जॉर्जियाई भाषा में 'მოქანდაკე' के साहित्यिक उदाहरण

მოქანდაკე.

ან რა უნდა ეთქვა, რითი ენუგეშებინა ეს უბადლო მოქანდაკე და უბედური მამა, შურიანსა და დამცინავ ღმერთებს კუტი შვილით რომ დაეჯილდოებინათ, ტყუილად გვეჯიბრები, ტყუილად მისდევ ჩვენს ხელობას, რადგან როგორც არ უნდა მოინდომო, შენი ნაშიერი მაინც მიწის მატლია და მაინც მიწაზე უნდა იღოღიალოსო.

თუმცა იმათზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნია და ისევე ამჩნევს მათ არარაობის წყვდიადში, როგორც მოქანდაკე ამჩნევს მკლავის, ცხვირის ან ნიკაპის მოყვანილობას მარმარილოს ლოდში, რომელსაც საჭრეთლით ჯერ არც კი მიჰკარებია.

არა მარტო ესმოდა, სჯეროდა კიდეც, ვთქვათ, მართლა რომ მიტარებდა ფრენის გაკვეთილებს ათენელი მოქანდაკე და მართლა მედეას ჯადოსნური წამლებით რომ მედგა აქამდე სული.