისინიც გადათეთრებულები. კაცი იფიქრებდა, ამათ ძარღვებში წვეთი სისხლი არ დაუდითო. ობობას ქსელში გაბმულ ბუზებს
ჰგავდნენ, შიგანგამოწოვილებს. სასმელი არ ედგათ, არ ინძრეოდნენ. სუფთა ქათქათა სიმშვიდე.
ვიდექი კარში და ვუყურებდი.
ბოლოს, როგორც იქნა, ბარმენმა ამოიღო ხმა:
– ჰა?..
– სინდი ხომ არ გინახავთ ვინმეს, ან სელინი, ან წითელი ბეღურა? – ვკითხე მე. გამომხედეს. ერთმა მუშტარმა წინ მრგვლად წამოსწია ტუჩები, რაღაცის თქმას აპირებდა ეტყობა, მაგრამ კრინტი
ვერ დაძრა. მეორემ ყვერები მოიფხანა, ყოველ შემთხვევაში, ის ადგილი მაინც, სადაც ყვერები უნდა ბმოდა. ბარმენი არც გატოკებულა. მუყაოსგან გამოჭრილ სილუეტს ჰგავდა. ძველისძველს ოღონდ. უცებ ისე ახალგაზრდულად ვიგრძენი თავი! დავეღირე, მივადექი და ბართან სკამზე ჩამოვჯექი. – რამე რო იყოს, დალევის შანსი
არი?
– ჰა... – მიპასუხა ბარმენმა.
– “ვოდკა სევენი” მინდა, ულიმონოდ.
ახლა ერთ ოთხ-ნახევარ წუთს ამოსცხეთ პანჩური და დაივიწყეთ
სამუდამოდ. ზუსტად ამდენი ხანი დასჭირდა ბარმენს ჩემთვის სასმლის მოსამზადებლად. – მადლობელი ვარ, – ვუთხარი მე, – ახლა
სანამ ისევ გაჩერებულხარ, კიდე ერთი ჭიქა გამიკეთე.
მოვსვი. არ იყო ცუდი. ეტყობოდა გამოცდილი ხელი.
ის ორი მოხუცი ისევ ისე იჯდა და მიყურებდა.
– არა უშავს დღეა, ჰო, ბიჭებო? – ვკითხე სიტყვის მასალად. ხმა
არ გაუციათ. მეთქი, მგონი, არც სუნთქავენ, არადა, თუ მკვდრები
არიან, დამარხვა არ მოსულა ამათში თუ როგორ არი საქმე?
34
– მისმინეთ, ძმებო, ქალს ბოლოს როდის ჩახადეთ, გახსოვთ?
ერთ-ერთმა იმ მოხუცებიდან:
– ჰე, ჰე, ჰე, ჰე.
– ჰა, წუხელის, ჰო?
– ჰე, ჰე, ჰე, ჰე!
– კაი იყო?
– ჰე, ჰე, ჰე, ჰე!
დარდი შემომაწვა. რას ჰგავდა ჩემი ცხოვრება. რაღაც მეტი მინდოდა, მოელვარე, მოციმციმე, რამე ეგეთი ოხრობა. მე კიდე აქ ვიჯექი და მკვდარს ველაპარაკებოდი. მოვამთავრე პირველი ჭიქა და
მეორეც გამზადდა ამასობაში. ბარში ორნი შემოვიდნენ, წინდები ჩამოეფხატათ სახეებზე. მე მეორე ჭიქასაც მოვუღე ბოლო. – არ გაინძრეთ! სისულელეები არ იყოს! საფულეები, ბეჭდები და საათები
ბარზე დააწყვეთ! დროზე! – დაგვიღრიალა ერთმა.
მეორემ ისკუპა, ბარს გადაახტა, ეცა სალაროს და მუშტი წყვიტა.
– ჰეი! როგორ იღება ეს ყლეობა!
მიიხედ-მოიხედა და ბარმენს ჰკიდა თვალი.
– ოე, ბაბუ! მოდი აქ, გაგვიღე ეს!
და პისტოლეტი მიუშვირა. ჰე, ჰე, რას გაინძრა ბარმენი! წამში
გაჩნდა სალაროსთან და გააღო.
პირველი კიდე ტომარაში ყრიდა ჩვენს ნივთებს.
– მიდი, სიგარების ყუთი გამოაძრე ბარის ქვემოდან! – უღრიალა
მეგობარს. მეორე ტიპი, სალარო ვინც გააღებინა, ამ დროს ფულს
იტენიდა ტომარაში. გამოაძრო სიგარების ყუთი, გვარიანად მძიმე
იყო, ჩატენა ისიც და უკანვე გადმოახტა ბარს. მერე ერთ წამს გაჩერდნენ ორივენი.
– მგონი, ვგიჟდები, – თქვა იმან, ბარს რომ გადაახტ-გადმოახტა.
– დაიკიდე, ცოცხლები ვართ! – უთხრა მეორემ.
35
– ვგიჟდები! – იღრიალა პირველმა და ბარმენს პისტოლეტი დაუმიზნა. სამჯერ გაისროლა, მუცელში მოარტყა ყველა ტყვია. მოხუცი სამჯერ შეკანკალდა და დაეცა. – აუ, რა დებილი ხარ! რათ გინდოდა, რატო ქენი?
– დებილს ნუ მეძახი, თორე შუბლს გაგიხვრეტ! – უყვირა იმანაც,
მოტრიალდა და პისტოლეტი მიუშვირა. მაგრამ გვიან იყო უკვე,
ტყვიამ ცხვირი შეუმტვრია და კეფიდან გამოატანა, ტიპი წაიქცა და
სკამი ქვეშ მოიყოლა. მეორე გაიქცა. ხუთამდე დავითვალე გუნებაში და მეც უკან გავყევი. ჩემი გაქცევისას, მგონი, ორივე მოხუცი
ცოცხალი იყო. ჩავხტი მანქანაში, მოვწყვიტე ადგილიდან, გავიარე
ერთი კვარტალი, გადავუხვიე მარჯვნივ, შუკაში, შევანელე სვლა და
გავუყევი. სირენის ხმა მომწვდა. მოვუკიდე სიგარეტს და ჩავრთე
რადიო. რეპს გადმოსცემდნენ. ოღონდ ვერაფრით ვერ მივხვდი,
რას რეპავდნენ. აღარ ვიცოდი, სახლში წავსულიყავი პირდაპირ თუ
ოფისში. საბოლოოდ სუპერმარკეტში შევიარე, ურიკაში ხუთი გრეიპფრუტი, შემწვარი წიწილა და კარტოფილის სალათა ჩავდე, კიდე
0,75-ლიტრიანი არაყი და ტუალეტის ქაღალდი.
13
აზრზე ჩემთან, ბინაში მოვედი. მივაძეხი წიწილას და კარტოფილის სალათას, გრეიპფრუტიც გავაგორ-გამოვაგორე ხალიჩაზე.
იმედგაცრუებული ვიყავი. ყველაფერში ხელი მომეცარა.
ტელეფონმა დარეკა. გადმოვაგდე პირიდან ქათმის სანახევროდ
შემწვარი ფრთა და დავწვდი ყურმილს.
– დიახ.
– მისტერ ბილეინი ხართ?
– დიახ.
36
– ჰავაიზე უფასო მოგზაურობა მოიგეთ, – მითხრა ხმამ.
დავკიდე ტელეფონი. გავედი სამზარეულოში, მინერალური წყალი და ცხარე სოუსი დავამატე არაყს. დავჯექი ჭიქით ხელში, მოვსვი
და კარზე კაკუნიც გაისმა. ცუდი მიგრძნო გულმა, მაგრამ მაინც გავძახე, შემოდით-მეთქი.
სამწუხაროდ, დამკაკუნებელი ჩემი მეზობელი გამოდგა, 302დან, ფოსტალიონი. ამ კაცს რაღაცნაირად სასაცილოდ ეკიდა ხელები, ტვინშიც ვერ ჰქონდა ყველაფერი მთლად რიგზე. თვალებიც გაურბოდა, ერთხელ ვერ შემოგხედავდა პირდაპირ, თავს ზემოთ იყურებოდა სულ. კაცი დაეჭვდებოდა, ნამდვილად აქ ვდგავარ, სადაც
მგონია, თუ უკანაც ვარ სადმე დაყუდებულიო. ჰო, ამათ გარდა კიდე
ქონდა ერთი-ორი ნაკლი. – ჰეი, ბილეინ, სასმელი გაქვს?
– სამზარეულოში, გააზავე შენ თვითონ.
– რა თქმა უნდა.
და სამზარეულოში გავიდა, დიქსის მელოდიას უსტვენდა თან.
ცოტა ხანში ფრთხილი ნაბიჯით გამობრუნდა უკან, ორივე ხელში
სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა. დამიჯდა წინ.
– უკან გაბრუნება რომ არ დამჭირდეს, – მითხრა და თავით სასმელზე მანიშნა. – გაგიკვირდება და, ყველგან შეგიძლია მაგის ყიდვა, მოგემარაგებინა, ისე? – დაიკიდე რა... მისმინე, ბილეინ, საქმეზე
უნდა მოგელაპარაკო. მარჯვენა ხელში რომ ჭიქა ეჭირა, გამოცალა
და გაუქანა კედელს. ჩემგან ისწავლა. – ყური მიგდე, ბილეინ, ეს
საქმე თუ გამოვა, დიდებისკენ მიმავალ გზას დავადგებით ორივე.
– თავისთავად, – მე ვუთხარი, – ჯერ მოყევი ოღონდ, რა ხდება. –
გადარეულ მაიკზე გეუბნები. თავი გაიგიჟა იმ დღეს. რა სისწრაფით
გარბოდა, იცი, კეთროვნის ენა ვერ ისხმარტალებს მასე ქალიშვილის ძუძუზე – მილის მეოთხედი 21 წამში გაირბინა, სწორ გზაზე
რომ გავიდა, ოციათასიანებზე ხუთი კორპუსით იყო წინ და ნახევარი
37
კორპუსით ჩამორჩა სულ ფინიშის ხაზთან. ახლა თხუთმეტიათასიანებთან აყენებენ. წარმოიდგინე, ასეთი ცხენი სამ მეოთხედ მილზე
რას იზამს, საკუთარი გავის მეტს არავის არაფერს დაანახვებს. ფსონები თხუთმეტი ერთზეა. ნაღდია, რა! წილში ჩაგსვამ, ძმაო.
– წილს რატო მაძლევ, მთელი მოგება გაწყენს?
მეორე ჭიქაც გამოცალა. მიიხედ-მოიხედა. ასწია ხელი.
– მოიცა, – გავაჩერე მე, – არ გატეხო, თორე მეორე ნახვრეტს
გაგიკეთებ ტრაკში. – ჰა?
– კარგად დაფიქრდი.
ფოსტალიონმა მშვიდად დადგა ჭიქა.
– სასმელი გაქ კიდე?
– ხო იცი, რო მაქ. მეც გამიკეთე.
გავიდა სამზარეულოში. ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ვკარგავდი მოთმინებას. მალე მობრუნდა და სავსე ჭიქა გამომიწოდა.
– დაიცა, – გავაფრთხილე, – შენსას დავლევ.
– რატომ?
– ეგ უფრო მაგარია.
მომაწოდა მეორე და დაჯდა.
– ჰოდა, იმას გეკითხებოდი, წილში მე რა მინდა-მეთქი?
– მოკლედ, ჰო...
– გააგრძელე, გააგრძელე...
– მაყუთში ვარ გაჭედილი ცოტა. დასადები არა მაქ, მაგრამ რომ
მოვიგებთ, მოგებულიდან დაგიბრუნებ ფულს. – არ მომწონს ეგ
იდეა.
– მომისმინე, ბილეინ, ძალიან ცოტა მჭირდება.
– მაინც?
– 20 დოლარი.
– რა ამბავია?
38
– 10 დოლარი, მაშინ.
– რა 10 დოლარი?
– კაი ხუთი იყოს.
– ჰა?
– 2.
– აბა, აახვიე აქედან.
გამოცალა ჭიქა და წამოდგა. მეც გამოვცალე. ის იდგა ფეხზე, არ
ინძრეოდა. მკითხა მერე: – ეს გრეიპფრუტები ძირს რატო ყრია?
– მასე მომწონს და იმიტომ.
მეც ავდექი და წავედი მისკენ.
– შენი წასვლის დროა, ძმაო.
– წასვლის დრო? როცა მომინდება და გამისწორდება, მაშინ წავალ. სასმელმა გამბედაობა შემატა. ხდება ხოლმე.
მეც ავდექი და მუშტი გავუქანე მუცელში. თან კასტეტი მეკეთა.
ისეთი მოვარტყი, ლამის მეორე მხარეს გამოვუყვანე. წაიქცა.
გადავაბიჯე, მივედი და იატაკიდან შუშის ნამსხვრევები წამოვკრიფე. მოვბრუნდი მერე უკან, გავუღე ამას პირი და ჩავაყარე შიგნით. ლოყები დავუზილე ოდნავ, შემოვკარი მსუბუქად ერთი-ორი,
ტუჩები გაუწითლდა.
გავაგრძელე სმა. ალბათ, ასე 45 წუთის შემდეგ ფოსტალიონი
ისევ გაინძრა. გადაგორდა გვერდზე, თან შუშის ნამსხვრევებს
აფურთხებდა და კარისკენ მიხოხავდა. საცოდავი სანახავი იყო. მიხოხდა კართან, მე გავუღე და ასე ხოხვა-ხოხვით გავუშვი თავისი ბინისკენ. სამომავლოდ, მგონი, აჯობებს, თვალი არ მოვაშორო. მივხურე კარი.
დავჯექი და საფერფლეში ლამის ჩამქრალი სიგარა ვიპოვე, მოვუკიდე, მოვქაჩე, წამომახველა. თავიდან ვცადე. არ გამოდგა ცუდი.
ფიქრი მომეძალა. ჰოდა, გადავწყვიტე, დღეს აღარაფერს აღარ გა39
ვაკეთებ-მეთქი. ცხოვრება ისეთი რამეა, ჯანს გაცლის, სახეს გაძრობს. მაგრამ არა უშავს, ხვალ უკეთესი დღე დადგება.
14
მეორე დღეს რედის შევუარე წიგნის მაღაზიაში. სელინის ამბავზე
ისევ. იპოდრომი დაეკეტათ, ცაც მოღრუბლული იყო. რედი ფასებს
აკრავდა იშვიათ წიგნებს. – გავუაროთ მუსოს?
– ვერა, რედ. მგონი, იმდენს ვჭამ, არ ვჩერდები. შემომხედე, რას
ვგავარ. და პალტო გადავიწიე, ღიპი გადმოგდებაზე მქონდა, ერთი
ღილი ამაწყდა და გაფრინდა. – ჯობია, გააწოვინო ეგ ქონი, თორე
გული დაგარტყამს. მილით გაწოვენ, მერე შეგიძლია, ჩადო ქილაში
და გახედო ხოლმე, ეს დაგეხმარება, რომ ჟელეიანი ნამცხვრებისგან თავი შორს დაიჭირო.
– მოვიფიქრებ. გრეიპფრუტი არ გინდა?
– გრეიპფრუტი? ეგ არ ასუქებს.
– ვიცი, მაგრამ დილით, ადგომისას, ფეხებში მომედო და კინაღამ
კისერი მოვიტეხე. საშიში რამეა გრეიპფრუტი.
– სად გეძინა, მაცივარში?
ამოვიოხრე.
– მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. იცნობ იმ ტიპს, სელინს რომ
ჰგავს? – ო, იმან...
– შემოიარა კიდე?
– არა, შენ მერე არ გამოჩენილა. მაგას დასდევ?
– ეგრეც შეიძლება ითქვას.
უცებ, ვითომც აქ არაფერიაო, არ შემოვიდა სელინი?!
40
შუაში ჩაგვიარა, თაროების რიგში გაძვრა და წიგნი გამოიღო. მე
ახლოს მივედი. ძალიან ახლოს. “სული რომ ამომდიოდა” ეჭირა,
ხელმოწერილი ცალი. შემამჩნია.
– ძველ დროს, – მითხრა, – მწერლები ისე საინტერესოდ ცხოვრობდნენ, მათივე ნაწერი მონაგონი იყო, ახლა აღარც ცხოვრება
უვარგათ და აღარც ნაწერი. და ფოლკნერი უკანვე შედო.
– ახლოს ცხოვრობ, სადმე? – ვკითხე ფრთხილად.
– შესაძლოა. თქვენ?
– ოდესღაც ფრანგული აქცენტი გქონდათ, არა?
– შესაძლოა. თქვენ?
– არა, მე არა. ყური მიგდეთ, არავის უთქვამს თქვენთვის, რომ
ძალიან ჰგავხართ ერთ კაცს?
– ჩვენ, ყველანი, ცოტად თუ ბევრად ვიღაცას ვგავართ. მისმინეთ,
სიგარეტი გაქვთ? – რა თქმა უნდა.
კოლოფი ამოვიღე.
– თუ შეიძლება, ერთ ღერს მოუკიდეთ და მოწიეთ, – მითხრა თავაზიანად, – საქმე გაგიჩნდებათ.
და გამშორდა.
მოვუკიდე სიგარეტს, ცოტა ავითრიე ფეხი, მერე მივყევი. რედს
თავის დაკვრით დავემშვიდობე და ქუჩაში გამოვედი. სელინი უკვე
89 წლის “ფიატში” ჯდებოდა. და უკან რა მანქანა ედგა? ჩემი “ფოლკსვაგენი”. იღბალიც ამას ჰქვია. მერე იტყვიან, ბედისწერა არ არსებობსო. რამდენი თვეა, ადამიანურად არ გამიჩერებია მანქანა. სასწრაფოდ ჩავხტი შიგნით, დავქოქე და ავეკიდე.
ის აღმოსავლეთისკენ დაუყვა ჰოლივუდის ბულვარს. ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე, ქალბატონო სიკვდილო, ნეტა შეგახედა,
როგორ არ ვზოგავ თავს შენთვის-მეთქი. არადა, მომდევნო შუქნიშანთან კინაღამ დავკარგე, კიდე კარგი, წითელზე გავაჭერი. თუ არ
41
ჩავთვლით, რომ “კადილაკიდან” ვიღაც მოხუცმა ქალმა მაგინა,
ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. გამეღიმა.
მალე მზემაც გამოანათა ღრუბლებიდან, მე და სელინი უკვე ჰოლივუდის გზას მივუყვებოდით, თვალს არ ვაშორებდი. დიდებულად
ვგრძნობდი თავს. შეიძლება მართლა მივიდე და გამოვაწოვინომეთქი ეს ქონი, ვფიქრობდი. ისევ ყმაწვილ კაცად ვგრძნობდი თავს,
მთელი ცხოვრება წინ მქონდა. სელინი ამასობაში ნავსადგურისკენ
მიმავალ გზატკეცილს დაადგა, მერე სანტა-მონიკასაც გასცდა, სანდიეგოსაც. სამხრეთისკენ ვებერებოდით.
მერე სელინმა ჩაუხვია და მეც უკან მივყევი. მეცნო იქაურობა. ნახევარი კვარტალი ვდიე კიდევ, თან ვფიქრობდი, ნეტა სარკეში არ
გამოიხედოს-მეთქი. მერე იმან სვლა შეანელა და გაჩერდა. მეც მივბაძე, დავაყენე მანქანა და გავაგრძელე თვალთვალი. სელინი გადმოვიდა, ჩაუარა რამდენიმე სახლს და ამ ჩემს ყურება- ყურებაში გადაჭრა ქუჩა. შედგა, მიიხედ-მოიხედა და ერთი სახლისკენ დაადგა
ბილიკს. ტერასაზე ასულმა ისევ მოათვალიერა მიდამო და დააკაკუნა. დიდი სახლი იყო, ნაცნობი. კარი გაიხურეს და სელინიც შიგნით
შევიდა. დავძარი მანქანა, ნელი სვლით ჩავიარე. ჯეკ ბასის სახლი
აღმოჩნდა. აი, მესმის ამბავი! შუადღის სამის ნახევარი იყო, სინდის
წითელი “მერსედესი” კი სახლის წინ იდგა. მე კვარტალს შემოვუარე
და ისევ ძველ ადგილას გავჩერდი.
ვიფიქრე, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ, სელინსაც
გამოვააშკარავებ და სინდისაც ჩავავლებ.
მეთქი, ჯერ ვაცდი. ათ წუთს, ბევრს არა.
სკოლაში ერთი შუახნის მასწავლებელი გვყავდა, გვკითხა, ვინ
გინდათ გამოხვიდეთ, როცა გაიზრდებითო. თითქმის ყველამ, ბიჭებმა, მეხანძრეობა გვინდაო. სისულელე სრული, ცეცხლი რომ მოგედოს, სად მიდიხარ. ვიღაც-ვიღაცებმა – ექიმობაო, სხვებმა – ად42
ვოკატებიო. არავის უთქვამს, გამომძიებელი გავხდებიო. მე კიდე
გავხდი. ეჰ, რიგმა რომ მომიწია, წარმოდგენა არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი მაშინ მასწავლებელს. გავიდა ათი წუთიც. დავაძრე ვიდეოკამერა, გამოვაღე მანქანის კარი და დავეღირე სახლისკენ. მაკანკალებდა, ერთი ჩავისუნთქე ღრმად და კარსაც მივადექი. კარი იოლად გავაღე. 45 წამის მერე უკვე ბინაში ვიყავი. გავიარე მისაღები
ოთახი და ხმები მომესმა. მეორე ოთახის კარს მივადექი. ისინი შიგნით იყვნენ. ხმები მესმოდა. ლამის ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.
მივადე ყური და სმენად ვიქეცი.
სელინის ხმა იყო.
– აუცილებლად უნდა გააკეთო... უჩემოდაც ხომ იცი...
– მე... – უკვე სინდი პასუხობდა, – არ ვარ დარწმუნებული... ჯეკმა
რომ გაიგოს? – ვერ გაიგებს...
– ჯეკი გიჟია...
– ვერ გაიგებს. შენთვისვე აჯობებს...
სინდიმ გაიცინა.
– ჩემთვისვე აჯობებს?.. შენთვის არა, ხო?
– ჩემთვისაც, ცხადია... აი, აიღე... ეს მხოლოდ დასაწყისია... შევიცადე რამდენიმე წამს, მერე წიხლით შევაღე კარი და კამერამომარჯვებული ოთახში შევვარდი, მეთქი, ყველაფერს გადავიღებ.
ისინი მაგიდას უსხდნენ, სინდი რაღაც ქაღალდებს აწერდა ხელს.
– ტფუი! – წამომცდა იმედგაცრუებისგან.
და კამერა დაბლა დავუშვი.
– რა ჯანდაბა ხდება აქ? – იკითხა სელინმა, – ვინ არის ეს კაცი? –
ცხოვრებაში არ მინახავს.
– სამაგიეროდ მე მინახავს, – გამიხსენა სელინმა, – სულ წიგნის
მაღაზიაში დაიარება, სულელურ შეკითხვებს მისვამს ხოლმე. – პოლიციაში დავრეკავ.
43
– დაკიდეთ ყურმილი, ყველაფერს აგიხსნით!
– კარგი იქნებოდა.
– ნამდვილად, – დაეთანხმა სელინი სინდის.
გავითიშე. ვიდექი გაქვავებული.
– ახლა უეჭველად ვრეკავ პოლიციაში, – ისევ ტელეფონისკენ გაიწია ქალმა. – დაკიდეთ-მეთქი, ხო გითხარით, თქვენმა ქმარმა დამიქირავა, ჯეკ ბასმა, დეტექტივი ვარ.
– დაგიქირავათ? რისთვის?
– ჩაავლეო.
– ჩაავლეო?
– ჰო.
– დაზღვევას ვუფორმებდი ამ ქალბატონს, – ამოიღო ხმა სელინმა, – როცა კამერით შემოვარდით.
– ბოდიშს ვიხდი, შემეშალა. იმედი მაქვს, გამოსწორების საშუალებას მომცემთ. – როგორ აპირებთ ერთი ამის გამოსწორებას?
– ჯერ არ ვიცი. მართლა ძალიან ვწუხვარ. მოვიფიქრებ რამეს. გეფიცებით. – მე მგონი, ეს ტიპი ცოტა ვერ არი, – დამისვა დიაგნოზი
სინდიმ, – ავადმყოფია. – უნდა დაგტოვოთ, – ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე.
– არა, არავითარ შემთხვევაში, არსადაც არ წახვალთ, – გაწიწმატდა ქალი. და ზარი დარეკა. მე შევტრიალდი და რას ვხედავ: კარში დგას სუფთა კინგ-კონგი. საშინელი სანახავი იყო. თან ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემკენ.
– ჰე, ჰე, ჩემი ბიჭი, კანფეტი არ გიყვარს? – ვკითხე.
– ჯუჯა, – მეუბნება, – შენა ხარ ჩემი კანფეტი.
– სათამაშოებზე რას იტყვი? როგორები მოგწონს?
კინგ-კონგმა გაატარა და სინდის გადახედა.
– მოვკლა, გინდათ?
44
– არა, ბრიუსტერ, დააბით ისე, რომ ერთხანს ფეხი ვერ მოიცვალოს. – კარგი.
და ისევ ჩემკენ წამოვიდა.
– ბრიუსტერ, – არ ვისვენებ, – ხმა ვის მიეცი პრეზიდენტის არჩევნებზე? – ჰა?
გაჩერდა, დაფიქრდა.
მე კიდე დავაძრე კამერა და გავუქანე. მოხვდა კიდეც მიზანს,
კინგ-კონგი მოიკუნტა და ყვერებზე იტაცა ხელი. გავვარდი, დავითრიე კამერა და ახლა კისერში ჩავცხე. გავიგონე, როგორ ჩაიმსხვრა
შუშა. კინგ-კონგი დახვავდა ძირს. სახით ტახტს დაემხო და გაითიშა.
ნახევარი ტანი ტახტზე შერჩა, ნახევარი – ჯანდაბაში.
მე დინჯად ავიღე იატაკიდან ჩემი კამერის გადარჩენილი ნაწილი
და სინდის გავხედე. – მაინც ჩაგავლებ.
– გიჟია ეს კაცი, – აყვირდა ქალი.
– მგონი, მართალი ხართ, – დაეთანხმა სელინი. ქუსლებზე შემოვტრიალდი და დავახვიე იქიდან.
კიდევ ერთმა დღემ ჩაიარა ფუჭად.
15
მეორე დღე სამსახურში გავატარე. ცუდი პირი უჩანდა საქმეებს.
არადა, მთელი ღამე ვსვამდი, იქნებ როგორმე ძილი მომეკიდოსმეთქი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს ოთახს ძალიან თხელი კედლები
აქვს. კარის მეზობლები რასაც ლაპარაკობდნენ, ყველაფერი მესმოდა...
– პატარავ, ჩემი ინდაურის კისერი თეთრი წებოვანი კრემითაა
სავსე და რამე თუ არ ვუშველე, ალბათ, გული დამარტყამს.
– ეგ შენი პრობლემაა, საყვარელო.
45
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ ცოლ-ქმარი ვართ.
– ძალიან მახინჯი ხარ.
– ჰა? რაო? აქამდე არაფერი გითქვამს.
– ახლა მომაფიქრდა.
– ჩემი თეთრი კრემი ტვინში მასხამს უკვე. რამე უნდა მოვახერხო. – ოღონდ უჩემოდ მოგიწევს, საყვარელო.
– ეგრე? კარგი, კატა სად არი?
– კატა? არა, არც იფიქრო, ნაბიჭვარო, წკრიალას არ გაეკარო! –
სად ჯანდაბაშია ეს ოხერი კატა? ერთი წუთის წინ აქ არ იყო? – არ
გაბედო! არ გაბედო-მეთქი! ოღონდ წკრიალა არა!
არაფრით არ მომეკიდა სასმელი და ვერც დავიძინე. ვიჯექი და
ვისხამდი და ვისხამდი. ამაოდ.
მეორე დილით, როგორც გითხარით უკვე, ოფისში მივბრუნდი.
სრულ არარაობად ვგრძნობდი თავს. მილიარდობით ქალი დადიოდა ქვეყანაზე, მაგრამ ჩემთან არც ერთს არ შემოუცდებოდა ფეხი.
რატომ? ბანძი ვიყავი და იმიტომ. გამომძიებელი, რომელსაც
არაფრის გარკვევა არ შეუძლია.
ბუზს დავუწყე ყურება, მაგიდაზე რომ დაცოცავდა და მოვემზადე,
მეთქი, ახლა ამას მოუსავლეთში გავუშვებ და უცებ გონება გამინათდა.
წამოვვარდი.
სელინი დაზღვევას უკეთებდა სინდის! ჯეკ ბასის სიცოცხლეს აზღვევდნენ! მალე, ალბათ, გაასაღებდნენ, თან ისე, რომ ეჭვსაც ვერავინ ვერაფერზე მიიტანდა! ერთად მუშაობდნენ! მორჩა, ყვერებით
მეჭირა ორივე!
არა, სელინი ყვერებით მეჭირა, აი, სინდის კიდე მაგრად ქონდა
დანძრეული. ჯეკ ბასი შარში იყო. ქალბატონ სიკვდილს სელინის
თავი უნდოდა. წითელი ბეღურის კვალი არ ჩანდა. მაგრამ ვგრძნობ46
დი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, რაღაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ჯიბიდან ხელი ამოვიღე და ყურმილს დავწვდი. დავწვდი და დავდე უკანვე. ნეტა ვინ ჯანდაბისთვის ვაპირებდი
დარეკვას? ხომ ვიცოდი, რომელი საათი იყო. არა, ჯეკ ბასს მაგარ
შარში ქონდა თავი გაყოფილი. რამე უნდა მომეფიქრებინა. ვცდილობდი, მართლა. ბუზი ისევ დაღოღავდა მაგიდაზე. დოღის პროგრამა დავახვიე, დავკარი და ავაცილე. აშკარად არ მიმართლებდა
დღეს. არც დღეს, არც ამ კვირას, არც ამ თვეს, არც ამ წელს. არც
საერთოდ ცხოვრებაში. ჯანდაბა რა. გადავწექი სკამზე. დაიბადო,
რათა მოკვდე. დაიბადო, რათა მერე გამოჭერილი ციყვივით იცხოვრო. რატომ ვერ ვხედავ ქოროს მომღერალ გოგოებს? თუ არ არიან,
მაშინ რატომ მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ დაკრძალვას ვესწრები?
კარი გაიღო. ზღურბლთან სელინი იდგა.
– ვიცოდი, – მე ვუთხარი, – ვიცოდი, მოხვიდოდი.
– ძველი ამბავია ეგ.
– კარზე არასდროს არ აკაკუნებ ხოლმე?
– გააჩნია სიტუაციას. წინააღმდეგი იქნები, რომ ჩამოვჯდე?
– დაჯექი, მაგრამ საქმეს მივხედოთ.
ჩემს სიგარების ყუთს გადასწვდა, ამოიღო ერთი, გაასუფთავა,
მოაჭრა ბოლო, ამოიღო სანთებელა, აანთო, მოქაჩა და კვამლის
უზარმაზარი ღრუბელი გამოუშვა. – იყიდება ესენი, ისე, – მე ვუთხარი.
– რა არ იყიდება?
– ჰაერი. მაგრამ მაგასაც გაყიდიან. შენ თქვი, რა გინდა, თორე.
– მეგობარო...
– ნუ აჭრელებ.
– კარგი, კარგი... მოკლედ...
47
სელინმა ფეხები შემოაწყო მაგიდაზე.
– კარგი ფეხსაცმელები გიშოვია, საფრანგეთში იყიდე?
– საფრანგეთი, მაფრანგეთი, რა მნიშვნელობა აქვს?
მითხრა და კიდევ ერთხელ გამოუშვა კვამლი.
– აქ რა გინდა?
– კარგი კითხვაა. საუკუნეებია ქუხს ეგ კითხვა.
– ქუხს?
– ღვთის გულისთვის, სიტყვებზე ნუ მეკიდები. იმ ბიჭს ჰგავხარ,
უბედური ბავშვობა რომ ჰქონდა.
ამოვიოხრე.
– მოკლედ, – გააგრძელა სელინმა, – ასეა საქმე. ტრაკში ხარ,
ორი მუხლით მაინც. სახლის გატეხვა და უკანონო შეჭრა. თავდასხმა და ცემა...
– რა?
– ბრიუსტერი უკვე საჭურისია. იმ შენი კამერით ყვერები დაუნაყე,
ახლა კვერცხები ორი გამხმარი ფინიკივით კიდია. უკვე, რო რამე,
სოპრანოს პარტიასაც იმღერებს. – მერე?
– ჩვენ ვიცით დამნაშავე, რომელმაც გატეხა კარი, შემოიჭრა და
ერთ თავის მსგავსს კაცური ღირსება ადგილზე დაატოვებინა.
– მერე?
– მერე შეიძლება ეს ამბავი შემთხვევით პოლიციამაც გაიგოს. –
სამხილები გაქვს?
– სამი მოწმე.
– აუ, რამდენი გყოლია.
სელინმა ფეხები ჩამოიღო, გადმოაწვა მაგიდას და პირდაპირ
თვალებში შემომხედა. – ბილეინ, ათი ათასი უნდა მასესხო.
– მივხვდი! მივხვდი! შანტაჟია! შე ღორო! შანტაჟია!
გრძნობები მომაწვა. ძალიან სასიამოვნო იყო.
48
– რა შანტაჟი, შე ცინგლიანო. ათი ათასი მასესხე-მეთქი, მეტი რა
გითხარი. მასესხე- მეთქი, გაიგე?
– გასესხო? გარანტია გაქ?
– ჯანდაბა, არა.
მეც წამოვდექი.
– ვაი, შე სირო! გგონია, მაგას ვჭამ?
მაგიდას შემოვუარე და მისკენ წავედი.
– ბრიუსტერ! – იყვირა სელინმა, – დროა!
კარი გაიღო და ოთახში ჩემი ძველი მეგობარი ბრიუსტერი შემოვიდა. – გამარჯობა, მისტერ ბილეინ! – მითხრა რბილად, თუმცა,
ამის გამო ჩემს თვალში სიმაღლე მაინცდამაინც არ მოჰკლებია.
ცხოვრებაში არ მენახა მაგხელა ნაბიჭვარი. გამოვბრუნდი უკან, მაგიდისკენ. გამოვაღე უჯრა, ამოვიღე ჩემი 45-მილიმეტრიანი და მივუშვირე.
– ჩემო პატარა ბიჭუნია, ამ რაღაცას მატარებლის გაჩერება შეუძლია. ჰა, ელმავლის როლზე როგორა ხარ? მიდი, მიდი, კუ-კუ, ჩუქჩუქ! მოდი ჩემთან, გამოყევი ლიანდაგებს. თავით გადაგიშვებ გზიდან! მოდი, კუ-კუ, ჩუქ-ჩუქ!
მოვხსენი დამცველი და პირდაპირ ვეებერთელა ფაშვში დავუმიზნე. ბრიუსტერი გაჩერდა.
– არ მომწონს ეს თამაში...
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 3
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.