Latin

პორტნოის სინდრომი - 06

Общее количество слов 3861
Общее количество уникальных слов составляет 2077
30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
42.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
48.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
რთულ გამოთვლებს თავს გავართმევდი. არა, ახლა რაღაცას ვაზვიადებ... მამაჩემი და შიკსე? შეუძლებელია. საამისოდ წარმოსახვა არ
ეყოფოდა. მამაჩემი შიკსეებს უდებდა? საპყრობილეში, წამების შიშით, იმას კიდევ ვაღიარებდი, რომ დედაჩემს უდებდა... მაგრამ შიკსეებს? უფრო იოლად წარმოვიდგენ, რომ მამაჩემი ბენზინგასამართ
სადგურებს ძარცვავდა!
მაშინ დედაჩემი ასე საშინლად რატომ უყვირის? ბრალდებისა და
თავისმართლების, მუქარისა და ცრემლების ფრქვევის ეს სცენა რაღას ნიშნავს?.. რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა იმას, რომ მამაჩემმა
ძალიან ცუდი, შეიძლება, სულაც უპატიებელი რამე ჩაიდინა? ეს
სცენა ისე გამეჭედა თავში, თითქოს მძიმე ავეჯი იყოს, რომელსაც
ადგილიდან ვერ დაძრავ... რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. ვხედავ, ჩემი და დედაჩემის ზურგს უკან
იმალება: ეხუტება და სლუკუნებს, დედაჩემი კი ვეებერთელა ცრემლებს ღვრის, რომლებიც სახეზე ჩამოსდის და ბოლოს სამზარეულოს
ლინოლეუმზე ეცემა. ამ დროს მამაჩემს ისე უყვირის, რომ ყელზე ვენები ებერება. მეც მიყვირის. ახლა, როცა ეს სცენა ხელახლა მიცოცხლდება მეხსიერებაში, აშკარად ვხედავ: ჰანა დედაჩემის ზურგს
უკან იმალება, მე კი მთავარი ბრალდებულის ზურგს უკან ვაფარებ
თავს. ეს რაღაც ფანტაზიაა, არა? კლასიკური შემთხვევა სამედიცინო პრაქტიკიდან! არა, არა, სხვა ვისი მამა იქნება, მამაჩემი აბრახუ-
93
ნებს მუშტს სამზარეულოს მაგიდაზე და დედაჩემს უყვირის: „მსგავსი არაფერი მომხდარა! ტყუილია, შეცდომაა! “ ერთი წუთი მოიცადეთ, არა, ამას მე ვყვირი: „ეს მე არ გამიკეთებია! “ აჰა, ესე იგი, დამნაშავე მე ვარ... დედაჩემი კი ასე მწარედ იმიტომ მოთქვამს, რომ მამაჩემი ჩემს მითეთქვაზე უარს ეუბნება, არადა, რაღაც ისეთი მაქვს
ჩადენილი, რის გამოც დედაჩემი სულ მითეთქვით მემუქრება.
როცა წვრილმან მამაძაღლობას ჩავიდენ, დედაჩემი ჩემს დასჯას
თვითონაც შესანიშნავად ახერხებს. ალბათ გახსოვთ – მე კი ნამდვილად მახსოვს, რა დამავიწყებს – მარტივი ხერხი აქვს: პალტოსა და
კალოშებს მაცმევს – რა მზრუნველი ხარ, დედი! – და გარეთ მიმაბრძანებს (ვაიმე, გარეთ მიმაბრძანებს! ), მერე კარს ზურგს უკან ჩამიკეტავს და შიგნიდან მომაძახებს, სახლში არასდროს შემოგიშვებ,
შენს გზას ეწიეო. ჰო, საკმარისია, ამ მარტივ და ეფექტურ მეთოდს
მიმართოს, რომ ჩემგან სინანულის ცრემლები და ხვეწნა-მუდარა განაღდებული აქვს. ცრემლები კი არა, რომ მომთხოვოს, ხელმოწერილ
საგარანტიო საბუთს მივცემ, რომ დღეიდან გამოვსწორდები და
დარჩენილ ცხოვრებას უცოდველად გავატარებ. რას აღარ ვიკისრებ, ოღონდ ეს ჩაკეტილი კარი ისევ გამეხსნას და შიგნით შემიშვან
– იქ, სადაც ჩემი საწოლი, ტანსაცმელი და მაცივარი მეგულება. თუმცა როცა ჩემი შეცოდებანი წვრილმან მამაძაღლობას აღემატება და
დედაჩემს აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უმწეობისგან ხელები ზეცისკენ აღაპყროს და ყოვლისშემძლე ღმერთს შეჰღაღადოს,
ასეთი რა დავაშავე, უფალო, რომ ამნაირი შვილი მომეციო, ასეთ წუთებში მამაჩემს მოწმედ და სამართლის აღმსრულებლად იწვევს
ხოლმე. როგორც ირკვევა, დედაჩემი მეტადმგრძნობიარე და დახვეწილი არსება ყოფილა საიმისოდ, რომ ფიზიკური დასჯა აღასრულოს: „ძალიან განვიცდი ხოლმე, – ყურში ჩამესმის, როგორ ეუბნება
კლარა ბიცოლას, – მე უფრო მეტად მტკივა, ვიდრე ამას. ასეთი ადამიანი ვარ. ვერ ვცემ და რა ვქნა! “ საბრალო დედა!
94
თუმცა ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ ამბავს. რა მოხდა ამისთანა, ბოლოს და ბოლოს? მოდი, ერთად გავიაზროთ, ექიმო, რა ამბავია ჩემს თავს – ორი გონიერი ებრაელი ბიჭი ვსხედვართ ერთად...
ვთქვათ, საშინელება მოხდა. ეს საშინელება კი ან მე ჩავიდინე, ან
მამაჩემმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმედი ოჯახის იმ
წევრებს შორის უნდა ვეძებოთ, ვისაც პენისი აქვს. კარგი, ბატონო.
ჯერჯერობით ყველაფერი გასაგებია. ახლა ისევ იმ საკითხს მივუბრუნდეთ: მაინტერესებს, მამაჩემმა მართლაც შეუდო კოხტა ფეხებს
შუა არაებრაელ მოლარეს, თუ მე მივქარე რაღაც, მაგალითად, ჩემს
დას შოკოლადის პუდინგი შევუჭამე. ჰო, ჰანამ ის პუდინგი სადილად
არ შეჭამა, არ უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაცივარში ეგულებოდა და ძილის წინ უნდა შეეჭამა. კარგი რა, მერე მე დამესიზმრებოდა ეგ ამბავი, ჰანა? რა დროს მანერებია, როცა გშია? რვა წლისა
ვარ, ჰანა, მეტის ხომ არა, და შოკოლადის პუდინგის დანახვისას ყმუილს ვიწყებ. საკმარისია, მაცივარი გავაღო და შოკოლადის მინანქრის ბზინვარებამ თვალი მომჭრას, რომ ტვინი მეკეტება და თავს
ვეღარ ვერევი. კარგი, ამას თავი დავანებოთ: უბრალოდ, მეგონა,
რომ თეფშზე პუდინგის ნარჩენი იდო! სიმართლე ესაა! ღმერთო ჩემო, რაღაც პუდინგის გამო ამხელა ამბის ატეხა სად გაგონილა! ჰო,
შევჭამე, მაგრამ ჰანას კი არ შევუჭამე! მეგონა, რომ არავისი იყო!
გეფიცებით! გეფიცებით! ამის გაკეთება არ მინდოდა! .. ამას მე
ვღრიალებ თუ მამაჩემი იმართლებს თავს ნაფიც მსაჯულთა წინაშე?
რა თქმა უნდა, მამაჩემია: „კარგი, კარგი, სოფი, საკმარისია, თავი
გამანებე. დამნაშავე ვარ, მაგრამ არ მინდოდა“. ახლა ისღა დარჩა
ასახსნელი, რატომ ეკუთვნის შეწყალება. რატომ და იმიტომ, რომ არ
უნდოდა! მაინც რას ნიშნავს ეს „არ მინდოდა“? რას გულისხმობ, შე
შმუკო – შედებით შეუდე, მაგრამ არ გინდოდა? ახლა მაინც დადექი
მაგრად, კაცურად და უთხარი მაგ ქალს: „კარგი, ვაღიარებ, სოფი,
შიკსეს ვუდებდი და შენი აზრი ამ ამბავთან დაკავშირებით ცალ ფეხზე მკიდია. იმიტომ, რომ, თუ ჯერ არ გაგიგია, გეუბნები: ამ ოჯახში
95
კაცი მე ვარ და ბრძანებებსაც მე ვიძლევი! “ თუ საჭიროა, უნდა მოსდო კიდეც! ერთი ხიე მაგას, ჯეკ! შენს ადგილას ყველა გოი ასე მოიქცეოდა, არა? აბა, ისეთი მოხეული მონადირე წარმოიდგინე, ირმებს რომ ხოცავს და მანქანაზე ყველას დასანახად რომ აკრავს –
ცოლს ამდენს გააბედვინებდა, ცრემლებს აფრქვევდა და პატიებას
ითხოვდა? პატიებას ითხოვ? რისთვის? რა დააშავე, ბოლოს და ბოლოს? სირს იქ შედებ, სადაც საჭიროა, წინ და უკან ამოძრავებ, ბოლოს გაასხამ და რა? ჰა, ჯეკ, დაიქცა ქვეყანა? გასწი-გამოსწი, მაინც
რამდენ ხანს გრძელდება ეს ამბავი, რომ ამ ქალის პირიდან უსასრულო წყევლა-კრულვა ისმინო და თავი დაიტანჯო? თავს მუდმივად
რატომ იდანაშაულებ და იმცირებ? რატომ გვაქვს მოსჯილი ეს მუდმივი თავის მართლება ქალების წინაშე, როცა ვალდებულები არ
ვართ, რომ თავი ვიმართლოთ – არც მე და არც შენ? თუ ვინმეს უნდა
ეჭიროს ხელში სადავეები, მე და შენ უნდა გვეჭიროს, მამა! „მამაშენმა საშინელი რამე ჩაიდინა“, – ყვირის დედაჩემი, თუ ეს მხოლოდ
ჩემს წარმოსახვაში ხდება? მოიცა, მგონი, სხვა რამეს ყვირის: „ოი,
ოი, პატარა ალექსმა ისევ საშინელი რამე ჩაიდინა, მამიკო! “ რა მნიშვნელობა აქვს, რას ყვირის ზუსტად. უცებ ჰანას (ჰანას, ხალხნო! )
ხელში იყვანს – ჰანას, რომელიც სიყვარულის ობიექტად აქამდე სერიოზულად არასდროს აღმიქვამს; ხელში იყვანს და სევდიან, შეუხედავ სახეზე კოცნის, თან ამბობს, ამქვეყნად მხოლოდ ჩემს პატარა
გოგონასღა ვენდობიო... მე თუ რვა წლის ვარ, მაშინ ჰანა თორმეტისაა და ხელში ვერავინ აიყვანს, იმიტომ, რომ ამ საცოდავს ყოველთვის ზედმეტი წონა აწუხებდა და ამას დედაჩემიც აღიარებს. ჰოდა,
სიმართლე თუ გინდათ, შოკოლადის პუდინგი საერთოდ არ ეჭმება!
დიახ! ამიტომაც შევუჭამე. რას გამიწყალეთ გული! არ გახსოვს, ჰანა, ექიმმა აგიკრძალა, მე კი არა! აბა, მე რა გიყო, თუ მსუქანი და
დონდლო ხარ, მე კიდევ – გამხდარი და ყოველმხრივ ბრწყინვალე
მონაცემების მქონე! რა ჩემი ბრალია, თუ ისეთი ლამაზი ვარ, რომ
დედაჩემს ქუჩაში აჩერებენ და საბავშვო ეტლში მონებივრეს თვალს
96
ვერ მწყვეტენ, ჩემს საყვარელ პუნიმსათვალიერებენ – გესმის, როგორ ჰყვება დედა ამ ამბავს? მე რა შუაში ვარ, ეს, უბრალოდ, ფაქტია, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ: მე ლამაზი დავიბადე, შენ – მახინჯი თუ არა, ისეთი მაინც, რომ ადამიანს შენკენ
მეორედ გამოხედვა არ მოუნდება. ესეც ჩემი ბრალია? იქნებ იმაშიც
დამნაშავე ვარ, რომ შენი დაბადებიდან ოთხი წლის თავზე გავჩნდი?
ალბათ ღმერთის ხელი ურევია ამ ამბავში, ჰანა. ალბათ მის დიდ წიგნში ეწერა ასე!
თუ სიმართლე გინდათ, ჰანა ამ ყველაფრისთვის პასუხს არ
მთხოვს: პატარა ძამიკო ისევ ძველებურად უყვარს. არასდროს მირტყამს, ცუდი სიტყვებით არასდროს მომმართავს. მე შოკოლადის პუდინგს ვუჭამ ხოლმე, ის კი ჩემს სისულელეებს ყლაპავს და ამას ერთი სიტყვითაც არ აპროტესტებს. ღამღამობით, დაწოლის წინ ისევ
ისე მკოცნის, სკოლაში რომ მივყავარ, ისევ ისე ფრთხილად გადავყავარ ქუჩის მეორე მხარეს. როცა ჩემი გაბადრული მშობლების
თხოვნით „ალენის ჩიხის“ პერსონაჟებს ვასახიერებ, კედელს აეკვრება და სცენას მე მითმობს. მაშინაც ასე იქცევა, როცა ჩემი შესანიშნავი გონებრივი შესაძლებლობების ამბავს მთელ ჩრდილოეთ ჯერსიში გაბნეულ ნათესავებს აუწყებენ ხოლმე. როცა დასჯილი არ ვარ,
ექიმო, ეს ოჯახი ხელისგულზე ისე მატარებს, როგორც რომის პაპს
ატარებენ რომის ქუჩებში...
იცით, სულ ოციოდე ეპიზოდი თუ მექნება მეხსიერებაში ადრეული ბავშვობიდან ჩარჩენილი, სადაც ჩემი და მონაწილეობს. უფრო
ხშირად, ეს პერსონაჟი ჩემი მოზარდობის პერიოდის მოგონებებში
ჩნდება, როგორც ჩვენს საგიჟეთში ერთადერთი ნორმალური ადამიანი, რომელთანაც მშვიდად საუბარი შეიძლებოდა. თუმცა, მგონი,
ამაზე უკვე მოგახსენეთ. თითქოს ჩვენთან კი არ ცხოვრობდა, წელიწადში ერთი-ორჯერ შემოგვივლიდა ხოლმე: ჩვენს სუფრასთან სადილობდა, ჩვენი სახლის რომელიღაც საწოლში იძინებდა, მერე კი
ეს საბრალო, მსუქანი არსება უსიტყვოდ ქრებოდა.
97
ჩინურ რესტორანშიც კი, სადაც უფალ ღმერთს უნებებია და ღორის ხორცის ჭამის უფლება მიუცია ისრაელის ღვთისმოშიში, მორჩილი შვილებისთვის, ასთაკვის ჭამა სრულად გამოურიცხავს (კვების საკითხებთან დაკავშირებით უფლის ნებას დედაჩემის პირით
ვიტყობთ ხოლმე). კაციშვილმა არ იცის, რატომ შეიძლება ღორის
ხორცის ჭამა პელ სტრიტზე, სახლში კი აკრძალულია... გულახდილად რომ გითხრათ, ეს ამბავი დღემდე არ მესმის. მაშინ ამას ასე
ვხსნიდი: რესტორნის მეპატრონე მოხუცი, რომელსაც ერთმანეთში
შმენდრიკსვეძახდით, ის კაცი არ იყო, რომლის აზრიც ჩვენ შესახებ
დიდად გვანაღვლებდა. ჰო, ერთადერთი ხალხი დედამიწის ზურგზე,
რომლისაც, ჩემი აზრით, ებრაელებს არ ეშინიათ, ჩინელებია. ჯერ
ერთი, იმიტომ, რომ იმათი ინგლისურის მოსმენის მერე მამაჩემის
მეტყველება ლორდ ჩესტერფილდისად მოგეჩვენებათ; მეორე: იმიტომ, რომ ჩინელებს თავი მოხარშული ბრინჯით აქვთ გამოტენელი
და მესამე: ჩინელებისთვის ჩვენ ებრაელები კი არა, თეთრკანიანები
ვართ – ვინ იცის, იქნებ ანგლოსაქსებივითაც კი გამოვიყურებით. რა
გასაკვირია, რომ იმ რესტორანში მიმტანებს ჩვენი დამცირება აზრადაც არ მოსდიოდათ: იმათთვის ჩვენ დიდცხვირა ანგლოსაქსი პროტესტანტები ვიყავით! რას ავიწყვეტდით ხოლმე ჩინურ რესტორანში! უცებ ღორის ხორცისაც კი აღარ გვეშინოდა – ეს ღორის ხორცი
ისეთი აკეპილ-დაკეპილი, სოიოს სოუსის ზღვაში ჩალბობილი მოჰქონდათ, რომ საერთოდ არ ჰგავდა არც კატლეტს, არც ლორს და
არც საძაგელ სოსისებს (ფუ! )... მაშ, რატომ არ შეიძლებოდა, რომ
ასთაკვიც გვეჭამა? მისი გემოს შენიღბვაც ხომ შეეძლოთ? დედაჩემს
ლოგიკური განმარტება ჰქონდა გამზადებული. სოფი პორტნოი, ექიმო, სილოგიზმებს მიმართავდა. მზად ხართ? ახლავე. რატომ არ შეიძლება ასთაკვის ჭამა? „იმიტომ, რომ ასთაკვის ხორცმა შეიძლება
ადამიანი შეიწიროს! ერთხელ გავსინჯე და კინაღამ მოვკვდი! “
ჰო, თურმე წარსულში დედაჩემსაც შეუცოდავს და სამართლიანადაც დასჯილა. ახალგაზრდობის ბობოქარ წლებში (მანამდე, სანამ
98
მე და დედაჩემი ერთმანეთს გავიცნობდით) ვიღაც გარეწარს გაუსულელებია (ეს ამბავი განცდილი სიამოვნებისა და სირცხვილის ელემენტებს თანაბრად შეიცავს) – ასთაკვი შეუჭმევინებია ერთ ზნედაცემულ, მაგრამ ძალიან მიმზიდველ დაზღვევის აგენტს, რომელიც
მამაჩემთან ერთად „ბოსტონ & ნორსისტერნში“ მუშაობდა. ლოთსა
და უბედურს სახელიც როგორი ჰქონია – დოილი (უკეთესს რას მოიფიქრებ! ).
სწორედ მათი კომპანიის მიერ ატლანტიკ სიტიში გამართულ ხმაურიან ბანკეტზე დაარწმუნა დოილმა დედაჩემი, რომ მიმტანის შემოთავაზებული კერძი შემწვარი ქათამი იყო. სუნს დედაჩემისთვის
სულ სხვა რამ უნდა ეკარნახა, თანაც, როგორც ახლა ამბობს, გულმა
რეჩხი უყო (იგრძნო, რომ მის თავს კარგი ამბავი არ ხდებოდა), როცა
უკვე შემთვრალი, მომხიბვლელი დოილი ცდილობდა, ჩანგლით ერთი ლუკმა მაინც შეეჭმევინებინა. ორი ჭიქა ვისკის შემდეგ მეტად
წინდაუხედავად მოიქცა: ბინძური თამაშის სუნი, რომელიც გრძელი,
ებრაული ცხვირით იყნოსა, არაფრად ჩააგდო. ოჰ, თავცარიელი
ძუკნა! უნამუსო გოგო! ქარაფშუტა ავანტიურისტი! ბოლომდე დანებდა იმ დაუდევრობისა და თავქარიანობის ატმოსფეროს, რომელიც დაზღვევის აგენტებითა და მათი ცოლებით სავსე უზარმაზარ
დარბაზში ტრიალებდა. დედაჩემის დაცემა მაშინ გახდა აშკარა, როცა დესერტი შემოიტანეს და არამზადა დოილმა – მეორე ეროლ ფლინიიყო და არა მხოლოდ გარეგნობითო, ასე ამბობს დედაჩემი – საიდუმლოს ფარდა ახადა: გაუმხილა, რა აჭამა სინამდვილეში.
ამის მერე დედაჩემი მთელი ღამე ტუალეტში დარბოდა: გული
ერეოდა.
– მთელი გულ-მუცელი ამოვიტრიალე! დიდი ვერაფერი ხუმრობა
იყო! ალექს, არ დავინახო, ვინმე ასე გააბრიყვო – ერთი შეხედვით,
უბრალო ხუმრობას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს! – ამ კატაკლიზმიდან ხუთი, ათი, თხუთმეტი და ოცი წლის შემდეგაც გვახ-
99
სენებდა ხოლმე მე, ჩემს დას და მამაჩემს. – ისე ცუდად ვიყავი, ალექს, რომ მამაშენს სასტუმროს ექიმის გაღვიძება მოუხდა. თითები,
აი, ასე მქონდა დაკრუნჩხული. გული ისე მერეოდა, რომ თითები
სულ გამიშეშდა, თითქოს პარალიზებული ვიყავი. მამაშენს ჰკითხე.
ჯეკ, მოუყევი ამას, რა გეგონა, როცა ასთაკვის გამო დაკრუნჩხული
ჩემი თითები დაინახე.
– რა ასთაკვი?
– შენმა მეგობარმა დოილმა რომ ძალით ჩამთხარა ხახაში!
– დოილმა? რომელმა დოილმა?
– დოილი-მეთქი, ის გოი, მიყრუებულ სამხრეთ ჯერსიში რომ გადაიყვანეს, ისეთი უბედური მექალთანე იყო. დოილი! ეროლ ფლინს
რომ ჰგავდა! მოუყევი ალექსს, თითებზე რაც დამემართა, შენ რა გეგონა, როცა...
– ყური მიგდე, აზრზე არა ვარ, რაზე მელაპარაკები...
ეს იმას ნიშნავდა, რომ დედაჩემის მიდრეკილება, განცდილი და
ნანახი დრამატულად გაეხსენებინა, ყველასთვის გასაგები არ იყო.
არც იმისალბათობას გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი უფრო მის წარმოსახვაში მოხდა, ვიდრე სინამდვილეში, გადაგორებული საფრთხე
კი უფრო მაცდურ დოილს უკავშირდებოდა, ვიდრე ერთ ლუკმა ასთაკვს. რა თქმა უნდა, მამაჩემი ის კაცი იყო, ტვინის საჭყლეტი და
სანერვიულო ერთ დღესაც რომ არ მოჰკლებია და ზოგჯერ, როცა
შფოთვის ყოველდღიური ნორმა შევსებული ჰქონდა, დედაჩემის
სიტყვებს, უბრალოდ, ერთ ყურში შეუშვებდა და მეორედან გაუშვებდა ხოლმე. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ამ დროს მართლაც
არაფერი ესმოდა.
დედაჩემის მონოლოგებს კი ბოლო არ უჩანდა. თუ სხვა ბავშვებს
ყოველ წელს სკრუჯის ამბავს უყვებოდნენ, ან ძილის წინ მათი საყვარელი წიგნებიდან ზღაპრებს უკითხავდნენ, ჩემი ბავშვობა დედაჩემის ხიფათიანი თავგადასავლების სმენაში გავატარე. კაცმა რომ
თქვას, ეს არის ჩემი ბავშვობის ლიტერატურა, წიგნი დედაჩემის
100
ცხოვრებისა – ერთადერთი წიგნი, რომელიც ოჯახში გვქონდა, სკოლის სახელმძღვანელოებისა და იმ თითო-ოროლა წიგნის გარდა,
რომლებიც დედაჩემისა თუ მამაჩემისთვის საავადმყოფოში ეჩუქებინათ, როცა იქ ჯანმრთელობის აღსადგენად ხვდებოდნენ. ასე და
ამგვარად, ჩვენი საოჯახო ბიბლიოთეკა სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი მესამედი „დრაკონის თესლისგან“ შედგებოდა (დედაჩემის საშვილოსნოს ამოკვეთა. მორალი: ამქვეყნად ყველაფერი როდი იმსახურებს ირონიას, ზოგი რამ, უბრალოდ, სასაცილოა), დანარჩენი ორი
მესამედი კი – უილიამ ლ. შირერის „არგენტინული დღიურისა“ ( მორალი: იგივე) და „კაზანოვას მემუარებისგან“ ( მამაჩემის ბრმა ნაწლავის ოპერაცია). დანარჩენი წიგნები სულ სოფი პორტნოის შეთხზული იყო – პატარ-პატარა ტომები ცნობილი სერიიდან: „ხომ იცით
ჩემი ამბავი: ყველაფრის გემო უნდა გავსინჯო“. იდეა, რომელიც მის
შემოქმედებას, ასე ვთქვათ, წითელ ხაზად გასდევდა, ასეთი იყო:
გამბედავ და შეუპოვარ დედაჩემს, რომელიც მუდამ ახალ-ახალ, სულისშემძვრელ თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს ეძებდა, პირველგამკვალავის სულისკვეთებისთვის ყოველ ჯერზე ცხვირში მაგრად ხვდებოდა. როგორც ჩანს, თავს ორლესულის პირზე მოსიარულე ქალად თვლიდა – მარი კიურის, ანა კარენინასა და ამელია ერჰარტის ბრწყინვალე ნაზავად. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რომანტიკული სახება აღიბეჭდა იმ ბიჭუნას თავში, რომელიც ოდესღაც მე
ვიყავი. როდესაც ძილის წინ პიჟამის ღილებს შემიკრავდა და საბანს
დამახურავდა, იმის მოყოლას იწყებდა, როგორ ისწავლა მანქანის
მართვა მაშინ, როცა ჩემს დაზე იყო ორსულად და მართვის უფლების მოპოვების პირველსავე დღეს – პირველსავე საათს,ალექს! –
როგორ შეასკდა მის მანქანას „ვიღაც მანიაკი“, რის შემდეგაც დედაჩემს საჭესთან დაჯდომა აზრად აღარ მოსვლია. ან იმ ამბავს მიყვებოდა, როგორ ეძებდა ათი წლის გოგო ოქროს თევზს ტბაში სარატოგა სპრინგსში, ნიუ-იორკის შტატში, სადაც ხნიერი, ავადმყოფი
101
დეიდის მოსანახულებლად წაიყვანეს და როგორ ჩავარდა უცებ ბინძურ წყალში. მას მერე წყალში ერთხელაც არ შემიდგამს ფეხი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ კოჭამდე მწვდებოდა და გვერდით მაშველები მეგულებოდნენო. ადრე თუ გვიან ასთაკვის ამბის რიგიც დგებოდა. მართალია, მთვრალი ვიყავი, მაგრამ ქათმის ხორცში კი არ ამრევია, „იმ დოილისთვის ხომ უნდა მომეკეტინებინაო“. სულ ძალისძალად დაუღეჭავს ერთი ლუკმა და გადაუყლაპავს, რასაც, როგორც
გახსოვთ, კინაღამ ტრაგედია მოჰყოლია. ამის შემდეგ პირს ისეთს
არაფერს აკარებდა, რაც ასთაკვს ოდნავ მაინც წააგავდა. პირი არც
შენ დააკარო, თუ არ გინდა, რომ საკუთარ თავს ავნოო, მეუბნებოდა.
– რამდენი არაჩვეულებრივი რამეა ამქვეყნად, ალექს, რაც
ღმერთს საჭმელად მოუგონია, ასთაკვისნაირი საძაგლობა რომ არ
ჭამო. ხომ შეიძლება, თითები მთელი ცხოვრება დაკრუნჩხული დაგრჩეს!
აუჰ! რამდენი სათქმელი და საწუწუნო დამგროვებია! რამდენი
ბოღმა და სიძულვილია ჩემში, რას წარმოიდგენდა კაცი! ეს მკურნალობის პროცესს ახასიათებს, ექიმო, თუ ის არის, რასაც „მასალას“
ვეძახით? წუწუნის გარდა ჯერ არაფერი გამიკეთებია, გუდას პირი
მოვხსენი და ჩემს ზიზღს ბოლო არ უჩანს, ჰოდა, ახლა საკუთარ თავს
ვეკითხები: ნუთუ არ კმარა-მეთქი. მგონი, უკვე რაღაც რიტუალად
მექცა ეს მოთქმა და ჩივილი. ამ ჩივილების გამოა, ფსიქოანალიტიკოსის პაციენტებს ხალხი ალმაცერად რომ უყურებს. ნუთუ მართლაც მძულს ჩემი ბავშვობა? ნუთუ მართლაც გული მომდის ამ ჩემს
საცოდავ მშობლებზე? აქვს ახლა აზრი წარსულში ყურებას და იმის
გარჩევას, ვინ ვარ და ვინ შეიძლებოდა ვყოფილიყავი? სიმართლეა
ის, რაც თქვენთან დავფქვი, თუ უბრალოდ, ვატრაკებ? იქნებ ჩემნაირები სიმართლეს მხოლოდ მაშინ ამბობენ, როცა ატრაკებენ? ჰოდა, სანამ წუწუნს გავაგრძელებ, სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას,
რომ არ აღვნიშნო: იმ დროს ჩემი ბავშვობა სულაც არ ჩანდა ისეთი
102
საშინელი, როგორადაც ახლა აღვწერ. როგორც არ უნდა ვიბნეოდე
ჩემი ცხოვრების გახსენებისას, ექიმო, როგორი მღელვარებითაც არ
უნდა ვლაპარაკობდე, სხვა მშობლები ან სხვა სახლში ცხოვრება
არასდროს მინატრია, თუმცა ალბათ გაუცნობიერებლად მქონდა კიდეც ეს სურვილი. ბოლოს და ბოლოს, სად ვიპოვიდი ჩემი მსახიობური ოსტატობის საჩვენებლად იმაზე უკეთეს აუდიტორიას, ვიდრე ეს
ორი ადამიანი იყო? რამდენჯერ დამიმსახურებია მათი მქუხარე ტაში სადილობის დროს! ერთხელ დედაჩემმა სიცილით მართლა ჩაიფსა და სააბაზანოში გაიქცა, მაგრამ იქიდანაც ისევ მისი ისტერიული
ხარხარი ისმოდა – მაშინ „ჯეკ ბენის შოუს“ მისტერ კიტცელს ვასახიერებდი. ჰო, კიდევ რა? კვირაობით მამაჩემთან ერთად სეირნობა
მახსენდება უიქვეიკ პარკში. ეს არ დამვიწყებია.საკმარისია, ქალაქგარეთ აღმოვჩნდე და მიწაზე დაყრილი რკო დავინახო, მაშინვე მამაჩემი და მასთან ერთად სეირნობა მაგონდება. არადა, მას მერე ოცდაათი წელი გავიდა.
დედაჩემთან პირისპირ საუბრებზე უკვე მოვყევი? ვინ მოთვლის,
რამდენი გვისაუბრია იმ წლების განმავლობაში, სანამ სასკოლო ასაკს მივაღწევდი! იმ ხუთი წლის განმავლობაში, როცა მთელ დღეებს
ერთმანეთთან ვატარებდით, ყველა თემაზე მოვასწარით ლაპარაკი,
რაც კი ადამიანთა მოდგმას აინტერესებს. „სანამ ალექსს ველაპარაკები, – ეუბნებოდა ხოლმე დედაჩემი საღამოობით სამსახურიდან
დაბრუნებულ, დაქანცულ მამაჩემს, – შემიძლია მთელი დღე ვაუთოო. დრო ისე გარბის, ვერც კი ვამჩნევ“. არ დაგავიწყდეთ, ამ
დროს ოთხად ოთხი წლის ვიყავი.
კი, ბატონო, ჩხუბი, აყალ-მაყალი, მოთქმა და ტირილი ხშირად
იყო ჩვენს ოჯახში, მაგრამ ამას თავისებური გამოცოცხლება შემოჰქონდა. ჩვენთან არაფერი არაფერი კი არ იყო, არამედ ყოველთვის
რაღაც იყო. ჰოდა, ერთი ჩვეულებრივი ამბავი, ერთი პატარა წაკინკლავება ცამოწმენდილზე საშინელ კრიზისად გადაიქცეოდა ხოლმე
– მეგონა, რომ ცხოვრება ასე იყო მოწყობილი. ერთი მწერალია,
103
გვარს ვერ ვიხსენებ... მგონი, მარკფელდი. რომელიღაც მოთხრობაში უწერია, თოთხმეტ წლამდე „გაუარესება“ ებრაული სიტყვა მეგონაო. ამ მწერალივით მეც ვფიქრობდი, რომ „აურზაური“ და „ალიაქოთი“ – დედაჩემის ორი საყვარელი სიტყვა ებრაული იყო. ჰო, კიდევ „შპატელი“. პირველკლასელი ნებიერა ვიყავი და ხელის აწევას
ვერავინ მასწრებდა, როცა ერთ დღეს მასწავლებელმა ნახატი მაჩვენა, ზედ კი სწორედ ის იყო გამოსახული, რასაც დედაჩემი „შპატელს“ ეძახდა. მასწავლებელმა მკითხა, აბა, რა საგანიაო. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს სიტყვა ებრაული არ იყო! ენა დამება და სკამზე აწითლებული დავეშვი. მასწავლებელიც არანაკლებ გაოგნებული ჩანდა... წარმოგიდგენიათ, რა ადრეული ასაკიდან იკვეთება ჩემი
ხვედრი, როგორ პატარამ გავიგე, რას ნიშნავს ტანჯვა-წამება? ამ
შემთხვევაში რა იყო ჩემი ტანჯვის მიზეზი? ერთი ჩვეულებრივი,
ჩემთვის კი მონუმენტურისაოჯახო ნივთი.
ხედავ, დედიკო, რა ამბები დაატრიალა შპატელმა?
წარმოიდგინე, რას ვფიქრობდი მაშინ შენზე!
მხიარული პატარ-პატარა სურათების რიგივით მახსენდება ამბავი, რომელიც იმ დროს მოხდა, როცა ჯერსი სიტიში ვცხოვრობდით.
მაშინ დედიკოს პატარა ბიჭუნა ვიყავი – მისი სხეულის სუნს მთლიანად მიჯაჭვული, მისი კუგელების, გრიბენებისადა რუგელეხებისმონა – როცა ჩვენს მრავალბინიან სახლში თვითმკვლელობა მოხდა.
თხუთმეტი წლის ბიჭმა, რონალდ ნიმკინმა, რომელსაც მეზობელმა
ქალებმა ხოსე იტურბიმეორე შეარქვეს, სააბაზანოში, საშხაპე ძელზე თავი ჩამოიხრჩო. „იმ ოქროს ხელებით! “ – მოთქვამდნენ ჩვენი ქალები (იმას გულისხმობდნენ, რომ ფორტეპიანოზე უკრავდა). „ასეთი
ნიჭიერი ბიჭი! – ამატებდნენ მერე. – მეორე ბიჭს ვერ იპოვით, ვინც
დედიკოზე ასე ძალიან იყო შეყვარებული! “
გეფიცებით, არც ვბოდავ და არც რამე მეშლება, ქალები ზუსტად
ამ სიტყვებით მოთქვამდნენ. ადამიანთა ვნებისა და ტანჯვის უბნე-
104
ლეს მექანიზმებზე ისე უბრალოდ მსჯელობდნენ, თითქოს „ოქსიდოლის“ ან დაკონსერვებული სიმინდის ფასებს განიხილავდნენ. შეგახსენებთ, შარშან, ზაფხულში ევროპიდან დაბრუნებულს დედაჩემი
ტელეფონში ასე შემომეგება: „შენ ხარ, ჩემო სიყვარულო? “ ქალი თავის სიყვარულს მეძახის, არადა, გვერდით ქმარი უდგას და ჩვენი საუბრის ყოველი სიტყვა ესმის! იმაზე არასდროს დაფიქრებულა, თუ
მე მისი სიყვარული ვარ, მაშინ მისი ქმარი სრული იდიოტი რომ გამოდის? შმეგეგი, რომელთანაც ცხოვრება უწევს. როცა საქმე ამ
ხალხს ეხება, ექიმო, ჩაღრმავება საჭირო არ არის – მთელი არაცნობიერი სახელოებზე აწერიათ!
„რატომ? რატომ? რატომ გაგვიკეთა ეს ჩვენმა ბიჭმა? “ – ამ სიტყვებით მოთქვამდა მისის ნიმკინი ჩვენს სამზარეულოში. გესმით?
იმას კი არ ამბობდა, ჩვენ რა გავუკეთეთო. არა, ამას როგორ იტყვიან. ეს როგორ გაგვიკეთაო! ჩვენო! ჩვენ ხომ წელებზე ფეხს ვიდგამდით, რომ ბედნიერი ყოფილიყო და ცნობილი პიანისტი გამოსულიყოო! მართლა მაინტერესებს: ვითომ ასეთი ბრმები არიან? შესაძლებელია, რომ ასეთი ბრიყვები იყვნენ? თქვენ გჯერათ ამის? ნუთუ
შეიძლება ადამიანს თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ორი თვალი და
ორი ყური ჰქონდეს – დიახ, მისის ნიმკინ, ეს ბუნებრივი მოწყობილობა ისევე მწყობრად და კარგად მუშაობს, როგორც ფერადი ტელევიზორი! – და მაინც, ცხოვრება ისე გალიოს, რომ ვერასდროს
მიხვდეს, რას გრძნობენ, რისკენ ისწრაფვიან სხვები? მისის ნიმკინ,
ექვსი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ კარგად მახსოვხარ, რა ნაგავიც
ბრძანდებოდი. რამ მოკლა შენი შვილი, მომავალი პიანისტი რონალდი და შენმა იდიოტურმა ეგოიზმმა და სიყეყეჩემ! „ჩვენ მაგისთვის
მასწავლებლები არ დაგვინანიაო. . . “ – ასე ტიროდა მისის ნიმკინი. ხედავ რა დაემართათ? არ დაუნანიათ და რა გამოდის, ტყუილად იწვალეს? იქნებ სხვა რამეს გულისხმობდა? არა, სწორედ ამას გულისხმობდა ამ თავის მოთქმა-ტირილში. უბრალო, მგლოვიარე ადამიანებისგან სხვას რას უნდა მოელოდე? უბედურებისგან ტვინი ჰქონდა
105
არეული და აღარ იცოდა, რას ამბობდა. ვერ ხვდებოდა, რა საშინელი აზრი იდო მის სიტყვებში: რომ ის, ვისაც ამდენი მასწავლებელი
თავს დაახვიეს, ახლა ოთახში მკვდარი უწევთ. ვინ გამოდიან ამის
მერე ებრაელი დედები – ის ქალები, რომლებიც ჩვენ გვზრდიდნენ?
კალაბრიაში ამათი ტოლა ტანჯული ქალები ეკლესიებში ქვებივით
სხედან და გულისამრევ კათოლიკურ სისულელეებს დაუღეჭავად
ყლაპავენ; კალკუტაში ქუჩებში მათხოვრობენ, ან,თუ უფრო ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადნენ, მტვრიან მინდვრებში თავწახრილები
მუშაობენ... მხოლოდ ამერიკაა ის ქვეყანა, სადაც სამოცს გადაცილებული ქალები, ჩვენი დედები, თმას ვერცხლისფრად იღებავენ,
ბრიჯებსა თუ წაულის ქურქებში გამოწყობილები ფლორიდაში, კოლინზ ავენიუზე საყიდლებზე დარბიან და მზისქვეშეთში არაფრის
შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა არ ერიდებათ. ამათი ბრალი
ხომ არაა, რომ ბუნებამ მეტყველების უნარი მოამადლათ! მისმინეთ,
ექიმო, ძროხებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ, ამათზე იდიოტურ აზრებს
კი არ გამოთქვამდნენ! ჰო, შეიძლება სწორედ ეს არის გამოსავალი:
მათზე ისე უნდა იფიქრო, როგორც ძროხებზე, მერე რა, რომ სასწაულის წყალობით მეტყველება და მაჯონგის თამაში შეუძლიათ! გულმოწყალება გამოვიჩინოთ, არა, ექიმო?
ჰო, ჩემი საყვარელი დეტალი რონალდ ნიმკინის თვითმკვლელობის ამბავში: წარმოიდგინეთ, ნორჩი პიანისტი საშხაპე ძელზე კიდია,
მოკლემკლავიანი პერანგის სახელოზე კი ქინძისთავით წერილი დაუმაგრებია. მაგრამ, აი, ამას ვერ ვივიწყებ, სულ მახსენდება, როცა
მეხსიერებაში რონალდის ამბავი ამომიტივტივდება ხოლმე: ეს ჭოკივით გრძელი, გამხდარი, გაშეშებული მოზარდი თოკზე კონწიალებს, ორი ზომით დიდი პერანგის სახელოები კი ვიღაცას ისეთი გაწიწმატებით გაუხამებია და გაუუთოებია, რომ ტყვიაგაუმტარი გეგონება... თვითონ რონალდსაც კიდურები ისე აქვს დაჭიმული, ხელი რომ
მიჰკრა, ლამისაა, სიმებივით ხმა გამოიღოს... და თითები? ეს გრძე-
106
ლი, თეთრი, უცნაური თითები: თითოზე შვიდ ფალანგს მაინც შენიშნავდი, სანამ საყვარლად დაკვნეტილ ფრჩხილებს მიადგებოდი... ბელა ლუგოშის მტევნები. დედაჩემი სულ მეუბნებოდა და მეუბნებოდა
– იმიტომ, რომ რაიმეს ერთხელ თქმა ჩვევად არ ჰქონდა – ესენი „პიანისტად დაბადებული ბავშვის ხელებიაო“.
პიანისტი! ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტყვაა,
თითქმის ისეთივე, როგორიც „ექიმი“, ექიმო. „კერძო პრაქტიკა“, ან
მთლად უკეთესი: „საკუთარი ოფისი“! „საკუთარი ოფისი გახსნა ლივინგსტონში! “ „სეიმურ შმუკი გახსოვს, ალექს? “ – მეკითხება დედაჩემი. ან აარონ პუცს ახსენებს, ან ჰოვარდ შლონგს, ან ვინმე ეგეთ
გამოშტერებულს, ვისთან ერთადაც ოცდახუთი წლის წინ ერთ კლასში ვსწავლობდი და ვისაც ვერაფრით ვიხსენებ. „დღეს დედამისი შემხვდა ქუჩაში და იცი, რა მითხრა? სეიმური მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგიაო. ლივინგსტონში ექვსი ორსართულიანი, ადგილობრივი ქვით ნაშენი სახლი
უყიდია, თერთმეტი სინაგოგის საბჭოს წევრი ყოფილა... ის სახლები
სულ მარკ კუგელის პროექტებით ყოფილა აშენებული! შარშან ზაფხულში ცოლი და ორი მშვენიერი გოგონა, რომლებიც ისეთი ლამაზები ყოფილან, რომ უკვე „მეტროსთან“ ჰქონიათ კონტრაქტები გაფორმებული და ისეთი ჭკვიანები, რომ, წესით, კოლეჯში უნდა სწავლობდნენ... მოკლედ, ცოლ-შვილი ევროპაში წაუყვანია, შვიდი ათასი ქვეყანა უჩვენებია, ზოგი ისეთი, შენ გაგონილიც არ გექნება, ჰოდა, ოთხმოცი მილიონი დოლარი დაუხარჯავთ! თურმე ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ, ალექს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ყველა ქალაქში, სადაც კი ფეხი დაუდგამს, მერს პირადად უთხოვია,
რომ ცოტა ხანს მათთან დარჩენილიყო და სპეციალურად მისთვის
სასწრაფოდ აშენებულ საავადმყოფოში ტვინის წარმოუდგენლად
რთული ოპერაცია გაეკეთებინა. ახლა მთავარი: სანამ ოპერაციას
ატარებდა, საოპერაციოში თურმე „გამოსვლათას“საუნდტრეკს ურთავდნენ, რომ ყველას გაეგო, რომელ რელიგიას აღიარებს სეიმურ
107
შმუკი! აი, ასეთი დიდი კაცის კლასელი ხარ, შვილო! წარმოიდგინე,
რა ბედნიერები არიან მისი მშობლები! “
ქვეტექსტი ასეთია: შენ როდის აპირებ დაცოლშვილებას, ვაჟბატონო? როგორც ჩანს, ნიუარკსა და მის შემოგარენში ყველას ერთი
კითხვა აკერია პირზე: როდის მოეგება გონს ეგოისტი ალექსანდერ
პორტნოი და მშობლებს, ამ ოქრო ხალხს, კალთაში შვილიშვილს როდის ჩაუგორებს?
– აბა, მითხარი, შვილო, ერთი კარგი, სერიოზული გოგო არ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში? – ყოველ ჯერზე მეკითხება მამაჩემი, როცა მათთან მივდივარ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებს. – ბოდიშს გიხდი, რომ შენს საქმეებში ვერევი, მამაშენი ვარ,
შენ კი – თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ – გვარის გამგრძელებელი ხარ,
იქნებ ჩამახედო შენს ცხოვრებაში და გამანდო, რას აპირებ.
სირცხვილი, სირცხვილი შენ, ალექს პორტნოი, კლასელებს შორის ერთადერთი ხარ, ვინც დედიკოს და მამიკოს კალთაში შვილიშვილი არ ჩაუგორა! ყველამ, ყველამ კაი ებრაელი გოგოები მოიყვანა
და ახლა შვილებს აჩენენ, სახლებს ყიდულობენ და (ეს უკვე მამაჩემის ფრაზაა) „ფესვებს იდგამენ“, ვაჟები გვარს აგრძელებენ. ამასობაში ალექს პორტნოი რას აკეთებს? მუტლებზე ნადირობს! თან შიკსეების მუტლებზე! ჰო, პირდაპირ დაგეშილი დასდევს, ყნოსავს,
ლოკავს, სირსაც უდებს, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ სულ ამაზე ფიქრობს. დღე და ღამე. ქუჩაში, სახლში. ოცდაცამეტი წლისაა
და ქუჩაში ხეტიალისას ისევ თვალებს აცეცებს. საკვირველია, რომ
ტაქსი არასდროს დასჯახებია, ისე დაძრწის მანჰეტენის მთავარ ქუჩებში ლანჩის დროს. ოცდაცამეტი წლისაა და მეტროში მის წინ ქალი ფეხზე ფეხს გადაიდებს თუ არა, ეს თვალებით ჭამს და მასთან
დაწოლაზე ოცნებობს. დღემდე გულში იკურთხება იმის გამო, რომ
ერთ დიდძუძუებიან ქალს, რომელთან ერთადაც ოცდახუთი სართული ლიფტით აიარა, გამოლაპარაკება ვერ გაუბედა. გულში იმის გამოც იკურთხება, რომ ხანდახან სულ სხვანაირად იქცევა. ქუჩაში
108
უაღრესად რესპექტაბელურ გოგოებთან მიდის და იმის მიუხედავად, რომ კვირა დილის გადაცემებში მონაწილეობის მერე მისი სახე
ქალაქის გათვითცნობიერებული ნაწილისთვის უცნობი აღარ არის;
იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ახლანდელი საყვარლის სახლის
გზას ადგას, მაინც ბუტბუტებს: „წამოხვალ ჩემთან? “ რა თქმა უნდა,
გოგო უარს ეტყვის. რა თქმა უნდა, დაუყვირებს, თავიდან მომწყდიო. ან მკვახედ მიახლის, დიდი მადლობა, მაგრამ სახლიც მაქვს,
კარიც და ქმარიც მელოდებაო. ხედავთ, რას უშვება თავს ეს
იდიოტი? ქარაქუცა! სექსუალური მანიაკი! არა, უბრალოდ არ შეუძლია – ან არ უნდა – თავისი ცუნდრუკა სირის, გაცხელებული ტვინის გაკონტროლება. გამუდმებით წვავს იმის სურვილი, რომ რაღაც
ახალი გამოსცადოს – ის, რაზეც არასდროს უფიქრია და თუ ამის
წარმოდგენა შეგიძლიათ, არასდროს წარმოუდგენია. როცა საქმე საშოზე მიდგება, ამას ისეთი რამე ემართება, რაც თხუთმეტი წლის
ასაკში ემართებოდა, როცა საკლასო ოთახში სკამიდან ვერ დგებოდა და გამაგრებულ ასოს რვეულით იფარავდა. ნებისმიერ გოგოს,
რომელიც ქუჩაში ხვდება – აბა, შოკისთვის მოემზადეთ! – ფეხებს
შორის ნამდვილი საშო აქვს. გასაოცარია! წარმოუდგენელია! თავს
ჯერ კიდევ ვერ აღწევს იმ აზრს, რომ როცა ქალს უყურებს, ვიღაც
ისეთს ხედავს, ვისაც ყველა შემთხვევაში საშო აქვს! ყველას საშო
აქვს! კაბების ქვეშ! საშოები – იმისთვის, რომშიგ შეუდო! იცით რა,
ექიმო, თქვენო ღირსებავ, თუ ვინც ხართ – როგორც ჩანს, ამ ვირისთავისთვის მნიშვნელობა არ აქვს: დღეში რამდენჯერაც არ უნდა
მისცენ, მაინც ახალ, ხვალინდელ საშოზე ოცნებობს – მაშინაც კი,
როცა სირი დღევანდელში უდევს!
იქნებ ვაჭარბებ? იქნებ ამ ყველაფერს სატრაბახოდ ვყვები? როგორ გგონიათ, ნამდვილად მადარდებს ეს ჩემი მოუსვენრობა და
მუდმივი ატეხილობა თუ ღირსებად მიმაჩნია? იქნებ ერთიც სწორეა
და მეორეც? სავსებით შესაძლებელია. ან იქნებ მხოლოდ თავის დაძვრენის მცდელობაა? მისმინეთ, ექიმო, ერთი რამით მაინც შემიძლია
109
დავიკვეხნო: ოცდაათ წელს გადავცდი და ქორწინებით ხელფეხშეკრული არა ვარ, ყოველღამე ისეთ ქალთან არ მიწევს დაწოლა, რომლის მიმართაც ინტერესი დავკარგე და სექსი მოვალეობის გამო
მაქვს და არა ჟინით. იცით, რამდენ ადამიანს ექცა საწოლი კოშმარული დეპრესიების მიზეზად? მეორე მხრივ, უნდა ვაღიარო, რომ
ალბათ ჩემს მდგომარეობაშიც არის რაღაც ისეთი, რაც ცოტა დამთრგუნველად უნდა მოქმედებდეს ადამიანზე. რა თქმა უნდა, ამ
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - პორტნოის სინდრომი - 07
  • Части
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Общее количество слов 3716
    Общее количество уникальных слов составляет 2217
    27.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Общее количество слов 3799
    Общее количество уникальных слов составляет 2131
    30.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.2 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.2 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Общее количество слов 3812
    Общее количество уникальных слов составляет 2198
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Общее количество слов 3803
    Общее количество уникальных слов составляет 2076
    32.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    51.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Общее количество слов 3875
    Общее количество уникальных слов составляет 2105
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Общее количество слов 3861
    Общее количество уникальных слов составляет 2077
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Общее количество слов 3745
    Общее количество уникальных слов составляет 2090
    30.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.8 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Общее количество слов 3844
    Общее количество уникальных слов составляет 2190
    26.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.8 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Общее количество слов 3779
    Общее количество уникальных слов составляет 2242
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.5 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Общее количество слов 3710
    Общее количество уникальных слов составляет 2228
    27.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Общее количество слов 3768
    Общее количество уникальных слов составляет 2095
    28.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Общее количество слов 3758
    Общее количество уникальных слов составляет 2132
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Общее количество слов 3750
    Общее количество уникальных слов составляет 2178
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Общее количество слов 3628
    Общее количество уникальных слов составляет 2199
    25.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Общее количество слов 3658
    Общее количество уникальных слов составляет 2229
    26.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Общее количество слов 2820
    Общее количество уникальных слов составляет 1682
    30.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов