Latin
Total number of words is 3752
Total number of unique words is 1983
29.4 of words are in the 2000 most common words
40.2 of words are in the 5000 most common words
46.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ მერე იმას მოვასვენებთ.
_ ქვენ გიჟები ხომ არა ხართ?!
_ რატო. ესეთი წესი გვაქვს. ჩვენ სოფელში რაც მოკვდება, ყველაფერს
ვასაფლავებთ. ყველანი ღვთის შვილები ვართ.
_ რა წესია ეგ! _ გაბრაზდა დეკანოზი, _ ჩვენი ნებართვის გარეშე ვინ მოგცათ მაგის
უფლება, რომ ახალ ახალ წესებს იგონებთ. ეხლავე დაიფიცეთ სათემო ხატზე, რომ
კვლავაც წინ დააყენებთ ჩოხლების გვარს და თუ ქალის სათხოვნელად, ან კაკლის
ხეების სათხოვნელად მოვალთ, უარს არ გვეტყვით.
_ უარს არც ადრე გეუბნებოდით..
_ არ გეუბნებოდით, მაგრამ უნდა დავიფიცოთ. რაც შეეხება თაგვებს, სად
გაგონილა თაგვის გასვენება..
_ ჩვენ ეგეთი წესი გვაქვს, გველებსაც ვასაფლავებთ, ძაღლებსაც, ფრინველებსაც და
ბუზებსაც. აგე, ის გორი ამ უბედურებისია, იმათ _ თაგვს გადახადეს წასახურავი და
გამოჩნდა ტუჩებმოპრუწული და კუდგაფშეკილი საცოდავი არსება.
დეკანოზმა
ჯერ
მორჩილებზე
დააფიცა
ხალხი,
მერე
მთავარსარდალს
გადაუჩურჩულა:
_ სჯობია, მივუშვათ თავის ნებაზე, თავისი მიცვალებულები გინდა დაასაფლავონ,
გინდა ზეზეურ დაყარონ, გავყვეთ უკან.
ვაჟი გოგიმ ალყა მოუხსნა პროცესიას და უკან გავყევით. იმათ წინდაწინ გათხრილ
მიწაში ჩაასვენეს თაგვი. ამ ამბავს რომ მოვრჩით, ნისლაურნი სოფელში წავიყვანეთ,
მაღალ ბანზე დროშა გამოვკიდეთ და დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.
ნისლაური ზითანდარი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რამდენი წლისა ხარ?
_ ორმოდამეთხუთმეტე წელში ვდგავარ.
_ რა არის სიკვდილი?
_ სიკვდილი რა არიო? _ ჰა ჰა ჰა, კაცი რომ მოკვდება, ის არის.
_ სად მივდივართ სიკვდილის მერე?
_ სადა და, შენ ჯვარი გეწეროს, სადაც ეხლა აის თაგვი წავიდა, იქ წავალთ, აბა
სხოგან სადა? მიწაში წავალთ.
_ მიწაში რა არის?
_ ეე, მიწაში, რავი რა არის, მიწაში გველებია, ჭიები და ბაყაყები, აბა, სხო რა.
_ სული როგორია?
_ სული ისეთია რო, ხან როგორ მოეჩვენება კაცსა, ხან როგორა. ხან იქ წავა, სული, ხან
იქ. აი, სიზმარში როგორ მოეჩვენებაკე კაცსა.
_ სიზმარში?
_ ჰო, სიზმარს აკი ვნახავთკეა და სულიც ეგე არის, დადის არი არედ, დადის..
_ სუ მუდამ იქნება ის სული?
_ იმასაც დრო ექნება, წავა მერე და სუ დაიკარგება, სუყველას თავის დრო აქვს.
_ არაფრად გადაიქცევა?
_ ჰო, არაფრად. მერე არაფერი ისევ რამედ მაიქცევა და ესე.
_ შენ არ გეჩვენება, რომ ხშირად ამ ცხოვრებას ვიმეორებთ?
_ როგორ თუ ვიმეორებთ?!
_ აი, მაგალითად, რაღაცას რომ ვაკეთებთ, გვეჩვენება, თითქოს ეს როდისღაც უკვე
გაგვიკეთებია?
_ ჰო, როგორ არა. აი, წეღან თაგვს რომ მივასვენებდით, ვიხსენებდით, სად მინახია
მეთქი ზუსტად ასე, მერე თქვენც გამოჩნდით, თქვენი ლაშქარიც ზუსტად ისე ნანახი
მყავდა როდისღაც, ოღონდ არ ვიცი, როდის.
_ როგორ გგონია, სამოთხე არის?
_ სამოთხეს არ ეძახიან, აი, სულნი რომ შეიკრიბებიან და არიან ერთადა, აბა, რავი,
როგორ გითხრა. ძოლები მიწაში იკარგება, სული საიქიოს მიდის. ადამიანის სული არ
არის დაკარგული, არა.
_ წეღან აკი სთქვია, დრო აქვს და გაქრებაო.
_ ჰო, ეგრე იქნება, საიქიოსაც თავისი დრო ექნება. კაცი ორჯერა კვდებაო, ის არ
იციან?
_ როგორაო?
_ ორჯერა კვდებაო.
_ როგორ ორჯერაო.
_ აი, ორჯერ ისე, რო ერთხელ ხო მოკვდება, ხორცი მოკვდება, მორედ კიდევ სული
მოკვდება და დაიკარგება ადამიანი სულა.
_ დედამიწას უდგას სული თუ არა.
_ მაშა, დედამიწას როგორ არ უდგას სული!
_ როგორც კაცს, ისე?
_ როგორც ადამიანი იქცევს სულს, ისე დედამიწა.
_ დედამიწა მოკვდება?
_ არა, დედამიწას რაღა მოჰკლავს. სული არის და იქნება.
_ ომი რო იყვეს? ესეთი კი არა, ჩვენ რო კულტურულად ვიქცევით, ჩოხლები, დიდი
ომი რო იყოს..
_ ეს ხო სიკვდილი იქნება.
_ ჰო, თუ გადაიწვება, მოკვდება დედამიწა.
ორი მონადირე
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
შუაღამე ის ის იყო გადავიდა, რომ სოფელ ნისლაურთიდნ ორი მონადირე
გამოვიდა ფეხაკრებით და საჯიხვეებისაკენ შეუყვნენ აღმართს.
ორივე ახალგაზრდა იყო. ორივე ჩუმად მიდიოდა. გათენებამდე ხმაამოუღებლად
იარეს. ჭიუხის ძირში გაუთენდათ და დასხდნენ. ზურგზემოკიდებული გუდები
მოიხსნეს და ერთმა ხავიწი ამოიღო, მეორემ _ მშრალად მოხარშული ხორცი.
დანაყრდნენ, იქვე, ქვის ძირში ცივი წყარო გამოდიოდა. დალიეს. თითომ პეშვი
დალია.
_ ბევრი წყალი მუხლს ჭრის ადამიანს, თქვა ერთმა.
მეორეს ხმა არ ამოუღია. გუდები მოიკიდეს და კლდის ქიმს აჰყვნენ.
ერთს გაგი ერქვა, მეორეს _ ჯარჯი.
ორივეს ერთ ქალიშვილი უყვარდა და იმ გოგოს იამზე ერქვა.
ჯარჯიც იამზეზე ფიქრობდა, გაგიც.
იამზეს ჯარჯი უყვარდა. გაგიმ იცოდა ეს.
ჯარჯიმ იცოდა, რომ ამ წუთში გაგი იამზეზე ფიქრობდა. გაგიმაც იცოდა ჯარჯის
ფიქრი. ჯარჯის გულის სიღრმეში ენანებოდა კიდეც გაგი, მაგრამ..
ერთი კლდის წვერზე დარჩა, მეორემ უკნიდან წამოუარა კლდეს და ჯიხვების ფარა
აქეთ წამოაფრთხო. გაგიმ ესროლა და თიკნის დედა მოკლა. თიკანი აღარ გაქცეულა,
დედასთან დარჩა და თვალების ლოკვა დაიუწყო.
იმათ გაატყავეს ჯიხვი და გამოქვაბულში წავიდნენ ღამის გასათევად.
იმ ღამეს ქარი ამოვარდა და ღრუბლები გადმორეკა გუდამაყრის ხეობაში.
ჩამობნელდა. გამოქვაბული ცეცხლის შუქით იყო განათებული.
ჯიხვის ციკანმა
ერთხელ შემოიხედა შემოსასვლელიდან და გაიქცა. ნაღვერდლებზე სამიამოვნოდ
შიშხინებდა გულ ღვიძლი და კრიალა ჰაერს მწვადის სუნი ერეოდა. მონადირეები
ისევ ჩუმად ისხდნენ.
გამოქვაბულის შემოსასვლელში ნარი იყო ამოსული და ლურჯად ყვაოდა. ქარი
უბერავდა და აქეთ იქით აქანავებდა.
_ ხედავ სადამდე ამოსულა? _ თქვა ჯარჯიმ.
_ რა? _ იკითხა გაგიმ.
_ ნარი.
გაგიმ თოფში ტყვია ჩადო და გაიღიმა. მერე ჯარჯის უთხრა:
_ ეხლა რომ მოგკლა, ხომ ვერავინ გაიგებს.
_ რას ვერ გაიგებს? _ გაიცინა ჯარჯიმ.
_ იმას, რომ მე მოგკალი, _ ისევ გაეცინა გაგის.
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ?
_ _ ვხედავ.
_ აი, იმ ნარს ვათქმევინებდი, რომ შენ მომკალი.
_ გაგიმ გაიცინა და თოფიდან ტყვია ამოიღო.
ჯარჯიმ ცეცხლს შეშა დააყარა და მწვადები წამოაცვა ჯოხზე. ზურგით გაგისკენ
იყო შემობრუნებული.
უცებ დაიგრიალა თოფმა და ჯარჯი პირქვე ჩაემხო ცეცხლში.
ჯერ გულაღმა დააწვინა გაგიმ მკვდარი. მერე თვალები დაუხუჭა და ხელები
გულზე დაუწყო.
ქარი ქროდა და მთელი ღამე აქეთ იქით აქანავებდა შემოსასვლელში ლურჯად
გაყვავებულ ნარს.
გათენებისას არ გადაიწმინდა. სიბნელიდან თეთრად ამოიკვეთნენ მყინვარები.
გაგიმ მკვდარი აიკიდა და ზემოთ წაიღო. შუადღემდე ზურგით ატარა.
მყინვარებში რომ ავიდა, აქ ყინულის დიდ ნაპრალში დამალა. ზემოდან სიპები
დააყარა, მერე ყინულები.
ხუთი დღე ჭიუხებში იხეტიალა. ღამეს გამოქვაბულში ათევდა. მერე შინ წამოვიდა,
თან მოკლული ჯიხვი წამოიღო.
_ რა იქნა ჯარჯიო, _ ჰკითხეს.
_ არ მოსულაო?! _ გაიკვირვა.
_ არაო, _ უთხრეს.
_ სამი დღეა, რაც ჯარჯი შინ წამოვიდა. მოკლული ჯიხვი წამოიღო. მე ჯიხვების
ფარამ გამიტყუა, _ თქვა, ჯიხვი დააგდო და ისევ უკან გაბრუნდა ჯარჯის
საძებნელად. ჯარჯის ძმებიც თან გაჰყვნენ. იმ ადგილზე, სადაც მკვდარი ჰყავდა
დამალული, რამდენჯერმე ზემოდან გაიარ გამოიარეს.
ვერსად ვერ იპოვეს.
თხუთმეტი წლის მერე, ნისლაურთ სოფელში, შემოდგომით, ზამთრის პირზე
ხარებით ძნასა ლეწავენ ქალი და კაცი.
კაცი გაგი არის, ქალი იმისი ცოლი, იამზე. გაგი უკვე ხანშია შესული.
მერე ცოლი და ქმარი ჩალაში მიიშლის ნაბდებს და დასაძინებლად წვებიან. კალოს
შემოსასვლელში ნარი ამოსულა და ქარი აქეთ იქით აქანავებს.
კაცს გაეცინა.
_ რა გაცინებს? _ ჰკითხა ცოლმა.
_ არაფერი, _ თქვა გაგიმ.
აღარ მოეშვა ცოლი, მითხარი, რატომ გაიცინეო. გაგი არაფრით არ ამბობდა. აღარც
ღამე მოასვენა ცოლმა. გაგიმ იფიქრა, ჩემი ცოლია, მას მერე თხუთმეტი წელია გასული
და, მერე რა, ვეტყვიო.
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ?
