Latin

ადამიანური ლაქა - 12

Общее количество слов 3447
Общее количество уникальных слов составляет 2166
26.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
41.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
კვაკერებმა აიყვანეს დაცვის ქვეშ, მათ შორის მერი, სახანძრო
დაცვის უფროსი, პოლიციის უფროსი და ბეგარის ამკრები,
გარდა ამისა, მასწავლებლები და მოსწავლეებიც. მაგრამ არც
ლონსაიდის უნიკალურობას ჰქონია რაიმე წონა და არც ნიუჯერსის სამხრეთში, ქეიფ-მეის კონცხთან, გაშენებული
გულდთაუნის უნიკალურობას. იმ დაბაში დედამისის
სანათესავო ცხოვრობდა და მარჩენლის დაკარგვის შემდეგ
ოჯახი იქ გადავიდა. ეს კიდევ ერთი ზანგური ნათესაური
ანკლავი იყო, სადაც დიდი უმეტესობა, მათ შორის ბებიაც, ღია
161
ფერის, თითქმის თეთრი, კანით გამოირჩეოდნენ. «დიდი,
დიდი ხნის წინ, – ასე უხსნიდა ხოლმე დედამისი, როდესაც
ქოულმენი პატარა ბიჭი იყო, – ერთ ჯარისკაცს მონა ჰყოლია,
თვითონ ჯარისკაცი კი ფრანგებსა და ინდიელებთან ომში
(იგულისხმება ამერიკის ომის ერთ-ერთი მონაკვეთი ინგლისსაფრანგეთს შორის ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული
კოლონიების ხელში ჩასაგდებად) დაღუპულა. მონა თურმე
ჯარისკაცის ქვრივს ემსახურებოდა. დილიდან დილამდე
მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ ქალბატონისთვის გაჭირვება
არ ეგრძნობინებინა: შეშას ჭრიდა, მოსავალს იღებდა,
კომბოსტოს შესანახად ორმოც კი ამოუჭრია და გადაუხურავს,
სადაც კარტოფილი, თალგამი, გოგრები და ვაშლებიც კი
მოუმარაგებია საზამთროდ, ჭვავი და ხორბალი ბეღელში
დაუბინავებია,
საქონელი
და
ღორი
დაუკლავს
და
დაუმარილებია – ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ეს ქვრივი ამდგარა
და ცოლად გაჰყოლია. სამი ვაჟი შესძენიათ. ბიჭებს იქაური
გოგონები შეურთავთ ცოლად, რომელთა ოჯახობის ისტორია
გულდთაუნის დაარსების პერიოდიდან, ანუ მეჩვიდმეტე
საუკუნიდან
იღებდა
სათავეს.
ისინი
ჯერ
კიდევ
რევოლუციამდე დანათესავებოდნენ ერთმანეთს. ერთი-ორი
მათგანი, შეიძლება, სამივეც, დედის მონათხრობით, დიდი
დასახლების მკვიდრი ინდიელის შთამომავლები იყვნენ და
ლენი-ლენაპეს
ტომს
ეკუთვნოდნენ.
ინდიან-ფილდსის
მახლობლად მცხოვრებ ამ ინდიელს შვედი ქალი ჰყოლია
ცოლად (ჰოლანდიელი პირველმოსახლეების შემდეგ იქ
შვედები და ფინელები ჩასახლდნენ), რომელთანაც ხუთი
შვილი შესძენია. ერთი, ორი თუ სამივე გოგონა მულატი ძმების
შვილები იყვნენ, რომლებიც, თავის მხრივ, სავაჭრო ხომალდით
იყვნენ ჩამოყვანილი ვესტ-ინდოეთიდან. ეს ხომალდი
გრინვიჩიდან მდინარეს აჰყოლია ბრიჯთონამდე, სადაც მათ
ადგილობრივი მიწათმოქმედებისთვის გზის გაჭრა მოუხდათ;
ცოტა მოგვიანებით კი ამ გზის გასავლელად ორი ჰოლანდიელი
დის მგზავრობის საფასური თავად გადაიხადეს და ცოლადაც
შეირთეს. ამათგან, სავარაუდოდ, სამივენი ინგლისელი
ბარონეტის ვაჟის, რომელიც კრომველის ჯარში ოფიცერი იყო,
მერე კვაკერი გახდა და მალევე გარდაიცვალა უკვე ნიუჯერსად წოდებულ ქალაქში,[19] ჯონ ფენვიქის შვილიშვილმა
მოავლინა ამ ქვეყანას. ფენვიქი 1683 წელს გარდაიცვალა; ის
მათ მიერვე შეძენილი კოლონიის ცენტრში დაკრძალეს. მისი
სამფლობელო ჩრდილოეთში ბრიჯთონიდან სეილემამდე,
162
ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთში მდინარე დელავერამდე იყო
გადაჭიმული, რომელსაც თავადვე მართავდა.
ფენვიქის ცხრამეტი წლის შვილიშვილი ელისაბეთ ადამსი
ცოლად ზანგ გულდს წაჰყვა. «შავკანიანმა» ელისაბეთი
დამიღუპაო, – ასე მოიხსენია ბაბუამისმა გულდი თავის
ანდერძში, სადაც გოგონას ყველანაირი უფლება ჩამოართვა
მემკვიდრეობაზე, სანამ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,
«უფალი მოიღებდა მოწყალებას და აუხელდა ელისაბეთს
დავსებულ თვალებს, რათა ბიწიერი დანაშაული დაენახა
თვისი». გადმოცემის თანახმად, გულდისა და ელისაბეთის
ხუთიდან ერთადერთ ვაჟს მიუღწევია სრულწლოვანებამდე;
გადარჩენილს ბენჯამინი რქმევია, რომელსაც ფინელი ენი
შეურთავს. თავად ბენჯამინი 1777 წელს გასცლია ამ სამყაროს,
დელავერის
მეორე
ნაპირზე,
ფილადელფიაში,
დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან ზუსტად
ერთი წლის შემდეგ და დატოვა ქალიშვილი სარა და ოთხი ვაჟი
– ენთონი, სემიუელი, აბიჯა და ელაიშა, რომელთა მიერაც იქნა
სახელდებული დასახლება გულდთაუნი.
დედისგან ჰქონდა ქოულმენს მოსმენილი ოჯახური ისტორიის
ლაბირინთის შესახებ. ეს ლაბირინთი არისტოკრატ ჯონ
ფენვიქამდე აღწევდა, რომლის ოჯახისა და მონაგარის
დაარსებული იყო გულდთაუნი. ეს ადამიანი ნიუ-ჯერსის
დასავლეთ რაიონისთვის იმავე მნიშვნელობას ატარებდა,
რასაც უილიამ პენი პენსილვანიის იმ ნაწილისათვის, რომელიც
ფილადელფიას მოიცავდა. ეს ისტორია მერეც არაერთხელ
სმენია ქოულმენს, თუმცა კი განსხვავებული დეტალებით. ამ
ამბავს ბებიები და ბაბუები, პაპიდები და დიდედები
ჰყვებოდნენ – ზოგიერთის ასაკი ლამის ასი წელი იყო –
გულდთაუნში
გამართულ
ყოველწლიურ
სანათესავო
შეკრებებზე, სადაც ქოულმენიც, უოლთიცა და ერნესტინიც
უკლებლად დაჰყავდათ ხოლმე მშობლებს, რათა სხვადასხვა
კუთხიდან

ნიუ-ჯერსის
სამხრეთ-დასავლეთიდან,
ფილადელფიიდან, ატლანტიკ-სითიდან, ბოსტონიდანაც კი –
ჩამოსული შორეული ნათესავები ეჩვენებინათ და შემწვარი
ლუფარი,[20] შებოლილი და დაბრაწული წიწილები, შინაური
ნაყინი, დაშაქრული გარგარი, ღვეზელები, კექსები – მოკლედ,
ყველა სახის შინნაკეთი კერძი დაეგემოვნებინათ, ბეისბოლი
ეთამაშათ, ძველი სიმღერები ემღერათ და გული ეჯერებინათ
ძველი ამბების გახსენებით. მოიგონებდნენ ხოლმე გარდასულ
163
დროს, როდესაც ქარგავდნენ, ქსოვდნენ და კერავდნენ, ქონიან
ღორის ხორცს ხარშავდნენ და დიდრონ პურებს აცხობდნენ,
რათა კაცებისთვის მინდორში გაეტანებინათ საგზლად. გარდა
ამისა, ჭებიდან წყალი ამოჰქონდათ, ოჯახური წამლეულობით
მკურნალობდნენ ავადმყოფს, – იქნებოდა ქერქის ნაყენი თუ
მელასას ან ნივრის სიროფი ყივანახველასთვის. ჰყვებოდნენ
ტრადიციული შესანიშნავი ყველის ამომყვანი ქალების
ისტორიებს,
სითბოთი
იგონებდნენ
იმათაც,
ვისაც
ფილადელფიაში უწევდათ სიარული და იქ შინამოსამსახურედ
დადგომა ან მკერავად, ანდაც მასწავლებლად მოწყობა. არც ის
ქალები ავიწყდებოდათ, რომლებიც შინ იყვნენ დარჩენილნი და
საარაკო
სტუმართმოყვარეობით
გაეთქვათ
სახელი.
იხსენებდნენ იმ მამაკაცებს, რომლებიც დღეცისმარე ტყე-ღრეში
დადიოდნენ, ნადირს მახეებს უგებდნენ და ნადირობდნენ
კიდეც, რომ ზამთრისთვის დაშაშხული ხორცი არ მოჰკლებოდა
მათ ოჯახებს. იმ ფერმერებზეც ჰყვებოდნენ, ვინც მიწის
დამუშავებით
არჩენდა
ოჯახს,
აქებდნენ
იმათაც,
ტყისმჭრელობით,
ვაჭრობით,
საქონლის
დაკვლით,
საქმოსნობით,
ხელოსნობით,
ტრენტონის
კერამიკული
ფაბრიკისთვის საფუთად გამოსადეგი მდინარისა და უბის
ნაპირებზე მოთიბული ჩალის ტონობით გაყიდვით, ერთი
სიტყვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ჭაპანწყვეტით რომ
გაჰქონდათ თავი და სხვისი ხელის შემყურეები არ იყვნენ. იქვე
მოისმენდით იმ მამაკაცების ამბავსაც, ტყე, ფერმები,
კედრებიანი ჭაობები და ჭანჭრობები რომ დაეტოვებინათ, რათა
გინდ თეთრები ყოფილიყვნენ, გინდ შავები, ჩრდილოეთის
არმიაში ჩაწერილიყვნენ. იმათაც მიაგებდნენ პატივს, ვინც
საომარი წლების ბლოკადის მიუხედავად, ზღვაში გადიოდნენ,
ფილადელფიაში მიემგზავრებოდნენ, რათა დამკრძალავი
ბიუროს აგენტებად დაეწყოთ მუშაობა, სტამბის მუშებად
ეშოვათ სადმე ადგილი ან დალაქებად დამდგარიყვნენ
რომელიმე კუთხის სალონში, ზოგიც სიგარების დამზადებას
იწყებდა; იყვნენ ისეთებიც, ვინც აფრიკის მეთოდისტურსაეპისკოპოსო ეკლესიის მღვდელი ხდებოდა; ერთ-ერთი კაცი
კუბაშიც კი გაჰყოლია თედი რუზველტსა და მის «აწყვეტილ
მხედრობას»,[21] რამდენიმე კი ხათაბალას გადაჰყრია და უკან
აღარ დაბრუნებულა. იგონებდნენ ქოულმენის, უოლთერისა
და ერნესტინის ტოლი ბავშვების ამბებს, რომლებიც თურმე
ზამთრის სუსხიან ყინვაში თხლად ჩაცმულები, ზოგჯერ
ფეხშიშველნიც, უბადრუკ ქოხმახებში რომ სიცივისგან
164
კანკალებდნენ, ან ზაფხულის ხვატში ოფლში გაწურულები
უფროსების მხარდამხარ იქნევდნენ ფიწლებს, ტვირთავდნენ
და გადაჰქონდათ თივა, მაგრამ შინ საკმაოდ კარგ განათლებას
იღებდნენ, პრესვიტერიანულ სკოლაში წერა-კითხვასა და
კატეხიზმოს ეუფლებოდნენ და იმ ძნელბედობის ჟამსაც კი
საკმაოდ მსუყედ იკვებებოდნენ – ღორის ხორცით,
ნანადირევით, კარტოფილითა და პურით – რათა ძლიერები,
ჯანმრთელები და პატიოსნები დაზრდილიყვნენ.
მაგრამ
ერთია
გულდთაუნში
ნათესავთა
შეკრებები,
საგვარეულო ხის ტოტების სიმრავლე, მეორე კი სურვილი,
მეტიც, წადილი, გახდე მოკრივე ან ანტიკური ლიტერატურის
მასწავლებელი, ან ნებისმიერი სხვა ვინმე, სრულიად სხვა.
ლონსაიდი ერთია, გულდთაუნი – მეორე, გენეალოგია – მესამე,
აი, ქოულმენი კი – მეოთხე. ბოლო ორმოცდაათი წლის
განმავლობაში ქოულმენი ერთადერთი როდი იყო, ვისაც
ტრენტონის კერამიკული ფაბრიკისთვის ჩასაფენ-შესაფუთად
ჩალის შეგროვების ამბებს უყვებოდნენ ან გულდთაუნში
გამართულ შეკრებებზე ლუფარითა და დაშაქრული გარგარით
უმასპინძლდებოდნენ, მერე კი ყმაწვილი იკარგებოდა
იმავენაირად, როგორც მისი წინამორბედნი იკარგებოდნენ.
«დაიკარგაო, – იტყოდნენ ხოლმე ოჯახში, – კვალსაც კი ვერსად
მივაგნებთო». «თავისიანებს მოსწყდაო» – ასეთ რამესაც
ხშირად მოისმენდა კაცი.
წინაპართა გაღმერთება – ამ ორი სიტყვით აფასებდა ხოლმე
ხსენებულ ფუსფუსს საკუთარ თავთან დარჩენილი ქოულმენი.
წარსულისათვის პატივის მიგება მისთვის გასაგები იყო,
მაგრამ წარსულის კერპად ქცევას კი ნამდვილად ვერც იგებდა
და ვერც იღებდა. ჯანდაბას ამისთანა ტყვეობაო, – იტყოდა
ხოლმე.
იმ ღამეს, როდესაც ქოულმენი შინ დაბრუნდა, მას ასბერიფარქიდან ძმამ დაურეკა. ამ ზარმა მოვლენათა განვითარება
ერთობ დააჩქარა. «მასთან ფეხი აღარ მიადგა!» – გაისმა
უოლთის შიშის მომგვრელად დამთრგუნველი ხმა, თუმცა ამ
ხმის გამომცემიც დათრგუნვილი ჩანდა. მსგავსი რამ
ქოულმენს მამის გარდა სხვა არავისგას გაეგო. ახლა კი ოჯახში
ახალ ძალას წამოეყო თავი – ძალას, რომელიც გარეთ უპირებდა
გაძახებას. დიდი რამე, თუ 1953 წელს ვიღაც თავხედმა
ახალგაზრდა კაცმა რაღაც ჩაიდინა გრინვიჩ-ვილიჯში და ამის
165
გამო ახლა ბორტს მიღმა უნდა აღმოჩენილიყო? თანაც
სამუდამოდ?! აი, თურმე სად მარხია ძაღლის თავი:
თავისუფლება საშიში და სახიფათო ყოფილა. საკუთარი
პირობებით თუ იწყებს კაცი საქმეს, წაბორძიკებასაც უნდა
ელოდოს. «არც კი გაბედო მისი ნახვა, არავითარი შეხვედრები,
არავითარი ზარი! მაგ შენს ლილისფერ-თეთრ სიფათს ამ
სახლში ფეხი აღარ მოადგმევინო!»
3. რა უნდა ვუყოთ ისეთ ბავშვს, ვინც წერა-კითხვა არ იცის?
– ტრაკში უნდა მოეტყნა ქლინთონს და ისე გაეკმენდინებინა
ენა. მაგ კაცზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა, სინამდვილეში
კი დონდლო აღმოჩნდა. ოვალურ დარბაზში უნდა გადაეკუზა
და უკნიდან გაეყარა, აი, მერე კი ნაღდად არ მოხდებოდა, რაც
მოხდა.
– მასზე არასდროს გაბატონებულა, ხომ იცი, რა ფრთხილია.
– ბატონობას მაშინვე მიანება თავი, რაც თეთრ სახლში მოხვდა.
აღარ გამოუვიდა. უილიზეც[22] არ უცდია ბატონობა. ეტყობა,
მაგიტომ გაწიწმატდა ეგ ქალი. თეთრ სახლში მოხვედრა და
თავის არკანზასელ ქალებზე ბატონობის უნარის დაკარგვა
ერთი იყო. სანამ მეორეხარისხოვანი შტატის გენპროკურორი
და გუბერნატორი იყო, ყველაფერი ჯიგრულად მისდიოდა.
– ცხადია. ჯენიფერ ფლაუერსი.[23]
– არკანზასში, ხომ? მერე რა, თუ ჩამოვარდა, საშუალო
სიმაღლიდან მაინც ჩამოვარდა, დიდი სიმაღლიდან ხომ არ
მოადინა ზღართანი?
– ასიანი ხარ. თან როცა მისგან მექალთანეობას არიან ნაჩვევი.
ტრადიციულად, რა...
– მაგრამ თეთრ სახლში მოხვედრამ ბატონობის უნარი სულ
დააკარგვინა. ქალებსაც მეტი რა უნდოდათ, ჯერ მის უილი
შესდგა, მერე მის მონიკა. არადა, ერთი გადაკუზვა იყო
საკმარისი და ენას ვერ დაძრავდნენ. ნაღდი პაქტი იქნებოდა.
ამით ქალბატონს ხელ-ფეხი შეებორკებოდა. უმაგისოდ კი არც
პაქტი და არც არაფერი.
166
– არა, მთლად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ქალს არ ეშინოდა.
იქნებ ბოლომდეც არ უნდოდა თქმა, მაგრამ სთარმა[24]
ამოჩიჩქნა ყველაფერი. მონიკა და თერთმეტი ბუღა სასტუმროს
ნომერში! თან ყველა აყენებულით! ჯგუფური სექსი რა. სთარმა
იქ ჯგუფური გაუპატიურება მოუწყო ფორმალურად.
– მართალი ხარ, მაგრამ ლინდა თრიფთან რომ მოაღო პირი?
– ეგრე იყო.
– მოიცა ერთი რა, ვისთან არ ილაქლაქა. მოაღო პირი და
ყველაფერი დაფქვა. მაგ სირული კულტურის პირმშოა ეგეც.
ენა ატარტარებინე მარტო. ზედაპირული თაობის ყველაზე
თვალსაჩინო წარმომადგენელია. მაგისთანასთვის მთავარია,
პირში არაფერი გაიჩეროს და მერე ამას გულწრფელობა
დაარქვას. გულწრფელობა და უცარიელესი სიცარიელე.
უსაზღვრო გულღიაობა კი მოუვიდა.
გულწრფელობა, გნებავთ, გულღიაობა, რომელიც ნებისმიერ
სიცრუეზე უარესია, უცოდველობა, რომელიც ნებისმიერ
გარყვნილებას ჩამოიტოვებს უკან. ამ გულწრფელობის მიღმა,
როგორც წესი, დიდზე დიდი სიხარბე იმალება ხოლმე. უკვე
ლამის ჟარგონად იქცეს ეს სიტყვა. საოცარი ენა აქვთ რა, ისეთი
შთაბეჭდილება გექმნება კაცს, თითქოს საკუთარი «დაბალი
თვითშეფასებისა» მართლა სჯერათ, სინამდვილეში კი
მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. თავიანთ
უსირცხვილობას სასიყვარულო გულღიაობას უწოდებენ,
შეუბრალებლობას – «საკუთარი თავისადმი დაკარგული
პატივისცემის» აღდგენისკენ სწრაფვას. ჰიტლერიც ხომ ამავე
პრობლემის გადაჭრას ცდილობდა. საკუთარი თავისადმი
დაკარგული პატივისცემის აღდგენას ლამობდა. ახლა ყველა
ამას
იხვევს
ხელზე.
ყველაზე
მდარე
განცდების
ზედრამატიზაციაა რა. «ურთიერთობები; ჩემი ურთიერთობები;
ამ ურთიერთობების გარკვევა», – ყველას ეს აკერია პირზე.
მოკლედ, კაი მსახიობები კი გამოვიდოდნენ. ბოლოს ორმოცი
წლის იდიოტიზმი რომ ერთ კონად შევკრათ, მათ ლექსიკონს
მივიღებთ. «შეწყდა კამათი!» კაი ერთი რა! მეტი არაფერი
ვიცით. ჩემს სტუდენტებს კოჭებშივე ემჩნევათ, რომ სადაც
ტვინის განძრევაა საჭირო, იმ სფეროს არ ეტანებიან,
ურჩევნიათ, კამათი შეწყვიტონ, ვიდრე თავში შეუშვან რამე.
ბანალური სიუჟეტის მეტს, რომელსაც თავი, შუალედი და
დაბოლოება აქვს, ვერაფერს იგებენ. ნებისმიერი ადამიანის
167
გამოცდილება, გინდ ორაზროვანი იყოს, გინდ ჩახლართული,
ამათ ტრადიციულ კლიშეებს უნდა დაუქვემდებარონ.
გამოცდაზე ყველას ვჭრი ხოლმე, თუკი ვინმე კამათის
შეწყვეტას ლამობს. ეცდებიან, რომ კამათი შეწყვიტონ? ჰოდა,
კაი ჩიტს იჭერენ, მერე მართლა ვწყვეტ კამათს და
აუდიტორიიდან დავახვევინებ ხოლმე. მიყარონ კაკალი,
რამდენიც უნდათ.
– ვინც უნდა ყოფილიყო – აბსოლუტური ნარცისისტი, ვერაგი
ძუკნა
თუ
ბევერლი-ჰილზის
ისტორიაში
ყველაზე
ექსჰიბიციონისტი ებრაელი ქალი, თან პრივილეგიებით
განებივრებული, – მგონია, რომ ის ქლინთონი თავიდანვე
ყველაფერს ხედავდა. ესმოდა კიდეც ქალის. მონიკას
მზაკვრობას თუ ვერ მიხვდება კაცი, სადამ ჰუსეინის
ჩანაფიქრს როგორ უნდა ჩასწვდეს? მონიკასთანებსაც თუ ვერ
აჯობა ჭკუით, მაშინ პრეზიდენტობის ღირსიც არ ყოფილა. ასეთ
შემთხვევაში იმპიჩმენტი და მისი ჯანი. არა, მგონია,
ყველაფერს კარგად ამჩნევდა. იმასაც არჩევდა, როგორი
წაბილწული და იმავდროულად, უბიწო იყო მონიკა. მაგრამ
მისი ფასადით ისე იყო მოხიბლული, რომ ბევრ რამეზე ყურს არ
იბერტყავდა. უკიდურესი უბიწოება სწორედ მისი ბიწიერება
გახლდათ, თუმცა არა მხოლოდ ბიწიერება, არამედ სიგიჟე და
კიდევ, ცბიერებაც. ამ კომბინაციაში მდგომარეობდა მისი ძალა.
სიღრმე კი საერთოდ არ გააჩნდა; ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი,
რომ მხედართმთავრის პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებში
მიიპყრო ყურადღება. ხიბლი – მიმზიდველი თავთხელი. თან
ჯიუტი კვეხნა საარაკო თავნებობისა: «სამი წლისა მე უკვე
პიროვნება გახლდით», – აცხადებს ქალბატონი. არადა,
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ესმოდა, რომ მისი
ნებისმიერი ქმედება, რომელიც მონიკას ილუზიებს არ
ეთავსებოდა, ქალის თვითშეფასებისათვის დიდზე დიდ
დარტყმას წარმოადგენდა. მხოლოდ ერთ რამეს ვერ მიხვდა
ჩვენი ბუღა, – ტრაკიდან უნდა ეხმარა დედაკაცი. რატომო,
იკითხავთ, რატომ და იმიტომ, რომ პირის გაღების მიზეზი
მოესპო მისთვის. უცნაურად, მაგრად უცნაურად მოიქცა ჩვენი
პრეზიდენტი. პირველად ხომ ეს შესთავაზა ქალმა, პირდაპირ
მიახალა თავისი სურვილი. ბილმა კი არ იმოქმედა. ნეტავ რაზე
ფიქრობდა იმ დროს? გაეკეთებინა უკნიდან და როგორ
გადაუშლიდა მერე გულს ლინდა თრიფს, ამასაც ვნახავდით.
მერე ხომ მაინც დააჭერდა ენაზე კბილს.
168
– სიგარაზე ხომ მაინც იტყოდა რამეს.
– ეგ სხვა საქმეა. სიგარა ბავშვობა იყო. ბილს ისეთი რამე უნდა
ეკეთებინა მისთვის, თან რეგულარულად, რაზეც ხმის
ამოღების სურვილი არ ექნებოდა. ისეთი რამე, რაც კაცს
ენდომებოდა, ქალს კი – არა. აი, აქაა შეცდომა.
– უკნიდან ერთგულებას აიძულებდა?
– არა, არა ვარ დარწმუნებული, რომ მერე მაინც ჩაიგდებდა
ენას. მეტიც, არა მგონია, ადამიანურ ძალას შეეფერხებინა მისი
საქციელი. ბოლოს და ბოლოს, ღრმად თუ არ იგდებდა ხახაში,
პირს ხომ მაინც იტენიდა.
– კი, მაგრამ, დამეთანხმე, რომ ამ გოგომ უფრო მეტად
აღმოაჩინა ამერიკა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა დოს პასოსის[25]
მერე. თავის ტრაკს კი მოუფრთხილდა, მაგრამ სამაგიეროდ
ქვეყანას გასთხარა ზუსტად მაგ ადგილში საკაიფო
თერმომეტრი. აი, მონიკას «აშშ».[26] ინებეთ.
– უბედურება ის იყო, ქლინთონმა ზუსტად ის მიართვა, რასაც
ნაჩვევი იყო მონიკა; ქალს კი სულ სხვა რამე უნდოდა. ის
პრეზიდენტი იყო, მონიკა კი სარეცლის ტერორისტი. ქალს
სურდა,
ბილი
იმ
მასწავლებლისგან
განსხვავებული
ყოფილიყო, რომელთანაც მანამდე ჰქონდა რომანი.
– ჰო, სიფაქიზემ უტირა დედა პრეზიდენტს. მაგარია, არა?
უხეშობის მაგივრად, სიფაქიზე. კაცს თავის ჭკუაზე
ატრიალებდა. კაცი რომ ქალს თავზე წამოისვამს, სხვას არც
უნდა ელოდოს. არადა, სხვაგვარად არ შეეძლო. იცით, კენედი
რას ეტყოდა, ეგ ქალბატონი რომ მისდგომოდა და სამუშაო
ეთხოვა? იცი, ნიქსონი რას უპასუხებდა? ან ჰარი ტრუმენი რა
პასუხს გასცემდა, ან თუნდაც ეიზენჰაუერი? გენერალმა,
რომელიც მეორე მსოფლიო ომს უძღვებოდა, კარგად იცოდა,
როგორ არ უნდა ყოფილიყო ფაქიზი. ყველა მათგანი გარკვევით
უპასუხებდა, სამუშაოს კი არ მოგცემთ, ისე ვიზამთ, მთელი
ცხოვრება უმუშევრად დარჩეთო. მისთანას ნიუ-მექსიკოში,
ჰორს-სფრინგსში ტაქსისტობის უფლებასაც კი არ მისცემდნენ.
ეგ არაფერი, მამამისიც უნდა გაეძევებინათ პრაქტიკის
მიუხედავად და მშრალზე დაეტოვებინათ. დედამისზეც უნდა
დამუქრებოდნენ, ძმაზეც, ოჯახის ყველა წევრზე უნდა
ეთქვათ, სამსახურებიდან გავყრითო, მერე კი იმ თერთმეტ
მოწუწვნაზე ხმას აღარ ამოიღებდა. წარმოგიდგენიათ?
169
თერთმეტჯერ აუღია პირში. ბარემ დუჟინამდე მიეყვანა. ორ
წელიწადზე მეტი ცდილობდა და თერთმეტჯერ ჩაიდო პირში.
გარყვნილებისთვის რომ იყოს რამე ჯილდო, აშკარად ვერ
აიღებდა.
– სიფრთხილემ, სიფრთხილემ დაღუპა. წყალი არ გაუვა.
იურისტივით იქცეოდა ყველაფერში.
– სამხილების დატოვება არ უნდოდა, ამიტომაც არ უთავებდა.
– მართალიც იყო ამ მხრივ. გაუთავებდა პირში და მერე მას
გაათავებდნენ. ნივთიერი მტკიცებულება გაჩნდებოდა. ცხელი,
ოხშივარავარდნილი თესლი. უკნიდან რომ მისდგომოდა და
გაერჭო, ერს სასტიკი ტრავმისგან იხსნიდა.
სიცილი აუტყდათ. სამნი იყვნენ.
– ისე, გულით ერთხელაც არ უქნია, მგონი. სულ კარისკენ
გაურბოდა თვალი. თავისი ჭია ღრღნიდა, მონიკა კი თავის
დაფასებას ცდილობდა.
– მაფიაც ასე არ იქცევა? ადამიანს იმას ახვევს თავს, რასაც ეს
უკანასკნელი ვერ იტყვის. ამ მეთოდით ნებისმიერს ატრიალებ
შენს ჭკუაზე.
– ნორმათა ერთობლივ დარღვევაზე დაყოლიება და გარყვნა.
კლასიკაა რა.
– ბილის უბედურება ისაა, რომ საკმარისად გარყვნილი არ იყო.
– აბა, რა! ცხადია. არც საკმარისად გამოცდილი.
– ბრალი უზნეო საქციელში კი არა, მეტისმეტად ზნეობრივში
ედება.
– სწორია. თუ დაიწყო, ბარემ ბოლომდე მიეყვანა საქმე. რაღაც
ხელოვნურად კი შეჩერდა.
– როცა კაცი ჩერდები, ესე იგი, რაღაცას უფრთხი. საკმარისია,
შიში შეგამჩნიონ და მორჩა, გაბაწრული ხარ. შენი დაცემა უფრო
ახლოსაა, ვიდრე მონიკას ფიჭური ტელეფონი.
– თვითკონტროლის დაკარგვა არ უნდოდა კაცს. გახსოვთ მისი
სიტყვები მონიკას პირით: არ მინდა, მოგეჩვიო, არ მინდა, ჩემს
ნარკოტიკად იქცე? სიმართლედ მეჩვენება, ხომ იცით...
170
– მე კი – მლიქვნელობად.
– არა მგონია. როგორც მან დაიმახსოვრა ბილის სიტყვები, ეს
უფრო მლიქვნელობად ჟღერს, მაგრამ მოტივაცია... არა,
მართლაც, რაში ენდომებოდა სექსუალურად დამოკიდებული
გამხდარიყო. მესმის, ევასებოდა მონიკა, მაგრამ შეცვლასაც ხომ
ექვემდებარებოდა ეს ქალი.
– შეცვლას ყველა ექვემდებარება.
– რა ვიცით, ბილს რა გამოცდილება აქვს. როგორც ჩანს,
ბოზებთან მანამდე არ ჰქონია საქმე.
– კენედის კი ჰქონდა.
– თან როგორ! იქ სულ სხვა რამ ხდებოდა. ქლინთონი იმასთან
შედარებით საბავშვო ბაღია.
– არკანზასში რომ გუბერნატორობდა, ბაღის ბავშვს სულაც არ
ჰგავდა.
– ჰო, არკანზასში თავის ზომა და წონა იცოდა. აქ კი ყველაფერი
თავში აერია. ეს კი, ალბათ, აცოფებდა. ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტს ერთი შეხედვით ყველაფერზე
მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ ვერაფერს კი ვერ აკარებდა ამ
ხელს. ჯოჯოხეთში ყოფნასავით არის. მით უმეტეს, თუკი
ასეთი ცოლი ჰყავს კაცს, ნამდვილი დიასახლისი.
– გგონია, ძაან დიასახლისია?
– აბა, რა იქნება?
– ვინს ფოსთერი[27] დაგავიწყდა? – ახლა, შეყვარება სხვა
საქმეა და სისულელის ჩადენა – სხვა, მით უმეტეს, ცოლიანი
კაცი იყო. თუ ღმერთი გწამთ, რა! ჰილარი ადიულტერსაც კი
თავს მოაბეზრებს. ნამდვილი ანტიტრანსგრესორია.
– გგონია, ფოსთერთან არ ჟიმაობდა?
– აბა! რატომაც არა.
– ეტყობა, მთელი ქვეყანა გადაირია დიასახლისებზე. ასიანს
გეუბნები.
– ვინს ფოსთერისთვის ვაშინგტონში სამსახურის გამონახვა
ქლინთონის გენიალური სვლა იყო. თავის ადმინისტრაციაში
171
მიიღო და რაღაც პატარა განყოფილება ჩააბარა. გენიალურია. აქ
ქლინთონი ისე მოიქცა, როგორც ნაღდი მაფიოზი, დონი, და
ქალის წინააღმდეგაც იარაღი ჩაიგდო ხელში.
– ჰო. რაც მართალია, მართალია. მაგრამ მონიკასთან მაინც
სხვაგვარად გამოვიდა. ვერნონ ჯორდანის[28] მეტს ვის
გაუმხელდა მონიკას ამბავს. ყველაზე საიმედო ადამიანი იყო,
ვისაც მსგავს თემაზე დაელაპარაკებოდა. მაგრამ გათვლაში
მოუვიდათ იაღლიში, ეგონათ, მონიკა თავის კალიფორნიელ
დაქალებს ელაქლაქებაო. მოკლედ, ნებაზე ჰყავდათ ქალი
მიშვებული. ვისი რა საქმე იყო? მაგრამ უეცრად ლინდა თრიფი
გამოტყვრა, ეს კაბიანი იაგო, რომელსაც სთარმა თეთრ სახლში
შეაყოფინა ცხვირი...
ამ დროს ქოულმენი ძელსკამიდან ადგა და კამპუსისკენ
წავიდა. სანამ იჯდა და იმაზე ფიქრობდა, რა ექნა და როგორ
ყოფილიყო, ეს ხმები ანტიკური ქოროსავით ჩაესმოდა ყურში.
ეს ადამიანები ზურგით ისხდნენ, არც ხმები ეცნო და ვერც
სახეები გაარჩია, რადგან ხე ეფარებოდათ. როგორც ჩანდა, ეს
სამნი ახალგაზრდა პედაგოგები უნდა ყოფილიყვნენ,
რომელთაც ქოულმენის წასვლის შემდეგ ჰქონდათ მუშაობა
დაწყებული – ისხდნენ, წყალს ან უკოფეინო ყავას
წრუპავდნენ ჩოგბურთის თამაშის შემდეგ და ისვენებდნენ,
თან დღის სიახლეებზე ბჭობდნენ, სანამ თავიანთ ცოლ-შვილს
დაუბრუნდებოდნენ. სექსუალურ თემებს, ქოულმენის აზრით,
საკმაოდ აზრიანად და ცოდნით უდგებოდნენ, იმ ცოდნით,
რომელსაც ასე იშვიათად ამჩნევდა ხოლმე ახალგაზრდა
ასისტენტებს, განსაკუთრებით კი «ათინაში». პედაგოგთა
ლაყბობისთვის მეტისმეტად ხისტად და მსუყედ კი ჟღერდა
მათი საუბარი. რა დასანანია, რომ ამ ბიჭების მიღებას ვერ
მოესწრო. იქნებ გვერდში ამოსდგომოდნენ... ეჰ, არა! კამპუსში
მხოლოდ
ჩოგბურთის
მეგობრობა
იციან,
სერიოზულ
საკითხებზე კი ან ხუმრობით დააფიქსირებენ აზრს, ან
საერთოდ პირზე კლიტეს დაიდებენ. საქმე საქმეზე რომ
მიმდგარიყო, იმაზე მეტად ვერ გამოიდებდნენ თავს, ვიდრე ეს
სხვებმა, უფრო ძველებმა გააკეთეს. ასეა თუ ისე, არც იცნობდა
ამ
ახალგაზრდებს
და
არც
უნდოდა,
სცნობოდა.
«მოჩვენებებზე» მუშაობის დაწყებით ხომ დიდი ხნის ნაცნობ
კოლეგებზეც აიღო ხელი და ახლობლებზეც, დღეს კი (ეს
სწორედ იმავე დილას მოხდა, ნელსონ ფრაიმუსს რომ შეხვდა
და მათი
საუბარი უშვერი
სიტყვებით
დასრულდა,
172
მეტისმეტად უშვერითაც კი, რამაც უპირველესად თავად
ქოულმენი გააოგნა) ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად
ისე ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც მთავარი ქუჩიდან
გადაუხვევდა,
დაბის
სამხრეთ
ნაწილს
გადაკვეთდა,
სამოქალაქო ომის მოსაგონებლად ამართულ ძეგლამდე
მივიდოდა და კამპუსის გზას დაადგებოდა, როგორც
არასდროს. ალბათობა იმისა, რომ ვინმე ნაცნობს შესჩეხებოდა,
ერთობ მცირე იყო, თუ იმათ არ მივიღებთ მხედველობაში,
საივლისო ორკვირიანი «ელდერჰოსთელის» პროგრამით
პენსიონერებს რომ ასწავლიდნენ ხოლმე. ეს პროგრამა
თანგლვუდის კონცერტებზე[29] გამგზავრებასაც მოიცავდა,
სთოქბრიჯის[30] ფერწერულ გალერეაში მოხვედრასაც და
ნორმან როქველის მუზეუმის[31] დათვალიერებასაც.
ბორცვის თავზე რომ ავიდა, სწორედ ამ სტუდენტებს შეხვდა,
გვერდი აუარა ძველ ასტრონომიულ კამპუსს და მზის
სხივებით გაჩახჩახებულ კოლეჯის ოთხკუთხა მთავარ
მოედანზე გავიდა, რომელიც იმ წუთებში უფრო ლამაზი იყო,
ვიდრე «ათინას» ბუკლეტის გარეკანზე. ორ ჯგუფად გაყოფილი
მოხუცები კოლეჯის სასადილოში ლანჩზე მიიჩქაროდნენ
ხეებით დაბურული ბილიკით. წყვილთა პროცესიას ჰგავდა:
ცოლქმრული წყვილები, ქმრების წყვილები, ცოლების
წყვილები, ქვრივების წყვილები – ყოველ შემთხვევაში,
ქოულმენს ასე მოეჩვენა, – რომელთაც ერთმანეთი ამ კოლეჯში
გაეცნოთ. ყველა შილიფად, საზაფხულოდ იყო გამოწყობილი –
თხელი, ღია ფერის პერანგები და ბლუზები, ყველაფერი
პასტელის ფერებში გადაწყვეტილი – თეთრი ან ღია ყავისფერი,
შარვლებიც სიფრიფანა კუბოკრული ქსოვილისგან იყო
შეკერილი და «ბრუქს ბრაზერსის» ბრენდის. მამაკაცების
უმეტესობას სხვადასხვაგვარი საბეისბოლო მაისურები ეცვა,
რომლებზეც სპორტული გუნდების ემბლემები ჰქონდათ
ამოქარგული. არავითარი ინვალიდის სავარძლები, ხელჯოხები,
ყავარჯნები და როლატორები არ ჩანდა. მისივე ასაკის მხნე
ხალხი იყო, არც მასზე უარეს ფორმაში იყვნენ, ზოგს უფრო
ახალგაზრდაც ეთქმოდა, ზოგს აშკარად მასზე უხნესი, მაგრამ
ყველას ემჩნეოდა, რომ იმ თავისუფლებით სარგებლობდნენ,
რომელსაც პენსია იძლევა, თუკი, რასაკვირველია, ადამიანს არც
სუნთქვა უჭირს, არც ტკივილი აწუხებს სიარულისას და
ელემენტარულად, საღი აზროვნებაც შერჩენია. აი, სად იყო მისი
ადგილი – გონივრულად შერჩეული წყვილის შემადგენლობაში,
173
რათა ყველაფერს სათანადო სახე ჰქონოდა.
სათანადოობა. აი, დღევანდელი კოდური სიტყვა სწორი
გზიდან გადახვევის საწინააღმდეგოდ, ჯადოსნური სიტყვა,
რომელიც საყოველთაო «კომფორტს» ინარჩუნებს. სიტყვა,
რომელიც ქოულმენს იმას აკეთებინებს, რაც მას კი არ სურს,
არამედ ეთიკის სფეროში ჩვენს ავტორიტეტებს მოეწონებათ –
ჰო, მართლა, საერთოდაც, ვინ არიან ისინი? ბარბარა
უოლთერსი?[32] ჯოის ბრაზერსი?[33] უილიამ ჯონ ბენეთი?
«დეითლაინ ენ-ბი-სი»?[34] ისევ აქაური პროფესორი რომ
ყოფილიყო, ალბათ, სალექციო კურსს «სათანადო საქციელი
ძველ ბერძნულ დრამატურგიაში» წაიკითხავდა – კურსს,
რომელიც დაწყებამდე დასრულდებოდა.
***
ლანჩზე მიმავალ პენსიონერებს ჰორთ-ჰოლის დანახვა
შეეძლოთ – კოლონიური ხანის კარგად შენახული აგურის
შენობისა, რომელსაც ლამაზად დახვეული სურო ამშვენებდა,
სადაც ქოულმენს დეკანობისას ათ წელიწადზე მეტი
რექტორის მისაღების წინ ეკავა კაბინეტი. როდესაც საათმა
შუადღე ჩამოჰკრა – საათი ნორთ-ჰოლის ექვსკუთხა, დროშით
დამშვენებულ კოშკზე იყო მოთავსებული, კოშკი კი კოლეჯის
ხუროთმოძღვრების დომინანტას წარმოადგენდა, – კოშკზე,
რომელიც ათინადანაც ისე მოჩანდა, როგორც ევროპული
ქალაქებისკენ მიმავალი გზებიდან ჩანს ხოლმე დიდებული
ტაძრები – ის ისევ სკამზე იჯდა ყველაზე ცნობილი და
ძველისძველი მუხის ქვეშ და შეძლებისდაგვარად ცდილობდა,
მშვიდად შეეფასებინა სათანადოობისა და შესაფერისობის
გავლენა და ტირანია. 1998 წლის შუახანებში მასაც კი
წარმოუდგენლად ეჩვენებოდა სიმტკიცისა და ძლიერების
ამერიკული გაგება, არადა, ბევრი რომ არ ვეძიოთ, ქოულმენი
თვითონვე გახდა ამ ტირანიის მსხვერპლი. აქ წინანდებურად
იყო გამეფებული აღვირამოდებული საჯარო რიტორიკა და
პირადი პოზიორობისათვის აუცილებელი შთაგონების ულევი
წყარო,
თან
საყოველთაო,
ტრიბუნაზე
გამომსვლელ
კეთილისმყოფელთა ძალდატანებითი ვაჭრობა, რომელსაც ჰ.
ლ. მენქენმა[35] ბუბიზმი[36] უწოდა, ხოლო ფილიპ უაილიმ[37]
მამიზმი, რომელსაც ევროპელები ისტორიულად ამერიკულ
174
პურიტანიზმს უწოდებენ და რომელსაც რონალდ რეიგანი და
ძმანი მისნი ამერიკის ძირითად ფასეულობებად ნათლავენ და
რომელიც დღემდე დიდი იურისდიქციით სარგებლობს, რადგან
რეალურად სულ სხვა რამით ინიღბება, უფრო სწორად კი
რამით კი არა, რამის ქვეშ აფარებს თავს.
როგორი ცვალებადია სათანადოობისა და შესაფერისობის
საზოგადოებრივი ძალა – ეს მათუსალას ხნის ქალბატონი,
რომელიც, თუ დასჭირდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობად,
თეთრ-ანგლოსაქსურ-პროტესტანტულ
ღირსებად,
ქალთა
უფლებებისათვის ბრძოლად, ზანგთა სიამაყედ, ეთნიკური
კუთვნილების შეგრძნებად და ემოციურად დახუნძლულ
ებრაულ ეთიკურ მგრძნობელობადაც კი მოგვაჩვენებს თავს.
თითქოს არც მარქსი ყოფილიყოს, არც ფროიდი, არც დარვინი,
არც სტალინი და არც ჰიტლერი, არც მაო და ასე განსაჯეთ, არც
სინქლერ ლუისი! ჰო, თითქოს არც «ბებითი» იყოსო დაწერილი,
ფიქრობდა ქოულმენი. თითქოს შემოქმედებით აზროვნებას ამ
უმარტივეს დონეზეც კი გზა ეღობებოდა მათ გონებამდე
მისასვლელად, რათა მათივე სიმყუდროვე არ დაერღვია.
კაცობრიობას უმაგალითო უბედურებათა და საზარელ
კატასტროფათა ასწლეული ერგო – ათობით მილიონი
ყველაფრის ნაკლებობას ნაკლებობაზე განიცდიდა, ითმენდა
სიმხეცეს, სისაძაგლეს, ნახევარმა მსოფლიომ, თუ მეტმა არა,
პათოლოგიური სადიზმის ხელისუფლება იწვნია თავისი
«სოციალური
პოლიტიკითურთ»,
ხალხმრავალი
საზოგადოებები შენდებოდა რეპრესიების შემბორკავი შიშით,
ინდივიდუალური ცხოვრების დეგრადაციამ ხელისუფლების
გამოისობით უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია, ხალხები
ნაწევრდებოდნენ
და
იდეოლოგიურ
ბოროტმოქმედებს
ემონებოდნენ, რომლებიც ყველაფერს ართმევდნენ, შედეგად
კი მთელი ერები აღმოჩნდნენ დემორალიზებულნი, თან ისე,
რომ დილით გაღვიძებულები ახალ დღესთან შეხვედრის
იოტისოდენა სიხარულსაც კი არ გრძნობდნენ. რამდენი
ამისთანა საზარელი მაგალითი გვიბოძა გასულმა საუკუნემ და
ამ ხალხს ეს კი არ აღელვებს, ფაუნია ფარლი არ აძლევს
მოსვენებას! ფაუნია და მონიკა ლევინსკი – აი, ამერიკის ორი
საზრუნავი. ხალხის აღუშფოთველი ცხოვრება ქლინთონისა და
სილქის შეუფერებელ ცხოვრებას დაურღვევია! აი, თურმე ის
ბოროტება, რომელიც მათ 1998 წელს დაატყდა თავს. ხედავთ,
საიდან ჰქონია სათავე წამებას, წვალებას, სულიერ კვდომას.
175
აი, სად ყოფილა ზნეობრივი სასოწარკვეთილების თავიდათავი
– ქოულმენისა და ფაუნიას სარეცელი ყოფილა ყველა ამ
უბედურების სათავე. მარტო იმიტომ კი არ ყოფილა ქოულმენ
სილქი ნაძირალა, რომ სიტყვა «მოჩვენებები» თეთრკანიანი
სტუდენტების ჯგუფის წინაშე წარმოთქვა, – წარმოთქვა,
ყურადღება მიაქციეთ, არა მონობის მემკვიდრეობის საკითხის
განხილვისას ან «შავი პანტერების»[38] ინვექტივებზე,
მალქოლმ იქსის[39] მეტაფორებზე, ჯეიმზ ბოლდუინის[40]
რიტორიკაზე, «ეიმოსისა და ენდის»[41] რადიომსმენელებში
პოპულარობაზე, არამედ რუტინული ამოკითხვისას... ის არა
მარტო იმიტომ არის ნაძირალა, რომ...
ეს ფიქრები იმ ხუთი წუთის განმავლობაში აეშალა და ფრთა
გაშალა, როდესაც ძელსკამზე იჯდა იმ სიმპათიური შენობის
წინ, რომელშიც ოდესღაც დეკანად მუშაობდა.
თუმცა შეცდომა უკვე დაშვებული იყო. დაბრუნდა. ისევ იმ
ბორცვზე აღმოჩნდა, რომლიდანაც თავით გადაუძახეს; და ისევ
ზიზღი იგრძნო ყოფილი მეგობრების მიმართ, რომელთაც მის
დასაცავად არაფერი თქვეს, კოლეგების მიმართ, რომელთაც
მის დასახმარებლად სიტყვაც არ დაუსველებიათ, მტრების
მიმართ, რომლებმაც მის ამდენწლიან ღვაწლს სულ იოლად
აქციეს ზურგი. სურვილი გაუჩნდა, უფრო სწორად, სურვილმა
აავსო, რომ მათი სასტიკი და უსამართლო იდიოტიზმისთვის
მოეღო ბოლო. რისხვით აღვსილი ავიდა ამ ბორცვზე. რისხვამ
აზროვნება დაუბინდა და დაუყოვნებელი ქმედებისკენ
უბიძგა.
დელფინა რუ.
ადგა და დელფინა რუს კაბინეტისკენ გაეშურა. ამ ასაკში იმას
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - ადამიანური ლაქა - 13
  • Части
  • ადამიანური ლაქა - 01
    Общее количество слов 3349
    Общее количество уникальных слов составляет 2049
    24.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    35.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 02
    Общее количество слов 3444
    Общее количество уникальных слов составляет 2142
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 03
    Общее количество слов 3627
    Общее количество уникальных слов составляет 2064
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 04
    Общее количество слов 3451
    Общее количество уникальных слов составляет 2169
    25.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    42.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 05
    Общее количество слов 3467
    Общее количество уникальных слов составляет 2071
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.0 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 06
    Общее количество слов 3642
    Общее количество уникальных слов составляет 2078
    30.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 07
    Общее количество слов 3414
    Общее количество уникальных слов составляет 2067
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 08
    Общее количество слов 3479
    Общее количество уникальных слов составляет 2003
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 09
    Общее количество слов 3443
    Общее количество уникальных слов составляет 2026
    28.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 10
    Общее количество слов 3417
    Общее количество уникальных слов составляет 2050
    28.4 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 11
    Общее количество слов 3519
    Общее количество уникальных слов составляет 1983
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    50.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 12
    Общее количество слов 3447
    Общее количество уникальных слов составляет 2166
    26.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 13
    Общее количество слов 3608
    Общее количество уникальных слов составляет 2041
    30.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 14
    Общее количество слов 3509
    Общее количество уникальных слов составляет 2057
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 15
    Общее количество слов 2009
    Общее количество уникальных слов составляет 1292
    33.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов