Latin
Total number of words is 3822
Total number of unique words is 1805
34.9 of words are in the 2000 most common words
50.3 of words are in the 5000 most common words
57.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ ეჰ, დამეხსენი, თუ ხათრი გაქვს! _ თქვა გაჯავრებულმა სენ-კლერმა: _ შენ
სულ საზარელი სურათები გეხატება თვალწინ. ასე ცხოვრება არ შეიძლება.
ევას გაუფრთხილდი _ აი, რა არის საჭირო. ნუ გაუშვებ საღამოთი ცივ ჰაერზე;
ეცადე, არ იღლებოდეს საქმით ან თამაშით.
თუმცა სენ-კლერი ასე ელაპარაკებოდა ოფელიას, გუნებაში ძალიან ეშინოდა და ღელავდა. თვითონაც დაუწყო ბავშვს თვალყურის დევნება და გვერდიდან არ იშორებდა. ევა ხშირად სეირნობდა მამასთან ერთად ცხენით. სენ-კლერი ყოველდღე უზიდავდა ბავშვს ახალ-ახალ წამლებს და ერთგულად ასმევდა, თუმცა, ამავე დროს, ამბობდა: ევას წამლები არ ესაჭიროება, მაგრამ არც საზიანოაო.
მას ყველაზე მეტად ბავშვის არაჩვეულებრივი აზროვნება აწუხებდა, მისი
სერიოზული გრძნობები. ევა ხანდახან ისეთ რამეებს ლაპარაკობდა, რომ იმისი
წლოვანებისათვის წარმოუდგენელი იყო. ასეთ წუთებში სენ-კლერი რაღაც გამოუთქმელ შიშს გრძნობდა. მაგრად მიიკრავდა ბავშვს გულზე, თითქოს ეშინოდა, არავინ მომტაცოსო.
ბავშვი სულ უფრო მეტ სიყვარულსა და სიბრალულს გრძნობდა ირგვლივ
ყველას მიმართ და ყველაზე ზრუნავდა. თუმცა ტოპსისთან და სხვა ბავშვებთან თამაშობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ აზრებით სხვაგან იყო. ხშირად, როცა
ტოპსის ცუღლუტობას უყურებდა, მწარედ ჩაფიქრდებოდა.
_ დედა, _ ჰკითხა ერთხელ დედას ევამ, _ რატომ ჩვენი ზანგები წერა-კითხვას არ სწავლობენ?
_ რა უაზრო კითხვას მაძლევ, ევა! _ უპასუხა დედამ, _ ზანგებს არსად არ
ასწავლიან წერა-კითხვას.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ იმათთვის წერა-კითხვა საჭირო არ არის. ეს მათ მუშაობას
არ გაუადვილებს. ზანგები კი მუშაობისათვის არიან გაჩენილები.
_ მე მგონია, _განაგრძო ევამ, _ მონებმა წერა-კითხვა უნდა იცოდნენ, რომ
კარგი წიგნებით შეისწავლონ წესიერი ცხოვრება.
_ მაგდენს იმათ ყოველთვის წაუკითხავს ვინმე.
_ მე კი მგონია, დედა, რომ წიგნებს ყოველი კაცი თვითონ უნდა კითხულობდეს. თუ კაცმა წიგნი არ იცის, არც წამკითხველი ჰყავს, მაშინ რაღა ქნას?
_ რა უცნაური ბავშვი ხარ, შვილო! _ წარმოთქვა მარი სენ-კლერმა.
_ მამიდა ოფელიამ ტოპსის ასწავლა წერა-კითხვა, _ განგრძო ლაპარაკი
ევამ.
_ მერე, რა სარგებლობას მოუტანს ტოპსის წერა-კითხვა? _ თქვა ქალბატონმა სენ-კლერმა: _ იმაზე გაფუჭებული ბავშვი ჩვენს სახლში არ მოიპოვება.
_ ჩემს ძიძასაც ძალიან უყვარს წიგნები.
ქალბატონი სენ-კლერი რაღაც ყუთს ალაგებდა, საქმეს თავი დაანება და სერიოზული კილოთი უთხრა ევას:
_ როცა წამოიზრდები, ევა, და საზოგადოებაში გახვალ, მაშინ მონებისათვის წიგნის საკითხავად აღარ გეცლება. იმიტომ კი არ გეუბნები ამას, რომ არ
მომწონს შენი საქციელი. მე თვითონაც ვუკითხავდი შენხნობას, მაგრამ როცა
საფიქრებლად კაბის შეკერვა და დროს ტარება გაგიხდება, მაშინ შენ მაგათთვის დრო აღარ გექნება. უყურე, რა მშვენიერი ბრილიანტია! პირველად რომ
წამიყვანეს საცეკვაო საღამოზე, მაშინ გავიკეთე. როცა გაიზრდები, შენ გაჩუქებ.
ევამ ცალი თვალით გადახედა ბრჭყვიალა სამკაულს.
_ რას ფიქრობ, შვილო? _ ჰკითხა დედამ, როცა ბავშვს ჩაფიქრება შეამჩნია.
_ დედა, ეს ძვირფასია? _ჰკითხა ბავშვმა.
_ ჰო, შვილო! მამაჩემმა საზღვარგარეთიდან გამოიწერა. ეს სამკაული დაუფასებელია.
_ ნეტავი ჩემი იყოს! _ თქვა ევამ.
_ რად გინდა, შვილო?!
_ ახლავე გავყიდდი და იმ ფულით ვიყიდდი ბლომად მიწას ისეთ ადგილას, სადაც მონობა არ არის, და იქ დავასახლებდი ყველა ჩვენს მონას. მივუჩენდი მასწავლებელს და ყველას ვასწავლიდი წერა-კითხვას.
მარის გულიანად გაეცინა.
_ ერთი სიტყვით, შენ იქ სასწავლებელს გახსნიდი, ასწავლიდი ფორტეპიანოზე დაკვრას, ხავერდზე ქარგვასა და ამისთანებს.
_ არა, დედილო! _ მტკიცედ უპასუხა ევამ: _ მე ვასწავლიდი იმათ წერაკითხვას, რომ წერილების შედგენა შეძლებოდათ. დედილო, ღმერთმანი, ახლა
აუტანელია მათი ცხოვრება; ბიძია თომა ამას ძალიან კარგად გრძნობს, ძიძაცა
და ბევრი სხვაც.
_ ბავშვურად მსჯელობ, ევა! _ შენიშნა დედამ, _ თავი დავანებოთ ამ ლაპარაკს, თავი ამტკივდა.
მარი ყოველთვის თავის ტკივილს მოიგონებდა, როცა სურდა, შეეწყვიტა
უსიამოვნო ლაპარაკი.
ევა ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან.
ოცდამეერთე თავი
ჰენრი
ამ ხანებში სენ-კლერს სტუმრად ეწვია ძმა პატარა ვაჟიშვილით.
სენ-კლერი და იმისი ძმა არაფრით არ ჰგვანდნენ ერთმანეთს _ არც სახით,
არც ხასიათით, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
სასიამოვნო სანახავი იყო, როცა ძმები ხელიხელგაყრილნი დასეირნობდნენ ბაღში და შეუჩერებლივ მასლაათობდნენ. ბავშვებიც ჩქარა დამეგობრდნენ. ჰენრი ლამაზი ბავშვი იყო, შავი თმა და შავი დიდრონი თვალები ჰქონდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ამაყი და ფიცხი ბავშვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ევას მეტად ალერსიანად ეპყრობოდა. პირველი გაცნობიდანვე ევამ უცებ დაიმორჩილა იმისი გული.
ევას პატარა თეთრი ცხენი ჰყავდა, იმით დასეირნობდა ხოლმე.
ერთხელ ბავშვები სასეირნოდ მიდიოდნენ. თომამ მოიყვანა სასახლესთან
ევას პატარა ცხენი. თომას გვერდით ცამეტი წლის ბიჭს ეჭირა მშვენიერი დაბალი ტანის არაბული ცხენი. ეს ძვირფასი ცხენი ჰენრის მამამ ახლახან გამოიწერა შვილისათვის. პატარა მეჯინიბეც ჰენრის საკუთრებას შეადგენდა. ჰენრის
თავი მოსწონდა ლამაზი ცხენით და ახლაც გულმოდგინედ დაუწყო თვალიერება _ სუფთად იყო შენახული თუ არა.
_ ეს რა არის? როგორ უსუფთაოდ გყავს ცხენი? _ დაუყვირა ბატონმა პატარა ბიჭს. _ ვგონებ, დღეს თავი არ შეგიწუხებია, რომ რიგიანად გაგესუფთავებინა.
_ როგორ არა, ბატონო! _ მორჩილად უპასუხა ბიჭმა. _ კარგად გავწმინდე,
მაგრამ ისევ გამტვრიანდა.
_ გაჩუმდი! _ უფრო ძლიერ დაუყვირა ჰენრიმ და ბიჭს მათრახი დაუქნია.
ბიჭი წლოვანებით თავისი ბატონის ხნისა იყო: ცდილობდა, თავი ემართლებინა; სირცხვილით სახე აუჭარხლდა და თვალებმა სიბრაზისაგან ელვა
დაუწყო.
ჰენრიმ მოთმინება დაკარგა და მათრახი გადაჰკრა.
_ აი, ესეც შენ _ ბევრი ლაპარაკისათვის! _ უთხრა იმან მონას. _ წაიყვანე ახლავე და კარგად გაწმინდე ცხენი!
როცა ბავშვმა ტირილით წაიყვანა ცხენი, თომა გამოექომაგა:
_ მე ჩემი თვალით ვნახე, ცხენი გასუფთავების შემდეგ მტვერში გაგორდა.
_ შენ არავინ გეკითხება, _ მკვახედ მიუგო ჰენრიმ და აივანზე ავიდა ევასთან. იგი სასეირნო ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
_ საყვარელო დაო, მაპატიე, რომ ბრიყვის გადამკიდე ამდენ ხანს გაცდევინებ, აქ დავსხდეთ, სანამ ჩემს ცხენს მოიყვანენ. რა ფერი გაძევს? როგორ მკაცრად იცქირები?
_ როგორ არა გრცხვენია, ჰენრი, რომ ასე სასტიკად, ასე ცუდად ეპყრობი
მონებს? _ უსაყვედურა ევამ ბიძა-შვილს.
_ განა რა დავაშავე სასაყვედურო, ძვირფასო ევა?! _ გაიკვირვა ჰენრიმ.
_ ძვირფას ევას ნუღარ მეძახი, შენ ცუდი ბავშვი ყოფილხარ.
_ შენ არ იცნობ, ევა, მაგ ბიჭს! მაგას კაცი ვერაფერს გააგონებს უმათრახოდ.
მამაჩემიც ეგრე ექცევა მონებს.
_ ხომ გაიგონე, ბიძია თომამ თქვა _ ბავშვი დამნაშავე არ არისო. ის თავის
დღეში ტყუილს არ იტყვის.
_ იშვიათი ზანგი ყოფილა! ჩვენი მონები კი ყველანი მატყუარები არიან.
_ იმიტომ, რომ თქვენ ისინი დაშინებულები გყავთ. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს!
_ კარგი, კარგი, დაო! შენ ისე გამოექომაგე ჩემს ბიჭს, რომ, გეფიცები, მე
იმას შენთან არასდროს დავსჯი.
ასეთი დაპირება ევას არ აკმაყოფილებდა, მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს, რადგანაც ხედავდა, რომ აგრე ადვილად ვერას შეასმენდა თავის ბიძაშვილს, რომელიც საშინლად გაერყვნა დედ-მამას და მისთვის ბატონყმური აზრები ჩაენერგა.
ბიჭმა ჩქარა მოჰგვარა ბატონს გაწმენდილი ცხენი. ევამ შეამჩნია, რომ
ბავშვს ნამტირალევი თვალები ჰქონდა და რამდენიმე ალერსიანი სიტყვა უთხრა ნუგეშად, როცა ბიჭი ევას ცხენზე შეჯდომას შველოდა. ჰენრის ცოტა შერცხვა თავისი საქციელის და შეეცადა, დაეყვავებინა მსახურისათვის. რამდენიმე
გროში გადაუგდო ბიჭს საჩუქრად, ხილი იყიდეო.
პატარა ბიჭმა მადლიერი თვალით გადახედა ევას კეთილი სიტყვისათვის.
ამ სიტყვებმა უფრო მეტად ასიამოვნა, ვიდრე ბატონის ნაჩუქარმა გროშმა.
მათმა მამებმა ყველაფერი დაინახეს ფანჯრიდან. ევას მამა დიდხანს ეკამათებოდა ძმას, რომელიც ექომაგებოდა შვილს და იმის საქციელს ხასიათის სიფიცხით ხსნიდა.
_ მერე რად უწყობ ხელს ასეთი ხასიათის განმტკიცებაში? რად აძლევს ნებას, რომ თავისსავე ტოლ ბავშვს აგრე მოექცეს? _ ეკითხებოდა სენ-კლერი.
_ რა ზომები შემიძლია მივიღო? _ უპასუხებდა ჰენრის მამა: _ ეგ დაბადებით ეგეთი ფიცხია. ვერც მე, ვერც ჩემი მეუღლე ვერაფერს ვაწყობთ მაგასთან,
როცა გუნება აემღვრევა ხოლმე. რაც შეეხება ამ ბიჭს, სწორი მოგახსენოთ, მაგათთან სხვანაირად ვერაფერს გააწყობ.
ევას მამა ააღელვა ძმის სიტყვებმა; ძმებმა დიდხანს იკამათეს მონობის შესახებ, ისინი სულ სხვადასხვა შეხედულებისა იყვნენ ამ საკითხზე.
ცხენის ფეხის ხმა მოისმა: ბავშვები სეირნობიდან დაბრუნდნენ. მამა გამოეგება ევას ეზოში.
_ შვილო, ევა! _ უთხრა იმან ცხენიდან გადმოყვანის დროს: _ გეტყობა,
დაღლილხარ.
_ არა, მამილო! _ უპასუხა ბავშვმა.
მაგრამ ევა მძიმედ სუნთქავდა. მამას შეეშინდა.
_ როგორ შეიძლება ცხენის გაჭენება! ხომ იცი, ეგ შენთვის მავნებელია.
_ მამილო, მე ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ დამავიწყდა ჩემი ავადმყოფობა.
სენ-კლერმა ხელში აიყვანა ბავშვი, შეიყვანა სასტუმრო დარბაზში და დააწვინა დივანზე.
_ ჰენრი, _ უთხრა სენ-კლერმა ძმისწულს, _ გაუფრთხილდი ევას, ეგრე ნუღარ აჭენებთ ცხენებს.
_ თქვენ დარდი ნუ გაქვთ, ნუ შეწუხდებით, ბიძია, მე მოვუვლი ევას.
ის მოუჯდა ევას გვერდით და მაჯა დაუჭირა.
_ ევა, მე ძალიან ვწუხვარ, რომ მამა ჩქარა წამიყვანს აქედან. მერე როდისღა
გნახავ? მე რომ აქ დიდხანს დავრჩენილიყავ, ბევრად მომირბილდებოდა ხასიათი და ჩემს ბიჭს უდიერად აღარ მოვეპყრობოდი. მე იმისათვის ცუდი არა
მსურს, მაგრამ, როცა გავბრაზდები, თავს ვეღარ ვიკავებ. ეგ ჩვენს სახლში ისეთ
ცუდ მდგომარეობაში არ იმყოფება, როგორც შენა გგონია. ამ ბიჭს ჩვენ კარგად
ვინახავთ: ვაცმევთ, კარგი ჭამა-სმა აქვს და ზოგჯერ ფულსაც ვაჩუქებ ხოლმე.
მე ვგონებ, კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.
_ განა ბედნიერი იქნებოდი, ჰენრი, რომ არავის უყვარდე? _ ჰკითხა ევამ.
_ არა, _ გადაჭრით უპასუხა ჰენრიმ.
_ აი, ხედავ, ეგ ბიჭი მოუშორებიათ თავისი ოჯახისათვის. აბა ვის უყვარს
იგი თქვენს სახლში?
_ მე ამ შემთხვევაში არავითარი შველა არ შემიძლია, _ უპასუხა ჰენრიმ.
_ რატომ შენ თვითონ არ გიყვარს ეგ ბიჭი? _ განაგრძო ლაპარაკი ევამ.
_ რად უნდა მიყვარდეს? _ ჰენრიმ ვერ გაიგო ევას სიტყვების აზრი: _ შენც
ხომ არ გიყვარს შენი მონები.
_ მე მიყვარს, _ უპასუხა ევამ.
_ უცნაურია!
ევა გაჩუმებული იცქირებოდა ძირს.
_ მაინც გთხოვ, _ განაგრძო ევამ, _ კეთილი ადამიანი იყო და საწყალ უცხო
ბავშვს ალერსიანად ეპყრობოდე. დამპირდი, თუ გიყვარვარ, რომ თხოვნას
ამისრულებ.
_ შენი გულისათვის, ჩემო ძვირფასო, ვისაც გინდა, შევიყვარებ! _ წამოიძახა
ჰენრიმ: _ ჩემს სიცოცხლეში შენზე კარგი არავინ მინახავს!
ევამ ჰენრის სიტყვები დინჯად, დარბაისლურად მოისმინა, მაგრამ ამ სიტყვებმა იმის თავმოყვარეობას არაფერი მისცა.
_ მოხარული ვარ, რომ კარგი სურვილები გაქვს, ჰენრი, _ უთხრა ევამ ბიძაშვილს ალერსიანად. _ არ დაივი-წყო შენი დაპირება.
ამ დროს სადილის ზარი დაირეკა და ბავშვები სასადილოში წავიდნენ.
ოცდამეორე თავი
მამისა და შვილის საუბარი
ორი დღის შემდეგ სტუმრები წავიდნენ. სანამ სტუმრები იყვნენ სახლში,
ევა ისე გამოცოცხლდა და გამხიარულდა, რომ ყველას დაავიწყდა მისი ავადმყოფობა, მაგრამ სტუმრების წასვლის შემდეგ სწრაფად დაეტყო სისუსტე. ახლა კი ყველამ იგრძნო, რომ ბავშვი მძიმე ავადმყოფი იყო. მხოლოდ მარი ვერ
გრძნობდა ბავშვის მდგომარეობას. ნებივრობამ შთანთქა და შვილისათვის არ
ეცალა. სწყინდა ხოლმე, როცა ოფელია ბავშვის ავადმყოფობაზე ეტყოდა რასმე.
_ მე საშიშს ვერაფერს ვხედავ ევას მდგომარეობაში, _ უპასუხა მარიმ ოფელიას, როცა ამ უკანასკნელმა კიდევ ჩამოუგდო ლაპარაკი ევას ავადმყოფობაზე.
_ აბა, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ახველებს ბავშვს! _ თქვა ოფელიამ.
_ ეგ რა ხველაა! მე რომ ევას ხნისა ვიყავი, უფრო მაგრად მახველებდა, ეშინოდათ, ჭლექი არ გამჩენოდა.
_ ევას ახველებს, დღითი დღე სუსტდება, სუნთქვა უძნელდება ბავშვს.
_ ეგ ნერვების ბრალია. მახსოვს, ძლივს ვსუნთქავდი ხოლმე.
_ ღამე ოფლი რომ მოსდის? _ არა ცხრებოდა ოფელია.
_ არც ეგ არის საშიში, _ თქვა ქალბატონმა სენ-კლერმა. _ ღამით ოფლი ნერვების სისუსტემაც იცის. ძიძა ახლაც ხშირად გამომიცვლის ხოლმე ღამღამობით ოფლიან საცვლებს.
ოფელია გაჩუმდა, რაკი დარწმუნდა, რომ მარისთან ლაპარაკი ამაო იყო.
იცოდა კი, რომ ასეთი უცნაური უდარდელობა დედისა დიდხანს ვერ გასტანდა. როცა ევა ისე ცუდად გახდა, რომ რამდენიმე ექიმი მოიწვიეს, მაშინ დედაც
შეფიქრიანდა და მეორე უკიდურესობა დაეტყო: ახლა მხოლოდ იმასღა ლაპარაკობდა, რომ ის უბედური დედაა, რომ წინათვე გრძნობდა და მოელოდა ამას.
მწუხარებამ ნერვები აუშალა: ყველას უჩიოდა, ყველას ლანძღავდა; არც დღე,
არც ღამე არავის მოსვენებას არ აძლევდა.
_ ჩემო მარი, _ ეტყოდა ხოლმე სენ-კლერი ცოლს: _ რად ეძლევი უიმედობას? განა არავითარი შველა არ შეიძლება? ექიმს ხომ ჯერ მორჩენის იმედი არ
დაუკარგავს?
_ შენ შეგიძლია მხიარულად უყურო მომავალს და იმედები იქონიო, ეგ
შენთვის ძალიან კარგია, _ უპასუხებდა ხოლმე ქმარს ქალბატონი სენ-კლერი, _
მაგრამ არ შეგიძლია მიხვდე დედის გრძნობებს.
ნერვებაშლილი დედაკაცი ხან ვის მივარდებოდა და ხან ვის. ყველას გულქვაობას უკიჟინებდა, უსაყვედურებდა, რომ არავის ესმოდა მისი ტანჯვა.
ევას ხშირად ესმოდა დედის ბუზღუნი და ეს საშინლად აწუხებდა.
ორმა კვირამ გაიარა. ევამ ცოტათი მოიხედა. მაგრამ ეს არ იყო საღი ადამიანის გამოკეთება. ასეთმა ავადმყოფებმა ხშირად იციან უკანასკნელ ჟამს მოხედვა. ევამ კიდევ შეძლო სეირნობა ბაღში, აივანზე. ის ხანდახან თამაშობდა და
იცინოდა კიდეც ძველებურად. მამას ძლიერ უხაროდა ბავშვის გამობრუნება
და ყველას ახარებდა ევას გამოკეთებას; იმედი ჰქონდა, ბავშვი ჩქარა სულ კარგად შეიქმნებაო. ექიმი და ოფელია კი სხვას ფიქრობდნენ. ამ ცვლილებამ ვერ
მოატყუა ისინი და თვითონ ბავშვსაც არ მისცემია მორჩენის იმედი. სიკვდილისაგან ნიშანში ამოღებული ადამიანი როგორღაც გრძნობს ამას. ევაშიც ასეთი ცვლილება მოხდა. ის გრძნობდა, რომ ამქვეყნად დიდი ხნის სიცოცხლე
აღარ ჰქონდა. ამ საგანზე მას ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. საკვირველი იყო: ფუფუნებაში აღზრდილი ბავშვი არ ნანობდა, რომ ამქვეყნიურ ბედნიერ ცხოვრებას
ტოვებდა. მხოლოდ იმასა წუხდა, რომ სიკვდილი დააშორებდა საყვარელ ადამიანებს; განსაკუთრებით აწუხებდა მამის მდგომარეობა. იცოდა, რომ მის მამას
მეტი მახლობელი და საყვარელი არავინ რჩებოდა. დედაც ენანებოდა. მგრძნობიარე გულში მშობლის სიყვარული ღრმად ჰქონდა ჩანერგილი. ყველა მონა
ენანებოდა. სურდა, სანამ ცოცხალი იყო, რამე გაეკეთებინა მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
ერთხელ, სადილის შემდეგ, სენ-კლერი აივანზე იჯდა. ამ დროს ბაღიდან
ევაც ამოვიდა. მისი ოქროსფერი თმები მზეზე საუცხოოდ ბრჭყვიალებდა. ლოყები გაწითლებული ჰქონდა. ბავშვს თეთრი, გაქათქათებული კაბა ეცვა და ანგელოზს ჰგავდა.
მამამ ჯერ გაოცებით შეხედა ბავშვს, მერე კი მაგრად ჩაიკრა გულში.
_ მამილო, _ მტკიცე ხმით უთხრა ევამ, _ დიდი ხანია, შენთან ერთ საქმეზე
მინდა ლაპარაკი. მინდა მოგელაპარაკო, სანამ ძალ-ღონე მაქვს.
ამ სიტყვების გაგონებაზე სენ-კლერს თავში რაღაცამ დაჰკრა.
ბავშვი მამის მუხლზე დაჯდა და პატარა თავი მკერდზე მიაყრდნო.
_ მამილო, მე აღარ შემიძლია დავფარო ის, რასაც ვგრძნობ, _ დაიწყო ბავშვმა, _ ვიცი, რომ ჩქარა სამუდამოდ გამოვეთხოვები ამ ქვეყანას.
ბავშვს ტირილი მოერია ამ სიტყვებზე.
_ შვილო, ავადმყოფობისაგან დასუსტებული ხარ, ნერვები აგეშალა და ამიტომ მოგდის თავში ასეთი საზარელი აზრები.
სენ-კლერი დამშვიდებული ხმით ლაპარაკობდა, თუმცა შიშით გული უსკდებოდა.
_ არა, მამილო, ნუ ატყუებ შენ თავს; მე უკეთ არა ვარ, ეს კარგად ვიცი. არც
საზარელი ფიქრები და სისუსტე მალაპარაკებს. ვგრძნობ, რომ მძიმე ავადმყოფი ვარ და თქვენ, ჩემი საყვარელი ადამიანები რომ არ მენანებოდეთ, სრულ
ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემს თავს. მე მსურს სიკვდილი.
_ რამ მოგაბეზრა ასე სიცოცხლე, შვილო? ვგონებ, ჩვენ საკმაოდ ვზრუნავთ
შენი ბედნიერებისათვის?
_ ამქვეყნად კარგია სიცოცხლე, როცა საყვარელ ადამიანებს შეჰყურებ, მაგრამ გარშემო ბევრი უსამართლობა ტრიალებს, ბევრი იტანჯება უბრალოდ და
ამიტომ არ ვნანობ ამ ქვეყნის მოშორებას.
_ ჩემო სიცოცხლევ, რა ბოროტებას ხედავ ამქვეყნად, რატომ არ მეტყვი?
_ საშინელ, აუტანელ მდგომარეობაშია საწყალი ხალხი, მამილო! მე იმათ
ყველას ვუყვარვარ. მამილო, მე მსურს ისინი ყველანი გაათავისუფლო.
_ განა ჩვენი მონები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, შვილო?
_ არა, მამილო, იფიქრე, რა მოუვათ, როცა შენ აღარ იქნები. შენისთანა ადამიანი იშვიათია ქვეყანაზე. აი, ბიძია ალფრედი არა გგავს შენ, არც დედა. ამათზე უფრო სასტიკი ბატონებიც იქნებიან კიდევ. აბა, იფიქრე, მამილო, რა საშინელ დღეში შეიძლება ჩაცვივდნენ ჩვენი მონები.
ევას გააჟრჟოლა.
_ შვილო, შენ მეტად მგრძნობიარე გულისა ხარ. ვნანობ, რომ ნებას გაძლევდი და სამწუხარო ამბებს ყურს უგდებდი.
_ აი, სწორედ ეგ მწყინს, მამილო! შენ გსურს, რომ მე ბედნიერად ვიცხოვრო, რომ ჩემს ყურამდის არავითარი სამწუხარო ამბავი არ აღწევდეს, უმრავლესობა კი მთელ თავის სიცოცხლეში მწუხარების მეტს არაფერს ხედავს. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, ყველაფერი მესმოდეს, სხვის უბედურებას უნდა
ვგრძნობდე. აი ეს აზრები მაწვებოდა გულზე ყოველთვის მძიმე ლოდად. მე
სულ ამაზე ვფიქრობდი ხოლმე. მამილო, მითხარი, გენაცვალე, განა არ შეიძლება მონების განთავისუფლება?
_ მეტად ძნელ კითხვას მაძლევ, შვილო! მეც და ბევრი სხვაც ფიქრობს, რომ
მონობა ბოროტებაა. მაგრამ, როგორ უნდა მოისპოს მონობა _ ეს კი ხეირიანად
არავისა გვაქვს წარმოდგენილი; ეს ძნელი საქმეა.
_ მამილო, შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ. კარგი ლაპარაკიც იცი.
განა არ შეგეძლო, მისულიყავი ჩვენს მეზობლებთან და დაგერწმუნებინა ისინი, რომ საჭიროა მონების განთავისუფლება? როცა მე მოვკვდები, მამილო, ჩემს
სახსოვრად უთუოდ გაათავისუფლე ჩვენი მონები. იმედი მაქვს, ამ თხოვნას
ამისრულებ.
_ როცა შენ მოკვდები, ევა! _ მწარე ნაღველით წარმოთქვა სენ-კლერმა, _ ნუ
ლაპარაკობ ასე, ჩემო ძვირფასო: ამქვეყნად შენს მეტი არავინა მყავს და უზომოდ მტანჯავს შენი სიტყვები!
_ ძიძასაც ყველაზე ძლიერ თავისი შვილები უყვარს. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, იძულებულია, მთელი თავისი სიცოცხლე იმათგან მოშორებით გაატაროს. ძვირფასო მამილო! იზრუნე ამ უბედურთათვის, შეისმინე ცრემლები ჩემი
საყვარელი ძიძისა: რამდენჯერ მინახავს ის ცხარე ცრემლებით მტირალი. ან
ბიძია თომა _ იმასაც ხომ უყვარს თავისი შვილები? საშინელებაა, რაც ახლა
ხდება ქვეყანაზე!
_ დამშვიდდი, ჩემო პაწიავ, ნუ შფოთავ, ნუ ლაპარაკობ სიკვდილზე და ნუ
მტანჯავ! მე მზად ვარ, ყველაფერი აგისრულო.
_ სიტყვა მომეცი, ძვირფასო მამილო, რომ თომას უეჭველად გაათავისუფლებ, როცა... _ ბავშვს სიტყვა გაუწყდა, თითქოს ვერ ბედავდა გამოეთქვა, რაც
ჰქონდა სათქმელი; მაინც, როგორც იყო, თავს ძალა დაატანა და დაამთავრა აზრი: _ როცა მე აღარ ვიქნები ცოცხალი.
_ ჰო, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს აგისრულებ, რასაც მთხოვ.
_ ჩემო კარგო მამილო! _ მიეალერსა ბავშვი მამას და თავისი გახურებული
ლოყა მიადო მამის ლოყას. _ რა ძალიან მინდა, რომ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე იქ!
სენ-კლერს ხმა ჩაუწყდა და მაგრად ჩაიკრა შვილი გულში.
_ მაშ, შენც მოხვალ იქ, ჩემთან, მამილო? _ თქვა ბავშვმა მტკიცე ხმით.
_ ჰო, ჩემო საყვარელო, მეც მალე გამოგყვები! მე შენ არასოდეს არ დაგივიწყებ!
ხშირმა ბინდმა დაჰკრა და აივანზედაც დაბნელდა. სენ-კლერი უძრავად
იჯდა სავარძელში და მაგრად ჰყავდა ჩახუტებული ბავშვი გულში. ხშირ ბინდზე ბავშვის ღრმა თვალებს ვეღარ არჩევდა, მაგრამ მისი ანგელოზისებური
ხმა კიდევ ესმოდა. ამ ძვირფასმა, დასუსტებულმა ხმამ სენ-კლერის ხსოვნაში
გააცოცხლა მთელი მისი წარსული ცხოვრება: გაახსენდა თავისი საყვარელი და
კეთილი დედა, ახალგაზრდობის მისწრაფებანი და სურვილები, ყოველივე,
რითაც ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდა აპირებდა ცხოვრებაში ფეხის შედგმას.
შემდეგ მოიგონა ის წლები, რომლებიც მან ფუქსავატ საზოგადოებაში გაატარა
ურწმუნოებასა და სიზარმაცეში. ერთი სიტყვით, ის ცხოვრება, რომელიც მდიდარი, წარჩინებული ვაჟბატონის კარგ ცხოვრებად მიაჩნიათ.
აზრი სწრაფია: შეუძლია რამდენიმე წამში ადამიანის მთელი ცხოვრება
აღადგინოს გონებაში. ამ წუთებში სენ-კლერისათვის ბევრი რამ შეიქნა ცხადი,
მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვამს.
დაღამდა. მამამ ბავშვი ხელით შეიყვანა საწოლ ოთახში. დასუსტებულ
ბავშვს ტანთ გახადეს და ლოგინში ჩააწვინეს. სენ-კლერმა ძიძა დაითხოვა ბავშვის ოთახიდან და თვითონ დაარწია შვილის ლოგინი, თან ნანას უმღეროდა,
სანამ ბავშვს არ ჩაეძინა.
კვირა დღე იყო. სენ-კლერი სავარძელში იჯდა აივანზე და სიგარას ეწეოდა.
აივნის ახლოს, ღია ფანჯარასთან, იჯდა მისი ცოლი. ქალს ჩამოფარებული
ჰქონდა ნაქსოვი ფარდა, რომ კოღოებს არ შეეწუხებინათ. გადაშლილი წიგნი
ეჭირა და ზედ თვლემდა. ოფელია და ევა ეტლით გაასეირნა თომამ.
_ გამიგონე, _ მიუბრუნდა მარი ქმარს, _ მგონი საჭიროა, გავგზავნოთ კაცი
ქალაქში და ჩემი ძველი ექიმი მოვიწვიოთ. ეჭვი მაქვს, რომ გულის ავადმყოფობით ვარ ავად.
_ შენ გუნებაზე არა ხარ, მარი! _ უპასუხა სენ-კლერმა, _ არა მგონია, რომ
გულის ავადმყოფობა გქონდეს.
_ რასაკვირველია, არ დაიჯერე! რა უნდა დამიჯერო! შენ ლამის არის გადაირიო ევას ყოველ წამოხველებაზე, მაგრამ ჩემთვის კი არა გცხელა.
_ თუ მაინცდამაინც გსურს, რომ გულის სიგანიერე გქონდეს, მე დაგეთანხმები; აქამდის კი სრულებით საღი მეგონე.
_ კარგი იქნება, სანანებლად არ გაგიხდეს ეგ შენი ჯიუტობა! მე კი მგონია,
რომ ევაზე ფიქრმა და ზრუნვამ მთლიანად მომიდნო და უთუოდ გული შემიშინდა.
სენ-კლერმა არაფერი თქვა. მან იცოდა, რომ ეს სულ ცარიელი სიტყვები
იყო. ცოლის სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ის მშვიდად ეწეოდა სიგარას, სანამ ეტლის ხმა არ შემოესმა.
ოფელია თავის ოთახში გაეშურა ტანისამოსის გამოსაცვლელად და დასასვენებლად. ევა მამის მუხლებზე ჩამოჯდა და უამბო, რა ნახა სეირნობის დროს.
ამ დროს ოფელიას ოთახიდან ხმაური მოისმა. ოფელია რაღაცას ჯავრობდა.
_ უეჭველია, ტოპსი ჩაიდენდა რასმეს, _ თქვა სენ-კლერმა, _ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს.
ჯერ ეს სიტყვები არ გაეთავებინა სენ-კლერს, რომ აივანზე გამოვიდა ოფელია, რომელიც მოათრევდა მკლავში ხელჩავლებულ ტოპსის.
_ რა მოხდა? _ იკითხა სენ-კლერმა.
_ მეტი აღარ შემიძლია! _ დაიყვირა ოფელიამ, _ მოთმინება დავკარგე. წარმოიდგინე, რა ჩაუდენია. სასეირნოდ რომ მივდიოდი, ეს საძაგელი ჩემს ოთახში ჩავკეტე და გაკვეთილი მივეცი დასაზეპირებლად. იცით, რა ჩაუდენია?
უპოვია კომოდის გასაღები, ამოუღია შლაპის მორთულობა, ხავერდი სულ დაუკუწავს და დედოფლებისათვის კაბები შეუკერავს. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი ბავშვი!
_ ხომ გეუბნებოდი, მაგ ხალხთან დაყვავებით ვერაფერს გააწყობთ-მეთქი,
_ უთხრა მარიმ. _ აი, ახლა ეგ გომბიო კარგად უნდა გაწკეპლოთ, მაშინ ისწავლის ჭკუას.
ამ სიტყვების გაგონებაზე ოფელია გაჩუმდა. მართალია, ბავშვის საქციელმა
მოთმინება დააკარგვინა, მაგრამ არაფრის გულისთვის არ დასთანხმდებოდა,
რომ ბავშვი სასტიკად დაესაჯათ.
_ არა, არა, არ შემიძლია ბავშვს ასე მოვექცე. თუმცა ვერც ის მომისაზრებია,
რა ზომა ვიხმარო. რა არ ვცადე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბავშვი ისევ ცუდად
იქცევა.
_ მოდი ჩემთან, მაიმუნო! _ უთხრა სენ-კლერმა გოგოს.
ტოპსი მიუახლოვდა, მის დიდ ბრდღვიალა თვალებში შიშიც იხატებოდა
და, იმავე დროს, ჩვეულებრივი დაცინვაც.
_ რად დაკუწე ქალბატონის ხავერდი? _ ჰკითხა სენ-კლერმა.
_ იმიტომ, ბატონო, რომ მე ბოროტი გოგო ვარ, _ უპასუხა ტოპსიმ: _ ქალბატონი ბრძანებს, რომ მე გაფუჭებული გოგო გახლავართ.
_ მერე განა არ გესმის, რომ ქალბატონი შენზე ზრუნავს და ცდილობს, კარგი ადამიანი გამოგიყვანოს?
_ მესმის, ბატონო! მაგრამ რა ვქნა, რომ ასეთი ბოროტი გული მაქვს?! წინანდელი ქალბატონი ძალიან მცემდა ხოლმე, თმებით მათრევდა, მაგრამ არაფერი
მეშველა. აბა რას გააწყობდა! მე შავკანიანი გახლავარ.
_ ხელი უნდა ავიღო მაგის აღზრდაზე, _ თქვა ოფელიამ. _ აღარ შემიძლია
გაძლება.
ევა აქამდის ჩუმად უგდებდა ყურს ოფელიასა და მამის ლაპარაკს. ბოლოს
წამოდგა, მეორე ოთახში გავიდა და ტოპსის დაუძახა.
_ საინტერესოა, რა მოიფიქრა ევამ! _ თქვა სენ-კლერმა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა ოთახის კარს.
შეიხედა ოთახში, მობრუნდა და ოფელიას ანიშნა, რომ ისიც ფეხაკრეფით
მისულიყო კართან.
იატაკზე იჯდა ორივე ბავშვი. კარებიდან მათი სახეები ჩანდა. ტოპსი ისევ
იღრიჭებოდა, ევა კი მწუხარებითა და სიყვარულით სავსე თვალებით დინჯად
შეჰყურებდა გოგოს.
_ ტოპსი, _ უთხრა ევამ, _ რად იქცევი ყოველთვის ცუდად? განა ქვეყანაზე
არავინ არ გიყვარს, ან არავის ხათრი არა გაქვს?
_ რა მოგახსენოთ, ბატონის ქალო! მე მიყვარს კანფეტები და სხვა ტკბილეულობა. ამის მეტი არაფერი ვიცი.
_ მაშ, არ გიყვარს მამა, დედა?
_ მე დედ-მამა არა მყოლია, აკი მოგახსენეთ, ბატონის ქალო!
_ ჰო, ჰო, მართლა... საწყალო ტოპსი! მაშ, შენ, უეჭველია, გეყოლება ძმა, და,
მამიდა, ან სხვა ვინმე ნათესავი...
_ მე ქვეყანაზე არავინ მყავს, _ გააწყვეტინა ლაპარაკი ტოპსიმ, _ არცა მყოლია როდისმე.
_ თუ ეცდები და კარგი იქნები... მაშინ...
_ არა ღირს, ქალბატონო, _ კიდევ გააწყვეტინა ლაპარაკი ტოპსიმ: _ მე არასოდეს არ გავხდები თეთრკანიანი, მაშასადამე, არც ცდა ღირს.
_ განა შავკანიანს კი არავინ შეიყვარებს? _ ჰკითხა ევამ. _ აი, მამიდა ოფელია შეგიყვარებდა, შენ რომ კარგი იყო.
ტოპსიმ ამ სიტყვების გაგონებაზე გადაიხარხარა: ბავშვს ეს აზრი სასაცილოდ ეჩვენა.
_ განა ჩემი სიტყვებისა არა გჯერა?
_ თქვენს მამიდას მე ვეზიზღები, იმიტომ, რომ შავკანიანი ვარ. ზიზღით
ახლო ვერ მეკარება. ისე მიყურებს, თითქოს გომბეშო ვიყო.
ტოპსიმ უდარდელად დაუსტვინა.
_ ტოპსი, ჩემო კარგო! _ უთხრა ევამ ხმამაღლა და მხარზე ხელი დაადო: _
მიყვარხარ და მეცოდები! მიყვარხარ და მსურს, რომ შენ კარგი ადამიანი გამოხვიდე. ძალიან ავადა ვარ, დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ! გთხოვ, ჩემი გულისათვის ეცადო, ტოპსი!
ტოპსის დიდი დამცინავი თვალებიდან უცებ ცრემლები გადმოსცვივდა და
ევას ნაზ ხელებზე მოხვდა. რაღაცა ზეციურმა შუქმა შეანათა ამ წუთს დაჩაგრული ბავშვის გულში. თავი კალთაში ჩაუდო და ხმამაღლა აქვითინდა. ევა
დაიხარა და დამშვიდება დაუწყო.
_ ძვირფასო ბატონის ქალო! ვეცდები, უეჭველად ვეცდები, კარგი ქალი
გავხდე. აქამდის არ მინდოდა, ახლა კი მომინდა...
სენ-კლერი და ოფელია კარებს მოშორდნენ.
_ უნდა გამოვტყდე, რომ მართლაც მეზიზღება შავკანიანები, _ თქვა ოფელიამ. _ ტოპსიმ მართალი თქვა, მეზიზღება ხოლმე მისი ხელის ხლება, მაგრამ
არ მეგონა, თუ იმან ეს იცოდა.
_ დამიჯერე, ბავშვები მშვენივრად გრძნობენ, ვინ როგორ ექცევა, _ უპასუხა
სენ-კლერმა, _ არავითარი მეცადინეობა არ მოხიბლავს გულს, თუ ბავშვი არ
გრძნობს, რომ ის წმინდა გულით უყვართ.
_ არ ვიცი, როგორ დავძლიო ჩემში ეს ზიზღი, _ თქვა ოფელიამ.
_ მიბაძე ევას, _ უპასუხა სენ-კლერმა.
_ ევას ყველა უყვარს. ეგ სამაგალითო ბავშვია. ბარემ ძალიან მინდა, მას
ვგავდე, მაგრამ, უეჭველია, ვერ მოვახერხებ ამას. ევას ყოველნაირი ჯიუტის
მორჯულება და გარდაქმნა შეუძლია.
_ ეს პირველი მაგალითი არ არის, _ შენიშნა სენ-კლერმა: _ ბავშვები ხშირად ასწავლიან დიდებს სიმართლესა და სიყვარულს.
ოცდამესამე თავი
ევას სიკვდილი
ევას დიდი, მაღალჭერიანი ოთახი ჰქონდა. ოთახის გვერდით ერთ მხარეზე მისი მშობლების საწოლი ოთახი იყო, მეორე მხარეზე _ ოფელიასი. სენკლერი განსაკუთრებული გემოვნებითა და სიყვარულით ამკობდა შვილის
ოთახს. რას არ ნახავდა კაცი ამ ოთახში: მოქარგული ფარდები ამშვენებდა ფანჯრებს, კარებს, ბავშვის ლოგინსა და დივნებს, რომ ბავშვი დღისით ქინქლას არ
შეეწუხებინა. იატაკზე გაშლილი იყო მშვენიერი ხალიჩა.
კედლებზე სურათები ეკიდა. ისინი შერჩეული იყო ევას გემოვნებით.
პატარა მაგიდებსა და საგანგებო დასადგმელებზე ელაგა ყვავილებით სავსე
ქილები. ევას ძალიან უყვარდა ყვავილები. მეტადრე ახლა, როცა თანდათან
სუსტდებოდა და ბაღში გასვლა უძნელდებოდა, ამ ყვავილებით ხარობდა. ხშირად მთელი დღეები დივანზე იწვა ღია ფანჯარასთან და ბაღსა და ტბას გაჰყურებდა.
ერთ დღეს თვალებდახუჭული ევა იწვა თავის აჩემებულ ადგილას. უცებ
აივნიდან დედის გაჯავრებული ხმა შემოესმა.
_ აი შე საძაგელო, კიდევ არ იშლი ეშმაკობას?! როგორ ბედავ ყვავილების
გლეჯას ბაღში?
ამასთან, ევას შემოესმა, რომ ვიღაცას მაგარი სილა გააწნეს.
_ ქალბატონო, რადა მცემთ! მე ხომ ეს ყვავილები ევასთვის მინდა.
ევამ იცნო ტოპსის ხმა.
_ ნუ ტყუი! _ განაგრძო ქალბატონმა სენ-კლერმა. _ შენა გგონია, ევას ძალიან ეპიტნავება შენი მიტანილი ყვავილები? დაიკარგე აქედან, შე საზიზღარო,
შავო გომბიო!
თუმცა ევა საშინელ სისუსტესა გრძნობდა, წამოხტა და გავიდა აივანზე.
_ დედა, ნუ უჯავრდები ტოპსის. მართალია, ყვავილები ჩემთვის მოჰქონდა, მომეცი აქა!
_ შვილო, შენ ისედაც ბევრი ყვავილი გაქვს ოთახში, რად გინდა ბაღიდან
მოტანილი ყვავილები! _ უთხრა დედამ.
_ მართალია, მაგრამ მე მაინც ცოტა მგონია. ტოპსი, მომეცი აქ ეგ ყვავილები!
ტოპსი აწითლებული სახით მიუახლოვდა ევას და მიაწოდა ყვავილების
კონა.
_ რა მშვენიერი თაიგულია! _ თქვა ევამ, როცა ყვავილები დაათვალიერა; _
ყოველდღე მომიტანე ხოლმე ასეთი თაიგული.
მართლაც, ტოპსის მშვენივრად შეერჩია ფერადი ყვავილები. ბავშვი გაამხნევა და გაახარა ქებამ და თხოვნამ _ ყვავილები ყოველდღე მომიტანე ხოლმეო.
_ ვერ გამიგია, რად გინდა ეგ თაიგული! _ შენიშნა დედამ.
_ მაგას ნუ მკითხავ, დედა! იმედია, ტოპსის ნებას მისცემ, ყვავილები დამიკრიფოს ხოლმე.
_ რაღა კითხვა უნდა, თუკი შენა გსურს. აუსრულე ბატონის ქალს ყველაფერი, რაც გიბრძანოს, _ უბრძანა ქალბატონმა სენ-კლერმა ტოპსის.
ტოპსიმ თავი დაუკრა და წავიდა. ევამ ბავშვს თვალებზე ცრემლები შეამჩნია.
_ დედილო! მე ვიცი, ტოპსის სურს, რითიმე მასიამოვნოს.
_ სისულელეა! მაგას მხოლოდ ცელქობა უყვარს, სხვა არაფერი ახსოვს.
_ არა, დედა, ტოპსი ძალიან გამოიცვალა: ცდილობს გამოსწორდეს.
_ დიდი ხანი გაივლის მაგის გამოსწორებამდის, _ თქვა ქალბატონმა სენკლერმა სიცილით, _ ძნელია მაგის გამოსწორება.
_ არც გასაკვირია, დედილო! აბა, იფიქრე, რა საშინელი ბავშვობა გაუტარებია საწყალს.
_ რაც ჩვენს სახლშია ტოპსი, მხოლოდ კარგსა და კეთილს ხედავს. ოფელია
ყოველნაირად ცდილობს მაგის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი ეშველა. საძაგელი ბავშვია.
_ დედა, აბა იფიქრე! მე ხომ ასე არა მზრდიდნენ: მასწავლიდნენ, მანებივრებდნენ, ყველაფერი მქონდა, მაგას კი ყველაფერი აკლდა, სცემდნენ და აწამებდნენ.
_ შეიძლება ეგრეც იყოს, _ დაეთანხმა ქალბატონი სენ-კლერი შვილს და
დაამთქნარა.
_ დედა! _ უთხრა ევამ დედას ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, _ მინდა რამდენიმე კულული თმა შევიჭრა.
_ რადა, შვილო?
_ მსურს, სანამ ღონე შემწევს და ლაპარაკი შემიძლია, გამოვეთხოვო ყველას
და სახსოვრად ჩემი თმები დავურიგო. დედა, მამიდას დაუძახე, აქ მოვიდეს.
ევა ისევ თავის დივანზე წამოწვა. ოფელიაც ჩქარა შემოვიდა ოთახში.
ბავშვმა ბალიშიდან ასწია თავი, თმები შეიბერტყა და ღიმილით უთხრა
ოფელიას:
_ მამიდა, ბატკანი გაკრიჭეთ.
_ რას ამბობ? _ ჰკითხა გაკვირვებულმა სენ-კლერმა, რომელიც ამ დროს
ევას ოთახში შემოვიდა და ბავშვის სიტყვები გაიგონა. მას ევასათვის ატამი და
მსხალი მოჰქონდა.
_ მამილო, მამიდას ვთხოვე, ცოტა თმები შემკრიჭოს, თორემ ძალიან მცხელა. თანაც მინდა, ჩემს მეგობრებს სახსოვრად დავურიგო ჩემი კულულები.
ოფელიამ მაკრატელი აიღო ხელში.
_ ფრთხილად, დაო! _ შესძახა სენ-კლერმა, _ არ დააუშნოვო ჩემი კოპწია
გოგონა. ჩემი სიამაყეა მაგისი მშვენიერი თმები.
_ ეჰ, მამილო! _ ამოიოხრა ნაღვლიანად ევამ.
_ ოჰ, ჩემო სიცოცხლევ! _ მიუალერსა სენ-კლერმა შვილს, _ მინდა სტუმრად წაგიყვანო შენს ბიძასთან და ბიძაშვილთან, რომ იქ ყველამ გნახოს ისეთი,
როგორიც ყოველთვის იყავი.
_ მე იქ ვეღარ წამიყვან, მამილო! დაიჯერე, ჩემო ძვირფასო! განა ვერა ხედავ, რომ ყოველდღე ღონე მაკლდება?
_ შვილო, ნუ გამაგონებ ხოლმე მაგ მწარე სიტყვებს, გენაცვალე. შენი სიტყვები მტანჯავს!
_ იმიტომ, მამილო, რომ სიმართლეა. ახლავე რომ შეურიგდე ამ აზრს, შემდეგ უფრო ადვილი ასატანი იქნება შენთვის უბედურება.
სენ-კლერი გაჩუმდა მწუხარებისაგან გულჩათუთქული. უყურებდა, როგორ კრეჭდა ბავშვს ოფელია, ევა კი აგროვებდა კულულებს და თან მოუსვენრად შეხედავდა ხოლმე. ქალბატონი სენ-კლერი უჩიოდა თავის ბედს და, როცა
ქმარმა არავითარი ნუგეში არ მისცა, წუწუნი ქვითინად შეეცვალა.
ევა მოკრძალებული თვალებით შეჰყურებდა ხან მამას და ხან დედას. ამ
წამს ბავშვმა იგრძნო, რამდენად განსხვავდებიან ხასიათით ერთმანეთისაგან
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 11
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.