Latin
Total number of words is 3853
Total number of unique words is 2026
34.0 of words are in the 2000 most common words
47.4 of words are in the 5000 most common words
56.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ძველი დანიშნული ატყობინებდა: ჩემმა მზრუნველმა ბევრი ტანჯვა გამომატარა, ცდილობდა, შენზე ხელი ამეღო და იმის შვილს გავყოლოდი. დიდი მწუხარება და ავადმყოფობა გამოვიარე. ბოლოს, როგორც იყო, ყველაფერს ვძლიე და
თავი დავაღწიე ჩემი მზრუნველის ვერაგობას. მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრას, რომ ყველაფერი შეგატყობინო და დაგარწმუნო, რომ ისევ ისე
გულწრფელად მიყვარხარ და ყოველთვის შენი ერთგული ვიქნებიო.
ეს უკანასკნელი სიტყვები სასიკვდილო განაჩენი იყო ყმაწვილი კაცისათვის. სენ-კლერმა იმ წამსვე საპასუხო წერილი გაამზადა.
«მე დავიჯერე თქვენი მზრუნველის სიტყვა. პირველ ხანებში სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, გადარეულივით დავდიოდი და ამ დროს ცოლი შევირთე.
გთხოვთ, დამივიწყოთ. ამის მეტი აღარაფერი ეშველება ჩვენს საქმეს».
ამის შემდეგ დადგა მძიმე ხანა იმის ოჯახურ ცხოვრებაში. დასჩემდა თავის
ტკივილი, ამის გამო გართობას, მხიარულ დროსტარებას თავი დაანება. მისი
ახალგაზრდა ცოლი ყველგან მარტოკა დადიოდა. მდიდარ ოჯახში ნებივრობასა და კეკლუცობას იყო ჩვეული. უნარი არ შესწევდა, თავისი ქმრის სულიერი
ტანჯვა ეგრძნო და შეეგნო. აზრადაც არ მოსვლია გაეგო, თუ რად მოხდა ასეთი
სწრაფი ცვლილება იმის ქმარში, რა იყო ამის მიზეზი? ქალმა რაკი შეიტყო, რომ
ქმარი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მოსწყინდა მარტო სიარული, გადაწყვიტა,
სენ-კლერი მეტად უფრთხილდება თავს და ნაზობსო, და სიანჩხლესა და ჟინიანობას უმატა; დაანახვა ქმარს, რომ ლამაზი ცოლი შეიძლება კაცს ოჯახში
მტანჯველად, სულთამხუთავად გადაექცეს. სენ-კლერი მოხარული იყო, რომ
ცოლმა გონებაჩლუნგობა გამოიჩინა და ვერ მიუხვდა, რა ტანჯავდა იმას ასე საშინლად. თუმცა სულიერად ვერ დაუახლოვდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს, ცოლი
მაინც ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა ქმრისაგან. ფუქსავატი და გულგრილი ქალი მეტსა და მეტს მოითხოვდა, სიყვარული არ შეეძლო და თავისი
სიმკაცრითა და ეჭვიანობით ქმარს სულს უხუთავდა.
სენ-კლერი, როგორც უზომოდ კეთილი ადამიანი, ყველაფერს უთმენდა
ცოლს, ცდილობდა, ოჯახში მშვიდობიანობა დაემყარებინა, ალერსისა და ყურადღების სანაცვლოდ, ცოლი საჩუქრებითა და პატივისცემით ჩაეჩუმებინა.
როცა შვილი მიეცათ, თითქოს რაღაც ახალმა გრძნობამაც იჩინა თავი და დაუახლოვდა ცოლს.
სენ-კლერმა თავის ქალს დედის სახელი დაარქვა. მისი დედა მაღალი ზნეობისა და ფაქიზი გრძნობების ადამიანი იყო.
შვილის ყოლამაც ვერ მოულბო გული ახალგაზრდა ქალს. ისევ ძველებურად იქცეოდა, ეჭვიანობდა _ ქმარს შვილი უფრო უყვარს, ვიდრე მეო, და მოითხოვდა, ქმარს ყველაზე ძლიერ ის ჰყვარებოდა.
შვილოსნობის შემდეგ ქალი დაავადმყოფდა. შეჩვეული არ იყო შრომას,
მუშაობას და ქმარ-შვილში ცხოვრებამ ნერვები აუშალა, რაც მოსდით ხოლმე
უსაქმურ ქალებს. მთელი დღეები თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. ფარდები
ჩამოფარებული ჰქონდა, რომ სინათლეს არ შეეწუხებინა, მზის შუქს ვერ იტანდა თავის ტკივილის დროს, თავი კი თითქმის ყოველდღე სტკიოდა. გამუდმებით სავარძელში იწვა. რამდენიმე წლის შემდეგ ლამაზი სახე ჩამოაჭკნა და ჩამოახმა.
სახლს ყურს არ უგდებდა. მის გოგონას მოსამსახურეები უვლიდნენ და
თავიანთ გუნებაზე ზრდიდნენ.
ევა ნაზი, სუსტი ქმნილება იყო და ეს ძალიან აწუხებდა მამას.
მამამ წაიყვანა ის თავის ახლო ნათესავებთან ფერმონტში, იქიდან კი ოჯახის მომვლელად და პატრონად წამოიყვანა თავისი ბიძაშვილი ოფელია.
ვინც ახალ ინგლისში ყოფილა, იმას უნახავს დიდრონი ფერმები ზოგიერთ
სოფელში. მშვენიერი სანახავია ეს ფერმები. მწვანე მოლით შემკულ ეზოში აქაიქ დგას შაქრის ლერწამი. ფერმებში სამაგალითო წესრიგი სუფევს. ყოველ
ნივთს, ყოველ ავეჯს თავისი განსაზღვრული ადგილი აქვს და არასოდეს ამ
ადგილს არ აშორებენ. ოთახებში მტვერს ვერ ნახავთ. იატაკი ისეა გაკრიალებული, რომ შიგ ჩახედვა შეიძლება. ბაღჩებში ფანჯრების წინ დარგულია სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილი. ასეთ ფერმებში მთელი ოჯახი საჯალაბო დარბაზში იყრის ხოლმე თავს. აქვეა საოჯახო წიგნსაცავიც. აქ ნახავთ: მილტონის
«დაკარგულ სამოთხეს», როლენის2 «ისტორიას», დანტეს3 «ღვთაებრივ კომედიასა» და სხვა ასეთ თვალსაჩინო თხზულებებს.
ასეთ ფერმებში მოსამსახურეები არა ჰყავთ. დიასახლისი თავისი ქალიშვილებით თვითონ უვლის სახლ-კარს და აკეთებს ყველანაირ საოჯახო საქმეს.
ფართო სამზარეულოში, თუმცა მთელი ოჯახი აქ სადილობს და ვახშმობს, ნამცეცა მტვერსაც ვერ დაინახავთ, ყველაფერი ისეა დაკრიალებული. ასეთ ოჯახში დაიბადა და გაატარა ორმოცდახუთი წელი ოფელიამ. ის ახლაც არ გადადგამდა სახლიდან ფეხს, ბიძაშვილი რომ არ შეხვეწნოდა _ ჩემს ოჯახს მოხედეო.
ოფელია და-ძმებში უფროსი იყო. იმის დედ-მამას მის გარდა კიდევ ბევრი შვილი ჰყავდა, მაგრამ ოფელიას მაინც ისე უყურებდნენ, როგორც პატარას, და
აღელდნენ, იმის წასვლაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი.
მამა რუკებსა და წიგნებში ეძებდა ქალაქ ორლეანს და ცდილობდა შეეტყო,
როგორი ქალაქი იყო. მოხუცებულ დედას ეშინოდა, მისი ქალი ცუდ ადგილას
არ ჩავარდნილიყო. სამხრეთ შტატებს საზოგადოდ და, მასთან, ახალ ორლეანსაც ეჭვის თვალით უყურებდა.
სენ-კლერის ლაპარაკიდან ოფელია დარწმუნდა, რომ იმის ოჯახს მომვლელი სჭირდებოდა, ბავშვს კი აღმზრდელი. თანაც ევა ძალიან შეუყვარდა. იცო-
და, რომ სენ-კლერი ურწმუნო ადამიანი იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა
ოფელიას გადაწყვეტილებას, იგრძნო, რომ მოვალეობა აკისრებს ამ საქმეს.
როცა გემი ახალ ორლეანს უახლოვდებოდა, ოფელიამ შეაგროვა თავისი
ურიცხვი ბარგი: ხელის ყუთები, ბოხჩები, პარკები და ელოდა, როდის გაჩერდებოდა გემი, რომ დაეწყო ბარგის გადმოზიდვა.
_ ევა, ყველაფერი აალაგე? _ ჰკითხა ოფელიამ პატარა ქალს, _ გატყობ, შენ
ამაზე არა ზრუნავ, ბავშვებმა ასე იციან. აბა ერთი დავთვალოთ შენი ბარგი. აი,
საპირისფარეშო ბოღჩა, აი, ქუდის ცისფერი ყუთი. საყელოებისა და სამაჯურების პარკი _ ექვსი, ტყავის ყუთი _ შვიდი. შენი ქოლგა სადღა არის? მოიტანე,
ჩემს ქოლგასთან შევახვევ.
_ არა, მამიდა, ასე წამოვიღებ. აქედან ჩვენი სახლი შორს არ არის.
_ ყველაფერში წესრიგია, შვილო, საჭირო. თუ გინდა კარგი ნივთები გქონდეს, მათი შენახვაც უნდა იცოდე. სათითე ჩადე აბგაში თუ არა?
_ არ მახსოვს, მამიდა.
_ კარგი, მე გავსინჯავ შენს აბგას. სათითე, წმინდა სანთელი, ორი კოვზი,
მაკრატელი, დანა, ნემსი _ აი ყველა ესენი აქ ჩავალაგოთ. ნეტა, როგორ იმგზავრეთ შენ და მამაშენმა? უთუოდ ყველაფერს გზაში დაკარგავდით!
_ მართლაც რომ ბევრი რამ დავკარგეთ გზაში. საცა გავჩერდებოდით და
რამე დაგვჭირდებოდა, მამა ხელახლა ყიდულობდა ხოლმე.
_ მშვენიერი წესრიგი გქონიათ!
_ ჩემი აზრით, მამიდა, ასე კარგია.
_ რა საშინელი უზრუნველობაა!
_ მამიდა, ამ ყუთს თავი აღარ დაეხურება, იმდენი ნივთი ჩააწყვეთ შიგ, _
შენიშნა ევამ.
_ უეჭველად უნდა დაეხუროს თავი, _ გადაჭრით თქვა მამიდამ. ნივთები
ზევიდან ხელით დატკეპნა, გაასწორა და თავი დაახურა. მაინც ისე არ გასწორდა, რომ დაკეტილიყო. _ მოდი, ზედ შედექ და მე გასაღებს გადავაბრუნებ: ყუთი ადრე იკეტებოდა და ახლაც უთუოდ უნდა დაიკეტოს. ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის.
ყუთს თითქოს შეეშინდა ამ მუქარისა: საკეტმა გაიჩხაკუნა და ბუდეში ჩავარდა. ოფელიამ გასაღები თავისუფლად გადაატრიალა, დაკეტა და ჯიბეში ჩაიდო.
_ ჩვენ მზად ვართ, მამაშენი სადღა არის? წადი, ევა, მონახე, დროა, მიბარებული ბარგიც მოვიკითხოთ.
_ აგერ, მამა ვიღაც კაცს ელაპარაკება, ფორთოხალს ჭამს, _ დაიძახა ევამ და
ხელი გემის მეორე მხარეს გაიშვირა.
_ შეიძლება არ იცის, რომ ნავსადგურს ვუახლოვდებით, წადი, შეატყობინე.
_ მამას აჩქარება არ უყვარს, ნავსადგური ჯერ შორს არის. მამიდა, აქეთ მოდით, გემის მოაჯირთან, ჩვენს სახლს დაგანახებთ.
გემი ხვნეშითა და ქშენით, დაღლილი ვეშაპივით შევიდა ნავსადგურში
მდგარ გემებს შორის. ევა მამიდას აჩვენებდა მშობლიური ქალაქის კოშკებსა
და გუმბათებს.
_ ლამაზი ქალაქი ყოფილა, _ თქვა მამიდა ოფელიამ, _ მაგრამ სად არის ამდენ ხანს მამაშენი, აი, გემი უკვე საცაა გაჩერდება!
ატყდა ჩვეულებრივი ხმაური და ალიაქოთი. ბარგის გადამტანები ჩქარობდნენ გემზე ასვლას, ბარგაკიდებული მგზავრები ბაქანს მიაწყდნენ, ხალხი
შეჯგუფდა გადასასვლელთან. მამიდა ოფელია თავის ყუთზე ჩამოჯდა, ყველა
ბარგი კი გვერდით მხედრებივით ჩაამწკრივა, თითქოს მზად იყო მამაცურად
უკუექცია ყველა, ვინც იმის ბარგზე იერიშს მიიტანდა.
_ ეს სკივრი გასატანია?
_ ქალბატონო, ეს თქვენი ბარგი გახლავთ?
_ ქალბატონო, მე გახლავართ ბარგის მორიგი გადამტანი!
_ მიბრძანეთ, ქალბატონო, გადავიტან!
ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ მამიდა ოფელიას, მაგრამ ის ადგილიდან
არ იძვროდა და არავის ხმას არა სცემდა, მაგრად ეჭირა შეკრული ქოლგები და
ისეთი სახით გამოიყურებოდა, რომ ბარგის გადამტანები კითხვის გამეორებას
ვეღარ უბედავდნენ.
ოფელიამ მოთმინება დაკარგა და რამდენჯერმე უთხრა ევას:
_ სად დაიკარგა მამაშენი? ხომ არაფერი დაემართა?
ოფელიას მეტი ცდა აღარ შეეძლო: ღელვა დაიწყო. ამ დროს სენ-კლერის
დამშვიდებული ხმა მოესმა:
_ აბა, დაო, მზად ხართ?
სენ-კლერი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ევას ფორთოხლის ნაჭერი შესთავაზა.
_ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ, მხოლოდ შენ გელით, _ უპასუხა ოფელიამ,
_ შემეშინდა კიდეც, ხომ არა დაემართა რა-მეთქი.
_ აი, ბარგის ყოჩაღი გადამტანი, _ აჩვენა სენ-კლერმა ერთ კაცზე, _ ხალხმა
გაიარა და ახლა თავისუფლად გადავალთ. აბა, ძმობილო, წამოიღე ბარგი.
_ მეც თქვენთან წამოვალ და ვნახავ, როგორ დაალაგებთ ბარგს, _ თქვა
ოფელიამ.
_ საჭირო არ არის, _ შეაჩერა სენ-კლერმა.
_ მაშ მე ამ ყუთებსა და ბოხჩებს წამოვიღებ.
_ ჩემო დაო, შენ გავიწყდება, რომ უცხო ქვეყანაში ხარ. შეეჩვიე აქაურ ჩვეულებას. აქ ქალები ქუჩაში ბარგით არ დადიან, მოახლე ეგონები ვისმე. შენ არხეინად იყავი, ეს ბიჭი ყველაფერს კარგად დაალაგებს.
საწყალმა ოფელიამ ნაღვლიანად შეხედა თავის ძვირფას ბარგს, რომელსაც
ბიჭი უკვე ამზადებდა წასაღებად. ის მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა თავისი საუნჯე ხელუხლებელი ნახა ეტლში.
_მამილო, თომა სადღა არის? _ ჰკითხა ევამ მამას, როცა ეტლში ჩასხდნენ.
_ ეტლის კოფოზე ზის, ჩემო პატარავ, მინდა, თომა მეეტლედ დავაყენო ჩემი ლოთი მეეტლის მაგივრად, თორემ იმ დღეს დამთვრალიყო და დედაშენისათვის ეტლი გადაებრუნებინა.
_ დარწმუნებული ვარ, თომა კარგი მეეტლე იქნება, ეგ სასმელს არა სვამს, _
თქვა ევამ.
ეტლი მშვენიერ სასახლეს მიუახლოვდა, თაღიანი ალაყაფის კარი გაიარა
და ოთხკუთხა ეზოში გაჩერდა, ეზო შემოღობილი იყო შენობების კედლებითა
და აივნებით. სასახლე ესპანური და ფრანგული ხუროთმოძღვრების გემოვნებაზე იყო აშენებული, კედლებზე კი აღმოსავლური მხატვრობა და ჩუქურთმები მოჩანდა, რომელიც ერთ დროს ესპანეთში გაბატონებულ აღმოსავლეთის
მგზნებარე ფანტაზიას მოგაგონებდათ. შუაგულ ეზოში შადრევანი მოჩუხჩუხებდა. წყლის ჭავლი ვერცხლისფრად ელავდა ჰაერში და შემდეგ აუზში გროვდებოდა. აუზის გარშემო ია ჰყვაოდა. აუზის ბროლივით კამკამა წყალში ოქროსფერი და ვერცხლისფერი თევზები დასრიალებდნენ. მზეზე ქერცლი ათასფრად უელავდათ. აუზს გარს შემოუყვებოდა ფერადი კენჭებით მოკირწყლული პატარა ბილიკი, ბილიკიდან დიდ გზამდის კი _ მშვენიერი მოლი. დიდ
გზაზე ქვიშა ეყარა, ორი აყვავებული ფორთოხლის ხე ჩრდილს ჰფენდა სახლის
წინ კოხტა მოედანს, ყვავილები მუქ ფოთლებზე ვერცხლის ვარსკვლავებივით
მოჩანდნენ, აქვე იყო წითელი ზიზილები, ათასი ჯურის ვარდი, ყვითელი იასამანი. ალაგ-ალაგ ბალახებში ალოეს უცნაური ყლორტები თითქოს მედიდურად შეჰყურებდნენ იმ ნაზ ყვავილებს, რომლებიც მალე ჭკნებოდნენ. აივნებს
ძვირფასი ფარდები ამშვენებდა. ამ ფარდებს აფარებდნენ თავს ძლიერი სიცხის
დროს. სენ-კლერის სასახლე წააგავდა ოცნების სამყაროს, მას ფუფუნების ბეჭედი ესვა.
ეტლი გაჩერდა სასახლის კართან, ევას აღელვება დაეტყო. ის ამ წუთს ჰგავდა გალიაში დამწყვდეულ ჩიტს, რომელიც ემზადება გალიიდან გამოსაფრენად.
_ აი, მამიდა, რა ლამაზი სახლი გვაქვს!
_ დიახ, საკმაოდ ლამაზია, _ შენიშნა ოფელიამ, როცა ეტლიდან გადმოვიდა და გარშემო მიიხედ-მოიხედა. _ მაგრამ რაღაც უცნაურია.
თომა სიამოვნებით იცქირებოდა ირგვლივ, ზანგებს საზოგადოდ უყვართ
ყველაფერი ლამაზი, კოხტა და აყვავებული.
სენ-კლერი პოეტური ბუნების ადამიანი იყო. ოფელიას სიტყვებზე მას ოდნავ გაეცინა, მაგრამ, როცა თომას ბავშვური აღტაცება შეამჩნია, იმას მიუბრუნდა და უთხრა:
_ შენ რაღას მეტყვი, მეგობარო, მგონია, მოგწონს აქაურობა?
_ ოჰ, დიახ, ძალიან მომწონს, ბატონო! მშვენივრად არის ყველაფერი მოწყობილი.
ეზოში ბლომად მოგროვდნენ მოსამსახურეები. ზოგი ბარგს ეზიდებოდა,
ზოგი ბატონის მისაგებებლად გამოსულიყო. ყველაზე წინ იდგა კოხტად ჩაცმული ახალგაზრდა მულატი.
_ სად მორბიხართ? _ დაუყვირა მან მოსამსახურეთა ბრბოს. _ რატომ არა
გრცხვენიათ! ბატონი ჯერ არ მობრძანებულა და თქვენ ახლავე თავს აბეზრებთ!
ზანგებს შერცხვათ და უკან დაიწიეს, მულატი კი წინ წამოდგა და ბატონს
მიესალმა.
სენ-კლერმა მიიხედა და დაინახა ატლასის ჟილეტსა და თეთრ შარვალში
გამოჭიმული ადოლფი; გულზე მას ოქროს ძეწკვი ეკეთა.
_ ოჰ, ადოლფ, შენა ხარ? როგორ გიკითხო? _ ჰკითხა სენ-კლერმა და ხელი
გაუწოდა. _ რა ამბავია ჩვენს სახლში?
მულატმა ვრცელი საპასუხო სიტყვით მიმართა, რომელიც, ეტყობოდა,
მომზადებული ჰქონდა.
_ ლამაზად ლაპარაკობ, ადოლფ, _ უთხრა სენ-კლერმა ღიმილით; ღიმილში დაცინვა გამოხატა გულკეთილმა ადამიანმა. _ მომიცადეთ, მე ახლავე მოვალ და გნახავთ. _ მან ოფელია სასტუმრო ოთახში შეიყვანა და იქიდან ცოლის
კაბინეტში, სადაც ევა ეს-ეს იყო შევარდა. იმათ შესვლაზე სავარძლიდან წამოდგა მაღალი, გამხდარი, დიდთვალა ქალი.
_ დედილო! _ აღტაცებული ევა გაექანა, დედას ყელზე შემოეხვია და კოცნა
დაუწყო.
_ ნელა, ევა, კმარა, საშილად მტკივა თავი, _ უთხრა დედამ ბავშვს, გულგრილად აკოცა და მოახსნევინა ყელზე შემოჭდობილი ხელები.
სენ-კლერი მივიდა ცოლთან, ალერსიანად გადაკოცნა და შემდეგ წარუდგინა ოფელია. მარიმ ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა ქმრის ბიძაშვილი და
ზრდილობიანი სალამი მისცა. მოახლე გოგოები იჭყიტებოდნენ ღია კარებში.
ყველაზე წინ იდგა ასე, ორმოციოდე წლის გულადი დედაკაცი. სახე სიხარულით უბრწყინავდა, მოუთმენლობა ეტყობოდა.
_ აი, ძიძა! _ დაიყვირა ევამ, ქალი რომ დაინახა, გაექანა, მოეხვია და კოცნა
დაუწყო.
ამ დედაკაცს თავის ტკივილი არ გახსენებია, როცა თავისი საყვარელი გაზრდილი დაინახა. ყველაფერი გადაავიწყდა. გახარებულმა მხურვალედ დაკოცნა ბავშვი. ევა ახლა სხვა მოახლეებს მიესალმა, ზოგს ხელს ართმევდა, ზოგს
ჰკოცნიდა, ზოგს კიდევ თავს უკრავდა. მამიდა ოფელია გაოცებული შესცქეროდა ბავშვს.
_ კინაღამ გული შემიწუხდა, ევას რომ ვუყურებდი, _ თქვა შემდეგ ოფელიამ, _ მე თვითონაც მიყვარს ხალხი, მაგრამ შავკანიანის კოცნას ვერ გავბედავ.
სენ-კლერს ოფელიას ლაპარაკზე ეცინებოდა, თვითონაც სალამს აძლევდა
ყველა მოსამსახურეს და ხელს ართმევდა.
_ გამარჯობათ, გამარჯობათ, ჯენ, ძიძა, პოლი! გაგიხარდათ ჩემი მოსვლა?
ბავშვებს მოუარეთ; თუ ვისმეს ფეხი დავადგა, მითხარით, _ ამ სიტყვებით მან
ოდნავ ფეხი წაჰკრა პატარა ბავშვს, რომელიც იქვე იატაკზე დაბობღავდა.
ბატონის სიტყვებზე ყველას გაეცინა.
_ აჰა, ახლა კი წადით, _ მხიარულად უთხრა სენ-კლერმა და შავკანიანთა
ბრბო გაიფანტა. ევა მონებს გაჰყვა და თან წაიღო საჩუქრებით სავსე კალათი.
სენ-კლერი ოთახში შემობრუნდა და დაინახა, რომ თომა დარცხვენით იდგა, დოინჯშემოყრილი ადოლფი კი ლორნეტით ათვალიერებდა ახალმოსულს.
_ აი, შე მასხარავ! _ დაუყვირა სენ-კლერმა. _ რას იბღინძები და ემედიდურები შენსავე ძმას! _ და ლორნეტიანი ხელი ჩამოაშვებინა. _ შენ, მგონი, ჩემი
ტანისამოსი ჩაგიცვამს?
_ ბატონო, ეს ტანისამოსი დალაქავებული გახლავთ, ბატონს არ გამოადგება, საწყალი ზანგისათვის კი კარგია.
ადოლფმა ხუჭუჭ თმაზე გადაისვა ხელი.
_ კარგი, კარგი, აგრე იყოს! მოიცა, თომას ქალბატონთან შევიყვან და მერე
სამზარეულოში წაიყვანე. ეს კი იცოდე: ეს კაცი შენისთანას ორს ჯობს.
_ ბატონი ხუმრობს. მოხარული გახლავართ, რომ კარგ გუნებაზე ბრძანდებით, _ თქვა ადოლფმა სიცილით.
_ წამომყე, თომა! _ უთხრა ბატონმა.
თომა შეჰყვა ბატონს სასტუმრო ოთახში. ის აღტაცებით შეჰყურებდა მორთულ დარბაზს, თავის დღეში არ ენახა ასეთი ძვირფასი ოთახები, სურათები,
სარკეები, ქანდაკებანი. თომა თავჩაღუნული იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ
ბედავდა.
მარიმ ოდნავ ასწია თავი ბალიშიდან და თომას შეხედა.
_ დარწმუნებული ვარ, არაყს არც ეგ ააცილებს პირს.
_ არა, მე დამარწმუნეს, რომ თომა ფხიზელი და ღვთისმოყვარე კაცია.
_ იმედი ვიქონიოთ. მაგრამ მე ნაკლებად მჯერა ხოლმე ასეთი სიტყვები.
სენკ-კლერმა უბრძანა ადოლფს, თომა სამზარეულოში წაეყვანა.
_ არ დაგავიწყდეს, რაც წეღან გითხარი, _ მიაძახა მიმავალ ადოლფს.
ადოლფმა კოხტად გაიარა ოთახში, თომა კი წაღების ბრაგა-ბრუგით გაჰყვა
უან.
_ ნამდვილი სპილოა! _ თქვა მარიმ.
_ აბა, ერთი ალერსიანი სიტყვა მითხარი, მარი, _ უთხრა სენ-კლერმა ცოლს
და გვერდით მოუჯდა.
_ შენ ორი კვირა დაიგვიანე! _ ალერსის მაგივრად წარბშეკვრით უთხრა
ცოლმა.
_ აკი შეგატყობინე, რატომაც მოხდა ეს, _ უპასუხა ქმარმა.
_ რა მოკლედ და უგულოდ დაწერილი ბარათი იყო!
_ მეშურებოდა, დრო არ მქონდა ვრცელი წერილის დასაწერად.
_ ეჰ, შენ ყოველთვის ასე იქცევი: შინ ყოფნა არ გიყვარს. თუ წახვალ სადმე
და, წერილების წერა გეჯავრება.
_აი, რა მოგიტანე, _ უთხრა ქმარმა და ჯიბიდან ამოიღო ხავერდის კოლოფი, შიგ სურათი იდო, ევა და მამამისი ერთად იყვნენ გადაღებულნი.
მარიმ უკმაყოფილოდ მიიღო ქმრის საჩუქარი.
_ ცუდად ხარ სურათში; რად დამჯდარხარ ეგრე ცუდად?
სურათში მამა-შვილს ერთმანეთის ხელები ეჭირა.
_ როგორც უნდა ვიჯდე, ეგ სულ ერთია. შენ ისა თქვი _ ვგავარ თუ არა?
_ თუ შენთვის მნიშვნელობა არა აქვს ჩემს აზრს, რატომ მეკითხები? _ თქვა
მარიმ და კოლოფი დახურა.
სენ-კლერს გული მოუვიდა, მაგრამ ცუდი არაფერი ჰკადრა ცოლს, პირიქით, ალერსიანი ლაპარაკი სცადა.
_ ნუ სულელობ, მარი, მითხარი, მოგწონს სურათი?
_ რა ცოტასა ზრუნავ ჩემთვის! ხომ იცი, საშინლად ვიტანჯები თავის ტკივილისაგან, შენ კი არ გებრალები და მალაპარაკებ. ამ ალიაქოთმა ხომ თავისი
დამმართა. საშინელი ხმაური ატყდა მთელ სახლში შენი მოსვლის გამო.
_ ალბათ შაკიკი გაქვთ! _ უთხრა მარის ოფელიამ და სავარძლიდან წამოდგა, იგი აქამდე გაჩუმებული იყო და იმაზე ფიქრობდა, რა უნდა ღირებულიყო
სასტუმრო ოთახის ძვირფასი მორთულობა.
_ შაკიკმა გამაწამა, _ უპასუხა მარიმ.
_ სვიის ჩაი თურმე ძალიან რგებს შაკიკს, _ თქვა ოფელიამ. _ ჩვენი
მღვდლის ცოლმა მასწავლა; მშვენიერი მოვლა იცის ავადმყოფისა.
_ სულ დავაკრეფინებ, რაც ჩვენს ბაღში ტბის პირზე სვია დგას, _ თქვა სენკლერმა და ზარი დარეკა. _ შენ უთუოდ გზაში დაიღლებოდი, დაო, დასვენება
გესაჭიროება. ახლავე გიჩვენებ ოთახს. ადოლფ, დაუძახე ძიძას, _ უთხრა სენკლერმა მოსამსახურეს, რომელიც შემოვიდა ოთახში.
ცოტა ხნის შემდეგ ძიძაც მოვიდა. სუფთად იყო ჩაცმული, თავზე ჭრელი
დოლბანდი ეხვია. ეს იყო ევას ახალი საჩუქარი.
_ ძიძა, წაიყვანე ქალბატონი და ოთახი უჩვენე, დაღლილია და დასვენება
ესაჭიროება, ვინძლო, კარგად მოუარო.
ოფელია გაჰყვა ძიძას.
მეთხუთმეტე თავი
საკუთარ თავზე ლაპარაკი
_ შენთვისაც დადგა მოსვენების დღეები, მარი! _ უთხრა რამდენიმე დღის
შემდეგ სენ-კლერმა თავის ცოლს. _ამის შემდეგ ოფელია იკისრებს ოჯახურ
საქმეებს და შენ თავისუფალი დრო ბევრი გექნება.
_ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მაგ მძიმე ტვირთს მომხსნის, _ წარმოთქვა მაგიდაზე დიდკაცურად დაყრდნობილმა მარიმ. _ ოფელია ჩქარა დარწმუნდება, რომ ასეთი მოსამსახურეების ხელში დიასახლისი მონაა, მოსამსახურეები კი ბატონები.
_ უეჭველია, მაგასაც შეიტყობს და ბევრ სხვა ჭეშმარიტებასაც, _ დაუმატა
თავის მხრივ სენ-კლერმა.
_ გვამტყუნებ, რომ მონები გვყავს, _ განაგრძო მარიმ, _ განა ეს ჩვენთვის სასიამოვნოა? ჩვენ რომ ხეირიანი მეურნეები ვიყვეთ, აქამდის მონებს გავათავისუფლებდით.
ევანგელინამ გაკვირვებით შეხედა დედას. მისი სიტყვების აზრი ვერ გაეგო.
_ მერე და, ვინ გვიშლის მათ განთავისუფლებას, დედილო! რაღად გვყავს
მონები, თუ ასეა?
_ მეც არ ვიცი! ჩვენს სატანჯავად! მე ნამდვილად მაგათგან ვარ დასნეულებული. ჩვენი მონები სხვებზე ცუდები არიან.
_ შენ ამ დილით ცუდ გუნებაზე ხარ, მარი, _ უთხრა ქმარმა, _ ნუთუ ვერ
ხვდები, რომ სიმართლეს არ ამბობ? აბა ერთი მითხარი, რა გვეშველებოდა, ძიძა რომ არ გვყავდეს?
_ ძიძა ყველა მონას ჯობს, _ დაეთანხმა მარი ქმარს. _ მაგრამ ისიც თავის
თავზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ჩემზე.
_ ეგ მართლაც დიდი დანაშაულია, _ შენიშნა სენ-კლერმა წარბშეუხრელად.
_ განა კარგია, რომ ძიძამ მაგარი ძილი იცის? მე ყოველ წუთს მოვლა მჭირდება, ის კი არხეინად ხვრინავს ხოლმე მთელი ღამე. დღესაც სწორედ იმიტომ
ვარ ცუდ გუნებაზე, რომ ძიძას მოვუნდი. არა მეშველა რა და ღამე ვერ გავაღვიძე.
_ მგონია, ძიძას რამდენიმე ღამე ზედიზედ არა სძინებია, დედილო, _ თქვა
ევამ.
_ ვინ გითხრა? ალბათ, თვითონ იჩივლა შენთან! _ მკაცრად თქვა მარიმ.
_ არა, დედილო, იმას არ უჩივლია. იმან ის მითხრა, რომ შენ რამდენიმე
დღეა, უძილო ღამეებს ატარებ.
_ კარგი იქნება, ხანდახან ჯენსა და როზას თუ მიაშველებ ხოლმე. მაშინ
ძიძაც ოდნავ მაინც მოისვენებდა.
_ როგორ მეუბნები მაგას, სენ-კლერ, რა დაუფიქრებლად ლაპარაკობ! მე
ისე მაქვს აშლილი ნერვები, ისე ვარ დასუსტებული, რომ ჰაერის ოდნავი მოძრაობაც კი მაწუხებს. შეუჩვეველი მოსამსახურე ხომ ჭკუაზე შემშლის. ძიძას
ცოტათი მაინც რომ ვუყვარდე, ასე მაგრა არ დაიძინებდა ხოლმე, ამაში მე დარწმუნებული ვარ. გამიგონია, არიან ასეთი ერთგული მოსამსახურეები; მაგრამ
ამ ბედნიერებას მე ვინ მაღირსებს!
მარიმ მძიმედ ამოიოხრა.
ოფელია უხმოდ უგდებდა ყურს. ტუჩები მაგრად ჰქონდა მოკუმული. ლაპარაკში ჩარევა არ უნდოდა. სურდა, კარგად გაეგო საქმე და მერე გამოეთქვა
თავისი აზრი.
_ მე არ ვამბობ, ძიძა კეთილი ადამიანი არ არის-მეთქი. არა, ის პატივსა
მცემს, მშვიდია, მაგრამ მაინც თავისი თავი ახსოვს. მე რომ გავთხოვდი, თან წამოვიყვანე. მამაჩემმა იმისი ქმარი არ გამოუშვა ჩვენთან. მაშინვე ვეუბნებოდი
ძიძას, ქმრისთვის თავი დაენებებინა, რადგან ისინი ერთმანეთს ვეღარ ნახავდნენ ვერასოდეს. ვნანობ, რომ ძიძა მაშინვე აქ არ გავათხოვე. არაერთხელ მით-
ქვამს, მამაჩემის სახლში ვერასოდეს დავბრუნდები, რადგანაც იქაური ჰაერი
მწყენს და ტყუილად იმედი ნუ გაქვს ქმრის ნახვისა-მეთქი, მაგრამ ის თავისას
არ იშლის. ხანდახან ისე გადაირევა, კაცი ვეღარაფერს გააგონებს.
_ შვილები ჰყავს? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ორი შვილი ჰყავს.
_ შვილების ნახვა მოუნდება ხოლმე?
_ ალბათ, _ გულგრილად უპასუხა მარიმ, _ მე არ შემეძლო იმათი წამოყვანა. რა სასიამოვნოა ისეთი უსუფთაო ბავშვების სახლში ყოლა! ამას გარდა, ძიძა
იმათ მოვლას მოუნდებოდა და ჩემთვის აღარ ეცლებოდა. მე ვფიქრობ, ხანდახან ძიძა ამიტომ მებუტება ხოლმე. სხვა ქმარი არა სურს. ნებას რომ მივცემდე,
დღესვე გაფრინდებოდა და მე ასე უნუგეშო ავადმყოფს დამტოვებდა. რაც უნდა კარგი მონა იყოს შავკანიანი, იმას მაინც ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს.
_ ეგ სამწუხაროა, _ თქვა სენ-კლერმა დაცინვის კილოთი, მაგრამ ისე ოსტატურად, რომ ცოლმა ვერ გაუგო.
ოფელიამ შეამჩნია, რომ სენ-კლერს თავი მოაბეზრა ცოლის ლაპარაკმა.
_ მე ყოველთვის ვანებივრებდი ძიძას, _ განაგრძო მარიმ ლაპარაკი: _ ნეტა,
ერთი გაჩვენათ მისი ტანისამოსი: _ ერთი განჯინა სულ ძვირფასი აბრეშუმის
კაბები ულაგია. არაერთხელ მომირთავს ჩემი ხელით და გამიგზავნია სტუმრად. ყოველთვის ასე ყურადღებით ვექცეოდი. ყოველ დილით ნაღებიან ყავას
მიირთმევს. ნეტა, გაჩვენათ, როგორ ცხოვრობენ ჩვენი მონები! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გარყვნა ყველანი სენ-კლერმა. ყველა თავის ნებაზე იქცევა. მე კი
დავიღალე სენ-კლერთან ამაზე ლაპარაკით.
_ კაცმა მართალი უნდა თქვას: მეც დავიღალე, _ თქვა სენ-კლერმა და გაზეთი აიღო ხელში.
ევა დედის ლაპარაკს თავისებური, განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდა, ბოლოს მივიდა და ყელზე შემოეხვია.
_ რა გინდა, ევა?
_ ნება მომეცი, ერთ ღამეს მე მოგიარო, მხოლოდ ერთ ღამეს, საცდელად.
ნახავ, მე ნერვებს არ აგიშლი და არც დავიძინებ.
_ რა სულელი ხარ ჯერ კიდევ, შვილო! ეგ რამ მოგაფიქრებინა? რა საკვირველი ბავშვი ხარ!
_ მომცემ თუ არა ნებას? _ მოკრძალებით გაიმეორა ევამ. _ ვიცი, რომ ძიძა
უქეიფოდ არის. მე შემომჩივლა _ ამ ბოლო დროს თავის ტკივილი დამჩემდაო.
_ ეგ სულ ტყუილებია. მონებს რომ კაცმა ნება მისცეს, ვინ იცის, რას იზამენ:
ბუზს სპილოდ გადააქცევენ. ძიძის გაზარმაცებას მე ხელს ვერ შევუწყობ. თქვენ
თვითონ დარწმუნდებით, _ უთხრა მან ოფელიას, _ რომ არ შეიძლება, მოახლის ასეთ უბრალო ჩივილს ყური ათხოვოს კაცმა. აი, რა დღეში ვარ, საშინლად
მტანჯავს ჩემი სატკივარი, მაგრამ გადავწყვიტე, მოთმინებით ავიტანო ყველა
ტკივილი და აღარავის შევჩივლო ხოლმე.
ოფელიას განცვიფრებისაგან დიდრონი თვალები უფრო გაუდიდდა, სენკლერმა კი თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა.
_ ეს ყოველთვის ასე იცინის, როცა ჩემს ავადმყოფობაზე ვლაპარაკობ. კარგი იქნება, თუ სანანებლად არ გაუხდა საქმე.
მარიმ თვალებზე მიიფარა ცხვირსახოცი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა უხერხულად გრძნობდა თავს. სენ-კლერი ადგა
და ოთახიდან გავიდა. ევაც გარეთ გაიქცა. ოთახში ორი ქალი დარჩა.
მარიმ მხოლოდ ახლა მოიშორა თვალებიდან ცხვირსახოცი.
_ სენ-კლერმა არ იცის და ვერც შეიტყობს, რა ტანჯვაში ვარ! _ დაიწყო მარიმ აღელვებული ხმით ლაპარაკი: _ არასდროს არა ვჩიოდი ჩემს ავადმყოფობაზე, ამიტომაც ჰგონია, რომ მე ყველაფრის ატანა შემიძლია.
ოფელიამ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა. მარიმ ცხვირსახოცით მოიწმინდა
თვალები და შემდეგ განაგრძო ლაპარაკი. ახლა ოჯახურ საქმეებზე მოჰყვა. იმდენი ილაპარაკა ავეჯეულობაზე, ჭურჭელზე, თეთრეულსა და სხვა წვრილმანებზე, რომ სხვა მსმენელს ყველაფერი თავში აერეოდა, მაგრამ ოფელიას საქმიანობას შეჩვეულმა გონებამ ყველაფერი გაითვალისწინა.
_ ვგონებ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ახლა თქვენ, იმედია, ადვილად გაუძღვებით ოჯახს ჩემი ავადმყოფობის დროს. ევას შესახებ მინდოდა მეთხოვა _
თვალი გეჭიროთ ბავშვზე.
_ ევა კარგი გოგონაა. მე მაგაზე კარგი და გონიერი ბავშვი არ მინახავს.
_ მართალს ბრძანებთ, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვია, მე სრულებით არა
მგავს, _ მარიმ ეს ისეთი კილოთი თქვა, თითქოს ეს დიდი უბედურება იყო.
«საბედნიეროდ, მართლაც რომ არა გგავს», _ გაიფიქრა ოფელიამ.
_ ევას მსახურებთან ყოფნა უყვარს. მეც მიყვარდა პატარაობაში ზანგ გოგობიჭებში თამაში, მაგრამ სულ სხვანაირად. ეს ყველას თავის ტოლად თვლის,
მოსამსახურეები ვერა გრძნობენ, რომ ევა იმათი ბატონის შვილია. ვერ ვასწავლე თავის კარგად დაჭერა, დარწმუნებული ვარ, მამა აქეზებს და იმიტომ არ
ითვისებს ჩემს დარიგებას. საერთოდ, სენ-კლერი, თავისი ცოლის გარდა, ყველას ანებივრებს.
ოფელია ჩუმად უგდებდა ყურს.
_ მოსამსახურესთან კაცს თავი კარგად უნდა ეჭიროს, მოსამსახურემ თავისი ალაგი უნდა იცოდეს. მე სიყმაწვილიდანვე ასე ვიქცეოდი, ევა კი რყვნის მოახლეებს. არ ვიცი, როგორ მოიქცევა, როცა თავისი საკუთარი ოჯახი ექნება.
მომხრე ვარ, რომ მოახლეს კაცი სათნოებით ეპყრობოდეს, მაგრამ ამასაც საზღვარი უნდა ჰქონდეს. ხომ გაიგონეთ, რა მითხრა ევამ? ნება მომეცი, ღამე გავათიო შენთან ოთახში ძიძის მაგივრადაო. ნება რომ მივცეთ, ის მეტსაც იზამს.
_ თქვენი მონები ხომ ადამიანებად მიგაჩნია? _ ჩაილაპარაკა ბოლოს ოფელიამ მკვახედ.
_ მაგას ვინ უარყოფს?! მე თვითონ მომხრე ვარ იმისი, რომ მონებს ყველაფერში თავისუფლება მიეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რომ იმათთვის კაცმა თავი
შეიწუხოს. რის გულისათვის? ძიძას მშვენივრად შეუძლია ყველგან და ყოველ-
თვის ძილი. ნება რომ მივცე _ ფეხზე მდგომიც კი დაიძინებს. ყოველთვის იპოვის დროს, რომ თვალი მოატყუოს. მე იმის წინააღმდეგი ვარ, ბატონი მოახლეს
სათუთ მცენარესავით შესცქეროდეს, ეს სასაცილო იქნებოდა.
მარიმ თავი დივანის ზურგს მიადო და ხელში აიღო სასუნებელი წამლის
ლამაზი შუშა.
_ იცით რა, ჩემო ოფელია, თუმცა არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ
საჭიროდ მიმაჩნია, ცოტა რამ მოგახსენო, _ განაგრძო მარიმ ხმადაბლა, _ მე და
სენ-კლერი ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მაგას ჩემი არაფერი ეყურება და არც მაფასებს. ვიცი, რომ კაცები ასეთები არიან.
ოფელია, როგორც ახალი ინგლისის მცხოვრებთა უმრავლესობა, ბუნებით
ფრთხილი ადამიანი იყო; იგრძნო, რომ ამ ლაპარაკში ჩარევა უხერხული იქნებოდა, ამიტომ უფრო მაგრად მოკუმა ტუჩები, პირზე კლიტე დაიდო და ხელსაქმე გაახურა. მარი ამას ვერ ამჩნევდა, ის თავის გაჭირვებას მოთქვამდა.
_ სენ-კლერი არაფერში მეხმარება, მოსამსახურეების ცუდ ყოფაქცევაზე
რომ ვუთხრა რამე, მაშინვე პირში მომახლის, ჩვენ თვითონა ვართ უზნეონი და
ამიტომ არც მონების დასჯის უფლება გვაქვსო. ეს კიდევ არაფერი _ უფრო უარესებსაც იტყვის ხოლმე: ჩვენ რომ მაგათ ალაგას ვიყოთ, უარესს ჩავიდენდითო. ერთი უყურე, რაებს ამბობს! განა შეიძლება ჩვენი და შავკანიანების შედარება?!
_ განა ისინიც ჩვენსავით არ არიან გაჩენილები? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ მაგას ვინ ამბობს! მაგრამ შავკანიანები საზიზღარი ტომის ხალხია.
_ ნუთუ ფიქრობთ, რომ იმათ ისეთივე სული არ უდგიათ, როგორც ჩვენ? _
ჰკითხა აღელვებულმა ოფელიამ.
_ ამას ვინ უარყოფს, მაგრამ მაინც იმათი ჩვენთან შედარება არ შეიძლება.
სენ-კლერს ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ძიძისთვის ქმარ-შვილის მოშორება
ისეთივე მძიმე უნდა ყოფილიყო, როგორც ჩვენთვის ოჯახის რომელიმე წევრის დაკარგვა. ეს ხომ სისულელეა! ძიძას სად მოეპოვება ისეთი გრძნობა, როგორიც მე, განა შეიძლება იმას თავისი დათხუპნული გოგო-ბიჭები ისე უყვარდეს, როგორც მე ჩემი ცქრიალა ევა! სენ-კლერი მთხოვდა _ ძიძა გაუშვი სახლშიო, მაგრამ მე ამაზე როგორ დავეთანხმებოდი! თუმცა არ მიყვარს ჩემს ტანჯვა-წვალებაზე ლაპარაკი, მაგრამ აქ კი მოთმინების ფიალა აივსო და სენკლერს გამოვუცხადე ჩემი გულისწყრომა და აღელვება. მას შემდეგ ამ საგანზე
იმას ჩემთან ხმა აღარ ამოუღია, თუმცა ვიცი, რომ ის ისევ ძველი აზრისაა.
ოფელიას შეეშინდა, მოთმინებიდან არ გამოსულიყო და არაფერი ეწყენინებინა რძლისათვის, ამიტომაც იყო, რომ წინდის ჩხირები უფრო სწრაფად
ამოძრავდა მის ხელში. მარის რომ, თავისი თავის გარდა, სხვა რამეზე ფიქრის
უნარი ჰქონოდა, შეამჩნევდა, როგორ იმოქმედა ოფელიაზე იმისმა სიტყვებმა.
ოთახში სენ-კლერი შემოვიდა და ყური მოჰკრა, რომ მარი მოსამსახურეებს
უჩიოდა.
_ ეჰ, ეგ ძველი ამბავია, _ თქვა მან. _ საბრალო მონებმა საიქიოს ბევრი ცოდვისათვის უნდა აგონ პასუხი, უმთავრესად კი თავისი სიზარმაცისათვის. _ სენ-
კლერი ცოლის პირდაპირ მეორე დივანზე წამოწვა. _ იცი, რა გითხრა, დაო,
ჩვენმა მონებმა სიზარმაცეში მე და მარის წაგვბაძეს და საიქიოს იმათ თავის გასამართლებელი არაფერი ექნებათ.
_ შეუძლებელია შენთან ლაპარაკი, სენ-კლერ! _ თქვა მარიმ წყენით.
_ მართლა? მე კი მეგონა, გასიამოვნებდით ჩემი ლაპარაკით! კმარა, ნუ ვიჩხუბებთ. უამისოდაც ძალიან ცხელა და, ამასთან, ეს არის, ახლა ადოლფმაც გამაჯავრა.
_რა იყო? რა ჩაიდინა? საშინლად განებივრებულია ეგ ბიჭი!
_ ისეთი არაფერი ჩაუდენია! რა ქნას, თუ სურს, ყველაფერში მე წამბაძოს.
ნივთებს მპარავს და ითვისებს, ამაზე ველაპარაკე, ვუმტკიცებდი, რომ საზღვარი უნდა ჰქონდეს ჩემი ნივთების მითვისებას. დასჯა არ შემეძლო. ვგრძნობ,
რომ ყოველივე ეს ჩემი ბრალია: ცუდად აღვზარდე.
_ რად აღზარდე ცუდად? შენ ხელთ არ იყო? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ძნელი იყო, დაო, ჩემთვის. სიზარმაცემ შემიშალა ხელი. სიზარმაცე რომ
არა, ნამდვილი ანგელოზი ვიქნებოდი. ვეთანხმები თქვენს მღვდელს, რომელიც ამბობს: სიზარმაცე არის დასაბამი ყოველივე ბოროტებისაო.
_ თქვენ, მებატონეებს, დიდი მოვალეობა გაწევთ! _ წარმოთქვა ოფელიამ, _
თქვენი ვალია, კარგად აღზარდოთ მონები; უნდა იმათაც ადამიანებად თვლიდეთ; უნდა გახსოვდეთ, რომ იმათაც უკვდავი სული უდგათ, როგორც თქვენ, _
ოფელია მთელი დღე გაჩუმებული იყო და ახლა კი ვეღარ მოითმინა.
_ ჯერჯერობით კმარა, დაო, ჯერ ხომ სულაც არ გვიცნობ; მიიხედ-მოიხედე, გაგვიცანი და მერე გვითხარი შენი აზრი. _ სენ-კლერი ამ სიტყვებით როიალს მიუჯდა.
მშვენიერი რაღაც დაუკრა. იმისი დახელოვნებული თითები საოცარი ხმით
აჟღერებდა საკრავს.
სენ-კლერს დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ის სხვადასხვა პიესებს უკრავდა, ცდილობდა, ჰანგი შეერჩია თავისი სულიერი განწყობილებისათვის.
როცა გაათავა დაკვრა, ადგა და მხიარულად უთხრა ოფელიას:
_ დაო, მშვენივრად ლაპარაკობდი, შენი პირი თვით ჭეშმარიტებას ღაღადებდა. თუმცა, ცოტა არ იყოს, გულზე მომხვდა შენი სიტყვები.
_ ჩემი აზრით, ამაზე სულაც არა ღირს ლაპარაკი, _ თქვა მარიმ. _ ძნელად
თუ მოექცევა ვინმე ჩვენზე უკეთესად მოსამსახურეებს. ჩვენ ყველაფერს კარგსა
და კეთილს ვასწავლით, რაც კი შესაძლებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმათ
შეიძლება აქვთ სურვილი სულიერად გაკეთილშობილდნენ, მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, უზნეონი არიან. მონები დაღუპული ხალხია, თქვენ, ოფელია,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 07
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.