Latin
Total number of words is 3809
Total number of unique words is 1820
36.0 of words are in the 2000 most common words
51.0 of words are in the 5000 most common words
59.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იმისი დედა და მამა. ევამ სთხოვა მამას, ახლოს დამჯდარიყო.
_ მამილო, _ უთხრა ბავშვმა, როცა სენ-კლერი შვილის ლოგინზე ჩამოჯდა,
_ მე ვიცი, რომ ჩქარა მოვკვდები. მსურს, ბევრი რამ გითხრა, სანამ ღონე შემ-
წევს. თუმცა შენთვის სამძიმოა ამ საზარელი სიტყვების გაგონება, მაგრამ აუცილებლობას არაფერი ეშველება. ჩემო მამილო, ნება მომეცი, გითხრა, რაც
მაქვს სათქმელი.
_ თქვი, შვილო! _ უთხრა სენ-კლერმა დაყვავებით, ცალი ხელი სახეზე მიიფარა და მეორე ხელით შვილს მაჯა დაუჭირა.
_ მინდა, აქ მოვიდეს ყველა ჩვენი მოსამსახურე, რომ გამოვეთხოვო.
ოფელიამ გოგო გაგზავნა: რამდენიმე წუთში ოთახი ხალხით აივსო. ბავშვი
ასე დასუსტებული, სიცხიანი, გაწითლებული ლოყებითა და გაშლილი თმებით რომ ნახეს, ყველას თვალებზე ცრემლი მოადგა, ყველა ჩუმად იდგა. ამ საერთო სიჩუმეში მხოლოდ ქალბატონ სენ-კლერის ქვითინი ისმოდა.
ევამ თვალი მოავლო ოთახს და ლაპარაკი დაიწყო:
_ მეგობრებო, მე დაგიბარეთ; თქვენი ნახვა მსურდა, ყველანი მიყვარხართ
და მინდა, ყველას გამოგეთხოვოთ. ვიცი, რომ ყველას გიყვარვართ. თქვენ მე
ყოველთვის კარგად მექცეოდით, მადლობელი ვარ და მსურს ყოველ თქვენგანს სახსოვრად რაიმე დავუტოვო. მინდა ყველას გახსოვდეთ, რომ მეც მიყვარდით.
მსმენელებზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა საყვარელი ბავშვის სიტყვებმა. მიუახლოვდნენ ევას საწოლს, დაიჩოქეს და ატირდნენ. ევამ კი ყველას
დაურიგა თავისი თმები.
ოფელია ცდილობდა, ჩქარა გაეყვანა, ვინც კი საჩუქარი მიიღო: ეშინოდა,
გადამეტებულ მღელვარებას ვნება არ მოეტანა ბავშვისათვის. ბოლოს დარჩნენ
ბიძია თომა და ძიძა.
_ ბიძია თომა! _ დაუძახა ევამ, _ აი, შენ სახსოვრად გაძლევ ამ გრძელ კულულს. განგებ შევინახე შენთვის. შენც, ჩემო ძვირფასო ძიძა, მთელ კულულს
გაძლევ.
ამ სიტყვებით ბავშვი მოეხვია თავის ძიძას.
_ ჩემო ძვირფასო, _ უპასუხა ერთგულმა მოახლემ, _ მე როგორღა გავძლებ
ამქვეყნად უშენოდ? მზე დამიბნელდება და ქვეყანა დაცარიელდება ჩემთვის.
ძიძა მოთქმით ტიროდა.
ოფელიამ, როგორც იყო, გამოიყვანა ოთახიდან ძიძა და თომა. ეგონა, ოთახში აღარავინ იყო, მაგრამ თვალი მოჰკრა კარებთან ატუზულ ტოპსის.
_ შენ რაღა გინდა აქა? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ძვირფასო ბატონის ქალო! _ დაუძახა ტოპსიმ ევას: _ მე, მართალია, ბოროტი გოგო ვარ, მაგრამ განა მე კი არ მომცემთ სახსოვრად თქვენს თმებს? _
ბავშვმა ხელით მოიწმინდა თვალებზე მომდგარი ცრემლები.
_ მოგცემ, მოგცემ, ჩემო ტოპსი! _ უპასუხა ევამ. _ გახსოვდეს, რომ მე მიყვარდი, _ და ამ სიტყვებით გაუწოდა დარჩენილი თმები.
ტოპსიმ გულში ჩაიკრა ძვირფასი თმები და თვალცრემლიანი გავიდა ოთახიდან.
როცა ყველანი გავიდნენ ოთახიდან, ოფელიამ კარები დაკეტა და მივიდა
ევას საწოლთან. მას თვითონაც ძალიან აუჩუყდა გული, მაგრამ ცრემლებს იკა-
ვებდა: ეშინოდა, თავისი თავშეუკავებლობით ბავშვისათვის მეტი მწუხარება
არ მიეყენებინა. სენ-კლერი, როგორც იჯდა შვილის ლოგინთან ხელებაფარებული, ისევე უძრავად დარჩა ოთახიდან მონების გასვლამდის.
_ მამა! _ დაუძახა ევამ და მამას ხელი დაუჭირა.
სენ-კლერს ჟრუანტელმა დაუარა ტანში, მაგრამ ხმა კი ვერ ამოიღო.
_ ძვირფასო მამა! _ გაიმეორა ევამ.
_ არა, ამის ატანა აღარ შემიძლია, _ თქვა გამწარებულმა სენ-კლერმა.
_ მამა, ამ სიტყვებით შენ მე გულსა მტკენ! _ უთხრა ევამ, წამოიწია და მამას
მოეხვია. _ მწუხარება უნდა აიტანო.
ბავშვმა ტირილი დაიწყო.
სენ-კლერმა თავისი მწუხარება გულში ჩაიკლა და ევას დამშვიდებას შეეცადა.
_ ნუ ტირი, გენაცვალე, დამშვიდდი! მე მტყუანი ვარ, ოღონდ შენ ნუ ღელავ
და ნუ წუხხარ. ცუდად მოვიქეცი, ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა,_ მაგრამ ევა
ჩქარა დამშვიდდა. მამის სიტყვები ნანად ჩაესმა და მის მკლავზე მოსვენა.
მარი თავის ოთახში გავიდა, მას საშინლად ატკივდა თავი.
_ ევა, შვილო! მე რატომ არ მომეცი შენი თმები სახსოვრად?
_ ჩემი თმები სულ შენ გეკუთვნის, მამილო! _ უთხრა ევამ ღიმილით: _ შენ
და დედას, მხოლოდ მამიდა ოფელიას კი უნდა მივცე სახსოვრად. იცი, მამილო, რად მინდოდა, ჩემი ხელით დამერიგებინა ჩემი თმები? მეშინოდა, ვაითუ
მერე დაგვიწყებოდათ ჩემი ანდერძის ასრულება.
ამის შემდეგ ავადმყოფი სწრაფად დასუსტდა. ყოველდღე მოსალოდნელი
იყო ბავშვის აღსასრული. ევას მორთული ოთახი საავადმყოფოს დაემსგავსა.
მამიდა ოფელია მომვლელ ქალად გადაიქცა. ის არ შორდებოდა ავადმყოფს
არც დღე, არც ღამე, სამაგალითოდ უვლიდა. ბიძია თომაც ხშირად იყო ხოლმე
ევას ოთახში. ხანდახან ბავშვს სუნთქვა ეხუთებოდა და შფოთავდა. ასეთ შემთხვევაში თომას ხელით დაჰყავდა ბავშვი ოთახში, აივანზე და, როცა კარგი
დარი იდგა, ბაღშიც. აქ ის თავისი ძვირფასი ავადმყოფით ევას საყვარელ
გრძელ სკამზე ჯდებოდა და უამბობდა ზღაპრებს. სენ-კლერსაც უყვარდა შვილის ხელით ტარება, მაგრამ ის თომაზე გაცილებით სუსტი იყო და ჩქარა იღლებოდა.
როცა ევა შენიშნავდა მამას დაღლას, ეტყოდა ხოლმე:
_ მამილო, თომას გადამეცი, იმან მატაროს; იმას ყოველთვის სურს, რითიმე
მასიამოვნოს.
_ მეც მსურს, ჩემო ძვირფასო!
_ ვიცი, მამილო, მაგრამ შენ განუშორებლივ ჩემთან ხარ, ღამესაც ჩემს საწოლთან ატარებ; თომას კი მხოლოდ დღისით შეუძლია ჩემთან ყოფნა.
ყველა მოსამსახურეს ერთნაირად ენანებოდა ბავშვი და ცდილობდნენ, რითიმე ესიამოვნებინათ ავადმყოფისათვის.
ძიძას ყოველთვის უნდოდა ევასთან ყოფნა, მაგრამ ქალბატონი საშუალებას არ აძლევდა: ყოველ წუთს იმის ფარეშსა და მოვლას უნდებოდა.
ავადმყოფობა მხოლოდ დროგამოშვებით ააწრიალებდა ევას, უმეტესად კი
იგი მშვიდად, მოღიმარი სახით იწვა ლოგინზე. ამის გამო სენ-კლერი ნელ-ნელა დამშვიდდა; მწუხარება ისეთი გრძნობით შეიცვალა, თითქოს შვილს ისტუმრებდა სადღაც შორს.
ბოლო ხანებში თომა ღამღამობით თავის ოთახში აღარ მიდიოდა, აივანზე
ეძინა, ისე ფხიზლობდა, რომ, რა წამს ბავშვი შეიშმუშნებოდა, მაშინვე გებულობდა და ეშველებოდა.
იმ დღეს ევა უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე წინა დღეებში. სენ-კლერი ისევ
თავს იტყუებდა _ შესაძლებელია ბავშვის გამობრუნებაო; დღევანდელმა დღემ
იმედები გაუღვიძა გულში და საღამოთი დამშვიდებული გავიდა შვილის
ოთახიდან დასაძინებლად. წასვლის დროს ოფელიას უთხრა:
_ ვინ იცის, დაო, შეიძლება ევას კიდევ უწერია ჩვენთან ცხოვრება.
ამ იმედით წავიდა სენ-კლერი თავის საწოლ ოთახში.
მაგრამ დადგა შუაღამე, ჟამი, როცა სასტიკ სტუმარს, სიკვდილს, უყვარს
მოგზაურობა. ევას ოთახში გაისმა ფეხაკრეფით სიარულის ხმა. ოფელია ჯერ
არ დაწოლილიყო და ისევ თავს დასტრიალებდა ავადმყოფს. შუაღამისას მოეჩვენა, რომ ავადმყოფში მოხდა რაღაც უცნაური ცვლილება.
_ თომა, _ დაუძახა მან კარებიდან, _ ჩქარა გაიქეცი ექიმთან.
ოფელიამ სენ-კლერიც გააღვიძა.
_ ძმაო, გამოდი აქ, _ დაუძახა მან ბიძაშვილს.
ოფელიას ხმა ტყვიასავით მოხვდა სენ-კლერის გულს. ერთ წუთში ჩაიცვა
ტანისამოსი და გამოვიდა. პირი გაუშრა, ბავშვს რომ დახედა. ვეღარაფრის თქმა
ვეღარ მოახერხა, რაღაც უჩინარმა ძალამ აგრძნობინა უბედურ მამას, რომ მისი
ძვირფასი საუნჯე ამ წუთიდან იმისი აღარ არის და ხელიდან ეცლება. ევას სახეზე ტანჯვა არ ემჩნეოდა. რაღაც არაამქვეყნიური ნათელი ადგა ბავშვს. ოთახში ისეთი სიჩუმე იყო, რომ საათის მუშაობა დიდ ხმაურად ისმოდა. თომამ ექიმი მოიყვანა. ექიმმა გასინჯა ავადმყოფი და ხმაამოუღებლივ გაჩერდა იმის
ლოგინთან.
_ როდის მოხდა ეს ცვლილება ავადმყოფში? _ ჰკითხა მან ჩურჩულით ოფელიას.
_ დიდი ხანი არ არის...
ამ დროს ოთახში შემოვიდა ქალბატონი სენ-კლერი.
_ ეს რა ამბავია?
ამ სიტყვებით ის მიუახლოვდა ქმარსა და ოფელიას.
_ შშ... _ გააჩუმა ქმარმა, _ შვილი ხელიდან გვეცლება.
ძიძა კარებში იდგა და მოუთმენლად ელოდა, გაეგო რამე ბავშვისა. სენკლერის უკანასკნელი სიტყვები რომ გაიგონა, მაშინვე გაიქცა მოსამსახურეების
გასაღვიძებლად. სახლში ხმაური ატყდა, აქა-იქ სინათლის შუქი გამოჩნდა; გაისმა ფეხის ხმა. დაღონებული და თვალცრემლიანი მოსამსახურეები სწრაფად
შეგროვდნენ. სენ-კლერი ვეღარაფერს ხედავდა, გარდა თავისი ძვირფასი ავადმყოფის სახისა, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული შუქი ანათებდა.
_ ნეტა ერთი კიდევ გაახილოს თვალები და მითხრას რამე! _ თქვა მამამ
მწუხარებით და შვილის ბალიშზე დაემხო: _ ევა, ჩემო ძვირფასო!
ბავშვმა გაახილა თავისი დიდი ლურჯი თვალები და მამას გაუღიმა. ადგომა მოიწადინა და რაღაცის თქმა უნდოდა.
_ ევა, შვილო, მიცნობ, ვინა ვარ? _ ჩასძახა მამამ.
_ ძვირფასო მამა! _ წაილუღლუღა ბავშვმა და მკლავები ასწია მოსახვევად,
მაგრამ ვეღარ მოახერხა. ავადმყოფს სახეზე ძლიერი ტანჯვა დაეტყო, უღონოდ
გადაიქნია მკლავები, ცდილობდა ამოსუნთქვას, მაგრამ აღარ შეეძლო.
_ რა საშინელებაა! _ დაიკვნესა უბედურმა მამამ და გამწარებული მოშორდა ბავშვის საწოლს. არ იცოდა, რას შვრებოდა. წაავლო თომას მაჯაში ხელი და
უთხრა:
_ თომა, ჩემო კარგო, აღარ შემიძლია ამის ატანა!
თომამ მაგრად დაუჭირა ხელი ბატონს და დაუწყო დამშვიდება.
ევას ბალიშიდან თავი გადმოუვარდა და თვალები ღია დარჩა, თითქოს
მაღლა იყურებოდა. ტკივილები აღარ ემჩნეოდა. ქვითინი შეწყდა. ოთახში სამარისებური სიჩუმე გამეფდა.
_ ევა! _ ჩასძახა კიდევ შვილს მამამ.
ბავშვს აღარაფერი ესმოდა.
_ ევა! _ გაიმეორა კიდევ ხმამაღლა მწუხარებით დატანჯულმა მამამ, _ შვილო, გვითხარი, რას ხედავ?
ბავშვს ტუჩებზე ღიმილი აღებეჭდა; ამ სიტყვების პასუხად ნაწყვეტ-ნაწყვეტად ჩურჩულით წარმოთქვა:
_ ოჰ, სიყვარული... სიყვარული... მშვიდობა... _ ერთი კიდევ ღრმად ამოისუნთქა და გათავდა.
ევას ოთახში სურათებსა და სარკეებს თეთრი ფარდები ჩამოაფარეს და
მხოლოდ ათასში ერთხელ ნელი ფეხის ხმა და ჩურჩული არღვევდა იქ გამეფებულ სიჩუმეს.
გაქათქათებულ ლოგინზე, ვარდისფერი ფარდის ქვეშ, თეთრი ტანისამოსით ესვენა ბავშვი. კაცს ეგონებოდა, სძინავსო, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა მიცვალებულს. ისეთი უმანკოსათვის, როგორიც ევა იყო, არ არსებობს სიკვდილის
წყვდიადი: ის გაქრა ისე, როგორც ქრება ხოლმე ცისკრის ვარსკვლავი მზის
ამოსვლის შემდეგ.
ასე ფიქრობდა სენ-კლერი, მიცვალებულის სპეტაკ სახეს გულხელდაკრეფილი რომ დაჰყურებდა. ძნელი გამოსათქმელია, რას გრძნობდა. იმ წამიდან,
რაც ძვირფასი შვილი ხელიდან გამოეცალა, იმას თავში ყველაფერი აერია და
გარშემო ყველაფერი ნისლმა მოიცვა; ხმაური ესმოდა და სიტყვებს კი ვერ არჩევდა. კითხვაზე _ როდის ან სად სურს ბავშვის დასაფლავება, გაოგნებულმა
მამამ უპასუხა, რომ მისთვის სულ ერთია ყველაფერი. ადოლფმა და როზამ
ყვავილებით მორთეს მიცვალებულის ოთახი. მამიდა ოფელია ხელმძღვანელობდა მოსამსახურეებს და თადარიგს აძლევდა, მაგრამ ყვავილებისა კი არა-
ფერი გაეგებოდა და ეს მათ მიანდო. ოთახი შეამკეს იმ ყვავილებით, რომლებიც უყვარდა ევას სიცოცხლეში.
პატარა ტოპსიც მოვიდა თავისი ყვავილების კონით, მაგრამ როზა არ უშვებდა ოთახში. სენ-კლერმა დაინახა და უბრძანა, ტოპსი შეეშვათ. მან ყვავილების კონა მიცვალებულს ფერხთით დაუწყო, დაიჩოქა და გულწრფელი ცრემლები გადმოღვარა.
_ ოჰ, ჩემო ძვირფასო ბატონის ქალო! ნეტავი, მეც მოვკვდებოდე, _ დასტიროდა ტოპსი, _ მეც მინდა სიკვდილი!
სენ-კლერი ააღელვა ბავშვის ცრემლებმა. პირველად ახლა გადმოვარდა მასაც ცრემლი შვილის სიკვდილის შემდეგ.
_ ადექი, შვილო! _ უთხრა იმან ტოპსის ალერსიანი ხმით და ხელი მოჰკიდა.
_ მე მინდა ევას ნახვა, ვეღარ ვეღირსები იმის ნახვას, მასავით არავინ არ შემიყვარებს.
ტოპსიმ კიდევ დაიწყო ქვითინი.
_ დაო, დაამშვიდე როგორმე ეს საწყალი ბავშვი, _ უთხრა სენ-კლერმა ოფელიას.
ოფელიამ ტოპსის ხელი მოჰკიდა, დამშვიდება დაუწყო და თვითონაც
ცრემლებით აევსო თვალები.
_ ტოპსი, _ უთხრა მან ბავშვს, _ თუმცა ევა აღარ გყავს, მაგრამ ახლა მე მეყვარები. მართალია, ევასავით სათნო ადამიანი არა ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ
ამისი მაგალითი გვასწავლის, როგორ უნდა სიყვარული. მეც იმედი მაქვს, შეგიყვარო ნამდვილი სიყვარულით, და ვეცდები, კარგი ადამიანი გამოგიყვანო.
ოფელიას ლაპარაკის კილომ და მისმა ცრემლებმა უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა საბრალო ობოლ ბავშვზე, ვიდრე იმისი სიტყვების შინაარსმა.
ამის შემდეგ ეს შთაბეჭდილება აღარ გაჰქარწყლებია და ამ დღიდან ოფელიამ
დაიმორჩილა პატარა ნადირის გული.
მთელი დღე ხალხი მოდიოდა. მიცვალებულის ოთახი სავსე იყო. მოდიოდნენ გამოსამშვიდობებლად. წყნარი ფეხის ხმა, ხმადაბალი ლაპარაკი გაისმოდა ოთახში. მოიტანეს პატარა კუბო და ჩაასვენეს მიცვალებული. დასაფლავების დღესაც აუარებელი ხალხი მოვიდა. უკანასკნელ წუთებამდის სენკლერს თავი სიზმარში ეგონა. ის ვერაფერს ხედავდა და ვერაფერს ამჩნევდა,
გარდა თავისი საყვარელი შვილის ოქროსფერთმიანი თავისა კუბოს ბალიშზე.
მაგრამ, აი, კუბოს თავი დახურეს და სენ-კლერიც სხვებთან ერთად გაემგზავრა
სასაფლაოზე. კუბო საფლავში ჩაუშვეს. სენ-კლერს კიდევ არა სჯეროდა, რომ
ცივ სამარეს მიაბარეს მისი ძვირფასი ევას ნეშტი.
ქალბატონ სენ-კლერს წამდაუწუმ გული მისდიოდა. უანგარიშოდ ეძახდა
ქმარს. ვერ ხედავდა, რა საშინელი მწუხარებით იყო სავსე მისი ქმრის გული,
და გულცივობას უსაყვედურებდა.
_ რაც უფრო დიდი მწუხარება აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმად იმარხავს
იმას თავის გულში, _ შენიშნა მარის წუწუნზე ოფელიამ.
_ მე ეგ არა მწამს. როცა ადამიანს ძლიერი მწუხარება აწევს გულზე, უეჭველია, ცდილობს როგორმე იმის გამოთქმას. შევნატრი სენ-კლერს, რომ ასეთი
გულცივი კაცია. მე მომიდნო გრძნობიერებამ.
_ ქალბატონო, ბატონი დაემსგავსა აჩრდილს, ისე გახდა მწუხარებისაგან.
ამბობენ, ევას სიკვდილის დღიდან გემოთი არაფერი უნახავსო, _ ჩაერია ლაპარაკში ძიძა.
_ მაგისი არა ვიცი, და იმას კი კარგად ვატყობ, რომ მე სრულებით არ ვებრალები. ამდენ ხანს ერთი სანუგეშო სიტყვაც არ უთქვამს. უნდა ესმოდეს, რომ
დედაზე მეტ მწუხარებას ვერავინ გამოცდის ასეთ წუთებში.
თომას თვალი ეჭირა თავის ბატონზე. დაინახა, რომ ბატონი კაბინეტში შევიდა და დიდხანს იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. თომამ გადაწყვიტა, ენახა ბატონი, და ფეხაკრეფით შევიდა ოთახში. ბატონი დივანზე პირქვე იწვა. თომა
ვერ ბედავდა მიახლოებას. ამ დროს სენ-კლერი გაინძრა, თავი მაღლა აიღო და
დაინახა თომა. საშინელი სასოწარკვეთილება ეტყობოდა სახეზე. თომა მიუახლოვდა. სენ-კლერმა ხელი გამოართვა და მონის ხელის გულს შუბლი დააყრდნო. _ თომა, ჩემო მეგობარო, ქვეყანა დაცარიელდა ჩემთვის!
_ მინდა რითიმე ნუგეში გცეთ, _ წარმოთქვა თომამ.
ოცდამეოთხე თავი
თავისუფლება ვერ მიიღო
ევას დასაფლავების შემდეგ სენ-კლერის ოჯახი მალე გადასახლდა ქალაქში. სენ-კლერს ემძიმებოდა იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი აგონებდა ძვირფას დანაკარგს, და ეგონა, ბინის გამოცვლით შეუმსუბუქდებოდა მწუხარება.
ოჯახი ჩადგა თავის კალაპოტში. რაც უნდა მოხდეს, რაგინდ საშინელი
უბედურება დაატყდეს თავს ადამიანს, ყოველდღიური ცხოვრება მიდის თავისი წესით. მწუხარებაში მყოფსაც უნდა ჭამა-სმა, ძილი, გავლა-გამოვლა, ხმის
გამცემი, ერთი სიტყვით, ისეთი ცხოვრება, როგორსაც ის ატარებდა მწუხარებამდე. სენ-კლერი გრძნობდა, რომ ევას სიკვდილის შემდეგ მისთვის ყველაფერმა დაკარგა ღირებულება; საქმეზე გული არა ჰქონდა; განუწყვეტლივ ფიქრობდა იმაზე, რასაც ლაპარაკობდა ევა უკანასკნელ დღეებში. პირველ ყოვლისა, სენ-კლერმა აუცილებელ საჭიროებად ჩათვალა, რაც შეიძლება ჩქარა გაეთავისუფლებინა თომა მონობისაგან. შეუდგა ამ საქმის წარმოებას სასამართლოებში. რაც დრო გადიოდა, სენ-კლერი იმდენად უფრო ეთვისებოდა თომას და
უახლოვდებოდა მას. თომას დანახვაზე თავისი ევას სახე ცოცხლად წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ და ამიტომ ყოველთვის უნდოდა თომას ახლოს ყოფნა. აქამდე თუ განმარტოებული ცხოვრება უყვარდა, ახლა უთომაოდ აღარ შეეძლო გაძლება.
გასაკვირიც არ იყო, რომ ბატონს ასე შეუყვარდა თომა. ერთგული, მოსიყვარულე ზანგი ყველანაირად ცდილობდა თავისი ბატონის მწუხარების შემსუბუქებას, მარტო არასოდეს ტოვებდა.
_ ახლა კი ჩქარა თავისუფალი კაცი იქნები, თომა! _ უთხრა ერთხელ სენკლერმა თომას. _ შეგიძლია, მოემზადო და შინისაკენ გაუდგე გზას.
ამ სიტყვების გაგონებაზე თომას სახე გაუბრწყინდა. მისმა ასეთმა სიხარულმა სენ-კლერს, ცოტა არ იყოს, გული ატკინა: ეწყინა, რომ თომას ასე უხაროდა მისი სახლიდან წასვლა.
_ განა ჩემს სახლში ცუდად გრძნობდი თავს? _ჰკითხა მან თომას საყვედურის კილოთი.
_ სრულიადაც არა, ბატონო! _ უპასუხა თომამ, _ მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, თქვენი ჭირიმე, რას ნიშნავს თავისუფალ ადამიანად გახდომა.
_ განა შენ აქ უკეთ არ ცხოვრობდი, ვიდრე ბევრი თავისუფალი კაცი თავის
სახლში?
_ არა, ბატონო! _ მტკიცედ მიუგო თომამ, _ მაგაზე ვერ დაგეთანხმებით.
_ განა თავისუფალი რომ ყოფილიყავი, შეგეძლო იმდენი ფული გეშოვა,
რომ ასე მდიდრულად გეცხოვრა, როგორც ჩემს სახლში ცხოვრობდი?
_ ეგ მართალი გახლავთ, ბატონო! მაგრამ მაინც უნდა მოგახსენოთ, რომ
ცუდი თავისუფალი ცხოვრება ჯობია ფუფუნებაში მონობას. ადამიანის ბუნება
ასეთი გახლავთ!
_ შეიძლება შენ მართალი იყო, თომა! რა გაეწყობა! ერთი თვის შემდეგ ან
ცოტა გვიან შეძლებ აქედან წასვლას და დამტოვებ მარტოდმარტო. ან რატომ
არ უნდა წახვიდე, _ დაუმატა სენ-კლერმა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ და თვითონაც ოდნავ მოიმხიარულა.
_ არა, ბატონო! სანამ ბატონი მწუხარე ბრძანდება, მე არსად წავალ აქედან.
მე ბატონთან დავრჩები, სანამ ჩემი თავი ბატონისათვის საჭირო იქნება.
ქალბატონი სენ-კლერი თავისებურად წუხდა შვილის დაკარგვას და, რადგანაც ხასიათად ჰქონდა, სიცოცხლე გაემწარებინა ყველა მახლობლისათვის,
ამიტომ იმისი მწუხარებაც მონა-მოსამსახურეთა ტუქსვა-წვალებაში გამოიხატებოდა. ევას სიკვდილმა საბრალო მოსამსახურეებს ამ მხრივ საშინელი ტანჯვა მოუტანა. ახლა იმათი ქომაგი და მომხრე აღარავინ იყო. ძიძა ცხარე ცრემლით ტიროდა თავისი გაზრდილის დაკარგვას, მწუხარებისაგან მუშაობასაც კი
ვეღარ ახერხებდა და ქალბატონი ყოველთვის მისი მომდურავი იყო.
ოფელიამაც ღრმად იგრძნო ევას დაკარგვა: ეს განსაკუთრებით მის ხასიათს
დაეტყო. მან სათნოებას უმატა: ცდილობდა, ყველასთან კარგი ყოფილიყო და
თავისი მოვალეობა მუყაითად შეესრულებინა. ბეჯითად მოჰკიდა ხელი ტოპსის აღზრდას. აღარ ეზიზღებოდა მისი შავი კანი და ისე ექცეოდა, როგორც ევა.
ტოპსი ერთბაშად ვერ განთავისუფლდა თავისი ნაკლოვანებისაგან, მაგრამ
ევას სიკვდილის შემდეგ მაინც ძალიან გამოიცვალა. ახლა უწინდებური უდარდელობა აღარ ემჩნეოდა, მეტი გრძნობიერება დაეტყო. ცდილობდა, ყველასათვის ესიამოვნებინა, თუმცა ხანდახან ძველი ზნე წამოჰკრავდა ხოლმე.
ერთხელ ოფელიამ როზა გაგზავნა ტოპსის დასაძახებლად. ტოპსიმ ძახილზე მოირბინა. იღლიაში რაღაც ეჭირა.
_ რა გაქვს იღლიის ქვეშ? _ დაუყვირა როზამ და ხელი წაატანა: _ კიდევ მოიპარე რამე?
_ თავი დამანებე, შენი საქმე არ არის, _ უპასუხა ტოპსიმ და ხელიდან გაუსხლტა.
_ ტყუილად მალავ; მე დავინახე, იღლიის ქვეშ რაღაცა გაქვს.
როზა ძალით უპირებდა ბავშვს გაჩხრეკას. გაიმართა ჭიდაობა. ტოპსი მოჰყვა ყვირილსა და ხელების ქნევას. ხმაურზე მოვიდნენ ოფელია და სენ-კლერი.
_ კიდევ რაღაც მოუპარავს, _ იჩივლა ქალბატონთან როზამ.
_ ტყუის, მე არაფერი არ მომიპარავს! _ გამწარებით ყვიროდა ტოპსი.
_ კარგი, გაჩუმდი, _ უთხრა ოფელიამ, _ აბა, გვაჩვენე, რა გაქვს იღლიის
ქვეშ.
ტოპსი ყოყმანობდა _ ეჩვენებინა თუ არა. ბოლოს გამოიღო პატარა შეხვეული ჩვარი. შიგ აღმოჩნდა წინდის ყელი და პატარა წიგნი, რომელიც ევამ აჩუქა
ტოპსის.
სენ-კლერზე იმოქმედა ამ წიგნის დანახვამ. ტოპსის საქციელზე გაეცინა,
მაგრამ თვალები კი ცრემლებით აევსო.
_ ნუ ტირი, ტოპსი, _ უთხრა იმან, _ მაგეებს შენ არავინ წაგართმევს. წაიღე
და წადი.
ამ სიტყვებით ხელი მოჰკიდა ოფელიას და გაიყვანა სასტუმრო ოთახში.
_ მე მგონია, _ უთხრა იმან ოფელიას, _ ეს გოგო კარგი ადამიანი დადგება.
ვისაც შეუძლია ღრმად იგრძნოს მწუხარება, ის სამუდამოდ არ არის ჯერ კიდევ
გაფუჭებული. ეცადე, განავითარო ამ ბავშვში კარგი, რაც კი მისთვის ბუნებას
მიუნიჭებია.
_ მართალია, ტოპსი ძალიან გამოიცვალა, _ თქვა ოფელიამ. _ ამ გახსენებაზე, აი, რა უნდა მეკითხა შენთვის, ძმაო: ვისი საკუთრებაა ახლა ტოპსი _ ჩემი
თუ შენი?
_ მე, დიდი ხანია, ტოპსი შენ გაჩუქე, _ უპასუხა სენ-კლერმა.
_ სიტყვით კი მართალია, მაგრამ შენ არავითარი ქაღალდი არ მოგიცია ჩემთვის ამის შესახებ.
_ დაო, რას ამბობ! _ წამოიძახა სენ-კლერმა, _ რას იტყვიან თქვენები, როცა
გაიგებენ, რომ შენ მონა გყავს?
_ ეგ არაფერია! მე მინდა, ტოპსი ჩემი იყოს, რომ შემეძლოს წაყვანა ჩრდილოეთში. იქ თავისუფალი ადამიანი იქნება. იქ ამაოდ არ ჩაივლის ჩემი შრომა.
_ არა, ოფელია, _ გაეცინა სენ-კლერს, _ შენ ამით თავს ვერ იმართლებ. შენ
იცი, რომ ცუდი საქმეა მონის ყოლა. სინდისი არ უნდა გაძლევდეს ნებას, მონა
შეიძინო, თუნდაც, კარგი განზრახვა გქონდეს.
_ გამიგონე, ძმაო, მე ხუმრობის გუნებაზე სულაც არა ვარ, საქმეზე გელაპარაკები. ეს გოგო ადამიანად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლე-
ბას ეღირსება. მე მსურს შენგან კანონიერი ქაღალდი მქონდეს ტოპსის განთავისუფლების შესახებ.
_ კარგი, კარგი, _ უპასუხა სენ-კლერმა, _ ყველაფერს აგისრულებ, რასაც
მთხოვ.
_ გთხოვ, ეგ საქმე ახლავე ამისრულო.
_ რა გეჩქარება, დაო?
_ ასე ჯობია! კაცმა დროზე უნდა შეასრულოს ყოველი საქმე, რაც კი დაკისრებული აქვს, _ უპასუხა ოფელიამ. _ აი, საწერ-კალამი და ქაღალდი, დაჯექი
და დაწერე.
სენ-კლერს არ უყვარდა აჩქარება, გული მოუვიდა ოფელიას სიტყვებზე.
_ არ ვიცი, რა დაგემართა დღეს! _ წაიბუზღუნა იმან უკმაყოფილო ხმით, _
განა ჩემი სიტყვა არა კმარა შენთვის?
_ მინდა გული დავაჯერო, რომ ტოპსი ჩემია; თორემ, ვინ იცის, რა უწერია
კაცს. შენ რომ აღარ იყო, ვიღა მომცემს საჭირო ქაღალდს. ტოპსის სხვა მონებთან ერთად გაჰყიდიან.
_ შენ ძალიან თადარიგიანად იქცევი, დაო! ეჰ, რა გაეწყობა! ახლა ხომ აღარ
მომეშვები.
სენ-კლერი შევიდა თავის კაბინეტში და საჭირო ქაღალდი დაწერა.
_ აი, წაიკითხე! ვგონებ, ნათლად არის გამოთქმული ჩემი სურვილი, _ და
გადასცა ოფელიას დაწერილი ქაღალდი. _ ახლა ხომ დამშვიდდები.
ოფელიამ წაიკითხა.
_ გმადლობ, ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ, მგონი საჭიროა, კიდევ მოწმემ მოაწეროს ხელი.
_ ოჰ, რა ახირებული ადამიანი ხარ! წავიდეთ მარისთან, იმანაც მოაწეროს
ხელი.
_ რა ამბავია? _ იკითხა მარიმ, როცა სენ-კლერი და ოფელია იმის ოთახში
შევიდნენ. მერე შეიტყო, რაშიც იყო საქმე, ბევრი იცინა, რომ ოფელია მონას
იძენს, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით მოაწერა ხელი.
_ მე დიდი სიამოვნებით ვუთმობ ოფელიას ისეთ ძვირფას განძს, როგორიც
ტოპსია, _ თქვა მარიმ, როცა ქაღალდს ხელი მოაწერა.
_ ახლა ტოპსი მთლად შენ გეკუთვნის, _ უთხრა სენ-კლერმა და ქაღალდი
ოფელიას გადასცა.
სენ-კლერი დაბრუნდა სასტუმრო ოთახში. ოფელიაც თან გაჰყვა. სენ-კლერი ხმაამოუღებლივ დაჯდა და რაღაცის კითხვას შეუდგა.
_ ძმაო, _ წამოილაპარაკა ისევ ოფელიამ, _ გიფიქრია როდისმე შენს მონებზე? რა ბედი მოელით იმათ შენს შემდეგ?
სენ-კლერმა არაფერი უთხრა და კითხვა განაგრძო.
_ მაშასადამე, შენი ახლანდელი სათნო მოპყრობა შეიძლება როდისმე ჩამწარდეთ?
სენ-კლერს თვითონაც არაერთხელ უფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა უდარდელი კილოთი უპასუხა ოფელიას:
_ ვფიქრობ, როგორმე ყველაფერი მოვაწესრიგო.
_ როდისღა?
_ ამ დღეებში.
_ როდისღა ამ დღეებში? იქნებ შენ რა გიწერია მანამდის?!
_ რა დაგემართა, დაო, დღეს! _ გაკვირვებით ჰკითხა სენ-კლერმა და გაზეთი გადაისროლა,L _ განა სასიკვდილოს რას მატყობ? რად მოგდის თავში ასეთი აზრები?
_ ეჰ, სიკვდილი ერთი დამთქნარებაა!
სენ-კლერმა აღარაფერი თქვა და აივანზე გავიდა; ამ ლაპარაკმა ხასიათი გაუფუჭა.
_ სიკვდილი ერთი დამთქნარებაა! _ გაიმეორა მან ანგარიშმიუცემლად
ოფელიას სიტყვები. აივნის მოაჯირს გადაეყუდა და შადრევანს, მშვენიერი
ყვავილების ბაღჩას, მოწმენდილ ცას დაუწყო ცქერა. _ სიკვდილი..._ იმეორებდა სენ-კლერი გუნებაში ამ საშინელ სიტყვას. _ საფიქრალადაც კი საზარელია,
რომ ადამიანს წინ სიკვდილი უდევს და ის კი ცოცხლობს და ამ სიცოცხლეს ებღაუჭება. დღეს მე კარგად ვგრძნობ თავს, ვსუნთქავ, შევცქერი ჩემს თვალწინ
გადაშლილი ბუნების მშვენიერ სურათს, სიცოცხლითა და სურვილებითა ვარ
აღსავსე, ხვალ კი, შეიძლება, უსასრულო მძორი ვიყო, სამუდამოდ მოვშორდე
ამ ქვეყანას.
სენ-კლერმა ბოლთის ცემა დაიწყო. ის მთლად ფიქრებს მიეცა. თომამ მეორედ რომ მოახსენა _ ჩაის ზარი დაირეკაო, სენ-კლერი მაშინაც კი ძლივს გამოერკვა ღრმა ფიქრებისაგან.
ჩაის დროსაც განაგრძობდა ფიქრს და არ ლაპარაკობდა. ჩაის შემდეგ სენკლერი, ოფელია და მარი გავიდნენ სასტუმრო ოთახში. არც ერთს კრინტი არ
დაუძრავს. მარის ჩქარა ჩაეძინა დივანზე. ოფელია წინდის ქსოვას შეუდგა. სენკლერი კი ფორტეპიანოს მიუჯდა და რაღაც ნაღვლიანი ჰანგი დაუკრა. სახეზე
ღრმა მწუხარება ეტყობოდა. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა და განჯინიდან ძველი, ფურცლებგაყვითლებული ნოტების რვეული გადმოიღო.
_ აი, დაო, უყურე, ეს დედაჩემის ნაწერია. ხშირად მღეროდა ამ სიმღერას,
ახლაც ყურებში მიდგას დედაჩემის ხმა.
ის ისევ მიუჯდა ფორტეპიანოს, დაუკრა და დაამღერა დიდებული მუსიკოსის, მოცარტის ლოცვა: «სამგლოვიარო ჰიმნი». თომამ გაიგონა საუცხოო მუსიკის ხმა, სასტუმრო ოთახის კარებთან მივიდა და ღრმა გრძნობით დაუგდო
ყური. სენ-კლერს ყველაფერი დაავიწყდა ამ წუთებში; მას ეგონა, თითქოს სადღაც გაქრა მისი წლოვანება, დაუბრუნდა ბავშვობა, ესმის დედის გალობა და
ყურს უგდებს მას.
როცა დაკვრა გაათავა, სენ-კლერი ნიდაყვებზე დაეყრდნო, პირზე ხელები
მიიფარა და დიდხანს იყო ასე გაჩუმებული. ბოლოს წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო.
_ ნეტავ, რას ნიშნავს, რომ დღეს სულ დედაჩემი მიდგას თვალწინ? _ თქვა
მან ბოლოს. _ ისე ცოცხლად ვგრძნობ იმის სიახლოვეს, თითქოს აქ ახლო იყოს
სადმე და მისი სიტყვები მესმოდეს, ისე ცხადად გამიცოცხლდა ხსოვნაში.
სენ-კლერმა კიდევ კარგა ხანს იარა ოთახში, შემდეგ ოფელიასთან გაჩერდა
და უთხრა:
_ ეჰ, მოდი, გავივლი სადმე და გავიგებ, რა ხდება ქვეყანაზე, კაფეში შევალ,
საღამოს გაზეთებს წავიკითხავ.
ამ სიტყვების შემდეგ აიღო ქუდი და სახლიდან გავიდა. თომა კიბემდე
მიჰყვა და ჰკითხა, გაჰყოლოდა თან თუ არა.
_ არა, მეგობარო! მე ჩქარა დავბრუნდები.
თომა სახლში შემობრუნდა. საუცხოო თბილი, მთვარიანი ღამე იყო. თომა
დაჯდა და ფიქრს მიეცა. ბაღიდან ისმოდა შადრევნის ჩუხჩუხი. თომა ფიქრობდა თავის ცოლ-შვილზე, მოელოდა, რომ ჩქარა განთავისუფლდებოდა და დაბრუნდებოდა კენტუკში, მოჰკიდებდა მუშაობას ხელს და გამოისყიდდა ცოლშვილს მონობისაგან.
ამ ფიქრებში თომას ჩასთვლიმა. ძილში ნახა ევა. ბავშვს ოქროს თმებზე ყვავილების გვირგვინი ჰქონდა გაკეთებული. ლოყები გასწითლებოდა. ბავშვი
ისე ცოცხლად ნახა, როგორც წინათ მოირბენდა ხოლმე ღიმილით თავის საყვარელ ბიძია თომასთან. აი, ბავშვმა მიწას მოაშორა ფეხი, მაღლა-მაღლა წავიდა,
ლოყები გაუფერმკრთალდა, თავზე შარავანდედი მოეფინა და მოჩვენება გაქრა.
ამ დროს შემოესმა მაგარი ბრახუნი ალაყაფის კარზე.
თომა ფეთიანივით წამოვარდა და კარის გასაღებად გაექანა. კართან რამდენიმე კაცი იდგა. მხრებზე ზეწარგადაფარებული საკაცე გაედოთ. თომამ სანათი
მიაშუქა და გაარჩია, რომ საკაცეზე კაცი იწვა; დააშტერდა სახეზე და იცნო თავისი ბატონი. შეშინებულმა თომამ საშინლად დაიყვირა. მისმა ყვირილმა მთელი სახლი ფეხზე დააყენა. ხმაური ოფელიამაც გაიგონა.
რა მოხდა? სენ-კლერი რომ შევიდა კაფეში, იქ ორი კაცი ჩხუბობდა. სხვებთან ერთად სენ-კლერიც მივიდა მათ გასაშველებლად. ერთმა მოჩხუბარმა მეორეს დანა მოუქნია დასარტყმელად. სენ-კლერმა ხელი წაატანა დანის წასართმევად, მაგრამ მოქნეული დანა მას მოხვდა გვერდში და მძიმედ დაიჭრა.
ხალხი მისცვივდა დაჭრილს, წამოაყენეს, კარგად იცოდნენ მისი ბინა და იმ
წამსვე შინ წამოიყვანეს. სენ-კლერის სახლში ყველას თავზარი დაეცა: ყველანი
დარეტიანებულნი იყვნენ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, როგორ ეშველათ
დაჭრილისათვის. მხოლოდ თომა და ოფელია მხნეობდნენ, დაჭრილს უვლიდნენ. სასტუმრო ოთახში დააწვინეს დივანზე. სენ-კლერმა გონება დაკარგა და
გულწასული იწვა დივანზე.
ოფელია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ დაჭრილი გონს მოეყვანა. ბოლოს,
როგორც იყო, სენ-კლერმა თვალი გაახილა, ოთახს თვალი მოავლო, ყველა იქ
მყოფი შეათვალიერა და ბოლოს კედელზე დედის სურათს მიაშტერდა.
მოვიდა ექიმი, ჭრილობა გასინჯა. მის სახეზე კაცი წაიკითხავდა, რომ მორჩენის იმედი არ იყო. მაინც შეუხვია ჭრილობა. ექიმს თომა და ოფელია შვე-
ლოდნენ. ოთახში და აივანზე მოსამსახურეები შეყრილიყვნენ, ხმაურობდნენ
და ტიროდნენ. ოფელიამ ყველა დაითხოვა ოთახიდან, რადგანაც ავადმყოფის
მდგომარეობა სრულ მყუდროებას საჭიროებდა. სენ-კლერს ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ მძიმე ფიქრები აწუხებდა. რამდენიმე ხნის
შემდეგ თომას, რომელიც იმის წინ დაჩოქილი იყო, მხარზე ხელი დაადო და
უთხრა:
_ ჩემო ძვირფასო თომა!
_ რა გნებავთ, ბატონო?
_ ვკვდები, თომა!
თომას სენ-კლერმა მაგრად ჩამოართვა ხელი, მაგრამ მეტი კი ვერაფერი
უთხრა. თვალები დახუჭა და თომას ხელი ხელში ჩარჩა. განკითხვის დღეს
თეთრი და შავკანიანი ხელები შეუერთდნენ ერთმანეთს ძმური სიყვარულით.
სენ-კლერი უძრავად იწვა და დროგამოშვებით ლუღლუღებდა სიტყვებს იმ
ლოცვიდან, რომელიც მან დაუკრა ფორტეპიანოზე, სანამ სახლიდან სასეირნოდ გავიდოდა. ოთახში მყოფთ გაურკვეველი ლუღლუღი ესმოდათ.
_ ბოდავს, _ თქვა ექიმმა.
_ არა, _ უპასუხა სენ-კლერმა, _ ეს ბოდვა არ არის...…მე ძლივძლივობით
მოვედი სახლში...…
სამარის ფერმა გადაჰკრა დაჭრილს სახეზე, მაგრამ იმ წამსვე ღიმილით გაუბრწყინდა სახე. ერთი კიდევ დაიძახა: «ჩემო დედილო!» და საუკუნოდ დახუჭა თვალები.
ოცდამეხუთე თავი
შეუბრალებელი
სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ მის სახლში მწუხარებამ დაისადგურა.
უბედურებით თავზარდაცემულ მარის წამდაუწუმ გული უწუხდა და ტიროდა.
ოფელია მაგრობდა, არ ეძლეოდა მწუხარებას. ის ერთი წუთითაც არ მოშორებია დაჭრილის საწოლს, სანამ მოვლა იყო საჭირო. ახლა ბიძაშვილის სიკვდილის შემდეგ დატრიალდა ოჯახში და ყველას თადარიგი მისცა.
დადგა დასაფლავების დღე.
მიაცილეს სამარის კარამდის ნეშტი უდროოდ დაღუპული ადამიანისა.
უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი მისდევდა მის კუბოს. ყველას ერთნაირად ენანებოდა იგი. შემდეგ დაიწყო ყოველდღიური ცხოვრება.
სენ-კლერის სახლში ახლა კი ყველა დააინტერესა საკითხმა: როგორ მოეწყობოდა ამის შემდეგ მათი ცხოვრება.
ქალბატონი სენ-კლერი ნელ-ნელა გონს მოვიდა და თავის ფარეშობას შეუდგა. ოფელიამაც იგრძნო, რომ ახლა ის საჭირო აღარ იყო და შინისაკენ უნდა
გამგზავრებულიყო. ყველაზე მეტად შეშფოთებული იყვნენ მონები, რომლებ-
მაც არ იცოდნენ, რას უპირებდა მათ ახალი ბატონი. ყველა გრძნობდა, რომ სენკლერის სიკვდილის შემდეგ გულდამშვიდებული ცხოვრება აღარ ექნებოდათ.
ქალბატონისაგან კეთილს არაფერს არ მოელოდნენ.
ჩქარა დადგა ეს ახალი ხანაც. ორი კვირა იყო გასული სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ. ოფელია თავის ოთახში იჯდა და რაღაცას აკეთებდა. კარი გაიღო,
ოთახში ატირებული მოახლე გოგო როზა შემოვიდა და ოფელიას რაღაც ბარათი მიაწოდა.
_ ო, ქალბატონო ოფელია, მიშველეთ, დამეხმარეთ! ქალბატონმა ბარათი
მისწერა მოურავს და იქ უნდა გამწკეპლონ.
_ რადა?
_ ქალბატონს სიტყვა შევუბრუნე და იმიტომ. საქმე ასე იყო: მე ქალბატონის
კაბის ზომას ვიღებდი, მან უცებ რაღაცაზე გაბრაზებულმა სილა გამარტყა. ეს
მეწყინა და სიტყვა შევუბრუნე, ასეთი საძაგელი ხასიათი მაქვს. ქალბატონმა
ამისათვის თხუთმეტი მათრახის დარტყმა დამინიშნა. ვაი, სირცხვილო! ნეტავი მომკლა და ამ სამარცხვინო სასჯელს ამაცდინა!
როზა ტიროდა და მთელი ტანით ცახცახებდა.
ოფელია ეცადა, გოგო დაემშვიდებინა.
_ აქ მოიცადე, მე წავალ მარისთან მოსალაპარაკებლად.
ოფელიამ მარი საპირფარეშო ოთახში ნახა. ძიძა თმებს უვარცხნიდა, ჯენი
კი ფეხებს უზელდა.
_ მინდა, როზას შესახებ მოგელაპარაკოთ, _ უთხრა ოფელიამ მარის. _ გოგო ძალიან ნანობს, რომ თქვენთვის სიტყვა შეუბრუნებია.
_ მართლა? ეგ არაფერია, შენანება მერე იქნება, ჯერ სად ბრძანდება. ეყო,
რაც ითამამა მაგ საძაგელმა გომბიომ. მე მაგას მოვაჭკვიანებ, თავისი ადგილი
უნდა იცოდეს, თორემ თავზე დაგვასხდნენ.
_ როგორ შეიძლება ყმაწვილი ქალის გაწკეპვლა, მაგით ხომ ქალში ჩაკლავთ ყოველივე თავშეკავების, სირცხვილისა და მორიდების გრძნობას?
_ თქვენც გიპოვიათ, რაღა, ადამიანი და გამოსარჩლებიხართ. განა მაგისთანა გომბიოებმაც იციან, რა არის სირცხვილი და მორიდება? მე სასტიკი ადამიანი ვარ? განა თხუთმეტი მათრახი მაგისთანა თავაშვებული გოგოსათვის სისასტიკეა? მიეცით მაგას ნება _ და ჩქარა სხვა მონებიც თავზე წამოგასხდებიან.
არა, ახლა სხვანაირად უნდა მოვუაროთ მაგათ.
ოფელია დარწმუნდა, რომ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, და იმედგაცრუებული გავიდა ოთახიდან.
ქალბატონი სენ-კლერი მოელაპარაკა ვექილებს, მშობლებს, მაზლს და გადაწყვიტა, აქაური მამული მთლად გაეყიდა.
ერთ დილით ადოლფმა მწუხარებით შეატყობინა თომას, მონებს გაყიდვას
უპირებენო.
_ საიდან იცი ეგა? _ ჰკითხა თომამ.
_ ყური მოვკარი ქალბატონის ლაპარაკს. რამდენიმე დღის შემდეგ ყველა
მონას აქედან გაგვისტუმრებენ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 12
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.