Latin

რკინის თეატრი - 06

Süzlärneñ gomumi sanı 3622
Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
42.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
ეტლმა ჩაიარა მხოლოდ. ისიც მოჩვენებას ჰგავდა. ერთი წამით, უსიცოცხლოდ, უსიამოდ გაიელვეს ეტლში მსხდომთა სანთლისფერმა,
გაშეშებულმა სახეებმა; თითქოს ეტლს ცოცხალი ხალხი კი არ მიჰყავდა, მანეკენები გადაჰქონდა მაღაზიიდან მაღაზიაში. ნავსადგურში გემმა დაიღმუვლა, მაგრამ უფრო გააღრმავა, გაამძაღრა ღამის
დუმილი. სანამ ფოსტაში შევიდოდა, პირიდან არ მოუშორებია წერილი. გამხმარი წებოს გემოს გრძნობდა ენის წვერზე და სიამოვნებდა.
ფოსტაშიც არავინ დახვედრია, მოხელის მეტი. ისიც თავის ხის ყუთში
თვლემდა. ეს მაშინვე მაგიდასთან მივიდა, ლურჯი, ხაოიანი ფურცელი დაიდო წინ, სამელნის გარშემო დაყრილი კალმისტრებიდან ერთერთი ამოარჩია, წვერი თითით მოუსინჯა და ჩაფიქრდა. “ჩემო
ძვირფასებო” – დაწერა ცოტა ხნის მერე. მაგრამ საჩქაროდ გადახა83
ზა ნაწერი. კალმის წვერმა ფურცლის ბუსუსი აიყოლა. ამან ფურცელი მოჭმუჭნა და სხვა კალმისტარი აიღო. “მადლობელი ვარ” – რატომღაც დიდი, ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული ასოებით
დაწერა ახალ ფურცელზე. ცოტა ხანს უყურა საგულდაგულოდ გამოყვანილ ასოებს, თითქოს ტკბებოდა საკუთარი ნამოღვაწარით, მაგრამ იმის მაგივრად, წერა გაეგრძელებინა, ის ფურცელიც მოჭმუჭნა,
კალმისტარი მაგიდაზე დაახეთქა და ფოსტიდან გამოვიდა. გავეშებული მიაბიჯებდა ცარიელ ქუჩაში, თითქოს ვინმე ელოდებოდა, თითქოს მიეჩქარებოდა, აგვიანდებოდა სადღაც. რკინიგზაზე გადავიდა
და ციხისკენ მიმავალ ქუჩას გაუყვა, ხოლო ქუჩის ბოლოს ციხის შავი
ლანდი რომ აისვეტა, კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს, მერე გაიქცა და ციხის ალაყაფს მიეხეთქა მთელი ძალით, თითქოს სიბნელეში ვერ
დაინახაო. იდგა და მუშტებით აბრახუნებდა ალაყაფზე. უსიამოდ
ჟღრიალებდა გამოღვიძებული რკინა. მერე ვიღაცა თოფის კონდახით აწვებოდა მკერდში, ის კი ალაყაფისკენ იწევდა მაინც და გაჰყვიროდა: დამიჭირეთ, დამიჭირეთო… მერე პოლიციელებს მიჰყავდათ
გაკავებული. წინ ბოქაული გარბოდა, ხმალი ხელში ეჭირა, ფეხებში
რომ არ გაბლანდვოდა, უფრო თავისუფლად რომ ერბინა. “შე ქეციანო კატავ, შე ქვემძრომო ჯოჯოო” – მისძახოდა ბოქაულს, პოლიციელებით გაკავებული, და იცინოდა. მერე პოლიციის სამორიგეოში
იჯდა სკამზე, ისევ ორი პოლიციელით გაკავებული, და ცდილობდა
როგორმე ფეხი მიეწვდინა, როგორმე ჭიტლაყი ამოერტყა ბოქაულისთვის, რომელიც ზურგშექცეული იდგა და ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაცას: გისმენთ, თქვენო აღმატებულებავ. გისმენთ,
თქვენო აღმატებულებავ. გისმენთ, თქვენო აღმატებულებავ. “თქვენს
აღმატებულებას მოახსენე, თავს ნუ იგდებს, თორემ ნაცარტუტად
ვაქცევ აქაურობასო” – ყვიროდა ეს და ცდილობდა, როგორმე მისწვდენოდა ფეხით ბოქაულის უკანალს, როგორმე გაეთავისუფლებინა ხელები, მაგრამ პოლიციელები ზედ ეკიდნენ, სახეწამოჭარხლებულნი, ლოყებდაბერილნი, თვალებგადმოკარკლულნი, თითქოს
ქვეყნის დამაქცევარი ავაზაკი შეუპყრიათო. “თქვენი დედა… თქვენი
84
აღმატებულების დედა… ლაქიებო… მონებო!” – ბობოქრობდა ეს,
ვიდრე სამორიგეოს კარი გაიღებოდა და თავად პოლიცმეისტერი შემოვიდოდა, გაღიმებული, სახეგაბრწყინებული, ზრდილი, თავაზიანი,
და კარგი დახვედრით დიდად ნასიამოვნები სტუმარივით. “როგორ
ბედავთ. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. გაუშვით ახლავეო” – სიცილით შეუწყრა პოლიციელებს, როგორც სტუმარი შეუწყრება ხოლმე
თავის ცელქ შვილებს, სათამაშოს ანდა კანფეტის გამო წაკინკლავებულებს, თითქოს შინ ან სათამაშო აკლდეთ, ან კანფეტი. პოლიციელები სარგადაყლაპულებივით გაიჭიმნენ. თან მძიმედ სუნთქავდნენ, საბერველებივით. ხოლო სანამ ეს ნატკენ ხელებს ისრესდა,
პოლიცმეისტერი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა,
თითქოს ლაპარაკით უპირებდა გაბრუებას, დაძინებას, და მართლაც, წესიერად აღარც ახსოვდა ამას, რა უნდოდა აქ, რამ მოიყვანა
პოლიციაში. “თქვენ გგონიათ, ვერ ვხვდები. თქვენ გგონიათ, ვერ
ვხვდები”… – ლუღლუღებდა, როგორც რულმორეული ბავშვი აჩემებულ უაზრობას, გადავლილი, დავიწყებული სიბრაზისგან, შეურაცხყოფისგან გულაჩუყებული, და ისიც კი სჯეროდა, პოლიცმეისტერი
მის გამოსაქომაგებლად, მისი ღირსების დასაცავად რომ მოვარდნილიყო ამ შუაღამისას, საპარადო მუნდირში გამოწყობილი. იმავე
დროს შეგინებაც უნდოდა იმისი, მაგრამ სამადლობელი სიტყვები
ეწებებოდნენ სასაზე, ამაზრზენად ლორწოვანი, გულისამრევად მოტკბო, როგორც სადღაც, უგონობის ჟამს ნაგრძნობი, რომელიღაც უსახელო და მახსოვრობის შლამიან ფსკერზე ჩამპალი ყვავილის სუნი.
თან იმასაც ხვდებოდა, კიდევ ერთხელ აბითურებდნენ, კიდევ ერთხელ სიმთვრალესა და მსახიობურ თავქარიანობაში უთვლიდნენ
გაბრძოლებას, რისხვას, სიძულვილს. დაუსჯელობით სჯიდნენ, დაუსჯელობით ასწორებდნენ მიწასთან, რადგან რაც სასჯელს არ იმსახურებს, არც არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ტაკიმასხარაობაა
და არა ამბოხი, ანდა თუნდაც უარყოფა რაღაცისა… ასე რომ, როცა
პოლიცმეისტერმა ბრძანა, ახლავე ჩემი ეტლით მიაცილეთ შინ ბატონი თბილისელი მსახიობიო, აღარაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, პი85
რიქით, შვებაც იგრძნო, რადგან კიდევ ერთი წუთით რომ დარჩენილიყო აქ, შეიძლება, კიდევ უფრო გაპამპულებულიყო, მართლა დასაცინი და დასაგმობი გამხდარიყო პოლიცმეისტერის თვალში, რადგან ყელში მომდგარ ცრემლს ვეღარ მოერეოდა და სახეში შესტირებდა მისი დამხობისა და დაკნინების მსურველს, შემწყნარებლური,
თაყვანისმცემლური ღიმილით რომ შემოსცქეროდა ახლა და კიდევ
ერთხელ უხდიდა ბოდიშს ამ “სამწუხარო გაუგებრობისთვის”, “პოლიციელთა უტაქტობისა და სიბრიყვისთვის”, რომლებსაც ისიც კი
ვერ შეუგნიათ, გიჟი რომ თავისუფალია და კანონით ხელშეუხებელია გიჟის თავისუფლება. მერე ეტლში იჯდა, კი არ იჯდა, ეგდო,
ჩვრებით სავსე ტომარასავით, და მოულოდნელად მოახლოებულ გამოფხიზლებას უძალიანდებოდა, თავზარდამცემად გრძნობდა, მალე
ყველაფერი შემაძრწუნებელი სიზუსტით აღსდგებოდა მის გონებაში
და კიდევ ერთხელ შეაზიზღებდა საკუთარ თავს, საკუთარ ბუნებას,
რომლის წყალობითაც ყოველთვის სამარცხვინო, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან ნებისმიერი მისი ნაბიჯი, საქციელი,
სიტყვა – სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას იძენდა სხვათა
თვალში. მეეტლის გვერდით, კოფოზე დასკუპებული პოლიციელი
მოულოდნელად გამოხედავდა ხოლმე, ყურებამდე გაღიმებული, და
დიდ, ნაფოტა კბილებს აჩვენებდა, თითქოს ახლაც იმის გასაცინებლად მისვენებულიყო ასე უმწეოდ ეტლის სავარძელზე, თითქოს შესანიშნავად გათამაშებული სიმთვრალისა და სიგიჟისთვის ჩაებრძანებინათ ეტლში, რადგან მართლა მთვრალი და მართლა გიჟი რომ
ყოფილიყო, მაშინ ეტლში კი არ ჩააბრძანებდნენ, თანაც თავად პოლიცმეისტერის ეტლში, არამედ ცემენტის სარდაფში ჩააყუდებდნენ,
თუნდაც დილამდე. “გააჩერე. ახლავე გააჩერეო” – დაუყვირა მეეტლეს და ვიდრე ის ეტლის გაჩერებას შეძლებდა, იქამდე გადმოხტა
ეტლიდან. პოლიციელიც გადმოჰყვა და გამოედევნა: სად მიდიხარ,
ვერ გაგიშვებ, ნაბრძანები მაქვს, შინამდე მიგაცილოო. მაგრამ ეს
რომ მოუბრუნდა და მშვიდად უთხრა: შენზე ნუ ამომაყრევინებ
ჯავრს, რადგან შენ არაფერ შუაში ხარ, ხოლო შენი გალახვისთვის
86
შენივე უფროსი კიდევ მადლობას მეტყვის აქეთო – პოლიციელი ცივად გატრიალდა. ის კი მიდიოდა და მოახლოებულ სიფხიზლეს უძალიანდებოდა. სიკვდილი ერჩია ახლა თავის ნაქირავებ ოთახში დაბრუნებას. ვერც დაეტეოდა იქ, მოულოდნელი ბედნიერებით გალახული, ნათრევნაგვემი. ახლა, როგორც ჯაფისაგან ქანცგაწყვეტილ პირუტყვს, ადამიანის ხმა და ხელი სჭირდებოდა მხოლოდ, თუნდაც
დამცინავი, დამტუქსავი, მაგრამ თანაგრძნობით დამცინავი და თანაგრძნობით დამტუქსავი ხმა და ხელი ადამიანისა, რომელსაც არც
შენი უბედურება უკვირს და არც შენი ბედნიერებისა შურს, რადგან
ერთიცა და მეორეც თავისი ყოფნის, რადგან ადამიანია, ადამიანი,
და გონებით ზომავს ერთსაც და მეორესაც, იმდენს ჭამს, რამდენსაც
მოერევა. მაგრამ ადამიანს იმაზე მეტი თუ არ მიეცი, რამდენიც არსებობისთვის სჭირდება, მაშინ ხომ ისიც გაპირუტყვდება? მართალია
ეს ვითომ? განა ზედმეტიც არ აპირუტყვებს ადამიანს? მაგრამ ახლა
არც თავი ჰქონდა და არც ეცალა ამის გასარკვევად, მეორე ადამიანი
სჭირდებოდა, მარტო რომ არ დარჩენილიყო, უარესად რომ არ გაჰგებოდა ფეხქვეშ მოულოდნელი ბედნიერების ქარიშხალს. აი, თურმე როგორი დამანგრეველი, როგორი დაუნდობელი ყოფილა ბედნიერება, როგორი გაგიჟება სცოდნია კაცისა. ახლა შინ რომ მისულიყო, ცოლის ხელშენავლებ ნივთებს კი არ დაკოცნიდა, დააქუცმაცებდა, დაფშვნიდა, დანაყავდა, როგორც კბილის ტკივილით გაცოფებული ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, ამოღებულ კბილს. ამიტომაც
იყო, ბევრი რომ აღარ უყოყმანია და მართლაც ბავშვური სულწასულობით, მოუთმენლობით შეაღო მწვანედ შეღებილი ჭიშკარი.
დიმიტრიმ და დარიამ რომ შეიტყვეს, თბილისელ მსახიობს ვაჟიშვილი შესძენიაო, აღარ იცოდნენ, როგორ გამოეთქვათ, როგორ გამოეხატათ თავიანთი სიხარული. დიმიტრის ხომ უზარმაზარი ლოდი
მოეხსნა გულიდან, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ღამღამობით
აღარავინ წამოაგდებდა ლოგინიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის უფრო უხაროდა, ასე კარგად რომ დამთავრებულიყო მისი დროებითი
მეზობლის უთავბოლო ყიალი. დღეიდან ისიც დამშვიდდებოდა, და87
ლაგდებოდა და დაუტკბებოდა ცხოვრებას, რადგან, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, ვეღარც მოიცლიდა სისულელეებისათვის, ცოლშვილი მაინც თავისას მოსთხოვდა, ხოლო თავისგან იმდენს მისცემდა,
აღარც ორმოში დგომა მოუნდებოდა და აღარც ბარიკადზე ყურყუტი.
გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად განუწყვეტელი დაძაბულობისა, სიბრაზისა და უსიამოვნებისა, მისთვისაც შეუმჩნევლად, ისე შესჩვეოდა, ისე შეჰყვარებოდა თბილისელი მსახიობი, ცოტა არ იყოს, გულიც კი სწყდებოდა უკვე, რაკი ხვალიდან
ასე იოლად ვეღარ შეხვდებოდა იმას, მაგრამ საკუთარი, თავკერძული გულისტკივილი რა მოსატანი, რა გამოსაჩენია იმ ბედნიერებასთან, რითაც ღმერთს მისი “დაუპატიჟებელი სტუმარი”, თუ გნებავთ,
მისი “მტანჯველი”, მისი ძილის დამაფრთხობელი და მისი სიმშვიდის
დამწიოკებელი დაეჯილდოვებინა. მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო – და დიმიტრისაც უყვარდა თბილისელი მსახიობი, უსაშველოდ უყვარდა, ისე უყვარდა, იმისი ბედნიერება საკუთარ ბედნიერებად მიაჩნდა. დარიაც ციბრუტივით ტრიალებდა. ისეთი სუფრა გაშალა, დედამთილიც ვერ დაუწუნებდა, ერთი წუთით თავი რომ წამოეწია საფლავიდან. სხვათა შორის, დარიაც დღედღეზე მოსალოგინებელი გახლდათ, მუცელი ნათხოვარივით დაჰქონდა, მაგრამ თავი
ვიღას ახსოვდა, ისეთი მძიმე ტვირთი მოეშორებინათ გულიდან, ცოტაც და, სიხარულისგან მართლა აფრინდებოდნენ ცაში. დღეს მათი
საერთო ბედნიერების დღე იყო, თუნდაც იმიტომ, თბილისელი მსახიობის ცოლის ხსენებაც რომ შეეძლოთ, რასაც ადრე ვერ ბედავდნენ, თუმცა სამივენი მტკივნეულად განიცდიდნენ უიმისობას, თითქოს სამივეს აკლდა, თითქოს სამივეს გაჰქცეოდა იგი. ახლა კი
მოულოდნელ ბედნიერებას ის მეოთხეც უკან დაებრუნებინა და ოთხივენი ერთად იყვნენ ისევ, როგორც მათი გაცნობის პირველ დღეს.
მას მერე კი (ღმერთო, როგორ გარბის დრო!) მთელი წელი გასულიყო უკვე, თუმცა, რა არის ერთი წელი ბედნიერების მოლოდინში?
არაფერი. ერთი წელი საკირეში გაძლებს კაცი. თბილისელ მსახიობს, როგორც საერთოდ ახალგაზრდა მამებს სჩვევიათ, თავი ისე
88
ეჭირა, თითქოს ბედნიერი კი არ ვარ, ბედნიერებას მივტირიო. თავს
იკატუნებდა და წარამარა გაიძახოდა: დამედგა რკინის უღელიო.
“რატომ ამბობთ? ნუ ამბობთ. ქვრივი ქალები ამბობენ ასე ჩვენში,
თქვენ კი… თქვენ კი…” – სიტყვას ვერ ამთავრებდა აღელვებული დარია. “ამას იმიტომ ვამბობ, ჩემი ყანაც რომ მოიმკა, ჩემს შეთქმულებასაც რომ გამოუჩნდა თავისი იასე. ია. იავ, მთის ფერდზე შობილო.
არადა, იამ დაღუპა ქვეყანა”, – იცინოდა თბილისელი მსახიობი. “მოდით, დღეს მხოლოდ კარგზე ვილაპარაკოთ. სიცოცხლეზე. ბედნიერებაზე. ბოლოს და ბოლოს, იშვა კაცი სოფელსა შინა”, – აწყვეტინებდა დიმიტრი. “მშვიდობით სპანნო, ჯიღოსანნო, დიდნო ბრძოლანო!” – თავისას არ იშლიდა თბილისელი მსახიობი. “როდის აპირებთ გამგზავრებას? ალბათ მალე, არა?” – ეკითხებოდა თვალცრემლიანი დარია. “რა დიდი ამბავი უნდა ჩემს გამგზავრებას, დარია,
კარგო დარია. ოთხი წიგნი და ერთი ფარდაგი”. და ისევ გუგუნებდა
პიანინო. წკრიალებდა ჭურჭელი. პიანინოს შანდლებში სანთლებს
ტკაცატკუცი გაუდიოდათ. სამნი იყვნენ, მაგრამ ისეთი ჟრიამული იდგა სახლში, კაცს ძველი დრო გაახსენდებოდა. ჩარჩოების ბინადრებიც ცოცხლებს ჰგავდნენ, თითქოს მართლა დაბრუნებულა ძველი
დროო, ფერსა და გამომეტყველებას იცვლიდნენ, ისინიც განიცდიდნენ და იზიარებდნენ მათთვის სრულიად უცხო კაცის ბედნიერებას.
მაგრამ თავად იმ “უცხო კაცისთვის” არაფერი შეცვლილიყო თითქოს; ახლაც ის აღელვებდა და აღშფოთებდა, ის ადარდებდა და ახარებდა, რაც ადრე, ნებისმიერი მოულოდნელი გამოცხადებისას. ისევ
გამოუსწორებელ მეოცნებედ, გამოუსწორებელ მეამბოხედ დარჩენილიყო. ისევ თავისი თეატრის ამბებს ყვებოდა; ისევ – ხან აგინებდა
და ხან აღმერთებდა მსახიობებს; ისევ მოკვლით ემუქრებოდა მიუკვლეველ დამსმენელს, რომელსაც თურმე წინასწარ გაუგებინებია სინოდისთვის, სცენაზე წმინდანის გამოყვანას აპირებენო; და ისევ
ტრაბახობდა, ისევ აღტაცებული საკუთარი მოხერხებულობით: სინოდიც გავაცურე, ცენზურაც და პოლიციაცო, პიესას სახელი შევუცვალე მხოლოდ და იმასაც ვერ მიხვდნენ, “ალექსანდრე ბატონიშვილი”
89
იგივე “ქეთევენ დედოფალი” რომ არისო. “ეშინიათ, ეშინიათ ყაზბეგისა. იმიტომ, რომ ყაზბეგმა სიმართლე იცოდა. სიმართლის მცოდნენი კი სახიფათონი არიან იმპერიისთვის. ჩვენთვისაც, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, რადგან ძილს გვიფრთხობენ, ლუკმას გვიმწარებენ და არ გვაცლიან, მშვიდად განვლიოთ სიცოცხლის დღენი, სამადლოდ რომ მოუგდია ღმერთს ჩვენთვის. ქართველთა ომერი დავარქვით, მაგრამ საქმე ისე გავუხადეთ, საგიჟეთში ამოყო თავი. ომერი კი არა, ჰომეროსი ჰომეროსი. ქართული ჰაე უნდა თავში, ბატონო
პოეტებო, უკაცრავად, ბატონო გენერლებო. ხოლო იმ დღეს, როცა
ქართველთა ომერმა შეშლილთა შორის სული განუტევა, მთელი
თბილისი მუშტაიდისკენ მიისწრაფოდა, არნახული, გაუგონარი სასწაულის სანახავად. იმ დღეს, ჰაეროსტატით ვირი უნდა აეყვანათ ცაში, და აბა, რა გასაკვირია, თავიანთი მწერალი დავიწყებოდათ,
მცოდნე სიმართლისა, სიღრმის მხილველი და ამიტომაც უცხო,
მიუღებელი, გაუგებარი თავისი თანამედროვეებისთვის. მაგრამ ბოლოს მაინც თავად მოტყუვდნენ. თავად დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულნი, რადგან იმ დღეს ვირი კი არ აფრინდა ცაში, არამედ ყაზბეგის სული მიეახლა უფალს. ხოლო ვირი მიწაზე დარჩა, ჩვენთან,
ჩვენს შორის. ვირსა ვართ ახლა ყველანი მიჩერებულნი, ვირის
ჭკუაზე დავდივართ და ახია ჩვენთვის. ვინც თავისი ფასი არ იცის,
არც არაფერს იმსახურებს კარგს. დაასხი, დიმიტრი, ერთიც დავლიოთ. ვექილის პარიკსა და მსახიობის ნიღაბს გაუმარჯოს, ერთი და
იგივეა, რომ იცოდე. უნიღბოდ და უპარიკოდ ჩვენც არავის არ ვჭირდებით, ნიღაბი და პარიკი გვაჭმევს პურს”, – ბორგავდა, შფოთავდა,
ხორხოცობდა თბილისელი მსახიობი და ისევ გრიალებდა პიანინო,
ისევ წკრიალებდა ჭურჭელი, ისევ ტკაცუნობდნენ სანთლები.
მოვა ჩემი საყვარელი,
მე დავხვდები თავშიშველი,
ლა, ლა, ლა, ლა…
რამდენიმე დღის შემდეგ თბილისელი მსახიობი სამუდამოდ გამოეთხოვა ბათუმს, თუმცა, გამოსათხოვარ ბანკეტზე – რა თქმა უნდა,
90
რესტორან “ფრანციაში” – მტკიცე პირობა მისცა გულმოკლულსა და
დაობლებულ დასს, უკანვე რომ დაბრუნდებოდა მალე, ახლა უკვე
ნამდვილად სამუდამოდ, და მთელ თავის ნიჭს, შესაძლებლობასა და
სიცოცხლესაც კი – რკინის თეატრს შესწირავდა.
91
2
ელოდებოდნენ, არკი იცოდნენ – რას. საერთოდ არ იცოდნენ, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ და მაინც ელოდებოდნენ, უიმედოდ,
ურწმუნოდ, უმოქმედოდ, რადგან რაც თავი ახსოვდათ, სულ ასე
ელოდებოდნენ რაღაცას, რაღაცას, რისი სახე და სახელი უფრო ადრე დავიწყებოდათ, ვიდრე მოლოდინის უაზრობას შეიგრძნობდნენ;
მაგრამ მეტნაკლებად გარკვეული, მეტნაკლებად ჩამოყალიბებული
და უაღრესად პირადული მოლოდინიც არსებობდა, პირადულ მოლოდინთა მთელი ნაირსახეობა; მაგალითად, კონტრაბანდისტი
ბნელ ღამეს ელოდებოდა, ჩინოვნიკი – ჩინის მომატებას, მეძავი –
უცხოურ გემს, ხოლო დარია – დედობას. სხვა მხრივ ყველაფერი
ძველებურად გრძელდებოდა. მელია საქათმეს იცავდა, მგელი – ფარეხს. წამებული ლაფში ეგდო, წამებულის გვირგვინი მლიქვნელს
ედგა თავზე: მბრძანებელმა ჩემზე ადრე სხვას ჩამოართვა ხელიო.
სემიპალატინსკში ილია ნაკაშიძე პოლიტიკურ პატიმრებს “მრავალჟამიერს” ასწავლიდა. პოლიცმეისტერს თბილისელი მსახიობის ჯავრი კლავდა, პოლკოვნიკ ვეზირიშვილს – თბილისელი მსახიობის
ცოლისა. ზღვაში ქვიშა ილეოდა, ცაში ვარსკვლავი. მაცდუნებელ
ფეხს ისევ გზიდან გადაჰყავდა კაცი. მაცდუნებელი ხელი ისევ თავისთავად ეტანებოდა სხვისას. მაცდუნებელი თვალი ვერაფრით ვერ
ძღებოდა. ხალხში ცოდნის წყურვილი იღვიძებდა: იქნებ გავიგოთ,
რა ამბავია ჩვენს თავს, რატომ ხდება ასეო. სახალხო აუდიტორიებში
წინასწარ შედგენილი და მკაცრად შეზღუდული სიებით იგზავნებოდა
წასაკითხი წიგნები, უფრო ბროშურები: “კოლუმბი და ამერიკის აღმოჩენა”, “წითელას აცრა” თუ “ჯვაროსნული ომები”. სამაგიეროდ,
“ცნობის ფურცლის” ტირაჟმა ცხრა ათასს მიაღწია, ხოლო ცოტა უფრო მოგვიანებით, იაპონიის ომის დროს, ცამეტ ათასსაც გადააჭარბა. ძლიერნი ამაქვეყნისანი გულის ფრიალით გამოდიოდნენ შინიდან და სამსახურშიც გვიანობამდე ითრევდნენ ფეხს, ოსკარ შმერლინგი ქუჩაში არ გველოდებოდეს თავისი აპარატითო, მაგრამ რო92
გორც არ უნდა ეფრთხილათ, “ცნობის ფურცლის” სურათებიან დამატებაში მაინც ჩნდებოდნენ მათი შემკრთალი, დაბნეული სახეები, გაზეთსა თუ გაშლილ ქოლგას ამოფარებულნი. ამგვარი “კარიკატურები” კიდევ უფრო ზრდიდნენ ხალხის ინტერესს გაზეთისადმი და, აქედან გამომდინარე, საერთოდ ყველაფრისადმი, რაც მათ გარშემო
ხდებოდა. დრო კი გადიოდა. ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა.
ხისფეხა კოსტა იცინოდა: ცხოვრება თეატრიაო, და – არაფერი გამომრჩესო – დილიდან საღამომდე გაუნძრევლად იჯდა უკანალით
გადაპრიალებულ ჯორკოზე, თავისი სარდაფის კიბესთან; ხის გაბზეკილ ფეხზე სარეცხივით გადაეფინა ასოასო ამოკენკილი გაზეთი და
ობობის მოთმინებით ელოდებოდა, როდის გადააწყდებოდა ზედ
ფიქრში გართული გამვლელი, როდის მიეცემოდა ვიღაცასთან გამოლაპარაკების საშუალება. უზომოდ კმაყოფილი საკუთარი ბედისა,
ცხოვრების თეატრიდან გამოძევებულად კი არ თვლიდა თავს, ხეიბრობის გამო, არამედ ცხოვრების თეატრის უფლებამოსილ, “ბილეთიან” მაყურებლად, რამდენადაც (თვითონ ამბობდა ასე) თავადვე
მოეკვეთა მაცდუნებელი ფეხი, რომელიც “სცენისკენ” ექაჩებოდა,
სხვათა გამრთობად უპირებდა გადაქცევას. იმან კი მოიკვეთა, “სცენას” “დარბაზი” ამჯობინა და არაფერი წაუგია (ამასაც თვითონ ამბობდა), თუნდაც იმიტომ, “სცენა” ყოველწუთას რომ იცვლებოდა,
“დარბაზში” კი, მართალია, ერთფეროვანი, მაგრამ მყარი, საიმედო
სიმშვიდე სუფევდა; მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, ქაფურის ხეზე ჩიტები ჟივჟივებდნენ, სარდაფიდან შემწვარი თევზისა და მოხალული
მზესუმზირის თბილი სუნი ამოდიოდა; დაბოლოს, მისი მოთმინების
ბადეშიც აუცილებლად გაეხვეოდა ვიღაცა, თუნდაც დიმიტრი, სისხლივით რომ გამოეწოვა იმისთვის, თუკი რამე იცოდა ახალი, სხვათა თუ საკუთარი. დიმიტრის იმდენად ეცოდებოდა ხისფეხა კოსტა,
არასოდეს აუვლია უბრად გვერდი, თუმცა, უნდოდა თუ არ უნდოდა,
უნებურად მაინც უნდა შეჩერებულიყო, შეყოვნებულიყო, რადგან
კოსტა თავისი ხის ფეხით ლამის მთელ ქუჩას კეტავდა, შლაგბაუმივით, და დიმიტრიც, თავისი მორიდებულობის წყალობით, შლაგბაუმ93
ზე თავჩამოდებული ძროხის მოთმინებით ელოდებოდა, როდის ჩათავდებოდა, როდის ჩაივლიდა კოსტას ცნობისმოყვარეობის მატარებელი. დიმიტრიმ არ იცოდა, როდის ჩამოსახლდა კოსტა ბათუმში,
ოდესიდან დაბრუნებულს უკვე აქ დაუხვდა და პირველსავე დღეს
ძველი ნაცნობივით დაუძახა: სადა ხარ, კაცო, რით ვეღარ განათლდი
აქამდეო. არც ის იყო გამორიცხული, სარდაფის ნესტსა და წყვდიადს
ამოეზარდა იგი, სოკოსავით, დიმიტრის ჯიბრზე, დიმიტრის გასამწარებლად, რადგან მართლაც რომ მისჯილივით ჰქონდა იძულებითი
გულისხმიერების გამომჟღავნება ამ ხისფეხა ბრძენის, წინასწარმეტყველის, მისნის მიმართ, და ისიც თავს ვალდებულად თვლიდა, აეტანა ეს ყოველდღიური “განსაწმენდელი” თავისი პატარა სამოთხის
წინ. ცხოვრება კი გრძელდებოდა, ვინ იცის, რამდენჯერ დაკნინებული, გალახული, გაწბილებული – იხტიბარს არ იტეხდა და ძველებურად დუღდა და გადმოდუღდა. სახლიც იგივე იყო: ერთსართულიანი,
კრამიტით დახურული, წყალქვეშა ნავივით ჩაძირული ხასხასა სიმწვანეში. მაგრამ ახლა უფრო საყვარელი, უფრო ძვირფასი, უფრო
გასაფრთხილებელიც, რადგან იმ სახლში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა ახლა, ნატო იზრდებოდა, ყვავილივით ჩუმად და შეუმჩნევლად.
არც სტუმრების გაუთავებელი ჟრიამული უშლიდა ხელს და არც არავინ წამოაგდებდა საწოლიდან, სანახევროდ მძინარეს, რათა ვიღაც
დამთხვეული ოფიცრისთვის კალთაში ჩაესვათ. დარია რომ მშობიარობდა, დიმიტრი ეზოში იდგა, თავსხმაში, და რატომღაც ის შემზარავი ღამე ახსენდებოდა, თეთრად რომ გაათია დარიას მოლოდინში. წვიმას თქარათქური გაუდიოდა ქოლგაზე, დიმიტრი კი სიკვდილის გამოცხადებას ელოდებოდა განუწყვეტლივ, რადგან ეგონა,
სიკვდილი აუცილებლად მოვიდოდა და თავის “ლიმონს” მოიკითხავდა – ერთხელ უკვე გამოწუწნილს, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე “ლიმონი” ქვეყანას მოევლინებოდა – წინასწარ დაბევებულს და დიმიტრისგანაც წინასწარ განწირულს იმ შემზარავ ღამეს, რადგან მაშინ დარიას სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. დარია გაცილებით ახლო იდგა სიკვდილთან, ვიდრე ის, ვინც ჯერ კიდევ არ არსებობდა და ვისაც
94
ვერაფრით დაიცავდა სიკვდილისგან, ვერც სიტყვით, ვერც თოფით,
ვერც ფულით… ვერაფრით, რადგან არ არსებობდა, არც ხელი ჩაევლებოდა, არც თვალი. ახლა კი, წუთიწუთზე უნდა მოვლენოდა ქვეყანას, არაფრისგან, არარაობისგან, და გლუვი, ყვითლად მბზინავი ნაყოფივით გამობმოდა ცხოვრების ხეს, უფრო იოლად რომ შეძლებოდა სიკვდილს იმისი მოწყვეტა. დიმიტრი სიმწრის ოფლში იწურებოდა, წვიმა შხუილით, თქარათქურით ემსხვრეოდა ქოლგაზე, ბნელში,
წვიმით გაჟღენთილი, წვიმით დამძიმებული ხეები ბზინავდნენ, სახლიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. არაფერი არ ისმოდა, წვიმის
შხუილისა და თქარათქურის მეტი. ხოლო როცა აივანზე ბებია ქალი
გამოვიდა, მკლავებდაკაპიწებული, და სიცილით დაუძახა: ქალიშვილი მომილოცავსო, დიმიტრის უარესად შეეშინდა (ოხ, ღმერთო და
ბუნებავ! რატომ ჩაუდგით ადამიანს ასეთი მდაბალი სული!), რადგან
ერჩია, თავიდანვე მკვდრად შობილიყო მისი ქალიშვილი, ვიდრე მერე მოკვდომოდა, მერე, როცა შეეჩვეოდა, შეიყვარებდა, როცა მისი
გულის გულად, მისი სიცოცხლის აზრად, მიზნად, გამართლებად იქცეოდა, ახალ ელდად, ახალ საფიქრალად და ახალ სატანჯველად
მიემატებოდა. “ცოცხალიაო?” – ჯერ კიდევ ეზოდან დაუძახა ბებია
ქალს. “რას ჰქვია, ცოცხალია, – გაიცინა ბებია ქალმა, – ახლავე
რომ ზღვაში გადააგდო, გაცურავსო”. მაგრამ მშობიარობამ ისე
დაასუსტა დარია, კოვზს ვერ იჭერდა ხელში. დედის უძლურობა, რა
თქმა უნდა, შვილზეც გადადიოდა, და დიმიტრიმ აღარ იცოდა, რა
ცეცხლში ჩავარდნილიყო: გამოწუწნული ლიმონის სიმჟავით თვალმოჭუტული სიკვდილი ელანდებოდა განუწყვეტლივ. “ჩემი ბრალია,
ყველაფერი ჩემი ბრალიაო” – შფოთავდა, უნებლიე ცოდვით გულდამდუღრული. “სიმშვიდე და კარგი კვებაო” – ერთნაირად იძახდნენ
ექიმები, მაგრამ დიმიტრი ისე იყო შეშინებული, წარმოუდგენლად
მიაჩნდა, ასე იოლად თუ შეიძლებოდა ამ განსაცდელიდან გამოსვლა: სიმშვიდით და კარგი კვებით. ექიმებმა ხომ არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდა იმას საქმე? მალე ისე მოაბეზრა ყველას თავი, ზურგს
უკან დასცინოდნენ კიდეც: რა მოხდა, პირველად ხომ არ მოილოგი95
ნა ქალმა, ანდა მარტო ეგ ხომ არ არის მამაო. იცინოდნენ, თავს იქცევდნენ, ხან რას ურჩევდნენ და ხან რას. ისიც ყველას უჯერებდა, არ
შეეძლო არ დაეჯერებინა, რადგან არც განსჯის თავი ჰქონდა, არც
დრო; ყველაფერი უნდა ეცადა, ვალდებული იყო, ორმაგად ვალდებული, როგორც ქმარი და როგორც მამა. ერთმა თიკნის ხორციც ურჩია, სამი თვის თიკნის ხორცი უებარი წამალია უძლურებისო,
ოღონდ დაკვლამდე წყალი უნდა ასვათ და არბენინოთო. სხვა დროს,
შეიძლება, თვითონაც გასცინებოდა ამგვარ “წამალზე”, მაგრამ ახლა
სიცილისთვის არ ეცალა. განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი ეჭვიანი კია, მაგრამ ყოველთვის თავის სასარგებლოდ ეჭვდება: იმას
კი არ იტყვის – ხომ შეიძლება, მატყუებდნენო, არამედ – ხომ შეიძლება, მართალს მეუბნებოდნენო. ასეთია ადამიანის ბუნება. დიმიტრიც ჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და ხისფეხა კოსტამ რომ უთხრა, ზემოხეთის თიკანია განთქმულიო, იმავე დღეს ზემოხეთში ამოყო თავი. საჯავახომდე მატარებლით ჩავიდა; საჯავახოდან ბერძნის
წყარომდე დილიჟანს გაჰყვა; ბერძნის წყაროდან ზემოხეთამდე კი –
ურემს აედევნა, და მეურმესთან ლაპარაკში, როგორც იქნა, გალია
გაჭირვებული კაცის ჯიბრზე ერთიათად დაგრძელებული გზა. მაგრამ
სოფლურმა სიმყუდროვემ მაინც დაამშვიდა ცოტათი. რაღაცნაირად
დაიმედებული მიაბიჯებდა ურმის გვერდით. გულზე მალამოდ ეცხებოდა მოლაყლაყებული ურმის ჭრიალიც, ხარების ხვნეშაცა და მეურმის ხალისიანი, მოსწრებული სიტყვაპასუხიც. ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა გახვითქული ხარებისა და თბილი, ორთქლიანი
ფუნის სუნი. ურემი კი ნელა, აუჩქარებლად მიჭრიალებდა ხელუხლებელ, დაბურულ სიმწვანეში, გვიმრის ზღვაში, ანწლის გვირაბებში და
შემაშფოთებელზე მეტად, საწყენი და დამასევდიანებელი იყო, ათასნაირი განსაცდელი და სიკვდილი რომ არსებობდა ამ ქვეყანაზე.
“მოგყიდიან კი არა, თუკი წაიყვანთ, მადლობასაც გეტყვიან, გადაგვჭამა, აგვიკლო, ბატონოო” – ეხუმრებოდა, გულს უკეთებდა მეურმე,
თუმცა თვითონ ასე იოლად ვერ შეელეოდა ალბათ საკუთარ თიკანს,
შვილივით გაზრდილს, შვილებში გარეულს. ვინ იცის, ლაპარაკისას
96
სულ ის ედგა თვალწინ, იმას ეფერებოდა გლეხურად, თავისებურად,
და რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნებულიყო შინ, მაინც შლეგივით
გაიჭრებოდა საძებნელად, ადგილზე თუ არ დახვდებოდა იგი. ასე
რომ, როცა სოფელში ხმა გავარდა, სულზე მეტად სჭირდება ამ მორცხვსა და მორიდებულ კაცს თიკანიო, ცეცხლი წაუკიდეს, ოქროს ფასი დაადეს, ხორცი ცალკე დაუფასეს, ტყავი ცალკე, შიგანი და თავფეხი ცალკე. დიმიტრი დაბნეული, ნირწამხდარი იღიმებოდა, ხელებს
იფშვნეტდა და შევაჭრებაც ეუხერხულებოდა, თითქოს ამოდენა გზა
იმათი გულის მოსაგებად გამოევლო მხოლოდ, იმათი თიკნის შესაქებად და იმათ წინაშე ბოდიშის მოსახდელად; მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ფული უკან დასაბრუნებლადაც სჭირდებოდა, და აღარ იცოდა,
როგორ გამომძვრალიყო ამ უხერხული მდგომარეობიდან, როგორ
არ გაენაწყენებინა მის გაუბედავ ძახილზე გამოხედილი მასპინძელი,
რა მოეფიქრებინა ისეთი, ერთდროულად, ისიც კმაყოფილი დარჩენოდა და არც თვითონ დაბრუნებულიყო ხელცარიელი. “მაშინ იქნება, ნახევარი მაინც მომყიდოთო” – კი არ ევაჭრებოდა, ევედრებოდა
თიკნის პატრონს. “კი მაგრამ, ნახევარს რა ვუყო, ხომ ჩამაკვდა ხელში, მეორე ნახევარზე დარდითო” – იღრიჭებოდა თიკნის პატრონი და
დიმიტრიმ პირველად მაშინ შეხედა სასიმინდეს ბოძზე გამობმულ
თიკანს, არა როგორც “წამალს”, არამედ, როგორც ცოცხალ არსებას, რომელსაც თავისი ცხოვრება ჰქონდა, დარდიც შეეძლო და სიკვდილიც. თბილი, გულისამაჩუყებელი სევდა დაეუფლა უცებ; იგრძნო, გაცილებით დიდი ბოროტება, გაცილებით დიდი სულისწაწყმედა იყო ამ პატარა, სულელი არსების მოკვლა, ვიდრე ეგონა. მიხვდა, ამ პატარა, სულელი არსების მოკვლის უფლებაზე ვაჭრობდნენ
ისა და თიკნის პატრონი, და იმასაც მიხვდა, როგორი სულმდაბლები,
უსინდისოები და უგულოები იყვნენ ორივენი, როგორი თავკერძები,
რადგან ერთი მკვლელობის უფლების გაყიდვას ცდილობდა, მეორე
კი – ყიდვას. თიკანი მშვიდად იდგა და ათასში ერთხელ, თითქოს თავისთავად თუ შეუთრთოლდებოდა პატარა, აბზეკილი კუდი. ამათკენ
არც იყურებოდა, ვითომ არც მესმის და არც მინდა მესმოდეს თქვენი
97
ლაპარაკიო. მერე მის წინ ჩაცუცქული დიმიტრი თუნუქის ძირგამოხვრეტილი ჯამიდან წყალს ასმევდა. ნახვრეტზე ხელისგული ჰქონდა
ამოფარებული, მაგრამ წყალი მაინც ეპარებოდა და პიჯაკის სახელოში ჩასდიოდა. მკლავი იდაყვამდე დასველებოდა. “შე საწყალო.
შე სულელო. შე საწყალო. შე სულელო”, – ენის ჩლექით იმეორებდა
განუწყვეტლივ. თიკანი დიდი, წყლიანი, ადამიანური თვალებით უყურებდა და ტალახში ჩაცუცქულ დიმიტრის ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს ნელა, შეუმჩნევლად, ვერაგულად ეპარებოდა მიწა ფეხქვეშ;
თითქოს გახვრეტილი ჯამიანად, თიკნიანად, სასიმინდიანად, თიკნის
პატრონიანად, თიკნის პატრონის ჯალაბიანად – ჯარგვალის წინ გამოფენილნი, გაოცებულნი რომ იყურებოდნენ იმისკენ – სადღაც მისრიალებდა, მიცურავდა, მაგრამ კი არ ეშინოდა, სიამოვნებდა ეს,
სიმთვრალისა და გაბრუების მსგავსი შეგრძნება. დაძაბულობისგან
ჯამიანი ხელი უცახცახებდა, გაოფლილი პერანგი ზურგზე ეწებებოდა, უხერხულად ჩაკუნცხულს, მაგრამ არც მუხლსა შლიდა და არც
ხელს უნაცვლებდა ჯამს, რადგან სწორედ ის სიამოვნებდა, რაც მის
ხორცს აწუხებდა, აბჟუებდა, აშეშებდა, აბითურებდა. საკუთარი თავი
ეზიზღებოდა, რადგან ერთდროულად და ერთნაირი ძალით უნდოდა
თიკნის გადარჩენაცა და დაკვლაც; არავინ არ ეცოდებოდა იმ წუთას
ისე, როგორც ეს უსაზღვროდ გულუბრყვილო და უსაზღვროდ ცოცხალი არსება, და, იმავე დროს, ერთი სული ჰქონდა, როდის გამოუსვამდა დანას, როდის გაატყავებდა, როდის აქნიდა, როდის ჩაიდებდა
ტომარაში და როდის გააძუნძულებდა შინისკენ. “ადამიანზე დაუნდობელი მხეცი არ გაუჩენია ღმერთსო” – სიკვდილის წინ ანდობდა
თავის ყველაზე დიდსა და შემზარავ აღმოჩენას, ყველაზე უცნაურ
ცხოველს, თითქოს რაკი ის ერთბაშად გაიგებდა იმას, რის გასაგებადაც თავად ხანგრძლივი ცხოვრების გზა გამოევლო, არა მარტო
მიუტევებდა მკვლელს, არამედ მადლიერიც მოკვდებოდა, რადგან
იმაზე მეტს, რაც ახლა გაეგო, მაინც ვერაფერს გაიგებდა, გინდა ათი
სიცოცხლე ეცხოვრა და ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო ათგზის, მისი საყვარელი სიმინდისა თუ ვაზის ძირას. თიკანს ვერცხლის
98
ძაფივით ბრჭყვიალა ნერწყვი ეკიდა დრუნჩზე და დიმიტრიმ ხელით
მოწმინდა, როგორც ბავშვს. თიკანი თითზე წაეტანა დიმიტრისთვის
მოულოდნელად ღონიერი და მკვრივი ტუჩებით. დიმიტრის საცოდაობისგან გული მოერღვა, ნერწყვი გაეჩხირა სასულეში, რაღაც
მშობლიური, მარადიული, ოდესღაც, ბალღური უგუნურობის ჟამს
განცდილი, მოულოდნელად, ერთბაშად ამოეფოფრა სულის იდუმალი წიაღიდან, როგორც ცეცხლზე შემოდგმული რძე. წინ გადახრილმა, თითი რომ არ წაერთმია თიკნისთვის, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა ტალახში. თიკანი კი გამალებული წოვდა თითს, როგორც დედის ჯიქანს, და დიდი, წყლიანი, ადამიანური თვალებით ამოსცქეროდა,
თითქოს კმაყოფილი, თითქოს ბედნიერი, თავისი ცხოველური გულუბრყვილობის, ნდობის, განურჩევლობის წყვდიადიდან. დიმიტრი
მხოლოდ მაშინ გამოერკვა, თიკნის პატრონმა ცარიელი ჯამი რომ
გამოართვა ხელიდან და უთხრა: კაი ახლა, რა გატირებს, ვის გაუგონია ამ ხნის კაცის ტირილიო. დიმიტრის შერცხვა. სახეზე მკლავი გადაისვა და წამოდგა. მღელვარების დასამალავად, ტალახიან მუხლს
იწმენდდა ხმელი წკირით. თვითონაც ვერ ამჩნევდა, წკირი ოთხი თითით რომ ეჭირა. თიკნის გამოწოვილი თითი ნატკენივით გაეშვირა,
გამოეცალკევებინა დანარჩენი თითებისგან, თითქოს უფრთხილდებოდა, თიკნის ნერწყვით ჯერ კიდევ სველს, ჯერ კიდევ დაბუჟულს, და
ნაძალადევად იცინოდა: ცოტას მორჩა, შემჭამა ამ მამაძაღლმაო.
იცინოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თავფეხიანად
ტალახში ამოგანგლულიყო და მარტო თიკნის გამოწოვილი თითი
ჰქონდა სუფთა, ამ თითითღა ეკიდა უხილავ კაუჭზე, საერთოდ რომ
არ ჩაფლულიყო, საერთოდ რომ არ ჩამხრჩვალიყო ტალახში. მერე
თოკშებმულ თიკანს დაარბენინებდა ეზოში. თიკანი ხან უძალიანდებოდა, ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, თავისკენ ეწეოდა დაჭიმულსა
და ათრთოლებულ თოკს, რომლის მეორე ბოლო ცხრა თითით ეჭირა დიმიტრის, ხან კი, მოულოდნელად გახტებოდა ხოლმე წინ და
აძუნძულებულ კაცს უკანალზე აწყდებოდა, რკოსავით პატარა და
ბლაგვი რქებით. ხოლო თიკნის ყოფილი პატრონი და მისი ჯალაბი
99
დაბნეული ღიმილით შესცქეროდა კაცისა და თიკნის ამ უცნაურ “თამაშს”.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, დარიამ თვალში
გამოიხედა, ხოლო ნატო თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა, დღითი
დღე ივსებოდა ფერითა და ხორცით, სულშებერილი ცეცხლივით
ღვივდებოდა და ყველაზე მეტად თვითონვე აქარწყლებდა მამის უსაფუძვლო ეჭვსა და შიშს. ოჯახში ისევ სრული სიმშვიდე, სრული თანხმობა სუფევდა, არა მარტო ცოცხლებს შორის, არამედ ცოცხლებსა
და მკვდრებს შორისაც; უფრო სწორად, მკვდრებს აღარ აღელვებდათ, როგორ იცხოვრებდა მათი შთამომავალი, დააგდებდა თუ გააგრძელებდა ძველ გზას; ხოლო ცოცხალს ასეთები უფრო უყვარდა და
ეცოდებოდა ისინი, გარდაცვლილები, ჩარჩოს ბინადრები, ლამის
გაწმინდანებულნი სიკვდილის შარავანდედით. მათი ხელშენავლები
ნივთებიც ახლა უფრო ძვირფასი, განსაკუთრებით ძვირფასი გამხდარიყო, რადგან შთამომავალს, უპირველეს ყოვლისა, იმის რწმენას
უმტკიცებდა, თავის ადგილზე რომ იდგა, სწორედ აქ, ამ დაცხრილულ ჭერქვეშ, ჯერ კიდევ იქამდე ეგულისხმათ და გაეთვალისწინებინათ, ვიდრე გაჩნდებოდა, თუნდაც იმიტომ, კანონიერი მემკვიდრე
რომ ყოლოდა აქაურობას, ღირსეული ანდა უღირსი, მაგრამ კანონიერი, რომელსაც თავისი მკვდრების დაძრახვის ნებაც ექნებოდა და
მიტევებისაც. დიმიტრი აქაურობის კანონიერ მემკვიდრედ თვლიდა
თავს, მით უფრო ნატოს გაჩენის შემდეგ, და ყოველ საღამოს, შინ
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - რკინის თეატრი - 07
  • Büleklär
  • რკინის თეატრი - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3567
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2235
    27.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    40.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3649
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2108
    32.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3652
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1981
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3630
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2200
    28.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3716
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3622
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3490
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2291
    24.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    35.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3728
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2153
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3681
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2089
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3699
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2033
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3712
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2117
    29.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3745
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2075
    32.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3683
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2087
    30.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3744
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2095
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3682
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2082
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3641
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1987
    29.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3761
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2000
    31.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3656
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2118
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3664
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2010
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3658
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3667
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1947
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    55.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3663
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2089
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3714
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1946
    31.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3727
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2061
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3765
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2022
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3740
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2080
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3737
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2107
    31.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3256
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1894
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.