🕥 30-minute read

K’ldis P’irze, Ch’vavis Q’anashi - 07

Total number of words is 3943
Total number of unique words is 1951
30.9 of words are in the 2000 most common words
43.5 of words are in the 5000 most common words
50.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  მოეშალა ნერვები. ამიტომაცაა, რომ ჭირის დღესავით მეზარება შინ
  გამოპანჩურებული დაბრუნება.
  მივედი სადგურზე, ბარგი დიდ ყუთში შესანახად მივაბარე და იქვე
  სასენდვიჩე ბარში შევედი. კარგა გვარიანად დავნაყრდი - ფორთოხლის წვენი,
  ლორი კვერცხით, ხრაშუნა პური და ყავა. ჩვეულებრივ, მარტო ფორთოხლის
  წვენსა ვსვამ ხოლმე დილით. ცუდი მჭამელი ვარ. ღმერთმანი. იმიტომაც
  ჩამოვხმი ასე საცოდავად. ექიმებმა მირჩიეს, გასუქება თუ გინდა, ბევრი
  პურეული უნდა ჭამოო, და ათასი ამისთანა სისულელე, მაგრამ ჩემს დღეში არ
  მითხოვებია ყური. როცა სადმე ვარ, შვეიცარული ყველის სენდვიჩსა და რძის
  კოქტეილს გეახლბი ხოლმე. თითქოსბევრი არაფერია, მაგრამ ფაფაში
  ვიტამინებია. ჰ.ვ. კოლფილდი. ჰოლდენ ვიტამინ კოლფილდი.
  ერბოკვერცხსა ვჭამდი, ბარში ორი მონაზონი რომ შემოვიდა. ხელში
  ჩემოდნები ეჭირათ. მაშინვე მივხვდი, რომ სხვა მონასტერში მიემგზავრებოდნენ
  და ახლა მატარებელს უცდიდნენ. შემოვიდნენ და ჩემს მეზობლად ჩამოსხდნენ,
  დახლთან. აღარ იცოდნენ, რა ჯანდაბა ექნათ ამ ჩემოდნებისათვის, და მე
  მივეშველე. უბრალო ჩემოდნები ჰქონდათ, ტყავისა კი არა - ისე. რა თქმა უნდა,
  ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ საშინლად მეჯავრება, უბრალო
  ჩემოდნები რომ უჭირავთ ხელში. ვიცი, რომ სირცხვილია ამისი თქმა, მაგრამ
  მარტო იმისათვისაც კი შემძულდება კაცი, ხელში უბრალო ჩემოდანი თუ
  დავუნახე. ერთხელ ასეთი რამე მოხდა. ელქტონ ჰილში ვსწავლობა და ერთ
  ბიჭთან ვარ ოთახში, დიკ ლეგლთან, რომელსაც უბადრუკი ჩემოდნები ჰქონდა,
  საწოლქვეშ ინახავდა ხოლმე ამ თავის ჩემოდნებს, თაროზე არ დებდა - რათა ჩემი
  ჩემოდნების გვერდით არავის დაენახა. საშინლად ვდუღდებოდი ამაზე.
  ვფიქრობდი, ან გადავყრი ჩემს ჩემოდნებს, ან არადა მაგას გავუცვლი-მეთქი. ჩემი
   ჩემოდნები მარკ კროსის ფირმისა იყო. ნამდვილი ძროხის ტყავი და ყველაფერი,
  კაი ძალი ფულიც იქნებოდა მიცემული. მაგრამ ახლა ნახეთ, რა სასაცილო ამბავი
  მოხდა. ერთ დღეს ავდექი და ეს ჩემი ჩემოდნები ჩემივე საწოლის ქვეშ შევაწყე,
  რომ იმ უბედურ ლეგლს ძალიან დამცირებულა დარ ეგრძნო თავი. მაგრამ ახლა
  ისიც ნახეთ, იმან რა ქნა. იმავე დღეს ადგა და ჩემი ჩემოდნები ისევ თაროზე
  შეალაგა. დიდხანს ვერ ავხსენი მიზეზი. და ბოლოს მივხვდი როგორც იქნა სხვებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, თითქოს მისი ჩემოდნები იყო. ჩემს
  ჩემოდნებს, მაგალითად, მუდამ სასაცილოდ იგდებდა. მეტისმეტად ახალი და
  მეშჩანურიაო, მეუბნებოდა. ეს იყო მისი საყვარელი გამოთქმა. ეტყობა, სადმე
  წაეკითხა ან გაეგონა. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი მეშჩანური იყო.
  ჩემი ავტომატური კალამიც კი მეშჩანური გამოდგა. ხელში არ მიჩერებდა,
  წარამარა ნათხოვრობდა, მაგრამ მაინც მეშჩანური იყო. ორი თვე ძლივს
  გავძელით ერთად. მერე იმანაც ითხოვა და მეც, რომ ერთმანეთისაგან
  დავეშორებინეთ. სასაცილო ისაა, რომ მომეწყნა უიმიმსოდ, რადგან საოცარი
  ხუმარა იყო და ხშირადკარგადაც ვერთობოდით. დარწმუნებული ვარ, ისიც
  მოიწყენდა. თავდაპირველად მადუღებდა, მეშჩანური ნივთები გაქვსო, და მეც არ
  მიმიქცევია ყურადღება. პირიქით, ვერთობოდი კიდეც ამ ხუმრობაზე. მერე და
  მერე, შევატყე, რომ ეს უბრალო ადუღება არ იყო. ეტყობა, მართლაც ძნელია
  იმისთანა კაცთან ერთად იცხოვრო ოთახში, რომლის ჩემოდნებიც შენსას
  ვერაფრით ვერ შეედრება - შენი დიდებულია, იმის კი უბადრუკი. ალბათ
  იტყვით, თუკი განათლებული კაცია და იუმორის გრძნობაც აქვს, ფეხებზე უნდა
  ეკიდოს, ვისი ჩემოდნები სჯობსო, მაგრამ ნამდვილად ასეა. იმიტომაც ავირჩიე
  ოთახის მეზობლად ის შტერიდა ნაბიჭვარი სტრედლეიტერი. ყოველ
  შემთხვევაში, ჩემოდნები მასაც კარგი ჰქონდა.
  ერთი სიტყვით, მონაზვნები ჩემს მეზობლად ჩამოსხდნენ და როგორღაც
  ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ერთ მათგანს, ჩემკენ რომ იჯდა იმას, ჭილის
  ჩანთა ჰქონდა. ამისთანა ჩანთებში მონაზვნები და გათავისუფლების არმიის
  გოგოები საშობაოდ საქველმოქმედო ფულს აგროვებენ. კუთხეებში დგანან
  ხოლმე,
  განსაკუთრებით
  მეხუთე
  ავენიუზე,
  დიდრონი
  მაღაზიების
  შესასვლელებთან. უცებ ამ ქალს ჩანთა იატაკზე დაუვარდა. გადავწვდი, ავიღე და
  მივაწოდე. საქმელმოქმედო ფულს ხომ არ აგროვებთ-მეთქი, ვკითხე. არაო,
  მიპასუხა. ჩანთა ჩემოდანში ვერ ჩავტიე და ხელში იმიტომ მიჭირავსო. ღიმილი
  ძალიან შვენოდა, როცა შემოგხედავდა. დიდცხვირა იყო, სათვალეც ულაზათო
  რკინის ჩარჩოიანი ეკეთა, მაგრამ ძალიან სანდომიანი სახე ჰქონდა.
  - საქველმოქმედო ფულს თუ აგროვებენ, ცოტაოდენი იქნებ მეც შემეწირამეთქი, ვიფიქრე, - შეგეძლოთ შეგენახათ და შეგროვებას რომ დაიწყებდით, მაშინ
  მიგემატებინათ.
  - ო, დიდ სიკეთეს იჩენთ, - მითხრა მან. ამ დროს მისმა მეგობარმაც
  გადმომხედა. პატარა შავ წიგნს კითხულობდა ის მეორე და თან ყავას სვამდა.
  ბიბლიას ჩამოგავდა ეს წიგნი, მაგრამ მეტისმეტად თხელი იყო. ალბათ
  ბიბლიისნაირი რამე იქნებოდა. საუზმედ მხოლოდ ყავა და ხრაშუნა პურები
  დაეკვეთათ. ამან გუნება გამიფუჭა. საძაგლობაა - შენ ლორიან ერბო-კვერცხსა და
  ამისთანა რაღაცეებს მიირთმევდე და შენს გვერდით კი ცარიელა ყავასა და
  ხრაშუნა პურსა სჭამდეს კაცი!
  ათი დოლარი მიიღეს ჩემგან შეწიურელად. ჩამაცივდნენ, ნამდვილად
  შეგიძლიათ კი ამდენის გამომეტებაო. ფული თავსაყარი მაქვს-მეთქი, ვუთხარი,
   მაგრამ, მგონი, არ დაიჯერეს. ბოლოს მაინც გამომართვეს. იმდენი მადლობა
  მიხადეს სათითაოდ, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. საუბარი საერთო
  თემაზე გადავიტანე და ვკითხე, საი მიბრძანდებოდნენ. მასწავლებლები
  გამოდგნენ, ის იყო ჩიკაგოდან ჩამოსულიყვნენ და რომელიღაც სკოლაში
  მასწავლებლობას აპირებდნენ - არ ვიცი ას სამოცდამერვე ქუჩაზე და არ ვიცი ას
  ოთხმოცდამეექვსეზე, თუ სადღაც იმ უბანში. ჩემკენ რომლიც იჯდა - აი რკინის
  ჩარჩოიანი სათვალე რომ ეკეთა, - ინგლისურის მასწავლებელი აღმოჩნდა, მისი
  მეგობარი კი ისტორიასა და ამერიკის კონსტიტუციას ასწავლიდა. იდიოტივით
  ამეკვიატა ერთი აზრი და ვეღარც ამოვიგდე თავიდან - ეს ჩემი მეზობელი,
  ინგლისურს რომ ასწავლის, თუკი მართლა მონაზონია და ყველაფერი, ნეტა რას
  ფიქრობს, ზოგიერთ ინგლისურ წიგნს რომ კითხულობს-მეთქი. მაინცდამაინც
  უხამსსა და უგვან წიგნებზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ისეთ წიგნებზე, სადაც
  სიყვარული და ამისთანობაა აღწერილი. ჯერ მარტო იუსტასია ვეი რად ღირს თომას ჰარდის «სამშობლოში დაბრუნება» ხომ გახსოვთ? არც იმდენი ხვევნაკოცნაა შიგ და არც არაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს
  ხოლმე მონაზონი, ამ იუსტასიას ამბავს რომ კითხულობს. რაღა თქმა უნდა, ამაზე
  კრინტიც არ დამიძრავს. მარტო ისა ვთტვი, ინგლისურს ყველაზე კარგად
  ვსწავლობ-მეთქი.
  - მართალა? რა სასიამოვნოა! - წამოიძახა სათვალიანმა, აი ინგლისურს რომ
  ასწავლიდა, - წელს რა წაიკითხეთ? ძალიან მაინტერესებს. - მართლაც რომ
  სანდომიანი ქალი იყო.
  - უმეტესად ანგლო-საქსონურ პერიოდს გავდიოდით. ბიოვულფი, გრენდელი,
  «ლორდო რენდალ, ჩემო შვილო» და ამისთანებს. მაგრამ შიგადაშიგ კლასგარეშე
  საკითხავ წიგნებსაც გვაძლევდნენ და ამაში ცალკე ნიშნებს გვიწერდნენ ხოლმე.
  თომას ჰარდის «სამშობლოში დაბრუნება» წავიკითხე, «რომეო და ჯულიეტა»,
  «იულიუს...»
  - აჰ, «რომეო და ჯულიეტა»! რა დიდებულია! ხომ ძალიან მოგეწონათ?
  მართლაც არ ჰგავდა მონაზონს.
  - დიახ. ძალიან. ძალიან მომეწონა. ზოგი რამე არც თუ ისე, მაგრამ საერთოდ
  ძალიან კარგია.
  - მაინც რა არ მოგეწონათ? ვერ გაიხსენებთ?
  მართალი თუ გინდათ, ცოტა უხერხული კი იყო «რომეო და ჯულიეტაზე»
  ლაპარაკი მასთან. რამდენი ხვევნა-კოცნაა ამ პიესაში, ესქალი კი მონაზონი
  გახლავთ! მაგრამ თვითონვე მკითხა და რა უნდა მექნა - მეც გავუმართე კამათი.
  მაინცდამაინც არ ვგიჟდები იმ რომეოსა და ჯულიეტაზე-მეთქი, ვუთხარი.
  - მოწონებით კი მომწონს, მაგრამ... საერთოდ, ძნელი სათქმელია. ხანდახან
  პირდაპირ გული ჩაგწყდება. ერთი სიტყვით, მერკუციოს სიკვდილმა გაცილებით
  უფრო დამწყვიტა გული, ვიდრე თვითონ რომეომა და ჯულიეტამ. საქმე ის არის,
  რომ სულ გამიქრა რომეოს სიყვარული მას შემდეგ, რაც ხმლით განგმირა იმ
  მეორემ... ჯულიეტამ ბიძაშვილმა... რა ერქვა?
  - ტიბალტი.
  - დიახ. ტიბალტი. - ვუთხარი მე. ვერასდიდებით ვერ დავიმახსოვრე იმ ბიჭის
  სახელი. - სულ რომეოს ბრალი კი იყო. ერთი სიტყვით, მერკუციო მირჩევნია
  ყველას, მთელს პიესაში. არ ვიცი, რატომ. მონტეგებიც კარგები არიან,
  კაპულეტებიც... თვითონ ჯულიეტა ხომ კარგია და კარგი... მაგრამ მერკუციო, ეს
  პირდაპირ... ძნელია ამის ახსნა. რა ჭკვიანი ბიჭი იყო, როგორი მხიარული,
   გულზევსკდები ხოლმე, ამისთანა ხალხს რომ მოკლავენ - ასე ჭკვიანსა და
  მხიარულს... და ისიც სხვისი გულისთვის. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი
  რომეოს და ჯულიეტას ბრალი იყო.
  - რომელ სკოლაში სწავლობთ? - მკითხა მან. ეტყობა, სხვა რამეზე უნდოდა
  ლაპარაკი გადაეტანა.
  პენსიში ვსწავლობ-მეთქი. გაგონილი ჰქონოდა. ძალიან კარგი სკოლააო. მეც
  აღარ გამოვდავებივარ. მერე იმ მეორემ, ისტორიისა და კონსტიტუციის
  მასწავლებელმა, უკვე წასვლის დროაო, თქვა. იმათი ანგარიშიც ავიღე, მაგრამ არ
  დამანებეს გადახდა. სათვალიანმა გამომტაცა ხელიდან.
  - ისედაც დიდი ხელგაშლილობა გამოიჩინეთ, - მითხრა მან. - ძალიან კარგი
  ბიჭი ხართ. - მართლაც რომ სანდომიანი ქალი იყო, ცოტათი ერნესტ მოროუს
  დედას მოგაგონებდა, აი მატარებელში რომ გავიცანი. განსაკუთრებით, როცა
  გაიღიმებდა. - ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, - დასძინა მან.
  ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ლაპარაკი-მეთქი, ვუთხარი.
  მართლაც მესიამოვნა. მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ მთელი
  საუბრის დროს სულ იმის შიშში არ ვყოფილიყავი - აი ახლა მკითხავენ და აი
  ახლა, კათოლიკე ხარ თუ არაო. კათოლიკები სულ იმის ცდაში არიან, შენი
  კათოლიკობაც გამოარკვიონ. მე პირადად მრავალჯერ გამომიცდია ასე, ალბათ
  იმიტომაც, რომ ირლანდიური გვარი მაქვს, ხოლო ირლანდიელების
  უმრავლესობა კათოლიკები არიან. მართალი თუ გნებავთ, ერთ დროს მამაჩემიც
  კათოლიკე იყო. მაგრამ დედაჩემი რომ შეირთო, მაშინვე მიატოვა ეს
  კათოლიკობა. გვარიც რომ არ იცოდნენ შენი კათოლიკებმა, მაინც შეეცდებიან
  შენი კათოლიკობის გამორკვევას. ჰუტონის სკოლაში ერთ კათოლიკ ბიჭს
  ვიცნობდი - ლუი შენის. სწორედ ის ბიჭი გავიცანი პირველად ჰუტონში. სწავლის
  დაწყების დღეს. ექიმთან ვდგავართ რიგში და ლაპარაკი ტენისზე ჩამოვარდა.
  ტენისის გიჟი იყო. მეც. ყოველ ზაფხულს ვესწრები ფორესტ-ჰილში ტენისის
  შეჯიბრებებსო. მეც ვესწრები-მეთქი, ვუთხარი და ამის შემდეგ მაგარ
  მოთამაშეებზე გავაბით საუბარი. ჯერ პატარა ბიჭი იყო და ტენისი კარგად არ
  იცოდა. ნამდვილად. ცოტა ხნის შემდეგ, გახურებულ დავაში რომ ვართ, უცებ
  მომიბრუნდა და მეკითხება - «შემთხვევით, კათოლიკური ეკლესია ხომ არ იცი,
  სად იქნება?» ზედვე ეტყობოდა, რომ განგებ მკითხა, - უნდოდა გამოერკვია,
  კათოლიკე ვიყავი თუ არა. ნამდვილად. ისე კი არ ჩამომართვათ, თითქოს
  გამწარებით სდომოდეს ჩემი კათოლიკობა, უბრალოდ აინტერესებდა. ტენისზე
  გატაცებით ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინვე შეატყობდით, რომ ჩემი კათოლიკობა
  კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდა. ჭკუიდან მშლის ხოლმე ასეთი რამე.
  არ გეგონოთ, თითქოს ამის შემდეგ საუბარი გაგვეწყვიტოს ან რამე - სულაც არა მაგრამ ისე კარგად ვეღარ ავაწყვეთ. ამიტომაც გამეხარდა, იმ მონაზვნებმა რომ არ
  მკითხეს, კათოლიკე თუ ხარო. რა თქმა უნდა, საუბარს არ ჩაგვიპშლიდა ეგ,
  მაგრამ მაინც სულ სხვა იქნებოდა. არ იფიქროთ, კათოლიკებს ვძრახავდე. რა
  ბრძანებაა! კათოლიკე რომ ვიყო, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. თუმცა ესეც იმას
  ჰგავს, ჩემოდნებზე რომ გელაპარაკებოდით. მე მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ
  ასეთი რამე ტკბილ საუბარს ჩაგიშხამებს. ეგ არის და ეგ.
  წასვლა რომ დააპირეს და წამოდგნენ, - იმ ორ მონაზონზე გეუბნებით, - ისეთი
  სიბრიყვე მომივიდა, მერე მევე შევწუხდი. სიგარეტსა ვწევდი და
  გამოსამშვიდობებლად როცა წამოვდექი, კვამლი უცებ პირდაპირ სახეში არ
  შევაბოლე! მართალია განგებ არ მიქნია, მაგრამ ასე კი გამომივიდა. გამწარებით
   მოვყევი ბოდიშს და იმათაც ძალიან ტკბილად და თავაზიანად გამიღიმეს, მაგრამ
  მაინც უხერხული იყო.
  როცა წავიდნენ, ახლა იმაზე დამწყდა გული. რატომ ათ დოლარზე მეტი არ
  შევწირე-მეთქი. მაგრამ აკი სალი ჰეისს შევპირდი თეატრში წაყვანას და
  ბილეთები ხომ უნდა მეყიდა. გული მაინც დამწყდა. ღმერთმა დასწყევლოს
  ფული. არ იქნება, გუნება არ გაგიფუჭოს.
  16
  ჯერ თორმეტიც არ იყო, საუზმეს რომ მოვრჩი. სალის კი ორზე უნდა
  შევხვედროდი, ასე გვქონდა დათქმული, ამიტომ გადავწყვიტე სადმე შორს
  გამევლო. ის ორი მონაზონი ვეღარ ამოვიგდე თავიდან. სულ თვალწინ მედგა
  გაცრეცილი ჭილის ჩანთა, რომლითაც ისინი საქმელმოქმედო შეწირულობას
  აგროვებდნენ ხოლმე, როცა სკოლიდან თავისუფალი იყვნენ. ვცდილობდი
  დედაჩემი ან ვინმე ახლობელი, თუნდაც მამიდა, ან სალი ჰეისის ქარაქუცა დედა
  წარმომედგინა - როგორა დგანან დიდი მაღაზიების წინ და გაცრეცილ ჭილის
  ჩანთაში საწყალი ხალხისათვის ფულს აგროვებენ. ძნელი წარმოსადგენი კი იყო.
  დედაჩემი იმდენად არა, რამდენადაც ის ორი. მართალია, მამიდაჩემი
  ქველმოქმედი ქალი გახლავთ - წითელ ჯვარს ეხმარება და ყველაფერი - მაგრამ
  ძალიან კარგად იცავმს, საქველმოქმედო ფულის შესაგროვებლად რომ დადის,
  მაშინაც კარგად აცვია, თან ტუჩებსაც იღებავს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა
  ჩაიცვას მონაზვნის შავი ფლასები და ტუჩებშეუღებავმა საქველმოქმედო
  მოწყალების შესაგროვებლად იწანწალოს. ახლა სალის დედა! ღმერთო ჩემო!
  მხოლოდ იმ პირობით ივლის მოწყალების შესაგროვებლად, ყველა ფეხქვეშ თუ
  გაეგო ამ შეწირვის დროს. ისე თუ ჩაუგდეს ფული და ხმის გაუცემლად
  გაშორდნენ - არც ყურადღება მიაქციეს და არც არაფერი - ერთ საათში დაანებებს
  თავს. მოსწყინდება. ჩანთას ვინმეს მიუგდებს და თვითონ რომელიმე დიდებულ
  რესტორანში შებრძანდება. ამიტომაც მომეწონა ის მონაზვნები. მაშინვე
  შეატყობდით, მდიდრულ რესტორნებში შემსვლელები არ იყვნენ. და ეს რომ
  გავიფიქრე - თავის დღეში არ შევლენ მდიდრულ რესტორანში-მეთქი - გლუზე
  ნაღველი შემომაწვა. ვიცი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მე მაინც
  დამწყდა გული.
  ბროდვეისკენ გავწიე. ისე, გულის გადასაყოლებლად: რამდენი ხანია იქით
  აღარ გამევლო. თანაც იქნებ გრამაფონის ფირფიტების კვირადღეობით მოვაჭრე
  მაღაზიას გადავეყარო სადმე-მეთქი, ვიფიქრე. ფიბისთვის მინდოდა ფირფიტა «პაწაწინა შერლი ბინსი». ძალიან ძნელი საშოვნელი იყო. ერთ პატარა გოგონაზეა
  - ორი წინა კბილი მოსძვრება და შინიდან აღარ გამოდის, რცხვენია. პენსიში
  მოვისმინე ეს სიმღერა. ვიღაც ბიჭს ჰქონდა ზემო სართულზე. მინდოდა
  გამომერთმია - ვიცოდი, რომ ფიბი ჭკუას კარგავდა - მაგრამ არ მომყიდა.
  შესანიშნავი ფირფიტა იყო, ძველისძველი, ოცი წლის წინათ ემღერა ზანგ
  მომღერალს - ესტელ ფლეტჩერს. დიქსილენდურად უქცევს, როგორც
  საროსკიპოებში და იმიტომ არ არის გულისამაჩუყებელი. აბა თეთრკაბიან ქალს
  ემღერა! მიანაზებდა და მიაკნავებდა ხმას. ეტყობა, იცოდა თავისი საქმე იმ ესტელ
  ფლეტჩერმა. იშვიათად მომისმენია ასეთი კარგი რამე. ვიფიქრე, კვირაობით
  მოვაჭრე რომელიმე მაღაზიაში წავაწყდები და ვიყიდი-მეთქი. მერე პარკში
   წავიღებდი, ფიბი თითქმის ყოველ კვირა-დღეს დადის საციგურაოდ პარკში.
  ვიცოდი, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.
  გუშინდელივით აღარ ციოდა, მაგრამ მზე მაინც არ გამოჩენილა და ვერაფერი
  სასიამოვნო იყო ქუჩაში წრიალი. თუმცა ერთმა რამემ კი გამახარა. ჩემს წინ
  მთელი ოჯახი მიდიოდა - მამა, დედა და ასე, ექვსი წლის ბიჭი. ეტყობოდა,
  ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. ღარიბები ჩანდნენ. მამას პრიალა ნაცრისფერი
  ქუდი ეხურა - ღარიბი ხალხი საგარეოდ იხურავს ხოლმე ასეთ ქულს. ცოლ-ქმარი
  თითქმის თავისთვის მიდიოდა, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ბავშვს
  ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ღმერთივით ბიჭი იყო. ტროტუარზე კი არ
  დადიოდა - პირდაპირ ქუჩაში გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ
  მიაბიჯებდა. ცდილობდა სწორი, გაუმრუდებელი ხაზით ევლო, - ასე იციან
  ბიჭებმა, - თან მთელი გზა რაღაცას ღიღინებდა თუ ზუზუნებდა. ფეხი ავაჩქარე აბა რას მღერის-მეთქი. «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»... ამას მღეროდა.
  პატარა წრიპინა ხმა ჰქონდა. მაშინვე შეატყობდი, რომ თავის გასართობად
  წამოეწყო ეს სიმღერა და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ირგვლივ მანქანები
  დაჰქრიან, ისმის მუხრუჭების განუწყვეტელი ხრჭიალი, მშობლები კი
  ყურადღებასაც არ აქცევენ ბავშვს, და ისიც არხეინად მიაბიჯებს ტროტუარის
  გასწვრივ და მიიმღერის - «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»... ერთბაშად
  გულზე მომეშვა, ნაღველი გადამეყარა.
  ბროდვეიზე ისე ირეოდა ხალხი, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა.
  კვირადღე იყო, თორმეტიც არ შესრულებულიყო, მაგრამ ხალხს უკვე გვერდს ვერ
  აუქცევდი. კინოში მიეშურებოდა ყველა - «პარამაუნტისკენ», «ასტორისკენ»,
  «სტრენდისკენ», «კაპიტოლისკენ» და რა ვიცი კიდევ რამდენი ფეთიანი ადგილია.
  სულ მორთულ-მოკაზმულები გამოსულიყვნენ - კვირადღე იყო! მით უფრო
  შემაზრზენია! მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ აშკარად შეატყობდი, გული
  ელეოდათ კინოს სანახავად. შეხედვა მზარავდა პირდაპირ. მესმის, როცა სხვაგან
  არსად არა გაქვს წასასვლელი და იძულებული ხარ კინოში წახვიდე, მაგრამ
  კინოზე რომ გელევა გული და თან კისრისტეხითაც გარბიხარ, რაც შეიძლება
  მალე მივიდეო, ესა მსპობს. მილიონი კაცი რომ დგას ძაღლის მოთმინებით
  ბილეთის რიგში, და რიგს კუდი ეგერ, ჰე, სადა აქვს... ეს მიშლის ხოლმე ნერვებს.
  ჰოი, ბიჭო, ვეღარ გავიკვლიე გზა ამ ოხერ ბროდვეიზე! მაგრამ ბედმა კი გამიღიმა:
  პირველივე ფირფიტების მაღაზიაში ვიშოვე «პაწაწინა შერლი ბინსი». ხუთი
  დოლარი დამცინცლეს, რადგან ძნელად საშოვნი ფირფიტა იყო მაგრამ სულაც არ
  დამნანებია. ჰოი ბიჭო, როგორ გავბედნიერდი ერთბაშად! ერთი სული მქონდა,
  მანამ პარკში მივიდოდი და ჩემს ფიბის გადავცემდი ამ ფირფიტას.
  გამოვედი თუ არა ფირფიტების მაღაზიიდან, იქვე აფთიაქი შემხვდა და
  შევედი. ვიფიქრე, მოდი ერთი ჯეინს დავურეკავ და გავიგებ არდადეგებზე თუ
  ჩამიოვა-მეთქი. ავტომატში შევედი და დავურეკე. სამწუხაროდ, დედამისმა
  მიპასუხა და მილი დავუკიდე. სადა მქონდა მაგის წილადობილის თავი. დიდად
  არ ვკარგავ ჭკუას გოგოების დედებთან ტელეფონით ლაპარაკზე. თუმცა კი უნდა
  მეკითხა, ჯეინი შინ თუ არის-მეთქი. რა დამაკლდებოდა! მაგრამ დამეზარა.
  გუნებაზე უნდა იყო, რომ ამისთანა საქმე გააკეთო.
  ახლა ის ოხერი თეატრის ბილეთები უნდა ამეღო. გაზეთი ვიყიდე და
  გადავხედე - სად რა გადიოდა. რაკიღა კვირა იყო, სამ სპექტაკლზე მეტს არ
  აჩვენებდნენ. ავდექი და ორი პარტერი ავიღე «მე ვიცნობ ჩემს სატრფოს»-ზე.
  მგონი საქველმოქმედო სპექტაკლი იყო, თუ რაღაც ამნაირი. დიდად არ
   ამომდიოდა მზე ამ პიესაზე, მაგრამ სალის ამბავი ვიცოდი, ეს ხომ მანჭვა-გრეხვის
  დედოფალია - როგორც კი გაიგებდა, რაზე ავიღე ბილეთები, სულ ნერწყვები
  მოადგებოდა, რადგან ამ სპექტაკლში ლანტები მონაწილეობდნენ.
  დახვეწილი და მშრალი სპექტაკლები უყვარდა სალის. ახლა, მით უმეტეს
  ლანტებიც გამოდიოდნენ და ყვეველაფერი. მე არ მიყვარს. მართალი თუ გინდათ.
  საერთოდ, თეატრსაც ვერ ვეწყობი დიდად. კინოს, რაღა თქმა უნდა, სჯობია,
  მაგრამ არც ის უქნია ღმერთს. ჯერ ერთი, რომ მსახიობებს ვერ ვიტან. ადამიანებს
  აღარა ჰგვანან, სცენაზე რომ გამოვლენ. თუმცა თავი ისე უჭირავთ, თითქოს
  ძალიანაც ჰგვანდნენ. ზოგი კარგი მსახიობი გამოერევა - ცოტათი დაემსგავსება
  კაცს, მაგრამ ისე მაინც არა, რომ დაგაინტერესოს და გაგართოს. თანაც, მართლა
  კარგი მსახიობი თუ გამოვიდა, თვითონვე იცის თავისი ფასი და ეს კი ყველაფერს
  აფუჭებს. ავიღოთ თუნდაც სერ ლორენს ოლივიე. «ჰამლეტში» მინახავს. შარშან
  დ.ბ.-მ წაგვიყვანა მეცა და ფიბიც. ჯერ საუზმით გაგვისმასპინძლდა, მერე კი
  კინოში შევედით. ადრევე ენახა ჩემს ძმას, და ასე აქებდა საუზმის დროს, რომ
  ერთი სული მქონდა, მანამ ვნახავდი. მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონებია. ვერ
  გამიგია, რას გიჟდებიან ასე ამ ლორენს ოლივიეზე. დიდებული ხმა აქვს, ისედაც
  ჩამოსხმული ბიჭია, თვალს ვერ მოაშორებ - როცა დადის ან ხმალში ებრძვის
  ვინმეს, მაგრამ დ.ბ.-მ რომ ჰამლეტი აგვიწერა, ისეთი სულაც არ არის. გენერალს
  უფრო ჰგავს, ვინემ გულდამძიმებულსა და დარტყმულ ტიპს. მთელს სურათში
  ყველაზე კარგი ის იყო, რომ ოფელიას ძმა - აი ის ბიჭი ბოლოს ჰამლეტს რომ
  ებრძვის ხმალში - სადღაც მიემგზავრება და მამამისი კიდევ გაუთავებელ
  დარიგებას მოჰყვება. მანამ მამამისი დარიგებებს აძლევს, ოფელია მაიმუნობას
  დაიწყებს - ხან ხანჯალს ამოაცლის ძმას ქარქაშიდან, ხან გამოაჯავრებს, ეს ბიჭი
  კი დგას და ცდილობს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ძაან გულისყურით
  უსმენდეს მამამისის პრუტუნს. ეს მართლაც დიდებულია. ძალიან მომეწონა.
  მაგრამ ამისთანა ადგილები ბევრი როდია. ფიბის მარტო ის მოეწონა, ჰამლეტი
  რომ ძაღლს თავზე ხელს უსვამს. სასაცილოც არის და კარგი რამეცო, თქვა, და
  მართალიც იყო. უსათუოდ უნდა წავიკითხო ეს პიესა. მთელი უბედურება ის
  არის, რომ მე თვითონ ვკითხულობ პიესებს - მსახიობს ყურს ვერ ვუგდებ, სულ
  იმის მოლოდინში ვარ, აბა როდის მოჰყვება მანჭვა-გრეხას-მეთქი.
  ბილეთები რომ ავიღე, ტაქსი დავიჭირე და პარკისკენ გავწიე. მეტროთი უნდა
  წავსულიყავი, ფული ცოტაღა დამრჩა, მაგრამ ერთი სული მქონდა, მანამ ამ ოხერ
  ბროდვეის მოვშორდებოდი.
  პარკიც საზიზღარი იყო., სიცივე იმდენად არაფერი, მაგრამ მზე ჯერაც არ
  ამოსულიყო და კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი - მხოლოდძაღლების ნაკვალევს თუ
  შენიშნავდი, და პაპიროსის ნამწვავებსაც იმ ადგილას, საცა ბერიკაცებს უყვართ
  ხოლმე ჯდომა. ბაღის გრძელი სკამები სველი ჩანდა - რომ დავჯდე, სულ
  ამოვილუმპებიო, იფიქრებდი. გული მოგეწურებოდა. არ ვიცი რატომ და,
  შიგადაშიგ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სულაც არ იგრძნობოდა შობის
  დღესასწაულის მოახლოვება. საერთოდ, არაფრის მოახლოებაც არ იგრძნობოდა.
  მე მაინც გავსწიე სასეირნო მოედნისაკენ, რადგან ფიბის ამ ადგილებში უყვარს
  თამაში. ორკესტრის მახლობლად დასრიალებს ხოლმე. სასაცილო კია ბავშვობაში მეც აქ ვციგურაობდი.
  მივადექი მოედანს, მაგრამ ფიბი ვერ ვნახე. რამდენიმე ბავშვი ციგურებით
  სრიალებდა, ორი ბიჭი ბურთს თამაშობდა, ფიბი კი არსად ჩანდა. ერთი
  გოგონაშევნიშნე, სწორედ ფიბის ტოლა, სკამზე ჩამომჯდარიყო და ფეხზე
   ციგურებს იმაგრებდა. ვიფიქრე, იქნებ ფიბის იცნობს და იცის კიდეც, ახლა სად
  არის-მეთქი. მივედი, გვერდზე მივუჯექი და ვკითხე.
  - ფიბი კოლფილდს ხომ არ იცნობ?
  - ვისა? - ჩამეკითხა გოგო. შარვალი ეცვა და ერთი ოცამდე სვიტრი. ეტყობოდა,
  დედამისს მოექსოვა - ულაზათოდ ადგა ტანზე, გამოფლაშკული ჰქონდა.
  - ფიბი კოლფილდს. სამოცდამეთერთმეტე ქუჩაზე ცხოვრობს. მეოთხე
  კლასშია. აი იმ...
  - თქვენ იცნობთ ფიბის?
  - ჰო. ძმა ვარ მისი. იცი, სად არის?
  - მისს ქელონის კლასში სწავლობს?
  - არ ვიცი. მგონი კი.
  - მაშ მუზეუმში იქნებიან. ჩვენ წარსუკლ შაბათს ვიყავით, - მითხრა გოგონამ.
  - რომელ მუზეუმში?
  გოგონამ მხრები აიჩეჩა.
  - არ ვიცი, - თქვა მან, - მუზეუმში იქნებიან.
  - ვიცი, მაგრამ, სურათებიან მუზეუმში, თუ საცა ინდიელები არიან იქა?
  - საცა ინდიელები არიან.
  - დიდი მადლობელი ვარ - ვუთხარი მე. ავდექი და წამოსვლა დავაპირე,
  მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დღეს კვირა იყო.
  - დღეს ხომ კვირაა! - ვუთხარი გოგონას.
  მან შემომხედა.
  აჰ, მაშ არ იქნება იქ.
  ძალიან გააწვალა ციგურების დამაგრებამ. ხელთათმანები არა სცმია, არც
  არაფერი და სულ გათოშილ-გაწითლებული ჰქონდა ხელები. წავეშველე. ჰოი,
  ბიჭო, რამდენი წელიწადია, ციგურების გასაღები არა მჭერია ხელში. მაგრამ
  მაინც არ მეუცხოვა. კიდევ ორმოცდაათი წელი რომ გავიდეს და უცებ კუნაპეტ
  სიბნელეში შემომაჩეჩო, ხელადვე მივხვდები, რა არის. მადლობა მითხრა, როცა
  დავუმაგრე. მშვენიერი გოგონა იყო - საყვარელი და თავაზიანი. ძალიან
  სასიამოვნოა, ამისთანა პატარა გოგონას ციგურებს რომ დაუმაგრებ და ის
  თავაზიანად გეტყვის მადლობას. თითქმის ყველა ბავშვი თავაზიანი და
  საყვარელია. ნამდვილად. ცხელ შოკოლადზე ან რამეზე ხომ არ დამეწვევიტმეთქი, ვკითხე, მაგრამ არაო, მადლობელი ვარო. ამხანაგს უნდა შევხვდეო.
  პატარა ბავშვებს სულ ასე მოსდგამთ - მუდამ ამხანაგები ელოდებიან.
  გაგიჟდები კაცი.
  მართალია კვირა დღე იყო, არც ფიბი მეგულებოდა მუზეუმში, ამინდიც ასეთი
  ნესტიანი და საძაგელი იდგა, მაგრამ მე მაინც გადავჭერი პარკი და
  ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ გავემართე. ვიცოდი, რომ ამ მუზეუმს
  გულისხმობდა ციგურებიანი გოგონა. მთელი ასავალ-დასავალი ვიცოდი ამ
  მუზეუმისა. ფიბიც იმ სკოლაში შეიყვანეს, საცა მე ვსწავლობდი პატარაობისას,
  და მუდამ იქ დავჰყავდით ხოლმე სკოლიდან. ერთი მასწავლებელი გვყავდა მისს ეიგლეტინგერი - შაბათი არ გამოერეოდა, რომ იქ არ წავეყვანეთ. ხან
  ცხოველებს ვათვალიერებდით, ხანაც ინდიელების მიერ უხსოვარ დროში
  გაკეთებულ სხვადასხვა ნივთებს. ჭურჭლეულიო, ჭილის კალათებიო, და ათას
  ამისთანა რაღაცეებს. რამდენს გავიხსენებ, იმდენი გული გამიხალისდება. ახლაც
  კი. მახსოვს ექსპონატების დათვალიერებას რომ მოვრჩებოდით, დიდ დარბაზში
  შეგვიყვანდნენ და კინოს გვაჩვენებდნენ. კოლუმბი. მუდამ კოლუმბი უნდა
   ეჩვენებინათ - როგორ აღმოაჩინა ამერიკა, რამდენი ღიჭინი დასჭირდა, რომ
  ფერდინანდისა და იზაბელასთვის ხომალდის შესაძენი ფულები დაეცინცლა,
  მერე მეზღვაურები როგორ აუჯანყდნენ და რა ვიცი. კოლუმბი ვის რაში
  აინტერესებდა, მაგრამ თავშესაქცევად შაქარყინული და კევი მოჰქონდათ, თანაც
  დარბაზში მუდამ სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე. ისეთი სუნი იდგა, გეგონებოდა
  გარეთ წვიმააო, - კიდეც რომ არ ყოფილიყო წვიმა, - შენ კი ზიხარ შენთვის
  არხეინად, მშრალად, ქვეყნად ყველაზე უფრო მყუდრო ადგილზე. გაგიჟებით
  მიყვარდა ეს ოხერი მუზეუმი. მახსოვს, ჯერ «ინდური ოთახი» უნდა გაგვევლო,
  მანამ დიდ დარბაზში შეხვიდოდი. თვალს ვერ გაუწვდენდი, იმსიგრძე ოთახი
  იყო, და უსათუოდ ჩურჩულით უნდა გელოაპარაკათ. კლასს მასწავლებელი
  მიუძღოდა წინ, ბავშვები წყვილ-წყვილად შეჰყავდათ. ჩემთან მუდამ ერთი და
  იგივე გოგო იდგა - გერტრუდა ლევინი. უსათუოდ ხელი უნდა ჩაეჭიდა - ხელი
  კი სულ ოფლიანი რა რაღაცნაიროი წებოვანი ჰქონდა. ქვის იატაკი ეგო და რამე
  კენჭი რომ გჭეროდა და დაგვარდნოდა, ისე გაიტკაცუნებდა, სულ გააყრუებდა
  იქაურობას. მასწავლებელი მაშინვე გააჩერებდა კლასს, მობრუნდებოდა და
  ნახავდა, რა მოხდაო. თუმცა გაბრაზებით თავის დღეში არ გაბრაზდებოდა მისს
  ეიგრეტინგერი. ჩაუვლიდი უსაშველოდ წაგრძელებულ ინდურ საომარ კარჭაპს სამი კადილაკი რომ ჩაგემწკრივებია, იმსიგრძე მაინც არ იქნებოდა. ამ კარჭაპში
  ოცამდე ინდიელი იყო, ზოგი ნიჩბებს უსვამდა, ზოგიც ისე იდგა და მრისხანედ
  იყურებოდა აქეათ-იქით. სახე ყველას საომარ ყაიდაზე ჰქონდა მოხატული.
  კიჩოზე ერთი ნიღბიანი ინდიელი იჯდა - მოჩვენებასა ჰგავდა. იმათი ჯადოქარი
  იყო. იმის დანახვაზე შიშის კანკალი ამიტანდა, მაგრამ მაინც მომწონდა. ხელს თუ
  ახლებდი რამეს - ან ნიჩაბს ან სხვა რამეს, ერთ-ერთი დარაჯი მაშინვე გეტყოდა,
  «ხელს ნუ ახლებთ, ბავშვებო», მაგრამ პოლიციელივით ხომ არ დაგიღრიალებდა ისე გეტყოდა, ტკბილად და ალერსიანად. მერე ჩაუვლიდი მინის დიდ ყუთს,
  რომელშიაც ინდიელები ისხდნენ. ჯოხები ეჭირათ ხელში და ცეცხლის
  გასაჩაღებლად ამ ჯოხებს ერთმანეთს უხახუნებდნენ, იქვე ერთი ქალი
  ჩაცუცქულიყო და ჩულსა ქსოვდა. ეს დედაკაცი წინ იყო გადმოხრილი და
  მკერდიც უჩანდა და ყველაფერი. ჩვენ გაფაციცებით ვუყურებდით ხოლმე,
  გოგოებიც კი, რადგან პატარები იყვნენ და ჩვენზე დიდი მკერდი არც იმათ
  ჰქონიათ. ბოლოს, ზედ დარბაზის შესასვლელთან, ხელმარჯვნივ, ერთი ესკიმოსი
  იჯდა პატრა ტბის პირას და თევზს იჭერდა. ორი თევზი უკვე დაეჭირა და
  ხელმარჯვნივ ეწყო. ჰოი, ბიჭო, რამდენი მინის ყუთი იდგა ამ მუზეუმში! მაგრამ
  ეს რაა - ზემო სართულში უნდა გენახა. აგერ ირმები დაწაფებიან წყაროს. იქით
  ზამთარი დამდგარა და ფრინველები სამხრეთისაკენ მიფრინავენ. შენკენ უფრო
  ახლო ფიტულები ჰკიდია მავთულზე, იქით კი, უკან, პირდაპირ კედელზეა
  მიხატული ჩიტები. მაგრამ ყველა ცოცხალსა ჰგავს და ასე გგონია, მართლაც
  სამხრეთისკენ მიფრინავენო. თავს თუ დაღუნავ და ქვემოდან ახედავ,
  მოგეჩვენება, კიდევ უფრო ჩქარა მიჰქრიანო. მაგრამ ამ მუზეუმისა ყველაზე
  უფრო ის მომწონდა, რომ ადგილს არაფერს არ უცვლიდნენ. ყველაფერი
  უცვლელად იდგა. ასიათასჯერ რომ მისულიყავი, ესკიმოსი ისევ ისე იდგა
  ტბასთან ჩამჯდარი და ორი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ფრინველები ისევ
  სამხრეთისაკენ
  მიფრინავდნენ,
  ირმები
  კვლავინდებურად
  წყაროს
  დასწაფებოდნენ - ისეთივე ლამაზი რქები, იმნაირივე წვრილი ფეხები, - ის
  მკერდგაღეღილი ინდიელი დედაკაციც იმგვარადვე ჩაცუცქული, ჩულის ქსოვაში
  გართული. შეცვლილს ვერაფერს ნახავ. მხოლოდ შენ იქნები შეცვლილი. განა
   იმას ვამბობ, მოხუცდები ან რამე ასეთი-მეთქი. სულაც არა. მაგრამ შეცვლილი
  მაინც იქნები: ან ახალი პალტო გეცმევა, ან იმ ბავშვს, რომელიც შენს გვერდით
  იდგა, ქუნთრუშა ეჭირვება და ამიტომ სხვასთან იქნები დაწყვილებული ან მისს
  ეიგლეტინგერის ნაცვლად ახალი მასწავლებელი გეყოლება, ან არადა დედ-მამა
  წაიკიდებოდნენ დილით და იმათი ჩხუბი გექნება მოსმენილი სააბაზანოდან; ან
  იქნებ ქუჩაში გუბე ნახე და შიგ ბენზინის ცისარტყელა შენიშნე. ერთი სიტყვით,
  რაღაცნაირად შეცვლილი იქნები - კარგად ვერ გამომითქვამს, რასაც ვფიქრობ.
  იქნებ შემიძლია კიდეც გამოთქმა, მაგრამ მეზარება.
  გზაში ჩემი სანადირო ქუდი ამოვიღე და დავიხურე; კაი მაგარი სინესტე იყო,
  თან ვიცოდი, რომ ნაცნობი არავინ შემხვდებოდა. მივდიოდი, მივდიოდი, და
  სულ იმას ვფიქრობდი, როგორ დაჰყავდათ ჩემი ფიბი შაბათობით მუზეუმში,
  სწორედ ისე, როგორც ერთხელ მე დავდიოდი; როგორ ნახულობდა იმავე
  ნივთებს, რაც მე უკვე მენახა, და როგორ იცვლებოდა თვითონ ყოველ ნახვაზე.
  ვერ ვიტყვი, ამის გაფიქრება გუნებას მიწამლავდა-მეთქი, მაგრამ არც ძალიან
  სასიხარულო იყო. ზოგიერთი რამე არ უნდა შეიცვალოს, ისევ ისე უნდა დარჩეს.
  უნდა შეიძლებოდეს იმ მინის დიდ ყუთში ჩასმა, რომ თავისთვის დასტოვო და
  ხელი არ ახლო. ვიცი, რომ შეუძლებელია, და სავალალოც ეგ არის. ერთი
  სიტყვით, მივდიოდი და ვფიქრობდი.
  გავცდი სათამაშო მოედანს, მერე ავდექი და ყურება დავუწყე, როგორ
  თამაშობდა ორი ბავშვი აწონ-დაწონას. ერთი მათგანი ჩასუქებული იყო და მე
  გამხდარი ბავშვის მხარე დავიჭირე, ხელი წავაშველე - გავაწონასწორებ-მეთქი,
  მაგრამ, შევატყე, სულაც არ ეპიტნავებოდა ჩემი იქ ყოფნა, და გავშორდი.
  უცებ სასაცილო რამე მოხდა. მუზეუმს რომ მივადექი, ერთბაშად ვიგრძენი,
  მილიონი დოლარიც რომ მოეცათ, შიგ შემსვლელე არ ვიყავი. გული არ
  მიმიწევდა - არადა მთელი ბაღი კი გადმოვიარე აქ მოსასვლელად. ფიბი რომ
  ყოფილიყო, ალბათ შევიდოდი, მაგრამ ფიბი არ იყო. მოვბრუნდი, იქვე მუზეუმის
  წინ ტაქსი დავიჭირე და «ბალტიმორისკენ» გავწიე. მაინცდამაინც არ
  მეხალისებოდა წასვლა, მაგრამ სალის რომ პაემანი დავუნიშნე!
  17
  ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა იქ მივედი. ტყავის სავარძელში ჩავჯექი, ზედ
  ვესტიბიულის საათის ქვეშ, და გოგოებს ავუწყე ცქერა. სკოლები უკვე
  დათხოვილი იყო და ქვეყნის გოგოს მოეყარა თავი - ზოგი იჯდა, ზოგი იდგა,
  ბიჭებს ელოდებოდნენ, ზოგს ფეხი ფეხი გადაედო, ზოგს დაშვებული ჰქონდა
  ფეხები, ზოგს ღმერთივით კანჭები ჰქონდა, ზოგს - საძაგელი, ზოგი მშვენიერი
  ჩანდა, ზოგი - საზიზღარი, თუკი კარგად გაეცნობოდი. ცუდად კი ნუ
  ჩამომართმევთ და, მართლაც რომ კარგი საყურებელი იყო. თუმცა, ამავე დროს
  ერთგვარი ნაღველიც შეგიპყრობდათ, რადგან თავიდან ვერ მოიშორებდით
  ფიქრს - ნეტა ამდენ გოგოს რა ეშველებაო. მერე რა ეშველებათ, სკოლებსა და
  კოლეჯებს რომ დაამთავრებენ? მეტი წილი ალბათ ვიღაც შტერებს მისთხოვდება.
  იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც თავიანთი ოხერი მანქანის მეტი არაფერი
  ახსოვთ და სულ ის აკერიათ პირზე - ერთი გალონი ბენზინით ამდენი და ამდენი
  მილი გავიარეო. იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც გოლფი ან პინგპონგისნაირი
  ბითურული რამე თუ მოუგე, პატარა ბავშვებივით გაიბუზღებიან. ყოვლად ბილწ
  ვაჟბატონებს, იმისთანებს, რომელთაც თავის დღეში წიგნი არა სჭერიათ ხელში.
   გულისგამაწყალებელ
  ვაჟბატონებს...
  აქ
  კი
  სიფრთხილე
  მმართებს.
  გულისგამაწყალებელი ზოგს როგორ ესმის და ზოგს როგორ. მე პირადად ვიბნევი
  ხოლმე ამ საქმეში. ნამდვილად. ელექტრონჰილში მე და ერთი ბიჭი - ჰარის
  მაკლინი - თითქმის მთელი ორი თვე ვცხოვრობდით ერთად, ერთ ოთახში.
  ძალიან განათლებული ბიჭი იყო და ყველაფერი, მაგრამ იმისთანა
  გულისგამაწყალებელ ტიპს ჯერაც არავის შევხვედრივარ. საშინელი წრიპინა ხმა
  ჰქონდა და ენას ერთის წუთითაც არ დააყენებდა. სულ ლაქლაქებდა და
  ლაქლაქებდა. მაგრამ ერთხელაც არ წამოცდებოდა იმისთანა რამე, შენთვისაც
  საინტერესო ყოფილიყო. ერთ რამეს ვერ წაართმევდი - ისე უსტვენდა
  ძაღლიშვილი, რაც თავი მახსოვს, იმისთანა არაფერი გამიგონია. აგერ ლოგინს
  
You have read 1 text from Georgian literature.