Latin

პორტნოის სინდრომი - 08

Общее количество слов 3844
Общее количество уникальных слов составляет 2190
26.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
44.8 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
ღმერთო, ყურებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ მართლა ამას მიყვირის
დაძრული ტაქსის ფანჯრიდან? ნუთუ იმდენად დიდია მისი შიში, სიხარბე, ჩემდამი რწმენა და ჩემ გვერდით ყოფნის მოთხოვნილება,
რომ ამ სიტყვებს ნიუ-იორკის შუა ქუჩაში, ტაქსის ფანჯრიდან მიყვირის? „ამასობაში რომ მოვკვდე? “
ზუსტად ეს სიტყვები მომესმა, ექიმო. უკანასკნელი სიტყვები
იყო, რომლებიც ევროპაში გაფრენამდე გავიგონე. თან ვისთან ერთად მივფრინავდი? მანქისთან ერთად, რომლის არსებობასაც მშობლებს ცოცხალი თავით ვერ გავუმხელდი. როგორია, ჯერ „ამასობაში
რომ მოვკვდე? “ და მერე უცხო მხარეში მოწყობილი ორგიები.
...რა აზრი აქვს, მართლაც თქვა ეს სიტყვები თუ მომესმა. მე მაინტერესებს: იმიტომ მომესმა, რომ თანავუგრძნობ, რადგან ადრე
თუ გვიან ის საშინელი დღე დადგება – მისი სიკვდილის დღე, თუ
იმიტომ, რომ მოუთმენლად ველოდები ამ დღეს? თქვენ კი უნდა
იცოდეთ. თქვენი საქმეც ეგ არის.
ვამბობდი, რონალდ რიმკინის თვითმკვლელობის ამბიდან ყველაზე მეტად დედამისისთვის დატოვებული ის წერილი დამამახსოვრდა, ქინძისთავით რომ ჰქონდა დამაგრებული ფართო ზედატანზე,
გახამებულ-გაუთოებულ პერანგზე-მეთქი. იცით, რა ეწერა წერილში? აბა, გამოიცანით. იმ უკანასკნელ წერილში, რომელიც რონალდმა დედიკოს დაუტოვა. გამოცანით!
მისის ბლუმენტალმა დარეკა. ამ საღამოს მაჯონგის სათამაშოდ რომ წახვალ, წესების კრებულიც თან წაიღე.
რონალდი
როგორ მოგწონთ? რას იტყვით, როგორია უკანასკნელი გზავნილის კვალობაზე? რას იტყვით ამ კარგ ბიჭზე, მზრუნველ ბიჭზე, კეთილ, თავაზიან, კარგად აღზრდილ ბიჭზე, შესანიშნავ ებრაელ ბიჭ-
128
ზე, ცხოვრებაში არავისთვის რომ არ მიუცია მიზეზი, მის გამო სირცხვილით დამწვარიყო? მადლობა გადაუხადე, საყვარელო! უთხარი, არაფრის-თქო, საყვარელო! ბოდიში მოუხადე, ალექს! ბოდიში
მოიხადე! ბოდიში მომიხადე-მეთქი! ჰო, მაგრამ რისთვის? ახლა რაღა დავაშავე? საწოლის ქვეშ ვიმალები, ზურგით კედელს ვეკრობი,
ბოდიშის მოხდაზე უარს ვაცხადებ, არც ის მიჯდება ჭკუაში, რომსაწოლის ქვეშიდან გამოვძვრე და ჩემი საქციელისთვის პასუხი ვაგო.
დიახ, უარს ვაცხადებ! ამიტომ დედაჩემი გრძელტარიანი ცოცხით
ბრუნდება და ცდილობს, ჩემი უზნეო სხეული სამალავიდან გამოაგოროს. გრეგორ ზამზას აჩრდილი დადის ამ ოთახში. გამარჯობა,
ალექს, ნახვამდის, ფრანც! „გირჩევნია, ბოდიში მომიხადო, თორემ
ნახავ! აი, ნახავ, რაც მოგივა! “ ამ დროს ხუთი წლის ვარ, შეიძლება
ექვსის, მაგრამ დედაჩემი მაინც ასეთი სიტყვებით მელაპარაკება:
„ნახავ“, „მოგივა“. . . თითქოს გარეთ უკვე მსროლელები მელოდებოდნენ, ქუჩაში ძველ გაზეთებს აფენდნენ და ჩემს დასახვრეტად ემზადებოდნენ.
მამაჩემი შინ ბრუნდება. საამური დღის ბოლოს, რომელიც შავკანიანებისთვის სიცოცხლის დაზღვევის შესაღებაში გაატარა (ამ შავკანიანებმა ისიც კი არ იციან, ცოცხლებში წერიან, თუ მკვდრებში),
მას ისტერიული ცოლი და ზამზასავით გარდასახული შვილი ელოდებიან. და იცით, რა ჩავიდინე მე, კეთილშობილების განსახიერებამ? დაუჯერებელია, სრულიად წარმოუდგენელი: ან დედაჩემს
წვივში წიხლი ჩავაზილე, ან სადღაც ვუკბინე. არ მინდა, ტრაბახში
ჩამომართვათ, მაგრამ, მგონი, ერთიც გავაკეთე და მეორეც.
„რატომ? – მეკითხება საწოლთან ჩამუხლული დედაჩემი და ანთებულ ფანარს მანათებს თვალებში, – რატომ გამიკეთე ეს? “ ყველაფერი მარტივადაა: რატომ მოიკლა თავი რონალდ რიმკინმა? რატომ მიატოვა თავისი პიანინო? იმიტომ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია!
იმიტომ, რომ თქვენი, დედამოტყნული ებრაელი დედების ატანა
აღარ გვაქვს! კარგად მახსოვს, რას წერს ფროიდი ლეონარდოზე,
129
ექიმო. გაკადნიერებისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზუსტად ჩემი
ფანტაზიებია. დიდი, აფრთხიალებული ფრინველი უზარმაზარ
ფრთებს სახეში, ტუჩებში მიტყლაშუნებს, მახრჩობს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. რა გვინდა მე, რონალდს და ლეონარდოს?
ის, რომ თავი დაგვანებონ! ნახევარი საათით მაინც! გეყოთ ეს შეგონებები, რომ აუცილებლად კარგი ბიჭები უნდა ვიყოთ! რომ აუცილებლად კარგად უნდა მოვიქცეთ! თავი დაგვანებეთ, რომ ჩვენი
პატარა ჭუჭულიკები მშვიდ ატმოსფეროში ვანძრიოთ და ჩვენი პატარა ეგოისტური ფიქრებით გავერთოთ. შეწყვიტეთ ჩვენი სირების,
ხელებისა და პირების პატივისცემა! ჭირსაც წაუღია ვიტამინები და
თევზის ქონი! უბრალოდ, მოგვეცით ყოველდღე ჩვენივე ხორცი არსობისა! და მოგვიტევეთ ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი, რომლებსაც – საერთოდ, ამით უნდა დაგვეწყო – შეცოდებებად სულაც არ ვთვლით!
– აჰა, ესე იგი, ისეთი ბიჭუნა გინდა იყო, რომელიც დედამისს წვივებში წიხლებს ურტყამს, არა? – მეუბნება მამაჩემი... ერთი, ამ კაცის ხელებს შეხედეთ. აქამდე არ დავკვირვებივარ, ეს რამხელა
მკლავები ჰქონია! შეიძლება მის მანქანას თეთრკანტიანი ბორბლები არ ამშვენებდეს, შეიძლება თვითონ უნივერსიტეტში მიღებული
განათლებით თავს ვერ იწონებდეს, მაგრამ ხელები მართლაც ვეება
აბია. და, ვაიმე, რა გაცოფებულია. ოღონდ რატომ? ისე, რომ იცოდე,
ნაწილობრივ შენ გამოც ვგლიჯე ფეხი დედაჩემს წვივში, შე
იდიოტო!
– არ იცი, რომ ადამიანის ნაკბენი ძაღლის ნაკბენზე უარესია? ახლავე გამოძვერი საწოლის ქვეშიდან! გესმის, რას გეუბნები? ძაღლიც არ იკადრებდა იმას, რაც დედაშენს გაუკეთე! – ისე ხმამაღლა,
ისე დამაჯერებლად ყვირის, რომ ჩემი მუდამ მშვიდი და თავს სამზარეულოს აფარებს, შეშინებული სლუკუნებს და მაცივარსა და კედელს შორის იყუჟება – მის პოზას ახლა „ემბრიონის პოზას“ უწოდებენ. შეიძლება, მე მახსოვს ასე. აბა, როგორ დავინახავდი, რა ხდე-
130
ბოდა სამზარეულოში, როცა ამ დროს ისევ საწოლის ქვეშ ვიმალებოდი?
– არც ეს ნაკბენი მომკლავს და არც ეს ჩალურჯებული წვივი, –
ამბობს დედაჩემი და გრძელტარიანი ცოცხით ისევ გამალებით ცდილობს გამოქვაბულიდან ჩემს გამოდევნას, – მაგრამ ამ ჩემს შვილს
რა ვუყო, რომელიც ბოდიშის მოხდას არ ფიქრობს? რომელიც დედიკოს არ ეტყვის, ბოდიში, ამის შემდეგ ასე აღარასდროს, აღარასდროს მოვიქცევიო? რა გვეშველება, როცა სახლში ასეთი ბიჭუნა
გვყავს, მამიკო!
ხუმრობს? თუ სერიოზულად ამბობს? მაშინ პოლიციელებს რატომ არ უხმობს და ბავშვების ციხეში რატომ არ მიკრავს თავს, თუ
მართლა ასეთი გამოუსწორებელი ვარ? „ალექსანდერ პორტნოი, ხუთი წლის, თქვენ ბრალად გედებათ დედიკოს წინაშე ბოდიშის მოუხდელობა. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი
ზომა – ჩამოხრჩობა შეგიფარდათ. . . “ ბოლოს ისე გამოდის, რომ ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ რძეს ყლურწავს და სათამაშო იხვები და
გემები თუ არ ჩაუყარე, აბაზანაში ისე არ ჯდება, ამერიკის ყველაზე
საშიში დამნაშავე ყოფილა! ფარსი, რომელიც ჩვენს ოჯახში თამაშდება, რაღაცით „მეფე ლირს“ ჰგავს, კორდელიას როლში კი მე ვარ!
ვისაც არ უნდა ელაპარაკებოდეს დედაჩემი ტელეფონით, სულ ამას
იმეორებს: ჩემი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ზედმეტად კეთილი
ვარო. რა თქმა უნდა, არავინ უსმენს. რა თქმა უნდა, ხაზის მეორე
ბოლოში დედაჩემს თავის ქნევით არავინ ეთანხმება და არავინ იწერს ბლოკნოტში თვითკმაყოფილებით გაჯერებულ ამ სულელურ გამონათქვამებს, რომლებითაც ხუთი წლის ბავშვიც არ მოტყუვდება.
„იცი, რა არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, როზა? საკუთარ თავზე
ამის თქმა მეუხერხულება, მაგრამ მეტისმეტად კეთილი ვარ“. ზუსტად ამ სიტყვებს ამბობდა ხოლმე, ექიმო! ამდენი წლის განმავლობაში ტვინში ისე ჩამებეჭდა ეს წინადადება, თითქოს უხილავ ფირზე
131
მქონდეს ჩაწერილი. და დღემდე მაგიჟებს! აი, ასეთრამეებს ეუბნებიან ერთმანეთს ყოველდღე უთვალავი როზა, სოფი, გოლდი და
პერლი. „ცარიელი გული ვარ, სხვისთვის არაფერი მენანება, – აგრძელებს დედაჩემი და თან ოხრავს, – მადლობის მაგიერ კი ყოველ
ჯერზე კბილებში მხვდება. ჩემი შეცდომა ის არის, რომ რამდენჯერაც არ უნდა გამაწნან სილა, სიკეთის კეთებას მაინც ვერ მოვიშლი! “
კარგი რა, სოფი! შენც ადექი და მოიშალე! აბა, სცადე! იქნებ
ყველამ ვცადოთ! ცუდი რამეების კეთება ხომ ნამდვილ ბრძოლას
ნიშნავს, დედაჩემო. გესმის, რას ნიშნავს, როცა ცუდი ხარ და ამით
სიამოვნებას იღებ? აი, ესაა, რაც ჩვენ, ბიჭებს კაცებად გვაქცევს!
ნახე, რა უქნა ჩემმა ეგრეთ წოდებულმა სინდისმა ჩემს სექსუალობას, სპონტანურობასა და გამბედაობას! რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ ნაკლს ვებრძვი ჩემში, როგორ ვცდილობ მათგან თავის დაღწევას, როცა ფაქტი ფაქტად რჩება: ამაოდ ვირჯები. თხემით ტერფამდე საგზაო რუკა ვარ, რომელზეც რეპრესირებულობის ნიშნებია დატანილი. ჩემი სხეულის სიგრძე-სიგანეზე რომ იმოგზაურო, სულ სირცხვილის, აკრძალვებისა და შიშის მაგისტრალებზე მოგიწევს სიარული. ძალიან კეთილი ვარ, დედა. ისეთი მაღალზნეობრივი ვარ,
რომ მალე გავსკდები – სულ შენ დაგემსგავსე! ჩემს პირში სიგარეტი
თუ გინახავს? ნამდვილი ბეტი დევისი ვარ! ჩვენს დროში ბიჭები და
გოგოები, ჯერ ბარ-მიცვას ასაკისთვისაც რომ არ მიუღწევიათ, პირში ისე იტენიან მარიხუანას, თითქოს პიტნის კანფეტი იყოს, მე კი
„ლაკი სტრაიკსაც“ არ გავკარებივარ. ჰო, ასეთი კარგი ვარ, დედა.
არ ვეწევი, ძალიან ცოტას ვსვამ, ნარკოტიკი არ გამისინჯავს, ვალებს არ ვიღებ და აზარტულ თამაშებს არ ვთამაშობ. ტყუილს თუ
ვამბობ, მთელ ტანზე ოფლი ისე მასხამს, თითქოს ეკვატორის კლიმატურ სარტყელში ვიმყოფებოდე. რა თქმა უნდა, ხშირად ვიგინები,
მაგრამ დამიჯერე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა მიღებული წესების დარღვევის საქმეში. ნახე, რა დღეში ჩავაგდე მანქი – მივატოვე, შეშინებული გავექეცი, არადა, ასეთ გოგოზე მთელი ცხოვრება
132
ვოცნებობდი. ნეტავ რატომ მიჭირს სულ მცირე რყევების ატანაც
კი? რატომ მინთებს გულში ჯოჯოხეთის ცეცხლს მიღებული წესებიდან პატარა გადახვევაც კი? ასე მაინც არ მძულდეს ეს წესები! ტაბუს ამბავში ვინმე ჩემზე უკეთ ერკვევა? ექიმო, ექიმო, რას იტყვით,
მოდით, ჩემი პირადობის მოწმობა და პირადი ცხოვრება შევარიგოთ! ხომ გაათავისუფლებთ ამ საყვარელი ებრაელი ბიჭის ლიბიდოს? თუ გნებავთ, მკურნალობა გამიძვირეთ – უკან არ დავიხევ,
გადავიხდი! საკმარისია! დავიღალე! ჩემი ფარული, ბნელი სურვილების გამო კანკალმა ბოლო მომიღო! დედი, დედი, ნეტავ ვიცოდე,
როგორ კაცად მზრდიდი. ნუთუ გინდოდა, რონალდ ნიმკინივით მოსიარულე ზომბი გავმხდარიყავი? ნეტავ როდის აგეკვიატა ეგ აზრი,
რომ საუკეთესო შვილი მორჩილი შვილია? პატარა ჯენტლმენი გინდოდა გყოლოდა? რა იმედებს ამყარებდი თურმე ჩემნაირ ხურუშა
ბიჭზე! „ალექს“, – მეუბნებოდი, როცა რესტორან „უიქვეიკიდან“ გამოვდიოდით (ცუდად არ გამიგო, მეც ბოლომდე ვიფერებდი, ქება ქებაა და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, უნდა მიიღო). „ალექს! – მეუბნებოდი ორფერ პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილს, – რა კოხტად
ჭრიდი ხორცის ნაჭერს! რა კოხტად ჭამდი მოხარშულ კარტოფილს
– ოდნავაც არ გეფშვნებოდა! ისე მომინდა, დამეკოცნე. არასდროს
მინახავს პატარა ჯენტლმენი, რომელსაც პატარა ხელსახოცი ასე
საყვარლად ჰქონოდა მუხლებზე დაფენილი! “ სირისტიანი, დედა, პატარა სირისტიანი – აი, ვის უყურებდი. აი, ვისზე იყო გათვლილი
მთელი საწვრთნელი პროგრამა! აბა რა! აბა რა! საოცარი ის კი არ
არის, რომ რონალდ ნიმკინივით შავ მიწაში არ ვწევარ, ის უფრო
მიკვირს, რომ იმ სიმპათიურ ჭაბუკებს არ დავემსგავსე, შაბათ საღამოობით „ბლუმინგდეილში“ ხელჩაკიდებულები რომ დასეირნობენ.
ფაირ აილენდის პლაჟები სავსეა ასეთი გარუჯული, ბიკინიანი ებრაელი ბიჭებით, ერთ დროს რესტორნებში პატარა ჯენტლმენებივით რომ კოხტად ჭამდნენ. დარწმუნებული ვარ, დედიკოებსაც ეხმარებოდნენ – მაჯონგის ფირფიტებს მაგიდაზე კოხტად უწყობდნენ
133
ხოლმე ორშაბათობით, როცა ქალები სათამაშოდ მოდიოდნენ. უფალო იესო! ისიც კი მიკვირს, მაჯონგის ფირფიტების ამდენჯერ დაწყობის მერე როგორ მივაღწიე საშოებისა და სხვა სიკეთეების სამყარომდე! თვალებს ვხუჭავ და სულ იოლად წარმოვიდგენ: ოუშენ ბიჩზე ერთ თვალებშეღებილ ტიპთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც
შელდონი ჰქვია. „შელი, შე საძაგელო, შენი მეგობრები არიან და ნივრიანი პურიც შენ თვითონ გამოაცხვე! “ აი, დედაჩემო, გაიზარდნენ
პატარა ჯენტლმენები და უკურნებელი ნარცისიზმით შეპყრობილები პლაჟზე გაფენილ მოცისფრო პირსახოცებზე წვანან. ოი! ერთი მე
მომმართავს: „ალექს! მაკედონელო! ხომ არ გახსოვს, ტარხუნა სად
დავდე? “ შეხედე, შენი პატარა ჯენტლმენი ვიღაც შელდონს ტუჩებში
კოცნის: გემრიელი სოუსის გაკეთებისთვის მადლობას უხდის!
– იცი, რა წავიკითხე „კოსმოპოლიტენში“? – ეუბნება დედაჩემი
მამაჩემს, – თურმე ქალებშიც არსებობენ ჰომოსექსუალები.
– მოიცა რა, – ბურდღუნებს მამა დათვი, – რა ნაგავს კითხულობ... რა სისულელეებს წერს ეს ხალხი!
– ჯეკ, ხომ არ გგონია, რომ რამეს ვიგონებ? „კოსმოში“ წავიკითხე! მოიცა, სტატიას გაჩვენებ!
– შემეშვი ერთი, მაგ სისულელეებს იმისთვის იგონებენ, რომ
ჟურნალი გაიყიდოს!
