Latin

მაკულატურა - 4

Total number of words is 3763
Total number of unique words is 1911
30.7 of words are in the 2000 most common words
43.8 of words are in the 5000 most common words
50.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გაქ. დავცალე არყის ჭიქა და გადავდე გვერდზე.
– შენ მაგაზე არ იჯავრო, მაინც დაგენძრევა.
– როგორც გამომძიებელს, სამი თვისება გაკლია.
– ჰოო? მაგრამ მაინც მიგიხვდი, რაც გინდა, პატარავ.
– მართლა?
– გროვერსს იმიტომ არ ანებებ თავს, რომ მოკვდავია, ჰოდა, მისი გვამი მშვენიერი თავშესაფარი იქნებოდა შენი უცხოპლანეტელი
მეგობრებისთვის. დაჯდა, ჩემს სიგარეტს მიაგნო, გაუკიდა და იცინის.
– შენ გგონია, მე მკვდარ სხეულში ვზივარ ახლა?
– არა, მთლად მასე არ მგონია.
– ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს სხეულებს. მიყურე.
ისევ ის ბზუილი გაისმა, განათდა ალისფრად და ოთახის კუთხეში
კიდევ ერთი ჯინი ნიტრო გამოჩნდა. ჩემი ქოთნის ყვავილის გვერდით იდგა.
– გამარჯობა, ბილეინ, – მომესალმა მშვიდად.
– გამარჯობა, ბილეინ, – მითხრა მეორე ჯინი ნიტრომაც, ჩემ წინ
რომ იჯდა სკამზე. – ჰე, ორ სხეულში ერთდროულად შეგიძლია ყოფნა?
73
– არა, – გამომეპასუხა სკამზე მჯდომი, – მაგრამ, – გააგრძელა
მეორემ, კუთხეში მდგარმა, – ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა
შეგვიძლია.
საწოლიდან ავდექი. ავიღე ჭიქა და არყით ავავსე.
– შორტებით გძინავს თურმე, – მითხრა ერთმა ჯინი ნიტრომ.
– რა საძაგლობაა, – დაამთავრა მეორემ.
ჩემი სასმლიანად ლოგინზე ავძვერი და ბალიშს დავეყრდენი.
ისევ გაისმა ბზუილი, ისევ განათდა და ის ჯინი ნიტრო, ქოთანთან
რომელიც იდგა, გაქრა. ახლა მარტო სკამზე მჯდომს მივჩერებოდი.
– მისმინე, – მე ვუთხარი, – გროვერსმა დამიქირავა, მომაშორე ეგ
ქალიო და გავაკეთებ, მოგაშორებ, იცოდე. – შენი შესაძლებლობების პატრონის კვალობაზე მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობ. – ჰოო?
არადა, ამაზე რთული საქმეებიც მომიგვარებია, ისე.
– მართლა? აბა, მომიყევი.
– ყველა ჩავლილი საქმე კონფიდენციალურია.
– კონფიდენციალურია თუ უბრალოდ არ არსებობს?
– ნერვები არ მომიშალო, ჯინი, თორე...
– რა თორე.
– თორე... – ავწიე ჭიქა, არაყი უნდა გადამეკრა და უცებ პირამდე
ხუთიოდე სანტიმეტრი რომ იყო დარჩენილი, გამიშეშდა ხელი. ვერ
გავანძრიე.
– მესამეხარისხოვანი ვინმე ხარ, ბილეინ, ნუ მეთამაშები. კარგ
ხასიათზე ვარ, იცოდე. ჩათვალე, გაგიმართლა.
გამიმართლა? უკანასკნელი თორმეტი საათის განმავლობაში უკვე მეორედ მესმოდა ეს სიტყვა.
მერე ისევ ბზუილი, ისევ ალისფერი ნათება და ჯინი ნიტროც გაქრა. ვიჯექი საწოლზე, ვერ ვინძრეოდი, ჭიქა პირიდან ისევ ხუთიოდე
სანტიმეტრის დაშორებით მეჭირა. ვიჯექი და ველოდი. დრო მქონდა
74
და ჩემს სამსახურებრივ ბედ- იღბალზე ვფიქრობდი. ბევრიც არაფერი მქონდა საფიქრალი. შეიძლება, არასწორადაც ავირჩიე თავის
დროზე პროფესია. მაგრამ თავიდან დაწყება დაგვიანებული იყო უკვე. უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი. სადღაც ათ წუთში სისხლი
ამიმოძრავდასავით და ოდნავ გავატოკე ხელი. ცოტა ხანში პირთანაც მივიტანე ჭიქა, როგორღაც თავის გადაწევაც მოვახერხე და ერთი მოსმით გადავკარი არაყი. ჭიქა იატაკზე მოვისროლე, გავიჭიმე
ლოგინში და ძილს დავუწყე ლოდინი. გავიგონე, როგორ ისროლეს
გარეთ და მივხვდი, რომ სამყაროში ისევ ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ხუთ წუთში მეც სხვებივით წამართვა ძილმა თავი.
22
დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. ჭერს ავხედე, ნაპრალებს
დავუწყე ყურება. ვხედავდი, როგორ გაურბოდა ბიზონი რაღაცას.
ჩემი თავი გამახსენდა. მერე გველსაც მოვკარი თვალი, კურდღელი
დაეჭირა. შტორების ნახვრეტებში მზემ შემოაჭყიტა და სვასტიკა დამახატა მუცელზე. ტრაკი მეფხანებოდა. აუ, მეთქი, თუ ისევ ბუასილი
მეწყება. კისერი მქონდა დაჭიმული, პირში კიდევ ამჟავებული რძის
გემოს ვგრძნობდი.
ავდექი და სააბაზანოში გავედი. მაგრად არ მინდოდა სარკეში ჩახედვა, მაგრამ მაინც ჩავიხედე. დამეწყრილი, განადგურებული სახე
მქონდა. ჩაშავებული ტომსიკები მეკიდა თვალებქვეშ. თვალებში –
დამფრთხალი, კატისგან გამოჭერილი თაგვის მზერა. ჩემი სხეული
თითქოს აღარაფერს აღარ ცდილობდა. თითქოს აღარ უნდოდა, ჩემი ნაწილი ყოფილიყო. წარბები – დაშვებული, დაგრეხილი, გეგონებოდათ, გადაირივნენო, წარმოიდგინეთ, გადარეული წარბები.
საშინელება იყო. ამაზრზენად გამოვიყურებოდი. ნაწლავების და75
საცლელადაც არ აღმოვჩნდი მზად, საცობი მედო, რა. მივედი უნიტაზთან, მეთქი, მოვფსამ მაინც. ზუსტად დავუმიზნე, მაგრამ როგორღაც მაინც ავაცილე და ცოტა მოვწუწე იატაკი. კიდე ვცადე დამიზნება
და ახლა უნიტაზის დასაჯდომი შემომეწუწა, აწევა დამვიწყნია. მოვხიე ტუალეტის ქაღალდი და მოვწმინდე იქაურობა, იატაკიც, დასაჯდომიც, ჩავაგდე მერე ქაღალდი ნაგვის ყუთში და ჩავრეცხე უნიტაზი. მივედი ფანჯარასთან და გადავიხედე. რას ვხედავ – კატა ზის მოპირდაპირე სახლის სახურავზე და ჯვავს. ვიპოვე ჯაგრისი, მოვუჭირე
ხელი კბილის პასტას. ბევრი გამოვიდა. ზანტად გადმოეკიდა ჩემს
ჯაგრისს და დაეტყეპა ნიჟარას. მწვანე იყო რატომღაც. მატლს გავდა. ამოვუსვი თითი, შევახოცე ჯაგრისს და დავიწყე ხეხვა. კბილები.
ფუ, რა საძაგლობა რამეა. სულ უნდა ვჭამოთ, ვჭამოთ და ვჭამოთ.
რა გულისამრევები ვართ, განწირულები ჩვენი პატარ- პატარა საქმეების საკეთებლად. უნდა ვჭამოთ სულ, ვაკუოთ, ვიფხანოთ, ვიღიმოთ, დაბადების დღეები აღვნიშნოთ. მოვათავე კბილების ხეხვა და
დავბრუნდი ლოგინში. აღარ მქონდა აღარაფრის თავი. ჭიკარტივით
ვიყავი, ლინოლეუმის ნაგლეჯივით.
მეთქი, შუადღემდე არ ავდგები ლოგინიდან. ეგებ ამოწყდეს იქამდე ნახევარი კაცობრიობა და მეორე ნახევრის ატანა სანახევროდ
გულისამრევი იყოს-მეთქი. იქნებ შუადღემდე მოვმჯობინდე ცოტა,
თავიც უკეთ ვიგრძნო. ვიცნობდი ერთ ტიპს, რამდენიმე დღე არ გასულა კუჭში და გასკდა. მართლა გასკდა. მძღნერმა მუცლიდან
იფეთქა პირდაპირ.
როდის-როდის ტელეფონმა დარეკა. მეთქი, რეკოს. დილით
არასდროს არ ვპასუხობ არავის. ხუთჯერ დარეკა და გაჩერდა, როგორც იქნა. სულ მარტო ვიყავი აქ, ჩემთან, მეზიზღებოდა საკუთარი
მდგომარეობა, მაგრამ სხვასთან, ვიღაცასთან, თავისი პატარ- პატარა ეშმაკობებით და ყირაზე გადასვლებით შეპყრობილთან ყოფნას,
76
მაინც ასე მერჩივნა. ნიკაპამდე ამოვიწიე საბანი და ლოდინი დავიწყე.
23
იპოდრომზე რომ მივედი, მეოთხე გარბენი ჯერ არ დაეწყოთ. უნდა გამერღვია ეს ჩაკეტილი წრე. ყველა ჩემი საქმე ჩიხში შევიდა.
ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე, ჩამოწერილი მქონდა ყველაფერი: 1.
გავარკვიოთ, არის თუ არა სელინი სელინი და გავაგებინოთ ქალბატონ სიკვდილს. 2. ვიპოვოთ წითელი ბეღურა.
3. დავადგინოთ, ღალატობს თუ არა ბასს სინდი, თუ ღალატობს,
ჩავავლოთ. 4. მოვაშოროთ გროვერსს თავისი უცხოპლანეტელი.
დავკეცე ფურცელი და ისევ ჯიბეში ჩავიდე. გადავშალე პროგრამა. მეოთხე გარბენი იწყებოდა. იდგა თბილი, სასიამოვნო დღე, ირგვლივ თითქოს თვლემდა ყველაფერი. უცებ უკნიდან ხმა მომესმა,
ეტყობა იჯდა ვიღაც, მივბრუნდი და სელინი შემრჩა ხელში. გამიღიმა.
– რა კარგი ამინდია, არა?
– აქ რა ჯანდაბა გინდა? – ვკითხე მე.
– ბილეთი ავიღე. იქ არ დაუსვამთ შეკითხვები.
– მითვალთვალებ, შე დედამოტყნულო?
– მეც ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა.
– არაფერი აღარ მესმის, – ვაღიარე გულწრფელად.
– აღარც მე, – დამეთანხმა, გადმოაბიჯა სკამებს და დამიჯდა
გვერდით, – უნდა ვილაპარაკოთ.
– რა თქმა უნდა, ოღონდ, პირველ რიგში, რა გქვია, ის მითხარი?
მართლა რა გქვია. ვიგრძენი, გვერდში როგორ მომედო მოკლეცხვირიანი რევოლვერი. პალტოს შიგნიდან ეჭირა.
77
– ტარების უფლება გაქ? – ვკითხე მე.
– აქ მე ვსვამ კითხვებს, – მიპასუხა და ოდნავ მატაკა ლულა. –
მიდი, დაიწყე.
– ვინ დაგიქირავა.
– ქალბატონმა სიკვდილმა.
– ქალბატონმა სიკვდილმა? – და სიცილი აუტყდა, – არ გინდა
რა. – რა არ მინდა. ასე ეძახის თავის თავს, ქალბატონი სიკვდილი
ვარო. – გიჟია?
– ალბათ.
– სად ვნახო ეგ ძუკნა?
– მე რა ვიცი, თვითონ მპოულობს ხოლმე.
– შენ გგონია, მაგას ვჭამ?
– რაც ვიცი, იმას გეუბნები.
– რა უნდა.
– აინტერესებს, მართლა სელინი ხარ თუ არა.
– ჰოო?
– ჰო.
– ამ გარბენში რომელი მოგწონს?
– მწვანე მთვარე.
– მწვანე მთვარე? მეც.
– კარგი, ავალ, დავდებ და მოვბრუნდები.
ვთქვი და წამოვიწიე ასადგომად.
– დაჯე, თორე დაგაჭრი ყვერებს.
დავჯექი.
– მოკლედ, არ მინდა, ეგ ქალი კვალში მედგეს. ნამდვილი სახელიც მჭირდება მაგის. არ ვჭამ მე მაგ ქალბატონი სიკვდილი ქვია და
რაღაცებს. და მინდა, შენ მიხედო ამ საქმეს. ახლავე მიხედო.
78
– კი მაგრამ, ის ქალია ჩემი კლიენტი და შენ როგორღა უნდა
იყო? – ეგ შენ თვითონ მოხარშე, პუტკუნ.
– პუტკუნ?
– შეხედე, ღიპი გკიდია.
– მკიდია თუ არ მკიდია, ვინმეზე რომ ვმუშაობ, ფულს მიხდიან
სხვათა შორის, თან იაფი არ ვღირვარ.
– მაინც?
– საათი ექვსი დოლარი.
ჩაიყო ჯიბეში ხელი, დახვეული ბანკნოტები ამოიღო და მომიგდო. – ერთ თვეს გეყოფა.
უცებ ბრბო ახმაურდა. ცხენები ფინიშის ხაზს გაუსწორდნენ და,
თქვენი აზრით, ვინ მოქროდა პირველი და ვინ უსწრებდა მომდევნოს ლამის მთელი კორპუსით? ვინ მოიგო მეოთხე გარბენი? მწვანე
მთვარემ. ფსონი იყო ექვსი ერთთან. – ჯანდაბა, – მე ვუთხარი, –
ძვირად მიზიხართ, მწვანე მთვარემ მოიგო. – მოკეტე და მიხედე
ჩემს საქმეს.
– კარგი, კარგი, როგორ გიპოვო?
– აჰა, ჩემი ნომერი, – მითხრა და ფურცლის ნაგლეჯი გამომიწოდა. მერე ადგა, გაიარა სკამებს შორის და თვალს მიეფარა.
ვიცოდი, რაღაც ძალიან დიდ ამბავში გავები, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რაში. მეთქი, კაი, მივხედავ საქმეს, რაც იქნება, იქნება. გადავშალე პროგრამა და მეხუთე გარბენისთვის ავირჩიე ცხენი.
79
24
მეორე დღეს დამკრძალავ ბიუროში გავიარე, “ვერცხლისფერ
ნავსადგურში”, უნდა შემემოწმებინა რაღაც-რაღაცები. მაგარი ბიზნესია ძაან, ყველა სეზონზე მუშაობს. დავაყენე მანქანა და შევედი.
კაი ადგილი იყო – დარბაზში საოცარი სიწყნარე, ძირს სქელი ჭუჭყიანი ხალიჩები. გავიარე იქაურობა და მეორე ოთახში გადავედი. ის
კუბოებით გამოეტენათ. რანაირ კუბოს არ ნახავდით – დიდებს, პატარებს, განიერებს, ვიწროებს. მე არა, მაგრამ ხო არი ხალხი, წინასწარ რო ყიდულობს ჩასასვენებელს. ფუ, ჩემი. კაცის ჭაჭანება არ
იყო. მეთქი, მოკიდე ახლა ამ კუბოს ხელი, მიაბი მანქანაზე და ჰაიდა. სად ჯანდაბაში დაიარებოდა გროვერსი? გროვერსი კაი და დანარჩენი თანამშრომლები? მერე შემიჩნდა რაღაც, შემიჩნდა და არ
მომასვენა, ჰოდა, ვერ მოვითმინე, ავხადე კუბოს თავი, ჩავიხედე
შიგნით და ვიყვირე, მაგრამ რა ვიყვირე. ვუშვი ეგრევე ხელი სახურავს. შიშველი ქალი იწვა ჩასასვენებელში. ახალგაზრდა, ლამაზი,
მკვდარი ოღონდ. აუ. შემოვარდა ჰალ გროვერსი.
– ბილეინ! აქ რა გინდათ?
– რა მინდა? როგორ თუ რა მინდა? რას გულისხმობთ? თქვენ სად
ჯანდაბაში იყავით, გროვერს? – ტუალეტში. რა გაყვირებდათ?
ხელით ვაჩვენე.
– გვამი გიწევთ კუბოში! მაგარი ნაშაა! აი, ძუძუები!
გროვერსი მივიდა და ახადა თავი კუბოს.
– არავითარი გვამი არ არის აქ, მისტერ ბილეინ.
– ჰა?
მივედი მეც და ჩავიხედე. ჩასასვენებელი ცარიელი დამხვდა.
მოვტრიალდი და მკლავებში ვეცი გროვერსს.
80
– მასულელებ, პატარავ! ვნახე, ჩემი თვალით ვნახე! მაგარი
მკვდარი ნაშა! მასულელებთ, არა? შენ და ბილი ფრენჩი მასულელებთ, ის სისხლის მწოველი ისა! ჩემთან ხუმრობას არ გირჩევ,
გროვერს.
– არ გასულელებთ, ბილეინ, მოგეჩვენათ უბრალოდ.
გავუშვი ხელი.
– ბოდიშს გიხდით, – მე ვუთხარი, – აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. – რას უნდა მიმხვდარიყავით?
– ჯინი ნიტროს ოინებია ყველაფერი. ის მეთამაშება, იცის,
თქვენს საქმეზე ვმუშაობ და იმიტომ.
– იმ ამბის მერე აღარ მინახავს, შეიძლება წავიდა საერთოდ. –
არსად არ წასულა, უცდის, გროვერს, უცდის.
– რას უცდის?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი.
უცებ შემოვტრიალდი და ოთახი მოვათვალიერე.
– გროვერს, ჩქარა მითხარით, რამდენი მკვდარი გყავთ?
– ორი გვყავს მზად, გამოსამშვიდობებელ ოთახში არიან.
– უნდა ვნახო ორივე.
– რაო?
– გინდათ, მივხედო ამ საქმეს ბოლო-ბოლო, თუ არ გინდათ?
– მინდა... რომ მიხედოთ, კი.
– ჰოდა, მაშინ უნდა ვნახო ის გვამები.
– რატომ?
– რომ გითხრათ, მაინც ვერ მიხვდებით და აზრი?
– რისი თქმა გინდათ ამით?
– დაივიწყეთ. ახლა წავიდეთ, ვნახოთ.
– კი მაგრამ, ეს ყველა წესის დარღვევაა.
– წამო, წამო.
81
– კარგი, გამომყევით...
გავედით გამოსამშვიდობებელ ოთახში. დიდებული ადგილი
იყო. ბნელოდა, სანთლები ციმციმებდა. ორი კუბო იდო გვერდიგვერდ.
– ესეც ასე, ვნახოთ, – ვუთხარი გროვერსს.
– არ მეტყვით, რად გინდათ ამათი ნახვა?
– ჯინი ნიტროს უნდა, თავისი უცხოპლანეტელები ამ გარდაცვლილების სხეულებში ჩაასახლოს. თავშესაფარი მისცეს, ნიჟარასავით,
აი, კუებს რომ აქვთ ჯავშანი, დაახლოებით ისე. ზუსტად ამ გვამების
გამო არ გშორდება ნიტრო. – ჰო, მაგრამ ესენი ხო მკვდრები არიან,
გახრწნა აქვთ დაწყებული უკვე. თან მიწაში უნდა დავმარხოთ მერე.
რაში უნდა გამოადგეთ ესენი, ვერ ვხვდები. – მოკლედ, უცხოპლანეტელები, სანამ დაიმარხება სხეული, მანამდე რჩებიან შიგ. რო დაიმარხება, მერე სხვა მკვდარს მოძებნიან.
– ჰო, მაგრამ დამალვა თუ უნდათ, რაღა მიცვალებულებში მიძვრებიან? წყალსატევებში დაიმალონ, გამოქვაბულებში, სადმე მასეთ ადგილას, რა ვიცი. ან ცოცხალ სხეულებში ჩასახლდნენ, ბოლო-ბოლო.
– რა სულელი ხართ, ცოცხლები ხო წინააღმდეგობას გაუწევენ.
გახსენით ეს კუბოები, გროვერს! აქ იქნებიან, დარწმუნებული ვარ.
– მე მგონი, შეიშალეთ, ბილეინ.
– მიდით, გახსენით.
გროვერსი დამემორჩილა და გახსნა ერთი. ლამაზი კუბო იყო, მუხის. ასე 38 წლის კაცი ესვენა შიგნით, ხშირი წითური თმა ჰქონდა
და ღარიბული კოსტიუმი ეცვა. მივბრუნდი და შევხედე გროვერსს.
– ერთი იმათგანი ამაში ზის ახლა.
– საიდან იცით?
– დავინახე, როგორ გაინძრა.
82
– ჰა?
– დავინახე, როგორ გაინძრა-მეთქი.
მივწვდი და ვტაცე ხელი ყელში მიცვალებულს. თავი რომ გადავაქნევინე, ოდნავ გაეხსნა პირი და თეთრ ბამბასავით რაღაც გადმოუვარდა.
გავხტი უკან.
– ჯანდაბა! რა არი ეს?
გროვერსმა დანანებით ამოიხვნეშა.
– ბილეინ, რამდენი ხანი ვიწვალე, რომ ბამბით ამომევსო ლოყები, ცოცხალი, ჯანმრთელი კაცის შესახედაობა ექნება-მეთქი. შენ კიდე წყალში ჩამიყარე ყველაფერი, ახლა თავიდან მაქვს სულ საკეთებელი.
– ბოდიშს ვიხდი, არ ვიცოდი. მაგრამ საქმის გახსნასთან, მე მგონი, ახლოს ვართ. თუ შეიძლება, გახსენით მეორე კუბოც!
– თვითონ გახსენით! ფუ, რა ამაზრზენია ეს ყველაფერი. წარმოდგენა არ მაქვს, რატო გაძლევთ ამდენის უფლებას. მეც შევიშალე, ეტყობა.
მეორე ფიჭვის კუბო იყო, მივედი და გავხსენი. ჩავიხედე. ჩავიხედე და გავშეშდი. თვალებს არ დავუჯერე.
– მეხუმრებით, გროვერს? თუ მეხუმრებით, ვერ გამოგივიდათ მაინცდამაინც კარგი ხუმრობა. სულ არ არის სასაცილო.
კუბოში მე ვიწექი. სასახლეს შიგნიდან ხავერდი ჰქონდა ამოკრული, მე კიდე ვიწექი და ვიღიმებოდი მკვდრის ღიმით. მუქი ყავისფერი, დანაოჭებული კოსტიუმი მეცვა, ხელები გულზე მეწყო და თეთრი მიხაკი მეჭირა.
მივუბრუნდი და მივაჩერდი გროვერსს.
– რა ჯანდაბა ხდება აქ? სად ნახეთ ეს?
83
– ოჰ, ეს მისტერ ენდრიუ დუგლასი გახლავთ, მოულოდნელად
გარდაიცვალა გულის შეტევით. ადგილობრივი საზოგადოების აქტიური წევრი იყო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
– რას მიედ-მოედებით, გროვერს, ჩემია ეს ცხედარი. მე ვარ! –
სისულელეს ამბობთ, – მითხრა და მივიდა კუბოსთან, – ეს მისტერ
დუგლასია. მივედი მეც და ჩავიხედე. სამოცდაათი-ოთხმოცი წლის
კაცი იწვა შიგნით. კარგად გამოიყურებოდა. ლოყებზე ფერ-უმარილი წაესვათ, ტუჩებზე – პომადა. კანი ისე ულაპლაპებდა, ცვილით
დაფარული გეგონებოდათ. მაგრამ ეს კაცი მე ნამდვილად არ ვიყავი.
– სულ ჯინი ნიტროს ოინებია, – ვთქვი მე, – ეგ გვეთამაშება. – მე
მგონი, რაღაცები აგერიათ, მისტერ ბილეინ.
– მოკეტე რა.
უნდა დავფიქრებულიყავი, ყველაფერი როგორღაც ერთმანეთთან უნდა დამეკავშირებინა. მაგრამ როგორ? ამ დროს კიდევ ვიღაც
შემოვიდა და კარში ჩადგა. – სხეული მზადაა, ჰალ.
– გმადლობ, ბილი, შეგიძლია, წახვიდე.
ბილი ფრენჩი მიტრიალდა და გავიდა.
– ღმერთო ჩემო, გროვერს. ეს ხელებს არ იბანს?
– რას გულისხმობთ?
– წითელი ქონდა ხელები, დავინახე.
– რა სისულელეა.
– დავინახე-მეთქი, წითელი ქონდა.
– მისტერ ბილეინ, მესამე ჩასასვენებელშიც ხომ არ ჩაიხედავდით? ცარიელი კია, მაგრამ მაინც. ერთმა ჯენტლმენმა შეუკვეთა წინასწარ.
მივბრუნდი და დავაცქერდი მითითებულ კუბოს.
– თვითონ შიგნით წევს, გროვერს?
84
– არა, თვითონ ის ჯენტლმენი ცოცხალია. წინასწარ შეუკვეთა.
ათპროცენტიანი ფასდაკლება გვაქვს ხოლმე იმათთვის, ვინც წინასწარ უკვეთავს. თქვენც ხომ არ ინებებთ ერთს? მართლა კარგი კოლექცია გვაქვს.
– დიდი მადლობა, გროვერს, მაგრამ შეხვედრაზე ვარ წასასვლელი ახლა... დაგიკავშირდებით კიდევ.
მოვტრიალდი და გამოვედი, გამოვიარე მისაღები ოთახი და როგორც იქნა, გამოვაღწიე გარეთ, სუფთა ჰაერზე. ესენი ვინ არიან,
იცით, ეს ნაბიჭვრები, წინასწარ რო ყიდულობენ კუბოებს? კვირაში
ექვსჯერ რო ანძრევენ, ისინი არიან.
ჩავჯექი ჩემს ხოჭოში. დავაჭირე გაზს და გავვარდი გზაზე. ვიღაც
ფურგონიანმა ტიპმა გადაწყვიტა, მანქანა გამისვაო და შუათითი
მიჩვენა. მეც არ ჩამოვრჩი, ავდექი და მეც ვუჩვენე.
გაწვიმდა, მარჯვენა ხელით ფანჯარა ავწიე და რადიო ჩავრთე.
25
მეექვსე სართულზე ლიფტით ავედი. ფსიქიატრს სეიმურ დანდი
ერქვა. შევაღე კარი, შევედი. მისაღები ოთახი გიჟებით იყო სავსე,
მაგალითად, ერთ ტიპს გაზეთი უკუღმა ეჭირა და ისე კითხულობდა.
დანარჩენები, უმრავლესობა, ქალებიც და კაცებიც, ჩუმად ისხდნენ.
სუნთქავდნენ თუ არ სუნთქავდნენ, ვერაფრით ვერ შეატყობდით.
რაღაცნაირ მძიმე, შავბნელ განწყობას გაეძეძგა ოთახი. ჩავეწერე
მიმღების მაგიდასთან და დავჯექი. გვერდით ტიპი მეჯდა, ცალ ფეხზე
ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა, მეორეზე – შავი. – ჰეი, მეგობარო, –
შემომეხმიანა.
– ჰო.
– ცენტიანს ვერ დამიხურდავებ?
85
– ვერა, დღეს ვერა.
– ხვალ?
– ხვალ შეიძლება, – მე ვუთხარი.
– მაგრამ ხვალ შეიძლება ვერც გნახო, – დაიჩივლა იმან.
დიდი იმედი მაქვს-მეთქი, გავიფიქრე.
ვიცდიდით და ვიცდიდით გაუთავებლად. ყველანი ერთად ვიცდიდით. კი მაგრამ, არ იცოდა ამ ექიმმა, რომ მოლოდინი აგიჟებს ზუსტად ხალხს? ადამიანები ხომ მთელი ცხოვრება იცდიან. ჯერ ახალი
ცხოვრების დაწყებას უცდიან, მერე სიკვდილს უცდიან. რიგებში იცდიან, ხან – ტუალეტის ქაღალდის საყიდლად, ხან – ფულის ასაღებად. თუ ფული არა აქვთ, უფრო დიდ რიგებში უწევთ დგომა და უფრო მეტს იცდიან. ჰოდა, უცდი ასე, როდის დაგეძინება, როდის გაეყრები ცოლს, უცდი, როდის გაწვიმდება, როდის გადაიღებს, როდის
შეჭამ ერთხელ და მერე მეორედ როდის შეჭამ. ბოლოს ზიხარ ფსიქიატრის მისაღებში გადარეულებთან ერთად, იცდი და იმას ფიქრობ, ნეტა მეც ამათნაირი ვარ თუ არაო.
იმდენ ხანს ვიცადე, ჩამეძინა და მდივანმა გამაღვიძა:
– მისტერ ბილეინ, მისტერ ბილეინ, თქვენი რიგია.
ეს მდივანი საშინელი, მახინჯი, ასაკოვანი ქალი იყო, ჩემზე მახინჯიც კი. სახე ცხვირთან ქონდა მოტანილი, გული გამისკდა კინაღამ. სიკვდილი, ალბათ, ამას გავს-მეთქი, გავიფიქრე, ამ მახინჯ,
ასაკმორეულ ქალს. – ძვირფასო, მე მზად ვარ, – ვუთხარი მამაცურად.
– გამომყევით.
გავიარეთ მისაღები, მდივანმა კაბინეტის კარი გამიღო და დავინახე, აი, მეტისმეტად თვითკმაყოფილი სახის ტიპი იჯდა მაგიდასთან, მუქი მწვანე პერანგი და ღილებჩახსნილი ნარინჯისფერი სვი86
ტერი ეცვა და მუნდშტუკით ეწეოდა სიგარეტს. – დაბრძანდით, –
მითხრა და სკამზე მიმითითა.
მდივანმა გაიხურა კარი და გაქრა.
დანდიმ ქაღალდზე პასტით რაღაცების ხატვა დაიწყო და თავი არ
აუწევია, ისე შემატყობინა:
– საათი 160 დოლარი დაგიჯდებათ.
– არც გაატრაკო.
ამომხედა:
– ჰე, ეს მომწონს!
ხატა ერთხანს რაღაც კიდე თავისთვის და:
– რამ მოგიყვანათ ჩემთან? – მკითხა.
– საიდან დავიწყო, არ ვიცი.
– საიდან და ათიდან დათვალეთ ერთამდე, უკუღმა.
– დედაშენს ათვლევინე უკუღმა!
– ჰე, და დედათქვენთან რა ურთიერთობა გქონდათ?
– რა ურთიერთობა? სიტყვიერი? სულიერი? რას გულისხმობ?
– მშვენივრად იცით, რასაც ვგულისხმობ.
– არა, არ ვიცი.
იმან მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ცერს დაადო, რკალი
გააკეთა, მერე მარჯვენა ხელის სალოკი თითი შეყო ამ ნახვრეტში
და დაუწყო წინ და უკან მოძრაობა. – ამას ვგულისხმობ, – მითხრა,
– მმმ...
– ჰო, – დავეთანხმე, – მახსოვს, როგორ არ მახსოვს, ერთხელ
ზუსტად ეგეთი რკალი გააკეთა ხელით და მე კიდე თითით ვშვებოდი
მასე.
– ჩემს მასხრად ასაგდებად მოხვედით აქ? არ გირჩევთ!
გადავაწექი მაგიდას და მეთქი:
– მაგრად გაგიმართლა, მარტო დაცინვას რო გამომრჩი!
87
– ჰო, – და უკან გადაიხარა სკამზე, – ასეა საქმე?
– კი, მაიმუნობები არ გინდა ჩემთან, პატარავ, თორე საკუთარ
თავზე პასუხს არ ვაგებ. – გთხოვთ, დამშვიდდით, მისტერ ბილეინ,
რა გნებავთ, მითხარით. რო დავკარი მუშტი მაგიდას...
– შეგაჩვენათ ღმერთმა, დახმარება მინდა.
– რა თქმა უნდა, მისტერ ბილეინ, რა თქმა უნდა, როგორ მომაგენით? – სატელეფონო ცნობარიდან.
– სატელეფონო ცნობარიდან? არა ვარ მე მაგ ცნობარში.
– როგორ არა ხართ, სეიმურ დანდი, ფსიქიატრი, გარნერ ბილდინგი, 604-ე ოთახი. – ეს 605-ე ოთახია. მე სამუელ დილონი ვარ,
ადვოკატი. მისტერ დანდი გვერდით ოთახში ზის. ვშიშობ, მისამართი შეგეშალათ.
ავდექი და გავუღიმე.
– მასულელებ, არა, დანდი, დამიძვრე გინდა, არა? თუ გგონია,
რო გამაცურებ, აი, ქათმის სკლინტი გაქ თავში, ტვინი კი არა.
იქ იმისთვის ვიყავი მისული, უნდა გამერკვია, სელინი, წითელი
ბეღურა, ქალბატონი სიკვდილი, უცხოპლანეტელები, სემ და სინდი
ბასები მართლა არსებობდნენ თუ მე ვერ ვიყავი ჯანმრთელად. აღარაფერს გავდა ეს ყველაფერი. მეთქი, ხო არ გადავედი ჭკუიდან? რა
მინდა საერთოდ, რატო მინდა?
ამ ტიპმა, სამუელ დილონს რომ ეძახდა თავის თავს, ზარი დააწკრიალა, შემოვიდა მდივანი. ისევ ჩემზე მახინჯი იყო, რა შეცვლიდა.
– მოლი, – უთხრა, – თუ შეიძლება, გვერდით, მისტერ დანდის კარამდე მიაცილეთ ეს ჯენტლმენი. დიდი მადლობა.
გავყევი მდივანს ისევ უკან დერეფანში, შემიღო 604-ის კარი და:
– ყურადღებით იყავი, მნძრეველ...
88
ისევ იმ გატენილ ოთახში შევედი. პირველი, რაც დავინახე, ის ტიპი იყო, ცალ ფეხზე რო ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა და მეორეზე –
შავი და პენი დამიხურდავეო, რო მთხოვა. იმანაც მომკრა თვალი.
– ჰეი, მისტერ...
ჩავუარე.
– შენც ეგრე დაგემართა, არა, ჰა?
– რა დამემართა?
– ჰე, ჰე... კარი შეეშალა... კარი შეეშალა...
მოვბრუნდი და წამოვედი. ჩავჯექი ლიფტში. ჯერ ველოდე, სანამ
პირველ სართულამდე ჩამოვედი, მერე კარის გაღებას ველოდე. გამოვაჭერი, გამოვიარე ჰოლი, გავაღწიე ქუჩაში. მოვნახე ჩემი მანქანა. ჩავჯექი. დავქოქე. დაველოდე, სანამ გათბებოდა, წავედი შუქნიშნისკენ. წითელი დამხვდა ანთებული. იქ ველოდე, დავაჭირე სანთებელას, ისევ ველოდე. აინთო მწვანე, ამოვარდა სანთებელაც,
თან მივდივარ, თან მოვუკიდე სიგარეტს. მეთქი, აჯობებს, ოფისში
დავბრუნდე. ისეთი გრძნობა მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, იქ ვიღაც უეჭველად მელოდებოდა.
26
შევცდი. ოფისში არავინ დამხვედრია. შემოვიარე სულ და მივუჯექი მერე მაგიდას. უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. რაღაც ვერ ვაკავშირებდი ამდენ ამბავს ერთმანეთთან. მაგალითად, რატო ეჭირა
ადვოკატის მისაღებში იმ კაცს გაზეთი თავდაყირა? ხო აშკარად ფსიქიატრთან უნდა მჯდარიყო ეგ? თუმცა შეიძლება მარტო გაზეთის ყდა
იყო უკუღმა დაბეჭდილი, შიგნით კიდე ტექსტი წაღმა წერებულიყო?
არსებობდა კი ღმერთი? წითელი ბეღურა სად იმალებოდა? ძალიან
ბევრი რამე მქონდა გასარკვევი. დილით ლოგინიდან ადგომა სამ89
ყაროს ყრუ კედელთან ცხვირით შეჯახებას ნიშნავდა. იქნებ ჯობდა,
სტრიპტიზბარში მივსულიყავი და ხუთდოლარიანი ვინმესთვის
სტრინგებში ჩამეკუჭა? და ყველაფერი დამევიწყებინა. იქნებ კრივის
საყურებლად შემევლო და მეცქირა, როგორ აძრობდნენ სიფათს
ერთმანეთს?
ზუსტად გაჭირვება და ტკივილი აძლიერებს ადამიანს, ან სხვაგვარად, სურვილი, გაჭირვებას და ტკივილს თავი დააღწიოს – ის
აძლიერებს. მთელ დღეს მოითხოვს ეს საქმე და ზოგჯერ ძილშიც
ვერ ისვენებს კაცი. ბოლო სიზმარში, რაც ვნახე, სპილოს ვეწექი
ქვეშ, ვერ ვინძრეოდი, თავს ზემოთ კი – უზარმაზარი, ყველაზე დიდი
რამე წარმოიდგინეთ – განავალი მეკიდა და აი, უკვე რო უნდა ჩამოვარდნილიყო, ამ დროს ჩემმა კატამ, ჰამბურგერამ, გადამიარა და
გამეღვიძა. მოუყვები ამ სიზმარს ფსიქიატრს და ის იმისთანა საშინელებას გამოიყვანს მანდედან, გული გაგისკდება. რატომ? იმიტომ,
რომ ძვირს უხდი და უნდა, გულზე დარდი მაგრად შემოგაწვეს. გეტყვის, რომ ეს განავალი პენისს ნიშნავს და რომ შენ ან გეშინია მისი,
ან გინდა, პირიქით – რაღაც ასეთ სირობას გეტყვის. სინამდვილეში
კიდე ან თვითონ არი შეშინებული, ან თვითონვე უნდა ეს პენისი.
არადა, ეს უბრალოდ სიზმარია სპილოს უზარმაზარ განავალზე და
მეტი არაფერი. ზოგჯერ რაღაცები, რასაც ხედავ, ზუსტად იმას ნიშნავს და არ არი საჭირო წინ და უკან ტრიალი. სიზმრის საუკეთესო
ამხსნელი თავად დამსიზმრებელია. ფული კიდე დაიტოვე ჯიბეში.
თუ არადა, კარგ ცხენზე მაინც დადე.
გადავკარი ცივი საკე. გამცხო ერთი და ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი. ვიგრძენი, როგორ გამილღვა ტვინი. მკვდარი არ ვიყავი ჯერ,
სასწაული სისწრაფით ვიხრწნებოდი უბრალოდ. ჰო, მაგრამ ვინ არ
იხრწნება? ყველა ერთ დახვრეტილ ნავში ვსხედვართ და თავს ვირთობთ.
90
ავიღოთ, მაგალითად, შობა. აიღეთ და მოაშორეთ აქედან. ეგ
ვინც მოიგონა, მაინცდამაინც ბევრი კი არაფერი ეყარა თავში. ჩვენ
კიდე თუ გვინდა, მივხვდეთ, სადა ვართ, რაც გვიყრია ნაგავი, ისიც
უნდა მოვისროლოთ. ჰო, სად ვართ კი არა, სად არ ვართ. რაც მეტი
გაქ გადაყრილი, მეტს გაიგებ. ყველაფერი უკუღმაა აქ. იარე უკანუკან და ნირვანა თვითონ ჩაგიხტება კალთაში. დარწმუნებული იყავი.
კიდე მივეცი ერთი საკე. აზრზე მოვდიოდი ნელ-ნელა, გამოვდიოდი სიგიჟიდან. გამოვდიოდი, ოღონდ უყვერებოდ. მე ვიყავი ნიკ ბილეინი, მაგარი ძაღლი. უცებ ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ზუსტად
ისე ავიღე, წესიერი ადამიანები რომ იღებენ. არა, მთლად მასე არა,
ზოგჯერ ტელეფონი სპილოს განავალს მახსენებს. რამდენ სირობას
გეუბნებიან ხოლმე, ხო ხვდებით, მაგ ამბავში. ტელეფონი კია ტელეფონი, მაგრამ იქიდან რა ისმის, ის არის საქმე. – ტილიან ფილოსოფოსს გაუმარჯოს, – გავიგონე ქალბატონი სიკვდილის ხმა. – რაც
ვარ, ეს ვარ.
– ადამიანები ოცნებებით იკვებებიან.
– იკვებონ, მერე რაა ამაში ცუდი?
– წავიდა ოცნებების დრო.
– ჯანდაბის იქით წასულა.
– შენ თვითონ წადი ჯანდაბის იქით, თუ კაია. რა ხდება სელინთან? – ყველაფერი რიგზეა, პატარავ.
– აბა, მომიყევი, რა არი რიგზე, ჩემი პუტკუნა ბიჭი.
– ხვალ შევხვდეთ მუსოსთან სამის ნახევარზე.
– კარგი. შენთვის აჯობებს, ხელცარიელი არ მოხვიდე. გაქ რამე?
– რაღაც-რაღაცები.
– რა ჯანდაბას გულისხმობ?
– ბოდიში, ყველაფერს ახლა ხო არ გეტყვი.
91
– გეუბნები, შენთვის ჯობია...
– თავს ვდებ, ახალი ამბები იქნება.
– ჩათვალე, დადებული გაქვს უკვე, – და ქალბატონმა სიკვდილმა ყურმილი დაკიდა. მეც დავკიდე და თვალმოუცილებლად დავყურებდი ერთხანს. მერე საფერფლიდან ძველი სიგარა ამოვიღე, მოვუკიდე, მოვქაჩე და ხველა ამიტყდა. დავწვდი ტელეფონს ისევ და
სელინის მოცემული ნომერი ავკრიფე. ოთხჯერ გაისმა ზარი და მისი
ხმაც გავიგონე.
– გისმენთ.
– სერ, თქვენ მოიგეთ ერთი ყუთი ალუბლიანი შოკოლადი და
უფასო მოგზაურობა რომში.
– ვინ ხარ, ტვინს რატო ტყნავ?
– ნიკი ვარ, ბილეინი.
– შოკოლადს ავიღებ...
– ხვალ სამის ნახევარზე შემხვდი მუსოსთან.
– რატომ?
– ეი, ფრანგო, რო გეუბნები, მოდი-მეთქი, მოდი და მოთავდება
შენი დავიდარაბა. – ღადაობ?
– კი.
– მოვალ...
და დაკიდა ყურმილი.
აღარავინ აღარ გემშვიდობება კაცს წესიერად. რა დრო მოვიდა,
რა არი. გავუშტერე თვალი საკეს.
მერე გადავკარი.
92
27
სამის თხუთმეტი წუთი იყო, მუსოსთან მაგიდას რომ მივუჯექი.
“ვოდკა სევენი” მედგა წინ. სელინი და ქალბატონი სიკვდილი უნდა
შეხვედროდნენ ერთმანეთს. ჩემი ორი კლიენტი. კარგად მიმდიოდა
საქმეები, ოღონდ საით მიმდიოდა, არ ვიცოდი. ვიღაც ტიპი მომჩერებოდა გვერდითა მაგიდიდან. ზოგიერთებმა, ხო იცით, ძროხებივით იციან ყურება. თან არც იციან, რატო მოგჩერებიან, არადა, მოგჩერებიან კია. მოვსვი არაყი, დავდგი ჭიქა, ავიხედე – ისევ არ მაშორებს თვალს. გავიფიქრე, მეთქი, აი, ორ წუთს ვაცლი კიდევ, გვერდზე არ გაუხედავს და მოვუნგრევ სიფათს.
წუთი და 45 წამი ვითმინე, მერე ის ტიპი ადგა და პირდაპირ ჩემი
მაგიდისკენ არ წამოვიდა?! იარაღის ბუდე მოვისინჯე ხელით. თავის
ადგილზე იყო. მტკიცე, მაგარი, ამდგარ ყლესავით. ვერ მივხვდი, ის
ტიპი მანქანების ფასიანი სადგომის დარაჯს უფრო გავდა თუ კბილის
ექიმს, საზიზღარი ულვაში კი ქონდა და ყალბი ღიმილიც ეფინა სახეზე, არ ვიცი, შეიძლება, პირიქითაც იყო, ულვაში ეკეთა ყალბი და
ღიმილი ქონდა საზიზღარი. მოვიდა ჩემს მაგიდასთან, გაჩერდა და
დგას.
– მისმინე, ძმაო, – მე ვუთხარი, – ბოდიშს გიხდი, კაპიკი არ მიგდია ჯიბეში. – ფულის სათხოვნელად არ მოვსულვარ, საყვარელო.
ნერვებს მიშლიდა უკვე, თან მკვდარი თევზის თვალები ქონდა. –
რა გაწუხებს მაშინ? სასტუმროდან გამოგაგდეს?
– არა, – მითხრა, – დედაჩემთან ერთად მინდა ვიცხოვრო.
– რამდენი წლის ხარ? – ვკითხე.
– 46-ის.
– ცუდია...
93
– ცუდია კი არა, დედაჩემი არ არის კარგად. შეუკავებლობა, ნიფხვები, ეგეთი ამბები. – უჰ, ძალიან ვწუხვარ.
– მეც.
თან ეს ტიპი თავზე მედგა.
– მოკლედ, წარმოდგენა არ მაქვს, რა გიშველო.
– რა უნდა მიშველო...
ამასობაში დავცალე ჭიქა.
– რაღაც მინდა გკითხო, მაინტერესებს უბრალოდ.
– კი ბატონო, მკითხე.
– სპაიკ ჯენკინსი ხარ?
– ვინ?
– სპაიკ ჯენკინსი. დეტროიტში გამოდიოდი, არა? მძიმე წონაში.
მინახავს შენი ჩხუბი ვეფხვ ფორსტერთან. ერთ-ერთი უდიდესი ორთაბრძოლა იყო, რასაც შევსწრებივარ. – ვინ მოიგო? – ვკითხე.
– ვეფხვმა ფორსტერმა.
– ჯენკინსი არ ვარ. მიდი, დაჯექი შენს ადგილას.
– არ მატყუებ? სპაიკ ჯენკინსი არ ხარ?
– არა და არც გამიგია, ვინ არის.
– აუ, ჩემი.
მიტრიალდა, მივიდა მაგიდასთან და დაჯდა თავისთვის.
საათს დავხედე. ზუსტად სამის ნახევარი იყო. სად დაიკარგნენ
ორივენი? ოფიციანტს ვანიშნე, სასმელი კიდე ჩამომისხი-მეთქი...
სამს აკლდა ოცდახუთი, სელინი რომ შემოვიდა. გაჩერდა კარში
და მოათვალიერა აქაურობა. მე ჩანგალს ხელსახოცი ჩამოვაცვი და
დავუქნიე, დამინახა და წამოვიდა, მოვიდა და მომიჯდა გვერდით. –
სოდიანი სკოჩი, – შეუკვეთა მაშინვე. კარგად შეარჩია დრო. ოფიციანტს ზუსტად მაშინ მოჰქონდა ჩემი შეკვეთილი არაყი. კიდევ შევუკვეთე. მოტანილი ეგრევე გადავუშვი. ძალიან უცნაურად ვგრძნობდი
94
თავს, თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდა ირგვლივ. ქალბატონი
სიკვდილი, ისე სიკვდილი, სელინი. ეს თამაში ბოლოს მიღებდა უკვე, ჯან- ღონე აღარ მომდევდა საერთოდ. ჩვენი ყოფიერება მარტო
უაზრობა კი არ არი, თან უმძიმესი შრომაცაა. აბა გამოთვალე,
ცხოვრებაში ტრუსიკი რამდენჯერ გამოგიცვლია. რა საზიზღარი,
თავზარდამცემი და სულელურია ეს ყველაფერი.
ის ტიპი, მეორე მაგიდასთან რო იჯდა, ისევ მოვიდა, დაგვადგა
თავზე. ამჯერად სელინს უყურებდა.
– ეს კაცი, თქვენ გვერდით რო ზის, ხო სპაიკ ჯენკინსია?
– სერ, – უთხრა სელინმა და ერთი ახედა, – ეგ თქვენი ყვერები
თუ არ მოგბეზრებიათ, ძალიან გთხოვთ, დაგვანებეთ თავი. ის ტიპი
ისევ წავიდა.
– მოკლედ, რატო მომიყვანე? – ამჯერად მე მომიბრუნდა სელინი. – ქალბატონ სიკვდილს უნდა შეგახვედრო.
– ესე იგი, სიკვდილი ქალია, ხო?
– ზოგჯერ კი...
სელინსაც მოუტანეს სასმელი. ერთი დაკვრით გამოცალა.
– ამ ქალბატონ სიკვდილს ნიღაბი არ უნდა ავხადოთ?
– სპაიკ ჯენკინსის ჩხუბი თუ გინახავს ოდესმე?
– არა.
– მე მგავდა.
– არა მგონია, ეგ მაინცდამაინც დიდი პატივი იყოს.
უცებ ის შემოვიდა. ქალბატონი სიკვდილი. დაიბრიდებოდა კაცი,
ისე ეცვა. მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და ჩამოჯდა სკამზე.
– ვისკი ლიმონის წვენით, – შეუკვეთა. მე თავი დავუქნიე. ფაქტობრივად, ბრძანება გავეცი.
– არ ვიცი, როგორ წარგადგინოთ, არ ვიცი, პირველი სელინი
ხართ თუ მეორე სელინი. – რანაირი გამომძიებელი ხარ...
95
– საუკეთესო მთელ ლ.ა.-ში.
– ჰოო? ეს ლ.ა. რას ნიშნავს?
– რას ნიშნავს და ლაყე ანგელოზები.
– ნასვამი ხართ?
– თავისთავად...
ქალბატონ სიკვდილს თავისი ვისკი მოუტანეს. ამან გადაკრა და
სელინს გახედა. – აბა, მიდით, გამაცანით ერთი თქვენი თავი. რა
გქვიათ?
– სპაიკ ჯენკინსი.
– სპაიკ ჯენკინსი მკვდარია.
– რა იცით?
– ვიცი.
მე თავით ვანიშნე ოფიციანტს, კიდევ სამი ჭიქა სასმელი მოგვიტანე-მეთქი. მერე ვისხედით და ვუცქერდით ერთმანეთს.
– მოკლედ, – წამოვიწყე, – ჩიხში ვართ, ლამის გამოუვალ მდგომარეობაში. არადა, მე ვიხდი სასმლის ფულს. ჰოდა, მოდი, დავნაძლევდეთ, ვინც წააგებს, შემდეგ ჯერზე იმან გადაიხადოს.
– რაზე დავნაძლევდეთ? – მკითხა სელინმა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 5
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.