Latin

ქვათა-ღაღადი - 1

Total number of words is 3762
Total number of unique words is 2013
20.3 of words are in the 2000 most common words
28.2 of words are in the 5000 most common words
33.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ილია ჭავჭავაძე
ქვათა ღაღადი
თბილისი
1994
«სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი» ილია ჭავჭავაძის
პოლემიკურ-პუბლიცისტური ნაშრომია. პირველად დაიბეჭდა
გაზეთ «ივერიაში» 1899 წელს გაგრძელებებით და
იმავე წელს გამოიცა ცალკე წიგნად. მოგვიანებით იგი
რუსულ ენაზეც დაისტამბა.
«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად ხელახალი გამოცემა
გამართლებულია იმით, რომ ნაშრომში განხილული
საუკუნის წინანდელი პრობლემები დღესაც აქტუალურია.
რადაქტორი
თენგიზ სანიკიძე
გამომცემლები:
დალი გვიჩიანი,
მზია მხეიძე,
ბუბა კუდავა
ქვათა ღაღადი
«ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს»...
რუსთაველი
ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა
სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ,
ანუ ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს
აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ
აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც
დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი,
სულელნი,
უსწავლელნი,
გაუნათლებელნი,
გაღატაკებულნი,
ფლიდნი,
პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლადიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც
ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან
გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა
დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და
დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი
ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ
შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპიელს თუ რუსს - საკუთარის თვალით
მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთა რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ,
მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც “თვისის
სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას”, სხვის ფეხის ხმას არ
აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახნოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის
გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიმც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას
ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე,
თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზვღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია(ვითომც
სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები”
ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა
მოწყალებით. თითონ ეს “ვრაციები” ვითარცა ერი არაფრად სახსენებელია, იმიტომ
რომ გაწყვეტისა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ
არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის
არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის
პატარა-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის
სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც
ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც
ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ თუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც
ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში
ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ
შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს
ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ
მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და
სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის
შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა.
მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან
დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის
დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის,
რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია,
რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი
სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუაგონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ
დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა
გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისას შევწამოთ, რომელიც მარტო
ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის.
თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად,
დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას: როგორ
ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის,
როგორც ვნახავთ.
ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც
მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ
იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსნება - დიდად
სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი
გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების
შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ
ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი
ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ
არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ
მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.
ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების
გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად
დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე
გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს
დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან,
რომ ერის სახელით წინათვე მოიბირებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და,
მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ
თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებელს
შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე
გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში.
ყოველ ამით ჰსურთ შვილდისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და
გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და
საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.
მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად
მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და
ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა
ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩარობენ და გარს
დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის
ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ
მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ
ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა
ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა
ჰღაღადებს მხოლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას
ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და
საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა
ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის
საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილი გული უბრალო გლეხკაცისაც. “კარგი ვარ, ამას ნუ
იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა”, ან: “ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს
მკვეხარი”[1], - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?
სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ
მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას
საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან
გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა
ხელი გვაქვს. ამისთანაებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და
უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება,
არავითარი სიკეთე არ გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი
ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს
უკლავს, - სხვას ჩემზე მეტი რად აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის
შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ
იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი
შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც
ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ
არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი
გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვაბათილებს და
სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების
მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.
დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს
ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა
გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდილ არიან უნიღაბოდ, უფერმარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დავგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ
მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ
ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკეებს, რომელნიც
განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა
მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო
ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ,
რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეთვრამეტე საუკუნის
დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა
სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოაწავებსო და ლიბერალობის შეგნებასაო.
უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან
ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.
ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა,
თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნუმუს-ახდილობისა, და არა
მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ,
მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია
ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის
ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, - იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ
ასტეხს, - განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის
ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია და დიდი ღვაწლითა და ზოგჯერ
სისხლის ნთხევითაცა...
...ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის
შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს. მართალს მხილებას, თუნდა
მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა.
ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის. რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის
გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ
საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია.
მსჯავრდაუდებელი ბოროტი - მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს
გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით
მორცხვიც გაურცხვდება”.
თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს,
ხმას გვაკმედინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ
მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას
პირში კაპს არ ამოსდებენ, რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ,
ქართველს ერს - დიახ, მთელს ქართველ ერს! - თავზე ლაფს ასხმენ ქვეყნის წინაშე და
საფლავს უთხრიან, როგორც წინათ ვთქვით. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა
ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: “კაცნო, რა მიჰქარავთ, რას მიედებ
მოედებით! თუ ჩვენი საკუთარი ღირსება რამ გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი,
- ეგებ სთქვით, თუ არა-და, რას ჩასციებიხართ მთელს ქართველობას, რაზედ
უტეხავთ სახელს, რაც მისია - ტყუილიად რა იჩემებთ? განა ქართველის ერის
ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი
გაგვეღება! განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ
დაჰკარგავს, ბევრიც რომ შორიდამ უბეროთ!” ერთ კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და
არც ამიღებს, იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას
გულწრფელობა, მართლმოყვარეობა, დიდსულოვნება უნდა და დღევანდელ
ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს და არც მესამეს.
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს
დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა
და მაგინებელს - ისიც გუნდს და არა მთელს ერს - ვიგერიებთ და იმის
თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზედ, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე,
მართალი ძვრიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი
აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ
და მთელი გუდა ტყულიებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის
გატეხვისათვისო. ეს სადაური სამართალია, სადური ლიბერალობა? ეს
ფარისევლობაა, ეს მელა-ტურობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა,
კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია
მოციქულიო, ნათქვამია.
დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი
თევზსავით ამოუვსოს, - ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ
რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ
პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩლისათვის და ტყუილის
მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა
ადამიანისა და ერის ღირსებისა. აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო,
პირდაპირი მიხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.
სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან
რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ
მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, - შენი აზრი ლიბერალური არ
არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი
იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, მართალს თავის საკუთარი ფაი აქვვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ
შედის.
კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი
და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, - და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის
ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად
ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში
ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას
ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავჩუმდეთ? აქაო-და
თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ
შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს
უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენი საკუთარის ვინაობის სარჩლისა და
პატრონობისათვის.
თქვენი წკიპურტიც-კი გვწყინსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა
ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით
გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს
ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი
და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა
ნაფურთხს ხმაამოუღებლა ჰლოკავს და სხვის ლაძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ
იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდგომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ
ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირვებია-რა: გული
იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას
ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის.
II
სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა
ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელისამოცი
წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილია არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს
და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე
ჭექაქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციაისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ
უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს
და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და
იგივე ანდერძი ჰსაქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად
და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით
დიდი ოსტატობით, მაგრამ დიდი კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით.
საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლის მთელი ხანა რუსის მწერლისაგან
იწყება და რუსის მწერლითვე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა
მეცნიერთმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გასჭიმოთ, სულ
ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა
და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და
ერთნიარად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავე ანგარიშის ჩარხზე.
ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა
1838 წელს[2]. ქართველებს ვახტანგ მე-VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ
ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ;
იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა
მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი,
მიდელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო.
ამისთანა ტყუილი და გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი
უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ
სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს
იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ
ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი - მატიანე დედამიწის ზურგზე არ
მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რა უნდოდა იმის ქვეყანაზე
მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც კი არსებობდნენ, რომ
საქართველოში არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან
დიდი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს
ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ
გატყვრება ხოლმე.
მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური
ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით
მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, - რუსეთს რა
ქვებანა შეუერთდა - საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და
დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენების,
მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასახერია, რომ ეს, მისთვის
თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორ ცნამდვილია! ნუთუ დასაჯერია,
რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი
საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, - რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა
მიიღო თვისად მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური
ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით ოვიხსენიეთ?
აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არ აქვს,
რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ
დანებდება, არ წაეღებინება. აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება
ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გოგრაფია - ნაკვლევი-კი არ
არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი.
აშკარაა - არც ქართველი აქმნევინებდა ამას, აშკარაა - არც რუსი. განა რა ანგარიშია
რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებსაგან მიღებული, ქართველებისაკი არ არის, სომხებისააო... მაშ ვინ? ყელამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო.
რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე
ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა. უნდა
მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის
მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება,
ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლებ მეტი წილი
ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ
აწმყოცა.
მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძელად-ძველიდამვე
შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო.
სომხეთის მწერლები-კი ემინი[3], ხუდაბაშოვი[4], ერიცოვი[5] სწორედ ამ ადგილებს
გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის
ხეობა - დიდს სომხეთს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა
გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვის მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან,
რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ
დღვანდლამდე ქართული სახელები შერჩანია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში:
კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა,
არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე
საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები
უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში - დადეშისა, არტაანში ნაქალაქევის, სამცხეში - აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში - წყაროსთავისა,
შავშეთში - ტბეთისა, კლარჯეთში - ხახულისა, აჭარაში - სხალტბისა და სხვანი და
სხვანი.
ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების
და ტაძრების ზედწარწერებისა - ეს მართალა-და ქვების პიდაპირი და უკუუთქმელი
მოწმობა “ჩოტკში” ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ
არის. ევროპიელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც
ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და
რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსნება
და სახელის გატეხა ჰსურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციცკი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი
მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალგამყრელია,
მუდამი საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა
და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.
ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და
ბინას იკეთებენ იქ, სადაც არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ
მეცნიერობით სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება
მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა... ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს
ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა
მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი
კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინოდა გვეთქვა - რა ხერხით და ოინბაზობით
იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ. ისინი ამ შემთხვევაში არაფერს
ჰთაკილობენ, თავისას რომ ამბობენ - სხვისას ჰმალავენ. მთელი ეს ერიცოვები,
ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ
თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ
ანგარიშში არ მოდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა.
იგი გუნდი სომხებისა, რომლის მედაფე-მეზურნედ მათნი მწიგნობარნი არიან,
ამ თვალთმაქცობას არ ჰკმარობს, არა სჯერდება: მისთვის ცოტაა სხვისა მართალი
ჰმალოს, თვისა ტყუილი აყვიროს, ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდ
დამალოს, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის
გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკა-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ.
რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთა მწიგნობარ - მეცნიერებს, ესეც
ცხადია. რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას
იტყვიან, - ვისა სჭირია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი
შენობანი, ტაძრები, მონასტრები ჰღაღადებდნენ, რომ ძველის-ძველად ამ ადგილებში
ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმებს ქართველებისას
ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი
ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუხელებიათ, წაუშლიათ
ყოველივე კვალი.
ამისი მოხერხებაძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას
იძლეოდეს. დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და
მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს. დღეს
ჭკუის საწყაოდ ასეთის საქციელით გამარჯვებაა. არა ერთი და ორი მაგალითია
იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ
მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა
შენობიდამ ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი და
ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ
და რუსულ გაზეთებშიც.
სხვათა შორის განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა
მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერ უნარს სომხების ერთგვარ გუნდისას.
ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველის-ძველი. იქაურს სომხობას
მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკკლესიის დაჩემება. მინამ დაიჩემებდნენ,
ბერძნები შესცილებიან, - ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა,
მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ
ეკკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა.
სომხებს აღარც უციებიათ, აღარც უცხეშელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც
წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის
ხელიდამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ[6]. განა ამისთანა ოინი
ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა? თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს,
შთაგონება და წაქეზება ამისთანაებში, აშკარაა, გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის.
ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და ყოველი სხვა ამისთანა,
სომეხთ-მწიგნობართა მანქანებას მივაწეროთ და არა მთელს ერს სომხისას.
ჩვენ თავისს ადგილას ამის შემდეგაც მოვიყვანთ მაგალითებს, რომ სომეხთა
მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არა ჰთაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან
გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა. ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამრიგად
ქართველის სახელის აღმოფხვრას ამიერკავკასიაში და ქართველის საისტორიო
სახსოვრების გარდაქმნას სომხურად - საკმარისად არა ჰხადიან. ტაძარ-მონასტრებისა
და ქვების გარდა, სხვა მოწამენის არიან ქართველობის მღაღადებელნი
ამიერკავკასიაში. ამისთანა მოწამენი მატიანენი და ქრონიკებია, მეცნიერთაგან
გამოძიებულნი, და ვითარცა ისტორიულნი საბუთნი პირში უდგანან სომეხთა
მწიგნობართა, თუ ხელს გაიწვდიან, რომ არწვის ნაბუდარზე წიწილები ჰზარდონ.
სომეხთა მწიგნობართა კარგად იციან, რომ თუ ეს ისტორიული საბუთები არ
გააქარწყლეს, ბევრს არაფერს გახდებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა აქედამ
მოგვიარეს.
მათი პროფესორი პატკანოვი[7], აწ გარდაცვლილი, მთელის თავისის
მეცნიერების ზარბაზნებით მოგვესია და ჰლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ
მოგვდგა და თავზე დაგვაფხრიწა ჩვენი “ქართლის ცხოვრება”. ეს ვახტანგ IV დროს
არის შეთითხნილიო და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად ”ქართლის
ცხოვრება” ყოფილიყოსო. ერთადერთი წერილი “სომხური ქრონიკა” ჰქვიანო და თუ
რამ მასალაა ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია, ეს “ქრონიკა”
ქართულიდამ ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ
შედგენილი, უსწავლელისა და უმეცარის სომხისაგან მეთომეტე საუკუნეს, როდესაც
ქართველებმა იგრძნეს ისტორიის საჭიროებაო. ჰხედავთ, სენკოვსკის თქმულმა სად
გამოჟონა!...
გამოდის, რომ მეთორმეტე საუკუნემდე ქართველები ისეთი ბრიყვები ყოფილან,
რომ არამცთუ ისტორია არა ჰქონიათ, ისტორიის საჭიროებაც ვერ უგრძვნიათ და
აქაც სომხებს უშველია, ისიც უსწავლელსა და უმეცარსა. ამ სახით გამოდის, რომ თუ
უმეცარსა და უსწავლელს სომეხს ისტორიის საჭიროების გრძნობა ჰქონია,
რამოდენად უსწავლელნი და უმეცარნი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები, რომ ამისი
შნოც არა ჰქონიათ. საწყალი ქართველები! უსწავლელი და უმეცარი სომეხიც-კი
თქვენზე წინა ყოფილა ჯერ მაშინ და ეხლა ხომ რაღა თქმა უნდა. ისტორიის
საჭიროების გრძნობაც-კი არა გქონიათ, ღმერთმა უშველოს პატკანოვის უმეცარსა და
უსწავლელს სომეხს, რომ წყალობა უქნია და მოგშველებიათ.
ასე გვამკობს, ასე მიწასთან გვასწორებს ქართველებს, მერე რა ხანის
ქართველებს? მეთორმეტე საუკუნისებს. მერე ვინ? პროფესორი და მეცნიერმწიგნობარი. მართალია, სომეხთა პროფესორია, სომეხთა მეცნიერია, მაგრამ ნუთუ
აქაო-და სომეხია, მართალი არ უნდა სთქვას, მართალი არ უნდა დაინახოს? განგებ
თვალებზე ხელი რად აუფარებია მეთორმეტე, ან მეთერთმეტე საუკუნოების
ქართველებზე, ესე იგი იმ ერზე, რომელსაც სტრაბონი ჯერ კიდევ პირველ საუკუნის
დასაწყისში აღყვავებულ მდგომარეობაში გვიხატავს, რომელმაც გასაოცარის
ხელოვნების ეკლესიებით და მონასტრებით მოჰფინა ძველის-ძველთაგანვე თავის
მხარე, რომელმაც გაავსო როგორც საქართველო, აგრეთვე საბერძნეთი და პალესტინა
ქართულის სამკაულებით და მანუსკრიპტებით, რომელმაც ძველადვე ჰთარგმნა
ფაჰლაურ ენაზე შედგენილი სანსკრიტული მოთხრობა “ქილილა და მანა”, “ვისრამიანი” და შეჰქმნა დიდებული პოემა “ვეფხის-ტყაოსან”[8], რომ სხვა აღარა იყოს-რა.
ვინც განგებ გონებადახშულია არ არის, ან განგებ თვალებზე ხელაფარებული,
ვინც კითხვა იცის და გაგება წაკითხულისა, განა იკადრებს თქმას, რომ “ვეფხისტყაოსნის” შემქმნელი ერი იმოდენად ბრიყვი იყოო, რომ ისტორიის საჭიროების
გრძნობაც არა ჰქონიაო. ვის მოუვა ამისი თქმა ფიქრად, თუ არ სომეხთა
ფილოსოფოსებსა და პროფესორებს. მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო,
სწორედ სომეხთა მწგნობარ-მეცნიერებზე ითქმის. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ. ჩვენკი ვიტყვით, რომ “ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრის ცელითა”.
ვთქვათ, პატკანოვმა, ვითარცა სომეხთა მეცნიერმა, არ იკადრა წაკიხვა “ვეფხისტყაოსნისა”, რადგანაც ქართულია და ამასთან იმისთანა წიგნია, რომელიც გვასწავებს,
რომ “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ეს ამისთანა ანდაზა
ვერაფერი ჭაშნიკია ცრუმეტყველისათვის და რად იკადრებდა პატკანვოი ამისთანა
ლათაიების წაკითხვას. ვაპატიოთ ამ მეცნიერს სომეხს ასეთი უმეცრება და არცოდნა
“ვეფხის-ტყაოსნისა”. მარტო ეს ვიკითხოთ: რაღა პირით გვეუბნება, რომ თქვენი
“ქართლის
ცხოვრება”
არაფრის
მაქნისიაო,
რაც
ამისთანა
საქმეებში
სახელდადებულნი სწავლულნი ჟან სენ-მარტენი, ვივიან დე-სენ-მარტენი, დუბუა
დაე-მონპერე[9] ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი
მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყარონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის
ისტორიისათვისო. ამასთან დუბუა დე-მონპერე იხსენიებს ქართველებს, ვითარცა
ძველისძველ ერს, რომელიც უხსოვარ დროთაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად
სდგომია და ყველა სხვა ცნობილითა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქვათა-ღაღადი - 2
  • Parts
  • ქვათა-ღაღადი - 1
    Total number of words is 3762
    Total number of unique words is 2013
    20.3 of words are in the 2000 most common words
    28.2 of words are in the 5000 most common words
    33.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 2
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2051
    22.1 of words are in the 2000 most common words
    30.0 of words are in the 5000 most common words
    34.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 3
    Total number of words is 3734
    Total number of unique words is 2033
    20.2 of words are in the 2000 most common words
    28.1 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 4
    Total number of words is 3766
    Total number of unique words is 2000
    20.1 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 5
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 1921
    21.0 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 6
    Total number of words is 3360
    Total number of unique words is 1865
    23.8 of words are in the 2000 most common words
    32.1 of words are in the 5000 most common words
    37.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.