_ ვხედავ, _ თქვა ქალმა.
_ მაგაზე გამეცინა. ჯარჯიმ მითხრა, რომ მომკლა ნარს ვათქმევინებ, რომ შენ
მომკალიო. იმიტომ გამეცინა. ნარს რისი თქმა შეუძლია.
მორე დილით ცოლი აღარ დახვდა გვერდით. გაგის ზემოთი ბანიდან ფეხის ხმა
მოესმა. აიხედა. ჯარჯის ძმას მოჰკრა თვალი.
იმავე წუთში თოფმა იგრიალა და სანამ მთლად წაერთმეოდა ამქვეყნიური
ხილვები, ერთხელ კიდევ უკანასკნელად, კალოს შემოსასვლელში, ნარს მოჰკრა
თვალი გაგიმ.
ქარი ქროდა და ნარს აქეთ იქით აქანავებდა.
გაუგონარი შეტევა
(მემატიანის რვეულიდან)
იმის მერე, რაც ნისლაურებში ფილოსოფიურ დაკითხვებს მოვრჩით და დეკანოზმა
მეგობრული სიტყვით მიმართა ნისლაურთ, მთავარსარდალმა ჯარი დააწყო და იმ
დღეს არნახული ლაშქრობა მოვაწყეთ.
ალბათ ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე სარდალს ერთ დღეში ათი ქვეყანა აეღოს,
თანაც ისე გონივრულად, როგორც ჩვენ. სხვათა ლაშქრობებს თან სდევს შიმშილი,
სისხლი, ხოცვა ჟლეტა, ნგრევა, ერების დამცირება.. ჩვენ კი, პირიქით, უსისხლოდ
ჩუმად და ფილოსოფიურად ვმოქმედებდით. გამოთხოვებისას ყველას მეგობრული
სიტყვით მიმართავდა დეკანოზი, ხანდახან კაკლის თაობაზე ჩამოაგდებდა სიტყვას.
, თებერვალს მზის ჩასვლამდე ათი სოფელი ავიღეთ და დავაფიცეთ სათემო ხატზე,
ჩავიწერეთ უამრავი დარდი, რაც იმათ აწუხებს, ვაწარმოეთ ფილოსოფიური
დაკითხვები და სხვა და სხვა.. ერთიმეორის მიყოლებით განვამტკიცეთ ჩვენი
უფლებები სოფლებში.
მზის ჩასვლისას მაქართას მივადექით და, მართალია, მზის სხივებმა ვეღარ
ააელვარეს მაქართის თავზე ჩვენი დროშა, მაინც ავაფრიალეთ. დაბინდებამდე
მაქართაც დაგვნებდა და ის ღამეც იქ გავატარეთ დიდ ფილოსოფიურ მეცნიერულ
გამოკითხვებში.
განთიადისას
კიტოხისაკენ
დავიძარით.
მისადგომებთან შეგვაყენა და სიტყვით მოგვმართა:
მთავარსარდალმა
კიტოხის
_ ჩვენ არნახული შეტევა განვახორციელეთ, თითოეული თქვენგანი ქების ღირსია.
როდისმე წაგიყვანთ წყალქვეშა ქალაქების სანახავად, მანამდე კი დიდი საქმე გვაქვს.
მთავარია, ეხლა კიტოხი ავიღოთ და გუდამაყარი ჩვენია. კიტოხი, სხვა სოფლებთან
შედარებით, კულტურული სოფელია და ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, აქვთ
სკოლა. გამოცდილებით ვიცი, რომ თუ აქამდე კულტურულად ვექცეოდით
გაუნათლებელ სოფლებს, განათლებულებს პირიქით, ველურად უნდა მოვექცეთ,
რომ დავიმორჩილოთ. კულტურულებს სიველურისა ეშინიათ. აბა მაშ გეძლევათ
სრული სიველურე და გადავდივართ შეტევაზე!
მყვირალები ყვირილით გაიქცნენ.
ატყდა თოფების გრიალი.
სოფელს ალყა შემოვარტყით. აქა იქ თივის ზვინები დავწვით და ზუსტად ერთ
საათში ჩვენი დეკანოზი სათემო ხატზე აფიცებდა მუხლზე დაჩოქილ კიტოხელებს.
მერე ფილოსოფიური დაკითხვაც მოვაწყვეთ, რომ ამით ჩვენი სიველურე
გადაგვეფარა.
დეკანოზმა სკოლის დათვალიერება მოინდომა.
_ ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ასწავლიან სკოლაში ბალღებს, _ თქვა და
მთავარსარდალი მოიხმო.
_ ჯარი წამოვიყვანოთ? _ იკითხა ვაჟი გოგიმ.
_ არა, სკოლაში ნუ შემოიყვან, სკოლის წინ გაატარ გამოატარე ისე, რომ ბალღებმა
დაინახონ და შეიგრძნონ შენი ძალა, _ უთხრა დეკანოზმა.
დეკანოზი კლასში შევიდა და მასწავლებელს ჰკითხა:
_ თუ უნერგავთ ბალღებს ჩოხელების გვარის მორჩილებას?
_ კი, _ თქვა მასწავლებელმა.
_ თუ შეიძლება ფილოსოფიური დონე გაგისინჯოთ თქვენ და თქვენ ბავშვებს?
_ შეიძლება.
გამოკითხვა დაიწყო.
ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ აატარა და ჩამოატარა ვაჟი გოგიმ ჯარი.
მოსწავლე კობა
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რამდენი წლის ხარ?
_ მე ვდგავარ მეთერთმეტე წელში.
_ ყველაზე მეტად რა გიყვარს?
_ რა ვიცი, ყველაფერი..
_ რო გითხრან, ერთი დღე რადაც გინდა, იმად გადაიქეცი და მერე ისევ კაცად
გადაგაქცევთო, რად გადაიქცეოდი?
_ გუგულად.
_ რაღა მაინცდამაინც გუგულად?
_ კარგია გუგული, გაზაფხულს ის გვახარებს და მთელი დღე ატკბობს არემარეს.
_ თევზად არ გადაიქცეოდი?
_ არა.
_ რატომ?
_
ხმელეთზე
რო
თევზად
ვიქცეოდი,
მანამ
წყალთან
მივიდოდი,
ხომ
მოვკვდებოდი.
_ ყოვავილად არ იქცეოდი, კობა?
_ არა.
_ რატომ?
_ მამგლეჯდა ვინმე და ჩავხმებოდი.
_ ცხენადა?
_ არც ცხენადა, შესხდებოდნენ ჩემზე და რბენით გამხეთქავდნენ.
_ არაგვად არ იქცეოდი?
_ არა. ჩამოვარდებოდა რამე ჩემში და დავახრჩობდი.. მოდი, დავამთავროთ
შეკითხვები.
_ კარგი, დავამთავროთ.
_ მასწავლებელი რას გვეტყოდა?
_ რაზე?
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლეა, როდესაც აღწევ დასახულ მიზანს.
_ სწორია, _ მოუწონა დეკანოზმა.
_ ახლა ჩვენ სწორედ ეგეთი სიცოცხლე გვჭირდება.
გრძელი შეტევა
(მემატიანის რვეულიდან)
უნდა ავღნიშნოთ რომ კიტოხელები გაოცებულნი დარჩნენ ჩვენით და სამარადისო
მორჩილება აღგვითქვეს. ისე მოეწონათ ჩვენი სათემო ხატი, ყოველ წუთს იმაზე
ფიცულობდნენ.
კიტოხიდან გრძელი შეტევა წამოვიწყეთ. გვერდი ავუარეთ სოფელ დიდებათ, ეს
სამხედრო მანევრია, მანდ ბოლოს უნდა შევიდეთ ტრიუმფით და მანდედამ
ქორწილით უნდა წავიდეთ სახლში.
მზვერავები კარგად მუშაობენ. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ხმები მოდის. ტყვე
შეურიგდა თავის ბედს. ჯერ არ გამოტეხილა, მაგრამ გამოტყდება, შეიძლება ჩვენ
მხარეზეც გადმოვიდეს, ისე სხარტად ვიქცევით, თუ ჭკვა აქვს, ჩვენთან ურჩევნია.
დავიპყარით ლაღენი, საქორე და გეზი ბურსაჭილისკენ ავიღეთ.
მზის ჩასვლისას ჩვენი დროშა ბურსაჭილის მაღალ კოშკზე აფრიალდა. დაიწყო
დაფიცება და ამის მერე ფილოსოფიურ მეცნიერული ურთიერთობა.
გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი
(მწერლის რვეულიდან)
თოვს.
რძისფერი სიმყუდროვეა ბუსარჭილის ფერდობზე ჩამომდგარი. მარტო თოვლის
ფანტელები შრიალებდნენ ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ზეცის გალობასავით. მერე არწივის
ყეფა გაისმის: ერთხელ, მეორედ, მესამედ. არწივი გაჩუმდება და ისევ სიწყნარე
ჩამოდგება ბურსაჭილის ფერდობზე.
თოვს.
თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური ქვენამთისაკენ მიუყვება აღმართს. მხარზე
მამისეული თოფი ჰკიდია.
ზემოთ, გორზე ადგილის დედის სალოცავია. გიგია სხვა მხარეს მიდის. უცებ
შედგება. მიმოიხედავს. ისევ გზას გააგრძელებს. ისევ შეჩერდება და მობრუნებას
დააპირებს. გული რატომღაც «ადგილის დედისაკენ» მიუწევს. მაინც სხვა მხარეს წავა.
ანაზდად ფეხი გაუსხლტა და დაეცა. წამომდგარმა მშვიდად ჩაიბერტყა შრიალა
თოვლი. შემობრუნდა და «ადგილის დედისაკენ» აუყვა აღმართს.
გორის ფხაზე არწივი დაინახა გაგიმ და ფეხს აუჩქარა. ძალიან მოუნდა ახლოს
ენახა არწივი. წელში მოიხარა და პარებ პარებით წავიდა ზემოთ.
არწივის ყეფამ ჩაფხაჯნა თოვლის სიმშვიდე. მერე გორზე ისე მძლავრად
აფართხალდა, თავის გარშემო კორიანტელი დააყენა. ისევ მძლავრად დაიყეფა და
ჩაწყნარდა.
ჯერ ვერ ბედავდა გიგია არწივთან ახლოს მისვლას, შორიდან ათვალიერებდა.
ყოველთვის რაღაც სხვანაირ სიამოვნებას ჰგვრიდა არწივის ცქერა. ასე ახლოს კი
არასოდეს ენახა.
არწივმა ერთხელ კიდევ დააყენა გორზე თოვლის კორიანტელი. მერე ჰაერში აიწია
და გიგიამ დაინახა, რომ ფეხზე რაღაც ჰქონდა გამობმული.
თოფი დააგდო და ახლოს მივიდა.
არწივმა დაიყეფა და ქშუილით გაექანა ბიჭს.
გიგია იდგა და უყურებდა:
ახლადმოსულ თოვლს სანახევროდ ამოევსო გუშინდელ თოვლში ჩატოვებული
ადამიანის ნაფეხურები. ზედ ადგილის დედის სალოცავზე იყო ხაფანგის ჯაჭვი
გამობმული. მარჯვენა ფეხის ბრჭყალებით იყო არწივი ხაფანგში ჩაბმული. გიგია
კაცის ნავალს ათვალიერებდა. მერე არწივს უყურებდა დიდხანს. ადგილის დედის
სალოცავში ვერცხლის ფულები ეყარა. გადახუნებულ ირმის რქებზე წვრილი ზარები
ეკიდა. თოვდა და თოვლის შრიალს ზარების ნელი წკრიალი უერთდებოდა.
სალოცავის ქვებზე შემურული ნასანთლარები უფრო მყუდროსა და იდუმალს ხდიდა
იქაურობას. ყველაფერი ზეცის გალობას ჰგავდა: სალოცავი, თოვლი, გადაცრეცილი
ირმის რქები და თოვლის შრიალში შერეული ზარის წკრიალი არღვევდა ბუნების
ჰარმონიას, ამ ჯაჭვზე კი გამობმული იყო რკინის ხაფანგი, ხაფანგში გაბმული არწივი
და იმის იქით, ძველ თოვლში ჩარჩენილი უცნაური ნაფეხურები, რომელიც ნება ნება
ივსებოდა ახალი თოვლით.
გიგია ბუბუნაური არწივთან მივიდა. იმან ისევ დაიყეფა და ქშენით გაექანა ბიჭს.
მერე უცებ შედგა, ფრთები დაიბჯინა და გიგიას გაუშტერა თვალი. გიგიამ
ხაფანგიდან გამოუხსნა ფეხი. არწივს თქრიალით გასდიოდა სისხლი. ერთი ბრჭყალი
ტყავითღა ება.
გიგია ბუბუნაურმა შინ ჩამოიყვანა არწივი.
ისევ თოვს..
შემურული კოშკები ძახილის ნიშნებივით დგანან თოვლში. აქა იქ კვამლი ამოდის
და ნელი რხევით, შედედებული ზლაზვნით უერთდება თოვლიან სიმყუდროვეს.
სურათი ბუბუნაურების კოშკში: _ კერაზე ცეცხლი ანთია. ჭერი შემურულია და
მუხის ხეები შავად გაჰყურებენ ერდოდან შემოჭრილ თოვლის სითეთრეს. კედელზე
საომარი აღჭურვილობა ჰკიდია: ფარი, ხმალი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, ხანჯლები,
თოფი და კიდევ შემურული მშვილდ-ისარი, ძველი მოწმე ბუბუნაურთა გვარის
მტრიანი ცხოვრებისა.
თავხეზე რამდენიმე ჩამომხმარი და კვამლით შემურული კაცის მარჯვენა ჰკიდია.
უფრო ზემოთ, კუთხეში, სადაც მთლიანად ვერ აღწევს ცეცხლის შუქი, უშველებელი
ჯიხვის რქებია ჯაჭვით ჩამოკიდებული.
გარეთ თოვს.
ერდოდან მკრთალი ნათელი შემოდის.
კერასთან დაფენილ ჯიხვის ტყავებზე თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური და
არწივი ისხდნენ.
არწივი მშვიდი მზერით ათვალიერებდა სახლის კედლებს.
გიგია ადგა, კედლიდან ვერცხლის ხანჯალი ჩამოხსნა. სკივრიდან ვერცხლის თასი
ამოიღო და ვერცხლისავე თუნგით წინწანაქარი არაყი მოიტანა. მერე არაყი თასში
ჩამოასხა და ხანჯლის პირით ვერცხლი ჩამოათალა თუნგს7 ჩამონათალი ვერცხლი
არყიან თასში ჩაყარა, მოურია და წინ დაიდგა.
არწივი მშვიდად უყურებდა გიგიას, რომელმაც ნება ნება, ბერიკაცივით ასწია
თავი, არწივს შეხედა და თქვა:
_ მე ვარ გიგია ბუბუნაური, ბაძიას ძე, ბუბუნაურთა გვარის უკანასკნელი
შთამომავალი. მყავს დედა და გაღმა სოფელში გათხოვილი და, რომელსაც სამი
შვილი ჰყავს: ნინო, შორენა და გაგი. სამივე პატარები არიან, გაგიმ ჯერ სიარულიც არ
იცის.
მყავს მოსისხლე. როგორც წეღან გითხარი, ბუბუნაურთა შორის მეღა დავრჩი
გვარის გამგრძელებელი. ჩემი წინაპრების უმეტესი ნაწილი მტრებმა დახოცეს.
მამაჩემიც მთასიქითელმა ხევსურებმა მოკლეს. ზამთარი იყო, მიცვალებული დიდ
თოვლში ვერ ატარეს და ნაწილ ნაწილ გადმოიტანეს ხურჯინებით, მაშინ ხუთი წლის
ვიყავი. თავგაურები არიან ჩემი მოსისხლეები. იმ მთაზე ასვლას ყოველთვის
ვერიდები. არ გეგონოს, მოსისხლეებისა მეშინია. მე ახლაც შემიძლია სისხლის აღება,
მაგრამ მრცხვენია, წინაპრებისა მრცხვენია. არ მინდა უაზროდ შევწყვიტო მათი
გვარი. ჯერ ცოლი უნდა მოვიყვანო და მოგვარე გავიჩინო, მერე სისხლს
ჩამოვირეცხავ, და თუ მომკლავენ, არაფერია, გვარის გამგრძელებელი ხომ დამრჩება.
ისე, კაცმა რომ თქვას, არ მინდა კი კაცის მოკვლა, ბალღოო! ვიცი, ჩემი წინაპრების ხმა
არის, მაგრამ ჯერ ვიცდი, ჯერ გვარს გავაგრძელებ და მერე..
გიგია ცოტა ხნით გაჩუმდა და უფრო ჩუმი ხმით თქვა: _ აკვანში ვარ დანიშნული
მზია თამნიაურზე.. აი, გაღმა რომ სოფელი ჩანს, იქ ცხოვრობს. ჯერ რვა წლისაა.
მზისფერი თმა აქვს. ხატობაში ვნახე რამდენჯერმე შორიდან. რომ დაგვნიშნეს, მაშინ
მამაჩემი ცოცხალი იყო.
ჰოო, იმ მთაზე ასვლას ყოველთვის ვერიდები, არ მინდა იქეთ გადავიხედო, არ
იფიქრო, რომ მაღლა ყოფნა მეჯავრება, პირიქით, მიყვარს. მე მზიაც მიყვარს. შენ
ალბათ სულ სხვანაირად გესმის სიყვარული, სულ ცაში ხარ და ოცნებაც უფრო
მაღალი შეგიძლია. სიყვარული კიდევ, ჩემი აზრით, მარადიულ სიცოცხლეზე ოცნება
არის. ჰოდა, მაგიტომ არ მინდა ჯერ სიკვდილი, ჯერ გვარი უნდა გავაგრძელო.
ღმერთმა სიყვარული გვარის გასაგრძელებლად დაგვიწერა. ქალის სიყვარული
დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია. მე ჯერ ეს
სიყვარული უნდა გავაგრძელო. შენ შეიძლება სხვანაირად გესმის, ჩვენ ალბათ მიწაზე
უფრო ნაკლებად შეგვიძლია ოცნება, ვიდრე შენ ცაში. იცი, როგორ მინდა ხადახან
ცაში გამოფრენა! რა ბედნიერი ხარ, _ მიწაზეც შეგიძლია ყოფნა და ცაშიც.
შენ სხვანაირი ვაჟკაცი ხარ.
მეც მინდა შენნაირი ვიყო, მაგრამ არ გამოდის, ღმერთმა მიწაზე მომისაჯა ყოფნა..
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ მინდა ჩემი ამბავი იცოდე. ვაჟკაცი ხარ და
უნდა გამიგო, ძმად უნდა გამეფიცო7 მე თუ ვერ ვიფრენ ცაში, მაღლა რომ დაგინახავ,
იმას ხომ მაინც ვიტყვი, ჩემი ძმა არის მეთქი.
გიგი გაჩუმდა. მერე არწივს შეხედა თვალებში. არწივი მშვიდად უგდებდა ყურს.
გიგია ბუბუნაურმა ხანჯლის პირით გადაისერა მარჯვენა ხელი, მერე არწივს
სისხლიანი ფეხი აუწია და იმის სისხლს შეურია თავისი სისხლი, ვერცხლგარეული
არყიანი თასი აიღო და არწივს უთხრა:
_ შენი დედაი, ჩემი დედაი!
შენი დაი, ჩემი დაი!
შენი ძმაი, ჩემი ძმაი!
შენი სიხარული, ჩემი სიხარული!
შენი დარდი, ჩემი დარდი!
შენ ვინც გაწყენინას, მე მაწყენინას!
შენ ვინც მაგკლას, მე მამკლას!
შენი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე!
შენი ფიცი, სამარადისო!
ჩვენი ძმობა, უკუნისამდე!
ამინ!
თქვა ბოლოს და თასიდან არაყი მოსვა. მერე არწივს შეასვა ერთი ყლუპი.
დარჩენილი არყით ჭრილობა მობანა, შეუხვია, გარეთ გაიყვანა და გაუშვა.
თოვდა.
არწივი კარგა ხანს უვლიდა წრეს ბუბუნაურთა კოშკების მაღლა.
თოვდა.
მერე ნება ნება ჩამოღამდა.
რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყეფა არწივმა და ჭიუხებისაკენ გაფრინდა.
***
ამ გაზაფხულზე ცამეტი წელი შეუსრულდა გიგია ბუბუნაურს.
იებით მოჩითული გაზაფხული მაღლა მთებისკენ ეძახოდა გიგიასა და მის ტოლ
ბიჭებს.
თოფი მარტო გიგიას ეკიდა. ბიჭები აჩქარებით მიუყვებოდნენ გორის ფხას.
მწვერვალზე რომ ავიდნენ დაისვენეს.
საყორნის მთებიდან მზე ამოდიოდა.
ბიჭები გულაღმა იწვნენ და ცას შეჰყურებდნენ. სადღაც არწივმა დაიყეფა. მერე
ყორნებმა მორთეს ყრანტალი.
არწივმა ბიჭების თავზე მოხაზა წრე და თანდათან ქვემოთ ჩამოიწია. უცებ გიგიას
ერთმა ამხანაგმა თოფს დასტაცა ხელი. გიგია უმალვე მოეგო გონს და ინსტიქტურად
ჩაეჭიდა თოფს. იმ ბიჭმაც გასწია.
_ არწივია, ბიჭო!
_ არ ესროლო! _ ამის თქმაღა მოასწრო გიგიამ, რომ მოულოდნელად თოფი
გავარდა და გიგია ჯერ მაღლა შეხტა, მერე პირქვე დაემხო მზით განათებულ
ბალახებში.
ბიჭები უხმოდ იდგნენ, ის კი, რომელსაც თოფი გაუვარდა, უცებ შებრუნდა და
ღრიალით დაეშვა სოფლისკენ.
კაცებმა საკაცეზე იმ გაზაფხულის ახალი ფოთლები დააყარეს და ისე მსუბუქად
დაასვენეს გიგია ბუბუნაური, იმზამთრინდელი თოვლის ფიფქი რომ დაესვენებოდა
ხოლმე «ადგილის დედის» შემურულ სიპებს.
გიგიას დედა შინ არ იყო. გიგიას დისწულს, პატარა გაგის, იმ დღეს პირველად
გაევლო და იმის სანახავად იყო წასული.
გიგია კერისპირ დაასვენეს, სწორედ იქ, სადაც არწივს გაეფიცა ძმად. რამდენიმე
კაცი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მაგრამ ვეღარ მოუსწრო, ვერც გიგიას დედამ ნახა,
როგორ დაასრულა მამაპაპურ კოშკში, კერის პირზე, ბუბუნაურების უკანასკნელმა
შთამომავალმა ძველის ძველი და მტრიანი გვარი. იმ დღეს საბოლოოდ ჩაჩუმდნენ
ბუბუნაურთა სისხლში აკივლებული ხმები: არ შეგვარცხვინო, ბალღო! დარჩა მარტო
კოშკი, შემურული ჭერი, კედლებზე დაკიდებული: ხმალი, ფარი, სამკლავე, ჯაჭვი,
ჩაჩქანი, შემურული მშვილდ ისარი7 თავიხეზე ჩამოკიდებული კაცის რამდენიმე
ჩამომხმარი მარჯვენა, ეს ძველი მოწმეები ბუბუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა.
დარჩნენ კიდევ მთები, ადგილის დედის სალოცავი, გიგიას სოფელი, სოფლის ზემოთ
სამარადისო სამყოფელი, გულამომჯდარი ღორღიანი საფლავით, ზედ დაჩოქილი
რამდენიმე შავოსანი და კიდევ ერთი, გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი არწივი,
რომელიც მესამე დღეს გიგიას საფლავზე დაჯდა და აღარც გაფრენილა.
ჯერ სოფლის ძაღლებმა მოინდომეს არწივის დაჩაგვრა, მაგრამ ისეთ დღეში
ჩაცვივდნენ, კუდამოძუებულები გარბოდნენ სახლებისაკენ.
იჯდა არწივი და აღარსად აღარ მიფრინავდა. ერთ დღეს კი, ის ბიჭი დაადგა თავზე
კეტით, რომელსაც თოფი გაუვარდა და რაკი ამის მიზეზი არწივი იყო, შურისძიება
მოინდომა. მივიდა და კეტით დაუწყო ცემა. არწივმა ჯერ ითმინა, მერე ბიჭი
კლანჭებში მოიმწყვდია და ორივე თვალი ამოჰკორტნა.
გამოცვივდნენ სოფლიდან და დაჰკრეს თოფი არწივს.
ცოტა ხანს მიწაზე ეგდო, მერე ისევ გაიმართა, კაცებმა ფეხებში ჩაიგდეს და
წიხლებით დაუწყეს ცემა. ისევ გასწორდა, ფრთებით მიწას დაეყრდნო, ერთი
საშინლად დაუბრიალა ხალხს თვალები, პირი დააღო, დაიქშინა და გულიდან
ამოღებული სისხლი ხალხს მიაფურთხა.
მერე კლანჭებით ღრმად ჩაბღუჯა გიგიას საფლავის მიწა და ზედ დააკვდა.
კაცები უხმოდ დაეშვნენ ქვემოთ, სოფლისაკენ. ქვემოდან კი შავად ჩაცმული რვა
ცხრა წლის პატარა გოგო მოდიოდა, ისე ჩუმად, თითქოს მის გარშემო მყოფი
საგნებისა ეშინიაო..
დაბოლოს, მინაწერი ავტორისაგან:
_ ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს
ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.
დარდი №1682
_ გვარი და სახელი.
_ მარტია ბუბუნაური.
_ რა გადარდებს?
_ მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ
გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ
ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოველით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.
სული
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ მარტია ბუბუნაური.
_ როგორია სული?
_ სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული.
ხანდახან სულიც ისე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით. თორემ
ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება და ჩააჩლუნგებს სულსა. ესე ყოფილა,
კაცი რომ ხანში მიდის, იმისი ჯანი და ასოობა მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის, ე მაშინ
ტკბება სული.
პირველი წყენა
(მემატიანის რვეულიდან)
დეკანოზი ძალიან ნაწყენი დარჩა, რომ ბურსაჭილში კაკლის ხეები არა დგას.
მეგობრული სიტყვა კი მაინც კი უთხრა გამოთხოვებისას.
ჩევნ ახლა სალაღოსაკენ მივდივართ. ამ სოფელზე რაღაც ცუდი ხმები მოდის და
სიფრთხილეა საჭირო. სოფელში უმრავლესობა გიჟი ყოფილა და შეიძლება არც კი
შევიდეთ.
მთავარსარდალმა მაინც შემოარტყა ალყა სალაღოს. იმათ ყურადღება არ
მოგვაქციეს.
_ გიჟებთან კულტურა არის საჭირო, _ თქვა მთავარსარდალმა და სოფელში
შევედით.
სოფლის შუაგულში გიჟებს კაცი გაუკრავთ ხეზე და დანებს ჩხვლეტენ. ის კაცი
ჩალილავებულია, მაგრამ მაინც არა კვდება. ერთი კაცი ეხვეწება გიჟებს, დაანებეთ
თავიო. ისენი კი თავისას არ იშლიან.
_ აჭექეთ თოფები! _ ბრძანა მთავარსარდალმა.
დაიგრიალეს თოფებმა და ამ ხმაზე ერთ ადგილზე გაიყინნენ გიჟები.
_ რატო აწვალებთ მაგ კაცს? _ იკითხა სარდალმა.
_ არ ამბობს და იმიტომ.
_ რა უნდა თქვას?
_ რაც საიქიოს ნახა.
უცნაური ამბავი
(პატარა მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
ერთი წლის წინ, ბაგილა ალდიაურმა გამოიღვიძა და, რო ადგა, იმისი სული
ლანდის სახით სხეულიდან გამოვიდა. სულმა სხეული გამოიტანა და გაიხედგამოიხედა. სალაღოელები ის ის იყო დგებოდნენ და სამუშაოდ ემზადებოდნენ.
_ ეი, მოდით აქ! _ დაუძახა ლანდმა ხალხს.
ისინი ბაგილაის კარზე შეიკრიბნენ და ლანდი და სხეული ცალ ცალკე რომ
დაინახეს, ადგილზე აკანკალდნენ.
აემ ჩემს სხეულს ხომ ხედავთ, ამას შავიტან სახლში; ზემოთავში მივაყუდებ და მე
საიქიოს წავალ. მანამ მოვბრუნდები, ამას ხელი არავინ ახლოთ, მიწაში არ დამარხოთ,
თორემ ვაი თქვენი ბრალი.
სხეული იღლიაში ამოიჩურთა ლანდმა და სახლში კარის ზემოთ კუთხეში
მიაყუდა. გამოვიდა და წავიდა..
იმ დღეს თორმეტი კაცი გაგიჟდა სალაღოს. ერთი წლის მერე სული ისევ
მობრუნდა, ისევ ლანდივით მოდიოდა, შევიდა სახლში, გამოიტანა თავისი სხეული,
სულ ჩაკირკილაულ ჩაჭიავებული, მზეზე გაბერტყა და ჩაძვრა შიგ. უცებ გაცოცხლდა
სხეული და ისევ კაცად მაიქცა. იმ დღეს ნახევარზე მეტი სოფელი გაგიჟდა. გააკრეს
ბაგილაი ხეზე და დააქვთ, ხან აწვალებენ, _ გვითხარ იქ რა იყო, ან რატომ არ
ჰკვდებიო. არ ამბობს, ერთი პატარა გველი ჰყავს სხეულში. დადის, დადის, ის გველი
და ულოკავს ჭრილობებს. არაფრით არ ჰკლავს ბაგილას, ლოკავს და ლოკავს. ეს
გველი საიქიოს მიეცათ და ეთქვათ: წაიყვანე, სხეულში ჩაისვი და რაც არ უნდა
მოგივიდეს, ეგ არ მოგკლავს, მაინც მოგარჩენსო. თუ ადამიანად ყოფნა შეგწყინდეს
და აქ გამოგიწიოს გულმა გველს კუდი მოაწყვიტე, ამასაც ძალა დაეკარგება და შენც
მოჰკვდები და ისევ აქ მოხვალო.
სცემენ გიჟები, ხანჯლებსა სჩხვლეტენ, მაინც არ აწყვეტს ბაგილაი იმ გველს კუდს.
არ უნდა იქ წასვლა.
ვერაფრით ვერ დაიჭირეს ის გველი გიჟებმა. მარტო ბაგილაის შეუძლია იმის
დაჭერა.
აწვალებენ და ის ხმას არ იღებს.
არიან ასე.
თავის არიდება
(მემატიანის რვეულიდან)
გიჟებს ვერაფერი გავუგეთ. არც ფილოსოფია აქვთ საჩვენოდ, არც კაკლის ხეები
უდგათ. ვამჯობინეთ თავი ავარიდოთ.
გეზი ათხონისკენ ავიღეთ და მაღალ ბანებზე ჩქარა დროშაც ავაფრიალეთ მზის
სხივებში. იმათ უსიტყვო მორჩილება გამოაცხადეს. სულ დედაკაცებია, ერთი კაცია
მარტო. ამ კაცის დაკითხვა დავიწყეთ პირველ რიგში.
მარჯვენა
(მწერლის რვეულიდან)
ბოსლელმა ღენჯამ ქორწილში ათხონელი გორიაი წაიყვანა მეჯვარედ. ქალი
ყვირილაანთიდან მოიყვანეს. ღენჯაი ქისტებში იყო მეცხვარედ მორიგებული და
ერთი თვის მერე იქ წავიდა. დედაკაცი ბოსელს დატოვა.
ბოსლიდან ათხონისაკენ გზა გადადის ტყეზე. შემოდგომა არის. ღენჯაის ცოლს
შეშის წიწკორეები მოუგროვებია და ტვირთს იმზადებს.
გამაიარა გზაზე ათხონელმა გორიამ, დაიიღლიავა ნათლიდედა და მოაფარა ტყეში.
გამაიარა კაცმა და შეხედა საბელაყრილ შეშის ტვირთს. იმ კაცმა თავის გზით
ჩაიარა.
რამდენიმე
ხნის
მერე
ღენჯაის
ცოლმაც
იმ
გზით
ჩაიარა,
ტვითრმოკიდებულმა.
ხუთი წლის მერე ცოლიც ქისტებში წაიყვანა ღენჯამ. იქაც სულ ისე იყო, იშვიათად
მიდიოდა სახლში.
_ დასდგოდე სახლში, იქაც სუ შეწუხებულიღა ვიყავდი და აქაც ეგე ხო არ..
_ რა? _ იკითხა ღენჯამ, _ ვინ გაწუხებდა?
_ არა, არავინ მაგრამ.
_ წამომყევი მთაზე და ე ბალღიც წამაიყვანე, _ თქვა ღენჯამ.
ქალი და ბალღი გაჰყვნენ.
მთაზე რომ ავიდნენ, წამააქცია ცოლი და დააბჯინა ხანჯალი.
_ იტყვი თუ არა, ვისია ეს ბალღი.
ცოლს რა მეტი გზა ჰქონდა, უამბო ყველაფერი.
_ რო არა მგავდა, მაშინვე მივხვდი, ჩემი არ იყო, _ თქვა ღენჯამ და..
ქალს კალთაში ჩაედო ბალღის თავი და ქვითინით მიდიოდა თავქვე.
ღენჯაი ათხონს მივიდა და გორიაი იკითხა.
_ ზემოთ არის, მთაზე, ცხვარში. _ უთხრა გორიაის ცოლმა.
_ ხო კარგად ხართ? _ ჰკითხა ღენჯამ.
_ კარგად, ღმერთმა შენც კარგა გამყოფოს, შამო სახლში, როგორ დაგვივიწყე.
_ ავალ, გორიას ვნახავ ბარემ და ერთად ჩამოვალთ, _ თქვა ღენჯამ და ზემოთ
წავიდა.
გორიაი არყებთან იჯდა. ღენჯამა და იმან დიდი ამბით მოიკითხეს ერთმანეთი.
ღენჯას პატარა ცული ეჭირა.
_ ე ცული რადღა გინდა? _ გაუკვირდა გორიას.
_ ამ ზამთარს აქვე ვაპირებთ გადმოსვლას და საცოცხე მინდა მოვჭრა, _ უთხრა
ღენჯამ.
გაერთვნენ ლაპარაკში.
_ აბა, კარგად იყავ, _ თქვა ღენჯამ და ხელი ჩამოართვა. ცული მარცხენაში ეჭირა.
რომ ჩამოართვა ხელი, აღარ გაუშვა, იქვე მდგარ არყზე დაადებინა, დაუქნია ცული
და გადააჭრა მტევანი.
_ კარგად იყავ, _ მიუგდო ღენჯამ, წაქცეულ გორიას შარვალი ჩახადა და წავიდა.
საღამოთი გამოჩნდა გორიაი სოფელში, შარვალჩახდილი, მარცხენა ხელში
მარჯვენა ხელის მტევანი ეჭირა, როგორღაც მოეხერხებინა და გადაჭრილ მკლავზე
ხალათი დაეხვია.
ახლაც შენახული აქვს თავისი მარჯვენა. ხანდახან გამოამზევებს ხოლმე, სკივრში
აქვს შენახული.
დარდი №1683
_ აფციაური გორია.
_ რა გადარდებს?
_ ქალები მწუნობენ, ცალხელა რომ ვარ.
გორია
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რა უფრო გიყვარს?
_ ჰე ჰეე ჰე, ქალი, როგორ რა მიყვარს!
_ სიცოცხლე გიყვარს?
_ მენა?
_ ჰო.
_ ბარემ მიყორს, თუ ღმერთმა მაცოცხლა.
_ ღმერთი არის კაცის სულისჩამდგმელი, მაგრამ კაი კაციც ღმერთთანა დგას.
_ სიცოცხლე რა არი?
_ სიცოცხლე ღმერთია, ღმერთისია ერთიც და მეორეც.
_ ცალ ცალკე ღმერთებია სიცოცხლე და სიკვდილი და ერთად ღმერთისებია.
_ დედამიწა რას უჭერია?
_ ამეს უჭერია.
_ რა ამესა?
_ სიყვარულსა.
_ რო გითხრან, მთორეზე წამოდიო, წახვიდოდი?
_ თუ კაი ქალს წამომაყოლებდნენ, ბარემ კი წავიდოდი.
_ რაღა დროს შენი ქალებია. დაბერდი, შენი დედაკაცი წაიყვანე.
_ ამისაგან აქა მაქვს გული მოკლული და იქ რა შავ ქვად მინდა.
_ კაი სიზმარი არცა გინახავს?
_
მინახია,
მაგრამ
ეშმაკთათვინა.
ზოგჯერ
ისეთ
ქალებს
ვეხვეოდიკე,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Adamianta Sevda - 5
  • Parts
  • Adamianta Sevda - 1
    Total number of words is 3703
    Total number of unique words is 1800
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 2
    Total number of words is 3445
    Total number of unique words is 1932
    28.1 of words are in the 2000 most common words
    38.5 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 3
    Total number of words is 3657
    Total number of unique words is 1931
    28.8 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 4
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 1983
    29.4 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 5
    Total number of words is 3416
    Total number of unique words is 1890
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.