Latin

მაკულატურა - 1

Total number of words is 3708
Total number of unique words is 1951
30.1 of words are in the 2000 most common words
43.4 of words are in the 5000 most common words
49.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჩარლზ ბუკოვსკი
მაკულატურა
გამომცემლობა პალიტა L
2
1
კაბინეტში ვიჯექი ჩემთან, იჯარას ვადა გაუვიდა და მაკელვის გამოსახლების პროცედურა წამოეწყო უკვე. ჯოჯოხეთურად ცხელოდა, თან კონდიციონერიც გაფუჭებული იყო. ბუზი გამოხოხდა მაგიდაზე, მეც გაშლილი ხელი გავუქანე და ფაფუ, გავიყვანე თამაშიდან.
მერე ხელისგული შარვლის მარჯვენა ტოტზე შევიხოცე და ტელეფონმაც დარეკა.
ყურმილი ავიღე.
– ალო!
– სელინი წაგიკითხავთ? – მკითხა, ქალი იყო. საკმაოდ სექსუალური ხმა ჰქონდა. ბოლო დროს არ მყოლია არავინ. ბოლო დროს
რა, ბოლო წლები.
– სელინი, მმმ... – ავლუღლუღდი.
– სელინს ვეძებ, – მითხრა მან, – მჭირდება.
აუ, რა ხმა ქონდა, ჭკუიდან გადავყავდი პირდაპირ.
– სელინი? მიამბეთ რამე მის შესახებ, მელაპარაკეთ, ქალბატონო, არ გაჩერდეთ... – დუქანი შეიკარით.
დაბლა დავიხედე.
– როგორ მიხვდით?
– რა მნიშვნელობა აქვს. სელინს ვეძებ.
– სელინი მკვდარია.
– არა, არ არის. მინდა მოძებნოთ, მჭირდება.
– და ცარიელი ძვლები რომ დამხვდეს?
– არა, სულელო, ცოცხალია.
– სად არის?
– ჰოლივუდში. მითხრეს, რედ კოლდოვსკის წიგნის მაღაზიასთან
ტრიალებს ხოლმეო. – კი მაგრამ, თვითონ რატომ არ მოძებნით?
3
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ მინდა, ზუსტად ვიცოდე, მართლა
სელინია თუ არა. დარწმუნებული უნდა ვიყო აბსოლუტურად.
– რაღა მე დამირეკეთ? ასობით მაძებარია ქალაქში.
– ჯონ ბარტონმა მირჩია თქვენი თავი.
– ოჰ, ბარტონმა გირჩიათ? მოკლედ, მისმინეთ, ავანსი მჭირდება
და პირადად უნდა შეგხვდეთ აუცილებლად.
– ხუთ წუთში მანდ ვიქნები, – მითხრა და ყურმილი დაკიდა.
მე დუქანი შევიკარი.
ლოდინი დავიწყე.
2
შემოვიდა.
იმის თქმა მინდა, ნაღდი უსამართლობა იყო რა. კაბა ისე ჰქონდა
მომდგარი, ლამის ნაკერებზე გადამსკდარიყო. იმსიმაღლე ქუსლებზე იდგა, იფიქრებდით, ოჩოფეხები წამოუცვამსო. მთვრალი ინვალიდივით მოქანაობდა ოთახში. ღვთაებრივი, თავბრუდამხვევი
სხეული ჰქონდა. – დაბრძანდით, ქალბატონო, – შევიპატიჟე.
ისიც დაჯდა და ფეხი ფეხზე ისე გადაიდო, კინაღამ თვალი გამომთხარა. – მიხარია, რომ გაგიცანით, ქალბატონო.
– რას მომშტერებიხართ. ისეთს ვერაფერს ნახავთ, რისთვისაც
აქამდე არ მოგიკრავთ თვალი.
– ცდებით, ქალბატონო. შეიძლება გავიგო, რა გქვიათ?
– ქალბატონი სიკვდილი.
– ქალბატონი სიკვდილი? ცირკიდან ხართ? თუ კინოდან?
– არც ერთიდან და არც მეორიდან.
– დაბადების ადგილი?
– რა მნიშვნელობა აქვს.
4
– დაბადების წელი?
– არ გამოგდით ხუმრობა...
– რა ხუმრობა, ცნობების შეგროვებას ვცდილობ.
ავირიე როგორღაც, და ფეხებზე დავუწყე ყურება. ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა,
სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი.
თითები გაატკაცუნა.
– ჰეი, გამოფხიზლდით.
– ა? – ავხედე.
– სელინზე ვლაპარაკობდით, გახსოვთ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
ქაღალდის სამაგრი გავხსენი და იმით ვანიშნე.
– ჩემი სამსახური თუ გინდათ, ჩეკი დამჭირდება.
– ცხადია, – გამიღიმა იმან, – რამდენს იღებთ?
– ექვს დოლარს საათში.
ჩეკების წიგნაკი ამოიღო, გაჯღაბნა რაღაცა, ამოხია ფურცელი და
გადმომიგდო. მაგიდაზე დაეცა, ავიღე. 240 დოლარიო. ამდენი ფული, 1988 წელს ჰოლივუდის პარკში კუში რომ დავსვი, მას მერე არ
მენახა.
– დიდი მადლობა, ქალბატონო...
– სიკვდილო, – მიკარნახა.
– მართალია, – ვუთხარი მე, – ახლა ცოტა რამე ამ ეგრეთ წოდებულ სელინზეც მითხარით. რაო, რა წიგნის მაღაზიაო?
– რედის მაღაზიაში დაეხეტებოდა, ათვალიერებდა წიგნებს...
ფოლკნერი თუ გაქვთო, კარსონ მაკალერსიო, ჩარლზ მენსონიო...
– წიგნების მაღაზიაში დაეხეტებოდა, არა? მმმ...
5
– დიახ, ხო იცით რედი. როგორ უყვარს თავისი მაღაზიიდან ხალხის გაყრა. კაცმა ათასი დოლარიც რომ დახარჯოს და მერე ერთიორი წამი ისე გაჩერდეს, რედი აუცილებლად მივა და ეტყვის: “რატომ ჯანდაბაში არ წახვალთ?” კარგი ბიჭია რედი, ცოტა ახირებულია
თორე... მოკლედ, სულ ასე აგდებს სელინს; ისიც მუსოსთან მიდის
ხოლმე ბარში, დაჯდება იქ და ცხვირ-პირი ჩამოსტირის. გავა ორი
დღე, მიბრუნდება ისევ რედთან და ყველაფერი თავიდან იწყება.
– სელინი მკვდარია. ჰემინგუეისთან ერთად მოკვდა, ერთ დღეს
ერთი მოკვდა, მეორე დღეს – მეორე. ოცდათორმეტი წლის წინ დაიხოცნენ.
– ჰემინგუეი ვიცი. ჩემთანაა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ჰემინგუეია?
– დიახ, დარწმუნებული ვარ.
– მაშინ რანაირად ხართ დარწმუნებული, რომ ეს სელინი ნამდვილი სელინია? – სულაც არ ვარ დარწმუნებული. რატომღაც ვერაფერი მოვუხერხე მაგ კაცს, აქამდე მსგავსი არაფერი დამმართვია. მგონი, მეტისმეტად დიდხანს შევრჩი ამ საქმეს. ჰოდა, ამიტომაც მოვედი თქვენთან. ბარტონმა მითხრა, თავისი საქმე კარგად
იცისო. – თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სელინი ცოცხალია? და
მაგიტომაც გჭირდებათ? – ძალიან, პატარავ.
– ბილეინი. ნიკ ბილეინი.
– კარგი, ბილეინ. მოკლედ, ასი პროცენტით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს ნამდვილი სელინია და არა ვიღაც ნაჩქარევად გაკეთებული ორეული. მასეთები თავზე საყრელად არიან.
– აბა, აბა.
– მოკლედ, საფრანგეთის უდიდესი მწერალი მჭირდება. ისედაც
დიდხანს ვიცადე. მერე ადგა და გავიდა. ჩემს სიცოცხლეში მაგისაზე
მაგარი უკანალი არ მინახავს. აი, რანაირად უნდა აგიწეროთ, ვე6
რაფრით მოვახერხებ. ახლა თავი დამანებეთ, ამ უკანალზე უნდა ვიფიქრო.
3
მეორე დღეც გათენდა.
მე ჩემი გამოსვლა გავაუქმე პალმ-სპრინგსის სავაჭრო პალატის
წინაშე. წვიმდა. წყალი ჩამომივიდა. ჭერში გამოატანა – წკაპ, წკუპ,
წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ,
წკაპ, წკუპ, წკაპ... კბილს კბილზე ვაცემინებდი, ეგ იყო, საკე მშველოდა ცოტა. მშველოდა რა, არ ვიყინებოდი თორე. 55 წლის კაცს
წესიერი ჭერი არ მქონდა თავზე, რომ წვიმა არ ჩამომსვლოდა. სულ
მაფრთხილებდა მამაჩემი, სადმე არკანზასში ვიღაცის პარმაღთან
ამოგხდება სულიო. თუმცა მოიცდიდა ეგ საქმე. ავტობუსები ყოველდღე დადიოდნენ იქით. მაგრამ, ჯერ ერთი, ავტობუსები კუჭში მკრავენ, მეორეც, შანსი არ არი, მანდ აყროლებულწვერიან, მხვრინავ
ბებრუხანებს არ გადაეყარო. ჯობდა, ისევ სელინის საქმისთვის მიმეხედა.
სელინი სელინი იყო თუ სხვა ვინმე? ეგ კი არა, ხანდახან მე ვინ
ვიყავი, ის არ მახსოვდა. მოკლედ, მე ნიკ ბილეინი ვარ. ოღონდ ძალიანაც ნუ მენდობით. ხომ შეიძლება, უცებ ვიღაცამ დამიძახოს: “ეი,
ჰარი! ჰარი მარტელ!” ჰოდა, სავსებით შესაძლებელია, მეც გავეპასუხო: “ჰო, რა იყო-მეთქი”. იმის თქმა მინდა, ნებისმიერი ვინმე შეიძლება ვიყო – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვიქნები ან რა მერქმევა,
თორე კი. რა უცნაური რამეა, არა, ცხოვრება?! ბეისბოლის გუნდში
ყოველთვის ბოლო კაცად მირჩევდნენ, იცოდნენ, ისე მოვცხებდი იმ
დედანაქაჩ ბურთს, დენვერი უკან მორჩებოდა. შურიანი ლაწირაკები იყვნენ და მეტი არაფერი.
7
ძალიან ნიჭიერი ვიყავი, ვიყავი რა, ვარ. ხანდახან საკუთარ ხელებს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, შემიძლია, დიდი პიანისტი ან
რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები?
ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდნენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი. ვიჯექი და მაწვიმდა.
დარეკა ტელეფონმა. საგადასახადოს ძველი ქვითრით გავამშრალე ყურმილი, ავიღე. – ნიკ ბილეინი გისმენთ, – ვუთხარი მე. ვაიდა, ჰარი მარტელი ვიყავი, მერე? – ჯონ ბარტონი გელაპარაკებათ,
– მითხრა ხმამ.
– დიახ, რეკომენდაცია გაგიწევიათ, დიდი მადლობა.
– თვალყურს გადევნებთ ხოლმე. ნიჭიერი ხართ. ცოტა გაუთლელიც, მაგრამ ერთგვარად გიხდებათ კიდეც ეგ გაუთლელობა.
– სასიამოვნოა ამის მოსმენა. ცუდად მიდის საქმე.
– თვალყურს გადევნებდით. მოგვარდება ყველაფერი, ოღონდ
ცოტაც უნდა გაუძლოთ. – მართალია. რით შემიძლია გემსახუროთ,
მისტერ ბარტონ?
– წითელ ბეღურას ვეძებ.
– წითელი ბეღურა რაღა ჯანდაბაა?
– დარწმუნებული ვარ, არსებობს. ვიპოვო მინდა, თქვენ მინდა
მიპოვოთ. – ხელჩასაჭიდი გაქვთ რამე?
– არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადღაც აუცილებლად უნდა
იყოს. – ამ ბეღურას სახელი არ ჰქვია, ჰო?
– რას გულისხმობთ?
– სახელს ვგულისხმობ. აი, ვთქვათ, ჰენრი, აბნერი, სელინი. –
არა, ჩვეულებრივი წითელი ბეღურაა და მჯერა, მოახერხებთ პოვნას. – იაფი არ დაგიჯდებათ ეგ ამბავი, მისტერ ბარტონ.
8
– წითელ ბეღურას თუ მაპოვნინებთ, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვე ას დოლარს გადაგიხდით.
– ჰმმ... მისმინეთ, მთელი ფული ახლავე რომ მომცეთ, არა?
– არა, ნიკ, გამაზავთ და წააგებთ მაგ ფულს სადმე.
– კარგი, მისტერ ბარტონ, ჩამაწერინეთ თქვენი ნომერი და მივხედავ საქმეს. ბარტონმა ჩამაწერინა ნომერი და მითხრა:
– მართლა დიდი იმედი მაქვს თქვენი, ბილეინ.
და ყურმილი დაკიდა.
მოკლედ, ამეწყო საქმე. აი, ჭერს კიდე სულ გასდიოდა და გასდიოდა. წვეთები ჩამოვიფერთხე, გადავკარი საკე, შევახვიე სიგარეტი,
მოვუკიდე, ნაფაზი დავარტყი და ხველა ამიტყდა. დავიფარე ჩემი ყავისფერი შლაპა, ავტომოპასუხე ჩავრთე, ნელა მივედი კართან, გამოვაღე და მაკელვი არ დამხვდა? უზარმაზარი მკერდი ჰქონდა და
ბეჭი ისეთი, იფიქრებდით, სამხრეები უდევსო.
– ქირის ვადა გაგივიდა, ბოზო! – მითხრა და გადმოაფურთხა, –
მოვედი, უნდა გაგაჯმევინო!
თიმთიმა ღიპზე დავხედე, მძღნერის მთას ჰგავდა და ჩემმა მუშტმა დაყვინთა შიგნით. ორად მოკეცილს სიფათში მუხლი მივეცი. მაკელვი წაიქცა და გაგორდა. ფუუუ... გადავალაჯე, ჯიბიდან საფულე
ამოვაცალე. ბავშვების პორნოგრაფიული სურათები ედო შიგნით,
პოზებში.
თავიდან მოკვლა მომინდა, ამის მაგივრად საკრედიტო ბარათი
“ოქროს ვიზა” ამოვიღე, პანჩური ამოვარტყი და ლიფტით დავეშვი
დაბლა. რედს გავუვლი-მეთქი, ვიფიქრე. მანქანით როცა ვარ, სულ
მაჯარიმებენ, უადგილო ადგილას ვაჩერებ და იმიტომ, აბა, ფასიანი
სადგომის ფული სად მაქვს? მივდიოდი რედთან და დარდი შემომაწვა. ვინც დავბადებულვართ, სიკვდილი არც ერთს არ აგვცდება. ნეტა
რას უნდა ნიშნავდეს ეს? რას ნიშნავს და დაბოდიალებ წინ და უკან
9
და ელოდები... იმ მთავარ “მატარებელს” ელოდები რა. ზიხარ ვეგასის სასტუმროს ნომერში აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს და დიდ ძუძუებს ელოდები. ელოდები, როდის ავა ვირი ხეზე. და დაბოდიალებ
წინ და უკან.
რედი მაღაზიაში დამხვდა.
– ბედი შენ გქონია, – მითხრა, – მთვრალმა ჩინასკიმ გაგასწრო
ფეხად. თავისი ახალი საფოსტო მარკებით წაიღო ტვინი.
– დაიკიდე, – ვუთხარი, – შენ ფოლკნერის ხელმოწერილი “სული
რომ ამომდიოდა” ხომ გაქვს?
– რა თქმა უნდა.
– რა ღირს?
– 2 800 დოლარი.
– ვიფიქრებ...
იქვე ვიღაც ტიპი იდგა და “შინ ვეღარ დაბრუნდების” პირველ გამოცემას ფურცლავდა. – ბოდიში, – მითხრა რედმა და იმ ბიჭს მიუბრუნდა.
– შედე წიგნი თავის ადგილას და დაახვიე აქედან!
ყმაწვილი მხრებში იყო მოხრილი, მგრძნობიარე სახე ჰქონდა და
ყვითელი რეზინის მოსასხამივით რაღაც ეცვა.
მან წიგნი თაროზე დადო, გვერდით ჩაგვიარა და ქუჩაში გავიდა,
ცრემლით ავსებოდა თვალები. ამასობაში წვიმასაც გადაეღო. ყვითელი მოსასხამიც აღარაფერში სჭირდებოდა. რედმა შემომხედა.
– წარმოგიდგენია, შემოდიან აქ ეგეთები და ნაყინი უჭირავთ
ხოლმე ხელში! – უარესებიც ხდება.
უცებ კიდევ ვიღაცას მოვკარი თვალი. უკან იდგა, სიღრმეში. სურათებიდან მეცნო. სელინი. სელინი?
ნელა წავედი მისკენ. ისე მივუახლოვდი, დავინახე, რას კითხულობდა. თომას მანის “ჯადოსნური მთა” იყო.
10
მანაც შემამჩნია.
– უჭირს ამ ტიპს, – მითხრა და წიგნი მაჩვენა.
– რა უჭირს? – ვკითხე.
– მოწყენილობა ხელოვნება ჰგონია.
მან წიგნი უკან შედო. იდგა თავისთვის და ძალიან ჰგავდა სელინს. კარგად დავაკვირდი.
– საოცარია, – ვუთხარი მე.
– რა?
– მკვდარი მეგონე.
იმანაც შემომხედა.
– მეც მკვდარი მეგონე, – მითხრა.
ვიდექით ასე და ვუყურებდით ერთმანეთს.
მერე რედის ხმა გავიგონე.
– ოე, – დაგვიღრიალა, – დაახვიე აქედან!
ჩვენ მეტი მაღაზიაში არავინ იყო.
– რომელს გვეუბნები? – ვკითხე მე.
– სელინს რომ ჰგავს, იმას! დაახვიე-მეთქი!
– რატომ, კი მაგრამ? – ვკითხე მე.
– კოჭებში ვატყობ, ვინ არის მყიდველი და ვინ – არა!
სელინი თუ ვინც იყო, კარისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი.
ბულვარისკენ დაუყვა გზას და გაზეთების კიოსკთან გაჩერდა.
ეს გაზეთების კიოსკი, რაც თავი მახსოვს, სულ ასე იდგა. გამახსენდა, ოცი-ოცდაათი წლის წინ სამ ბოზთან ერთად ვიყავი აქ.
სამივე ჩემთან ავიყვანე, ერთმა მაშინ ჩემს ძაღლს დაუნძრია.
მაგრად იხალისეს. დალეულიც ჰქონდათ და კაიფშიც იყვნენ. მერე
ერთი აბაზანაში შევიდა, წაიქცა, თავი უნიტაზს ჩამოარტყა და სისხლით მოთხვარა იქაურობა. ის საწოლში ჩავაწვინე, მე დანარჩენებს მივუჯექი, ბოლოს წავიდნენ. ის, ლოგინში რომ იწვა, ოთხ დღეს
11
დარჩა, ჩემს ლუდს სვამდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ორი
შვილი ყოლია, აღმოსავლეთ კანზას-სიტიში ცხოვრობდნენ თურმე
და იმათზე ჰყვებოდა.
ეს კაცი, კიოსკთან რომ იდგა და ჟურნალს კითხულობდა, სელინი
იყო ნეტა? ახლოს მივედი, დავინახე, “ნიუიორკერი” ეჭირა ხელში.
მერე უკანვე დადო თაროზე და შემომხედა.
– ერთი ნაკლი აქვთ, – მითხრა.
– რა ნაკლი?
– ჟურნალისტებმა წერა არ იციან. არც ერთმა არ იცის.
ზუსტად ამ დროს ტაქსიმ ჩაგვიარა.
– ჰეი, ტაქსი! – დაუძახა სელინმა.
მძღოლმა დაამუხრუჭა, შავი კარი გაიღო, ამან ისკუპა მანქანისკენ და შიგ შეხტა. – ჰეი! – დავუძახე მე, – რაღაც მინდა გკითხო!
ტაქსი ჰოლივუდის ბულვარისკენ გაქანდა. სელინი ფანჯრიდან
გადმოიწია, ხელი გადმოყო და შუათითი დამანახვა. მერე თვალს
მიეფარა.
ბოლო ათ წელიწადში, მგონი, პირველად ვნახე ტაქსი აქ, ცარიელ ტაქსის ვგულისხმობ, გაჭიმული რომ დაჯდები შენ გემოზე, ისეთს. წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ ტკივილს არ გაუვლია.
თან უკვე აგრილდა და ჰაერში ისეთი სუნი დადგა, თითქოს ყველამ ერთდროულად ჩაისვარაო.
მოვიბუზე და მუსოსკენ დავაწექი.
ჯიბეში “ოქროს ვიზა ბარათი” მედო. ცოცხალი ვიყავი. მგონი, ნიკ
ბილეინადაც კი ვიგრძენი თავი.
მოვდიოდი და ერიკ კოატსის მელოდიას ვუსტვენდი.
კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ
გიზამს.
12
4
სელინის მოძებნა ვებსტერის ლექსიკონში ვცადე. 1891-1961
წლებში უცხოვრია. ახლა 1993 წელი იდგა. ცოცხალიც რომ ყოფილიყო, იქნებოდა კაი 102 წლის. თუმცა არ გამკვირვებია, მას ხომ
ქალბატონი სიკვდილი ეძებდა.
ის კაცი, წიგნის მაღაზიაში რომ ვნახე, 40-50 წლისას ჰგავდა. ესე
იგი, სელინი არ გამოდიოდა. ან რაღაც მეთოდი ჰქონდა ნაპოვნი სიბერის დასამარცხებლად და ეგ იყო. აი, მაგალითად, კინოვარსკვლავები ავიღოთ, ტრაკიდან იჭრიან კანს და სახეზე იწებებენ.
ტრაკზე ყველაზე გვიან ჩნდება ნაოჭები და იმიტომ. მერე, სიბერეში,
ყველანი ასე – დუნდულებიანი სახით – დადიან. სელინი იზამდა
ამას? ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა 102 წელი ცხოვრება? სულელის
მეტს ვის მოუნდება? რაში დაჭირდებოდა სელინს ამდენ ხანს სიცოცხლე? რა სიგიჟეა. ქალბატონი სიკვდილი უბერავს ცოტას. მეც ვერ
ვარ დალაგებული. ავიაკომპანიის პილოტებიც გიჟები იყვნენ. არასდროს არ უნდა შეხედო პილოტს. შედი თვითმფრინავში, შეუკვეთე
სასმელი და მორჩა.
ორმა ბუზმა ჩემ თვალწინ დაიწყო ჟიმაობა. გადავწყვიტე, ქალბატონ სიკვდილს დავურეკავ-მეთქი. მაღაზია გავიხსენი და დავუწყე
ლოდინი, როდის მიპასუხებდა. – გისმენთ, – გავიგონე მისი ხმა.
– უმმმ.
– რა? აა, თქვენ ხართ, ბილეინ... როგორ მიდის საქმე?
– სელინი მკვდარია. 1891 წელს არის დაბადებული.
– სტატისტიკაში ვერკვევი, მისმინეთ, ბილეინ, ვიცი, რომ ცოცხალია... და სადღაც არის... მაღაზიაში რომ კაცი ნახეთ, ის იქნებოდა.
რამე ხომ არ გაგირკვევიათ? ძალიან მჭირდება ეგ ტიპი. ძალიან.
– უმმმ... – ვთქვი მე.
13
– შეიკარი მაღაზია!
– ჰა?
– მაღაზია შეიკარი-მეთქი, დეგენერატო, გეუბნები!
– კარგი ხო, შევიკრავ...
– დამამტკიცებელი საბუთი მჭირდება, ნამდვილად არსებობს თუ
არა ეს ადამიანი! მე გითხარით უკვე, ჭკუა მაქვს გადაკეტილი ამ საქმეზე. ბარტონმა რეკომენდაცია გაგიწიათ, ასე თქვა, ერთ-ერთი საუკეთესოაო.
– ჰო, სხვათა შორის, ახლა ბარტონის საქმეზეც ვმუშაობ. წითელ
ბეღურას ვეძებ, რამე ხომ არ იცით ამაზე?
– მისმინე, ბილეინ, სელინის ამბავს თუ გამირკვევთ, გეტყვით,
სად არის წითელი ბეღურა.
– რას ამბობთ, მართლა, ქალბატონო? ყველაფერს გავაკეთებ
თქვენთვის! – მაგალითად, რას, ბილეინ?
– მოკლედ, მე თქვენ გამო ჩემს მოშინაურებულ ტარაკანს მოვკლავ. ქამრით ვცემდი დედაჩემს, აქ რომ იყოს...
– გეყოთ ყბედობა! ზოგჯერ ეჭვი მეპარება, ბარტონმა ხომ არ გამაცურა-მეთქი! თქვენთვისვე აჯობებს, ცოტა ხელი გაანძრიოთ! თორემ თუ სელინზე ყველაფერს არ გაარკვევთ, ჩემთან გექნებათ საქმე!
– ქალბატონო, დაიცადეთ!
ყურმილი დამიკიდა. მეც დავკიდე.
ეჰ, ეს ქალი ნაღდად არ დამინდობდა.
საქმეს უნდა შევდგომოდი.
ბუზს დავუწყე ძებნა, უნდა მომეკლა.
უცებ კარი გაიღო და მაკელვი შემოვიდა, დარეხვილ ნეხვის გროვასთან ერთად იყო. ჯერ მე შემომხედა, მერე იმ არსებას დაუქნია
თავი.
14
– ეს ტომია.
ტომიმ პატარა, ამღვრეული თვალებით შემომხედა.
– სასიამოვნო გაცნობა, – მითხრა მან.
მაკელვი საზარლად გაიკრიჭა.
– მოკლედ, ბილეინ, ტომი აქ იმისთვის მოვიდა, რომ მიგბეგვოს
და ქათმის სკინტლისოდენა სისხლიან ნაგლეჯებად გაქციოს. ხო
ასეა, ტომი? – ხო, აბა რა, – დაუდასტურა იმანაც.
ტიპი 170 კილოს მაინც იწონიდა. ნუ, თუ გაპარსავდით, 160-მდე
ჩამოვიდოდა. კეთილად გავუღიმე.
– მომისმინე, ტომი, შენ მე ხომ არ მიცნობ?
– აჰაა.
– აბა, რას მერჩი?
– მაკელვიმ მითხრა, გალახეო.
– ტომი, მისტერ მაკელვიმ რომ გითხრას, შენი ნაფსამი დალიეო,
დალევ? – ეე, გეყო! – მითხრა მაკელვიმ, – ნუ აბნევ ჩემს ბიჭს!
– ტომი, დედაშენის მძღნერსაც შეჭამ, მისტერ მაკელვი თუ გიბრძანებს? – აა?
– მოკეტე, ბილეინ, აქ მე ვიძლევი ბრძანებებს.
და მაკელვი ტომის მიუბრუნდა.
– მინდა, ეს კაცი ძველი გაზეთივით დაანაკუწო და მერე ნაგლეჯები ქარს გაატანო, გაიგე? – გავიგე, მისტერ მაკელვი.
– ჰოდა, რას ელოდები, ზაფხულის უკანასკნელ ყვავილს ხომ
არა? ტომიმ ჩემკენ გამოიწია. უჯრიდან იარაღი ამოვიღე და მის
უზარმაზარ სხეულს დავუმიზნე.
– არ გაინძრე, ტომი, თორემ ისე გაგაწითლებ, სტენფორდელი
ფეხბურთელების ფორმა მონაგონი იქნება.
– ჰეი, – თქვა მაკელვიმ, – ეს სადღა ჯანდაბიდან მოიტანე?
15
– უიარაღო მაძებარი პრეზერვატივიან კატას ჰგავს ან უისრებო
საათს კიდევ. – ბილეინ, – თქვა მაკელვიმ, – სისულელეს ლაპარაკობ.
– ვიცი, ბევრჯერ უთქვამთ. ახლა უთხარი ამ შენს ბიჭს, დაახვიოს
აქედან, თორემ იმხელა ნახვრეტს დავადებ, რომ გრეიპფრუტი გაეტევა შიგნით.
– ტომი, – თქვა მაკელვიმ, – გამოიწიე აქეთ, ჩემ წინ დადექი. ტომი დაემორჩილა. სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა, რა მომეხერხებინა მათთვის. არ იყო იოლი საქმე. ოქსფორდში სტიპენდია არასდროს მიმიღია. ბიოლოგიაზე მეძინა და მათემატიკაში სუსტი ვიყავი. მაგრამ დღემდე მაინც მოვიტანე თავი. მე მგონი.
ხელში ტუზი მეჭირა. ჩემი ჩამოსვლა იყო. ან ახლა, ან არასოდეს.
სექტემბერი მოდიოდა მალე. ყვავები საბჭოში იყვნენ. მზე სისხლისგან იცლებოდა.
– აბა, ტომი, დადექი ოთხზე! დროზე!
ისეთი სახით შემომხედა, ნაღდად იფიქრა, მომესმაო.
ცივად გავუღიმე და ლუგერის სასხლეტს გამოვკარი თითი.
ტომი შტერი კი იყო, მაგრამ ასეთიც არა.
ეგრევე ოთხზე დაენარცხა და მთელი მეექვსე სართული ისე შეაზანზარა, იფიქრებდით, უეჭველი 5,9-ბალიანი მიწისძვრა მოხდაო.
ოთახში დალის ყალბი სურათი მეკიდა და ძირს ჩამოვარდა. აი, ის,
გამდნარი საათი რომ ხატია ზედ.
ტომი იდგა წაჩოქილი და თვალს არ მაშორებდა.
– ყური მიგდე, ტომი, – ვუთხარი მე, – შენ სპილო იქნები და მაკელვი კიდე შენი მწყემსი ბიჭი, გესმის?
– ჰა?
მაკელვის შევხედე.
– მიდი, მიდი! აძვერი!
16
– ბილეინ, გადაირიე?
– რა ვიცი, აბა, სიგიჟე პირობითი რამეა. ვინ არის ნორმალური
საერთოდ? – მე რა ვიცი, – თქვა მაკელვიმ.
– მიდი დროზე, აძვერი!
– კარგი, კარგი! ეს რა შარს გადავეყარე.
– აძვერი-მეთქი, ნაბიჭვარო!
მაკელვი ტომის ზურგზე აახოხდა. ფეხები აქეთ-იქიდან გაჭირვებით შემოაწყო. კინაღამ ტრაკი გაერღვა.
– კარგია, – ვთქვი მე, – ტომი, ხომ არ დაგავიწყდა, სპილო რომ
ხარ? ასე ზურგით უნდა ატარო მაკელვი ლიფტამდე დერეფანში. წავიდა!
ტომი ხოხვა-ხოხვით წავიდა კარისკენ.
– ბილეინ, – მითხრა მაკელვიმ, – სამაგიეროს გადაგიხდი, იცოდე. დედიჩემისას გეფიცები!
– კიდევ გადამეყრები, მაკელვი, ჰოდა, მოგაჭრი მაგ ყლეს და ნაგავსაყრელზე გადავაგდებ.
კარი გავუღე და ტომი გარეთ გახოხდა თავის მწყემსიანად.
უკვე დერეფანში რომ მიხოხავდა, ლუგერი ქურთუკის ჯიბეში ჩავიდე. ხელში რაღაც მომხვდა, დაჭმუჭნილი ქაღალდის ნაგლეჯი.
ამოვიღე. გამოცდის ფურცელი იყო, მართვის მოწმობის ტესტები გადავაბარე. წითელი ხაზებით იყო აჭრელებული. ჩავიჭერი. უკან მოვისროლე და მეგობრებს გავყევი.
მივედით ლიფტთან და ღილაკს დავაჭირე თითი.
სანამ ლიფტი მოვიდოდა, ვიდექი და “კარმენიდან” ნაწყვეტს ვუსტვენდი. მერე საიდანღაც გამახსენდა, დიდი ხნის წინ წავიკითხე,
როგორ იპოვეს ჯიმი ფოქსი მკვდარი იაფფასიანი სასტუმროს ნომერში. რამხელა ბეისბოლისტი იყო და ტარაკნებმა არ მოუღეს ბოლო?!
17
ლიფტი მოვიდა. კარი რომ გაიღო, ტომის პანჩური ამოვარტყი.
შებობღდა შიგნით, მაკელვიც შეათრია. სამი კაცი იყო ლიფტში, გაზეთებს კითხულობდნენ. კითხვა არ შეუწყვეტიათ. ლიფტი დაიძრა.
მე კიბეზე დავეშვი. 15 კილო მქონდა მომატებული. წონა უნდა
დამეგდო. 176 საფეხური დავთვალე და პირველ სართულზეც ჩამოვედი. მივედი სიგარების ჯიხურთან, სიგარა და “დოღის ყოველდღიური პროგრამა” ვიყიდე. მესმოდა, როგორ ჩამოდიოდა ლიფტი.
გარეთ ნისლში მტკიცე ნაბიჯით დავუყევი გზას. თვალები ცისფერი მქონდა, ფეხსაცმელი – ძველი და არც არავის ვუყვარდი ამქვეყნად, მაგრამ სამუშაო მელოდებოდა.
მე ნიკ ბილეინი ვიყავი, კერძო დეტექტივი.
5
საუბედუროდ, იმ დღეს ბევრი ვიარე თუ ცოტა, ბოლოს დოღზე აღმოვჩნდი, საღამოს კი გვარიანად დავლიე. მაგრამ დრო ტყუილად
არ დამიკარგავს, ვფიქრობდი და ფაქტებს ვაანალიზებდი. ყველაფერი ჩემს ხელში იყო. თავსატეხის ამოხსნა რომ ნებისმიერ დროს შემეძლო, ეს ნამდვილად ვიცოდი.
6
მეორე დღეს ოფისში შევიარე. ბოლოს და ბოლოს, მაძებარს უოფისოდ რა ფასი აქვს. კარი გავაღე და ვის ვხედავ ჩემს მაგიდასთან?
არა, სელინს არა. არც წითელ ბეღურას. მაკელვის.
ყალბად გამიღიმა.
– დილა მშვიდობისა, ბილეინ, ყვერები რას გიშვება?
18
– რაში გაინტერესებს? ჩახედო გინდა?
– არა, გმადლობთ.
მაკელვიმ თავი მოიქექა და დაამთქნარა.
– მოკლედ, ნიკ, ჩემო ბიჭო, საიდუმლო მფარველი გყოლია, მთელი წლის ქირა გადაგიხადა.
“ქალბატონი სიკვდილი გეთამაშება”, – ჩამძახა ხმამ.
– ნაცნობია ვინმე? – ვკითხე მე.
– დედაჩემის პატიოსნება დავიფიცე, კრინტს არ დავძრავ-მეთქი.
– დედაშენის პატიოსნება? მაგის ხელში ინდაურის იმდენ კისერს გაუვლია, ყველა ყასაბი მიმიქარავს.
მაკელვი წამოდგა.
– დაიკიდე რა, თორე დაგენძრევა.
– დედაჩემზე ეგრე ნუ ლაპარაკობ.
– როგორ ვლაპარაკობ? ნახევარი ქალაქი მაგან დაავაჟკაცა.
მაკელვიმ გამოიწია.
– მოდი ერთი, მოდი, ეგ თავი ტრაკში უნდა გაგთხარო.
გაჩერდა. როცა გაბრაზებული ვარ, ჯობია, ახლოს არავინ გამეკაროს. – გვეყო, – ვთქვი მე, – მოყევი, მიდი. ეს ჩემი მფარველი...
ქალია, ჰო? – კი, კი, ქალია, ეგეთი წიწკვი ცხოვრებაში არ მინახავს.
თვალები დაბინდული ჰქონდა, პრინციპში, სულ მასე არ იყო?
– კაი რა, მაკ, მოყევი რა, თქვი რამე...
– არ შემიძლია. შევპირდი. დედაჩემის პატიოსნება დავიფიცე. –
ღმერთო ჩემო, – ამოვიოხრე მე, – კაი, კაი, აახვიე აქედან, ქირა ხო
აიღე, რაღა გინდა?! მაკელვი კარისკენ წაფრატუნდა. გზაში გამომხედა მარცხენა მხარს ზემოდან. – კარგი, – მითხრა მან, – ნუ მოტიტყნი აქაურობას. წვეულებები, ზარის თამაში და ეგეთი მძღნერობები
არ დავინახო. ერთი წელი გაქვს კიდე.
კართან მივიდა, გააღო, გაიხურა და გაქრა.
19
7
მოკლედ, დავბრუნდი ოფისში. საქმისთვის უნდა მიმეხედა. ტელეფონი ავიღე და ჩემს ბუკმეკერს დავურეკე.
– “ტონის პიცა გამოძახებით” გისმენთ, – მიპასუხა იმან, – რით
შემიძლია გემსახუროთ? ჩემი კოდური სახელი ვუთხარი.
– ნელი სიკვდილი ვარ.
– ბილეინ, 475 დოლარი გაქვს ჩემი ვალი, შენს ფსონს ვერ მივიღებ. ჯერ ძველი გადაიხადე.
– 25-ს ვდებ, 500-ს ვიგებ, თუ ვაგებ, მაინც სრულად გიხდი, დედაჩემის პატიოსნებას ვფიცავარ.
– ბილეინ, დედაშენს 230 დოლარი აქვს უკვე ჩემი ვალი.
– ჰო? დედაშენს კიდე მეჭეჭები აქ ტრაკზე.
– რაო? მომისმინე, ბილეინ, შენ იყავი?..
– არა, არა, მე არა. სხვა იყო, იმან მითხრა.
– კაი, მაშინ.
– მოკლედ, 25 დოლარს ვდებ დამწვარ პეპელაზე, მეექვსე გარბენში. – კაი, მიღებულია. წარმატებები. კაი ხანია გჭირდება ისე.
დავკიდე ტელეფონი. ამის დედა ვატირე, კაცი იბადები და ყოველი გოჯისთვის უნდა იომო, ყველა წაღლეტაზეა. ამდენს იბრძვი, იბრძვი და მაინც უნდა მოკვდე ბოლოს. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ვფიქრობდი და ვფიქრობდი.
მერე გადავწექი სავარძელში, მაგრად მოვქაჩე, გავაბოლე და
ლამის იდეალური რგოლიც გამოვუშვი.
20
8
ლანჩის მერე ოფისში წასვლა გადავწყვიტე. კარი რომ გამოვაღე,
ჩემს მაგიდასთან ვიღაც ბიჭი დამხვდა. მაინცდამაინც არ ჰგავდა მაკელვის. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. საერთოდ, ხალხს მოსწონდა ხოლმე ჩემს მაგიდასთან ჯდომა. იმ სკამზე გამოჭიმულს
გვერდით კიდე ერთი ტიპი ედგა. უსიამოვნო სახეები ჰქონდათ,
მშვიდი, მაგრამ უსიამოვნო.
– მე დანტე ვარ, – თქვა იმან, სკამზე წამომჯდარმა.
– მე ფანტე, – დაამატა ფეხზე მდგომარემ.
ხმა არ ამომიღია. თვალს ვაჩვევდი სიბნელეს მეთქი, რაშია საქმე. ზურგში სიცივემ დამიარა და ჭერში გავარდა.
– ტონიმ გამოგვგზავნა, – მითხრა სკამზე გამოჭიმულმა.
– არავითარ ტონის არ ვიცნობ. ჯენტლმენებო, მგონი, მისამართი
შეგეშალათ. – კი, როგორ არა, – გამომეპასუხა მდგომარე.
დანტემ კიდე:
– დამწვარმა პეპელამ წააგო.
– სტარტზევე მოისროლა ჟოკეი.
– მეკაიფებით.
– რას გეკაიფებით, მტვერს ჰკითხე, თუ არ გჯერა.
– არ დაჯდა შენი ბილეთი.
– ტონიმ გვითხრა, ხუთასი დოლარი გამოგატანოთო, – დაამატა
ფანტემ. – ა, ეგ, ჰო, – ვუთხარი მე, – მანდ მიდევს...
და მაგიდისკენ გავიწიე.
– ე, ე, მშვიდად, სირო, – გაიცინა დანტემ, – აგეხა ეგ წყლის პისტოლეტი. დავიხიე უკან.
21
– მოკლედ, – მითხრა ფანტემ, – მგონი, მიხვდი, რომ ძველებურად ვეღარ იბლატავებ, ჯერ ტონის ფული მოიტა და მერე. – სამი
დღე მომეცით...
– სამ წუთს გაძლევთ, – მითხრა დანტემ.
– ბიჭებო, რიგრიგობით რატო ლაპარაკობთ? ჯერ დანტე, მერე
ფანტე, მერე ისევ დანტე, მერე ისევ ფანტე, რიტმს არასდროს არ არღვევთ ხოლმე? – მგონი, შენ გაგარღვევთ ახლა, – ერთად მითხრა
ორივემ.
– ხო შეგძლებიათ, – ვუთხარი მე, – დუეტში მაგრად გამოგდით.
– მოკეტე, – მიპასუხა დანტემ, ამოიღო სიგარეტი და პირში გაირჭო,
– მმმ, სანთებელა დამრჩა სადღაც, მოდი ერთი, ნაბიჭვარო, მომიკიდე.
– ნაბიჭვარო? საკუთარ თავს ელაპარაკები?
– არა, შენ გეუბნები, ნაბიჭვარო, მოდი აქ, მომიკიდე დროზე! სანთებელა ამოვიღე, მივედი და ცხვირწინ დავუდექი, ეგეთი მახინჯი
სიფათები ჩემს დღეში არ მინახავს. სანთებელა ავანთე და სიგარეტს
მოვუკიდე. – ყოჩაღ, ბიჭი, – მითხრა დანტემ, – ახლა მოკიდე ამას
ხელი და ანთებული მხრიდან ჩაიდე პირში, სანამ არ გეტყვი კიდე,
არ გამოიღო.
– ო, ჰო, ჰო, ჰო.
– ან ჩაიდებ, ან იმხელა ნახვრეტს დაგადებთ, დისნეილენდის
ელფები თავისუფლად ჩამოუვლიან შიგნით.
– მოიცათ ერთი წუთი...
– თხუთმეტი წამი გაქვს... – დანტემ ამოიღო წამმზომი და დააყენა, – დავიწყეთ, 14, 13, 12, 11... – ღადაობთ?!
– 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3...
გავიგონე, როგორ გაიჩხაკუნა დამცველმა.
22
რა მექნა, გამოვუღე პირიდან დანტეს ანთებული სიგარეტი და ჩავიდე უკუღმა. რაც შემეძლო, მოვიგროვე ნერწყვი და ვცდილობდი,
ენა განზე გამეწია, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი, დავიწვი მაინც,
მაგრად დავიწვი. გავაფრინე კინაღამ!!! საძაგლობა იყო, თან მტკივნეული! ხველა ამიტყდა და გადმოვაფურთხე სიგარეტი.
– ეე, ხო გაგაფრთხილე, იქამდე გედოს პირში, სანამ მე არ გეტყვი, გამოიღე-მეთქი. მიდი, მიდი, დავიწყეთ თავიდან. – წადი შენი,
აქ ვარ და მომკალი თუ გინდა.
– კარგი, – მითხრა დანტემ.
მერე უცებ კარი გაიღო და ქალბატონი სიკვდილი შემოვიდა. ისეთი გამოპრანჭული იყო, დავინახე თუ არა, პირის ტკივილმა ეგრევე
გამიარა. – ვა, რა ნაშაა, – გაუხარდა დანტეს, – ამას იცნობ, ბილეინ? – შევხვედრივარ.
ქალი მივიდა სკამთან, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, კაბა მაღლა
აეწია, აუ, ფეხები ქონდა, თვალებს არ ვუჯერებდით. ადრე კი მენახა,
მაგრამ ახლა გავშტერდი. – ეს კლოუნები ვინ არიან? – მკითხა.
– ერთი ტიპის ემისრები არიან, ტომი ჰქვია.
– გაყარე მერე, შენი კლიენტი მე ვარ.
– ჰოდა, ბიჭებო, – მივუბრუნდი იმათ, – თქვენი წასვლის დროა.
– ჰოო? – მითხრა დანტემ.
– ჰოო? – გაიმეორა ფანტემ.
მერე სიცილი აუტყდათ. უცებ გაჩერდნენ.
– მაგრად ღადაობს, – თქვა ფანტემ.
– ჰო, – დაეთანხმა დანტე.
– მე მივხედავ ამათ, – თქვა ქალბატონმა სიკვდილმა.
და დანტეს მიაშტერდა, მერე უცებ გადაიხარა მისკენ. ტიპი გაფითრდა. – ვაიმე, – ძლივს ამოღერღა, – რაღაც ვერ ვგრძნობ თავს
23
კარგად... სულ ფერფური გადასდიოდა, ჯერ გათეთრდა, მერე გაყვითლდა.
– ცუდად ვარ, აუ, რა ცუდად ვარ...
– თევზის ჩხირებმა ხო არ გაწყინა, – ჰკითხა ფანტემ.
– ჩხირები, ვირები, არ ვიცი, წავედით აქედან! ექიმი უნდა ვნახოთ. ფანტეს ჯერიც დადგა, იმანაც:
– ვაიმე, თავბრუ როგორ მეხვევა... რა ჯანდაბაა... შუქი თვალებს
მჭრის... სად ვარ... და ფანტე კარისკენ დაიძრა, დანტეც მიჰყვა. კარი
გამოაღეს და ნელ-ნელა გაუყვნენ დერეფანს, გავედი მეც და დავინახე, როგორ შევიდნენ ლიფტში. სანამ კარი არ დაიკეტა, თვალი არ
მომიშორებია. საშინელი სანახავები იყვნენ. აი, უსაშინლესი. მერე
ოთახში დავბრუნდი.
– მადლობა, ბეწვზე გადამარჩინეთ...
მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ქალი წასული დამხვდა. მაგიდის
ქვეშ შევიხედე. ნწუ, არავინ იყო. სააბაზანოში შევყავი თავი. იქაც –
არავინ. ფანჯარა გამოვაღე და ქუჩაში გადავიხედე, არც იქ. არა,
ხალხის მეტი რა დადიოდა, მაგრამ ჩემი სტუმარი არ ჩანდა. ნახვამდისო, მაინც ეთქვა. არა, დიდებული სტუმრობა კი გამოუვიდა. უკან
მივბრუნდი, მაგიდას მივუჯექი, ტელეფონი ავიღე და ტონის დავურეკე. – გისმენთ. ეს...
– ტონი, ბატონი ნელი სიკვდილი ვარ.
– რაა? შენ კიდე ლაპარაკის თავი გაქ?
– მაქ და ეგრე?! ტონი, ცხოვრებაში უკეთესად არ ვყოფილვარ. –
ვერაფერი გავიგე...
– შენმა ბიჭებმა შემომიარეს, ტონი...
– ჰოო? აჰა.
– ამჯერად იოლად გადამირჩნენ, კიდე ერთხელ გამომიგზავნი
და თვალით ვეღარ ნახავ. მესმოდა, როგორ სუნთქავდა ტონი –
24
ღრმად, შეშფოთებით. მერე გამითიშა. ხელმარცხნივ ბოლო უჯრა
გამოვაღე, სკოჩის ბოთლი ამოვიღე, გავხსენი და გადავკარი. ბილეინს დაადექით, ძმაო?! ჰოდა, მაგიტომაც მოგეკითხათ. ჰე, აბა რა გეგონათ. ბოთლს თავი დავახურე, უკან, უჯრაში ჩავდე და გავიფიქრე,
აწი რაღა ვქნა-მეთქი. მაგრამ კარგ კერძო დეტექტივს საქმეს რა გამოულევს. ეგ ამბავი ფილმებშიც გექნებათ ნანახი.
9
კარზე დააკაკუნეს, ერთხელ კი არა, ხუთჯერ, სწრაფად, ძლიერად, დაჟინებით. კაკუნით ვხვდები, ვინ რისთვისაა მოსული და, თუ
დაკაკუნებული არ მომეწონა, საერთოდ არ ვაღებ ხოლმე კარს. ამჯერად მთლად ცუდს არ მიგრძნობდა გული.
– შემოდით, – გავძახე.
კარი გაიღო და კაცი შემოვიდა, ორმოცდაათს გადაცილებული,
საშუალო შეძლების, ცოტა ნერვიული, დიდფეხება, ყავისფერთვალება, შუბლზე მეჭეჭით, ჰალსტუხით. ორი მანქანა, ორი სახლი, შვილები არ ჰყავს. აუზი, სპა, ბირჟაზე თამაშობს და ნაღდი დებილია.
იდგა ფეხმოუცვლელად, ხვითქი გადასდიოდა და თვალს არ მაშორებდა. – დაბრძანდით, – შევთავაზე.
– ჯეკ ბასი ვარ, – მითხრა მან, – და...
– ვიცი.
– საიდან?
– თქვენ გგონიათ, რომ ცოლი გღალატობთ, ერთთან ან შეიძლება რამდენიმესთანაც. – დიახ.
– ოც წელზე ცოტა მეტის არის.
– დიახ. მინდა, დაამტკიცოთ, რომ მღალატობს და მერე გავეყრები. – თავს რატო იტანჯავთ, ბას? გაეყარეთ პირდაპირ.
25
– მინდა დავრწმუნდე, რომ მართლა...
– რა ძალა გადგათ. ფულს მაინც ყველა შემთხვევაში წაიღებს.
სხვა დრო მოვიდა, რას იზამთ.
– რას გულისხმობთ?
– არ გაგიგიათ, განქორწინება ბრალდებების გარეშე? მაგ დროს
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის უღალატა.
– როგორ?
– მართლმსაჯულებას უწყობს ხელს, სასამართლო პროცესს
ამარტივებს. – ამას ეძახით მართლმსაჯულებას?
– ისინი ეძახიან.
ბასი დაჯდა სკამზე, მძიმედ სუნთქავდა და თვალს არ მაშორებდა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 2
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.