Latin

პორტნოის სინდრომი - 09

Общее количество слов 3779
Общее количество уникальных слов составляет 2242
28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
40.5 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
არა?) და იმ ბოზს ხელი ფეხებშუა შეუყო. ეს ყველაფერი მანამდე
ათასჯერ მაინც წარმოგვედგინა, ყველა დეტალს ვარჩევდით და ხმამაღლა ვოცნებობდით ხოლმე, მაგრამ იმის დანახვისას, თუ როგორ
გაუჩინარდა მანქის შუათითი ლინას საშოში, გაკვირვებისაგან ენა
მუცელში ჩამივარდა.
მდგომარეობა, რომელშიც ძალიან მალე აღმოვჩნდი, ადვილად
აღსაწერი არ არის და მას ყველაზე მეტად სიტყვა „დაკავებული“ შეეფერება. არ იცით, რა დაკავებული ვიყავი: ვისი რა აღარ მეჭირა
ხელში და ჩემიც რა აღარ ეჭირათ ხელში. საქმე და საკეთებელი იმდენი იყო, ძლივს ავუდიოდი. შენ ამას გააკეთებ და მე ამას გავაკეთებ – ძალიან კარგი; ახლა შენ ეს გააკეთე და მე კიდევ ამას გავაკეთებ – ესეც ძალიან კარგი; ახლა ამან ქვემოთ ჩაიწიოს, სანამ მე ზემოთ ავიწევ და შენ ასე, ცოტა წინ გადაიხარე... ასეგრძელდებოდა,
ექიმო, სანამ მესამედ და უკანასკნელად არ გავათავე. ამ დროისათვის მანქი საწოლზე გულაღმა ეგდო, მე ტრაკი ჭაღისკენ (კამერებისკენ-მეთქი, – კინაღამ წამომცდა) მქონდა აშვერილი, ჩვენი ბოზი კი
145
მანქის პირში ძუძუს უდებდა. რომლის ხვრელში, რანაირ ხვრელში
შევასხი ბოლო ჯერზე, არ ვიცი – ამაზე მხოლოდ ჰიპოთეზების გამოთქმა შემიძლია. ბოლოს სველი, სურნელოვანი იტალიური ბოქვენის თმის, ლაპლაპა ამერიკული დუნდულებისა და ერთიანად დაჭმუჭნული ზეწრის ერთგვარ კომბინაციას ვხმარობდი. მერე წამოვდექი, სააბაზანოში შევედი და – ამის შეტყობა, ალბათ, გაგახარებთ
– მთელი ჩემი სადილი იქვე ამოვარწყიე. ჩემი კუჭ-ნაწლავი, დედაჩემო, რაღაცას აპროტესტებდა და იმდღევანდელი სადილი უნიტაზში ერთიანად ჩამაცლევინა. არა, თქვი, მაინც ხომ კარგი ბიჭი ვარ?
სააბაზანოდან რომ გამოვედი, მანქის და ლინას ჩახუტებულებს
ეძინათ.
როგორც კი ლინამ ტანზე ჩაიცვა და წავიდა, მაშინვე დაიწყო მანქის პათეტიკური მოთქმა, ბრალდებები, ლანძღვა და თათხვა. თურმე მე შევაცდინე, მე გავხრწენი. „აჰა, ესე იგი, მე გაცდუნე! – ვეუბნები, – პირველმა შენ არ შეუცურე თითი? შენ არ დაიწყე, შენ არ
იყავი ერთ ამბავში? ტუჩებში არ კოცნიდი? “ „კი, მე ვიყავი! როცა
რაღაც მაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებ კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაკეთება მართლა მინდა! “ და მერე, ექიმო, წარმოიდგინეთ, მისაყვედურა, ლინას ძუძუებზე წესიერად არც კი მიფერებიხარო. გესმით?
– სულ ძუძუებზე ლაპარაკობ და ფიქრობ! სხვების ძუძუებზე! მე
თურმე პატარა მქონია, სხვებს კი უზარმაზარი ჰქონიათ! და აჰა, ბოლოს და ბოლოს, იშოვე უზარმაზარი ძუძუები და რა? რა გააკეთე?
არც არაფერი!
– „არაფერი“ გაზვიადებულად ნათქვამია, – ვეუბნები. – ასე იმიტომ მოხდა, რომ იმ გოგოს ძუძუებს ხელიდან ვეღარ გგლეჯდი.
– რაა? – აყვირდა, – არ გაბედო ჩემთვის ლესბოსელის დაძახება,
მე ლესბოსელი არ ვარ! და თუ ვარ, შენ გამხადე, შენ მაიძულე!
– ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა...
146
– ეს შენთვის გავაკეთე, შენი გულისთვის, ახლაკი ამის გამო გე-
ზიზღები.
– მაშინ ეს აღარასდროს გავიმეოროთ, კარგი? რაკი ამის მერე
ასეთი საუბრის აუცილებლობა გაჩნდა.
თუმცა მომდევნო საღამოს, ვახშმობისას, ერთმანეთზე უკვე
ელეთ-მელეთი მოგვდიოდა. ასეთ რამეებს მანქი ჩვენი რომანის დასაწყისში აკეთებდა ხოლმე. ახლაც „რანიერის“ ტუალეტში ცოტა
ხნით გაუჩინარდა და როცა მაგიდასთან დაბრუნდა, თითზე საშოს
სუნი ასდიოდა. მის თითს მანამდე ვყნოსავდი და ვკოცნიდი, სანამ
მთავარი კერძი არ მოგვიტანეს. ამის შემდეგ „დანიში“ ბრენდი დავლიეთ და ლინას კიდევ ერთხელ მივაკითხეთ იქ, სადაც იდგა ხოლმე;
მეორე რაუნდის გასამართავად სასტუმროში წამოვიყვანეთ. ამჯერად ლინას ყველაფერი მე გავხადე და ზემოდანაც დავაჯექი, სანამ
მანქი ტუალეტიდან გამოვიდოდა. თან ვფიქრობდი, აჰა, როცა რაღაც მაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებ კიდეც-მეთქი! „ყველაფერს შევირგებ! ყველაფერს! და აღარც გული ამერევა! უიქვეიკის საჯარო
სკოლაში ხომ აღარ ვართ, ნიუ-ჯერსი აქედან ძალიან შორსაა! “
როცა მანქი სააბაზანოდან გამობრძანდა და დაინახა, რომ თამაში
უკვე დაწყებულიყო, მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, სახის ისედაც თხელი ნაკვთები კიდევ უფრო დაუვიწროვდა, თამაშში მონაწილეობაზე უარი გვტკიცა და
თვალს მდუმარედ მანამდე გვადევნებდა, სანამ მე ორგაზმი არ განვიცადე, ლინამ კი თავისი ორგაზმი არ გაითამაშა. ამის მერე ლინამ
გადაწყვიტა (ეს ისე საყვარლად გამოუვიდა), ჩემი საყვარლისთვისაც ესიამოვნებინა და ხელი გრძელ ფეხებს შუა შეუცურა, მაგრამ
იმან ხელზე ხელი აუკრა. მერე მანქი ფანჯარასთან, სკამზე გადაჯდა
და აღარც ამდგარა: იყო იქ და იღუშებოდა. ლინა მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ინტერპერსონალური ორთაბრძოლებისადმი დიდი
სენსიტიურობა რომ არ ახასიათებთ, ჰოდა, ჩემ გვერდით, ბალიშზე
მიწვა და თავისი ამბების მოყოლა დაიწყო. ცხოვრებაში ერთი რამ
147
წყევლასავით თან სდევდა: აბორტები. ერთი შვილი ჰყავდა, პატარა
ბიჭუნა, რომელთან ერთადაც მონტე მარიოში ცხოვრობდა („ახალ,
ლამაზ, მრავალსართულიან სახლში“, – გადმომითარგმნა მანქიმ).
ბავშვები კი ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში თავს მეორე ბავშვის ყოლის უფლებას ვერ მივცემო, – გვითხრა
ლინამ. ამის გამო მთელი თავისი დღე და მოსწრება აბორტმახერთან
სირბილში ყოფილა... თავდაცვის ერთადერთ საშუალებად სპერმიციდული გამოვლებები მიაჩნდა, რაც მაინცდამაინც სანდო ხერხად
ვერ ჩაითვლებოდა.
ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ქალს არც დიაფრაგმა გაეგონა და არც
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მანქის მაშინვე ვთხოვე, ჩასახვის
საწინააღმდეგო ისეთ თანამედროვე ხერხებში გაეთვითცნობიერებინა, რომლებიც მისთვის მარჯვედ გამოსაყენებელი და მოსახერხებელი იქნებოდა. ჩემმა საყვარელმა ალმაცერად გამომხედა. ბოზი
სმენით კი უსმენდა, მაგრამ აშკარად სკეპტიკურად იყო განწყობილი. გული მტკიოდა, რომ ასეთი უვიცი იყო და ვერ ერკვეოდა იმ საკითხებში, რომლებიც მის ჯანმრთელობას პირდაპირ უკავშირდებოდა (როცა მანქის უსმენდა, საწოლში ნებივრობდა და ბოქვენის სველ
თმას თითებით მიჩეჩავდა). რას უშვრება მაინც ადამიანებს ეს კათოლიკური ეკლესია-მეთქი, – ვფიქრობდი...
მოკლედ, იმ ღამით ლინა მხოლოდ თხუთმეტი ათასი ლირით კი
არა, ერთი თვის სამყოფი „ენოვიდის“ ტაბლეტებით გავისტუმრეთ –
მანქისტაბლეტებით, რომლებიც მე მივეცი.
– მოკლედ, მხსნელი ხარ, რა! – მომაძახა მანქიმ ლინას წასვლისთანავე.
– აბა, რა უნდა ქნას ამ გოგომ, ორ კვირაში ერთხელ უნდა დაორსულდეს? ასე ჯობია?
– სულ ცალ ფეხზე არ მკიდია, ეგ რას იზამს? – მითხრა მანქიმ,
ხმაში თვალსა და ხელს შუა პროვინციული სიწუნკლე გამოერია. –
148
ბოზია! ბოზია და შენც მხოლოდ ის გინდოდა, რომ გეხმარა! ტუალეტიდან გამოსვლაც კი არ დამაცადე! მერე კიდე ჩემი ტაბლეტები მიეცი!
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვითომ რისი თქმა გინდა? იცი, რას
გეტყვი: ერთი რამე აკლია შენს ნათქვამს – აზრი! გულწრფელობა –
არა, მაგრამ აზრი – კი!
– მართლა? მაშინ შეგიძლია წაბრძანდე! რაც გჭირდებოდა, უკვე
ხომ მიიღე! ჰოდა, წაეთრიე!
– შეიძლება წავიდე კიდეც!
– შენთვის მაინც ერთი ჩვეულებრივი ბოზი ვარ! სულ ბრტყელბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობ, სულ რაღაც დიდი და წმინდა
იდეალები გიტრიალებს თავში, მე კი რა ვარ შენთვის? მარტო მუტელი – ჰო, თანაც ლესბოსელი! – ვიღაც ბოზი!
მოკლედ, ჩხუბის სცენას გამოვტოვებ. მოსაბეზრებელია. უკვე
კვირა დღეა, ლიფტიდან გამოვდივართ და ვინ აღებს ამ დროს სასტუმროს კარს? არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ლინა. თან ხელჩაკიდებული შვიდი-რვა წლის ბიჭუნა მოჰყავს, პატარა ბუთხუზა, რომელიც თაბაშირის ფიგურას ჰგავს, სულ მაქმანებში, ხავერდსა და ხელოვნურ ტყავშია გამოხვეული. ლინას თმა ჩამოუშლია, მუქ თვალებში კი (როგორც ჩანს, ეკლესიიდან ახალი გამოსულია) ნაცნობი
იტალიური სევდა უდგას... მოკლედ, ასეთებზე ამბობენ, სანდომიანიაო. სასიამოვნო ადამიანიაო (ასეთ დეტალებს არასდროს ვტოვებ! ). ახლა საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისი ბამბინო გვაჩვენოს.
მგონი, სწორად გამოვიცანი.
ლინა ბიჭუნასკენ ხელს იშვერს და მანქის ჩურჩულით ეკითხება:
– მოლტო ელეგანტე, ნო?
მერე მანქანამდე მოგვყვება და სანამ ბავშვი პორტიეს უნიფორმის თვალიერებითაა გართული, ჩუმად გვთავაზობს, საღამოს მონტე მარიოში მდებარე ბინაში ვესტუმროთ და ყველაფერი, რაც გავა-
149
კეთეთ, ერთ მამაკაცთან ერთად გავიმეოროთ. გვეუბნება, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს (არ დაგავიწყდეთ, მის ნათქვამს ჩემი თარჯიმანი მითარგმნის), რომელიც, მისივე თქმით, სინიორინასთან სექსზე უარს ნამდვილად არ იტყვის. მანქის ვუყურებ და ვხედავ, როგორ ჩამოსდის ცრემლები მზის სათვალის ქვემოთ. მიუხედავად ამისა, მაინც მეკითხება: „რა ვუთხრა, კი თუ არა? “ რასაკვირველია,
არა-მეთქი, – ვეუბნები, – არა და არა-მეთქი. მანქი ლინას რაღაცას
ეუბნება, მერე კი ისევ მე მიბრუნდება: „ამბობს, რომ ფულს არ გამოგვართმევენ, ეს ისეო, ჩათვალეთ, რომ. . . “
არა და არა-მეთქი! – ვუმეორებ.
მერე ვილა ადრიანამდე მანქი მთელი გზა ქვითინებს:
– მეც მინდა ბავშვიიი! და ჩემი სახლიიი! ქმარი მინდააა! არ ვარ
ლესბოსელი! ბოზი არ ვააარ!
შარშანდელ გაზაფხულს მახსენებს – საღამოს, როცა ბრონქსში
იმ ღონისძიებაზე წავიყვანე, რომელსაც ჩვენს კომისიაში „თანაბარი
შესაძლებლობების წვეულებას“ ვუწოდებთ.
– როგორ წვალობენ თურმე ის საწყალი პუერტორიკოელები
ჩვენს სუპერმარკეტებში! იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ესპანურადაც ლაპარაკობ. რამხელა შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე! როგორ ეუბნებოდი? „აბა, მომიყევით, როგორი საშინელი სანიტარული
პირობები გაქვთ, როგორ მიაქვს აქაურობა ვირთხებს და მღრღნელებს. მომიყევით, გიცავთ თუ არა პოლიცია! დისკრიმინაცია ხომ
კანონით დაუშვებელია! ერთი წლის პატიმრობით ან ხუთიათასდოლარიანი ჯარიმით ისჯება! “ ის საცოდავი პუერტორიკოელი კი წამოდგა და ყვიროდა: „ორივე იყოს, ორივე! “ რა ყალბი ხარ, ალექს!
რა ფარისეველი და მატყუარა! შტერ მექსიკელებს და ვიღაც ასეთებს დიდი ვინმე ჰგონიხარ, მაგრამ მე ხომ ვიცი სიმართლე, ალექს!
ქალებს აიძულებ, ბოზებთან დაწვნენ!
– არავისაც არ ვაიძულებ! ისეთს არაფერს ვაკეთებინებ, რაც არ
უნდათ!
150
– ადამიანის უფლებები! ადამიანის შესაძლებლობები! როგორ
უყვარს ეს სიტყვა: ადამიანის! ნეტავ იცი მაინც, რას ნიშნავს, ნაბიჭვარო? მე გასწავლი, რასაც ნიშნავს! გააჩერე მანქანა, ალექს!
– ბოდიში, ვერ გავაჩერებ.
– გააჩერებ! გააჩერებ! იმიტომ, რომ აქ უნდა გადავიდე! ტელეფონი უნდა ვიპოვო! ჯონ ლინდსეის უნდა დავურეკო! ყველაფერს
მოვუყვები, რაც გამიკეთე!
– ჩემ ფეხებს დაურეკავ.
– ნახავ, თუ ნიღაბს არ ჩამოგხსნი, ალექს! ჯიმი ბრესლინს დავურეკავ!
ამის მერე ათენში დამემუქრა, აივნიდან გადავხტები, თუ ცოლად
არ მომიყვანო. მეც ავდექი და წამოვედი.
შიკსეები! ზამთრობით, როცა პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსები ღრმა ძილით იძინებდნენ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების საშიშროება სასწავლო წლის ბოლომდე არ მემუქრებოდა, ირვინგტონ პარკის ტბაზე საციგურაოდ დავდიოდი ხოლმე.
სადაგ დღეებში საღამოობით, შაბათ-კვირას კი მთელი დღე იქაური
შიკსეების გარშემო ვსრიალებდი.ირვინგტონი ქალაქური ტიპის პატარა დასახლებაა, რომელსაც ჩემი დაცული, უსაფრთხო ებრაული
კვარტალისგან სახლებისა და ქუჩების რიგები ყოფს. შიკსეების სახლებს იმ ფარდებით ვცნობდი, რომლებიც მათ დედებს ფანჯრებზე
დაეკიდათ. გოებმა წინა ფანჯრებზე ვარსკვლავიანი პატარა თეთრი
ნაჭრების გამოფენაც იცოდნენ, იმის აღსანიშნავად, რომ ოჯახიდან
ერთი ვაჟი მაინც ჯარში იყო გაწვეული. თუ ვაჟი ცოცხალი იყო, მაშინ ვარსკვლავი ლურჯი გახლდათ, თუ უკვე გარდაცვლილიყო – ოქროსფერი. ხომ გახსოვთ, რა რიხით აცხადებდა ხოლმე ტელეშოუს
„თქვი სიმართლე ან დამარცხდი“ წამყვანი რალფ ედვარდსი, როცა
მომდევნო მონაწილეს აცნობდა მაყურებლებს: „ოქროსვარსკვლავოსანი დედა! “ ზუსტად ორ წუთში ამ მონაწილეს ფეხებშუა მთელ
ბოთლ მინერალურ წყალს შეასხამდნენ, სამაგიეროდ, ოჯახში ახალი
151
მაცივრით დაბრუნდებოდა... ზედა სართულის მეზობელი, ბიცოლაჩემი კლარაც „ოქროსვარსკვლავოსანი დედა“ იყო, მაგრამ მას და იმ
დედებს შორის ერთი განსხვავება იყო – ფანჯარაში ოქროსფერი
ვარსკვლავი არასდროს გამოუფენია, რადგან შვილის დაღუპვის გამო სიამაყის და გამორჩეულობის მსგავსიც არაფერი უგრძვნია. ეგ
კი არა, მამაჩემის სიტყვებით რომ ვთქვა, სამუდამოდ „დაუცურდა
კრამიტი“. ჰეში ნორმანდიაში დესანტის გადასხდომისას დაიღუპა
და მას მერე დღე არ გასულა, რომ ბიცოლაჩემ კლარას მისი უმეტესი
ნაწილი საწოლში არ გაეტარებინა. იმდენს მოთქვამდა და ქვითინებდა, რომ დროდადრო ექიმ იზის გამოძახება ხდებოდა საჭირო, რომელიც დამამშვიდებელ ნემსებს უკეთებდა და ისტერიის შეტევას
უმსუბუქებდა... ფარდები! რაღაც უდავოდ იყო ამ მოქარგულ ფარდებში, მაქმანებით გაწყობილ თუ სხვანაირად „გადაპრანჭულ“ ქსოვილებში, რასაც დედაჩემი, აგდებით, „გოურ გემოვნებას“ უწოდებდა. შობის დღესასწაულის დღეებში, როცა სკოლაში არ დავდიოდი
და საციგურაოდ წასვლა შებინდებისას, ლამპიონების შუქზეც შემეძლო, თხელი ფარდების უკან მოციმციმე ნათურებით მორთულ ხეებს
ვხედავდი. ჩვენს კვარტალში – ღმერთმა დაგვიფაროს! – ან ლესლი
სტრიტზე, შლეი სტრიტსა თუ ფებიან სტრიტზე ასეთი რამის ნახვა
გამორიცხული იყო.მივუახლოვდებოდი თუ არა ირვინგტონის ქუჩების რიგს, ჯერ კანტი-კუნტად მხვდებოდნენ გოები, მერე – უფრო და
უფრო ხშირად, ხოლო როცა ირვინგტონში შევდგამდი ფეხს – ჰოი,
საშინელებავ! – თითოეული სახლის სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან
სწორედ ასეთი მოციმციმე ხე შემომანათებდა ხოლმე. გარდა ამისა,
ყოველი სახლი ფერადი ნათურებით, ქრისტიანობის ერთგვარი სარეკლამო განათებით იყო მორთული. გრამოფონებიდან „ჩუმი ღამე“
იღვრებოდა – გეგონება, ეს იყო ამათი ეროვნული ჰიმნი. დათოვლილ გაზონებზე ხისგან გამოთლილი ფიგურები ედგათ, ოდესღაც
ბაგაში მომხდარი ამბის საჩვენებლად. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო,
152
რომ გულისრევა დამწყებოდა. როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ სისულელეების დაჯერება? მხოლოდ ბავშვები კი არა, ზრდასრული
ადამიანებიც იდგნენ ამ დათოვლილ გაზონებზე და ღიმილით დაცქეროდნენ ექვსდუიმიან ხის ფიგურებს: მარიამს, იოსებს და პატარა
იესოს – მარტო ესენი კი არა, ხის ძროხები და ცხენებიც კი იღიმებოდნენ! ღმერთმანი, ებრაელების იდიოტიზმი მთელ წელს გრძელდება, ქრისტიანებისა კი დღესასწაულებზე იჩენს ხოლმე თავს! მაგარი ქვეყანა გვაქვს, ვერაფერს იტყვი. ნუთუ ვინმეს უკვირს, რომ
ყველანი ცოტა დაქნეულები ვართ?
ოჰ, შიკსეები! შიკსეები ერთ რამედ ღირან! ჭკუიდან გადავდივარ, როცა ჩახუთულ გასახდელში სველი ნახერხის სუნს მაგათი შალის ჯემპრების სურნელი ერევა და ჩემ თვალწინ თავსაფრებიდან
და ქუდებიდან ჩამოშლილი, ყინვადაკრული ქერა კულულები ელავს. ამ ლოყებაღაჟღაჟებული, მოკისკისე გოგონების გარემოცვაში
უღონო, აკანკალებული თითებით ვიკრავ ციგურების თასმებს, მერე, მათვე დადევნებული, საღამოს სუსხში ხის საბიჯელას ფეხის
წვერებზე მივუყვები, ყინულზე გავდივარ და ამ თაიგულს, მოფარფატე პეპლების ამ გუნდს, სიფრიფანა შიკსეების გირლანდებს გულის ფანცქალით მივდევ. მათით ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ
ექსტაზამდე ერექციის გამოტოვებით მივდივარ. ჩემი პატარა, წინდაცვეთილი ასო აღფრთოვანებისა და მოწიწებისგან ერთიანად
იკუმშება. შეიძლება, დავიზაფრე. ნეტავ ეგეთი გამაოგნებლები,
ჯანსაღები და ქერები საიდან გაჩნდნენ? მათი რწმენისადმი ჩემს
ზიზღს ჩემივე აღფრთოვანება ფარავს – აღფრთოვანება იმით, თუ
როგორ გამოიყურებიან ეს გოგონები, როგორ მოძრაობენ, როგორ
იცინიან და ლაპარაკობენ, როგორ ცხოვრობენ იქ, იმ გოური ფარდების მიღმა! იქნებ ეს შიკსური თავდაჭერა და სიამაყეა? ან იქნებ უფრო შეიგეცებისსიამაყეა? ამ გოგოების უფროსი ძმები ხომ სიმპათიური, კეთილზნიანი, თავდაჯერებული, სუფთად ჩაცმული, მკვირ-
153
ცხლი და უძლეველი ნახევარმცველები არიან კოლეჯების საფეხბურთო გუნდებში: „ნორსვეტერნში“, „ტექსას ქრისჩენსა“ და „უჩლა“ში. მამები, ხმადაბოხებული, ჭაღარათმიანი კაცები არასდროს ხმარობენ ორმაგი უარყოფის ფორმებს. დედები, სასიამოვნო მანერების
მქონე, მომღიმარსახიანი ქალბატონები ამბობენ: „იცი, მერი, საქველმოქმედო ღონისძიებაზე ოცდათხუთმეტი ნამცხვარი გავყიდეთ“,
„არ დაიგვიანო, ძვირფასო“. . . ჟღურტულით აცილებენ ტაფტის ვარდისფერ, ფრიალა კაბებში გამოწყობილ ვარდის კოკრებს, რომელთა
თანმხლებ ყმაწვილებსაც სულ დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოდან ნასესხები სახელები ჰქვიათ: აარონი, არნოლდი ან მარვინი
კი არა, ჯონი, ბილი, ჯიმი და ტოდი. მათი გვარები პორტნოი ან პინკუსი კი არ არის, არამედ სმიტი, ჯონსი და ბრაუნი! ესენი ამერიკელები არიან, ექიმო – ჰენრი ოლდრიჩივით და ჰომეროსივით,დიდი
გილდერსლივივით და მისი დისშვილი ლეროისავით, კორლისივით
და ვერონიკასავით ამერიკელები; ან უგი პრინგლივით, ჯეინ პაუელის ფანჯრის ქვეშ რომ მღერის ფილმში „პაემანი ჯუდისთან“. ჰო,
ასეთ ადამიანებს უმღერის ნეტ კინგ ქოული ყოველი შობის ღამეს:
„წაბლი იწვება ბუხარში, თოვლის ბაბუა ზედ ცხვირზე გკოცნის. . . “
ბუხარი ჩემს სახლში? გამორიცხულია. არა, მხოლოდ იმნაირცხვირიანებისთვის მღერის ის კაცი. მათთვის კი არა, ვისაც მასავით
ბრტყელი და შავი ცხვირი აქვთ, ან ჩემსავით გრძელი და კეხიანი. იმ
პაჭუა, კოხტა სასწაულებს უმღერის, რომელთა ნესტოებიც დაბადებიდანვე ავტომატურად პოულობენ ჩრდილოეთის მიმართულებას.
და, რაც მთავარია, მთელი ცხოვრება ასეთებად რჩებიან! გასაფერადებელი ალბომებიდან გადმოსული ბავშვები – ისეთი ბავშვები, ნიუჯერსიში, იუნიონის უბანში საგზაო ნიშნებზე რომ არიან გამოსახულები: „აქ ბავშვები თამაშობენ! “, „მანქანა ფრთხილად მართეთ, ჩვენ
გვიყვარს ჩვენი შვილები! “ ეს ბიჭები და გოგოები შენს სიახლოვეს
ცხოვრობენ, მშობლებს მანქანას სთხოვენ ხოლმე და სულ რაღაც
უსიამოვნებებში ეხვევიან, რომლებსაც ბოლოს მაინც თავს აღწევენ.
154
მეზობლებად სილვერშტაინები და ლანდაუები კი არ ჰყავთ, არამედ
ფიბერ მაკგი და მოლი, ოზი და ჰარიეტი, ეთელი და ალბერტი, ლორენსო ჯონსი და მისი ცოლი ბელი და ჯეკ არმსტრონგი! ჯეკ არმსტრონგი, სრულიად ამერიკის გოი! ეს ჯეკი ჯონის შინაურული
ფორმაა, ჯეიკისა კი არა, მამაჩემის სახელივით... მისმინეთ, ექიმო,
ჩვენთან, სახლში, სადილს სადილი არ ერქვა, თუ თავზე რადიო არ
დაგვხაოდა. ბოლო, რასაც ბავშვობაში ძილის წინ ვხედავდი, ყვითელი რადიომიმღები იყო. ჰოდა, არ მითხრათ, რომ სხვებს არაფრით
ჩამოვრჩებით, რომ ჩვენც მათსავით ამერიკელები ვართ. არა, ეს ქერათმიანი ქრისტიანები არიან ამ ქვეყნის კანონიერი მკვიდრები და
ბატონ-პატრონები. შეუძლიათ, ქუჩები ნებისმიერი სიმღერის ჰანგებით აავსონ, გაჩუმებით მათ არავინ გააჩუმებს.ო, ამერიკა! ამერიკა! ჩვენი ბებია-ბაბუების წარმოსახვაში ამერიკა, ალბათ, ის ადგილი იყო, სადაც ოქრო ქუჩებში ეყარა, დედაჩემისა და მამაჩემისთვის
ეს ქვეყანა შეიძლება თითოეული ოჯახის ქვაბში ჩაყუდებულ თითო
ქათამს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის, კაცისთვის, რომლის ბავშვობის
პირველი კინოგმირებიც ენ რეზერფორდი და ელის ფეი იყვნენ, ამერიკა შენს მკლავზე მისვენებული შიკსეა, რომელიც ყურში ჩაგჩურჩულებს: „სიყვარულო, სიყვარულო, სიყვარულო, სიყვარულო! “
ვაგრძელებ: შებინდებისას ქალაქის პარკის გაყინულ ტბაზე ვარ.
უცნობი შიკსეების წითელ ყურსათბურებს და ჰაერში აფრიალებულ
ქერა კულულებს თავდავიწყებით დავდევ. ისეთი რამაა, სიტყვების
მწველი სურვილი მნიშვნელობას ბოლომდე რომ გაგაგებინებს. ცამეტი წლის გაბრაზებული ებრაელი დედიკოს ბიჭისთვის თითქმის
აუტანელია. ბოდიში, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ რაზეც ახლა
ვლაპარაკობ, ჩემი ცხოვრების თითქმის ყველაზე ამაღელვებელი საათებია: მაშინ გავიგე, რას ნიშნავს მწველი, ტკივილნარევი სურვილი. ეს საოცარი არსებები სანაპიროსკენ მისრიალებენ, მათი ციგურების ხმა მარადმწვანე ხეებს შორის გაწოლილი გზიდან მესმის.
მზად ვარ, მათ მივყვე (თუკი გავბედე! ). მზე თითქმის ჩასულია და
155
გარშემო ყველაფერს მოწითალო ფერი ადევს (ალბათ ჩემს ნაამბობსაც). გოგონებს შორიახლო მივდევ, ვხედავ, ქუჩაზე როგორ გადადიან ციგურებით და პარკის ტკბილეულის მაღაზიაში სიცილ-კისკისით შედიან. იმ დროისთვის, როცა ძალას ვიკრებ და საკონდიტროს
კარს ვაღებ – აბა, როგორ, თითოეულის მზერა ხომ ჩემკენ იქნება
მოპყრობილი! – გოგოებს კაშნეები უკვე შეუხსნიათ, ქურთუკები
გაუხსნიათ და ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯნებს პირებისკენ მიაქანებენ, გლუვ, აწითლებულ ლოყებს შორის რომ მოუჩანთ. ოჰ, ეს
ცხვირები, ეს ენით აღუწერელი სასწაული! ყოველი მათგანი მთლიანად უჩინარდება ზეფირიანი შოკოლადის ფინჯანში, მაგრამ ოდნავაც არ ისვრება! ღმერთო, როგორ უდარდელად ჭამენ ტკბილეულს
სადილსა და ვახშამს შორის! რა გოგოები არიან! უცებ რაღაც წამომივლის და ერთ ფინჯან შოკოლადს მეც ვუკვეთავ, მადას ვიფუჭებ,
ვახშამს არ ველოდები, რომელსაც დედაჩემი მარიონეტივით ზუსტად ექვსის ნახევარზე გვთავაზობს ხოლმე. ეს ის დროა, როცა დამშეული მამაჩემი შინ ბრუნდება. გოგონებს ისევ უკან, ტბისკენ მივყვები. ტბის გარშემო მოსრიალეებს ერთთავად კუდში დავდევ. ბოლოს ჩემს ექსტაზს ფრთები ეკვეცება – გოგონები შინ წასასვლელად
ემზადებიან, გამართულად მოსაუბრე მამებთან, თავდაჭერილ დედებსა და თავდაჯერებულ ძმებთან, რომლებიც იმ თავიანთი გოური
ფარდების მიღმა ჰარმონიასა და სრულ ნეტარებაში ცხოვრობენ. მე
კი ნიუარკის გზას ვადგები, ჩემს ოჯახსა და იმ მშფოთვარე ცხოვრებას ვუბრუნდები, ახლა უკვე ალუმინის ჟალუზების უკან რომ
გრძელდება – რამდენი წელი ზოგავდა დედაჩემი ფულს, რომ ესენი
შეეძინა!
შევიძინეთ თუ არა ჟალუზები, ჩვენმა ოჯახმა სოციალური თვალსაზრისით უზარმაზარი ნახტომი გააკეთა! დედაჩემი თვლის, რომ ამ
შენაძენმა კატაპულტირებით პირდაპირ მაღალ საზოგადოებაში გადაგვისროლა. ახლა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჟალუზის ფირფიტებიდან მტვრის გადაწმენდასა და მათ გაპრიალებაში
156
გადის. ჰო, მთელი დღე წმენდს, შებინდებისას კი სუფთა ფირფიტებს
შორის იხედება, თოვლს გასცქერის, ლამპიონების შუქზე ფიფქების
ცვენას ადევნებს თვალს და ნელ-ნელა ჭკუიდან გადადის. როგორც
წესი, ერთ-ორ წუთში უკვე შეურაცხადი ხდება ხოლმე. „სად არის
ამდენ ხანს? “ – წამოიკვნესებს ფარების შუქის ყოველ დალანდვაზე,
როგორც კი დარწმუნდება, რომ მანქანა მამაჩემს არ ეკუთვნის. სად
ხარ, ო, სად, ჩვენო ოდისევს! ზემოთ, მეორე სართულზე, ბიძაჩემი
ჰაიმი უკვე სახლშია, ქუჩის გადაღმა ლანდაუ სახლშია, მეზობელი
სილვერშტაინისახლშია – ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლია, ყველა
სახლშია, მამაჩემის გარდა. რადიოში კი თურმე უთქვამთ, რომ
ჩრდილოეთ პოლუსზე ატეხილი ქარბუქი ნიუარკს უახლოვდება. რა
გაეწყობა, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. უკვე დროა, ჯერ „ტაკერმენ & ფერბერიში“ დავრეკოთ დაკრძალვის ორგანიზების დაკვეთისათვის, მერე კი ნათესავები განსვენებულთან გამოსამშვიდობებლად მოვიწვიოთ. ჰო, გზის ოდნავ მოყინვაც საკმარისია, რათა დედაჩემმა დაასკვნას, რომ ვახშამზე თხუთმეტი წუთით დაგვიანებული მამაჩემი ტელეგრაფის ბოძს შეასკდა, სადღაც გზის პირას გდია
და სისხლის გუბეში ცურავს. სამზარეულოში შემოსულ დედაჩემს
ისეთი სახე აქვს, ელ გრეკო რომ ხატავდა ხოლმე. „ჩემი ორი მშიერი,
საწყალი ბავშვი, – ამბობს გაბზარული ხმით, – დაიწყეთ ვახშმობა,
ძვირფასებო, ლოდინს აზრი აღარ აქვს. . . “. მოდი და თავზარი ნუ დაგეცემა. წარმოიდგინეთ, რა ელის ოჯახს უახლოეს მომავალში: საბრალო ქალი ორი ობოლი ბავშვის ამარა დარჩა, ქმარი და მარჩენალი
დაკარგა. რატომ, რისი გულისთვის? კაცი მანქანით შინ ბრუნდებოდა, მაგრამ ცამოწმენდილზე თოვა დაიწყო და...
მე უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ თუ მამაჩემი დაიღუპა, მაშინ
სამუშაოს ძებნა მომიწევს. სკოლის მერე და აგრეთვე შაბათობით
ოფლის ღვრაში უნდა ვიყო. შესაბამისად, ირვინგტონ პარკში ჩემს
შიკსეებთან ციგურაობაზე უარი უნდა ვთქვა და ეს მანამდე მოხდება, სანამ ერთ-ერთისთვის სიტყვის თქმას გავბედავ. აქამდე მათი
157
თანდასწრებით პირისგაღების მრცხვენოდა, მეშინოდა, რომ იქიდან
სიტყვები არ ამომივიდოდა, ან ისეთი სიტყვები ამომივიდოდა, მერე
რომ ძალიან ვინანებდი. „დიახ, პორტნოი. ძველი ფრანგული გვარია,
პორტ ნუარის დამახინჯებული ფორმაა. შავ კარს თუ კარიბჭეს ნიშნავს. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ჩვენი საგვარეულო მამულის
კარიბჭე შავად იყო შეღებილი. . . “ და ა.შ. არა, არა, დაბოლოება ოის გაიგონებენ თუ არა, მაშინვე გამომიჭერენ! ელ პორტი იყოს მაშინ,
ან ელ პარსონსი! ძალიან სასიამოვნოა, მის მაკკოი, იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, რომ თქვენთან ერთად ვისრიალო, მე ელი ვარ,
პარსონსი... თუმცა, მოიცა, ელი თუ ალენი ისევე ებრაულად თუ უცხოურად არ ჟღერს, როგორც ალექსანდერი? კი, არის ალენ ლედი,
მაგრამ ამავე დროს არის ალენ რუბინიც, სკოლის ფეხბურთის გუნდის მოთამაშე. მერე ვიტყვი თუ არა, რომ უიქვეიკიდან ვარ, ყველასთვის ყველაფერი გასაგები გახდება. ოჰ, რა აზრი აქვს, შეიძლება სახელი და გვარი მოვიტყუო, შეიძლება სულ სხვა სკოლა დავასახელო,
მაგრამ ამ ოხერ ცხვირს რა ვუყო, ვინ მოტყუვდება? არაჩვეულებრივი ადამიანი ჩანხართ, მისტერ პორტ-ნუარ, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს: რატომ იფარავთ სახის შუა ნაწილს? რატომ? იმიტომ,
რომ მომძვრა სახის შუა ნაწილი! იმიტომ, რომ ჩემმა ბავშვობისდროინდელმა ციცქნა ღილაკმა, ჩემმა საყვარელმა, ლამაზმა ცხვირმა, რომლის გამოც ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და საბავშვო ეტლში
დამყურებდა, ჭირი მოგჭამათ! ჩემი სახის შუა ნაწილმა მაღლა
ღმერთისკენ დაიწყო სწრაფვა! ჰოდა, იცით, რას გეტყვი, ბატონო
პორტ-ნუარ და პარსონს? ჩემი ფეხები! სახის შუა ნაწილზე, გარდიგარდმო, დიდი ასოებით გაწერია: ურია! ერთი, ამის ცხვირი ნახეთ,
ცხვირი კი არა, ხორთუმია! წადი, გააჯვი, შე ურია! ყინულიდან გადადი და ამ გოგონებს თავი დაანებე!
ვერც შეედავები. თავს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ და მამაჩემის საოფისე საწერ ქაღალდზე ფანქრით საკუთარ პროფილს ვხაზავ.
158
საშინელ რამეს ვხედავ. ნეტავ ეს როგორ დამემართა? ეს როგორ დაემართა მას, ვინც ბავშვობაში, პატარა ეტლში მჯდომარე ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, ჰა, დედი? ცხვირი ცისკენ აიზარდა, მაგრამ ამავე დროს კეხს ქვემოთ პირისკენ დაიწყო ჩაბრუნება. ერთი-ორი წელიც და მგონი, ჭამასაც ვეღარ შევძლებ, ეს ოხერი საჭმელს გადაეღობება! არა! არა! შეუძლებელია! სააბაზანოში შევდივარ და სარკის წინ ვდგები. ნესტოებს ქვემოდან ორი თითით ვაწვები. ჰო, ასე,
გვერდიდან თუ შეხედავ, ცუდი არ არის, მაგრამ იქ, სადაც ადრე ჩემი
ზედა ტუჩი იყო, ახლა ცარიელი კბილები და ღრძილები მოჩანს. ეს
ვიღაც გოია. ბაგზ ბანისჰგავს. იმ მუყაოს ნაჭერს ვიღებ, სამრეცხაოში პერანგის საყელოს ქვეშ რომ ამოუდებენ ხოლმე, ფიგურებს ვჭრი,
სკოჩით ცხვირის ორივე მხარეს ვიმაგრებ და პროფილში იმ ძველი,
საყვარელი კონტურის აღდგენას ვიწყებ, ბავშვობისას სიამაყის საგნად რომ მქონდა... და ახლა აღარ მაქვს! მე მგონი, ჩემი ცხვირის პირისკენ დაღმასვლა ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ირვინგტონ პარკის ტბაზე მოსრიალე შიკსეები პირველად შევნიშნე –
თითქოს ჩემი ცხვირის ძვალმა ჩემი მშობლების აგენტობა ითავა!
შიკსეებთან ერთად ციგურაობა? აბა, სცადე, ჭკუის კოლოფო! პინოკიო გახსოვს? მაგის ამბავი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც შენ დაგემართება. ეგ გოგოები სულ ეგრე იცინებენ და
იხითხითებენ, მაგათთვის შენ ყოველთვის ვაჭრუკანა გოლდბერგი
იქნები! როგორ გგონია, რაზე ხითხითებენ ხოლმე? შენ დაგცინიან!
ხო, შენ! გაძვალტყავებულ ურიას გრძელი ხორთუმით, ყოველ საღამოს ყინულზე კუდში რომ დასდევ, მაგრამ ხმა ვერ ამოგიღია!
– გაანებე მაგ ცხვირს თავი, ნუ აწვალებ, – მეუბნება დედაჩემი,
– როცა ვსადილობთ, მაშინ მაინც!
– ძალიან დიდია და რა ვქნა!
– რა, რა მაქვს დიდიო? – კითხულობს მამაჩემი.
– ცხვირი! – გავყვირი.
– მაგ ცხვირის წყალობით გაქვს ასეთი სახასიათო გარეგნობა, –
159
მეუბნება დედა, – შეეშვი, ნუ აწვალებ.
მერე და, ვის რაში სჭირდება ეს ხასიათი? მე ნამდვილი მაკკოი
მინდა! თავისი კაპიუშონიანი ცისფერი ქურთუკით, წითელი ყურსათბურებითა და დიდი, თეთრი ხელთათმანებით – ჭკუიდან გადავდივარ, ციგურებიანი მის ამერიკაა, ღმერთმანი! მისი ფითრის წნული და ქლიავის პუდინგი (წარმოდგენა არ მაქვს, რა არის, მაგრამ
რას დავეძებ), მისი სახლი, სადაც ყველა ნათესავი ერთად არ არის
შეყრილი, სახლი, რომელსაც მოაჯირიანი კიბე აქვს. მხოლოდ მისი
მშვიდი, ღირსების გრძნობით და მოთმინებით სავსე მშობლები კი
არა, ძმა, ბილიც მომწონს, რომელსაც ძრავების დაშლა-აწყობა შეუძლია და რომელიც ბუნებრივად ამბობს: „დიდად დამავალეთ“, ამ
ქვეყნად კი არაფრის ეშინია. ოჰ, როგორ მოკალათდებოდა დივანზე
ჩემს გვერდით ეს ჩემი მაკკოი: ტანზე ანგორის სვიტერი ეცმეოდა,
ფეხებს შოტლანდიური ქვედაკაბის ქვეშ აიკეცავდა. გასაცილებლად
რომ გამომყვებოდა, კართან მომიტრიალდებოდა და მეტყოდა:
„გმადლობ ამ შესანიშნავი, შესანიშნავი საღამოსთვის“. მერე კი ეს საოცარი ქმნილება, რომლისთვისაც ცხოვრებაში არავის უთქვამს: „ეხლა თუ წამოვიდა ხელუკუღმა! “ ან „ოდესმე შენი შვილებიც მოგექცევიან ისე, როგორც შენ გვექცევი! “ – ეს უცხო და სრულიად უნაკლო ქმნილება, ნათქვეფი კრემივით გრილი და მსუბუქი, მაკოცებდა
და ამ დროს თავის კოხტა ფეხს მუხლში მოღუნავდა და უკან აიშვერდა. აი, მაშინ აღარც ჩემი ცხვირის ზომას ექნებოდა მნიშვნელობა და
აღარც ჩემს სახელს.
ყური მიგდეთ, ექიმო, რამე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვ, უბრალოდ, არ მესმის, რატომ უნდა შევირგო ეს ცხოვრება რომელიმე
შმუკზე, ვთქვათ, უგი პრინგლზე ან ჰენრი ოლდრიჩზე ნაკლებად.
მეც მინდა ჯეინ პაუელი, ამის დედა ვატირე! კორლისი და ვერონიკაც მინდა. მეც მინდა დები რეინოლდსის შეყვარებული ვიყო – ამ
დროს ჩემში ედი ფიშერი იღვიძებს, აი, ეს არის ახსნა, სხვა კი არა-
160
ფერი, ყველა შავტუხა ებრაელი ბიჭის ლტოლვა ქერათმიანი ეგზოტიკური ქმნილებებისადმი, რომლებსაც შიკსეები ჰქვიათ...
ოღონდ იმ ციებცხელებიანი წლების განმავლობაში ერთი რამე
არ ვიცოდი: თუ არსებობს ედი, რომელიც დების ეძებს, სადღაც დებიც უნდა არსებობდეს, რომელიც ედისკენ ისწრაფვის – მერლინ
მონრო არტურ მილერს დაეძებს, ელის ფეი კი – ფილ ჰარისს. გახსოვთ, ჯეინ მენსფილდიც კი კინაღამ ცოლად გაყვა ვიღაცას, სანამ
მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა. „ეროვნულ ხავერდს“ რომ ვუყურებდით, აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს განსაცვიფრებელი იისფერთვალება გოგონა, რომელსაც ყველაფერში ის აღმატებული გოური ნიჭი ჰქონდა – იმის გამბედაობაც კი, რომ უცებ
ცხენს ზურგზე მოხტომოდა და გაეჭენებინა (საზიდარშებმული ცხენით სიარული არ გეგონოთ, ექიმო, მაგდენს ის მეძველმანეც ახერხებდა, რომლის პატივსაცემადაც დამარქვეს ის, რაც მქვია); მართლაც, აბა, ვინ იფიქრებდა, რომ საცხენოსნო შარვალში გამოკვართული, იდეალური დიქციის მქონე გოგონა გულში თურმე ერთი
ჩვენგანის ისეთსავე სურვილს ატარებდა, როგორიც ჩვენ გვქონდა
მის მიმართ? ალბათ იცით, რა კაცი იყო მაიკ ტოდი – ბიძაჩემ ჰაიმის,
ჩემი ზედა სართულის მეზობლის იაფფასიანი ასლი! აბა, საღ ჭკუაზე
მყოფი რომელი ადამიანი დაიჯერებდა, თითქოს ელიზაბეთ ტეილორი ბიძაჩემ ჰაიმის სურვილით იწვოდა?! ვინ იცოდა, რომ შიკსეების
გულის (და არა მარტო გულის) გასაღები იმ ებრაელის ხელში კი არ
იყო, რომელიც თავს ცხვირკაუჭა გოიდ ასაღებდა – ამ გოგოების
ძმებივით მოსაწყენ და თავცარიელ არსებად, არამედ ბიძაჩემის ან
მამაჩემის მსგავს, ან სულაც ჩემნაირ კაცს ეკუთვნოდა? ჰოდა, სულაც არ იყო საჭირო, რომ რომელიმე ჯიმის, ჯონის ან ტოდს დავმსგავსებოდი – ცალტვინა, გამოყინულთვალებიან ვირისთავებს,
ომისდროინდელი სამხედრო პილოტის გამომეტყველებით რომ დადიან, მათნაირად ლაპარაკობენ და თავიც მათსავით უჭირავთ!
161
ისევ მანქის მივუბრუნდეთ, ჩემს ძველ მეგობარსა და თანამზრახველს. ექიმო, მისი სახელის ხსენება, მხოლოდ გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ მაშინვე ამიდგეს! თუმცა კარგად ვხვდები, რომ არც უნდა დავურეკო და არც უნდა ვნახო. იმიტომ, რომ გიჟია ეგ ბოზი! სექსის ნიადაგზე ჭკუიდან გადასული ქალია! ქალი კი არა, თავის ტკივილია!
რას ელოდა ჩემგან – რომ მაგის ებრაელი მაცხოვარი ვიქნებოდი?
თეთრ ბედაურზე ამხედრებული რაინდი, აბჯარასხმული მხედარი,
რომელზეც პატარა გოგონები ოცნებობენ ხოლმე – რომ ერთ მშვენიერ დღეს მხსნელად მოევლინებათ და იმ ციხე-სიმაგრიდან გამოიხსნით, რომლის ტუსაღადაც თავის წარმოდგენა სჩვევიათ? შიკსური სკოლის ზოგიერთ წარმომადგენელს (რომლის შესანიშნავი ნიმუშიც ჩვენი მანქია) რატომღაც წარმოუდგენია, რომ ეს რაინდი მაინცდამაინც გონებამახვილი, სიქაჩლეშეპარული, ცხვირნისკარტა ებრაელი უნდა იყოს, მკვეთრად გამოკვეთილი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და შავბალნიანი ყვერების პატრონი, რომელიც არ სვამს,
ფულზე არ თამაშობს და არც შოუს გოგონებს დასდევს; კაცი, რომელიც აუცილებლად გააჩენინებს შვილებს და კაფკას წააკითხებს –
მოკლედ, შინაური მესია სჭირდებათ! რა თქმა უნდა, შეიძლება
მშფოთვარე სიყმაწვილიდან შემორჩენილ უწმაწურ სიტყვებს ხშირად ამბობდეს, შეიძლება ეს სიტყვები ბავშვების თანდასწრებითაც
კი წამოცდეს ხოლმე, მაგრამ წყალგაუვალი და სულისშემძვრელი
ფაქტი ისაა, რომ ასეთი კაცი სულ სახლშია. არც ბარებში დადის,
არც ბორდელებში, არც დოღზე, არც ნარდს თამაშობს მთელი ღამე
„რეკიტ კლაბში“ ( რომლის შესახებაც ცოლმა თავისი გლამურული
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - პორტნოის სინდრომი - 10
  • Части
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Общее количество слов 3716
    Общее количество уникальных слов составляет 2217
    27.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Общее количество слов 3799
    Общее количество уникальных слов составляет 2131
    30.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.2 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.2 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Общее количество слов 3812
    Общее количество уникальных слов составляет 2198
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Общее количество слов 3803
    Общее количество уникальных слов составляет 2076
    32.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    51.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Общее количество слов 3875
    Общее количество уникальных слов составляет 2105
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Общее количество слов 3861
    Общее количество уникальных слов составляет 2077
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Общее количество слов 3745
    Общее количество уникальных слов составляет 2090
    30.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.8 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Общее количество слов 3844
    Общее количество уникальных слов составляет 2190
    26.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.8 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Общее количество слов 3779
    Общее количество уникальных слов составляет 2242
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.5 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Общее количество слов 3710
    Общее количество уникальных слов составляет 2228
    27.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Общее количество слов 3768
    Общее количество уникальных слов составляет 2095
    28.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Общее количество слов 3758
    Общее количество уникальных слов составляет 2132
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Общее количество слов 3750
    Общее количество уникальных слов составляет 2178
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Общее количество слов 3628
    Общее количество уникальных слов составляет 2199
    25.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Общее количество слов 3658
    Общее количество уникальных слов составляет 2229
    26.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Общее количество слов 2820
    Общее количество уникальных слов составляет 1682
    30.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов