Latin

ადამიანური ლაქა - 01

Общее количество слов 3349
Общее количество уникальных слов составляет 2049
24.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
35.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
41.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
ფილიპ როთი
ადამიანური ლაქა
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ინასარიძემ
ავტორის შესახებ
1997 წელს ფილიპ როთმა პულიცერის პრემია მიიღო
„ამერიკული პასტორალისთვის“. 1998 წელს მას „ხელოვნების
ეროვნული მედალი“ გადაეცა თეთრ სახლში, ხოლო 2002 წელს
ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის
უმაღლესი
ჯილდო,
„ოქროს
მედალი
მხატვრულ
ლიტერატურაში“ ხვდა წილად, რომელიც მანამდე, სხვებთან
ერთად, ჯონ დოს პასოსს, უილიამ ფოლკნერსა და სოლ
ბელოუს ჰქონდათ მიღებული. როთმა ორჯერ დაიმსახურა
„ეროვნული წიგნის პრემია“, „ფოლკნერის კალმის პრემია“ და
„სამამულო ლიტერატურის კრიტიკოსთა წრის პრემია“.
2005 წელს რომანმა „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“
ამერიკელ ისტორიკოსთა საზოგადოების პრიზი დაიმსახურა
როგორც „ამერიკის 2003-04 წლების თემატიკაზე შექმნილმა
გამორჩეულმა ისტორიულმა რომანმა“, ხოლო „ნიუ-იორკ
თაიმზის“ ლიტერატურულმა დამატებამ წლის საუკეთესო
წიგნად დაასახელა. ასეთივე შეფასება მისცეს „სან-ფრანცისკო
ქრონიქლსმა“, „ბოსთონ გლოუბმა“, „ჩიკაგო სან-თაიმსმა“,
„ლოს-ანჯელეს თაიმსის“ ლიტერატურულმა დამატებამ,
„ვაშინგტონ პოსტ ბუქ უორლდმა“, „თაიმმა“, „ნიუსუიქმა“ და
კიდევ უამრავმა პერიოდულმა გამოცემამ. დიდ ბრიტანეთში
„შეთქმულებამ ამერიკის წინააღმდეგ“ უ. ჰ. სმითის პრემია
დაიმსახურა როგორც წლის საუკეთესო წიგნმა და ფილიპ
როთი ამ პრემიის 46-წლიანი ისტორიის განმავლობაში
პირველი მწერალი გახდა, ვინც ორჯერ მიიღო ხსენებული
ჯილდო.
2005 წელს ფილიპ როთი მესამე ამერიკელი მწერალი გახდა,
რომლის ნაწარმოებების აკადემიური გამოცემაც მწერლისავე
სიცოცხლეში
შეადგინა
„ამერიკის
ბიბლიოთეკამ“.
1
ცხრატომეულის უკანასკნელი ორი ტომი 2013 წელს გამოიცა.
2011 წელს როთმა თეთრ სახლში „ეროვნული ჰუმანიტარული
მედალი“ მიიღო და „მენ ბუკერის საერთაშორისო პრემიის“
მეოთხე ლაურეატად დასახელდა. მომდევნო წელს ესპანეთის
უმაღლესი ჯილდო, „პრინც ასტურიელის პრემია“ დაიმსახურა.
***
ოიდიპოსი
როგორ განვწმინდოთ? ხსნა რა არის ამ სიავისგან?
კრეონტი
ქვეყნიდან კაცის გაძევება, მკვლელობის მოკვლა...
სოფოკლე, „ოიდიპოს მეფე“
1. ყველამ იცის
1998 წლის ზაფხული იდგა, როდესაც ორი წლის პენსიაზე
გასული ჩემი მეზობელი ქოულმენ სილქი, ახლომდებარე
ათინა-კოლეჯში ანტიკური სიტყვიერების პროფესორად
ოცდარამდენიღაც წელიწადი ნამუშევარი, მას მერე კი ამავე
სასწავლო დაწესებულების დეკანის პოსტზე ნამყოფი,
გამომიტყდა, რომ სამოცდათერთმეტი წლის ასაკში კოლეჯში
მომუშავე ოცდათოთხმეტი წლის დამლაგებელთან ჰქონდა
რომანი გაჩაღებული. კვირაში ორჯერ, გარდა სასწავლებლისა,
ეს ქალი ჩვენს მიყრუებულ ფოსტასაც ალაგებდა, კედლებზე
ფიცარაკრულ
ნაცრისფერ
სახლს,
რომელიც
ისე
გამოიყურებოდა, თითქოს ოცდაათიან წლებში რომელიმე
უბადრუკი ოჯახი ოკლაჰომის ქარიშხლებს აქ აფარებდაო თავს;
ფოსტა ჩვენს ბორცვებიან დაბაში ავტოგასამართ სადგურსა და
უნივერმაღს შორის იდგა და ამერიკის დროშა უფრიალებდა
თავზე.
პირველად თურმე ასე შეხვედრიან ერთმანეთს: ქოულმენი
დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მისულა ფოსტაში
კორესპონდენციის წასაღებად, ქალბატონი კი თურმე
2
ჩამუხლული
იატაკს
ხეხავდა.
ქოულმენს
მაშინვე
შეუთვალიერებია ეს მაღალი, მოფერფლისფროთმიანი ქალი,
ზურგზე დაშვებული კიკინით. ქალს ქანდაკებასავით
პირხმელი სახე ჰქონია, რომელიც, ჩვეულებრივ, დილიდან
დილამდე მუხლჩაუხრელად მომუშავე ახალინგლისელი
ოჯახის დიასახლისსა და ადრეულ კოლონიურ წლებში
მრავალჭირნახულ ქალს მოაგონებს ადამიანს, ღვთისმოშიშსა
და უფლის კანონებით მცხოვრებს. მას ფაუნია ფარლი რქმევია
და გადატანილ ჭირ-ვარამს თურმე მისი ლოყებჩაცვენილი,
პირქუში
სახე
მარტოობის
ნიღბის
მიღმა
მალავდა.
საცხოვრებლად ამ ქალს ახლომდებარე სარძევე ფერმაში
ჰქონია ბინა დადებული, სადაც ბინის ქირას ძროხების წველით
იხდიდა და გაჭირვებით ეწეოდა ცხოვრების ჭაპანს.
განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, დაწყებითი სკოლა და კიდევ
ორი საშუალო კლასი ჰქონია გავლილი.
იმ ზაფხულმა, როდესაც ქოულმენმა ეს საიდუმლო გამანდო,
მართლაც ყველას დაგვამახსოვრა თავი, რადგან ბილ
ქლინთონის საიდუმლო თავისი დეტალებითურთ ყველასთვის
გახდა ცნობილი – ნამდვილი, მაგრამ დაუჯერებელი
დეტალები, რომელთა სიმართლეცა და დაუჯერებლობაც
ვითარების პიკანტური გარემოებით აიხსნებოდა. მსგავსი რამ
მას მერე არ განგვეცადა, რაც ახალგამომცხვარი მის ამერიკის
პიკანტურ ფოტოებს გადააწყდა ვიღაც «პენტჰაუსში», სადაც ეს
მშვენიერი ქალიშვილი ნაირ-ნაირ პოზაში იყო გადაღებული –
ხან მუხლებზე და ხან ზურგზე, – რის შემდეგაც ამ
სახელგანთქმულმა გოგონამ გვირგვინზე უარი თქვა და
უმაღლესი
დონის
პოპვარსკვლავად
გადაიქცა.
ოთხმოცდათვრამეტი წლის ზაფხული ახალ ინგლისში
უჩვეულოდ თბილი და მზიანი დაიჭირა, ბეისბოლში კი ის
ზაფხული ბიტის[1] ორი ღმერთის – თეთრისა და ყავისფრის –
შერკინების ხანად მოინათლა, ხოლო თავად ამერიკაში
წესრიგმა და კეთილზნეობამ არნახულად გაშალა ფრთები,
როდესაც ტერორიზმმა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საფრთხე –
კომუნიზმი ჩაანაცვლა და თავად კი ორალურ სექსს დაუთმო
ადგილი, როდესაც შუახნის პრეზიდენტმა და უდარდელმა
ოცდაერთი
წლის
გოგონამ,
როგორც
მოზარდებმა
ავტოსადგომზე, ოვალურ დარბაზში ამერიკის უძველესი ჟინი –
შესაძლოა,
ისტორიულად
ყველაზე
საბედისწერო
და
მავნებელი – ფარისევლობის ექსტაზი გააღვიძეს. კონგრესში
3
თუ მედიასაშუალებებში, ერთი სიტყვით, ყველგან, შეტევა
დაიწყო
და
დროშასავით
აფრიალდა
ხელოვნურად
მაღალზნეობრივი სისაძაგლე, რომელიც მორალის სახელით
ბრალმდებელიც იყო და განადგურებასაც უქადდა უზნეოთ, და
ისეთი დევნა ჰქონდა გამოცხადებული მათზე, თითქოს იმ
დევნის სულით ყოფილიყოს შეპყრობილი, XIX საუკუნის
სამოციან წლებში ჩემს ამჟამინდელ სახლთან ახლოს
მცხოვრები ჰოთორნი[2] რომ წერდა; ერთგვარი განმწმენდი
რიტუალის
მეშვეობით
ამ
ხალხმა
აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოებში ერექციის მოსპობა განიზრახა და
ყველაფრისთვის კეთილსახიერების მინიჭება სცადა, რითიც
სენატორ ლიბერმანის ათი წლის ქალიშვილს მამიკოსთან
ერთად ტელევიზორის ყურების ნება დაერთო. მამიკო კი ამ
დროს სულით ხორცამდე იყო შეძრული. არა, თუკი აქ არ
გიცხოვრიათ 1998 წელს, არც ის გეცოდინებათ, ფარისევლობა
რას ეწოდება. უილიამ ბაქლი,[3] რომელსაც სვეტი აქვს
დათმობილი კონსერვატიულად განწყობილ გაზეთებში,
წერდა: «როდესაც ამდაგვარი საქციელი აბელარმაც ჩაიდინა,
მაშინ საშუალება გამოინახა, რომ მსგავსი რამ აღარ
გაემეორებინაო», – ამით მან პრეზიდენტის საქციელზე
მიგვანიშნა, მით უმეტეს, სხვა ადგილას ქლინთონს
«თავაშვებულ
ავხორცობაში»
დასდო
ბრალი,

და
იმპიჩმენტისგან განსხვავებით სულ სხვა განაჩენისკენ
გვიბიძგა: დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, იმდაგვარი
დასახიჩრება იგულისხმა, რომლითაც XII საუკუნეში კანონიკ
აბელარს გაუსწორდნენ კანონიკ ფულბერის დანიანი
ხელქვეითები. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ აბელარს
ფულბერის ძმისწულ ელოიზასთან საიდუმლო კავშირსა და
ქორწინებაში დასდეს ბრალი. ხომეინისგან განსხვავებით,
რომელმაც თავისი ფეთვით სალმან რუშდის სიკვდილი
მიუსაჯა, ბაქლის სანუკვარ ოცნებად მხოლოდ დამნაშავის
დასაჭურისება ექცა, თუმცა ამ საქმის შემსრულებლისათვის
ფულადი ჯილდოს დაწესება არც გახსენებია, არადა,
აიათოლასავით მომთხოვნი და მასავით მაღალზნეობრივი
იდეალებით ნასაზრდოებიც კი აღმოჩნდა.
ამერიკას იმ ზაფხულს გულისრევა ვერ ასცდა, რადგან არც
ხუმრობა
შეუწყვეტია,
არც
განსჯა-განხილვისა
და
გადაჭარბებული ნააზრევების ფრქვევისთვის დაუკლია ხელი,
მით უმეტეს, რომ იმ დროს ზნეობრივი აუცილებლობა,
4
ბავშვებისთვის აეხსნათ უფროსების ცხოვრება, დაჯაბნა
მოზარდებში იმ იდეალების შენარჩუნების მორალურმა
აუცილებლობამ, რომ მათ უფროსების პატივისცემა არ
დაეკარგათ, ამ დროს კი ადამიანური ყოფა უბრალოდ სულს
ღაფავდა, ხალხში თითქოს ავი სული ჩასახლდა და მომხრეცა
და მოწინააღმდეგეც გაოცებული იყო, ჭკუიდან ხომ არ
გადავედითო? იმ დროს ქალიცა და კაციც დილით თვალს რომ
გაახელდნენ, აღმოაჩენდნენ, რომ ღამით, როდესაც შურისა და
ზიზღის
სამყაროდან
ძილის
სამეფოში
იყვნენ
გადანაცვლებული, ქლინთონის თავხედობა ხიბლავდათ
კიდეც. მე რაც შემეხება, მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა:
მსურდა,
თეთრი
სახლი
ქრისტოს[4]
მანერისებურად
უზარმაზარ ტილოში გაეხვიათ და ზედ წაეწერათ: აქ ადამიანი
ბინადრობს. სწორედ იმ ზაფხულს აღმოჩნდა (იქნებ ათასში
ერთხელ ხდება ასე), რომ ადამიანური აურზაური, ნაგავნუგავი,
ალიაქოთი უფრო რთული ჩასაწვდომია, ვიდრე ვიღაცის
იდეური პოზიცია ან კიდევ მორალური სახე. ეს სწორედ ის
ზაფხული გახლდათ, როდესაც ყველას პრეზიდენტის პენისი
უტრიალებდა თავში და ამ ურცხვმა არასრულფასოვნებამ
ამერიკას კვლავ დავთრები აურია.
***
ქოულმენი ზოგჯერ დამირეკავდა ხოლმე შაბათობით და
ბორცვის მეორე მხარეს მიმიწვევდა სტუმრად, ანუ თავისთან,
მუსიკის მოსასმენად ან კუნკენის სათამაშოდ, ქულაზე თითო
ცენტად, ან უბრალოდ, სალაყბოდ. ჭიქა კონიაკს ვწრუპავდით
ხოლმე მის სასტუმრო ოთახში და მოსაღამოებულზე დროის
მოკვლაში ვეხმარებოდი, რადგან კვირის ბოლო დღე მისთვის
ყველაზე საშინელი დრო იყო. უკვე ორი წელიწადი იქნებოდა,
რაც დიდ, თეთრ ფიცარაკრულ სახლში, სადაც თავის მეუღლე
აირისთან ერთად ოთხი შვილი გაზარდა, მარტო ცხოვრობდა.
მარტო კი მას მერე დარჩა, რაც აირისი უეცრად ინსულტმა
შეიწირა, ეს კი სწორედ იმხანად მოხდა, როდესაც თავის
კოლეჯთან გაგანია ბრძოლაში იყო ჩართული, რადგან ორმა
სტუდენტმა გოგონამ რასიზმში დასდო ბრალი.
ქოულმენს «ათინაში» თითქმის მთელი ცხოვრება ჰქონდა
გატარებული, ვგულისხმობ პედაგოგობის პერიოდს, და მუდამ
5
კომუნიკაბელურობით, მახვილგონიერებით, სიდინჯითა და
დედაქალაქური
ხიბლით
გამოირჩეოდა;
ნაწილობრივ
მებრძოლი იყო, ნაწილობრივ – გაქნილი ტიპი, რომელსაც იმ
პედანტისა არაფერი ეცხო, რომელიც სტუდენტებს ლათინურსა
და ბერძნულს ჩასჩიჩინებს ხოლმე (არადა, რაოდენ გასაკვირიც
უნდა გვეჩვენოს, «ბერძნულ-ლათინური სალაპარაკო კლუბი»
სწორედ მან დააარსა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში). მისმა
არააკადემიურობამ, პირდაპირობამ და საკუთარი თავის
რწმენამ აქცია სტუდენტებში პოპულარულ საგნად მისი ძველი
ბერძნული ლიტერატურის მიმოხილვითი კურსი (ცხადია,
თარგმნილ ვარიანტში მოგახსენებთ, კურსს კი შინაურულად
«ღგმ» შეარქვეს, ანუ «ღმერთები, გმირები, მითები»).
«იცით, რითი დაიწყო ევროპული ლიტერატურა? – ჰკითხავდა
ხოლმე გამოძახებულ სტუდენტს, – ჩხუბით! მთელ ევროპულ
სიტყვიერებას საფუძვლად დიდი აურზაური დაედო, – მერე
გადაშლიდა «ილიადას» დასაწყისს და ხმამაღლა იწყებდა
კითხვას: «რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი... მტრად მოეკიდნენ
ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე აგამემნონ და აქილევსი,
ღმერთის სადარი». მაშ, რაზე მოუვიდა ამ ორ შმაგ პიროვნებას
უთანხმოება? ალბათ, იმავეზე, რაზეც მთვრალები ატეხენ
ხოლმე მუშტი-კრივს სალუდეში – დედაკაცის გამო, ცხადია!
უფრო სწორად კი იმ გოგოს გამო, მამას რომ წაჰგვარეს
როგორც ნაალაფარი. მია კორე – ასე უწოდებს მას ჰომეროსი.
მია, რომელიც ახალ ბერძნულში იქცა განუსაზღვრელ
არტიკლად მნია, ნიშნავს «ერთს», ხოლო «კორე» –
«ქალიშვილს»,
რომელიც
უკვე
თანამედროვე
ენაში
წარმოითქმის როგორც კორი. როგორც ირკვევა, აგამემნონს ეს
გოგონა თავის მეუღლე კლიტემნესტრას ერჩივნა. «არც მისი
ქრისეიდაა ნაკლები, – ამბობს ის, – პირმშვენიერი, კეთილი
საქმით და სახით!» ამიტომაც არ სურს მისი გაშვება, – როგორც
ხედავთ, ყველაფერი ნათელია. როდესაც აქილევსმა აგამემნონს
მოსთხოვა, გოგონა მამამისისთვის დაებრუნებინა და
განრისხებული აპოლონის გული მოელბო, ამ უკანასკნელმა
თავხედურად მიუგო, მხოლოდ მაშინ დავუბრუნებ, როდესაც
აქილევსი გამოიმეტებს თავის გოგონასო. აქილევსი ისევ
განრისხდა. გამძვინვარდა ეს შმაგი ვაჟკაცი, შმაგი შმაგთა
შორის, რომლის აღწერაც კი ოდესმე უტვირთიათ კალმოსნებს.
მრისხანე აქილევსი – ყველაზე სასტიკი მთელი ომის
6
ისტორიაშიც კი, თუკი მის თავმოყვარეობასა და ჟინს
შეეხებოდა ვინმე. ჩვენი სახელმოხვეჭილი აქილევსი ერთი
წკიპურტის გამო ყველას გაერიყა და განუდგა. ამ დიადმა
გმირმა გოგონას დაბრუნებაზე უარით გამოწვეული წყენის
გამო სწორედ იმ საზოგადოებას აქცია ზურგი, რომლის
ფალავან დამცველადაც გვევლინებოდა და რომელსაც ასე
ესაჭიროებოდა მისი მარჯვენა. და აი, უთანხმოება –
ულმობელი შერკინება გოგონას გამო, მისი ნორჩი სხეულისა
და შლეგური ხორციელი ჟინის გულისთვის. და თავად
განსაჯეთ, ღირდა თუ არა, ამხელა დავიდარაბა ფალოსურ
საკუთრებაზე! წარმოგიდგენიათ, მათი ბელადის რამხელა
ფალოსურ ღირსებაზეა დაფუძნებული და დამყნილი დიადი,
თვალისმომჭრელი ევროპული ლიტერატურა და ამიტომაც
არის, რომ თითქმის სამი ათასი წლის შემდეგაც კი, ანუ დღეს,
მასზე საუბარს სწორედ აქედან ვიწყებთ...»
ათინა-კოლეჯში მოხვედრით ქოულმენი იმ ერთი მუჭა
ებრაელობას შეერია, რომელიც იქ იყო დასაქმებული, და
შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ებრაელი გახდა
ამერიკაში, რომელიც ანტიკური სიტყვიერების კათედრაზე
დაუშვეს. რამდენიმე წლით ადრე «ათინას» ერთ-ერთ
ებრაელად შეგვიძლია მივიჩნიოთ აწ უკვე მივიწყებული
მოთხრობათა ავტორი ე. ი. ლანოფი, რომელსაც მე, ახალბედა
კალმოსანი, ვისაც გამოცდილი ოსტატის მხარდაჭერა და
დახმარება მესაჭიროებოდა, ჩემთვის დაუვიწყარი ვიზიტით
ვეწვიე. გარდა ამისა, სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში
ქოულმენი ერთადერთი და თან პირველი ებრაელი გახლდათ,
რომელსაც ათინა-კოლეჯში დეკანის პოსტის დაკავების პატივი
ხვდა წილად. მოგვიანებით, 1995 წელს, ადმინისტრაციული
პოსტი
დატოვა,
რათა
კარიერის
დასასრულ
კვლავ
დაჰბრუნებოდა
თავის
აუდიტორიას
და
ენისა
და
ლიტერატურის
გაერთიანებულ
კათედრაზე,
რომელსაც
ანტიკური სიტყვიერების ფაკულტეტი ჰქონდა გადაყლაპული
და რომელსაც პროფესორი, ქალბატონი დელფინა რუ
უძღვებოდა, თავისი ორი კურსის კითხვა განეგრძო. დეკანის
პოსტზე ყოფნისას ქოულმენი ახალი პატივმოყვარე რექტორის
მხარდაჭერას გრძნობდა და იქნებ ამიტომაც არ გასჭირვებია ამ
დრომოჭმული, ობმოკიდებული და მიძინებული კოლეჯის
ძალისმიერი
მეთოდებით
გამოცოცხლება,
რომელიც
მოსოფლელო
ბატონების
ხელში
ჩავარდნილიყო.
7
დაუნანებლად მოჰკიდა ყველას ხელი «ძველი გვარდიიდან»
და ნაადრევ პენსიაზე გაისტუმრა, სამაგიეროდ, ახალგაზრდა,
მოაზროვნე, ამბიციური კადრებიც მოიყვანა და სასწავლო
პროგრამებიც რევოლუციას დაუქვემდებარა. ისე, უეჭველია
ერთი რამ – უსკანდალოდ რომ წასულიყო კოლეჯიდან, მის
პატივსაცემად
კრებულსაც
გამოუშვებდნენ,
ლექციათა
ციკლსაც დააწესებდნენ და ანტიკური სიტყვიერების
კვლევების კათედრას მის სახელსაც მიანიჭებდნენ; ან იქნებ
XX საუკუნის დამლევს ათინა-კოლეჯის აღორძინებაში მისი
წვლილის გახსენებისას მისი სახელი ჰუმანიტარული
კორპუსისთვის, ან ნორთ-ჰოლისთვის, ნაგებობის ყველაზე
სამაგალითო
ნაწილისთვის,
მიენიჭებინათ
სიკვდილის
შემდგომ. იმ აკადემიურ სამყაროში, სადაც ცხოვრების დიდი
ნაწილი ჰქონდა გატარებული, ქოულმენი ძალიან მალე
გადაიქცეოდა უკამათო, თითქმის ყველასათვის მისაღებ და
სათნო ადამიანად, რომლისთვისაც განგებას სამუდამო პატივი
ურგუნებია.
მაგრამ საშტატო პროფესორის პოსტზე დაბრუნებიდან
თითქმის მეორე სემესტრის შუალედში ქოულმენს იმისთანა
რამ წამოსცდა, რის გამოც ნებით გაწყვიტა ყოველგვარი
კავშირი კოლეჯთან. სწორედ ის ერთი სიტყვა აღმოჩნდა
დამღუპველი მრავალთა შორის, რომლებიც «ათინას»
კედლებში, ალბათ, ამ ხნის განმავლობაში მილიონობით
ჰქონდა წარმოთქმული. ამ სიტყვას ქოულმენი თავისი ცოლის
გარდაცვალების უშუალო მიზეზად მიიჩნევდა.
ჯგუფში თოთხმეტი სტუდენტი ირიცხებოდა. რამდენიმე
პირველი ლექციის წინ ქოულმენი ყველას სათითაოდ
იძახებდა, უფრო სწორად კი, სიას კითხულობდა, რათა
სტუდენტების ვინაობა დაემახსოვრებინა. და რაკი ორი
სტუდენტი გოგონა ხუთი სალექციო კვირის განმავლობაში არც
ერთხელ არ გამოჰპასუხებია, მეექვსე კვირას ქოულმენმა
კითხვა დასვა:
– იქნებ რომელიმე თქვენგანი იცნობს მათ? ის მაინც ვიცოდე,
ხორციელი არსებები არიან თუ მოჩვენებები?
ქოულმენი იმავე დღეს გამოიძახა ახალმა დეკანმა; ამ
ქალბატონს მისი ადგილი დაეკავებინა დეკანატში და აცნობა,
რომ ის ორი გოგონა შავკანიანი ყოფილა და ლექციების
გაცდენას მათთვის ხელი არ შეუშლია, გაეგოთ მათზე ნათქვამი
8
სიტყვა «მოჩვენებები», რაც პროფესორის წმინდა პროფესიული
ფრაზა უფრო იყო, ვიდრე ვინმეს შეფასება, და რასიზმშიც
დაედანაშაულებინათ ღვაწლმოსილი ბატონი. ქოულმენმა
თავი იმართლა:
– მე მხედველობაში მქონდა მათი მოჩვენებითი ბუნება, განა
ნათელი არ არის? ეს წყვილი მეცადინეობაზე ერთხელაც არ
გამოჩენილა.
მათზე
არც
არაფერი
ვიცოდი.
სიტყვა
«მოჩვენებები» ჩვეულებრივი და პირველადი მნიშვნელობით
ვიხმარე – ანუ როგორც «ზმანებები», «მოლანდებები». მათი
კანის ფერზე არაფერი ვუწყოდი. ერთი ორმოცდაათი წლის წინ,
ალბათ,
მეცოდინებოდა
კიდეც,
რომ
«მოჩვენებებად»
შავკანიანებს მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა, ჩვენს დროში,
წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიტყვა ვინმეს
ეწყინებოდა. მით უმეტეს, მუდამ იმის ცდაში ვარ, არავის
ვაწყენინო და განგებ რატომ შეურაცხვყოფდი ვინმეს
ღირსებას. აქ კონტექსტიც ყურად უნდა ვიღოთ: «ხორციელი
არსებებია თუ მოჩვენებები?» – რასიზმის თემა აქ ყურით
მოთრეულია; ან გნებავთ, თითიდან გამოწოვილი ვუწოდოთ.
ეს იმდენად უგუნური ბრალდებაა, რომ სტუდენტი იქნება თუ
ჩემი კოლეგა, დიდი თუ პატარა, ყველა ხვდება. ერთადერთი,
რასაც საქმე ეხებოდა, ის გახლავთ, რომ ხსენებული
სტუდენტები აკადემიურად ჩამორჩენილები არიან და
სასწავლო კურსს არად დაგიდევენ. იცით, რა მაბრაზებს? არა
მხოლოდ აბსურდულობა, არამედ ბრალდების შეუწყნარებელი
აბსურდულობა! – ქოულმენმა მიიჩნია, რომ თავის დასაცავად
საკმარისად და საკმაოდ გასაგებად გამოხატა აზრი, ამიტომ,
როგორც იტყვიან, ქუდი დაიხურა და შინისაკენ გასწია.
როგორც ჩემთვის ცნობილია, პედაგოგსა და უმაღლეს
ადმინისტრაციას შორის თანამდებობაზე მყოფი საშუალო
დონის დეკანებიც კი ბევრ ვინმეს მტრად მოიკიდებენ ხოლმე.
მუდამ როდი შეუძლიათ, ხელფასი მოგიმატონ ან სასურველი
ადგილი გამოგიყონ ავტოსადგომზე, ან პროფესორის შესაფერი
ფართო
და
ნათელი
კაბინეტით
უზრუნველგყონ.
კანდიდატურებს
დაწინაურებაზე
ან,
ვთქვათ,
სუსტ
კათედრებზე
ახალ
დანიშვნებზე
მყისიერად
უარით
პასუხობენ. კათედრების თხოვნა დამატებით პედაგოგიურ
რესურსზე ან სამდივნო ადგილებზე თითქმის არასოდეს
კმაყოფილდება, ისევე როგორც მოთხოვნები სასწავლო
დატვირთვის მოხსნასა და დილის საათების შემცირებაზე.
9
კონფერენციებზე წასასვლელად საგზაო ხარჯებზე ხომ მუდამ
უარს აცხადებენ. მოკლედ, ამ ყველაფერს ერთი დიდი უარი
უნდა ერქვას. მაგრამ ქოულმენს საშუალო დონის დეკანი არ
ეთქმოდა და არც იყო! იმდენი ვინმე მოაცილა და ჩამოაცილა
კოლეჯს, იმდენი რამ დააწესა მავანთა დიდი წინააღმდეგობის
მიუხედავად, რომ შურიანებისა და შარიანების უკმაყოფილება
და წყენა გამოიწვია. რაკი პირს რობერთსის, ახალგაზრდა,
ლამაზი და მიმწოლი რექტორის მფარველობა იგრძნო,
რომელსაც ერთი ჭაღარაც კი არ ერია და თანამდებობაზე
დანიშვნისთანავე ჩვენი გმირი დეკანად დანიშნა, თან ყველას
პირში მიახალა, ვისაც ცვლილებები და წინსვლა არ უნდა, ან
სხვაგან ეძებოს ადგილი, ან პენსიაზე გავიდესო, ქოულმენმა
ყველაფერი
ძირფესვიანად
შეცვალა.
როდესაც
მას
თექვსმეტწლიანი დეკანობის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდა,
რობერთსმა მაცდუნებელი წინადადება მიიღო საშუალო
დასავლეთის «დიდი ათიანის» ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან.
მას რექტორის პოსტს სთავაზობდნენ «ათინას» სწრაფმზარდი
მიღწევებისთვის, რამაც ამ უკანასკნელს სახელი გაუთქვა,
თუმცა ამ ყოველივეს უკან იდგა არა იმდენად ბრწყინვალე
რექტორი, რომელიც სახსრების მოპოვებით უფრო იყო
დაკავებული და უმწიკვლოდ მიბრძანებულს თეთრ რაშზე
უწევდა კოლეჯის დატოვება, არამედ შეუპოვარი დეკანი.
ქოულმენი მუშაობას სრული ბატონ-პატრონის პოზიციიდან
შეუდგა და პირველივე თვეში თითო-თითოდ მიიწვია
სასაუბროდ თავის კაბინეტში როგორც შედარებით ახალი,
ასევე ძველი და ღვაწლმოსილი პროფესორები, თან
აბსოლუტურად არად ჩააგდო ადგილობრივი ცნობილი
ოჯახების შთამომავლები, რომელთაც თავის დროზე არცთუ
ურიგო
თანხა
ჰქონდათ
შემოწირული
კოლეჯის
დასაფუძნებლად
და
კეთილმოსაწყობად.
ხსენებული
პროფესორები უფულობას არ უჩიოდნენ, მაგრამ ხელფასს
სიამოვნებით იღებდნენ. თითოეულ მათგანს ბიოგრაფიის
მიტანა სთხოვეს, თუმცა ზოგიერთმა, აქაოდა, ისედაც
სახელმოხვეჭილი ვარო, არ იკადრა მიტანა, რასაც ხელი არ
შეუშლია ქოულმენისთვის, რადგან თითო-თითო ასლი ისედაც
მაგიდაზე ეწყო. წვეული პედაგოგები კარგა ერთი საათით
დააყოვნა კაბინეტში, რითაც მიანიშნა, რომ «ათინაში»
სიტუაციას უკვე თვითონ აკონტროლებდა და მართვის
სადავეებიც კარგად ეჭირა. ბევრს ცივმა ოფლმა დაასხა.
10
ქოულმენი სრულიად მშვიდად და უდარდელად ეკითხებოდა
რომელიმე პროფესორს:
– კი მაგრამ, ეს ბოლო თერთმეტი წელიწადი რითი იყავით
დაკავებული? – და ერთხელაც, როდესაც უკვე მერამდენედ
მიუთითეს კოლეჯის პერიოდულ გამოცემა «ათინა-ნოუთსში»
გამოქვეყნებულ
სტატიაზე
ფილოლოგიური,
ბიბლიოგრაფიული და არქეოლოგიური შენიშვნებისა და
წერილების შესახებ, რომლებიც მის წინ მჯდომ ადამიანს
თავისი ძველი საკანდიდატო დისერტაციიდან ჰქონდა
ამოჭრილი მიმეოგრაფზე დასაბეჭდად და წელიწადში ოთხჯერ
«გამოსაქვეყნებლად» რუხ მუყაოში გადახვეულ ქაღალდის
ნაგლეჯზე, რომელიც მსოფლიოს არც ერთ კატალოგში არ
მოიძებნებოდა, გარდა კოლეჯის ბიბლიოთეკის კატალოგისა,
არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ დაუსვა კითხვა (უპრიანი
იქნებოდა, გვეთქვა, პირში მიახალაო), თან ისე, რომ აქამდე
არსებული თავაზიანობის კანონი, როგორც იტყვიან, სულ
ფეხებზე დაიკიდა:
– ხალხო, თქვენ რა, საკუთარი ნაგვის გადამუშავებას ახდენთ?
– ამის მერე «ათინა-ნოუთსი» არა მარტო გააუქმა და
რედაქტორის სიმამრს, რომელიც ერთი ბეწო შემოწირულობას
იმეტებდა ამ გამოცემისათვის, ფული უკან დაუბრუნა, არამედ
მობერებული პედაგოგების პენსიაზე გასვლის დასაჩქარებლად
ის კურსიც გააუქმა, რომელსაც ისინი კარგა ოცი-ოცდაათი წლის
განმავლობაში უკვე დაზეპირებულს კითხულობდნენ. ეს
პატიოსანი გვამები პირველკურსელებთან ინგლისურის
წასაკითხად და ვინც ამ გაგანია ზაფხულის ბოლო დღეებში
ხელახლა აბარებდა, მათთვის ისტორიის მიმოხილვითი
კურსისა
და
საორიენტაციო
პროგრამის
გასაცნობად
გადაისროლა.
ქოულმენმა
ავადსახსენებელი
«წლის
მეცნიერის» პრემია გააუქმა და ამ საქმისათვის საჭირო ათას
დოლარსაც მოუძებნა გზა. კოლეჯის ისტორიაში პირველად მან
აიძულა მასწავლებლები სამეცნიერო სამუშაოსთვის წლიური
შვებულების მისაღებად ოფიციალური განცხადება დაეწერათ
და სამუშაო გეგმაც წარმოედგინათ, რაზეც, სიმართლე
გითხრათ, ადმინისტრაციის თანხმობა მეტად იშვიათი რამ
გახდა. პედაგოგთა სასადილო, რომელიც ძვირფასი მუხის
პანელებით იყო მოპირკეთებული, კვლევითი სემინარების
აუდიტორიად გადააკეთა, რისთვისაც თავდაპირველად იყო
განკუთვნილი, შედეგად კი ლექტორებს სტუდენტებთან
11
ერთად
მოუწიათ
სადილობამ.
დაჟინებით
მოითხოვა
პედაგოგთა შემადგენლობის კრების ჩატარება, არადა, მისმა
წინამორბედმა სწორედ ამ კრების გაუქმებით მოიხვეჭა
სახელი. ქოულმენმა მდივანს დაავალა ყველა დამსწრეარდამსწრეთა აღრიცხვა, ასე რომ, ყველაზე კუდაბზიკა
პედაგოგებსაც
კი
მოუწიათ,
კვირაში
სამი
საათით
შეკრებილიყვნენ და თან სიტყვაც არ დასცდენოდათ. «ათინას»
წესდებაში ერთი პუნქტი აღმოაჩინა, რომელიც მიუთითებდა,
რომ კოლეჯში აღმასრულებელი კომიტეტების შექმნა
აკრძალულია, რადგან მსგავსი ტიპის კომიტეტები ყოველგვარ
სერიოზულ ცვლილებას აფერხებდა და ხელს უშლიდა
განვითარებას. არადა, ეს ხორცმეტები პირობით ტრადიციებზე
იყო აღმოცენებული და მყარად ფესვგამდგარი, ამიტომ ყველა
დაუყოვნებლად გააუქმა. პედაგოგთა კრებას მეტწილად
იმისათვის იყენებდა, რომ კოლეგებისთვის თავისი გეგმები და
მიზნები გაეცნო, რაც დამსწრეთა უკმაყოფილებას კიდევ უფრო
ამძაფრებდა. როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთს ასხამდა. მისი
ხელისუფლების პერიოდში დაწინაურება ერთობ გაჭირდა, რაც
უდიდესი დარტყმა გახლდათ კოლეჯის პედკოლექტივზე –
არავის დააწინაურებდნენ მხოლოდ იმ საბაბით, რომ ამა თუ იმ
ლექტორის
ლექციები
პოპულარობით
სარგებლობდა
სტუდენტებში, და აღარც ჯამაგირს უმატებდნენ ვინმეს.
მოკლედ, ქოულმენმა «მეტოქეობისა» და «კონკურენციის»
სული
მოიტანა
სასწავლო
დაწესებულებაში,
უფრო
კონკრეტულად კი «ებრაული სული» მოაფრქვია ყველაფერს,
როგორც ერთხელ მისმა «კეთილისმსურველმა» შენიშნა
გესლიანად. როდესაც უკმაყოფილო პედაგოგები საჩივლელად
პირს რობერთსს მიადგებოდნენ ხოლმე, ეს უკანასკნელი
რატომღაც მუდამ ქოულმენს უჭერდა მხარს.
რობერთსის დროს ბევრი ნიჭიერი და თვალსაჩინო
ახალგაზრდა აიყვანა სამსახურში, უმეტესობას იელის,
ქორნელისა და ჯონ ჰოფქინსის უნივერსიტეტები ჰქონდა
დამთავრებული და ნიჭის გამოვლენაღა აკლდა, რისი
საშუალებაც მან უანგაროდ შეუქმნა. «ხარისხის რევოლუციაო»,
ხშირად იტყოდნენ ხოლმე ახალბედები ჭარმაგი დეკანის
საქციელზე. ქოულმენს იმისთვისაც აფასებდნენ ახალგაზრდა
სპეციალისტები, რომ ეს უკანასკნელი მათ პატარა სამყაროში
დრომოჭმულ ელიტას შეღწევის საშუალებას არ აძლევდა,
პირიქით, მხცით მოსილ მედიდურობას მუდამ წყალს
12
უყენებდა და ამით დროული პროფესორების გულისწყრომას
იწვევდა. ამ ბებრუცანების საყრდენი წერტილი თვით- და
ურთიერთშეფასება გახლდათ, ხშირად იტყოდნენ ხოლმე
ერთიმეორეზე, «ძვ. წ. 100 წლის საუკეთესო მცოდნეაო» ან
რაიმე მსგავსს, მაგრამ უფროსობის ზეწოლით მათი
თვითრწმენა შეირყა და ბოლო წლებში ისე მიმოიფანტნენ ეს
თვითშეფასებული სპეციალისტები, როგორც მიწაზე დაყრილი
ფოთოლი ძლიერი ქარის დროს. მათრობელა წლები! მერე
პირსს მიჩიგანში მოუწია უფრო მაღალ თანამდებობაზე
გადასვლამ, მის ადგილას მოსულ ჰეინზს კი ქოულმენი არც ისე
მოუვიდა თვალში, რომ ისიც დაეცვა და მისი ხისტი
დიქტატურისთვისაც დაეკრა ტაში, რომლის წყალობითაც მან
ასე სწრაფად მოახერხა კოლეჯის გასუფთავება. ის
ახალგაზრდები კი, რომლებიც შტატში აიყვანა ან უბრალოდ
დაიქირავა სალექციო კურსისთვის, თანდათან ვეტერანებად
გადაიქცნენ და დეკან სილქით აღფრთოვანებაც ნელ-ნელა
გაუქრათ ან საერთოდ უკმაყოფილებაში გადაეზარდათ. თუმცა
თავად ქოულმენი ამას იქამდე ვერ ამჩნევდა, სანამ კათედრაკათედრა არ გამოჩხრიკა ყველა მათგანი, რომელთაც, მათივე
ქცევიდან გამომდინარე, სულაც არ სწყენიათ, რომ სიტყვა
«მოჩვენებები», რომელიც მან მხოლოდ და მხოლოდ უქნარა
სტუდენტების მისამართით გამოიყენა, ორმა შავკანიანმა
გოგონამ შეურაცხმყოფელი რასიზმის გამოვლინებად მიიჩნია
და დასდო კიდეც ბრალი ალალ-მართალ ადამიანს.
***
კარგად მახსოვს, აპრილი იდგა, როდესაც აირის სილქი
გარდაიცვალა, ქოულმენი კი ლამის ჭკუიდან გადავიდა ამის
გამო. მანამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით – მაღაზიაში
ან ფოსტაში თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს და თავის
დაკვრას ვჯერდებოდით, – შესაბამისად, სილქების ოჯახზეც
ბევრი არაფერი ვიცოდი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ქოულმენი
ისთ-ორინჯში იყო გაზრდილი, ნიუ-ჯერსის შტატის ესექსის
ოლქის დაბაში, ანუ იმ დაბიდან ხუთიოდე მილში, სადაც
თავად მე გავიზარდე, და რომ 1944 წელს ადგილობრივი
სკოლაც დაამთავრა ჩემზე ექვსი წლით ადრე; თავად მე კი
მეზობლად, ნიუარკის სკოლა დავამთავრე. ქოულმენს ჩემთან
13
დაახლოების არავითარი სურვილი არ გამოუმჟღავნებია,
თუმცა არც მე ვიყავი ნიუ-იორკიდან იმიტომ გადმოსული
ბერქშირ-ჰილის გზისპირა მინდვრებში მდგარ ოროთახიან
სახლში, რომ ან ქოულმენი გამეცნო, ან ადგილობრივ
საზოგადოებაში გადავშვებულიყავი თავით. 1993 წელს, ანუ
გადმოსვლიდან რამდენიმე თვეში, მივიღე რამდენიმე მიწვევა
ხან სადილზე, ხან ჩაიზე; ზოგჯერ კოქტეილის დასალევად
მეპატიჟებოდნენ,
ზოგჯერაც
ლექციების
წასაკითხად
ლიტერატურაში ან სტუდენტებთან გასასაუბრებლად, მაგრამ
თავპატიჟი გამოვიდე და ყველას თავაზიანი უარი ვუთხარი.
მერე, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ თავი უნდა დაენებებინათ
და შემეშვნენ. მეც საშუალება მომეცა, ჩემი საქმე მეკეთებინა,
უფრო ზუსტად კი კონცენტრირება მომეხდინა სამუშაოზე.
იმ დღეს, როდესაც ქოულმენმა კარზე მომიკაკუნა,
დამკრძალავი
ბიუროდან
მოდიოდა,
სადაც
აირისის
დასაფლავების საქმეზე იყო მოსალაპარაკებლად. მართალია,
სერიოზული და მნიშვნელოვანი თხოვნით მეწვია, ოცდაათ
წამსაც ვერ მოახერხა ერთ ადგილას ჯდომა, რომ როგორმე
ეთქვა
სათქმელი.
ხან
დგებოდა,
ხან
ჯდებოდა,
დაბორიალებდა, ბოლთას სცემდა ჩემს კაბინეტში, ხმამაღლა,
არეულად
ისროდა
წყვეტილ
ფრაზებს
და
იქნებ
შთაბეჭდილების მოსახდენადაც მუშტებს იქნევდა ჰაერში.
როგორც მივხვდი, რაღაც უნდა დამეწერა მისთვის – თუმცა ეს
კი არ მთხოვა, ლამის მიბრძანა. მითხრა, ეს ისტორია მე რომ
დავწერო მთელი თავისი სისულელითა და სიზუსტით, არავინ
დაიჯერებს, ჩირადაც არავინ ჩააგდებს, ხალხი იფიქრებს,
სასაცილო ჭორია, მიკერძოებული გადაჭარბება, და მისი
დაცემის მიზეზი არა მარტო აუდიტორიაში წამოსროლილი
სიტყვა «მოჩვენებებიაო». მაგრამ აი, მე, პროფესიონალ
მწერალს რომ მომეკიდა ხელი...
თუკი რამ აკავებდა ამ ადამიანს, ყველა საყრდენი მოშლოდა.
მისი მოსმენა – კაცის, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი,
მაგრამ უთუოდ წარმატებული და გავლენიანი იყო, თუმცა კი
ახლა ფსიქიკაარეული ჩანდა, – არც მეტი, არც ნაკლები,
საზარელი ავარიის ან აფეთქებით გამოწვეული ხანძრის
ყურების ტოლფასი იყო ჩემთვის, თითქოს საზოგადოებრივ
სპექტაკლს ვესწრებოდი, რომელიც თავისი უჩვეულობითა და
გროტესკულობით თავბრუს ახვევდა და გონებას უმღვრევდა
მნახველს. ოთახში მისმა წინ და უკან სიარულმა იმ ქათმის
14
საქციელი გამახსენა, რომელიც აქეთ-იქით კი აწყდება
გამწარებული, მაგრამ თავი უკვე წაჭრილი აქვს. ასეც იყო! თავი
მასაც მოკვეთილი ჰქონდა თავისი მაღალნიჭიერი დეკანისა და
პროფესორის ტვინით, ასე რომ, რასაც ახლა მე ვადევნებდი
თვალს, მხოლოდ მოკვეთილი ნაწილის ამაო ბორიალი იყო.
მე, ვის სახლშიც პირველად შემოვიდა და ვისი ხმაც, ალბათ,
აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა ხეირიანად, უნდა გადამედო,
თუკი რამეს ვაკეთებდი და მის საქმეს შევდგომოდი; ანუ უნდა
მეწერა იმის შესახებ, თუ მისმა «ათინელმა» არამოკეთეებმა, ან
უკეთ რომ ვთქვათ, მტრებმა, როგორ ღონივრად მოუქნიეს
სიძულვილის მუშტი, მაგრამ მისი უბედური ცოლი კი
შეიწირეს; შექმნეს მისი ყალბი სახე და იმისთანა რამეები
უწოდეს, ენა რომ ვერ იტყვის, თან არ დავიწყებიათ მისი
კარიერის ყალბი შუქით გაშუქება, რასაც მან მთელი სიცოცხლე
შესწირა; მისი საცოდავი მეუღლე, აირისი, იმსხვერპლეს,
რომელთანაც მთელი ორმოცი წელიწადი ჰქონდა ერთ ჭერქვეშ
გატარებული.
დიახ,
იმსხვერპლეს,
მოკლეს,
სული
გააფრთხობინეს! რაღა მათი საქციელი და რაღა ტყვიის სროლა!
მე, როგორც გავიგე, იმ აბსურდის შესახებ უნდა დამეწერა, თან
არა ერთისა და ორის, მას რომ დაატეხეს თავს. არადა, მე ხომ
არც კი ვიცოდი კოლეჯში მომხდარი ამბავი, შავკანიანი
გოგონების ბრალდება, მათი ასევე შავკანიანი ადვოკატის
კითხვები, პედაგოგთა კრებისა და მოხსენებათა ჩანაწერების,
ფეხის გამოდებების, ზურგიდან დამიზნებული მახვილისა და
მთელ იმ საშინელებათა ქრონოლოგიის შესახებ, რაც მასა და
განსვენებულ მისის აირისს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში
უმწარებდა სიცოცხლეს. მის თავს მართლაც რაღაც საშინელი
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - ადამიანური ლაქა - 02
  • Части
  • ადამიანური ლაქა - 01
    Общее количество слов 3349
    Общее количество уникальных слов составляет 2049
    24.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    35.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 02
    Общее количество слов 3444
    Общее количество уникальных слов составляет 2142
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 03
    Общее количество слов 3627
    Общее количество уникальных слов составляет 2064
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 04
    Общее количество слов 3451
    Общее количество уникальных слов составляет 2169
    25.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    42.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 05
    Общее количество слов 3467
    Общее количество уникальных слов составляет 2071
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.0 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 06
    Общее количество слов 3642
    Общее количество уникальных слов составляет 2078
    30.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 07
    Общее количество слов 3414
    Общее количество уникальных слов составляет 2067
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 08
    Общее количество слов 3479
    Общее количество уникальных слов составляет 2003
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 09
    Общее количество слов 3443
    Общее количество уникальных слов составляет 2026
    28.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 10
    Общее количество слов 3417
    Общее количество уникальных слов составляет 2050
    28.4 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 11
    Общее количество слов 3519
    Общее количество уникальных слов составляет 1983
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    50.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 12
    Общее количество слов 3447
    Общее количество уникальных слов составляет 2166
    26.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 13
    Общее количество слов 3608
    Общее количество уникальных слов составляет 2041
    30.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 14
    Общее количество слов 3509
    Общее количество уникальных слов составляет 2057
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 15
    Общее количество слов 2009
    Общее количество уникальных слов составляет 1292
    33.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов