Latin

მაკულატურა - 3

Total number of words is 3697
Total number of unique words is 1936
30.4 of words are in the 2000 most common words
43.2 of words are in the 5000 most common words
49.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
– კარგი, – მე ვუთხარი, – იმ კარს ხედავ?
– აჰა.
– ტუალეტის კარია. ახლა მე მინდა, შიგნით შეხვიდე და ღამის
ქოთანზე დაჯდე. არ მაინტერესებს, შარვალს ჩაიხდი თუ არა, მაგრამ მინდა, რომ შეხვიდე და ქოთანზე იქამდე იჯდე, სანამ მე არ დაგიძახებ!
– კარგი.
49
მივიდა კართან. გააღო, ზურგს უკან მიიხურა და ბოლომდე თავი
არ გამოუყვია. მერე სელინს მივაშვირე ჩემი 45-კალიბრიანი.
– შენ.
– დაგენძრევა, ბილეინ...
– სულ დანძრეული არ მაქ?! ახლა შენც... მიდი და მიუჯექი იმ შენს
ბიჭს. მიდი, მიდი, მალე... გაადგი ფეხი. სელინმა ჩააქრო სიგარა და
ნელა წავიდა საპირფარეშოსკენ. მე უკან გავყევი და ჩემი 45- კალიბრიანის ლულა ვატაკე.
– შეეთრიე!
შევიდა და კარი მიიხურა. მე ამოვიღე გასაღები და გადავკეტე. მერე მაგიდასთან მივედი და ძლივძლივობით მივაჩოჩე ტუალეტთან.
მძიმე იყო ძალიან. სულ გოჯ-გოჯ ვათრიე. მაგრად გავწვალდი. ხუთი
მეტრის გავლას ათ წუთს მოვუნდი, მაგრამ, როგორც იქნა, მივადგი
კარს. – ბილეინ, – გავიგონე, შიგნიდან როგორ გამომძახა სელინმა, – გამოგვიშვი და ისე ჩავთვლით, ვითომ არაფერი მომხდარა.
ფულის სესხებაც არ მინდა. ძაღლებთანაც არ წავალ. ბრიუსტერი
თითს არ დაგაკარებს. სინდის მე მივხედავ. – არა, პატარავ, – მე
ვუთხარი, – მე მივხედავ სინდის! გავჟიმავ! ორივე შიგნით დავტოვე.
გამოვიკეტე ოფისის კარი, დერეფანში გამოვედი და ლიფტს ჩავყევი. უცებ საოცრად კარგად ვიგრძენი თავი.
ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა და მეც ქუჩაში გამოვედი.
პირველივე მათხოვარს დოლარი ვაჩუქე. მეორე მათხოვარს ვუთხარი, ფული სხვას უკვე მივეცი-მეთქი. მესამესაც ეგრე ვუთხარი, მეოთხესაც, დანარჩენებსაც. თან იმ დღეს ნისლიც არ იყო. მიზანმიმართულად მივდიოდი წინ. ზუსტად ვიცოდი, ლანჩზე კრევეტები და
შემწვარი კარტოფილი უნდა მეჭამა. ჩემი ფეხები მოხდენილად მიაბიჯებდნენ ტროტუარზე.
50
16
ვჭამე, წავედი და სინდის სახლიდან ოდნავ მოშორებით გავაჩერე
მანქანა. წითელი “მერსედესი” ისევ ძველ ადგილას იდგა. ქალი,
ალბათ, სელინისა და ბრიუსტერის დაბრუნებას ელოდებოდა. მით
უარესი. რადიო ჩავრთე, ახალ ამბებს მოვუსმენ-მეთქი. – სულელი
ხარ, – გაისმა ხმა რადიოდან, – რა ქენი ვითომ.
– ვინ, მე?
– მარტოდმარტო არ ზიხარ აქ? თუ მეშლება რამე?
მივიხედ-მოვიხედე.
– მართალი ხარ, მარტო ვზივარ.
– ჰოდა, გაანძრიე ტრაკი.
ხმაზე ვიცანი, ქალბატონი სიკვდილი მელაპარაკებოდა რადიოდან. – მისმინე, საყვარელო, შენს საქმეზე ვმუშაობ ახლა ზუსტად.
ვუთვალთვალებ. – ვის უთვალთვალებ?
– სელინის ერთ ნაცნობს. აქ ყველაფერი ისეა ჩაკვანძული...
– შენი თასმებივით. სად არის სელინი?
– ტუალეტში, ორასკილოიან საჭურისთან ერთად.
– რას აკეთებს იქ?
– აზრზე მოდის.
– რამე არ დაუშავო. იცოდე, სელინი მე მეკუთვნის.
– რა უნდა დავუშავო, საყვარელო, არ გრცხვენია?
– ბილეინ, ხანდახან მგონია, რომ ცოტა ვერ ხარ.
– კავშირის დასასრული! – ვუთხარი და რადიო გამოვრთე.
ვიჯექი მერე, წითელ “მერსედესს” ვუყურებდი და სინდიზე ვფიქრობდი. სათადარიგო ვიდეოკამერა თან მქონდა. ვიგრძენი, როგორ
მომინდა რამის გაკეთება. ვიფიქრე, სახლში შევიპარები, იქნებ რამე ვიპოვო-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, ტელეფონზე ლაპარაკისთვის
51
მიმეგდო ყური. იქნებ მთელი ამ ამბის გასაღებსაც გადავწყდომოდი.
ცხადია, სახიფათო საქმე იყო. მით უმეტეს, დღისით, მზისით. მაგრამ
მაგის გამო უკან როგორ დავიხევდი. ყურებს სულ შხუილი გაუდიოდა, ტრაკიც ამითამაშდა. კაცი ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ეგრე არ არი? ჰო, ლაზარეს ამბავი არ ითვლება. საცოდავი, ორჯერ უნდა მომკვდარიყო. მაგრამ მე ხომ ნიკი ვიყავი, ბილეინი, მე ამ
კარუსელზე მარტო ერთხელ თუ დამსვამდნენ. სიცოცხლეს გემო
გინდა გაუგო? ჰოდა, გაბედე რა. გადმოვძვერი მანქანიდან, ხელში
ჩემი პატარა ვიდეოკამერა მეჭირა. თან პორტფელიც წამოვიღე თვალის ასახვევად. ქუდი შუბლზე ჩამოვიფხატე და სახლისკენ წავედი.
გაფაციცებული ვიყავი. ბინაში ნამდვილად რაღაც ხდებოდა. ნათლად ვგრძნობდი. ენის წვერზეც კი ვიკბინე მღელვარებისგან. სისხლი გადმოვაფურთხე და კარს მივადექი. ისევ იოლად გავაღე. 47
წამი და შიგნით ამოვყავი თავი.
ყურებდაცქვეტილმა გავიარე ჰოლი. მომეჩვენა, ხმები მესმისმეთქი. მართალი აღმოვჩნდი. ქალი და კაცი ლაპარაკობდნენ. კიბესთან გავშეშდი. კი, ხმები მეორე სართულიდან ჩამოდიოდა.
ფრთხილად ავყევი საფეხურებს, ხმებიც უფრო მკაფიო გახდა. სინდის ხმა ვიცანი. ავაღწიე ბოლომდე და კართან გავჩერდი. აშკარად
საძინებელი ოთახის კარი იყო. ავეკარი ზედ.
გავიგონე, როგორ გაიცინა სინდიმ.
– რას უპირებ ამათ?
– გამოიცანი, პატარავ, ო, რამდენ ხანს ველოდი ამ დროს!
– სწორად მოგიგნია, ჩემო ბიჭო!
– ჯოჯოხეთში ჩაგიყვან და ჩამოგიყვან, პატარავ!
– ჰო?
– შე ძუკნა!
52
გავიგონე, ისევ როგორ გაიცინა სინდიმ. მერე მიწყნარდა ყველაფერი, ოღონდ ცოტა ხნით. მალე ისევ ახმაურდნენ. გახშირებული
სუნთქვა, ტყაპატყუპი და საწოლის ჭრიალი ისმოდა.
– ო, – კვნესოდა სინდი, – ო, ღმერთო.
პორტფელი ძირს დავდე, კამერა ჩავრთე და შევვარდი ოთახში.
– ჩაგავლე!
– ჰა? – ტიპმა ისე გამომხედა, პოზა არც შეუცვლია. სინდიმ დაუშვა ფეხები და იკივლა. კაცი გადმოხტა ლოგინიდან და მომაშტერდა.
სუფთა ნაბიჭვარი, საშინელი შესახედავი. – რა ამბავია? – დამიღრიალა.
ჯეკ ბასი არ შემრჩა ხელში?! ღმერთო ჩემო, ნამდვილად ჯეკ ბასი
იყო. დავბზრიალდი და დავეშვი კიბეზე.
– ფუ, ამის!
ვეცი კარს, გამოვგლიჯე და თვალი მოვკარი ჯეკ ბასს, შიშველი
იდგა, ყვერებგადმოყრილი. ხელში რაღაც საგანი ეჭირა. რევოლვერი თურმე. არ მესროლა?! ტყვიამ ქუდი გამიხვრიტა. მოაყოლა მეორეც. ვიგრძენი, მარჯვენა ყურთან როგორ ჩამიწუილა სიკვდილმა.
გავვარდი ტროტუარზე, მეთქი, გადავირბენ ქუჩას და ჩავხტები მანქანაში, მაგრამ თურმე მოხუცი კაცი მოდიოდა ველოსიპედით,
ვაშლს ჭამდა თან, პირდაპირ იმას შევასკდი და ეგრეც დავტოვე ასფალტზე დაგდებული, თავისი ატრიალებული ველოსიპედით.
თვალის დახამხამებაც და ჩემს ხოჭოში ვიჯექი. საბურავებმა დაიღრჭიალა, ისე დავძარი მანქანა. მოხუცი კაცი ძლივძლივობით
დგებოდა ფეხზე. არ დავარტყა-მეთქი და საჭე გადავატრიალე, ტროტუარზე შევვარდი და მივაწექი. ჯეკ ბასის სახლსაც ჩავუქროლე.
კარში იდგა, ისევ ყვერებამოყრილი, და სამი ტყვიაც მომაყოლა. ერთმა ჩემს მაიმუნს გაუარა, სარკეზე რომ მეკიდა, იმას. მეორე ყველას და ყველაფერს ასცდა. მესამემ წინა სავარძლის ზურგში გაატა53
ნა და ბარდაჩოკშიც დატოვა ნახვრეტი. როგორც იქნა, დავაღწიე
თავი. არც მახსოვს, რამდენ ქუჩაზე შევუხვიე და გამოვუხვიე. ბოლოს ბულვარზე გამოვაღწიე და მანქანების ნაკადს შევერიე. ლოსანჯელესში რომ იცის, ზუსტად ისეთი დღე იყო: ნისლი, ვითომ მზე,
ოღონდ წვიმა არა, თვეობით არა, თან. “მაკდონალდსში” შევედი,
კარტოფილის დიდი ულუფა შევუკვეთე, კიდე – ყავა და ქათმის ჰამბურგერი.
17
ოფისში დავბრუნდი. ბრიუსტერს და სელინს გამოეღწიათ ტუალეტიდან, კარი გამოემტვრიათ და გამოსულიყვნენ. მაგიდა ძლივს
მივათრიე უკან. მთელი თხუთმეტი წუთი ვიწვალე.
დავჯექი და მეთქი, ფიქრებს მოვუყრი თავს.
ყველა ჩემზე ნადირობდა უკვე: სელინი, ბრიუსტერი, სინდი, ჯეკ
ბასი, ქალბატონი სიკვდილი და, მგონი, ბარტონიც. აღარც ის ვიცოდი, ისევ რჩებოდნენ ჩემს კლიენტებად თუ არა.
ცოტა ხნის წინ ჩადენილი ნებისმიერი საქციელის გამო შეიძლებოდა დავეპატიმრებინე პოლიციას ან უბრალოდ ტყავის გასაძრობად შემოევლო ვინმეს. ოფისი სახიფათო ადგილად ქცეულიყო. იარაღის ბუდე შევამოწმე, ჩემი 45-მილიმეტრიანი ადგილზე დამხვდა.
ჩემი ლამაზი. ვერა, კაბინეტიდან ვერაფრისდიდებით ვერ გამაქცევდნენ. უკაბინეტო გამომძიებელი რანაირი გამომძიებელია!
გარდა ამისა, ისიც არ ვიცოდი, სელინი ნამდვილად სელინი იყო
თუ არა და კიდევ, წითელი ბეღურაც არ მეპოვა ჯერ. საქმე ადგილიდან არ იძვროდა. როგორ გაიწელა დღე. ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, სკამის საზურგეზე გადავწექი და თვალები დავხუჭე. მალე ჩამეძინა.
54
მესიზმრა, ვითომ იაფფასიან ბარში ვიჯექი და სოდიან ვისკის
ვსვამდი, ორმაგს. შიგნით მარტო მე და ბარმენი ვიყავით, თან იმას
ვერც ვარჩევდი კარგად. დახლის მეორე ბოლოში იდგა და “ნეიშნალ ენქუაიერს” კითხულობდა. უცებ კარი გაიღო და ვიღაც, მართლა საცოდავი ნაძირალა, შემოვიდა. წვერი გასაპარსი, თმა შესაჭრელი, თან ყარდა, ისეთი დასაბანი იყო. ტანზე კოჭებამდე დაშვებული ყვითელი საწვიმარი ეცვა, შიგნით – თეთრი პერანგი და ვარდისფერი ყელსახვევი. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, მომაფრქვია თავისი სურნელი და გვერდით მომიჯდა. სასმელი მოვსვი. ბარმენი
თვალს არ გვაშორებდა. ჩემი მზერა დაიჭირა და უფრო მაგიტომ.
– მშია, – წამოიწყო ბარმენმა, – ასე მგონია, რომ მიმიშვან, ცხენს
გავათავებ. – კარგი იქნება, მე რომელზეც მაქვს დადებული, იმას
თუ შეეშვები, – ვუთხარი მშვიდად. აღარც მიკვირდა, ასე ბუნდოვნად რომ ვხედავდი. ეტყობა, არ ჰყოფნიდა საჭმელი. თხელი, თხელი, ლანდი გასდიოდა. ლოყები – ჩაცვენილი. თვალი მოვარიდე. ის
მეორე ტიპი კიდე ისევ გვერდით მეჯდა.
– ფსტ...
ყურადღება არ მიმიქცევია, ისევ ბარმენს გავუშტერე თვალი.
– მისმინე, – მე ვუთხარი, – ჩავიყვან ბოლომდე ამ ჭიქას და გავალ, შენც მიხედე თავს, გაიარე სადმე, ჭამე ცოტა. – მადლობელი
ვარ. ვერ დავკეტავ აქაურობას. მე არაფერი მომივა. მოვიფიქრებ
რამეს. – ფსტ... – გვერდზე მჯდომმა ისევ გაიღო ხმა.
– ყურში ნუ მიფშვიტინებ, რა, ძმაო, – მივუბრუნდი მეც.
– ამბავი მაქვს შენთვის...
– არ მჭირდება, გაზეთები წავიკითხე უკვე.
– ასეთ ამბებს გაზეთებში არ წერენ.
– როგორ ამბებს?
– წითელი ბეღურისას.
55
– ჰეი, ბარმენო, – დავუძახე დახლის ბოლოში ატუზულს. სასმელი ჩამოუსხი ერთი ამ ბატონს! რომი მოუტანე და “კოკა-კოლა”.
ბარმენმა თავის საქმეს მიხედა.
– რედონდო-ბიჩზე ცხოვრობ? – მკითხა.
– აღმოსავლეთ ჰოლივუდში.
– ერთ კაცს ვიცნობ, გაჭრილი ვაშლივით გგავს, ჰოდა, რედონდო-ბიჩზე ცხოვრობს. – რას ლაპარაკობ?!
– მართლა.
სასმელი მოუტანეს, იმანაც ერთი გადაკრა და გამოცალა.
– ძმა მყავდა, გლენდეილში ცხოვრობდა, თავი მოიკლა.
– შენ გგავდა? – უკვე მე ვკითხე.
– ეჰ, ჰო.
– გასაგებია.
– დაც მყავს. ბერბანკში ცხოვრობს.
– ნუ აჭრელებ.
– არ ვაჭრელებ.
– მე წითელი ბეღურის ამბავი მაინტერესებს.
– ვიცი, იმასაც ახლავე მოგიყვები.
– ესე იგი?
– მწყურია ცოტა...
– ბარმენო, – გავძახე, – კიდე ერთი რომი “კოკა-კოლით” ამ ბატონს. ტიპი მშვიდად დაელოდა, როდის მოუტანდნენ დასალევს.
მოუტანეს. ისიც სულმოუთქმელად გადაუშვა. მერე მომიტრიალდა,
მომაშტერა თავისი პატარა, დაბინდული, ცარიელი თვალები და
მითხრა: – ბეღურა თანა მყავს.
– ჰა?
– ჯიბეში მყავს-მეთქი.
– მაგარია! შემახედე ერთი!
56
დაიწყო ჯიბეში ხელის ფათური, აფათურა ცოტა ხანს, მერე გაჩერდა. – მმმმ... ვერ ვპოულობ...
– შე სირო! მე მატყუებ?! სახეს აგაძრობ!
– მახსოვს, ნამდვილად მყავდა...
– შუაზე გაგხსნი, შე მნძრეველა, შენა!
– მოიცა... მოიცა... ვიპოვე... ჰო. აი, მეორე ჯიბეში მყოლია...
სხვაგან ვეძებდი... – ჰოო?
– ჰო, ჰო, აი, ნახე... შეხედე... აი, წითელი ბეღურა!
ამოიღო ჯიბიდან და ბარზე დადო. დავხედე. მკვდარი მტრედი.
– მკვდარი მტრედია ეს!
– არა, არა, წითელი ბეღურაა.
ორიოდე დოლარი დავტოვე დახლზე სასმლის საფასურად, ავდექი, ჩავავლე გაზინთულ საყელოში ხელი იმ ტიპს და კარისკენ გავათრიე ჯიკავ-ჯიკავით, გავიყვანე და ქუჩაში გავუძახე. გამოვტრიალდი, მოვიხურე კარი და რას ვხედავ – ბარმენი დგას, მტრედი უჭირავს ხელში და კბილებით გლეჯს, ჭამს რა. პირი ბუმბულითა და სისხლით ჰქონდა სავსე. შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა ჩემთან, მაგიდაზე… გამომეღვიძა.
18
ყურმილი ავიღე.
– ბილეინის საგამომძიებლო სააგენტო გისმენთ...
– გროვერსი ვარ. ჰალ გროვერსი. თქვენი დახმარება მჭირდება.
პოლიციაში დამცინეს. – რა მოხდა, მისტერ გროვერს?
– უცხოპლანეტელი მითვალთვალებს.
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, მისტერ გროვერს, კარგი ერთი...
– ხომ ხედავთ, თქვენც დამცინით!
57
– მაპატიეთ, გროვერს. მაგრამ სანამ თქვენს ამბავს გააგრძელებდეთ, ჩემი ფასი უნდა გითხრათ.
– რამდენს იღებთ?
– 6 დოლარს საათში.
– არ არის პრობლემა.
– ოღონდ ყალბი ჩეკები არ დავინახო, თორე ჩანთით გაგატანთ
უკან თქვენს კაკლებს, გასაგებია? – ფული პრობლემა არ არის-მეთქი, ხომ გითხარით, პრობლემა ქალია. – ვინ ქალი, გროვერს?
– ჯანდაბა. ვისზეც ვლაპარაკობთ, უცხოპლანეტელი.
– ესე იგი, ის უცხოპლანეტელი ქალია?
– დიახ, დიახ...
– რა იცით?
– თვითონ მითხრა.
– დაუჯერეთ მერე?
– რა თქმა უნდა. თან ისეთ რაღაცებს აკეთებდა...
– რას მაინც?
– ჭერიდან შეუძლია გაფრინდეს და ეგეთი რამეები...
– სვამთ ხოლმე, გროვერს?
– რა თქმა უნდა. თქვენ?
– უმაგისოდ როგორ იქნება... მისმინეთ, გროვერს, სანამ უფრო
მეტს მომიყვებოდეთ, გამომიარეთ პირადად. მესამე სართულზე
ვარ, აიაქსის შენობაში. შემოსვლამდე დააკაკუნეთ.
– რამე საგანგებო ნიშანი გაქვთ?
– დიახ, “გაიპარსე-გაიკრიჭე, კაკ-კუკ”, – და მეცოდინება, რომ
თქვენ ხართ... – კარგი, მისტერ ბილეინ...
იმის მოლოდინში ოთხი ბუზი დავხოცე. ჯანდაბა, ირგვლივ ყველგან სიკვდილი დაწრიალებდა. კაცებს, ჩიტებს, მხეცებს, ქვეწარმავლებს, მღრღნელებს, მწერებს, თევზებს – არც ერთს არ ჰქონდა გა58
დარჩენის შანსი. შარში ვიყავით. არც ვიცოდი, რით მეშველა. შემომაწვა დარდი. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ვხედავ, როგორ მიწყობს
დამხმარე ბიჭი პარკებში ნაყიდ საქონელს და მერე უცებ ვხედავ,
როგორ იმარხავს თავს ტუალეტის ქაღალდების, ლუდის ბოთლებისა და ქათმის მკერდის გვერდით. კარზე საიდუმლო კაკუნიც გაისმა.
– შემობრძანდით, მისტერ გროვერს, – გავძახე მე.
შემოვიდა. დაფსხლიკული. 142 სანტიმეტრი სიმაღლის, 71 კილო, 38 წლის, თვალები – მომწვანო-მონაცრისფრო, თან მარცხენა
უთამაშებდა, მოკლე, საშინელი, ჩაყვითლებული ულვაში, თმაც ყვითელი, კინკრიხოზე გვარიანად შეთხელებული. მოაბიჯებდა ფეხებმოჩვართული, მოვიდა, დაჯდა.
შევათვალიერეთ ერთმანეთი. მეტი არაფერი გვიქნია მთელ ხუთ
წუთს. ბოლოს მომეშალა ნერვები.
– ხმას ამოიღებთ, გროვერს?
– მე თქვენ გელოდებოდით.
– რატომ?
– არ ვიცი.
გადავწექი სკამზე, მოვუკიდე სიგარას, შემოვაწყვე მაგიდაზე ფეხები, ჯერ მოვქაჩე, მერე ამოვისუნთქე, გამოვუშვი კვამლი და მაგარი რგოლიც გამომივიდა. – გროვერს, ამ ქალზე, ამ... უცხოპლანეტელზე... მიამბეთ რამე... – ჯინი ნიტრო მქვიაო, ამბობს.
– განაგრძეთ, გროვერს.
– თქვენც ხომ არ დამცინებთ იმ პოლიციელებივით?
– პოლიციელებივით სხვა ვინ იცინის, მისტერ გროვერს?
– ჰო... მაგარი ნაშაა ისე ეგ კოსმოსიდან მოსული ქალი.
– და რად გინდათ მერე, ამ ნაშამ თავი დაგანებოთ?
– მეშინია, ჩემს გონებას მართავს.
– ეგ როგორ?
59
– როგორ და, რასაც მეტყვის, ვაკეთებ.
– მაგალითად, საკუთარი ყაყები შეჭამეთო, რომ გითხრათ, შეჭამთ? – მგონი, კი...
– გროვერს, იმ ქალს თავის ცუგრიად უქცევიხართ. ბევრს ემართება ხოლმე ეგრე. – არა, არა, ის ისეთ საოცრებებს აკეთებს, გული
მისკდება.
– ყველანაირი “საოცრება” მინახავს, გროვერს, ისეთები მინახავს... – თქვენ არ გინახავთ, როგორ ჩნდება უცებ არსაიდან და ჭერიდან როგორ ქრება მერე. – ყელში ამოხვედით, გროვერს, მიედმოედებით რაღაცას.
– არა, არა, მისტერ ბილეინ.
– არა? სად ჯანდაბიდან ჩამოხვედით, გროვერს? ტყიდან გამოვარდნილივით ლაპარაკობთ.
– არც თქვენ ჰგავხართ გამომძიებელს მაინცდამაინც, მისტერ
ბილეინ. – ჰა? რაო? აბა ვის ვგავარ?
– არ ვიცი, შემოგხედოთ ერთი, მოიცათ, დავფიქრდე...
– მეტისმეტად დიდხანსაც ნუ იფიქრებთ, საათი 6 დოლარი გიჯდებათ. – ჰო... სანტექნიკოსს ჰგავხართ.
– სანტექნიკოსს? ესე იგი, სანტექნიკოსს, არა? კარგი. რას გააკეთებდით სანტექნიკოსის გარეშე? სანტექნიკოსზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იცით საერთოდ? – პრეზიდენტი.
– პრეზიდენტი? აი, მანდ ცდებით! ცდებით! პირს გააღებთ თუ არა,
ეგრევე სისულელეს ამბობთ ხოლმე.
– არ ვამბობ.
– აი, ხომ ხედავთ! ისევ ცდებით!
სიგარა გვერდზე გადავდე და სიგარეტს მოვუკიდე. ეს ტიპი უბრალოდ მძღნერი იყო. მაგრამ კლიენტი ერქვა. კარგა ხანს არ მომიშორებია თვალი. არადა, არ გინდოდა მაგის ყურება?! გავიხედე გვერ60
დზე. ახლა მის მარცხენა ყურს მიღმა ვიცქირებოდი. – კარგი, მე რა
მევალება? ჯინი ნიტროსთან, ამ უცხოპლანეტელთან დაკავშირებით. – მომაშორეთ.
– მკვლელი არ გახლავართ, გროვერს.
– მომაშორეთ, როგორც გინდათ, ისე გააქრეთ ჩემი ცხოვრებიდან! – სექსი გქონდათ?
– დღეს?
– დღეს კი არა, მასთან.
– არა.
– ჩვენი ჩიტუნია სად ცხოვრობს, ხო არ იცით? ან ტელეფონის ნომერი? რას საქმიანობს, არც ის? ტატუ აქვს? ჰობი? რამე განსაკუთრებული ჩვევა? – ეს, ბოლო...
– აბა.
– ჭერიდან გაფრინდება ხოლმე და სულ ეგეთი რამეები.
– გროვერს, გიჟი ხართ. თქვენ მე კი არა, ფსიქიატრი გჭირდებათ.
– ვიყავი მაგათთანაც.
– რა გითხრეს მერე?
– არაფერი. უბრალოდ, ისინი საათში ექვს დოლარზე მეტს იღებენ. – რამდენს იღებენ?
– ას სამოცდათხუთმეტ დოლარს.
– თქვენ კიდე იძახდით, გიჟი არ ვარო.
– რატო ვარ?
– ამდენ ფულს რომ კაცი გადაიხდის, ის სრულ ჭკუაზე როგორღა
დარჩება. ვისხედით მერე და ვუყურებდით ერთმანეთს. ძალიან სულელური მდგომარეობა იყო. ვცდილობდი, მეფიქრა. საფეთქლები
ამტკივდა ბოლოს.
უცებ კარი გაიღო და ეს ქალი არ შემოვიდა?! მოკლედ, ქვეყანაზე
ხო მილიარდობით ქალი დადის, ხო მართალია? ზოგს არა უშავს.
61
ზოგი მართლა ლამაზია. მაგრამ ზოგჯერ დედაბუნება მაგარ ნომერს
გვიტარებს და განსაკუთრებულ, დაუჯერებელ ქალს შექმნის ხოლმე. როგორ ქალს ვიძახი, იცით? აი, რო უყურებ და რო არ გჯერა. ეს
ტალღოვანი მოძრაობები, გველური, დახვეწილი მიხრა-მოხრა,
შესჩერებიხარ ამ კოჭს, ამ იდაყვს, ამ მკერდს, ამ მუხლს და ყველაფერი ერთ უზარმაზარ, ყოვლისმომცველ მშვენიერებად იყრის
თავს. ამას დაუმატეთ დიდებული მოღიმარი თვალები, ოდნავ დაბლა დახრილი ტუჩის კუთხეები, თვითონ ტუჩები – ისე მოკუმული,
თითქოს ეს არის და სიცილი წასკდებათ შენი უმწეობის შემხედვარეთო. თან ჩაცმაც რა მაგრად იციან და მათი გრძელი თმა ცეცხლის
ენასავით მიჰყვება ხოლმე ქარს. როგორ გინდა, ამისთანას ნახვას
გაუძლო.
გროვერსი წამოდგა.
– ჯინი.
ქალი ისე შემოსრიალდა ოთახში, იფიქრებდით, სტრიპტიზიორია
და ციგურებზე დგასო. პირდაპირ ჩვენ წინ გაჩერდა, მგონი, კედლებსაც კი გააკანკალათ. გროვერსს უყურებდა. – ჰალ, ამ მეორეხარისხოვან გამომძიებელთან რამ მოგიყვანა? – ჰეი, ცოტა ენას მოუკელი, ძუკნა.
– ჯინი, პატარა პრობლემა მაქვს და ვიფიქრე, დამეხმარება-მეთქი. – დაგეხმარება? რაში დაგეხმარება?
– ვერ გეტყვი. ენა გადავყლაპე.
– ჰალ, არავითარი პრობლემა შენ არ გაქვს, მე აქ არ ვარ? მე ყველაფერს ამ მეორეხარისხოვან გამომძიებელზე უკეთ მოგიგვარებ.
ფეხზე ავდექი. ავდექი რა, ვიდექი ისედაც.
– ჰოო, ლამაზო? რას იტყვი, ცხრამეტსანტიმეტრიანი რომ მოგხვდეს? – სექსისტი ღორი.
– ჩაგიდე? ჩაგიდე!
62
ჯინიმ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, ჭკუიდან გადავყავდით. მერე მოგვიბრუნდა და გროვერსს დააშტერდა.
– მოდი აქ, ძაღლო! იხოხე ჩემ წინ! დროზე!
– არ ქნა, ჰალ! – ჩავერიე მე.
– ჰა?
და ფორთხვაზე გადავიდა, ასე ფორთხვა-ფორთხვით მიაღწია ჯინიმდე, მიადგა ფეხებთან და გაჩერდა.
– ახლა ფეხსაცმლის წვერები ამილოკე ენით.
გროვერსმა აულოკა. ულოკავდა და ულოკავდა, ულოკავდა და
ულოკავდა. ჯინიმ გამომხედა და თავმომწონედ გამიღიმა. ნამდვილი ამაყი ღიმილით. ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო.
ვეცი.
– შე ბოზო! – ვუყვირე.
გავიხსენი ქამარი, გამოვიძრე შარვლიდან, გავკეცე შუაზე და შემოვუარე მაგიდას. – შე ბოზო, ახლა დაგენძრა!
მივვარდი, თან ჩემი სულის ნარჩენებს მღელვარებისგან სულ
კანკალი გაუდიოდა. ჩემს წარმოსახვაში მის ჯადოსნურ უკანალს
ცეცხლი ეკიდა უკვე.
– ქამარი დააგდე, შე მნძრეველა.
მითხრა და თითები გაატკაცუნა. ქამარი მაშინვე გამივარდა ხელიდან. ვიდექი გაქვავებული. თვითონ გროვერსს მიუტრიალდა.
– ადექი, შე სულელო, ადექი. ჩვენ მივდივართ აქედან.
– დიახ, ძვირფასო.
გროვერსი წამოდგა და გაჰყვა, კარი გაიღო, მერე დაიხურა. აი,
ასე გამშორდნენ. მე მაინც ვერ ვინძრეოდი. ძუკნა, თავისი სხივის
მტყორცნელი იარაღიდან მესროლა ეტყობა. ვიდექი გაქვავებული,
რა მექნა. არასწორი პროფესია ავირჩიე ვითომ? სადღაც ოცი წუთის
63
მერე თითქოს მთელ ტანში დამირბინეს ჭიანჭველებმა. ცოტა ხანში
თვალებიც დავახამხამე. პირიც გავაღე.
– ჯანდაბა.
ნელ-ნელა სხეულის დანარჩენ ნაწილებსაც დაუბრუნდათ მოძრაობის უნარი. ბოლოს ჯერ ერთი ნაბიჯი გადავდგი, მერე – მეორე,
მერე – მესამე, მივყევი, მივყევი, შემოვუარე მაგიდას, გამოვხსენი
უჯრა. არაყი ვიპოვე, მოვაძვრე თავი და ვხიე მაგრად. მეთქი, დღეს
მეყო, ხვალიდან კიდე ყველაფერს თავიდან დავიწყებ.
19
მეორე დილით ოფისში შეშფოთებული მივბრუნდი. წარმოდგენა
აღარ მქონდა, ვინ იყო ჩემი კლიენტი და საერთოდ, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს. ვიფიქრე, რამეს მოვიმოქმედებ-მეთქი. ჯეკ ბასის
სამსახურის ნომერი ვიპოვე და დავურეკე. – გამარჯობა, – მითხრა.
– ბას, ბილეინი ვარ.
– შე ნაბიჭვარო.
– სიტყვებს დაუკვირდი, ბას, თორე, იცოდე, შავი ქამარი მაქვს. –
კიდე ერთხელ შემიშლი ხელს და ნაღდად დაგჭირდება.
– ჯეკ, კარგი რა, მოთიმთიმე ტრაკს ვხედავდი მარტო, სანამ თავი
არ მოაბრუნე, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შენ იყავი?
– ვინ ჯანდაბა გეგონა? შენ გგონია, ჩემს ცოლს საკუთარ სახლში
აკითხავს ტიპი გასაჟიმად?
– თან ხშირად.
– რაო?
– არა, რა თქმა უნდა, შენთან სახლში არა, ჯეკ.
– აბა, სად?
– რა მნიშვნელობა აქ.
64
– როგორ რა მნიშვნელობა აქ?
– იმის თქმა მინდოდა, შენს ამბავს არ ეხება-მეთქი ეს. საქმეს
მივხედოთ. – რაო?
– მოკლედ, გინდა, საქმეს ისევ მე მივხედო?
– რა საქმეს უნდა მიხედო, ჩემი უკანალი გადაიღე კამერით, მეტი
არაფერი არ გაგიკეთებია.
– შენი საქმე წინ მიდის, ჯეკ.
– მაინც საით?
– კავშირები დავადგინე.
– რაო?
– ძაფის ბოლოს ჩავავლე-მეთქი.
– რა ძაფი? რა კავშირები? რეებს მელაპარაკები?
– თუ გინდა, გაგიგებ, რა კავშირი აქვს შენს ცოლს იმ ტიპთან.
ვიცნობ. საეჭვო ვინმეა. ისე, კარგს, მე მგონი, არაფერს აპირებენ.
– ჩაავლებ ორივეს ერთად?
– ჯერ ვერა.
– რატო?
– ფრთხილად ვმუშაობ. თვითონ უნდა ჩამიცვივდნენ ხელში.
– ახლა ვერ ჩაავლებ?
– დავუცდი, სანამ თავს არ წამოყოფს.
– რაო?
– ფაქტზე დავიჭერ პირდაპირ.
– მე მგონი, წარმოდგენა არ გაქვს, რას აკეთებ, ბილეინ.
– ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. თავს წამოყოფს და ეგრევე დაენძრევა. – რა სიტყვებს იძახი.
– ჯეკ, ცხოვრება საბავშვო ბაღი არ არი. მინდა, რო დავიჭირო და
წავატყნა ერთმანეთს. – წაატყნა?
– ჩავავლო-მეთქი, რა. ხო გინდა, რო დაენძრეთ?
65
– დამამტკიცებელი საბუთები მომიტანე უბრალოდ, მეტი არაფერი მინდა. – ჯერ საქმე საქმეზე მიდგეს რა, ბას.
– მიაგენი რამეს, ბილეინ?
– მივაგენი კი არა, სუნს ვგრძნობ უკვე, ქშენა მესმის, კვალში
ვუდგავარ. ვიცნობ მაგ ტიპს. ფრანგია. ფრანგების ამბავი კიდე ხო
იცი?
– არა, რა ფრანგების?
– არ იცი, ბას, და აბა, რა გიყო. მთელ დღეს შენთან ხო არ ვილაპარაკებ. მოკლედ, მივხედო ამ ოხერ საქმეს თუ არა? – შენ მითხარი, უკვე ბოლოსკენ ვარო, ჰო?
– ზედ ვაზივარ, ფაქტობრივად.
– რაო?
– მოკლედ, მივხედო ამ საქმეს თუ არ მივხედო? ხუთამდე ვითვლი. ერთი, ორი, სამი... – კარგი, კარგი, მიხედე.
– მშვენიერია, ჯეკ, ახლა, კიდე პატარა ამბავი...
– რა ამბავი?
– ერთი თვის გასამრჯელო მინდა წინასწარ.
– მთელი თვის? შენ არ მითხარი, ბოლოსკენ ვარო?
– მახე უნდა დავუგო. ხაფანგი. უნდა დავრწმუნდე ყველაფერში.
ის ტიპი თავს გამოყოფს თუ არა...
– კარგი, კარგი, უკვე გიგზავნი ჩეკს!
და დაახეთქა ყურმილი, კაი შეყვარებულივით. ფუ, ცინგლიანი...
მერე გროვერსს დავურეკე. სამსახურის ნომერი მქონდა მისი. სამჯერ გაისმა ზარი და უპასუხა ტელეფონს.
– ალო, – მითხრა, – დამკრძალავი ბიურო “ვერცხლისფერი სავანე” გისმენთ. – ღმერთო, – წამომცდა მე.
– ჰა?
– გროვერს, თქვენ მკვდრებთან გაქვთ საქმე?
66
– ჰა?
– გვამებთან, გვამებთან. ნიკ ბილეინი ვარ.
– რა გნებავთ, მისტერ ბილეინ?
– მე თქვენი უცხოპლანეტელის საქმეზე ვმუშაობ, მისტერ გროვერს. – დიახ, მახსოვს.
– მითხარით, ჰალ, რატომ მისდევთ ამ საქმეს?
– რას გულისხმობთ?
– მკვდრებთან რა გინდათ-მეთქი. რა გესაქმებათ...
– პროფესია მაქვს ასეთი. თავი ხომ უნდა ირჩინოს რამით კაცმა.
– ჰო, მაგრამ მკვდრებით მაინცდამაინც? რა საძაგლობაა. რა ავადმყოფობაა. მკვდარს სისხლს თქვენ უშვებთ ხოლმე? და სად მიგაქვთ
მერე ის გამოშვებული სისხლი? – მე არა, თანამშრომელი მყავს მაგისთვის, ბილი ფრენჩი.
– დაუძახეთ, მინდა, დაველაპარაკო.
– გასულია, საუზმობს.
– ანუ ჭამს კიდეც?
– დიახ.
გავჩერდი. დავარტყი ნაფაზი, მერე გამოვუშვი კვამლი და ვუთხარი: – მისმინეთ, გროვერს, ისევ გინდათ, რომ მე მივხედო ამ საქმეს?
– ჯინი ნიტროს გულისხმობთ?
– ცხადია. კოსმოსური გოგოები სხვებიც გყავთ მანდ, ბიუროში?
– არა, არ გვყავს.
– მოკლედ, გინდათ მოგაშოროთ თავიდან, ხომ?
– რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ? მე მგონი, იმ ერთხელ, როცა ნახეთ, ჩაისვარეთ ცოტა. – გროვერს, მე კი არა, ტედ
უილიამსიც ისვრის ხოლმე. ბოლოს მაგ ბოზს ისეთს შევუსრულებ,
თვალით ვეღარ ნახავთ.
– მე მგონი, ბოზი არ უნდა იყოს, მისტერ ბილეინ.
67
– სიტყვის მასალად ვთქვი. თქვენი ნაშაა და სულ არ მინდოდა მისი შეურაცხყოფა. – გგონიათ, რამეს მოუხერხებთ?
– ახლაც კი, ჩვენ რომ აქ ვლაპარაკობთ, გროვერს, მე მის კვალზე ვმუშაობ, ხელჩასაჭიდს მივაგენი და...
– რა ხელჩასაჭიდს?
– ყველაფერს ხომ არ გეტყვით. მაგრამ ის ამბავი, რომ თქვენ
გვამებთან მუშაობთ, ის კიდევ კოსმოსიდან მოსული უცხოპლანეტელია, ნამდვილად კავშირშია ერთმანეთთან. – რას გულისხმობთ,
მისტერ ბილეინ?
– ყველაფერს ვერ გეტყვით-მეთქი. მაგრამ მე რჩევა ვკითხე ასეთ
საქმეებში გამოცდილ კაცს, უცხოპლანეტელებზე წიგნიც კი აქვს
იმას გამოცემული, მაგრამ მეტი ინფორმაცია მჭირდებაო, ასე მითხრა.
– კარგი, რა გაინტერესებთ?
– იყავით მშვიდად. სანამ საქმეს გავაგრძელებდე, კიდევ ერთი
ჩეკი მჭირდება, მომდევნო ორი კვირისთვის, წინასწარ. – გგონიათ,
მოახერხებთ რამეს?
– ჯანდაბა, ხომ გითხარით, საქმე მოგვარებულია-მეთქი.
– კარგი, მისტერ ბილეინ, ფოსტით გამოგიგზავნით ჩეკს. ორი
კვირისას ესე იგი. – ბრძენი კაცი ხართ, მისტერ გროვერს.
– დიახ.
– ოჰ, მისტერ ბილეინ, ბილი ფრენჩი მობრუნდა. გნებავთ, დაელაპარაკოთ? – არა, მაგრამ ჰკითხეთ, რა ჭამა საუზმეზე.
– ერთი წუთით...
დაველოდე. მალე ისევ აიღო ყურმილი.
– როსტბიფი და კარტოფილის პიურეო.
– ფუ, რა გულისამრევია.
– ჰა?
68
– უნდა წავიდე, მისტერ გროვერს.
– ჰო, მაგრამ, აბა, დამატებითი ინფორმაცია მჭირდებაო?
– კითხვარს გამოგიგზავნით.
დავკიდე ყურმილი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. რაღაც-რაღაცები თავ-თავის ადგილზე დავალაგე. ისევ ფორმაში ვიყავი მე,
ნიკ ბილეინი, კერძო დეტექტივი. აი, წითელი ბეღურის ამბავი კი
კვლავაც გასარკვევი მქონდა. კიდევ – სელინის და ქალბატონი სიკვდილის საქმეც. მოკლედ. ყველგან ეს ქალბატონი სიკვდილი უნდა
გამომეჩხიროს რა.
და კიდევ ის, კოსმოსური ბოზი.
ბოზი არ დაუძახოო და რა დავუძახო, აბა?
20
უნდა მეფიქრა, თან უამრავ რამეზე ერთდროულად. როგორღაც
ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული: კოსმოსი, სიკვდილი, ბეღურა, გვამები, სელინი, სინდი, ბასი. მაგრამ როგორ, ვერ
ამეხსნა. ჯერჯერობით მაინც. საფეთქლები დასკდომაზე მქონდა,
მეთქი, გარეთ გავიდე, თორე დამერხა. ჩემი ოფისის კედლებზე, სამწუხაროდ, არ ეწერა პასუხები. მთლად გავრეკე, წარმოვიდგინე, ვითომ ლოგინში სამივესთან: ქალბატონ სიკვდილთან, სინდისთან და
ჯინი ნიტროსთან ერთად ვიწექი. მეთქი, ვაი მე. დავიხურე ქუდი და
გამოვედი გარეთ. იპოდრომზე მოვედი გონს. ჰოლივუდის პარკში.
ცოცხალი ცხენები არ ჰყავდათ აქ, ოუკ- სტრიტზე – კი, მაგრამ აქ
არა, დოღს ტელევიზორით უჩვენებდნენ, ფსონებს კიდე ჩვეულებრივად იღებდნენ.
დავადექი ესკალატორს, წავედი ზევით. ამ დროს ვიღაც ტიპი მომეხალა შარვლის ჯიბეზე.
69
– უჰ, უკაცრავად, – მითხრა, – მაპატიეთ.
საფულეს ყოველთვის წინა მარცხენა ჯიბეში ვინახავ. სწავლობ
კაცი რაღაცებს თანდათან, გამოცდილებას იძენ, ცხოვრებას თავისი
მოაქვს. მხედართა კლუბს ჩავუარე. შევყავი თავი. დაფეხვილი ბებრებით იყო სავსე. ფულიანებით. როგორ მოახერხეს? ან შენ თვითონ რამდენი გჭირდება? ან ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი?
ჩვენ ხომ ყველანი სიღატაკეში ვკვდებით და უმრავლესობა სიცოცხლეშიც სიღატაკეში ვცხოვრობთ. ამ თამაშს მთელი ჯანი მიაქვს.
დილით ფეხსაცმელი თუ ჩაიცვი, ეგეც დიდი ამბავია.
შევაღე კარი და შევაბიჯე კლუბში. ფოსტალიონი დავინახე, იდგა
და ყავას ხვრეპდა. წავედი მისკენ.
– ვინ მოგცა აქ ყოფნის უფლება? – ვეცი.
სახეზე ნაკვთი არ ეტყობოდა, ისე ჰქონდა შეშუპებული.
– ბილეინ, მოგკლავ, იცოდე.
– ნუ სვამ ყავას, ღამეებს გაგათენებინებს მერე.
– შენს ჩასაძაღლებლად მოვედი, ბილეინ, შენი დღეები დათვლილია. – რომელზე დებ?
– ძაღლის ყურებზე.
– აჰა, – მივეცი რამდენიმე დოლარი, – აბა, შენ იცი.
– ჰე, მადლობა, ბილეინ.
– არაფრის, – ვუთხარი და გამოვედი.
სულ რაღაც გაწუხებს რა კაცს, სულ შფოთავ, ერთი წუთი ვერ მოისვენებ, რო გინდოდეს. მივედი ბართან და დიდი ჭიქით შევუკვეთე
ყავა.
– შენ რომელზე დებ, ბილეინ? – მკითხა ოფიციანტმა.
– ვერ გეტყვი, ქვეყანა ჩამოვა ფსონს და მოგება აღარ შეგვხვდება. – მადლობელი ვარ, მნძრეველა, – მითხრა.
70
მეც გადმოვხვეტე დახლიდან ფეხის ქირად დასატოვებელი ხურდა და ჩავიყარე ჯიბეში. ეკრანთან ახლოს ვიპოვე ადგილი, დავჯექი
და პროგრამა გადავშალე. უცებ უკნიდან ხმა მომესმა.
– ეგ ორი დოლარი ვერაფერს ვერ გიშველის, ბილეინ, წასულია
შენი საქმე. ფოსტალიონის ხმა ვიცანი. ავდექი და მივუტრიალდი.
– მოიტა უკან ის ორი დედამოტყნული დოლარი.
– შანსი არ არი, ძმაო.
– ძვალს და რბილს გაგიერთიანებ.
გამიღიმა და წამოვიდა ჩემკენ. ვიგრძენი, როგორ შემეხო მუცელზე ბასრი საგანი, წვერი მომადო მხოლოდ, დანარჩენს თითებში
მალავდა.
– თხუთმეტსანტიმეტრიანი მიჭირავს ახლა ხელში და იცოდე, სიამოვნებით გამოგფატრავ.
– დღეს რატო არ მუშაობ? ვინ ჯანდაბა დაარიგებს ფოსტას?
– მოკეტე! ვფიქრობ ახლა, მოგკლა თუ არ მოგკლა.
– ძმაო, აი, ათი დოლარი მაქ ჯიბეში, მოგცემ და დადე ძაღლის
ყურებზე. – რამდენი?
– 20 დოლარი.
– რამდენი?
ვიგრძენი, როგორ გამისერა კანი.
– 50.
– მოსულა. ამოიღე საფულე, ამოაცურე 50 დოლარი და პერანგის
ჯიბეში ჩამიდე. ვიგრძენი, როგორ გამოჟონა ოფლმა. ამოვიღე შარვლის მარცხენა წინა ჯიბიდან საფულე, ამოვაცურე 50 დოლარი და
ჩავუცურე იმას ჯიბეში. დანის წვერი მომაშორა. – ახლა დაჯექი, გახსენი ეგ შენი პროგრამა და იკითხე.
დავემორჩილე. ამჯერად კისერზე მომადო დანის წვერი.
– ჩათვალე, გაგიმართლა.
71
და გავიდა.
ვიჯექი მშვიდად. დავლიე ყავა. ავდექი და გამოვედი მეც. დავეშვი
დაბლა ესკალატორით, მივაკითხე მანქანების სადგომს, ჩავჯექი
მანქანაში, დავქოქე და მოვშორდი იქაურობას. ხანდახან ისეთი
დღე გამოერევა, შანსი არა გაქ. ჰოლივუდამდე არსად გავჩერებულვარ, მერე მანქანა დავაყენე და კინოში შევედი. ავიღე პოპკორნი,
გაზიანი სასმელი და დავჯექი. ფილმი დაიწყო, მაგრამ არ მიყურებია. ვახრაშუნებდი პოპკორნს, ვწრუპავდი წვენს და ვფიქრობდი, ნეტა ძაღლის ყურები პირველზე თუ გავიდა-მეთქი.
21
ვერ დავიძინე იმ ღამეს. ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე, არაყი
დავლიე – არაფერმა არ მიშველა.
ვერც ერთი საქმე ვერ გადავწყვიტე, ყველა ერთ ადგილზე იყო ჩაყინული. მამაჩემი მეუბნებოდა, არაფერი შენ არ გამოგივაო. თვითონაც არ გამოსვლია არაფერი. აი, რას ნიშნავს ცუდი მემკვიდრეობა.
ტელევიზორი ჩავრთე. საძინებელშიც მედგა ერთი ცალი. გამოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი და მეუბნება, ცოტას გამოგელაპარაკები და მოგეშვებაო. მარტო საკრედიტო ბარათია ამისთვის საჭიროო. მეთქი, არ არსებობს. მერე იმ ქალის სახე გაქრა ეკრანიდან
და ჯინი ნიტროს სახე გამოჩნდა.
– ბილეინ, – მითხრა, – იცოდე, ცხვირი არ ჩაყო ჩემს საქმეებში.
– ჰა? – ვკითხე მე.
იმან თავიდან გაიმეორა წინადადება, მე კიდე ტელევიზორი გამოვრთე. არაყი დავისხი, არ გამიზავებია, ჩავაქრე შუქი, ბნელა,
დავჯექი საწოლზე და ვხუხე არაყი. უცებ რაღაც ბზუილის მაგვარი
72
მესმის, ფუტკრების გუნდი სკას რომ ეხვევა და ბზუის, ისეთი ხმა. მერე ალისფრად განათდა უცებ და რას ვხედავ, ჯინი ნიტრო არ მიდგას
წინ?! სული კინაღამ გამეპარა.
– შეგაშინე, ბილეინ? – მკითხა.
– არა, რატო. რა ჩვევები გაქ ეს, რა არი? შემოსვლამდე არასდროს არ აკაკუნებ ხოლმე? ჯინი ნიტრომ ოთახი მოათვალიერა.
– მოსამსახურე გჭირდება, – მითხრა, – ძალიან ჭუჭყიანი ბინა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - მაკულატურა - 4
  • Parts
  • მაკულატურა - 1
    Total number of words is 3708
    Total number of unique words is 1951
    30.1 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 2
    Total number of words is 3715
    Total number of unique words is 2073
    28.7 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 3
    Total number of words is 3697
    Total number of unique words is 1936
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 4
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 1911
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 5
    Total number of words is 3726
    Total number of unique words is 1896
    29.2 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 6
    Total number of words is 3711
    Total number of unique words is 1826
    32.7 of words are in the 2000 most common words
    46.2 of words are in the 5000 most common words
    52.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 7
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2030
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • მაკულატურა - 8
    Total number of words is 2016
    Total number of unique words is 1176
    36.4 of words are in the 2000 most common words
    48.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.