Latin

გლახის-ნაამბობი - 6

Total number of words is 412
Total number of unique words is 290
36.8 of words are in the 2000 most common words
43.1 of words are in the 5000 most common words
48.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მე, მღვდელი, მოვსულვარ, რომ წმიდა ზიარება მიგაღებინო ქრისტიანს
კაცსა. რა გიკვირს, რომ ეგრე გაშტერებული მიყურებ?
— მაშ შენ მოჩვენება არა ხარ? — შეჰკივლა გლახამ.
— არა.
— მღვდელო!.. — დაიბღავლა საცოდავად გლახამა, — არ გებრალები შენი
გაბრიელ?!
ბლაღოჩინი თავზარდაცემულსავით წაბარბაცდა. მე მივაშველე ხელი და
შევიმაგრე.
— მადლი უფალსა, მადლი... — დაიწყო გლახამ, ეხლა კი დაწყნარებით,
მაგრამ მხიარულად, — ჩემი სული თურმე შენ გლოდნებია, ეხლა ნუგეშით
და იმედით მოვკვდები... მაზიარე, შენი ჭირიმე, შენის მადლიანის ხელით.
შენგან ანთებული სანთელი შენ ხელში უნდა გავქრე. ცოტა-ღა მაქვს
სიცოცხლე, მაზიარე.
— გაბრიელ!..
— მე ვარ, მე!.. — გააწყვეტინა ბლაღოჩინს სიტყვა, — და შენც ისა ხარ,
ვისიც მოლოდინი ჩემს სულსა ჰქონია. ვენაცვალე შენს მადლსა!.. მაზიარე,
შენ გენაცვალოს ჩემი თავი, სიკვდილი მერევა.
— რამ მოგიყვანა ამ დღემდინ? — ჰკითხა შეწუხებულად ბლაღოჩინმა.
— იმ ცეცხლმა, რომელიც ყოველს ღვთისაგან გულში გვინთია, როგორც შენ
ერთხელ მიბძანე. მე ესე მგონია და სხვისა კი არ ვიცი, მაზიარე, შენი
ჭირიმე!
ბლაღოჩინი საცოდავად გახდა: გაფითრდა, ნაცრისფერი დაედო სახეზედ,
ენა ჩაუვარდა, სიტყვა მოეჭრა, თითქო თითონ იყო ამის საცოდაობის
მიზეზიო. ხმა ვეღარ გასცა გლახას, ხმა! არეულმა დაიწყო ზიარებისთვის
მზადება.
— აღსარების თქმას სულთამხუთავი აღარ დამაცლის, — უთხრა გლახამ, —
შემინანია ყოველიფერი, უაღსარებოდ შემინდე და მაპატივე და ისე
მაღირსე ზიარება.
— შემინდვიხარ.
— რვა კაცი გამიძარცვავს!.
— შემინდვიხარ.
— კაცი მომიკლავს.
— მაინც აქ მე შემინდვიხარ და იქ ღმერთმა იცოდეს. შენთვის ვილოცებ,
უბედურო გაბრიელ.
— რაკი შენ შემინდე, — წამოიძახა სიხარულით გლახამ, — ღმერთიც
შემინდობს, იმიტომ რომ შენის ენით ყოველთვის ღმერთი ჰლაპარაკობდა.
თუ ღირსი ვარ ეხლა ზიარებისა, მიბოძე.
— შენთვისა და მრავალთათვის არის განტეხილი ხორცი ესე ქრისტესი და
დანთხეული მისი წმიდა სისხლი მისატევებლად ცოდვათა. მიიღე და
სჭამე!.. — სთქვა დიდებითა და ნუგეშის-ცემით ბლაღოჩინმა.
— ვენაცვალე ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტესა! — წარმოსთქვა სასოებით
გლახამა, — მაღირსე ეხლა ზიარება, მღვდელო!
ბლაღოჩინმა ლოცვა დაიწყო, ამოიღო სანაწილედამ წმიდა ნაწილი,
გლახას წინ დაუჩოქა, კოვზით ზიარება მიაწოდა და წარმოსთქვა
ვედრებითა:
— ჰოი, ყოველთათვის ჯვარცმულო ღმერთო! ტანჯულთა და ცოდვილთა
მეოხევ! მოიხსენე ესე მოსავი შენი, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
— მომიხსენე მე, უფალო, და დამიფარე!.. — შეევედრა გლახა და მერე
ბლაღოჩინს უთხრა, — არა, შენი ჭირიმე! მე ეგრე მწოლარედ ზიარების
მიღებას არ ვაკადრებ ჩემსა მხსნელსა და მაცხოვარსა. ვენაცვალე იმის
მადლს! მინდა ჯერ პირქვე დავემხო იმის წმიდა ხორცისა და სისხლის წინ
და შევავედრო ჩემი თავი.
წამოდგომა მოინდომა. ჩვენ მივცვივდით საშველად და ორივე ფეხზედ,
მისვე სურვილისამებრ, წამოვაჩოქეთ. პირჯვარი გადიწერა, ღმერთს
მუდარების სახით შეხედა, აღუპყრა ხელნი და გოდებით შეევედრა:
„მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. მერე
ბლაღოჩინის წინ მომტირალი პირქვე დაემხო.
დიდხანს იყო ისე პირქვე დამხობილი, მარტო ყრუ ქვითინი მისი ხანდისხან
მოგვესმოდა. ბოლოს ქვითინი შესწყვიტა. ბლაღოჩინი დასწვდა
წამოსაყენებლად, მაგრამ გლახას, ისე პირქვე დამხობილსა, სული დაელია
კიდეც. საცოდავსა მაინც ზიარების მიღება არ დასცალდა.
1859 წ. პეტერბურგი
(1862 - 1873 წ.)
პირვანდელი ვარიანტი მოთხრობისა “გლახის ნაამბობი” შესრულებულია
1859 წელს; ხოლო ბოლო რედაქცია ეკუთვნის: I — VI თავები 1862 წელს, VII
— XII თავები 1872 — 1873 წლებს. რედ.
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • გლახის-ნაამბობი - 1
    Total number of words is 3876
    Total number of unique words is 1957
    26.0 of words are in the 2000 most common words
    35.9 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 2
    Total number of words is 3921
    Total number of unique words is 1841
    27.5 of words are in the 2000 most common words
    37.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 3
    Total number of words is 3909
    Total number of unique words is 1935
    26.5 of words are in the 2000 most common words
    36.5 of words are in the 5000 most common words
    42.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 4
    Total number of words is 3942
    Total number of unique words is 1842
    25.6 of words are in the 2000 most common words
    34.4 of words are in the 5000 most common words
    39.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 5
    Total number of words is 3901
    Total number of unique words is 1958
    25.4 of words are in the 2000 most common words
    35.2 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 6
    Total number of words is 412
    Total number of unique words is 290
    36.8 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.