დედიკო! მამიკო! ეგ რა არის, უარესს გეტყვით! არსებობენ კაცები, რომლებიც ქათმებს ხმარობენ! ზოგიერთი გვამებსაც კი აუპატიურებს! ვერც კი წარმოიდგენთ, რისთვის იღებს ზოგი თხუთმეტ
და ოცწლიან სასჯელს. თურმევიღაც ნაბიჭვარს „სიკეთეზე“ თავისებური წარმოდგენა ჰქონია! ამიტომ, თუ წვივში წიხლი ჩაგაზილე,
დედიკო, თუ კბილები მაჯაში ძვლამდე ჩაგასე, უფალს მადლობა
შესწირე! ეგ ყველაფერი გულში რომ ჩამეხვია, მერწმუნე, ერთხელაც, შინ დაბრუნებულს მე, შენი მუწუკებიანი მოზარდი შვილი, საშხაპე ძელზე მამაჩემის ქამრით ჩამოკიდებული დაგხვდებოდი! ან უა-
134
რესი: შარშან ზაფხულს ერთკვირიან გლოვას კი არ გამოაცხადებდით შორეულ ევროპაში ჩემი გაქცევის გამო, ფაირ აილენდზე, ჩვენს
ვერანდაზე ერთად ვისადილებდით: თქვენ ორნი, მე და შელდონი.
გახსოვს, დედა, რა უქნა გოურმა ასთაკვმა შენს კუჭ-ნაწლავს? წარმოგიდგენია, რა დაგემართებოდა, შელის გაკეთებულ საუცე ბეარნაისე-ს გემოს რომ გაუსინჯავდი?
აჰა, ესეც ასე.
რომ იცოდეთ, როგორი პანტომიმის დადგმა მომიხდა იმ საღამოს:
წყალგაუმტარი ქურთუკი გავიხადე და მუხლებზე დავიდე, რომ შარვლის ჩახსნილი უბე და ამდგარი სირი არავის დაენახა. მძღოლს, რომელიც პოლონელი გამოდგა, ყოველ წუთს შეეძლო ჩვენს თავებს ზემოთ სინათლე აენთო და რამდენიმე წამში წყლისთვის გაეტანებინა
თხუთმეტი წლის გარჯა: რვეულები, შიგ ჩაწიკწიკებული დავალებებითა და კარგი ნიშნებით, დღეში ორჯერ კბილების ხეხვა და ყოველთვის გარეცხილი ხილის ჭამა... აუჰ, როგორ ცხელა სალონში! რა
ხუთვაა! მგონი, სჯობს, ეს ქურთუკი გავიხადო და კოხტად დაკეცილი მუხლებზე დავიდო... ჰმ, რას ვაკეთებ? მამაჩემი მარწმუნებს, პოლონელისთვის ის დღე რა დღეა, თუ თავისი ტლანქი ფეხებით ებრაელის ძვლებს არ გადაუარაო. ჰოდა, რატომ ვაძლევ ყველაზე დაუძინებელ მტერს ჩემი განადგურების შანსს? რა დღეში ჩავვარდები,
ამან რომ გამომიჭიროს?
სანამ გვირაბის შუამდე მივაღწევთ, ელვა შესაკრავს უხმაუროდ
ვიხსნი. აი, ისიც – ამოხტა ვაჟბატონი და ყელყელაობა დაიწყო. როგორც ყოველთვის, გაბრექილია და საკუთარ მოთხოვნებს მიყენებს.
იმ იდიოტ მაკროცეფალს ჰგავს, მუდმივად დაუკმაყოფილებელი,
ბრიყვული მოთხოვნებით მშობლებს ცხოვრების ხალისს რომ უკარგავს.
– მიდი, დამანძრიე, – მეუბნება ეს აპრიალებული მონსტრი.
– აქ? ახლა?
– რა თქმა უნდა, აქ და ახლა. შენ გგონია, ასეთი შანსი მეორეჯერ
135
მოგეცემა? ნახე, რა გოგოს სძინავს შენ გვერდით! ცხვირზე შეხედე.
– ცხვირზე რა სჭირს?
– საქმეც ეგ არის! ცხვირი თითქმის არ აქვს! თმა ნახე! როგორი
სწორი და სრიალაა... გახსოვს, სელი რა არის? სკოლაში რომ ისწავლე... სელივით თმა აქვს. უმაგრესი გოგოა, იდიოტო. შიკსე! და თანაც სძინავს, ან იქნებ თავს იმძინარებს. შეიძლება, ასეც იყოს. იქნებ
თავს იკატუნებს, სინამდვილეში კი ფიქრობს: „მიდი, დიდო ბიჭო,
ყველა ის ბინძური რამე მიქენი, რაც კი ოდესმე თავში მოგსვლია! . . “
– ასე გგონია?
– ჩემო კარგო, – მეჟღურტულება საკუთარი ასო, – ნება მომეცი,
ჩამოგითვალო ის ბინძური რამეები, რაც ამ გოგოს ესიამოვნება და
რასაც შენგან მოელის. მაგალითად, უნდა, რომ მისი პატარა, მკვრივი, შიკსური ძუძუები ხელებში მოიგდო.
– მართლა?
– კიდევ ის უნდა, რომ შიკსურ საშოში თითები შეუყო და მანამდე
არ გამოიღო, სანამ გული არ წაუვა!
– ღმერთო ჩემო! სანამ გული არ წაუვა!
– ასეთი შანსი შეიძლება მეორედ აღარ მოგეცეს. შენს სიცოცხლეში!
– საქმეც ესაა, ვინ იცის, რამდენ ხანს ვიცოცხლებ. მძღოლის გვარი წაიკითხე. სულ „დზ“-ები და „ბჟ“-ებია. მამაჩემს თუ დავუჯერებთ,
პოლონელები ბიზონების პირდაპირი შთამომავლები არიან!
თუმცა ამდგარ სირთან კამათი ვის მოუგია? Ven der putz shteht,
ligt der sechel in drerd. იცით ეს ცნობილი ანდაზა? სირი რომ აგიდგება, ტვინი გისამარდებაო! სირი რომ ადგება, ტვინი კვდება! ასე არ
არის? ჰოდა, ეს ჩემი სირიც ხტუნვას და ცანცარს იწყებს, გაწვრთნილი ძაღლივით მიიწევს რკალში გასაძვრომად – იმ საყელურში თავის გასაყოფად, რომელიც ჩემი ცერა თითით, შუა თითითა და საჩვენებელი თითით მოვუმზადე. სამი თითით ნძრევა მოკლე-მოკლე,
წყვეტილი მოძრაობებით ავტობუსში ნამდვილი მისწრებაა. იმედი
136
მაქვს, ჩემი წყალგაუმტარი ქურთუკი ნაკლებად იმოძრავებს და
ისრიალებს. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა ასოს მგრძნობიარე თავს
უგულებელყოფს, მაგრამ რას იზამ, ჩვენი ცხოვრება ხომ, ძირითადად, თავის გაწირვა და თვითკონტროლია, რაზეც სექსუალური მანიაკიც კი ვერ დახუჭავს თვალს.
სამი თითით დანძრევის ხერხი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის მქონდა შემონახული. ერთხელ ნიუარკის ცენტრში,
„ემპაირ ბერლესკ ჰაუზშიც“ კი გამოვიყენე. ერთ კვირა დილით
სმოლკას – ბავშვობაში, მისი სახით, საკუთარი ტომ სოიერი მყავდა
– მაგალითს მივბაძე: ბეისბოლის ხელთათმანი ავიღე და სახლიდან
სტვენა-სტვენით გავედი – ვითომ სკოლის მოედანზე მივდიოდი. როცა არავინ მხედავდა (ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც), 14 ავტობუსს შევახტი და მთელი გზა სკამზე მოკუნტულმა ვიმგზავრე.
წარმოიდგინეთ „ბერლესკ ჰაუზი“ და ისიც, თუ რამდენი კაცი მიდიმოდის მის შორიახლოს კვირა დილით. ამ დროს ნიუარკის ცენტრი
ისეთი ცარიელია, თავი საჰარაში გეგონება, მაგრამ „ემპაირ ბერლესკის“ მიდამოები სულ სხვა საქმეა. ისეთი ტიპები ტრიალებენ, კაცი იფიქრებს, რომელიღაცგემის ეკიპაჟია სურავანდის სამკურნალოდ ხმელეთზე გადმოსულიო. რამ გამაგიჟა – იქ როგორ უნდა შევიდე? ღმერთმა იცის, რა დაავადებას ავიკიდებ იმ სკამებიდან!
– შედი, შედი, დაავადებების დედაც, – ამომძახა შორტში მობინადრე მანიაკმა მიკროფონით. – ხომ იცი, იქ რას ნახავ? იმას, რაც
ქალებს ფეხებს შუა აქვთ!
– იმას, რაც ქალებს ფეხებს შუა აქვთ?
– ჰო, ცხელს, სველს და სახმარად გამზადებულს.
– მერე სიფილისი რომ ავიკიდო? ხომ იცი, ეგ როგორ ხდება: ერთხელ შეეხები ბილეთს და სიფილისი ზედ გაქვს. ან ფეხსაცმელების
ძირებზე მიკრობები ამეკრობა და ჩემებს სახლში მივუტან. ან ვიღაც
თავზეხელაღებული გამძარცვავს, საფულისთვის ყელს გამომჭრის.
პოლიციელები რომ შემოვიდნენ? ამოიღებენ პისტოლეტებს, ყველა
137
შემოეფანტებათ და შეცდომით მე მესვრიან! თან არასრულწლოვანიც ვარ! მართლა რომ მომკლან? ან უარესი: რომ დამაპატიმრონ?
ჩემს მშობლებს რა პასუხი გავცე?
– მოკლედ, თქვი, გინდა მუტლის ნახვა, თუ არ გინდა?
– მინდა! მინდა!
– მანდ ერთი ისეთი ბოზი ჰყავთ, ფარდას მიადგება ხოლმე სულ
შიშველი, ფეხებს შუა ამოიდებს და ხმარობს.
კარგი, კარგი, გავრისკავ, სიფილისს დავიკიდებ! დე, ტვინი შემიდედდეს, დარჩენილი ცხოვრება საგიჟეთში გავატარო და საკუთარი განავლით ხელბურთი ვითამაშო. მაგრამ „ნიუარკ ივნინგ ნიუზში“
ჩემი სურათი რომ მოხვდეს? პოლიციელები სინათლეს აანთებენ და
ღრიალს დაიწყებენ: „აბა, ადექით, ნაბიჭვრებო, რეიდია! “ ამ დროს
ფოტოაპარატი გაჩხაკუნდება და გამომიჭერენ! არადა, უკვე სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბის პრეზიდენტი ვარ!
ორ კლასს გადავახტი – გამოცდები ექსტერნად ჩავაბარე! 1946
წელს მთელი მერვე კლასი ავამხედრე და საუკეთესო პატრიოტული
ესეს ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვათქმევინე,
რადგან ამ კონკურსს „ამერიკის რევოლუციის ქალიშვილები“ აფინანსებდა – ის ხალხი, მერიან ანდერსონს „კონვენშენ ჰოლში“ სიმღერის უფლება რომ არ მისცა. თორმეტი წლისას ფანატიზმსა და შეუწყნარებლობასთან მამაცურად ბრძოლისთვის მადლობა გადამიხადეს ნიუარკის „ესექს ჰაუზში“. პოლიტიკური აქციების კომიტეტის
სხდომაზეც მიმიწვიეს. სცენაზე ამიყვანეს, სადაც, მადლობის ნიშნად, ხელი ცნობილმა მიმომხილველმა, ფრენკ კინგდონმა ჩამომართვა, რომლის ნაწერებსაც პმ-შიყოველდღე ვკითხულობდი. როგორ
გავბედე „ბერლესკ ჰაუზში“ წასვლა ვიღაც დეგენერატებთან ერთად
იმის სანახავად, თუ როგორ ასახიერებს სამოცი წლის ქალი თაბაშირის კაცთან სექსს? „ესექს ჰაუზის“ სცენაზე ხომ ხელი თვით ფრენკ
კინგდონმა ჩამომართვა, ხოლო როცა ხელს მართმევდა, მთელი კომიტეტი ფეხზე წამომდგარი ტაშს მიკრავდა, რადგან მე „ამერიკის
138
რევოლუციის ქალიშვილებს“ დავუპირისპირდი. ფრენკ კინგდონმა
მითხრა: „ყმაწვილო, ამ დილით თქვენ აქ ნამდვილ დემოკრატიას
იხილავთ! “… მე და ჩემი მომავალი სიძე, მორტი ფეიბიში ამერიკელი
ვეტერანების კომიტეტის სხდომებზეც დავდივართ. მორტის, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის წევრია, სკამების დაწყობაში ვეხმარები. უკვე წაკითხული მაქვს ჰოვარდ ფასტის „მოქალაქე ტომ პეინი“, ბელამის „უკან მოხედვისას“ და ფილიპ უაილის „ფინლი რენი“.
წითელი არმიის გუნდის ჩანაწერებს ჰანასთან და მორტისთან ერთად ვუსმინე. რენკინი, ბილბო, მარტინ დაისი, ჯერალდ სმიტი და
მამა კაფლინი – მთელი ეს ნაბიჭვარი ფაშისტები დაუძინებელ მტრებად მიმაჩნია. ჰოდა, რა ნამუსით ვზივარ ახლა „ბერლესკ ჰაუზში“ და
ბეისბოლის ხელთათმანში ვანძრევ? ვაი და, ვინმემ დამარტყას? ვაი
და, ინფექცია შემეჭრას?
ჰო, მაგრამ, ხომ შეიძლება, შოუს შემდეგ, აი, ის დიდძუძუებიანი... ხომ შეიძლება... სამოც წამში ჩემი ფანტაზია სრული დაცემის მკაფიო და ამაღელვებელ სურათს მიხატავს, რომელშიც მე (უკვე ამერიკის მოღალატე), რომელიღაც უბადრუკი სასტუმროს ნომერში გაფენილ ხალიჩაზე ნამდვილ მაკკოისთან ერთად ვგორავ –
აი, ეს სახელი მაქვს გამზადებული სცენაზე ნანახ ბოზთა შორის ყველაზე დიდი ბოზისთვის. ოჰ, რა აღარ ხდება ჭერიდან ჩამოკონწიალებული ნათურის ქვეშ (აბრა წარწერით „სასტუმრო“ ზუსტად ჩვენი
ფანჯრის ქვეშ ციმციმებს). ქალი „დრეიკ დეადევილის“ ქაფქეიქს (ნაღებისა და შოკოლადის სატენით) სირზე მამხობს და ნელა-ნელა, ნამცეც-ნამცეც ჭამს. მერე ქილიდან ცაცხვის სიროფს მასხამს და სათუთ
კვერცხებს მანამდე მილოკავს, სანამ ისე არ გააპრიალებს, თითქოს
პატარა ბიჭუნასი იყოს. მისი საყვარელი ციტატა ინგლისური პროზიდან – ნამდვილი შედევრი: „შემიდე და არ გამოიღო, სანამ გული
არ წამივა“. მე რომ აბაზანაში ვაკუებ, სრულიად შიშველი მუხლებზე
დგება, წელში იხრება და წყლიდან ამობუყბუყებულ ბუშტებს კოც-
139
ნის. როცა უნიტაზზე ვზივარ, სირზე მაჯდება და პირში შაქარლამისხელა კერტებს მიდებს, თან ყურში ყველა იმ ბინძურ სიტყვას ჩამჩურჩულებს, რაც კი იცის. პირში ყინულის კუბებს იდებს და ენა და
ტუჩები ეყინება, მერე გაყინული პირით მინეტს მიკეთებს – ცოტა
ხანში კი ცხელ ჩაიზე გადაერთვება! ყველაფერს, ყველაფერს ისე მიკეთებს, როგორც მიოცნებია და წარმომიდგენია! გაფიქრებას ვერ
ვასწრებ, რომ უკვე იცის, რა მინდა. უდიდესი ბოზია დედამიწის
ზურგზე და... ეს ბოზი ჩემია! „ოჰ, ნამდვილო მაკკოი... ვათავებ! ვათავებ! შე ჩათლახო! “ ასე ვხდები პირველი ადამიანი, ვინც ნიუარკში, „ემპაირ ბერლესკ ჰაუზში“ საკუთარ ბეისბოლის ხელთათმანში
გაათავა. ვინ იცის, პირველი?
„ემპაირში“ ამ საქმისთვის ყველაზე ხშირად შლაპა გამოიყენება.
აქვე, ახლოს, ჩემსავით ახურუშებული, ოღონდ ორმოცდაათი წლით
უფროსი ძიაკაცი პირდაპირ საკუთარ შლაპაში ათავებს. შლაპაში,
ექიმო! ოი, გული მერევა. ტირილი მინდა. რას შვრები, შვანც, ეგ ხომ
შენი შლაპაა, თავზე როგორღა უნდა დაიხურო? დაიხურავ, გარეთ
გახვალ, ნიუარკის ცენტრში სეირნობას დაიწყებ და სპერმა შუბლზე
ჩამოგეწუწება! ნეტავ დღეს როგორ ისადილებ, თავზე ეგ შლაპა
რომ გეხურება?
როგორც კი ხელთათმანში ბოლო წვეთი ეცემა, საშინელი უგუნებობა მეწყება. სრული სასოწარკვეთა მეუფლება. ჩემი სირიც დარცხვენილია და ერთი სიტყვითაც არ მეპასუხება. „ბერლესკ ჰაუზიდან“ გამოვდივარ, თავს უმოწყალოდ ვიწყევლი და ხმამაღლა ვგმინავ: „არა, არა, არა“. იმ კაცს ვგავარ, რომელმაც ფეხი ძაღლის კურკლებში ჩადგა. თუმცა ფეხსაცმელს ვინ ჩივის, შლაპაში გათავება...
ფუ! რა გულისამრევია! შლაპაში, ღმერთო ჩემო. Ven der putz shteht,
ligt der sechel in drerd! შლაპაში, რომელიც თავზე ახურავს!
უცებ ის გამახსენდა, დედაჩემი რომ მასწავლიდა, როგორ უნდა
მომეშარდა ფეხზე მდგომს. ყური დამიგდეთ, შეიძლება ჩემს მონა-
140
ყოლში ინფორმაციის ის მარცვალი იყოს, რომელსაც მე და თქვენ ველოდებით – იმის გასაღები, თუ რამ განსაზღვრა ჩემი ბუნება; რატომ ვარ ჩავარდნილი ამ გასაჭირში, რატომ ვიჭყლიტები საკუთარ
სურვილებსა და სინდისს შორის: სურვილებს სინდისი სძულთ და
სინდისს სურვილები სძულს. ახლა მოგიყვებით, როგორ ვისწავლე
დიდი კაცივით უნიტაზში მოფსმა. ერთი, მომისმინეთ რა!
უნიტაზთან ვდგავარ და წყალს ჩავყურებ, პატარა ჭუჭუ საყვარლად მაქვს გაშვერილი. დედაჩემი იქვე, აბაზანის კიდეზე ზის. ერთი
ხელით ონკანს უშვებს (ონკანიდან წყალი მოწანწკარებს – აი, რას
უნდა მივბაძო), მეორე ხელით კი ჩემს ჭუჭუს ქვემოდან უღიტინებს.
ვიმეორებ: ჩემს ჭუჭუს უღიტინებს! ალბათ ჰგონია, რომ ასე მოშარდვაში დამეხმარება. უნდა გამოვტყდე: ქალბატონი არ ცდება. „აბა,
ერთი კარგი ფიში-ფიში გააკეთე, კარგი ფიში-ფიში გაუკეთე დედიკოს“, – მეჟღურტულება და იმას მიკეთებს, რაც მე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვაკეთო! ამ წუთებში დედაჩემი ჩემს მომავალს
ძერწავს! წარმოიდგინეთ! რა აბსურდია! ასე ყალიბდება მამაკაცის
ხასიათი, ასე იქმნება მისი ბედისწერა... რა ვიცი, იქნებ ვცდები...
ასეა თუ ისე – იქნებ ეს ინფორმაციაც გამოგადგეთ – სხვა ადამიანის
თანდასწრებით მოშარდვა დღემდე არ შემიძლია. დღემდე! ტუალეტში ნესვივით გაბერილი შარდის ბუშტითაც რომ შევიდე, საკმარისია, მოფსმის დაწყებისას ვინმემ ხელი შემიშალოს, რომ წვეთიც
არ გადმომვარდება (თქვენ ხომ ყველა წვრილმანი გაინტერესებთ და
მეც ყველაფერს გიყვებით). ჰოდა, რომში, ექიმო, მე და მანქიმ ქუჩიდან ბოზი ავიყვანეთ და ლოგინში ჩავიწვინეთ. აჰა, ვთქვი, როგორც
იქნა. ალბათ რაღაც დრო მჭირდებოდა.
ავტობუსი, ავტობუსი... არ ვიცი, მაშინ ხელი რამ შემიშალა, რომ
მძინარე შიკსეს ხელზე არ გავათავე. გგონიათ, საღმა აზრმა? ან ზნეობის ნორმებმა? ან კეთილგონიერება, როგორც ამბობენ ხოლმე, წინა პლანზე წამოვიდა? მაშინ სად იყო ეს კეთილგონიერება, როცა
ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ დედაჩემი
141
სადღაც წასულიყო, მაცივარში კი უმი ღვიძლის დიდი, მუქი წითელი
ნაჭერი იდო? მგონი, უკვე ვაღიარე, ბარ-მიცვასთვის მოსამზადებელ გაკვეთილზე მიმავალმა საყასბოში ღვიძლის ნაჭერი რომ ვიყიდე და ბილბორდის უკან რომ ვიხმარე. ჰოდა, ახლა გული უნდა გადაგიშალოთ, თქვენო უწმინდესობავ. ეგ ღვიძლი ჩემი პირველი
ღვიძლი არ ყოფილა. პირველს მყუდრო ოჯახურ გარემოში შევუდე:
ოთხის ნახევარზე ღვიძლი სააბაზანოში შევიტანე და სირზე შემოვიხვიე. ექვსის ნახევარზე კი უკვე ჩანგლის წვერზე წამოგებულს ჩემი საბრალო, ყოვლად უმანკო ოჯახის წევრებთან ერთად გეახლებოდით.
ესეც ასე. ახლა ყველაზე უარესი რამ იცით, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. ჩემი ოჯახის სადილი სირზე წამოვიცვი და ვიხმარე.
ჰო, ეს ყველაზე უარესი საქციელია, თუ, რა თქმა უნდა, მანქის
აზრს არ იზიარებთ, რომ ყველაზე ამაზრზენი რამ, რაც კი ცხოვრებაში ჩამიდენია, საბერძნეთში მისი მიტოვება იყო. არსებობს ჩემი
მეორე ამაზრზენი დანაშაულიც: აი, ის, რომში ეროტიკული ტრიუმვირატის შექმნაზე რომ დავიყოლიე. მისი აზრით – რაღაც აზრები
მანქისაც აქვს! – ჯგუფურ სექსზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება, რადგან უფრო ძლიერი და ზნეობრივი პიროვნება ვარ.
– დიდი ჰუმანისტი! – ყვირის მანქი, – ვისი სამსახურიც ის არის,
რომ საწყალი ღარიბები ბინათმფლობელებისგან დაიცვას. შენ არ
მომეცი წასაკითხად „აშშ“? შენი გულისთვის არ შევავსე სააპლიკაციო ფორმა „ჰანტერში“სწავლის დასაწყებად?! შენი გულისთვის არ
ვიკლავ თავს, რომ უტვინო ქათამზე მეტი ვჩანდე?! და ახლა გინდა,
ისე მომექცე, თითქოს მარტო კარგი სახმარი ტრაკი ვიყო! თითქოს
შენი ყველა არანორმალური, პათოლოგიური სურვილის დასაკმაყოფილებლად ვარსებობდე, მაშინ, როცა შენ სხვებზე მაღლა დგახარ,
დიდი ინტელექტუალი! ინტელექტუალი, რომელიც საგანმანათლებლო არხის პროგრამებში დადის სალაპარაკოდ!
142
ხედავთ? მანქის წარმოდგენით, ჩემი მისია ის ყოფილა, თავქარიანობის, გარყვნილების, აღვირახსნილობის ჭაობიდან ამომეთრია, ანუ იმ ჭაობიდან, რომელში ბოლომდე ჩაფლობასაც ასე ამაოდ
ვცდილობდი მთელი ცხოვრება. ამას კი თურმე ნდომებია, რომ მისთვის ზუსტად ის ცდუნებები ამერიდებინა,რომელთა აყოლაც ამდენი წლის განმავლობაში თავში მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა! არადა, საწოლში ჩემზე ნაკლებად არ ცდილობდა საკუთარი
ფანტაზიებისთვის ხორცის შესხმას. ექიმო, პირველს ვის მოუვიდა
თავში ეს აზრი? გაცნობის დღიდან ჩვენს საწოლში მეორე ქალის შემოთრევის იდეას ვინ მაწვეთებდა? დამიჯერეთ, ეგ იყო, ეგ! არა, მე
ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მაგრამ ახლავე უნდა შევთანხმდეთ მე და თქვენ (მაგას ამ საკითხზე ვერ შევუთანხმდები): ეს ქალი სრული ნევროტიკია, ერთი პათეტიკური და ისტერიული მუტელი, რომელსაც ჩემს მსხვერპლად ვერ განვიხილავ! ვერა, მსხვერპლობანას თამაშში ვერ ავყვები! ოცდაათი წლის გახდა და გათხოვება უნდა – ბავშვი, ოჯახი, რესპექტაბელური ცხოვრება, სახლი,
რომელშიც ქმარი ეგულება (სწორედ ახლა უნდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბრწყინვალე კარიერაში დაღმასვლის პერიოდი დაეწყო
და იმდენს აღარ უხდიან, რამდენსაც ადრე). თუ თავს მსხვერპლად,
დაჩაგრულად და ექსპლუატირებულად გრძნობს (რაც, მის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, შეიძლება მართალიც იყოს), ეგ ხომ იმას არ
ნიშნავს, რომ კისერზე უნდა დავისვა? რა ჩემი ბრალია, რომ ოცდაათი წლის გახდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია! დასავლეთ ვირჯინიის
მაღაროებიანი ველ-მინდვრებიდან მე არ წამომიყვანია, მთელი
ცხოვრება მე გათრევ-მეთქი, არ შევპირებივარ და ის ქუჩის ბოზიც
მე არ ჩამიწვენია მის საწოლში! თვითონ მთხოვა, თვითონ! მაღალი
მოდის სამყაროში ნასწავლი იტალიურით ელაპარაკა, დაქირავებული მანქანის ფანჯრიდან თავი გადაყო და იმ ბოზს აუხსნა, რა და
როგორ გვინდოდა; ფასზეც თვითონ შეუთანხმდა! მე, უბრალოდ, საჭესთან ვიჯექი, ცალი ფეხი პედალზე მქონდა მიჭერილი და ეგ რომ
143
არა, მგონი, საერთოდ დავახვევდი იქიდან... დამიჯერეთ, ის ბოზი
მანქანაში რომ ჩაგვიჯდა, გავიფიქრე, არა-მეთქი; მერე, სასტუმროში, ჯერ ის ქალი რომ ავგზავნეთ მარტო ჩვენს ნომერში, ისევ იმას
ვფიქრობდი, არა, არა, არა-მეთქი...
შესახედავად არა უშავდა რა – ბოზზე ვამბობ: დაბალი და ტანსრული გოგო იყო, ოც წელს ოდნავ გადაცილებული. ფართო, სასიამოვნო სახე ჰქონდა და მთავარი: უზარმაზარი ძუძუები. ზუსტად
ამიტომ ავირჩიეთ ვია-ვენეტოზე, ასე ვთქვათ, საქონელის ერთობლივი შეფასების შემდეგ. ბოზმა, რომელსაც ლინა ერქვა, კაბა პირდაპირ შუა ოთახში გაიხადა; კაბის ქვეშ კორსეტი ეცვა, „მხიარული
ქვრივის“ მოდელი თუ იცით, აი, ეგ. კორსეტის ზედა ნაწილიდან
თითქმის ამოყრილი ძუძუები, ქვედა ნაწილიდან კი კოხტად მომრგვალებული თეძოები მოუჩანდა. მისი ჩაცმულობის თეატრალურობით გაოცებული დავრჩი, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ყველაფერი
საოცრებად მეჩვენებოდა, პირველ რიგში კი – ის, რომ ამდენთვიანი
ცარიელილაპარაკის მერე ჩანაფიქრი ავისრულეთ.
მანქი სააბაზანოდან გამოვიდა, მოკლე პერანგი ეცვა (ეს სანახაობა, როგორც წესი, საშინლად აღმაგზნებდა: კრემისფერი აბრეშუმის პერანგი ლამაზი მანქის ტანზე). ამასობაში მეც გავიხადე და საწოლის ფეხთან შიშველი ჩამოვჯექი. ის, რომ ლინას ინგლისურად
სიტყვაც არ ესმოდა, შეგრძნებებს მიმძაფრებდა; რაღაც სადიზმისმაგვარი იყო იმაში, რომ მე და მანქის შეგვეძლო, ერთმანეთისთვის
ჩვენი სურვილები და განზარხვები ისე გაგვეზიარებინა, რომ ლინა
ვერაფერს მიმხვდარიყო. მეორე მხრივ, არც მე მესმოდა ლინას და
მანქის იტალიური ჩურჩული, ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდნენ, რას
აპირებდნენ... პირველმა ლინამ დაილაპარაკა და მანქიმ გადმომითარგმნა: „ამბობს, რა დიდი აქვსო“. „თავს დავდებ, ყველა კლიენტს
მაგას ეუბნება“, – ვუპასუხე მე. მერე ორივენი ტრუსების ამარა იდგნენ და მიყურებდნენ – ეტყობა, ნიშანს ელოდნენ. მე კი მათ ველოდებოდი. რომ იცოდეთ, რა დაგიდუგი გაუდიოდა ჩემს გულს. აჰა,
144
აღსრულდა, ეს წუთიც დადგა ჩემს ცხოვრებაში: მე და ორი ქალი...
ნეტავ ახლა რა მოხდება? და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროსაც კი
საკუთარ თავს ვუყვიროდი, არა, არა-მეთქი!
– აინტერესებს, რა უნდა სინიორს, რით დავიწყოთო, – მითხრა
მანქიმ, როცა ლინამ მეორედ გადაულაპარაკა.
– უთხარი, სინიორს დასაწყისიდან უნდა ამ საქმის დაწყება-თქო,
– ვუპასუხე.
ღმერთო, რა გონებამახვილური პასუხი იყო, არხეინად წარმოთქმული. თუმცა ამის მერეც ისევ ისე, გაუნრძევლად ვისხედით შიშვლები, ან სად გავიქცეოდით?! არც მე ვაკეთებდი რამეს და არც ჩემი ერეგირებული ასო. ბოლოს ისევ მანქიმ გამოიღო ხელი. ლინასთან მივიდა, თავზე დაადგა (ღმერთო, ნუთუ ეს ქალი ვერ უნდა ვიმყოფინო? ამაზე მეტი რაღა მინდა? განა ყველა მოთხოვნილებას არ
მიკმაყოფილებს? რამდენი ყლე მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ერთი,
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - პორტნოის სინდრომი - 09
  • Части
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Общее количество слов 3716
    Общее количество уникальных слов составляет 2217
    27.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Общее количество слов 3799
    Общее количество уникальных слов составляет 2131
    30.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.2 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.2 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Общее количество слов 3812
    Общее количество уникальных слов составляет 2198
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Общее количество слов 3803
    Общее количество уникальных слов составляет 2076
    32.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    51.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Общее количество слов 3875
    Общее количество уникальных слов составляет 2105
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Общее количество слов 3861
    Общее количество уникальных слов составляет 2077
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Общее количество слов 3745
    Общее количество уникальных слов составляет 2090
    30.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.8 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Общее количество слов 3844
    Общее количество уникальных слов составляет 2190
    26.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.8 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Общее количество слов 3779
    Общее количество уникальных слов составляет 2242
    28.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.5 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Общее количество слов 3710
    Общее количество уникальных слов составляет 2228
    27.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Общее количество слов 3768
    Общее количество уникальных слов составляет 2095
    28.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    46.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Общее количество слов 3758
    Общее количество уникальных слов составляет 2132
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Общее количество слов 3750
    Общее количество уникальных слов составляет 2178
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Общее количество слов 3628
    Общее количество уникальных слов составляет 2199
    25.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Общее количество слов 3658
    Общее количество уникальных слов составляет 2229
    26.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    37.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    44.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Общее количество слов 2820
    Общее количество уникальных слов составляет 1682
    30.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.7 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов