🕙 28-minute read

წინ მარადისობაა! - 3

Total number of words is 3594
Total number of unique words is 1988
27.0 of words are in the 2000 most common words
38.1 of words are in the 5000 most common words
44.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  გარდაქმნა და საბჭოური რეჟიმისთვის გამიზნული, არა მარტო
  კონკრეტული სიტუაციისთვის აღმოჩნდა მოუმზადებელი, არა‐
  მედ საერთოდ თავისუფლებისთვის.
  გალიიდან კი გამოუშვეს, მაგრამ უკვე ფრენას გადაჩვეული
  და, რაკი თავიდანვე არასწორად განუმარტეს თავისუფლების
  არსი და ბუნება, წერისა და მეტყველების ელემენტარული ნორ‐
  მების დაცვაზეც აიღო ხელი.
  სხვათა შორის, 60–იანი წლების საქართველო, რომელიც
  თქვენ, რასაკვირველია, ლიტერატურულ ასპექტში ახსენეთ,
  არც ამ თვალსაზრისით განსხვავდება დიდად დღევანდელი სა‐
  ქართველოსგან. უფრო სწორად, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა
  დღევანდელობისთვის დამახასიათებელი ბევრი ნიშან-თვისება.
  მაგალითად, მდაბიური ენამოსწრებულობა თუ პროვინციული
  სითამამე; საკუთარი კულტურის იგნორირება, თუ „კურიოზების‐
  კენ” დაუოკებელი სწრაფვა, რაც არათუ კიდევ უფრო აუფერუ‐
  ლებს და აღარიბებს ჩვენს ისედაც „მოწყენილ ცხოვრებას“
  (ილიას სიტყვებია), არამედ გარდუვალი კატასტროფის, ყოველ
  შემთხვევაში, აშკარად რაღაც ცუდისა და საშიშის წინათგრძნო‐
  ბას ბადებს ყველა ჩვენგანის გულში. რაც შეეხება მწერლობას,
  სამოციანელებისთვისაც ის იყო განსაკუთრებულად ძვირფასი,
  რაც დღევანდელობისთვისაა.
  საერთოდ, მწერლობა ერთი უწყვეტი პროცესია (უნდა იყოს,
  არაფერმა არ უნდა შეაფერხოს ხელოვნურად) და მისი დაყოფა
  დროის გარკვეულ ეტაპებად, პირადად მე, სწორად არ მიმაჩნია.
  კარგი და ცუდი ყოველთვისაა. აუცილებელიცაა მათი ერთად
  ყოფნა. ცუდი განაპირობებს კარგს, კარგი წარმოაჩენს ცუდს.
  მთავარია, ყოველთვის უშეცდომოდ ვიცოდეთ, რომელია ნამ‐
  დვილად კარგი და რომელია ნამდვილად ცუდი. ამის არცოდნა
  ისევ მედროვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც, თავის‐
  თავად ცხადია, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხმის აუ‐
  კანკალებლად
  შეუძლია
  დრომოჭმულად
  გამოაცხადოს,
  ვთქვათ, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ყველა კარგი ნაწარმოები
  და, კიდევ უარესი, პროგრესულ, გნებავთ, დისიდენტურ ლიტე‐
  რატურად გაასაღოს დღეს, რაც საბჭოეთშიც ნაგავად ითვლებო‐
  და და დღის სინათლეს ვერ ნახულობდა, არა „უიდეობის”, არა‐
  მედ, მხოლოდ და მხოლოდ უნიჭობისა და მდარე ხარისხის გა‐
  მო. მწერლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა (არ უნდა
  ერეოდეს), თორემ, პოლიტიკასთან პირდაპირაა დაკავშირებუ‐
  ლი. მწერლობა მარადიული ოპოზიციაა და ეს ყველა ხელისუ‐
  ფალმა იცის.
  ამიტომ, ზოგი მის მოსყიდვას ცდილობს, ზოგი მოსპობას, ძი‐
  რითადად დამცირებით, იგნორირებით, უგულებელყოფით. მაგ‐
  რამ ორივე შემთხვევაში ცდება. არც მოსყიდვა შეიძლება მისი,
  არც მოსპობა. ხელისუფალს მწერლობა უნდა უყვარდეს, პატივს
  უნდა სცემდეს, თუ უნდა, რომ თავადაც გახდეს სიყვარულისა და
  პატივისცემის ღირსი. ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ
  ნიშნავს იმას, თითქოს მწერლები ანგელოზები არიან და ჯერ
  არაფერი შეუცოდავთ. მწერლებში დღესაც ბევრია – და 60–იან
  წლებშიც ბლომად იყო – მედროვე, კარიერისტი, პატივმოყვარე
  და მიწიერ სიამეთა ყურმოჭრილი მონა.
  მედუზასა და ვეშაპს თითქოს არაფერი აქვს საერთო, მაგრამ
  ორივე ერთნაირად ოკეანის შვილია. ჩვენც ჩვენი დიდი მწერ‐
  ლობის, ჩვენი მხატვრული სტიქიის შვილები ვართ და მიუხედა‐
  ვად პირადული ნაკლისა თუ ღირსებისა, ერთნაირად ვიმსახუ‐
  რებთ მის წიაღში არსებობის უფლებას, ანუ, მომავალშიც მხო‐
  ლოდ მისი წყალობით შევძლებთ ხალხში გამოსაჩენი პირის შე‐
  ნარჩუნებას…
  ესაუბრა ლელა ოჩიაური ჟურნალი „მნათობი”, №1, 2006,
  ვარაუდი
  – ბატონო ოთარ, თქვენზე ამბობენ, განზე გადგა, თავს არი‐
  დებს მასმედიაში გამოჩენას, რამე მოვლენის შეფასებასო. მარ‐
  თლაც იშვიათია თქვენი ტელეეკრანზე ან გაზეთის ფურცლებზე
  გამოჩენა. ეს კონკრეტული გარემოს გამო ხდება, თუ მიუხედა‐
  ვად დროისა და პირობებისა, მაინც ასე მოიქცეოდით?
  – ეტყობა, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ რას ვეძახით „განზე
  გადგომას”. ამის გარკვევა კი აუცილებელია, მით უფრო დღეს,
  როცა ყველას მარტო ის ესმის, რისი მოსმენაც თავად სურს და
  სრულებითაც არ აინტერესებს, რას ფიქრობს სხვა, თუკი ისე არ
  ფიქრობს, როგორც მისთვის იქნება მისაღები. უფრო მეტიც,
  ოდესღაც განსწავლული, კულტურული, მაღალი ზნეობის მატა‐
  რებელი ჩვენი საზოგადოება, დღეს უვიცობის, უკულტურობის,
  უზნეობის ჭაობში დგას ყელამდე და არც საკუთარი აზრის გა‐
  მოთქმის სურვილი აწუხებს, არც სხვისი აზრის მოსმენისა.
  ასე რომ, არ მგონია, მაინცდამაინც, ჩემი მოსაზრება აინტე‐
  რესებდეს ვინმეს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. არა‐
  ერთგზის გამოთქმული ჩემი მოსაზრებები ცალკე წიგნადაც კი
  გამოვეცი, თუნდაც, ამგვარი შეკითხვების ასაცილებლად, მაგ‐
  რამ ის წიგნი, აგერ უკვე მესამე წელია, ამაოდ ელოდება მასმე‐
  დიის ყურადღებას. არადა, თქვენ, ჟურნალისტებმა, უკვე იმდენ‐
  ჯერ დამისვით მსგავსი შეკითხვა, ცოტა არ იყოს, დავიბენი, მარ‐
  თლა ხომ არ ვარ განზე გამდგარი-მეთქი.
  ამიტომ, თქვენი ნებართვით, ერთხელ კიდევ გავიმეორებ:
  ვერ გავიხსენებ შემთხვევას, კომუნისტურ ეპოქაშიც კი, თავი
  ამერიდებინოს „რაიმე მოვლენის შეფასებისთვის”, მით უფრო,
  თუკი ის „რაიმე მოვლენა” ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფი‐
  ლა და, რაც მთავარია, თუკი იმ „რაიმე მოვლენასთან” დაკავში‐
  რებით, მაინცდამაინც, ჩემი შეხედულებით დაინტერესებულა
  ვიღაცა მაინც.
  არსებობს დროის მოთხოვნები და არსებობს დროის მოთ‐
  ხოვნებს ამოფარებული მზაკვრული ჩანაფიქრები. მაგალითად,
  წიგნისადმი ინტერესის შესუსტება დროისმიერი სიმპტომია, სუ‐
  ლერთია, ავისა თუ კარგის მაუწყებელი, მაგრამ ამ სიმპტომის
  მოშველიებით საერთოდ მწერლობის უგულებელყოფა თუ უარ‐
  ყოფა, რასაკვირველია, მზაკვრული ჩანაფიქრია და ვინც მხო‐
  ლოდ და მხოლოდ გაჭირვების ჟამს მოიკითხავს ხოლმე მწერ‐
  ლებს, სად არიანო, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ განზრახვის ასრუ‐
  ლებას უწყობს ხელს. მწერლები ყოველთვის იქ არიან, სადაც
  უნდა იყვნენ. ბოდიშს კი ვიხდი ერთისა და იმავეს გამეორების‐
  თვის, მაგრამ მწერლის დანიშნულება წერაა! საბედნიეროდ,
  ლიტერატურული პროცესიც, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი
  პროცესი, მარადიულია და თუ შეგნებულად არ შევაფერხებთ,
  კაცობრიობის ფიზიკურ არსებობასთან ერთად შეწყდება მხო‐
  ლოდ. მწერლობაში თაობები ერთმანეთს კი არ უპირისპირდე‐
  ბიან, როგორც საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება მოეჩვენოს,
  არამედ ერთმანეთს აგრძელებენ და ამდიდრებენ თავიანთი
  განსაკუთრებულობით.
  რასაკვირველია, არც ნოვატორობაა ტრადიციის უარყოფა.
  პირიქით, ტრადიციის აღიარებაა და კიდევ ერთი ცდაა მისი
  (ტრადიციის) ახლებურად, მე ვიტყოდი, დროის მოთხოვნათა
  გათვალისწინებით და, თავისთავად ცხადია, წინამორბედებზე
  უკეთესად წარმოჩენისა. ვისაც სხვანაირად ესმის ან ტრადიციუ‐
  ლობა, ან ნოვატორობა – ასეთი კი, სამწუხაროდ, დღეს მრავ‐
  ლად მოიძებნება ჩვენში – რა თქმა უნდა, სასიკეთოს ვერც ვე‐
  რაფერს მოიმოქმედებს, ვერც შექმნის.
  მწერლობაში ყველა თაობას თავისი გზა აქვს და, თუკი მიზა‐
  ნი საერთოა, გზათა სიმრავლე მხოლოდ მისასალმებელია.
  ოღონდ, ვიმეორებ, მიზანი უნდა იყოს საერთო და აუცილებლად
  ეროვნული. მღვრიე წყალში თევზივით დაჭერილი „სახელი” და
  „დიდება” სწრაფწარმავალი მირაჟია და ზოგადად მწერლობაზე
  ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს. როგორც უკვე მრავალჯერ
  თქმულა, მწერალი მხოლოდ ნაწერით ფასდება, რაც არ უნდა
  ოპერატიულად ჩნდებოდეს ტელეეკრანზეც და გაზეთის ფურ‐
  ცლებზეც. რაც შემეხება მე, ჩემი შეცვლა უკვე ნამდვილად ძნე‐
  ლია. ალბათ დაგვიანებულიც. მთელი სიცოცხლე (რა თქმა უნ‐
  და, ჩემი თვალსაზრისით) ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე და
  არა იქ, საიდანაც უკეთ გამოვჩნდები ყველასთვის, როგორც ჩე‐
  მი საქმიანობით გულწრფელად დაინტერესებული ხალხისთვის,
  ისევე სანახაობებს, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, შოუს
  დახარბებული მასისთვისაც… ასე რომ, „მიუხედავად დროისა
  და პირობებისა”, ყოველთვის ისე მოვიქცევი, როგორც საერ‐
  თოდ ვიქცევი ხოლმე.
  ჩემი თვალსაზრისით, გნებავთ, ჩემი გამოცდილებითა და
  დაკვირვებით, ბევრად სჯობს, ვერ ხედავდე, მაგრამ გრძნობდე,
  ვიდრე ხედავდე და ვერ გრძნობდე. თუკი ვინმე გრძნობს საკუ‐
  თარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანის სატკივარსა და სა‐
  ფიქრალს, ყველაზე უკეთ მწერალი გრძნობს, სადაც არ უნდა
  იმყოფებოდეს ის ადამიანი, მის გვერდით თუ მისგან უსაშვე‐
  ლოდ შორს. აუცილებლად უნდა გრძნობდეს, თუკი მართლა
  მწერალია, რადგან სხვანაირად, ადამიანიც განწირულია და
  მწერალიც. მწერალი მსაჯული არ არის, არც ამართლებს, არც
  ამტყუნებს მარადიულ სიმარტოვეში ჩარჩენილ და, თუნდაც
  მარტო ამიტომ, ნებისმიერი ცოდვისგან დაუცველ ადამიანს.
  მწერალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ცდილობს საკუთარ
  კისერზეც იწვნიოს, გნებავთ, თვითონაც განიცადოს, რაც იმას
  გადახდენია სიყვარულის თუ სიძულვილის, ვერაგობის თუ ერ‐
  თგულების, გულადობის თუ სიმხდალის წილ და განცდილი
  მოყვეს, როგორც ზოგადად ადამიანის თავგადასავალი. რაც
  ერთ ადამიანს შეიძლება გადახდეს თავს, მთელი კაცობრიობი‐
  სათვისაა დამახასიათებელი.
  მოკლედ, არ ვიცი, რამდენად დაგაკმაყოფილებთ ჩემი პასუ‐
  ხი, მაგრამ დამეთანხმებით, მწერალი არც ყოვლისმცოდნეა და
  არც ყოვლისშემძლე, თუნდაც, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე.
  ამიტომ, ნურც ჩვენ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია და
  ევალება. მინდოდა მეთქვა, ვაცალოთ, იტანჯოს თავისთვისმეთქი.
  მწერალი წერს, ცხოვრება მიდის…
  – და მაინც, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ჩვენს
  ცხოვრებაში ამ ბოლო დროს და რომელს ჩათვლიდით განსა‐
  კუთრებულად აღნიშვნის ღირსად?
  – ჩვენს ცხოვრებაში იმდენი მნიშვნელოვანი რამ ხდება, ჩა‐
  მოთვლაც გაგვიჭირდება.
  რაც მთავარია, ყველა მათგანი, ჩემი ვარაუდით, გაცილებით
  სერიოზულია, ვიდრე ერთი კაცის (გინდაც ის კაცი მწერალი
  იყოს) „განზე გადგომაა”. სიმართლე გითხრათ, მეშინია კიდეც
  ჩემი მოსაზრების გამოთქმა ამ მოვლენებთან დაკავშირებით,
  ოღონდ, იმიტომ კი :რა, ვიღაცას რომ გავაღიზიანებ, არამედ ვი‐
  ღაცას მაინც რომ გადავდებ აქამდე გულში დამარხულ შიშს.
  თუმცა, მწერლის ნებისმიერი მოსაზრება, მხოლოდ და მხოლოდ
  ვარაუდია და უფრო ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ფაქტებზე და‐
  ფუძნებული ინფორმაცია.
  მწერალი საერთოდ ვარაუდებით აზროვნებს.
  ყველა მხატვრული ნაწარმოები, გარკვეული თვალსაზრი‐
  სით, ვარაუდია. ესე იგი, სინამდვილეში კი არ ხდება, რაც ხდება,
  არამედ დასაშვებია (და ალბათ მიზანშეწონილიც) სინამდვილე‐
  შიც ხდებოდეს. ვარაუდები კი ნამდვილად შემაშფოთებელია,
  თუნდაც, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით.
  ალბათ დამეთანხმებით, დავით აღმაშენებლის ძეგლის გა‐
  დაადგილება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, უაღრესად
  მტკივნეულიც და უაღრესად საჩოთიროც.
  დავით აღმაშენებლის ძეგლი არა მარტო მხატვრული ნაწარ‐
  მოებია, არამედ იდეურ-პოლიტიკური სიმბოლოც. ამიტომ, მის
  გადასაადგილებლად გაცილებით სერიოზული მიზეზებია საჭი‐
  რო, ვიდრე ოფიციალურად დასახელდა.
  და მაინც, ეკლესიასტესი არ იყოს, ახალი და უჩვეულო არა‐
  ფერი ხდება. განა ლენინსაც ისევე არ აღიზიანებდა პატრიოტიზ‐
  მი და ეროვნულობა, როგორც გლობალიზაციის დღევანდელ
  მესვეურებს აღიზიანებთ?
  ვისაც გლობალიზაცია არათუ გარდუვალ უბედურებად, არა‐
  მედ სასურველ მოვლენადაც მიაჩნია, რა თქმა უნდა, პირველ
  რიგში, სწორედ ეროვნულ ფენომენებს უნდა დაუპირისპირდეს:
  ენას, ოჯახს, მეურნეობას, მეცნიერებას, ზემოთ ნახსენებ ძეგლს,
  ანუ კულტურას მთლიანად, და, თავისთავად ცხადია, მწერლო‐
  ბასაც. მწერლობასაც კი არა, მწერლობას, როგორც მთავარ
  დაბრკოლებას, როგორც პატრიოტიზმისა და ეროვნულობის
  სკოლას.
  დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მწერლობის
  წინააღმდეგ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო გეგმაზომიერი
  და მიზანდასახული შეტევები, რაც, სამწუხაროდ, დღესაც
  გრძელდება და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენს თვალწინ ინ‐
  გრევა თავად ცნება მწერლობისა, როგორც ხალხის სულიერი
  და ზნეობრივი მთლიანობისა.
  ისევ ჩემი ვარაუდით, ვიღაცას ძალიან უშლის ხელს თავად
  ქართული მწერლობა, როგორც უაღრესად ეროვნული ფენომე‐
  ნი, და არა, ვთქვათ, ხუთასწევრიანი მწერალთა კავშირი. რაკი
  სიტყვამ მოიტანა, სხვათა შორის, სწორედ ხალხის სულიერი და
  ზნეობრივი მთლიანობის სიმბოლოდ შეიქმნა თავის დროზე,
  ჯერ კიდევ 1917 წელს, საქართველოს მწერალთა კავშირიც,
  ანუ, განსხვავებულთა, თავისებურად მოაზროვნეთა ტაძრად და
  არა მსგავსთა, ერთნაირთა გასამრავლებელ სათბურად, როგო‐
  რადაც საბჭოეთის თავგამოდებულ მოხელეებს სურდათ ექციათ
  და, გარკვეული თვალსაზრისით, აქციეს კიდეც.
  მაგრამ რაკი ქართული მწერლობა და მწერალთა კავშირი
  ჩვენი ხალხის ცნობიერებაში დიდი ხანია ერთმანეთთანაა გა‐
  იგივებული, ამიტომ, დღეს, დემოკრატიისთვის მებრძოლი ხე‐
  ლისუფლებისგან თითქოს უფრო მოსალოდნელია ამ სტრუქტუ‐
  რიდან კომუნისტური იდეოლოგიის ნარჩენების აღმოფხვრა და
  მისთვის თავდაპირველი ფუნქციისა და სულისკვეთების დაბრუ‐
  ნება, ვიდრე მისი, როგორც შემოქმედებითი გაერთიანების, სა‐
  ერთოდ თავიდან მოშორება, ჩვენი დიდებული კლასიკოსების
  აჩრდილებთან ერთად.
  მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენს თვალწინ, ასპარეზიდან ქრებიან
  საუკუნოვანი ჟურნალები, რომლებიც, სხვა რომ არაფერი
  ვთქვათ, მეცნიერულად დასაბუთებული გამოკვლევებითა თუ
  საპროტესტო სტატიებით, ყოველთვის დროულად იგერიებდნენ
  ქართული კულტურისა და საერთოდ საქართველოს წინააღმდეგ
  თითქმის განუწყვეტელ, ლამის დაკანონებულ გამოხდომებს.
  ჟურნალი „მნათობი”, რომლის გაქრობაც მასმედიის მუშაკებს,
  მგონი, არც შეგიმჩნევიათ, მარტო იმიტომ იყო თვალისჩინივით
  გასაფრთხილებელი, ერთ-ერთ უაღრესად აკადემიურ და პრეს‐
  ტიჟულ ჟურნალად რომ ითვლებოდა მსოფლიოს ქართველო‐
  ლოგებისთვის.
  ჟურნალი, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მძლავრი თავ‐
  დაცვითი იარაღია ჩვენსავით ბედის ამარა დარჩენილი ხალხის‐
  თვის, თუკი მისი მიზანი ქვეყნის სამსახური, ქვეყნის ინტერესე‐
  ბის დაცვაა და არა, დავუშვათ, ვიღაც ვიგინდარა მეტროსექსუა‐
  ლის საცვლების ქექვა. ამგვარი ჟურნალები ყველაზე უკეთ წარ‐
  მოაჩენენ ქვეყნის ინტელექტუალურ დონეს, მოქალაქეობრივ
  პოზიციას. თუნდაც ამიტომ არ შეიძლება მათი გაქრობა, თუკი
  ხვალაც ქვეყნად ვაპირებთ დარჩენას…
  – რას ფიქრობთ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაზე?
  – მე მგონი, რაც ზემოთ ვილაპარაკე, კულტურასაც ეხება.
  თუმცა, არა ვარ დარწმუნებული, კომპეტენტური ვიყო ამ საკით‐
  ხში.
  კულტურა დიდ სივრცეებს მოიცავს, გამოვლენის უამრავი
  ხერხი და საშუალება გააჩნია და გარკვეული მომზადებაა საჭი‐
  რო, მისი შემჩნევა და, რაც კიდევ უფრო ძნელია, მისი შეფასება
  შეძლო. კულტურა სულიერ არსებასავით იზრდება, ვითარდება,
  თქვენ წარმოიდგინეთ, მრავლდება კიდეც, და თავდაცვის ინ‐
  სტინქტიც გააჩნია, ესე იგი, თუკი საფრთხეს იგრძნობს, აუცი‐
  ლებლად „დაიმალება” ნებისმიერ ცოცხალ არსებასავით. გუ‐
  ლისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კულტურის ზოგიერ‐
  თმა წარმომადგენელმა „დამალვა” პირდაპირი მნიშვნელობით
  გაიგო და, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, საერთოდ გა‐
  იხიზნა სამშობლოდან, გაითქვიფა უცხო კულტურაში, რაც, მხო‐
  ლოდ და მხოლოდ, პიროვნების, გნებავთ, პიროვნულობის სა‐
  ფუძველთა საფუძვლის, ეროვნული შეგნების დაქვეითებით შე‐
  იძლება აიხსნას.
  თუკი მონობის დასაწყისში, სამშობლოს მიტოვება, ოთხი
  წლითაც კი, დიდ უბედურებად ითვლებოდა და ენით აუწერელ
  სულიერ ტანჯვას გვაყენებდა („იცი, მკითხველო, ის ოთხი წელი‐
  წადი რა ოთხი წელიწადია?!..
  მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორე‐
  ბია”), დღეს, ასე ვთქვათ, მონობის დასასრულს, ოთხი წლის
  ბავშვები უკვე ჩვენი ნებით გაგვყავს უცხოეთში და იქაურად
  ვზრდით, გამოხედვაც რომ აღარ მოუნდეთ აქეთ. ჩემი აზრით, ეს
  არა მხოლოდ სისხლის სამართლის ტოლფასი დანაშაულია,
  არამედ ჩვენი უკულტურობის ყველაზე მკაფიო და ამაზრზენი
  გამოხატულებაც. რასაკვირველია, ნებისმიერი ხელოვანი უფ‐
  ლებამოსილია ისე იცხოვროს, როგორც თავად მიაჩნია სწო‐
  რად.
  ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და რადგან ადამიანია, თანაც
  ჩვეულებრივი, პატივმოყვარეც გახლავთ, თბილისის სცენას, რა
  თქმა უხდა, ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზის, ანდა სულაც
  მოსკოვის სცენა ურჩევნია.
  ცხოვრებისეულ სხვა ცდუნებებს თავი რომ გავანებოთ. იქ
  (უცხოეთში) მეტ ფულს შოულობს, აქ კი (სამშობლოში) მეტი პა‐
  ტივით სარგებლობს სწორედ გაუცხოების გამო, რაც ისევ ჩვენს
  მონურ ბუნებაზე მეტყველებს მხოლოდ. ჩემი მოკრძალებული
  აზრით, ანგარებით იცვლის ხელოვანი სამშობლოს, თუ იძულე‐
  ბით, მაინც ერთს უნდა დასჯერდეს, ერთით უნდა დაკმაყოფილ‐
  დეს: ხან აქ, ხან იქ, ანდა, იქაც და აქაც, სხვა რომ არ ვთქვათ,
  უსვინდისობაა, მავნე, უაღრესად სახიფათო ფსიქიკის ჩამოყა‐
  ლიბებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, რწმენადაკარგულ და
  ცხოვრებას დახარბებულ ხალხში. გაგარეულებულმა თუ გადაგ‐
  ვარებულმა ხელოვანმა ან არ იცის, ვერ ხვდება, რას სჩადის და
  ეს პირადი უკულტურობით მოსდის, ანდა ჯიუტად, უტიფრად აგ‐
  რძელებს მონობის ორსაუკუნოვან, მავნებლურ ტრადიციას,
  რაც ჩვენი საერთო უკულტურობის ბრალია…
  როგორც ვაკვირდები, კულტურაზე –მეტად, უკულტურობაზე
  ვლაპარაკობ, მაგრამ, ჩემი თვალსაზრისით, სინამდვილეც
  უკულტურობის გაცილებით მეტ მაგალითს გვთავაზობს, ვიდრე
  კულტურისა. უკულტურობაა (და აქედან იღებს ყველაფერი სა‐
  თავეს) მშობლიური ენისადმი აგდებული, ცინიკური დამოკიდე‐
  ბულება, უფრო სწორად, მშობლიური ენის შეგნებული იგნორი‐
  რება.
  კიდევ უფრო სწორად კი, მშობლიური ენის არცოდნა.
  არ ვიცით, მადლობა და ბოდიში უნდა მოვიხადოთ თუ გადა‐
  ვიხადოთ; არ ვიცით, ესა თუ ის საქონელი, პროდუქტი, საოფისე
  ფართი, საწარმო, სტრატეგიული ობიექტი, ანდა სულაც სამშობ‐
  ლო იყიდება თუ გაყიდვაშია; დარტყმა გავაკეთეთ და დავარ‐
  ტყით; მოვახდინეთ გასროლა თუ გავისროლეთ…
  კიდევ უფრო დიდი უკულტურობაა წიგნის უარყოფა და კომ‐
  პიუტერის გაფეტიშება, მით უფრო, განათლების ისეთი დაბალი
  დონის ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. წიგნი გვაძლევდა
  ცოდნას, კომპიუტერი გვაძლევს ინფორმაციას, რომლის გამო‐
  ყენებაც არ შეგვიძლია უცოდინრობის გამო. ამას ჰქვია ეშმაკის
  ბორბალი, ანუ, მოჯადოებული წრე:
  ვითომ წინ მივისწრაფით და ადგილზე ვბრუნავთ.
  კომპიუტერი არც ადამიანის გამოსაშტერებლად არის მოგო‐
  ნილი და არც ანტიადამიანური იდეოლოგიის დასამკვიდრებ‐
  ლად.
  ცივილიზაციის ეს ერთ-ერთი უდიადესი მონაპოვარი ისევ და
  ისევ ადამიანის ამქვეყნიური არსებობის გასაიოლებლად არის
  შექმნილი, როგორც თავის დროზე, ვთქვათ, კომპასი შეიქმნა,
  ელექტრონათურა, მუდმივი საწერკალამი, კალკულატორი და
  ასე შემდეგ, ასე შემდეგ, უსასრულოდ… ცივილიზაცია, თავისი
  არსით, დამპყრობელია. მისთვის არც საზღვრები არსებობს,
  არც გამონაკლისი – მიმსახურე და დამემონე – აი, მისი ლოზუნ‐
  გი.
  კომპიუტერითაც ამ ლოზუნგს ამკვიდრებს ჩვენს შეგნებაში.
  ერთადერთი, ვისაც თავად ემონება, კულტურაა. ამიტომ, რაც
  უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო მეტ სიკეთეს გამორ‐
  ჩება ცივილიზაციას. ჩვენი ხსნაც ისევ და ისევ კულტურაა. კულ‐
  ტურა გვაძლევს სახესა და სახელს, რითაც გამოგვარჩევს სხვე‐
  ბისგან და, იმავე დროს, სისხლხორციელად გვაკავშირებს ყვე‐
  ლასთან, ვისაც არა მარტო შექმნა, არამედ სხვისი შექმნილის
  დანახვა და დაფასებაც შეუძლია.
  ჩვენი ყველაზე დიდი „ნაკლი” ისტორიაში იძულებითი შე‐
  ფერხებაა, რის გამოც საკმაოდ ჩამოვრჩით ბუნებრივად განვი‐
  თარებულ ქვეყნებს და ბევრი რამ, კანონზომიერ მოვლენად, ან‐
  და „საყოფაცხოვრებო საქონლად” კი არა, ზღაპრულ საოცრე‐
  ბად იქცა ჩვენთვის, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ჩვენი
  არაბუნებრივი, საერთო პროვინციალიზმი – დაუშრეტელი სა‐
  თავე ქვეშევრდომული მიდრეკილებებისა და მიმბაძველობის
  დაუოკებელი ჟინისა, რაც, სამწუხაროდ, ცხოვრების წესადაც
  ვაქციეთ.
  მოკლედ, ახლა ის დრო გვიდგას, როცა არცოდნა ყველაზე
  დიდი ცოდვაა. დღეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ, ვინ
  ვართ, რატომ ვართ, რა გვევალება, რატომ ხდება, რაც ხდება
  და, რაც მთავარია, რატომ გვინდა (თუკი მართლა გვინდა) ქარ‐
  თველებად დარჩენა ბოლომდე, უკუნითი უკუნისამდე.
  რასაკვირველია, ახალი მართლაც არაფერი ხდება ამ ქვეყა‐
  ნაზე. „ღამურა” მეცხრამეტე საუკუნეში დაწერა აკაკიმ და, არა
  მარტო ქართველს, ნებისმიერი ეროვნების კაცს შეუცვლია რჯუ‐
  ლიც, სამშობლოც…
  ამის მაგალითი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია მსოფლიოში.
  მაგრამ, რაც არ უნდა უსიამოდ ჟღერდეს დღევანდელი კოსმო‐
  პოლიტებისთვის, სამშობლო მაინც ერთია, ერთადერთია, უფა‐
  ლივით, და ჩვენი საქმე მაშინ წავიდა ცუდად, როცა რაფიელ
  ერისთავის ეს დიდებული ლექსი პირტიტველა ყმაწვილების სა‐
  ქილიკო გავხადეთ. საიდანაც არ უნდა შემოვკრათ ცული სამ‐
  შობლოს უწმინდეს ცნებას, მისი ამოძირკვა ადამიანის სულიდან
  და ფსიქიკიდან შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ის უკვე
  ადამიანი არ იქნება.
  იმედი მაქვს, თუნდაც ჩემი ასაკის გამო, მე არ მომიწევს ამ
  ახალი სახეობის ცხოველებით დასახლებულ ქვეყანაში ცხოვ‐
  რება, მაგრამ ეს სრულებითაც არ მაძლევს ნებას, ახალგაზ‐
  რდობას არ გადავდო ჩემი შიში. ჩვენ ხომ ჯერ ვიბადებით, რო‐
  გორც სახელმწიფო, და ყველაფერია მოსალოდნელი ამ ბნე‐
  ლით მოცულ სამყაროში. დღეს ჩვენშიც თავზარდამცემი უვიცო‐
  ბა (იგივე სიბნელე) სუფევს და, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებე‐
  ლია (რასაკვირველია, თუ არ მეჩვენება. ტყუილად ხომ არ უთ‐
  ქვამთ, შიშს დიდი თვალები აქვსო), უვიცობას აშკარად მეტი გა‐
  სავალი აქვს, ვიდრე ცოდნა-გამოცდილებას. ყოველ შემთხვევა‐
  ში, უვიცობის გაცილებით მეტ მაგალითს ვაწყდებით ყოველ ნა‐
  ბიჯზე, ვიდრე კეთილშობილების, პატიოსნების, სიკეთის, განათ‐
  ლების, სიყვარულის, ერთგულების – რაც იგივე კულტურაა.
  ესეც, რასაკვირველია, ჩვენი უკუღმართი ცხოვრების ბრალია
  და არა რომელიმე მწერლისა, ანდა ჟურნალისტისა.
  პირიქით. ყველანი თითქოს მოწადინებულნიც არიან, თით‐
  ქოს თავგამოდებულნიც იბრძვიან (ბოლოს და ბოლოს, ქართვე‐
  ლები არიან ჯერ), მაგრამ, ისევ და ისევ ჩვენი საერთო უვიცობის
  გამო, ყველას როდი შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, ვის წი‐
  ნააღმდეგ და ვის დასაცავად ვიბრძვით… სიტყვის თავისუფლე‐
  ბა, რასაკვირველია, დიდი მონაპოვარია, თვალისჩინივით გა‐
  საფრთხილებელი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა
  ძნელი მოსათოკია ნებაზე მიშვებული სიტყვა.
  რა დიდი ბოროტების მოტანა შეუძლია, თუკი სრულყოფი‐
  ლად ვერ დავეუფლებით და ჩვენს ჭკუაზე ვერ მოვაქცევთ, ანუ,
  იმას არ ვათქმევინებთ, რის გაგონებასაც ათასობით და ათასო‐
  ბით ჩემსავით დაბნეული ადამიანი ელოდება წლიდან წლამდე…
  წეღან ვთქვი, ახლა ვიბადებით-მეთქი, და ეს მარტო ლამაზი
  სიტყვისთვის არ მითქვამს.
  ჩვენთვის ყველაფერი თავიდან იწყება.
  შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ბოლო შანსია სახელმწიფოებ‐
  რიობის აღდგენისა და, პირველ რიგში, ეს უნდა გავაცნობიე‐
  როთ ყველამ, რაღა თქმა უნდა, მწერალმაც და ჟურნალისტმაც.
  ჩემთან საუბარი კი არა, ეს არის დღეს მასმედიის პირდაპირი
  მოვალეობა.
  რაც შეიძლება, გასაგებ ენაზე უნდა განგვიმარტოს, რა ხდება
  და რატომ ხდება, რაც ხდება; რა უნდა მოვიმოქმედოთ, უკეთ
  რომ დავიცვათ თავი ნებისმიერი საფრთხისგან, გლობალიზა‐
  ციისაგანაც და ქათმის გრიპისგანაც, პოლიტიზირებული კრედი‐
  ტორებისგანაც და უსაფუძვლო, და ამდენად, უსვინდისო პრე‐
  ტენზიებისგანაც, განსაკუთრებით იმათგან, ვისგანაც მხარში
  ამოდგომასა და ხელის გამოწოდებას თუ არა, მადლობას ნამ‐
  დვილად ვიმსახურებთ. მასმედიამ აუცილე – ბლად კი არ უნდა
  თქვას რაღაცა, არამედ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად
  ნებისმიერი დაბრკოლებისა, მაინც მხოლოდ ის უნდა თქვას,
  რისი თქმაც აუცილებელია ჩვენს დღეში მყოფი ხალხისთვის…
  ესაუბრა ლელა ჯიყაშვილი გაზეთი „კვირის პალიტრა”, № 5,
  2006,
  წინ მარადისობაა!
  – ბატონო ოთარ, საუბრისას არაერთხელ გიხსენებიათ შიში
  მომავლის გამო, ობიექტური რეალობა ასაზრდოებდა ამ შიშს,
  მაგრამ მაინც გვქონდა უკეთესის მოლოდინიც.
  დღეს თუ გაქვთ უკეთესის მოლოდინი?
  შიში გამართლდა? მგონი, მაშინ, ნოემბრის დღეებში ამ კით‐
  ხვებზე პასუხი ჩანდა თქვენს სიტყვებში, მაგრამ მას მერე დიდი
  დრო გავიდა. იქნებ პასუხიც შეიცვალა?
  – მართალი ბრძანდებით, შიში გამართლდა.
  თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა.
  მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადა‐
  მიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოც‐
  ხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გა‐
  უნელდება, არც უკეთესის მოლოდინი, მით უფრო დღევანდელ
  მსოფლიოში და მით უფრო ჩვენს დღეში მყოფს. მომავლის შიშს
  თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მო‐
  ლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით
  მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერ‐
  თიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამი‐
  ანს უმძაფრდება.
  ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის
  შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც. მოკლედ რომ ვთქვა,
  ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ კი გადაგვხდა თავს, მაგრამ
  ჩემთვის თითქმის არაფერი შეცვლილა: იმავე აზრისა ვარ, რა
  აზრისაც ჩვენი ბოლო საუბრისას ვიყავი. სხვათა შორის, ალბათ
  გახსოვთ, არც მაშინ არსებობდა რაიმე მყარი საფუძველი პოზი‐
  ციისა და აზრის შესაცვლელად. უბრალოდ, იმდენად ძნელი
  წარმოსადგენია ჩვენთვის არსებულზე უარესი, ნებისმიერ მოსა‐
  ლოდნელ ან უკვე მომხდარ ცვლილებაში მაინცდამაინც უკეთე‐
  სის დანახვას ვცდილობთ, თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმე‐
  ორებ, ჩვენი ბიოგრაფიის ხალხს გაცილებით მეტი სიფხიზლე და
  წინდახედულობა მართებს. ვხვდები რა თქვენი შეკითხვის პრო‐
  ვოკაციულობას, გულწრფელად ვაღიარებ, რომ უამრავი და
  უამრავი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ვერც მე გამოვიჩინე
  საჭირო სიფხიზლე. იმდენად ვიყავი აღტაცებული დავითის ხუთ‐
  ჯვრიანი დროშით, ფალიაშვილის მუსიკაზე შექმნილი ჰიმნითა
  თუ ბაგრატიონთა აღდგენილი გერბით, რომ იტყვიან, ცა ქუდად
  არ მიმაჩნდა, დედამიწა – ქალამნად. მაგრამ, როგორც მოსა‐
  ლოდნელი იყო, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული.
  ჯერ საგანგებო კომისიისგან შერჩეული გერბის ნაცვლად,
  მისი იმიტაცია შეგვრჩა ხელში.
  ყალყზე შემდგარი ლომები და სამეფო გვირგვინი ნებისმიერ
  სხვა ქვეყნის გერბზეც შეიძლება გამოისახოს, ხოლო, ოქროს
  საწმისის, დავითის შურდულისა და ქრისტეს კვართის გამოსახ‐
  ვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩვენს სახელმწიფო გერბზე. „ფეო‐
  დალურ წარსულის ამსახველი” სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგი‐
  ერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის
  გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალ‐
  ხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და
  მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება. ასე რომ, ხან‐
  მოკლე სიხარულს უკვე ლამის ცხოვრების წესად ქცეული გაურ‐
  კვევლობა და დაძაბულობა მოჰყვა ისევ, გერბის გაუბრალოე‐
  ბას კი – ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად ასახ‐
  სნელი შეცდომების მთელი ნაკადი, რაც მთავარია, თითქოს
  შეგნებულად ჩადენილი, ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქო‐
  ლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, იმის დასადგენად,
  თუ რამდენად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი, როგორც ხალხის,
  რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ პოლიტიზებულ მოვლენას‐
  თან დაკავშირებით. მაგალითად, წინ აღვუდგებოდით დავით
  აღმაშენებლის ძეგლის ხელყოფას, ეროვნული მწერლობის,
  მეცნიერების, სპორტის, საერთო კულტურის უგულებელყოფას,
  „სამხრეთ ოსეთის”, ამ უაღრესად საბჭოური, კრემლში შეთით‐
  ხნილი ცნების აღდგენას, სვანეთის აფხაზეთის გადაკეთებას ზე‐
  მო აფხაზეთად, ახალი მიწების მიმატებას უკვე ისედაც დაკარ‐
  გული ტერიტორიებისთვის, თუ ყურსაც არ შევიბერტყავდით
  (როგორც მოხდა კიდეც) და კვლავაც მხოლოდ სოციალური
  პრობლემების გამო, დროგამოშვებით, ავუმხედრდებოდით ხე‐
  ლისუფლებას, რაც მონობაში შეძენილი ბედოვლათობის კიდევ
  ერთი გამოვლენაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ნოემბრის შემ‐
  დეგ ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშ‐
  ფოთებელია), ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას კი არ
  ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ასე კი, ჩემი აზრით, იმ უბრალო
  მიზეზის გამო ვიქცევით, ჯერ ისიც რომ ვერ გაგვირკვევია ვერც
  მწერლებს და ვერც თქვენ, ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მარ‐
  თლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფრობის, უვიცობისა
  და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, წინასწარ დაგეგ‐
  მილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული
  განხორციელება დროსა და სივრცეში. ყოველ შემთხვევაში,
  ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო
  მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალო‐
  ბაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი. სხვანაირად რომ
  ვთქვათ, მისთვის არაფერია წარმოუდგენელი და, ამავე დროს,
  ყველაფერი დასაშვებია, რისი წარმოდგენაც შეიძლება. და მა‐
  ინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი
  წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია, თუკი არ გავითვალის‐
  წინებთ ზემოთ უკვე ნახსენებ ბედოვლათობას. პირველ რიგში,
  რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დავით აღმაშენებლის ძეგლის გა‐
  ტანას ქალაქიდან, რამდენადაც, დავით აღმაშენებლის ძეგლი
  ყველა ნორმალური ქართველისთვის (და არაქართველისთვი‐
  საც), უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტი‐
  კური კურსის ვიზუალური განსახიერებაა, ყოველწამიერი შეხსე‐
  ნებაა ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი მეობისა, ჩვენი ამქვეყნიური
  დანიშნულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა
  ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი
  გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს
  და ერთხელ კიდევ დაისაჯა, ჩვენში რომ ვთქვათ, სამართლი‐
  ანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა
  მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარულ მიგრანტივით,
  უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარი სატახტო ქალაქიდან. ასევე
  არ შეშფოთებულა, როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე
  გაუქმებული „სამხრეთ ოსეთი” აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენა‐
  ზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს
  ისტორიულ ტერიტორიაზე.
  ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც
  ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმო‐
  მადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე „სამხრეთ
  ოსეთობას” ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბი‐
  ჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი. ძნელი სათქმელია, რა‐
  ტომ მოხდა ასე. ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და
  სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს,
  მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალ‐
  ხებში ითქვიფება, ილექება, საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექ‐
  მნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორე‐
  ბა ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის
  საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ჯერ კი‐
  დევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ,
  თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ
  ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს, თუნდაც განათლებისა
  და კულტურის სამინისტროების მიერ გამოტანილი და ქვეყნის‐
  თვის აშკარად არასახარბიელო გადაწყვეტილებათა წინააღ‐
  მდეგ. მე მგონი, მთლად დალაგებულად ვერ ვპასუხობ თქვენს
  შეკითხვას, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, განა უკეთესის მოლოდი‐
  ნი არ მალაპარაკებს ამდენს?! დიახ, ერთხელ კიდევ ვადასტუ‐
  რებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემრჩა უკეთესის
  მოლოდინი. ქართული ფენომენი იმდენად უნიკალურია, მისი
  გაქრობა, მხოლოდ და მხოლოდ, ვიღაცის ნება-სურვილით,
  ვინც არ უნდა იყოს ის ვიღაცა, რასაკვირველია, გარდა უფლისა,
  ყოვლად შეუძლებელია. ყოვლად დაუშვებელიც. ასე რომ არ
  მწამდეს, მაშინ ხომ არც ჩვენი დღევანდელი საუბარი შედგებო‐
  და.
  – ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
  რომ ამოგარჩევინოთ, რომელს დამისახელებთ?
  – პრობლემა ნამდვილად ბევრი გვაქვს – ამას ვერც დავმა‐
  ლავთ, ვერც მივაფუჩეჩებთ – მაგრამ ჩვენთვის, ჯერჯერობით,
  მთავარი პრობლემა მაინც ფიზიკური გადარჩენაა. ვიდრე არსე‐
  ბობს (სამწუხაროდ, არსებობს) ჩვენი, როგორც ხალხის, გაქ‐
  რობის საფრთხე, ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მსჯელობა, მეტი
  რომ არ ვთქვათ, თავის მოტყუებაა, სიმართლისთვის თვალის
  არიდებაა, უფრო მეტიც, ბრძოლის ველიდან გაქცევაა და გავ‐
  რბივართ კიდე( არც ამის დამალვა დაგვაყრის ხეირს – სოკოე‐
  ბივით მრავლდება საზღვარგარეთ ქართული სათვისტომოები,
  რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის უაღრესად სახი‐
  ფათო მოვლენაა. რასაკვირველია, უმიზეზოდ არავინ მიდის,
  
You have read 1 text from Georgian literature.