Latin

მაკულატურა - 8

Total number of words is 2016
Total number of unique words is 1176
36.4 of words are in the 2000 most common words
48.4 of words are in the 5000 most common words
54.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მანქანა დავძარი და გამოვეცალე იქაურობას, დავიკიდე შუქნიშნები და როგორც იქნა, გზატკეცილზე გამოვაღწიე. ამ საჭის ტრიალში რომ ვიყავი, უცებ ხმა მომესმა. გალიის კარი გაღებულიყო და ჩიტი გამომფრენოდა. დაიწყო მანქანაში გადარეულივით ფრენა. თან
167
წითელი იადონია. გვერდზე მომავალი მანქანიდან ტიპმა დამინახა
და აუტყდა სიცილი. შუათითი ვაჩვენე. სახე მოეღრუბლა, დავინახე,
როგორ გადასწვდა რაღაცას, ჩამწია ფანჯარა და არ მომიშვირა რევოლვერი? მესროლა, ამაცილა, ბანძი მსროლელი იყო, ეტყობა.
მაგრამ მე ტყვიამ ისე ახლოს გამიარა, ჰაერის ნაკადი ვიგრძენი
ცხვირზე. ჩიტი ისევ გადარეულივით დაფრინავდა კაბინაში, მეც
გაზს დავაწექი. ორივე ფანჯარაში ტყვიის ნახვრეტი იყო, ერთი – შემომავალი, მეორე – გამავალი. უკან არ მომიხედავს, რო დავადგი
გაზს ფეხი, ჩემს ჩასახვევამდე არ ამიშვია. მერეღა მოვიხედე უკან.
ჩემი მეგობარი არ ჩანდა არსად. უცებ ჩიტი გამახსენდა. თავზე მაჯდა პირდაპირ, უფრო ვიგრძენი, ვიდრე დავინახე. მოსკინტვლა მოუნდა და დამასკინტლა კიდეც, როგორც იციან ჩიტებმა, ისე. არ იყო
ის ჩემი დღე, ჯანდაბა რა, არ იყო, არა.
49
ოფისში ვიჯექი, მგონი, ოთხშაბათი იყო. ახალი საქმე არ მქონდა.
ისევ წითელი ბეღურის ამბავს ვუკირკიტებდი, ვფიქრობდი, ვცდილობდი სამოქმედო გეგმების დაწყობას. მაგრამ ერთი აზრი მიტრიალებდა მარტო თავში – მეთქი, სანამ 25 დღე გავა, უნდა გავიქცე
ქალაქიდან.
არა, არავითარ შემთხვევაში. ვერ გამაქცევენ ჰოლივუდიდან. მე
თვითონა ვარ ჰოლივუდი, რაც მისგან დარჩა, ისა ვარ.
ამ დროს ძალიან თავაზიანად დააკაკუნეს კარზე.
– დიახ, – გავძახე მე, – შემოდით.
კარი გაიღო და პატარა ბიჭი დავინახე, სულ შავები ეცვა, ფეხსაცმელიც, პიჯაკიც, პერანგიც, მარტო ჰალსტუხი ეკეთა მწვანე, მკვახე
168
ლიმონივით მწვანე. ბიჭის უკან გორილას მოვკარი თვალი. ოღონდ
ამას მეტი ჭკუა აღმოაჩნდა.
– მე ჯონი ტემპლი ვარ, – მითხრა მან, – ეს კიდევ ჩემი ასისტენტი,
ლუკი. – ლუკი, ხომ? რას აკეთებს ხოლმე მაინც ლუკი?
– რასაც ვუბრძანებ.
– ახლა არ გინდათ, რომ უბრძანოთ, წავიდეს?
– რა იყო, ბილეინ, ლუკი არ მოგეწონა?
– უნდა მომწონებოდა?
ლუკმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ. სახე მოეღრიცა, თითქოს ტირილს აპირებსო. – არ მოგწონვარ, ბილეინ? – მკითხა ლუკმა.
– ლუკ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, – ეს უკვე ტემპლის ხმა იყო. –
ლუკ, ნუ მომაქცევ ყურადღებას.
– გიყვარვარ, ჯონი? – ჰკითხა ლუკმა.
– რა თქმა უნდა, რასაკვირველია. ახლა, ლუკ, წადი, კართან დადექი და არც შეუშვა არავინ და არც გამოუშვა.
– არც თქვენ?
– რას გულისხმობ, ლუკ?
– თქვენც არ გაგიშვათ-მეთქი?
– არა, ლუკ, მე არა, მე კიდეც გამიშვი და კიდეც შემომიშვი. სხვა
არავინ, სანამ მე არ გეტყვი.
– კარგი.
ლუკი გავიდა და კართან დადგა. ტემპლმა გამოწია სკამი და დაჯდა. – “უმაღლესი აღმასრულებელი” ბიუროდან ვარ. გაგამხნევო
მინდა, ჩვენი კომივოიაჟერი ჰაროლდ სანდერსონი...
– კომივოიაჟერი? კომივოიაჟერს ეძახით მაგ ტიპს?
– ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენ შორის.
– დარწმუნებული ვარ, მასეც იქნება, შეხედეთ.
169
და ოთახის კუთხეში დაკიდებულ გალიაზე მივუთითე, შიგნით წითელი იადონი იჯდა. – ეს მაგან მომყიდა.
– ჰარი მკვდარს გააძრობს ტყავს და იმას გაყიდის.
– უქნია კიდეც, ალბათ, უკვე.
– არ გვინდა ეს უსაგნო ლაპარაკი, ჩვენ აქ შენს დასახმარებლად
ვართ. – მიდით მერე.
– არ არის სასაცილო, ბილეინ, ჩვენ 4 ათასი დოლარი გასესხეთ
თვეში 15 პროცენტად, რაც 600 დოლარი გამოდიოდა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ხვდები, რაზეა ლაპარაკი, სანამ ფულის გამოსართმევად მოვალთ.
– დავუშვათ, არ მაქვს?
– მაინც გამოგართმევთ, მისტერ ბილეინ, ან ამ გზით, ან იმ გზით,
მთავარია, რომ გამოგართმევთ.
– ფეხებს ამტვრევთ ხოლმე ხალხს?
– სხვადასხვა მეთოდით ვმუშაობთ.
– დავუშვათ, ვერც ერთი ამ მეთოდით ვერ მიაღწიეთ საწადელს.
გყავთ ისეთი ვინმე, 4 ათას დოლარად ან უბრალოდ ინტერესის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეუძლია? ტემპლმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაცოცა, დააკაკუნა და მოუკიდა.
ღრმად მოქაჩა. მერე ჩაისუნთქა, ამოისუნთქა.
– თავი მომაბეზრე რა, ბილეინ.
მერე დაიძახა: “ლუკ”.
– დიახ, ჯონი.
– ხედავ, ის ლამაზი, წითელი ჩიტი გალიაში როგორ ზის?
– ვნახე, ჯონი.
– ლუკ, მინდა, მიხვიდე, გამოიყვანო ჩიტი გალიიდან და ცოცხლად შეჭამო. – დიახ, ჯონი.
და ლუკი გალიისკენ წავიდა.
170
– ღმერთო ჩემო, ტემპლ, შეაჩერე! შეაჩერე-მეთქი! შეაჩერე! –
ავყვირდი მე. – ლუკ, – გასძახა ტემპლმა მშვიდად, – გადავიფიქრე,
ნუღარ შეჭამ მაგ ჩიტს ცოცხლად. – ჯერ შევწვა, ჯონი?
– არა, არა, დაანებე თავი. დაბრუნდი შენს ადგილას და კართან
დადექი. – მესმის, ჯონი.
ტემპლმა მე შემომხედა.
– ხომ ხედავ, ბილეინ, ყოველთვის არსებობს ვალის ამოღების
სხვადასხვა ხერხი. თუ ერთი არ იმუშავებს, მეორეს ავამოქმედებთ.
ჩვენ გვინდა ამ ბიზნესში ყოფნა. ჩვენ ცნობილი ხალხი ვართ მთელ
ქალაქში. ისეთი სახელი გვაქვს, ყველა გვიცნობს. არავის და არაფრის გულისთვის არ შეიძლება ჩირქი მოეცხოს რეპუტაციას. მინდა,
კარგად ჩაწვდე ამას.
– მგონი, მივხვდი, ტემპლ.
– მშვენიერია. შენთვის გადახდის პირველი ვადა 25 დღეში მოდის. გაფრთხილებით, გაფრთხილებული ხარ უკვე. ტემპლი ადგა,
იღიმებოდა.
– ნახვამდის, – მითხრა და შემაქცია ზურგი.
– ლუკ, გამიღე კარი, მივდივართ.
ლუკმა გააღო კარი, ტემპლმა უკანასკნელად მოიხედა, უკვე
აღარ იღიმებოდა. ორივენი წავიდნენ. დავადექი გალიას და ჩემი წითელი იადონი შევათვალიერე. ალაგ-ალაგ გადასცლოდა საღებავი
და ბუნებრივ, ყვითელ ბუმბულს წამოეყო თავი. ლამაზი ჩიტი იყო. ის
მე მიყურებდა, მე მას არ ვაშორებდი თვალს. მერე ბარტყებმა როგორც იციან, ზუსტად ისეთი ხმა გამოსცა: “წიპ, წიპ”. და როგორღაც
უცებ კარგ ხასიათზე დავდექი. ჩემს გახარებას რა უნდა, თქვენ დანარჩენი კაცობრიობისა თქვით თორე.
171
50
გადავწყვიტე, ჩემთან წავალ და ცოტას დავლევ-მეთქი. ყველაფერი კარგად უნდა ამეწონ-დამეწონა. წითელი ბეღურის ძებნაცა და
ჩემი ცხოვრებაც, ორივე ჩიხში იყო შესული. მივედი, დავაყენე მანქანა, გადმოვძვერი. უნდა გადავიდე ამ ბინიდან, ხუთი წელია უკვე
აქ ვცხოვრობ. თითქოს მთელი ეს ხანი ბუდეს ვიშენებდი, უკაროს,
მაგრამ არაფერი გამოვიდა, მეტისმეტად ბევრმა იცოდა ჩემი მისამართი. მივედი კართან, გადავატრიალე გასაღები, მივაწექი, ვახ,
რაღაც უშლის ხელს, მეთქი, გდია რაღაც. და უცებ – სხეული, გოგოს
სხეული. აი, გასაბერი გოგოები რო არიან, კაცებს რო მოსწონთ,
ისეთი გოგო იყო. მე არ მიზიდავენ ეგეთები. სხეული შეშუპებოდა.
შევუდექი და ტახტამდე მივიყვანე, ყელთან საინტერესო წარწერას
წავაწყდი: “ბილეინ, შეეშვი წითელ ბეღურას, თორე ამ ძუკნაზე უარესი დღე დაგადგება”.
მშვენიერი ცნობაა, რას ერჩი. გამოდის, სტუმარი მყოლია. ვიღაც, ვისაც არ უნდა, რომ ამ საქმეზე ვიმუშაო. მაგრამ ამ ამბავმა
იმედიც გამიჩინა. წითელი ბეღურა ეტყობა მართლა არსებობს, აბა,
ასე ვინ მოიქცეოდა. კვალი უნდა ვიპოვო და აუცილებლად გამოჩნდება რამე, მეტისმეტად ბევრი მინიშნება დაგროვდა. შეიძლება,
მართლა დიდ რამეზე გავედი, ვინ იცის, საერთაშორისოზეც კი, რა
საერთაშორისო, სამყაროთაშორისზე? ჰე, წითელი ბეღურა. მაგის
დედაც, რა ამბები ხდება.
სასმელი მოვიმზადე და გადავკარი. დარეკა ტელეფონმა. ავიღე.
– გისმენთ.
– ტაკუნია, როგორა ხარ?
ჭიანჭველებმა დამირბინეს ტანში. ჩემი ერთ-ერთი ყოფილი ცოლი მელაპარაკებოდა, პენი. უკანასკნელად მისი ამბავი, მგონი, ხუ172
თიოდე წლის წინ გავიგე, ჩვენი გაყრის მერე, ვიღაც ტიპს გაყვა სადღაც, ვეგასში მაგიდებზე მუშაობდა ის ტიპი, სემი ერქვა. – უკაცრავად, ნომერი შეგეშალათ, ქალბატონო.
– ხმაზე გცნობ, ტაკუნია. რას საქმიანობ?
რატო შემარქვა ეს მეტსახელი, არ ვიცი რა. მოუფრიტინა და.
– ვზარმაცობ.
– მეგობარი გჭირდება გვერდით.
– უჰ.
– როდის იყო, შენით ხვდებოდი, რა გჭირდებოდა, პუტკუნ.
– შეიძლება, რა მჭირდებოდა, მაგას – ვერა, მაგრამ რაც მეზედმეტება, ახლავე გეტყვი. – მოვდივარ.
– უჰ.
– დაბლა ვარ. ჰოლში რომ ტელეფონია, იქიდან გირეკავ.
– სემი სად არი?
– ვინ?
– სემი.
– ოჰ, ეგ... მისმინე, ამოვდივარ....
და დაკიდა ყურმილი. საშინლად ვგრძნობდი თავს, თითქოს თავიდან ფეხებამდე განავალი წამისვესო. გადავკარი ერთი ჭიქა და
დავისხი მეორე. კაკუნიც გაისმა. კარი გავაღე, ზღურბლთან პენი იდგა, ხუთ წელიწად და თხუთმეტ კილო მომატებული. მომაგება თავისი საშინელი ღიმილი.
– გაგიხარდა ჩემი ნახვა? – მკითხა.
– შემოდი, – ვუთხარი და ოთახში შემოვუძეხი.
– სასმელი მეც დამისხი რა, ტაკუნია.
– კარგი.
– ე, ეს რა არი?
– რა?
173
– ეს რეზინის რაღაცა. ქალი.
– გასაბერი ქალია.
– შენია?
– არა ჯერ.
– აბა აქ რა უნდა?
– არ ვიცი. გამომართვი სასმელი. პენიმ იატაკზე ჩამოაგდო თოჯინა და თვითონ დაჯდა ტახტზე. მოსვა.
– მენატრებოდი, ტაკუნია.
– რა გენატრებოდა მაინც?
– აი, სულ პატარ-პატარა რაღაცები.
– მაინც?
– ვერ ვიხსენებ ახლა.
გადაკრა სასმელი, შემომხედა და გამიღიმა.
– ფული მჭირდება, ტაკუნია, სემიმ ყველაფერი წაიღო და დატყდა. – მეც ვალებში ვარ, პენი, ვიღაც ტიპები მაგრად დამირხევენ,
თუ ფული არ გადავუხადე. გავედი, კიდე ორი ჭიქა სასმელი გავაკეთე და შემოვბრუნდი.
– სულ ცოტა მაინც რა, ტაკუნია.
– არა მაქ, გაიგე, ღმერთი არ გწამს?
– მოგიწოვ, გახსოვს, რა კარგად ვწოვდი?
– მისმინე, აჰა 20 დოლარი, გამომართვი...
ამოვიღე ჯიბიდან ფული და პირდაპირ ხელში ჩავუკუჭე.
– მადლობა...
და პენიმ ფული ეგრევე საფულეში ჩაიდო. ვისხედით ერთხანს,
სასმელს ვწრუპავდით. – კარგი დროც ხო გაგვიტარებია ერთად, –
წამოიწყო მან.
– ადრე.
– არ მახსოვს კარგად, დეპრესიაში ვიყავი.
174
– მისმინე, გაყრითაც ხო იმიტო გავიყარეთ, რო ერთად ცხოვრება ვერ მოვახერხეთ? – ჰო, – დამეთანხმა, – ამ რაღაცას ხო არ ჟიმავ?
– არა, ვიღაცამ დატოვა, ეტყობა.
– ვინ?
– არ ვიცი. ვიღაცა მეთამაშება.
– მოგიწოვო გინდა?
– არა.
– ცოტა ხანს რომ დავრჩე და დავლიო, შეიძლება?
– რამდენ ხანს მაინც?
– ორ საათს.
– კარგი.
– მადლობა, ტაკუნია.
წასვლისას უკვე კაი ნასვამი იყო და კიდე ერთი ოცდოლარიანი
მივეცი, მეთქი, ტაქსით შეაყოლე.
ასე მითხრა, შორს არ მივდივარო. პენის მერე ავიღე ის გასაბერი
ქალი და ტახტზე მოვისვი გვერდით. არაყიც მქონდა, ტონიკიც. მშვენიერი საღამო იყო. მშვენიერი საღამო ჯოჯოხეთში. ჭიებისგან დახრული, ფუტურო მორივით იწვოდა დედამიწა.
51
წარმოდგენა არ გაქვთ, რა სწრაფად გადის 25 დღე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულაც არ გინდა, რომ გავიდეს. ჩემთან ოფისში
ვიჯექი, კარი რომ შემომიღეს. ჯონი ტემპლი იყო. ორი ახალი მაიმუნი ახლდა თან.
– “უმაღლესი აღმასრულებლები” მოვედით, – გამომიცხადა, –
ფული გვინდა. – არ მაქ, ჯონი.
175
– 600 დოლარი არ გაქ?
– 60-ც არ მაქ.
ჯონიმ ამოიოხრა.
– სამაგალითოდ უნდა დაგსაჯოთ.
– ეგ როგორ, რაღაც საცოდავი 600 დოლარის გულისთვის
მცემთ? – რა შუაშია ცემა, ბილეინ, გაგაქრობთ უბრალოდ.
– არ მჯერა.
– არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შენ გჯერა თუ არა, – ამოიღო ხმა ერთმა მაიმუნმა. – მართალია, არა აქვს, – დაუდასტურა მეორემ.
– ერთ წუთს დაიცა, ჯონი, შენ მეუბნები, 4 ათასი რომ გაქვს ვალი
და 600 დოლარს პროცენტს არ იხდი, ამიტომ უნდა გაგაქროო, ხო?
იმ 4 ათასისთვის, რომელიც თვალითაც არ მინახავს, თან წითელი
ბეღურაც არ მოგიყვანიათ. მართლა დიდი ვალი ვისაც აქვს თქვენი,
იმათ როგორ ექცევით, საინტერესოა. იმათაც აქრობთ? თუ არა, აბა,
მე რა დავაშავე?
– ყური მიგდე, ბილეინ, ჩვენ შენ გროშებისთვის აგაორთქლებთ.
ქალაქში ხმა დაირხევა, ასე და ასე ქნესო და ვისაც დიდი ვალი აქ,
მართლა შეეშინდება. იფიქრებენ, ორი დოლარისთვის გააქრეს და
ჩვენ რას გვიზამენო. მიხვდი?
– მივხვდი და გეთანხმებით, მაგრამ ახლა ჩემს სიცოცხლეზე
ვლაპარაკობთ, ისე, ეგ ამბავი თქვენ დიდად ვერ გაღელვებთ, ხო?
– მართალია, არ მაღელვებს, ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ. ბიზნესს კიდე შემოსავლის გარდა სხვა მიზანი არ აქვს.
– არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება, – ვთქვი და უჯრა გამოვწიე
ოდნავ. – დახურე, – მითხრა ერთმა მაიმუნმა, გამოიწია და ლულა
პირდაპირ ყურის ძირში დამადო, – ამ რკინის ნაჭერს მე წავიღებ!
და ჩემი 32-მილიმეტრიანი ამაცალა.
176
– შენისთანა მსუქანი სირისთვის ძაან სწრაფად მოძრაობ.
– ჰოო, – გაუხარდა იმას.
– კარგი, ბილეინ, – წამოიწყო ისევ ჯონიმ, – გავისეირნოთ ცოტა.
– ჰო, მაგრამ დღისით-მზისით?
– უკეთესად შეგათვალიერებენ. ადე, წამო.
წამოვდექი, ორმა მაიმუნმა ჩამიყენა შუაში. ტემპლი უკან მოგვდევდა. დავტოვეთ ოფისი და გავემართეთ ლიფტისკენ. ყველას მივასწარი და თითიც მე მივაჭირე ღილაკს. – მადლობა, პანკ.
მოვიდა ლიფტიც, გაიღო კარი. შიგნით – სიცარიელე. მკრეს ხელი, შემაგდეს. დავეშვით პირველზე, მერე – ფოიე და ბოლოს – ქუჩა. უამრავი ხალხი ირეოდა ირგვლივ, ვიფიქრე, ვიყვირებ, ეს ტიპები მოკვლას მიპირებენ-მეთქი, მაგრამ მეშინოდა, ვიყვირო და ვაიდა, რასაც დამპირდნენ, მართლა შემისრულონ, მერე? მივაბიჯებდი მათ მხარდამხარ. გადასარევი ამინდი იდგა. მივაღწიეთ, როგორც იქნა, მანქანას. მაიმუნები უკანა სავარძელზე დასხდნენ ჩემთან ერთად, მე შუაში ჩამაკვეხეს, ჯონი ტემპლი კი საჭეს მიუჯდა. დავიძარით.
– ერთ უაზრო სიზმარს გავს ყველაფერი, – ვთქვი მე.
– ეს სიზმარი არ არის, ბილეინ.
– სად მიგყავართ?
– გრიფინის პარკში, ბილეინ, პატარა პიკნიკს მოგიწყობთ. შორეულ ბილიკებზე მოვაწყობთ პატარა პიკნიკს. განცალკევებით, ინტიმურ გარემოში. – აუ, როგორ ხართ ეგრე სირულად გულქვები რა?
– ამოვიღე ხმა. – მშვენივრად, – მომიბრუნდა ჯონი, – ეგეთები დავიბადეთ.
– მართალია,– გაუხარდათ მაიმუნებს.
მივდიოდით და მივდიოდით. მე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, ეს ამბავი სინამდვილეში თუ ხდებოდა. იქნებ არც ხდებოდა, ვინ იცის. იქ177
ნებ სწორედ უკანასკნელ წუთს ეთქვათ, გეხუმრეთ, ჭკუა გვინდოდა
გვესწავლებინა, მეორედ რომ ვეღარ გაგებედაო და რამე ეგეთები.
მივაღწიეთ პარკს, როგორც იქნა. ჯონიმ გააჩერა მანქანა.
– გადმოიყვანეთ, ბიჭებო, ფეხით გავიაროთ ცოტა.
ეგრევე ერთმა მიბიძგა და გადმომაგდო მანქანიდან, მერე ორივემ აქეთ-იქიდან მკლავებში ჩამავლო ხელები. წავედით. ჯონი ისევ
უკან მოგვყვებოდა. მალე ცხენების გაუქმებულ ბილიკზე გავედით,
ბუჩქნარს და ტოტებს დაეფარა იქაურობა, მზეც არ აღწევდა კარგად.
– მისმინეთ, ბიჭებო, კმარა, – აღვშფოთდი მე, – თქვით, რომ ხუმრობაა ეს ყველაფერი და წავიდეთ სადმე დასალევად.
– ჩვენ არ ვხუმრობთ, ბილეინ, აგაორთქლებთ უბრალოდ, – გამეპასუხა ჯონი. – 600 დოლარის გულისთვის, არ მჯერა, არ მჯერა,
რომ სამყაროში ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს.
– მოგიწევს. ჩვენ ხო გაგაცანით ჩვენი პოზიცია, ჰოდა, გამოადგი
ახლა ფეხი. ვიარეთ კიდევ ცოტა ხანს და გავჩერდით. ჯონიმ თქვა:
– კარგი ადგილი ჩანს, შეტრიალდი, ბილეინ.
შევტრიალდი და თვალი მოვკარი რევოლვერის ლულას. ჯონიმ
მესროლა. ოთხჯერ ზედიზედ, ოთხივეჯერ – მუცელში. პირქვე დავეცი, მაგრამ როგორღაც გადმოტრიალება მაინც მოვახერხე.
– დიდი მადლობა, ტემპლ, – ამის თქმაღა შევძელი.
ისინი წავიდნენ.
არ ვიცი, მგონი, ერთხანს გული წამივიდა. მერე ისევ მოვფხიზლდი. ვგრძნობდი, დიდი დღე აღარ მეწერა. ბევრი სისხლი დავკარგე, ძალიან ბევრი. ჯერ მუსიკა ჩამესმა თითქოს, იქამდე გაუგონარი
მუსიკა. მერე კი დაიწყო, რაც დაიწყო. ბუნდოვანმა მოხაზულობამ
გარკვეული ფორმები შეიძინა და წინ გამომესახა. ის იყო წითელი,
უწითლესი და მუსიკას გავდა. ამსიწითლე არასდროს არაფერი მინახავს. იგი წითელი ბეღურა იყო. ვეებერთელა, მხურვალე, ულამა178
ზესი. ამხელა, ასეთი ნამდვილი, ასეთი ჯადოსნური ბეღურა სხვა არც
არსებობდა, ალბათ. წინ გამიჩერდა. და უცებ ქალბატონი სიკვდილი
არ დავინახე?! გვერდით ამოუდგა ბეღურას. არც ის ყოფილა არასოდეს ასე მშვენიერი. – ბილეინ, – მითხრა, – ნაღდად ცუდ ამბავში გაეხვიე.
– ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მიჭირს, ქალბატონო... ამიხსენით, რა
ხდება ჩემს თავს. – შენი ჯონ ბარტონი დიდი დაკვირვებული კაცია,
როგორღაც მიხვდა, წითელი ბეღურა ნამდვილად არსებობსო, იმას
მიხვდა, შენ უნდა გეპოვა. ჰოდა, იპოვე კიდეც. სხვები, უმრავლესობა მაინც – დეჟა ფაუნტენი, სანდერსონი, ჯონი ტემპლი – აფერისტები იყვნენ, უნდოდათ მოეტყუებინე, ფული დაეცინცლათ. რადგანაც
შენ და მუსო უკანასკნელი მოჰიკანები ხართ ძველი, დიდებული ჰოლივუდის, ნამდვილი ჰოლივუდის, იფიქრეს, ბევრი ფული ექნებაო.
გამეღიმა.
– გასაბერ ქალზე რაღას იტყვით, ქალბატონო, რა უნდოდა ჩემს
ოთახში? – ა, ეგა? ეგ ფოსტალიონმა ქნა. გაიგო, წითელი ბეღურის
საძებნელადაა წასულიო და უნდოდა, კიდე ერთხელ გადაეხადა სამაგიერო გალახვისთვის. შემოგიმტვრია კარი და თოჯინა მოგიგდო.
– აწი რაღა მოხდება, ქალბატონო?
– წითელ ბეღურასთან გტოვებ. საიმედო ხელში იქნები. კარგად,
ბილეინ, მიხარია, რომ გაგიცანი.
– ჰო.
და დავრჩი ასე უზარმაზარ მოელვარე ჩიტთან პირისპირ. იდგა,
არ ინძრეოდა. მეთქი, გამორიცხულია ეს სინამდვილე იყოს. ასეთი
რამე არ ემართებათ ხოლმე ადამიანებს. ასეთი რამე შეუძლებელია
დაემართოთ.
მერე ბეღურამ, ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ნელა
გააღო ნისკარტი. უშველებელი სიცარიელე გამოჩნდა. შიგნით კი
179
თვალუწვდენელი, მზეზე მეტად დაუდგრომელი, დაუჯერებელი, ყვითელი მორევი ამოიზარდა.
მეთქი, არ არსებობს, ასე არ ხდება.
ბეღურამ ნისკარტი ბოლომდე გააღო, გადმოიხარა ჩემკენ, გადმოიხარა და ისე ახლოს მოვიდა, რომ ალმოდებულმა მგრგვინავმა
მორევმა მეც გამიტაცა და ჩამიხვია.
180
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.