Latin

რკინის თეატრი - 03

Süzlärneñ gomumi sanı 3652
Unikal süzlärneñ gomumi sanı 1981
30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
44.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
52.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
მიჰყავდა კარისკენ უჟმურად გამოფხიზლებული, გუნებაწამხდარი და
უკვე მონანიე მუშტარი; გზადაგზა ფაცაფუცით უხსნიდა, როგორ გაეღწია აქედან, ღამით, სიბნელეში, სიმთვრალით მოსულს. ახალი
დღე იბადებოდა. დიმიტრისთვის კი, ახალი სადარდელი. რაც დრო
გადიოდა, მით უფრო ეშინოდა თბილისელი მსახიობისა, უფრო მყარად, უფრო საფუძვლიანად, ვიდრე თავიდან, გაცნობის დღეს
შეეშინდა. სხვა თუ არაფერი, ვექილი იყო და არ შეიძლებოდა არ
სცოდნოდა, ხელისუფლება კარგი თვალით რომ არ უყურებდა მის
მარადიულ სტუმარს, რომელსაც იმდენი უკვე მოესწრო, აქამდე სამგზის უკრავდნენ ციმბირში თავს, სხვა რაღაცაში რომ არ ყოფილიყო
საქმე. თბილისელ მსახიობს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიჭის გამო არ
ზოგავდნენ, აქაოდა, რაკი მსახიობი ხარ და თანაც ასეთი სახელოვანი, ყველაფერი გეპატიებაო. ასე რომ ეფიქრა დიმიტრის, სულელი
იქნებოდა და არა მშიშარა. უბრალოდ, ხელისუფლება თავისი გეგმის
მიხედვით მოქმედებდა, ხოლო იმ გეგმაში, დიმიტრის ღრმა რწმენით, თბილისელ მსახიობს დიდი ხნის წინ ჰქონდა ჯვარი დასმული,
როგორც იმპერიისთვის არასაიმედო პიროვნებას. საამისოდ მისი
პირველი წარმოდგენაც კმაროდა (წარმოდგენა თუ ერქვა იმას),
იმოდენა ხალხი ორმოში რომ ჩააყენა, როგორც იოანე ნათლისმცემელმა – მდინარეში. მაგრამ მთავარი უბედურება მაინც ისაა, ძა35
ლაუნებურად, დიმიტრიც იმისი “ნათლული” რომ გამოდიოდა, ძალაუნებურად, მხოლოდ და მხოლოდ თავისი ხათრიანობის გამო,
დიმიტრიც განსაცდელში რომ იგდებდა თავს (აკი ერთხელ გააფრთხილა კიდეც მოხუცმა ყაჩაღმა! თავად მეორე დღეს სახრჩობელაზე უნდა ასულიყო, გული კი ვექილზე შესტკიოდა, თითქოს თავისი
სიკვდილი გაცილებით იოლი ამბავი იყო, ვიდრე ვექილის სიცოცხლე – ეს დღეები სულ შენ გიყურებდი და, რაღა დაგიმალო, ძალიან
შემეცოდეო; ახლა ისეთი დროა, რამენაირად თუ არ გამოიცვალე ხასიათი, სხვას კი არა, საკუთარ თავსაც ვერ დაიცავო. გაანათლოს
ღმერთმა! ლამაზი, დარბაისელი მოხუცი იყო. ზეპირად რომ არ
სცოდნოდა იმისი “საქმე”, ვერაფრით დაიჯერებდა, კაცის მოკვლა თუ
შეეძლო იმას. ასეთი ხალხი ჰყავდათ ალბათ ადრე მეფეებს მრჩევლებად და ვეზირებად. თითქოს ცემენტის საკანში კი არა, საკუთარ
ციხედარბაზში იჯდა და გამოსამშვიდობებლად, ბოდიშის მოსახდელად მოსულ ვექილს კი არ ელაპარაკებოდა, საკუთარ მოურავს აძლევდა ყოველდღიურ დავალებას. გაანათლოს უფალმა!). მართალია, თბილისელი მსახიობი ყოველთვის ისეთ დროს დაადგებოდა
ხოლმე თავზე, როცა წყალსაც ეძინა და ეშმაკსაც, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა ხელისუფლება, წყალზეც და ეშმაკზეც ფხიზლად ეჭიროს ყური და ყოველთვის უშეცდომოდ იცოდეს, ვისი ჭიშკარი წკავწკავებს, ქვანასროლი ძაღლივით, ნებისმიერი სტუმრობისთვის ასე
შეუფერებელ დროს. მაგრამ დიმიტრი დარიასთანაც ვერ ბედავდა
ამის თქმას. არა მარტო რცხვენოდა დარიასი – შუაღამისას, ჭიშკრის
დაწკავწკავებაზე, მერცხალივით რომ წამოფრინდებოდა ხოლმე საწოლიდან, თითქოს მამა გასცოცხლებია, ანდა მამაზეციერი მოსდგომია კარზეო – უბრალოდ, იმდენად იყო დაშინებული, შიშს შიშში
ემალებოდა, იმასღა ცდილობდა, თავი ისე დაეჭირა, თითქოს, დარიასავით, ვერც ის ხვდებოდა, თავადაც დამნაშავის სახეს რომ იღებდა იმავე ხელისუფლების თვალში. როგორც კი ამას გაიფიქრებდა,
სირაქლემასავით, მაშინვე შიშის სილაში წაჰყოფდა ხოლმე თავს, და
ასე გრძელდებოდა მთელი წელი, მთელი წელი იძულებული იყო
36
კვერცხი ეგორებინა იმისთვის, ვისთვისაც საერთოდ არ უნდა გაეღო
კარი, ანდა მაშინვე მიეხურა, როგორც კი საფრთხე იგრძნო. კამათი
კი არ უნდა გაემართა მასთან, თანაც მიკიბულმოკიბულად – პირდაპირ და გარკვევით უნდა ეთქვა: არ მაინტერესებს, ბატონო, არც შენი
მამულიშვილური ვნებები და არც შენი მსახიობური მისწრაფებებიო.
და მართლაც, რა სჯიდა დიმიტრის, ან რაში აინტერესებდა, რის დადგმას აპირებდა თბილისელი მსახიობი, ანდა რომელ როლზე ოცნებობდა. რატომ უნდა გაეტეხა ღამე იმის გასარკვევად, მსახიობები
ნამდვილად წმინდანები იყვნენ (როგორც ერთ დღეს ამბობდა თბილისელი მსახიობი), თუ გამოუსწორებელი ლოთები, უწესოები და
უმაქნისები (როგორც მეორე დღეს ამბობდა თვითონვე); ანდა, ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა შეეცხადებინა შუაღამისას, ხელისუფლება სიკვდილის მერეც უნდობლობით თუ უყურებდა ყაზბეგს, არ
აფასებდა, ძეგლს არ უდგამდა, როცა ყაზბეგმა სიცოცხლეშივე თქვა
უარი ყველაფერზე, სიცოცხლეშივე უარყო ის, რის გამოც შეეძლო
ხელისუფლების პატივისცემა დაემსახურებინა. ამიტომაც, რასაკვირველია, მკვდარიც უნდობლობას იწვევდა. “იციან ყაზბეგის ძალა.
მკვდარსაც ებრძვიანო” – გაიძახოდა საკუთარი მიხვედრილობით
ბავშვურად გახარებული თბილისელი მსახიობი და ისევ აგრიალებდა პიანინოს. სანთლის ალი კედელზე დაკიდულ სურათებს ელაციცებოდა და სურათის ბინადრებსაც ისეთი შემცბარი და გაკვირვებული სახეები ედოთ, თითქოს ისინიც ეს წუთია წამოუყრიათ საწოლებიდანო. თბილისელი მსახიობი წარსულსაც უფრთხობდა დიმიტრის.
თუმცა, საცა სამართალია, არც თვითონ ჰქონდა ცხოვრება დალაგებული. უცებ ისეთი რამ გამოუხტებოდა ხოლმე – თეატრში იატაკის
აყრისა არ იყოს – კაცს მოფიქრებაც კი გაუჭირდებოდა. მარცხიანი
კაცი იყო და მარცხი ედო საფუძვლად იმის დიდებასაც. თავის პირველსავე წარმოდგენაზე მაყურებელზე მეტი არც იმას გაუკეთებია,
ისიც ორმოში იდგა სხვებთან ერთად, ვიდრე თეატრის პატრონი და
პოლიცმეისტერი ხალხს ებოდიშებოდნენ სცენიდან, მეორე დღეს კი,
უკვე მთელმა ბათუმმა იცოდა იმისი სახელი, როგორც უსამართლო37
ბის მსხვერპლისა და სამართლიანობისთვის მებრძოლისა. მაგრამ
შენ რომ მსახიობი ხარ, მსახიობობას უნდა დასჯერდე, შენი ნიჭი
ხალხის გაადამიანებას, განათლებას უნდა მოახმარო და არა ხალხის კიდევ უფრო გაპირუტყვებასა და გაგიჟებას. ხალხი შენს წარმოდგენაზე გასართობად, დასასვენებლად, თუნდაც გასანათლებლად მოდის და არა სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად. ხოლო შენ, თუკი შენს მსახიობობას, შენს ნიჭს, კიდევ სხვა, ქვენა მიზნებისთვის იყენებ, ნუ გეწყინება და, ძალაუნებურად, ბოროტების სამსახურში დგები, ეშმაკს უამხანაგდები, ანდა სულაც იმ ხარბი ბრიყვივით გემართება, ორი კურდღლის დაჭერა რომ მოინდომა ერთდროულად, და ამიტომ, ორივე სამუდამოდ გაუშვა ხელიდან, ანუ
თეატრსაც საფრთხეში აგდებ, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არ
ესიამოვნება, საზოგადოების თავშესაყარი, საზოგადოების გასართობად გამიზნული დაწესებულება შეთქმულთა და მეამბოხეთა ბუნაგად გადაუქციონ, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო აძლიერებ იმას
(როგორც ქარი – ცეცხლს), ვისი მოსპობაც შენი პატარა ჭკუით ასე
განგიზრახავს, ასე თუ ებრძვი ანდა ასე თუ ელტვი მეფობას. თუმცა
საამისოდ, კაცმა რომ თქვას, ნებისმიერი საშუალება თანაბრად მისაღებია, თუნდაც ხალხის ორმოში ჩაყენება, იმავე ხალხის გასაღიზიანებლად, გასამწარებლად და მერე იმის დასამტკიცებლად (რა
თქმა უნდა, გაღიზიანებული, გამწარებული ხალხისთვის), ტახტზე
მჯდომი რომ უფრო ცუდია, ვიდრე ტახტზე დაჯდომის მსურველი, რაკი პირველმა თეატრში იატაკი აუყარათ, სინათლე ჩაუქროთ, ხოლო
მეორემ, მიუხედავად უიატაკობისა და უსინათლობისა, მაინც
გაუმართათ “წარმოდგენა”, ხახამშრალნი, გაბითურებულნი რომ არ
გაბრუნებულიყვნენ შინ. “გული ცუდს მიგრძნობსო” – კი იძახოდა
დარია, მაგრამ ვინ დაუჯერა. მისი მეუღლე კეთილშობილების, თანაგრძნობის, გულისხმიერების გამომჟღავნების ჟინს შეეპყრო და
პროფესიული მაღალფარდოვნებითა და ბრტყელსიტყვაობით უმტკიცებდა, მათი ოჯახისთვის უკადრისი საქციელი რომ იქნებოდა დაპატიჟებაზე უარის თქმა, ცხვირის აბზუება ჯერ კიდევ დასამკვიდრებე38
ლი ხალხისთვის, რომლებისთვისაც, შეიძლება, ჭერზეც, პურზეც და
წყალზეც მეტს ნიშნავდა ყოველი ახალი ნაცნობი. მერე რა მოხდა?
რა იმათი მამიდა იყო დიმიტრი? ან რა იმათი ამხანაგი? რაკი ოთახი
არ მიაქირავა (როდის აქირავებდა, ან რატომ უნდა მიექირავებინა
მაინცდამაინც იმათთვის ოთახი?), აღარც დაპატიჟება უნდა მიეღო,
დატეულიყო შინ, როგორც დარია ურჩევდა, და მაშინ ვეღარც ისინი
მისცემდნენ თავს ამდენის უფლებას, მეტი მორიდება, მეტი პატივისცემა ექნებოდათ და მეორე თეატრად არ გაიხდიდნენ იმის ოჯახს.
მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო თავში ხელის ცემა და კბილთა
ღრჭიალი, ახლა ლა, ლა, ლა უნდა ეძახა თვითონაც და გალანძღული დროშის, დაკნინებული სულისა და გადახნული საფლავების სადღეგრძელო ესვა, ვიდრე მეზობელ ეზოში, ქვითკირის ღობის გადაღმა, გოდორში დამწყვდეული მამალი დაიყივლებდა ხრინწიანად, ყივანახველიანი ბავშვივით. დიახაც, დააგვიანდა. უკვე ორმოში იდგა,
როგორც ეშმაკის ვალში, და ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოდ ამოვიდოდა თუ არა იქიდან. ვერ გამოიცვალა ხასიათი და იმიტომ; ხათრიანი მხდალი ბრძანდებოდა და იმიტომ; ერთს ამბობდა და მეორეს
აკეთებდა; სიტყვით მოთმინებას ქადაგებდა, ორმოში კი პირველი
ჩავარდა. “მეშინია, მეშინიაო” – იმის მაგივრადაც იძახდა თვალცრემლიანი დარია. ჯერ კიდევ ჩაუცმელი, ჯერ კიდევ მოსაწყობი, ის
კი, ხათრიანი მხდალი, უკვე სათეატროდ გამოწყობილი (სხვათა შორის, ის ერთი ხელი ტანსაცმელიც თავის სისულელეს შესწირა,
მტვერსა და აბლაბუდას შეაჭამა), მთელი საათი ბრიყვივით უხსნიდა
(თითქოს იმ დღეს პირველად უნდა წასულიყო დარია თეატრში), არაფერია საშიშიო; სცენაზე გათამაშებული ამბავიც ისევე შორსაა სინამდვილისაგან, როგორც ბათუმი ოდესისგანო. იცით, კიდევ რატომ? ადამიანს იმდენად ეშინია ბოროტებისა, განუსჯელად დაექვემდებარება ხოლმე, როცა სიკეთეს ათასჯერ აწონის, გაზომავს, გემოსაც გაუსინჯავს, ხომ ნამდვილად სიკეთეაო. დიმიტრიც ჩვეულებრივი
ადამიანი გახლდათ და ისიც განუსჯელად დანებდა ბოროტებას, თუმცა, ღმერთირჯული, ქუჩაში გამოსვლისთანავე მიხვდა, სისულელეს
39
სჩადიოდა. ქუჩებში ისეთი საზეიმო განწყობილება სუფევდა, ისეთი
უჩვეულო, ისეთი თვალშისაცემი, გამომწვევი, თითქოს ჯიბრიანიც –
დიმიტრის კი არა, ბავშვსაც არ გაუჭირდებოდა მიხვედრა, კარგი
არაფერი მოჰყვებოდა ამ ამბავს. წყლის გამყიდველი ბიჭებიც შემაშფოთებელი თავგამოდებით გაჰყვიროდნენ: დღეს თეატრში ქართული თეატრიაო; თითქოს პირველად იმართებოდა ბათუმში ქართული
წარმოდგენა, თითქოს ბათუმში სხვა თბილისელი მსახიობი არასოდეს ჩამოსულიყოს, თუნდაც იმავე დიმიტრის დედის მოწვევით. თეატრის წინ ხომ ნემსი ვერ ჩავარდებოდა. ბილეთს სანთლით ეძებდნენ. ხალხი კი, მაინც მოდიოდა და მოდიოდა, ფეხითა თუ ეტლით.
კბილდაკრეჭილი, თავაღერილი ცხენები ძლივს მიარღვევდნენ ხალხის ზღვას. გაცოფებული, ფეხზე წამომდგარი მეეტლეები ერთმანეთსაც აგინებდნენ, ცხენებსაც, ხალხსაც და თეატრსაც, თითქოს თავიანთი ცხენებიანეტლებიანად, სადაცაა უნდა ჩანთქმულიყვნენ ხალხის ჭაობში, და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაეცლებოდნენ ამ სახიფათო ადგილს. თეატრიდან კი, მართლაც ავის მომასწავებლად,
ბოლქვაბოლქვა გამოდიოდა მოწითალო მტვერი, გეგონებოდათ,
ცეცხლი გასჩენიაო. ხალხიც მტვერს გადაეწითლებინა. ყელკისერმოშიშვლებული ქალები გაშლილ მარაოებს პირზე იფარებდნენ და
იმის მაგივრად, მეეტლეებისა არ იყოს, თავიანთი კაცებიანად, უკან
მოუხედავად გასცლოდნენ აქაურობას, რაკი თეატრის პატრონს უკვე
განემარტა იმათთვის – საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ნამდვილად რომ აეყარათ თეატრში დამპალი იატაკი, ჯიუტად არ იცვლიდნენ ფეხს, თითქოს მათი სიჯიუტე სასწაულს მოახდენდა, თითქოს არ
გამართლდებოდა თეატრის პატრონის ნათქვამი, ანდა თითქოს ერთ
წუთში დააგებდა ვინმე ახალსა და საიმედო იატაკს. თუმცა, რა გასაკვირია, ასე “უბრძოლველად”, ასე “უსახელოდ” რომ არ ეთმობოდათ
“ბრძოლის ველი”, როცა, ვინ იცის, რა მღელვარებით, რა ნეტარებით
ელოდებოდნენ დღევანდელ დღეს, რათა ერთხელ კიდევ დაეხეთქათ
ერთმანეთისთვის გულები – საფრანგეთიდან, იტალიიდან თუ ჰოლანდიიდან გამოწერილი კაბებით, ალმასის საყურეებით, ბრილიან40
ტის ბეჭდებითა და მარჯნის ყელსაბამებით. მე შენ გეტყვი, განებივრებულნი იყვნენ სანახაობებით, აღარ იცოდნენ, როდის რითი გაერთოთ თავი და გული გაწყალებული არ ჰქონდათ ვეზირიშვილის დოლების ბრაგაბრუგით. ახლა კი – დიდი ბოდიში, მაგრამ ამჯერად
ტყუილად გარჯილხართ, ქალბატონო, წარმოდგენა არ შედგებაო.
რას ჰქვია, არ შედგება? რას ჰქვია, არ შედგება?! შენ მაინც გაგვაგებინე, გენაცვალე, რა ხდება, რაშია საქმეო – აქეთიქიდან ეხვეოდნენ
თბილისელი მსახიობის მეუღლეს. ის კი, პასუხად, მხრებს იჩეჩავდა
და იღიმებოდა, ალბათ უკვე გაქცევაზე ფიქრობდა და სრულებითაც
აღარ ენაღვლებოდა აქაურობა. მაგრამ სწორედ ამ დროს, მისი ქმარი ეტლის კოფოზე შეხტა, მეამბოხესავით აღგზნებული, გადაფითრებული და იქამდე ილაპარაკა (ლაპარაკი, იცოცხლე, ეხერხებოდა),
ვიდრე თავისი არ გაიტანა, ვიდრე ხალხის მღელვარება მისთვის საძულველი (თუ სანატრელი?) ტახტისკენ არ მიუშვა, როგორც ტლუ,
შეუგნებელი, გულღრძო გლეხი მიუშვებს ხოლმე წვიმის ნიაღვარს
გადამტერებული მეზობლის ბოსტანზე. “მართალს ამბობს. მასხრად
გვიგდებენ. ძაღლებადაც აღარ გვთვლიანო” – გაიძახოდნენ ლურჯხალათიანი მუშები და არა მარტო მუშები, ყველანი ერთნაირად
შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, ხოლო შეურაცხყოფილნი,
უფრო იოლად იჯერებდნენ, მართლა მათი უპატივცემულობით, მათი
აბუჩად აგდების მიზნით რომ აეყარათ თეატრში იატაკი, მაინცდამაინც დღეს. “მაინცდამაინც დღეს დალპა?” “მაინცდამაინც, დღეს უნდა
გამოეცვალათ?” ყურთასმენა აღარ იყო. ზოგი ქალაქის თავს აგინებდა, ზოგი პოლიცმეისტერს, ზოგი – ორივეს ერთდროულად: ერთი
ცარიელი ადგილია, მეორე კი კონტრაბანდისტებისა და ქურდბაცაცების დამქაში, და იმიტომაცაა, ყოველ ნაბიჯზე ათასი საშინელება
რომ ხდება ჩვენს ქალაქშიო; ღამე ქუჩაში ვერ გამოვსულვართ, ბაღში სკამზე ვერ ჩამოვმსხდარვართ, რადგან, ღმერთი თუ შეგვეწია და
ცოცხლები გადავრჩით, დედიშობილას გამოგვაძუნძულებენ იქიდან,
როგორც ადამს ედემიდანო. ხოლო როცა თბილისელმა მსახიობმა
ეტლის კოფოდან გადმოსძახათ: თუ ფეხზე დგომას არ ითაკილებთ,
41
ჩვენ, მსახიობები, მზადა ვართ, იატაკაყრილ თეატრშიც მოგემსახუროთო, ახლა ამაზე აყაყანდნენ – ზოგი ფულის დაბრუნებას მოითხოვდა, ზოგი – თეატრის საერთოდ დახურვას: როდემდე უნდა გავამასხრებინოთ თავი ამ ყალთაბანდ მსახიობებს, მთვრალები რომ გამოდიან სცენაზე და ორი სიტყვა ვერ გადაუბამთ ერთმანეთზეო (ყველაფერს იკადრებენ, ბატონო, ფული რომ არ დააბრუნონ. მე კი, სულელი თუ არა ვარ, რატომ უნდა ჩამოვწყდე ფეხზე დგომით და რატომ უნდა ვყლაპო მტვერი და აბლაბუდა?). მაგრამ ცდუნებაც დიდი
იყო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, უბრალოდ აინტერესებდათ,
როგორ გამოიყურებოდა იატაკაყრილი თეატრი და ისიც ერთ
სიამოვნებად ღირდა, შენი თვალით რომ ნახავდი, როგორ ამოიგანგლებოდა მტვერში საგანგებოდ მორთულმოკაზმული ამოდენა ხალხი. დიდი იყო “მსხვერპლის გაღების” სურვილიც. ხელოვნება
მსხვერპლს მოითხოვსო – ტყუილად კი არ დაიყვირა ეტლის კოფოდან თბილისელმა მსახიობმა. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, ხელოვნება
ხელოვნისგან მოითხოვს მსხვერპლს და არა ხალხისგან, მაგრამ
თბილისელმა მსახიობმა იცოდა, რას ამბობდა, სად ამბობდა და ვისთან. იცოდა, როგორ ემოქმედა ხალხის გრძნობებსა და პატივმოყვარეობაზე. იცოდა, ერთი დასტვენა რომ უნდა ხალხს, და მართლაც,
ჯერ გაუბედავად დაიძრნენ, ზანტად, ზოზინით, მერე კი – გარეთ არ
დავრჩეთო – ლამის შეამტვრიეს თეატრის კარი.
დარბაზში უზარმაზარ ორმოს შავად დაეღო პირი. ორმოს ფსკერზე
ნიჩბები და წერაქვები ეყარა. გვერდითა ლოჟებიდან იატაკის აყრილ
ფიცრებს ამოეშვირათ მიწიანი ბოლოები. ჩამქრალი, ჩაქუფრული
ჭაღი ისე ეკიდა ორმოს თავზე, თითქოს იმისთვის ამოეთხარათ ორმო, თითქოს ის უნდა ჩანთქმულიყო შიგ, როგორც კუბო – სამარეში.
ხალხი ერთმანეთს ხელს აშველებდა, ერთმანეთს აწყდებოდა და სიცილით, გინებით, წყევლითა და ტანსაცმლის ფერთხვაფერთხვით
იკავებდა ადგილს ორმოს ფსკერზე. ორმო ნელნელა ივსებოდა. ქალები წიოკობდნენ. ორმოში ჩასვლა იმათ უფრო უჭირდათ, თავიანთი გრძელი კაბების გამო, მაგრამ მაინც არ კარგავდნენ კეკლუცო42
ბის ხალისს, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მოხდენილად დაყრდნობოდნენ ქვემოდან შემოშველებულ ხელს. ზომაზე მეტად აწეული კაბის კალთიდან ხან ჩამოქნილი, თვალწარმტაცი, ხან კი ცომივით გაფუებული წვივი გამოკრთებოდა ხოლმე. ჰაერში შმორის სუნი იდგა.
აბლაბუდის ნაკუწები დაფრინავდნენ. უზარმაზარი, ჭრელი პეპლებივით ფარფატებდნენ მარაოები, მაგრამ ჰაერი უფრო და უფრო გუბდებოდა, იზინთებოდა, იოფლებოდა და უფრო და უფრო ძნელდებოდა თავის შეკავება, ზრდილობისა და ქცევის წესების დაცვა: უხეშად
ეკინკლავებოდნენ ერთმანეთს, გაგულისებულნი, ამრეზილნი, გაბოროტებულნი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, თვითონვე იყვნენ დამნაშავენი, ამ დღეში რომ ჩაეგდოთ თავი, ასე რომ გაპამპულებულიყვნენ
ერთმანეთის თვალში. მაგრამ რაკი გაპამპულებულიყვნენ, რა თქმა
უნდა, ერჩიათ, ბევრი ყოფილიყო მათნაირი პამპულა. კიდევ უფრო
მჭიდროვდებოდნენ, სხვისთვისაც რომ მოეცალათ ადგილი, მეტნი
დატეულიყვნენ, მეტნი კი არა, ყველანი, მთელი ქალაქი, მთელი საქართველო, მთელი იმპერია, მთელი კაცობრიობა. ორმოდან თავებიღა მოუჩანდათ. ორმო კი ქოთქოთებდა: რა გვიყვეს ამ ოხრებმა,
ცოცხლად დაგვამარხვინეს თავიო. დრო გადიოდა და თანდათანობით წყვდიადში იძირებოდა იქაურობა. გვიან მიაქციეს ყურადღება,
სინათლე რომ არ ენთო არც დარბაზში (უფრო სწორედ – ორმოში)
და არც სცენაზე. “სინათლე” – თითქმის მაშინვე დაიყვირა ერთნაირად შეშფოთებულმა რამდენიმე ხმამ. მერე მთელი ორმო კარგა ხანს ყვიროდა ერთხმად: სინათლე, სინათლე, სინათლეო, სანამ
გაუჩინარებული ფარდა შხუილით არ გაიხსნა, თითქოს წყვდიადი გაიფხრიწაო, და სცენაზე სანთლის ალი არ გამოფარფატდა. ორმო
გაისუსა. ცნობისმოყვარე, მოუთმენელი დუმილი ჩამოვარდა უცებ.
სანთლის ალი სცენის კიდესთან შეჩერდა, ადგილზე უფრო გამალებით აპარპალდა და თბილისელი მსახიობის გამეხებული სახე გაანათა. ორმომ ითმინა, ითმინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა
და დაუძახა: რას გვეტყვი ახალსო. თვითონვე გაეცინა თავისსავე შეკითხვაზე. ხოლო თბილისელი მსახიობი თუ თბილისელი მსახიობის
43
სახე – რამდენადაც მხოლოდ მისი სახე მოჩანდა, ისიც მკრთალად –
არც შერხეულა, მყარად დუმდა, და ორმოც ძალაუნებურად ჩაწყნარდა, რადგან ძალიან აინტერესებდა, მართლაც და, რა უნდა ეთქვა
ახალი ამ თავგზააბნეულ კაცს. “კარგს ვერაფერს გეტყვით, ბატონებო, – თქვა ბოლოს თბილისელი მსახიობის სახემ. – სინათლე გამოგვითიშეს. თეატრში კი სანთლის მარაგი არ ჰქონიათ. მაგრამ, საბედნიეროდ, ხმა სიბნელეშიც ისმის. – საცოდავად გაიღიმა, თითქოს
ნაძალადევად, თითქოს ვიღაცას გამოაჯავრა. – ასე რომ, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ჩვენ სიბნელეშიც შეგვიძლია ვითამაშოთ”. “რა თავს იგდებ, ვიღაცა ხარ!” – უხეშად გააწყვეტინა ორმომ.
“ჩემი ესე მოძღვრება არა არს ჩემი, არამედ მომვლინებლისა ჩემისაი” – კიდევ უფრო საცოდავად გაიღიმა თბილისელი მსახიობის სახემ.
თითქოს ლაპარაკი უჭირდა და თვითონაც არ უკვირდებოდა, რას
ლაპარაკობდა; თითქოს სანთლის ალი წვავდა და ტკივილისგან ბოდავდა. “ვინ მოგავლინა, იმ ჩვენი ცოდვით სავსემ?!” – დაუძახა ორმომ ღვარძლიანად. “თქვენ! – იყვირა უცებ თბილისელი მსახიობის
სახემ. – თქვენ!” – გაიმეორა ერთხელ კიდევ, ისეთი სიმტკიცითა და
სიჯიუტით, ორმოს კარგა ხანს გაუჭირდა შეპასუხება. დიმიტრიც
დაიძაბა. იგრძნო, როგორ გაეოფლა ზურგი. ცალი ფეხი ბარის ტარზე
ედგა, წარამარა უსხლტებოდა, თანაც მკლავზე დარია ეკიდა და ყოველნაირად ცდილობდა, გაუნძრევლად მდგარიყო, არ წაერთმია დარიასთვის მკლავი. დარიაც წყვდიადს შთაენთქა, მაგრამ მაინც
გრძნობდნენ ერთმანეთს, მაინც ერთნი იყვნენ და ერთმანეთის მეშვეობით ინარჩუნებდნენ წონასწორობას სიბრიყვის ამ ქაოსში. ერთი
ნავი იყო, მეორე – ღუზა; უფრო სწორად, ორივე ერთდროულად ნავიც იყო და ღუზაც: საკუთარი თავისთვის – ნავი, მეორისთვის კი –
ღუზა. ნავი და ღუზა. ღუზა და ნავი. ღუზა ფსკერზე, სილაშია ჩაფლული. ნავი წყლის ზედაპირზეა გაჩერებული. ერთმანეთს ვერ ხედავენ,
მათ შორის მთელი სტიქიაა, მაგრამ მაინც ერთნი არიან, ერთად
არიან, ჯაჭვით გადაბმულნი… ღმერთმა ნუ ქნას, ჯაჭვი გაწყდეს. ერთი
სამუდამოდ ფსკერზე ჩარჩება, სილაში; მეორე – აქეთიქით უნდა
44
ეხეთქოს უკიდეგანო ზღვაზე. ღმერთმა ნუ ქნას. ასე რომ, ვიდრე სცენაზე თბილისელი მსახიობის სახე გამოვიდოდა, დიმიტრის კიდევ
ჰქონდა იმედი, თეატრის ადმინისტრაცია რაღაცას იღონებდა და, ბოლოს და ბოლოს, დაადგებოდა საშველი მათ სასაცილო გაწამაწიას.
დარიასთან გამოლაპარაკებას ვერ ბედავდა, დამნაშავედ გრძნობდა
თავს, რადგან მისი მიზეზით მოხვედრილიყო ისიც ამ გაწამაწიაში.
იდგა და იცდიდა. თან უაზრო, დამქანცველი, გამაოგნებელი
ბზუილიდან გამოსხლეტილი ცალკეული სიტყვების დამახსოვრებას
ცდილობდა, ზეპირად რომ გაემეორებინა გონებაში, პირველიდან
უკანასკნელამდე, არა თავისი მახსოვრობის შესამოწმებლად, არამედ თავსმოხვეულ სიბრიყვეზე ჯავრის ამოსაყრელად. დეპუტატი.
გამკითხავი. კვაწარახით. მთავრინა. ხელმწიფემდე. გურულები. პარიზიდან. აქტრისებში. გვეტირება… – იმეორებდა უსასრულოდ, ჯიბრით, გამომწვევად. უაზრობას უაზრობით უპირისპირდებოდა და ერთგვარად ერთობოდა კიდეც, დრო გაჰყავდა. მაგრამ როცა სანთლის
პატარა ალმა თბილისელი მსახიობის სახე გაანათა, ერთბაშად გაუქრა ყოველგვარი გართობის სურვილი. არასოდეს არ უნახავს ამგვარი სახე (არა ჰგავდა მიწიერსა). თითქოს ადამიანის სახე კი არ იყო,
არამედ წყვდიადის წიაღში თავისთავად შექმნილი, წყვდიადის სუსხით გამკვრივებული ციური სხეული, იდუმალი, ამოუხსნელი, მიუწვდომელი სამყაროებიდან გამოღწეული, მაგრამ მაინც ადამიანური
ტკივილების, სისუსტეების, მისწრაფებების ნაზავი, და ამიტომაც, ერთდროულად შემაძრწუნებელიცა და შესაცოდიც. სასწრაფოდ აარიდა თვალი. არც იმის დანახვა უნდოდა და არც იმისი ხმის გაგონება.
ახლა თავს ატრიალებდა აქეთიქით და წყვდიადში ჩაკარგულ სახეებს აშტერდებოდა დაჟინებით, აბა, თუ ვიცნობ რომელიმესო. ასე კი
იმიტომ იქცეოდა, თბილისელი მსახიობისთვის რომ არ დაეგდო ყური, ტანმა უგრძნო წინასწარ, რასაც იტყოდა ის, უფრო სწორად, რას
იტყოდა იმისი სახე, არამიწიერი. “ამიტომ აგვიყარეს იატაკი. ამიტომ
ჩაგვიქრეს სინათლეც…” – ამბობდა თბილისელი მსახიობის სახე.
დიმიტრი კი წინ გადაიხარა, სიბნელეში დარიას ყური მოძებნა ტუჩე45
ბით და ჩასჩურჩულა: ჩვენს უკან საბა ლაფაჩი დგასო. თუმცა, თვითონაც არ იყო დარწმუნებული, მართლა თუ დაინახა საბა ლაფაჩი.
უბრალოდ, ოფიცრის სამხრეებმა გაიელვა ერთი წამით წყვდიადში.
ხომ შეიძლებოდა, დავით კლდიაშვილი ყოფილიყო? ანდა კიდევ
სხვა? ქართველი ოფიცრების მეტი რაა ბათუმში. “თუ დავითია, ხვალ
აუცილებლად დუელში გამოიწვევს თეატრის პატრონს, – გააგრძელა გუნებაში. – სულ ჩხუბზე უჭირავს იმასაც თვალი. რა გამოდის?
არაფერიც არ გამოდის. ახლა ვინც რამეს ხვდება, ენას უნდა დააჭიროს კბილი, თორემ… თორემ, ძილში მოკლავენ. გმირი დაიძინებს
და მკვდარს გამოეღვიძება. მშვიდობით, ცაფირუზ, ხმელეთზურმუხტო. თუ ასეა, მაშინ ცოდნა ბოროტება ყოფილა, – ნიშნი მოუგო საკუთარ თავს, უფრო სწორად, იმის სათქმელად გამოიწვია საკუთარი
თავი, რისი თქმაც დიდი ხანია უნდოდა უკვე. – დიახაც! თუკი არ ვიცით, რას მოვახმაროთ ჩვენი ცოდნა. აბა ესაა სიკეთე?” – სცენისაკენ
გაიქნია თავი. “საუკუნეა, ორმოში ვდგავართ, ბატონებო. დავობდით.
მტვრად ვიქეცით…” – ამბობდა თბილისელი მსახიობის სახე. “ორმოში ჩვენ ვდგავართ. შენ სცენაზე ბრძანდებიო” – დაუძახა ორმომ და
ისე გულიანად გაიცინა, წყვდიადში გალურსული ჭაღიც შეკრთა, შეინძრა, აჟღრიალდა. ვინმე თუ ეჯავრებოდა ახლა დიმიტრის, თბილისელი მსახიობი ეჯავრებოდა მხოლოდ. იმ წუთას პირველად იგრძნო,
რას ნიშნავდა სიძულვილი, და საშუალება რომ მისცემოდა, ალბათ
მხოლოდ იმ წუთას შეეძლებოდა სიტყვებით გამოეთქვა ეს გრძნობა,
მთელი თავისი სიავკარგით. მაგრამ დიმიტრის დამთავრებულიც არ
ჰქონდა ფიქრი, თბილისელმა მსახიობმა ფეხი რომ დაჰკრა სცენას
და ორმოში გადმოეშვა. სანთელი ჰაერშივე ჩაუქრა. ერთხანს ყველანი ჩუმად იდგნენ, როგორც დამხრჩვლები ფსკერზე, მაგრამ
მეორე წუთას ყურთასმენა აღარ იყო, ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა, თავისას, თავისთვის. ზმუოდნენ, ყაყანებდნენ, ყვიროდნენ. გაოფლილი, გაღიზიანებული სხეულები უარესად იგლისებოდნენ ერთმანეთში. თითქოს მხოლოდ იმ სანთლის ალი აკავშირებდათ
სამყაროსთან, უნარჩუნებდათ დროისა და სივრცის შეგრძნებას, და,
46
აქედან გამომდინარე, ერთმანეთისა და საკუთარი თავის პატივისცემასაც, მაგრამ რაკი ისიც ერთბაშად გაჰქრობოდათ ხელში, დროსაც
მოწყვეტოდნენ და სივრცესაც, ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.
ოფლის, შმორის, გახრწნილი ნელსაცხებლის სუნით გაზინთულ
წყვდიადს ყველასათვის ერთნაირად წაერთმია საღად განსჯის უნარი. მატლებივით ფუტფუტებდნენ, ერთმანეთში აზელილნი, ერთ
ამაზრზენ, მრავალთავა, მრავალკიდურა არსებად, თბილისელი მსახიობის გადამყლაპავ, თბილისელი მსახიობით სტომაქდამძიმებულ
არსებად ქცეულნი. თან უკანვე უნდოდათ იმისი ამონთხევა, თან კმაყოფილნიც იყვნენ ამგვარი მოულოდნელი ძღვენისა. და ისევ ხვნეშოდნენ, კვნესოდნენ, ღმუოდნენ. ყველას ერთნაირად ექავებოდა
ენა, რამე ბილწის, უწმაწურის, უხამსის სათქმელად. არც აყოვნებდნენ. მთვრალი მეეტლე გამოფხიზლდებოდა სირცხვილისგან.
გაოცებისგან მაინც. იმათ კი აღარაფრის აღარ რცხვენოდათ, თითქოს მართლა აღარაფერი არ არსებობდა ამ ორმოს გარდა; თითქოს
ამ ორმოში გაჩენილიყვნენ და ამ ორმოში აღმოხდებოდათ სული;
თითქოს რაკი არ ჩანდნენ, არც არსებობდნენ; თითქოს აღარასოდეს
აინთებოდა სინათლე და აღარასოდეს შეაწუხებდათ ამ აქოთებულ
წყვდიადში გადატანილის გახსენება. ვიღაცას ყელსაბამი შეაწყვიტეს. ვიღაცას კაბა შემოახიეს ტანზე. ვიღაცას გული შეუღონდა. მაგრამ, საცა სამართალია, ისიც უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა ამაზრზენი, დამაკნინებელი და გამაბითურებელი ყოფილიყო წყვდიადში
გატარებული დრო, როგორც არ უნდა დაემდაბლებინა ორმოში
მდგარი ხალხი, ერთ სასიკეთო საქმეს მაინც აკეთებდა: შეიძლება
ბუნდოვნად, სუსტად, შეუცნობლად, მაგრამ თანდათანობით მაინც
ეუფლებოდა ორმოს ერთნაირობის დამაიმედებელი შეგრძნება და
ნებისმიერი მოვლენის ერთნაირად აღქმის უნარი. სურვილიც. თბილისელი მსახიობის საქციელმა ერთი პირობა კი აუმღვრია ორმოს
გონება, როგორც გუბეში ჩაგდებული ქვა აამღვრევს ხოლმე წყალს,
მაგრამ მეორე წუთას იმასაც მიხვდა, დამარცხებული კაცის უკანასკნელი, თავგანწირული ნაბიჯი რომ იყო ეს და არა მსახიობური ფან47
დი, მის გასაბრაზებლად, ანდა მისი გულის მოსაგებად გამიზნული.
თბილისელმა მსახიობმა უბრალოდ თავი შეაფარა ორმოს, როგორც
უსახლკარო ლტოლვილმა – მონასტერს, და ახლა მხოლოდ მონასტერს უნდა გადაეწყვიტა იმისი ბედი, მხოლოდ შემფარებელსღა
ეკითხებოდა, გაუგულისდებოდა – რაღა მაინცდამაინც მე მომადექიო – თუ ქომაგად დაუდგებოდა, როგორც მოიქცა კიდეც, რადგან,
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თბილისელი მსახიობის ქომაგობა უკვე იგივე თავის დაცვა იყო, რამდენადაც უკვე თავის ოფლიან წიაღში ეგულებოდა იგი და, უნდოდა თუ არა, ესმოდა თუ არ ესმოდა
იმისი, მაინც თავისიანად უნდა ჩაეთვალა: ერთად იყვნენ, ერთ ბედქვეშ, ერთ წყვდიადში. მაგრამ მრისხანება მაინც მრისხანებად რჩებოდა, ამჯერად საერთოდ უმისამართო და ამიტომაც უფრო ძნელად
მოსარევი. ორმო შფოთავდა, გმინავდა, გუგუნებდა და რაიმე სადინარი რომ არ მიეცა თავისი მრისხანებისთვის, თანაც რაც შეიძლება
მალე, ალბათ გული გაუსკდებოდა. წარმოდგენას ვიღა ჩიოდა, ანდა
დაკარგულ დროსა და ფულს, სანთლის მომნათებელი, ხელის ჩამომწოდებელიც არავინ ჩანდა, ისევ რომ ამოსულიყო სამზეოზე.
“როგორი ხალხიც ვართ, თეატრიც ისეთი გვაქვსო”, “რასაც ვთესავთ, იმას ვიმკითო” – იგესლებოდნენ უარესად. მაგრამ როცა სინათლე აინთო და თეატრის პატრონის თანხლებით სცენაზე პოლიცმეისტერი შემოვარდა – თითქოს ვიღაცას გამოჰკიდებიაო – ორმომ
ისეთი სტვენა და ღრიანცელი ატეხა, ეტყობა, მართლა რკინისა იყო
თეატრი, კიდევ ფეხზე რომ იდგა და უძლებდა. სტვენასა და ღრიანცელს ორმომ მთელი თავისი რისხვა, მთელი თავისი გაგულისება
ამოაყოლა და მახვილივით დააძგერა პოლიცმეისტერს. ამის მიხვედრა არც პოლიცმეისტერს გასჭირვებია, უკანაც გადაქანდა უნებურად, მაგრამ მალე მოერია თავს და, მადლიერების ღიმილით სახეგაბადრულმა, მოწიწებით დაუკრა ორმოს თავი. ვიდრე ორმო ჩაწყნარდებოდა, ასე იქნევდა თავს; თან მუნდირის კალთებს იქაჩავდა
ძირს, თითქოს მოულოდნელად დამოკლებიაო. ორმო უსტვენდა,
ღრიალებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია გა48
გულისებას და თანდათან ჩაწყნარდა, გაილურსა, სმენად იქცა, თითქოს დიდი ხნის ნანატრი წარმოდგენა დაწყებულიყო, ბოლოს და ბოლოს; თითქოს პოლიცმეისტერი ნამდვილად პოლიცმეისტერი კი არ
იყო, პოლიცმეისტერს თამაშობდა. პოლიცმეისტერმა პირი გააღო,
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმა ვერ მოზომა თუ ნერწყვი გადასცდა, ხველა აუვარდა. სანამ თეატრის პატრონი წყალს მიურბენინებდა, ღიმილი არ მოშორებია სახიდან; გაღიმებული ახველებდა. თეატრის პატრონი წყლის მოსატანად, რატომღაც, თითის წვერებზე გაიქცა, თითქოს ძლივს ჩაწყნარებულ ორმოს ჩასძინებოდა და შიშობდა, ძილი არ დავუფრთხოო. ორმომ გაიცინა. პოლიცმეისტერმაც
მხარი აუბა ორმოს და გაქცეულს ხელი გააყოლა, ვითომ, შეხედეთ,
მართლაც რა სასაცილოდ გარბისო. თან ახველებდა, თან იცინოდა.
ისე ახველებდა, თითქოს იცინისო, და ისე იცინოდა, თითქოს ახველებსო. თეატრის პატრონი თითქმის მაშინვე შემობრუნდა, თითქოს
წინასწარ იცოდა, პოლიცმეისტერს ხველა რომ აუვარდებოდა, თითქოს ასე ჰქონდათ წინასწარ გათვალისწინებული, და კულისებშიც წინასწარ დაეყენებინათ ვიღაცა, გამზადებული ჭიქით ხელში. ისევ თითის წვერებზე მორბოდა, სახე ორმოსკენ მოღრეცოდა და დაბნეული
იღიმებოდა. ჭიქიდან წყალი ეღვრებოდა. თითქოს განგებ, შეგნებულად, ორმოსთვის რომ ეჩვენებინა, ნამდვილად წყალი მომაქვსო.
ორმომ ისევ გაიცინა. აქაიქ, კანტიკუნტად, ტაშიც გაისმა. პოლიცმეისტერმა წყალი დალია, სული ჩაიბრუნა (წყალს ზურგშექცეული
სვამდა), და ჯერ ჭიქა დაუბრუნა თეატრის პატრონს, მერე კი, მადლობის ნაცვლად, თითი დაუქნია, ვითომ შენი ბრალია, ანდა შენი
თეატრისა, ხველა რომ ამივარდაო. ეს მუნჯური სცენაც მოეწონა ორმოს, გულიანად გაიცინა. პოლიცმეისტერმა ერთხელ კიდევ დაუკრა
ორმოს თავი და ერთხელ კიდევ ჩაახველა, სალაპარაკოდ მოემზადა,
მერე თვალი ჭაღს გაუშტერა, ხელები კი მუცელს ქვემოთ გადაიჯვარედინა, თითქოს ტიტველია და სასირცხოს იფარავსო. “ნუ გეშინინ,
იოსებ” – გაეხუმრა ორმო. მაგრამ პოლიცმეისტერს აღარ მიუქცევია
ყურადღება ამ უადგილო რეპლიკისთვის, ჭაღს შესცქეროდა, აზრის
49
ძაფი რომ არ გასწყვეტოდა და ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, თუ როგორ განიცდიდა და როგორ არ იცოდა, რანაირად,
რა სიტყვებით გამოეთქვა უფრო ნათლად თავისი გულისტკივილი ამ
მართლაც რომ უმსგავსო და სამწუხარო შემთხვევის გამო, არა მარტო როგორც პოლიცმეისტერს, რომელიც ვალდებულიცაა, ემსახუროს საზოგადოებას, არამედ როგორც ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქესაც, ოღონდ სხვაზე არანაკლებ მოყვარულსა და პატივისმცემელს
თეატრისა, რომელიც (სხვათა შორის) არა მარტო პირად დამსახურებად, არამედ საერთო ბედნიერებად თვლის, ბათუმშიც რომ არსებობს “სულიერი ცხოვრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დაწესებულება”, როგორიც თეატრი გახლავთ, და თუნდაც ამიტომ, უსამართლობა იქნებოდა და მეტი არაფერი, რაღაცის გამო, ვიღაცას თეატრის მტრად მოსჩვენებოდა იგი, რაც არანაკლებ დააღონებდა თურმე, ვიდრე საკუთარი შვილების უმადურობა. “სადაც ხეა, იქ ცულიცაა!” – ისევ დაუძახა ვიღაცამ ორმოდან, მაგრამ პოლიცმეისტერი არც
ამჯერად წამოჰგებია ანკესს, ერთი კი გაიფიქრა, სწრაფად, ყოველ
შემთხვევისთვის – ბარცხანელი იქნებაო – და ვითომც აქ არაფერიო, ისევ გააგრძელა თავისი საკმაოდ დაბნეული და გრძელი სიტყვა. ბოლოს ისე გამოიყვანა, ანდა ორმომ ისე გაიგო, თითქოს თეატრის პატრონს განზრახული კი ჰქონია თეატრში იატაკის აყრა, ისევ
და ისევ მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამის
თაობაზე არც პოლიცმეისტერს შეთანხმებია თურმე და არც თბილისელ მსახიობს.
– ისა. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. დიახ. შენ ხარ ჩემი ბატონი.
გაუგებრობა. გაუგებრობა. – შესძახა ბოლოს.
თეატრის პატრონმა ხელები გაშალა (ერთ ხელში ცარიელი ჭიქა
ეჭირა) და ჭერს ახედა, ვითომ ღმერთის წინაშე ვაღიარებ, ნამდვილად ასეა, ნამდვილად გაუგებრობის ბრალიაო. “იუდა და ძმანი მისნი!” – ისევ დაიძახა ვიღაცამ. ხოლო პოლიცმეისტერი ახლა იმის
მტკიცებას მოჰყვა, თუ როგორ უჭირდა, როგორ ესიკვდილებოდა
თბილისელი მსახიობისთვის სახეში შეხედვა, ჯერ კიდევ “სტუმრის50
თვის”, ჯერ კიდევ “თბილისელისთვის”, რომელსაც, ამ სამწუხარო
გაუგებრობის გამო, არ მიეცა თავისი ნიჭიერების გამომჟღავნების
საშუალება, არ მიეცა შესაძლებლობა დაეტკბო, მოეხიბლა, განეცვიფრებინა ადგილობრივი, მკვიდრი მაყურებელი. და ამიტომაც
“ალბათ საერთო სურვილს გამოვხატავ. ისა. ფუი, დასწყევლოს
ღმერთმა. თუკი, დიახ. რა თქმა უნდა, თქვენი სახელითაც, თავისთავად ცხადია, ერთხელ კიდევ მოვიხდი ბოდიშს მელპომენეს (მელპომენე, არა?) წარმოგზავნილის წინაშე”. ორმოში ტაშმა იქუხა. ყველანი თითის წვერებზე იწეოდნენ, ერთმანეთს მხრებზე ეყრდნობოდნენ,
უკეთესად რომ დაენახათ თბილისელი მსახიობი. ორმო იქამდეც
ხვდებოდა, თბილისელ მსახიობს გაცილებით მეტი რომ შეეძლო,
ვიდრე თავად ელოდებოდა იმისგან, თუნდაც იმიტომ, ხელისუფლების საქვეყნოდ გალანძღვასაც რომ არ მოერიდა და არაფრის წინაშე
Sez Görce ädäbiyättän 1 tekst ukıdıgız.
Çirattagı - რკინის თეატრი - 04
  • Büleklär
  • რკინის თეატრი - 01
    Süzlärneñ gomumi sanı 3567
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2235
    27.2 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    40.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 02
    Süzlärneñ gomumi sanı 3649
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2108
    32.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 03
    Süzlärneñ gomumi sanı 3652
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1981
    30.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 04
    Süzlärneñ gomumi sanı 3630
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2200
    28.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 05
    Süzlärneñ gomumi sanı 3716
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2058
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 06
    Süzlärneñ gomumi sanı 3622
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2149
    28.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.0 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 07
    Süzlärneñ gomumi sanı 3490
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2291
    24.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    35.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    42.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 08
    Süzlärneñ gomumi sanı 3728
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2153
    32.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 09
    Süzlärneñ gomumi sanı 3681
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2089
    29.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.2 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    50.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 10
    Süzlärneñ gomumi sanı 3699
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2033
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 11
    Süzlärneñ gomumi sanı 3712
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2117
    29.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    41.7 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    49.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 12
    Süzlärneñ gomumi sanı 3745
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2075
    32.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.1 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 13
    Süzlärneñ gomumi sanı 3683
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2087
    30.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 14
    Süzlärneñ gomumi sanı 3744
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2095
    30.8 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 15
    Süzlärneñ gomumi sanı 3682
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2082
    31.6 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.0 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 16
    Süzlärneñ gomumi sanı 3641
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1987
    29.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.4 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 17
    Süzlärneñ gomumi sanı 3761
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2000
    31.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.9 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 18
    Süzlärneñ gomumi sanı 3656
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2118
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 19
    Süzlärneñ gomumi sanı 3664
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2010
    32.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    47.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 20
    Süzlärneñ gomumi sanı 3658
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2042
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.4 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    53.6 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 21
    Süzlärneñ gomumi sanı 3667
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1947
    32.4 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    55.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 22
    Süzlärneñ gomumi sanı 3663
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2089
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.6 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 23
    Süzlärneñ gomumi sanı 3714
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1946
    31.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    45.8 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.2 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 24
    Süzlärneñ gomumi sanı 3727
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2061
    30.7 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    43.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.3 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 25
    Süzlärneñ gomumi sanı 3765
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2022
    31.9 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    46.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    54.7 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 26
    Süzlärneñ gomumi sanı 3740
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2080
    31.0 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.3 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 27
    Süzlärneñ gomumi sanı 3737
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 2107
    31.3 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.9 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    51.8 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.
  • რკინის თეატრი - 28
    Süzlärneñ gomumi sanı 3256
    Unikal süzlärneñ gomumi sanı 1894
    30.5 süzlär 2000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    44.1 süzlär 5000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    52.5 süzlär 8000 iñ yış oçrıy torgan süzlärgä kerä.
    Härber sızık iñ yış oçrıy torgan 1000 süzlärneñ protsentnı kürsätä.