🕙 29-minute read
მარტინ იდენი - 25
Total number of words is 3727
Total number of unique words is 1973
30.9 of words are in the 2000 most common words
43.9 of words are in the 5000 most common words
52.6 of words are in the 8000 most common words
ეცნობოდნენ ხოლმე, რომ სადილზე დაეპატიჟნათ. და მარტინი თავისდაუნებურად
ჩაუფიქრდა ამ პატარა მოვლენას, რაც ფაქტობრივად დიდი გამოდგა. ბერნარდ
ჰიგინბოთამმაც კი დაპატიჟა. ეს უკვე მეტისმეტი იყო — მარტინი გაშრა. გაახსენდა
საშინელი შიმშილის დღეები, როცა კაციშვილი არ ეპატიჟებოდა. არადა, სადილი
სწორედ მაშინ სჭირდებოდა, უჭმელობით ღონეს კარგავდა, ძალა ელეოდა, ერთიანად
ჩამოხმა. ეს იყო სწორედ პარადოქსი: როცა შიოდა — არავინ ეპატიჟებოდა სადილად;
ახლა კი, როცა ასი ათასი სადილის დაკვეთა შეუძლია და მადასაც თანდათანობით
კარგავს, ყოველი მხრიდან სადილს აჩრიან! რატომ? ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ არ
დაუმსახურებია! მას შემდეგ სულ არ შეცვლილა მარტინი. რაც კი რამ დაწერა,
სწორედ მაშინ, იმ შიმშილის დროს! მისტერ და მისის მორზმა ზარმაცი და უსაქმური
შეარქვეს, რუთის პირით შეუთვალეს, კანტორაში კლერკად მოეწყვეო, მიუხედავად
იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ, რა საქმეს ეწეოდა მარტინი. ყველა ხელნაწერს,
რასაც რუთს აძლევდა წასაკითხად, ისინიც კითხულობდნენ. სწორედ იმ
ხელნაწერებმა გაუთქვეს სახელი, გაზეთები აალაპარაკეს, ხოლო რაკი სახელი
გაუვარდა და გაზეთის ფურცლებზე მოხვდა, აგერ, ახლა, სადილზეც ეპატიჟებიან!
ერთი რამ აშკარა იყო: მორზებს სულაც არ ენაღვლებოდათ არც მარტინი და არც
მისი შემოქმედება. ასე რომ, მისი კაი ბიჭობის გამო, ან მისი ნაწარმოებების
სურვილით კი არ ეპატიჟებოდნენ, არამედ მისი დიდების გამო, და — რატომაც არა?
— იმის გამო, რომ ახლა იგი ასი ათასი დოლარის პატრონი იყო. ბურჟუაზიულ
საზოგადოებაში კაცი ამით ფასდება, და მარტინი რას წარმოადგენდა, რომ მისთვის
გამონაკლისი გაეკეთებინათ, მაგრამ მარტინი ამაყი კაცი იყო. ასეთი დაფასება გულს
ურევდა. მას სურდა პირადი ღირსებებით დაეფასებინათ, ან შემოქმედებით, რაც,
ბოლოს და ბოლოს, მისი პირადი ღირსებების გამომხატველი იყო. სწორედ ასე
აფასებდა მას ლიზი. მის შემოქმედებასაც კი თითქმის არავითარ ანგარიშს არ უწევდა.
მას აფასებდა, პირადად მას. ასე აფასებდა ჯიმიც და ყველა ძველი ამხანაგი.
რამდენჯერ დაუმტკიცებიათ ეს წინათ, როცა მარტინი მათი განუყრელი იყო. ახლაც
დაამტკიცეს, იმ კვირა დღეს, შელ-მოუნდ-პარკში. მისი შემოქმედება სულაც არ
ენაღვლებოდათ. თვითონ ის უყვარდათ, მარტინ იდენი, თავიანთი ამფსონი და
ამხანაგი, კაი ბიჭი, რომლის გულისთვისაც თავს დასდებდნენ.
ახლა რუთის ამბავიც ვნახოთ! მანაც პირადი ღირსებების გამო შეიყვარა მარტინი
— ეს უეჭველია. მაგრამ როგორადაც არ უნდა ყვარებოდა, ბურჟუაზიული ცხოვრების
წესი და შეხედულებანი უფრო ძვირფასი გამოდგა. მარტინის მწერლობა მას,
უმთავრესად, იმიტომ არ მოსდიოდა ჭკუაში, რომ ამ მწერლობას მაშინ ფული არ
შემოჰქონდა. აკი ამ თვალთახედვით შეაფასა «სატრფიალო ლირიკა». აკი ისიც არ
აძლევდა მოსვენებას, სამსახური დაიწყეო. მართალია, უფრო რბილი გამოთქმით
ეტყოდა ხოლმე, «რაიმე საქმეს მოეკიდეო», მაგრამ ეს ხომ იგივე იყო. მარტინმა
ყველაფერი წაუკითხა ქალს, რაც კი დაწერა — ლექსები, მოთხრობები, სტატიები —
«ვიკი-ვიკი», «მზის სირცხვილი»... ყველაფერი. რუთი კი ჯიუტად ჩასჩიჩინებდა,
სამსახურში მოეწყვე, სამუშაო გაიჩინეო. ღმერთო დიდებულო! თითქოს არ
მუშაობდა, უძილობით თვალებს არ იღამებდა, ჯანის სიმრთელეს არა ფლანგავდა,
რათა მისი ღირსი გამხდარიყო!
233
ამრიგად, ეს პატარა საკითხი გადიდდა და გაიზარდა. სავსებით ჯანმრთელი და
ნორმალური იყო, არც საჭმელს იკლებდა, არც ძილს, მაგრამ ის პატარა საკითხი
აეკვიატა და მოსვენებას არ აძლევდა. ეს ხომ მაშინვე ჰქონდა დაწერილი! ტვინს
უხვრეტდა ეს ფრაზა. იჯდა ბერნარდ ჰიგინბოთამის პირდაპირ კვირა დღეს,
სადილად, და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეყვირა:
«ეს ყველაფერი ხომ მაშინვე მქონდა დაწერილი! ახლა სადილზე მეპატიჟებით,
მაშინ კი მაშიმშილებდით, სახლიდან გამაგდეთ, შემაჩვენეთ, რატომ სამსახურში არ
მოეწყობიო. ეს მოთხრობები და სტატიები კი უკვე დაწერილი მქონდა. ახლა
თვალებში შემომციცინებთ, პირზე მომდგარ სიტყვასა წყვეტთ და ჩუმდებით, როცა
შემატყობთ, მე ვაპირებ დალაპარაკებას, გაფაციცებით უგდებთ ყურს, თუ რის თქმას
ვინებებ: პირში გეუბნებით, თქვენი პარტია დალპა, მექრთამეებით გაივსო-მეთქი,
თქვენ კი, — ნაცვლად იმისა, რომ გაცოფდეთ, — ტკბილად კრუტუნებთ,
მეთანხმებით კიდეც, ბევრი რამ მართალია მაგ შენს სიტყვებშიო. რატომ? იმიტომ
რომ სახელი გამივარდა. დიდძალი ფულის პატრონი გავხდი. იმიტომ კი არა, რომ
მარტინ იდენი ვარ, კარგი ბიჭი, ჭკუა არ მაკლია! უცებ რომ ავდგე და ვთქვა, მთვარე
მწვანე ყველისაგან არის გაკეთებული-მეთქი, თქვენ კვერს დამიკრავთ, — ყოველ
შემთხვევაში, არ შემედავებით, — იმიტომ რომ დოლარები მიჩხრიალებს, მთა
მიდგას დოლარებისა. მაგრამ აკი ყველაფერი ეს მაშინვე მქონდა დაწერილი, როცა
თქვენ ფეხის მტვრადაც არ მაგდებდით და სახეში მაფურთხებდით.
მაგრამ მარტინმა თავი შეიკავა და არ იყვირა. ტვინს უხვრეტდა ეს ფიქრი, არ
შორდებოდა, აწვალებდა, მაგრამ მოთმინებით იღიმებოდა. როცა მარტინი
დადუმდებოდა, ბერნარდ ჰიგინბოთამი მოუშვებდა სადავეებს და გაიტლიკებოდა.
თავი მოჰქონდა — მე თვითონ, საკუთარი მეცადინეობით მივაღწიე ცხოვრებაში
ყველაფერსო. მე თვითონ, ხელი არავის წამოუშველებია, არავის ვალში არა ვარო. ჩემს
მოქალაქეობრივ ვალს ვასრულებ, ამოდენა ოჯახს ვინახავო. მართლაც, ჰიგინბოთამის
დუქანი, მისი შრომისმოყვარეობისა და უნარის შესანიშნავი ძეგლი იყო! ზოგს
საკუთარი ცოლი არ ეყვარება ისე, როგორც მე ეს დუქანი მიყვარსო. გული
გადაუშალა მარტინს, უამბო, რა განუზომელი შრომა და ენერგია დასჭირდა დუქნის
მოწყობასა და საქმის მოგვარებას. ახალი გეგმებიც ჰქონდა, კაი გაბედული გეგმები.
მოსახლეობა მატულობს ამ უბანში, დუქანი კი პატარაა, ვეღარ აუდის. ცოტა უფრო
დიდი შენობა რომ ჰქონდეს, ისეთ რამეებს მოაწყობს, რაც ფულსაც დაუზოგავს და
ენერგიასაც. ახლავე შემეძლო ამის გაკეთებაო. ნეტა იმას ვეღირსებოდე, რომ
მეზობელი ნაკვეთიც შემოვიერთოო, მაშინვე ორსართულიან სახლს მივადგამ ამ ჩემს
დუქანსო. ზემო სართულს გააქირავებდა, ქვემო სართულებს კი გააერთიანებდა, დიდ
დუქანს მოაწყობდა. ახალი აბრა რომ წარმოიდგინა, რომელიც ორივე შენობას
გადასწვდებოდა, თვალები გაუბრწყინდა.
მარტინი აღარ უგდებდა ყურს. ტვინს კვლავ ის ფრაზა უხვრეტდა: «ეს ყველაფერი
ხომ მაშინვე მქონდა დაწერილი!» ლამის გააგიჟა ამ ფრაზამ, სცადა როგორმე
მოეშორებინა.
— რაო, რამდენი დამიჯდებაო? — ჩაეკითხა იგი უცებ.
სიძე უკვე ენად იყო გაკრეფილი, სავაჭროს გაფართოებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ
ერთბაშად შედგა. რამდენი დამიჯდებაო, ეს არც კი უხსენებია, მაგრამ იცოდა კი,
ათასჯერ ჰქონდა გამოანგარიშებული.
— ახლანდელი ფასების მიხედვით, — თქვა მან, — ოთხი ათასი დაჯდება.
— აბრის ჩათვლით?
— აბრა არ მიმითვლია. შენობა იყოს და აბრას კი მოვუხერხებ რამე.
234
— მიწა?
— სამი ათასი მიწასაც დასჭირდება.
წინ გადაიწია, გამშრალ ტუჩებს ენით ილოკავდა, ნერვულად შლიდა და კეცავდა
თითებს და თვალს არ აშორებდა მარტინს, რომელიც ჩეკის გამოწერას შეუდგა. როცა
გაუწოდა ჩეკი, მაშინვე თანხას დახედა — შვიდი ათასი დოლარი იყო.
— ექვს... ექვს პროცენტზე მეტს ვერ შემოგთავაზებთ, — ხმა ჩაეხრინწა
ჰიგინბოთამს.
მარტინს გაცინება მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა და ჰკითხა:
ეს რამდენი იქნება?
— აბა, ვნახო. ექვსი პროცენტი... ექვსჯერ შვიდი... ოთხას ოცი.
— თვეში ოცდათხუთმეტი დოლარი გამოდის, არა?
ჰიგინბოთამმა თავი დაუქნია.
— მაშინ, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, ასე შევთანხმდეთ, — მარტინმა
გერტრუდას გადახედა, — თავნი მთლიანად თქვენი იყოს, ოღონდ იმ პირობით, რომ
მაგ ოცდათხუთმეტი დოლარით მზარეული და მრეცხავი დაიქირავო. ერთი
სიტყვით, სულ თქვენი იქნება ის შვიდი ათასი დოლარი, გერტრუდას თუ აღარ
გააკეთებინებთ მძიმე საოჯახო საქმე.ს თანახმა ხართ?
მისტერ ჰიგინბოთამმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. იმის მოთხოვნა, რომ ცოლს
საოჯახო საქმე არ ეკეთებინა, მის წუწურაქულ სულს შეურაცხმყოფელად ეჩვენა.
ასეთი გულუხვი საჩუქარი — მწარე პილულის კაპსულში გახვევა ყოფილა. ცოლმა არ
იმუშაოს? გაშრა კაცი!
— კი, ბატონო, — უთხრა მარტინმა, — მე გადავიხდი მაგ ოცდათხუთმეტ
დოლარს, ოღონდ...
ჩეკისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ბერნარდ ჰიგინბოთამმა დაასწრო და შესძახა:
— თანახმა ვარ! თანახმა ვარ!
ტრამვაიში რომ ადიოდა, საშინელი დაქანცულობა და მოთენთილობა იგრძნო.
ქუჩაში გამოშვერილ აბრას გახედა.
— ღორი! — კბილებში გამოცრა მან, — ღორი! ღორი!
«მარჩიელი» რომ გამოქვეყნდა ჟურნალ «მაკინტოშში», ბერთიესა და უენის
ნახატებით დამშვენებული, ჰერმან შმიდტს სულ დაავიწყდა, რომ ამ ლექსს ერთხელ
სამარცხვინო უწოდა. საქვეყნოდ აცხადებდა, ჩემი ცოლის შთაგონებულია ეს ლექსიო,
ცდილობდა ამ ხმას რეპორტიორის ყურამდე მიეღწია; თანახმა გახდა ინტერვიუც
მიეცა რეპორტიორისათვის, რომელსაც ფოტოგრაფი და მხატვარი მოჰყვნენ. საკვირაო
დამატებაში მთელი გვერდი დაუთმეს ამ ამბავს — გამოქვეყნდა მერიენის სურათი,
ათასნაირი ინტიმური წვრილმანი მარტინ იდენისა და მისი ოჯახის ცხოვრებიდან,
მსხვილი ასოებით დაბეჭდილი სრული ტექსტი «მარჩიელისა», რომელიც
«მაკინტოშის» საგანგებო ნებართვით გადმობეჭდეს. ამან სულ ააფორიაქა
მეზობლები, ქალები ამაყობდნენ — ამოდენა მწერლის და ჩვენი ნაცნობიაო, ვისაც
ჯერ არ შეეძლო ნაცნობობით დაეკვეხნა, ახლა ეშურებოდა გაცნობას, ჰერმან ფონ
შმიდტი სიხარულით ცმუკავდა თავის სახელოსნოში. ამ მოვლენის აღსანიშნავად
გადაწყვიტა ახალი დაზგა დაედგა.
— ყოველგვარ რეკლამას აჯობებს, — უთხრა მან მერიენს, — არც არაფერი
დაგვიჯდება.
— მოდი, სადილზე მოვიპატიჟოთ, — ურჩია ცოლმა.
მარტინი მართლაც ეწვია მათ სადილზე. ცდილობდა თავაზიანობა გამოეჩინა
ჩასუქებულ ყასაბთან და მის კიდევ უფრო გასიებულ ცოლთან. ეტყობოდა, საჭირო
235
ხალხი იყო, გამოადგებოდა ჰერმან შმიდტისთანა ახალგაზრდა კაცს, რომელიც, ის
იყო, კარიერას იწყებდა. არც გახდიდნენ მას თავიანთ სტუმრობის ღირსად, მაგრამ
გაიგეს, სახელმოხვეჭილი ცოლისძმაც ეყოლება სადილადაო, მივიდნენ, ანკესზე
წამოგებულ მოსატყუებელივით გამოდგა ეს ფაქტი. ამავე საქნიერმა მიიტყუა
აგრეთვე წყნარი ოკეანის საველოსიპედო სააგენტოს მთავარი მმართველი. ამ კაცის
სიამოვნება და მოთაფლვა სურდა განსაკუთრებით ფონ შმიდტს, რადგან მისი
შემწეობით შეეძლო მიეღო ოუკლენდის საველოსიპედო საგენტოს უფროსობა. ასე
რომ, ჰერმან ფონ შმიდტმა, საბოლოოდ, დიდ სიკეთედ მიიჩნია მარტინის მოყვრობა,
თუმცა გულის სიღრმეში ვერანაირად ვერ მიმხვდარიყო, როგორ მოხდა ყველაფერი
ეს. ღამის სიჩუმეში, როცა ცოლს უკვე ეძინა, წამოდგებოდა და მარტინის
მოთხრობებსა და ლექსებს უკირკიტებდა, და სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა
ხალხის სისულელეში, თორემ ამ წიგნებს ისე ვინ იყიდდაო!
მარტინს მშვენივრად ესმოდა საქმის ვითარება, სკამს გადასწოლოდა, ფონ
შმიდტის სიფათს მიშტერებოდა და ხელი ექავებოდა, გულში ფიქრობდა, რა მადლი
იქნება ამ თავგასიებული ჰოლანდიელის მობეთქვაო! თუმცა ერთი რამე მაინც
მოსწონდა მისი. ხომ ასეთი ღატაკი იყო, ხომ ასე გამწარებით ცდილობდა
გამდიდრებასა და წინ წაწევას, მოსამსახურე მაინც დაექირავებინა, რათა მერიენი
მძიმე სამუშაოსაგან თავისუფალი ყოფილიყო. მარტინი ელაპარაკა საველოსიპედო
სააგენტოს უფროსს, ნასადილევს კი ჰერმანი განზე გაიხმო და დაფინანსება აღუთქვა,
ოუკლენდში ყველაზე კარგ საველოსიპედო მაღაზიას თუ გახსნიო. ეგეც არ აკმარა,
საავტომობილო სახელოსნოსა და გარაჟზე გეჭიროს თვალიო, უთხრა, რადგან ეჭვი არ
იყო, იგი ორივე საქმეს მშვენივრად გაართმევდა თავს.
გამომშვიდობების დროს, თვალზე ცრემლმომდგარმა მერიენმა ხელები მოხვია
მარტინს და უთხრა — გაგიჟებით მიყვარხარ და მუდამაც მიყვარდიო. მართალია,
ბოლო სიტყვებზე ცოტათი წაბორძიკდა, ცრემლები მოეძალა, კოცნა დაუწყო, და
მარტინი მიხვდა, რომ ამით იგი პატიებასა სთხოვდა ძველი ურწმუნოებისა და
უნდობლობის გამო, როცა დაჟინებით ჩასჩიჩინებდა, სამსახურში მოეწყვეო.
— ხომ ხედავ, ფული ჯიბეში არ უჩერდება, — გაენდო ჰერმან ფონ შმიდტი ცოლს,
— სარგებელი რომ ვუხსენე, ლამის გაცოფდა. არც შენი თავნი მინდა და არც შენი
სარგებელიო, კიდევ თუ დაგცდენია, მაგ ჰოლანდიურ გოგრას სულ წაგაგლეჯო!
სწორედ ასე მითხრა — ჰოლანდიურ გოგრასო! საქმის კაცი ვერ არის, მაგრამ ისე
კარგი ბიჭია. ყოველ შემთხვევაში, მე კი ამაშენა!
სულ უფრო და უფრო ხშირად ეპატიჟებოდნენ სადილად მარტინს. გაკვირვებული
იყო კაცი. ბოჰემიურ კლუბში მიიწვიეს ბანკეტზე, საპატიო სტუმრად. ირგვლივ სულ
ცნობილი ხალხი ეხვია, რომელთა შესახებ ბევრიც წაეკითხა თავის სიცოცხლეში და
ბევრიც გაეგონა. როგორც კი თქვენი «ზარის ძახილი» და «ფერია და მარგალიტი»
წავიკითხეთ, მაშინვე მივხვდით, რომ დიდი მწერალი გამოჩნდაო, განუცხადა ამ
ხალხმა. «ღმერთო ჩემო, მე კიდევ იმ დროს მშიერი და ჩამობრანძული დავდიოდი!»
გაიფიქრა მარტინმა. «მაშინ რატომ არ დამპატიჟეთ სადილზე? სწორედ მაშინ
მჭირდებოდა. ეს ყველაფერი ხომ მაშინვე მქონდა დაწერილი! ახლა თუ მაჭმევთ
საჭმელს ჩემი ნაწერების გამო, მაშინ რატომ არ მაჭამეთ, როცა მშიერი ვიყავი? ერთი
სიტყვაც კი არ შეცვლილა მას შემდეგ არც «ზარის ძახილში» და არც «ფერიასა და
მარგალიტში». არა, ჩემი ნაწერების გამო არ მეპატიჟებით, საპატიო საქმედ იქცა ჩემი
დაპატიჟება. პირუტყვები ხართ და იმიტომ მეპატიჟებით, ჯოგი ხართ, ბრბო ხართ,
ბრმა, ჯოგურ ინსტინქტს აჰყოლიხართ, ეს ინსტინქტი გეუბნებათ, დაპატიჟეო, და
თქვენც მეპატიჟებით. მარტინ იდენი და მისი შემოქმედება სულაც არ
236
გაინტერესებთ». გაიფიქრა მან და წამოდგა, რათა გონებამახვილურ და ჭკვიანურ
სადღეგრძელოზე ასევე გონებამახვილური და ჭკვიანური პასუხი მიეცა.
ასე გადიოდა დრო. საცა არ მოხვდა — რომელ კლუბსა თუ ლიტერატურულ
საღამოზე — ყველგან «ზარის ძახილსა» და «ფერიასა და მარგალიტს» უხსენებდნენ
ხოლმე: როგორც კი დაიბეჭდა, მაშინვე მივხვდით, რა მწერალიც მოგვევლინაო. და
მუდამ ერთი და იგივე მტანჯველი ფიქრი მოუვიდოდა მარტინს — «რატომ მაშინ არ
დამპატიჟეთ? ეს ყველაფერი ხომ მაშინვე მქონდა დაწერილი! «ზარის ძახილსა» და
«ფერიასა და მარგალიტში» იოტისოდენა არაფერი შემიცვლია. რა ოსტატურად
დაწერილი და უნაკლო ქმნილებაც ახლაა, მაშინაც ის იყო. მაგრამ არა, თქვენ ამის
გამო არ მეპატიჟებით, არც სხვა რომელიმე მოთხრობისა თუ ლექსის გამო. იმიტომ
მეპატიჟებით, რომ მოდად იქცა ეს, იმიტომ რომ მთელი ბრბო ჭკუას ჰკარგავს ახლა,
როგორმე ჩქარა დაპატიჟოს მარტინ იდენი».
და ხშირად ასეთ წუთებში, თვალწინ წარმოუდგებოდა ორბორტიან ქურთუკში
ჩაცმული, სტეტსონის ქუდწამოკოსებული თავზეხელაღებული ბიჭი. ასე მოუვიდა
ერთხელ ოუკლენდში, როცა ქალთა კლუბში იყო მიწვეული ლიტერატურულ
საღამოზე. როცა ადგილიდან წამოდგა და ესტრადისკენ დაიძრა დიდ დარბაზში,
უკან, შემოსასვლელთან, ეს თავზეხელაღებული ბიჭი დაინახა! ორბორტიანი
ქურთუკი ეცვა და მაგარფარფლიანი ქუდი ეხურა... ხუთასმა დიდებულად
გამოწყობილმა მანდილოსანმა უკან მიღრიცა თავი, დაინტერესდნენ, ასე რას
გაუშტერა თვალიო. მაგრამ ვერაფერი დაინახეს, გასასვლელი ცარიელი იყო. მარტინი
კი დაჟინებით შეჰყურებდა და ფიქრობდა, აბა ქუდს თუ მოიხდისო; უქუდოდ
ერთხელაც არ მოსჩვენებია ეს ყმაწვილი. ჯიქურ წამოვიდა ბიჭი, დარბაზი გამოიარა
და ესტრადაზე ამოვიდა. მარტინს ლამის ცრემლები წასკდა, შეჰყურებდა თავისივე
ბავშვობის მოჩვენებას და სევდა იპყრობდა, როცა ითვალისწინებდა მთელ იმ გზას,
რაც ამ ყმაწვილს უნდა გაევლო. მოჩვენებამ ესტრადა გადმოსჭრა, მარტინთან მივიდა
გაჰქრა. ხუთასმა მანდილოსანმა ნაზად შემართა ხელთათმნიანი ხელები და ტაში
შემოჰკრა, დიდი და საპატიო სტუმარი გაამხნევეს, რომელმაც უცებ დაიმორცხვა და
ენა დაება. მარტინმა მოჩვენება თავიდან მოიშორა, გაიღიმა და ლაპარაკი დაიწყო.
სკოლის დირექტორმა — კეთილმა მოხუცმა კაცმა — ერთხელ ქუჩაში გააჩერა
მარტინი და გაახსენა, რა ალიაქოთი და ვაიუშველებელი ატყდა კანცელარიაში, როცა
მარტინი ჩხუბისათვის სკოლიდან დაითხოვეს.
— წავიკითხე თქვენი «ზარის ძახილი» რომელიღაც ჟურნალში, — უთხრა მან, —
კარგა ხანია მას შემდეგ, — ედგარ პოს არ ჩამოუვარდება. ბრწყინვალეა. მაშინვე
ვთქვი, ბრწყინვალეა-მეთქი!
«მართლა? ორჯერ შემომხვდი იმხანად ქუჩაში და ზედაც არ შემოგიხედავს,
თითქოს ვერც მიცანი», — თითქმის ხმამაღლა წარმოთქვა მარტინმა, — ერთხელაც და
მეორედაც შიმშილით კუჭი მიხმებოდა, მევახშესთან მივდიოდი ნივთების
დასაგირავებლად. ხომ დაწერილი მქონდა მაშინ ყველაფერი. შენ კი ვერც მიცანი.
ახლა როგორღა მიცანი?»
— ცოლს ვეუბნებოდი სწორედ იმ დღეს, — განაგრძობდა დირექტორი, — კარგი
იქნება სადილად მოვიპატიჟოთ-მეთქი. ცოლიც დამეთანხმა მაშინვე, უყოყმანოდ.
— სადილად? — თითქმის შეჰკივლა მარტინმა.
— დიახ, სადილად... რა თქმა უნდა... შენს ძველ დირექტორთანაც გატეხე პური,
აი, შე ოინბაზო! — მიუგო დაბნეულმა დირექტორმა და მუჯლუგუნი წაჰკრა,
ძმაბიჭურ ხუმრობაში გაუტარა.
გაოგნებულმა მარტინმა გზა განაგრძო. კუთხეში შეჩერდა და მოხუცს გახედა.
237
— დალახვროს ეშმაკმა! — წაიბუტბუტა თავისთვის, — მგონი, დავაფეთე
ბერიკაცი!
თავი ორმოცდამეხუთე
ერთ დღეს კრეისი ესტუმრა მარტინს და მარტინიც გულმხიარულად შეეგება.
რაღაც უცნაური პროექტი გააცნო, რასაც მარტინი უნდა დაეინტერესებინა, როგორც
მწერალი და არა როგორც დამფინანსებელი. ჯერ ისევ პროექტს აცნობდა, რომ
ერთბაშად შედგა და უთხრა — უმეტესი ნაწილი იმ შენი «მზის სირცხვილისა»
ნამდვილი სიგიჟეაო.
— მაგრამ ფილოსოფიური პაექრობის გასამართავად არ მოვსულვარ, — განაგრძო
კრეისმა, — მე მაინტერესებს გავიგო, ჩვენს ახალ საქმეში დააბანდებენ თუ არა ათას
დოლარს?
— არა, — მიუგო მარტინმა, — ჯერ მასე არ გავგიჟებულვარ. მაგრამ იცით, რას
ვიზამ. თქვენთან გატარებული საღამო ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი იყო ჩემს
ცხოვრებაში. ისეთი რამე მომეცით მაშინ თქვენ, რასაც ფულით ვერ იყიდი. მე ახლა
ფულიანი კაცი გავხდი და ეს ფული არაფრად მიმაჩნია. დიდი სიამოვნებით
მოგცემდით ათას დოლარს ისე, უბრალოდ, იმ ღამის აღსანიშნავად. თქვენ ფული
გჭირდებათ. მე საჭიროზე მეტი მაქვს. წაიღეთ, თქვენი იყოს. ოღონდ არავითარი
პროექტები საჭირო არ არის.
კრეისს სულაც არ შეტყობია გაკვირვება. ჩეკი გამოართვა და ჯიბეში იკრა.
— ასე თუა, მაგისთანა ღამეებს ბევრს მოგიწყობთ, — უთხრა მან.
— გვიანღაა, — თავი გააქნია მარტინმა, — ის ჩემთვის ერთადერთი ღამე იყო.
თითქოს სამოთხეში მოვხვდი. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ჩვეულებრივია. ჩემთვის —
არა. ამისი განმეორება აღარ შეიძლება. ფილოსოფია უკვე აღარ მაინტერესებს,
გაგონებაც აღარ მინდა.
— პირველად გავაკეთე ფული ჩემი ფილოსოფიით, — თქვა კრეისმა და კართან
შეჩერდა, — მაგრამ აქციები ხელადვე დაეცა.
ერთხელ მისის მორზმა ჩაიარა კარეტით ქუჩაში და ღიმილით დაუკრა მარტინს
თავი. მარტინმაც გაუღიმა და ქუდი მოუხადა. თითქოს არაფერიო — გულგრილად
გაიარა მარტინმა. ერთი თვის წინათ ან გულს აურევდა ეს შეხვედრა მარტინს, ან
გაართობდა, ახლა კი არაფერი — არავითარი გრძნობა არ აღუძრავს მისთვის. მაშინვე
დაავიწყდა, ისევე როგორც დაავიწყდებოდა, მაგალითად, ცენტრალური ბანკის, ან
რატუშის წინ ჩავლა. მაგრამ მისი გონება ზედმეტი დაძაბულობით მუშაობდა. ერთი
და იგივე აკვიატებული ფიქრი უტრიალებდა თავში — «ყველაფერი
დამთავრებულია!» გაიღვიძებდა — ეს ფიქრი უტრიალებდა. ყველაფერი, რასაც კი
ირგვლივ ხედავდა, აღიქვამდა, ამ ფიქრს უკავშირდებოდა ხოლმე — «ყველაფერი
დამთავრებულია!» ასე, თანდათანობით, იგი ულმობელ ლოგიკამდე მივიდა — რომ
არაფერი იყო, არარაობას წარმოადგენდა. თავზეხელაღებული ბიჭი მარტ იდენი,
მეზღვაური მარტ იდენი მართლაც იყო, მართლაც არსებობდა; მაგრამ
სახელგანთქმული მწერალი მარტინ იდენი არასოდეს არ არსებულა; მარტინ იდენი,
სახელგანთქმული მწერალი, ბრბომ მოიგონა, მის ტვინში აორთქლდა და ჩაისახა და
მერე თავზეხელაღებული ბიჭისა და მეზღვაურის სხეულში ჩაასახლა. მაგრამ
თვითონ ხომ იცოდა საქმის არსი, ვინ გაასულელებდა და დააჯერებდა ამის
სიმართლეში. არა, იგი არ ყოფილა ლეგენდა, კერპი, რომლის წინაშეც ბრბო ქედს
238
იხრიდა და მსხვერპლად სადილები მიჰქონდა. ეს ყველაფერი კარგად იცოდა
მარტინმა.
გადაშლიდა ჟურნალებს და სტატიებს კითხულობდა, მასზე დაწერილს, საკუთარ
ფოტო-სურათებს ათვალიერებდა, იმდენი იყო ეს ფოტოები, იმდენს ათვალიერებდა,
რომ ბოლოს საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. ყმაწვილი კაცი იყო იგი — ცხოვრობდა,
უყვარდა, თრთოდა, ცხოვრების უკუღმართობას მოთმინებით იტანდა, ხალხს
ადვილად ეგუებოდა; ბევრს დაეხეტებოდა. უცხო ქვეყნები მოიარა, თავის
ძმაბიჭებთან ერთად რამდენი უჩხუბია; ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნს რომ ჰკიდა
თვალი, გაოგნდა, ენა დაება, მაგრამ მერე თვითონვე წაიკითხა ეს წიგნები, თავისით
გაიკვლია გზა; ღამეებს ათენებდა, ნავთს დაუზოგავად სწვავდა, ლოგინში დეზებს
იგდებდა და წიგნებს წერდა... აი, ეს იყო მარტინ იდენი, და არა ის ამოუყორავი
ვაჟბატონი, რომლის გასაძღომადაც ბრბო თავს იკლავდა.
ზოგჯერ ისეთი მასალაც გამოერეოდა ჟურნალში, რაც მარტინს ართობდა ხოლმე.
ერთმანეთს ეცილებოდნენ — ყველა თავის დამსახურებად მიიჩნევდა მარტინ იდენის
აღმოჩენას. «უორენის ყოველთვიური» თავის ხელმომწერლებს არწმუნებდა — ჩვენი
ჟურნალი ერთთავად ახალი ტალანტების ძიებაშია და მარტინ იდენი პირველად
სწორედ ჩვენ გავაცანით მკითხველსაო. «თეთრ თაგვს» თავისი პრეტენზია ჰქონდა,
ასევე ებღაუჭებოდნენ მარტინს «ჩრდილოეთის მიმომხილველი» და «მაკინტოში»;
ბოლოს ეგენი გააჩუმა «გლობუსმა», რომელმაც დიდის ამბით მოაგონა მკითხველებს
დაჩეხილ-დამახინჯებული «ზღვის სიმღერა». «სიჭაბუკემ და სიბერემ», რომელმაც
კვლავ იწყო გამოსვლა, რაკი კრედიტორებს დაუსხლტა, თავისი პრიორიტეტი
მოითხოვა ამ საქმეში, თუმცა ამ ჟურნალს ფერმერის ბავშვებს გარდა კაციშვილი არ
კითხულობდა. «ტრანსკონტინენტურმა» სარწმუნო და დასაბუთებული ფაქტები
მოიშველია, მარტინ იდენი ჩვენი აღმოჩენილიაო, ამას «კრაზანა» ჩაუდგა კრიჭაში —
«ფერია და მარგალიტი» ხომ ჩვენ გამოვაქვეყნეთო. «სინგლტსისა და დარნლეის»
მოკრძალებული პრეტენზია საერთო აურზაურში შთაინთქა: ამ გამომცემლობას
საკუთარი ჟურნალი არ ჰქონია, რომ უფრო გაბედულად დაეცვა თავისი უფლებები.
გაზეთები გამწარებით უთვლიდნენ ჰონორარს. როგორღაც, ზოგიერთი ჟურნალის
შეთავაზებული გულუხვი ჰონორარის ამბავი გახმაურდა და ქვეყანას მოედო.
ოუკლენდელი მღვდლები მეგობრული შეგონებით მოუწოდებდნენ, მოწყალება
გაიღეო: შემწეობის თხოვნის წერილებმა აიკლეს, მაგრამ ყველაზე უარესი მაინც
ქალები იყვნენ. მარტინის ფოტო-სურათები ქვეყანას მოედო, რეპორტიორები
განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის გამოკვეთილ, ბრინჯაოსფერ სახეს,
ნაიარებს, ფართო მხარ-ბეჭს, ნათელ, მშვიდ თვალებს, ოდნავ ჩავარდნილ,
ასკეტისებურ ღაწვებს. ამ ბოლო შენიშვნაზე მარტინს თავისი ფეთიანი
ახალგაზრდობა გაახსენდა და ჩაეცინა. ქალების საზოგადოებაში რომ მოხვდებოდა,
ხშირად შეუნიშნავს მათი წყლიანი აღტაცებული გამოხედვა. მარტინს ეცინებოდა.
ბრისენდენის გაფრთხილება გაახსენდებოდა და კიდევ ჩაიცინებდა. ქალები
ვეღარაფერს დააკლებდნენ, ეს განვლილი საფეხურია.
ერთხელ ლიზის მიაცილებდა საღამოს სკოლაში. ლიზიმ შენიშნა, როგორ
დააკვირდა მარტინს ვიღაც კარგად ჩაცმული, მოხდენილი ქალი. დიდხანს არ
მოუშორებია თვალი. გამომწვევად მიშტერებოდა. ლიზი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს
და სიბრაზისაგან ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მარტინს არ გამოჰპარვია
ეს, არც ამის გამომწვევი მიზეზი გამოჰპარვია, და დაამშვიდა ლიზი — ამას უკვე
შევეჩვიეო, უთხრა, სულაც არ მოქმედებს ჩემზეო.
239
— მერე რატომ ყურადღებას არ მიაქცევ? — უთხრა ლიზიმ და თვალები
წამოენთო, — ავად ყოფილხარ და ეგ არის.
— ასე ჯანიანად ჩემს დღეში არა ვყოფილვარ. წონაშიაც კი ხუთი გირვანქა
მოვიმატე.
— განა სხეულის ავადმყოფობა — მე სულზე გეუბნები. თავში გემართება რაღაც.
მე რა ვარ და მეც კი შევნიშნე ეს.
მარტინი ჩაფიქრებული მიჰყვებოდა გვერდზე.
— ნეტა ჩქარა გაგივლიდეს, — მხურვალედ შესძახა ქალმა, — როგორ შეიძლება,
რომ ქალის ასეთი შემოხედვა შენისთანა კაცმა არაფრად ჩააგდოს! ეს ხომ
არაბუნებრივია. პატარა ბიჭებსაც კი ააფორიაქებს ასეთი შემოხედვა. შენ რა გჭირს
სამაგისო. ნეტა, მართლა გამოჩნდებოდეს ისეთი ქალი, რომ ერთი მაგრად
აგაფორიაქოს.
მიაცილა ლიზი საღამოს სკოლაში და «მეტროპოლში» დაბრუნდა.
ნომერში რომ შევიდა, სავარძელში ჩაეშვა და თვალი სივრცეს გაუშტერა. არც
ეძინა, არც არაფერზე ფიქრობდა. თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ არაფერს
ხედავდა. მხოლოდ შიგადაშიც წარსულის სურათები წარმოუდგებოდა; შეჰყურებდა
ამ სურათებს, მაგრამ უაზროდ, თითქოს სიზმარში ყოფილიყოს. ერთბაშად
გამოფხიზლდა და საათს დახედა. ჯერ რვა საათი იყო. საქმე არაფერი ჰქონია,
დაწოლაც მეტისმეტად ადრე იყო. ისევ გაუშტერდა თვალები, ისევ
წარმოისახებოდნენ და ქრებოდნენ სურათები. სულ ერთი და იგივე სურათები —
მცხუნვარე მზით განათებული ფოთლები და ბუჩქები.
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. არ ეძინა და ეს კაკუნი ასოციაციებით ხელად
დაუკავშირდა დეპეშას, წერილს, მსახურს, რომელსაც სამრეცხაოდან საცვლები
მოჰქონდა. ჯო გაახსენდა, ნეტა სად იქნებაო, გაიფიქრა, და მექანიკურად გასძახა:
— შემოდით!
ისევ ჯოხზე ფიქრობდა, კარისკენ არც კი მიბრუნებულა. გაიგონა, როგორ
ფრთხილად მიხურეს კარი. სიჩუმე ჩამოწვა, გადაავიწყდა კიდეც დაკაკუნება და
კვლავ სივრცეს გაუშტერა თვალი. უცებ ქალის ქვითინი ჩაესმა. ნერვიული ქვითინი
იყო, უცებ წამსკდარი, შეკავებული, მოგუდული. ეს მაშინვე შენიშნა მარტინმა,
როგორც კი თავი მიაბრუნა და ზეზე წამოხტა.
— რუთ! — შესძახა გაკვირვებულმა და დაბნეულმა.
გაწამებული და გაფითრებული სახე ჰქონდა ქალს. ზღურბლს აღარ
გამოსცილებოდა, ცალი ხელი კარისთვის ჩაევლო, მეორე კი ფერდზე მიედო. უცებ
მუდარით გაიშვირა ორივე ხელი და მარტინისკენ დაიძრა. მარტინმა ხელი შეაშველა
და სავარძელში ჩასვა. ქალს თითები გაყინული ჰქონდა. მარტინმა მეორე სავარძელი
მოაჩოჩა და სახელურზე ჩამოჯდა. ისე დაიბნა, რომ სიტყვაც ვეღარ დასძრა. მის
გულში რუთის სიყვარული უკვე გამქრალი და წერტილდასმული იყო. სასტუმრო
«მეტროპოლის» ნაცვლად უცებ «ცხელი წყაროს» სამრეცხაოში რომ შეეგდოთ და
მთელი კვირის ჭუჭყიანი სარეცხი დახვავებული დაეხვედრებინათ, რა გუნებაზედაც
მაშინ დადგებოდა, ახლაც ისეთივე განცდა დაეუფლა. რამდენჯერმე დააპირა
დალაპარაკება, მაგრამ ვერ მოახერხა.
— მე რომ აქა ვარ, ეს არავინ იცის, — ლამის ხმა ჩაუწყდა ქალს და საწყლად
გაიღიმა.
— რა სთქვი? — ჰკითხა მარტინმა.
თავისივე ხმამ გააკვირვა.
ქალმა გაიმეორა.
240
— ო! — წამოიძახა მარტინმა და დაფიქრდა, კიდევ რა შეიძლება ვთქვაო.
— დაგინახე, როცა შემოხვედი და ცოტა ხანს დავიცადე.
— ო! — კვლავ გაიმეორა მარტინმა.
ასე ენადაბმული თავის დღეში არ ყოფილა. აზრი დაჰფანტვოდა. შტერივით
იჯდა, გრძნობდა მთელს უხერხულობას, მაგრამ სიკვდილით რომ დამუქრებოდი,
სათქმელს მაინც ვერაფერს მოიფიქრებდა. ისევ «ცხელი წყაროს» სამრეცხაო აჯობებდა
— მკლავებს დაიკაპიწებდა და საქმეს შეუდგებოდა.
— და მერე შემოხვედი, ხომ! — ამისი თქმაღა მოახერხა ბოლოს.
რუთმა ერთგვარი სიკეკლუცით დაუქნია თავი და კაშნე მოიხსნა.
— ჯერ იქით მიმავალი დაგინახე, იმ გოგონას რომ მიჰყვებოდი.
— ჰო. საღამოს სკოლაში მივაცილე, — უბრალოდ თქვა მარტინმა.
— ჩემი ნახვა არ გაგიხარდა? — ჰკითხა ქალმა ახალი პაუზის შემდეგ...
— კი, როგორ არა! — სწრაფად მიუგო მარტინმა, — მაგრამ ვითომ არ დააშავე, აქ
რომ მოხვედი?
— ჩუმად შემოვიპარე. არავინ იცის, აქ რომ ვარ. შენი ნახვა მწყუროდა. რა
სულელი ვიყავი. აღარ შემეძლო უშენობა... გული სულ შენკენ მომიწევდა...
წამოდგა და მარტინს მიუახლოვდა. ხელი მხარზე ჩამოადო, სუნთქვა გაუხშირდა
და უცებ მკერდში ჩაუცურდა. მარტინი ხომ კეთილი და გულისხმიერი იყო, არ
უნდოდა გული ეტკინა ქალისათვის, ასეთ წუთებში ხელის კვრა კი ყველაზე უფრო
შეურაცხმყოფელი იქნებოდა, გულს ჩასწყვეტდა, ამიტომ ხელი გაშალა და მოხვია,
მაგრად მიიკრა. მაგრამ არც სითბო იგრძნობოდა ამ მოხვევნაში და არც ალერსი. ქალი
მიეხუტა მკერდზე, მერე ხელები მაღლა ააცოცა და კისერზე შემოაჭდო. მაგრამ
რუთის ხელები შეხებისაგან მარტინს ამჯერად ცეცხლი აღარ უგრძვნია, უხერხულად
იჯდა და რა ექნა, არ იცოდა.
— ასე რად კანკალებ? — ჰკითხა მან, — გცივა? გინდა, ბუხარს დავანთებ!
გაიწია, თავის განთავისუფლება და წამოდგომა სცადა, მაგრამ ქალი კიდევ უფრო
მაგრად მოეჭდო, მთელი ტანით ცახცახებდა.
— ნერვული კანკალია, — კბილის კაწკაწით უთხრა რუთმა, — ახლავე გამივლის.
აჰა! უკეთა ვარ.
თანდათანობით გაუარა კანკალმა. მარტინს გულში ჰყავდა ჩახუტებული, მაგრამ
უკვე აღარ უკვირდა. მიხვდა, რისთვისაც მოვიდა ქალი.
— დედაჩემს უნდოდა ჩარლი ჰეპგუდისთვის მივეთხოვებინე, — უთხრა მან.
— ჩარლი ჰეპგუდი! ეს ის ვაჟბატონია, განუწყვტლივ სისაძაგლეს რომ როშავს
ხოლმე?! — მარტინმა ამოიხვნეშა. მერე დასძინა: — ახლა კი, დარწმუნებული ვარ,
დედაშენის სურვილია, მე გამომყვე ცოლად!
ეს დარწმუნებით თქვა, კი არ შეჰკითხვია. და თვალწინ წიგნებში მიღებული
ჰონორარის ციფრები აუთამაშდა.
— ახლა წინააღმდეგი აღარ იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, — უთხრა რუთმა.
— ახლა უკვე შენს შესაფერადა მთვლის, არა?
რუთმა თავი დაუქნია.
— ჰო, მაგრამ ერთი ბეწოთიც არ შევცვლილვარ მას შემდეგ, რაც ჩვენი ნიშნობა
ჩაშალა, — ჩაფიქრებით თქვა მარტინმა, — რაც ვიყავი, ისევ ისა ვარ. იგივე მარტინ
იდენი... თუმცა არა, ცოტა უფრო უარესი — ახლა ისევ პაპიროსს ვეწევი. თუთუნის
სუნს ვერა გრძნობ?
241
პასუხად რუთმა ტუჩებზე თითი მიადო, კეკლუცად და გამომწვევად, კოცნას
ელოდა ძველებურადვე. მაგრამ მარტინის ტუჩები არც განძრეულა საალერსოდ.
დაუცადა, მანამ თითს მოაშორებდნენ და მერეღა განაგრძო:
— სულ არ შევცვლილვარ. სამსახურში არ დავდივარ. არც ვეძებ სამსახურს. ის კი
არადა, არც მომავალში ვაპირებ. ახლაც ძველებურადვე მწამს, რომ ჰერბერტ სპენსერი
უდიდესი და უკეთილშობილესი ადამიანია, ხოლო მოსამართლე ბლაუნტი —
გაუზრდელი ვირი. ამას წინათ ვიყავი მასთან სადილად და დავრწმუნდი, რაცა
ბრძანდება.
— მამაჩემს კი უარი უთხარი, სადილად რომ დაგპატიჟა — საყვედურით უთხრა
რუთმა.
— აჰ, შენ იცი ეს! ვინ მომიგზავნა? დედაშენმა?
რუთს არაფერი უპასუხნია.
— მაშ, დედაშენს მოუგზავნია. განა არა! ახლა კი აიღო და შენ გამოგგზავნა!
— კაციშვილმა არ იცის, მე რომ აქა ვარ, — შეესიტყვა რუთი, — შენ როგორ გგონია
— დედაჩემი ამის ნებას მომცემდა?!
— ჩემი ცოლობის ნება ხომ მოგცა, ეს ხომ ცხადია!
ქალმა გამწარებით შეჰკივლა.
— ო, მარტინ, ნუ იქნები ასეთი გულქვა. ერთხელაც არ მაკოცე. ქვასავით
უგრძნობელი გამხდარხარ. ვერა ხედავ, რა რისკი გავწიე, რა გავბედე?! — შიშის
კანკალით მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ამ გამოხედვაში ცნობისმოყვარეობაც იყო
არეული, — დაფიქრდი მაინც, სად მოვედი!
«თავს გავწირავ შენთვის. თავს გავწირავ!» ლიზის სიტყვები ჩაესმოდა მარტინს
ყურში.
— მაშინ რატომ ვერ გაბედე ეს? — მკვახედ ჰკითხა მარტინმა, — როცა არაფრის
მქონებელი ვიყავი? როცა ვშიმშილობდი? მაშინაც ხომ ასეთივე ვიყავი, იგივე მარტინ
იდენი, როგორც კაცი, როგორც მწერალი?.. ამ ბოლო დროს ხშირად ვკითხავ ხოლმე
ამას ჩემს თავს, და არა მარტო შენთან დამოკიდებულების გამო, არა, საერთოდ
ყველას მისამართით. ხომ ხედავ, რომ მას შემდეგ სულაც არ შევცვლილვარ. თუმცა
ისე ერთბაშად მომემატა ფასი, რომ მეც კი დაეჭვებული ვარ ახლა ამაში. იგივე კაცი
ვარ. იგივე ძვალრბილი, იგივე ათი თითი ხელებზედაც და ფეხებზედაც. არც ძალა
მომმატებია, არც ნიჭი, ტვინიც იგივე მაქვს, რაცა მქონდა. ლიტერატურასა და
ფილოსოფიაზედაც კი არ შემცვლია შეხედულება — იგივე დამრჩა. ახლაც იგივე ფასი
და წონა მაქვს, რაც მაშინ მქონდა, როცა არავის ვუნდოდი. ისღა მიკვირს, ახლა რატომ
ვუნდივარ ხალხს! ჩემი პირადი ღირსების მიზეზი არ უნდა იყოს ეს, რადგან მაშინაც
იგივე ღირსება მქონდა, როცა არავის ვუნდოდი. ეტყობა, სხვა რაღაცათი
დაინტერესდნენ, ისეთი რამეთი, რაც ჩემში კი არ არის, ჩემს გარეთაა, მე არ
მეკუთვნის. გითხრა, რა არის ის რაღაცა? საერთო აღიარება! მაგრამ ეს აღიარება ხომ
ჩემს გარეთ არის, მე არ მეკუთვნის, სხვების თავშია! ფულის გამოც დაინტერესდნენ,
მე ხომ დიდძალი ფულის პატრონი გავხდი და კიდევ ბევრი შემოდის. მაგრამ ფულიც
ხომ ცალკეა, ჩემს გარეთ — ბანკში დევს, ვიღაც ტომის, დიკისა და ჰარის ჯიბეში
ჩხრიალებს. შენც ამ აღიარებისა და ფულის გამო მობრუნდი.
— გულს რად მიხეთქავ! — ტირილი წასკდა ქალს, — შენ თვითონვე ხომ იცი, რომ
მიყვარხარ, რომ ამ სიყვარულმა მომიყვანა!

You have read 1 text from Georgian literature.
Next - მარტინ იდენი - 26
- Parts
- მარტინ იდენი - 01
- მარტინ იდენი - 02
- მარტინ იდენი - 03
- მარტინ იდენი - 04
- მარტინ იდენი - 05
- მარტინ იდენი - 06
- მარტინ იდენი - 07
- მარტინ იდენი - 08
- მარტინ იდენი - 09
- მარტინ იდენი - 10
- მარტინ იდენი - 11
- მარტინ იდენი - 12
- მარტინ იდენი - 13
- მარტინ იდენი - 14
- მარტინ იდენი - 15
- მარტინ იდენი - 16
- მარტინ იდენი - 17
- მარტინ იდენი - 18
- მარტინ იდენი - 19
- მარტინ იდენი - 20
- მარტინ იდენი - 21
- მარტინ იდენი - 22
- მარტინ იდენი - 23
- მარტინ იდენი - 24
- მარტინ იდენი - 25
- მარტინ იდენი - 26
- მარტინ იდენი - 27