Latin

ბედნიერი ტანჯული - 13

Total number of words is 3557
Total number of unique words is 1905
28.8 of words are in the 2000 most common words
41.5 of words are in the 5000 most common words
48.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მწერალთა კავშირის რიგით წევრს, ანუ მწერალს საბჭოური გაგებით, რომელსაც არამარტო
შეუძლია, უფლებაცა აქვს, გარემოებისდა მიხედვით შეიცვალოს მრწამსიც, მსოფლმხედველობაც, ხელობაცა და, თავისთავად ცხადია, საცხოვრებელი ადგილიც. რაც შეეხება მწერალთა მასობრივ გამოსვლას მწერალთა კავშირიდან, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ამბავია,
მაგრამ გააჩნია, სად მიდიან ისინი – თუ თავიანთ სამუშაო ოთახებში, ეს სასარგებლოცაა
მწერლობისთვის, ხოლო, თუ ვაჭრობაში ან, ვთქვათ, პორნობიზნესში, თავიდანვე იქ ყოფილა მათი ადგილი. უბედურებაა, როცა მწერალი იძულებულია მოსწყდეს მშობლიურ გარემოს, წავიდეს ემიგრაციაში. თუმცა დღევანდელ ემიგრაციას, ჩემი აზრით, არაფერი აქვს საერთო ამ უაღრესად ტრაგიკულ ცნებასთან. შეიცვალა თავად ცნება და ცნებისადმი დამოკიდებულებაც. თუკი ადრე ემიგრანტი მხოლოდ სიბრალულსა და თანაგრძნობას იმსახურებდა, დღეს, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ბრმა მიბაძვისა და ბოლომდე გაუაზრებელი შურის აღმძვრელია მრავალთა და მრავალთა გულებში. ადრე ემიგრანტი რწმენისთვის, ღირსებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის წამებულ ადამიანს ნიშნავდა, დღეს კი ყველაფერზე
დაუფიქრებლად ამბობს უარს უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების მოსაპოვებლად. მაგრამ
ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და სჯობს ისევ მწერლობას მივუბრუნდეთ. ვიდრე მწერალს
აზრს ეკითხებიან, ჯერ ყველაფერი არ დაღუპულა. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ
შეუგნებლად, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საერთოდ მწერლობის უდიდეს, თითქმის გადამწყვეტ მნიშვნელობას, როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი ხალხის სულიერი
ცხოვრებისთვის.
მაგრამ ძალიან ხშირად მწერლის სიტყვა ან გაუგებარი რჩება, ან უგულებელყოფილი და,
მე თუ მკითხავთ, სავსებით სამართლიანადაც – მწერალი ყველაზე ნაკლებად სწორედ თანამედროვეობას ეკუთვნის. რასაც ის დღეს აკეთებს (წერს, ამბობს), ხვალისთვისაა გამიზნული,
ხვალ გაიგებენ, ხვალ გამოიღებს ნაყოფს და ეს იწვევს მწერლის «დუმილისა» თუ «გვერდზე
დგომის» ილუზიას, რაც, სინამდვილეში, საზოგადოების გულუბრყვილობის, ანდა მწერლობის წინააღმდეგ წარმოებული ფარული ბრძოლის თავისებური გამოხატულებაა და სხვა არაფერი. რასაკვირველია, თუ სამშობლო მოითხოვს, ჰიუგოც უნდა ავიდეს ბარიკადზე, მაგრამ
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე ჰიუგოს საწერ მაგიდასთან გაცილებით მეტის გაკეთება
შეუძლია სამშობლოსთვის, ვიდრე ჰიუგოებისგან შემდგარი ბატალიონი გააკეთებდა ბარიკადზე. ასე რომ, მწერლის დუმილი სრულებითაც არ ნიშნავს ჩუმად ყოფნას. პირიქით, შეიძლება, დუმილით გაცილებით მეტს ამბობდეს, ვიდრე ლაპარაკით. ყველაფერი იმ პოლიტიკურ, სოციალურ და, რაც მთავარია, კულტურულ ატმოსფეროზეა დამოკიდებული, რომელშიც ამჟამადაა მწერალი მოხვედრილი. მწერლის შეგნებული დუმილი მწერლური პოზიციის
დაცვადაც შეგვიძლია აღვიქვათ. დუმილსა და ლაპარაკს შორის ის ყოველთვის პირველს ირჩევს (უნდა ირჩევდეს), თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, მწარე სიმართლეს რომ აყენებს
მაამებელ ტყუილზე მაღლა. ფუტკარი რომ ბზუის, თაფლს აკეთებს, როცა ჩუმადაა – თაფლზე ფიქრობს. ასეა მწერალიც – ლაპარაკობს თუ დუმს, მისი საფიქრალი და სადარდელი
ამით არ იცვლება. მწერალი ვინმეს კი არ ამხელს, ყველას თანაუგრძნობს და შეძლებისდაგვარად ამართლებს. მწერალი ჭეშმარიტი ტოლერანტია. ამიტომ ძლიერიც უნდა იყოს სულიერად, რათა არამარტო აზრი, ფასიც ჰქონდეს მის ტოლერანტობას. საერთოდ, რაკი სიტყვამ
მოიტანა, ტოლერანტობა ძლიერთა თვისება უნდა იყოს და არა სუსტთა სურვილი. სუსტის
ტოლერანტობა იგივე მლიქვნელობაა ძლიერის წინაშე. შეიძლება ამის ბრალია, ხალხი ყოველთვის იმის თქმასა და იმის ჩადენას რომ ავალდებულებს მწერალს, რის სათქმელად და
ჩასადენად თავად ძალა არ შესწევს. მწერალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სააქაოს ქარონია –
«მოწყენილი ცხოვრების მდინარეზე» (ილია ჭავჭავაძის სტრიქონია) გადაჰყავს მისგანვე შექმნილი ადამიანების სულები და, ამდენად, მხოლოდ საკუთარ თავთან არის პასუხისმგებელი. მისი სამოქმედო ასპარეზი ერთი ადამიანის თვალსაწიერით განიზომება და თუკი ის,
თავის სათქმელიანად, მთლიანად ეტევა ამ თვალსაწიერში, მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელია.
ამ ბოლო დროს მართლაც ბევრი რამ შეიცვალა როგორც საერთოდ ქვეყნის, ისევე ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში. ეს კი, ჩემი აზრითა და რწმენით, არაფრით არ შეიძლება თუნდაც იმაზე უკეთეს მომავალს არ გვიქადდეს, ვიდრე ჩვენი არცთუ ისე შორეული წარსული
იყო. სხვათა შორის, რუსი კრიტიკოსების თვალსაზრისით, რაც «ლიტერატურნაია გაზეტაშიც» აისახა, მე თავის დროზეც ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებდი საბჭოთა მწერლის სახელს. ასე რომ, ჩემი მწერლური და, თუ გნებავთ, ადამიანური ბიოგრაფიის გამო, არც წარსულს ვწყევლი და არც გულუბრყვილოდ მჯერა მომავლისა. როგორც დიდი გალაკტიონი
ამბობს: «მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია». ამის დადასტურებაა ისიც, მიუხედავად ლამის სამყაროს მომცველი კატაკლიზმებისა, თითქმის არაფერი რომ არ შეცვლილა ჩემს
პირად ცხოვრებაში: არც ხელობაზე ამიღია ხელი, არც გაქცევას ვაპირებ სადმე. მართალია,
ჩვენი გამომცემლები, გაუზვიადებლად რომ ვთქვათ, სულს ძლივს ითქვამენ და ენთუზიაზმის ამარაღა არიან დარჩენილნი, მაგრამ იმედი მაქვს, მალე გამოვა ჩემი ახალი რომანი, სადაც
უკანასკნელი წლების მოვლენებია აღწერილი, რაღა თქმა უნდა, სიცოცხლის დაუცხრომელ
ჟინთან და თავისუფლებისკენ დაუოკებელ სწრაფვასთან ერთად, რაც ჩემი ხალხის ერთ-ერთ
უმთავრეს თვისებად ითვლებოდა ყოველთვის და ალბათ ერთადერთ დანაშაულადაც დამპყრობელთა თვალში.
რომანს «აველუმი» ჰქვია, რაც შუმერულად თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. ამას რუსი მკითხველის გასაგონად ვამბობ, რომელიც ერთ დროს შეიძლება ზედმეტა-
დაც მანებივრებდა თავისი ყურადღებით და ძალიან დამწყდება გული, თუკი ესეც მხოლოდ
«ხალხთა მეგობრობის» იდეოლოგიით იყო განპირობებული. ჩემი პირველი მკითხველი, თავისთავად ცხადია, ქართველია, იმას ეკუთვნის «პირველი ღამის უფლება» და, ამდენად,
თითქოს უფრო ბუნებრივიცაა მისი დაინტერესება ჩემი ნაწარმოებებით. მაგრამ როცა მსგავსი დაინტერესება სხვა ენის, ფსიქიკის, სხვა კულტურის წარმომადგენლისგანაც იგრძნობა, ეს
არამარტო სასიამოვნო, არამედ ფრიად ანგარიშგასაწევი ფაქტია, რამდენადაც, ერთი შეხედვით, თითქოს ძნელი წარმოსადგენია იმავე რუსი მკითხველისგან გულთან ახლოს მიტანა და
ლამის გათავისება უაღრესად არარუსული ბუნებისა, ზნე-ჩვეულებისა, თავგადასავლისა, ბედისა... ეს იმ განძის აღმოჩენით მოგვრილ სიხარულსა ჰგავს, რომლის არსებობის შესახებ ბოლო წუთამდე არაფერი იცოდი და, თავისთავად ცხადია, არც არასდროს გიძებნია. თუმცა
მწერლობა უფრო ძებნაა, ვიდრე მოლოდინი. აქედან გამომდინარე, სრულებითაც არ უნდა
იყოს გასაკვირი, მწერალი თანამედროვე შეკითხვების პასუხს წარსულშიც დაეძებდეს. წარსული ჩვენგან იწყება. აი, ეს სიტყვებიც, რომლებიც ეს წუთია დავბეჭდე ფურცელზე, უკვე
წარსულის საკუთრებაა. წარსული დაუნდობლად გვტაცებს ხელიდან აწმყოს და ძალით მიგვერეკება მომავლისკენ. ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი ცხოვრება სისხლხორცეულადაა დაკავშირებული გუშინდელთან. მითხარი, როგორი წარსული გქონდა და გეტყვი, რა გელოდება წინ. უფრო მეტიც, მწერლისთვის საერთოდ არ არსებობს წარსულად, აწმყოდ და
მომავლად დაყოფილი დრო. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩემი თვალსაზრისით და, რასაკვირველია, ეს სხვებისთვის მაგალითი ვერ იქნება. უბრალოდ, დროის აღქმის პირად მეთოდზე,
დროსთან პირად დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ, რასაც საკუთარი მწერლური გამოცდილება ემყარება. ასე რომ, წარსულში თუ ვეძებ დღევანდელობის პასუხს, ესეც ჩემი მწერლური პოზიციისა და მეთოდის ბრალია ალბათ. ეტყობა, მწერლურმა ჩანაფიქრმაც ასე მოითხოვა. ჩანაფიქრი კი საკმაოდ სერიოზულია და ჯერ კიდევ საკითხავია, შევძლებ თუ არა საერთოდ მის განხორციელებას. ჩემი მიზანია ქართული სულის თავგადასავლის «აღნუსხვა» უხსოვარი დროიდან დღემდე – მითიდან ფაქტამდე. ამიტომაც აღმოვჩნდი მითოლოგიურ გარემოში, თუმცა ჩემთვის არასოდეს ჰქონია მითს ჟანრის დანიშნულება. ჩემთვის მითი იმდენადაა საინტერესო (და აუცილებელიც), რამდენადაც იქიდან იღებს სათავეს პირველი ქართული სახელმწიფო – კოლხეთი – თავისი აიეტით, მედეათი, არგონავტებით, მინოსითა და
კირკეთი... მითიდან იღებს სათავეს ჩემი ხალხის სული, რომელიც, ღვთის წყალობით, დღემდე თვალნათლივ მოედინება. ამიტომ ძირითადად (ალბათ ქვეცნობიერად) ისეთი ეპოქები
მაინტერესებს ჩვენი ისტორიისა, სადაც უფრო მძაფრად ვლინდება ამ სულის ყველა თვისება,
ყველა ნიშანი, ყველა მანკი და მიდრეკილება. ამდენად, რასაკვირველია, ბევრი საკმაოდ საინტერესო პერიოდი მაქვს გამოტოვებული და, თუ საშუალება იქნება, ალბათ მომიწევს უკან
დაბრუნება, ზოგიერთი «დაუშვებელი» სიცარიელის ამოსავსებად.
რაც შეეხება «აველუმს», ერთგვარად დამაგვირგვინებელიცაა ჩემი წინა რომანებისა და არა
მხოლოდ ქრონოლოგიურად – ის ჩემი ყველაზე თანამედროვე რომანია, როგორც უკვე
ვთქვი, უკანასკნელი წლების ამბებს ასახავს, თუმცა მითის ელემენტები იქაც საკმაო დოზითაა გამოყენებული. საერთოდ, ყველა ჩემი რომანი, ერთი შეხედვით, სავსებით დამოუკიდებელი ნაწარმოებია და, იდეის გარდა, თითქოს არაფრითაა დაკავშირებული დანარჩენებთან.
მაგრამ ყველა რომანის მთავარი გმირი ერთი და იმავე სულის მატარებელი პიროვნებაა, უფრო სწორად, ერთი და იგივე, ანუ, მარადიული სული ხალხისა ერთი გმირიდან მეორეში გადადის, როგორც ღვინო – ჭურჭლიდან ჭურჭელში და, მიუხედავად ჭურჭლის ფორმისა და
მოცულობისა, მაინც ინარჩუნებს ყველა თვისებას. ამდენად, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი
რუსულ პრესაში, ჩემი რომანები არ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ რომანებად ამ სიტყ-
ვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისტორიის მარადიულ ძეგლებზე მეტად არარსებულის,
გნებავთ, გამონაგონის მარადიულობა მაინტერესებს. ესე იგი მარადიულობა ადამიანური
ვნებებისა, გრძნობებისა, მისწრაფებებისა, რომლებიც თითქოს ადამიანის მიწიერ სიცოცხლესთან ერთად მთავრდება, ქრება, მაგრამ სინამდვილეში ადამიანიდან ადამიანში, სიცოცხლიდან სიცოცხლეში გადადის და ზოგადად ადამიანს დღესაც ისევე უყვარს, ისევე სძულს,
როგორც ასეული, ათასეული წლების წინათ უყვარდა და სძულდა. საბედნიეროდ, დროსთან
ჭიდილში ადამიანი ადამიანად რჩება და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ცრემლის, საკუთარი ტკივილის, საკუთარი უმწეობის წყალობით, ანუ, სიყვარულის, თავდადების, თანაგრძნობის უნარით. თუ თანაგრძნობა არ შეგიძლია, აღარც ადამიანი ხარ. თანაგრძნობა სულიერი მოთხოვნილებაა და პირველ რიგში შენი ადამიანურობის ხარისხს განსაზღვრავს, ანუ
განსაზღვრავს, ხარ თუ არა ადამიანი საერთოდ, შეგიძლია თუ არა შენდა საზიანოდ და მეორე ადამიანის სასარგებლოდ უარი თქვა რაღაცაზე მაინც. ნებისმიერ ადამიანურ გრძნობას,
მოჩვენებითად ცვალებადსა და წარმავალს, თავისი მარადიულობა გააჩნია. მეც ეს მარადიულობა მაინტერესებს სწორედ და უფრო მეტადაც, ვიდრე რომელიმე ისტორიული მოვლენისა
თუ ისტორიული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხელახალი აღწერა და ახლებურად
ახსნა. ამდენად, უფრო ვხვდები, ვიდრე ვიცი, რატომ ვეძებ წარსულში, ვთქვათ, დღეს დაშვებული შეცდომის მიზეზს. ალბათ, თუკი მწერლური ალღოც არსებობს (მსგავსად ცხოველურისა), იქ ვეძებ, სადაც უნდა ვეძებდე. მე მგონი, ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, სწორად ვიქცევი – გუშინდელი დღე, ასტრონომიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აღარასოდეს განმეორდება, მაგრამ სული, მით უფრო კი ხალხისა, ხვალაც და ზეგაც შეიძლება აღმოჩნდეს
ისეთსავე ვითარებაში, როგორშიც უკვე ბევრჯერ აღმოჩენილა გუშინაც და გუშინწინაც.
გარდა ამისა, მე მგონი, მწერალი მაინც «სხვისი» ნება-სურვილის აღმსრულებელია და არა
საკუთარი გრძნობების მსახური. «სხვა» წარმართავს მის ჭკუა-გონებას. უფრო მარტივად თუ
ვიტყვით, ყველაფერი მზამზარეული ეძლევა, «ესიზმრება», და მას მხოლოდ დასიზმრებულის ფურცელზე გადატანა ევალება. ვისაც უკეთესი მახსოვრობა აქვს და დასიზმრებულის
ფურცელზე გადატანა არ ეზარება, უკეთესი მწერალიც ის არის. საერთოდ კი, ნებისმიერი
მწერლისთვის, მე ვიქნები თუ სხვა, სულერთია, ესე იგი, ერთნაირად ძნელია, ლექსსა წერს
თუ რომანს. რასაკვირველია, დრო და ენერგია რომანს მეტი სჭირდება, ვიდრე ლექსს, მაგრამ
ნაწარმოების შექმნისა და დაბადების პროცესი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. სერიოზული, თვისობრივი (გარდა ვიზუალურისა) განსხვავება არ არსებობს, როგორც შობასა და გამოჩეკვას შორის. ორივე შემთხვევაში ახალი სიცოცხლე იბადება. ამიტომ მთავარი ის კი არ
არის, ვშობთ თუ ვჩეკავთ, არამედ – რას ვშობთ და რას ვჩეკავთ. ამას მხოლოდ მკითხველი
გაარკვევს და თანაც ჩვენზე უკეთესად. მაგრამ ალბათ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე
ჩემსა და რუს მკითხველს შორის «სულთა გადამრჩენელი» კავშირი აღდგებოდეს. არადა, ჩემი აზრით, ალბათ მისთვისაც ბევრი რამ იქნებოდა საინტერესო «აველუმში». ბოლოს და ბოლოს, რომანის დიდი ნაწილი გმირის მოსკოვურ თავგადასავლებს უკავია. თუმცა მკითხველი უფლებამოსილია, ის ამოიკითხოს წიგნიდან, რაც მის სულიერ მოთხოვნილებას, გონებრივ დონეს, ზნეობრივ საზომსა და საერთოდ მის ინტელექტუალურ გარემოცვას შეეფერება
და აკმაყოფილებს. ასევე უფლებამოსილია, მაინცდამაინც, ის იპოვოს წიგნში, რასაც ეძებს.
წიგნი ნამდვილ ცხოვრებას მაშინ იწყებს, როცა მკითხველს უკავშირდება. მეორე ადამიანია
ის პირუთვნელი მსაჯული, რომელმაც უნდა თქვას, სწორად ვეძებდი, რასაც ვეძებდი, თუ
თავიდანვე არ უნდა დამეწყო ძებნა. მაგრამ მწერლობა არამარტო ძებნა, არამედ განუწყვეტელი სწავლაცაა. მწერალი ყველაფრისგან სწავლობს, უბედურებისგანაც, სიკვდილისგანაც...
ამავე დროს, ყველა წინამორბედი თუ თანამედროვე მწერალიც პირადად მისი მასწავლებე-
ლია, კარგიც და ცუდიც, რადგან ეშმაკმა იცის, რისი სწავლაა უფრო ძნელი – «როგორ წერო»
თუ «როგორ არ წერო».
1996
დავიწყოთ თავიდან...
(საერთო პასუხი გაზეთ «კავკასიონის» კორესპონდენტის შეკითხვებზე)
რუსეთთან დამოკიდებულების ქართული ტრადიციული კონცეფცია რომ უნდა გადაისინჯოს, ეს თქვენი ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და სერიოზული შეკითხვიდანაც აშკარად ჩანს. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ ამ უაღრესად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით,
თქვენს მიერ ჩამოთვლილი არგუმენტებიც საკმარისზე მეტია, რათა უყოყმანოდ ვირწმუნოთ, რომ «რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის თავის ტრადიციულ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში»; რომ უკვე დროა (თუ დაგვიანებული არ არის), «რეალურ ფაქტად ვაღიაროთ ეს» და, შესაბამისად, რუსეთთან დამოკიდებულების ჩვენი ტრადიციული
კონცეფციაც გადავსიჯნოთ. ოღონდ თავიდანვე უნდა ვაღიარო, ჩემთვისაც ძნელი დასადგენია, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ეს გადასინჯვა. ძნელი დასადგენია, უპირველეს
ყოვლისა იმიტომ, «ქართული ტრადიციული კონცეფციაც» რომ არ არის ნამდვილად ჩვენი,
ნამდვილად ქართული ტრადიციული კონცეფცია. უფრო ნათლად და უფრო გულახდილად
თუ ვიტყვით, ორასი წლის მანძილზე საქართველოში საერთოდ არ გატარებულა ქართული
პოლიტიკა, ანუ ნებისმიერი პოლიტიკა, ნებისმიერი გარეშე ძალის მიერ გატარებული, თავისი ბუნებითა და მოწოდებით ანტიქართული გახლდათ, რის შედეგადაც, უპირველეს ყოვლისა, ქართულად აზროვნებას გადავეჩვიეთ ყველანი, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად
აზროვნების დაქვეითებასაც ნიშნავს. ასე რომ, დროთა განმავლობაში, არათუ სხვათა ნაფიქრალს ვასაღებდით ჩვენად, არამედ დაფიქრებისაც გვეშინოდა სხვათა ზურგს უკან. არადა
სხვისგან, გინდაც დამპყრობლისგან, რამის სწავლა კი არ არის სამარცხვინო, არამედ ბრმად,
შეუმოწმებლად, გაუთვითცნობიერებლად გათავისება იმისა, რაც, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, მაინცდამაინც შენი ეროვნული თვითშეგნების და, თუ გნებავთ, შენი არსებობის
წინააღმდეგაა მიმართული.
ქართველი ადამიანის ქართველობას, უპირველეს ყოვლისა, მისი ენა და ფსიქიკა განსაზღვრავს. შეიძლება წარმოშობით ქართველი იყო და უფრო მეტი ზიანი მოუტანო საქართველოს, ვიდრე გადამთიელი მოუტანდა, თუკი დაგავიწყდა, ანდა დაგავიწყეს ქართულად აზროვნება. ქართულად აზროვნება ჯერ სამშობლოსთვის და მერე საკუთარი თავისთვის ცხოვრებას ნიშნავს. ქართულად აზროვნება პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებს, რის გარეშეც ადამიანი ალბათ ვერ ჩაითვლება სრულყოფილ არსებად. დიდ ხალხებად
ყოველთვის ის ხალხები ითვლებოდნენ მხოლოდ, რომლებსაც სხვებზე მეტად ჰქონდათ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ. მაგალითად, საბერძნეთში
იმ სპორტსმენს, რომელიც ომიანობის დროს მახვილით არ იბრძოდა საბერძნეთისთვის,
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენმა სპორტსმენმა კი, ადვილი შესაძლებელია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე სხვა ქვეყნის სახელით მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, რაკი მის დაცემულ სამშობლოს მისი შენახვა და უზრუნველყოფა არ
შეუძლია. ეს, რასაკვირველია, ცხოვრების სიდუხჭირის ბრალია, მაგრამ ასევე ჩვენი ფსიქიკური გადაგვარების კანონზომიერი შედეგიცაა. ასევე ჩვენი ფსიქიკური გადაგვარების შედეგია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის ყოვლად შეუფერებელი მასშტაბები დღევანდელი ქართული ემიგრაციისა. გადასარჩენად კი არ გავრბივართ, სამშობლოს მტრებს კი არ
გავურბივართ იძულებით, არამედ უკეთესი ეკონომიკური პირობების მოსაპოვებლად მივისწრაფით ალალბედზე და არც გვაინტერესებს, ვინ ამოავსებს ჩვენს დანატოვარ სიცარიელეს,
თანაც დღეს, როცა ათასი და ათასი უცხო თესლი დაუფარავი მოუთმენლობით, უტეხი ჟინითა და სიჯიუტით მოისწრაფის მაინცდამაინც აქ, ამ დანგრეულ, გაპარტახებულ და კანონიერი პატრონისგან უგულებელყოფილ ქვეყანაში დასამკვიდრებლად.
და აი, თავისთავად მივადექით ქართული ფსიქიკის გადაგვარების, ჩემი აზრით, ყველაზე
შთამბეჭდავსა და შემაშფოთებელ მაგალითს – ქართველების მასობრივ მიგრაციას, ნებაყოფლობით აყრას მშობლიური მიწიდან, გნებავთ, სამარცხვინო გაქცევას მარადიული ბრძოლის
ველიდან. დიახ, საქართველო მარადიული ბრძოლის ველია და ამ მიწაზე, ამ ცის ქვეშ სიცოცხლის ყოველი წუთი აუწყავი სისხლი ჯდება. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, როდის ან
როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა: ბოლოს და ბოლოს ან ყველანი ავიყრებით და საქართველოს მართლა უქართველებოდ დავაგდებთ, როგორც მტერსა აქვს ჩაფიქრებული, ან გონს
მოვეგებით და, რაკი სხვა იარაღი არ გაგვაჩნია, ხეებივით გავიდგამთ ფესვს მშობლიურ მიწაში.
მართლაც, ჩვენში რომ ვთქვათ, რა აზრი აქვს ჩვენს ლაპარაკს, თუკი სხვის სიმღერებს ვიმღერებთ და სხვის დუდუკზე ვიცეკვებთ, თუკი ჩვენი შვილები უცხო ქვეყნებში აიდგამენ
ფეხსა და ენას, თუკი ჩვენი კულტურის მსახურები სხვათა კულტურებს მიეტმასნებიან და
ჩვენი სპორტსმენები სხვათა განსადიდებლად დაღვრიან ოფლს სხვათა მოედნებსა თუ ფიცარნაგებზე (სხვათა შორის, ბევრს არ განუდიდებია საბერძნეთი ისე, როგორც ჩვენმა თანამემამულემ განადიდა უკანასკნელ ოლიმპიადაზე). მაგრამ თავად ქართველი ხალხის გამტყუნება მაინც ძნელია, მით უფრო რომ, დღეს ყველა პირობა არსებობს, მე ვიტყოდი, ყველა პირობაა შეგნებულად შექმნილი, სწორედ სამშობლოს გარეთ ვეძებოთ ხსნა და გამოსავალი.
ამიტომაც გავრბივართ უკანმოუხედავად: ვინ – ვითომ გასანათლებლად, ვინ – ვითომ სამოღვაწეოდ, ვინ კი, როგორც ერთი ჩვენი გაზეთი წერდა უსამართლოდ და უპასუხისმგებლოდ, ადგილობრივი, ესე იგი, ქართული საზოგადოების უკულტურობის გამო. თუმცა, თავის დასაიმედებლად, ისიც უნდა ითქვას, რომ დღესაც, ისევე როგორც ოციან წლებში, ძირითადად «ერისტავოვები» მიდიან ემიგრაციაში და არა «ერისთავები». ესე იგი, ისინი, ვინც სამშობლოშივე მოასწრეს გადაგვარება. მაგრამ ვაი, რომ, ისინიც ჩვენი სისხლნი და ხორცნი არიან, ისინიც მარტო ჩვენ გვაკლდებიან და სხვას არავის ემატებიან. რაც მთავარია, ისინიც
მსხვერპლნი არიან თუნდაც საკუთარი უვიცობისა და უნებისყოფობისა. დამნაშავე სხვაგან
არის საძებარი. უფრო სწორად, დამნაშავეს ძებნა არ სჭირდება. დამნაშავეა, ვინც ჩვენს «ქართულ ტრადიციულ კონცეფციებს» ამუშავებს და მერე ყველანაირად გვაიძულებს ვიცხოვროთ ამ კონცეფციების შესაბამისად. ამდენს, შეიძლება, ჩვენც მივხვდით უკვე (ამას ადასტურებს თქვენი შეკითხვაც, ანუ, ახლებურად დასმა ჩვენი ტრადიციული შეკითხვისა), მაგრამ
ძნელია, მტკივნეულია ამის აღიარება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ძნელია ერთი ხელის მოსმით ორასწლიანი ტრადიციის უარყოფა და ახლებურად (ძველებურად) აზროვნება – აზროვნება ქართულად, აზროვნება საქართველოსთვის, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ სამშობლოსთვის ზრუნვას ნიშნავს და მერე საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრს.
ჩვენი ამქვეყნიური არსებობა გადაჩვევისა და მიჩვევის განუწყვეტელი მონაცვლეობაა.
ადამიანის და, აქედან გამომდინარე, ხალხის ბუნებას, თავისთავადობას მისივე ჩვევები და
ჩვეულებები განაპირობებს. ამიტომაცაა, ნებისმიერი მტერი სწორედ ჩვენს ადათ-წესებს რომ
უპირისპირდება. ამ თვალსაზრისით, ბოლო სამოცდაათი წელიწადი ყველაზე საბედისწერო
აღმოჩნდა ჩვენთვის: ფართოდ გავუღეთ კარი ყველა ამქვეყნიურ სენსა თუ მანკიერებას, საკუთარს სხვისი ვამჯობინეთ, ანუ, «ჩვენიანად» ვაღიარეთ ყველა გადამთიელი და მასიურად
შევიყვანეთ შვილები რუსულ სკოლებში; გუთნისდედა საყდრის გლახად ვაქციეთ, მეცხვარეს კომბალი გამოვართვით და ბარში ჩამოვასახლეთ იაფ მუშახელად, მევენახეს ვაზი გავაჩეხინეთ და ბაზარში მივუჩინეთ ადგილი... მოკლედ, ბევრ რამეს გადავეჩვიეთ და ბევრ რამეს მივეჩვიეთ. ხოლო გადაჩვევა ისევე ძნელია, როგორც მიჩვევა. ჩვენივე ნათქვამია: მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და გადაჩვეულს ნუ მიაჩვევო. ორივე ერთნაირი ბოროტებაა. ამჟამად და
კიდევ ერთხელ ჩვენც ამ ბოროტების წინაშე ვდგავართ და თუკი როგორმე არ გადავეჩვევით
ქვეშევრდომულად აზროვნებას და როგორმე არ მივეჩვევით დამოუკიდებლად, ანუ, ქართულად აზროვნებას, ხვალ შეიძლება უიმედოდ დაგვაგვიანდეს.
დღესაც, ოფიციალურად თავისუფალსა და დემოკრატიულ საქართველოში, ბევრს არათუ
აღიზიანებს, არც უკვირს გაუთავებელი კამათი საერთაშორისო უნივერსიტეტის თაობაზე,
რომელიც თურქული ორიენტაციისა იქნება, ინგლისურისა თუ ფრანგულისა, მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ჩვენი ახალი ეროვნული კონცეფციის ჩამოყალიბებას.
სამაგიეროდ, ჩვენი «ტრადიციული პარტნიორი» ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამასაც. ასევე არ გვიკვირს (პირიქით, დიდ მიღწევად მიგვაჩნია, თითქოს ასე არ იყო გუშინაც),
საქართველოში რუსული რადიოს დაარსება. ჩემი აზრით, ქართულ რადიოს უცხოეთისთვის, რასაკვირველია, რუსულენოვანი გადაცემებიც უნდა ჰქონდეს (როცა ეკონომიკურად
მოღონიერდება საამისოდ), მაგრამ არა საქართველოს მოსახლეობისთვის და არა ოცდაოთხსაათიანი ყოველდღიურად, რამდენადაც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო იქნება ის თუ
საბერძნეთი, ორენოვნება ყოვლად დაუშვებელია, თუკი კონსტიტუციის ნებით ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ენაა გამოცხადებული სახელმწიფო ენად. ამდენად, ამ ქვეყნებში სხვა
ენაზე სწავლა, რადიორეპორტაჟებისა თუ ტელეგადაცემების მომზადება, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის უგულებელყოფაა. კონსტიტუცია არამარტო ხალხის ნების გამოხატულებაა, არამედ იმავე ხალხის შესაძლებლობების განმსაზღვრელიცაა. სხვანაირად თუ ვიტყვით, ხალხი არამარტო იღებს კონსტიტუციას, რაც ასე
თუ ისე, კიდევ დასაშვებია ჩვენს დღეში მყოფი ხალხისთვის, არამედ ავრცელებს და იცავს
მის კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობებს აღემატება. კონსტიტუცია ეჭვსა და შეშფოთებას კი არ უნდა ბადებდეს ვინმეს გულში,
ბუნებრივი სიამაყითა და სიმშვიდით უნდა ავსებდეს ყველას ერთნაირად, ამას იმიტომ ვამბობ, ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე რომ გვიკარნახა რუსეთის თავდაცვის
ყოფილმა მინისტრმა, თუ როგორ უნდა მოგვეწყო დამოუკიდებელი საქართველო ადმინისტრაციულად. კაცმა რომ თქვას, დასაეჭვებელი და შემაშფოთებელი მართლაც ბევრია, როცა
საერთოდ აზროვნებას თუ არა, სახელმწიფოებრივად აზროვნებას ნამდვილად გადაჩვეულნი
ვართ ყველანი, იმ უბრალო მიზეზის გამო, ასეთები რომ ვჭირდებოდით იმპერიის მესვეურებს და ასეთებადაც ჩამოგვაყალიბეს იმპერიის იდეოლოგიურ ლაბორატორიაში, ანუ სწორედ იმას დავუპირისპირდებით ხოლმე, რასაც უნდა ვიცავდეთ, და იმას ვიცავთ, რასაც მთელი არსებით, მთელი შეგნებით უნდა ვუპირისპირდებოდეთ.
როგორც უკვე ვთქვით, კონსტიტუცია ხალხის ნებაა, მაგრამ ჯერ ხალხი უნდა იყოს მზად
თავისი ნების გამოსახატავად, ესე იგი, არამარტო მოწადინებული, არამედ უფლებამოსილიც. არც თავად უნდა აჩქარდეს ზედმეტად, არც სხვამ უნდა შეაყოვნოს შეგნებულად. ყველაფერს თავისი დროს აქვს. სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, ჯერ კიდევ შორი გზაა
გასავლელი ჩვენს საბოლოო მიზნამდე. ჩვენი კუთვნილი (დღემდე მოღწეული) ტერიტორიის თითქმის მესამედი აქამდე ოკუპირებულია და უცხო ძალის «დახმარების» გარეშე შინაური საქმეებიც ვერ მოგვიგვარებია ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ზამთარში ბინა ვერ გაგვითბია, ზაფხულში ნაგავი ვერ გაგვიტანია ბინიდან, «რუსეთთან მიმართებაში ტრადიციული კონცეფციის» გადასინჯვას ვაპირებთ და მოსკოველობა დიდ პატივად მიგვაჩნია, ვინ
იცის, რანაირ დამცირებას ვიტანთ, ოღონდ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი მოგვცენ იქ. მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ მწერლები, პოლიტიკოსებთან შედარებით, გაცილებით ახლომხედველნი და გაცილებით მშიშრებიც ვართ: ხანდახან ბუზი აქლემად გვეჩვენება. რაც
მთავარია, ჩვენი მოსაზრებები უმალ მორალური ხასიათისაა, ვიდრე პოლიტიკური. ასე რომ,
ადვილი შესაძლებელია, პოლიტიკურ სამყაროში ისე არ წვიმდეს, როგორც ქუხს. მაგრამ როცა ვერ აგიხსნია, ლამის ადამის ჟამიდან, რატომ ხდება ყოველთვის ისე, როგორც არ უნდა
ხდებოდეს, როგორც მხოლოდ შენი ქვეყნისთვისაა საზიანო, ვალდებულიც ხარ სხვებსაც გადასდო შენი შიში. ყოველ შემთხვევაში, შეუდარებლად ნაკლებად სახიფათოა ბუზი გვეჩვენებოდეს აქლემად, ვიდრე მგელი – ბაჭიად.
მწერალს არც პოლიტიკური პროგნოზირების პრეტენზია გააჩნია, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, ისიც ვალდებულია, ცხოვრობდეს თავისი ქვეყნის ცხოვრებით, მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ასე რომ, თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუკი ჩემი შიში მხოლოდ მწერლური შიში აღმოჩნდება ბოლოს. ოღონდ, თავი რომ არ მოვიტყუოთ, სჯობს ახლავე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი კითხვა-პასუხი ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. მაგრამ ესეც იმის დადასტურებაა, ჯერ კიდევ რომ ვარსებობთ, ჯერ
კიდევ რომ გვახსოვს, ჯერ კიდევ რომ გვსურს და ჯერ კიდევ რომ გვეიმედება რაღაცა, რაც
უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებისთვის, მით უფრო
ხალხისთვის, რომელიც სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობს (თუკი მართლა ცდილობს!) და თავისუფლებაზე ოცნებობს (თუკი მართლა ოცნებობს!). აქედან გამომდინარე,
მხოლოდ ის ხელისუფლება იქნება ნამდვილად ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ხელს
შეუწყობს ამ ცდის განხორციელებასა და ამ ოცნების აღსრულებას და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეროვნულ სიამაყესა და ღირსების გრძნობას დაუბრუნებს. ჩვენ ისე უცნაურად
უიღბლო ხალხი ვართ, ემიგრანტობაზე ფიქრიც დანაშაულად გვეთვლება, განსაკუთრებით –
ხალხის მოაზროვნე ნაწილს. შეიძლება კალატოზი მართლა ვერ დაავალდებულო, გასამრჯელოს გარეშე მაინცდამაინც შენს სამშობლოში ამოაშენე ჩამონგრეული კედელიო, მაგრამ
მწერლებმა, ხელოვნების მუშაკებმა თუ მეცნიერებმა სწორედ სამშობლოს ნანგრევებში უნდა
მოიყარონ თავი, რათა მათმა შემყურე ხალხმა მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა ირწმუნოს. ამიტომ, ვინც უკვე გაქცეულია, ისიც უნდა დაბრუნდეს უკან, თუკი მართლა ვაპირებთ ძველი კონცეფციების გადასინჯვას. ჯერ ჩვენი ამოცანა გადარჩენაა. უცხოენოვანი რადიოების შექმნისა თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების გახსნის დრო თავისთავად მოვა.
ყმაწვილებს გასანათლებლად დავით აღმაშენებელი აგზავნიდა უცხოეთში და არა თეიმურაზ პირველი, რომელმაც თვითონაც არ იცოდა, რა წამს მოუწევდა სამშობლოდან გადახვეწა.
ჩვენც ჩვენს უიღბლო მეფესავით, ჯერჯერობით, სულ უბედურების მოლოდინში უნდა ვიყოთ, არ უნდა დავიჯეროთ სხვისი «ტკბილი ნანინა», რადგან ვისაც ჩვენი ბედნიერება
ეკითხება, იმას, რატომღაც, საერთოდ ჩვენი არსებობა მიაჩნია პირადი კეთილდღეობის ხელყოფად. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ქართული ტრადიციული კონცეფციები, ანუ დავიწყოთ თავიდან, ანუ გავარკვიოთ, რას გვავალდებულებს ქართველობა,
გვინდა თუ არა, ვიყოთ ქართველები, გვაქვს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ, თუ ჩვენც იმ ხალხების რიგში ვდგავართ უკვე, ვისაც ეს გრძნობა მტრის სივე-
რაგითა თუ საკუთარი ბედოვლათობის გამო გაუნელდა, გადაუგვარდა და დროთა განმავლობაში ან საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა, ანდა სამუდამოდ ჩარჩა მონობის წუმპეში.
1996
რამდენიმე მოსაზრება სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებით
ამერიკელი «რკინის ლედის» ამასწინანდელმა საპროგრამო გამოსვლამ ერთხელ კიდევ დაადასტურა რუსეთის განსაკუთრებული უფლებამოსილება ეგრეთ წოდებულ «ესენგეს» ფარგლებში, რაც მეტად დამაფიქრებელია და დამაფიქრებელია განსაკუთრებით «ესენგეს» წევრი
ქვეყნებისთვის, რასაკვირველია, თუკი ისინი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენას სერიოზულად აპირებენ. ჩვენ კი, თუნდაც სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის წევრები, ჯერჯერობით იმაზე ვდაობთ, ახალი ჰიმნის შექმნისას ტექსტს უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა თუ მელოდიას... მოკლედ, ჯერ ისიც არ ვიცით, რა გვინდა: მრავალჭირნახული, მრავალგზის პატივაყრილი, მაგრამ დღევანდლამდე მაინც ღირსეულად მოღწეული
ქვეყნის ისტორიული მონაპოვრის აღდგენა, თუ სრულიად ახალი, «ესენგეს» შესაფერი სახელმწიფოს შექმნა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია საერთოდ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის საქმიანობის გასარკვევადაც – ჯერ კიდევ ამოუწურავი, მრავალმხრივი და მრავალნაირი მასალაა მოსაძიებელი, მოსაწესრიგებელი და, რა თქმა უნდა,
შესასწავლიც, რის გარეშეც ყოვლად წარმოუდგენელია ესოდენ სერიოზული და რთული გადაწყვეტილების მიღება, გნებავთ, არჩევანი არსებულსა და არარსებულს შორის. ვერც ერთი
პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, მით უფრო, პოეტი და მხატვარი, ვერ იტყვის დაბეჯითებით, თუ როგორი სახელმწიფოებრივი სიმბოლოები შეესაბამება ისეთ ქვეყანას, როგორიც
დღევანდელი საქართველოა, ანდა, როგორადაც წარმოგვიდგენია ის ჩვენს ფიქრებსა თუ ოცნებებში. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ კონკურსების გამოცხადებითა და საკონკურსო მასალის საჯარო განხილვებით ეს არ მიიღწევა. პირიქით, ამ ნიადაგზე შეიძლება ბევრი წინასწარ
ძნელად გასათვალისწინებელი დაბრკოლებაც წარმოიქმნას. ასევე ხელის შეშლის მეტს არაფერს მოგვიტანს «საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი რეალიებისა და მრავალეროვნულობის» გათვალისწინება. ჩემი აზრით, სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის სამუშაო
თეზისად თავიდანვე ის ანბანური ჭეშმარიტება უნდა ქცეულიყო, რომლის თანახმადაც, საქართველო დიდი ისტორიული წარსულის მემკვიდრეა, გუშინდლის ლოგიკური გაგრძელებაა და არა დღევანდელი პოლიტიკური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოებრივი ჩანასახი. რაც მთავარია, არაფრით არ შეიძლება, ლამის მარადისობის წიაღიდან გამოღწეული ქვეყნის მისია, მისი მოვალეობა და დანიშნულება დანარჩენი კაცობრიობის წინაშე,
დაიყვანებოდეს თუნდაც ხიზანთა თავშესაფრის უკეთილშობილეს ფუნქციამდე, რაც არ
მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო არც ერთ ჩვენზე არანაკლებ სტუმართმოყვარე
და ჩვენზე გაცილებით მრავალეროვან სახელმწიფოში.
ახლავე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი «მრავალეროვნულობა» მაინც პოლიტიკური ძალდატანების შედეგია და არა ბუნებრივი, ნებაყოფლობითი მიგრაციისა. რუსეთის იმპერიული
კანცელარია ყოველთვის დაბეჯითებით ცდილობდა საქართველოში «მრავალეროვნულობის» ცნების დანერგვას, რადგან ესეც საქართველოს დაპყრობის, გადაგვარებისა და მითვისე-
ბის საშუალება იყო მისთვის და არა უპოვართა და უსამშობლოთა მიმართ თანაგრძნობისა
და ყურადღების გამოხატულება. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, როცა ისტორიის ჩიხში
მიმწყვდეული საქართველო ბუნებრივად აღმოჩნდა საბედისწერო არჩევნის წინაშე, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს, რუსეთის წაქეზებით, ისეთი დაუფარავი და, ცოტა არ იყოს, მღელვარე აქტიურობით დაუჭერია მხარი საქართველოს სამეფოს
გაუქმების იდეისთვის, ამ იდეის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევარი, მეფე გიორგი
მეცამეტეც კი გაღიზიანებულა და განრისხებულს უთქვამს: სტუმარმა თავისი ადგილი უნდა
იცოდესო. მართლაც, ოჯახური საქმეების გადაწყვეტა მასპინძლის პრეროგატივაა და არა
სტუმრისა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ სიტუაციაში ყოველთვის მოსული (სხვა ეროვნების
წარმომადგენელი) იჩენს ტოლერანტობას დამხვდურის (ქვეყნის კანონიერი პატრონის) მიმართ, ანუ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დგება იმ დროშის სამსახურში, რომელიც მის
მიერ მეორე სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის თავზე ფრიალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
შენიღბულ, შენელებულ ანექსიასთან გვაქვს საქმე, როცა უკვე თავად ანექსირებულია იძულებული, ტოლერანტობით გაამართლოს თავისი უზნეობა და სისუსტე.
სახელმწიფო სიმბოლიკა არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ შექმნილა და, იმედი უნდა
ვიქონიოთ, არც მომავალში შეიქმნება ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნებათა რაოდენობისა თუ მათი რელიგიურ-პოლიტიკურ-ზნეობრივ მონაცემთა გათვალისწინებით. თუკი მსოფლიო ისტორიიდან ერთი მაგალითის მოტანა მაინც შეიძლება საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, აქ
გამოთქმულ მოსაზრებას, თავისთავად ცხადია, ჭეშმარიტების პრეტენზია ვერ ექნება, მაგრამ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 14
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.