Latin

ადამიანური ლაქა - 10

Общее количество слов 3417
Общее количество уникальных слов составляет 2050
28.4 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
49.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
ოთხი პროფესიული ორთაბრძოლა – სამი ოთხრაუნდიანი და
ბოლო ექვსრაუნდიანი, რომლებიც ორშაბათსაღამოობით სენთნიქსის დარბაზში ტარდებოდა ხოლმე. სტინასთვის ამის
შესახებ ისევე არაფერი ჰქონდა ნათქვამი, როგორც
სხვებისთვის. სტუდენტობის პირველ ხანებში ეს მისი
საიდუმლო იყო, თუმცა კი შედეგები მეორე დღეს სპორტულ
ტაბლოიდებში პეტიტით იბეჭდებოდა, სადაც სილქი სილქად
იხსენიებოდა.
პირველივე
ოცდათხუთმეტდოლარიანი
ოთხრაუნდიანის შემდეგ თავი სულ სხვანაირად იგრძნო,
ვიდრე სამოყვარულო რინგზე. მართალია, არც მოყვარულობის
დროს სურდა წაგება, მაგრამ პროფესიონალებში გადასვლით
თავს გაცილებით მეტ ძალას ატანდა, რომ დაემტკიცებინა, თუ
მოვისურვებ, ამ სფეროშიც კარგად მოვიკიდებ ფეხსო. ყველა
ორთაბრძოლა ნაადრევად ჰქონდა დასრულებული, მხოლოდ
ბოლო, ას დოლარად შეფასებული ექვსრაუნდიანი ბრძოლა,
სადაც ფსონს «ლამაზო ჯექზე» დებდნენ, ორ წუთსა და
დათვლილ წამებში გაუსწორდა ამ უკანასკნელს, თან ისე,
დაღლაც რომ არ უგრძნია. რინგზე გამოსვლისას ნებსით თუ
132
უნებლიეთ სამოკრივეო აგენტ სოლი თაბაქის წინ უნდა
ჩაევლო, რომელიც პირდაპირ თოკებთან იჯდა და ათწლიან
კონტრაქტს უფრიალებდა თვალწინ. ფურცლების თანახმად,
მას მხოლოდ საპრიზოებიდან შემოსული თანხის მესამედი
უნდა რგებოდა. სოლიმ მხარზე წამოარტყა ხელი და
უჩურჩულა: «სილქი, პირველ რაუნდში წაათაქებინე თავში
ერთი-ორი მაგ ზანგს, ხალხმა დადებული ფულის გემო
გაიგოს». ქოულმენმა თაბაქს თავი კი დაუქნია და გაუღიმა,
თუმცა რინგზე ასვლისას გაიფიქრა: «წადი ერთი შენიც! ას
დოლარზე ვიღაცას ცხვირ-პირი ვაზელინო, რომ ხალხი ფულის
სანაცვლოდ ვახალისო? ვიღაც სირები უნდა მაღელვებდნენ
სადღაც მეთხუთმეტე რიგში? ის ას ორმოცდახუთ გირვანქას
იწონის, მე – ას ოცდაცხრამეტს, ის სიმაღლით ხუთი ფუტი და
ათი დუიმია, მე კი ხუთი ფუტი და რვა-ნახევარი დუიმი. ჰოდა,
კიდევ მე წავათაქებინო თავში, რომ სირების გროვა ვახალისო
და ფულის ყადრი გავაგებინო? წავიდნენ ერთი მაგათიც!
თითსაც არ დავაკარებინებ».
ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ უკმაყოფილო სოლიმ
ქოულმენს უსაყვედურა, ბავშვურად მოიქეციო.
– მაგ შავტრაკას მაინცდამაინც პირველივე რაუნდში რომ
უღებდი ბოლოს, მეოთხემდე ვერ მოიცდიდი? ხალხს ფული
აქვს გადახდილი. კაცურად გთხოვე, არა? მერე ეგ რა საქციელი
იყო?
– მაგის ტრაკის ფერი სულ არ მადარდებს და ეგ იყო.
აი, ასე მიახალა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა,
რომელიც ანტიკურ ლიტერატურას სწავლობდა, სკოლაში
ფრიადოსანი გახლდათ და ცხონებული ქლარენს სილქის,
ოპტიკოსის, ვაჟი იყო. საცოდავი მამამისი კი საქმის ჩაფუშვის
შემდეგ ვაგონ-რესტორანში შოულობდა პურის ფულს, არადა,
მოყვარული ლიტერატორი და გრამატიკოსი გახლდათ, თან
როგორი პეწენიკი და შექსპიროფილი ბრძანდებოდა. მოკლედ,
ასეთი
ჯიუტი
ვინმე
იყო
ეს
ისთ-ორინჯელი
სკოლადამთავრებული, რისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი,
ყველაფერს სერიოზულად უდგებოდა.
კრივს სტინას გამო მიანება თავი. მის ლექსში საშიშ აზრებს კი
ტყუილად ეძებდა, მაგრამ ერთ რამეში მაინც დარწმუნებული
იყო, – ერთხელაც იდუმალი ძალა, რომელიც მათ სექსუალურ
133
ღადარს აღვივებდა და იმდენად უთავჟამო საყვარლებად
აქცევდა, რომ თავად სტინამ, ნეოფიტურად რომ შეუერთა
თვითქირდვა თვითსაოცრებას, «ქარაფშუტა წყვილი» უწოდა,
მის ნიღაბსაც გააქარწყლებდა ამ ქალის წინაშე. ნეტავ, თუ
შეიძლებოდა ამისათვის ხელის შეშლა? არ იცოდა. მაგრამ კრივი
რომ ზედმეტი იყო, ამას კი ხვდებოდა. სტინას რომ სილქი
სილქის შესახებ გაეგო რამე, იმდენ კითხვას დააყრიდა, რომ
უნდა, არ უნდა, სიმართლეს გამოარკვევდა. ქერა ლამაზმანმა
მხოლოდ ის იცოდა, რომ ქოულმენს ისთ-ორინჯში დედა
ჰყავდა, დიპლომიანი ექთანი და მრევლის პატიოსანი წევრი;
გარდა ამისა, უფროსი ძმა უოლთერი, რომელიც ასბერი-ფარქის
სკოლაში მეშვიდე-მერვე კლასებს უტარებდა გაკვეთილებს, და
უმცროსი და ერნესტინი, რომელიც სულ მალე მონტკლერის
კოლეჯში პედაგოგის დიპლომს აიღებდა; ისიც იცოდა, რომ
მათი საკვირაო სიყვარული სალივან-სთრითზე ძალიან მალე
უნდა დასრულებულიყო, რადგან ქოულმენს ისთ-ორინჯში
სადილად ელოდნენ. იცოდა, რომ ვაჟის მამა ოპტიკოსი იყო,
მეტი არაფერი; ჰო, კიდევ ის, რომ ქლარენს სილქი ჯორჯიაში
იყო დაბადებული. ქოულმენი ცდილობდა, სტინას მის
ნათქვამში ეჭვის შეტანის საბაბი არასდროს გასჩენოდა, ჰოდა,
კრივის მიტოვებით მისი მოტყუების შანსი ნულზე დაიყვანა.
ისე, გოგონასთვის ერთხელაც არ უთქვამს ტყუილი. მხოლოდ
ერთ დარიგებას ითვალისწინებდა, რომელიც უესთ-ფოინთში
გამგზავრებისას ჩიზნერმა მისცა: თუ არაფერს გკითხავენ,
თავად არაფერი თქვა. ამ ტაქტიკამ ფლოტშიც გაუწია
სამსახური.
***
სტინას ისთ-ორინჯში ჩაყვანა ერთ-ერთ საკვირაო სადილზე,
ისევე როგორც მისი ახლანდელი გადაწყვეტილებები, – სოლი
თაბაქის მოცილებაც და იმ ტიპის პირველივე რაუნდში ძირს
გაგორებაც – მისი და მხოლოდ მისი, დამოუკიდებელი
ნაფიქრის შედეგი იყო. უკვე ორი წელი გასულიყო მათი
შეხვედრიდან და ისევ ერთად იყვნენ; გოგონა ოცისა იყო,
თვითონ ოცდაოთხისა და უკვე ვეღარ წარმოედგინა, მერვე
ქუჩაზე იქნებოდა თუ ცხოვრებაში, სტინას გარეშე როგორ
უნდა ევლო. მისი არაფრით თვალში საცემი ქცევა სადაგ
134
დღეებში, რომელიც უქმეებზე ბობოქარი ვნებით იცვლებოდა,
მისი
ამერიკული,
ელექტრონათურასავით
მოჩახჩახე
ქალწულური სინათლე, მისი ზებუნებრივი სხეულებრივი
სხივოსნობა ქოულმენის თავისუფალ ნებას უწყალოდ
თრგუნავდა. სტინამ არა მარტო კრივისგან იხსნა, არამედ იმ
დამოკიდებულებისგანაც, რამაც ეს ყმაწვილი დაუმარცხებელ
სილქი სილქად აქცია; თან სხვისკენაც აღარ გაურბოდა თვალი.
მაგრამ იმაში გამოტყდომას, რომ შავკანიანი იყო, ვერ ბედავდა.
ის სიტყვები რომ ეთქვა სტინასთვის, რასაც გულში ამბობდა
ხოლმე, ეგონა, ყველაფერს გააფუჭებდა, თავსაც უარეს
მდგომარეობაში ჩაიგდებდა. ქოულმენის ნათქვამის მიხედვით
რომ დაესურათებინა სტინას მისი ოჯახი, აშკარად არასწორ
შედეგს მიიღებდა. რაკი ზანგებს პირადად არ იცნობდა, ალბათ,
იმისთანა
რამეს
წარმოიდგენდა,
რასაც
ფილმებში
უჩვენებდნენ, რადიოთი გადმოსცემდნენ ან ანეკდოტებს
ჰყვებოდნენ. და რაკი რასობრივი ფობიები არ აწუხებდა
სტინას, საკმარისი იყო, ერნესტინი, უოლთი ან დედამისი
ენახა, რომ მაშინვე გაუგებდა და მიხვდებოდა, რამდენი
საერთო ჰქონდა ქოულმენის ჯალაბობას მის რესპექტაბელურ,
მაგრამ მოსაწყენ ოჯახთან ფერგუს-ფოლსში, საიდანაც
უკანმოუხედავად იყო გამოქცეული. «არასწორად ნუ გამიგებ,
მაგრამ მართლაც საოცარი ქალაქია, – აჩქარებით აუხსნა სტინამ
ქოულმენს, – ძალიან ლამაზია. თან უჩვეულოა –
აღმოსავლეთიდან ოთერ-თეილის ტბა აკრავს, გარდა ამისა,
მდინარე ოთერ-თეილიც ქალაქში მიედინება, ჩვენი სახლი კი
თითქმის მის ნაპირზე დგას. ჩემი აზრით, ჩემი დაბა-ქალაქი
სხვა მსგავს ქალაქებზე საინტერესოა, რადგან მის შემოგარენში
ორი სტუდქალაქი გვაქვს – ფარგო და მურჰედი». მამამისი
კავეულის მაღაზიის მფლობელი იყო და ხეტყითაც ვაჭრობდა.
– არაჩვეულებრივი მამიკო მყავს. ვეებერთელა ახმახია!
დევივით არის! კლდის ნატეხია, შეუძლია საღამოთი მთელი
ყუთი სპირტიანი სასმელი მუცელში ჩაიცალოს, თან სულ არ
აღელვებს, რას სვამს. ვერც აქამდე ვხვდებოდი, ამას როგორ
ახერხებდა და ახლაც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია.
მოკლედ, თავისას ახურებს რა! ყველაფერში ასეა. ფეხში რომ
რამე შეერჭოს, არათუ ამოღებას არ ეცდება, არც კი მოიბანს
ჭრილობას. ჯილა ისლანდიელია რა! აი, პიროვნულად კი
მართლაც საინტერესო ვინმეა. დიდებული ადამიანია. ხმას რომ
ამოიღებს, მთელი ოთახი სმენად იქცევა ხოლმე. დედ-მამაც
135
ასეთი ჰყავდა, საერთოდ, პალსონებს გვარში მოგვდგამს,
ეტყობა.
– ისლანდიელები! ჰმ, არც კი ვიცოდი, ამერიკაშიც თუ
ცხოვრობდნენ, – უთხრა ქოულმენმა, – მათზე საერთოდ
არაფერი ვიცოდი აქამდე. მინესოტაში დიდი ხანია ცხოვრობენ?
სტინამ სიცილით აიჩეჩა მხრები.
– კარგი კითხვაა. მგონი, დინოზავრების ეპოქიდან.
– შენ კი მამას აეთესე ხომ?
– აბა, რას ვიზამდი, მაგ ურჩხულის ქალიშვილობა იოლი
როდია. მთრგუნავდა.
– დედა? მასაც თრგუნავს?

დედა
დანიელი
ქალია,
რასმუსენია
გვარად.
დაუმორჩილებელი ქალია, მისი დათრგუნვა შეუძლებელია.
თან როგორი პრაქტიკულია, რომ იცოდე. რა გითხრა,
დანიელები, და პრინციპში, ნორვეგიელებიც, მხოლოდ
ნივთებზე ფიქრობენ – სუფრები, თეფშები, ლარნაკები. სულ
იმაზე საუბრობენ, რა რა ღირს. დედაჩემის მამაც ასეთია და
მთელი მათი სანათესავოც, ზედმეტად პრაქტიკულები არიან,
ოცნება მათი ხელობა არ არის. პირზე სულ ნივთები აკერიათ და
მხოლოდ ის ადარდებთ, რომელში რა მისცეს. დედა რომ
სტუმრად მიდის, ჯერ მასპინძლის ვიტრინებს ათვალიერებს,
თან ზეპირად იცის, სად რა ნივთია ნაყიდი და რა ფასად, მერე
მოურიდებლად ეუბნება, ამას აქა და აქ ბევრად უფრო იაფად
იყიდდიო. ტანსაცმლის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება
აქვს. პრაქტიკულობა, მგონი, რასმუსენებს სისხლში აქვთ.
ყველაფერს
ელოლიავებიან,
ყველაფერს
აკრიალებენ.
სკოლიდან რომ მოვდიოდი, მელნის პაწაწა წინწკალიც რომ
სადმე მქონოდა, ეგრევე შეამჩნევდა. შაბათ საღამოს რომ
სტუმრები ყოფილიყვნენ მოსასვლელი, სუფრას პარასკევს
ხუთ საათზე გააწყობდა. ყველაფერი თავ-თავის ადგილზე
უნდა ჰქონოდა დაწყობილი – ყოველი ჭიქა, თითოეული
ვერცხლის დანა-ჩანგალი. მერე ზედ დოლბანდს აფარებდა,
მტვერი რომ არაფერს დასდებოდა. იდეალური უყვარს
ყველაფერი. მერე როგორ უყვარს მზადება! – ოღონდ
ყველაფერს უმარილოდ და უსანელებლოდ ამზადებს.
მოკლედ, უგემურად. აი, ასეთი მშობლები მყავს. დედა კიდევ
136
უარესია,
სიღრმისეული
არაფერი
გააჩნია.
ძალიან
ზედაპირულია.
დედას
ორგანიზება
უყვარს,
მამას
დეზორგანიზება, მე კი ამდენს ვეღარ გავუძელი – თვრამეტისა
რომ მოვიყარე, აქეთ გამოვწიე. მურჰედში ან ჩრდილოეთ
დაკოტის უნივერსიტეტში რომ ჩამებარებინა, სახლში
მომიწევდა ცხოვრება, ამიტომაც დავკარი ფეხი და ნიუ-იორკს
შემოვაფარე თავი. აი, ასეთი სტინა ვარ.
ამგვარად აუხსნა ქოულმენს, საიდან იყო წარმოშობით და
რატომ ჩასულიყო ნიუ-იორკში. ქოულმენისთვის კი იმავეს
გაკეთება უფრო ძნელი იყო, ამიტომ იფიქრა, მოგვიანებით
ავუხსნი ყველაფერს და ვთხოვ, გამიგოს, რატომ ვერ
დავუშვებდი იმას, რომ რასობრივ საკითხს ჩემთვის ფრთები
მოეკვეცაო. ნეტავ მშვიდად მოუსმენდეს სტინა და
მიხვდებოდა, რატომ არ მიჰყვა ქოულმენი ბედის დინებას და
რატომ გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრება თვითონვე
წარემართა. რატომ არ დამორჩილდა საზოგადოებისგან თავს
მოხვეულ
გარემოებას,
სადაც,
მონობის
გაუქმებიდან
ოთხმოცდაშვიდი წლის შემდეგაც კი, ყველგან რასისტები
ხვდებოდნენ. უნდოდა, მისთვის დაემტკიცებინა, რომ თავის
თეთრკანიანად გასაღება ცუდი მიზნით სულაც არ ყოფილა
ნაკარნახევი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი
ცხოვრებისეული ამბიციით, რომ კანის ფერისა და მსგავსი
სისულელეების მიუხედავად, თავისუფალი ყოფილიყო, რაც
ასე ეწადა ბავშვობიდან. არც შავკანიანობა სურდა და არც
თეთრკანიანობა, არამედ უბრალოდ დამოუკიდებლობა,
თავისუფლება სწყუროდა. თავისი არჩევანით არც არავისი
შეურაცხყოფა ჰქონდა გამიზნული და არც არავის ჰბაძავდა,
მით უმეტეს, არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა არც თავის და
არც სტინას ქათქათა რასათან. ესმოდა, რომ კონსერვატიულად
განწყობილ ადამიანებს, რომელთაც ირგვლივ არსებული
გარემოს ურღვევობა და უშეცდომობა მყარად სწამდათ, მისი
ქცევა მართებულად არ მოეჩვენებოდათ. თუმცა ვინმეს
თვალში მართალი ყოფილიყო, არც ყოფილა მისი თვითმიზანი.
მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – არა ბნელ და სამყაროს
სიძულვილით ნაკვებ ზრახვებს ემართათ მისი ცხოვრება,
არამედ თავად მას, შეძლებისდაგვარად ჰუმანურად და
ცივილიზებულად წარემართა თავისი ბედი. ან რატომ უნდა
შეჰგუებოდა ცხოვრებას სხვა პირობებით?
აი, სწორედ ასე უნდოდა, სტინასთვის აეხსნა. ნეტავ ლიტონ
137
სიტყვებად და ამბიციაშეფარულ სიცრუედ ხომ არ მოეჩვენება
ქოულმენის ნათქვამი? სანამ სტინა თვითონ არ გაიცნობდა მის
ოჯახს, სანამ თავისი თვალებით არ დაინახავდა, რომ ისინიც
იმდენადვე იყვნენ ზანგები, რამდენადაც ქოულმენი, მანამდე
იქნებ მთელი ეს ახსნა-განმარტება სიმართლის დაფარვად
მოსჩვენებოდა?
მტკიცედ
გადაწყვიტა:
სანამ
სტინა
ერნესტინთან, უოლთსა და დედასთან სადილად არ დაჯდება,
სანამ მისი ოჯახი ყოველდღიურ წვრილმანებზე არ ჩამოაგდებს
სიტყვას და ადამიანურად არ გაიცნობენ ერთმანეთს,
ქოულმენის ნებისმიერი სიტყვა ყალბად აღსაქმელად არის
განწირული. თან ვინ იცის, სირცხვილნარევ თავის მართლებად
ან განდიდების მცდელობადაც ჩამოართვას თეთრკანიანმა
გოგომ. არა, ამ სისულელეებს არასოდეს დაიწყებს. ღირსებას არ
შეილახავს. თუკი სტინას ხელში ჩაგდება უნდა, მაშინ
გამბედაობაა საჭირო და არა ზედმეტი ლაი-ლაი, გინდ ქლარენს
სილქივით ორატორი იყოს.
ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, რომლისთვისაც არავინ
შეუმზადებია განსაკუთრებულად, ქოულმენი შინაგანად
ემზადებოდა, ისე იკრებდა სულიერ მხნეობას, როგორც
ორთაბრძოლის
წინ.
კვირადღეს
მატარებლიდან
რომ
გადმოვიდნენ ბირქ-ჩერჩის სადგურზე, ის ჯადოსნური
სიტყვები წარმოთქვა, რინგზე გასვლამდე რომ ამბობდა
ხოლმე: «ამოცანა, მხოლოდ ამოცანა. ამოცანის პირისპირ.
დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია». ბოლოს, კარს რომ მიადგა
და ზარისთვის უნდა ჩამოეკრა, საბრძოლო ყიჟინასავით
წარმოთქვა გულში: «წავიდა!»
ერთი ოჯახისთვის განკუთვნილ ამ სახლში სილქები 1925
წლიდან ცხოვრობდნენ, ანუ ქოულმენის დაბადებამდე
გადასულიყვნენ. მთელ ქუჩაზე იმხანად მხოლოდ თეთრები
ცხოვრობდნენ თურმე, ამიტომ ეს პატარა კარკასული სახლი
მეზობელზე წაკიდებულ ერთ-ერთ ოჯახს მიუყიდია, რათა
შავკანიანების დასახლებით გაემწარებინა ისინი. დასახლდნენ
და
ყველასთან
კარგი
დამოკიდებულებაც
დაამყარეს,
მართალია, ახლო მეგობრობა არავისთან გამოსვლიათ, მაგრამ
ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც საეპისკოპოსო ეკლესიითა და
მღვდლის სახლით სრულდებოდა, მათზე აუგის მთქმელს კაცი
ვერ ნახავდა. არადა, ამ ამბებამდე რამდენიმე წლით ადრე
ახალმა მღვდელმა ეკლესიაში რომ მიიხედ-მოიხედა და ბევრი
შავკანიანი ოჯახი იხილა უკანა სკამებზე ჩუმად ჩამომსხდარი –
138
ისინი
ვესტ-ინდოეთიდან
იყვნენ
და
ამავე
ქუჩაზე
თეთრკანიანთა
სახლებში
მოახლე-მოსამსახურეებად
მსახურობდნენ, – საკვირაო ქადაგების წინ უეცრად თქვა:
«მრევლში ბევრ შავკანიანს ვხედავ. დაფიქრებაა საჭირო, რა
უნდა მოვუხერხოთ ამ საკითხსო». ნიუ-იორკის სემინარიაში
კონსულტაციის გავლის შემდეგ, საეკლესიო ჩვეულების
საწინააღმდეგოდ, ისე მოაწყო საქმე, რომ საკვირაო სკოლებში
სწავლება და მსახურება შავკანიანებს სახლში ჩასტარებოდათ.
მოგვიანებით ადგილობრივ საშუალო სკოლაში აუზი დაცალეს,
რათა თეთრკანიან ბავშვებს შავკანიანებთან ერთად არ
ეცურავათ. დიდი აუზი იყო და ოდითგანვე ფიზიკურ
ჯანმრთელობას ემსახურებოდა. ამავე აუზში ემზადებოდა
სკოლის მოცურავეთა გუნდი, მაგრამ თეთრკანიანი ბავშვების
მშობლებმა საყვედურები დაიწყეს და აუზი გააუქმეს. ზანგი
ბავშვების მშობლები ხომ მათ სახლებში მოსამსახურეებად,
დამლაგებლებად, მძღოლებად და მებაღეებად მუშაობდნენ;
ჰოდა, აუზსაც ბოლო მოეღო.
ნიუ-ჯერსის ამ ოთხ კვადრატულ მილზე გაშენებულ ქალაქში,
რომლის მოსახლეობაც სამოცდაათი ათასს არ აღემატებოდა,
ისევე როგორც ქოულმენის სიყრმის წლებში მთელი ქვეყნის
მასშტაბით, მკვეთრი კლასობრივი და რასობრივი ბარიერები
არსებობდა საზოგადოებაში, რომელსაც ეკლესია ხოტბას
ასხამდა, სკოლა კი ბავშვებს უნერგავდა. მაგრამ იმ პატარა,
ხეებით გამწვანებულ გვერდითა ქუჩაზე, სადაც ქოულმენები
სახლობდნენ, რიგითი მოქალაქეები ღვთისა და სახელმწიფოს
წინაშე
სულაც
არ
გრძნობდნენ
მსგავს
შემბოჭავ
პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ისინი, ვისი მოვალეობაც
იყო საცურაო აუზებისა და სხვა საზოგადოებრივი მონაპოვრის
მოვლა-პატრონობა, ამდენად მეზობლები გულკეთილად
იყვნენ განწყობილი ღიაფერკანიანი სილქების მიმართ,
მართალია, მაინც ზანგების – რომელთაც, როგორც ქოულმენის
ბაღის
დროინდელი
თანაჯგუფელის
დედამ
თქვა,
კაკაგარეული გოგლიმოგლისფერი კანი ჰქონდათ, რაც
მეტისმეტად სასიამოვნო იყო სახილველად, – მაგრამ ფრიად
პატივსაცემი ადამიანების მიმართ. კეთილგანწყობა იმაშიც
გამოიხატებოდა, რომ მეზობლები ზოგჯერ რამე ხელსაწყოს ან
კიბესაც კი ეთხოვებოდნენ ხოლმე სილქებს, ხანდახან კი, როცა
მანქანა არ იქოქებოდა, შეიძლებოდა, რომელიმე მათგანს
ხელიც კი წაეკრა ღიმილიანი სახით. კუთხეში მდგარი დიდი და
139
მრავალბინიანი სახლი ომის დასრულებამდე თეთრი იყო. 1945
წლის დამლევს, როდესაც ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც
ორინჯთან უფრო ახლოს მდებარეობს, შავკანიანებმა დაიწყეს
დასახლება, უმეტესობა განათლებული ადამიანი იყო –
მასწავლებლები, ექიმები, დანტისტები, – კუთხის სახლთან
ლამის ყოველდღიურად მიდიოდა ავეჯმზიდი ფურგონი,
შედეგად, თეთრკანიანთა თითქმის ნახევარი პირველივე
თვეებში სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. მალე ყველაფერი
დალაგდა.
სახლის
მფლობელი,
ოღონდ
კი
ბინები
გასაქირავებელი არ დარჩენოდა, შავკანიანებსაც მიაქირავებდა
საცხოვრებელ ფართს, თუმცა ახლომახლო მცხოვრები
თეთრკანიანებისათვის ამას გადასვლისკენ არ უბიძგებია.
გარკვეული ხნის შემდეგ მათ სრულიად განსხვავებული
მიზეზით, და არა ნეგროფობიის გამო, დატოვეს აქაურობა.
წავიდა! კარზე ზარი დარეკა, შეხსნა და გამოაცხადა:
– აქ ვართ!
უოლთმა იმ დღეს ასბერი-ფარქიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო,
მაგრამ ერნესტინი და დედა შინ დაუხვდნენ – აი, ოჯახობა,
რომელიც სამზარეულოდან დერეფნისკენ მოემართება და აი,
მისი გოგონაც. ასეთად წარმოედგინათ მათ ერთმანეთი თუ
სხვანაირად, ქოულმენისთვის ეს გაუგებარი იყო. დედას ხომ
არავითარი შეკითხვა არ ჰქონდა მისთვის დასმული. მას მერე,
რაც არავისთვის უკითხავს რჩევა, ისე გაასაღა თეთრკანიანად
თავი და ფლოტში ჩაეწერა, დედამისი უკვე კითხვების დასმას
ერიდებოდა. ახლა, როდესაც საავადმყოფოში დოქტორ
ფენსტერმანის დაუხმარებლად მიაღწია განყოფილების
უფროს ექთანობას, თავის საკუთარ და საოჯახო საქმეებში
უფრო უოლთის იმედად ერჩივნა ხოლმე ყოფნა. არა, მართლაც
არაფერი უკითხავს მაშინაც კი, როდესაც ქოულმენმა გოგონაზე
გადაუკრა სიტყვა. დედის შემხედვარე ერნესტინმაც არაფერი
ჰკითხა. ენა არც ქოულმენს უსწრებდა წინ. და აი, მათ თეთრყირმიზა გოგონა წარუდგინეს, ქათქათა კანითა და
თავთუხისფერი თმით, ხელში ცისფერი ჩანთა ეჭირა,
ფეხსაცმელიც ფერთან შეეხამებინა, ტილოს კაბა ეცვა და
ხელთათმანებიც არ დავიწყებოდა, თავზე კი პატარა მრგვალი
ქუდი ეხურა. გოგონა მეტისმეტად კორექტული და უზადო
იყო, თან იმდენად, რამდენადაც 1950 წელს შეიძლებოდა
ყოფილიყო ასეთი სამაგალითო ახალგაზრდა ქალი. სილქების
140
წინაშე
იყო
სტინა
პალსონი,
ისლანდიურ-დანიური
წარმოშობის ამერიკელი გოგონა, რომლის საგვარეულო ხე მეფე
კნუტამდე აღწევდა და ცოტათი სცილდებოდა კიდეც.
ქოულმენმა თავისი გეგმა შეასრულა, ყველაფერი ისე მოაწყო,
როგორც სურდა. წარბიც არავის შეუხრია. სახეობათა
ურთიერთშეგუების სამაგალითო გაკვეთილი გამოუვიდა.
არავის დაჰბმია ენა, არავის გასწყვეტია საუბრის ძაფი, არც
უადგილოდ ამოუოხრავს ვინმეს და არც მხრები აუჩეჩიათ.
სტინა ტყუილად კი არ იყო ოთერ-თეილის სანაპიროზე
გაზრდილი: მსგავსი საუბრების წარმართვა მისი ხელობა იყო.
ქოულმენს შეხვედრამდე სამივე ქალისათვის თვალები რომ
აეხილა და ისე დაესვა მაგიდასთან, საუბარი ზუსტად ისევე
წარიმართებოდა, როგორც ახლა მიმდინარეობდა, არც მეტი და
არც ნაკლები, არადა, ერთ მაგიდასთან ისხდნენ და თვალებში
შესცინოდნენ ერთმანეთს. ქვეტექსტიც ისეთივე იქნებოდა:
«თუ საწყენს არაფერს მეტყვი, არც მე ვაპირებ აუგის თქმას».
რესპექტაბელურობა უპირველეს ყოვლისა – ამაში სილქებიცა
და პალსონებიც ერთსულოვანნი იყვნენ.
სტინას სიმაღლეზე საუბრისას კინაღამ ზედმეტი წამოსცდათ
ქალებს. მართლაცდა, ეს სკანდინავიელი ქალბატონი ხუთი
ფუტი და ათი დუიმი იყო სიმაღლით, ქოულმენზე სამი
დუიმით მაღალი, მის დედასა და დაზე კი მთელი ექვსით.
თუმცა ქოულმენის მამა მსხვილი და მაღალი კაცი იყო– ექვსი
ფუტი და დუიმი, უოლთი კი მამას დუიმ-ნახევრით სჯობდა,
ასე რომ, მაღალი ტანადობა სილქებს არ ეუცხოებოდათ, მაგრამ
მაინც მოულოდნელობა იყო, როდესაც გოგონა ვაჟზე მაღალი
აღმოჩნდა. ამ სამი დუიმის გამო სხეულის ანომალიებზე
დაწყებული საჩოთირო საუბარი სამზარეულოდან წამოსულმა
დამწვრის სუნმა შეაწყვეტინა ენააქავებულ ქალებს. სუნი
ქოულმენმა იგრძნო და სამივე ქალი სამზარეულოში გავარდა
ბისკვიტის გადასარჩენად.
ამის შემდეგ უკვე, სადილის დასრულებამდე, სანამ წყვილის
ნიუ-იორკში დაბრუნების დრო არ დადგა, ყველაფერი
გემრიელად წავიდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კვირადღე
იდგა, ყოველი კეთილსინდისიერი ოჯახისთვის სანატრელი
დღე, რომელსაც ცხოვრებასთან თითქოს საერთო არაფერი
ჰქონდა, მაგრამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრმაც კი
გამოცდილებით
იცოდა,
რომ
ამ
დღეს
ბუნებრივი
141
მდინარებიდან
ვერაფრით
ამოაგდებდა,
წინასწარგანზრახულისთვის მიეახლოებინა.
რათა
რაიმე
როდესაც ნიუ-იორკისკენ მიმავალი მატარებელი პენსილვანიის
სადგურის ბაქანს მიუახლოვდა, სტინამ თავი ვეღარ შეიკავა და
აქვითინდა.
მანამდე მთელი გზა ქოულმენის მხარზე თავმიდებულს
თითქოს ღრმად ეძინა – რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა,
რომ სადილობის დროს თავი ასე მოეჩვენებინა!
– სტინა, რა მოგივიდა?
– არ შემიძლია! – იყვირა გულამოსკვნით და ასლუკუნებული
უსიტყვოდ გაიქცა მატარებლიდან, თან ისე სწრაფად, რომ
ქოულმენის მუხლებზე დატოვებული ქუდიც არ გახსენებია.
ისე გარბოდა ვაგონში, თითქოს მოძალადეებს გაურბისო. ის
წასვლა იყო და ის – მას მერე სტინას არც დაურეკავს და არც
შეხვედრის სურვილი გასჩენია.
ოთხი წლის შემდეგ, ორმოცდათოთხმეტში, სადგურ გრანდსენთრალთან
შეეჩეხნენ
ერთმანეთს.
შედგნენ,
ხელი
ჩამოართვეს და ზუსტად იმდენი დრო დაუთმეს საუბარს,
რამდენიც იმ გაოცების გამოსაწვევად იკმარებდა, თვრამეტისას
და ოცდაორისას რომ ეუფლებოდათ ხოლმე. ერთმანეთს
ერთგვარად გულდამძიმებულები დასცილდნენ, რადგან
ორივემ კარგად იცოდა, რომ სტატისტიკა მეორეჯერ მსგავს
სასიამოვნო შეხვედრას აღარ განუმზადებდა. ქოულმენს უკვე
ცოლი ჰყავდა, სადაცაა მამა უნდა გამხდარიყო და ადელფიკოლეჯში ანტიკურ ლიტერატურას ასწავლიდა, ქალაქში კი
იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. სტინა კი ლექსინგთონავენიუზე
სარეკლამო
სააგენტოში
მუშაობდა,
არ
გათხოვილიყო, მაგრამ წინანდებურად მშვენიერი ეთქმოდა,
თუმცა უკვე არა ქალწულებრივ, არამედ ქალურ სილამაზეს
ასხივებდა – ნამდვილი ნიუ-იორკელივით მოდურად ეცვა და
ისე შეცვლილიყო, ისთ-ორინჯში ასეთი სტინა რომ ჩაეყვანა,
ოჯახური შეხვედრა სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა.
მაგრამ როგორ უნდა დასრულებულიყო, რეალობას თავისი
განაჩენი რომ არ გამოეტანა – ეს აზრი არ ასვენებდა ქოულმენს.
თავბრუდასხმული იყო იმით, რაც აღმოაჩინა – განშორების
იარა ორივეს ზუსტად ერთნაირად განუახლდა შეხვედრისას,
რამაც ქოულმენს ფიქრები აუწეწა. ასეთი თავგზააბნეული
142
მიაბიჯებდა ქუჩებში და იმას ისიგრძეგანებდა, რასაც მანამდე,
ანტიკური
სიტყვიერების
სწავლებისას,
ვერაფრით
მიმხვდარიყო – როგორ შეეძლო ცხოვრებას სულ მარტივად
გადასულიყო ერთი კალაპოტიდან მეორეში, და რომ ბედის
შემოქმედი შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი... მეორე
მხრივ კი ერთი შეხედვით შემთხვევითობა სწორედ
გარდაუვალი ბედის გამოვლინება იყო. უფრო ზუსტად რომ
მოგახსენოთ,
სრულიად
გონარეული
მიაბიჯებდა
და
გარკვევით ვერაფერს ხვდებოდა, თან აცნობიერებდა კიდეც
იმას, რომ ილუზიებით ინუგეშებდა თავს. იმ აზრამდე მივიდა,
რომ რაღაც მეტაფიზიკურად ღირებულს, კოლოსალურად
მნიშვნელოვანს რომ ჩამხვდარიყო, როდესაც საკუთარი
ცხოვრების ბატონ-პატრონად დაისახა თავი, აუცილებლად...
მაგრამ ამდენის ჩაწვდომისა და აღქმის უნარი ადამიანის
გონებას არ ხელეწიფება.
ერთი კვირის თავზე კოლეჯის სახელზე მისული ორგვერდიანი
წერილი,
სადაც
სტინა
სწერდა,
სალივან-სთრითზე
შეხვედრებისას «მშვენივრად პიკირებდიო» და მტაცებელ
ფრინველსაც კი ადარებდა, რომელიც ზღვაზე ან ხმელეთზე
პიკირებისას მოჰკრავს თუ არა რაიმე მოძრავს თვალს,
შურდულივით ეშვება ძირს და ნისკარტს სტაცებს, ასე
იწყებოდა: «ძვირფასო ქოულმენ! მიხარია, ნიუ-იორკში რომ
შევხვდით ერთმანეთს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ რომ
დავშორდით, შემოდგომის სევდა დამეუფლა. ალბათ, იმიტომ
მოხდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან უკვე ექვსი
წელიწადი გასულა, ანუ უამრავი დღე და ღამე ჩვენი
ცხოვრებისა უკვე განვლილია. მშვენივრად გამოიყურებოდი,
გამიხარდა, ბედნიერი რომ ხარ». წერილი გაწელილი
მთრთოლარე
გამოსათხოვარი
ექვსიოდე
წინადადებით
მთავრდებოდა, რომლებშიც მრავალჯერ გადაკითხვის შემდეგ
ქოულმენმა დანაკარგით გამოწვეული ქალის სინანული და
შეფარული მობოდიშება იგრძნო: «კმარა. თავი აღარ უნდა
მოგაბეზრო მეტად. გპირდები, მეტს აღარ ვიზამ. ბედნიერებას
გისურვებ, დიდ ბედნიერებას. სინაზით, სტინა».
წერილს ინახავდა, თუმცა რამდენიმე წელი არც კი გახსენებია
მისი არსებობა, მაგრამ ქაღალდებში ქექვისას რომ წააწყდა
შემთხვევით და გადაიკითხა, ისევ ის გრძნობა დაეუფლა,
ფიქრებაწეწილი ქუჩაში რომ მიაბიჯებდა იმ შორეულ
წარსულში და აზრებს თავს ვერ უყრიდა. იმ დროს ხომ სტინას
143
გამოთხოვებისას ლოყაზე ნაზად მოუთათუნა ხელი, არადა,
ცოლად რომ შეერთო აირისის მაგივრად, რაც სურდა კიდეც
თავდაპირველად,
მისი
ცხოვრება
სულ
სხვაგვარად
წარიმართებოდა, სხვანაირად წარიმართებოდა მათი შვილების
ცხოვრებაც. საკმარისი იყო, სტინას ეთქვა, ყველაფერი
კარგადააო, რომ სულ სხვაგვარი გზით წაიყვანდა თავის
ცხოვრებას.
«არ შემიძლია», – ასე ჟღერდა სტინას პასუხი, რაშიც
თავისებური სიბრძნე იყო, უჩვეულო სიბრძნე ოცი წლის
გოგონასთვის. არადა, სწორედ ეს არ ხიბლავდა თავის დროზე
სტინაში – საფუძვლიანი, ფხიზელი და საღი მსჯელობა. მაგრამ
მას რომ... მას რომ სხვა პასუხი გაეცა, მაშინ არც სტინა
იქნებოდა და არც ქოულმენს ენდომებოდა ცოლად.
ისევ იმ გამოუსადეგარი მსჯელობის გუნებაზე დადგა.
გამოუსადეგარიო, ვიტყვით, რადგან სულ ცოტა სოფოკლე
უნდა იყოს ადამიანი, რომ იმაზე იმტვრიოს თავი,
შემთხვევითობა ქმნის ბედს თუ გარდაუვალი ქმნის
შემთხვევითობას.
***
აირის გიტელმანი, როგორც მან ქოულმენს პირველად
წარუდგინა თავი, თავნება, ჭკვიანი და შინაგანად მეამბოხე
გოგონა
იყო
პატარაობიდანვე.
უკვე
მეორეკლასელი
ოცნებობდა ავტორიტარული ოჯახიდან გაქცევაზე. მის სახლში
ყოველგვარი
სოციალური
ძალადობა
სძულდათ,
განსაკუთრებით კი რაბინთა ძალადობა და მავნებლური
სიცრუე. მამამისი, რომელიც იდიშს კი ფლობდა, მაგრამ
იმდენად ანარქისტი და ერეტიკოსი ყოფილა, რომ უფროს
ვაჟებს თურმე წინადაცვეთა არც კი გააკეთებინა; აირისის
მშობლებს არც ვინმეს ნებართვა და არც სამოქალაქო ცერემონია
ჩაუთვლიათ
დასაქორწინებლად
საჭიროდ.
ორი
გაუნათლებელი
ათეისტი-ემიგრანტი
თურმე
რაბინის
დანახვაზე
იფურთხებოდა;
თავს
ამერიკელებს
კი
უწოდებდნენ, თუმცა არც ებრაელობას მალავდნენ. ისინი
«ბუნებრივისა და კარგის ფარისეველ მტერს» უწოდებდნენ
ყველა იმ უკანონოდ პოსტზე მყოფ ბიუროკრატს, რომელიც
144
აირისის მამას ეზიზღებოდა. მერთლ-ავენიუზე მათი პაწაწინა,
გადავსებული ოჯახური საკონდიტროს გაქუცულ და ჭუჭყიან
კედელზე, პირდაპირ გაზიანი სასმელების დახლს უკან,
გაზეთებიდან ამოჭრილი და ჩარჩოში ჩასმული საკოსა და
ვანცეტის ფოტოები ეკიდათ. როგორც აირისი ეუბნებოდა,
ისეთი პატარა მაღაზია იყო, რომ ადგილი იმისათვისაც კი არ
გამოინახებოდა,
ხუთივე
რომ
გვერდიგვერდ
დავმარხულიყავითო. ყოველი წლის 22 აგვისტოს, 1927 წლის
ამავე დღის მოსაგონებლად, როდესაც, – როგორც აირისსა და
მის ძმებს უნერგავდნენ თავში, – ფოტოებზე გამოსახული
ადამიანები ჩაუდენელი დანაშაულის გამო სიკვდილით
დასაჯეს, ოჯახი მაღაზიის თავზე მდებარე პაწაწინა ბინაში
იკრიბებოდა და უქმობდა. ბინაში კი იმაზე მეტი ქაოსი
სუფევდა, ვიდრე საკონდიტროში. ეს რიტუალი, გნებავთ,
კულტმსახურება, აირისის მამამ თავად მოიგონა და
სულელურად ებრაულ განსჯის დღეს დაამთხვია. რასაც ის
თავის იდეებს უწოდებდა, ცხადია, ამისთანა დასახელებას არ
იმსახურებდა,
რადგან
სინამდვილეში
მას
გულს
სასოწარკვეთილი უმეცრება, მწარე უიმედობა და უძალო
რევოლუციური
ზიზღი
უწამლავდა.
ყველაფერი,
რაც
ითქმებოდა, ითქმებოდა ბრალმდებლური ტონით და
მუშტების შეკვრით. მამამისმა ისეთი გვარებიც იცოდა,
როგორიც იყო კროპოტკინი და ბაკუნინი, თუმცა მათი
თხზულებებისთვის თვალიც არ ჰქონდა მოკრული და «ფრაიე
არბაითერ შტიმედან» – ანარქისტული ყოველკვირეული
იდიშურ ენაზე, რომელიც რეგულარულად მოჰქონდა ოჯახის
თავს სახლში – იშვიათად თუ ამოიკითხავდა რამეს, თუ იმ
ფრაზებს არ ჩავთვლით, ძილის წინ თავს რომ ებრძოდა ხოლმე
და ძალისძალად ცდილობდა ამოკითხვას. მისი მშობლები –
აირისმა ემოციურად აუხსნა ბლიქერ-სთრითზე კაფეში
ჯდომისას, რომლითაც დაგვირგვინდა მათი პირველი
შეხვედრა,
როდესაც
ვაშინგტონ-სქუერზე
აეტორღიალა
ქოულმენი – უბრალო ხალხი იყო, არც გასაგებად აღწერა
შეეძლოთ და არც რაციონალურად დასაბუთება იმ ბოდვისა,
რასაც არსად ერიდებოდნენ და მეგობარი იქნებოდა, ნათესავი
თუ ბიზნესი, კეთილმეზობლობა თუ საკუთარი შვილების
სულიერი მდგომარეობა, ყველასა და ყველაფერს მსხვერპლად
სწირავდნენ. «ამასთან ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო» – ეს
სიტყვები ეკერათ მუდამ პირზე, თუკი ვინმე ან რამე თვალში
არ მოუვიდოდათ, მოზარდ აირისს კი ეგონა, რომ მათ არც
145
მასთან და არც არაფერთან ამ ცხოვრებაში საერთო მართლაც
არაფერი ჰქონდათ. მრავალგვარ ძალთა უწყვეტი მოძრაობა,
ფარულ ინტერესთა რთული და დაძაბული ჩახლართულობა,
პირველობისათვის მარადიული ბრძოლა, უწყვეტი დამონება,
კოლექტიური უთანხმოებანი და შეთქმულებები, მორალი
ოდენ სიტყვიერი სისხარტით, საყოველთაოდ მიღებული
ნორმები მათი ზომიერი დესპოტიზმითურთ, ურყეობის
მერყევი ილუზია, – მოკლედ, არსებული საზოგადოება,
რომელიც ასეთი სახით იყო ჩამოყალიბებული, სახეს არ
იცვლიდა და არც შეიცვლიდა, მათთვის მუდამ ისეთივე უცხო
იყო, როგორც მარკ ტვენისეული იანკისთვის მეფე ართურის
სამეფო კარი. არადა, ვერც იმას ვიტყვით, რომ სულ სხვა
დროიდან და სივრციდან ამოგლეჯილები და ჩვენს დროში
ხელოვნურად ჩარგულები იყვნენ. არა, ისინი უფრო ისეთ
ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც აკვნიდან პირდაპირ
სიჭაბუკეში გადავიდნენ და გამოტოვებულ შუალედში არავინ
ასწავლა ადამიანის საწყისში მოუცილებლად ჩაბუდებულ
ცხოველურ საწყისთან ურთიერთობა. აირისს პატარაობიდანვე
უჭირდა, ეთქვა, თუ ვინ ზრდიდა – იდიოტები თუ
ვიზიონერები, ან ის უცნაური უარყოფა რაღა იყო, რომელიც
მასაც უნდა გაეზიარებინა – საზარელი ჭეშმარიტების
გამოცხადება თუ შესაძლო სასაცილო სიგიჟე.
იმ დღეს კიდევ დიდხანს უყვებოდა აირისი თავისი ოჯახის
ფოლკლორულ-მომაჯადოებელ ამბებს, რომელთა თანხლებით
განვითარდა მისი ბავშვობა და სიყმაწვილე პასეიკში მდებარე
საკონდიტროში, რომელიც ისეთ აშკარად შებინდებულ
ინდივიდუალისტებს ეკუთვნოდა, როგორიც იყვნენ მორისი და
ესტელ გიტელმანები. ისინი ისეთ შავბნელ თავგადასავლად
იყვნენ წარმოდგენილნი, რომ რუსულ ლიტერატურაში კი არა,
უფრო რუსების თემაზე შექმნილ კომიქსებში წააწყდება
ადამიანი, გიტელმანები თითქოს გადარეული მეზობელი
ოჯახი იყო საკვირაო ნომერში სურათებად დაბეჭდილი
მოთხრობიდან «კარამაზოვების ბავშვები». ეს ყველაფერი
ძლიერ და შთამბეჭდავ წარმოდგენას ჰგავდა, რომლის
ავტორიც ცხრამეტი წლის გოგონა იყო ნიუ-ჯერსიდან ჰუძონის
მეორე ნაპირზე გამოქცეული, – ქოულმენის ყველა გრინვიჩვილიჯელი ახლობელი სადღაციდან იყო გამოქცეული, მათ
შორის ისეთი შორეული ადგილიდან, როგორიცაა ამარილო. ეს
Вы прочитали 1 текст из Грузинский литературы.
Следующий - ადამიანური ლაქა - 11
  • Части
  • ადამიანური ლაქა - 01
    Общее количество слов 3349
    Общее количество уникальных слов составляет 2049
    24.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    35.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 02
    Общее количество слов 3444
    Общее количество уникальных слов составляет 2142
    27.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    38.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 03
    Общее количество слов 3627
    Общее количество уникальных слов составляет 2064
    29.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 04
    Общее количество слов 3451
    Общее количество уникальных слов составляет 2169
    25.7 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    42.3 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 05
    Общее количество слов 3467
    Общее количество уникальных слов составляет 2071
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.0 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 06
    Общее количество слов 3642
    Общее количество уникальных слов составляет 2078
    30.2 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.4 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 07
    Общее количество слов 3414
    Общее количество уникальных слов составляет 2067
    28.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    39.3 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    45.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 08
    Общее количество слов 3479
    Общее количество уникальных слов составляет 2003
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 09
    Общее количество слов 3443
    Общее количество уникальных слов составляет 2026
    28.9 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    40.9 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.7 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 10
    Общее количество слов 3417
    Общее количество уникальных слов составляет 2050
    28.4 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.1 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 11
    Общее количество слов 3519
    Общее количество уникальных слов составляет 1983
    30.8 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    50.9 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 12
    Общее количество слов 3447
    Общее количество уникальных слов составляет 2166
    26.3 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    36.1 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    41.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 13
    Общее количество слов 3608
    Общее количество уникальных слов составляет 2041
    30.0 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    42.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    48.6 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 14
    Общее количество слов 3509
    Общее количество уникальных слов составляет 2057
    29.6 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    41.0 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    47.4 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов
  • ადამიანური ლაქა - 15
    Общее количество слов 2009
    Общее количество уникальных слов составляет 1292
    33.5 слов входит в 2000 наиболее распространенных слов
    44.6 слов входит в 5000 наиболее распространенных слов
    49.5 слов входит в 8000 наиболее распространенных слов
    Каждый столб представляет процент слов на 1000 наиболее распространенных слов